Professional Documents
Culture Documents
დასაწყისი
კატმანდუში გაფრენამდე, საიდანაც უნდა დავდგომოდით ტიბეტის ნანატრ გზას, ხუთი დღე
მოსკოვში გავჩერდით საბუთებისა და აუცილებელი საგზალისათვის. ჩვენი
კინოექსპედიციის ოთხივე წევრს (ჩემის ჩათვლით), ûძალიანაც ეჩქარებოდა ჰიმალაების ნახვა,
მაგრამ მოსკოვს ერთი უცნაური თვისება აქვს — ადვილად გითრევს და ქართველების
უმრავლესობა, როგორც ცნობილია ჩათრევას, ისევ ჩაყოლას ამჯობინებს. თუმცა
ზემოთქმული მხოლოდ ქართველ კაცებს ეხებათ და არა ქართველ ქალებსაც, რადგან
ქართველმა ქალებმა რუსი ქალები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში შეიძულეს — როცა
ვახტანგ მეექვსეს ათას ორასი რჩეული ქართველი მამაკაცი მოსკოვში გაჰყვა და უკან
არცერთი აღარ დაბრუნებულა. ადვილი წარმოსადგენია მეთვრამეტე საუკუნის მოსკოვში,
მდედრობითი სქესის მოსახლეობაში რაოდენ სიხარულსა და ბედნიერებას გამოიწვევდა
საქართველოდან ჩასული ათას ორასი რჩეული მამრის დანახვა. როგორი დაუჯერებელიც არ
უნდა იყოს, შემდგომი, მეცხრამეტე საუკუნის რჩეულ ქართველთა არჩევანი რუსეთის
სასარგებლოდ, არამხოლოდ ჩინ-მედლებმა და ორდენებმა განაპირობეს — სუბიექტურად
ვეჭვობ, რომ რუს მდედრთა ფაქტორმაც, გარკვეული როლი შეასრულა ამ არჩევანის
გაკეთებისას და ამ ვარაუდის აბსურდულობასაც, დარწმუნებული ვარ, უამრავი მომხრე
ეყოლება ჩვენში. ჩემი თავხედური აზრი, განსაკუთრებით არ მოეწონებათ მეოცე საუკუნის
ქართველ მამაკაცებს და კონკრეტულად კი ჩვენი მამების ûძვირფას თაობას — თაობას,
რომელმაც შექმნა და მოიგონა ჩვენი დროის მოსკოვი, სადაც მათ აღარ ახსოვდათ არცერთი
ბოროტება, რომელიც ამ ქალაქს უკავშირდებოდა დღიდან რუსული იმპერიალიზმის გაჩენისა
და შეზარხოშებულებს სრულიად აკმაყოფილებდათ რუსი ქალების სითბო და ალერსი. რუსი
ქალებისთვის კი, თუნდაც ორი საუკუნის შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობდა ლეგენდა ქართველ
მამაკაცზე, რომელიც რუსეთის არმიის ჰუსართა პოლკის ქართველმა ოფიცერებმა შექმნეს.
თუმცა რუსეთის გარდა (საუკუნეების მანძილზე), ჩვენმა წინაპრებმა კიდევ მრავალი ქვეყნის
სიძლიერეს შესწირეს საკუთარი ნიჭი და ენერგია, მაგრამ არსად ისე უმადურად არ მოქცევიან
ქართველებს, როგორც რუსეთში და ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, დავით
გურამიშვილის თავგადასავალიც იკმარებდა. დიდმა ქართველმა პოეტმა თავისი ხანგრძლივი
სიცოცხლე რუსეთის არმიას კი მოახმარა, მაგრამ სანაცვლოდ შეურაცხყოფაც მიიღო და
მთელი იმ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზეც დაუზარებლად წერდა საჩივრის წერილებს
რუსეთის სამეფო კარს. დავით გურამიშვილი ითხოვდა კუთვნილი, დამსახურებული მიწის
მიღებას თუნდაც შუაგულ რუსეთში, მაგრამ ამაოდ და ისე მოკვდა, რომ ის პატარა მიწაც კი არ
აღირსეს რუსეთისათვის არაერთხელ დაჭრილსა და ტყვედყოფილს. პირიქით, გურამიშვილი
დაასახლეს დაპყრობილი უკრაინის იმ ჭაობიან ნაწილში, სადაც ყველაფერი რუსული
საშინლად სძულდათ ადამიანებს და ადვილი წარმოსადგენია, რა მწარე სიბერე ექნებოდა
ქართველ პოეტს იმ უკრაინელ ნაციონალისტთა გარემოცვაში, ვისთვისაც ქართველი პოეტი
დავით გურამიშვილი მხოლოდდამხოლოდ რუსი დამპყრობელი იყო. რუსეთი კი სწორედ ის
ქვეყანაა, სადაც რიგით ჯარისკაცს თუ ყველაზე ჭკვიან მეცნიერს (მაგალითად დიმიტრი
ლიხაჩოვს), იმპერიულ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ერთნაირი აზრი აქვთ და მათი
აზრით კი საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა იყოს და როგორც არ უნდა შეეცადო
საწინააღმდეგოს ან საერთოდ რაიმეს ახსნას (თუნდაც ცრემლმორეული თვალებით), აზრი
არა აქვს, რადგან მოსკოვში ცრემლების მართლა არ სჯერათ.
თუმცა
მაგალითად:
ჩვენც გამარჯობა ვთქვით და ასე გავიცანით რუსი გოგონა, რომელმაც ის დარჩენილი სამი
დღე ჩვენთან ერთად გაატარა მოსკოვში და პირველი, რაც აღმოვაჩინეთ, იყო უცნაური
რეალობა — ჩვენ ვეღარ ვლაპარაკობდით რუსულად და მხოლოდ ვუღიმოდით ქალს,
რომელიც აუგუსტ სტრინდბერგისა და ლუკ ბესონის ფანტაზიების ერთობლივ ნაყოფს უფრო
ჰგავდა. ისიც მხოლოდ გვიღიმოდა ხოლმე და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აღელვებული
გიო მგელაძე პირდებოდა მას ფილმში გადაღებას და მისთვის მართლაც სულერთი იყო ჩვენი
ყველა ცრუ და მართალი დაპირება. მას არაფერი მოუთხოვია ჩვენგან, აბსოლუტურად
არაფერი და ზუსტად რა უნდოდა, ვერც დავადგინეთ. სამი დღის მანძილზე იყო ჩუმად —
ჩუმად გვილაგებდა საწოლებს (ან გვისწორებდა ლოგინებს, იმის მიხედვით, თუ როგორ
იტყოდნენ ამას აკაკი და მზექალა შანიძეები), გვიდუღებდა ჩაის, გვირეცხავდა წინდებს
(სინამდვილეში ე.წ. „ნასკებს“, რომელიც რუსული სიტყვაა და გასაგებ მიზეზთა გამო
ქართული შესატყვისი არ გააჩნია), ყიდულობდა ჩვენთვის საჭირო პროდუქტებს და ასევე
ჩუმად გვთხოვდა დამატებით დაგვევალებინა რამე. იმდენად გაოგნებულები ვიყავით მისი
გამოჩენითა და საქციელით, ჩვენს აღფრთოვანებას ვერც გამოვხატავდით და ვდუმდით.
ერთადერთმა, ისევ გიო მგელაძემ მოიფიქრა და მადლიერების ნიშნად უცნობი ფერისა და
წარმოების მაისური აჩუქა მას.
მან თქვა მადლობა, მორცხვად დახარა თავი და ისევ გაიღიმა. გამახსენდა სიზმარი, რომელიც
ათასჯერ მინახავს და სკოლის მერხზე მჯდარსაც ათასჯერ ამომიცნია კადრები იმ ჩემი
სიზმრიდან სწორედ იმ დაფაზე, საკლასო ოთახში რომ ეკიდა. დაფა ჰგავდა კინოეკრანს,
რომელზეც ადვილად შეიძლებოდა დათოვლილი რუსული სოფლის დანახვა (სადღაც
ტამბოვის გუბერნიაში) და მესმოდა ფეხის ხმა — ერთადერთი სუნთქვა, რაც რუსული
ზამთრის სიჩუმეს არღვევს. მესმოდა მასწავლებლის ხმაც, რომელიც რუსეთის ისტორიას
გვიხსნიდა, მაგრამ გამხელილ ცოდვას რა უნდა სჯობდეს და ზოგჯერ, ცალთვალა
კუტუზოვზე მეტად, ორივე თვალით ჯანმრთელი, ლოყებღაჟღაღა და რძეზე გაზრდილი
მშვენიერი ქალი უფრო მაინტერესებდა, წუთი-წუთზე რომ შემოაღებდა ჩემი სახლის კარს.
სინამდვილეში, წარმოდგენასა და რეალობაშიც, სახლი (თუ უბრალოდ ქოხი), მას
ეკუთვნოდა, მე კი მისი სტუმარი ვიყავი და რამდენიმე წამით გაღებული კარიდან აშკარად
ვგრძნობდი გარედან შემოვარდნილ სიცივეს, რომელიც მაშინებდა მხოლოდ მე, მისთვის კი
მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იყო და მზრუნველი სახით კეტავდა კარს ჩვენსა და დანარჩენ
სამყაროს შორის. რა ერქვა იმ მშვენიერ ქალს, არავინ იცის (როგორი ბეჯითი მოწაფეც არ უნდა
იყო, შეუძლებელია გაკვეთილზე ყველა დეტალის ზუსტად დამახსოვრება), მაგრამ ზუსტად
ვიცი რა მერქვა მე, საიდან მოვდიოდი, საით მივდიოდი, ვისი გორისა ვიყავი და ვიყავი თუ
არა საერთოდ გორში, ვთქვათ სტალინთან. რასაკვირველია არა — იმ წუთებში (სანამ ზარი
დაირეკებოდა) ვიყავი შუაგულ რუსეთში, მიყრუებული სოფლის ჩვეულებრივ, ღარიბულ
სახლში, სადაც ღარიბულ, ჩვეულებრივ სუფრას ამშვენებდა იქვე, იმავე სახლში გამოხდილი
არაყი და მოხარშული კარტოფილი, მჟავე კიტრი და არანაკლებმჟავე კომბოსტო.
არაყი არ იყო ჭაჭასავით გემრიელი, მაგრამ ვთვრებოდი სწრაფად და ალბათ მათრობდა ჩემი
მასპინძლის რძისფერი კანი, ღიმილი და სითბო — სითბო, რომლის წყაროც ღუმელი იყო —
ღუმელი დიდი და ფართო, ღუმელი, რომელზეც მეძინა, რომელზეც ერთად გვეძინა.
მაღვიძებდა სკოლის ზარი, რომელიც გაკვეთილის დამთავრებას გვამცნობდა ხოლმე და
მართლა ახალგაღვიძებულივით ვტოვებდი საკლასო ოთახს, საიდანაც ტიბეტი ჯერ კიდევ
ოცნებაზე შორს იყო...
