You are on page 1of 270

რაჰულ სანკრიტიაიანი

მივიწყებულ ქვეყანაში
რუსულიდან თარგმნა მარიამ ჭავჭანიძემ.

შინაარსი
რაჰულ სანკრიტიაიანი ................................................................................. 1
მივიწყებულ ქვეყანაში ................................................................................. 1
მთარგმნელის წინასიტყვაობა ............................................................. 3
ა ვ ტ ო რ ი ს წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა .................................................. 5
პირველი თავი. ს ე რ ა ფ ი ს ი ............................................................... 10
საიდუმლო მკვლელობა დანაპურში ............................................... 18
მეორე თავი. ხ ო ჭ ო - ს კ ა რ ა ბ ე უ ს ი............................................... 21
სკარაბეუსის შელოცვა ........................................................................ 25
მესამე თავი. შივნათჰ ჯაუჰრის არაჩვეულებრივი მოგზაურობა ... 32
მეოთხე თავი. ამულეტის გატაცება ..................................................... 45
მეხუთე თავი. ექსპედიციას კაპიტანი დჰირენდრა შეუერთდა...... 52
მეექვსე თავი. ბატონ ჩანს საიდუმლო გავანდეთ .............................. 61
მეშვიდე თავი. ჩანის პირველი გამარჯვება ........................................ 68
მერვე თავი. სუეციდან კაიროში ........................................................... 79
მეცხრე თავი. კაიროდან ნემსის მთამდე ............................................. 85
1
მეათე თავი. ქვიშიან ქვეყანაში.............................................................. 99
მეთერთმეტე თავი. მჯდომარე გადამწერლების გზა ..................... 113
მეთორმეტე თავი. ე ტ ლ ი ................................................................... 120
მეცამეტე თავი. ნილოსის ხეობის ღმერთები სერაფისის ქვეყანაში
.................................................................................................................. 128
მეთოთხმეტე თავი. მიტნი-ხაპი ......................................................... 140
მეთხუთმეტე თავი. სარდალი ნოხრი................................................ 153
მეთექვსმეტე თავი. პსაროს დაბრუნება ............................................ 160
მეჩვიდმეტე თავი. დედოფალთან შეხვედრა ................................... 169
მეთვრამეტე თავი. ქარიშხლის წინ .................................................... 180
მეცხრამეტე თავი. ქარიშხლის დასაწყისი ........................................ 189
მეოცე თავი. ბაკნის მოულოდნელი თავდასხმა .............................. 201
ოცდამეერთე თავი. ბრძოლა მზის ღმერთის რას ტაძარში............ 212
ოცდამეორე თავი. ჩანის გადაწყვეტილება ....................................... 223
ოცდამესამე თავი. ჩანის მეორე გმირობა .......................................... 233
ოცდამეოთხე თავი. სასახლის ალყა................................................... 241
ოცდამეხუთე თავი. გადამწყვეტი ბრძოლის წინ ............................ 250
ოცდამეექვსე თავი. გამარჯვება .......................................................... 257
ოცდამეშვიდე თავი. სამშობლოში დაბრუნება ................................ 267

2
მთარგმნელის წინასიტყვაობა

ეს წიგნი დაწერა გამოჩენილმა ინდოელმა მწერალმა, მეცნიერმა,


საზოგადო მოღვაწემ და მოგზაურმა. რაჰულ სანკრიტიაიანი
მწერლის ფსევდონიმია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია
კედარნათ პანდი. სანკრიტიაიანი უდიდესი ერუდიციისა და
მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანია. მან მხოლოდ ძველი
სამყაროს ისტორიიდან ინდოეთისა და სხვა ქვეყნების ისტორიის,
ფილოსოფიისა და პოლიტიკის მეცნიერული შესწავლით როდი
გაითქვა სახელი, იგი პოპულარულია სხვადასხვა ჟანრში დაწერილი
რომანებითაც.

კედარნათ პანდი დაუღალავი მოგზაური იყო. მან მოინახულა


მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საბჭოთა კავშირსაც სამჯერ
ესტუმრა.

კედარნათ პანდი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი,


ინდოეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო 1939 წლიდან,
აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაში და პოლიტიკური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იჯდა
ციხეში.

კედარნათ პანდიმ რამდენიმე წიგნი ციხის საკანში დაწერა.


თავისი პირველი სათავგადასავლო რომანიც, ამ წიგნში
წარმოდგენილი „მივიწყებული ქვეყანა“ მწერალმა ასევე ციხეში
დაწერა. ამ წიგნში პროფესორი-ეგვიპტოლოგი აგვიწერს თავისი
გმირების მოგზაურობას და თავგადასავლებს სადღაც მდინარე
3
ნილოსის სათავეებთან მდებარე „მივიწყებულ ქვეყანაში“, რომელიც
ძველი ეგვიპტური კულტურის მემკვიდრეა.

სანკრიტიაიანი თავისი რომანით მკითხველს უღვიძებს


ცნობისმოყვარეობას, მეცნიერული აღმოჩენებისადმი მისწრაფებას
და მოგზაურობის სიყვარულს.

4
ავტორის წინასიტყვაობა

წინათ ჩემთვის რომ ეთქვათ: შენ, მეცნიერი და ძველი სამყაროს


ისტორიის პროფესორი, შენს მოგზაურობას სათავგადასავლო
რომანის ფორმით აღწერო, არასგზით არ დავიჯერებდი. და,
რასაკვირველია, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ დიდებას და სახელს
მომიტანდა არა იმ მოვლენების აღწერა, რომელთა მოწმე და,
მონაწილე მე თვით ვიყავი, არამედ ამაო ცდა იმის მტკიცებისა, რომ
ყოველივე ჩემ მიერ ნაამბობი სრული სიმართლეა და არა ფანტაზიის
ნაყოფი.

კარგად ვიცი ძველი ეგვიპტის ისტორია, ვიცნობ მის უჩვეულო


რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და „მაგიის“ განვითარებას პირამიდების
ქვეყანაში. მაგრამ თავად მე არაფერი „მაგიური“ და ზებუნებრივი არ
მწამს, დარწმუნებული ვარ, წმინდა ხოჭო-სკარაბეუსის „ამულეტს“,
რომელსაც ქვევით გაეცნობით, არავითარი გავლენა არ მოუხდენია
ჩვენს ცხოვრებაზე და მე მინდა ეს მკითხველმაც გაიგოს. ანდა
როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა, რომ მომწვანო ფერის მძიმე, კაჟბადის
ჟანგისგან (სილიციუმის ოქსიდისგან) აგებულ პატარა ნატეხს
შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე? ჩემი აზრით,
ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდება, მხოლოდ გარემოებათა
დამთხვევის შედეგია. მაგრამ მე სულაც არ გაპირებ, მკითხველს თავს
მოვახვიო ჩემი აზრი.

ბუნებით თავმდაბალი და მშვიდი ხასიათის ადამიანი ვარ და


მთელ სიცოცხლეს მეცნიერებას ვწირავ. მეცნიერული

5
გამოკვლევებისათვის ბევრჯერ მოვიარე მდინარე ნილოსის
ნაპირები. სამჯერ ვიმოგზაურე მესოპოტამიაში, მოვინახულე
პალესტინა და საბერძნეთი. მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონია,
მონაწილეობა მიმეღო რომელიმე ექსპედიციაში, რომელსაც რაიმე
საშიშროება მელოდა. და ეს სავსებით ბუნებრივია, თუ მივიღებთ
მხედველობაში, რომ არასოდეს ვყოფილვარ გულადი, თანაც
ფიზიკურად სუსტს სიძნელეების გადალახვა მუდამ მიჭირდა.

ვიცი, ამ სტრიქონების წამკითხველს გაუკვირდება, ჩემს


უარყოფით თვისებებს რომ არ ვფარავ, როგორც ბევრი ავტორი
იქცევა! მაგრამ ჩემი ასეთი გულახდილობა იმდენად თვითკრიტიკით
არ აიხსნება, რამდენადაც სიმართლისკენ სწრაფვით.

გარკვეულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ადამიანი ვარ, მაგრამ ამ


წიგნის მკითხველთაგან ბევრს ალბათ არაფერი სმენია ჩემზე.
ამიტომ, სანამ ჩვენი ექსპედიციის ამბის მოყოლას შევუდგებოდე,
აუცილებლად მიმაჩნია, ამ წინასიტყვაობით მოგმართოთ. ამას ისიც
მავალებს, რომ არ მინდა, მხოლოდ ჩემს დამსახურებად ჩავითვალო
მოგზაურობა, რომელიც მე და ჩემმა ამხანაგებმა სერაფისის
აკლდამის ძებნის დროს ჩავატარეთ: მე ჩემ მიერ აღწერილი ამბების
მხოლოდ უნებლიე მონაწილე გახლავართ. ამ მოგზაურობის დროს,
როცა ყოველ ნაბიჯზე საფრთხე მელოდა და გამუდმებით უნდა
გადამელახა უდიდესი სიძნელეები, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ
ჩემი მუდმივი ადგილი საწერ მაგიდასთანაა.

თავს ნებას არ მივცემ, ისე დავიწყო მოთხრობა, რომ, უპირველეს


ყოვლისა, არ მოვიხსენიო ჩემი ამხანაგები კაპიტანი დჰირენდრა

6
ნათჰა და ბატონი ჩანი. სიტყვები არ მყოფნის, გამოვთქვა ჩემი
აღტაცება ამ ძლიერი, გამბედავი ადამიანების მიმართ, რომლებიც იმ
გაჭირვების დღეებში იყვნენ ჩემთან, მათს სიკეთეს ვერასოდეს
გადავიხდი, სამუდამოდ დავალებული ვარ მათგან. ისინი რომ ჩემს
გვერდით არ ყოფილიყვნენ, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
სიკვდილამდე არ დავივიწყებ და მუდამ უდიდესი პატივისცემით
მოვიხსენიებ დჰირენდრა ნათჰას. როცა ვიგონებ მის პატიოსნებას,
ვაჟკაცობას, მშვიდ ხასიათსა და გამარჯვების მტკიცე რწმენას,
რომლის შერყევაც არავითარ საშიშროებას არ შეეძლო, – თამამად
შემიძლია ასეთი მეგობრით ვიამაყო. ახლა ბატონი ჩანი? თუმცა
მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი ადამიანებში, ვიცი, რომ ასეთ
ჭკვიან და გაბედულ ხალხს იშვიათად თუ შეხვდებით ჩვენში.
მოგზაურობის დროს ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ჩანი გასაოცარი
მოსაზრებულობისა და მტკიცე ლოგიკის ადამიანი იყო. ამასთან, იგი
გამბედაობით არ ჩამორჩებოდა დჰირენდრას და, სიმსუქნის
მიუხედავად, არ იცოდა, რა იყო დაღლა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ
შესანიშნავ ადამიანებს შევხვდი მოგზაურობის პირველი დღიდანვე.
გაფიქრებაც კი მზარავს, რა მელოდა, ასეთი თანამგზავრები რომ არ
შემხვედროდნენ, ეჭვი არ მეპარება, ნუბიის უდაბნოში
დავიღუპებოდი და ჩემს მზისგან გამომშრალ ძვლებს ძერა და ქორი
დაიტაცებდა.

პირადად მე ჩემი თანამგზავრების სრულიად საწინააღმდეგო


პიროვნება ვარ. ბუნებას გამბედავი ადამიანის თავისებურებებით არ
დავუჯილდოვებივარ. არ მეხერხება იარაღის ხმარება, გარდა ამისა,
ყოველთვის ვერიდები საფრთხეს, სიცოცხლის სასწორზე შეგდებას.

7
ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობისა და უსუსური აგებულებისა
ვიყავი. ამას ადვილად დამიჯერებთ, თუ ვიტყვი, რომ სიმაღლით ას
სამოცი სანტიმეტრი ძლივს ვარ, და ორმოცდაათ კილოგრამზე ცოტა
მეტს ვიწონი. მხრებში მოხრილს ვიწრო გულმკერდი მაქვს და
შეუფერებლად დიდი თავი. სკოლაში ერთ-ერთ ნიჭიერ მოსწავლედ
ვითვლებოდი და სწავლაში წარმატებისათვის არაერთხელ მიმიღია
ჯილდო. სამაგიეროდ, სპორტულ მოედანზე არ ვბრწყინავდი; გარდა
იმისა, რომ ფიზიკურად სუსტი ვიყავი, არ გამაჩნდა
გამარჯვებისათვის საჭირო ნებისყოფა, რაც აუცილებელია ყოველი
სპორტსმენისათვის.

რვა წლისა ვიყავი, მამა რომ დავკარგე და მთელი ოჯახის


მემკვიდრეობა მეურვეთა საბჭოს ხელში გადავიდა, მაგრამ, როგორც
კი სრულწლოვანი გავხდი, მთელი საკუთრება მე გადმომეცა.
მამისაგან დატოვებული ქონება სრულიად საკმარისი იყო იმისათვის,
რომ განათლება მიმეღო და სამეცნიერო მუშაობას შევდგომოდი.

ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, მესწავლა და მერე


სხვებისათვის მესწავლებინა. ცხოვრების ორმოცი წელი საყვარელ
საქმეს, ძველ ეგვიპტის ისტორიის შესწავლას მოვანდომე და, რაც
მეტად ვიღრმავებდი ცოდნას, მეცნიერების სიყვარულიც სულ უფრო
მეტად ძლიერი და მტკიცე ხდებოდა.

ვასწავლიდი ნეპალის კოლეჯში და ვიდეხის უნივერსიტეტში,


რომელმაც თავის საპატიო დოქტორად ამირჩია. გარდა ამისა, ვიყავი
ეგვიპტის კვლევის ფონდის ფულადი სახსრების შემკრები
კომიტეტის წევრი (ეგვიპტის კვლევის ფონდი ორგანიზაციაა,

8
რომელიც დაარსდა XIX საუკუნის მიწურულს ეგვიპტის
არქეოლოგიური გათხრების ფართოდ გაშლის მიზნით _ ეს და ყველა
მომდევნო შენიშვნა რუს მთარგმნელს ეკუთვნის).

ოცდათხუთმეტი წლისა ვიყავი, როცა ნალანდის1 ისტორიული


მუზეუმის მცველის პასუხსაგები პოსტი ჩამაბარეს და დღემდე ამ
მოვალეობას ვასრულებ.

შეიძლება ჩემი ბოლო სტრიქონები მაინცდამაინც


თავმდაბლურად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის დაწერა საჭიროდ
ვცანი, რათა ქვემოთ აღწერილი ამბავი შეთხზული არავის ეგონოს:
ისეთი სერიოზული და ყველასაგან პატივცემული ადამიანი,
როგორიც მე ვარ, არასოდეს შებღალავს თავის ავტორიტეტს. მე არ
ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მუშაობის შემდეგ
თავისუფალ დროს წერენ სათავგადასავლო მოთხრობებს. მეცნიერი
ადამიანისათვის ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი ჭეშმარიტებაა. თუ
ვინმე დაეჭვდება ჩემს ნაამბობში, ვურჩევ თვითონ მოინახულოს
განსაცვიფრებელი ქალაქი მიტნი-ხაპი. იქ, მეფის სასახლის
ჩრდილოეთით გადაშლილ ბაღში, ის დაინახავს აკლდამას, საძვალეს,
სადაც დაკრძალულია მუმია ადამიანისა, რომელიც ოდესღაც
ადვოკატად მუშაობდა ქალაქ პატნის უმაღლეს სასამართლოში.

1
ნალანდა – ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ბიჰარის შტატის
დედაქალაქის, პატნის მახლობლად.
9
პირველი თავი. ს ე რ ა ფ ი ს ი

უპირველეს ყოვლისა მინდა გიამბოთ იმ მიზეზებზე, რამაც ამ


არაჩვეულებრივი მოგზაურობისადმი ინტერესი გამიღვიძა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველთა დიდი უმრავლესობა მხოლოდ
ზოგადად იცნობს ეგვიპტის ისტორიას. მე გიამბობთ ერთ-ერთ
ეპოქაზე ამ უძველესი ქვეყნის ისტორიიდან.

თებეს ტაძრის ერთ-ერთ კედელზე გამოსახულია პროცესია,


რომელიც სერაფისს (ან სერაპისს, ამ სახელს ზოგიერთი მეცნიერი ასე
კითხულობს) უკანასკნელ გზაზე მიაცილებს. იეროგლიფური
წარწერითა და სურათებით ვრწმუნდებით, რომ სერაფისი ეგვიპტეში
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო და მაშინდელი
მმართველი ფარაონის მეგობრად ითვლებოდა.

ჩვენ არ ვიცით, ეკუთვნოდა თუ არა სერაფისი მეფის


გვარეულობას, თუმცა ამ გარემოებას განსაკუთრებული
მნიშვნელობა არა აქვს აღნიშნული ამბისათვის. როგორც ირკვევა, ის
იყო უზენაესი ქურუმი, ანდა სახელმწიფოში სხვა რამ დიდი
თანამდებობა ეკავა. ეს იქიდან ჩანს, რომ იგი ისე დიდის ამბით, ისე
მდიდრულად დაკრძალეს, გეგონებოდათ, ფარაონს მარხავენო.
სერაფისის ცხედართან ერთად აკლდამაში ურიცხვი საუნჯე
დაუტოვებიათ. იეროგლიფური წარწერებიდან ირკვევა, რომ
სარკოფაგის გვერდით დალაგებული საჭმლის, ტანსაცმლისა და
იარაღის შესანახი თასები, დოქები, სკივრები და ყუთები ბაჯაღლო

10
ოქროსაგან იყო ჩამოსხმული და სერაფისის ოსტატურად ნაჭედი
პორტრეტი ამშვენებდა

თებეს ტაძრის კედლებზე გამოსახულ პროცესიას წინ მიუძღვის


ქურუმი, რომელსაც ხელში უჭირავს საღმრთო ხოჭო-სკარაბეუსი.
სურათზე ხოჭო სიდიდით რამდენიმეჯერ აღემატება ნამდვილს.

ეგვიპტეში მეორეჯერ მოგზაურობის დროს, როცა თებეს


გათხრებზე გაცხარებული მუშაობა იყო, ბედნიერება მქონდა,
მეორედ მენახა ეს ტაძარი და ახალ ამოთხრილ ქვაზე წამეკითხა
წარწერა, რაც იტყობინებოდა სერაფისის დაკრძალვის ამბავს. ამ
მონაპოვარმა ძალიან გამახარა. ყველაზე მეტად დამაინტერესა იმან,
რომ ქვაზე სერაფისის დასაფლავების ადგილი გამოსახული იყო ორი
კლდის სახით, რომლებზეც ქორი და ძერა ისხდნენ. კლდეების ძირას
ვეება ქვეწარმავალი გაწოლილიყო.

ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე თავისი „ისტორიის“ მეორე


თავში ეგვიპტის შესახებ თხრობის დროს, წერდა: ნილოსი ორ კლდეს
შუა იღებს სათავეს და ერთ კლდეს მაფი ჰქვია, მეორეს კი _ კრაფიო.
გულახდილად რომ ვთქვა, მე არასოდეს ჩავთვლიდი ქვაზე
გამოსახულ ორ კლდეს მდინარე ნილოსის სათავედ, მაგრამ ერთ-
ერთი მათგანის ქვეშ იყო ქანდაკება, რაც უცილოდ გამოხატავდა
ნილოსის ღმერთს ხაპის, თავზე ლოტოსით, ხოლო კლდეზე
დამსხდარი ჩიტები თეთრსა და ცისფერ ნილოსს ასახიერებდნენ.

ქვაზე გამოსახული წარწერები და ჰეროდოტეს მონაცემები რომ


შევუპირისპირე ერთმანეთს, თანდათან დავრწმუნდი, რომ სერაფისი
თებეში არ იყო დაკრძალული, მისი აკლდამა დაცული უნდა
11
ყოფილიყო ნუბიის უდაბნოს გადაღმა, მდინარე ნილოსის სათავის
ახლო.

ამ ცნობებს ადასტურებდა მენეს პაპირუსიც, რომლის მხოლოდ


მცირე ნაწყვეტის ამოკითხვა მოვახერხე. დარჩენილი მასალა დღემდე
არ არის გაშიფრული. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამიხარდა,
როცა თებეს „თავადის“ _ სერაფისის სახელს შევხვდი ფარაონების
მეთორმეტე დინასტიის2 ეპოქის აღწერილობაში. ეს თავისთავად
ადასტურებდა იმას, რომ სერაფისი შეიძლებოდა დაკრძალული
ყოფილიყო ეთიოპიაში, რადგან, სწორედ მეთორმეტე დინასტიის
მმართველობის დროს დაიპყრეს თებეს ფარაონებმა ტყით
დაფარული ვეებერთელა ტერიტორია, დიდი ტბების ჩრდილოეთი,
ცენტრალურ აფრიკაში. გარდა ამისა, პაპირუსის იმ ნაწილში,
რომლის გარჩევაც მე შევძელი, ნათქვამი იყო, რომ ფარაონის
ბრძანებით მეროდან სამხრეთით მდებარე ქვეყანაში მოეწყო
სამხედრო ექსპედიცია სერაფისის მეთაურობით. როგორც ჩანს, ეს
ქვეყანა იწყებოდა თეთრი და ცისფერი ნილოსის შეერთების
ადგილიდან თანამედროვე ქალაქ ხართუმის მახლობლად.

გარდა ამისა, პაპირუსში ნათქვამი იყო, რომ სერაფისის აკლდამა


ქალაქ მიტნიშია. მე მხოლოდ ერთი მიტნი ვიცოდი, ან მიტანი,
რომელიც მდებარეობს ნაიფის ნომში3, მემფისის სამხრეთით, მაგრამ
იქ არ შეიძლებოდა დასაფლავებული ყოფილიყო თებეს დიდებული.
მაშასადამე, იგულისხმებოდა ჩემთვის უცნობი ქალაქი, რომელიც

2 ვარაუდობენ, რომ ფარაონების მეთორმეტე დინასტია ეგვიპტეს მართავდა


დაახლოებით 2000 წლიდან 1801 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით.
3 ნომი _ ძველი ეგვიპტის ადმინისტრაციული ერთეული.

12
სხვა ადგილას ნახსენებია მიტნი-ხაპის სახელწოდებით, რაც
სერაფისის დაკრძალვას კვლავ ნილოსის ღმერთის სახელს
უკავშირებდა.

სანამ ძირითად ამბავს შევეხებოდე და ხოჭო-სკრაბეუსის


საიდუმლოებაზე გიამბობდეთ, უნდა მოგახსენოთ იმ მასალებზე,
რომლებიც მე ხელთ მქონდა, ვიდრე ქალაქ ნალანდის მუზეუმში
საღმრთო ამულეტი გამოჩნდებოდა.

როგორც თქვენ უკვე იცით, მე შევძელი ისტორიული მასალებით


დამედგინა, რომ თებეს თავადი სერაფისი მთელი თავისი განძით
დაკრძალული იყო მიტნი-ხაპიში, ქალაქში, რომელსაც არც ერთი
ეგვიპტოლოგი არ იცნობს და ვერც უძველეს და ვერც თანამედროვე
რუკაზე ვერ ნახავს ადამიანი. ფაქტების შეპირისპირების შედეგად
ვივარაუდე, რომ ეს ქალაქი უნდა მდებარეობდეს ეთიოპიის იმ
ნაწილში, რომელსაც ამჟამად სუდანს უწოდებენ.

ახლა კი შეიძლება გიამბოთ ხოჭო-სკარაბეუსზე. ზუსტად ვერ


გეტყვით, როდის მოხდა ყველაფერი, მაგრამ ის არაჩვეულებრივი
დილა დღემდე ნათლად მახსოვს. ნალანდის მუზეუმში ჩემს
კაბინეტში ვიჯექი და იეროგლიფებს ვშიფრავდი. რაღაცისთვის
მომიხდა გასვლა ოთახში, სადაც ინახებოდა სიძველეთა ძეგლები,
რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებით მუზეუმის დარბაზში არ იყო
გამოფენილი. აქ მრავლად ეწყო სხვადასხვა სასის ძველებური
საგნები, რომლებსაც ვერასოდეს გულგრილად ვერ ვუვლიდი
გვერდს. ახლაც ვერ მოვითმინე და დიდი ინტერესით დავიწყე მათი
დათვალიერება. სრულიად მოულოდნელად ისეთ ნივთებს

13
წავაწყდი, რომლებიც ძალიან გამომადგებოდა მუშაობაში და
შევუდექი ოთახში დალაგებული საგნების უფრო დაწვრილებით
შესწავლას, სანამ არ წავაწყდი ბოქლომით დაკეტილ ყუთს. დიდი
ხნის ძებნის შემდეგ ყუთის გასაღები მაგიდაზე დაგდებულ ერთ-ერთ
კონვერტში ვიპოვე და მომეჩვენა, რომ ეს გასაღები ვიღაცას
საგანგებოდ ჰქონდა შენახული. ყუთში აღმოჩნდა კოლოფი. რომ
ავწიე, ვიგრძენი, შიგ რაღაც მძიმე იყო. ამან კიდევ უფრო
დამაინტერესა. რა თქმა უნდა, მაშინვე გავხსენი კოლოფი. ჩემს
განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხელი შევახე ხოჭო-
სკარაბეუსის ფორმის მწვანე კაჟის ლამაზ ამულეტს. ასეთი გაოცება,
რაც ამ მოულოდნელმა შემთხვევამ გამოიწვია, ჩემს სიცოცხლეში არ
მიგრძვნია.

ნაპოვნი ყურადღებით დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ ის


იყო ხოჭო-სკარაბეუსი, რომელიც ოდესღაც სერაფისს ეკუთვნოდა. რა
საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ ბედმა კვლავ შემახვედრა
სერაფისს. მოულოდნელმა შემთხვევამ ისე დამაბნია, ვერც კი
მოვისაზრე, იეროგლიფი ამომეკითხა, სერაფისის აკლდამა დღემდე
არ არის ნაპოვნი და არც ვიცით სად უნდა ვეძებოთ. მეცნიერებმა
ვერც ერთი საგანი ვერ ნახეს, რომელიც სერაფისს ეკუთვნოდა. აქ კი
ჩემს წინ იდო ხოჭო-სკარაბეუსი, რომელიც რაღაც სასწაულით
გაჩნდა ნალანდის მუზეუმში. გაუგებარია, ასეთი ძვირფასი ნივთ.
რატომ არ იყო არსად რეგისტრირებული, ან ჩვენი მუზეუმის
რომელიმე დარბაზში გამოფენილი. როგორ მწყინს, რომ მე,
ისტორიის ასეთი ძვირფასი ძეგლების მთავარმა მცველმა, ამდენ ხანს
არ ვიცოდი, თუ სერაფისის წმინდა ხოჭო ჩვენთან ინახებოდა! და

14
დღეს, სრულიად შემთხვევით რომ არ შემოვსულიყავი აქ, ვინ იცის,
კიდევ რამდენ ხანს იდებოდა ჩაკეტილი ამ ბნელ და მივიწყებულ
ოთახში.

მომხდარ შემთხვევაზე ვფიქრობდი, რომ უცბად ქაღალდს


დავხედე, რომელშიც გახვეული იყო ძვირფასი ამულეტი (როგორც
უკვე იცით, სუსტად არ მახსოვს, რომელ რიცხვში აღმოვაჩინე ხოჭო),
მაგრამ, საბედნიეროდ, არ გადამიგდია ქაღალდი, რომელიც გაზეთ
„მაგადჰის“ 19... წლის 26 ივნისის ნომერი აღმოჩნდა.

სანამ ხოჭოს დეტალურად შესწავლას შევუდგებოდი, მინდოდა


გამეგო, თუ როგორ მოხვდა ის ჩვენს მუზეუმში. მოვიხმე მდივანი,
მაგრამ გამოკითხვით დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე,
რადგან მან თვითონაც პირველად ნახა ეს ხოჭო. მხოლოდ ის მითხრა,
წინათ მუზეუმში მუშაობდა ვიღაც რამეშვარი, რომელიც ხშირად
შემოდიოდა ამ ოთახში და ამ ყუთით სარგებლობდაო.

ხოჭო-სკარაბეუსი შინ წავიღე და ფრთხილად დავდე საწერ


მაგიდაზე. მდივნისაგან გავიგე, რომ რამეშვარი ბიჰარში ცხოვრობდა
და იმ საღამოსვე მას მივაშურე. ხოჭოზე რომ ჩამოვუგდე სიტყვა,
რამეშვარი შეკრთა. მაგრამ ლაპარაკში თანდათან მოვახერხე გამეგო
მისგან ყველაფერი, რაც ამულეტზე იცოდა.

19 ... წლის ერთ შემოდგომის დღეს (რამეშვარს რიცხვი არ


ახსოვდა), როცა ის ნალანდის მუზეუმის ეგვიპტის განყოფილებაში
მორიგეობდა, მასთან შევარდა ვიღაც ძალიან აღელვებული შუახნის
კაცი და ხელში შეაჩეჩა რაღაც მძიმე შეკრული, რომელიც ორ
კილოგრამამდე იქნებოდა. გაოცებულმა რამეშვარმა ჰკითხა, რა
15
ამბავიაო. უცნობმა აჩქარებით მიაყარა: „თუ ღმერთი გწამთ,
გამომართვით, თუ არა და, სხვა უნდა მოვძებნო ვინმე, რომ ეს ნივთი
შეინახოს. თანაც, გახსოვდეთ: ერიდეთ პსაროს!“ ამ სიტყვებზე ეს
უცნაური კაცი ისევე უცებ გაუჩინარდა, როგორც მოულოდნელად
გამოჩნდა. ყვლაფერი ეს ისე სწრაფად მოხდა, რამეშვარმა ხეირიანად
ვერც კი შეათვალიერა უცნობი. მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ
სახე ნამზეური ჰქონდა, თუმცა შემოდგომა იყო და განუწყვეტლივ
წვიმდა. ხოლო მის სამოსელს მხოლოდ პერანგი და დხოტი4
შეადგენდაო, _ დასძინა რამეშვარმა.

რამეშვარის ნათქვამიდან დავასკვენი, რომ ის კაცი მდევარს


ემალებოდა და შეშინებული მუზეუმში შევარდა.

რატომ არავის უმხელდა რამეშვარი ამ ამბავს, ამის გაგება


ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ მოვახერხე.

მარტო რომ დარჩა, რამეშვარმა, შეკრულა გახსნა და მომწვანო


ფერის კაჟის ხოჭო შერჩა ხელში. მას თავის დღეში არაფერი სმენოდა
სერაფისის საღმრთო ხოჭოზე, და ამიტომ ვერ მიხვდა, რა ძვირფასი
ნივთის მფლობელი გახდა მოულოდნელად. საღამო ჟამს რამეშვარმა
ხოჭო შინ წაიღო, რათა შემდეგ ნალანდის მუზეუმისათვის მიეყიდა,
მაგრამ ამ დღიდან მას იმდენი უბედურება დაატყდა თავს, რომ
განზრახვა შეიცვალა.

სულ მალე იმ დღის შემდეგ, რაც ხოჭო ჩაუვარდა ხელში,


რამეშვარს ჭერი ჩამოენგრა და ოჯახის წევრები ძლივს გადაურჩნენ

4 დხოტი _ თეძოებზე შემოსაკრავი.


16
დაღუპვას. სწორედ ამ დროს რამეშვარს მეუღლეც ავად გახდა _
რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი გადარჩენის იმედი არავის
ჰქონდა და ექიმებმა, როგორც რამეშვარი მარწმუნებდა, ვერც კი
გაიგეს, რა სჭირდა. მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო გამოკეთებული, რომ
ბანკი, სადაც რამეშვარის მთელი დანაზოგი ინახებოდა, გაკოტრდა
და წლების განმავლობაში წვალებით ნაგროვები ფული უკვალოდ
დაიკარგა. დასასრულ ყველა ამ ამბისა, ერთხელ, როცა რამეშვარი
ნალანდიდან ბიჰარში ბრუნდებოდა, ვაგონიდან გადმოსვლის დროს
ფეხი დაუცურდა და ლიანდაგზე დავარდა. საბედნიეროდ,
მატარებელი არ დაძრულა, მაგრამ რამეშვარს ფეხი მაინც დაეჟეჟა და
ხელი იღრძო, ყოველივე ამის გამო დიდხანს მოუხდა შინ ჯდომა.

ყველა ამ უბედურების შემდეგ რამეშვარი დარწმუნდა, რომ


ყველაფრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ხოჭო იყო. არ შემიძლია
ნამდვილად ვთქვა, რა საფუძველი ჰქონდა რამეშვარს, ასე ეფიქრა,
მაგრამ უბირი და ცრუმორწმუნე ადამიანები ხშირად პოულობენ
მომხდარი ამბის უაზრო და შეუსაბამო ახსნას. ამგვარად, რადგან
რამეშვარმა ყველა უბედურება ხოჭოს მიაწერა, გადაწყვიტა, იგი
თავიდან მოეშორებინა.

მაგრამ ეს შეკრულა სამი კვირის განმავლობაში მაინც


რამეშვართან იყო, სანამ ახალმა ამბავმა არ აიძულა, სწრაფად
დამშვიდობებოდა ხოჭოს. ნაჭერზე, რომელშიც ამულეტი იყო
შეხვეული, რამეშვარმა შივნათჰ ჯაუჰრის სახელი ამოიკითხა, მერე
კი გაზეთიდან შეიტყო, რომ ეს კაცი საიდუმლო ვითარებაში მოკლეს
თავის სახლში, ქალაქ დანაპურში. ახლა კი სავსებით ცხადი გახდა
მისთვის, რომ ყველა უბედურების მიზეზი სოჭო იყო, ამიტომაც
17
ეშინოდა და არავის უმხელდა ამ ამბავს. როგორც კი გამოკეთდა და
სამუშაოზე გავიდა, თავისი საშინელი ხოჭოც თან წაიღო. მივიდა თუ
არა მუზეუმში, გაზეთში გაახვია და მოათავსა ყუთში, სადაც
ბედნიერება მქონდა მენახა ეს ძვირფასი ამულეტი.

რამეშვართან ცხრა საათამდე დავრჩი, შემდეგ კი დავემშვიდობე


და შინისკენ გავეშურე. ცხრა საათის მატარებელი უკვე წასულიყო
ნალანდაში, მეორე მატარებელი კი მხოლოდ საათ-ნახევრის შემდეგ
უნდა ჩამომდგარიყო. ამიტომ ეტლი დავიქირავე და მალე მივედი
შინ.

საიდუმლო მკვლელობა დანაპურში

იმავე წუთს ყველაფერი დამავიწყდა ამქვეყნად და უდიდესი


ინტერესით დავიწყე კითხვა.

შივნათჰი ჯაური, როგორც გაზეთში ეწერა, მდიდარი კაცი იყო.


იგი მრავალი წლის განმავლობაში აბრეშუმის ქსოვილით ვაჭრობდა.
მაგრამ სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე თავი მიანება ამ
საქმიანობას. შივნათჰი საღამო სანს მოკლეს, როცა მისი ერთადერთი
მოსამსახურე რამდარიალი თავის საქმეებზე წავიდა და შივნათჰი
მარტო დარჩა მთელს სახლში. ყველა ოთახი გადაექოთებინათ,
უჯრებზე, ტანისამოსის კარადებსა და კოლოფებზე საკეტები
გაეტეხათ და, რაც კი შიგ ელაგა, ყველაფერი იატაკზე გადმოეყარათ.
18
მკვლელს ლეიბები, მუთაქები და სავარძლებიც დაერღვია.
პოლიციის აგენტის აზრით, რომელმაც ადგილზე შეამოწმა
მომხდარი შემთხვევა, ჩატარებული იყო საფუძვლიანი ჩხრეკა,
რომელსაც დიდი დრო დასჭირებოდა. პოლიციამ ვერ გამოარკვია,
ბინა მკვლელობამდე გაჩხრიკეს თუ მკვლელობის შემდეგ. მაგრამ
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მკვლელს ოჯახიდან არაფერი
წაუღია, მიუხედავად იმისა, რომ ყუთებში დიდძალი ძვირფასეული
და ფული იყო. პოლიციამ მკვლელობის მიზეზი ვერ გამოარკვია.

ადვილად წარმოიდგენთ, რა განცდები შემიპყრობდა, _ ჩემთვის


ხომ ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი სიმშვიდე და მეცნიერებაა, _
შივნათჰ ჯაუჰრის საიდუმლო მკვლელობის ამბავი რომ წავიკითხე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის წერილის ბოლოს
აღნიშნული ამბავი: ოთახში, სადაც გვამი ნახეს, პოლიციელებმა
იატაკზე შივნათჰის გვერდით შეამჩნიეს ცარცით დახატული
მელიის-თავიანი ადამიანი. მაგრამ პოლიციას ამ ფაქტისათვის
არავითარი მნიშვნელობა არ მიუცია. მე კი მაშინვე გავიფიქრე, რომ
მკვლელობა შეეძლო ჩაედინა მხოლოდ ძველი ეგვიპტის რელიგიის
მიმდევარ ხალხს: იატაკზე გამოსახული იყო ძველი ეგვიპტის
სამეფოს საიქიოს ღმერთი _ ანუბისი, ტურის თავით, რომელიც
პოლიციელებმა უცოდინარობის გამო მელის თავად მიიღეს. ახლა კი
ჩემ წინაშე მთელი რიგი საკითხები წამოიჭრა, მაგრამ მათზე პასუხის
გაცემა ვერ შევძელი.

ჩვენ ვიცით, რომ ძველმა ეგვიპტემ თავისი ზნე-ჩვეულებებით,


სარწმუნოებითა და ენით, დაცემა იწყო სპარსელთა შემოსევისთანავე
(ნაგულისხმევია 525 წელს ეგვიპტის დამარცხება სპარსეთის მეფე
19
კამბიზის მიერ, რომელიც თავს დაესხა ეგვიპტეს და დაიპყრო იგი),
ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მისი
კულტურა თანდათანობით შეერწყა სხვა ხალხთა კულტურებს. და
მე, ძველი ქვეყნების ისტორიის პროფესორს, გამაჩნია უდავო
დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ სულ რამდენიმე წლის
წინათ, ქალაქ დანაპურში, პატნის მახლობლად, ადამიანებმა,
რომელთაც სწამდათ რელიგია და მტკიცედ იცავდნენ წმინდა
ნილოსის ნაპირას მცხოვრები ძველი ეგვიპტელების ზნე-
ჩვეულებებს, მოკლეს შივნათჰ ჯაუჰრი.

გაზეთი გვერდზე გადავდე, ამულეტი გადავაბრუნე და


დაკვირვებით დავათვალიერე ხოჭოს თლილი მწვანე მუცელი. როცა
ხოჭო მაგიდის ლამპას მივუახლოვე, რომ უფრო კარგად დამენახა
იგი, ვიგრძენი, რომ უეცრად ჟრჟოლამ ამიტანა, გულმა გამალებით
ძგერა დამიწყო. ბევრჯერ მინახავს ძველი ეგვიპტის კულტურის
გასაოცარი ძეგლები, ბევრი წარწერა წამიკითხავს ქვის ფილებზე,
მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია. და უცებ, თითქოს ვიღაცის
ხმა მომესმა: „უფრთხილდით პსაროს!“

20
მეორე თავი. ხ ო ჭ ო - ს კ ა რ ა ბ ე უ ს ი

ახლა კი აუცილებლად მიმაჩნია, გიამბოთ სერაფისის ამულეტზე,


რომელიც უდავოდ ძველი დროის დაუფასებელი და
არაჩვეულებრივი სილამაზის ძეგლად ითვლება. მე ვფიქრობ, მას
ჩვენთვის ცნობილი სხვა წმინდა-ხოჭოს-გამოსახულებიანი
ამულეტებიდან ვერცერთი ვერ შეედრება, მაგრამ, უპირველეს
ყოვლისა, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ნამდვილი ხოჭო და არა მისი ქვის
გამოსახულება.

იგი ეკუთვნის ნეხვის ხოჭოთა ჯგუფს, რომელიც შედის მარაო-


ულვაშიანთა ოჯახში და განეკუთვნება ხეშეშ-ფრთიანთა რიგს. ეს
ხოჭოები უხსოვარი დროიდან გამრავლებულნი იყვნენ მდინარე
ნილოსის ნაპირებზე. ისინი თავისებურ სანიტარებად ითვლებოდნენ
და ამით დიდი სარგებლობა მოჰქონდათ საზოგადოებისათვის.
ძველად ეგვიპტელებმა ხოჭოს ზებუნებრივი ძალა მიაწერეს და
წმინდანად თვლიდნენ კამეჩების, ტურებისა და ძერძერუკების
თანაბრად. და, ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ცივილიზაციის
გარიჟრაჟზე ჩვენი წინაპრები აღმერთებდნენ ბუნების მოვლენებს,
თაყვანსა სცემდნენ სხვადასხვა ღმერთებს, რომლებსაც ხშირად
აიგივებდნენ ცხოველთა და მცენარეთა სამეფოს
წარმომადგენლებთან.

ხოჭო-სკარაბეუსი, იგივე ღმერთი ხეფერი, ან წრეზე მდგარი


ხოჭოს სახით იყო გამოხატული, ან ადამიანის სხეულისა და ხოჭოს
თავის მქონე არსებად, ისევე როგორც ანუბისი იყო გამოსახული

21
ადამიანის სხეულითა და ტურის თავით, ტოტი _ ძერძერუკისა და
გორი _ შევარდნის თავით. ღმერთ-სკარაბეუსს ხეფერს, გარდა ამისა,
ძველი ეგვიპტელები მზის ღმერთ რასთან აიგივებდნენ.

არ მინდა, თავი მოგაბეზროთ ძველი ეგვიპტის მითოლოგიით,


საკმარისია ვიცოდეთ, რომ სკარაბეუსს ეგვიპტელების
წარმოდგენით, მრავალი ზებუნებრივი თვისება გააჩნდა. ძველ
ეგვიპტელებს არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ ის სარგებლობა, რაც
ხოჭოებს მოჰქონდა ხალხისთვის. ისინი ანადგურებდნენ დამპალ
პროდუქტებს, ასუფთავებდნენ მიწას ყველაფერი უვარგისისა და
მომაკვდავისაგან და ამით გზას უხსნიდნენ ახალ სიცოცხლეს.
ამასთან დაკავშირებით, ხეფერი, ანუ ღმერთი-სკარაბეუსი ძველ
ეგვიპტელებს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის
ღმერთად მიაჩნდათ, მიცვალებულის გვერდით დგამდნენ ამ
ღმერთის ლითონისა თუ ქვის ქანდაკებებს. გათხრების დროს
იშვიათად გვხვდება აკლდამა, სადაც ღმერთი-სკარაბეუსის
გამოსახულება არ იყოს.

მყარი ქანებისაგან _ მარმარილოსებური კირქვისა, კაჟისა და


ნეფრიტისაგან ზუსტი პროპორციებით შესრულებული ხოჭო-
სკრაბეუსის სკულპტურული გამოსახულებანი არაჩვეულებრივი
სინატიფით გამოირჩევა და ძველი ეგვიპტის სახვითი ხელოვნების
მაღალი ოსტატობის ნიმუშად ითვლება. მიუხედავად ამისა,
ვიმეორებ, დღემდე არ მინახავს არც ერთი ხოჭო, რომელიც
სილამაზით სერაფისის ამულეტს შეედრებოდეს.

22
მასზე ისეთი წვრილი იეროგლიფები იყო ამოკვეთილი,
გამადიდებელი მინა მოვიშველიე, რომ წარწერა წამეკითხა.

ხოჭოს ზურგზე დახატული იყო ხეფერი, რომელიც წმინდა


ნილოსის წყალში დაცურავდა. ღმერთი სკარაბეუსი წარწერის
„მიტნი-ხაპის“ ზემოთ იჯდა, რომელსაც ჯერ კიდევ მენეს პაპირუსის
მიხედვით ვიცნობდი, მის ფეხთით უკანა თათებზე ფართოდ
ფრთებგაშლილი ხოჭო იდგა, ოდნავ მოშორებით დამდგარიყო
საიქიოს სამეფოს ღმერთი ანუბისი და გულხელდაკრეფილი ხეფერს
სახეში უცქერდა. ნავის ორივე მხარეს მოჩანდა ლოტოსის ყვავილები,
რომელთაც ღმერთების წინაშე მოკრძალებით დაეხარათ ლამაზი
თავები.

მაგრამ ხოჭოს მუცელმა, ზურგთან შედარებით ბრტყელი რომ


იყო, უფრო მეტად დამაინტერესა, ვიდრე ხეფერის გამოსახულებამ,
რომელიც არაერთხელ მინახავს. ამულეტის ქვედა ნაწილზე
ამოკვეთილი იყო წარწერა და მე ის ძალიან ადვილად წავიკითხე
გამადიდებელი მინის საშუალებით. რადგან ამ ტექსტის
დაწვრილებით აქ მოტანა აუცილებლად არ მიმაჩნია, მოკლედ
გიამბობთ წარწერის შინაარსს.

პირველ სტრიქონებში ნათქვამი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა


სერაფისის აკლდამაში შეღწევა. გულახდილად უნდა ვაღიარო, ეს
განმარტება გაურკვეველი და ბუნდოვანი მეჩვენა. ვერაფერი გავიგე,
გარდა იმისა, რომ აკლდამის შესასვლელთან დგას მზის ღმერთი რას
ქანდაკება, მის გვერდით კი კედელზე იეროგლიფური წარწერაა.
საკმარისია რაღაც „საიდუმლო“ საშუალებით სერაფისის ამულეტი

23
შეუერთდეს კედელზე წარწერილ იეროგლიფს, რომ მაშინვე შენ წინ
გაიღება კარი და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეხვალ შიგნით.

ალბათ გაგახსენდათ სიტყვები „სეზამ, გაიღე“, ზღაპრიდან „ალი-


ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“. არ დაგიმალავთ, პირველად მეც ეს
გავიფიქრე. მე ხომ მრავალი წლის მანძილზე ვსწავლობდი ძველი
ეგვიპტის კულტურას, რომელიც გულით მიყვარდა, არაერთი
მაგიური წარწერა წამიკითხავს და, ამდენად, საკმაო გამოცდილება
მქონდა, რათა არ მერწმუნა ამ წარწერების სინამდვილე. მაგრამ
შემდეგ მივხვდი, რომ წარწერებში არაფერი იყო მაგიური და
ყველაფერი უბრალოდ აიხსნებოდა. საქმე ის იყო, რომ აკლდამის
წარწერიანი კარი წარმოადგენდა თავისებურ, საიდუმლო კლიტეს, იმ
საიდუმლო ბოქლომების მსგავსს, რომლებიც ახლა ჩვენს მაღაზიებში
იყიდება. ამ ბოქლომებს გასაღები არ სჭირდება, რადგან ისინი
თავისთავად იღება და იკეტება, თუ გარკვეული თანამიმდევრობით
დავადგენთ ცალკეულ ასოებსა და ციფრებს, რომლებიც მათზეა
გამოსახული, მაგრამ მაშინ ამ სტრიქონებისათვის სათანადო
ყურადღება არ მიმიქცევია.

წარწერის უმეტეს ნაწილს „სკარაბეუსის შელოცვა“ შეადგენდა.

რაკი თქვენ ძველი ეგვიპტის მხოლოდ რამდენიმე ღმერთს


იცნობთ, და არა გაქვთ შესწავლილი ეგვიპტური მოძღვრება
გარდასახვის შესახებ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვთარგმნო
მთელი „შელოცვა“, რომელშიც მოხსენებულია მრავალი ღმერთი
სხვადასხვა მითოლოგიურ გადმოცემებზე დაყრდნობით.

24
დავკმაყოფილდები ამ ნაწყვეტის თავისუფალი, შედარებით
გამარტივებული თარგმანით.

სკარაბეუსის შელოცვა

„სერაფისის აკლდამას მუდამ უდარაჯებენ მარად ფხიზელი


მცველები, რომლებიც არასდროს მიატოვებენ თავიანთ საგუშაგოს და
მკერდით დაიცავენ თებეს „თავადის“ ცხედარს. თუ ვინმე მოკვდავი
ხელს აღმართავს აკლდამის მცველ ქურუმებზე, ღმერთები ცის
ოთხივე მხრიდან დაეშვებიან მიწაზე და მკაცრად დასჯიან მკვლელს.

„სკარაბეუსი შეაჩვენებს მას, ვინც პირველი მოიწადინებს


აკლდამაში შეღწევას, და აფრთხილებს ყველას, რომ თვით ანუბისი
წაიყვანს თავხედ ღვთისმგმობელს იქ, სადაც მას მარადიული ტანჯვა
ელის. იმას კი, ვინც ხოჭოს მოტაცებას გაბედავს, რათა მისი
საშუალებით სერაფისის აკლდამიდან განძი წაიღოს, სამუდამოდ
დასწყევლის ღმერთი ხეფერი. დამნაშავე დედამიწის ზურგზე
ვერსად დაემალება სერაფისის სხეულის მცველებს, იგი ყოველ წუთს
დაღუპვასა და უბედურებას უნდა ელოდეს და, მანამ ვერ მოიპოვებს
სიმშვიდეს, სანამ ამულეტს არ განშორდება. თუკი იგი გაბედავს და
გადალახავს მზის ქვეყანას, სადაც სათავეს იღებს ნილოსის
მეწამული ტალღები, განუტევებს სულს ცხელსა და მკვდარ ქვიშაში“.

