You are on page 1of 3

ლურჯი კალმები.

სანამ ჩვენს სათქმელს დავიწყებდეთ, მანამდე მხატვრულად შეფარვით და


მეტაფორულად უნდა გადმოვცეთ, ჩვენი სათქმელი, რათა გავიაზროთ რა
სირთულის და როგორი მტკივნეული თემა გვაქვს ხელთ, წარმოვიდგინოთ, რომ
სიცივეა ირგვლივ, ქუჩაში მდგომი ადამიანი ხმელი ფოთლებისა და ნაფოტებისგან
ცდილობს დაანთოს ცეცხლი, იწვალოს, იშრომოს, და უცებ ვიღაცამ მას ცეცხლზე
წყალი დაუსხას, კიდევ აანთოს ცეცხლი კაცმა, თუმცა მერე კიდევ ჩაუქროს და
ბოლოს მოკლას კაცი.
ზემოთ ჩემ მიერ შეთხზულ ამბავს ცენზურის ფონზე, ვფიქრობ, ასე
დაწერდნენ, დიახ, ჩვენ ცენზურას განვიხილავთ დღეს, რომელიც სწორედ ის
წყალია, რითაც ამ სითბოს აქრობენ, ცეცხლი კი გულიდან ანთებული კოცონია,
რომელიც ხმელი ფოთლებით, ანუ ფურცლებით იწვის, ეს გადავფარეთ, რადგან
გვინდოდა დაგვენახებინა თუ რამხელა სიცივის გამოწვევა შეუძლია
ლიტერატურაში ამას, გულიდან ანთებულ ცეცხლს სულის გათბობა შეუძლია,
მუზა ეს ის პროცესია, როცა ნარატორს სცივა, ეს თითქოს მეექვსე გრძნობა
მწერლისთვის, როგორც პოეტისთვის, ეს არის სულის სიცივე, რომელიც შემდგომ
გულის ცეცხლიდან თბება. მაშ გამოდის ასე, რომ ამ ცეცხლის ჩაქრობით ადამიანის
სულს ახრჩობ, და ხვდები, რომ ის შინაგანად მოკალი.
ჩვენ დავსვამთ საკითხს ცენზურის ძალაუფლებაზე, მის საშიშროებას თუ რა
შეიძლება მოხდეს ამ გამანადგურებელი მანქანის დაქოქვის შემთხვევაში. რა
მოსდის ავტორს, როცა მისი ნაწარმოები ვიღაცის სურვილის გამო შეიძლება
ვერავინ ნახოს? ან თვით ავტორი საერთოდ ვერ ნახოს? როგორ წერდნენ, როცა ეს
მანქანა ჩართული იყო ? სანამ საკითხის განხილვას დავიწყებდეთ, უნდა
აღინიშნოს, ის გარემოება, რომ ჩვენ ვერ გადმოვცემთ სრულად ავტორის წუხილს
და ყველაზე მეტად ეს გვაწვალებს, ჩვენ ვერ ვიტყვით თუ რაოდენ დიდი და მძიმეა
ეს საკითხი, რადგან ამ იარაღს ბევრი ნაწარმოები შეეწირა ავტორებითურთ, უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ დაქოქილია ეს მანქანა.
ჯერ კიდევ საბჭოეთის ეპოქაში გამანადგურებელი მანქანა მწარედ დააჩნდა
ქართულ ლიტერატურას, თუმცა ამ პერიოდში ებრაული ლიტერატურაც
სისხლისფრადაა შეღებილი. როცა ოქტომბრის რევოლუცია მოხდა მაშინ უკვე
დაიწყო ამ მანქანამ მუშაობა, ხელაკაკნკალებულ მწერლებს ხელში ლურჯი მელნით
შეეფარათ სათქმელი, და ამის შემდეგ დაარსდა „ცისფერყანწელები“ ეს ერთგვარი
სამალავი იყო, რამდენი პოეტი შეეწირა ამ ცენზურას, როცა მწერლები ხელში
კალამს იღებდნენ და გონებას ჩართავდნენ, ეს პროცესი ხელში ავტომატის აღების
და სსრკს წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იყო, რამდენჯერაც ცეცხლი აენთებოდა
გულში, იმდენჯერ სათლით წყალს ასხამდნენ. ვინ იცის, რამდენი ლექსი არ
დაბეჭდილა, რამდენი მოისროლეს, ვფიქრობთ, რომ ცენზურა ეს არის ფურცლების
ტერორიზმი. როცა გული გიძგერს, სისხლი ჩქეფს, გული ვულკანივით ისვრის
ვენებში სისხლს, ტვინი გეკეტება, იდიოტივით შეშლილი თვალები თეთრ
ლურჯი კალმები.