თვითმფრინავი
ჩემი დაბადების დღე ისე მეზიზღება, რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ამ დღეს ვიყო
სახლიდან ძალიან შორს და მეტი შორს სადღა უნდა ვიყო — ვზივარ თვითმფრინავში,
რომელიც ცხრასაათიანი ფრენის შემდეგ ნეპალის დედაქალაქში უნდა დაეშვას და მერე კი
იქიდან ტიბეტის გზას უნდა დავადგეთ, მაგრამ მანამდე, დაახლოებით ხუთ საათში, ჩვენი
თვითმფრინავი, ჯერ არაბეთში, ემირატების რომელიღაც ქალაქის აეროპორტში უნდა
დაფრინდეს საწვავის შესავსებად. თვითმფრინავი, აეროპორტი და საერთოდ მგზავრობა,
ძალიან მიყვარს თუნდაც ეკზიუპერის სამყაროს გამო, სადაც ფუფუნებისა და განცხრომის
ისეთი ბედნიერი საშუალება გეძლევა რომ შეგიძლია გაიცნო ადამიანები, ვისაც მიწაზე
ვერასოდეს შეხვდები. თუმცა სანამ ჰაერში ხარ (თვითმფრინავის დაფრენამდე), შეგიძლია
დაიჯერო, რომ ამ ხალხზე ახლობელი, შენ არავინ გყავს და ამ საოცარ სიახლოვესა და
პირობითად სულიერ ინტიმს, ის ქვეცნობიერი შიში ბადებს, რომელსაც ადამიანში საერთოდ
თვითმფრინავის ხსენებაც კი იწვევს. ამიტომ, არავინ იცის, მაგალითად გიორგი სააკაძე
ისეთივე მშვიდი იქნებოდა თუ არა თვითმფრინავის სალონში, როგორც სახელოვანი ომების
წინ, რადგან საკუთარი თვალით მინახავს ჩემი მეგობარი შალვა ჯავახაძე (გიორგი სააკაძეზე
არანაკლებ უშიშარი, მამაცი და ახოვანი), როგორ ემუდარებოდა გაოგნებულ სტიუარდესას
რამე მიშველეო, როცა თვითმფრინავი საკმაოდ მშვიდად, შეუმჩნევლად მიაპობდა ქათქათა
ღრუბლებს. მერე მეჩხუბებოდა მე — ნორმალურმა ადამიანმა თვითმფრინავში როგორ უნდა
დაიძინოსო და რადგან საკუთარ ნორმალურობაში თვითონაც ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი,
აღარ შევკამათებივარ. გაღვიძებულს დამხვდა უგონოდ მთვრალი — იდგა ზურგით
ეკიპაჟისკენ, სახით მგზავრებისაკენ და განწირული ხმით მღეროდა ცედურ მრავალჟამიერს.
ახლა ის სტიუარდესა ეხვეწებოდა შალვას, თვითმფრინავი დაშვებას იწყებს, თქვენს ადგილას
დაბრძანდით და მოემზადეთო.
თუმცა ვერაფრით დავადგინე რატომ უნდა დამენახა რამდენიმე თვის ასაკში კაცი, რომელიც
შორეულზე შორეულ არგენტინაში, საწერ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ ვხედავდი აშკარად და
არ მიკვირდა. გამიკვირდა მოგვიანებით, როცა აღმოვაჩინე, რომ მაგიდასთან მჯდარი კაცი
იყო ხულიო კორტასარი და გამიკვირდა თვითმფრინავში, როცა ჩემმა დაუპატიჟებელმა
სტუმართა ჩანთიდან ხულიო კორტასარის მოთხრობების კრებული ამოიღო (მესამე ჭიქის
შემდეგ) და გამომიწოდა. უფრო სწორად შემეშინდა, შემეშინდა ჩემი ბავშვობისდროინდელი
სიზმრის და ქალის, რომელმაც გამიღიმა და მითხრა ფრაზა, რომელიც ალბათ ნებისმიერ ჩემს
მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეაშინებდა:
_ rjhnfcfhf bp vjcrds nj;t vj;yj edbltnm eckb k.,bim xbnfnm_ vtyz pjden vfhbif b z pyf. xnj vs hjlbkbcm d
jlby b njn;t ltym
მარიშა
— pyfxbn vs ,kbpytws, — ვთქვი უფრო ჩემთვის და ისიც აღმოვაჩინე, რომ მას მივმართავდი
შენობით, უცნაურ ქალს, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი არაბული ქალაქის, ჩარჯას
აეროპორტის მოსაცდელში — ის იყო მართლაც ლამაზი, გამხდარი და მაღალი, მოკლედ,
ბიჭურად შეჭრილი თმებით, ოდნავ აწეული ცხვირით და ძალიან ლურჯი თვალებით. ფეხზე
ეცვა შავი, მაღალყელიანი ბათინკები, რაც ყველაზე მაცდური მიზეზი იყო იმისათვის, რომ
მარიშა შემყვარებოდა აქვე და ახლავე, არაბული აეროპორტის მოსაცდელში, სადაც ერთი
საათის ლოდინის შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ დელის აეროპორტში გაფიცვა იყო და კიდევ
სამი საათი ჩარჯაში უნდა ვმსხდარიყავით. დელის აეროპორტში არანაირი საქმე არ გვქონდა,
მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ინდოელები იმის უფლებასაც არ გვაძლევდნენ, რომ ინდოეთის
ცაზე გადაგვეფრინა და ამიტომაც ვისხედით არაბულ აეროპორტში და ეს არაბები სულაც არ
ჰგავდნენ შოთა რუსთაველის არაბებს და ვცდილობდი კორტასარის წაკითხვას. თუმცა
პარალელურად კორტასარის მფლობელსაც ვუთვალთვალებდი, მაგიდებს შორის, მხიარული
გამომეტყველებით რომ მოძრაობდა ჭიქის მისაჭახუნებლად და ისიც აღმოვაჩინე, რომ უკვე
ვეჭვიანობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ვეჭვიანობდი, როცა მარიშა რომელიმე
მაგიდას მიუახლოვდებოდა, ოქროებასხმულ, გასიებულ კაცებთან ერთად დალევდა არაყს და
ზუსტად ისე გაუღიმებდა, როგორც მხოლოდ კაცებს ჰგონიათ, რომ რაღაცის იმედი შეიძლება
ჰქონდეთ. იმ იმედში დედამიწის მამაკაცთა უმრავლესობა, ერთიდაიგივეს გულისხმობს,
ყოველ შემთხვევაში, აზიაში მაინც და იქ და მაშინ, მომეჩვენა, რომ მარიშა ამას განზრახ, ჩემს
გასაბრაზებლად თუ გასაღიზიანებლად აკეთებდა. რა ჩემი საქმე იყო, ვინ როგორ მოიქცეოდა,
მაგრამ როგორც ჩანს, მარიშამ ზუსტად იცოდა როგორ იყო საქმე ზოგადად სამყაროში და
კონკრეტულად ჩარჯაში.
აეროპორტი უნდა დაგვეტოვებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დახვრეტა თუ არა, დაპატიმრება
მაინც არ აგვცდებოდა იმ არაბულ ქვეყანაში, სადაც დათრობა კანონით ისჯება. წამოვიკიდეთ
ბარგი (რეზო თაბუკაშვილმა და გიორგი ბერიძემ გიო მოიკიდეს) და გავყევით აეროპორტის
გახარებულ თანამშრომლებს, სიამოვნებისაგან ხელებს რომ იფშვნეტდნენ და ჩვენზე უკეთ
რომ იცოდნენ, რაც გველოდა. ჩვენ არ ვიყავით პირველი ქართველები, ვისაც უნდა გაეგო რა
ხდებოდა არაბულ თბილისში ოთხი საუკუნის მანძილზე, სანამ დავით აღმაშენებელი
იმერეთიდან ქართლში გადმობრძანებით პატივს დაგვდებდა. გამახსენდა აბო თბილელიც
(ალბათ მეტეხის ციხის ქვეცნობიერი ასოციაციით) და ჩუმად, გულში, ინდოელ ხალხს
შეწევნა ვთხოვე. შევახსენე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, აბრეშუმივით ურთიერთობა და რაც
მთავარია, გაფიცულ ინდოელებს მოვაგონე მაჰათმა განდი, ვინც მათ (საერთოდ) გაფიცვა
ასწავლა და ისიც შევახსენე, რომ მათი სათაყვანებელი მაჰათმა განდი, წარმოშობით
გუჯარეთელი იყო და სწორედ იმ ეთნიურ ჯგუფს ეკუთვნოდა ჭრელ ინდოეთში, ჩვენ რომ
გვენათესავება.
მაინც ჩამეძინა.
გაყრა
1982 წელს (სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია) ჰიმალაის მთებში პირველი ქართველი
მთამსვლელი აკაკი ხერგიანი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად.
ექსპედიციის თერთმეტმა მონაწილემ დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ღამის ასვლა
განახორციელა, მაგრამ მათ შორის აკაკი ხერგიანი არ ყოფილა. მიზეზი უცნობია, ფაქტი კი ის
არის რომ იგი ჟურნალისტის მოვალეობას დასჯერდა.
1991 წელს უკვე რუსეთის გუნდი დაიძრა იმავე ევერესტის დასალაშქრად და მწვერვალზე
ასვლის სიხარული, სხვებთან ერთად, 54 წლის რომან გიუტაშვილმაც გაიზიარა. თუმცა
წარმატებული ექსპედიცია მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა, როცა უკანა გზაზე,
მწვერვალიდან დაშვებისას, ბატონ რომანს ტკბილად ჩამოეძინა. მერე კი (რამდენიმე წლის
შემდეგ), იყო სწორედ ის პირველი ქართული ექსპედიცია დაულაგირზე, რომლის გამოც
კატმანდუს იმ პატარა სასტუმროში ქართველებსაც იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იციან
ჩვენი ქვეყნის სახელი ინგლისურად, მაგრამ ნეპალური ვერსიით და „ჯორჯიის“ ნაცვლად
გამოთქვამენ „ძორძიას“.
ეწევიან ყველანი (ალბათ ჩემს გარდა), რადგან კატმანდუში, თითქმის ერთადერთი ადამიანი
ვარ მხოლოდ სიგარეტს რომ ვაბოლებ და ჩემის არაორდინალური არჩევანით, საკმაოდ
ვკმაყოფილდები. როგორც არ უნდა დაბოლდე, აქ არავინ შეგაწუხებს, პირიქით — შეიძლება
ადგილობრივი პოლიციელი მოვიდეს და მადლობა გითხრას იმისათვის, რომ ნეპალელი
მოსახლეობის შრომას აფასებ და მათი ოფლით მოწეულ მცენარეულ კულტურებს,
სიამოვნებით ყიდულობ. ხოლო თუ განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ იღებ (ანუ მოსაწევი
ცოტა ტრუხაა), იგივე პოლიციელს (შეწუხებული სახით) ბოდიშის მოხდაც შეუძლია იმის
გამო, რომ შარშანდელი მოსავალი, აშკარად სჯობდა წლევანდელს. ამიტომაც ჩემი მიზეზი
სხვაა — ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით, ადამიანს ღმერთი ისედაც აძლევს
ფანტაზიისა და შემოქმედების იმ შინაგან უნარს, რომელიც მან (ადამიანმა) დამხმარე,
გარეგანი ფაქტორების გარეშე უნდა განავითაროს. და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე
ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი), ადამიანის შემოქმედებით ენერგიას
მრავალფეროვანსა და უფრო ნაყოფიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და
პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ, სწორედ იმ ბუნებრივი საწყისის განვითარებას
აფერხებს, ადამიანში თავისთავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს. თუმცა არსებობს წამებიც,
როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია,
მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა, რომ გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...
მარიშას ძებნა (ჯერ მხოლოდ თვალებით). კატმანდუს ქუჩებში პირველივე დღეს დავიწყე და
მართლა დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად შემხვდებოდა, თუმცა პირველ დღეს
მხოლოდ მოსაწევის გამყიდველები მხვდებოდნენ და განსაკუთრებული მონდომებითაც
მთავაზობდნენ ერთმანეთზე უკეთეს არჩევანს, მაგრამ მე ვდუმდი უარის ნიშნად.
ისინი დარწმუნებულები არიან რომ კატმანდუში ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი
სიამოვნებით დაბოლდება და მათ არ იცოდნენ, რომ მე ისედაც დაბოლილი ვარ, როცა მინდა
მაშინ და თანაც მოსაწევის გარეშე.
აველ და რას ვხედავ — რამდენიმე სხვა ჯეელ მეზობელს, ჩემამდე მოუყრია აქ თავი და
როგორც თვითონ ამიხსნეს, ახალშობილის ამბავში, მოსაწევს აბოლებენ. ერთადერთი, რისი
თქმაც მოვახერხე, ლექციებზე მეჩქარება-მეთქი და ზედიზედ, აჩქარებით დავარტყი
რამდენიმე ნაფაზი (აბა რა უნდა მექნა). წამოვედი, მაგრამ რა წამოვედი — ვღიღინებ, ვუსტვენ
და ვხალისობ. ზუსტად იქ, სადაც ჭავჭავაძის პროსპექტს რიგის ქუჩა კვეთს, აღმოვაჩინე, რომ
გული უნივერსიტეტისაკენ მიმიწევს, ფეხი კი — იქვე მდებარე, ქალაქის ნომერ მეცხრე
საავადმყოფოსაკენ. საავადმყოფოსაკენ მიმიწევს მხოლოდ მარჯვენა ფეხი, მარცხენას კი,
საერთოდ ვერ ვხმარობ.