25
***

ერთი წუთითაც არ შემეძლო წარმომედგინა, რომ ამ წარწერაში


ჭეშმარიტების ნატამალი იქნებოდა და ახლა, ამდენი ხნის შემდეგ,
ვხედავ, რომ სწორად მიფიქრია _ მასში ნათქვამიდან ძალიან ცოტა
რამ გამართლდა.

არ ვიცოდი, რა უნდა მექნა სერაფისის ამულეტისათვის. როგორც


ჩანდა, ხოჭო-სკარაბეუსი ახლა მე მეკუთვნოდა, ვინაიდან მუზეუმში
იგი სრულიად შემთხვევით მოხვდა, მისმა ნამდვილმა პატრონმა,
მოხუცმა რამეშვარმა კი უარი თქვა ამულეტის უკან წაღებაზე. მე
ალბათ უახლოეს დღეებში ხოჭოს სამსახურში წავიღებდი და
მუზეუმის საკუთრებად ვაქცევდი, ერთი ამბავი რომ არ
მომხდარიყო.

დილით, რომ ვსაუზმობდი, ოთახში მოსამსახურე შემოვიდა და


მითხრა, ვიღაც ბატონს თქვენი ნახვა სურსო. აღელვებულმა
გავიფიქრე, ახლა რა დროს სტუმრობაა-მეთქი. მაგრამ მაინც შევედი
ჩემს კაბინეტში, სადაც მოსამსახურეს მთხოვნელი უკვე შეეყვანა.
დავინახე მაღალ-მაღალი კაცი, რომელსაც დასამახსოვრებელი
გარეგნობა ჰქონდა. მელოტ თავზე გარშემო გვირგვინივით
შემოვლებოდა შავი თმა. უწვერულვაშოს ნიკაპსა და ლოყებზე ისეთი
მუქი კანი ჰქონდა, იფიქრებდით, რამდენიმე დღის გაუპარსავიაო.
მის დიდ, შავ, მბრწყინავ თვალებში მტკიცე გადაწყვეტილებას
ამოიკითხავდით. სტუმარს მივესალმე და ვკითხე, ვინ იყო და რას
მთხოვდა.
26
დჰანდას ჯაუჰრი გახლავართ, ადვოკატი, _ ხმამაღლა მიპასუხა
მან და გაჩუმდა, ალბათ თავისი სტუმრობის მიზნის თქმა ჯერ
ნაადრევად ჩათვალა.

_ მაპატიეთ კადნიერება, მაგრამ თქვენ ბატონი შივნათ ჯაუჰრის


ნათესავი ხომ არ ბრძანდებით? _ დავინტერესდი მე.

_ დიახ, მართალი ხართ, შივნათჰ ჯაუჰრი, რომელიც 19... წელს


მოკლეს ქალაქ ანაპურში, ჩემი ბიძა იყო.

_ ოო! მაგრამ ჩემთან თქვენს მოსვლას, დარწმუნებული ვარ,


არავითარი კავშირი არა აქვს ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან.

_ ცდებით, ბიძაჩემი რომ არ მოეკლათ, მე თქვენთან არასოდეს


მოვიდოდი.

მართალი გითხრათ, როგორღაც საქციელი წამიხდა. სცადე,


მღელვარება არ გამომემჟღავნებინა, მშვიდი და თავაზიანი
ვყოფილიყავი, როგორც მასპინძელს შეჰფერის.

_ თქვენ დიდი ცნობისმოყვარეობა გამიღვიძეთ. გთხოვთ,


დაბრძანდეთ, _ ვუთხარი დჰანდასს და სავარძელზე მივუთითე.

ის მაშინვე ჩაჯდა სავარძელში, ჯიბიდან ძველი უბის წიგნაკების


დასტა ამოიღო და მაგიდაზე დადო.

_ ბატონო პროფესორო, მე თქვენ თანამედროვე


ეგვიპტოლოგებიდან ყველაზე გამოჩენილ სპეციალისტად გთვლით,
_ დაიწყო მან.

მე მოკრძალებით თავი დავხარე.


27
_ თქვენ, როგორც ჩანს, არ იცით, რომ ბიძაჩემს შივნათჰს ძალიან
აინტერესებდა დარგი, რომლის უდიდეს სპეციალისტად თქვენ
ითვლებით, _ მითხრა მან. _ იგი აბრეშუმით ვაჭრობდა და მრავალი
ქვეყანა მოიარა. იმდენად იყო გატაცებული მოგზაურობით, ვაჭრობა
რომ მიატოვა, შემდეგაც არ შეუწყვეტია ქვეყნების მონახულება.
მაგრამ ყველაზე მეტად იზიდავდა ერთი, ყველასათვის უცნობი
ქვეყანა, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ იცოდა. სანამ ამ ამბავს
დაწვრილებით მოგიყვებოდეთ, ბატონო პროფესორო, მინდა ერთა
რამ გკითხოთ. იმედი მაქვს, თქვენისთანა პატივცემული და
სწავლული ადამიანი, გარკვეულ და უტყუარ პასუხს მომცემთ.

დჰანდასი გაჩუმდა და გამომცდელად შემომხედა.

_ იმედი იქონიეთ, _ ვუპასუხე და თვალი გავუსწორე.

_ გსმენიათ თუ არა რაიმე სერაფისის ხოჭო-სკარაბეუსის შესახებ?


_ მკითხა მან.

ძნელია აგიწეროთ რა მდგომარეობაში ჩავვარდი ამ შეკითხვის


გამგონე. ისე გამიკვირდა, ენა დამება და გავიფიქრე, სიზმარში ხომ
არა ვარ-მეთქი. თუმცა თებეს დიდებული სერაფისი რამდენიმე
ათასი წლის წინათ გარდაიცვალა, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს იგი
დაჟინებით მდევნიდა.

ტყუილის თქმა არ მინდოდა და, როგორც კი გონს მოვედი,


სიმართლე ვუთხარი.

_ ეს შეკითხვა რომ რამდენიმე დღის წინათ მოგეცათ,


გიპასუხებდით, არა-მეთქი, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ
28
შეიცვალა. ამიტომ ახლა გეუბნებით, არა მარტო მსმენია ხოჭოს
შესახებ, იგი იმ ოთახში ინახება, სადაც ამ წუთში იმყოფებით.

სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ დჰანდასი სავარძლიდან


წამოიჭრა და მომვარდა. სახეზე ფერი აღარ ედო, კანკალებდა.

_ ამ ოთახში? სად არის! მაჩვენეთ, მაჩვენეთ, ჩქარა!

მე მას გაკვირვებულმა და შეშინებულმა შევხედე, მერე


აუჩქარებლად მივედი საწერ მაგიდასთან, უჯრა გამოვწიე და
ამულეტი ამოვიღე.

დჰანდასმა ხელიდან გამომტაცა ხოჭო-სკარაბეუსი და როცა


არავითარი ყურადღება არ მიაქცია წმინდა მდინარეში ნავით
მოცურავე ხეფერის შესანიშნავ გამოსახულებას, მაშინ დავრწმუნდი,
რომ მას ეგვიპტოლოგიისა არაფერი გაეგებოდა. იგი მხოლოდ
იეროგლიფურ წარწერას დასჩერებოდა.

_ შეგიძლიათ ამოიკითხოთ, აქ რა წერია? _ მკითხა მან.

ძალიან გამაოცა დჰანდასის მოურიდებლობამ და უხეშმა


მოქცევამ. ამიტომ ცივად ვუპასუხე, ეს ჩემთვის არავითარ სიძნელეს
არ წარმოადგენს-მეთქი.

_ რაზეა აქ ლაპარაკი? _ უხეშად მკითხა მან.

_ კეთილი ინებეთ, სავარძელში ჩაბრძანდით და დამშვიდდით, _


ვთხოვე მე დჰანდასს.

სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამთანხმებოდა. მაგრამ ხელები ვერ


დაიმორჩილა, თითები უცახცახებდა, ცმუტავდა, მოუთმენლობა
29
იპყრობდა. დჰანდასის ტანჯვას ბოლო რომ მოღებოდა, დავიწყე
წარწერის სიტყვა-სიტყვით გადათარგმნა, თანაც იქ ნახსენებ
ღმერთებზე ვუამბობდი. დჰანდასი უდიდესი ყურადღებით
მისმენდა, ცდილობდა არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვოდა. მთელი
ტექსტი რომ გადავუთარგმნე, ხელი გამომიწოდა და მთხოვა,
ამულეტი ერთხელ კიდევ მაჩვენეთო.

_ რა წერია აქ? _ მკითხა მან და მანიშნა იმ შემაღლებულ ადგილის


ამოკვეთილ იეროგლიფებზე, სადაც ღმერთი ხეფერი იჯდა.

_ „მიტნი-ხაპი“. ამ ქალაქში მარხია სერაფისი.

_ სრული სიმართლეა. თქვენ იცით, სად მდებარეობს ეს ქალაქი?

უარის ნიშნად თავი გავიქნიე.

_ მე კი ვიცი, _ დამაჯერებლად მიპასუხა დჰანდასმა.

გაკვირვებულმა შევხედე (მართლაც გასაკვირი იყო) და შევნიშნე,


რომ ამ შემთხვევაში მას სცოდნია ის, რისი გაგებაც, მიუხედავად
მრავალი ცდისა, დღემდე ძველი ეგვიპტის ისტორიის ვერცერთმა
მცოდნემ ვერ შეძლო.

დჰანდასმა ხელი დასტაცა მაგიდაზე დადებულ უბის წიგნაკებს


და ხმამაღლა წამოიძახა:

_ ამ წიგნაკებით ხვალვე შემიძლია გავემგზავრო მიტნი-ხაპში!

_ ნუთუ მართლა ფიქრობთ იმ ქალაქში გამგზავრებას?

_ დიახ, ოღონდ ერთი პირობით.

30
_ რა პირობით?

_ თუ დამთანხმდებით და თან გამომყვებით.

მე ერთხელ კიდევ გაკვირვებით შევხედე ამ კაცს _ შეშლილი


მომეჩვენა.

_ თქვენი თხოვნის შესრულება გამიძნელდება: ჯერ ერთი,


უნივერსიტეტში ვასწავლი და, გარდა ამისა, საპასუხისმგებლო
თანამდებობა მიჭირავს _ ნალანდის მუზეუმის მცველი გახლავართ.

დჰანდასი სავარძლიდან წამოხტა, მომიახლოვდა და თავისი


გრძელი გამხდარი ხელი მხარზე დამადო.

_ ბატონო პროფესორო, რაც უნდა მოხდეს, სერაფისის აკლდამა


უნდა ვნახო და იმედი მაქვს, უარს არ მეტყვით მიტნი-ხაპში ჩემთან
ერთად წამოსვლაზე. გთხოვთ, დაბრძანდეთ და მე ვეცდები,
თანდათანობით ყველაფერი გიამბოთ.

ამ სიტყვებზე უხეშად, მოურიდებლად ჩამსვა სავარძელში და


სრულიად მოულოდნელად წინ დამიდო... მილივით დახვეული
ძველეგვიპტური პაპირუსი.

31
მესამე თავი. შივნათჰ ჯაუჰრის არაჩვეულებრივი მოგზაურობა

დჰანდასმა პაპირუსი უბის წიგნაკებზე დადო, სავარძელში ჩაჯდა


და ხელები მუხლებზე შემოიჭდო. მის ხელის მტევნებს თვალი რომ
შევავლე, გავიფიქრე, ღონიერი კაცი ჩანს-მეთქი.

_ ბიძაჩემმა ეს პაპირუსი კაიროში მოხეტიალე ვაჭრისგან იყიდა.


ბიძია შივნათჰს იეროგლიფების კითხვა არ შეეძლო და არც
პაპირუსის ნამდვილი ფასი იცოდა. იყიდა მხოლოდ, როგორც
სიძველის ძეგლი, _ დაიწყო მოყოლა დჰანდასმა. _ ბიძაჩემი ძალიან
განათლებული კაცი იყო და წიგნები უყვარდა, თუმცა მე პირადად,
გულახდილად უნდა ვთქვა, იურიდიული ლიტერატურისა და
გაზეთების გარდა, არაფერს ვკითხულობ. ბიძაჩემმა კი შეაგროვა
დიდი, მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც მთელ მის ქონებასთან
ერთად, მემკვიდრეობით გადმომეცა. და, აი, სულ ახლახან, ბიძაჩემის
ბიბლიოთეკას რომ ვათვალიერებდი, ამ უბის წიგნაკებს წავაწყდი,
რომლებშიც მისი დღიურებია ჩაწერილი. რომ წავიკითხე, ძალიან
გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ბიძაჩემი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ
ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მას ასეთი არაჩვეულებრივი
თავგადასავალი ექნებოდა. ვფიქრობ, პაპირუსი, რომლის წაკითხვაც
მე არ შემიძლია, ძალიან გამოგვადგება, რადგან იქ ჩამოთვლილია
სერაფისის ყველა განძი, რაც მასთან ერთადაა დამარხული ქალაქ
მიტნი-ხაპში. ბიძაჩემის აზრით, ოქროს ჭურჭლის მდიდრული
ტანსაცმლის, მორთულობისა და ძვირფასი ქვებით სავსე ყუთის
ღირებულება საბაზრო ფასებითაც კი (თუნდაც მხედველობაში არ
მივიღოთ ის ფაქტი, რომ ისინი უძველესი კულტურის ძეგლებად
32
ითვლება), ხუთ ან ექვს მილიარდ რუპიას5 უდრის. რას იტყვით
ამაზე, პროფესორო?

თუმცა ნაკლებად მჯერა, რომ აკლდამაში ასეთი სიმდიდრე იყოს


ჩამარხული, არავითარი საფუძველი არა მაქვს თქვენი ნათქვამი არ
დავიჯერო-მეთქი, _ ვუპასუხე დჰანდასს.

_ მართალია, რომ ყველა ნივთი, რომელსაც გათხრების დროს


ეგვიპტის ტერიტორიაზე პოულობენ, ამ ქვეყნის მთავრობის
საკუთრებად ითვლება? _ მკითხა დჰანდასმა.

_ დიახ, სინამდვილეა, _ ვუპასუხე მე.

_ მაშინაც კი, თუ აკლდამა სადღაც მდინარე სობატის სათავეების


რაიონშია?

_ ეს სხვა საქმეა. მაგრამ, ჯერ არ მსმენია, რომ ვინმეს ამ მდინარის


სათავემდე მიეღწიოს, რომელიც, არ ვიცი, მონგალის მხარეში იწყება
_ სუდანში, არ ვიცი, კაფის მხარეში _ აბისინიაში.

_ არც მე მსმენია, სად არის მდინარის სათავე, მაგრამ ეს კი ვიცი,


როგორ უნდა მივაღწიო იქამდე. განზრახული მაქვს, სულ მალე
გავემგზავრო აფრიკის ამ ნაკლებად შესწავლილ ოლქში?

_ რა გიზიდავთ იქით?

_ სერაფისის საგანძური.

5 რუპია – ინდოეთის ფულის ერთეული, რომელიც 100 პაისად იყოფა.


33
_ თუნდაც ძალიან კარგად იცოდეთ, როგორ შეიძლება მიტნი-
ხაპში მოხვედრა, თქვენი სურვილის განხორციელება არც ისე
ადვილია, როგორც ფიქრობთ. თან წაყოლას რატომ მთხოვთ?

_ ჯერ კიდევ თქვენთან მოსვლამდე, ამისთვის რამდენიმე მიზეზი


მქონდა. ახლა მათ კიდევ ერთი დაემატა: თქვენ ხართ მფლობელი
ხოჭო-სკარაბეუსისა გასაღებისა, რომლითაც ჩვენ სერაფისის
აკლდამის კარის გაღებას შევძლებთ. ეს ერთი.

_ მეორე მიზეზი რაღაა? _ ვკითხე მას. ვგრძნობდი, როგორ


მეუფლებოდა სურვილი, ჩქარა გამეგო წმინდა ამულეტის
საიდუმლოება. რასაკვირველია, ურიცხვი სიმდიდრის ხელში
ჩაგდება არ მიზიდავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ აკლდამაში ნაპოვნი
განძი დამეხმარებოდა ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ეპოქის
შესწავლაში. ამიტომ დჰანდასის გეგმა თანდათან ძალიან
მაცთუნებელი მეჩვენა.

_ მთავარი მიზეზი, რამაც თქვენთან მომიყვანა, ისაა, რომ თქვენ


ეგვიპტოლოგიის დიდი სპეციალისტი ხართ და, სავსებით ადვილი
შესაძლებელია, ძველ ეგვიპტურ ენაზე ლაპარაკიც შეგეძლოთ, _
მიპასუხა დჰანდასმა.

_ უდავოდ მართალი ხართ, თუმცა, არასოდეს ასეთი შემთხვევა


არ მექნება: საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ენა მკვდარია.

დჰანდასი სავარძლის ზურგზე გადაწვა და ერთხანს უსიტყვოდ


მიცქერდა, მერე მითხრა:

34
_ დიდად ცდებით, პროფესორო, ძველი ეგვიპტის ენა არ
მომკვდარა, ის დღემდე ცოცხალია და ახლაც, როცა მე თქვენ
გესაუბრებით აქ, ნალანდაში, ჩვენგან შორეულ ქვეყანაში იმ ენაზე
ლაპარაკობენ, რომელიც თქვენ მკვდრად მიგაჩნიათ.

_ სად? _ უნდობლად ვკითხე მე.

_ მიტნი-ხაპში.

ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ძველი ეგვიპტის ენა, როგორც


ცოცხალი სალაპარაკო ენა, შეიძლებოდა დღემდე შემონახულიყო,
მაგრამ ეს კაცი ისე სერიოზულად, დარწმუნებული ლაპარაკობდა,
უნებლიეთ ეჭვი შემეპარა: ყველაფერი ეს შეიძლება არც ისე შორს
იყოს სიმართლისაგან, როგორც მეგონა-მეთქი.

_ თქვენ საიდან იცით? _ ვკითხე მე.

_ ახლა გიამბობთ, როგორ გაიგო ბიძაჩემმა, სად მდებარეობს


მიტნი-ხაპი, და თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება. შივნათჰ
ჯაუჰრი იმ ჯურის ხალხს ეკუთვნოდა, ვისაც დიდ სიხარულს ჰგვრის
ძნელი და სახიფათო მოგზაურობა... ჰო, თუ შეიძლება, ნუ იფიქრებთ,
თითქოს მე არ მესმოდეს, რა საფრთხე და სიძნელეები შეგვხვდება
მოგზაურობის დროს. დაბრკოლება ბევრი იქნება. აი, თუნდაც ამ
რუკას დახედეთ...

დჰანდასმა ჯიბიდან ამოიღო გასანთლული ქაღალდის


ფურცელი, გაშალა და მაგიდაზე დადო. მე დავინახე ძველი,
დაფლეთილი რუკა, რომელსაც გაცვეთილ ადგილებზე ქაღალდის
ნაჭრები ჰქონდა დაწებებული. რუკა დასახული იყო ფერადი ტუშით
35
და დართული ჰქონდა მურიით6 შესრულებული წარწერები.
გეოგრაფიული სახელწოდებები ძალიან წვრილი ასოებითა და
გარკვეული ხელით იყო დაწერილი და ადვილად იკითხებოდა.

სავარძლიდან წამოვდექი, დჰანდასის მხარზე გადავიხარე და


რუკის დათვალიერებას შევუდექი. დჰანდასი ნელა ატარებდა
რუკაზე თითს და ბიძამისის მარშრუტს მაჩვენებდა. რამდენი წელი
გავიდა მას შემდეგ, რაც შივნათჰ ჯაუჰრიმ თეთრი ნილოსი უკან
მოიტოვა და მდინარე სობატის ხეობაში მოხვდა! ამ მდინარითა და
მისი შენაკადებით, რომლებიც სოფელ აჯაკარიდან დაწყებული
ტყიან ადგილებში მოედინებოდნენ, მან ჩანჩქერამდე მიაღწია, წყალს
აღმა აჰყვა და სოფელ ნივაკამდე მივიდა.

ამ სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორას კილომეტრზე უდაბნოა


გადაჭიმული. აქ არც ოაზისია სადმე, არც მოსახლეობა და არც
მაღლობი ადგილი. რუკაზე, იქ, სადაც აღნიშნულია ეს „ცივი“ მხარე,
ასეთი წარწერაა: „აქ, ამ ქვიშის ქვეყანაში, მზე თონესავით ხურს“.

უდაბნოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ციცაბო,


თითქმის კიდული პლატოს კედელი.

ერთ-ერთ უბის წიგნაკში ნათქვამი იყო, რომ პლატოზე ასვლა


შეიძლება მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კლდეში გამოკვეთილი
ეგვიპტის ღმერთების _ ტოტისა და ანუბისის ვეება სკულპტურული
გამოსახულებები დგას, რომელთა შორის ჯერ კიდევ შემორჩენილა
ზევით მიმავალი საფეხურები. თუმცა დროსა და წვიმებს ძალიან

6 მურია _ გაკრული ხელით ნაწერი ინდურ ენაში.


36
დაუზიანებიათ ეს კიბეები, მაგრამ დღისით ზევით ასვლა არც ისე
ძნელია, შივნათჰი იმდენად დაკვირვებული კაცი ყოფილა,
საფეხურებიც კი დაუთვლია და მათი რაოდენობა ჩაუწერია: სამას
სამოცდახუთი, ესე იგი იმდენი, რამდენი დღეცაა წელიწადში. თუ
გავითვალისწინებთ, რომ ყოველი საფეხურის სიმაღლე ოცდაათ
სანტიმეტრს შეადგენს, კედელი ას ათ მეტრს უნდა აღწევდეს.

ზევით, იქ, სადაც კიბე მთავრდება, მწვანით დაფარული


ნაყოფიერი პლატო იწყება, რომელიც სამხრეთით სამოც
კილომეტრზე გრძელდება და მთაგრეხილს ებჯინება.

წინათ კიბეების დასაწყისიდან პლატოს მეორე ბოლომდე კარგი


გზა იყო გაყვანილი. თუმცა ახლა იგი ხშირი, მაღალი ბალახითაა
დაფარული, მისი მონახვა მაინც არ არის ძნელი, რადგან გზის ორივე
მხარეს, ერთიმეორისაგან მცირე მანძილზე, განლაგებულია
მჯდომარე გადამწერლების სკულპტურული გამოსახულებანი,
რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ქალაქ გიზეს7 მუზეუმში
გამოფენილი ქანდაკებებისაგან.

მჯდომარე გადამწერლების გზას მოგზაური სამხრეთით მთების


ძირში მიჰყავს, სადაც ქალაქი მიტნი-ხაპი მდებარეობს. იქ, მზის
ღმერთის რას ტაძრის მიწისქვეშეთში, დაკრძალულია სერაფისის
მუმია და განძი, როგორც მოგვითხრობენ თებეს ტაძრის თლილი
ქვები.

7 გიზე _ კაიროს მახლობლად მდებარე ქალაქი.


37
ქალაქ მიტნი-ხაპში შივნათჰმა ნახა ადამიანები, რომლებიც
გარეგნობითა და ზნე-ჩვეულებებით ძალიან ჰგავდნენ მდინარე
ნილოსის ხეობაში მცხოვრებ ძველ ეგვიპტელებს და ძველ ეგვიპტურ
ენაზე ლაპარაკობდნენ. ტაძრები, სახლები, სასახლეები და ქუჩები
თითქოს ფარაონების ეპოქის ეგვიპტიდან იყო გადმოტანილი მიტნი-
ხაპში.

შეიძლება ჯაუჰრი შეშლილი იყო და მისი ჩანაწერები


ავადმყოფური წარმოდგენების ნაყოფად უნდა მიგვეჩნია. ან იქნებ
მართლაც არაჩვეულებრივად ბედნიერი კაცი იყო, რომელმაც თავისი
თვალით იხილა უძველესი კულტურის ქალაქი, გამქრალი და
ყველასაგან მივიწყებული სამყარო.

როგორც შივნათჰის ჩანაწერებიდან დავასკვენი, ის თავის


აღმოჩენებს მეცნიერულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, არც იცოდა,
რომ თავისი მოგზაურობის ანგარიშის გამოქვეყნებით დიდ პატივს
დაიმსახურებდა და სახელს გაითქვამდა მთელს მსოფლიოში.
ერთადერთი, რაც მას უდაბნოს იქითა მხრისკენ იზიდავდა,
სერაფისის განძეულის ხელში ჩაგდება იყო. მაგრამ ამ მიზნის
განხორციელება მან ვერ შეძლო. და თუმცა შივნათჰის ჩანაწერებში
არაფერი იყო ნათქვამი ექსპედიციის ჩაშლის მიზეზებზე, მისი
ცალკეული შენიშვნებიდან გასაგები ხდებოდა, რომ აკლდამას
მთელი დღე-ღამის განმავლობაში გულმოდგინედ იცავდნენ სასტიკი
და მოუსყიდველი ქურუმები.

სწორედ ამ ქურუმების ხსენებამ დამარწმუნა შივნათჰ ჯაუჰრის


ჩანაწერების სისწორეში, რადგან თვითონვე მქონდა წაკითხული

38
ამულეტზე: „სერაფისის აკლდამას მუდამ უდარაჯებენ მარად
ფხიზელი მცველები“.

როგორც ჩანს, შივნათჰმა მიაღწია მიტნი-ხაპამდე, ხელსაყრელ


შემთხვევას ელოდა, რომ მიეთვისებინა სერაფისის განძეული და,
ბოლოს და ბოლოს, რაღაცნაირად მოახერხა ხოჭოს გატაცება, თუმცა
აკლდამაში შეღწევა მაინც ვერ შეძლო.

ერთ-ერთ უბის წიგნაკში ნათქვამია, რომ შივნათჰმა გაქცევით


უშველა თავს. თანაც მტერი ფეხდაფეხ მისდევდა მჯდომარე
გადამწერლების გზაზე, თვით უდაბნომდე.

ეს ადგილი რომ წავიკითხე, უნებლიეთ გამახსენდა შივნათჰ


ჯაუჰრის საშინელი სიკვდილი, შელოცვილი სკარაბეუსი და შიშით
გული გადამიქანდა.

„მაგადჰის“ ძველი ნომერი ავსებდა შივნათჰის ჩანაწერებს. ახლა


დავრწმუნდი, რომ სერაფისის აკლდამის მცველი ქურუმები,
როგორც კი ამულეტი დაიკარგა, შივნათჰს დაედევნენ და მიჰყვნენ
მას შორეული, ქვიშით გარემოცული ქვეყნის საზღვრებიდან
ბჰაგირათჰის8 ნაპირებამდე; ბოლოს და ბოლოს, დანაპურში
დაეწივნენ და მოკლეს, რომ სკარაბეუსი დაებრუნებინათ.

და რამდენსაც მეტს ვფიქრობდი წაკითხულის შესახებ, მით


უფრო სარწმუნო ხდებოდა ჩემთვის ეს ვერსია. ეჭვი არ არის,

8მდინარე ჩრდილოეთ ინდოეთში. მდინარე ალაკნანდასთან შეერთების


შემდეგ ქმნის მდინარე განგს. ზოგჯერ ბჰაგირათს განგს უწოდებენ, რადგან
იგი განგის ზემო დინებად მიაჩნიათ.
39
შივნათჰმა იცოდა, რომ მოსდევდნენ და მხოლოდ ამიტომ მოაშურა
დანაპურიდან ნალანდას, რათა ძვირფასი ამულეტი მუზეუმისათვის
გადაეცა. და როცა მკვლელებმა მთელი მისი სახლი გადააქოთეს,
რათა ხოჭო ენახათ, ისინი, ცხადია, ხელცარიელი დარჩნენ.

სერაფისის აკლდამის სასტიკმა მცველებმა ინდოეთამდე


მიაღწიეს, შივნათჰ ჯაუჰრი მოძებნეს, მერე კი მოთმინებით ელოდნენ
მომენტს, როცა მის სახლში შევიდოდნენ. აქედან ცხადი ხდებოდა,
რომ ამულეტი ნამდვილად სერაფისის აკლდამის გასაღები იყო.

არასოდეს ასე აღელვებული არ ვყოფილვარ. ხელების კანკალზე


მეტყობოდა, რა დღეშიც ვიყავი. კედელზე დაკიდებულ სარკეში რომ
ჩავიხედე, ჩემი თავი ვერ ვიცანი; იქიდან ავადმყოფურად
აგზნებული თვალებით მღელვარებისაგან წამოჭარხლებული უცხო
სახე შემომცქეროდა.

დჰანდასის არსებობაც კი გადამავიწყდა. თუმცა ოთახში იჯდა და


გამომცდელად მითვალთვალებდა. აღარც ამულეტი მახსოვდა,
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ შუა აფრიკაში არის თებეს, საისისა9
და მემფისის მსგავსი ქალაქი, რომლის არსებობა ჩვენს
ცივილიზებულ სამყაროში აზრადაც არავის მოსდის.

კვლავ გაცოცხლდა მეხსიერებაში ყველაფერი, რაც ხანგრძლივი


დროის მანძილზე მესწავლა და მეცნიერული მუშაობიდან ვიცოდი.
ჩემს წარმოდგენაში უკვე ვხედავდი მიტნი-ხაპის. შივნათჰ ჯაუჰრის
მიერ აღმოჩენილი ქალაქის ვიწრო, ხმაურიანი ქუჩები მაგონებდნენ

9 საისი _ მდინარე ნილოსის დელტაში მდებარე ძველი ეგვიპტის ქალაქი.


40
კაჩაურის _ ძველი ბენარესის10 სავაჭრო რაიონს, სადაც ქარავნებს
ჩამოჰქონდათ სანდალოზის ხე, ილი11 და სანელებლები ინდოეთის
სხვადასხვა რაიონებიდან, ოფირიდან12 _ ოქრო და ელამიდან13 _
ძვირფასი ქვები, ირანიდან კი _ ღვინით სავსე ტიკები.

სულაც არ გამკვირვებია, გონებით სხვა სამყაროში რომ გადავედი:


მიყვარდა შორეული წარსულის სურათების წარმოდგენა და
რამდენადაც შესაძლებელი იყო, მათი ფანტაზიით გაცოცხლება;
არაერთხელ ნალანდის მუზეუმში, ჩემს კაბინეტში განმარტოებით
მჯდომს, მსმენია დაფდაფების ხმაზე მიმავალი ათასობით ადამიანის
მწყობრი ნაბიჯის ხმა. მინახავს, როგორ იღებოდა ქალაქის ალაყაფის
კარები და რა ქედმაღლურად უცქერდნენ ამაყი მეომრები ხალხს,
ვინც ფარაონის ჯარს ახალ სამხედრო ლაშქრობაში მიაცილებდა.
ცხენთა ფლოქვებისგან დამდგარი მტვრის თეთრი ღრუბლები
გაფანტვას ვერ ასწრებდნენ, რომ მსუბუქი, სწრაფი სირბილის
მსგავსი ნაბიჯებით, გამოდიოდნენ მშვილდ-ისრებით, საბრძოლო
ცულებითა და შუბებით შეიარაღებული ქვეითი ჯარისკაცები.

10 ბენარესი _ ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში.


11 ილი _ მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახიდან, ილის თესლი იხმარება
მედიცინასა და კულინარიაში სანელებლებისათვის.
12 ოფირი _ უძველესი ქვეყანა. მდებარეობს სამხრეთ არაბეთში, ანუ აფრიკის

აღმოსავლეთ სანაპიროზე. განთქმულია იმით, რომ იქიდან, გადმოცემის


მიხედვით, პალესტინის მეფე სოლომონისათვის მოჰქონდათ ოქრო,
ძვირფასი ქვები და საუკეთესო ჯიშის ხეები.
13 ელამი _ უძველესი ქვეყანა. მდებარეობს ბაბილონიდან აღმოსავლეთით,

სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით.


41
და, აი, უცებ ხმამაღალი ძახილი მეფის მოახლოებას გვამცნობს.
უმალვე ალაყაფის კარებში გამოდიან მცველები, ან, როგორც მათ
ეძახიან, „ფარაონის თანამგზავრები“, ყველაზე გამბედავი და ძლიერი
მეომრები აფრიკული ტომებიდან. ეს ბრგე ვაჟკაცები მთელი თავით
მაღლები არიან ნილოსის ხეობის მცხოვრებლებზე. ამ სქელტუჩა,
წვერიან ჯარისკაცებს, რომლებსაც განიერი მხრები და კამეჩის ღონე
აქვთ, ომი გართობად მიაჩნიათ, ძარცვა-გლეჯა კი _ არსებობის
საშუალებად. მარტო მათი ხსენებაც კი შიშის ზარს სცემს ასურეთის
მთებსა და ეთიოპიის უდაბნოებს შორის მდებარე ქვეყნების
მცხოვრებთ. „ფარაონის თანამგზავრები“, რომლებიც
შეიარაღებულნი არიან თვალისმომჭრელი, მზეზე ელვარე
საბრძოლო ცულებით და გრძელი, ვიწრო, თეთრი ლურჯ-
ზოლებიანი სალათები აცვიათ, ორ-ორად დაწყობილი, მკვეთრად
ფეხ-შეწყობილნი მიაბიჯებენ.

შემდეგ ეტლებით გამოდიან ხანში შესული, სახელგანთქმული


მეომრები, მედროშე და მხედართმთავრები ეგვიპტის არმიისა, სულ
ბოლოს გამოჩნდება თვით ფარაონი, საბრძოლო მუზარადით
მოსილი, მშვილდ-ისრითა და ბრინჯაოს სატევრით შეიარაღებული.
მის ეტლში თოვლივით თეთრი ბედაურებია შებმული. გრძელ
ლაბადას ქარი უფრიალებს. ოქროს სადავეები ცხენების ლამაზ
თავებს უკან ეწევიან და სირაქლემის ფრთის ჯიღა ფარჩის ასალით
დაფარულ ცხენის ზურგებს ეხება. ეტლს გვერდით მისდევს
ძაღლივით ენაგადმოგდებული, გაწვრთნილი ლომი.

ფარაონს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რამზესს ეძახიან, თუ


სეთის, მზის ღმერთის რას შვილად ითვლება და ეგვიპტის
42
შეუზღუდველი მმართველია, მიჰყვება დანარჩენი ლაშქარი. წინ
მიდის უდაბნოს მოსახლეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე
მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და ახლა ეგვიპტის მეფის
ქვეშევრდომი გამხდარა. შემდეგ მიდის საბერძნეთიდან
დაქირავებული ჯარი და პროცესია მთავრდება შუბებით
შეიარაღებული მსუბუქი კავალერიით.

ფარაონის ჯარი იმ მიზნით გამოვიდა სალაშქროდ, რომ ეგვიპტეს


შეუერთოს ახალი ქვეყანა ან შორეულ სირიის უდაბნოში აღმართოს
ვეება ქვის კოლონა ეგვიპტის მეფის პატივსაცემად...

ჭაბუკობის წლებიდანვე მიყვარდა მსგავსი სურათების


წარმოსახვა ჩემს გონებაში. მეცნიერების სამსახურისათვის
მიძღვნილი ჩემი მარტოხელა ცხოვრების მრავალი საათი იმ
ადამიანებთან გავატარე, რომლებიც დიდი ხანია ამქვეყნად აღარ
არიან. მათთან ერთად ვლოცულობდი ამონის ტაძარში, ვსუნთქავდი
არაბული საკმევლის სურნელებას და მესმოდა, როგორ აზანზარებდა
ტაძარს ნილოსის ღმერთქალის _ ისიდას პატივსაცემად
შესრულებული ჰიმნი.

ჩემამდე აღწევდა მოტირალთა კვნესა, რომლებსაც მწუხარების


ნიშნად გრძელი თმა გაეშალათ და ფარაონს უკანასკნელ გზაზე
მიაცილებდნენ. ეს კიდევ რაა _ მე თვითონაც დავცურავდი ნავით
ნილოსის ტალღებში, ოზირისის14 საუკუნო სამეფოში და იქ
ვხედავდი წმინდა ხეს, რომლის ჩრდილშიც წონიდნენ

14
ოზირისი _ ძველი ეგვიპტის მიწის, წყლისა და მცენარეთა სამყაროს
ღმერთი.
43
გარდაცვლილთა გულებს, რის შემდეგაც სამართლიანობის
ქალღმერთი აცხადებდა, თავისუფალი იყვნენ თუ არა ისინი
ცოდვებისაგან.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე აზრებითა და ფიქრებით იმ


ხალხებთან ვიყავი, რომლებიც შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ,
მათს სევდასა და სიხარულს ვინაწილებდი, იმედებსა და
გულისტკივილს ვიზიარებდი, აღტაცებას მგვრიდა მათი
არქიტექტურა და ხელოვნება, მიხაროდა მათი წარმატებები და
გამარჯვებები, მათთან ერთად ვტიროდი ეპიდემიისა და ჟამიანობის
შავ დღეებში.

ახლა კი მეჩვენებოდა, რომ მოხდა სასწაული და შევძლებდი


ცხადად მენახა ის ხალხი, მომესმინა მათი მუსიკა და სიმღერები.

ბოლოს, გონს რომ მოვედი და თანამედროვე სამყაროს


დავუბრუნდი, დავინახე, რომ დჰანდასი ჩემს წინ იდგა და მხარზე
ხელი დაედო ჩემთვის.

_ თანახმა ვარ! მზად ვარ, თუ გნებავთ, ახლავე წამოგყვეთ


ნილოსის ძველი სათავეებისკენ, _ შევყვირე შეშლილივით.

ეს ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო და შემდეგ


ბევრჯერ ვუსაყვედურე ჩემს თავს ამ სულელური და უგუნური
საქციელისათვის, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა.

44
მეოთხე თავი. ამულეტის გატაცება

ორი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით მე და დჰანდასი


გასამგზავრებლად. მე ყურადღებით გადავიკითხე შივნათჰ ჯაუჰრის
ჩანაწერები და დავრწმუნდი, რომ სამყაროს კიდევ ერთი საოცრების
აღმოჩენა მელოდა. შევაგროვე უამრავი გეოგრაფიული ლიტერატურა
ნილოსის დინების გასწვრივ მდებარე რაიონების, აგრეთვე იქ
დასახლებული ველური ტომების შესახებ. შევიძინეთ
მოგზაურობისათვის საჭირო იარაღი და აღჭურვილობა.

დჰანდასმა თავისი კლიენტები და უკვე დაწყებული სასამართლო


საქმეები სხვა ადვოკატს გადააბარა. მე კი ერთი წლის შვებულება
ავიღე და ჩემს ადგილზე დავტოვე პროფესორი ჯოგინდრა,
რომელსაც ალბათ ყველანი კარგად იცნობთ. რადგან ორნი ვიყავით,
მუშაობის გასაადვილებლად მოვალეობა გავინაწილეთ. დჰანდასი
განაგებდა მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ მოგზაურობას ეხებოდა,
ესე იგი, სამგზავრო აღჭურვილობას, გამცილებლებს, მსახურებსა და
სასაპალნე პირუტყვს. მე კი ექსპედიციის სამეცნიერო ნაწილისათვის
ვიყავი პასუხისმგებელი. ვიშოვე აფთიაქი, კომპასი, სექსტანტი და
სხვა იარაღები, აუცილებელი მოგზაურობისათვის, გარდა ამისა,
თარჯიმნის მოვალეობაც უნდა შემესრულებინა.

ნუ დაივიწყებთ, თუმცა ერთად მივდიოდით სამოგზაუროდ,


მაგრამ სხვადასხვა მიზანი გვამოძრავებდა. დჰანდასს სერაფისის
განძეულის ხელში ჩაგდება ეწადა და სხვა არავითარი სურვილი არ
გააჩნდა. არ ვიცი, რაში სჭირდებოდა განძეული, ის ხომ ისედაც

45
მდიდარი იყო. მე კი ეს ექსპედიცია მხოლოდ და მხოლოდ
მეცნიერული თვალსაზრისით მაინტერესებდა. დარწმუნებული
ვიყავი, თუ ამ ზღაპრულ ქალაქს მივაღწევდი, მაშინ ჩემი
გამოკვლევები უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა პრინსეპის15
ნამუშევრებზე, რომელმაც მეფე აშოკის წარწერები გაარჩია, და
როულინსონის16 შრომებზე, რომელმაც სპარსეთის მეფე დარიოსის
დაწერილობანი გაშიფრა. ყოველივე ეს ნამდვილ გადატრიალებას
მოახდენდა ეგვიპტოლოგიისა და არქეოლოგიის დარგში.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ნალანდა დავტოვეთ. ჩვენ


ვიცოდით, რომ ორანძიანი სანდალი „ლოტოსი“, რითაც უნდა
გვემოგზაურა, ბომბეიდან ოთხი დღის შემდეგ გადიოდა, მაგრამ
მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მის გასვლამდე ბომბეიში ორი-სამი
დღით ადრე ჩავსულიყავით, რათა აუცილებელი ნივთები შეგვეძინა.
მე ნალანდიდან რკინიგზით გავემგზავრე, გადავჯექი ვიხარში,
შემდეგ ბახტიარპურში და ქალაქ ბანკიპურის სადგურში ჩამოვედი,
სადაც დჰანდასი მელოდებოდა. მთელი ბარგი წინასწარ გავგზავნეთ
ბომბეიში და ახლა მუგალსარაიში ბომბეის ბაზრობაზე გვინდოდა
მიგვესწრო. მეორე დღეს, ზუსტად დილის ოთხ საათზე
მატარებლიდან სადგურ დედოფალ ვიქტორიაზე ჩამოვედით და
მანქანით სასტუმრო „სარდარისაკენ“ გავემართეთ. სწორად

15 ჯეიმზ პრინსეპი _ XIX საუკუნის პირველი ნახევრის მეცნიერი, რომელმაც


წაიკითხა ინდოეთის მეფე აშოკას წარწერები. სავარაუდოდ, სახელმწიფოს
მართავდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 226 წლიდან 264 წლამდე,
16 ჰენრი ქრესუიქ როულინსონი, XIX საუკუნის შუა პერიოდის ცნობილი

ინგლისელი მოგზაური, რომელმაც სახელი გაითქვა სპარსული


სოლისებური ანუ ლურსმნული დაწერილობის გაშიფვრით.
46
მოვიქეცით, რომ ბომბეიში ორი დღით ადრე ჩამოვედით, რადგან აქ
შევხვდით სინდელ ვაჭარს, ბატონ ჩელარამ თჰადდანის, რომელსაც
ადრევე ვიცნობდი. მან იკისრა გამცილებლებისა და მებარგულების
შერჩევა. ჩელარამმა შეხვედრის დროს გვითხრა: კაიროდან დეპეშით
მაცნობეს, მოგზაურობისათვის ყველაფერი მზად არისო. ამდენად,
ჩვენ უკვე შეგვეძლო გზას გავდგომოდით.

პორტში „ლოტოსის“ გამგზავრებამდე ერთი საათით ადრე


მივედით. „ლოტოსით“ უნდა გვეცურა სუეცამდე, იქიდან კი
მატარებლით ვიმგზავრებდით კაირომდე. ერთადერთი ნავსადგური,
სადაც „ლოტოსი“ ჩერდებოდა ბომბეიდან სუეცამდე, ადენი
გახლდათ. როცა კანტორაში გავიგეთ, რომ ჩვენი ბარგი უკლებლივ
იყო მოტანილი, ხომალდზე ავედით. დჰანდასმა მაშინვე თავის
კაიუტას მიაშურა. მე კი ცოტა ხანს კიდევ ვისეირნე გემბანზე.
ხომალდის ცხვირზე გავედი და არაბეთის ზღვის აზვირთებული
ლურჯი ტალღები დავინახე. სადღაც შორს, ზღვის სილურჯე ცის
ლაჟვარდს ერწყმოდა. ზვირთები რომ არა, ძნელი გასარკვევი
იქნებოდა, სად თავდებოდა წყლისა და სად იწყებოდა ჰაერის სტიქია.

კაიუტისაკენ რომ წავედი, კაპიტან დჰირენდრა ნათჰის შევხვდი.


იგი ჩასხმული, ენერგიული მამაკაცი იყო. პატარა ესპანური წვერი
სასიამოვნო იერს აძლევდა მის სახეს. ციოდა, მაგრამ მას არც ლაბადა
ეცვა და არც ქუდი ეხურა. კაპიტანი, სიგარას ეწეოდა და, რომ
მომიახლოვდა, კვამლმა კინაღამ დამახრჩო.

_ გამარჯობათ, _ მომესალმა კაპიტანი.

_ გაგიმარჯოთ, _ ვუპასუხე მე.


47
_ ეგვიპტეში მიემგზავრებით?

_ დიახ, სუეცში.

_ მაპატიეთ, თქვენ მგონი პროფესორი ბრძანდებით?

ძალიან გამიხარდა, რომ ბატონმა კაპიტანმა მიცნო. ჩვენ დიდხანს


ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ იგი კეთილი, გულთბილი ადამიანი
უნდა ყოფილიყო.

_ დარწმუნებული ვარ, „ლოტოსით“ კმაყოფილი დარჩებით, თუ


რაიმე დაგჭირდეთ, მითხარით და, ძალ-ღონეს არ დავიშურებ,
ყველაფრით დაგეხმარებით, _ მითხრა კაპიტანმა.

შემდეგ მან მიამბო ორი მგზავრის შესახებ, რომლებსაც სულ


რამდენიმე საათის წინ ეყიდათ „ლოტოსის“ ბილეთები. ვერ
გაიგებდი, რა ეროვნებისა იყვნენ.

_ აი, ისინიც, _ დამანახა კაპიტანმა ორი კაცი, რომლებიც გემბანის


მეორე ბოლოში იდგნენ, ქიმზე გადახრილიყვნენ და სადღაც შორს
იყურებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ძალიან მოხუცი ჩანდა,
სახეზე გრძელი და ღრმა ნაჭრილობევი შევნიშნე.

_ ბატონო პროფესორო, მთელ ქვეყანა შემომივლია, რა ტომისა და


ჯურის ხალხი აღარ მინახავს: მალაიელები და პატაგონიელები,
ანდამანელები (ინდოეთის ოკეანეში მდებარე ანდამანის კუნძულის
მცხოვრებნი) და ბანჯგვლიანი აინები17, რომელთა შესახებ ბევრს

17აინები ან აინუ _ ხალხი, რომელიც ცხოვრობს იესოს კუნძულზე, სამხრეთ


სახალინზე და კურილიის კუნძულებზე. მეტსახელად „ბანჯგვლიანები“
48
როდი სმენია _ მაგრამ ასეთი ხმელი, დაძარღვული მამაკაცები არსად
შემხვედრია. აბა მათ სწორ, გრძელ თმას და მათ ნუშისებურ თვალებს
შეხედეთ, _ შენიშნა დჰირენდრა ნათჰმა.

უნებლიედ შივნათჰ ჯაუჰრის მკვლელობა გამახსენდა და


უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა.

_ ქვაზე გამოსახულებებს თუ ვენდობით, ესენი ძალიან ჰგვანან


ძველ ეგვიპტელებს, – ვუთხარი მე.

კაპიტანმა მშვიდად ჩამოისვა წვერზე ხელი და კატარღისკენ


გაეშურა, რომელიც ის-ის იყო მოადგა გემს.

ცოტა ხნის შემდეგ ჩვენმა გემმა ღუზა ამოსწია. უკანასკნელად


შევხედე ზღვის ნაპირს, გულში სამშობლოს გამოვემშვიდობე და
კაიუტისაკენ წავედი.

„ლოტოსი“, რომელიც შორეული აფრიკის ნაპირებისაკენ


მიგვაქროლებდა, პატარა სატვირთო გემი იყო, ოთხკაიუტიანი.
პირველი კლასის მგზავრები მხოლოდ მე და დჰანდასი აღმოვჩნდით.
დჰანდასმა ჩვენი მოგზაურობისათვის „ლოტოსი“ იმიტომ აირჩია,
რომ გემზე მგზავრები ნაკლებად იქნებოდნენ და ბევრ ხალხთან
ურთიერთობა არ მოგვიწევდა, როგორც დიდ გემებზე ხდება ხოლმე.

არასოდეს დამავიწყდება პირველი სამი დღე ჩვენი


მოგზაურობისა. დასავლეთის ძლიერი ქარი უბერავდა და ზღვა გემს

ამიტომ შეარქვეს, რომ ხშირბალნიანობა ახასიათებთ. აინუ _ ეს არის


იაპონიის აბორიგენული მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ იქ
მანამდე, სანამ თანამედროვე იაპონელები დაიპყრობდნენ ამ კუნძულებს.
49
ტივტივასავით ისროდა აქეთ-იქით. რამდენჯერ გვეგონა, რომ ტალღა
გემს ზემოდან გადაუვლიდა. არა მგონია, რომ ჩვენს გემს ამ დღეებში
საათში ათ-თორმეტ კილომეტრზე მეტი სისწრაფით ევლო. შემდეგ
ქარი ჩადგა და ზღვაც დამშვიდდა. გემს ფრინველები
დასტრიალებდნენ თავს, ხანდახან ანძაზეც სხდებოდნენ. ხშირად
ჩვენ წინ თევზები გუნდ-გუნდად დაცურავდნენ.