ფურცელზე დაცქერილი მზდაა სტრიქონებს გაჰყვეს, როგორც რ.ბარტი იტყოდა


„ავტორი მოკვდეს“, თუმცა ცენზურა უფრო მძიმეა, ეს იგივე პროცესია, მაგრამ
არასწორმა სისხლის დინებამ შეიძლება სამუდამოდ გაიდიოტებული თვალები
დაგიტოვოს... და ლურჯ მელანს წითელი სითხე შეერიოს.
თავისუფალი აზრი გამოსტყორცნილი ტვინიდან თვითფრინავივით ჯდება
ფურცლებზე, თუმცა ეს ფურცლები ცენზურის ფონზე მუდამ სხვის ხელში
ტრიალებს, ის წყვეტს დაჯდება თუ არა ეს თვითფრინავი. ცენზურის ჩართვა
იგივეა, რაც აპარატზე შეერთებულ კაცს სასუნთქი მილი გადაუკეტო, პაოლო
იაშვილი წერდა :
„...მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.“
ვინ იცის, ცენზურა რომ არ შეწირვოდა პაოლო ამ მანქანას, რამდენჯერ
დასნეულდებოდა, რამდენჯერ გარდაისახებოდა ფურცლებზე და რამდენჯერ
შეძლებდა გაეოცებინა მკითხველი, რამდენი დაუნთებელი ცეცხლი ჩააქრო ამ
წყალმა... რამდენჯერ გულის ტკივლით წაუკითხავს მკითხველს ტიციანის „მაშ,
გამარჯვება“ ჩვენ შეგვიძლია ამ სათაურს ასეთი ინტერპრეტაცია გავუკეთოთ : ეს
ერთგვარი გულის ამოძახილი იყო, როცა ცენზურით დაღლილი პოეტი
სულისკვეთებით ეთხოვებოდა თავის სამშობლოსა და თავის ფურცლებს.
„ცისფერყანწელები“ ყოველთვის ლურჯი კალმებით წერდნენ,
სიმბოლოებით გატენილ ლექსები აბჯარივით აესხათ პოეტებს, ამინ არ-რეიჰანი,
არაბული ლიტერატურის კლასიკოსი ორ კატეგორიად ჰყოფდა მწერლებს —
მწერლებს, რომლებიც წერენ, რათა იცხოვრონ, ხოლო მეორე მწერლები
ცხოვრობენ, რათა წერონ. ეს ის პერიოდი იყო, როცა წერა და სიცოცხლე მათთვის
ერთ დონეზე იდგა. ყველაზე მნიშნველოვანი ადამიანის სულის გადარჩენა უფრო
იყო, ვიდრე მათი სიცოცხლე, მ. ჯავახიშვილს ქართველთა გამოღვიძება როგორც კი
შეატყვეს, მაშინვე მისი ხიზნები, მისი სისხლითვე შეიღება, თავისუფალი აზრი
მისი ფურცლებიდან „ცარიელ ტომარასავით ჩაიჩოქა, გაიშალა“ მერე კი ზემოთ,
წითელი დროშა ამაყდ აფრიალებდა თავის ნაკეცებს.
მახინჯი სისტემა ყოველთვის მზად იქნება ფეხქვეშ გათელოს ადამიანის
გონება, ასეთივე სიტუაცია იყო გერმანიაში, როცა გენიოსი მწერლების ნაწერები
თაროზე დასადებადაც არ გაიმეტეს, როცა ფურცლებზე დანთებული კოცონი
დიდი წყლის ოკეანეში მოისროლეს, ლურჯ ოკეანეში, და ის ოცნებები, რომლებიც
იმ წიგნში გააცხადეს პოეტებმა და მწერლებმა, რომლებსაც სიცოცხლე არ ეღისათ.
დღეს, როცა ХХI საუკუნეა, და საქართველოში დემოკრატიაა... და ვიცით,
რომ ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა გვაქვს, ჟღერდება ასეთი წინადადება, რომ
თუ რომელიმე პირი მიიჩნევს, რომელიმე ნაწარმოებს რელიგიური გრძნობების
შეურაცხყოფად, ის სასამართლოში გადაინაცვლებს და ძალიან ჩვეულობრივ,
ყოველგვარი წარბგატოკების გარეშე უბრალოდ გაქრება, დიახ, არ გეჩვენებათ, ეს
ლურჯი კალმები.