რასაკვირველია მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ ის
მარცხენა, უფუნქციოდ დარჩენილი ფეხი, ძლივს მივათრიე მიშა ხიზანიშვილის სახლამდე.
დავაკაკუნე, ვთქვი რომ ცუდად ვიყავი და მერე აღარაფერი მახსოვს, გარდა იმისა რომ მეცხრე
საავადმყოფოს მისაღებში საღამომდე ცდილობდნენ ჩემს გაცოცხლებას. მიუხედავად
ერთგულებისა ჰიპოკრატეს ფიცისადმი (როგორც გადმოცემით ვიცი), მეცხრე საავადმყოფოს
მონდომებულმა მედპერსონალმა, ჩემი გაცოცხლება მაინც ვერ შეძლო. ხოლო როდესაც
საავადმყოფოში არსებული უკანასკნელი ჟანგბადის ბალიშიც წარუმატებლად, ამაოდ
მოვიხმარე, ზუსტ მეცნიერებებთან იმთავითვე, ბავშვობიდანვე დაახლოებულმა ჩემმა
მეგობარმა ლაშა ჯაიანმა თურმე ხმამაღლა, განწირული ხმით იყვირა: ამას, სუფთა მორფის
გარდა, არაფერი უშველისო. სიტყვა და საქმე ერთი იყო და ლაშა ჯაიანმა (როგორ
დავუკარგავ), ნახევარ საათში, ჩემს გადასარჩენად, სუფთა (ნაღდი) მორფი იშოვა. ისიც უნდა
ითქვას, რომ ლაშა ჯაიანი იმთავითვე, ბავშვობიდანვე ისეთი მოძულე გახლავთ
ნარკოტიკებისა, რომ ჩვენი უბნის ûძვირფასმა მორფინისტებმა ერთადერთს, სწორედ მას
ანდეს ჟანგბადივით წამალი. მაშინ ისიც უნდა ითქვას (ჩემი უბნის ნარკომანთა სასახელოდ),
რომ ეს იყო სრულიად უანგარო და გმირული ნაბიჯი მათი მხრიდან ჩემს გასაცოცხლებლად.
მთავარი გმირი კი, რა თქმა უნდა იყო ლაშა ჯაიანი, რადგან მას (ჩემს გადასარჩენად
მომავალს), ვინ იცის რამდენი კაცი შეხვდა გზაში და რამდენმა უთხრა, _ თუ მაინც კვდება
ძმაო, ჩვენ დაგვითმეო, მაგრამ მაინც არ დათმო. უებარმა წამალმა კი, როგორც ჩანს, იმდენად
დადებითად იმოქმედა ჩემს შერყეულ ჯანმრთელობაზე, რომ ასეთი სიამოვნებით (მაშინ რომ
ვიკადრე) არასოდეს გამიხელია თვალები დღიდან დაბადებისა. არადა, მართლაც ჰგავდა
ხელახალ დაბადებას ის დაბრუნება, როცა თავიდან აღმოვაჩინე ვარსკვლავებით მოჭედილი
ცა ჩემს ზემოთ და მორალის დეფიციტი ჩემში.
რაც შეეხება მორალის სამამულო კრიტერიუმებს, ამაზედ დიალოგი მხოლოდ მეორე დღეს
შედგა, როცა დილით, მეცხრე საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ჩვენთან დარეკა და დედაჩემთან
სატელეფონო საუბარში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ჩემმა ძვირფასმა დედამ, ცოტა რომ გაიკვირვა დასმული შეკითხვა, მეცხრე საავადმყოფოს
მორიგე ექიმმა სიხარულით განმარტა სატელეფონო ზარის ჭეშმარიტი მიზეზი — გუშინ
თქვენი შვილი ჩვენთან მოიყვანეს, თურმე პლანი მოუწევიაო. დედაჩემი, ბუნებრივია
(როგორც ნებისმიერი ქართველი დედა ასეთ შემთხვევაში), აღშფოთდა მოსმენილით და
კატეგორიულად უარყო, რომ მე, მისი საამაყო ვაჟიშვილი პლანის მოწევას ვიკადრებდი. რას
ბრძანებთ ქალბატონოო, — არანაკლებ აღშფოთდა თურმე მეცხრე საავადმყოფოს მორიგე
ექიმი — თქვენი შვილი აქ ისეთი დაბოლილი მოიყვანეს, ძლივს გავაცოცხლეთო.
სწორედ მაშინ, დედაჩემმაც, როგორც იქნა დაიჯერა, რომ მეც ადამიანი ვარ.
გამოყრა
ასეც რომ არ იყოს, მაინც სასიამოვნოა საკუთარ თავში ადამიანური თვისებების აღმოჩენა და
მაგალითად კატმანდუში აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს მარიშა, რომელიც რუსია და აცვია
შავი, მაღალყელიანი ბათინკები, თმები გადახოტრილი აქვს და რაღაცას დარდობს.
1989 წელს ამ საოცრად ჭკვიან, განათლებულ და ნიჭიერ ადამიანს ნობელის პრემია მიენიჭა
მშვიდობის დარგში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია მუდამ ღიმილითა და მხოლოდ
მშვიდობიანი გზებით ცდილობს მონატრებულ ტიბეტში დაბრუნებას.
გაყრა-გამოყრა
ის მიტინგი კი, ნეპალელმა წითლებმა წითელი დროშების ფრიალით დაიწყეს და სანამ ჩვენს
ჩამოივლიდნენ (რამდენიმე წამით ადრე), ყველა მაღაზია დაიკეტა და ხალხიც რამდენიმე
წამში სადღაც გაქრა. ქუჩაში ვიდექით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი პატარა სასტუმროს წინ და
მომიტინგეებსაც ალბათ შპიონები ვეგონეთ.
კატმანდუს ქუჩებში ისევ გაჩნდნენ უცხოელები და ჩვენი უბანი ტამელიც ისევ ახმაურდა.
ისევ ამოძრავდა რამდენიმე წუთით შეჩერებული მდინარე და ჩვენი სასტუმროს მეპატრონემ
საიდუმლო გაგვანდო — ჯერ მომიტინგემ გაუყარა პოლიციელს დანა და მერე იმან
გამოუყარაო — გვითხრა ჩუმად და მარჯვენა თვალიც მრავალმნიშვნელოვნად ჩაგვიკრა. მერე
გაგვიღიმა და ასე გაღიმებულმა მოგვილოცა დამდეგი ახალი წელი და ერთი შეხედვით
თითქოს სრულიად უდროოდ. თუმცა ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან ვიცოდით, რომ მეორე
დღიდან ნეპალში, ჰინდუსთა კალენდრით, ახალი, 2054 წელი იწყებოდა. გოზინაყის
გამკეთებელი ჩვენს შორის არავინ იყო, მაგრამ ზეიმის მიზეზი ჩვენც გვქონდა — ჩვენი
კინოექსპედიციის ლეგენდარულ ოპერატორს, 1954 წელს დაბადებულ გიორგი ბერიძეს,
მეორე დღეს, უმარტივესი გამოთვლით, დაბადებიდან 100 წელი უსრულდებოდა. რომელი
ქართველი არ აღნიშნავდა ამ ძვირფას იუბილეს შორეულ კატმანდუში, სადაც გიორგი
ბერიძეს ყველა კატმანდუელი ბავშვი იცნობდა, რადგან მისი კინოკამერა ყველა ქუჩაზე იდგა,
სადაც რაიმე საინტერესო ხდებოდა, მაგრამ კატმანდუელმა ბავშვებმა, რასაკვირველია არ
იცოდნენ, რომ გიორგი ბერიძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართველია, რომლის
ნამუშევარიც ამერიკულ „ოსკარზე“ იყო წარდგენილი. თუმცა კატმანდუში გიო მგელაძეზე
პოპულარული ქართველი, არავინ იყო და მას ყველგან ისეთი გახარებულები ხვდებოდნენ
ხოლმე და ისეთი მონდომებით ართმევდნენ ხელს, რომ თვითონ გიოსაც კი უკვირდა.
განა ძველი თბილისი ვერ დაგვიტევდა მეოცე საუკუნის ქართველებს, თუკი საუკუნით ადრე
იგი მთელ სამყაროს იტევდა?
მარიშა
“რუჩკებს არ ენდოთ”
შალვა რამიშვილი
კარგად გამოვიძინე და თავი არც მტკიოდა. ოთახში ვიყავი მარტო. (ალბათ გადაღებაზე ადრე
წავიდნენ და არ გამაღვიძეს).
— pf[jlb — ვთქვი ჩუმად და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ რუსულად მეტყველება საკმაოდ
მიჭირს, უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ამ ხუთი, ან შვიდი წლის წინ.
— cgfcb,j, — მარიშამაც თქვა ჩუმად და ოთახში შემოვიდა. მახსოვს, რომ აჩქარებით მივხურე
კარი და გასაღებიც გადავატრიალე. გასაღების გადატრიალებისას ხმამაღლა ჩავახველე და
შემრცხვა, რომ ავჩქარდი. ამოვიცვი შარვალი და კიდევ ერთხელ შემრცხვა საკუთარი ფიქრის
გამო. ადამიანი საკმაოდ სწრაფად ფიქრობს მაშინ, როცა ჩქარობს. ჯერ ვიფიქრე, რომ შარვლის
ჩაცმა არ მჭირდებოდა.
რომელი იდიოტი ქართველი კაცი დაიჯერებს, რომ რუსი ქალი სხვა მიზნით შეიძლება
გესტუმროს შინ და არა მიზნით სარეცელის გაყოფისა და მახსოვს როგორ შევავლე თვალი
ჩემს არეულ სარეცელს. მერე ისიც გავიფიქრე, რომ შესაძლოა აუჩქარებლობა ჯობდეს, რადგან
თუ ეს ქალი რეალური პროგრამითაა მოსული, შარვლის გახდას (მითუმეტეს ჩაცმას)
ყოველთვის მოასწრებ. ამიტომაც ჩავიცვი და შარვლის ჯიბეში თბილისიდან სწორედ ასეთი
(გაუთვალისწინებელი), შემთხვევისათვის წამოღებული „დიროლი“ მოვძებნე.
მარიშა იდგა ფანჯარასთან, ჩემსკენ ზურგით, სახით მზისკენ, ხელში წიგნით. და გამიკვირდა
— შემოსვლისას წიგნი არ დამინახავს, დავინახე მზე, რომელიც მას აშიშვლებდა, ძალიან
გამჭირვალეს ხდიდა მის თხელ (ალბათ ჩითის) კაბას და ძალიან მომინდა ახლოს მისვლა.
მომინდა მიახლოება, ზურგიდან ხელების შემოხვევა მუცელზე და ფრთხილად, ძალიან
ფრთხილად მხრებზე კოცნა. მერე კისერზე, მერე მკლავებზე, თითებზე, თვალებში, ტუჩებში...
მერე შემობრუნდა ჩემსკენ და გამიღიმა ისე, როგორც ალბათ მისი წინაპრები უღიმოდნენ
მონღოლებს რამდენიმე საუკუნის წინ, როცა მონღოლებს ზუსტად ისეთი სახეები ჰქონდათ
მისი წინაპრების დანახვისას, როგორც ახლა მე და გაუბედავად, შეშინებულმა გადავდგი
მხოლოდ ერთი ნაბიჯი. ვინ იცის, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა, მონღოლებსაც ჩემსავით
გაუჭირდათ, როცა ყიჟინით გადალახეს რუსეთის დაუცველი საზღვრები და პირველად
აღმოაჩინეს ქალი, რომლის მსგავსი არასოდეს ენახათ.