დჰანდასი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს ქარიშხლის დროს.


გული ერეოდა, თავი ისე სტკიოდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა.
მაგრამ ადენში რომ ჩავედით, გამოკეთდა და ნაპირზე გადავედით
ქალაქის დასათვალიერებლად. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ
გასეირნებით, მაგრამ დჰანდასს არაფერი მოსწონდა, გეგონებოდათ,
გემიდან ძალად ჩამოსვესო.

და აი, ადენი უკან დარჩა. დჰანდასი, მე და კაპიტანი დჰირენდრა


საღამოობით დიდხანს ვისხედით გემბანზე და ათას რაღაცაზე
ვსაუბრობდით იმ დროს, როცა ჩვენს ფეხქვეშ ყრუდ ხმაურობდნენ
მანქანები.

შივნათჰის უბის წიგნაკები, პაპირუსი, რუკა და ხოჭო რკინის


სკივრში დავმალე და ჩემი საწოლის ქვეშ დავდგი. სკივრის გასაღებს
მუდამ თან ვატარებდი, საათის ძეწკვზე მქონდა მიბმული, ღამით კი
ბალიშქვეშ მედო. მეორე გასაღები დჰანდასს ჰქონდა შენახული.
ჩვენი მოგზაურობის მიზანი საიდუმლოებით იყო მოცული და
კაპიტან დჰირენორას თანდასწრებით ამაზე არ ვლაპარაკობდით.

სუეცში ჩვენი ჩასვლის წინაღამით ჭექა-ქუხილი დაიწყო. მე ცოტა


ადრე დავიძინე, უთენია ვიყავი ასადგომი, რადგან დილის ექვს
50
საათზე უკვე ნავსადგურში ვიქნებოდით, სადაც „ლოტოსს“
დავემშვიდობებოდით და მატარებელში ჩავსხდებოდით.

დაახლოებით შუაღამისას მოულოდნელად გამეღვიძა. არ ვიცი,


რა მოხდა, საწოლზე დავჯექი და დავაყურადე, მაგრამ ირგვლივ
სიჩუმე სუფევდა და დავმშვიდდი. შემდეგ, სანამ ისევ დავწვებოდი,
ყოველი შემთხვევისათვის, ბალიშის ქვეშ შევყავი ხელი და უცებ
გავშეშდი: აღარც საათი იყო, აღარც გასაღები.

მაშინვე წამოვვარდი საწოლიდან, ავიღე ასანთი, ფარანი ავანთე


(„ლოტოსის“ კლასის გემებზე მაშინ ჯერ კიდევ არ იყო
ელექტროგანათება), ჩავიჩოქე და საწოლის ქვემოდან სკივრი
გამოვწიე. საკეტზე ჩემი გასაღები დავინახე. სკივრი გავაღე და
ჩავიხედე _ ხოჭო შიგ აღარ იყო.

51
მეხუთე თავი. ექსპედიციას კაპიტანი დჰირენდრა შეუერთდა

მე დჰანდასს მივვარდი, რომელსაც ღრმად და მშვიდად ეძინა,


გავაღვიძე და, რაც მოხდა, ყველაფერი ვუამბე. დჰანდასი
გააფთრებული წამოვარდა და დაჭრილი მხეცივით დაიღრიალა.
მისი ყვირილი ალბათ მთელ გემს ესმოდა. ამაოდ ვცდილობდი
დამემშვიდებინა, ვარწმუნებდი, სჯობს ყველაფერი აუჩქარებლად
გავარკვიოთ-მეთქი. მას ჩემი მოსმენა არ სურდა. სწრაფად ჩაიცვა და
გემბანზე გავარდა. ცივი ქარი ქროდა. თბილი ტანსაცმლის ჩაცმა ვერ
მოვასწარი და სიცივემ ძვლებამდე გამატანა. ცა ვარსკვლავებით იყო
მოჭედილი.

არ მახსოვს, რამდენ ხანს დავდიოდით წინ და უკან გემბანზე მე


და დჰანდასი. ვსაუბრობდით და მომხდარ ამბავზე ვმსჯელობდით.
დარწმუნებული ვიყავით, რომ ქურდი ჯერ კიდევ გემზე იყო. მე
ვარაუდი გამოვთქვი, ხოჭო ალბათ, იმ ორმა უცნაურმა მგზავრმა
მოიტაცა, კაპიტანმა რომ დამანახვა იმ დღეს-მეთქი.

გადავწყვიტეთ, გემზე მყოფი ყველა მგზავრი გაგვეჩხრიკა, მაგრამ


ამისათვის საჭირო იყო ჩვენი საიდუმლოება კაპიტნისათვის
გაგვემხილა: მე უკვე სავსებით ვენდობოდი დჰირენდრას, დჰანდასს
კი არავისთვის არ სურდა გაემხილა ჩვენი მოგზაურობის მიზანი.
მაგრამ გარემოება უფრო ძლიერი აღმოჩნდა და საბოლოოდ ისიც
დათანხმდა საიდუმლოების გამხელას, რადგან, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ჩვენი ექსპედიცია ჩასაშლელად იყო განწირული.

52
დილის ოთხ საათზე კაპიტანი გემბანზე ამოვიდა, რათა პორტში
ჩასვლის წინ უკანასკნელად შემოევლო გემი და ძალიან გაუკვირდა,
ამ უთენია აქ რომ გვნახა. ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე ვუამბეთ,
რომ გაგვქურდეს. კაპიტანი მშვიდად ავიდა ბოგურაზე, რათა გემის
მიმართულება შეემოწმებინა. მალე უკანვე მობრუნდა და თავის
კაიუტაში წაგვიყვანა. სავარძელში რომ ჩავსხედით, უსიამოვნო
გრძნობა დამეუფლა, როცა კაპიტანმა ყუთიდან ვეება სიგარა ამოიღო.
„როგორც ჩანს, ღამითაც კი ეწევა!“ _ გავიფიქრე, მაგრამ არაფერი
ვუთხარი.

ჩვენ ყველაფერი დაწვრილებით ვუამბეთ კაპიტანს. მან


ყურადღებით მოგვისმინა, თან თავის თხასავით წვერზე ხელს.
ისვამდა, გაკვირვების ნიშნად წარბებს ზევით წევდა, თან
დროდადრო ისე აბოლებდა, რომ მე ბოლით ლამის ვიგუდებოდი.
ყველაფერი რომ ვუამბეთ, კაპიტანმა გვითხრა:

_ ბევრი გასაოცარი რამ შემხვედრია ცხოვრებაში, ყველაფერი რომ


ვთქვა, შეიძლება ბევრი დაეჭვდეს კიდეც ჩემი ნაამბობის სისწორეში.
მაგრამ ჩემი ნანახი არაფერია იმასთან შედარებით, რაც თქვენგან
მოვისმინე, თუკი ეს მართალია. მე მზადა ვარ დაგეხმაროთ, რითაც
კი შემიძლია. პირობას გაძლევთ, ახლავე შევკრებ ყველას, ვინც
გემზეა და თითოეული მათგანი გულდასმით გავჩხრიკოთ.

როცა „ლოტოსი“ სუეცის არსის აღმოსავლეთ ნაპირს


მიუახლოვდა და შორიდან ქალაქ სუეცის შენობები გამოჩნდა,
დჰირენდრამ პირობა შეასრულა. დჰანდასს სასამართლოში მუშაობის
დიდი გამოცდილება ჰქონდა. მან დაჰკითხა მსახურები,

53
მეზღვაურები, კაპიტნის თანაშემწეები და მზარეულები. იმ
მგზავრებმა, რომლებზეც ეჭვი გვქონდა მიტანილი ქურდობაში,
გვითხრეს, ნილოსის სათავეებთან ვცხოვრობთო. იმათგან მეტი
ვერაფერი გავიგეთ, რადგან ინდის ენაზე ძალიან ცუდად
ლაპარაკობდნენ.

როგორც კი „ლოტოსი“ სუეცის ნავსადგურში შევიდა და ღუზა


ჩაუშვა, გამოირკვა, რომ ორი „ეგვიპტელი“ სადღაც გამქრალიყო.
არავის დაუნახავს, როგორ გადავიდნენ ისინი გემიდან. ჩვენ შორს
ვიდექით ნავმისადგომისაგან და, ცურვით რომ გასულიყვნენ,
აუცილებლად დავინახავდით. მაგრამ, რაკი ლტოლვილები არსად
გამოჩნდნენ, ისღა დაგვრჩენოდა გვეფიქრა, რომ ისინი გაიპარნენ
ერთ-ერთით იმ ნავებიდან, რომლებიც მრავლად ირეოდნენ ჩვენი
ხომალდის ირგვლივ.

ამ შემთხვევამ კაპიტან დჰირენდრას საბოლოოდ გაუფანტა ეჭვი


მიტნი-ხაპის არსებობაში და ახლა მასაც ერთი სული ჰქონდა,
საკუთარი თვალით ენახა იგი. კაპიტანმა ბევრი პრაქტიკული რჩევა
მოგვცა, გვთხოვა, რაშიც კი დაგვჭირდებოდა, გამოგვეყენებინა იგი
და, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ხოჭოს ვიპოვიდით,
გვითხრა, სერაფისის აკლდამის საძებნელად თქვენთან ერთად
წამოვალო.

რვა საათზე ნაპირზე გადავედით და სამივე გავემართეთ


სანაოსნო კომპანიის ადგილობრივი განყოფილებისაკენ, სადაც
დჰირენდრა მუშაობდა. კომპანიის წარმომადგენელი, ჩასუქებული

54
კაცი, რომელიც იტალიელს ჰგავდა, მხიარულად მოგვესალმა და
კაპიტან დჰირენდრას მიმართა:

აქ გახლავთ ბატონი ბრაჯრაჯა, „შრავასთჰის“ კაპიტანი.


მალარიის მძიმე ფორმა ჰქონდა. იძულებული გავხდით, ნაპირზე
გამოგვეყვანა და ადგილობრივ ჰოსპიტალში მოგვეთავსებინა, სადაც
რამდენიმე თვე იწვა. ახლა კი ბატონი ბრაჯრაჯა თავს მშვენივრად
გრძნობს და ერთი სული აქვს, სანამ კვლავ შეუდგებოდეს მუშაობას.
მაგრამ მე, სამწუხაროდ, ამის შესახებ არავითარი მითითება არ
მიმიღია კომპანიის გამგეობისაგანო.

დჰირენდრამ მას არაფერი უპასუხა და მხოლოდ ჩუმად დაუქნია


თავი. ქუჩაში რომ გავედით, მან მე და დჰანდასს ხელი ჩაგვკიდა და
კომპანიის განყოფილებასთან ახლო, პატარა კაფეში შეგვიყვანა.

_ ჩვენთვის აუცილებელია ისეთ ადგილას მოვითათბიროთ,


სადაც ყურს ვერავინ დაგვიგდებს და სწორედ ამიტომ მოგიყვანეთ ამ
კაფეში. აქ, ჩვეულებრივ, ძალიან ცოტა ხალხია და შეგვიძლია
მშვიდად მოვილაპარაკოთ ყველა საკითხზე, _ თქვა კაპიტანმა, როცა
კაფეში შევედით და მაგიდას მივუსხედით.

მან სამი ფინჯანი ყავა შეუკვეთა, იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და


ხმადაბლა მითხრა:

_ ბატონო პროფესორო! სულითა და გულით მინდა დაგეხმაროთ.


რა თქმა უნდა, ჩემი სამსახურით ზღვასთან ვარ დაკავშირებული,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოტა მიმოგზაურია ხმელეთზე.
ვყოფილვარ ტიბეტში, მონღოლეთში და აფრიკის ცენტრალურ

55
რაიონებში. ასეთი მოგზაურობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ
დაბრკოლებები და საფრთხე ახლავს, ზღვის მოგზაურობაზე ნაკლებ
სიამოვნებას როდი მანიჭებს. მე პესიმისტი არა ვარ, მაგრამ
გულახდილად უნდა გითხრათ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით.
თქვენ ხელთ გქონდათ სიძველის უძვირფასესი ძეგლი, რომლის
გამოც, როგორც თქვით, დაიღუპა ბატონი შივნათჰ ჯაუჰრი. მაგრამ
თქვენი საიდუმლოება როგორღაც გამჟღავნდა და ჩემს გემზეც კი
თვალყურს გადევნებდნენ, სანამ ხოჭო-სკარაბეუსი სულაც არ
მოგტაცეს. შეიძლება ხოჭოს დაკარგვამ თქვენ ვერ შეგაჩეროთ, მაგრამ
წინ კიდევ ასობით კილომეტრია და მთელ გზაზე არ დაგტოვებენ
მდევრები, რომლებმაც შეიძლება თქვენი მოკვლაც კი სცადონ.

მე თავადაც კარგად მესმოდა, რომ გზაზე მრავალი დაბრკოლება


და საფრთხე გველოდა. ხოჭოს დაკარგვის შემდეგ, ბევრჯერ გავკიცხე
ჩემი თავი ამ ექსპედიციაში ასე უგუნური გამომგზავრებისათვის.
ახლაც ვფიქრობდი ბედის ოინებზე, რომელმაც მე, ვიდების
უნივერსიტეტის პროფესორი და ნალანდის მუზეუმის მცველი, ამ
უბადრუკ კაფეში მომიყვან, და ვინ იცის, კიდევ რას მიმზადებდა. მე
ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა მხოლოდ დჰანდასზე დანდობა,
რომელიც ყველაფერს ჩაიდენდა სერაფისის საგანძურის ხელში
ჩასაგდებად, მაგრამ, როგორც უკვე დავრწმუნდი, მას არ შეეძლო
მძიმე წუთებში გონივრულად და მშვიდად განესაჯა შექმნილი
მდგომარეობა. ამიტომ ყურადღებით ვუსმენდი კაპიტან
დჰირენდრას.

_ მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი მოგზაურობის გეგმამ


ძალიან გამიტაცა, _ განაგრძო კაპიტანმა, _ და არც მე ვიქნები
56
წინააღმდეგი, ვნახო აფრიკის გულში გადაკარგული ქვეყანა. მინდა,
თუ თანახმა იქნებით, თქვენთან ერთად წამოვიდე, ვფიქრობ,
გამოგადგებით.

ძალიან გამაოცა დჰანდასის საქციელმა, როცა კაპიტანს შეედავა:


თქვენ აზვიადებთ საშიშროებას და არაფერი საჭირო არ არის, ჩვენს
ექსპედიციას კიდევ ვინმე დაემატოსო. ძალიან გამაკვირვა ამ კაცის
სიხარბემ და სიბრიყვემ.

ისეთი ერთგული ამხანაგის დაკარგვა, როგორიც დჰირენდრა


იყო, არაფრით არ შეიძლებოდა, და გადაჭრით განვაცხადე: მე
სავსებით ვეთანხმები კაპიტნის სურვილს და ყველა ხარჯს, რასაც
ჩვენი ექსპედიციის შემადგენლობის გაზრდა გამოიწვევს, ჩემს თავზე
ვიღებ-მეთქი. რათა დჰანდასის წინააღმდეგობა საბოლოოდ
დამეძლია, დავუმატე: თუ დჰირენდრა ჩვენთან ერთად არ წამოვა,
ახლავე ინდოეთში დავბრუნდები-მეთქი.

დიდი ხნის დავის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, დჰანდასი


იძულებული გახდა დამთანხმებოდა. აქვე ფიცი დავდეთ, რომ
ყოველგვარ საქმეში დავეხმარებოდით და, რასაკვირველია, არც
ხიფათის დროს ვუღალატებდით ერთმანეთს.

იმას, თუ როგორ შეასრულა დჰანდასმა ფიცი, შემდგომ გაიგებთ.

დჰირენდრა კომპანიის განყოფილებაში შევიდა და იქიდან


გაგზავნა დეპეშა _ კომპანიის სამმართველოს სთხოვდა,
გადაუდებელი საქმეების გამო, რამდენიმე ხნით შვებულება
მომეცითო. თან დასძენდა, ამჟამად აქ არის კაპიტანი ბრაჯრაჯა,

57
რომელსაც მაშინვე გადავაბარებ „ლოტოსს“, როგორც კი ამის
ნებართვას მივიღებო.

შემდეგ ჩვენ პოლიციაში წავედით, უბნის უფროსი ვნახეთ და


დაბეჯითებით ვთხოვეთ, მიეღო ყოველგვარი ზომები მოტაცებული
ხოჭო-სკარაბეუსის მოსაძებნად.

პოლიციიდან სასტუმრო „სუეცისაკენ“ გავემართეთ, რომელიც


ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობდა. კაიროში გამგზავრებას
არ ვჩქარობდით: კიდევ იმედი გვქონდა, ხოჭოს დავიბრუნებდით,
თუმცა არცერთმა არ ვიცოდით რა უნდა მოგვემოქმედა ამისათვის.

სასტუმროს რესტორანში სასადილოდ რომ შევედით,


დჰირენდრამ ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი გაზეთი აიღო ხელში,
სადაც ნაამბობი იყო ვიღაც პატარა ბიჭის მოტაცების ამბავი. ამაო
ძებნის შემდეგ საბრალო მშობლებმა განთქმულ ჩინელ მაძებარ
ბატონ ჩანს სთხოვეს დახმარება. ბატონმა ჩანმა არაჩვეულებრივი
ნიჭი და მოსაზრებულობა გამოიჩინა და უდიდესი სიძნელეების
მიუხედავად, ბოლოს მაინც იპოვა ბავშვი.

_ აი, ასეთი კაცი გვჭირდება ახლა ჩვენ, _ გვითხრა კაპიტანმა


დჰირენდრამ, _ კარგი იქნებოდა მოგვეძებნა იგი და დახმარება
გვეთხოვა, თუმცა, ცხადია, რიგიანი გასამრჯელოც უნდა მივცეთ. მე
პირადად არასოდეს მინახავს, მაგრამ გაზეთებში ძალიან ხშირად
წერენ მასზე და გამიგია კიდეც, რომ არ ყოფილა შემთხვევა,
დაწყებული საქმე კეთილად არ დაეგვირგვინებინოს.

ის, რაც შემდეგ მოხდა, უეჭველად გაგაოცებთ და გაგაკვირვებთ.

58
როცა დჰანდასი და დჰირენდრა თავიანთ ნომრებში წავიდნენ, მე
სასტუმრო ოთახში შევიარე და უსაქმობის გამო ჩამოსულთა
რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერებას შევუდექი. უნებლიედ
ყურადღება შევაჩერე სამ ხელმოწერაზე, რომლებიც ძალიან
გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან. ჯერ იყო მსხვილი, არათანაბარი
ასოებით დაწერილი სახელა რაჯა მოჰანლალა, შემდეგ გარკვეული,
მარცხნივ დახრილ ასოებით ხელს აწერდა ბეგამ ჰაბიბა, ხოლო კიდევ
ქვევით გრძელი და წვრილი, წეროს ფეხების მსგავსი ასოებით ეწერა
„ტა ჩანი“.

რა უცნაური დამთხვევაა! დჰირენდრამ გაზეთში შემთხვევით


წაიკითხა ცნობა ბატონ ჩანზე, რომელსაც, მისი აზრით, შეეძლო
გამოვეყვანეთ თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან, და აი, იმავე
დღეს განთქმული მაძებარი ჩვენს სასტუმროში აღმოჩნდა.

გარემოებათა ასეთ დამთხვევას ჩამორჩენილი, ბნელი ხალხი


ზებუნებრივ ძალას მიაწერს, ანდა სასწაულად მიიჩნევს ხოლმე.
სინამდვილეში კი აქ გასაოცარი არაფერი იყო: ბატონი ჩანი თავის
საქმეების გამო მოგზაურობდა ევროპაში და სავსებით ბუნებრივია,
რომ ახლა სუეცის გავლით თავის სამშობლოში ბრუნდებოდა.

სასტუმროს მორიგე ადმინისტრატორმა მის სახელს მიაქცია


ყურადღება და მაშინვე ამოიღო ძველი შეკერილი დასტიდან ის
გაზეთი, რომელშიც მასზე ეწერა. ადმინისტრატორმა სტატია
წაიკითხა და მერე გაზეთი დამტარებელ რესტორნის
მეტრდოტელთან გაატანა. ამ უკანასკნელს წასვლისას გაზეთი ერთ-
ერთ მაგიდაზე დარჩა და იგი კაპიტანი დჰირენდრამ ნახა.

59
მე სასწრაფოდ მივაშურე დჰანდასს და დჰირენდრას, ვაცნობე,
რომ ბატონი ჩანი ჩვენს სასტუმროში იყო. დჰანდასს, რომელსაც
ამულეტის ნახვა გულით ეწადა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა
მე და დჰირენდრამ გადავწყვიტეთ, დახმარებისათვის ჩანისათვის
მიგვემართა.

საღამოს რესტორანში ვივახშმეთ და ის იყო, ადგომას ვაპირებდი,


რომ დარბაზში შემოვიდა მოდურ, ინგლისურ კოსტიუმში
გამოწყობილი განთქმული მაძებარი. თუმცა ბატონ ჩანი არც ერთს
არასოდეს გვენახა, ტიპიური ჩინური სახით მაშინვე ვიცანით. ჩანი
არც ისეთი მსუქანი იყო, როგორც გაზეთებში წერდნენ.

დჰანდასმა კაპიტან დჰირენდრას იდაყვი წაჰკრა. კაპიტანი


მაძებართან მივიდა, და, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი ჰქონდა,
ჩინური ადათის მიხედვით მისალმებოდა. ისე ცერემონიულად
დაუკრა თავი, რომ სხვა დროს ალბათ სიცილს ვერ შევიკავებდით.

_ ბატონი ჩანი ბრძანდებით? _ ჰკითხა კაპიტანმა.

_ დიახ! _ ვისთან მაქვს პატივი საუბრისა?

_ მე კაპიტანი დჰირენდრა ნათჰი გახლავართ.

_ მოხარული ვარ თქვენი _ დიდი ბუდას სამშობლოდან


ჩამოსული ადამიანის _ ნახვისა.

ასე შეხვდა ერთმანეთს პირველად ეს ორი გაბედული და ჭკვიანი


ადამიანი.

60
მეექვსე თავი. ბატონ ჩანს საიდუმლო გავანდეთ

დჰანდასმა მოითხოვა, მხოლოდ ის გვეცნობებინა ბატონი


ჩანისათვის, რომ ხოჭო მოიტაცეს „ლოტოსზე“, ჩემი კაიუტიდან და
რომ ჩვენ ეჭვი გვქონდა ორ ეგვიპტელზე, რომლებიც მაშინვე
გაიპარნენ გემიდან, როგორც კი ამულეტის დაკარგვა გამომჟღავნდა.
მაგრამ მაძებარს ვერაფერი დავუმალეთ. იგი ისეთი უმცირესი
წვრილმანებით დაინტერესდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, საქმის
სასარგებლოდ, მისთვის ჩვენი საიდუმლოება გაგვემხილა.

მე დაწვრილებით ვუამბე ჩანს ყველაფერი, დაწყებული შივნათჰ


ჯაუჰრის მკვლელობიდან, დამთავრებული სუეცში „ლოტოსის“
ჩამოსვლით. და ახლა, როცა ჩვენი მოგზაურობის პირველ დღეებს
ვიხსენებ, ბედს ვუმადლი იმის გამო, რომ არაფერი დავუმალეთ
ბატონ ჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთი ჩვენგანი უკან
ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა.

როგორც იცით, მანამდეც ვიგრძენი, რომ სახიფათო


მდგომარეობაში აღმოვჩნდი. და ახლა, როცა ჩანის გამომეტყველებას
ვაკვირდებოდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი ეჭვის
სინამდვილეში.

ჩანმა ყურადღებით და სერიოზულად მოისმინა ჩემი ნაამბობი


და, ჭამა რომ დაამთავრა (ჩვენი საუბრის დროს იგი ვახშმობდა),
ადგა.

61
_ ახლა ყოველი წუთი ძვირფასია, _ თქვა მან. გვთხოვა, აქ,
სასტუმროში, დამიცადეთო და ცნობების შესაკრებად წავიდა.

ჩანი საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა და თამბაქოს მოსაწევ


ოთახში მიგვიხმო, სადაც პატარა მაგიდასთან ისე ახლო-ახლო
ვისხედით, ერთმანეთს ლამის თავებით ვეხებოდით.

_ არ მინდა გული გატკინოთ, მაგრამ ჯერჯერობით მომტაცებლის


კვალს ვერ მივაგენი, და როგორც ჩანს, ამისათვის კიდევ საკმაო დროა
საჭირო, – თქვა ჩანმა. _ ეს-ესაა, ნავსადგურში ვიყავი და გავიგე, რომ
დაახლოებით შვიდი კვირის განმავლობაში სუეცის რაიონში
განუწყვეტლივ ცურავ. არაბული ერთანძიანი დაუ18, რომელიც,
როგორც მაცნობეს, ქალაქ როზეტიდან იყო ჩამოსული. თქვენ ალბათ
გესმით, რომ გემის ჩამოსვლა აქ როზეტიდან, ნილოსის შესართავში
მდებარე ქალაქიდან, არ შეიძლება ადამიანს უცნაურად არ
მოეჩვენოს, მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. დაკითხვით შევძელი
გამომერკვია, რომ დაუზე იყვნენ არა არაბები, არამედ, თუ მათი
გარეგნობითა და კანის ფერით ვიმსჯელებთ, იმ ეგვიპტელთა
თანამემამულენი, რომლებიც „ლოტოსიდან“ გაიპარნენ. მზად ვარ,
დავიჯერო, რომ მიტნი-ხაპი ნამდვილად არსებობს. იქიდან ჩამოსულ
ხალხს ბევრი ფული აქვთ. ისინი არავითარ ხარჯებს არ შეუშინდნენ,
ოღონდ კი ამულეტი ხელში ჩაეგდოთ. მე ვფიქრობ, საეჭვო გემის აქ
ჩამოსვლას უშუალო კავშირი აქვს ორი ეგვიპტელის გაპარვასთან და,
თუ უფრო ღრმად ჩაუფიქრდებით, ამას სავსებით ლოგიკურად
ჩათვლით. ამ გემის დახმარებით ხომ არ შეძლო „ლოტოსიდან“

18
არაბული ერთანძიანი გემი, სამკუთხა აფრით.
62
გაპარვა და ნაპირზე გასვლა? მაგრამ ყველაზე მეტად ის მაკვირვებს,
რა კარგად მოუწყვიათ და მოუმზადებიათ ყველაფერი იმისთვის,
რომ ამოცანა ასე მარჯვედ შეესრულებინათ და, მოიტაცეს თუ არა
ხოჭო, მაშინვე თვალსა და ხელს შუა გაუჩინარებულიყვნენ. ეს
შემთხვევა უნებლიედ მაგონებს ერთ საიდუმლო საზოგადოებას,
რომელმაც თავის დროზე ბევრი თავსატეხი გამიჩინა.

_ დაუ უკვე მოვიდა პორტიდან? – იკითხა დჰანდასმა.

_ არა, იგი აქამდე ცურავს ნავსადგურში. და ეს არის ყველაზე


საშიში ჩვენთვის. საქმე ისაა, რომ ლტოლვილებს, როგორც ჩანს, ამ
გემით სურთ გასვლა სუეცის არხში, რადგან რკინიგზით
მგზავრობისას დიდი საფრთხე ემუქრებათ, _ ისინი შეიძლება
პოლიციამ შეიპყროს, _ მიუგო ჩანმა.

ჩანის ნაამბობმა კიდევ უფრო გამიღვივა მიტნი-ხაპში რაც


შეიძლება, ჩქარა ჩასვლის სურვილი, მით უმეტეს, რომ ახლა
აღარაფრისა მეშინოდა, რადგან გადავწყვიტე, რომ დიდი სისულელე
იქნებოდა რაიმესი მშინებოდა, როცა გვერდით კაპიტან დჰირენდრას
და ჩანისთანა მეგობრები მყავდა.

_ ახლა რას აპირებთ? _ ვკითხე ჩანს.

_ მიძნელდება მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ზოგ რამეს


მაინც ვიტყვი. თქვენც გესმით, რომ მე ვერ შევძლებ მთელი სუეცის
არხის რაიონის დათვალიერებას, მაგრამ, მგონია, რომ ორივე
ეგვიპტელი დღემდე აქ, ქალაქ სუეცშია და მე შევძლებ მათს
მოძებნას. ერთი გეგმა მაქვს, რომელიც უნდა განვახორციელო.

63
_ სუეცი არც ისე პატარა ქალაქია! _ შენიშნა დჰანდასმა.

_ დიახ, მართალს ბრძანებთ, სუეცი მართლაც დიდი პორტია,


მაგრამ მე ხომ მთელ ქალაქში არ ვაპირებ გაქცეულების ძებნას, –
მიუგო ჩანმა. – რათა თქვენთვის უფრო ნათელი გახდეს ჩემი გეგმა,
ორიოდე სიტყვით გაგაცნობთ სუეცის გეოგრაფიას. ამ ქალაქში
რამდენიმე მთავარი ქუჩაა. ამ ქუჩებზე განლაგებულია ძალიან დიდი
მაღაზიები, ბანკები, სავაჭრო კანტორები და ცალკე სახლები
უცხოელი ვაჭრებისათვის. მაგრამ, როგორც კი ქალაქის ცენტრს
გაცილდებით, მაშინვე აღმოჩნდებით ვიწრო, ბნელ და ჭუჭყიან
მოსახვევებში, სადაც ცხოვრობს უბრალო ხალხი, ძირითადად კი
არაბები. არცერთ ლტოლვილს არასდროს აზრადაც არ მოუვა
ქალაქის ცენტრში დამალვა, რადგან დღისით მუდამ დანახვის
საფრთხე მოელის, ღამით კი თავშესაფარს ვერსად იშოვის. სოფელი
აქ ძალიან ცოტაა და თუ არის, ქალაქიდან მოშორებითაა.
ლტოლვილებს სოფლებშიც გაუძნელდებათ დამალვა, რადგან
ადგილობრივი მცხოვრებნი უნებლიედ მიაქცევენ ყურადღებას უცხო
ადამიანს.

_ მაინც, მე ვფიქრობ, გაქცეულები აქ იმალებიან. _ ვერ შევიკავე


თავი.

ჩანმა, თითქოს ჩემი შენიშვნა ვერ გაიგონაო, მშვიდად განაგრძო:

_ პორტს ეკვრის რაიონი, რომლის მსგავსს აფრიკაში კი არა,


მთელს მსოფლიოშიც ვერსად ნახავთ. სუეცის გარდა ვერსად ვერ
შეხვდებით ქალაქის კვარტალებს, რომლებიც დაბლა, პირდაპირ
ზღვის დონეზე იყოს განლაგებული. აქ ცხოვრობენ მოსახლეობის
64
უღარიბესი ფენები, აგრეთვე მკვლელები და სხვა საეჭვო
პიროვნებები. ეს ადგილი ჯოჯოხეთს მოგაგონებთ: ჩაივლით თუ არა
კიბის ოთხ საფეხურს, აღმოჩნდებით ვიწრო ქუჩებსა და
მოსახვევებში, სადაც დღე_ ღამის განმავლობაში გაზი ანთია.
სახლები, როგორც გამოქვაბულ ქალაქებში, პირდაპირ მიწაშია
ამოთხრილი. სუეცის ამ რაიონში თავმოყრილი არიან აფრიკისა და
ევროპის ნაძირალები და ვერცერთი ჯარისკაცი, მეზღვაური ან,
საერთო წესიერი ადამიანი ვერასოდეს აქ მოსვლას ვერ გაბედავს.
აქაური მცხოვრებნი ზევით მხოლოდ იმისათვის ამოდიან, რომ
მორიგი დანაშაული ჩაიდინონ.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქურდები იქ იმალებიან. და


ამიტომ მინდა სწორედ იქ წავიდე.

_ როდის აპირებთ? _ ვკითხე მე. ბატონმა ჩანმა ჯიბიდან საათი


ამოიღო, დახედა და მიპასუხა:

_ ნახევარ საათში.

იგი ადგა და თავისი ნომრისაკენ გაემართა.

უკვე ძილის დრო იყო, მაგრამ ჩვენ ერთად ყოფნა გვი, დოდა და
სასტუმროს სახურავზე ავედით, სადაც სავარძლები და პალმიანი
კასრები იდგა. სავარძლებში ჩავსხედით და ხმადაბლა საუბარი
დავიწყეთ. ჩვენს წინ პორტი კაშკაშებდა, ზევით კი ცა
ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და დიდი, ლამაზი მთვარე
ანათებდა. ქუჩებიდან სიმღერა და მუსიკა მოისმოდა და
სიმშვენიერეს ჰმატებდა ამ საუცხოო ღამეს.

65
მე უკვე მოხუცი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და, რაც
მეტს ვფიქრობ მასზე, მით უფრო არაჩვეულებრივი, ლამაზი და
მიმზიდველი მეჩვენება. ზოგჯერ ასეთი ღამე საგონებელში მაგდებს:
ტყუილად ხომ არ დავკარგე იმდენი წელი, რომ მთელი ღამეები
ლამპის სინათლეზე ძველ, მტვრიან წიგნებს ვფურცლავდი, როცა
ქვეყანაზე არის ვრცელი ველები, სადაც ცხელი ქარები ქრიან,
გადაშლილია ხავერდოვანი, მწვანე ბალახით დაფარული ლამაზი
მდელოები და ისეთი ადგილები, რომლებიც თითქოსდა
საგანგებოდაა შექმნილი ადამიანის სიამოვნებისათვის.

რამდენადაც მახსოვს, მე ჩემს მოსაზრებას ვუზიარებდი


დჰანდასსა და დჰირენდრას, როცა უცბად პირდაპირ ჩვენ წინ,
სასტუმროს სახურავზე გამოჩნდა კაცი, რომლის მარტო ერთი
შეხედვაც კი მიგანიშნებდა მის უკიდურეს გაჭირვებაზე, შიმშილსა
და ტანჯვაზე. გარეგნობით არაბს ჰგავდა და თანამედროვე
ეგვიპტელივით იყო ჩაცმული. უცნობი ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ
მოგვიახლოვდა, უნებლიეთ უკან დავიხიეთ. გრძელი შავი თმა
ჭუჭყისაგან ერთმანეთს მიჰკვროდა და სახეზე ჩამოშლოდა. ხშირი
წარბები თვალებზე ჩამოფხატვოდა. ცალ ფეხზე ყელიანი წაღა ეცვა,
მეორეზე _ ტყავის ფეხსაცმელი, ისეთი, როგორსაც არაბები იცვამენ.
ლურჯი შარვალი მუხლს ქვემოთ შემოფლეთოდა, მალიმალ
ახველებდა და საცოდავს ხველებისაგან სული ეხუთებოდა.

დჰანდასი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც შეუძლია


უსინდისოდ და უხეშად მოექცეს გასაჭირში ჩავარდნილ ღატაკებს.

66
_ ვინა ხარ? მოუსვი აქედან! ახლავე გაეთრიე, თვალით აღარ
დამენახო! _ დაუტატანა მან უცნობს.

და უცებ ჩვენ გავიგონეთ ბატონი ჩანის მშვიდი ხმა:

_ გთხოვთ, არსად წახვიდეთ ჩემს დაბრუნებამდე. თუ გნებავთ,


დაიძინეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სასტუმროდან არ
გახვიდეთ. იმედი მაქვს, ერთ საათზე ცოტა მეტ ხანში დავბრუნდები.

67
მეშვიდე თავი. ჩანის პირველი გამარჯვება

ჩანი გათენებისას დაბრუნდა და დაწვრილებით გვიამბო


ყველაფერი, რაც იმ ჯადოსნურ ღამეს თავს გადახდა. მე მინდა,
რამდენადაც შევძლებ, აღვწერო ჩანის თავგადასავალი.
დარწმუნებული ვარ, მისი ნაამბობი სრული სინამდვილეა, რადგან
ჩანისთანა ადამიანი ზედმეტს არასოდეს მოჩმახავს.

ჩანი სასტუმროდან პირდაპირ ნავსადგურში მივიდა და იქიდან


ღარიბების კვარტალს მიაშურა. შუაღამე იყო, მაგრამ ჯერ არავის
ეძინა. გაბინძურებული ქუჩები ნაგვით იყო სავსე. ბავშვებს,
მიუხედავად იმისა, რომ გვიან იყო და გაზის ფარნების შუქზე
თამაშობდნენ, ათას-ჭირ-ვარამ-გამოვლილი მოხუცებივით
სერიოზული და ნაღვლიანი გამომეტყველება ჰქონდათ, იქაურობა
მთვრალებით იყო სავსე _ ზოგი მიწაზე ეგდო, ზოგი კი ძლივს
დაბარბაცებდა.

ჩანი შეჩერდა, რათა ოდნავ მაინც შესჩვეოდა საშინელ,


გულგანმგმირავ გარემოს. შემდეგ კი გავიდა მთავარ ქუჩაზე,
რომელიც პირდაპირ კიბეებიდან იწყებოდა. მან თავი დახარა და
მალულად ათვალიერებდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს. ჯიბეში
მზად ჰქონდა თორმეტი ტყვიით დატენილი პისტოლეტი.

ერთ-ერთ კართან უკბილო, თმაგათეთრებული, მოხუცი არაბი


იჯდა. ბატონმა ჩანმა, რომლის მოხერხებულობას საზღვარი არ
ჰქონდა, გადაწყვიტა, თურქად გაესაღებინა თავი და არაბს
თურქულად გამოელაპარაკა, მაგრამ მოხუცმა თავის ქნევა დაიწყო,
68
ანიშნებდა, შენი ვერაფერი გავიგეო. მაშინ ბატონმა ჩანმა
ინგლისურად დაუწყო ლაპარაკი. ჩანდა, რომ მოხუცს ამ ენისა ცოტა
რამ გაეგებოდა.

იმათ საუბარი გამართეს ტუნისზე, რადგან ჩანმა მოხუცს უთხრა,


წარმოშობით ტუნისელი ვარო. მოხუცი კი ბიზერტიდან იყო
ჩამოსული. მრავალი წლის წინათ, ახალგაზრდობაში, იგი ქურდობას
და მძარცველობას ეწეოდა, არაერთხელ და ორჯერ გაუტაცია
საქონელი ატლასის მთების საძოვრებიდან. ახლა დაუძლურებულ,
დასუსტებულ, უმწეო მოხუცს ალაჰის გარდა არავის და არაფრის
იმედი არ ჰქონდა.

ბატონმა ჩანმა შემთხვევით როდი შეაჩერა არჩევანი ამ კაცზე. მან


იცოდა, რომ მოხუცებს ცოტა ხანს სძინავთ და ამიტომ სხვებზე უკეთ
ხედავენ და ესმით, ირგვლივ რა ხდება. ყველას, ვინც ამ კვარტალში
ჩამოვიდოდა, ამ ქუჩით უნდა გაევლო, და, თუ ორი ეგვიპტელი
ნამდვილად აქ იმალებოდა, მოხუცი მათ უეჭველად შეამჩნევდა.

ჩანთან ცოტა ხანს საუბრის შემდეგ მოხუცმა ერთი ჭიქა ამბიტი


დაისხა და თქვა:

_ მართალია, მთელი ცხოვრება ქურდობასა და ავაზაკობაში


გავატარე, მაგრამ მაინც მართლმორწმუნე მუსულმანი ვარ.
წინასწარმეტყველმა თავის მოწაფეებს ღვინის სმა აუკრძალა,
ამბიტზე კი არაფერი უთქვამს: ეს ხომ წვენია.

როცა მოხუცმა წვენი დალია, ჩანმა სულ ადვილად ათქმევინა


სიმართლე, გაიგო, რომ ორივე „ეგვიპტელი“ იქ იყო. ისინი ერთი

69
ნახევრად სომეხი და ნახევრად ბერძენი კაცის ოჯახში
დაბინავებულიყვნენ, რომელიც მთელს სუეცის არხზე
პირწავარდნილ არამზადად იყო ცნობილი. იგი ბანდას მეთაურობდა,
თავისი ხალხით თავს ესხმოდა და ძარცვავდა მეზღვაურებსა და
მგზავრებს, რომლებიც სუეცის ნავსადგურში ჩერდებოდნენ.

მოხუც არაბს არაფერი დაუმალავს: ამ კვარტალში მხოლოდ


ქურდები ცხოვრობდნენ და ჩანი უთუოდ ერთ-ერთი იმათგანი
ეგონა.

ჩანი მოხუცს ერთ ღვინის დუქანთან გამოემშვიდობა და გზა


განაგრძო. მან ძალიან ადვილად მოძებნა სახლი, სადაც ის ნახევრად
ბერძენი და ნახევრად სომეხი კაცი ცხოვრობდა. მის კარს არც ჩაქუჩი
ეკიდა, არც ზარი ჰქონდა და ჩანმა მუშტით დააბრახუნა. ბრახუნზე
ერთი ულვაშა კაცი გამოვიდა და ჩანს გაუგებარ ენაზე მიმართა. მის
უხეშ ხმაში მუქარა ისმოდა.

_ პოლიცია დამეძებს, _ ჩუმად უთხრა ჩანმა დამტვრეული


ინგლისურით.

_ მერე ეგ რა ჩემი საქმეა? _ მიუგო მან ინგლისურად.

_ დამმალე სადმე!

_ ფული რამდენი გაქვს? – ეჭვით ჰკითხა სახლის პატრონმა.

_ შენთვის სულ ერთი არ არის? – ფული მაქვს, მაგრამ რამდენი და


საიდან _ ჩემი პირადი საქმეა და შენ სრულიად არ გეხება. მე

70
თავშესაფარს გთხოვ, და, თუ ერთ ღამეს დამმალავ, ხუთ რუპიას
გადაგიხდი.

_ სახლის პატრონი ჯერ უარზე იყო, ახსოვდა, როგორ მოურიგდა


მის სახლში დაბინავებულ ორ კაცს, სანამ ისინი მათ თან
იცხოვრებდნენ, ღამის გასათევი არავისთვის მიეცა, მაგრამ შემდეგ
იფიქრა, ერთი ღამის გათევისათვის ხუთი რუპია პატარა ფული არ
არისო. ამავე დროს, ის უცხოელები, რომლებიც უკვე ღრმა ძილში
იყვნენ, ამ ამბავს ვერც კი გაიგებდნენ. სახლის პატრონი დაეთანხმა.
მან ჩანი შინ შეიყვანა, კარი ჩაკეტა, ვეება ბოქლომი დაადო და
გასაღები ჯიბეში ჩაიდო. არცერთი მისი მოძრაობა არ გამოჰპარვია
დაკვირვებულ ჩანს, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მცირეოდენი
წინდაუხედაობა სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა.

პირველ ოთახში, სადაც ისინი შევიდნენ, ჩანმა დაინახა მაგიდა,


რომელზეც ბოთლის ყელში ჩადგმული პატარა სანთლის ნამწვი
ენთო. ერთ კუთხეში კარგი, განიერი საწოლი იდგა, კედელში
ჩარჭობილ კაუჭზე პალტო ეკიდა. ყველაფერი ჭუჭყითა და სქელი
მტვრით იყო დაფარული.

სახლის პატრონმა სანთელი აიღო და ჩანი გვერდით, გასავლელ


ოთახში შეიყვანა. ოთახი ცარიელი იყო, მხოლო ძველი, დახეული
ჭილობი ეგდო იატაკზე.

_ აი, შენი ადგილი, უთხრა სახლის პატრონმა. _ შეგიძლია აქ


გაათიო ერთი ღამე, ოღონდ კეთილი ინებე და ფული წინასწარ
გადაიხადე.

71
ბატონმა ჩანმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოხერხებული მოძრაობით
ვეება დანა ამოიღო. სახლის პატრონმა ჯერ დანას შეხედა, შემდეგ
ჩანს და უცებ მიხვედრილი კაცის ღიმილით გაუღიმა. ჩანმა მას ხუთი
რუპია გაუწოდა. სახლის პატრონმა ფული ხელის გულზე დაიყარა
და დაკვირვებით გასინჯა თითოეული მონეტა, შემდეგ ოთახიდან
გავიდა და კარი გაიხურა.

ჩანი სიბნელეში დარჩა _ სინათლე მხოლოდ პირველი ოთახის


კარის ჭუჭრუტანებიდან შემოდიოდა. იგი თითის წვერებზე შედგა,
მესამე ოთახში გამავალ კართან მივიდა და მიაყურადა. იქიდან ღრმა
სუნთქვა ისმოდა: როგორც ჩანს, ტკბილად ეძინათ. როცა
დარწმუნდა, რომ აქ ტყუილუბრალოდ არ იყო მოსული, ჩანი
ჭილობზე დაწვა, თვალები დახუჭა და მალე მის ოთახში დაბალი,
თანაბარი ხვრინვა გაისმა. ასე იწვა ის საკმაოდ დიდხანს. შემდეგ,
თვალი რომ გაახილა, პირველ ოთახში სინათლე აღარ ენთო.
მაშასადამე, სახლის პატრონსაც ეძინა. მთელი სახლი თითქოს
წყვდიადში ჩაეფლო. ოთახში ისეთი დახუთული ჰაერი იყო, სუნთქვა
აღარ შეიძლებოდა.

ჩანმა ფრთხილად შეაღო პირველი ოთახის კარი, სახლის


პატრონის ხმამაღალი ხვრინვა რომ გაიგონა, უკან დაბრუნდა,
ჯიბიდან პატარა ფარანი ამოიღო და მის სინათლეზე დაიწყო მესამე
ოთახის კარის მოსინჯვა. როგორც ვარაუდობდა, კარი დაკეტილი
იყო და ბოქლომი ედო.

ჩანს ოინბაზივით მარჯვე ხელი ჰქონდა. როცა მან სახლის


პატრონს ჯიბეში ხელი ჩაუყო, იგი ოდნავადაც არ შერხეულა ძილში.

72
ჩანმა მას გასაღები ამოაცალა, თითის წვერებზე შედგა, კართან
მივიდა და ფრთხილად დაიწყო ბოქლომის გაღება. ძალიან ნელა
მოქმედებდა, რათა ოდნავი ხმაურიც არ გამოეწვია. თუ მძინარეებს
გაეღვიძებოდათ, ის ამით მხოლოდ საქმეს როდი გააფუჭებდა,
შეიძლება თვითონაც დაღუპულიყო.

ბოქლომისათვის გასაღების მორგებას და კარის გაღებას ათ წუთს


მოუნდა.

იმ ოთახში რომ შევიდა, სადაც „ეგვიპტელების“ დანახვის იმედი


ჰქონდა, ჩანმა ფარანი ჩართო და მიმოიხედა. ახლა უკვე აღარ
ეეჭვებოდა, რომ სწორედ ისინი ნახა, ვისაც ეძებდა. ნახევრად
შიშველი ლტოლვილები ოთახის სხვადასხვა კუთხეში პირდაპირ
მიწაზე იწვნენ. გარეგნობით ისინი კოპტებს19 ჰგავდნენ. ერთს
გრძელი, ყურებამდე შეკრეჭილი თმა ჰქონდა, მეორე, მოხუცი,
თავმოტვლეპილი იყო. ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ თხელი
ტუჩებით, ამოჩრილი ყვრიმალის ძვლებით, წვეტიანი ებრაული
ცხვირებითა და ფართო ნესტოებით.

ჩანს ტყუილუბრალოდ დროის დაკარგვა არ უყვარდა. რამდენიმე


წამში, რაც ფარანი ენთო, მან არა მარტო მთელი იმ ოთახისა და
მძინარე „ეგვიპტელების“ დათვალიერება მოასწრო, ისიც შეამჩნია,
რომ მოხუცს ბალიშზე ეძინა, მეორეს კი თავქვეშ არაფერი ედო. ჩანი

19კოპტები _ ეგვიპტეში მცხოვრები ხალხი. ითვლებიან ძველი


ეგვიპტელების შთამომავლებად. კოპტური ენა, რომელიც ჩვენი
წელთაღრიცხვის XII საუკუნეში არაბულმა შეავიწროვა და ჩვენს დრომდე
მხოლოდ საეკლესიო ენის სახითაა შემორჩენილი, ძველი ეგვიპტური ენის
განვითარების უკანასკნელ სტადიად ითვლება.
73
მუხლებზე დაეშვა, მოხუცთან სულ ახლოს მივიდა და სახეზე
დააკვირდა, მან შეამჩნია, რომ ნაჭრილობევი, რომელიც მოხუცს
ლოყაზე აჩნდა, ყურიდან პირამდე, ბასრი იარაღის ნაკვალევი იყო.
ბალიში, ასე ძალიან რომ დააინტერესა ჩანი, რაღაც საგანზე
შემოხვეული ქსოვილის ჭუჭყიანი ნაჭერი აღმოჩნდა.