21-ე საუკუნეში ჟღერდება, მეტიც, ჩრდილოეთ კორეაში ნოამ ჩომსკის კითხვა


სიცოცხლეს უდრის.
ჩვენ არ გვეყოფა სათქმელი მოვიყვანოთ პიროვნებები ვისი ლიტერატურაც
აიკრძალული იყო, რა მოხდება თუ დღესაც მკაცრი ცენზურით იქნება დაცული
ნარაცია? ეს იქნება მსოფლიო ომი, სადაც წიგნების ფურცლები ქაოტურად
აშრიალდება და ანთებული ხანძარი კიდევ ბევრ აუნთებელ ფოთლებს
გაანადგურებს.
უნდა დავამატოთ ისიც, რომ მწერალი ცენზურით იგივეა, რაც
დაქირავებული რობოტი, რომელიც შენი სურვილის შესაბამისად იმას აკეთებს, რაც
შენ მოგესურვება, იმას გაძლევს, რაც შენ გსურს, გულის ძალით აძგერებს, და
მელნით თხაპნის, ოღონდ ხაზი უნდა გაესვას, რომ არა ლურჯი კალმით, არამედ
უბრალო ნაცრისფერი კალმით, სადაც თავისუფალი აზრი ოთახს დამსგავსებულ
ფურცელში მოკუნტული ბავშვივით მისჩერებია ოთახის კუთხეს, და თავზე
ტომარაჩამოცმულს ეშინია საკუთარ კედლებში შემოსული „ცუდი ადამიანის“, მისი
ზედმეტი ხმის ამოღება ხომ მისი სიცოცხლის ტოლფასია.
საბოლოოდ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცენზურა ეს არის უიარაღო
მკვლელობა, ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება ფურცლებზე მწერლის ორი ხელის
გარდა მესამე ხელი ერიოს, როგორც ისტორიული წყაროს დამახინჯება არ
შეიძლება, ე.წ პირველწყაროსი, ისევე არ შეიძლება ლიტერატურის, როგორც
გულის კოცონი სხვამ ხელოვნურად გააჩაღოს სხვანაირად. არ შეიძლება ჰაერში
მყოფ შევარდენს ან არწივს ფრთები ჰაერშივე წააჭრა და შემდეგ ის ფიტულად
გარდააქციო და შემდეგ ის შენებურად შეამკო...
ლიტერატურაში ცენზურა იგივეა, რაც ფრინველთა გალია, რომელიც
ფრთებმოკეცილი ელოდებიან როდის დაჟანდგდება „საკანი“ და როდის შეძლებენ
თავიანთი ფრთები ცის კაბადონზე ისევ აფრიალონ..
მაშასადამე კი უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რომ -არა ცენზურას! სისხლი
მელანს არ უნდა შეერიოს, მივცეთ უფლება ყველა პოეტსა და მწერალს ახლებურად
დაგვანახოს სამყარო, და თავისი ხედვებით შეძლოს დააფიქროს ადამიანი მთავარ
კითხვაზე თუ ვინ არის ის? რადგან ლიტერატურა ეს იმ გზის ლაბირინთია, სადაც
ადამიანი მუდამ თავს იპოვის, ამიტომ -არა ცენზურას! დიახ, „მაშ, გამარჯვება!“
და ბოლოს უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა ამ სათაურზე, რომ ცენზურა ეს არის
წერტილი, რომელიც ლურჯ კალმებს, ანუ თავისუფალ აზრებს უსვამს წერტილს,
და შეგნებულად დავწერე, რადგან კარგად გაგეაზრებინა მკითხველნო ამ თემის
სიმწუხარე, და ტრაგიკულობა.

You might also like