ალბათ მეც ნაწამები სახე მქონდა. ვიდექი გაუნძრევლად. ვიდექი მანამ, სანამ მარიშა თვითონ
არ მომიახლოვდა, ბავშვივით არ მომხვია ხელი და ლოყაზე არ მაკოცა. შემრცხვა და თავი
დავხარე.
ის იყო ჩემზე მაღალი და მართლა ვგავდი ბავშვს, როცა დედა ეალერსება პატარას და ის კი
ცდილობს, რაც შეიძლება ნაწყენი სახე ჰქონდეს, გული აუჩუყოს დედას და ისიც კი გაახსენოს,
რომ შარშან (მაგალითად), ველოსიპედი არ უყიდა. მე კი გამახსენდა ბებიაჩემი, რომელიც
ასეთ კაბას „კრებდიშინს“ ეძახდა, უფრო სწორად, მახსოვს, რომ არსებობდა „კრებდიშინის“
კაბა და ეს ბებიაჩემისაგან ვიცოდი. არ ვიცოდი, რამდენად ჰგავდა „კრებდიშინს“ კაბა,
რომელიც მარიშას ეცვა და რომელიც გადავწყვიტე, რომ მისთვის ზედმეტი იყო. მოგონილი
სიმშვიდით შევუხსენი ზედა ღილი და მარჯვენა ხელით მოვძებნე შემდეგი. მან თავისი
გაშლილი ხელისგული დაადო ჩემს ხელს და თქვა ჩუმად:
— yt yflj...
— yt yflj, — გაიმეორა მან და გავბრაზდი, უფრო მეტად საკუთარ თავზე, რადგან მომეჩვენა,
რომ ავჩქარდი, მაინც ავჩქარდი.
— yt yflj, — თქვა კიდევ ერთხელ და ის ზედა, უკვე გახსნილი ღილი მარჯვენა ხელის
თითებით შეიკრა, — nt,t yf gfvznm — მითხრა უკვე ხმამაღლა და მარცხენათი წიგნი
გამომიწოდა.
— z pfdnhf etp;f., — ამბობდა მარიშა, — yfib [jnzn lj,hfncz lj ,fpjdjuj kfuthz tdthtcnf...
ალბათ ამიტომ ეშინია ლაშა ბუღაძეს (დღემდე) ქართული სუფრის, სადაც ყოველ წუთს
შეიძლება ვიღაც წამოდგეს და დაჟინებით მოითხოვოს მისგან ქვედასაცვლის ჩახდა ლექსისა
და არამარტო ლექსის დემონსტრირებით. ამიტომაც, ალბათ ერთადერთი ხალხი ვართ
მსოფლიოში, ყველაზე ეროტიულ სიტუაციაშიც კი, სუფრის გახსენება რომ შეგვიძლია და მეც,
როგორც ქართველს, ჩვენი მრავალტანჯული ბავშვობის ეს უცნაური ატრიბუტი სწორედ
მაშინ გამახსენდა, როცა მარიშამ, წეღან ლოყაზე ჩამოცურებული ხელი, ახლა თავზე
გადამისვა და გვერდით მომიწვა. ახლა კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ არ მეჩქარებოდა.
არც ავჩქარებულვარ.
იმ სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს კი, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ერთ
წუთში ადამიანი ვერ მოყვება და ამანაც შემაშფოთა. იმ ერთი საათის შემდეგ, მარიშას რომ
ჩემთვის ეთქვა, მე და გიო ცოტა ხნით დაგვტოვეო, სულ არ გამიკვირდებოდა (ყოველ
შემთხვევაში, ნოე ჟორდანიაზე მეტად გაკვირვებული სახე არ მექნებოდა — რუსეთის
მეთერთმეტე არმიის შემოტევა რომ მოახსენეს და ლენინმა მე რაფრა მიღალატაო, —
შეიცხადა). არადა, გიო მგელაძეს ნამდვილად ჰქონდა უპირატესობა (ჩემთან შედარებით) და
სავსებით რეალურიც იყო რომ მარიშას გიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი და
ამიტომაც არ შემოვუშვი.
თუმცა დაწყებამდე, მაინც დავუშვი (თეორიულად მაინც), რომ გიო მგელაძე ფანჯრიდან
შეეცდებოდა ამოძრომას დაAფანჯრისაკენ მაინც (ყოველი შემთხვევისათვის), თვალი
გავაპარე, მაგრამ ეს საშინელი აზრი, დაუყონებლად უკუვაგდე. წინა მცდელობასთან
შედარებით, ახლა გაცილებით სწრაფად შევუხსენი ღილები მარიშას კაბას და კიედვ ერთხელ
აღმოვაჩინე მისი ულამაზესი მკერდი, რომლის ცქერაც ალბათ არასოდეს მომწყინდებოდა,
სხვა საქმეც რომ არ მქონოდა. იმ სხვა საქმისათვის რომ ჩავაცურე ხელი, ისევ ის თეორიული
და საშინელი აზრი ამეკვიატა და ავდექი. მივედი ფანჯარასთან და მაინც გადავიხედე.
მჯეროდა, რომ გიო არ იკადრებდა, მაგრამ მაინც გადავიხედე თუნდაც იმაში
დასარწმუნებლად, რომ მესამე სართულზე ამოძრომა, ასეთი ხალხმრავალი ქუჩის მხრიდან,
შეუძლებელი იყო.
დავრწმუნდი, დავმშვიდდი და შემოვბრუნდი. მარიშა დამხვდა ჩაცმული, ხელში
კორტასარის წიგნით, თვითმფრინავში რომ მათხოვა:
— tne rybue ,the j,hfnyj, ne rybue z nt,t gjlfhbkf— თქვა და წავიდა. გააღო საგულდაგულოდ
ჩარაზული კარი და წავიდა. წავიდა ისე სწრაფად, სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. დავრჩი
ხელამოგდებული (ალბათ დასამშვიდობებლად რომ გავიშვირე) და მასთან დამშვიდობებაც
ვეღარ მოვასწარი. ვიდექი გაუნძრევლად. ვიდექი მანამ, სანამ ალბათ არ შემცივდა.
მერე ჩავიცვი და იქვე, საწოლთან დატოვებულ წიგნს დავხედე, რომელსაც დიდი ასოებით,
ინგლისურად ეწერა სათაური:
არც იმ საღამოს, არც მეორე დღეს, არცერთს არ დავლაპარაკებივარ, გიორგი ბერიძეს ან რეზო
თაბუკაშვილს რაღას ვერჩოდი, მაგრამ მაინც. სიმართლე რომ ვთქვა, გიო მგელაძესაც
უდანაშაულოს სახე ჰქონდა, მაგრამ მთელი დღე მისთვის ხმა არ გამიცია, მხოლოდ ტიბეტში
გამგზავრების წინ, ბარგს რომ ვკრავდით, ხელი გადამხვია და ღიმილის გარეშე მითხრა:
სა-ზღვა-რი
ზღვა თუ ჰყოფდა ოდესღაც მიწებს და ჩვენმა წინაპრებმაც ალბათ ამიტომ მოიგონეს ეს სიტყვა
იმ გამყოფის აღსანიშნავად, სხვა ქვეყნებსა და ხალხებს რომ აშორებდათ. შავი ზღვის იქით,
სხვა ქვეყანა იყო, კასპიის ზღვის იქით — სხვა ხალხი ცხოვრობდა. შავ ზღვაში იყო თევზი,
კასპიის ზღვაში — ნავთი. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაქოს ნავთობის
ოთხმოცდათვრამეტი პროცენტი, ნაბიევისაგან ქართველებმა შეისყიდეს, მაგრამ ბაქოელმა
ასად ბეიმ ისეთი კარგი წიგნი დაწერა ქართველებზე, იმ ერთ წიგნში სიამოვნებით დავთმობ
კუთვნილ წილს — ოთხმოცდათვრამეტივე პროცენტს.
მახსოვს რომ როცა ტიბეტის საზღვარს მივადექით, მაშინ კიდევ ერთხელ გავიფიქრე თუ
რას ეძებდა ან რას ემალებოდა მარიშა ჰიმალაის მთებში და პირველი თავის ტკივილიც
ვიგრძენი, მაგრამ არა მარიშას, არამედ სიმაღლის გამო.
თუმცა მაშინ სტუდენტები ვიყავით და ისეთი ჭაჭა გვქონდა რომ მართლა ძნელი
წარმოსადგენი იყო როგორ დაუთმობდა ჩვენი საბარგოს მძღოლი გზას შემხვედრ სატვირთოს
ან საერთოდ როგორ აუქცევდა ორი დიდი მანქანა გვერდს ერთმანეთს ამ საცალფეხო გზაზე.
ეტყობა, თვითონაც არ იცოდა მანამ, სანამ არ ამოგვძახა, არაყი ხომ არა გაქვთო და ჩვენი არაყი
ბოთლიანად ჩავაწოდეთ იმûთუშ მძღოლს. ჯერ ბოლომდე დაცალა ბოთლი, მერე თავი
გამოყო და თუშეთის მთების გასაგონად რაღაც იყვირა.
ჩვენ კი ძალიან გვინდოდა ტიბეტის ნახვა, რომელიც მთებში აშენებულ იმ პატარა ქალაქით
დაიწყო, სადაც პირველი ჩინური ჩაი დავლიეთ და მერე ჩვენი ბარგი სატვირთო მანქანიდან
ისევ ავტობუსში გადავიტანეთ. ავტობუსი იყო პატარა — აშკარად სოციალისტური
წარმოების, რომელშიც ყველანი მოვთავსდით, მთელი ჯგუფი მძღოლისა და გამყოლის
ჩათვლით. მძღოლისათვის სახელი არ გვიკითხავს, გამყოლს კი, ჯერ გიდს ვეძახდით, მაგრამ
რამდენიმე დღის შემდეგ, მგზავრობისაგან გამწარებულებმა (რომ აღარ გამოჩნდა ტიბეტის
შეპირებული და აღთქმული დედაქალაქი), მოსე დავარქვით. მოსე-გიდმა, დავტოვეთ თუ არა
ზანგმუ, ჩვენს დასანახად და გასაგონად, შვებით ამოისუნთქა — ხვალამდე ჯარისკაცები აღარ
შეგვაწუხებენო და ნიალამამდე, ხმა არ ამოუღია. ნიალამი პირველი ტიბეტური სოფელი იყო,
სადაც პირველი ტიბეტური ღამე გავათენეთ, მაგრამ როგორი იყო ნიალამი, მხოლოდ
ბუნდოვნად დამამახსოვრდა, რადგან სოფელში რომ შევედით, უკვე ბნელოდა, დილით კი,
გაიშვიათებული ჟანგბადის გამო, გონება უკვე საკმაოდ დაბინდული მქონდა. მახსოვს ოთახი,
ხის მაღალი საწოლებით, სადაც ყველას ერთად გვეძინა ტანსაცმლიანად და მახსოვს დილის
ჩაი, რომელიც დავლიე და დილის ფაფა, რომელიც ვერ შევჭამე. მახსოვს, რომ ვმოძრაობდი
ზანტად და ინერციით და აშკარად მქონდა ამნეზიის (ალბათ საწყისი) ნიშნები და დებილი
ბავშვივით დავყვებოდი დანარჩენებს.
რომ არ წამოვსულიყავით, ისევ ამოიღებდა, ისევ გვაჩვენებდა და ამას კი, ნაღდად ვეღარ
გავუძლებდით. წამოვედით დამარცხებულები, გაბრაზებულები და ნაწყენები საკუთარ
გულუბრყვილობაზე, ტურისტულმა ცნობისმოყვარეობამ, ათი დოლარი რომ დაგვაკარგვინა
და ათი დოლარი კატმანდუში, დიდი ფულია. ათი დოლარი აქ, ტიბეტშიც დიდი ფულია,
მაგრამ ჰიმალაებში სალდოს გახსენებაზე, წყენა სადღაც გაქრა და მიუხედავად დამძიმებული
თავისა, მაინც სიამოვნებით გამეღიმა. გამეღიმა და იმდენად საეჭვოდ გაღიმებული დავრჩი
რომ გიორგი ბერიძემ ავტობუსის გაჩერება მოითხოვა. მძღოლმა თქვა, ხუთ წუთში ისედაც
ვჩერდები, ექვსი ათასი მეტრის სიმაღლეს ვუახლოვდებით და შესვენება ისედაც
გეკუთვნითო. კუთვნილმა შესვენებამ, როგორც ჩანს, ძალიან მარგო.