ჩანმა ერთხელ კიდევ ჩართო ფარანი და წინდახედულად ხელი


მიაფარა, რათა მოხუცს სინათლე თვალებში არ მოხვედროდა. იგი
უფრო ყურადღებით დააკვირდა საგანს, მოხუცს ბალიში რომ ეღო,
ჩვარში რაღაც მძიმე იყო შეხვეული, ან ქვა უნდა ყოფილიყო, ანდა
რაღაც რკინის ნაკეთობა და ჩანი უცებ მიხვდა, რომ ეს ხოჭო იყო!

ახლა მან იცოდა, რა უნდა ექნა. უხმაურო ნაბიჯებით, კატასაც


რომ შეშურდებოდა, ჩანი პირველ ოთახში გავიდა, სადაც სახლის
პატრონს ეძინა და ჩუმად გააღო გარე კარი, რათა მერე, ამულეტს რომ
ჩაიგდებდა ხელში, რაც შეიძლება ჩქარა და უხიფათოდ გაეღწია ამ
სახლიდან.

და უცებ მოხდა ის, რაზეც ჩანს არ უფიქრია. ქუჩაში უფრო


ციოდა, ვინემ სახლში, და როგორც კი ჩანმა კარი ოდნავ გამოაღო,
ჰაერის ძლიერმა ნაკადმა სახლის პატრონი გააღვიძა. ის სწრაფად
წამოვარდა საწოლიდან და ქამრიდან დანა იძრო. ჩანმა კარგად
იცოდა, როგორ მოქმედებს ადამიანზე მკვეთრი სინათლე, ფარანი
ჩართო და ბანდიტს პირდაპირ თვალებში მიანათა. მერე კი
პისტოლეტი ამოიღო და ისე დაიჭირა, რომ სახლის პატრონს
გარკვევით დაენახა იარაღის ცივი ლულა. ჩანმა მას ჩუმი, მაგრამ
მტკიცე ხმით უბრძანა:

74
_ ჩუმად, ხმა არ ამოიღო, თორემ აქვე გაგათავებ! სახლის
პატრონმა ჯიბე ხელით მოისინჯა.

_ გასაღები მომპარე?

_ ხმა გაკმინდე! – უპასუხა ჩანმა. – ისე მოიქეცი, როგორც


გიბრძანებ და საშიში არაფერი გექნება. შენს გასაღებს უკანვე
დაგიბრუნებ, მაგრამ, თუ ეშმაკობას შეეცდები, იცოდე, ბოლოს
მოგიღებ.

ჩვეულებრივ, არამზადები გამბედაობით არ გამოირჩევიან და


სახლის პატრონს სახეზე შიში გამოეხატა.

_ შენ პოლიციიდან ხარ, _ ჩურჩულით თქვა მან.

_ არა, მე ისეთივე ქურდი ვარ, როგორიც შენ და ის ორი... მაგრამ


შენთან ლაპარაკის დრო არა მაქვს. ახლავე ხელები მაღლა ასწიე და
ბოლო ოთახისკენ წადი. არ დაგავიწყდეს, რომ ხელში პისტოლეტი
მიჭირავს! _ უბრძანა ჩანმა.

სახლის პატრონი უსიტყვოდ დაემორჩილა. იგი ჩანს წაუძღვა იმ


ოთახისაკენ, სადაც ორ ეგვიპტელს წინანდებურად ღრმად და
უშფოთველად ეძინა.

ჩანმა ფარანი თაროზე დადო და სახლის პატრონს უბრძანა,


მოპირდაპირე კედელთან დამდგარიყო, ისე, რომ სინათლის სხივი
მის სახეს მოხვედროდა.

_ საკმარისია, გაინძრე, რომ გესვრი, იცოდე, ჩემთან ხუმრობა


სახიფათოა, _ ჩურჩულით გააფრთხილა სახლის პატრონი ჩანმა.

75
ყველაფერი, რასაც იგი აკეთებდა, კარგად მოფიქრებული და
დასაბუთებული იყო. თუმცა ჩანი არაჩვეულებრივი ადამიანი
გახლდათ, მაგრამ მას, ისევე, როგორც ყველას ორი ხელი ჰქონდა,
ახლა კი მას მეტი სჭირდებოდა. მძინარე „ეგვიპტელისთვის“ თავი
უნდა წამოეწია, შეხვეული გამოეცლია და ხოჭო ამოეღო. ამავე დროს
თვალი უნდა ედევნებინა სახლის პატრონისთვის, თუ ოდნავ
გაინძრეოდა, ესროლა: საკმარისი იყო, სახლის პატრონი სიბნელეში
გადამხტარიყო, რომ ჩანი ვერაფერს გახდებოდა.

მაგრამ, ყოველივე ეს თვით ჩანისთანა ადამიანის ძალასაც კი


აღემატებოდა. ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩანს
მარცხი შეემთხვა, არამედ მისი სიმამაცე და სიმარჯვე.

როგორც კი ჩანმა ხელი შეახო ხოჭოს, მოხუცმა ძილში გვერდი


იცვალა და უეცრად წამოვარდა ხმამაღალი ყვირილით, რამაც მისი
ამხანაგიც გააღვიძა.

ბატონმა ჩანმა სწრაფად სტაცა ხელი ხოჭოს და ფეხზე წამოვარდა.


ოთახი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ ფარნის სხივი კვეთდა
სიბნელეს, როგორც თვალისმომჭრელად მოელვარე ხანჯალი. ჩანი
კარისკენ გაემართა. ცალ ხელში რევოლვერი ეჭირა, მეორეში _ ხოჭო.

ამ დროს სახლის პატრონი, რაკი დაინახა, რომ მისმა მდგმურებმა


გაიღვიძეს, წინ გაშვერილი ხელებით ფარნისაკენ გავარდა, მაგრამ
იმავ წამს გაისმა სროლის ხმა. ჩანს რომ სდომებოდა, სახლის
პატრონის მოკვლა არ გაუჭირდებოდა, რადგან იგი სინათლის
ზოლში იყო, მაგრამ მან ფარანს ესროლა. ნათურა ნამსხვრევებად
იქცა და ოთახში უკუნი სიბნელე ჩამოწვა.
76
ბატონმა ჩანმა მოასწრო ქუჩაში გავარდნა. ხოჭო მიწაზე დადო და
სწრაფად გადაკეტა კარი ურდულით. ახლა მისი მტრები საიმედოდ
იყვნენ სახლში ჩაკეტილი.

ჩანმა ფრთხილად აიღო ხოჭო. გააფთრებული სახლის პატრონი


შიგნიდან კარს მუშტებს უბრახუნებდა.

_ გასაღები მაგიდაზეა! _ ხმამაღლა დაუყვირა ჩანმა, მერე სახლს


გაშორდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სახეზე ოფლი
მოიწმინდა.

„რაც მართალია, მართალია, ურიგოდ არ გამიკეთებია საქმე!“ _


თქვა მან და გზა განაგრძო.

მოხუცი არაბი ისევ თავის სახლის ზღურბლზე იჯდა. ჩანი მასთან


მივიდა და ჰკითხა:

_ კიდევ დიდი დრო დარჩა გათენებამდე?

_ ტყუილად მეკითხები. ჩვენ მზეს ვერასოდეს ვხედავთ და


ამიტომ არ ვიცით, როდის ჩადის, როდის ამოდის... ლა ილაჰ, ილ
ალაჰ, მუჰამად რასულალაჰ! _ ბუტბუტით ჩაათავა ლოცვა მოხუცმა.

ნავსადგურში, სუფთა ჰაერზე, ჩანი გაჩერდა და რამდენჯერმე


ღრმად ჩაისუნთქა. აღმოსავლეთით ვარდისფერი ზოლი მოჩანდა,
რაც დილის მოახლოებას მოასწავებდა. მზის ამოსვლამდე ერთი
საათი რჩებოდა.

ბატონი ჩანი სასტუმროში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა,


თავისი შალის ფლანელის კოსტიუმი ჩაიცვა და ჩემს ნომერში

77
შემოვიდა. დჰანდასიც აქ იყო, მას მთელი ღამე არ ეძინა,
მოუთმენლად ელოდა ჩანის დაბრუნებას. განთქმული მაძებარი,
როგორც ყოველთვის, მშვიდი და თავშეკავებული იყო. არაფერი არ
მიგვანიშნებდა იმ მშფოთვარე, სასიკვდილო საფრთხით აღსავსე
ღამეზე.

_ როგორ არის საქმე, იპოვეთ ხოჭო? _ მივარდა დჰანდასი.

პასუხად ბატონმა ჩანმა, აუღელვებელი სახით, სწორედ ისე,


როგორც ოინბაზს გამოჰყავს ხოლმე სახელოდან თეთრი თაგვი,
გამოიღო ზურგს უკან დამალული ამულეტი.

78
მერვე თავი. სუეციდან კაიროში

კაპიტან დჰირენდრას შეკითხვაზე სამმართველოდან დადებითი


პასუხი მოვიდა. როგორც კი ინათა, დჰირენდრამ გემს მიაშურა, რათა
საქმეები ბრაჯრაჯასთვის გადაებარებინა. მალე ჩვენც გავიღვიძეთ.
ბატონმა ჩანმა, დჰანდასმა და მე ხელ-პირი დავიბანეთ, ვისაუზმეთ,
ნავსადგურისკენ გავეშურეთ და „ლოტოსზე“ ავედით. ჩანმა გემი
დაათვალიერა, შემდეგ დაგვემშვიდობა და ქალაქში დაბრუნდა. ჩვენ
კი დჰანდასთან ერთად ბარგი უნდა ჩაგველაგებინა და გაგვეგზავნა.
თვალყური მივადევნეთ, რომ გემიდან ყველაფერი დროულად
გადაეტანათ რკინიგზის სადგურში, მერე კი საბარგო
განყოფილებიდან ქვითრები მივიღეთ და დილის თერთმეტ საათზე
სასტუმროში დავბრუნდით. იქ შევხვდით დჰირენდრას, რომელსაც
საქმეები უკვე მოეგვარებინა.

ვისადილეთ, ცოტა დავისვენეთ, მერე ვაგზლისკენ გავემგზავრეთ


და რაოდენ გაოცებულები დავრჩით, როცა იქ ბატონი ჩანი
დავინახეთ. იგი, ეტყობა, იმავე მატარებელს ელოდებოდა, რომელსაც
ჩვენ ვუცდიდით.

_ როგორ, თქვენც კაიროში მობრძანდებით? _ ვკითხე.

_ დიახ, იქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, გვიპასუხა


ჩანმა და მხიარულად გაიცინა.

ძალიან მიხაროდა, კაირომდე ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანთან


რომ ვიმგზავრებდი. ოთხივემ ერთი კუპე დავიკავეთ და, რადგან

79
მატარებლის გასვლამდე კიდევ დიდი დ რჩებოდა, ბაქანზე
გავისეირნეთ. უცებ ჩანმა მხარზე ხელი დამადო და ხმადაბლა
მითხრა:

_ პროფესორო! თქვენ ის კაირომდე გდევთ და თვალს არ


მოგაშორებთ მდინარე ნილოსის სათავემდე, ცხრა მთას იქ თაც რომ
გადაიკარგოთ, სულ ერთია, მისგან თავს ვერ დაიხსნით. თქვენზე
უკეთ არც მე ვიცი, ვინ არის, მაგრამ ის არ მეეჭვება, რომ თქვენი
სიცოცხლე ჩირადაც არ უღირს. არაფერს დაერიდება, ოღონდ კი
ხოჭო ხელში ჩაიგდოს.

_ რატომ მეუბნებით ამას ახლა? _ ვკითხე მე. _ ვერაფერი


შეამჩნიეთ? მაშ, რადგან ასეა, ნახეთ, ვინ გითვალთვალებთ
მოსაცდელი დარბაზიდან.

მე იქით გავიხედე და ის მოხუცი ვიცანი, რომელი „ლოტოსზე“


მყავდა ნანახი. ბუნებით არცთუ ისე გულადი კაცი ვარ და ახლა
შიშისაგან გული კინაღამ გამისკდა. ჩანს ხელი ვტაცე და შევევედრე:

_ ბატონო ჩან, თუ შეგიძლიათ, წამოდით ჩვენთან ექსპედიციაში.


დიდად მადლიერი დაგრჩებით. აღარაფრის შიში აღარ მექნება, თუ
თქვენ და კაპიტანი დჰირენდრა ჩვენთან იქნებით. ნუ გვეტყვით
უარს, გთხოვთ!

განთქმულ ჩინელ მაძებარს სახეზე იდუმალი ღიმილი გამოეხატა:

– პროფესორო, მე დიდი ხანია ველოდი ამ წინადადებას, _


მიპასუხა მან.

80
მხოლოდ მეორე დილით გავბედე დჰანდასისათვის მეთქვა, რომ
ბატონი ჩანი დავითანხმე ჩვენთან ერთად მოგზაურობაზე. იგი
გაშმაგდა და განრისხებულმა იმდენი ილაპარაკა, ყველაფერი აღარც
მახსოვს. როცა დაინახა, რომ მის ნათქვამს ჩემზე არავითარი
შთაბეჭდილება არ მოუხდენია, დჰანდასმა დარწმუნება დამიწყო.
მისი მსჯელობის დედაარსი ის იყო, რომ ექსპედიციისათვის
სავსებით საკმარისია ორი ადამიანი – ის და მე. მე ხომ დაჟინებით
მოვითხოვდი, რომ ექსპედიციის შემადგენლობაში შეგვეყვანა
კაპიტანი დჰირენდრა, ახლა კი გავბედე და სამოგზაუროდ მივიწვიე
კიდევ ერთი ადამიანი, ისე, რომ მისთვის არც კი მიკითხავს.

წინასწარ მოველოდი დჰანდასისაგან ასეთ მოქცევას, მაგრამ


დათმობას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, რომ ჩანის მოგზაურობასთან
დაკავშირებულ ხარჯებს მე გავიღებდი, რადაც უნდა დამჯდომოდა.
აბა წარმოიდგინეთ, რა ბედნიერება იყო, რომ ასეთი ნიჭისა და
რკინისებური ნებისყოფის ადამიანმა გადაწყვიტა, ამგვარ სახიფათო
მოგზაურობაში ჩვენთან ერთად წამოსულიყო.

ბოლოს და ბოლოს დჰანდასი შეურიგდა იმ აზრს, რომ ჩვენი


ექსპედიციის შემადგენლობა გაიზარდა. მისი საქციელი ჩემთვის
მოულოდნელი არ ყოფილა და მალე დამავიწყდა მასთან
შელაპარაკება, მით უფრო, რომ კაპიტანი დჰირენდრა სიხარულით
შეხვდა ბატონი ჩანის გადაწყვეტილებას, ეს კი ჩემთვის ბევრად
უფრო მნიშვნელოვანი იყო.

დჰირენდრა გულიანად დასცინოდა დჰანდასს სიბრიყვისა და


სიხარბის გამო, როცა ჩვენი შეჯახების ამბავი ვუთხარი. ის შორიდან

81
დიდხანს და დაკვირვებით უცქერდა დჰანდასს, და როგორც კი
დაინახა, რომ მან შენიშნა მისი მზერა, ვითომც აქ არაფერიაო,
სიმღერა წამოიწყო.

მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვი, მეორე დღეს მოხდა.


მოდით, ახლა ისევ დავუბრუნდეთ კაიროდან გამომგზავრების დღეს.

მატარებლის გასვლიდან ორი საათის შემდეგ მე უკვე ღრმა ძილში


ვიყავი, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე საინტერესო
საუბრის ამბავი, რომელიც იმ დღეს კაპიტან დჰირენდრასა და ჩანს
შორის გამართულიყო.

ბატონმა ჩანმა დჰირენდრას სიგარა გამოართვა, გააბოლა და თქვა:

_ მე ველოდი, რომ პროფესორი თვითონ მთხოვდა თქვენთან


ერთად წამოსვლას, და ასეც მოხდა. ალბათ გაინტერესებთ, რას
ვფიქრობ ამ მოგზაურობაზე, ხოჭოზე და სერაფისის ძეგლზე,
აგრეთვე ბატონ პროფესორსა და მის ამხანაგზე. მე თვითონ მინდა,
კაპიტანო, გიამბოთ ამის შესახებ, მით უფრო, რომ ვიცი, თქვენი
აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

_ დიახ, მართლაც ძალიან მინდოდა თქვენი აზრი გამეგო.


საწყალი პროფესორი უბრალო, უეშმაკო კაცია, ის კარგად იცნობს
ძველ ხალხს, მათ ზნე-ჩვეულებებსა და კანონებს, მათს რელიგიასა
და ღმერთებს, მაგრამ სრულიად არ იცნობს თანამედროვე
ცხოვრებას. თუ სიმართლე გინდათ, ცენტრალურ აფრიკაში მარტო
დჰანდას ჯაუჰრისთან ერთადაც რომ გამგზავრებულიყო, იგი
ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა უკან. _ მიუგო დჰირენდრამ.

82
ბატონმა ჩანმა გაიცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

_ სავსებით მართალს ბრძანებთ, _ შენიშნა მან, _ რაც შეეხება


თვით მოგზაურობას, მიუხედავად მისი მოჩვენებით
ფანტასტიკურობისა, მე სავსებით რეალურად მიმაჩნია
მივიწყებული, მსოფლიოსაგან მოწყვეტილი პატარა ქვეყნის
არსებობა, რადგან ჩვენ ამის დამამტკიცებელი უდავო საბუთი გვაქვს.

_ თქვენი აზრით, ქალაქი მიტნი-ხაპი ნამდვილად არსებობს? –


ჰკითხა დჰირენდრამ.

_ დიახ.

_ რას ფიქრობთ დჰანდასზე?

_ ო, ის, ჩემი აზრით, ნამდვილი არამზადაა. თუმცა ყველა მისი


განზრახვა არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, წესიერს და პატიოსანს
არაფერს ჩაიფიქრებს.

_ ჩვენი ექსპედიციის მთავარი მიზანი მიტნი-ხაპია, თუ კი


სინამდვილეში მართლაც არსებობს. და ჩემი დიდი სურვილია
საკუთარი თვალით ვიხილო იგი, _ თქვა დჰირენდრამ.

_ მე კი, ამას გარდა, მინდა დჰანდასი ვნახო რკინის


ხელბორკილებში, _ გაიხუმრა ჩანმა.

მათ მაგრად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.

_ მე არაერთხელ მსმენია თქვენს შესახებ, ჩემო მეგობარო ჩან, და


წამიკითხავს კიდეც თქვენი არაჩვეულებრივი გმირობის ამბები, _
უთხრა დჰირენდრამ, _ მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ
83
შეგხვდებოდით. ახლა კი ერთად ვიწყებთ ამ არაჩვეულებრივ
მოგზაურობას. ბავშვობაში ხშირად შევვედრებივარ ღმერთ შივას,
რომ სასწაულთა სამყარო ეჩვენებინა ჩემთვის. როგორც ჩანს, ბოლოს
და ბოლოს მან შეისმინა ჩემი თხოვნა და მე ვნახავ ყველაზე
უჩვეულო ამბებს.

ჩანი ისე გულიანად და ხმამაღლა იცინოდა, თვალებზე ცრემლები


მოადგა. მან ცრემლები ცხვირსახოცით მოიწმინდა და თქვა: „ჩვენ
გავაღვიძებთ ამ ქვეყანას და ვუჩვენებთ გზას პროგრესისაკენ“.

84
მეცხრე თავი. კაიროდან ნემსის მთამდე

კაიროში მოგზაურობისთვის მზადების დამთავრებას სამი კვირა


მოვანდომეთ. და აი, არაბი და სუდანელი მზიდავების თანხლებით
ფართო, ბრტყელძირა ნავით ნილოსზე მივცურავთ.

ისე, როგორც ვედების ეპოქაში წმინდა მდინარის სარასვატის


ნაპირები ინდოელი განდეგილებისთვის რელიგიურ წეს-
ჩვეულებათა აღსრულების ადგილი იყო, მდინარე ნილოსის
ნაპირებიც უხსოვარი დროიდან ძველი ეგვიპტელების სულიერი და
საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად ითვლებოდა. ნილოსს
დღემდე ეგვიპტის გულს ეძახიან. სიტყვები ვერ მიპოვია, რომ
აღვწერო ეგვიპტის ამ განგის სილამაზე. მას, ვინც არასოდეს
დამტკბარა ნილოსის ნაპირების ცქერით, ბევრი დაუკარგავს, რადგან
ეს უბადლო, უმაგალითო სანახაობაა დედამიწის ზურგზე. წყალზე
დახრილი ფინიკის პალმები მშვენიერ ბაღად გვეჩვენებოდა. ლეღვის
ხეებს ხშირი ვარჯები გადაეშალათ გახურებულ ქვიშაზე და საამო
ჩრდილში დასასვენებლად გვიხმობდნენ. ხან გაღმა, ხან გამოღმა
ნაპირზე გამოჩნდებოდა ძველი კულტურის ძეგლები: ნახევრად
ჩანგრეული ტაძარი, ძველი განათხარი ქალაქის კედლები, ვეება
სფინქსი, პირამიდა ან კოლონა. ირგვლივ გადაშლილი იყო
უკიდეგანო უდაბნო და მხოლოდ იშვიათად, შორს, მირაჟივით თუ
გამოჩნდებოდა ოაზისის მწვანე ლაქა. ჩვენ ვხედავდით აქლემების
ქარავნებს, რომლებიც ფხვიერ ქვიშაზე ერთიმეორის მიყოლებით
დინჯად მიაბიჯებდნენ, მეწამული მზის ჩასვლას, უდაბნოს დაისის

85
მომჯადოებელ ცას, კაშკაშა ვარსკვლავებს _ განა შეიძლება ყოველივე
ამის დავიწყება?

ზოგჯერ საშინელი შიშველი კლდეები ისე იყვნენ ერმანეთს


მიჯრილი მდინარის ორივე ნაპირიდან, გეგონებოდათ, ჩვენი
განადგურება დაუსახავთ მიზნადო. როგორც კი კლდეებს
მივუახლოვდებოდით, მაშინვე გარს ღრიალით გვერტყმოდა
გაშმაგებული წყალი. ბევრჯერ ჭორომებმა გადაგვიღობეს გზა,
ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენთვის, არ შევეშვით აფრიკის
სიღრმეში, თაკარა ნილოსის სათავეში.

დიახ, ეს იყო გასაოცარი მოგზაურობა, და იშვიათად ხვდომია


ვინმეს წილად ისეთი ბედნიერება, როგორიც ჩვენ გვხვდა.

ხართუმში კაპიტანმა დჰირენდრამ ორი პატარა ნავი იქირავა. ჩვენ


ამ ნავებით უნდა გაგვეგრძელებინა ცურვა მდინარე სობატსა და მის
შენაკადებზე.

მთელი მარშრუტი წინასწარ მოვიფიქრეთ და ვიცოდი, რომ


სოფელ აჯაკამდე განსაკუთრებული სიძნელე არ შეგვხვდებოდა.
მაგრამ შემდეგ იწყებოდა მხარე, სადაც მოგზაურს ფეხი არასოდეს
დაუდგამს. შივნათჰ ჯაუჰრის რუკაზე აღნიშნული იყო სოფელი
ნივაკი. ამ სოფელში შესვლამდე ჩანჩქერი შეგვხვდებოდა, ნივაკს
იქით მდინარე სოხატს სამხრეთ-დასავლეთიდან ერთვოდა უსახელო
შენაკადი, რომლ კალაპოტი სამოც კილომეტრზე სწორი კუთხით
უხვევდა სამხრეთ-აღმოსავლეთით.

86
მდინარის საქცევში უნდა დაგვენახა ნემსის მთა, რომელსაც
შივნათჰი იხსენიებს ერთ თავის უბის წიგნაკში. სწორი აქედან
იწყებოდა გზა უდაბნოზე და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ
ადგილიდან ექსპედიციას სათავეში ჩასდგომოდა კაპიტანი
დჰირენდრა, ჩვენ კი მისი ხელმძღვანელობით უნდა მოგვემზადებინა
ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო.

კაპიტანი დჰირენდრა არჩევდა სადგომ ადგილებს და საჭმლის


მომზადებასთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი თავის თავზე
აიღო. იგი ყველაზე ადრე დგებოდა და ყველა გვიან იძინებდა.

დჰანდასიც მუხლჩაუხრელად შრომობდა. როცა საჭირო იყო


სწრაფი დინების გადალხვა, იგი მებარგულებთან ერთი ჩასჭიდებდა
თოკს ხელს და ნავს მიათრევდა.

არც მე ვზოგავდი ძალ-ღონეს, მაგრამ ფიზიკურად ისე სუსტი


ვიყავი, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი. ამასთან, რამდენადაც
მახსოვს, ჯერ კიდევ მანამდე ვიგრძენი დაღლილობა, სანამ სობატის
შესართავს მივაღწევდით. მესამე დღეს კი, მას შემდეგ, რაც
მდინარეში შევედით, ციება დამეწყო და იძულებული გავხდი,
ქინაქინა მიმეღო.

რაც შეეხება ბატონ ჩანს, მას მთელი დღეების განმავლობაში


ეძინა, აინუნშიც არ აგდებდა მზის მცხუნვარე სხივებს.

მე ამ არაჩვეულებრივ ადამიანს კიდევ ერთი გასაოცარი თვისება


შევნიშნე _ მაშინ იძინებდა, როცა საჭიროდ მიაჩნდა. იყო დღეები,
როცა იგი არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ეძინა, თუმცა ზოგჯერ

87
მთელი დღე და ღამე თვალს არ მოხუჭავდა, შეუსვენებლად
შრომობდა. ჩანს თვითონაც არაერთხელ უთქვამს ჩვენთვის: „რატომ
დავიძინო, როცა სამუშაო მაქვს?“ ანდა: „რატომ არ უნდა დავიძინო,
თუ საქმე არა მაქვს?“ თეორიულად, ჩანის აზრები შეიძლება
სწორიცაა, მაგრამ უბრალო მოკვდავისთვის მათი შესრულება
ძნელია. ჩანის ეს უნარი _ ძილი და ფხიზლობა მთელი დღე-ღამის
განმავლობაში _ პირველ ყოვლისა, მისი არაჩვეულებრივი
ჯანმრთელობითა და ამტანობით აიხსნებოდა.

არ მინდა დაგღალოთ მდინარეებზე ჩვენი მოგზაურობის


დეტალური აღწერით და მხოლოდ ყველაზე საინტერესო ამბებს
მოგიყვებით.

ჩვენ ვიმყოფებოდით ეკვატორულ აფრიკაში, კაიროდან


რამდენიმე ათას კილომეტრზე. მდინარე სწრაფად მიედინებოდა
ღარიბი მცენარეულობით დაფარულ ნაპირებს შუა.

შუადღისას მზე პირდაპირ თავს გვადგა და ისე ძლიერად


აცხუნებდა, თითქოს განზრახული აქვს, ყველა ცოცხალი არსება
ფერფლად აქციოსო. ქვიშას ვერ მიეკარებოდი. ასე ცხელოდა
შუაღამემდე, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე კი კოღოები და
ქინქლები გვაცლიდნენ ქანცს და დილით სახედასიებულები
ვდგებოდით. თუმცა, ჩანს ყველაფერი ეს ნაკლებად აღელვებდა:
იჯდა ნავის ცხვირზე და დაგვცინოდა.

დინების საპირისპიროდ ზემოთ მივიწევდით და თანდათან


მივაღწიეთ სხვადასხვაგვარი ჯიშის ცხოველებით უხვად
დასახლებულ, ტყით დაფარულ რაიონს. ამდენი ფრინველი ერთად
88
არასოდეს მინახავს. ისინი ფარავდნენ ყველა კუნძულს მდინარეში,
ქმნიდნენ ხმაურიან კოლონიებს, რომელთაგან თითოეულში
რამდენიმე ათასი ფრინველი დაითვლებოდა. მართალია, მე ბუნების
მკვლევარი არა ვარ, მაგრამ მათ შორის მაინც გამოვიცანი ფლამინგო,
წმინდა ძერძერუკი და ყანჩა. მდინარის ნაპირებზე ტურების მთელი
ხროვა დაეხეტებობოდა. ერთხელ დავინახე, რა გამძვინვარებული
მივარდა მტრებს ამ ტურებს შორის მოხვედრილი გარეული ღორი და
მიფანტ-მოფანტა ისინი თავისი გრძელი, საშინელი ეშვებით.

არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როცა პირველად გავიგონე


ლომის ბრდღვინვა. მომეჩვენა, თითქოს ხმა სულ ახლა გაისმა.
შიშისაგან აცახცახებულმა, ჩანი გავაღვიძე, რომელსაც ჩემ გვერდით
ეძინა. იგი წამოვარდა, ჩაცუცქდა და მიაყურადა. თან დაძაბულად
მიჩერებოდა სიბნელეს ოდნავ ელამი თვალებით. მე ვუცქერდი მის
მრგვალ სახეს, დაძაბულობისაგან ნახევრად გაღებულ პირს და
პასუხს ველოდი, ბოლოს ჩანმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

_ დიახ, ეს ნამდვილად ლომია, _ წყნარად მითხრა მან ლოგინში


ჩაწვა და იმწამსვე ჩაეძინა, ვითომც აქ არაფერიაო.

ჟრუანტელმა დამიარა. მთელი ტანით ვკანკალებდი, ლამის გული


წამსვლოდა; უცებ დავინახე, რომ რაღაც შავი აჩრდილი
მიახლოვდებოდა. ისე ამიტანა შიშმა, ვერც გავინძერი, ვეღარც
დავიყვირე.

აჩრდილი სულ ახლო მოვიდა ჩემთან და მთვარის შუქზე


დავინახე კაპიტანი დჰირენდრა მისი თხის წვერით და არჩვისებური

89
ცხვირით. კაპიტანი ჩუმად მიიპარებოდა წელში მოხრილი, ხელში
სანადირო თოფი ეჭირა.

იგი უხმაუროდ მიიმალა ტყეში და მალე მოისმა გასროლის ხმა,


რამაც ღამის მყუდროება დაარღვია.

მეზობელი ბარდნარიდან უამრავი ფრინველი აიშალა, უცებ


საშინელმა ღრიალმა შეძრა მიწა და ექო შორს გაიჭრა. ეს იყო ლომის
განწირული, სასიკვდილო ყვირილი.

რამდენიმე წუთში მთელი ჩვენი ბანაკი ახმაურდა. არაბები, რაც


ძალი და ღონე ჰქონდათ, ყვიროდნენ. სუდანელები წინ და უკან
დარბოდნენ. და აი, ბოლოს ტყიდან დჰირენდრა გამოჩნდა. თოფი
იღლიაში ამოეჩარა და პირში სიგარა გაერჭო.

დჰირენდრა გამოცდილი მონადირე იყო, მაგრამ ასეთი წარმატება


არასოდეს მოუპოვებია. მეორე დღეს გვითხრა, ძალიან მინდა ლომის
ტყავი როგორმე ტურისტების კლუბში ჩავიტანო, _ ეს უთუოდ დიდ
განცვიფრებას გამოიწვევსო.

ლომთან შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცურვით


მივაღწიეთ სოფელ აჯაკს. სოფლის მცხოვრებნი გულთბილად
შეგვხვდნენ. ისინი არ გვირჩევდნენ, გზა სამხრეთისაკენ
გაგვეგრძელებინა, გვითხრეს, უდაბნოს იმ მხარეს მრავალრიცხოვანი
და ძლიერი ტომი ბინადრობსო. მეტი ვერაფერი გავიგეთ ჩვენ წინ
მდებარე ქვეყნის შესახებ.

სოფელი აჯაკი დავტოვეთ და წინ გავცურეთ, ღრმად შევდიოდით


ამ ველურ ტყიან მხარეში. მდინარის კალაპოტი თანდათან
90
ვიწროვდებოდა, მდინარება კი სულ უფრო სწრაფი ხდებოდა და
ახლა ჩვენ ყველანი ვეწეოდით თოკს.

არასოდეს დამავიწყდება გზის ეს მონაკვეთი. ფეხები დამისივდა


და ყოველ ნაბიჯს დიდი გაჭირვებით ვადგამდი. ხელები
დამიკოჟრდა, თოკმა მხრები ისე გამიხეხა, სისხლი მდიოდა. ძალა
გამომელია, მაგრამ არ ვნებდებოდი. ამხანაგები გაოცებული იყვნენ
იმ მამაცობითა და მოთმინებით, რაც ამ მძიმე დღეებში გამოვიჩინე.

სწორედ მაშინ შევნიშნე ჩანს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება:


მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამ მუშაობდა, იგი მუდამ
მხიარული იყო და ჩვენც გვამხნევებდა, გვარწმუნებდა, სულ ცოტა
მანძილიღა დარჩა სოფელ ნივაკამდე, რომელიც შივნათჰ ჯაუჰრიმ
აღწერაო.

უნდა მოგახსენოთ, რომ ამ დროს ჩვენ მივცურავდით უკვე არა


მდინარე სობატზე, არამედ მის ერთ-ერთ შენაკადზე, რომელსაც ვერც
ერთ რუკაზე ვერ იპოვით. ირგვლივ გადაჭიმული იყო
უსწორმასწორო, ბორცვიანი, ხრიოკი ადგილები.

ჩვენ ვიცოდით, რომ სოფლამდე ჩანჩქერი უნდა შეგვხვედროდა.


წარმოიდგინეთ ჩვენი აღტაცება, როცა ერთხელ, ღამით, მთვარის
სინათლეზე წინ რომ მივიწევდით, უცებ წყლის დგაფუნი მოგვესმა.

ნავები ჩანჩქერს მივუახლოვეთ, ბარგი წინასწარ ნაპირზე


გავიტანეთ და წყლიდან მოშორებით დავაწყვეთ. შემდეგ, კი კაპიტან
დჰირენდრასთან ერთად გავემგზავრეთ სოფელ ნივაკში, რომელიც
სულ ახლოს აღმოჩნდა. ძალიან გაგვიძნელდა მოლაპარაკება სოფლის

91
მცხოვრებლებთან, რომლებმაც ხეირიანად არც კი იცოდნენ, რა იყო
ტანსაცმელი. მათ შეეშინდათ, ჩვენ რომ დაგვინახეს, თუმცა, უნდა
გამოგიტყდეთ, რომ მე უფრო შემაშინა მათმა დანახვამ.

კაპიტანი უყოყმანოდ და სრულიად უშიშრად მივიდა შეგროვილ


ხალხთან. როცა დარწმუნდა, რომ მათ არ გაეგებოდათ არც არაბული
და არც სხვა ადგილობრივი ენები, ჟესტიკულაციით სცადა
გამოლაპარაკება, რასაც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,
სრულყოფილად ფლობდა,

ადგილობრივ მცხოვრებთ ვაჩუქეთ ხელოვნური მარგალიტის


მძივის რამდენიმე ასხმულა, რითაც დავიმსახურეთ მათი ნდობა.
შემდეგ ველურები გავიყოლეთ, მდინარესთან დავბრუნდით და
მათი დახმარებით ნავები გადმოვათრიეთ.

იმ საშინელ დღეებს რომ ვიგონებ, სულ უფრო მეტად მიკვირს


ჩემი ამბავი. სოფელში გამგზავრებისას ვიცოდით, რომ სასიკვდილო
საფრთხე მოგველოდა, მაგრამ მაინც მოვერიე ჩემს თავს. კაპიტანმა
დჰირენდრამ, რომელიც არაერთხელ შეხვედრია აფრიკის სხვადასხვა
ტომებს, გამაფრთხილა: მთავარია, შიში არ შეგნიშნონ. თუ მიხვდნენ,
რომ არაფრისა გეშინიათ და თამამად ელაპარაკებით, თვითონაც
პატივისცემით მოგექცევიან და ყველაფერს გაგიკეთებენ, რასაც კი
სთხოვო.

ნავებისა და ბარგის გადატანას რამდენიმე საათი დასჭირდა.


მეორე დღეს დავისვენეთ და დავუმეგობრდით სოფლის
მცხოვრებლებს. დიდი და პატარა ჩვენს სანახავად მოვიდა ბანაკში.

92
სოფელ ნივაკიდან იწყებოდა ჩვენი მოგზაურობის უკანასკნელი
ეტაპი მდინარეზე, რომელიც ახლა ღრმა, ვიწრო ხეობაზე გადიოდა.
ნავების თოკით ტარება მეტად გაძნელდა. უკანასკნელი პუნქტი,
რომლისკენაც ვისწრაფოდით, ნემსის მთა იყო. მე განსაკუთრებით
მოუთმენლად ველოდი ამ მთის დანახვას, რადგან ვგრძნობდი, რომ
დიდხანს აღარ მეყოფოდა ძალა ასეთი მძიმე მუშაობისათვის. გარდა
ამისა, თვით ნემსი, ამოკვეთილი მთაში, მდინარის მარჯვენა
ნაპირზე, ძველი ეგვიპტის კულტურის ერთ-ერთი ძეგლი იყო და მე
ვვარაუდობდი, რომ ვნახავდი მასზე რაიმე ნახატებს ან წარწერებს,
ისევე როგორც ლაიოპეტრის ნემსზე.

ერთ დილით მოულოდნელად თავი დავაღწიეთ ხეობას და


პირდაპირ ჩემ წინ დავინახე ნემსის მთა. მზად ვიყავი,
სიხარულისაგან მეტირა.

თუმცა ჩვენი მოგზაურობის ეტაპები _ აჯაკი, უცნობი შენაკადი,


ჩანჩქერი და სოფელი ნივაკი უკვე თავისთავად ადასტურებდნენ
შივნათჰის მიერ აღწერილი ამბების სწორ და სუსტ
თანამიმდევრობას, ჩემთვის სერაფისის ძეგლის და ქალაქ მიტნი-
ხაპის არსებობის ყველაზე უტყუარი საბუთი, როგორც შივნათჰ
ჯაუჰრი ამბობდა _ მთაში, „სტაფილოს ფორმით“ ნაკვეთი ნემსი იყო.

ღამე ნემსის მთის ახლო, მდინარის ნაპირას გავატარეთ და


მოუთმენლად ველოდით მეორე დღის გათენებას. დილის შვიდ
საათზე მე და დჰანდასმა მდინარე გადავლახეთ და მთაზე ავედით.
სამწუხაროდ, ქვიშიან ქარიშხლებს უმოწყალოდ გაენადგურებინა
ყოველგვარი წარწერა და ისიც ძალიან გამიკვირდა, როგორ შემორჩა

93
აქამდე, ამდენი საუკუნის შემდეგ, თვით მთის რბილ ქანებში
გამოკვეთილი ნემსი.

მთიდან პირდაპირ სამხრეთ-დასავლეთით მივდიოდით. უბის


წიგნაკიდან და რუკიდან ვიცოდით, რომ უდაბნომდე ჩირგვნარით
დაფარული მთიანი ადგილები უნდა გაგვევლო; შემდეგ იწყებოდა
ოლქი, რომელიც რუკაზე აღნიშნულია შემდეგი სიტყვებით: „აქ, ამ
ქვიშის ქვეყანაში, მზე ისე ვარვარებს, როგორც ღუმელი“.

ახლა მდინარე უნდა დაგვეტოვებინა და ხმელეთზე


გვემოგზაურა. წინ გველოდა უძველესი ცივილიზაციის ქალაქი
მიტნი-ხაპი და სერაფისის აკლდამა, რომელშიც ჩამარხული იყო
უძვირფასესი განძეული. მაგრამ ჩვენსა და ჩვენი მოგზაურობის
საბოლოო მიზანს შორის გადაჭიმული იყო უკიდეგანო მცხუნვარე
უდაბნო და არც კი ვიცოდით, მისი გადალახვა რომელი ადგილიდან
სჯობდა დაგვეწყო. ერთი ბეწო წინდაუხედაობის შემთხვევაშიც კი,
იგი თავის უსაზღვრო სივრცეებში ჩამარხვით გვემუქრებოდა.
იარაღი და სხვა აუცილებელი ბარგი თან უნდა გვეტარებინა. ამაოდ
ვეძებდი შივნათჰის უბის წიგნაკში თუნდაც ერთ წყაროს უდაბნოში.
იქ აღნიშნული არ იყო არამცთუ ჭა ან ოაზისი, არამედ მცენარეებით
დაფარული ერთი მტკაველი მიწაც კი. და რამდენადაც მეტად
ვფიქრობდით მომავალ მოგზაურობაზე, მით უფრო ძნელი და
საშინელი გვეჩვენებოდა იგი.

ჩვენს შორის ყველაზე მტკიცე ნებისყოფის და უდრეკი ხასიათისა


იყო კაპიტანი დჰირენდრა. ჩვენ მის განკარგულებას ველოდით.

94
პირველი ორი კვირა, რაც ნემსის მთასთან გავატარეთ, კაპიტანი
საგულდაგულოდ ამუშავებდა უდაბნოზე გადასვლის გეგმას.

ჩვენმა მებარგულებმა, _ არაბებმა და სუდანელებმა, გადაჭრით


უარი განაცხადეს ჩვენთან წამოსვლაზე. მათ ნივაკში ათასი რამ
მოისმინეს და შეშინებულებმა უკან გაშვება მოგვთხოვეს.
დჰირენდრამ ისინი დაარწმუნა, რომ ჩვენ უდაბნოში მარტონი
წავიდოდით, მაგრამ სთხოვა, სანამ დაგვშორდებით, დახმარება
გაგვიწიეთო, შემდეგ კი შეგიძლიათ ნავი წაიღოთ და
გულდამშვიდებული თქვენს გზას ეწიოთო.

შემდეგი ორი დღე კაპიტანი ახლომახლო მთებში ნადირობდა და


ყოველ საღამოს რამდენიმე მოკლული ჯუჯა ანტილოპა მოჰქონდა.
იგი ნანადირევს ატყავებდა, ტყავს აშრობდა და ტიკებს კერავდა.
ძალიან გამიკვირდა, როცა დავინახე, რა მარჯვედ ხმარობდა ნემსს
დჰირენდრა.

ექვსი ტიკი მდინარის წყლით გავავსეთ. დჰირენდრამ, დჰანდასმა


და ოთხმა სუდანელმა ეს ტიკები წაიღეს და უდაბნოს
მიმართულებით წავიდნენ.

ისინი სამ დღეს არ დაბრუნებულან. მე და ჩანი კი ბანაკში


ვისხედით. მე დღიურს ვწერდი და ნემსის მთის შესწავლას
ვაგრძელებდი. მასზე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი დავინახე,
რომლებიც მაშინვე შევიტანე საგზაო ჩანაწერებში ჩანი კი ძილის
მეტს არაფერს აკეთებდა, იწვა მდინარის ნაპირას ფეხებგაშლილი და
მუცელზე ხელებდაწყობილი, თითქოს არავითარი საფრთხე არ
მოგველოდა, თუმცა ამაზე მე სულ სხვა აზრისა გახლდით.
95
მეოთხე დღეს უდაბნოდან ჯგუფი უკან დაბრუნდა. კაპიტანი
დჰირენდრა ძალიან კმაყოფილი იყო ამ ლაშქრობის შედეგით. როცა
უდაბნოს მიუახლოვდნენ, წყლით სავსე ერთი ტიკი უკანასკნელი
მთის ძირში ჩამარხეს და მხოლოდ მეორე ტიკიდან სვამდნენ წყალს.
აქ გაატარეს პირველი ღამე.

მეორე დილით, როგორც კი ირიჟრაჟა, წყლით სავსე ოთხი ტიკით


ისევ განაგრძეს გზა უდაბნოს სიღრმისაკენ. დჰირენდრა ხელიდან არ
უშვებდა კომპასს, რათა გზას არ ასცდენოდნენ. შუადღისას მიწაზე
დადეს მესამე ტიკი და ქვიშა დააყარეს, რათა შემდეგ ამ
ადგილისათვის ადვილად მიეგნოთ. აქედან კიდევ კარგა მანძილი
გაიარეს. გვიან ღამით კიდევ წყლით სავსე ერთი ტიკი ჩამარხეს
სილაში და, როცა მეხუთე ტიკიც დაცალეს, უკან დაბრუნდნენ. თან
მოჰქონდათ სულ ბოლო, მეექვსე ტიკი, რომელიც ცოტა ხანს ეყოთ.
წყურვილისაგან ღონემიხდილებმა, როგორც იქნა, ჩვენს სადგომამდე
მოაღწიეს, მიწაზე დაცვივდნენ და ხარბად დაეწაფნენ წყალს
პირდაპირ მდინარეში.

კაპიტან დჰირენდრას მეორე ლაშქრობა კიდევ უფრო გაუძნელდა.


ახლა ისინი ოთხ დღეს არ ჩანდნენ. ბანაკიდან დილით ადრე
გავიდნენ, ბევრად უფრო სწრაფად მიდიოდნენ, ვინემ წინა
ლაშქრობის დროს, და იმავე საღამოს მიაღწიეს მთას, რომლის
ძირშიც წყლით სავსე პირველი ტიკი იყო დამარხული. დჰირენდრა
ერთ წუთსაც არ შეჩერებულა, დასვენებისათვის დრო არ
დაუკარგავს, ჩაიარა და დილის რვა საათზე მივიდა იმ ადგილას,
სადაც წყლით სავსე მეორე ტიკი ეგულებოდა. ამგვარად,
მიუხედავად საშინელი პაპანაქებისა, ისინი შეუსვენებლივ
96
მიდიოდნენ ოცდაექვსი საათის განმავლობაში და ერთი წვეთი წყალი
არ დაულევიათ. მხოლოდ აქ, ბოლოს და ბოლოს, გახსნეს ერთი ტიკი,
მთლიანად შესვეს წყალი და ღონემიხდილები პირქვე დაცვივდნენ
ცხელ ქვიშაზე, მზის მცხუნვარე სხივებისთვის ყურადღება არ
მიუქცევიათ.

დჰირენდრა და დჰანდასი ნახშირივით გაშავდნენ მზეზე. მათ,


ისევე, როგორც ამ ლაშქრობის მონაწილე სუდანელებს, ძალიან
გაუჭირდათ ასეთი პაპანაქების ატანა.

საღამო ხანს მათ სვლა განაგრძეს, მაგრამ გზას ასცდნენ და მზე


კარგა ხნის ამოსული იყო, როცა იმ ადგილს მიადგნენ, სადაც მესამე
ტიკი ჰქონდათ დამალული.

წყურვილი ტანჯავდათ. ვერ მოითმინეს და მეოთხე ტიკი


დაცალეს. როცა კვლავ დადგა გამგზავრების დრო, სუდანელებმა
უარი განაცხადეს წასვლაზე. მაშინ კაპიტანმა დჰირენდრამ ერთი
ტიკი წყალი წაიღო და მარტოდმარტო გაუდგა გზას. შუაღამისას მან
ტიკი ქვიშაში დამალა და დილის რვა საათზე მიტოვებულ ჯგუფთან
დაბრუნდა.

ახლა უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა დრო


ტყუილუბრალოდ არ დაეკარგათ. ისინი არ დაელოდნენ საღამოს,
როცა ცოტა მაინც აგრილდებოდა, უკან გაყვნენ თავიანთ ნაკვალევს.
სამგზავროდ მათ მხოლოდ ორი ტიკი წყალი დარჩათ. ერთი ტიკი
უდაბნოში დალიეს, სადაც წყლით სავსე მეორე ტიკი იყო
ჩამარხული. მეორე კი _ მთის ძირას, საიდანაც ადრე უდაბნოსაკენ
გაუდგნენ გზას. ბანაკში რომ დაბრუნდნენ, საშინელი შესახედავები
97
იყვნენ: მზისგან გარუჯული სახეებით, შეშუპებული ტუჩებით,
ჩავარდნილი თვალებით, პირდაპირ საიქიოდან დაბრუნებულებს
ჰგავდნენ.

მეორე დღეს მებარგულებმა კაპიტან დჰირენდრას ანგარიშის


გასწორება მოსთხოვეს. ჩვენ ყველაფერი ავუნაზღაურეთ, ერთი
ნიჩბებიანი ნავი გავუთავისუფლეთ და ჩვენი ერთგული
დამხმარეები მხიარულები და ბედნიერები გაემართნენ შინისაკენ.
ჩქარმა დინებამ გაიტაცა ნავი და გააქანა აქედან შორეული, მაგრამ
მათ გულებისთვის მახლობელი მდინარის _ნილოსის ნაპირებისაკენ.

98
მეათე თავი. ქვიშიან ქვეყანაში

შეძრწუნებული ვიყავი ჩვენი მდგომარეობით. ჩვენ


ვიმყოფებოდით ცენტრალურ აფრიკაში, ცივილიზებული
სამყაროდან ათასობით კილომეტრზე, და რაც უნდა მოგვსვლოდა,
ვერავინ დაგვეხმარებოდა. რაიმე რომ დაგვჭირვებოდა, ვერავის
ვერაფერს ვაცნობებდით. ამ უკაცურ ადგილებში თეთრად
გათენებულ ღამეებში ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მოგველოდა, თუმცა
ვიცოდი, რომ არც დჰანდასი, არც დჰირენდრა და ჩანი ერთი
წუთითაც არ მიეცემოდნენ სასოწარკვეთილებას.