ჰიმალაიში ახლაც არის ასეთი მწვერვალები და, მაგალითად, ნეპალის მშვენება, ჩემი
საყვარელი მწვერვალი მაჩაპუჩრე (იგივე მაჩაპუჩარი), დღემდე ფეხდაუდგმელია. და სანამ
მასზე, როგორც უწმინდეს მთაზე, ტაბუ არ მოიხსნება, ვერავინ შეძლებს ასვლას. ჩუმად,
ხელისუფლებისაგან მალულად, ამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან
ყველა მწვერვალი მკაცრად კონტროლდება და აქაური კანონის დამრღვევს საშინელი
სასჯელი ელის. მინიმუმალური სასჯელიც კი, ნებისმიერი მთამსვლელისათვის მძიმეზე
მძიმე განაჩენია _ იგი ვერასოდეს ნახავს ჰიმალაის სანატრელ მწვერვალებს.
ჩომოლუნგმაზე კი (ანუ იგივე ევერესტზე), მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წელს დადგა
პირველად ფეხი ადამიანმა და საკმაოდ დიდხანს საიდუმლოდ დარჩა კიდეც ევერესტზე
პირველამსვლელის ვინაობა. Kარგა ხანს არავინ იცოდა სიმართლე, ვინ ავიდა სინამდვილეში
პირველი: ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი თუ შერპა თენსინგ ნორგეი. მხოლოდ
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თენსინგ ნორგეიმ შეთანხმებული დუმილი
შეგნებულად დაარღვია და აღიარა, რომ მწვერვალამდე მარშრუტი მასზე წინ ედმუნდ
ჰილარიმ გაიარა.
მორის ვილსონამდე კი, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში,
ინგლისელებმა კარგად ორგანიზებული, დიდი ექსპედიცია მოაწყეს ჩომოლუნგმაზე და ამ
ექსპედიციის შედეგები დღემდე საკამათოა. მაგრამ, რადგან ჯერჯერობით ინგლისელი
ალპინისტების ირვინგისა და მელორის მწვერვალამდე მიღწევა არ დასტურდება,
პირველწარმატებულად ითვლება ევერესტზე ჯონ ჰანტის 1953 წლის ასვლა _ სწორედ ის
ექსპედიცია, რომლის წევრებიც იყვნენ ჰილარი და ნორგეი.
მეორე ღამე
„მარკო პოლომ იცოდა, რომ ადამიანთა წარმოდგენებში არსებული სამყარო ისეთივე
რეალურია, როგორც სამყარო, რომელსაც ადამიანები რეალურს უწოდებენ“.
იმ სოფელს, სადაც მეორე ტიბეტური ღამე გავათენეთ, ტინგრი ერქვა და როგორც წესი, მეორე
ღამე პირველზე უფრო მშვიდია. თუმცა ასეთი მშვიდი ცა მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო და
ტინგრი ვესტის პატარა სასტუმროს აივანზე, დილამდეც დავრჩებოდი რომ არა სიცივე და იმ
ვეებერთელა ვარსკვლავების ცქერაც, ალბათ არ მომბეზრდებოდა. ცასთან კი ისე ახლოს
ვიყავი რომ იმ კომეტას, რომელიც ჩვენს თავზე ეკიდა, ხელითაც კი მივწვდებოდი. ეს კომეტა
მანამდე (ტიბეტში წამოსვლამდე), გარეჯის ცაზეც ვნახე, მაგრამ გარეჯის უდაბნოდან ის
მაინც ძალიან შორს იყო და ტიბეტში კი იმ ღამეს ისიც მომეჩვენა რომ სხვა
ცივილიზაციებთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. მერე ისიც ვიფიქრე რომ საუკუნეების მანძილზე
ტიბეტი, ალბათ ამიტომაც იყო უცნობი და ყველაზე საიდუმლოებით მოცული ქვეყანა, სადაც
შეღწევა, მითუმეტეს დასავლეთიდან, შეუძლებელი იყო. თუმცა მაინც შეაღწიეს და პირველი
ევროპელი, ვინც ტიბეტში იმოგზაურა, მარკო პოლო იყო.
თუმცა მარკო პოლო მხოლოდ ვაჭარი იყო და მისგან სინდბადიც არ გამოვიდა, მაგრამ ის
მაინც იგრძნო, რომ ტიბეტის მისტიკა მისთვის მიუწვდომელი იქნებოდა თუნდაც ფულის
გამო, ხშირად რომ ითვლიდა თუნდაც პროფესიის კარნახით და ტიბეტში ყველაზე ადვილად
ის შეამჩნია, რომ ტიბეტებელი ფულს, მარილისაგან ამზადებდნენ. პირველივე ღამეს, როცა
ტიბეტელმა მასპინძელმა მარკო პოლოს, როგორც კეთილ სტუმარს, ოჯახის ასულთან ერთად
დაძინება შესთავაზა, მან იფიქრა, რომ თვითონ იყო ველური ვენეციის მოქალაქე და არა
ისინი, ვინც ველურებად მოეჩვენა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში ვაჭრობა ცუდად იყო
განვითარებული მშობლიური ვენეციისაგან განსხვავებით. ეს არ იყო მისი პირველი და
ერთადერთი შეცდომა და მარკო პოლოს წიგნში უამრავი შეცდომაა. თუმცა მარკო პოლოს
წიგნს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ასეა ცნობილი, სინამდვილეში ის პიზელი
პატიმარი წერდა, ვინც მარკო პოლოსთან ერთად, გენუის ციხის იმავე საკანში იჯდა, სადაც
დიდი ვაჭარი და მოგზაური სასჯელს იხდიდა. მარკო პოლო მხოლოდ კარნახობდა, თანაც
რამდენიმე წლის დაგვიანებით და რა გასაკვირია, რომ ზოგჯერ ქვეყნების სახელებიც კი,
ერთმანეთში არეოდა. ტიბეტისა არ იყოს, ზუსტად არ ახსოვდა საქართველოში იმ ტბის
სახელიც, სადაც მისივე თქმით თევზი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა თევზი ხსნილი იყო,
ხოლო მარხვის დროს, თევზები ქრებოდნენ. ღვაწლი კი მარკო პოლოსი, მაინც განუზომელად
დიდია _ მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით გაიგო, რატომ უნდა სცოდნოდათ უძველესი
მედიცინის საიდუმლოებები მაინცადამაინც ხევსურებსა და ტიბეტელებს, ციხეში დრო
უქმად არ დაუკარგავს და რამდენ ადამიანს, შინიდან გაუსვლელად, რამდენი ქვეყანა გააცნო.
ამაზედ სულ გადარეულა მარკო პოლო და სწორედ მაშინ გასჩენია ეჭვი, რომ მისი
თანასაკნელი რუსტიჩანო, არა ჩვეულებრივი კრიმინალი, არამედ პროფესიონალი ნასედკა
იყო. ეჭვი კი გასჩენია, მაგრამ იმისი არ იყოს, არც ამას შეუმჩნევია რამე და პატიმრობის
დარჩენილი დღეები ისევ ურთიერთგაღიმებასა და ზრდილობიან მასლაათში გაუტარებიათ.
გენუის ციხეში, იმ ორადგილიან საკანში, ჩხუბსა და აყალმაყალს, აბა რა აზრი ჰქონდა მაშინ
და მარკო პოლომაც უცებ გაიაზრა უკეთესი არჩევანი, ქვედა ნარზე ძველებურად წამოწვა და
აღიარა, რომ პირადად იეტს ტიბეტში არ შეხვედრია, მაგრამ შეეძლო მოეთხრო
რუსტიჩანოსათვის ყველაფერი, რაც კი იცოდა თოვლის კაცის შესახებ და მოუთხრო კიდეც.
თოვლის ქალს აკვირვებდა ისიც, რომ კაცებს, ფეხებს შორის (თანაც ორივეს), რაღაც ხორცმეტი
ებათ და იმას (იმავე ადგილას) არაფერი ეკიდა ამის მსგავსი. რამდენჯერმე ხელით მოსინჯა
კიდეც ორივე ხორცმეტი და თვალებიც ბავშვივით გაუფართოვდა — ისე, როგორც პატარები
ვერ მალავენ ხოლმე სიხარულს, ახალი სათამაშოს დანახვისას. ითამაშა, გული იჯერა და
გამთენიისას ჩაეძინა კიდეც დაღლილსა და ღამენათევს. ხორცმეტამოგდებულ, გაკოჭილ
კაცებს, ხვრინვისმაგვარი ხმა რომ შემოესმათ, ერთმანეთის დახმარებით თავი
გაითავისუფლეს, საჩქაროდ ჩაიცვეს და საშველად მეზობლებს უხმეს, მაგრამ მეზობლებთან
ერთად უკანმობრუნებულებს, სახლში აღარავინ დახვდათ — თოვლის ქალი წასულიყო და
მის ყოფნას ოთახში რამდენიმე წუთის წინ, მხოლოდ ნიორის მძაფრი სუნი ადასტურებდა.
— ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ თოვლის კაცებსა და ქალებს ნიორის საშინელი სუნი ასდით.
ალბათ არც არავინ იცის რატომ. თუმცა მათი განსაკუთრებული დაინტერესება ადამიანთა
სექსუალური ცხოვრებით, ჩემთვის გასაგებია, — თქვა მარკო პოლომ და წყალი მოსვა. მერე
წამოდგა, საკნის გისოსებიანი სარკმელი მერამდენედ მოსინჯა ხელით და გააგრძელა:
— იყო შემთხვევაც, როცა თოვლის ქალმა ტიბეტური სოფლიდან მამაკაცი გაიტაცა და
რამდენიმე წლის განმავლობაში (პირადი მოხმარების მიზნით) გამოქვაბულიდან არც
გამოუშვა.
ტიბეტის ავტობუსში არც იმის წარმოდგენაა რთული, ჩვენს ბიჭებზე (ერთი თვის მანძილზე
მხოლოდ კლდეებსა და მათსავით გაუპარსავ კაცებს რომ უყურებენ), რა ეფექტს მოახდენს
მარიშას სილამაზე. მათ შორის ერთს მაინც ხომ გაუელვებს აზრი, რომ შემთხვევით ადამიანს
ამ წერილს არ გავატანდი და აუცილებლად (ერთ ქართველ მთასვლელს მაინც) გაუჩნდება
ეჭვი, რომ ჩვენს შორის იქ, კატმანდუში რაღაც იყო და რაღაც მოხდა.
და განა ქართველის გულს რამე ახარებს უფრო მეტად, ვიდრე მეორე ქართველის მიერ
დაკრული ხანგრძლივი, ოვაციებში გადაზრდილი ტაში? განა რომელიმე ქართველი კაცი
დათანხმდება (თუნდაც) შარონ სტოუნის მოტყვნას იმ პირობით, რომ ეს არავის, არცერთ სხვა
ქართველს არ ეცოდინება? ალბათ არა (სხვათაშორის, ბოლდვინს, იმთავითვე რომ ეკითხა
შარონ სტოუნისათვის — შარონ, საიდან მოდიხარო, იქნებ ამერიკული კინოც სხვაგვარად
განვითარებულიყო). ტიბეტის პატარა ავტობუსის მარჯვენა ფანჯარასთან, ზემოთქმული რომ
წარმოვიდგინე, ერთგვარი სიამაყითაც კი გადავხედე ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებს,
მიუხედავად იმისა, რომ სხვამ თუ არა, მე მაინც ვიცოდი დანამდვილებით, რომ მარიშა მე არ
მეკუთვნოდა. არც არაფერი იყო და არც არაფერი მოხდა იქ, კატმანდუში, გარდა იმისა, რომ
მგონი შემიყვარდა, შეიძლება შემიყვარდა ჯერ კიდევ გზაში, თვითმფრინავში, რადგან
მიზეზი იმისა, რომ შემყვარებოდა, მართლაც მქონდა. უფრო მეტიც — მქონდა რამდენიმე
მიზეზი, რომელთაგან განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია შემდეგი სამი: პირველი —
მინდოდა, რომ ვიღაც შემყვარებოდა, მეორე — მარიშას ეცვა მაღალყელიანი, შავი ბათინკები
და მესამე (და მთავარი?) — მას ჰქონდა ჭორფლები. როდის ამოვიჩემე ჭორფლები, აღარ
მახსოვს, მაგრამ მახსოვს ჩემი პირველი ჭორფლიანი სიყვარული — პეპი მაღალიწინდა.
თუმცა გაძლებად ღირდა — ამერიკულ ჯგუფში ორი ისეთი სილამაზის ქალი აღმოჩნდა,
თვალი ვერ მოვწყვიტეთ (ვჭამდით და ვტიროდით). ვტიროდით და ვჭამდით მომოს,
რომელიც ხინკალზე პატარაა ზომით, ნაოჭები არა აქვს და იაკის ხორცისაგან მზადდება. ის
ამერიკელი ქალები კი, ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ გზაგასაყართან, მათი ავტობუსის
გამოჩენისთანავე, ევერესტზე გამოდარებით იმედს იოლად შევეშვით და ოთხივემ ზურგი
შევაქციეთ ჰიმალაებს. კარი გაიღო და ავტობუსიდან ყველანი ჩამოვიდნენ. მათ შორის ორი,
მართლაც ულამაზესი ქალი და პირდაღებულებმა, გიო მგელაძემ და გიორგი ბერიძემ,
ფოტოაპარატების მომარჯვებაც ვერ მოახერხეს. ის იყო (მათი სილამაზით გაოგნებულებს)
ხმამაღლა (გუშინდელივით) უნდა ამოგვეოხრა, რომ სრულიად მოულოდნელ კადრს
წავაწყდით და განცვიფრებისაგან, ხმა ვერ ამოვიღეთ: იმ ამერიკელმა, ულამაზესმა ქალებმა,
ასე საუბარ-საუბარში, ჩვენს თვალწინ, იქვე, გზის პირას, ზედ ჩვენი ავტობუსების
მისადგომებთან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩაიხადეს და მოშარდეს.
გიორგი ბერიძემ (იუბილე გადახდილმა) სირცხვილისაგან, თვალებზე ორივე ხელი აიფარა,
გიო მგელაძე სიცილისაგან კინაღამ გაიგუდა, მე კი ძლივს დავამშვიდე რეზო თაბუკაშვილი
— იმდენი (და ისეთი სიტყვებით) აგინა ყველა ამერიკელს (თომას ჯეფერსონიდან
მოყოლებული), რომ იმ დღეს სხვა, არათუ ფრაზა, სიტყვაც არ დასცდენია და სახის
გამომეტყველებაც, საღამომდე არ შეცვლია.
სწორედ შიგაცეში (იმ ღამეს რომ დავრჩით), პირველად ვნახეთ ტიბეტური სახლის ეზოში
უცნაური, მრგვალი ფორმის დანადგარი, რომელზეც ჩაიდანი იდგა და თუხთუხებდა. მზეზე
ადუღებული ჩაიც დილით, პირველად შიგაცეში დავლიეთ და პირველად ვნახე რეალობა,
სადაც ადამიანები მზის სხივებს ისე აგროვებდნენ, როგორც ეს, ჩვენი ბავშვობის ზღაპრებში
ხდებოდა.
მუცო და შატილი
„როცა რკინის ჩიტი გადაუფრენს ტიბეტის ცას, მოვლენ წითელი კაცები და ტიბეტის
დევნილი ხალხი მთელ სამყაროს მოეფინება...“
ის სასტუმრო გიანცეში, სადაც ცხელი წყალი ვიგემეთ, ჰგავდა საბჭოთა პერიოდის ტიპიურ
ტურბაზას და ჩინური ტელევიზიის გადაცემებიც პირველად იქ ვნახეთ. სანამ ნომერს (თუ
ოთახს) დავტოვებდით, ცნობისმოყვარეობის გამო ჩავრთეთ ტელევიზორი და საბჭოურ
მაუწყებლობასთან მსგავსებამ, ისე შეგვაშინა, დაუყოვნებლივ გამოვრთეთ ტელევიზორი და
სასტუმრო დავტოვეთ. დავტოვეთ ქალაქი გიანცეც და მთაზე აშენებული მონასტრის
დანახვამ მართლა გაგვაოგნა. გიანცეს მონასტერი — ციხე-სიმაგრე იმდენად ჰგავდა შატილისა
და მუცოს არქიტექტურას, რომ თვალები საგულდაგულოდ მოვიფშვნიტე და ეს სიზმარიც,
ჟანგბადის ნაკლებობას დავაბრალე.
დალაი-ლამა, — თქვა უცებ მათ შორის ყველაზე პატარამ და მაშინვე მივხვდით, რასაც
გვთხოვდა. გიომაც მაშინვე ამოიღო გულის ჯიბიდან დალაი-ლამას ფერადი ფოტო და ბავშვს
გაუწოდა. მერე ხელით ანიშნა შენი იყოსო და ბავშვს გაეღიმა. ჯერ სურათს აკოცა და მერე
გიოს ჩამოართვა პატარა ხელი. მერე იმ ქალს გადახედა ბედნიერი სახით, გვერდით რომ ედგა
და იმ ქალმა აჩქარებით წაიძრო თითიდან ვერცხლისფერი ბეჭედი. გიოს გაუწოდა, რაღაც
უთხრა ტიბეტურად, მაგრამ გიომ, უარის ნიშნად თავი გააქნია.
მერე კაცმაც იგივე უთხრა და გიომ ფოტოაპარატი მოიხსნა, ბავშვს ჩამოკიდა კისერზე და
ქალს მხოლო ამის შემდეგ გამოართვა ბეჭედი. პატარა ტიბეტელს მეც ჩამოვართვი ხელი და
ტიბეტელ ხევსურებს დავემშვიდობეთ. ავტობუსი რომ დაიძრა, უკან მოვიხედეთ, მაგრამ
თოვლში, გზის პირას, აღარავინ ჩანდა. ისე უცებ გაუჩინარდნენ, რომ კიდევ ერთხელ
გამახსენდა სიზმრის ეჭვი და გიოს ახალ ბეჭედს დავაკვირდი — ბეჭედი იყო ულამაზესი და
უძველესი, ვინ იცის დამზადებული როდინდელ ტიბეტში. ვიცოდი, რომ აუცილებლად
შეგვხვდებოდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი მაინც
გაღიმებული თენზინ-გიათსოს ფოტოა და მისი სურათები, ჩემი ზურგჩანთიდან, ისევ
ჯიბეებში გადმოვილაგე. იმ დღეს კიდევ ერთხელ გაგვაჩერეს ჩინელმა ჯარისკაცებმა და
ზურგჩანთებიც საგულდაგულოდ გაგვიჩხრიკეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოგვიჩინეს და
ავტობუსიდან ამ დროს ჩამოსულებმა, სიამოვნებით გავაბოლეთ. იქვე, რამდენიმე ათეულ
მეტრში, რამდენიმე ათეული ადამიანი, თოვლიანი მთის ფერდობზე, რაღაცას თხრიდა.
დავაკვირდი ყურაღდებით (მიზნის ამოსაცნობად), მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რა მიზნით
თხრიდნენ ეს ქალები და კაცები მიწას ტიბეტის მაღალ მთებში და ერთადერთი, რაც
ადვილად გავარკვიე, იმ ოფიცრის ფუნქცია იყო, თხრილის პირას რომ მიდი-მოდიოდა
დოინჯშემოყრილი და მშრომელებს შეძახილებით ამხნევებდა. ჩვენი ავტობუსი რომ საკმაო
მანძილით დაშორდა იმ უცნაურ ნიჩბოსანთა ჯგუფს, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ასეთი
ხალხი, მზეჭაბუკ ამირეჯიბთან წყალობით, უკვე ნანახი მყავდა საუკუნის წინ, საირმის
თოვლიან ტყეში.
თუმცა ახლა ყველა ცუდ მოგონებას გავუძლებდი, რადგან ვიცოდი, რომ დღეს საღამოს
აუცილებლად დამთავრდებოდა ეს გრძელი და მომქანცველი გზა ტიბეტის დედაქალაქისაკენ
და ლჰასაში ვნახავდი პოტალას — დალაი-ლამას ულამაზეს რეზიდენციას, რომელიც მან 1959
წელს დატოვა. ვიცოდით, რომ მანამდე გზაზე ვნახავდით ულამაზეს ტბას ხუთი ათასი
მეტრის სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია იამდროკ ცო. ცა კი, ტიბეტურად პურს ნიშნავს და ტბა
იყო მწვანე, ისეთი მწვანე, რომ დავეჭვდით კიდეც, თუ იმ ტბის ნაპირებს მივყვებოდით
მართლაც, მანამდე რომ ფოტოებზე გვქონდა ნანახი, მაგრამ ლურჯი ფერის. იამდროკ ცოს
დანახვამ დიდად გაგვახარა, რადგან რუქის მიხედვით ამ ტბის შემდეგ ბოლო
უღელტეხილიღა გვრჩებოდა გადასავლელი და მერე ალბათ პოტალაც გამოჩნდებოდა. მაგრამ
ტბა ისეთი გრანდიოზული აღმოჩნდა, რომ არაფრით დამთავრდა იამდროკ ცო და ნერვებმა
გვიმტყუნეს _ ავტობუსი გავაჩერეთ და გადმოვლაგდით.
ამიტმა მშვიდად გაიხადა ბათინკები, შარვლის ტოტები აიკაპიწა და წყალში შევიდა. წყალი კი
ისეთი ცივი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენსკენ შემობრუნება შეძლო,
გაოგნებული სახით დააკვირდა საკუთარ, გაყინულ ფეხებს და განწირული ხმით იყვირა
მრავალტანჯული ებრაელი ხალხის სახელით. რამდენიმე წამში გავიხსენეთ ჩვენი
ურთიერთობის ოცდაექვსივე საუკუნე და ებრაელი მეგობარი სამშვიდობოს გამოვიყვანეთ.
უფრო მეტიც, გიო მგელაძემ (მართალია დროებით) ფეხებმოყინულ ამიტს, ბაბუამისის, პავლე
ინგოროყვას ნაქონი ხევსურული წინდები ამოაცვა. გიოს განმარტებით, ეს წინდები
პეტერბურგში ვაჟა-ფშაველამ აჩუქა აკაკი შანიძეს. აკაკი შანიძემ — პავლე ინგოროყვას, პავლე
ინგოროყვამ სიძეს, გუგული მგელაძეს და ბოლოს კი წინდები გიო მგელაძეს დარჩა. ამიტომაც
(ქართულ-ებრაული, ურთიერთკეთილგანწყობის მიუხედავად) მხოლოდ დროებით ათხოვა
გიომ ამიტ ცუკერმანს ესოდენ ისტორიული წინდები და ორიოდ საათში, კამბალის
უღელტეხილზე უკანვე დავიბრუნეთ.
თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოკრძალებული ვარაუდი იყო და ასე მეგონა. ისიც მეგონა რომ
ტიბეტში მხოლოდ მთები იყო და სხვა არაფერი, მაგრამ როცა კამბალის უღელტეხილი
მშვიდობით გადავიარეთ და მოულოდნელად გამოცვლილ ლანდშაფტს ყურადღებით
დავაკვირდით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მიკრო-ავტობუსი უდაბნოში მიუყვებოდა გზას.
ტიბეტში თუ ქვიშიან უდაბნოს წავაწყდებოდით (ამ მარადიულ მყინვარებსა და თოვლიან
მწვერვალებს შორის), იმდენად ვერ წარმომედგინა, რომ სათითაოდ გადავხედე ჩვენი ჯგუფის
დანარჩენ წევრებს და ვიფიქრე რომ ნამდვილ სასწაულს ვხედავდი.