ჩვენ რამდენიმე დიდი ტომარა გვქონდა. იმათგან უდაბნოზე


გადასასვლელად ოთხი ყველაზე მაგარი შევარჩიეთ. ჩავაწყვეთ შიგ
ვაზნები, წამლები, ცოტაოდენი ჭურჭელი, სანოვაგე, კაპიტან
დჰირენდრას ცნობილი ყუთი, რომელშიც ინახებოდა შუშის
თვალები ფრინველებისა და მხეცების ფიტულებისთვის; ათასი
წვრილმანით სავსე ყუთი, რომელსაც არასდროს იცილებდა ჩანი,
სხვა მრავალი საგანი – მაგალითად, დურბინდი და კომპასი, რაც
დჰირენდრას ჩვენთვის აუცილებლად მიაჩნდა. შივნათჰ ჯაუჰრის
უბის წიგნაკები დჰანდასს უნდა წამოეღო, რუკა _ კაპიტან
დჰირენდრას, რომელმაც მეგზურობა იკისრა, ხოჭოს წამოღება კი მე
დამავალეს. გარდა ამისა, წყლით სავსე სამი ტიკი მოვამზადეთ,
მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთვის არც ერთის წამოღება არ
დაუვალებიათ.

99
და აი, ერთ მშვენიერ საღამოს, ჩვენი რაზმი, რომელსაც
დჰირენდრა ხელმძღვანელობდა, სახიფათო გზას გაუდგა. მაშინ რომ
დაგენახეთ, ნამდვილად სასაპალნე პირუტყვებს შეგვადარებდით.
მზის ამოსვლამ ჯერ კიდევ მთებში მოგვისწრო და დჰირენდრამ
შესვენების ნება დაგვრთო, რადგან მზეზე გზის გაგრძელება უაზრო
იქნებოდა. ბრინჯით დავნაყრდით და კაპიტნის ნებართვით
ცოტაოდენი წყალიც დავლიეთ.

როგორც კი მოსაღამოვდა, კვლავ განვაგრძეთ გზა და მზის


ამოსვლამდე ორი საათით ადრე მივაღწიეთ მთის ძირს, საიდანაც
უდაბნო იწყებოდა.

არასოდეს დამავიწყდება სურათი, რომელიც ჩვენ წინ გადაიშალა.


დასავლეთით ბადრი მთვარე გადიოდა და მის შუქზე უდაბნო ვეება
ცეცხლმოკიდებული ზღვა გეგონებოდათ, ჩვენ უკან კი ცას ალიონი
ეპარებოდა.

ჩვეულებრივ, გარიჟრაჟს სიხარული და იმედი მოაქვს, მაგრამ იმ


დილით მხოლოდ შიში მომგვარა. სამხრეთით და დასავლეთით
თვალსაწიერზე, უსასრულო ქვიშიანი ვაკე გადაჭიმულიყო, არ ჩანდა
არც ერთი ბორცვი, არც ხე, არც ნაკადული _ არაფერი, გარდა
გავარვარებული წითელი ქვიშისა.

ამაოდ ვიცქირებოდი წინ _ მინდოდა დამენახა მჯდომარე


გადამწერლების გზა, რომელიც მიტნი-ხაპში მიგვიყვანდა და არა ეს
საშინელი თვალუწვდენელი ზღვა ქვიშისა, რომელიც
სასოწარკვეთილებისა და სიკვდილის ქვეყნად მესახებოდა.
ვერაფრით
100
ჩვენ აქ გათენებას დაველოდეთ, რადგან სიბნელეში ვერაფრით
ვერ მივაგენით იმ ადგილს, სადაც წყლის ტიკი იყო ჩამალული.
მხოლოდ სინათლეზე, მზის ამოსვლის შემდე მოვძებნეთ იგი, თან
წავიღეთ და ჩავეშვით ხევში, სადაც მზის სხივები ვერ უწევდა.
კაპიტანმა დჰირენდრამ დაგვრთო ნება, ცოტა წყალი დაგველია.
მიუხედავად იმისა, რომ წყალი თბილი იყო, ჩვენ იგი ძალიან
სასიამოვნოდ მოგვეჩვენა.

საღამო ხანს უდაბნოში შევედით. მთვარის შუქზე კარგა ჩანდა


წინა ორი ლაშქრობის მონაწილეთა ნაკვალევი, ამიტომ გზიდან
აცდენისა არ გვეშინოდა.

უდაბნოში სიარული ადვილი როდი იყო. ფეხები კოჭებამდე


ქვიშაში გვეფლობოდა. დროდადრო ვჩერდებოდი, რომ სული
მოგვეთქვა, ტვირთი ერთიდან მეორე მხარზე გადაგვეტანა, და ასე
განვაგრძობდით გზას წყურვილისაგან გაწამებულნი. წყლის დალევა
სასტიკად აკრძალული გვქონდა. ქვიშა დღის განმავლობაში ისე
ხურდებოდა, შუაღამისასაც ვერ მიეკარებოდი.

პირველი შესვენების ადგილი ადვილად მოვნახეთ. ქვიშის


ბორცვიდან წყლის სავსე ტიკი ამოვთხარეთ. ნახევარი ტიკი შევსვით
და დავწექით, რათა გამოგვეძინა, სანამ ახალ გადასასვლელს
შევუდგებოდით.

გაგვაღვიძა მზის მცხუნვარე სხივებმა, რომელთაგან თავის


დაღწევაც შეუძლებელი იყო. უდაბნო ახლა კი მართლა მიაგავდა
გავარვარებულ ღუმელს, დაღლილ-დაქანცული ვიწექი და არც კი

101
ვცდილობდი დაძინებას ასეთ პაპანაქებაში. ქვიშაც სავსე იყო
ათასგვარი მწერით, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევდნენ.

თვალები დავხუჭე და ჩათვლემა ვცადე, მაგრამ მზე პირდაპირ


სახეში მაჭერდა და ასე მეგონა, გავარვარებული რკინით მიდაღავენ
თვალებს-მეთქი.

დჰირენდრა წყალს არ გვაძლევდა, ამ სამ ტიკს ხელს ვერ ვახლებ,


სანამ იმ უკანასკნელ სავსე ტიკამდე არ მივალთ, უდაბნოში რომ
გვაქვს დამალულიო. აღარც ის ახსოვდა, შორს იყო თუ არა ის
ადგილი. ისე ძალიან გაგვიჭირდა, რომ უკვე ვეჭვობდი, გავაწევდით
თუ არა სამშვიდობოს. სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი,
გადავლახავთ კი ყველა სიძნელეს და მივაღწევთ ცოცხლები
უზარმაზარ ქანდაკებებსა და მჯდომარე გადამწერლების გზას, თუ
დაღუპვა გვიწერია ამ უსიცოცხლო და საშინელ ქვიშაში-მეთქი?

მზის ჩასვლის შემდეგ მთლიანად უნდა შეგვესვა ტიკში


დარჩენილი წყალი, და, თუმცა წყალი ძალიან გამთბარიყო, ცოტათი
მაინც მოგვიკლა წყურვილი. დჰირენდრამ გაგვაფრთხილა, ამაღამ
გრძელი გზის გავლა მოგვიხდება, რომელიც ჩვენგან დიდ ძალასა და
ამტანობას მოითხოვსო.

როცა დღის სიცხე ცოტა ჩაცხრა, ჩვენი რაზმი გზას გაუდგა.


დაწალიკებით მივდიოდით: ყველაზე წინ – დჰირენდრა, შემდეგ –
დჰანდასი, მერე _ მე, სულ ბოლოს _ ჩანი. თავს არ ვიზოგავდი, რომ
ამხანაგებს არ ჩამოვრჩენოდი. დჰირენდრა კვალში იდგა და ფართო
ნაბიჯებით მიდიოდა. რამდენიმეჯერ სიმღერის წამოწყებაც კი
სცადა. მაგრამ მე სიმღერა კი არა, მისი მოსმენაც მიმძიმდა. ხანდახან
102
მეგონა, აი ახლა, საცაა უკანასკნელი ძალაც გამომეცლება და ცხელ
ქვიშაზე დავეცემი-მეთქი. ვფიქრობდი და შიში მიპყრობდა.

მაგრამ გადავწყვიტე, ჩემი სისუსტე არ გამომემჟღავნებინა.

ვიცოდი, რომ ჩვენს მდგომარეობაში მთავარი გამარჯვების რწმენა


იყო.

ღამის თერთმეტ საათზე მომდევნო ტიკს მივაღწიეთ. ვიფიქრე,


ახლა მაინც ჩავიმუხლებთ-მეთქი, მაგრამ, მოულოდნელად კაპიტნის
არასასიამოვნო განკარგულება მომესმა; ყოველგვარი შესვენების
გარეშე გზა უნდა განვაგრძოთო.

სამ ტიკს, რომლებიც თან წამოვიღეთ, ახლა კიდევ ერთი მიემატა.


იგი კაპიტან დჰირენდრას უნდოდა წამოეღო, თუმცა ძალიან
დაღლილი ვიყავი და თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ, როგორ
ვიკადრებდი, რომ დჰირენდრას დამატებით ტვირთი აეკიდა. ისედაც
ხომ ჩემ გარდა ყველას მოჰქონდა წყლით სავსე ტიკი.

მაგრამ მე ჩემი ძალა ვერ გავითვალისწინე. ნახევარი საათიც არ


გასულა, რომ, მიუხედავად შედარებით გრილი ღამისა, მთვრალი
კაცივით ძლივძლივობით მივბარბაცებდი. მაღლა, ჩემს თავს ზემოთ
ვარსკვლავები აცეკვდნენ, ახოვანი დჰირენდრა კი თითქოს ნისლის
ღრუბლებმა დაფარა.

ღონემიხდილი მზად ვიყავი მიწაზე დავვარდნილიყავი და


ამხანაგებისათვის გზა დამელოცა, მეთხოვა, აქვე დამტოვეთ-მეთქი,
რადგან, სულ ერთია, ამ უდაბნოში დაღუპვა მეწერა; მაგრამ უცებ
ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მხრიდან წყლით სავსე ტიკი ამაცალა.
103
_ მაპატიეთ, პროფესორო, _ გავიგონე ჩანის ხმა, _ თქვენ ძალიან
დაიღალეთ და ამიტომ ამ წყალს მე წამოვიღებ, მოიცილეთ თავიდან
ცუდი აზრები, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, რომ ადრე თუ გვიან მაინც
მივაღწევთ ჩვენს მიზანს, და გაბედულად იარეთ წინ. ახლა მთავარია
გამძლეობა და ჩვენ გავიმარჯვებთ!

ძალა არ შემწევდა, წინააღმდეგობა გამეწია და დავეთანხმე, რომ


ჩემი ტვირთი მას წამოეღო. ორივენი ვგრძნობდით, რომ ამით ის
სიკვდილისაგან მიხსნიდა.

მზე ამოვიდა, ჩვენ კი ისევ განვაგრძობდით გზას, ახლა


დჰირენდრას მხოლოდ თავის ნაკვალევზე მივყავდით. ჩვენი ბედი,
რომ იმ დღეებში წყნარი, უქარო ამინდი იდგა, თორემ საკმარისი იყო,
ოდნავ დაებერა ქარს, რომ ქვიშა ნაკვალევს დაფარავდა და გზას
ვეღარ გავიკვლევდით.

როგორც იქნა, მივაღწიეთ უდაბნოში ჩამარხულ მეოთხე და


უკანასკნელ ტიკს. მზე ულმობლად აცხუნებდა. დჰირენდრას
ნებართვით, წყალს გახელებული მგლებივით დავეწაფეთ.

ეს დღეც ზუსტად ისე მიიწურა, როგორც წინა დღეები: მწერები,


წყურვილი, მტანჯველი უძილობა და საშინელი მზე, რომელსაც
ლამის გავეგიჟებინეთ... თვალებს ხელით მოვიჩრდილებდი და
დიდხანს გავცქეროდი სამხრეთ-დასავლეთს. ამაოდ ვცდილობდი,
შორიდან გამერჩია მთების მოხაზულობა. მაგრამ წინ არაფერი იყო,
გარდა ერთფეროვანი ქვიშიანი ვაკისა. სასოებითა და შიშით
ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე. თუ მორიგი გადასასვლელის

104
შემდეგაც ვერ დავინახავდით მთებს, ეს ჩვენთვის სასიკვდილო
განაჩენი იქნებოდა.

რუკის მიხედვით, შუა გზაში ვიყავით, მაგრამ უდაბნო,


ზოგიერთი სხვა ადგილის მსგავსად, შეიძლებოდა ზუსტი მასშტაბით
არ მოეხაზა შივნათჰ ჯაუჰრის და მაშინ დაღუპვა არ აგვცდებოდა.
ჩვენ ზემოთ, უღრუბლო ცაზე ქორი ტრიალებდა, ამ ადგილებში
სიცოცხლის ერთადერთი ნიშანი. სიკვდილის უცვლელი
თანამგზავრი წინასწარ გრძნობდა მომავალი მსხვერპლის
სიახლოვეს.

დჰირენდრა უთუოდ ძალიან წინდახედულად მოიქცა, როცა ნება


დაგვრთო, მზის ჩასვლის შემდეგ რამდენიმე საათს გამოგვეძინა.
დღისით ვერც კი ჩავთვლიმეთ პაპანაქების გამო. კაპიტანს რომ
წასვლის წინ დასვენების უფლება არ მოეცა, ნახევარ საათსაც ვერ
ვივლიდი. ძილმა ძალა და მხნეობა შეგვმატა. ტიკში დარჩენილი
წყალი შევსვით და ღამის პირველ საათზე კვლავ გზას გავუდექით.

ჩანს ნება დავრთე, მთელი ჩემი ბარგი წამოეღო. ჩემს


მდგომარეობაში სისულელე იქნებოდა, წინააღმდეგობა გამეწია.
წყლით სავსე ოთხი ტიკიღა დაგვრჩა. არ ვიცოდით, კიდევ რამდენი
გვქონდა გასავლელი. ყველაფერი ეს სასოწარკვეთილთა თამაშს
ჰგავდა, ჩვენს სიცოცხლეს თითქმის სასწორზე ვაგდებდით. მაგრამ,
როცა დჰირენდრას შევხედე, მის თვალებში ამოვიკითხე, რომ ასეთი
განსაცდელი მისთვის ახალი ხილი არ იყო. იგი ისეთ ადამიანთა
რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც მთელი სიცოცხლე ისე ეთამაშებიან
სიკვდილსა და საფრთხეს, როგორც მეფოკუსე _ ხანჯალსა და დაშნას.

105
დილაადრიან დჰირენდრამ შესვენების ნება დაგვრთო. ცოტა
წყურვილი რომ მოვიკალით, ქვიშაზე მივწექით და რამდენიმე საათს
ვიძინეთ, შემდეგ კვლავ აუტანლად დაცხა და დასვენებაზე ფიქრიც
აღარ შეიძლებოდა.

საღამოს გზა განვაგრძეთ და ერთ ღამეში ათი-თხუთმეტი


კილომეტრი გავიარეთ. ღამის სამ საათზე კვლავ შევისვენეთ, რათა
ცოტა ხანს მაინც დაგვეძინა და დაგვესვენა, სანამ მზე მაღლა
აიწევდა. იმ დილით ტიკი, რომელიც ჩანმა გამომართვა, სულ
დავცალეთ. ვხედავდი, რომ ჩანს ძალიან უჭირდა. ამ დღეებში იგი
საკმაოდ გახდა, თვალები წინანდებურად აღარ უბრწყინავდა, უპეები
ჩაუმუქდა.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი


მომხდარა. ჩვეულებისამებრ, მთელი ღამე და დილითაც გზას
განვაგრძობდით და, რადგან დჰირენდრა ძალიან ცოტა წყალს
გვაძლევდა, ძლიერი წყურვილისაგან პირში გამუდმებულ ჩხვლეტას
ვგრძნობდი.

რაც უფრო ღრმად შევდიოდით უდაბნოში, მით უფრო აუტანელი


ხდებოდა მზე. ჯერ ჩანის ტიკი დავცალეთ, შემდეგ _ დჰანდასისა.
მეექვსე დღეს კი დაგვრჩა უკანასკნელი, ის, რომელიც კაპიტან
დჰირენდრას მოჰქონდა. დაცლილ ტიკებს ქვიშაზე ვყრიდით,
ვტოვებდით, როგორც გავლილი გზის ეტაპებს.

ახლა უკანასკნელი ძალა უნდა მოგვეკრიბა და შეუპოვრობა


გამოგვეჩინა. დღის სამ საათზე, თუმცა უმოწყალოდ ცხელოდა, გზა
განვაგრძეთ. ქანცმილეულები და ოფლით გახვითქულები,
106
ერთიმეორის უკან მივაბიჯებდით საშინელ უდაბნოში. ყოველი
ნაბიჯი უდიდესი ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვდა.

მზის ჩასვლის შემდეგ დჰირენდრამ დასალევად მოგვცა ნახევარ-


ნახევარი ჭიქა თითქმის ცხელი წყალი. დასვენება გვეწადა, მაგრამ
ჩვენმა სასტიკმა უფროსმა აგვიკრძალა, ეგ გარდაუვალ სიკვდილს
ნიშნავსო და გვიბრძანა, გზა განგვეგრძო.

ღამით სამხრეთიდან თბილმა, მაგრამ ნესტიანმა ქარმა დაუბერა


და ქვიშის ღრუბლები აშალა. ქვიშა თვალებსა ცხვირში გვეყრებოდა,
საზარლად კნაწუნობდა ჩვენს კბილებში.

როდი მახსოვს, რამდენი ვიარეთ შეუსვენებლად. უარზროდ


მივჩანჩალებდი ქვიშაზე, არც სხეულს ვგრძნობდი და არაფერზე
ვფიქრობდი. მომართული ავტომატივით ვმოძრაობდი და მეგონა,
რაღაც ძალა შეუჩერებლივ წინ მიბიძგებს-მეთქი.

აღმოსავლეთით ინათა და დჰირენდრამ ძლივს მოგვცა შეჩერების


უფლება. ჩანთები და იარაღები დავყარეთ და ძალაგამოლეულები
დავცვივდით ქვიშაზე.

არასოდეს დამავიწყდება იმ დილით მზის ამოსვლა. ირგვლივ


გადაშლილი იყო ყოველგვარ მცენარეულობას მოკლებული,
უსიცოცხლო ქვიშიანი უდაბნო. კვლავინდებურად ქროდა
სამხრეთის ქარი, რომელიც მიწიდან მეტრნახევრის სიმაღლეზე
ისროდა წვრილი ქვიშის მტვერს. მაგრამ ამ მკვრივი ნისლის ფარდის
ზევით ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე იყო. და, როცა სულ გათენდა,
უცებ დავინახეთ სამხრეთ-დასავლეთით ტაფობის მაღალი კედელი.

107
გაწამებულებმა და ძალაგამოცლილებმა სიხარულით შევყვირეთ: ეს
ხომ უდაბნოს დასასრული იყო, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფოდით.

მაგრამ სიკვდილი ჯერ კიდევ თავს დაგვტრიალებდა: ქარი


თანდათან ძლიერდებოდა და უდაბნოს თავზე გამოჩნდა მუქი
ღრუბელი, რომელიც ჩვენკენ მოიწევდა.

ძლივს მოვასწარით თითო ყლუპი წყლის დალევა, რომ


ჩამობნელდა და ქვიშანარევი გრიგალი ამოვარდა.

ქვიშა თვალებში გვცემდა, პირს გვიტენიდა, როგორც კი ხმის


ამოღებას დავაპირებდით, ყურებში გვიცვიოდა. ყრუ-მუნჯებსა და
ბრმებს დავემგვანეთ. დავწექით, მჭიდროდ მივეკარით ერთმანეთს
და ასე გავატარეთ მთელი დღე.

გრიგალი ოცდათექვსმეტ საათს გაგრძელდა, და ამ ხნის


განმავლობაში თითქმის სულ გაგვითავდა წყალი. როცა კვლავ
გავუდექით გზას, ჩვენი ბარგი ორჯერ მძიმე შეიქნა, რადგან ქვიშით
იყო სავსე.

მზის ამოსვლისას სულ ახლოს ვიყავით მთასთან. იქამდე სულ


რამდენიმე კილომეტრი რჩებოდა, მაგრამ ძალა უკვე აღარ გვქონდა.
დჰირენდრა, რომელიც თავისი მაგალითით ჩემისთანა ადამიანსაც კი
ამაგრებდა, თვითონ ჩონჩხს ჰგავდა. ჩანის სიმსუქნისა კვალიც აღარ
დარჩა. რაც შეეხება დჰანდასს, იგი ბოლო ხანებში გიჟივით იქცეოდა.
თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, საათობით იცქირებოდა საშინელი,
თითქოს არაფრის მხედველი მზერით სადღაც შორს. თხელი ტუჩები
მაგრად მოეკუმა. აი, ახლაც, იოტისოდენა ყურადღებასაც არ

108
გვაქცევდა, მთების კედლებს გაჰყურებდა და წელში მოხრილი
ქორივით შეუპოვრად მიიწევდა წინ. ისე ჩქარობდა, თითქოს ვიღაცას
გაურბისო.

იგი მართლაც მირბოდა, სიკვდილს გაურბოდა, საშინელ,


მტანჯველ სიკვდილს, რომლის ცხელი სუნთქვაც ჩვენ უკვე
განვიცადეთ წყურვილისაგან გატანჯულებმა. ვიცოდით, რომ ყოველ
წუთში შეიძლებოდა ძალას ეღალატა და მაშინ, თითქმის უკვე
მისულები, მხურვალე ქვიშაზე დავეცემოდით, სამუდამოდ აქ
დავრჩებოდით, ამ საშინელ, უცნობ ქვეყანაში.

დჰირენდრამ დარჩენილი წყალი გაგვინაწილა. მე უცრემლოდ არ


შემიძლია მოვიგონო ამ კაცის კეთილშობილება. წყლის
განაწილებისას იგი თავისი კუთვნილი ულუფის ნაწილს ჩვენ
გვიყოფდა, თუმცა წყურვილისაგან ჩვენზე ნაკლებად როდი
იტანჯებოდა. დჰირენდრა მუდამ მზად იყო, თავი გაეწირა ჩვენთვის,
არაფრისა ეშინოდა, იგი ნამდვილი წინამძღოლი იყო.

ჩვენი რაზმი ძალიან ნელა მიიწევდა. მე და ჩანი ჩამოვრჩით


დჰირენდრასა და დჰანდასს, რომელიც ახლა სულ წინ მიდიოდა.
გეგონებოდა, დჰანდასს სხეულში ეშმაკი ჩაუსახლდაო. _
ბორძიკობდა, ეცემოდა, ისევ დგებოდა, ფეხები ქვიშას მიმოყრიდა და
ჯიუტად მიაბიჯებდა წინ. ერთხელ არ მოუხედავს, რომ დაენახა,
მივყვებოდით თუ არა.

შუაღამისას გონება დავკარგე და ქვიშაზე დავვარდი.

109
გონს მაშინ მოვედი, როცა ბატონი ჩანი ჩემს წამოყენებას
ცდილობდა, მან ბოლოს და ბოლოს მოახერხა ეს, მაგრამ ოც
ნაბიჯზეც ვერ მატარა, რომ თვითონაც გრძნობა დაკარგა.

ახლა ორივენი ერთიმეორის გვერდით თვალდახუჭულები


ვეყარეთ ქვიშაზე და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ გვეტყობოდა.
ჩვენ ზევით, ძალიან მაღლა, მზე ანათებდა და გვწვავდა თავისი
მცხუნვარე სხივებით. წყურვილისაგან ყელი მეწვოდა, ენა გამისივდა
და აუტანლად მაწამებდა. თვალები შემიშუპდა და ქვიშამ ისე
დამიწითლა, ტკივილებისგან გახელა მიჭირდა. მზემ ისე დამიწვა
ხელები, რომ ოდნავი შეხებაც კი აუტანელ ტკივილს მაყენებდა.

ადგომას არც ვცდილობდი. ვიცოდი, აზრი არ ჰქონდა. უხმოდ


ველოდი სიკვდილს. უცებ ვიღაცამ წამომაყენა. თვალი გავახილე და
კაპიტანი დჰირენდრა დავინახე. ჩემთვის მობრუნებულიყო და ახლა
ხელში ატატებული მივყავდი. მადლობის თქმის თავი არა მქონდა,
მაგრამ თვალებიდან ცრემლები მცვიოდა, და ეს ყოველგვარ
სიტყვებზე მეტის მთქმელი იყო. მე ვიცოდი, რომ არასდროს
დავივიწყებდი მის სიკეთეს, კაპიტანს მუდამ დიდი მადლიერების
გრძნობით მოვიგონებდი.

უკან რომ მოვიხედე, ჩანი დავინახე, წინ კი, შორს, დჰანდასი


უწინდებურად გიჟივით მიაბიჯებდა. თვალები მიეპყრო
ორმოცდაათმეტრიან კლდეში გამოკვეთილი ვეება ქანდაკებებისკენ,
რომლებიც უდაბნოს გაჰყურებდნენ.

110
ისე სუსტად ვგრძნობდი თავს, არც კი გამკვირვებია მათი
დანახვა. მეც, დჰირენდრაც და ჩანიც უსიტყვოდ ვუცქერდით ვეება
ქანდაკებებს და ნელა მივიწევდით მათკენ.

მე ვიცნობდი ამ ძველ სკულპტურულ გამოსახულებებს. მარცხნივ


აღმართული იყო ძველი ეგვიპტის ღმერთის _ ტოტის ქანდაკება
წმინდა იბისის თავით, მარჯვნივ საიქიოს სამეფოს ღმერთი ანუბისი
იდგა ტურის თავის გამოსახულებით. ჰაერი ისეთი გამჭვირვალე
იყო, გარკვევით ვხედავდით ძველი ხელოვნების ამ არაჩვეულებრივ
ნიმუშებს, თუმცა მანძილი ჩვენ შორის კილომეტრნახევარი მაინც
იქნებოდა.

მაგრამ აი, კაპიტანმა დჰირენდრამაც ვეღარ გაუძლო და მიწაზე


დავარდა. უკან მიმავალმა ჩანმა დიდი გაჭირვებით წამოაყენა იგი. მე
ვიცოდი, თუ სიარულს ვერ შევძლებდი, დჰირენდრა და ჩანი ხელით
წამიყვანდნენ, მაგრამ მათაც ძალა გამოელეოდათ, წაიქცეოდნენ და
მაშინ უკვე ვეღარაფერი გვიშველიდა. უკანასკნელი ნებისყოფა
მოვიკრიბე, თავი ვაიძულე, წამოვდექი და ერთმანეთის დახმარებით,
თავჩაქინდრულნი გავუყევით მხურვალე ქვიშნარს. სულ
დაგვავიწყდა დჰანდასი, რომელიც ამ დროს უკვე ქანდაკებებთან
იდგა.

და უცებ დახშული ყვირილი მოგვესმა. ძლივძლივობით ავწიეთ


თავები, გავიხედეთ და დავინახეთ, როგორ დაენარცხა მიწას
ხელებაღმართული დჰანდასი.

111
მისვლა ვერც კი მოვასწარით, რომ იგი თვითონვე წამოდგა, ჩანთა
და იარაღი მოისროლა, ჩვენკენ არც გამოუხედავს, ისევ მთვრალივით
ბარბაცით განაგრძო გზა.

მთების ძირში კვლავ წაიქცა, მაგრამ ამჯერად ადგომა ვეღარ


შეძლო, ოთხზე დადგა და ისე გაფორთხდა. ჩვენ იმ ადგილამდე
მივედით, სადაც დჰანდასის ბარგი ეყარა, მიწაზე დავწექით და
შეშინებული ვუცქერდით, როგორ მიბობღავდა იგი მთაში
ამოკვეთილ კიბეზე.

მალე დჰანდასი თვალს მიეფარა და დაახლოებით ერთ საათს


აღარ დაგვინახავს. და აი, ორი დღე-ღამის მანძილზე პირველად
გავიგონეთ ხმამაღალი ყვირილი:

_ წყალი! წყალი ვიპოვე! გვეშველა!

დჰირენდრა წამოდგა, რის ვაივაგლახით მილასლასდა კიბესთან


და მთაზე ავიდა. მე და ჩანიც მივყევით, ძლივს ავაღწიეთ მთის
ძირას, და ქანცგაწყვეტილები დავცვივდით. დჰირენდრა მალე
დაბრუნდა და ტოლჩით წყალი მოგვიტანა. ცივი წყალი ციურ
ნექტარზე გემრიელი გვეჩვენა. მან დაგვიბრუნა სიცოცხლე, იმედი,
ძალა და სიმხნევე. რაკი საშინელი უდაბნო დავძლიეთ, რა სიძნელეც
არ უნდა შეგვხვედროდა ამიერიდან, უკვე ვეღარაფერი
შეგვაჩერებდა.

112
მეთერთმეტე თავი. მჯდომარე გადამწერლების გზა

თქვენ უთუოდ გაგიკვირდებათ, რომ მთაზე წყალი აღმოჩნდა, იმ


დროს, როცა ქვევით უწყლო უდაბნო იყო გადაჭიმული. მაგრამ ეს
მოვლენა ძალიან მარტივად აიხსნება: უდაბნოში ქვიშა მყარ,
წყალგაუმტარ ქანებზე იდო, რომლებშიც ნიადაგის წყლები ვერ
ატანდა. მთის მწვერვალიც ასეთივე მყარი ქანებისაგან შედგებოდა,
მაგრამ ოდნავ დაბლა, პლატოს მხარეს, ფერდობზე მათ რბილი,
ფხვიერი ქანები ცვლის, რომელთა შორისაც მწვერვალიდან ორასი
მეტრის დაშორებით საუცხოო, კამკამა, ყინულოვანი წყარო
მოჩქეფდა.

ჩვენ წყაროსთან მივედით, მუცელზე დავწექით და


დასარწყულებლად მისული თხებივით ხარბად დავეწაფეთ წყალს.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა რაზმმა მდინარე დატოვა, პირველად


დავინახეთ წყალი, რასაკვირველია, თუ არ ჩავთვლი იმას, ტიკებით
რომ მოგვქონდა. იმ დღეებშიც, როცა მდინარის ნაპირზე ვიდექით,
ვცდილობდით კარავი წყლისაგან შეიძლება შორს გაგვემართა,
რადგან იქ გამუდმებით უთვალავი ბუზი, კოღო და ქინქლა ირეოდა.
ჯერ კიდევ შივნათჰის უბის წიგნაკიდან ვიცოდით, რომ მდინარე
სობატის ხეობაში არის ბუზის განსაკუთრებული სახეობა, რომლის
კბენაც ადამიანისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს,
მაგრამ ჩლიქიანი ცხოველებისათვის _ ძროხების, კამეჩებისა და
ცხენებისათვის სასიკვდილოა. თავის დროზე ამან გვაიძულა, უარი
გვეთქვა უდაბნოში აქლემებით მგზავრობაზე, რომლებიც, გარდა

113
ამისა, საეჭვოა, აიტანდნენ თუ არა სამხრეთისკენ ასეთი გრძელი
გზის გავლას.

ცივი წყლით რომ გული ვიჯერეთ, ხშირი ხეების ჩრდილში


დავწექით და მაშინვე მკვდრებივით ჩაგვეძინა.

მზის ამოსვლისას გამეღვიძა და დავინახე, რომ დჰირენდრას


კოცონი დაენთო და ქვაბი დაეკიდა. მალე დჰანდასსა და ჩანსაც
გაეღვიძათ, სამივენი ნაკადულისაკენ გავეშურეთ და ამდენი ხნის
შემდეგ პირველად ვიბანავეთ. უკან რომ დავბრუნდით, საუზმე უკვე
მზად იყო. დიდი პატიჟი არ დაგვჭირვებია, ტომრიდან საბანი
ამოვიღეთ, ხეების ხშირ, მწვანე ვარჯებს ქვეშ გავშალეთ და ხარბად
დავაცხერით საჭმელს. ვერ წარმოიდგენთ, რა გემრიელი გვეჩვენა იმ
დღეს კაპიტნის ხელით დამზადებული ბრინჯის კვერები.

როცა საკმაოდ შევნაყრდით, მოვათვალიერეთ გარემო. არასოდეს


დამავიწყდება ის სიხარული, რომელიც განვიცადეთ მაშინ, როცა
თავი დავაღწიეთ ცეცხლოვან ჯოჯოხეთს, სადაც არც ჩრდილია, არც
წყალი, არც თავშესაფარი მგზავრისათვის, და მოვხვდით მწვანე
ჭალებითა და მდელოებით დაფარულ სამოთხესავით ქვეყანაში,
სადაც მაღალ, ხავერდოვან ბალახს გრილი ნიავი აბიბინებდა. ამ
ნაკადულის რაკრაკს ხომ ციური ბარბითის ნეტარი ხმაც ვერ
შეედრებოდა.

ჩვენს ქვევით, შორს, ჩრდილოეთით, დარჩა საშინელი უდაბნო,


სადაც ყვითელი, ცხელი ქვიშის მეტი არაფერი მოიძებნებოდა,
ჩვენგან სამხრეთით კი გადაშლილი იყო მწვანე ბალახითა და
მძლავრი ხეებით დაფარული ზღაპრული ქვეყანა. ჰაერი ისე სუფთა
114
და გამჭვირვალე იყო, მთები სულ ახლოს გვეჩვენებოდა. ხან აქ, ხან
იქ მომცრო ბორცვები ჩანდა, სქელი ბალახით დაფარულ
ფერდობებზე ვეება ქვის ლოდები ეყარა. პატარა ნაკადული სათავეს
ჩვენი წყაროდან იღებდა, თავქვე ეშვებოდა, გზადაგზა სხვა
ნაკადულებს იერთებდა და ქნიდა მდინარეს, რომელიც შორს,
სამხრეთით, ხეობაში მიედინებოდა.

ჩვენგან ასე ოთხასიოდე მეტრზე სამი მეტრის სიმაღლის ორი ქვის


ქანდაკება მოჩანდა. როგორც კი დავინახე, მაშინვე მათკენ გავეშურე,
რათა უფრო კარგად დამეთვალიერებინა. გარეგნულად ისინი
არაფრით განსხვავდებოდნენ საკარელი მჯდომარე გადამწერლების
ქანდაკებებისაგან. დროსა და ჰავას ძალიან დაეზიანებინა _ სავსებით
წაეშალა ნაკვთები. ორივე გადამწერი ფეხებგადაჯვარედინებული
იჯდა კვარცხლბეკზე და მუხლებზე ქაღალდი ედო.

წინ, სადამდეც კი თვალი მისწვდებოდა, მოჩანდა


ერთიმეორისაგან ოთხასი მეტრის დაშორებით მდგარი მრავალი
ისეთივე სკულპტურული წყვილი. მთის მწვერვალიდან
ქანდაკებების ორი მწკრივი შორს სამხრეთისაკენ მიემართებოდა და
ქვაში გამოკვეთილი ვეება გადამწერლები თანდათან
პატარავდებოდნენ, შემდეგ ძლივს შესამჩნევ წერტილებად
იქცეოდნენ, ბოლოს კი სავსებით უჩინარდებოდნენ.

ეჭვი არ არის, ეს ის ქანდაკებები იყო, შივნათჰი რომ წერდა, გზაც


ის იყო, რომელსაც კიბეებიდან პირდაპირ მიტნი-ხაპში მივყავდით.

ენა ვერ აღწერს, რა აღფრთოვანებამ შემიპყრო. თუმცა ჩვენ


მხოლოდ ერთი ღამე დავისვენეთ, მაგრამ მაინც მოვასწარით
115
წარსული ტანჯვის დავიწყება და სულაც არ ვფიქრობდი მომავალ
საშიშროებაზე. მარტო მჯდომარე გადამწერლების გზის აღმოჩენას
უკვე თავისთავად არანაკლებ მნიშვნელობა ჰქონდა, ვინემ
მარიეტის20 გამოკვლევას, ჩვენი მგზავრობა კი ძველი ცივილიზაციის
ქვეყანაში ფაქტიურად ჯერ დაწყებულიც არ იყო. ინტერესით
გავყურებდი სამხრეთით ჩამუქებულ მთებს და დარწმუნებული
ვიყავი, რომ ქალაქ მიტნი-ხაპს და სერაფისის აკლდამას ვნახავდით.

მთელი დღე ხეების საამო ჩრდილში ვისვენებდით და ამხანაგებს


გავუზიარე ჩემი ოცნება, რომელმაც სინამდვილიდან შორს
გადამტყორცნა. ნაცვლად იმისა, რომ იმ სიძნელეებზე გვეფიქრა რაც
წინ გველოდა, მე წარმოვიდგინე, რომ ჩვენ ოთხივენი
გამარჯვებულნი და მხიარულნი დაფდაფებითა და ნაღარით
მივაბიჯებდით მჯდომარე გადამწერლების გზაზე, როგორც თავის
დროზე არაერთხელ გაუვლიათ გზაზე ძველ ეგვიპტელებს. ძალიან
მინდოდა საკუთარი თვალით მეხილა ძველი ეგვიპტის ქალაქი,
რომელიც ათას წელს ითვლიდა. სხვა არავითარი სურვილი არ
მქონდა.

დჰირენდრა, ჩემ საპირისპიროდ, პრაქტიკული ადამიანი იყო. იგი


დაელოდა ჩემი ფანტასტიკური მოთხრობის დამთავრებას და შემდეგ
ირონიული ღიმილით მომმართა. მისმა სიტყვებმა მაშინვე თითქოს
ცივი წყალი გადამასხა.

20მარიეტი _ საფრანგეთის XIX საუკუნის განთქმული ეგვიპტოლოგი,


რომელმაც მთელი ცხოვრება ეგვიპტის არქეოლოგიურ გამოკვლევებს
მიუძღვნა.
116
_ ძვირფასო პროფესორო, _ მითხრა მან, თქვენ ისე მსჯელობთ,
თითქოს მოყვრებში მიდიოდეთ სტუმრად. მე კი სულ სხვა აზრისა
ვარ და ვფიქრობ, რომ სწორედ აქედან იწყება ჩვენი მოგზაურობის
ყველაზე საშიში მონაკვეთი.

უეცრად ხელახლა დამიდგა თვალწინ უდაბნოში გადატანილი


გაჭირვება და შიშის ზარი დამეცა:

_ ყველაზე საშიში?

_ დიახ, პროფესორო, დამიდასტურა დჰირენდრამ. ახლა ოცნების


კოშკების შენების დრო არ არის. თქვენ აღფრთოვანებით გვიამბობთ
მთებში ნაკვეთ ორ ვეება ქანდაკებაზე, მჯდომარე გადამწერლებზე
და არ ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ წინ დასახლებული ქვეყანაა.

_ დასახლებული? — გაოცებულმა ვიკითხე მე. _ ღმერთო ჩემო! ეს


სულ დამავიწყდა!

დჰირენდრამ უხმოდ დააქნია თავი და დურბინდი გამომიწოდა.

_ ჩაიხედეთ და თავიდან მოიშორეთ უსაფუძვლო ოცნებები, _


მითხრა მან. _ უფრო ყურადღებით შეხედეთ ამ ჯერ კიდევ ჩვენთვის
უცნობ ქვეყანას.

მე დურბინდში ჩავიხედე და დავინახე შორეული მთები,


გადაშლილი ხეობა. აქა-იქ, განსაკუთრებით მდინარის ნაპირებზე,
პატარ-პატარა მინდვრები მოჩანდა, ეტყობოდა, ქერი ან ხორბალი
იყო დათესილი. ცოტა მოშორებით ნახირი გაშლილიყო.

117
_ დიახ, აქ ნამდვილად ხალხი ცხოვრობს, _ ვუთხარი
დჰირენდრას და დურბინდი დავუბრუნე.

_ სახლები დაინახეთ?

_ არა.

_ მაშასადამე, ცუდად უყურებდით, _ მითხრა კაპიტანმა და


მიმითითა ბორცვზე, რომელიც ჩვენგან კილომეტრ-ნახევრის
დაშორებით იყო აღმართული.

მე კვლავ ჩავიხედე დურბინდში და გამიკვირდა, პატარა სოფელი


რომ გავარჩიე. ლერწმის ქოხების გვერდით ტანმორჩილი
ადამიანებიც დავინახე.

უხმოდ დავუბრუნე დჰირენდრას დურბინდი.

_ რა უნდა ვქნათ? _ ვკითხე კაპიტანს.

_ ვფიქრობ, ჩვენი ბედი რამდენიმე საათში გადაწყდება. აქ


როდემდე დავიმალებით. _ მიპასუხა მან და ისე შემოგვხედა,
თითქოს ჩვენი აზრის გაგება სურდა.

მე ვიფიქრე, მირჩევნია, მოვკვდე, ვინემ უკან, უდაბნოში


დავბრუნდე-მეთქი და დაველოდე, რას იტყოდნენ სხვები. მაგრამ
ჩანი და დჰანდასი ხმას არ იღებდნენ.

_ მაშ კარგი, _ მოგვმართა დჰირენდრამ. _ დადგა დრო. როცა


ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი ძალის რწმენა, ყველაფერი,
რასაც შივნათჰ ჯაუჰრი წერდა, დადასტურდა. ამიტომ არავითარი
საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი შეგვეპაროს, რომ ამ გზას მივყავართ
118
მიტნი-ხაპში, ქალაქში, რომლის მცხოვრებნიც ძველეგვიპტურ ენაზე
ლაპარაკობენ. პროფესორმა იცის იგი, კითხულობს და წერს ამ ენაზე,
ის კარგად იცნობს ძველ ეგვიპტელთა ხასიათს, ზნე-ჩვეულებებსა და
ტანსაცმელს. მე კი არაერთხელ შევხვედრივარ თანამედროვე
პირველყოფილ ტომებს და, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანი
წარმოდგენა მაქვს ძველ ცივილიზაციაზე, ჩემი აზრით, შევძლებ ისე
მოვექცე ამ ქვეყნის მოსახლეობას, როგორც საჭიროა. ოდნავ
წინდაუხედავი მოქცევაც კი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდება, რადგან
ძველი ეგვიპტელები, როგორც ჩანს, დიდი გულმოწყალებით არ
გამოირჩეოდნენ.

_ პირიქით, ისინი არაჩვეულებრივად ულმობელნი იყვნენ.

ველოდით, რომ დჰირენდრა კიდევ რაიმეს იტყოდა, მაგრამ მან


თავისი აზრი უკვე გამოთქვა და ახლა ჩვენი მოსმენა სურდა. უცებ
ჩანმა გვანიშნა, გაჩუმდითო, ყურზე ხელი მიიდო და შემოხედვით
გვაგრძნობინა, მიაყურადეთო.

119
მეთორმეტე თავი. ე ტ ლ ი

გარკვევით გავიგონეთ ცხენის ფლოქვების თქარათქური. ჩანი


მიწაზე გაწვა, ცოცვით მიაღწია ვეება ქვას და ამოეფარა. ჩვენც მის
მაგალითს მივბაძეთ, მაღალ ბალახს ამოვეფარეთ და ჩანთან
მივფორთხდით.

ფრთხილად გავიხედეთ და დავინახეთ, ჩვენ გვერდით როგორ


გაირბინა დაღლილობისაგან ენა-გადმოვარდნილმა ვეება აფთარმა.

შეხედვა ხეირიანად ვერც კი მოვასწარით, რომ შორს რაღაც შავი


საგანი გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ ჩვენკენ მოქროდა. ეს იყო
ორბორბლიანი საბრძოლო ეტლი, რომელშიც ოდნავ წინ დახრილი,
ასე, ოცდაათი წლის ახოვანი კაცი იდგა. ხელში სადავე და მშვილდი
ეჭირა. არაფერი ეცვა, მხოლოდ ოქროს აშიით შემკული ენქერი
ჰქონდა შემოკრული და ყელზე ძვირფასი თვლების ყელსაბამი
ეკიდა. ეტლმა სულ ახლოს, ორმოცდაათიოდე მეტრზე ჩაგვიქროლა
და მე უნებლიეთ თვალი დამრჩა ცხენზე. ის თამამად გაუწევდა
მეტოქეობას საუცხოო არაბულ ბედაურებს. გრძელ ფაფარს ქარი
უფრიალებდა. კუდი ფლოქვებში სცემდა, თავს კი თავისივე
სხეულივით შავი ჯიღა უმშვენებდა.

უცებ მხედარმა სადავე მარცხენა ხელში გადაიტანა, კაპარჭიდან,


რომელიც იმ ადგილას იყო დამაგრებული, სადაც თანამედროვე
ეტლებს ფეხების საყრდენს უკეთებენ, ისარი ამოიღო, მთელი ძალით
მოზიდა და აფთარს ესროლა. გაისმა ზუზუნი და ისარი აფთარს
მარცხენა ბეჭში ჩაესო. როგორც ჩანს, პირდაპირ გულში მოხვდა,
120
რადგან მხეცი ტკივილისაგან მოიკრუნჩხა და მიწაზე გაგორდა, მერე
კი ერთი უცნაურად გაიჭიმა და გაირინდა.

მხედარი მარჯვედ მიაქროლებდა ეტლს. ჩანდა, ცხენი, გაწაფული


ჰყავდა: საკმარისი იყო, ოდნავ მოეზიდა აღვირი, რომ მაშინვე
გაქვავებულივით დადგებოდა. იღბლიანი მონადირე ჩამოხტა,
აფთარს მიუახლოვდა, ისარი ამოაძრო, თავისი ნადავლი ეტლში
შეაგდო და ცხენმა ქარივით გააქროლა იგი მჯდომარე
გადამწერლების გზით. ფლოქვების თქარათქური თანდათან მიწყდა
და გზაზე მხოლოდ მტვრის კორიანტელი დარჩა.

განცვიფრებულები დიდხანს ვდუმდით.

_ პროფესორო, ახლაც იტყვით, რომ საფრთხე არ მოგველის? _


დაარღვია სიჩუმე კაპიტანმა დჰირენდრამ.

ჯიბიდან წითელი ცხვირსახოცი ამოვიღე, შუბლიდან ოფლი


მოვიწმინდე და მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნდა მეტყველების
უნარი:

_ დიახ, კაპიტანო, თქვენ სავსებით მართალი იყავით. მაგრამ,


ყველაფრის მიუხედავად, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს კაცი
უწინაც მენახოს. მე არაერთხელ დამიხატავს ჩემს წარმოსახვაში ეს, ან
ამის მსგავსი ჭაბუკები, ფარაონ რამზესისა თუ სეთის შინაკაცები,
ეტლით მიმავალნი თებედან ქალაქ კოპტოსში, რომელიც თებესავით
ნილოსის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. და, აი დღეს, რაოდენ
საკვირველიც უნდა იყოს, მე, მეოცე საუკუნის მეცნიერმა, ეს ცხადად

121
ვიხილე. დაუჯერებელია!.. მაგრამ განა შეიძლება საკუთარ თვალებს
არ დაუჯერო? მათ არ შეუძლიათ მოგვატყუონ.

ამ დროს დჰანდასმა ხელი მთებისკენ გაიშვირა და შეჰყვირა:

_ იქ!... ი-ი-იქ ოქროა! იქ სერაფისის ოქროა!

მე მას ისევ შევამჩნიე შეშლილობის ნიშნები: სადღაც შორს


იცქირებოდა, თვალები ციებ-ცხელებიანივით უელავდა და მთელი
ტანით ცახცახებდა.

დჰირენდრა სიგარას ეწეოდა, ჩანი კი მოხერხებულად


მოკალათებულიყო და თვალებდახუჭული იღიმებოდა. შევხედე თუ
არა, მივხვდი, რომ მთელი არსებით ფიქრებს მისცემოდა.

_ ასეთები ხეობაში ვერ ჩავალთ, _ გვითხრა კაპიტანმა


დჰირენდრამ, რომელსაც დჰანდასის ყვირილისთვის ყურადღება არ
მიუქცევია. _ რაღაც უნდა მოვიფიქროთ.

_ ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალოთ, _ გამოთქვა თავისი აზრი


ჩანმა.

_ გამოვიცვალოთ! მაინც რას გვირჩევთ, რა ჩავიცვათ? _ ვკითხე მე.

_ ბატონო პროფესორო, მე ვფიქრობ, ეს თქვენ ჩემზე უკეთ


მოგეხსენებათ, _ მიპასუხა ჩანმა.

ვცადე, ჩავკვირვებოდი მისი სიტყვების აზრს, მაგრამ ამაოდ. ჩანმა


ჩემს პასუხს არც კი დაუცადა, ისე მომიბრუნდა:

122
_ პროფესორო, მოიფიქრეთ რამე. ნუთუ ამ ხალხს არა ჰყავთ
ისეთი ღმერთები, რომელთა სახის მიღებაც ჩვენ შეგვეძლო, სანამ
გზას შევუდგებოდეთ?

მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდა ჩემგან ჩანს. თუნდაც ძველი


ეგვიპტის ღმერთების მთელ პანთეონს ჩამოგითვლიდი. ქვეყნად
იშვიათია ხალხი, რომელსაც იმდენი ღმერთი ჰყავდეს, რამდენიც
უძველეს ეგვიპტეს. ყველაზე მთავარი მათ შორის დიდი ოზირისი
იყო, რომლის ტაძარიც სიდიდით თვით რომის განთქმულ
იუპიტერის ტაძარს აღემატებოდა. მისი ძალაუფლება
ვრცელდებოდა, როგორც საიქიოზე, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.
ასობით ღმერთის გარდა, რომელთა თაყვანისცემა თაობიდან თაობას
გადაეცემოდა მთელს ეგვიპტეში, არსებობდნენ უამრავი
ადგილობრივი ღმერთები, რომლებიც მფარველობდნენ ამა თუ იმ
ქალაქს. ამ ღმერთებს უმღერიან ბევრ იმდროინდელ
ლიტერატურულ ძეგლში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. პტახი
ქალაქ მემფისის მთავარი ღმერთი იყო, იმ დროს, როცა თებეზე
ამონის ძალაუფლება ვრცელდებოდა, ქალაქ ბუტოზე კი —
ქალღმერთი იზიდასი. მე გატაცებით ვუამბობდი ამხანაგებს
სხვადასხვა თქმულებას ძველი ეგვიპტის ღმერთებისა და
იერარქიულ კიბეზე მათი ადგილების შესახებ, მაგრამ ჩანმა
შემაწყვეტინა:

_ კარგი, პროფესორო. როგორც ჩანს, ძველ ეგვიპტელებს ბლომად


ჰყოლიათ სხვადასხვა გარეგნობის ღმერთები, რომლებსაც ქება-
დიდებას ასხამდნენ ხალხურ გადმოცემებში, მაგრამ ვის ასახიერებენ

123
მთაში გამოკვეთილი ვეება ქანდაკებები? მე არაფერი ვიცი მათზე,
გთხოვთ, უფრო დაწვრილებით მიამბოთ.

_ აქ გამოკვეთილია შავი მაგიის, ანგარიშის, დამწერლობის,


სიბრძნის და აგრეთვე ხელოვნების მფარველი ღმერთი ტოტი და
საიქიოს, ანუ სიკვდილის ღმერთი ანუბისი, _ ავუხსენი მე.

_ ორი ჩვენგანი რომ ამ ღმერთების სახით დაეშვას ხეობაში,


როგორ შეხვდებიან მათ იქაური მცხოვრებლები? _ მკითხა ჩანმა.

აღფრთოვანებისაგან თვალები გამიბრწყინდა, როცა ბოლოს და


ბოლოს ჩანის ჩანაფიქრს მივხვდი. და მიუხედავად იმისა, რომ
შესაძლებელი მარცხის გაფიქრება შიშის ზარს, მცემდა, აღტაცებით
შევძახე:

_ დიახ, მე ვფიქრობ, კარგი იქნება!.. ძველ-ეგვიპტელებს ბევრი


საერთო ჰქონდათ ჩვენთან, ინდუსებთან, კერძოდ, მათ სწამდათ
სულის გარდასახვა. მათი აზრით, ყოველ ადამიანში ცოცხლობს
სული, რომელიც სხეულთან ერთად არ კვდება. სავსებით
შესაძლებელია, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა დედამიწაზე
ჩამოსული ღმერთების დანახვაზე მათს პატივსაცემად რაღაც
განსაკუთრებული რიტუალები შეასრულონ, მაგრამ რას
შეასრულებენ, არ ვიცი. ბატონო ჩან, მე მჯერა თქვენი გეგმის
წარმატებისა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, სადღაც სულის სიღრმეში,
შეძრწუნებული ვფიქრობ იმ შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა
მოჰყვეს მას, თუ იგი ჩაიშალა და ჩვენი საიდუმლოება
გამოაშკარავდა.

124
_ ერთხელ ერთ-ერთ ტომს სათავეში ჩავუდექი მხოლოდ იმის
წყალობით, რომ მათ ღვთაების სახით მოვევლინე, _ თქვა კაპიტანმა
დჰირენდრამ. მე შემეძლო მათი მბრძანებელიც ვყოფილიყავი,
როგორც ჩემი მონებისა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შემრცხვა იმ
ხალხის მოტყუება, რომელმაც ასე ადვილად დამიჯერა. ძალიან
შემეცოდა ისინი, როცა დავინახე რა ველური, ბრმა რწმენით იყვნენ
შეპყრობილი და მათი ხელმძღვანელობა ბუდისტ მისიონერებს
მივანდე. ერთმა მათგანმა რამდენიმე ხნის შემდეგ მიამბო, რომ „ჩემმა
ველურებმა“ დიდი ნაბიჯი გადადგეს პროგრესის გზაზე, ახლა
ზეპირად შეუძლიათ წაიკითხონ ჰანუმანის21 გამონათქვამები და
გიამბონ დიდი ბუდას გარდასახვათა შესახებ.

ჩანი დინჯად წამოდგა. იგი თავისი ფიქრებით იყო გატაცებული


და მგონი, კაპიტან დჰირენდრას ნათქვამი არც კი გაუგონია.

_ ჩემი ცხოვრების მანძილზე ათასი როლი შემისრულებია და


ყველა დიდი წარმატებით. ის, რასაც მე თქვენ გთავაზობთ, უდავოდ
ძალიან საშიშია. მივიღებთ თუ არა ამ გეგმას, ეს მხოლოდ თქვენს
გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, პროფესორო, თუ თქვენ
მიგაჩნიათ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ, ღმერთები განვასახიეროთ,
პირდაპირ გვითხარით. თქვენს პასუხს ველით. _ გვითხრა ჩანმა.

მე ვიცოდი, რომ სხვა გზა არ გვქონდა მიტნი-ხაპში


შესასვლელად.

21ინდური მითოლოგიით, ჰანუმანი მაიმუნების ლეგენდარული მეფეა,


განთქმული თავისი სიბრძნით. მას მრავალ აფორიზმს მიაკუთვნებენ.
125
_ თუ შეიძლება, რომ გაკეთდეს ტურის ნიღაბი, რომელსაც ერთ-
ერთი ჩვენგანი თავზე ჩამოიცვამდა? - ვიკითხე მე.

_ ეგ ძალიან ადვილია, - მიპასუხა დჰირენდრამ. სულ რაღაც ათი


წუთის წინ თქვენ აქ აფთარი ნახეთ. მე კარგად ვატყავებ ნადირს და
ვამუშავებ ტყავს. ამიტომ არ მეეჭვება, რომ აფთრის თავისაგან ისეთ
ნიღაბს გავაკეთებ, ვერასგზით ვერ გაარჩევთ მოზრდილი
ტურისაგან. მე ერთხელ უკვე მომიხდა ჰანუმანის ნიღბის გაკეთება
„რამაიანას“22 წარმოდგენისათვის და მას დიდი მოწონება ხვდა.

_ წმინდა იბისის ნიღბის გაკეთებას შეძლებთ? _ ვკითხე კაპიტანს.

_ ეს უფრო რთულია, მაგრამ მაინც შევძლებ, _ მიპასუხა მან,

_ შევარდენის ნიღაბს გააკეთებთ?

_ დიახ, იმასაც გავაკეთებ!

_ ოჰ! - შევძახე მე. _ წმინდა ხოჭო ჩვენთანაა. ღმერთები მიწაზე


ჩამოვიდნენ და სერაფისის აკლდამისკენ მიემართებიან, რათა
ძვირფასი ამულეტი დააბრუნონ... მაგრამ ჩვენ მდინარეზე
მოგვიხდება ცურვა, რადგან ძველი ეგვიპტელების წმინდა
გადმოცემები მჭიდროდაა დაკავშირებული მდინარე, ნილოსის
ნაპირებთან. თქვენ, ბატონო დჰანდას, როგორც ყველაზე მაღალი
ჩვენს შორის, გორი იქნებით, ოზირისის ვაჟი და ცის მბრძანებელი.
დჰირენდრა, თქვენ ანუბისი უნდა გახდეთ, თქვენ კი, ჩან, იქნებით
ტოტი, ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების მფარველი და გამგები

22 „რამაიანა“ _ ძველი ინდოეთის გმირული ეპოსი.


126
მაგიური წარწერებისა, რომელთა წამკითხველი არც ცაში და არც
დედამიწაზე არავინ არის. მე კი უზენაესი ქურუმი ვიქნები თქვენ
შორის, რადგან ღმერთები უშუალოდ არ ელაპარაკებიან უბრალო
მოკვდავთ.

დჰანდასი წამოხტა და აღტაცებულმა შესძახა:

_ ჩინებულია!.. ჩვენი გეგმის შესრულება გარდაუვალია!

127
მეცამეტე თავი. ნილოსის ხეობის ღმერთები სერაფისის ქვეყანაში

მეორე დილით უფრო დაწვრილებით განვიხილეთ ჩვენი გეგმა.


ამხანაგებს ვუამბე იმ ძველ ღმერთებზე, რომლებიც მათ უნდა
განესახიერებინათ. არავითარი საფუძველი არ მქონდა, მეფიქრა, რომ
ჩვენი საიდუმლოება გამოაშკარავდებოდა და ამიტომ შედარებით
მშვიდად ვიყავი.

მომზადებას რამდენიმე დღე სჭირდებოდა, და, რაკი ის ადგილი,


სადაც დასასვენებლად გავჩერდით, უხიფათო სულაც არ გახლდათ,
გადავწყვიტეთ, ბინა აქედან შორს, მთის ძირში გადაგვეტანა.
დჰირენდრა და დჰანდასი კიბეზე დაეშვნენ, რათა შესაფერისი
ადგილი გამოენახათ. დაბრუნებულებმა გვაცნობეს, ღმერთების
ქანდაკების მახლობლად ძალიან კარგი, მოხერხებული
გამოქვაბულიაო.

ახალ ადგილზე მთელი კვირა დავყავით, ყველას ძალიან ბევრი


სამუშაო გვქონდა.

კაპიტანმა დჰირენდრამ აფთარი მოკლა და ნიღბების გაკეთებას


შეუდგა. იგი ყურადღებით ათვალიერებდა თავის ნამუშევარს, და,
თუ რაიმე ნაკლს შეამჩნევდა, მაშინვე გულმოდგინედ ასწორებდა
შეცდომას. ბოლოს და ბოლოს, ნიღაბიც მზად იყო. დჰირენდრამ ისე
ოსტატურად გააკეთა იგი, რომ ცხოველის ბალანი შეუმჩნევლად
ერწყმოდა ადამიანის თმას.

128
შევარდენისა და იბისის ნიღბების გაკეთება უფრო რთული
გამოდგა და კაპიტანმა ამ საქმეს რამდენიმე დღე მოანდომა.

დჰირენდრამ დიდი შევარდენი მოკლა. ბუმბული გააცალა და


მისი ფრთებით მთლიანად დაფარა ნიღაბი, რომელსაც ნამდვილი
ნისკარტი მიაკრა.

იბისის მონადირება ადვილი საქმე იყო, იმიტომ რომ მდინარის


ნაპირებზე ისინი მრავლად ირეოდნენ. განსაკუთრებით ხშირად
შეხვდებოდით ლამაზ, წითელ იბისებს, იმ დროს, როცა წმინდა
იბისებს, რომლებიც ასე მრავლად არიან ზემო ეგვიპტეში მდინარე
ნილოსის ადიდების დროს, იშვიათად თუ ნახავდით. მთის
მწვერვალიდან დურბინდით ყოველ წუთს შეგვეძლო დაგვენახა,
როგორ დააბიჯებდა, ან დაფრინავდა მდინარის ნაპირებზე ასობით
წითელი იბისი.

წმინდა იბისი ლამაზი, თეთრი, ვერცხლისფრად მოელვარე


ბუმბულითაა შემოსილი, მაგრამ თავზე და ყელზე შავი, სრულიად
შიშველი კანი უჩანს, რომლის გაკეთებაც ძალიან გაგვიძნელდა.
ამიტომ კაპიტანმა დჰირენდრამ მოკლა რამდენიმე ფრინველი, თავზე
ტყავი გადააძრო, ოსტატურად შეაერთა და შემდეგ ნიღაბზე
გადაჭიმა, ისე, რომ დაფარულიყო პატარა ლურსმნის თავები,
რომლებითაც მან ნიღაბზე რაღაც შავი, მაგარი ხისგან გაკეთებული
ნამგალივით მოღუნული ნისკარტი მიაჭედა.

იმათ, ვისაც კაპიტან დჰირენდრას მოგზაურობის ამბები


წაუკითხავს, იციან, რომ იგი არასოდეს იშორებდა მინის თვალებით
სავსე ყუთს, რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს
129
ათასგვარ ოინებს უჩვენებდა. ეს ყუთი მას ახლაც გამოადგა.
დჰირენდრამ ნიღბებს ნახვრეტები გაუკეთა და შიგ მინის თვალები
ჩასვა იმ ვარაუდით, რომ იქიდან კაცს ყველაფერი დაენახა. ამით
დაამთავრა ნიღბების მორთვა.

დჰირენდრას თამამად შეეძლო ეამაყა თავისი ნამუშევრით: სამივე


ნიღაბი ცოცხალს ჰგავდა.

ბატონ ჩანს თავისი საქმეები ჰქონდა. თქვენ უკვე იცით, რომ მან
თან წამოიღო სხვადასხვა საგნით სავსე ყუთი, რომლებსაც
შესანიშნავად იყენებდა ხოლმე მუშაობისას. რამდენიმე საათით
ადრე, სანამ გზას დავადგებოდით, ჩანმა თავის ყუთიდან საღებავი
ამოიღო და ტანი შეგვიღება იმ მამაცი მონადირის კანის ფერით,
რამდენიმე დღის წინათ ეტლში რომ ვნახეთ...

ყველაზე იოლად ჩაცმულობის საქმე მოგვარდა. ძველი


ეგვიპტელები, როგორც წესი, მუხლებამდე ჩამოშვებულ თეძო-
საკრავებს ატარებდნენ.

იმ დროს, როცა ჩემი ამხანაგები ღმერთებად უნდა ქცეულიყვნენ,


მე უბრალო მოკვდავი ვრჩებოდი და ქურუმის მოვალეობას
ვასრულებდი. მიუხედავად ქურუმისათვის შესაფერისი სახისა, მეც
უნდა შემეცვალა გარეგნობა. ბატონმა ჩანმა სამართებელი გალესა და
სუფთად გადამპარსა თავი, რომელზეც თმა ისედაც ცოტა მქონდა
დარჩენილი. მომპარსა ულვაშები და წვერიც, რომლებიც მრავალი
წლის მანძილზე არ მომიშორებია. ჩანმა არც ეს იკმარა და სათვალეც
ჩამომართვა.

130
მზის ჩასვლამდე ერთე საათით ადრე მთიდან ხეობაში ჩავედით.
ჩვენი რაზმი უცნაურზე უცნაური სანახავი იყო. წარმოიდგინეთ
ძველი ეგვიპტის ღმერთები: გორი, ანუბისი და ტოტი თავიანთი
ძველი ქურუმით, და თითოეულს ზურგჩანთა და უკანასკნელი
ნიმუშის თოფი ხელში. გარდა ამისა, ანუბისს იღლიის ქვეშ
ამოდებული ჰქონდა დურბინდი და სიგარეტს აბოლებდა. ტოტს
პატარა აფთიაქი მოჰქონდა, გორს კი მხარზე საველე ბინოკლი
ეკიდა... იმ დროს რომ ნალანდის მუზეუმის თანამშრომლებს
დავენახეთ, სიცილისაგან დაიხოცებოდნენ.

ჯერ კიდევ მთაზე, სანამ გზას გავუდგებოდით, მე ყურადღებით


შევამოწმე ჩემი „ღმერთები“ და სავსებით კმაყოფილი დავრჩი.
დჰირენდრა და ჩანი შეუდარებელნი იყვნენ ანუბისისა და ტოტის
როლში. დჰირენდრა სიცქვიტით გამოირჩეოდა, რაც
დამახასიათებელი იყო ტურის-თავიანი ღმერთისათვის. ჩანის დიდი
მუცელი კი სწორედ ძალზე შეეფერებოდა ქალაქ ჰერმოპოლის
მფარველ ღმერთს – ტოტს. დჰანდასიც ზედგამოჭრილი იყო თავისი
როლისათვის. მას განსაკუთრებით ხელს უწყობდა არაჩვეულებრივი
მაღალი ტანი, რასაც ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,
რადგან ეგვიპტის გადმოცემებში ნათქვამია, რომ გორი დანარჩენ
ღმერთებზე ბევრად მაღალი იყოო.

ჩვენ მჯდომარე გადამწერლების გზას დავადექით. მე რაზმს წინ


მივუძღოდი და ხანდახან ვჩერდებოდი, რათა სხვებისთვის
დამეცადა და ანუბისისაგან მორიგი მითითება მიმეღო.

131
უპირველეს ყოვლისა, იმ სოფლამდე უნდა მივსულიყავით,
რომელიც დურბინდით დავინახეთ, რათა ამაღამვე საბოლოოდ
შეგვემოწმებინა, შევძლებდით ჩვენი როლების წარმატებით
შესრულებას, თუ მარცხი გველოდა.

გრილი ქარის მიუხედავად, რომელიც პირდაპირ სახეში


გვიბერავდა, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი და ამიტომ
გამოუთქმელი სიხარული ვიგრძენი, როდესაც ანუბისმა შესვენების
უფლება მოგვცა.

ტომრები მიწაზე დავაწყვეთ და ზედ დავსხედით. მე ჭეშმარიტ


სიამოვნებას მანიჭებდა იმის ცქერა, როგორ ხსნიდა ტოტი ყუთს,
რომელშიც გამხმარი ნესვი იდო, გორი კი ტომრიდან ნამცხვრის
შეკრულას იღებდა. როცა ყველაფერი მზად იყო, ღმერთებმა ნიღბები
მოიხსნეს და დიდი სიამოვნებით შევექეცით ვახშამს.

_ დიდხანს დასვენების უფლება არა გვაქვს, _ გვითხრა


დჰირენდრამ. _ ბარგი აქ უნდა დავტოვოთ. არა მგონია, ამ ღამით
ვინმემ მოიპაროს, ჩვენ კი სოფელში უნდა შევიდეთ. თან არაფერი
წამოიღოთ, გარდა რევოლვერებისა და ისიც ისე უნდა დავმალოთ,
რომ ვერავინ შეამჩნიოს.

ავდექით და ანუბისს მივყევით ბილიკზე, რომელიც დაბალ


ხორბლის ყანაზე გადიოდა; ჯეჯილი მუხლებამდე ძლივს
გვწვდებოდა. ხუთ წუთში მდინარეს მივადექით. მის ნაპირს
გავყევით და ორას–სამას მეტრზე მოულოდნელად პატარა სახლს
წავადექით. სახლის კარი ისე დაბალი იყო, დახრა დაგვჭირდა. შიგ
რომ შევედით, ტოტმა ჯიბის ფარანი აანთო, რომელსაც არასოდეს
132
იშორებდა, და დავინახეთ ორი კაცი, რომლებსაც იატაკზე დაყრილ
ჩალაზე ეძინათ. ისინი ან მიწათმოქმედნი უნდა ყოფილიყვნენ, ან
მონადირეები თუ მეთევზეები, ვინაიდან არავითარი სამკაული არ
ეკეთათ. შუაცეცხლი ჩამქრალიყო, მის გვერდით იდგა ზეთის ჭრაქი,
მასში ჩაშვებული პატრუქით. ანუბისმა ლამპარს მოუკიდა და კაშკაშა
ალმა მთელი ოთახი გაანათა.

დჰირენდრას ჭრაქი ჩამოვართვი, რადგან ღმერთებს არ


ეკადრებოდათ ხელში სჭეროდათ ასეთი საგნები, და მაღლა ავწიე.

სინათლემ გააღვიძა მასპინძლები. იმათ იფიქრეს, უთუოდ


ქურდები შემოვიდნენო, წამოცვივდნენ, საიდანღაც თვალის
დახამხამებაში გააჩინეს ნაჯახი და მძიმე ქვა და თავის დასაცავად
მოემზადნენ. მაგრამ ამ დროს ჩემი ამხანაგები დაინახეს და... მე
ძალიან მიძნელდება აგიწეროთ, რა მოხდა შემდეგ.

ქვაც და ნაჯახიც უმალვე მიწაზე დაცვივდა. მასპინძლებიდან


ერთ-ერთს შიშით ქვედა ყბა ჩამოუვარდა, ადგა და შეშლილივით
გვიყურებდა. მეორემ კი, როგორც კი კარგად დაგვინახა, იყვირა,
თავში ხელები იტაცა და იატაკზე დავარდა.

– ო, გორო, მწუხრისა და განთიადის მბრძანებელი ოზირისის


ვაჟო, შეიბრალე მონა შენი!

წინასწარ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მათ მე უნდა


გამოვლაპარაკებოდი... აუცილებელი იყო, გამომერკვია, შევძლებდი
თუ არა მათს ენაზე ლაპარაკს.

133
_ დამშვიდდი! _ ვუთხარი მე. _ ნურაფრისა გეშინია. ნილოსის
ღმერთები განა იმიტომ ჩამოვიდნენ თქვენს ქვეყანაში, რომ ტანჯვა
მოგაყენონ.

კაცი, რომელიც იატაკზე იწვა, თავის ზევით ფიქრობდა, და მე არ


ვიცოდი, გაიგო თუ არა ჩემი ნათქვამი.

ამ დროს მეორე ალაპარაკდა.

_ თქვენ ქურუმი ხართ? _ მკითხა მან.

_ დიახ, _ ვუპასუხე მე. უზენაესი ღმერთები გორი, ანუბისი და


ტოტი ჩამოვიდნენ იქიდან, სადაც უძველესი დროიდან ცხოვრობენ.
შენს პირდაპირ ანუბისი დგას, რომელიც წმინდა ოზირისს
მსხვერპლს სწირავს. ეს კი გორია, მწუხრისა და განთიადის მამა,
შემქმნელი მზისა, რომელიც მთელ ქვეყანას ათბობს. მის გვერდით
დგას ტოტი _ სიბრძნის ღმერთი. მას შეუძლია გასწავლოს
ყველაფერი, ისიც კი, რაც შენმა მამა-პაპამაც არ იცოდა. ოზირისმა
ბრძანა, რომ შენი ქვეყანა საზეიმოდ შეხვდეს ამათ მზის ღმერთის რას
ტაძარში. იქ, იმ ტაძრის ქვეშ აკლდამაა სერაფისისა, რომლის სულიც
უკვდავია.

როგორც კი გავჩუმდი, კაცი, რომელიც აქამდე მიწაზე


გაუნძრევლად იწვა, უცებ წამოხტა, გარეთ გავარდა და იყვირა:

_ ღმერთები მიწაზე ჩამოვიდნენ! სამყაროს დასასრულია!.

134
მეორემ, რომელიც ღმერთებთან მარტო დარჩა, შიშისგან სულ
დაკარგა თავგზა, ცოტა ხანს შეჩერდა, მერე კი გავარდა და
კვალდაკვალ მიჰყვა თავის ამხანაგს.

ყველაფერი ეს ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი მოვასწარი,


გამერკვია, გაიგეს თუ არა ჩემი ნათქვამი. მაგრამ მე უკვე მტკიცედ
ვიცოდი, რომ მათ ენაზე ლაპარაკი შემეძლო. თუმცა, რასაკვირველია,
ჩემი გამოთქმა ძალიან განსხვავდება აქაურისაგან.

მარტონი რომ დავრჩით, დჰირენდრამ მკითხა:

– როგორ არის საქმე, გაიგეთ, რას ლაპარაკობდნენ?

მე ვუპასუხე, რომ მათი ლაპარაკის გაგება სულაც არ გამჭირვებია


თუმცა, ცხადია, მათს ენასა და ნილოსის სათავეებთან მცხოვრებ
ძველი ეგვიპტელების ენას შორის გარკვეული განსხვავებებიც არის.

_ მაშ, თუ ასეა, ყველაფერი რიგზეა, _ თქვა კაპიტანმა


დჰირენდრამ. _ სწორ გზას ვადგავართ და უნდა ვიმოქმედოთ წუთის
დაუკარგავად. თქვენ ამბობდით, რომ ძველი ეგვიპტელები მთავარ
რელიგიურ ცერემონიებს მდინარის ნაპირებზე აწყობდნენ, ამიტომ
აუცილებლად ნავი უნდა ვიშოვოთ.

მდინარის ნაპირს გავყევით და სოფლისაკენ წავედით. წინ


ანუბისი მიდიოდა, დანარჩენები კი უკან მივყვებოდით. სულ მალე
ხეზე მიბმული პატარა ნავი დავინახეთ. ნავი ზედ მდინარის
ნაპირთან იყო გამოთრეული და ხშირ წყლის მცენარეებში იდგა.

135
ჩანი და დჰანდასი ბარგის მოსატანად წავიდნენ, მე და
დჰირენდრამ კი ნავს მივხედეთ და ისეთი სახე მივეცით, რომ სამი
დიდი ღმერთისთვის ამ ნავით მოგზაურობა სამარცხვინო არ
ყოფილიყო.

ბარგი მერხის ქვეშ დავძალეთ, ხევიდან ბალახი დავაფარეთ და,


ამგვარად, კარგი სკამი გავაკეთეთ. დჰირენდრამ კიჩოზე ნიჩაბი მიაბა
და მაჩვენა, როგორ უნდა მომესვა.

ღამის მესამე საათი იყო, როცა გავცურეთ. მდინარე ამ ადგილას


ფართო არ იყო და ბედად, მთვარეც ისე ანათებდა, რომ გარკვევით
ვხედავდით ორივე ნაპირს.

_ ნუ აჩქარდებით, _ გვითხრა დჰირენდრამ, _ ნელა უნდა


ვიცუროთ. მოხდეს, რაც მოსახდენია.

მე არ ველაპარაკებოდი ამხანაგებს, რომლებიც მოპირდაპირე


მხარეს ისხდნენ ნავში, იმაზე ვფიქრობდი, შემდეგ რა მოგველოდა.

ნაპირები არაჩვეულებრივად ლამაზი ჩანდა მთვარის


ვერცხლისფერ შუქზე. ერთ ადგილას მდინარემ მოუხვია და ჩვენ
კვლავ დავინახეთ მჯდომარე გადამწერლების გზა. ჩუმი და მდუმარე
ქანდაკებები სიბრალულის გრძნობას იწვევდნენ.

მივცურავდით სოფლის, მეთევზეების ქოხებისა და ტაძრების


ახლოს, საიდანაც წყალზე საფეხურები ეშვებოდა. რამდენადაც შორს
მივდიოდით, დაღმა მდინარეზე, იგი სულ უფრო მეტად
განიერდებოდა, ნაპირები კი უფრო მაღალი და ციცაბო ხდებოდა.

136
ირგვლივ გადაშლილი იყო მოსავლიანი, ყანებით და ბაღებით
დაფარული დაბლობი. სოფლების შესახედაობა თანდათანობით
შეიცვალა – ლერწმის ქოხების მაგიერ გამოუწვავი აგურის სახლები
გვხვდებოდა. ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ყველა ღრმა ძილში
იყო და ეჭვი არ ჰქონდათ, რომ ღმერთების სახით მათს ქვეყანაში
უცხო ხალხი შეიჭრა.

დინების სიჩქარე საათში ხუთ-ექვს კილომეტრს არ აღემატებოდა,


და ჩვენ ოც კილომეტრზე მეტი არ გვქონდა გავლილი, როცა მზემ
აღმოსავლეთით ცის თაღი დაამშვენა და იქიდან ხეობას სინათლის
სხივები მიაფრქვია.

აქ თავი მოვიწესრიგეთ და ყოველმა ჩვენგანმა სცადა, თავისი


როლი შეეფერებინა. სამი ღმერთი ავიდა ამაღლებულ ადგილზე,
რომელიც ნავის ცხვირზე გავაკეთეთ. გორი წინ დადგა, ტოტი და
ანუბისი კი უკან, სახით კიჩოსკენ. დილაადრიან, მდინარეზე
დაფენილ მსუბუქ ნისლში, ამ მიწაზე დაშვებულ ღმერთებს უნდა
განეცვიფრებინათ ყველა, ვინც კი მათ დაინახავდა.

პირველი, მეთევზე შეგვხვდა. იგი სველ ბადეს შლიდა, რომ


მზეზე გაეშრო. ჩვენ რომ დაგვინახა, ხელები თავში იტაცა, მიწაზე
დაეცა და მანამდე იწვა, სანამ თვალს არ მივეფარეთ.

შემდეგ ტიტველ ბიჭუნას ჩავუარეთ, რომელიც მდინარის ნაპირას


ხის ქვეშ იჯდა. გრძელი, შავი თმა მარცხნივ გადაევარცხნა. ჩვენს
დანახვაზე შიშისაგან შეჰყვირა და მოჰკურცხლა. ალბათ შინისაკენ
გაიქცა, რომ დედისთვის ეამბნა სამი ღმერთის მიწაზე ჩამოსვლის
ამბავი.
137
ვიცოდით, როგორც კი ვინმე თვალს მოგვკრავდა, ღმერთების
ჩამოსვლის ამბავი მაშინვე მთელს ქვეყანას მოეფინებოდა. ამიტომ,
როცა ვხედავდით, როგორ გარბოდა ხალხი ერთი სოფლიდან
მეორეში, არ გვეეჭვებოდა, რომ ისინი მალემსრბოლნი იყვნენ,
რომლებიც ჩვენი ჩამოსვლის ამბავს ავრცელებდნენ.

ბოლოს ერთ დიდ სოფელს მივუახლოვდით. მდინარემდე


მაღალი ქვის კედელი მოდიოდა, რომლის იქითაც სვეტებიანი
სასახლე მოჩანდა. ზედ მდინარის ნაპირას უამრავ ხალხს მოეყარა
თავი. ერთი სული ჰქონდათ, ღმერთები დაენახათ.

მე უხერხულად ვიგრძენი თავი, ეს ზღვა ხალხი რომ დავინახე _


სამასამდე კაცი იქნებოდა, უმრავლესობა შეიარაღებული.

მაგრამ ამ დროს ანუბისმა მითხრა:

_ პროფესორო, მეტი თავშეკავება გმართებთ! შეასრულეთ თქვენი


როლი. შეაჩერეთ ნავი შუა მდინარეში და ამცნეთ მათ ჩვენი
ჩამოსვლის ამბავი.

მე წინასწარ მქონდა სიტყვა მომზადებული _ უკვე მოვასწარი


მისი დაზეპირება, _ და ხალხის წინაშე წარვსდექი, ხმამაღლა შევძახე:

_ ისმინეთ ყველამ! ნილოსის უზენაესი ღმერთები, რომლებიც


განვლილ საუკუნეებში თქვენს წინაპრებს თავდასხმებისაგან
იცავდნენ, მრავალი ასეული წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდნენ მიწაზე
თავიანთ საყვარელ შვილებთან. ისინი ჩამოვიდნენ, რათა თქვენ
მოგიტანონ მშვიდობა და ბედნიერება. ღმერთებს ხალხისთვის
სიკეთე უნდათ!
138
ყველას ჩვენი დანახვა სურდა. და ხალხი უახლოვდებოდა
მდინარეს. მე შევამჩნიე, რომ ნაპირზე სულ სხვადასხვა სოციალური
ჯგუფის წარმომადგენლები იდგნენ. ისინი ზუსტად ისევე იყვნენ
ჩაცმული, როგორც თავის დროზე ძველი ეგვიპტელები იცვამდნენ.
იქ იყვნენ შუბებით შეიარაღებული მეომრები გრძელი ენქერებით,
ვაჭრები, რომლებსაც თავიანთი დუქნები მიეტოვებინათ,
ხელოსნები, რომლებსაც თავიანთი სახელოსნოები უპატრონოდ
დაეგდოთ. გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილი დიდებულები,
უთვალავი ქალი და ბავშვი.

უნებლიედ მივაქციე ყურადღება იმას, რომ დიდ უმრავლესობას


ყელზე მძივი ეკიდა. ზოგჯერ ორ-სამ წყებად. ამაში გასაკვირი
არაფერი იყო: ძველი ეგვიპტელები დიდად მოყვარულები იყვნენ
მძივებისა, რომელსაც აკეთებდნენ სულ სხვადასხვა მასალისაგან –
ქვისა, ძვლისა, ქაშანურისა, მინისა, სპილოს ძვლისა, ოქროსა,
ვერცხლისა, ბრინჯაოსა და ხისაგან, ხშირად მოოქროვებულს. ძველ
ეგვიპტეში მძივს მარტო ქალის სამკაულად კი არ თვლიდნენ,
როგორც ჩვენშია. მას კაცებიც ატარებდნენ.

მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, გაიგეს თუ არა რომ უცებ, სასახლის


სახურავზე გამოჩნდა ვიღაც კაცი. ტანსაცმლის მიხედვით, დიდი
მოხელე უნდა ყოფილიყო, და ხმამაღლა თქვა:

_ გორი, რომლის თაყვანისცემასაც გულში მოკრძალებით


ინახავენ ჩვენი ქვეყნის მმართველები, ჩვენთან მიწაზე ჩამოვიდა. ჰეი,
სერაფიელებო! მიესალმეთ თქვენს ღმერთებს! _ ამ სიტყვებზე იგი
მუხლებზე დაეცა და მდაბლად დახარა თავი.

139
ყველამ, დიდმა და პატარამ, მის მაგალითს მიჰბაძა და პირქვე
დაემხო. მეც ასევე მოვიქეცი. მაშინ ღმერთებმა თავს ზევით მაღლა
ასწიეს მარჯვენა ხელები და ისევ ნელ-ნელა დაუშვეს ძირს, ამგვარად
დალოცეს მათ ამ ქვეყნის მცხოვრებნი.

მეთოთხმეტე თავი. მიტნი-ხაპი

კვლავ წინ გავცურეთ. ხალხი თანდათან დაიშალა, წავიდ–


წამოვიდა. რომ მოვიხედე, დავინახე, როგორ გაიღო სასახლის
კარიბჭე, ეტლი გამოვიდა და სამხრეთისკენ გაიქროლა. ესე იგი, მთის
ძირას მდებარე დედაქალაქის მცხოვრებნი დღესვე გაიგებდნენ, რომ
მდინარეზე მათკენ მიცურავდნენ გორი, ტოტი და ანუბისი,
რომლებიც კვლავ დაბრუნდნენ მიწაზე, სადაც ცხოვრობდნენ იმ
შორეულ დროს, როცა ხალხი უგუნური და უბირი იყო.

სიცხე ყოველ საათში მატულობდა. მე, რამდენადაც შესაძლებელი


იყო, მზეს ვემალებოდი, ჩემი ამხანაგები კი მზის გულზე იდგნენ და
ვერსად დაემალნენ უმოწყალოდ მწველ სხივებს; ნიღბები კიდევ
უფრო აძლიერებდა მათს ტანჯვას.

ამას ისიც ემატებოდა, რომ შიოდათ და წყურვილით


იხრჩობოდნენ: მათს მდგომარეობაში არც ჭამა შეიძლებოდა, არც სმა.

სულ მალე ცურვით მივუახლოვდით მდინარის პირას აღმართულ


უზარმაზარ ტაძარს და გადავწყვიტეთ იქ დაგვესვენა. მე ნავი
არხისკენ მივმართე, რომელიც პირდაპირ ტაძარში შეგვიყვანდა, და
მოულოდნელად ერთ ვეება დარბაზში აღმოვჩნდით. ჭერს

140
სურათებითა და იეროგლიფური წარწერებით აჭრელებული დიდი
ბოძები იმაგრებდა. სიღრმეში ქალღმერთ იზიდას ქანდაკება
აღემართათ. მას თავზე ორი რქა ჰქონდა, რომლებიც მზეს
იმაგრებდნენ ქალღმერთი მაღალ ტახტზე იჯდა, ხელები მუხლებზე
დაეწყო და ფეხები სკამზე დაეშვა. ჩანდა, რომ ტაძარი მის
პატივსაცემად იყო აგებული.

ტაძარში ქურუმის გარდა არავინ იყო და მანაც, როგორც კი


დაგვინახა, მაშინვე მოკურცხლა. ქვის იატაკზე ნოხები ეფინა,
რომლებზეც ალბათ ლოცვის დროს სხდებოდნენ.

აქა-იქ ქვისა და ბრინჯაოს დაბალი სკამები იდგა. დარბაზში


უამრავი პატარა ოთახის კარები გამოდიოდა. ამ ოთახებში ჩვენ
ვნახეთ კეთილსურნელოვანი ფისი, ყვავილები, საჭმელი და
წარმოიდგინეთ, ღვინოც, რომელსაც ძველი ეგვიპტელები ყურძნისა
და ინდის ხურმისგან ამზადებდნენ. ალბათ ეს ყველაფერი
ქალღმერთ იზიდას შესწირეს. ჩემი ამხანაგები ერთ–ერთ ოთახში
შევიდნენ და სიამოვნებით შეექცნენ საჭმელს. მე ნავს მივაშურე.
გვინდოდა, ცოტა ხანს დაგვესვენა და წამოვსულიყავით, რომ არავის
შევხვედროდით, მაგრამ იმედი არ გაგვიმართლდა. მალე სამხრეთის
მხრიდან ხალხის ხმა მომესმა, შემდეგ კი მდინარის სანაპიროზე
ჩვენკენ მომავალი დიდი პროცესია დავინახე.

წინ ჩემსავით სუფთად თავ-გაპარსული ქურუმები მოდიოდნენ.


მათ ფართო ნაბიჯებით მოჰყვებოდა მაღალი, მხრებგანიერი მოხუცი,
რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, წელში ლარივით იყო
გამართული. რაღაც უცნაური ლაბადა ეცვა, რომელიც შუბლთან

141
ჰქონდა დამაგრებული და თითქმის მიწამდე ეშვებოდა. ვიწრო
ენქერი ოქროს არშიით შეემკო, მარჯვენა მხარზე ვეება ლომის ტყავი
გადაეგდო. ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ ეს კაცი მოსახლეობის
უმაღლეს ფენას ეკუთვნოდა და ჯერ მარტო თავისი შესახედაობით
უნებლიე პატივისცემას იწვევდა.

მე მივხვდი, რომ ეს უზენაესი ქურუმი იყო, მაშინვე ჩემი


ამხანაგებისკენ გავვარდი და ვუთხარი, სასწრაფოდ ნიღბები
გაიკეთეთ-მეთქი.

_ თქვენ გელით შეხვედრა ამ ქვეყნის ერთ-ერთ გავლენიან კაცთან,


_ ავუხსენი მათ, და ყველანი დარბაზში გამოვედით.

ის, ვინც მე უზენაეს ქურუმად მივიღე, ყურადღებითა და


გაკვირვებით ათვალიერებდა ჩვენს „საღმრთო“ ნავს, რომელიც
გარეგნობით არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან. მაგრამ
ტაძარში მყოფნი ჩვენ წინაშე მოწიწებით დაემხნენ მიწაზე და ამან,
როგორც ჩანს, ქურუმსაც გაუფანტა ეჭვები.

ვაჟკაცობა მოვიკრიბე და ვუთხარი ხალხს, ადექით-მეთქი.

უზენაესი ქურუმი ჩემთან მოვიდა. მე ვუამბე, ვინ ვიყავით, და ამ


ქვეყნის ამბავი გამოვკითხე, თან ავუხსენი, ღმერთები აქ პირველად
არიან-მეთქი. გულს მომეშვა, როცა მივხვდი, რომ ქურუმმა ჩემი
ნათქვამი გაიგო. მე კი კარგად მესმოდა მისი. კაცმა რომ თქვას, რატომ
არ უნდა გამეგო, ცუდად როდი ვიცოდი ძველი ეგვიპტის ენა, მის
შესწავლას ხომ მთელი სიცოცხლე მოვანდომე. ქურუმმა მითხრა,
იახმოსი მქვია და ამ ქვეყნის უზენაესი ქურუმი ვარო. ამავე დროს,

142
მზის ღმერთის რას ტაძრის მთავარი ქურუმიც ყოფილიყო. შემდეგ
მან დედოფალ სერისისის შესახებ მიამბო.

_ იგი თვით იზიდასავით მშვენიერია და დიდ პატივს სცემს


ღმერთ გორს.

გორი კი ამ დროს ქურუმის წინ იდგა და ისეთი სახე მიეღო,


თითქოს უსმენსო, სინამდვილეში კი არც ერთი მისი სიტყვა არ
გაუგია.

_ რამ ჩამოგიყვანათ ქალაქიდან ასე შორს? _ ვკითხე ქურუმს.

_ გუშინ დედოფალმა მიბრძანა, ამ ტაძარში მელოცა ქალღმერთ


იზიდას პატივსაცემად.

შემდეგ იახმოსმა გვიამბო: როცა ცის მბრძანებელი გორი,


ყოვლისმცოდნე ტოტი და საიქიოს ღმერთი ანუბისი დავინახე,
სასწაული მოხდა-მეთქი, გავიფიქრე: ღმერთებმა ალბათ წინასწარ
აცნობეს დედოფალს, რომ აქ იქნებოდნენ და სწორედ ამით უნდა
აიხსნას მისი ბრძანება.

ქურუმი გაოცებული უცქეროდა გორს და მერე მკითხა:

_ თვითონ ღმერთები ხომ არაფერს გვეტყვიან?

მე განვუმარტე, რომ ღმერთები უბრალო მოკვდავებს არ


ელაპარაკებიან და მე დამავალეს ამ მისიის შესრულება.

_ თქვენ რა გქვიათ? _ მკითხა იახმოსმა.

143
ამ კითხვამ დამაბნია. ყოველი წვრილმანი ასჯერ ავწონ-
დავწონეთ, მაგრამ სულ გამოგვრჩა მხედველობიდან ჩემი სახელი. ეს
წინდაუხედაობა შეიძლება ძვირად დაგვჯდომოდა. ბედად, ძველი
ეგვიპტის განთქმული ქურუმის სახელი რომ არ გამხსენებოდა.

_ თუთმოსი, _ მივუგე მე.

იახმოსმა კმაყოფილების ნიშნად თავი დახარა.

_ საით აპირებენ ახლა უზენაესი ღმერთები გამგზავრებას? _


მკითხა მან.

_ დედოფალთან, _ ვუპასუხე მე და ვიგრძენი, როგორ დამიარა


ტანში ჟრუანტელმა.

ამ პასუხით მე ყველა ხიდი ავაფეთქე, _ უკან დასახევი გზა


მოჭრილი გვქონდა. წინ იყო ძნელი, საშიში მოგზაურობა, რომელიც
ჩვენგან დიდ გამბედაობასა და მოთმინებას მოითხოვდა.

იახმოსმა ნავზე მიმითითა და მკითხა:

_ ნუთუ ღმერთები ასეთი უბრალო ნავებით ცურავენ!

_ განა თქვენ ოდესმე გსმენიათ, რომ ოზირისი მდინარე ნილოსის


წმინდა წყალში ოქროს ნავით დაცურავდა? _ სწრაფად ვუპასუნე მე.

_ თქვენ მართალი ხართ, თუთმოს, რატომღაც ეგ აღარ გამახსენდა.

მაშინ მე ქურუმს ღმერთებზე მივუთითე და ვუთხარი:

_ ღმერთებს სურთ სამხრეთით იცურონ მდინარეზე ისე, რომ


ნავში მათსა და ჩემ გარდა არავინ იყოს.
144
იახმოსმა დაიწყო ლაპარაკი ქალაქ მიტნი-ხაპის სიმდიდრესა და
სილამაზეზე, მაგრამ სიტყვა შევაწყვეტინე:

_ თუ ასე ძალიან გსურს, გამოგზავნეთ ნავი ჩვენ წასაყვანად და


ზეიმით შეხვდით უზენაეს ღმერთებს თქვენს ქალაქში. მე ვფიქრობ,
ისინი უარს არ იტყვიან თქვენს ნავში გადასვლაზე... მაგრამ ახლა
გვინდა ცოტა ხნით მარტონი დავრჩეთ აქ. როგორც კი აგრილდება,
კვლავ გზას გავუდგებით.

ქურუმმა ყურადღებით მოისმინა და დამპირდა, ნავს


გამოვგზავნიო.

მე შევნიშნე, ვერც იახმოსი და ვერც სხვა ქურუმები ღმერთებს


სახეში ვერ უყურებდნენ.

მაგრამ აი, მე და იახმოსმა საუბარი დავამთავრეთ, მან სხვებთან


ერთად თაყვანი სცა ღმერთებს და წამოიწყო ჰიმნი, რომელიც
დანარჩენებმაც აიტაცეს. ჰიმნი ისეთი გრძელი იყო, ერთი სული
გვქონდა, როდის დამთავრდებოდა. როგორც იქნა, სიმღერა
დასრულდა და ქურუმები მდაბლად თავის დაკვრით ტაძრიდან
გავიდნენ. ჩვენ გამოუთქმელი სიხარული ვიგრძენით, მათგან რომ
გავთავისუფლდით, და კვლავ შევედით იმ ოთახში, რომელიც ჯერ
კიდევ ადრე დავიკავეთ.

როგორც კი ცოტა აგრილდა, კვლავ გზას გავუდექით.

მდინარის ნაპირზე უამრავი ხალხი იდგა. ისინი ჩვენ გველოდნენ.


ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ ასეთი მრავალრიცხოვანი
მოსახლეობა იქნებოდა.
145
ჩვენგან მარცხნივ თითქმის განუწყვეტლივ ვხედავდით
მჯდომარე გადამწერლების გზას. ჩემი აზრით, მთელ ქვეყანაზე არ
იყო უფრო დიდებული რამ, ვიდრე უტყვი ქვის ქანდაკებებით
დამშვენებული ეს უძველესი გზა, რომელიც დღევანდელ დღეს
წარსულთან აკავშირებდა.

დაბინდებამდე ცოტა ადრე მდინარეზე სინათლეები შევნიშნეთ.


გამოირკვა, რომ ჩვენს შესახვედრად მოცურავდნენ ნავები,
რომლებშიც რამდენიმე ასეული კაცი იჯდა. მათ ხელში კაშკაშა
ჩირაღდნები ეჭირათ, მოკრძალებით გამსჭვალული და სიხარულით
აღტაცებული ამ ქვეყნის მცხოვრებნი _ სერაფიელები ისე ხმამაღლა
მღეროდნენ, მათს ხმას ორ კილომეტრზე გაიგონებდით. რამდენადაც
გარჩევა შევძელი, ეს იყო სახოტბო ჰიმნი სამი ღმერთის
პატივსაცემად.

ფლოტილიას გავუსწორდით. ერთ-ერთ ნავში ჩემი მეგობარი


იახმოსი იჯდა. მან უპირველეს ყოვლისა, მაცნობა, ღმერთებისათვის
დიდი, საზეიმოდ მორთული ნავი მოჰყავთო და შემდეგ მიამბო:

_ როგორც კი დაგშორდით, მაშინვე ეტლში ჩავჯექი და მიტნი-


ხაპში გავაქროლე. მაგრამ დედოფალმა უკვე იცოდა ღმერთების
სტუმრობის ამბავი და უკანვე დამაბრუნა, რომ მათთვის მისი
თავმდაბლური და მოკრძალებული სიტყვები გადამეცა:

„მე მორჩილი მონა ვარ თქვენი. თუ რაიმე დანაშაული მიმიძღვის,


მაპატიეთ, ხოლო, თუ სიკეთე გამიკეთებია, ნუ დამივიწყებთ. მე
მზად ვარ, მთელი ჩემი სიცოცხლე გემსახუროთ. ჰოი, უზენაესო
ღმერთებო გორ, ტოტ და ანუბის! მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს
146
მართვას შევუდექი, დღედაღამ დაუღალავად ვადევნებ თვალ-ყურს,
რომ მათ დაიცვან ჩვენი წინაპრების რელიგიის მიერ დაწესებული
ყველა წეს-ჩვეულება, და ერთი წუთითაც არ დაივიწყონ ღმერთები,
რომლებმაც ფარაონებს დიდება, ძლიერება და სიდიადე მიანიჭეს“.

_ ღმერთები არ ურისხდებიან არც დედოფალს და არც მის


რომელიმე ქვეშევრდომს, _ ვუპასუხე მე იახმოსს.

ველაპარაკებოდი ქურუმს და თან ვფიქრობდი, როგორ


გადამეწყვიტა მოულოდნელად წამოჭრილი საკითხი: ამ ვეება ნავის
წაყვანას მარტო მე ვერ შევძლებდი. გარდა ამისა, რაღაც უნდა
მეღონა, რომ შეუმჩნევლად გადამეტანა იქ ბარგი ჩვენი ნავიდან.
მართალია, სერაფიელები ვერ მიხვდებიან, რა არის იარაღი
დაფალასკა, მაგრამ რომ დაინახავენ, მაინც კანონიერ
ცნობისმოყვარეობას გამოიჩენენ: რისთვის დასჭირდათ
ყოვლისშემძლე ღმერთებს ეს საგნებიო?