თუმცა მერე ისიც გამახსენდა რომ ახლა სწორედ იმ ქვეყანაში ვიყავი, სადაც ყველაზე დიდ
სასწაულებსაც კი, ყველაზე უბრალოდ და გენიალურად ხსნიდნენ ტიბეტური ბუდიზმის
ლოგიკით:
„უდიდესი ბედნიერებაა ცხოვრობდე იმ ადამიანთა შორის, ვისაც შენ სძულხარ, როცა შენ არ
გძულს ისინი.
ბედნიერებაა იყო ღარიბი, როცა ირგვლივ მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭას ლამობენ, შენ კი
თავისუფალი ხარ საშინელი სიტყვისაგან „ჩემია“.
ცხოვრება ჰგავს ჩვენს სხეულებსა და სულებს და ჩვენი ცხოვრებაც ისე წარიმართება, როგორც
ამას ჩვენი გული და გონება გვკარნახობს.
თუ ჩვენს გონებაში ჭარბად იქნება ავი განზრახვა, ძნელი იქნება მუდმივი უბედურებისაგან
თავდახსნა, მაგრამ თუ ჩვენი გული კეთილი ფიქრითაა სავსე, ჩვენი სიცოცხლისათვის
თანამდევი უსასრულო სიხარული იქნება.
სიხარული მცირეა იქ, სადაც ბოროტება მრავლდება, რადგან ყოველი ბოროტება ზუსტად
ისეთი შედეგის მომტანია ბოროტისათვის, როგორც ის ამას სხვას უსურვებს. თუ
ბოროტებისაგან ადამიანი დროულად არ გათავისუფლდა, ბოროტება აუცილებლად
დაიმორჩილებს ადამიანის სულსა და სხეულს, მაგრამ უნდა შეეცადო დროულად აღმოაჩინო
იგი, მიუხედავად იმისა, რომ ადვილია იმის შემჩნევა, რომ ვიღაც სხვა ცდება, ძნელია
საკუთარი შეცდომების დანახვა.
მთავარია არ შეგეშინდეს, რადგან მშიშარა ადამიანი მოძალადე ხდება სწორედ იმის გამო რომ
ეშინია თვითონ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
მშობლები კი ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილები ეკუთვნიან მხოლოდ მათ და ამიტომაც
შვილებმა მათი კარნახით უნდა იცხოვრონ. მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ
შვილებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მშობლებს სურთ და სწადიათ. მშობლები ცდებიან თუნდაც
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად მშობლებიც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და
სინამდვილეში ადამიანი თავისუფლებისათვის იბადება...
დედაქალაქი
„გული გრანდ-ოტელი არ არის, რომ ყველაფერი დაიტიოს“.
აკა მორჩილაზე
ლჰასაში ღამით ჩავედით. ლჰასაში და არა ლხასაში — როგორც რუსები უწოდებენ მას და
საერთოდ ისინი ხშირად ამახინჯებენ (უცხოურ) საკუთარ სახელებს.
სასტუმრო იყო პატარა, მაგრამ ჰქონდა ეზო, სამი მხრიდან ჩვენი სასტუმროსავით ორ და
სამსართულიანი შენობებით შემორტყმული და მეოთხე მხარეს ღია, თაღიანი შესასვლელით.
ერთი შეხედვით თბილისურ ეზოსაც ჰგავდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან
თბილისურ ეზოს ანალოგი არა აქვს არსად (იტალიაშიც კი) და თბილისელებიც (ასეთ
არქიტექტურას), შეცდომით იტალიურს უწოდებენ.
ბევრნი არიან ჩინელი ოფიცრები (ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტიბეტში) და ისინი მრავლად
დაგვხვდნენ ლჰასაშიც, იმ უზარმაზარი დისკოთეკის დარბაზშიც — მაგიდებს უსხდნენ
მთვრალი, კმაყოფილი ჩინელი დამპყრობლები და მათ ემსახურებოდნენ ტიბეტელი
გოგონები. იმდენად არასასიამოვნო გარემო იყო, რომ ათ წუთში გარეთ გამოვედით. უკან,
ჩვენი სასტუმროსაკენ გამოვუყევით ლჰასას ჩაბნელებულ ქუჩებს და ხმა არ ამოგვიღია, ჩუმად
ვიარეთ. ის ღამე პირველი იყო ტიბეტში, კარგად რომ გამოვიძინეთ, რადგან დილით არსად
გვეჩქარებოდა — პოტალას ნახვას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა, შესაძლოა რამდენიმე
დღის ლოდინით. ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი (რის გამოც მივისწრაფოდით
ლჰასასაკენ), სწორედ პოტალა იყო — რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული საოცარი სასახლე,
ტიბეტელი ლამების რეზიდენცია, რომელსაც სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ გარედან
ვუყურებდით. სანამ მისი დათვალიერების ნებართვას მივიღებდით, დრო, რასაკვირველია,
უქმად არ დაგვიკარგავს და ტიბეტის დედაქალაქი, საგულდაგულოდ, რამდენჯერმე
მოვიარეთ. ალბათ ძნელია დედამიწაზე სხვა ხალხის ნახვა, რომელსაც ასე მკვეთრად და
გამოხატულად შეიძლება ჰქონდეს სახეებზე აღბეჭდილი მწუხარება, საკუთარი ქვეყნის
დაპყრობის, დამონებისა და დაბეჩავების გამო.
— კრსელმთნი ნეყჩთყინûღ!..
გიომ ის გრძელი კიბე, გიორგი ბერიძის დახმარებით, სასტუმროს კედელზე ააყუდა, ზედ
აძვრა ყვავილებით კბილებში და მეორე სართულზე იმ ოთახის ფანჯარას მიუკაკუნა, სადაც
ჩვენი ჯგუფის სინგაპურელი წევრები ცხოვრობდნენ. სინგაპურელები, მშვენიერი გოგონები
იყვნენ და იმ ორიდან ერთი, სახელად ჯესიკა, მთელს ჩვენს ჯგუფში გამოირჩეოდა მშვენიერი
გარეგნობითა და ხასიათით. გიო მგელაძის ყვავილებსა და მუხამბაზს, ღიმილითა და
მადლობებით შეხვდნენ, მაგრამ მხოლოდ ცეკვა-სიმღერა ამ საქმეს ვერ უშველიდა.
მეორე თუ მესამე გაღიმებაზე, მეც ღიმილით ვუთხარი მადლობა იმ შვიდასი ვიკინგის გამო,
მეთერთმეტე საუკუნეში რომ ჩამოვიდნენ საქართველოში ბაგრატ IV-ის მხარდასაჭერად.
საქართველოს ადგილმდებარეობა რომ ავუხსენი, ცოტა კი დაეჭვდა ჩემს ნათქვამში, მაგრამ
იქვე ისიც შევახსენე, რომ ვიკინგები, უკვე მეათე საუკუნეში, ამერიკაში იყვნენ ნამყოფი და რა
გასაკვირია, რომ საქართველომდეც ჩამოეღწიათ. ბოლო არგუმენტმა ნორვეგიელ ქალზე
დადებითად კი იმოქმედა, მაგრამ დიალოგი აღარ გაგვიგრძელებია. იყო კიდევ ერთი, სერბი
კინომცოდნე (მეზობელი სასტუმროდან), ერთობ სიმპათიური გოგონა, მაგრამ საკმაოდ
შემაწუხებული საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ქება-დიდებით. საღამოობით იმ საერთო
ბუფეტსა თუ სასადილოში, ვახშმად შეკრებილ საზოგადოებას, მესამე ან მეოთხე ჭიქის
შემდეგ, აუცილებლად ახსენებდა ხოლმე, რომ სერბი მილორად პავიჩი, საუკეთესო მწერალი,
ხოლო ემირ კუსტურიცა — საუკეთესო რეჟისორია მსოფლიოში. თავიდან არ ეტყობოდა,
მაგრამ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა (სამწუხაროდ) და პირველად მაშინ გამოამჟღავნა, როცა
ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი მილორად პავიჩის შესახებ. მილორად პავიჩი,
რასაკვირველია, დიდი მწერალია, მაგრამ სერბული შოვინიზმის აღზევება, მისი
დამსახურებაცაა და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გამოკითხულ სერბ ჯარისკაცთა
უმრავლესობა (ომებს შორის) სწორედ მისი წიგნების კითხვით იქცევს თავს.
ამ, ჩემს მოკრძალებულ აზრს, ზრინკამ (ზრინკა ერქვა), ყურადღებით მოუსმინა, კონიაკით
სავსე ჭიქა ბოლომდე გამოსცალა და არამოკრძალებულად მითხრა — ვერცერთი თქვენი
მწერალი, პავიჩთან ახლოსაც ვერ მივაო. ტიბეტში (როგორც ყველგან), წაღებული მქონდა
„ვეფხისტყაოსნის„ 1966 წლის საიუბილეო გამოცემა, პატარა, ლადო გუდიაშვილის მიერ
მოხატული, ჯიბით სატარებელი წიგნი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, წიგნი თითებით მოვსინჯე,
ერთი კი ვიფიქრე, ამოვიღო, პირდაპირ თავში ვგლიჯო, ღირსი არ იქნება-მეთქი, მაგრამ
გადავიფიქრე — არც იქ გამიგებდნენ სწორად და ჩემი ასეთი საქციელი თვითონ შოთა
რუსთაველსაც, ალბათ არ მოეწონებოდა. წამოვედი დაღონებული და მეძინა ცუდად. მეორე
საღამოს, ვახშმად დამჯდარს, ზრინკა თავზე წამომადგა, თვალი ჩამიკრა და ჩემს პირდაპირ
დაჯდა. კონიაკის დასხმა დააპირა თუ არა, ჭიქაზე ხელი დავუფარე (რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ
მაინც). გაეცინა, აღარ დაასხა, მაგრამ მაინც მაწყენინა — ვერცერთი თქვენი რეჟისორი,
კუსტურიცასთან ახლოსაც ვერ მივაო.
გიო მგელაძე იქვე იკრიჭებოდა, ვიფიქრე ჩემ გიოს გადავუთარგმნი ზრინკას ნათქვამს, გიო
კინოკამერას ააწყობს, ზრინკას თავში გლიჯავს და ზრინკაც მოისვენებს, ჩვენც-მეთქი, მაგრამ
ესეც გადავიფიქრე. ამასაც არასწორად გაგვიგებდნენ ვიცოდი და საკუთარ უმწეობაზე
გაბრაზებულმა, კონიაკი დავლიე. დავლიე და ცოტა დავმშვიდდი. დავლიე და გამახსენდა,
რომ კუსტურიცა (ჯერ ეს ერთი), მხოლოდ სანახევროდაა სერბი და მეორეც: ემირ
კუსტურიცას (ერთ-ერთ) ყველაზე გახმაურებულ ფილმში „ბოშათა ჟამი“, მთავარ როლს,
ქართველი სალომე მაჩაიძე ასრულებს და ფილმისა და თვითონ კუსტურიცას წარმატებაში
(ზემოთქმულიდან გამომდინარე), ქართველებსაც მიგვიძღვის ჩვენი წვლილი. ზრინკამ
მომისმინა, აღარ დალიოო, — მითხრა და რადგან იმ საღამოს ცხელ წყალს დაგვპირდა
სასტუმროს ადმინისტრაცია, სასადილოდან ადრე წამოვედით. ადრე დაძინებასაც
ვაპირებდით, რადგან მეორე დილით პოტალა უნდა გვენახა და შხაპის შემდეგ
დაუყოვნებლივ მივაჰორიზონტალურეთ, მაგრამ რადიოქსელში რაღაც მუსიკა ჩართეს და
სიმღერის ხმამ ეზოდან, აღარ დაგვაძინა. დამესიზმრა მარიშა, დილით კი, უკვე მერამდენედ,
ჩვენი სასტუმროს ეზოში, დავინახე წყვილი, თუ არ ვცდები ფრანგები, ბიჭი და გოგო, პური
შუაზე გაეტეხათ, მადიანად შეექცეოდნენ და პურს აყოლებდნენ მინერალურ წყალს (ალბათ
საფრანგეთიდან წამოღებულს).