ვერაფერი მოვიფიქრე. დჰირენდრასა და ჩანს უნდა


მოვლაპარაკებოდი, მაგრამ იახმოსის თანდასწრებით რას ვეტყოდი,
მაინც ვიპოვე გამოსავალი:

– ღმერთებს სურთ, მომელაპარაკონ. თუ შეიძლება, ცოტა ხნით


მარტო დაგვტოვეთ!

იახმოსი მყისვე დამემორჩილა. მე რჩევა ვკითხე ამხანაგებს.


ბატონმა ჩანმა იმწამსვე გადაწყვიტა ეს საკითხი.

– რასაკვირველია, ჩვენ, ღმერთებს, არ შეგვფერის ასეთი საქმეების


გაკეთება, რადგან ამით ამ ხალხის რწმენას შევარყევთ. ისინი თაყვანს
147
აღარ სცემენ ტოტს, თუკი დაინახეს, რომ იგი უბრალო
მტვირთავივით მუშაობს. გარდა ამისა, თქვენ მართალი ხართ,
პროფესორო, მათ ჩვენი ბარგი არ უნდა ნახონ: რაც უფრო ცოტა
ეცოდინებათ ჩვენზე, მით უკეთესი. შეხედეთ მათ ნავს _ ჩვენსაზე
ხუთჯერ მეტია, შუაში სამი მხრიდან დახურული კაიუტაა. მისი
მეოთხე მხარეც სულ ადვილად შეიძლება დაიხუროს.

დჰირენდრამ ვერ მოითმინა და სიტყვა გააწყვეტინა:

– ოხ, იმ ნავში რომ გადავსხდებოდეთ, მშვიდად მოვიხსნიდით


ნიღბებს, მე კი სიგარეტსაც მოვწევდი. რა კარგი იქნებოდა, ჩან!..
მაპატიეთ, რომ სიტყვა შეგაწყვეტინეთ. გვითხარით, რა მოიფიქრეთ.

– თქვენ ხედავთ, _ განაგრძო ჩანმა, რომ ანძაზე ორი ბაგირია


დამაგრებული. ნავს მათი დახმარებით ეწევიან. ბაგირები ჩვენი ნავის
ქვეშ რომ შევაცუროთ, რამდენიმე კაცი ადვილად ასწევს მას და დიდ
ნავზე დადგამს.

_ შესანიშნავია! _ შესძახა დჰანდასმა. _ ამას რამდენიმე წუთი


დასჭირდება და ჩვენ სულ ადვილად, შეუმჩნევლად გადავიტანთ
ბარგს კაიუტაში.

მე იახმოსს ვუხმე და ღმერთების სურვილი გადავეცი, თვით


ღმერთები კი ამ დროს დიდ ნავში გადავიდნენ. იახმოსთან ერთად
მოსულებს ღმერთებისა, რა თქმა უნდა, ეშინოდათ. მაგრამ
ყველაფერი გააკეთეს, რასაც მათგან მოითხოვდნენ.

_ ღმერთებს სურთ, რომ მენიჩბეები გამოუგზავნოთ, _ კვლავ


მივმართე ქურუმს. _ მაგრამ ჩვენ ისინი ახლა არ გვჭირდება:
148
ღმერთები მთელი ღამე დაისვენებენ და მხოლოდ დილით
გაუდგებიან გზას.

იახმოსის ნიშანზე მთელმა ფლოტილიამ სწრაფად დაგვტოვა.


ჩვენ ბარგი კაიუტაში გადავიტანეთ, რამდენიმე ბოხჩაში გამოვკარით,
ჩალაში შევახვიეთ, თოკი მაგრად შემოვუჭირეთ და ლამაზად
დავაწყვეთ გემბანის ქვეშ. იმ დღეს ძალიან დავიღალეთ და ახლა,
როგორც კი კაიუტის იატაკზე დავწექით, მაშინვე ხმაშეწყობილი
ხვრინვა გაისმა.

ძველი ეგვიპტის ღმერთებს, საბერძნეთისა და რომის ღმერთების


მსგავსად, მრავალი ადამიანური თვისებაც ჰქონდათ. ისევე, როგორც
ყველა მოკვდავი, ისინი არ იყვნენ სრულყოფილნი. ამიტომ თვით
ტოტსა და ოზირისსაც უბრალო გლეხებივით სჭირდებოდათ ჭამაც
და ძილიც.

საკმაოდ გვიან გავიღვიძეთ, კაიუტაში პირი დავიბანეთ და


გემრიელად შევექეცით საჭმელს, რომელიც ძღვნად მოგვართვეს.
ნასაუზმევს ღმერთები კაიუტიდან გამოვიდნენ და ნავის ცხვირზე,
სამ ლამაზ სკამზე დასხდნენ. ბოლოს და ბოლოს აღსრულდა ის,
რაზედაც არაერთხელ უოცნებიათ გულის სიღრმეში _ მათ აღარ
სჭირდებოდათ მთელი დღე ფეხზე დგომა, როგორც წინათ.

თუ გზის პირველი ნაწილი იოლად გადავლახეთ, უკანასკნელმა


კიდევ უფრო კარგად ჩაიარა. გამარჯვებულნი მივცურავდით მიტნი-
ხაპში და მოსახლეობა მისალმების შეძახილებით გვაცილებდა.
ჩვენგან მარცხნივ, როგორც ყოველთვის, მჯდომარე გადამწერლების

149
გზა მიიკლაკნებოდა. მაგრამ მთა, რომელიც მარჯვენა მხარეს ჩანდა,
თანდათან გვიახლოვდებოდა.

მალე მთას შემოვუარეთ და ჩვენ წინ უფრო ლამაზი ხედიც


გადაიშალა: ბორცვები, ტყეები, დაბები, სოფლები, ტაძრები... თავი
სიზმარში გვეგონა. ნაპირ-ნაპირ უამრავი ხალხი მოგვყვებოდა. ჩვენ
წინ უზენაესი ქურუმის იახმოსის ნავი მიცურავდა, უკან კი –
გაჭიმულიყო მთელი ფლოტილია ნავებისა, რომლებშიც
მომღერლები და მუსიკოსები ისხდნენ. მთელი გზა მღეროდნენ და
უკრავდნენ ჩვენს გასართობად.

ჩვენი ნავის ოდნავ ამაღლებული კიჩო ლოტოსის ფორმისა იყო,


ცხვირი ვეებერთელა ცხვრის თავს განასახიერებდა, მისი უკან
გადაშვებული გრძელი რქების ბოლოები იმ შემაღლებაზე იყო
გადაგრეხილი, სადაც ღმერთების სკამები იდგა.

ჩემი აზრით, თავის როლს ყველაზე უკეთ დჰანდასი ასრულებდა.


იგი ყველაფერს დჰირენდრასა და ჩანზე ბევრად სერიოზულად
აკეთებდა. სერაფიელთა დასალოცად ხელს რომ ასწევდა, ამ
მოძრაობაშიც კი გამოსჭვიოდა საკუთარი ძალისა და სიდიადის
შეგნება. რაც შეეხება დჰირენდრას, იგი გამუდმებით ჩიოდა, რომ
ტურის თავის ფორმის ნიღაბი ძალიან ვიწრო იყო და სუნთქვას
უშლიდა.

ღმერთებმა თქვეს, ამ პაპანაქებაში ჯდომა აღარ შეგვიძლიაო. მე ეს


იახმოსს ვაცნობე. მან მაშინვე გამოგზავნა მარაოთი შეიარაღებული
ერთი ტანადი ზანგი. როგორც ქურუმისგან შევიტყეთ, ზანგი

150
ეკუთვნოდა იმ ტომს, რომელიც სერაფიელებს ჰყავდათ
დამონებული.

კიდევ ერთი დღე დავყავით გზაში და ბოლოს, როგორც იქნა,


მიტნი-ხაპში ჩავედით. როგორც კი დავინახე ეს არაჩვეულებრივი
ქალაქი, მაშინვე თებე გამახსენდა. თიხისა და გამოუწვავი
აგურისაგან ნაშენი, პალმის ფოთლებითა და ჩალით დახურული
ქოხები მაღალმა ქვის სახლებმა შეცვალა. შენობებს შორის მწვანე
მოლითა და დაბალი ხეებით დაფარული პატარა სკვერები მოჩანდა.
ქალაქის შუაგულში უამრავი ტაძარი, სასახლე და ბაღი იყო.
სასახლეებს მაღალი გალავნები ერტყა და დახელოვნებული
ოსტატის ჩუქურთმებით დამშვენებული ალაყაფის კარები ჰქონდა
დატანებული, კარებზე ბრინჯაოს კავები და კოტები იყო
ჩამოშვებული.

არ ვიცი, ამდენი სანახაობის ბრალი იყო, თუ მზისა და


სიცხისაგან, უცებ საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, ვინანე, რომ
დასვენება არ შეიძლებოდა.

ჩვენი ნავი მიაყენეს ლამაზ ქვის კიბეს, რომელიც მდინარიდან


სასახლეში ადიოდა. კიბის ორივე მხარეს თვალისმომჭრელად
ელვარე საჭურვლით შემოსილი, საბრძოლო ცულებითა და შუბებით
შეიარაღებული ტანადი ჯარისკაცები გამწკრივებულიყვნენ.
მარცხენა ხელში მებრძოლებს თავში წაწვეტებული და
ტყავგადაკრული ფარები ეპყროთ.

სასახლის ალაყაფის მიღმა დაფდაფებს დასცხეს.

151
ნაპირზე პირველად იახმოსი გადავიდა, მერე მე მივყევი;
ალაყაფის კარი გაიღო და მშვენიერი ბაღი დავინახეთ. ბაღში დაბალი
ხეები და ვაზი იყო გაშენებული.

ბაღის ბილიკებზე ნელი ნაბიჯით მოდიოდა ხალხის მცირე


ჯგუფი. ისინი აუჩქარებლად დაეშვნენ კიბეებზე, ალბათ უნდოდათ,
თავიანთ ქალაქში შეგვხვედროდნენ და მოგვსალმებოდნენ.
გულახდილად რომ ვთქვა, იმათგან მხოლოდ ორმა მიიპყრო ჩემი
ყურადღება.

ამ ორიდან ერთ–ერთი იყო ოქროს საჭურველში ჩამჯდარი


მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი. მაშინვე თვალში მეცა მისი სახის
ამაყი და მბრძანებლური გამომეტყველება. მეორე _ ქალი იყო, იგი
წინ მიუძღოდა პროცესიას. ოქრომკედით ნაქარგი, ძვირფასი ქვებით
მორთული სამოსელი ტანზე ლამაზად ადგა. ყელსაბამი ეკიდა,
ხელები სამაჯურებითა და ბეჭდებით დაემშვენებინა. გრძელი,
ხუჭუჭა, შავი დალალები ზურგზე ეყარა. შუბლზე ოქროს ლენტი
გადაეკრა, ცოტა ზემით კი _ ძვირფასი ქვებისგან ნაკეთები თავი
წამოეყო გველს, შუბლს ირგვლივ შემოხვეოდა და გაებერა
კაპიუშონი, რომლის შუაშიც უზარმაზარი ბრილიანტი ელვარებდა.

მას რომ ვუცქერდი, ერთი პოეტის სიტყვები გამახსენდა:

„სილამაზეს ვეღარაფრით გაალამაზებ,


ის ხომ თვითონ ალამაზებს სხვებს!“

სამკაულები ბრწყინვალებას კარგავდა ამ ქალის გასაოცარი


გასაოცარი და სწორუპოვარი სილამაზის წინაშე. იგი ცოცხალი

152
რამბჰა23 ან შაჩი24 გეგონებოდათ. ამ ქალს რომ შევხედე, მივხვდი: ჩემ
წინ იდგა ფარაონების მემკვიდრე, დედოფალი სერისისი.

მეთხუთმეტე თავი. სარდალი ნოხრი

მიტნი-ხაპის გამგებელი სერისისი კიბეზე დაეშვა და


პატივისცემით თაყვანი სცა მათ, სცა მათ, ვისაც ღმერთებად
მიიჩნევდა. მე ძლიერი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. „როგორ
ჩავდივართ ასეთ მკრეხელობას მათი ღმერთებისა და რწმენის
მიმართ?“ _ ვეკითხებოდი ჩემს თავს.

ეს ძველი და გულუბრყვილო რელიგია ჩემში პატივისცემის


გრძნობას იწვევდა... ამასვე გრძნობდნენ ჩემი ამხანაგებიც, გარდა
დჰანდასისა, რომელიც, რასაკვირველია, თავისი სიხარბის გამო,
არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა. დჰირენდრასა და ჩანს
რცხვენოდათ, თუმცა ცდილობდნენ, თავი იმით დაემშვიდებინათ,
რომ ჩვენ არ ვაპირებდით აბუჩად აგვეგდო ვინმეს სარწმუნოება ან
რელიგიური გრძნობები. აქ ცოდნის წყურვილმა მოგვიყვანა და
ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენი ცნობისმოყვარეობის

23
რამბჰა _ ლეგენდარული ინდოელი მოცეკვავე, განთქმული თავისი
სილამაზით.
24
შაჩი _ ღმერთ ინდრას მეუღლე, რომელიც, ძველი ინდური მითების
თანახმად, შეუდარებელი სილამაზით გამოირჩეოდა.
153
დაკმაყოფილებისა და აქედან თავის დაღწევისათვის სხვა გზა აღარ
გვქონდა.

დედოფალმა თავის შინაკაცებს სთხოვა, ცოტა ხნით მარტო


დამტოვეთო; მისი ნაზი და სასიამოვნო ხმით გაცემულ ამ ბრძანებას
ყველა უხმოდ დაემორჩილა. მხოლოდ ერთი, ოქროს საჭურველ-
ასხმული კაცი არ დაძრულა ადგილიდან. დედოფალმა
მლოცველივით მკერდზე ხელები მიიდო და მომმართა:

– ნუთუ შეიძლება იმედი გვექნეს, რომ უზენაესი ღმერთებო,


რომლებსაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები სცემდნენ თაყვანს,
დარჩებიან ჩვენს ქალაქში _ მიტნი-ხაპიში, თუმცა მას არაფრით
დაუმსახურებია ამდენი პატივი?

მე ნათლად მესმოდა ყველაფერი, რასაც მზეთუნახავი


დედოფალი ამბობდა. _ გამოთქმაც კი ჩემნაირი ჰქონდა. ამან
დაადასტურა ჩემი ვარაუდი, რომ იგი თებეს ფარაონთა შთამომავალი
იყო. საბერძნეთის ისტორიკოსი ჰეროდოტე თავის დროზე წერდა
უდაბნოში მცხოვრებ ეგვიპტელ ტომებზე. სულ ადვილი
შესაძლებელია სერაფიელთა წინაპარი ყოფილიყო ის ხალხი,
რომელიც თავდაპირველად ლიბიის გულში ცხოვრობდა, შემდეგ კი
აქ გადმოსახლდა.

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვუთხარი მე დედოფალს, _


დიდმა ღმერთებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მზის ღმერთის რას
ტაძარში გაჩერდნენ.

154
_ არც კი მჯერა ჩემი ბედნიერება და გამუდმებით რაღაცის შიში
მაქვს, _ მიპასუხა მან.

_ ნუ გეშინიათ, დედოფალო. ღმერთები იმიტომ მოვიდნენ, რომ


თქვენი სამეფოს აყვავებისა და კეთილდღეობისათვის იზრუნონ.

სერისისმა თავი დამიქნია და ის იყო, უკან გაბრუნებას აპირებდა,


რომ უცებ მის გვერდით მდგომმა კაცმა ნაბიჯი წინ გადმოდგა და
მრისხანედ მკითხა:

_ შენ ვინღა ხარ?

ვიცოდი, რომ ოდნავი მერყეობა, ან დაბნეულობა ძვირად


დაგვიჯდებოდა და მშვიდად ვუპასუხე:

– ქურუმი. ნუთუ თავად ვერ ხედავ?

მან უკმაყოფილოდ შეიკრა შუბლი, წარბები მოჭმუხნა და კვლავ


მომმართა:

_ რა გქვია?

_ თუთმოსი, _ ვუპასუხე მე.

_ ო, ცნობილი სახელია! სადაური ხარ?

_ უდაბნოს გაღმა ვცხოვრობდი, სანამ ღმერთები სამსახურისთვის


მიხმობდნენ.

_ უდაბნოს იქით რა არის?

155
_ უდაბნოს მართავს ქვიშების მბრძანებელი _ სეთი, იქ მუდამ
ტირის ქალღმერთი ნეითი, რომელსაც გული დარდმა გაუშრო.
უდაბნოს გაღმა შენზე ძლევამოსილი და გამოჩენილი ხალხი
ცხოვრობს, თუმცა ვიცი, ჩინებული მეომარი ხარ. _ ვუპასუხე
უცნობს, რომელმაც ჩემზე ურჯულო კაცის შთაბეჭდილება
მოახდინა.

დედოფალმა ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და დასძინა:

– დაწყნარდი, ნოხრი, დაწყნარდი! ფიცხი ხარ და არ უწყი, რას


ლაპარაკობ. ეს კაცი, რომელიც ღმერთებთან ერთად ჩამოვიდა
ჩვენთან, შენზე ბევრად ჭკვიანია. ერთი უხეში ჯარისკაცი ხარ და
მეტი არაფერი.

კაცმა მახვილის ვადაზე იტაცა ხელი და გააფთრებულმა


დაიყვირა:

_ დედოფალო, თუ რაიმე შეგემთხვათ, თქვენს მხედართმთავარს


ნუ დააბრალებთ! მე არ ვიცი, ნამდვილი ღმერთები არიან თუ არა
ესენი. არც მაინტერესებს, რადგან ნოხრი არცერთი ღმერთისა და
ქალღმერთის წინაშე ქედს არ მოიხრის. მე ის მინდა გითხრათ,
დედოფალო, რომ ცუდი არ იქნება, თუ ამათ იქითვე გაამგზავრებ,
საიდანაც ჩამოვიდნენ. განა ვინმეს სმენია, რომ ღმერთები მიწაზე
დასეირნობდნენ?

მაშინ მივხვდი, რომ ვიდრე სერაფიელთა ქვეყანას არ


დავტოვებდით, ეს კაცი ჩვენთვის ყველაზე საშიში მტერი იქნებოდა.
ის ერთადერთი იყო დამხვდურთა შორის, დედოფლიდან და

156
უზენაესი ქურუმიდან უბრალო ხალხამდე, რომელსაც არაფრის
დაჯერება არ სურდა და მხოლოდ იმას ცნობდა, რაც ფაქტებით იყო
დადასტურებული.

დჰირენდრა ყურადღებით გვისმენდა და, თუმცა ნოხრის


ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გაუგია, მისი სახის
გამომეტყველებასა, ხელების ქნევასა და ხმაზე ხვდებოდა, რომ ეს
კაცი განრისხებული იყო და არ სურდა, ღმერთების წინაშე
სხვებივით მორჩილად დაეჭირა თავი. მაშინ კაპიტანმა გაბედული
ნაბიჯი გადადგა, რომლის შედეგმაც ყოველგვარ მოლოდინს
გადააჭარბა.

იგი ნაპირიდან ნავზე გადმოვიდა და მშვიდად გაემართა


ნოხრისაკენ. შეშინებული დედოფალი იახმოსის ზურგს ამოეფარა.
მარტო ქურუმებმა და მონებმა კი არა, მეომრებმაც კი უკან დაიხიეს,
როცა მოახლოებული სიკვდილის ღმერთი ანუბისი დაინახეს.
მხოლოდ ნოხრი არ დაიძრა ადგილიდან, მაგრამ მე შევამჩნიე, რომ
სახეზე მასაც ზაფრამ გადაურბინა, თუმცა კი ცდილობდა, მშვიდად
სჭეროდა თავი. ანუბისი ნოხრის მიუახლოვდა, ნელა აღმართა ხელი,
სარდალს მკერდზე დაადო, მობრუნდა და ისევ ნავს მიაშურა.

მისი მოქცევა მრავლისმეტყველი იყო და დავინახე, რომ ყველა


შეშინებული უცქერდა ნოხრის. ალბათ ფიქრობდნენ, მისი
სიცოცხლის წუთები დათვლილიაო. თვით ნოხრი, რომელიც სულ
ცოტა ხნის წინ ასე უხეშად და გამომწვევად იქცეოდა, გაფითრდა,
დაბნეულმა გადახედა დედოფალს, უცებ შებრუნდა, მაღალ კიბეებზე
აირბინა და სასახლეში გაუჩინარდა.

157
_ დაე, დიდმა ღმერთებმა შეუნდონ ამ ღვთისმგმობელს, _
მომმართა დედოფალმა თავისი მხედართმთავრის გაქცევის შემდეგ.
ნოხრი გამბედავი, გამოცდილი მეომარია, მაგრამ უხეში და
უზრდელი ადამიანია. მას არავისი ეშინია: არც ხალხისა, არც
ღმერთებისა. ვიცი, რომ თუ გორი უხეშობას ვერ ითმენს, სიკვდილის
ღმერთმა ანუბისმა მით უფრო არ იცის დამნაშავეთა მიმართ
სიბრალული. მაგრამ მე მაინც ვთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთებს,
აპატიონ ნოხრის თავხედობა სერისისის გულისათვის, რომელმაც
თავისი გული დიდ ღმერთებს შესწირა.

მე ვცდილობდი, მენუგეშებინა დედოფალი, ვარწმუნებდი, იქნებ,


ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს-მეთქი. შემდეგ იახმოსთან
ერთად კვლავ ნავში ჩავსხედით, რათა რას ტაძრამდე ცურვით
მივსულიყავით. კიბეს რომ გავშორდით, დედოფალი, მისი მონები
და მეომრები მიწაზე დაემხნენ.

მზე უკვე ჩადიოდა, როცა ქალაქის გავლით მივწურავდით,


დაისმა სისხლისფრად შეღება სახლები და სასახლეები.

მიტნი-ხაპში შერწყმული იყო მემფისის, თებესა და საისის მთელი


სილამაზე. აქ კვლავინდებურად ყვაოდა ძველი ეგვიპტის კულტურა,
თავისი ხელოსნობით, ტექნიკით, სარწმუნოებით, ზნე-
ჩვეულებებითა და ტრადიციებით. მაგრამ იგი თანამედროვე
ცივილიზაციისაგან დიდი და ძნელად გადასალახავი უდაბნოთი იყო
გამოყოფილი.

ყველაფერი ეს კვლავ მშვენიერ სიზმრად მეჩვენა და გაღვიძებისა


მეშინოდა, რათა უცებ ნალანდაში ჩემს ლოგინში არ მენახა თავი. რა
158
შორს იყო ახლა აქედან თანამედროვე სამყარო ორთქლის მანქანებით,
ელექტრობით, გაზეთებით, სტამბური წესით დაბეჭდილი წიგნებით
და ადამიანის გონების უამრავი სხვა მიღწევით!

გამახსენდა შივნათჰ ჯაუჰრი, ისიც ხომ უცქერდა ამ სასახლეებს,


ტაძრებს, ბაღებსა და პარკებს, მაგრამ შინ დაბრუნებულს არასოდეს
არავისთვის უამბია ნანახის შესახებ _ უბის წიგნაკშიც კი მხოლოდ
რამდენიმე წინადადება ჰქონდა ჩაწერილი. შემდეგ კი იგი
შეუბრალებლად მოკლეს. ჩვენ რომ არ გაგვებედა და მის გავლილ
გზას არ გავყოლოდით, ამ კაცის არაჩვეულებრივი აღმოჩენა
უკვალოდ ჩაივლიდა, სამუდამოდ უცნობი დარჩებოდა. არც ჩვენ
ვიყავით დარწმუნებულნი, რომ აქედან ცოცხალნი და უვნებელნი
გავაღწევდით, მაგრამ თუ მშვიდობით დავბრუნდებოდით, რომელი
ჩვენგანი გაბედავდა, ეამბნა აქ ნანახი და დაამტკიცებდა კიდეც, რომ
ყველაფერი ეს სინამდვილე იყო?

სანამ ამის ფიქრში ვიყავი, ჩვენი ნავი მიუახლოვდა მზის


ღმერთის დიდსა და ლამაზ ტაძარს, რომელიც ქალაქის
აღმოსავლეთით, ბორცვზე იყო აღმართული.

159
მეთექვსმეტე თავი. პსაროს დაბრუნება

მზის ღმერთის რას ტაძარი ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა


იყო მთელს ქალაქში. სილამაზით იგი თვით დედოფლისა და
მხედართმთავრის სასახლეებს სჯობდა. მარმარილოს ფილები,
რომლებითაც კედლები იყო ამოყვანილი, მნახველს აოცებდა ს
სიდიდით. ვუცქერდი და განცვიფრებული ვფიქრობდი, როგორ
შეძლო ხალხმა ხელით, ყოველგვარი მანქანის გარეშე, ასეთ
სიმაღლეზე აეტანა და დაეწყო ეს ვეება ფილები ერთიმეორეზე?
რამდენი მოთმინება, შრომა და დრო იქნებოდა საჭირო ამ ტაძრის
ასაგებად!

ტაძრის წინ დიდი ქვის ქანდაკებები იდგა. შესასვლელიდან


ორივე მხარეს ვეება სფინქსები იყო ჩამწკრივებული. ტაძარში,
ვრცელი დარბაზის კედლების გასწვრივ, მასიური სვეტები ჭერსა
სწვდებოდა.

მიტნი-ხაპის რას ტაძარმა, განსაცვიფრებელი არქიტექტურისა და


მშენებელთა მაღალი ოსტატობის წყალობით, უკან მოიტოვა თვით
მემფისის შესანიშნავი ტაძარი, აგებული ფარაონ ამასისის25 მიერ.

მთავარი დარბაზის ირგვლივ პატარ-პატარა ოთახები იყო


განლაგებული. ერთ-ერთი ოთახი ჩემს ამხანაგებს დაუთმეს.
ყოველდღე მოჰქონდათ ყვავილები, ხილი და კეთილსურნელებანი.

25ამასისი (იახმოს II) – ეგვიპტის ფარაონი, რომელიც მართავდა


სახელმწიფოს 569 – 525 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
160
ამ ტაძრის ყველა ქურუმი, ისინი კი ძალიან ბევრნი იყვნენ, მზად
იყო, გორის, ანუბისისა და ტოტის სამსახურში დაეღამებინა და
გაეთენებინა. იახმოსი წარამარა გვეკითხებოდა, ხომ არაფერი
გაკლიათ, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათო. და ოღონდ ღმერთები,
რაც შეიძლება, უკეთ მოწყობილიყვნენ, თავს არა ზოგავდა. გარდა
ამისა, დედოფლისგან ყოველდღე წერილს ვღებულობდით, იგი ჩვენს
ამბავს კითხულობდა.

ტაძარში ყოფნა მაინც თავისებურ ტყვეობას წააგავდა და ჩემი


ამხანაგები ხუმრობით წუწუნებდნენ, ბნელ საკანში გვიხდება
ჯდომაო. თავიანთი ოთახიდან არ გამოდიოდნენ. ნიღბებს მხოლოდ
სადილობის დროს იხსნიდნენ და მაშინაც წინასწარ
სიფრთხილისათვის აუცილებელ ზომებს იღებდნენ. ჩვენ ვიცოდით,
რომ დაუსრულებლად ასე არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და
ამიტომ თავს ვიმტვრევდით თუ შემდეგში როგორ მოვქცეულიყავით.
დჰანდასი, რომელიც ძალიან განიცდიდა ამ იძულებით
უმოქმედობას, გვაჩქარებდა: ერთი სული ჰქონდა, სანამ სერაფისის
აკლდამაში შეაღწევდა და იქ შენახულ განძეულს დაეუფლებოდა.

ამხანაგებს მოვეთათბირე და იახმოსს ვთხოვე, ჩვენთვის


სერაფისის აკლდამა ეჩვენებინა. და აი, ერთხელ ნაშუადღევს, იგი
ჩვენ წასაყვანად მოვიდა. ტაძრის უკან გაჭრილმა საფეხურებმა
გრძელ დერეფანში გაგვიყვანა, რომლის გავლითაც პატარა ოთახში
შევედით. ჩირაღდნების შუქზე დავინახეთ კარი, რომლის ორივე
მხარესაც მახვილ-ამოწვდილი ქურუმები იდგნენ. მე ამულეტზე
წარწერილი სიტყვები გამახსენდა: „სერაფისის აკლდამას მუდამ
დაიცავენ მარად ფხიზლად მყოფი დარაჯები!“
161
კარის მარჯვნივ მზის ღმერთის რას ქანდაკება აღმართულიყო,
რომელსაც სერაფიელები მიტნი-ხაპის მფარველად თვლიდნენ. ძველ
ეგვიპტეში მზის ღმერთის მრავალი კულტი არსებობდა და მე არ
გამკვირვებია, რომ ჩემი გამოკვლევების მანძილზე არც ერთხელ არ
შემხვედრია ასეთი სკულპტურული გამოსახულება. გარეგნული
შესახედაობის მიხედვით ამ ღმერთის სახელი რა-ხეფერი უნდა
ყოფილიყო. სიტყვა „რა“ ნიშნავს მზეს, ანუ იმას, ვინც „ბადებს და
ქვეყანას აძლევს სინათლეს“, ხეფერი კი მოვლენილი იყო მზის
წარმომადგენლად დედამიწაზე. ქანდაკება გამოხატავდა უკანა
ფეხებზე შემდგარ უზარმაზარ ხოჭო-სკარაბეუსს, რომელსაც ფრთები
გაეშალა, წინა ფეხები კი თავს ზემოთ აღემართა და ბურთივით
მრგვალი მზე ეჭირა. ხოჭოს ფეხებთან ხელებგაწვდილი კაცი იყო
დამხობილი, თითქოს ღმერთს რაღაცას ევედრებაო.

კარიდან მარცხნივ, კედელზე იეროგლიფური წარწერა იყო,


გვერდით კი ფარაონისა თუ რომელიღაც ნომარქის, ნომის ან
პროვინციის მმართველის ქანდაკება იდგა. ვფიქრობ, ქანდაკება
განასახიერებდა იმას, ვინც შექმნა საიდუმლო, რომლის გაგებასაც
ჩვენ ვესწრაფოდით.

მე ყურადღებით დავუწყე თვალიერება წარწერას. ჩემს


ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი რამ: კედლებიდან გამოშვერილი
იყო ვერტიკალურად დაწყობილი ქვის რგოლები ოსტატურად
ამოკვეთილი და ლამაზად შეღებილი იეროგლიფური ნიშნებით.
რგოლები თავისუფლად ტრიალებდა, თანაც, რგოლის მობრუნებისას
კედელზე მხოლოდ ერთი იეროგლიფი გამოჩნდებოდა ხოლმე.

162
იახმოსს ვკითხე, თუ რა შინაარსისა იყო ეს არაჩვეულებრივი
წარწერა: მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, მე მისი წაკითხვა ვერ
შევძელი.

_ ვერაფერს გეტყვით, _ ეს ისეთი საიდუმლოა, რომელიც


აკლდამის მცველმა ქურუმებმაც არ იციან, _ მიპასუხა იახმოსმა და
უარის ნიშნად თავი გააქნია.

კარს შევხედე. ძალიან მაგარი ჩანდა. სახელურებში გამოყრილი


ბრინჯაოს ძელები საკარე ნიშნის სქელი ქვის კედელში იყო
დატანებული.

_ აკლდამაში შესასვლელი დაკეტილია? – ვკითხე იახმოსს.

_ დიახ, იქ შესვლა შეუძლებელია, – მიპასუხა მან.

_ გამიგონია, თქვენ გქონდათ ხოჭო, რომლის საშუალებითაც ამის


გაღება შეიძლება.

_ ხოჭო-სკარაბეუსი! ის მოიტაცეს! რამდენიმე წლის წინათ


ჩვენთან უცხო კაცი ჩამოვიდა. მან შეძლო ტაძრის მსახურთა ნდობა
დაემსახურებინა და მოჰპარა ამულეტი აკლდამის ქურუმებს.

_ მაშ, ახლა სერაფისის აკლდამა სამუდამოდ ჩაკეტილია?

_ დიახ, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ხოჭოს კვლავ თავის


ადგილზე არ დააბრუნებენ. ქურდმა გაქცევა მოასწრო, თუმცა
მხედართმთავარმა ნოხრიმ უდაბნომდე მისდია.

_ რა არის ასეთი აკლდამაში?

163
_ სერაფისის მუმია და ძველი თებეს განძეული.

_ ვის ეკუთვნის ეს სიმდიდრე?

_ სერაფისს. მაგრამ თქვენ საიდუმლოდ გეტყვით, ნოხრის სურს,


ეს საგანძური ხელში ჩაიგდოს. ამ კაცს ღმერთებისა არ ეშინია და
სრულიადაც არ ზრუნავს თავისი წინაპრების სულებზე. როცა ქურდი
მიიმალა, ნოხრიმ თავის ხმალზე დაიფიცა (ის ხომ ჩვეული არ არის
ოზირისისა და ამონის სახელების დაფიცებას), ამულეტს მიტნი–ხაპს
დავუბრუნებო. ამულეტის მოსაძებნად ერთ-ერთი თავისი ერთგული
კაცი გაგზავნა, რომელიც სხვებზე ჭკვიანი იყო და ჩვენში ჯადოქრის
სახელი ჰქონდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ პსარო
(ასე ერქვა ამ კაცს) დღემდე არ ჩანს.

ამ სახელის გაგონებაზე შევკრთი. მომეჩვენა, თითქოს ვიღაცამ


გამარტყა. რამეშვარის ნაამბობი გამახსენდა: როცა შივჰანთ ჯაუჰრიმ
ნალანდის მუზეუმში ამულეტი გადასცა, თან გააფრთხილა:
„ერიდეთ პსაროს!“

იქნებ პსარომ მოკლა შივნათჰი მის საკუთარ სახლში დანაპურში?


იქნებ მან, ჯადოსნად ცნობილმა, დახატა იატაკზე ტურის-თავიანი
ანუბისი?

ისედაც შეშინებული ვიყავი, მაგრამ კიდევ უფრო შევშინდი, როცა


ის ორი უცხო კაცი გამახსენდა, სუეცამდე განუწყვეტლივ რომ
გვითვალთვალებდნენ.

_ შესახედავად როგორია ეს პსარო? _ ვკითხე იახმოსს.

164
_ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, რაც მე პსაროს უკანასკნელად
შევხვდი, მაგრამ მისი სახის დავიწყება შეუძლებელია. პსარო ძალიან
ბებერია, ბევრად უფრო ბებერი, ვინემ გარეგნულად ჩანს. თავზე
ერთი ღერი თმა არა აქვს შერჩენილი.

ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და კვლავ ვკითხე:

_ სახეზე ნაიარევი ხომ არ აჩნია?

იახმოსმა გაოცებით შემომხედა და უარის ნიშნად თავი გააქნია:

_ არა, არავითარი ნაიარევი არა აქვს.

მივხვდი, რომ შევცდი, როცა ერთ-ერთი ჩვენი მდევარი პსაროდ


მივიღე, და დავწყნარდი. ეჭვიც არ შემპარვია, რომ საფრთხე სულ
ახლოს იყო.

ტაძარში შევედით. ოთახში შესვლისთანავე ნოხრის ბარათი


გადმომცეს. იგი დაჟინებით მთხოვდა მასთან სასახლეში მისვლას,
რომელიც მეფის სასახლის წინ, მდინარის მეორე ნაპირზე იყო
აგებული.

ნოხრიმ ნავი გამომიგზავნა და ათ წუთში მე უკვე მის წინ ვიდექი


სასახლის ერთ-ერთ ოთახში. ნოხრის ამჯერად ოქროს საჭურვლის
ნაცვლად თხელი, გამჭვირვალე მოსასხამი წამოესხა.
მხედართმთავარი ლამაზ საწოლზე წამოწოლილიყო. სასთუმალთან,
პატარა მაგიდაზე სერაფიული პალმის ღვინით სავსე დოქი იდგა.
ოთახში რომ შევედი, ნოხრიმ არა თუ საჭიროდ არ ჩათვალა ადგომა,

165
არც კი მომესალმა, მხოლოდ დაუდევრად მიმითითა სავარძელზე. მე
მაინც არ დავჯექი, ვიდექი. მაშინ უხეშად მითხრა:

_ როგორც გნებავდეს, თუმცა, ჩემი აზრით, უხერხული შენ,


ღმერთების პირადი ქურუმი, ჩემ წინაშე იდგე, მე კი, რომელსაც
მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მოკვდავნი მემორჩილებიან,
ლოგინში ვიწვე. ამ სიტყვებზე მან ირონიულად გაიღიმა.

_ ქურუმს მორჩილება მართებს, _ ვუპასუხე მე.

_ შეიძლება, მაგრამ მეომრისთვის იგი საჭირო არ არის. ისე, გაქვს


თუ არა წარმოდგენა ჩემს ძალებზე?

_ მე ვიცი, რომ შენ დედოფლის ჯარის სარდალი ხარ, მის შემდეგ


ყველაზე ძლიერი ადამიანი ამ ქვეყანაში.

_ ხომ არ გგონია, რომ დედოფალი ჩემი ნება-სურვილის


წინააღმდეგი იქნება?

_ როცა დედოფალი ღმერთებს ესალმებოდა, მე შევამჩნიე, რომ


ყოვლადძლიერი ნოხრი მის პატივისცემას არ იმსახურებს.

ნოხრიმ გაიცინა.

_ დედოფალს ეშინია ჩემი, მაგრამ ღმერთები კიდევ უფრო დიდ


თავზარს სცემენ. დრო მოვა, ინანებს თავის სისულელეს. აი, ანუბისი
შემეხო მე, მაგრამ, როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ.

_ სიკვდილი ყოველ წუთს შეიძლება გეწვიოს, _ ვუპასუხე მე.


ვიცოდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა,
ყველაფერი მეთქმევინებინა, რასაც ჩვენზე ფიქრობდა.
166
_ ო, თუთმოს! მე გულღია ადამიანი ვარ და მინდა შენც
გულახდილი იყო ჩემთან. მე ხომ ჯარისკაცი ვარ, შენთვის კი
ცნობილი უნდა იყოს, რომ ჯარისკაცები გულწრფელად
ლაპარაკობენ.

_ მეც მიყვარს გულახდილი ლაპარაკი.

_ ვნახოთ! მიამბე ყველაფერი, რაც სერაფისის ამულეტზე იცი.

ბედად, სახის კანი საღებავით მქონდა დაფარული, თორემ ნოხრი


უთუოდ შემამჩნევდა, როგორ გავფითრდი.

_ მე ვიცი, რომ უკვე დიდი ხანია, ეს ამულეტი მოიპარეს და


გაიტაცეს. ისიც ვიცი, რომ მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლება
გაიხსნას სერაფისის აკლდამა.

_ ო, შენ ბევრი რამ გცოდნია! მაგრამ საიდან გაიგე ყველაფერი ეს?

_ იახმოსისაგან.

_ ჰო, ეს ბებერი ქურუმი მართლა დიდი ბრიყვია! იახმოსს


შეუძლია დაიზუთხოს ყველა თქმულება ღმერთებზე, მაგრამ
ადამიანებს იგი საერთოდ არ იცნობს. სამაგიეროდ, ნოხრი სხვა
ცომისგან არის მოზელილი. მე გამიგონია, რომ გორი ოზირისისა და
იზიდას შვილია, ანუბისი კი _ მტირალი ნეითის შვილი. ესენი არიან
ის ღმერთები, კრავებივით რომ დაგდევენ კუდში? ძალიან მიხარია,
რომ ტყუილუბრალოდ არ დამიკარგავს დრო მათი
თაყვანისცემისთვის. მე ღმერთებს ზუსტად ისევე ვსწავლობ,
როგორც ადამიანებს. ახლა კი, თუთმოს, მინდა გავიგო, ვინა ხარ შენ!

167
ეს თქვა თუ არა, ნოხრი საწოლიდან წამოვარდა და სწრაფად
გადასწია ფარდა, რომელიც ჩემ ზურგს უკან ეკიდა. მე მივიხედე და
თავზარდაცემულმა კინაღამ შევყვირე. ჩემს უკან იდგა კაცი,
რომელიც წინათაც მენახა.

_ პსარო, კარგად შეხედე ამ კაცს, რომელიც ამბობს, ქურუმი ვარო.


ვინ არის? _ ხმამაღლა ჰკითხა ნოხრიმ.

გამბედაობა არ მეყო, პირდაპირ შემეხედა სახეში პსაროსთვის,


რომელიც დანახვისთანავე ვიცანი. ხმელ-მხელი, სუსტი ტანი,
მელოტი თავი, დანაოჭებული სახე, ცივი თვალები.

ეს ის კაცი იყო, რომელიც მე და დჰირენდრამ „ლოტოსზე“


ვნახეთ. სწორედ მან მოგვტაცა ამულეტი. სწორედ ეს კაცი გააცურა
ბატონმა ჩანმა. ახლა მე თითქმის ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მან
მოკლა შივნათჰ ჯაუჰრი.

168
მეჩვიდმეტე თავი. დედოფალთან შეხვედრა

მოხუცი ისე დაკვირვებით მიცქერდა, თითქოს უნდოდა მზერით


გავეხვრიტე. ვცადე, თვალი ამერიდებინა, მიმოვიხედე და უცებ
პსაროს ზურგს უკან შევნიშნე ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩვენთან
ერთად „ლოტოსზე“ მოცურავდა.

ნოხრიმ მხარზე ხელი დამადო და მე ვიგრძენი მისი ფიზიკური


ძალა. იგი ჩემს მხარს მხოლოდ 4 თითით შეეხო, მაგრამ მომეჩვენა,
რომ უდიდესი სიმძიმე დამაწვა, რომელსაც ვერ გავუძლებდი და
სადაცაა, მიწაზე დავეცემოდი.

_ აბა, პსარო, კარგად შეხედე. იცნობ თუ არა ამ კაცს?


შეხვედრიხარ თუ არა ოდესმე იმ გასაოცარ ქვეყანაში, უდაბნოს იქით
რომაა გადაშლილი?

დაახლოებით იმას განვიცდიდი, რასაც ბრალდებულის სკამზე


რკინის ტიხარს იქით მჯდომი სისხლისმსმელი მკვლელი გრძნობს
სასამართლოს განაჩენის მოლოდინში.

_ არა, მე მას არ ვიცნობ, _ თქვა პსარომ ცოტა შეყოვნების შემდეგ.

გულში მადლობა ვუძღვენი ბატონ ჩანს მოსაზრებულობისა და


ოსტატობისათვის, იმის გამო, რომ კანის ფერი შემიცვალა, წვერ-
ულვაში მომპარსა და თავიც გადამპარსა, ერთი სიტყვით,
ყველაფერისათვის, რამაც სრულიად გარდამქმნა.

169
ნოხრი თავის ღრმა იმედგაცრუებას ვერ ფარავდა. ბოლთის ცემას
მოჰყვა, ნესტოებს ბერავდა და მარჯვენა ხელის მუშტს მარცხენა
ხელის გულს სცემდა. უნებლიედ, იგი ახალ-დაჭერილ, რკინის
გალიაში პირველად ჩამწყვდეულ ვეფხვს შევადარე.

შემდეგ ნოხრი შეჩერდა, თვალები მოჭუტა, ხელები ზურგს უკან


დაიწყო და კვლავ პსაროს მიმართა:

_ კარგად დააკვირდი!.. მე ვიცი, შენ იმ გასაოცარ ქვეყანაში ისეთი


არაჩვეულებრივი, უცნაური, დაუჯერებელი ამბები ნახე, ჩვენ რომ
არც კი გვსმენია. შენ იქ შეისწავლე არაჩვეულებრივი ენა, რომლის
გაგებაც აქ არავის შეუძლია... შენ თქვი, ამულეტი რომელიღაც
ზღვისპირა ქალაქში მომპარესო. როგორი შესახედავი იყო ის ქურდი?

_ არ ვიცი, ბნელოდა. მე მახსოვს ორი კაცი, რომლებსაც ამულეტი


ჰქონდათ. ერთი ჭაღარაწვერიანი მოხუცი იყო. იგი ვერასდროს
გაბედავდა გატაცებული ხოჭოს წართმევას, _ მიუგო პსარომ.

_ მეორე?

_ მეორე აწოწილი, ხმელ–ხმელი კაცი იყო, თვალები გიჟივით


უელავდა:

გადავრჩი! ვგრძნობდი, რომ ნოხრის ასეთი საქციელი არ


შეიძლებოდა უპასუხოდ დამეტოვებინა. ამიტომ გაბრაზებულმა
მივმართე, ვცდილობდი, მასში ჩემდამი პატივისცემა აღმეძრა:

_ მისმინე, ნოხრი, ჩვენ თვით ამ ქვეყნის მმართველი მოგვესალმა,


ის კი ძლიერი და გავლენიანია, თუმცა შენ ამაზე სხვა აზრისა ხარ.

170
მას შემდეგ, რაც აქ ვართ, არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჯერ
კიდევ ჩვენი ჩამოსვლის დღეს დედოფალს ვუთხარი, ღმერთები
თქვენს ქვეყანაში იმისათვის ჩამოვიდნენ, მშვიდობისა და
სერაფიელთა აყვავებისთვის იზრუნონ-მეთქი. გეკითხები, ვისი
ბრძანებით მომაყენე შეურაცხყოფა და ეს კაცი მსაჯულად
დამინიშნე?

_ საკუთარი სურვილით! _ დაიყვირა ნოხრიმ.

_ თუ ასეა, იძულებული ვარ, დედოფალს მოვახსენო, რომ აქ


იმიტომ არ ჩამოვსულვარ, ყოველგვარი შეურაცხყოფა ავიტანო.

_ დედოფალი შეგიძლიათ შეაშინოთ ღმერთებით, სულებით,


ჯადოსნობით, წყევლით, რაც უნდა იყოს, ქალია, მაგრამ ჯარისკაცს
ასეთი ზღაპრები არ აინტერესებს.

_ მე დედოფალთან მივდივარ, _ ვთქვი და გასასვლელს მივაშურე.

ჩემ წინ კარი თავისთავად გაიღო, მაგრამ ორი ნაბიჯის გადადგმაც


ვერ მოვასწარი, რომ ოცმა თავით-ფეხამდე შეიარაღებულმა
ჯარისკაცმა გზა გადამიღობა.

მე მთავარსარდალს მივუბრუნდი:

_ უბრძანე, გამიშვან!

ნოხრიმ ღვარძლიანად გაიღიმა და მომიგო:

171
_ ხომ ხედავ, როგორი მახე დავაგე თქვენთვის. ახლა კი
დაუძვერი, მაგრამ მეორე ბადეს ვერ გაგლეჯ. მარტო შენ როდი
მოხვდები ბადეში _ ტურა, იბისი და შევარდენიც შენ გვერდით
იქნებიან, _ ეს თქვა და ჯარისკაცებს უბრძანა, გაუშვითო.

მე კარგად მესმოდა, რომ მხოლოდ სასწაულმა მიხსნა ნოხრის


კლანჭებიდან; სასახლიდან გასული დიდხანს გონს ვერ მოვედი,
დიახ, თქვენ ადვილად წარმოიდგენთ ჩემს მდგომარეობას, თუ
გაიხსენებთ, რომ განსაკუთრებული გულადობით ვერ
დავიტრაბახებ.

მაგრამ ნოსრიმ პირდაპირ გამოგვიწვია საბრძოლველად და მე


მყისვე დედოფალს მივაშურე, რათა ყველაფერი მეამბნა.

მთავარ შესასვლელთან დაცვის უფროსი შემომხვდა, მან


მოსალმების ნიშნად ხელი აღმართა და მისვლის მიზეზი მკითხა.
ვუპასუხე, რომ აუცილებლად უნდა მენახა დედოფალი.

მაშინ ბაღის ბილიკით მიმიყვანა შენობამდე, სადაც სატახტო


დარბაზი იყო. ლამაზი მარმარილოს კიბით შევედი ვეებერთელა
აუზიან დარბაზში. წყლის ნაპირზე ხალიჩა დაეგოთ, რომელზეც
დედოფალი იჯდა თავისი მეგობრებით. შევხედე და გავიფიქრე, ჯერ
კიდევ სულ ბავშვია-მეთქი.

დედოფალი ადგა და დიდი პატივით მომესალმა.

_ ღმერთებმა ჩემთან რაიმე ხომ არ დაგაბარეს? _ მკითხა მან.

172
_ ღმერთები ლოცავენ დედოფალს, _ ვუპასუხე მე და კვლავ
ვიგრძენი თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ შეგნებულად
ვატყუებდით ახალგაზრდა, უეშმაკო, სპეტაკ და პატიოსან გოგონას.

დედოფალი მომწონდა არა მხოლოდ გულუბრყვილობით,


უბრალოებითაც, ეს კი განსაკუთრებით დასაფასებელია, თუ
გავითვალისწინებთ, რომ სერისისს ეკუთვნოდა ძველი
ცივილიზაციის მთელი სიკეთე. დედოფალს კარგი განათლება
ჰქონდა მიღებული. იახმოსმა მიამბო, რომ ზოგჯერ იგი საათობით
ესაუბრებოდა სწავლულებს. მას, წარსულის ამ სამეფოს მმართველს,
შორეული წარმოდგენა მაინც რომ ჰქონოდა თანამედროვე
სამყაროზე, ეჭვი არ არის, კიდევ უფრო კარგად გაუძღვებოდა ამ
ყველასაგან მივიწყებულ ქვეყანას.