ვუყურებდი ჩვენი ოთახის ფანჯრიდან. არ მშურდა მათი. პირიქით, არ ვიცი რატომ, მაგრამ
მიხაროდა. მე რა, მაგრამ მაინც. რატომ ვიფიქრე, რომ ფრანგები იყვნენ. ალბათ იმიტომ, რომ
გოგონას საფრანგეთის ნაკრების მაისური ეცვა (ალბათ ზურგზე ნომრით, მაგრამ ზურგით
კედლისკენ ისხდნენ და ნომერიც არ დამინახავს). მეც ვიფიქრე, რომ ფრანგები იყვნენ
(იტალიელი იტალიის მაისურს ჩაიცმევდა, ალბათ) და გამახსენდა: ხახაბოდან მივდიოდით
არდოტში.
არდოტში რომ ავედით, აღარ ცხელოდა. ზვიადაურებს წინა დღეებში მოხარშული ლუდი
ჰქონდათ და კრუშკებით მიირთმევდნენ. მართლა რკინის კრუშკა იყო და არა ჭიქა, შემივსეს
და მეც დავლიე. მერე მეორე, მესამეც. მეოთხეზე სიმძიმე ვიგრძენი და მეხუთეზე ხევსურული
სიმჟავე. მეექვსეს ვსვამდი, ცეკვისა და სიმღერის ხმა უკვე ხეობას რომ აზანზარებდა. ჩვენგან
ცეკვავდა ირაკლი ცინცაძე, მასპინძელთაგან კი ხევსურულ ტალავერში ჩამჯდარი, ალბათ
საუკუნის არდოტიონი.
დალაი-ლამა
მაჰმუდ ჟამბეკოვი
ადამიანი კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გონიერი არსებაა, ადამიანს მაინც კეთილი
გული აქვს და მაინც იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე არის. ამ იმედით ლოცულობს დალაი-
ლამა, წერს წიგნებს და კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც
ადამიანებს მისი დანახვისას ეღიმებათ და იმ დღეს მაინც, ოდნავ უკეთესები ხდებიან.
თენზინ გიათსოს საიდუმლო, იქნებ სწორედ იმ ღიმილშია, ყველას რომ აჯადოებს და ასე
კეთილად განაწყობს არა მარტო დალაი-ლამას, საერთოდ ტიბეტელების მიმართ.
სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უამრავ ქვეყანაში არსებობენ ორგანიზაციები თუ
მოძრაობები ტიბეტური თავისუფლების მხარდასაჭერად. მისი დამსახურებაა იმის
გაცნობიერებაც, რომ სხვისი გასაჭირი და პრობლემა სინამდვილეში არ არსებობს, რადგან
ნებისმიერ სხვა ხალხისა და ქვეყნის პრობლემა შენც გეხება და რამდენადაც გაწუხებს სხვისი
ტკივილი, იმდენად უძლებ საკუთარ გასაჭირს. და თავად თენზინ გიათსო იმდენად
გულწრფელია თუნდაც მისთვის უცხო და შორეული ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში,
რომ მას ყველგან ენდობიან, ყველგან ხვდებიან როგორც ახლობელ, კარგად ნაცნობსა და
ძვირფას ადამიანს. ადამიანებს ყველგან ეჩვენებათ, რომ ის გამორჩეულად ჭკვიანი და
განათლებულია, გამორჩეულად კეთილი და ნიჭიერია. ის არის სწორედ ისეთი ლიდერი
თავისი ხალხისა, როგორსაც ინატრებდა ნებისიერი ქვეყანა და ასეთი ადამიანები არც
ცდებიან. თუმცა ერთის შეხედვით, ჩვენთვის სრულიად ამოუხსნელი პრინციპი დალაი-
ლამას ტიბეტური არჩევისა, უპასუხო კითხვებს ბადებს, მაგრამ შესაძლოა ასეთ პრინციპში,
იმალება კიდეც ტიბეტის უმთავრესი საიდუმლო. რეინკარნაციის მხოლოდ ლამებისათვის
ცნობილი გზა, ბუდისტებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ტიბეტში, გარდაცვლილი დალაი-
ლამას შემდეგ ზუსტად იმ ბავშვს მიაგნონ, ვის სხეულშიც წინა ლიდერის სული
გადაინაცვლებს.
ყოფილი.
პოტალა
ნიკო თოფურიძე
იმაზეც ვფიქრობდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტიბეტი არ არის შორს, ისევე როგორც
თავისუფლება, რომელიც თვითონ არასოდეს მოდის, მაგრამ ყოველთვის გელოდება.
პირველივე დღეს კი, კატმანდუში დაბრუნებისთანავე, ისიც აღმოვაჩინე რომ ტიბეტი უკვე
მართლა ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, იმ
საღამოს მაინც შევუერთდი დევნილი ტიბეტელების მიტინგს ტიბეტისა და პანჩე-ლამას
გათავისუფლების მოთხოვნით.
ისევ კატმანდუ
ხალხური
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეპალის მეფე (ბუტანისა არ იყოს) ერთ-ერთი უმდიდრესი
კაცია მსოფლიოში და არმად ნაშოვნ ფულს არასაკმარისად ახმარს საკუთარი ქვეყნის
განვითარებას.
მაგრამ ცხოველებს შორის ყველაზე დიდ პატივში რა თქმა უნდა ძროხაა, რადგან ძროხა
ჰინდუსებისათვის წმინდა არსებაა და, შესაბამისად, ხელშეუხებელია. ერთხელ შორტების
საყიდლად მივდიოდი (სიცხეს ვეღარ გავუძელი, თორემ არ ვიკადრებდი) და რიქშას ანცმა
მესაჭემ ისე გიჟივით გააქანა სამთვლიანი ტრანსპორტი, რომ გულმა მაშინვე რეჩხი მიყო.
მხარზე ხელის დატყაპუნებაც დავაპირე _ ცოტა ნელა-მეთქი, რომ გზაზე გაწოლილ ძროხას
გამეტებით შევასკდით.
ჩვენ დავზარალდით, იმან კი მშვიდად გააგრძელა ცოხნა, მაგრამ მთელი კატმანდუ მაინც ჩვენ
გამოგვეკიდა და ვიწროებში რომ არ შეგვესწრო, რითი დამთავრდებოდა ყოველივე ეს, კაცმა
არ იცის.
მთელი გზა (სირბილის პარალელურად) რიქშას ანც მძღოლს იუდა გამყიდველი ვეძახე. ის კი
მე მაბრალებდა ყველაფერს _ ხომ გითხარით სერ, თოფი უნდა წამოგვეღოო...
სხვათა შორის, რიქშას მართვა და მესაჭეობა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს
და მას, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კიდევ ერთხელ
სხვათა შორის, მათი მომსახურება იმ საერთო, აგრესიული სერვისის ნაწილია, პირველ თუ
არა, მესამე დღეს მაინც რომ მომაბეზრებელი ხდება.
რასაც ისინი სჩადიან (თუ ფანჯარა ღია დაგრჩა) კბენაც აღარ ჰქვია და გადაუჭარბებლად
შეიძლება ითქვას, რომ სისხლი (არა მარტო ქართული) ვედროებით მიაქვთ. ვედროს
ქართულად (სხვათა შორის) სათლი ჰქვია და ერთ დილას, ღიად დარჩენილ ფანჯარას რომ
ავხედე და მერე ჩემს დაგლეჯილ და გაუბედურებულ სხეულს დავაკვირდი, ჰიჩკოკის
ყველაზე საშინელი ფანტაზიის ნაყოფიც კი საბავშვო გასართობ ფილმად მომეჩვენა.
რაც შეეხება მუსიკას, ყოველგვარი ჩანაწერის შეძენა შეიძლება კატმანდუში, კარუზოდან ბონ
ჯოვამდე. მოსმენითაც ყველაფერს წააწყდები, რაც კი გაინტერესებს, იმ მრავალრიცხოვან
საღამოს (და არა ღამის) კლუბებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გხვდება. ღამის კლუბი ან ბარი
აქ არ არსებობს _ მეფის ბრძანებით თერთმეტზე ანუ ოცდასამ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე
ყველაფერი იკეტება და ქალაქში სინათლე ქრება. როგორც მივხვდი, ევროპულად, დილამდე
რომ იმუშაონ ბარებმა, დასაძინებლად არცერთი ევროპელი არ წავა და, შესაბამისად, იმ
`ტრეკინგ~ მარშრუტსაც აღარავინ გაივლის, ამდენი შემოსავალი რომ მოაქვს მეფისა და
სახელმწიფო ხაზინისათვის.
სხედან ზედ კატმანდუელები, არც არავის ხვდებიან და არც არავის აცილებენ. სხედან და
უყურებენ ბავშვურად გაფართოებული თვალებით აფრენილ თვითმფრინავებს. ან დაჯდება
რომელიმე რეისი, ტაშს დასცხებენ და ისე ამოისუნთქავენ, თითქოს თვითმფრინავში
მხოლოდ მათი ბიძაშვილები ისხდნენ.
წამოვედი ფეხით, ნაცნობ რიქშებს ხელის აწევით ვეუბნებოდი მადლობას, რადგან მინდოდა
მევლო მარტო ან მარიშასთან ერთად კატმანდუს ვიწრო, აჭრელებულ ქუჩებში. მარიშა კი
უკვე მოსკოვში იყო და მართლა მენატრებოდა.
მარიშას არ უთქვამს, რომ სიამოვნებით შემხვდებოდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რომ
შემხვედროდა. დამთანხმდა, ოღონდ საღამოსთვის და არა მაშინვე, როგორც მე მინდოდა.
ვღელავდი ისე, თითქოს პირველად მივდიოდი პაემანზე და გიოს ვთხოვე, რომ
წამომყოლოდა. რასაკვირველია წამომყვა (რასაკვირველია სიხარულით) და საღამოს, ახალ
არბატზე, წიგნების სახლის წინ, ორი საათი ვიდექით... და მარიშა არ მოვიდა.
ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ვერ მოვიდოდა, როგორც მეორე დღეს, როცა ისევ დავურეკე
და ისევ დამპირდა, რომ შემხვდებოდა, მაგრამ ისევ არ მოვიდა. დავურეკე მესამე დღესაც და
მივხვდი — თუ მოვიდოდა, სამუდამოდ დავრჩებოდი აქ, როგორც ჩემზე უკეთესი
ქართველები სამი საუკუნის წინ ვახტანგ მეფის ამალიდან. მესამე დღესაც ვიდექი ახალ
არბატზე, წიგნების სახლის შესასვლელთან და ველოდებოდი მარიშას, ჩემი ბავშვობის
ჭორფლიან სიყვარულს, ამდენი წლის შემდეგ შემთხვევით რომ გავიცანი ტიბეტისკენ
მიმავალ გზაზე და ის მაინც არ მოვიდა.
არ ვიცი რატომ. ვიცი, რომ მიყვარდა, ვიცი, რომ ეცმეოდა შავი, მაღალყელიანი ბათინკები,
რომ მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა.
ვიდექი დიდხანს. მერე შევედი შიგნით, მაღაზიაში და ვიყიდე წიგნები, ბევრი წიგნი, მაგრამ
მაინც არასაკმარისი იმისათვის, რომ ომი მომეგო, თუნდაც ერთი ომი და მერე ისევ ვიდექი
მაღაზიის შესასვლელთან, ისევ ველოდებოდი მარიშას და ისევ არ მოვიდა.
მაინც არ მოვიდა.
— ჰო, ûძილში, — თქვა უფრო შეწუხებულმა, მერე ფანჯარაში გადაიხედა, გაბრაზებული სახე
მიიღო და შემობრუნდა:
— არ მოვიდა და ნუ მოვიდა, ერთი მაგის დედაც მოვტყან! — თქვა ძალიან გაბრაზებულმა და
ზურგჩანთის შეკვრა დაიწყო.
— შეგიყვარდა არა ტოლმა, — მაინც თქვა გიომ, სანამ ოთახიდან გავიდოდით და დედაჩემმა
მართლა ტოლმა დამახვედრა. თბილისში უკვე ნამდვილი გაზაფხული იყო და ძალიან
მესიამოვნა თბილისური გაზაფხულის მონატრებული სუნი.
4Love.Ge