როცა ნოხრის წინაშე ვიდექი, რომლისთვისაც უცხო იყო


სიბრალული და ვინმეს მიმართ პატივისცემის გრძნობა, ვიცოდი,
რომ ჩემი და ჩემი ამხანაგების ბედი ბეწვზე ეკიდა _ ოდნავი
მერყეობა ან დაუკვირვებლად ნათქვამი სიტყვა სიკვდილის კარამდე
მიგვიყვანდა. ასეთი კაცისაგან თავის დასახსნელად ყოველგვარი
ხერხი საპატიოა.

დედოფლის წინაშე მდგარი ვგრძნობდი, რომ უსასტიკეს სასჯელს


ვიმსახურებდით და ძალიან მინდოდა, მისთვის ყველაფერი მეამბნა.
რასაკვირველია, ეს დიდი სისულელე იქნებოდა ჩვენი მხრიდან:
სერისისს კიდეც რომ მოესურვებინა ჩვენი გადარჩენა, მაინც ვერ
შეძლებდა _ სულ ერთია, მისი ქვეშევრდომნი არ დაინდობდნენ
იმათ, ვინც ასე გაასულელა ისინი.

173
შევამჩნიე, რომ დედოფალი განსაკუთრებული სიმპათიით მარტო
იმიტომ არ მექცეოდა, ღმერთებთან რომ ვცხოვრობდი. არ ვიცი, ეს
რითი ავხსნა: ახალგაზრდობაშიც კი ჩემს გარეგნობაში მიმზიდველი
არაფერი იყო და არ შეიძლებოდა ასეთ გოგონას მოვწონებოდი. ახლა
კი დავბერდი და მას პაპად შევეფერებოდი. მაგრამ დედოფალი
აშკარად დიდი სინაზით, სიყვარულითა და პატივისცემით
მექცეოდა.

სერისისმა ხელი ჩამკიდა და მარმარილოს კიბით ბაღში ჩამიყვანა.


საღამოს გრილი ჰაერი ყვავილების სასიამოვნო სურნელით იყო
გაჟღენთილი. ჩვენ დავდიოდით ბაღის ბილიკებზე, რომელთა ორივე
მხარეს ძველი ეგვიპტის ღმერთებისა და ქალღმერთების ქანდაკებები
იდგა.

უცებ მან სახეში შემომხედა.

_ თუთმოს, რა დაგემართათ? _ ასე მგონია, რაღაცით


შეშფოთებული ხართ.

_ მართალი ბრძანდებით, დედოფალო, _ ვუპასუხე მე.

_ ღმერთებს ხომ არაფერი აწყენინეთ?

_ არა, არავისთვის არაფერი დამიშავებია და ვერ გამიგია, ნოხრის


თავის მტრად რატომ მივაჩნივარ. მე მოვედი, რომ ამ საშინელი
კაცისგან დაცვა გთხოვოთ.

_ ნოხრი ძალიან ძლიერია! _ შესძახა მან და რისხვით დააბაკუნა


ფეხები. _ განა მე მბრძანებელი არა ვარ ამ ქვეყნისა, რომელიც მთების

174
მისადგომებიდან უდაბნომდეა გადაჭიმული? განა მე თებეს
ფარაონთა დინასტიის შთამომავალი არა ვარ? აქ ჩემი სიტყვა
კანონია. ვერცერთი ჩემი ქვეშევრდომი ჩემს ბრძანებას ვერ
დაარღვევს, მხოლოდ მხედართმთავარი ნოხრი არ მემორჩილება.

_ თქვენ გეშინიათ მისი? _ ვკითხე მე.

_ არა, მე ნოხრისა არ მეშინია, მაგრამ ის არაფრად მაგდებს.


ბევრჯერ ვთხოვე რჩევა-დახმარება იახმოსს, მაგრამ უმაღლესი
ქურუმი შიშით კანკალებს ამ კაცის წინაშე და ვერაფრით მეხმარება.

სერისისმა შემომხედა, ნაღვლიანად გაიწვდინა წინ სამაჯურებით


დაყურსული ხელები და სამაჯურები ოდნავ გასაგონად
აწკრიალდნენ. მზის უკანასკნელი სხივი დედოფლის ყელსაბამს
მოხვდა და ძვირფასი ქვები ცისარტყელას ყველა ფერით
აელვარდნენ.

ახლა მე დიდი მღელვარებით ვიგონებ დედოფალთა გატარებულ


იმ საღამოს, ყვავილების დამათრობელი სურნელებით აღსავსე
მშვენიერ ბაღსაც, სწორ ბილიკებსაც, ლამაზი ლეღვის ხეებსა და
პალმებსაც, დიდ უძველეს ქანდაკებებსა და სფინქსებს, რომლებსაც
გარს ვაზი შემოჰხვეოდათ, დაბოლოს, მზეთუნახავ ახალგაზრდა
ქალს, რომლის მომხიბვლელობა არ შეიძლებოდა არ ეგრძნო თვით
ჩემისთანა გამოფიტულ ბერიკაცსაც კი...

ეს იყო ცალკე პატარა სამყარო და მე უცებ მივხვდი, რომ რაგინდ


აკურატულად და მონდომებით უნდა დავაკრათ ეტიკეტები და
დავუსვათ ნომრები ძველი კულტურების ნივთებს, შევადგინოთ

175
მათი კატალოგები და ლამაზად გავამწკრივოთ კარადის თაროებზე
თუ მინიან სტენდებში, ისინი მაინც სამუდამოდ სიძველის მკვდარი,
უსიცოცხლოები იქნებიან და ვერავითარი ფანტაზია ვერ შეცვლის
ცოცხალ ურთიერთობას ამ სამყაროსთან, რომელიც თავისი
განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრობს.

სინდისი მოსვენებას არ მაძლევდა და გულში დავიფიცე: თუ


დედოფალს შეავიწროებენ, ან რაიმე საშიშროება დაატყდება თავს,
ყველაფერს ვიღონებ, მას წავეხმარო-მეთქი. რასაკვირველია, ისიც
ვიცოდი, ჩემი ჭკვიანი, ერთგული მეგობრების დჰირენდრას და ჩანის
გარეშე ამ ფიცის ფასი კაპიკი იყო.

_ თუთმოს, თქვენ ბრძენი ადამიანი ხართ, თქვენ გენდობიან


ღმერთები, სთხოვეთ მათ დამეხმარონ, _ მომმართა დედოფალმა.

_ შევეკითხე, რა გაგჭირვებია-მეთქი.

_ ნოხრის სურს, ჩემი ტახტი ჩაიგდოს ხელში. _ მიპასუხა მან. მე


კარგად ვიცნობ ამ კაცს. იგი დიდი გავლენით სარგებლობს ჯარში და,
საკმარისია, ამბოხება მოაწყოს, რომ მეომართა დიდი ნაწილი მის
მხარეზე დადგება.

_ ის ამას ვერ გაბედავს! _ ვუთხარი მე.

_ არა, მიპასუხა სერისისმა, _ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ


გვიან, იგი აუცილებლად აღდგება ჩემ წინააღმდეგ. ხოლო, თუ ომი
დაიწყო, მე მხოლოდ ჩემი პირადი დაცვის იმედი შეიძლება მქონდეს.

176
_ დიახ, ისინი ნამდვილი გოლიათები არიან! _ ვუთხარი მე.
სასახლეში რომ შემოვდიოდი, დავინახე შეიარაღებულნი და
აბჯარასხმულნი. მუზარადებს წითელი იბისის ფრთები
უმშვენებდათ.

_ მამაცი და გაწვრთნილი მეომრები არიან. ისინი მთელს


სამეფოში შეარჩიეს. დანარჩენები მათ მხრებამდე ძლივს სწვდებიან.
ჩემი ერთგულები არიან და, თუ საჭირო იქნა, ჩემს დასაცავად
სიცოცხლესაც არ დაიშურებენ.

_ ნოხრის რა სურს? _ ვკითხე მე.

_ როგორც უკვე გითხარით, მას ძალაუფლების ხელში ჩაგდება


სწყურია, და მანამ არ დამშვიდდება, სანამ ჩემს ტახტზე არ დაჯდება.
მაგრამ ძალაუფლებაზე მეტად გამდიდრება სწადია. ყველაფერი,
რასაც ახლა გეტყვით, ჩვენს შორის უნდა დარჩეს. მე ამბავი
მომიტანეს, რომ ნოხრის სერაფისის აკლდამის გაღება აქვს
განზრახული.

_ ნუთუ განძეულის ხელში ჩაგდება უნდა?

_ დიახ, და აქამდეც განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს, მაგრამ


მიწისქვეშა შესასვლელს ვერ აღებს. მისთვის ხომ წმინდა არაფერი
არსებობს. იგი თვით მზის ღმერთის შეურაცხყოფასაც არ
მოერიდებოდა, ოღონდ კი აკლდამაში შესულიყო. მაგრამ მე იმედი
მაქვს, რომ, თუნდაც შეაღწიოს აკლდამაში, სერაფისის გაძარცვას ვერ
შეძლებს, _ ღმერთები არ მისცემენ ამის უფლებას.

177
_ იახმოსმა მითხრა, აკლდამაში შესასვლელად აუცილებელია
რაღაც საიდუმლოება იცოდეო.

_ ეს საიდუმლოება შეიძლება იცოდეს მხოლოდ იმან, ვისთანაც


სერაფისის ამულეტი ინახება.

_ თქვენ არ იცით იგი?

სერისისმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

_ ეს საიდუმლო არავინ იცის. ვერცერთი ადამიანი, რაოდენ


ძლიერი და ძლევამოსილიც უნდა იყოს, აკლდამაში უამულეტოდ
ვერ შევა. მაგრამ ამულეტი დაიკარგა, მოიტაცეს. მის საძებნელად
ვინმე პსარო გაეშურა, მაგრამ იგი უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება.

– დედოფალო, ის აქ არის!

– პსარო? დაბრუნდა?

– იგი ეს-ესაა ჩამოვიდა იმ საოცარი ქვეყნიდან, უდაბნოს მიღმა


რომ მდებარეობს.

_ მაშ ყველაფერი დაღუპულა, სიკვდილს ვეღარ გადავურჩები. ეს


კაცი გამუდმებით აქეზებს ნოხრის. ნოხრი მამაცი და ძლიერია,
პსარო კი გველივით ჭკვიანი და ბრძენი, _ სასოწარკვეთილი ხმით
წარმოთქვა დედოფალმა.

ზურგს უკან იარაღის ჟღარუნი მომესმა. მივიხედე და ოქროს


საჭურველით შემოსილი ნოხრი დავინახე. იგი ჩვენკენ მოდიოდა
ამაყად თავაწეული. და, თუმცა ამ კაცის დანახვა შიშს მგვრიდა, მაინც

178
არ შემეძლო არ დამეფასებინა მისი ვაჟკაცური სილამაზე და
მხედრული გამართულობა.

_ აი, ისიც, თუთმოს, ახლა წადით და ხვალ აუცილებლად


მოდით. რაღაც უნდა გითხრათ, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა
დედოფალმა.

დედოფალს დავემშვიდობე გასასვლელისკენ გავეშურე და, როცა


ნოხრის ჩავუარე, მისი სწრაფი, შავი თვალების მზერა ვიგრძენი.

179
მეთვრამეტე თავი. ქარიშხლის წინ

იმავ დღეს დჰირენდრამ, დჰანდასმა, ჩანმა და მე თათბირი


გავმართეთ, რომელმაც თითქმის დილამდე გასტანა. ბევრ რამეზე
ვიმსჯელეთ. გვესმოდა ჩვენი მდგომარეობის სირთულე. ჯერ მარტო
ის, რომ ნოხრი არ გვენდობოდა, ჩვენთვის დიდ საფრთხეს ქმნიდა.
ახლა კი მიტნი-ხაპში დაბრუნდა პსაროც, და ეს სიკვდილით
გვემუქრებოდა.

პსაროს ჯერ კიდევ ადრე ჰქონდა სერაფიელთა შორის ჯადოსნის


სახელი, ახლა კი მან, ერთადერთმა ამ ქვეყნის მცხოვრებთაგან, ნახა
თანამედროვე სამყარო, გაეცნო ჩვენი ცივილიზაციის შესანიშნავ
აღმოჩენებსა და მიღწევებს.

მე გამოვთქვი აზრი, რომ პსარომ მოკლა შივნათჰ ჯაუჰრი და


დასტურად დჰანდასისგან მოვისმინე მკვლელობის წვრილმანები,
რომელთა შესახებაც გაზეთებში არაფერი დაწერილა.

პოლიციის აგენტმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, იატაკზე


ქაღალდის საჭრელი დანა იპოვა. როგორც ჩანს, შივნათჰ ჯაუშრიმ
თავდაცვის დროს დანა პსაროს დაარტყა _ აი, ამიტომ აჩნია ნაიარევი
ლოყაზე, რომელიც, იახმოსის თქმით, წინათ არ ჰქონია.

ჯაუპრის მკვლელს მივაგენით, მაგრამ რა გამოვიდა. ჩვენ


ვიცოდით, რომ პსაროს მოტყუება ადვილი საქმე არ იყო.

მზად ვიყავი, ახლავე წავსულიყავი მიტნი-ხაპიდან, რადგან ჩემი,


როგორც მეცნიერის ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებული იყო, და
180
ყველაფერმა, რაც ამ ქვეყანაში ვნახე, ბევრად გადააჭარბა მოლოდინს.
მაგრამ როგორ უნდა გაგეღწია აქედან ცოცხალს და უვნებელს.
ქალაქიდან გაქცევაც რომ მოგვენდომებინა, ეს, სულ ერთია, არაფერს
გვიშველიდა: უდაბნოში წასვლა სიგიჟე იყო, სხვა გზა ჩვენ არ
ვიცოდით.

სანამ ამხანაგებს ჩემს პესიმისტურ მოსაზრებებს ვუზიარებდი,


ბატონი ჩანი იატაკზე იჯდა, ნიკაპი მუხლებზე დაეყრდნო და
მშვიდად მისმენდა.

_ პროფესორო, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, _ მითხრა მან,


როცა სიტყვა დავამთავრე. სავსებით გეთანხმებით, რომ კვლავ
უდაბნოს გავლა სისულელე იქნებოდა. მაგრამ მე გავიგე, პსარო
დაბრუნდაო, ეს კი, ჩემი აზრით, კარგი ნიშანია.

_ კარგი ნიშანია? _ შევყვირე მე. _ თუ ჩვენი ამბავი გაიგო, კარგი


დღე არ დაგვეყრება.

_ თქვენ ვერ გამიგეთ, პროფესორო, ნუთუ გგონიათ, რომ პსარო


უდაბნოს გზით დაბრუნდა? _ გაიღიმა ჩანმა.

_ არ ვიცი, _ ვუპასუხე მე.

_ მე ეს შეუძლებლად მიმაჩნია, _ მითხრა ჩანმა.

_ მაინც რატომ?

_ უდაბნოს გამოვლისთვის ძალა არ ეყოფოდა: ის ხომ თქვენზე


ბევრად უფროსია. მე მას კარგად დავაკვირდი იმ ღამეს, ამულეტი
რომ მოვტაცე.

181
_ მაგრამ, ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია, _ შევედავე მე.

_ არა, პროფესორო, მე თქვენთვის ჯერ ყველაფერი არ მითქვამს.


აფრიკის ტყეებში გავრცელებულია ავადმყოფობა, რომელიც
სამუდამო კვალს ტოვებს ადამიანის სახეზე: კაცს ტუჩები ჯერ
ულურჯდება, შემდეგ უშავდება. მე პსაროს შევამჩნიე ამ
ავადმყოფობის ნიშნები. მაშასადამე, სანამ ინდოეთში ჩავიდოდა, მან
ამ ტყეებით იარა.

_ როგორ, იმ ღამეს სუეცში ამის გარჩევაც მოასწარით?

_ გაკვირვებით ვკითხე მე.

_ დიახ! მაგრამ მაშინ ჯიბის ფარნის სინათლეზე რომ


ვათვალიერებდი ოთახს, ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება
არ მიმიქცევია. აი, ახლა კი მომაგონდა. ჩემი გონება თავისებური
საწყობია: იგი ინახავს ათასგვარ ამბავს, რომელთა შესახებ მე
ზოგჯერ წარმოდგენაც არა მაქვს და რომლებიც მეხსიერებაში
ამოტივტივდებიან მხოლოდ მაშინ, როცა მათი გახსენება
აუცილებელია... თუმცა, მისმინეთ. რამდენადაც მე ვიცი, ამ ქვეყნის
არც სამხრეთით, არც დასავლეთით არ არის დიდი ტყეები, ისევე
როგორც ნილოსისა და სობატის ხეობებში. პსარო სამხრეთიდან ვერც
მოვიდოდა, რადგან ამისთვის დიდი წრე უნდა შემოევლო და ძალიან
დიდი დროც დაეკარგა. რჩება მხოლოდ ერთი გზა – სამხრეთ-
აღმოსავლეთისა. ეს კი ნიშნავს, რომ მე და თქვენ შეგვიძლია აქედან
გავიდეთ იმავე გზით, რომლითაც პსარო მოვიდა.

182
_ რა გაეწყობა, შეიძლება თქვენ მართალიც იყოთ, _ ვუთხარი მე,
თან ვგრძნობდი, რომ ჩანის სიტყვებზე გულში იმედმა დაისადგურა.
რაც უფრო მალე წავალთ აქედან, მით უკეთესი. ჩვენი ტაძარში
დარჩენა ყოველ წუთს სულ უფრო საშიში ხდება.

_ ესე იგი, თქვენ გვირჩევთ, პირველი შესაძლებლობისთანავე


გავიქცეთ აქედან? _ მკითხა კაპიტანმა დჰირენდრამ.

_ დიახ, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ დედოფალი საფრთხეში


რჩება.

დჰირენდრა ჩუმად გვისმენდა და უცებ ჩაება საუბარში.

_ ჩვენ აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ დედოფალი


განსაცდელისაგან გვეხსნა. მე ამ ქალაქიდან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ
სერაფისის აკლდამაში არ შევაღწევ.

_ ეგ შეუძლებელია. აკლდამის საიდუმლოებაც რომ ვიცოდეთ,


მის მცველ ქურუმებს მაინც ვერ გავუმკლავდებით. _ თქვა ჩანმა.

_ ძალის გამოყენება კარგს არაფერს გვიქადის. ჩემი აზრით,


ყველას აჯობებს ამ ხალხთან მეგობრულად ვიყოთ. აკლდამის
მცველებსა და ტაძრის ქურუმებს შორის ერთი მტერიც რომ
გამოჩნდეს, მორჩა, ჩვენი საქმე წასულია, მხარი დაუჭირა ჩანს
დჰირენდრამ.

_ ბიძაჩემს უდიდესი აღმოჩენა ეკუთვნის. მან შეიტყო ქვეყნის


არსებობა და ყოველივე ის, რასაც აქ ახლა საკუთარი თვალით
ვხედავთ. მან ჩვენ დაგვიტოვა რამდენიმე უბის წიგნაკი. მათში

183
ჩაწერილი ყოველი სიტყვა სინამდვილე აღმოჩნდა. ამიტომ არ
შეიძლება ყალბად მივიჩნიოთ მისი ჩანაწერები სერაფისის
საგანძურის შესახებ. გეთანხმებით, რომ სერაფისის აკლდამაში
ძალით შეღწევის ცდა სისულელეა, მაგრამ კიდევ მეტი სისულელე
იქნებოდა აქედან გაქცევა და ასეთი საგანძურის დატოვება, –
ხმადაბლა ჩაილაპარაკა დჰანდასმა, რომელიც ცეცხლს მისჩერებოდა.

ჩვენ ჩუმად ვუცქერდით ამ კაცს, რომელიც ოცნებობდა,


სერაფისის მთელი საგანძური ხელში ჩაეგდო. მხოლოდ ამ მიზნით
გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო სახიფათო მოგზაურობაში. თავის
დროზე მან მხოლოდ იმიტომ არ მოისურვა ჩვენი ექსპედიციის
შემადგენლობაში ჩანისა და დჰირენდრას შეყვანა, რომ არ უნდოდა
ვინმესთვის გაეყო აკლდამაში დაცული სიმდიდრე.

სიჩუმე კაპიტანმა დჰირენდრამ დაარღვია, რომელსაც მუდამ


უყვარდა პრაქტიკული მსჯელობა.

_ წარმოიდგინეთ, რომ აკლდამაში შევედით და საგანძური ხელში


ჩავიგდეთ. როგორ გინდათ წავიღოთ იგი იმ შორსა და გრძელ გზაზე
_ რამდენიმე ათას კილომეტრზე აფრიკის ტყეებში? სამხრეთ-
აღმოსავლეთით გზა, _ პირადად მე მტკიცედ მწამს, რომ იგი
არსებობს, _ უსიერ ტყეებს მიჰყვება და საბოლოოდ კენიაში ან
უგანდაში მიგვიყვანს. მე ბევრჯერ მიმოგზაურია ტყეებში და ამიტომ
პირადი გამოცდილებით გეუბნებით: თუკი ამ გზაზე დადგომას
დავაპირებთ, უნდა წავიღოთ მხოლოდ ის, რისი წაღებაც
აუცილებელია, _ თქვა მან.

184
_ წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს უჭირს ფული! _ შესძახა
დჰანდასმა.

_ მაგრამ ოქრო საჭმელს ვერ შეცვლის. გზაზე თავდასხმისაგან


მთელი დედამიწის ძვირფასი ქვებიც ვერ გვიხსნის, _ ცდილობდა მის
შეგონებას დჰირენდრა.

დჰანდასი დიდხანს დუმდა. მერე კი უხეში, მკაცრი ხმით


წარმოთქვა:

_ მე მამაცი ადამიანი ვარ და შემიძლია იმდენ ხანს ვიცადო,


რამდენიც საჭიროა. ჩვენ ყველანი გარემოების მონები ვართ. არავინ
იცის, ხვალ რა მოხდება.

დიახ, მართლაც ასე იყო. ჩვენ არ ვიცოდით, რა გველოდა


მომავალში, განსაკუთრებით ახლა, როცა ამ ქალაქში ჩვენთან ერთად
პსაროც იყო.

მეორე დღეს, გვიან საღამოს, იახმოსი მოვიდა და მითხრა, რომ


დედოფალი მთხოვდა, დაუყოვნებლივ მივსულიყავი. ნავში მე
შევეცადე, გამოვლაპარაკებოდი უზენაეს ქურუმს, მაგრამ იგი პასუხს
არ მაძლევდა, ხელები სახეზე აეფარებინა და ჩუმად ტიროდა. მე
მივხვდი, რაღაც უბედურება მომხდარიყო და ერთი სული მქონდა
სასახლეში მისვლამდე.

სერისისი მარტო იყო; დედოფალი პატივით მომესალმა. ვერც კი


მოვასწარი მეკითხა, რისთვის მიხმეთ-მეთქი, რომ ხელი მომკიდა და
მითხრა:

185
_ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. სწორედ ის მოხდა, რასაც
გუშინ გეუბნებოდით. პსარო დაბრუნდა და ნოხრისთან ერთად ჩემს
წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. წუხელ ნოხრი აჯანყებით
დამემუქრა, თუ არ დავემორჩილები.

_ მაინც რას მოითხოვს თქვენგან, დედოფალო? _ კვლავ


გავუმეორე შეკითხვა.

_ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, _ მიპასუხა მან. მერე იახმოსს


მიუბრუნდა და შესძახა: „განა მე და ჩემი წინაპრები ღირსეულ
პატივს არ ვცემდით ღმერთებს? ნუთუ ჩემს სამეფოში არცერთი კაცი
არ არის, რომ საკადრისი პასუხი გასცეს ამ თავხედს?“

_ რას მოითხოვს თქვენგან? _ კვლავ გავუმეორე შეკითხვა.

_ ნოხრის უნდა სერაფისის საგანძურის გაძარცვის ნება დავრთო.


მე, რასაკვირველია, ამის უფლებას არ მივცემ, მაგრამ მას შეუძლია
ძალით მოიშოროს აკლდამის მცველი ქურუმები.

_ არ იქნება ეგ. თუ ეს მოხდა, ჩვენს ქვეყანას ღმერთების უწყალო


რისხვა დაატყდება თავს, _ შენიშნა უმაღლესმა ქურუმმა:

_ მე თქვენ იმისთვის გიხმეთ, თუთმოს, რომ მინდა, მაღალი


ღმერთები გორი, ტოტი და ანუბისი, რომლებსაც არაერთხელ
დაუცავთ მტრებისგან ჩემი წინაპრები, ამ მძიმე წუთებშიც
დაეხმარონ მათს ერთგულ მონას, _ თქვა დედოფალმა.

_ ისინი უთუოდ დაგეხმარებიან! _ შევძახე მე.

186
მე ნათლად ვხედავდი: ჩვენი ბედი დამოკიდებული იყო იმაზე,
შეინარჩუნებდა თუ არა დედოფალი ძალაუფლებას. ტახტი რომ
დაეკავებინა, ნოხრი ალბათ ერთ დღესაც არ გვაცოცხლებდა. სწორედ
ამან მაიძულა, ასეთი სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი გამეცა.

მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ჩემმა სიტყვებმა დაამშვიდა დედოფალი.


ლამაზ სახეზე კვლავ ღიმილი აუთამაშდა. დედოფალმა ტაში
შემოჰკრა და თქვა:

_ მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენი მადლობელი ვიქნები,


ჩემო ძვირფასო თუთმოს.

_ მითხარით, დედოფალო, რატომ ჩქარობს ასე ნოხრი სერაფისის


განძეულის სელში ჩაგდებას, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ აჯანყება
მოაწყოს და ტახტი დაიკავოს, შემდეგ კი წინააღმდეგობის
გაუწევლად გაძარცვოს აკლდამა? _ ვკითხე მე.

_ ფული სჭირდება, რომ გამცემები და მოღალატეები მოისყიდოს:

_ ო, ამაზე სულ არ მიფიქრია.

_ მაგრამ, რამდენიც უნდა ეცადოს, ნოსრი სერაფისის


საგანძურამდე ვერ მიაღწევს, ღმერთები ამას არ დაუშვებენ.

_ განა არ შეიძლება აკლდამის კარის გატეხა?

_ არა, ეს შეუძლებელია. ამ აკლდამის აგების შემდეგ მრავალი


ათასი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ფეხი არავის შეუდგამს.
მხოლოდ პსაროსი მეშინია _ დახელოვნებული ჯადოსანი და
შემლოცველია.

187
მეც მეშინოდა პსაროსი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჯადოქრობა
მწამს, არამედ იმიტომ, რომ იგი თანამედროვე სამყაროს იცნობდა და
ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე მისმა თანამემამულეებმა.

კარგად ავწონ-დავწონე შექმნილი მდგომარეობა და დედოფალს


ვუთხარი:

_ ტოტს მოველაპარაკები, სიბრძნით მას ვერავინ შეედრება.

მე მართალი ვთქვი, რადგან ჩემს სიცოცხლეში ჩანზე ჭკვიანი


ადამიანი არ შემხვედრია.

188
მეცხრამეტე თავი. ქარიშხლის დასაწყისი

გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობდით,


თითქოს ახალ-გაღვიძებული ვულკანის კრატერთან ვიდექით.
ყოველ წუთს შეიძლებოდა ამოფრქვევა დაწყებულიყო და ველოდით,
მიწა როდის გასკდებოდა და უკვალოდ თან ჩაგვიტანდა.

ოთხივენი ჩვენს პატარა ოთახში ვისხედით, რომლის კარი


ცენტრალურ დარბაზში გადიოდა.

ის-ის იყო, ამხანაგებს დედოფალთან საუბრის შინაარსი გადავეცი


და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდით, ყველაფერზე
დამშვიდებით რომ გვემსჯელა. მაგრამ უცებ დარბაზში ვიღაცის
გულშემზარავი ყვირილი გაისმა და მე მაშინვე გამოვვარდი
ოთახიდან.

დღესაც არ შემიძლია აუღელვებლად მოვიგონო სანახაობა,


რომელიც ჩემ თვალწინ გადაიშალა. პირველად ვნახე, როგორ
იღვრებოდა ადამიანის სისხლი. თუმცა ბევრი წამიკითხავს სისხლიან
ხოცვა-ჟლეტასა და რბევაზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ
ადამიანს ასე გამხეცება შეეძლო.

იმ დღეს მზის ღმერთის რას დღესასწაული იყო. ამ ზეიმის გამო


ჩირაღდნებითა და კაშკაშა ლამპრებით კარგად განათებული ტაძრის
წინ მრავალი ქურუმი შეკრებილიყო. ირგვლივ სიმშვიდე და
სიწყნარე სუფევდა. მაგრამ უცებ, ყველასთვის მოულოდნელად,

189
თავით ფეხებამდე შეიარაღებული ოცი კაცისაგან შემდგარი რაზმი
გამოჩნდა.

პირველი, ტაძრის კარებთან მდგარი მცველი მოკლეს. ჩვენ


სწორედ მისი ყვირილი გავიგონეთ.

მეომრები ხმაურით შეცვივდნენ დარბაზში და საწყალ უიარაღო


ქურუმებს დაერივნენ. ამ მეომრებს შორის იყო ნოხრი, რომელსაც
ჩირაღდნების შუქზე საჭურველი ულაპლაპებდა. მის გვერდით
პსარო ტრიალებდა. ნოხრის ხელში დიდი მშვილდ-ისარი ეჭირა.
სწორედ ასეთი მშვილდ-ისარი ეჭირა იმ გულად მეომარს, ეტლით
აფთარს რომ მისდევდა მოსაკლავად.

გამხეცებულმა ჯარისკაცებმა თითქმის ყველა ქურუმი


შეუბრალებლად დახოცეს. სიკვდილს მხოლოდ ის გადაურჩა, ვინც
მოასწრო ვეება სვეტებს უკან მიმალვა, მერე კი შეუმჩნევლად მიაღწია
ტაძრის შესასვლელს და ღამის წყვდიადს შეეფარა.

რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო: ნოხრიმ


ხმალი აღმართა და შესძახა:

_ წინ! აკლდამისკენ!

მეომრები თავიანთ წინამძღოლს მიჰყვნენ და მალე


მიწისქვეშეთიდან იარაღის ჩხარა-ჩხური მოისმა.

მე მაშინვე უკან გამოვიქეცი. ჩემს ამხანაგებს უკვე ნიღბები


ეკეთათ.

190
_ ნოხრიმ ქურუმები დახოცა! _ ვიყვირე მე. _ აკლდამაში შესვლას
აპირებს. თუ საგანძური ხელში ჩაიგდო, ჩვენ დავიღუპეთ!

_ მოამზადეთ რევოლვერები და მომყევით! – ბრძანა დჰირენდრამ


და ოთახიდან გავარდა. ჩანი და დჰანდასიც გაცვივდნენ. მეც მათ
მივყევი. მიუხედავად მდგომარეობის სერიოზულობისა, მახსოვს,
გავიფიქრე, რა სასაცილო სანახავები არიან თანამედროვე
ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ძველი ეგვიპტის
ღმერთები-მეთქი.

შევცვივდით თუ არა მიწისქვეშეთში, მივხვდით, რომ


დავაგვიანეთ. აკლდამის ორივე მცველი სისხლის ტბაში ცურავდა.

ის, რაც შემდეგ მოხდა, ორი სიტყვით არ შეიძლება გადმოიცეს,


თუმცა ყველაფერი რამდენიმე წუთში დამთავრდა.

რამდენადაც მახსოვს, მე ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიმიღია _


ისე შეშინებული ვიყავი, სულ დამავიწყდა, რომ ხელში თორმეტი
ტყვიით დატენილი რევოლვერი მეჭირა.

შიშისაგან აცახცახებული ვუცქერდი ხმლებს, რომლებიც


ჩირაღდნების შუქს ირეკლავდნენ და უცებ შევამჩნიე, რომ
ჯარისკაცები აირივნენ, უწესრიგოდ დარბოდნენ წინ და უკან.

ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ეცემოდნენ, ისევ ფეხზე დგებოდნენ და


კვლავ მიწისქვეშეთში დაწრიალებდნენ და შემდეგ გაქცევით
შველოდნენ თავს. ისინი დააფრთხეს ეგვიპტის ღმერთებმა,
რომლებიც გააფთრებული ლომებივით დააცხრნენ თავს
მოწინააღმდეგეს. ღმერთი გორი მთელი თავით მაღალი იყო ყველა იქ
191
მყოფზე, გარდა ნოხრისა; ყურთასმენა დამიხშო იარაღის ჩხარუნმა,
დაცემულთა კვნესამ და რევოლვერების სროლის ხმამ.

კიდევ ცოტაც და ბრძოლა დამთავრდა. პსარო, ნოხრი და სხვა


გადარჩენილი მეომრები კიბეზე დაეშვნენ და დარბაზში შეცვივდნენ.
ჩვენ მარტონი დავრჩით. ირგვლივ დახოცილი ქურუმებისა და
ნოხრის ხუთი ჯარისკაცის გვამები ეყარა.

მაგრამ დჰირენდრამ ვერ მოითმინა და ისიც ზევით ავარდა. ჩვენ


რამდენიმე გასროლა გავიგონეთ, შემდეგ კი ყველაფერი მიწყნარდა,
როგორც ჩანს, დჰირენდრას ვაზნები გამოელია.

ნოხრიმ თავისი ხალხით მდინარემდე მიაღწია, ნავში ჩახტა და


სასახლისაკენ გაცურა. ამგვარად, ნოხრის პირველი ცდა სერაფისის
საგანძურის გატაცებისა მარცხით დამთავრდა.

დჰირენდრა რომ დაბრუნდა, მხარზე სისხლი შევნიშნე.

_ რა მოგივიდათ? _ ვკითხე მე.

_ არაფერი, ოდნავ გავიკაწრე... ის ოქროსაბჯრიანი ეშმაკი ძლივს


გადამირჩა. ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ნიშანში ამოღებაც კი
გამიჭირდა.

_ არ დაგავიწყდეთ, რომ ნოხრი გათენებამდე შეიძლებს


დაბრუნდეს, _ შენიშნა დჰანდასმა, _ მაშინ ჩვენ დავმარცხდებით,
რადგან მოწინააღმდეგე რიცხობრივი უპირატესობით დაგვჯაბნის.

192
_ დიახ, მაგრამ არც ცრუმორწმუნეობა უნდა დავივიწყოთ. ეს
ხალხი იოლად ვერ აღმართავს მახვილს იმ ადამიანებზე, რომლებსაც
ღმერთებად მიიჩნევს, _ ვთქვი მე.

_ ამაში დარწმუნებული ხართ, პროფესორო? _ მკითხა ჩანმა. _


ნუთუ გგონიათ, რომ ბომბეიში, კალკუტაში, პატნაში და ბენარესში
ნამყოფი პსარო ვერაფერს მიხვდა, როცა დაინახა, როგორ ისროდა
ანუბისი რევოლვერს? ჩათვალეთ, რომ წარმოდგენა დამთავრდა.
დაუყოვნებლივ უნდა მოვიფიქროთ რამე, ჩვენს განკარგულებაშია
არა უმეტეს ნახევარი საათისა.

_ მეფის სასახლეში უნდა დავიმალოთ. ეს ერთადერთი ადგილია,


სადაც შედარებით უშიშრად ვიგრძნობთ თავს, გამოვთქვი ჩემი აზრი.

დჰანდასი ამ დროს ყურადღებით ათვალიერებდა იეროგლიფებს


და უცებ აღელვებულმა მკითხა:

_ პროფესორო, ამულეტი თან გაქვთ?

_ არა.

_ მაშინ, თუ შეიძლება სასწრაფოდ მომიტანეთ. ერთმა აზრმა


გამიელვა: ამ ნიშნებიდან ბევრი ამულეტზე აღნიშნულ ნიშნებს ჰგავს.

მე ამულეტის მოსატანად გავქანდი, ჯერ კიდევ არ მესმოდა, რა


კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რგოლებსა და ხოჭო-სკარაბეუსს
შორის.

უკან რომ დავბრუნდი, ბატონმა ჩანმა თქვა:

193
_ ჩათვალეთ, რომ ჯადოქრობის ღმერთმა საიდუმლოება ამოხსნა.
ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ეს იგივეა, რაც ბოქლომი საიდუმლო
გასაღებით, სწორედ ისეთი, ალიგარხში26 რომ უშვებენ. ასეთი
ბოქლომის გასახსნელად ასოები გარკვეული თანამიმდევრობით
უნდა დალაგდეს. პროფესორო, თქვენ ამულეტი დაიჭირეთ და
პირველ წყებას უცქირეთ, მე კი პირველ რგოლს შევატრიალებ; როცა
დაინახავთ, რომ მისი პირველი იეროგლიფი ხოჭოს წარწერის
პირველი სტრიქონის პირველ იეროგლიფს დაემთხვა, შემაჩერეთ, ასე
განაგრძოთ შემდეგაც.

ხოჭოზე პირველი, ხეფერის გამოსახულება იყო. ჩანმა


დაატრიალა რგოლი, რომელზეც უამრავი სხვადასხვა იეროგლიფი
და სურათი იყო აღბეჭდილი. აი, გამოჩნდა ხეფერი და ჩანს ვუთხარი,
რომ რგოლი ამ მდგომარეობაში გაეჩერებინა.

შემდეგ მან მეორე რგოლი დაატრიალა და, როცა მასზე


გამოხატული სურათი ხოჭოზე მეორე წარწერის ნიშანს დაემთხვა, მე
კვლავ შევაჩერე იგი. ასევე მოვექეცით მესამე, მეოთხე და მეხუთე
რგოლებს. ზედა რიგი დავამთავრეთ თუ არა, დავინახეთ, რომ მისი
წარწერა სავსებით დაემთხვა ამულეტზე აღბეჭდილ პირველ
სტრიქონს.

ახლა ვცადეთ, ზედა განივი ბრინჯაოს ძელი შეგვებრუნებინა.


ვნახეთ, რომ ის ადვილად შედიოდა ქვის კედელში, რომელთანაც
მზის ღმერთის ქანდაკება იდგა.

26 ალიგარხი _ ჩრდილო-ინდოეთის ქალაქი.


194
მხოლოდ ახლა მივაქციეთ ყურადღება, რომ სკარაბეუსზე იმდენი
სტრიქონი იყო, რამდენი ძელიც კარს ჰქონდა, ხოლო იეროგლიფების
რიცხვი რგოლების რაოდენობას ემთხვეოდა.

დანარჩენი რგოლები ხოჭოზე წარწერის შესაბამისად


მოვაბრუნეთ, განივი ძელები ერთი მეორის მიყოლებით შევწიეთ
კედელში და აკლდამის კარი ღია იყო! მაგრამ, სანამ შიგ შევიდოდით,
მე კიდევ ერთხელ შევხედე კედელზე წარწერილ იეროგლიფებს,
რომლებიც გვაუწყებდნენ:

„ხოჭო დასწყევლის იმას, ვინც პირველი ეცდება აკლდამაში


შესვლას. და აფრთხილებს, რომ თვით ანუბისი წაიყვანს თავხედ
ღვთისმგობელს იქ, სადაც მას მუდმივი ტანჯვა მოელის“.

სერაფისის აკლდამა რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. კედლები


მოხატული იყო ფერად-ფერადი სურათებით, რომლებიც თებელი
დიდებულის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავდნენ.

სარკოფაგი სერაფისის გვამით ქვის პატარა ამაღლებულ ადგილას


იდგა ოთახში, რომელსაც, დანარჩენებისგან განსხვავებით, არანაირი
მოხატულობა არ ამშვენებდა. სარკოფაგის ირგვლივ ეწყო დოქები,
ლანგრები და ოჯახის სხვა მოწყობილობა, რომლებიც აქ ალბათ
ეგვიპტიდან ჩამოიტანეს სერაფისის გვამთან ერთად. დაკრძალვის
დღეს მოტანილი საჭმლის კვალიც აღარ დარჩენილიყო. სერაფისი
ხომ, რამდენადაც ცნობილია, იუდჰიშთჰირის27 თანამედროვე იყო.

27
„იუდჰიშთჰირი“ _ ძველი ინდური ეპოსის, მაჰაბჰარატას ერთ-ერთი
გმირი.
195
მეორე ოთახში ტახტზე მჯდომი სერაფისის ქანდაკება იდგა. იქვე
იყო პატარა ფაიფურ სტატუეტი, რომელიც მის სულს გამოხატავდა.
ამ ოთახში ინახებოდა თებეს მთელი სიმდიდრე. აქ იყო ძვირფასი
ქვებით სავსე თოთხმეტი ზარდახშა, რომელთა ღირებულებაც ალბათ
მრავალ მილიონ რუპიას უდრიდა. იატაკი ერთნაირი ფორმისა და
ზომის ოქროს ფილებით იყო დაფარული. ყოველ ფილაზე სერაფისის
სახელი იყო ამოკვეთილი.

ამ აურაცხელმა სიმდიდრემ შეძრა და გააგიჟა დჰანდასი. მან


კისერი წაიგრძელა და დიდხანს ხარხარებდა, სანამ სულ არ დაკარგა
გრძნობა.

საბედნიეროდ, დჰანდასი საბოლოოდ არ გაგიჟებულა და, როცა


წამოვაყენეთ, კვლავ გონს მოეგო. მაგრამ ახლა მას განძეულის გარდა,
აღარაფერი აინტერესებდა. გაშტერებული უმზერდა ყუთებს,
რომლებსაც კლიტეებიც არ ედო. შეშინებული ვაკვირდებოდი მისი
სახის გამომეტყველებას: არაფრის გამომხატველ, უაზრო მზერას,
ჩამოვარდნილ ყბას.

ტყუილუბრალოდ ვკარგავთ დროს. თხუთმეტი წუთია, აქ ვართ,


ნოხრის კი ყოველ წამს შეუძლია ტაძარში დაბრუნდეს, – თქვა
დჰირენდრამ.

_ მართალი ხართ, უნდა წავიდეთ, – დაეთანხმა ჩანი.

_ ეს ყველაფერი აქ დავტოვოთ?! – იყვირა დჰანდასმა და ხელი


განძეულით სავსე ყუთში ჩაყო.

196
_ უგუნურო, როგორ გგონიათ, ჩვენ შევძლებთ საგანძურის თან
წაღებას? _ ცდილობდა მის შეგონებას დჰირენდრა.

დჰანდასს ხელში ვტაცე ხელი:

_ წავიდეთ: მთელი დედამიწის განძეულიც კი ოხრად დაგვრჩება,


თუ ცოცხლები აღარ ვიქნებით.

ჩანმა ძალით გამოიყვანა იგი აკლდამიდან და კიბეებზე ჩასვლის


დროსაც ხელით ეჭირა, რადგან მთვრალივით ბარბაცებდა.

მე და დჰირენდრა მათ ჩამოვრჩით, კარი გამოვხურეთ, მარჯვენა


კედლიდან ძელები გამოვწიეთ, მოპირდაპირე კედლის ნახვრეტში
შევდეთ, რგოლები სხვადასხვა მხარეს გადავატრიალეთ და ისევ
დავკეტეთ შესასვლელი.

ახლა ჩვენთვის უკვე ნათელი იყო აკლდამის საიდუმლო. კარის


საიდუმლოება ძალიან ადვილი მისახვედრი გამოდგა.

ყოველ რგოლს შიდა მხარეს პატარა კვადრატული წკირა ჰქონდა,


რომელიც ძელხე გაკეთებულ ღარაკში ან წრიულ ჭრილში შედიოდა
და ამგვარად, ძელს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. ძელი
მრგვალი ფორმისა იყო, ოღონდ წინიდან ჩაჭრილი. ძელსა და რგოლს
შორის წინა მხრიდან თითის სისქის მანძილი იყო დატოვებული.
სხვა ადგილებში კი ძელი მჭიდროდ შედიოდა რგოლში. ყოველი
წკირა ცალკე იეროგლიფის ქვეშ იყო. ამიტომ, როგორც კი რგოლის
ნაწილი იეროგლიფთან ერთად კედლის ამონაკვეთში
გამოჩნდებოდა, წკირა ღარაკიდან ვარდებოდა და ძელს
ათავისუფლებდა. როცა იეროგლიფი თავისი ადგილიდან
197
დაიძროდა, წკირა კვლავ ამონაკვეთში ვარდებოდა და ძელს კეტავდა.
ასეთი რგოლი ასზე მეტი იყო, და ყოველი მათგანი თავისებურ
კლიტეს წარმოადგენდა.

მთას ძირში მდინარის ნაპირთან, სადაც მზის ღმერთის ტაძარი


იდგა, უამრავი ნავი იყო მიბმული. მდინარე მიტნი-ხაპში იმავე
როლს ასრულებდა, რასაც არხები _ თანამედროვე ვენეციაში. და
თვით სერაფიელთა დედაქალაქიც, კაცმა რომ თქვას, ბევრით ჰგავდა
იტალიის ამ ლამაზ ქალაქს. როგორც ვენეციაში, ისე მიტნი-ხაპში,
მიმოსვლის მთავარი საშუალება მსუბუქი ნავები იყო და მდინარის
ნაპირზე მდგარი სახლებიდან საფეხურები პირდაპირ წყალში
ჩადიოდა.

ჩვენ სწრაფად გადავიტანეთ ერთ-ერთ ნავში ბარგი და საბრძოლო


მასალა, ჩავსხედით და სასახლისკენ გავცურეთ. ყოველ წუთს
შეიძლებოდა ტაძრისაკენ დაბრუნებულ ნოხრისა და პსაროს
გადავყროდით.

დჰირენდრამ კიჩოს ნიჩაბს ხელი მოჰკიდა და გვიბრძანა, რაც


შეიძლება, წყნარად მოგვესვა. საბედნიეროდ, წყვდიადი იყო და
შეუმჩნევლად მივცურდით მეფის სასახლემდე.

ალაყაფის კარზე დავაკაკუნეთ თუ არა, მაშინვე სასახლეში


შეგვიყვანეს. გამოირკვა, რომ სასახლის მცველთა უფროსი ჩემს
მისვლას ელოდა. განკარგულება მიეღო, როგორც კი მოვა, მაშინვე
შემოუშვითო.

198
მცველთა უფროსს რომ ველაპარაკებოდი, დაფდაფების ხმა
მომესმა. ნოხრის სასახლეს გავხედე: ჩირაღდნებს სასახლის წინა
მოედანი დღესავით გაეჩახჩახებინათ.

დამცველი რაზმის უფროსმა ხელი მომკიდა:

_ თქვენ იცით, ეს რას ნიშნავს? გესმით დაფდაფების ხმა?

_ ალბათ ნოხრი თავის მეომრებს უხმობს!

_ დიახ, ეს კი ნიშნავს _ აჯანყებას, ამბოხებას! და მზე ამოსვლას


ვერ მოასწრებს, რომ მიტნი-ხაპი ბრძოლის ველად იქცევა და მის
ქუჩებში სისხლის ტბა დადგება... ახლა ნოხრი ხალხს ოქროს
დაჰპირდება, მაგრამ, როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში,
ახალ, მძიმე ბეგარას შეაწერს და ბევრ თავისუფალ სერაფიელს მონად
აქცევს...

მდონარის მოპირდაპირე ნაპირზე ხმაური ატყდა. ნოხრიმ თავისი


მეომრები სამხრეთით დაძრა, იქით, სადაც მზის ღმერთის ტაძარი
იდგა. სახლების კედლებზე ჩირაღდნების ანარეკლი ციმციმებდა.

_ ო, მიტნი-ხაპი! ო, სერისის, სერაფიელთა ქვეყნის გამგებელო!


განა იგი შეძლებს ნოხრის დამარცხებას? _ შესძახა დამცველი რაზმის
უფროსმა.

გულახდილად უნდა ვთქვა, გაბედული მეომარი ვერ ვიყავი,


მაგრამ სიტყვით სიმამაცის გამოჩენა კი შემეძლო.

– ნუ შიშობთ! დედოფალ სერისისის დასაცავად ტოტი, ანუბისი


და თვით გორიც კი მოვიდნენ! _ ვუთხარი მე.

199
_ საოცარი დრო დადგა! სამყაროს დასასრულიც ალბათ შორს
აღარ არის, თუკი თვით ღმერთები დედამიწაზე დაეშვნენ
ადამიანებთან საბრძოლველად, ისევე, როგორც იმ უძველეს დროს,
როცა ეგვიპტე დაიბადა, _ მიპასუხა დამცველი რაზმის უფროსმა და
წინ გაგვიძღვა.

– მომყევით, –– ჩუმად ვუთხარი ამხანაგებს და სასახლისკენ


გავეშურეთ.

მე მივხვდი, რომ წილი ნაყარი იყო: ჩვენი ბედი დედოფლის ბედს


დავუკავშირეთ. თვალებმოჭუტული მივდიოდი და ხმამაღლა
ვმსჯელობდი; ვერ შევნიშნე, რომ მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობდი.
გონს რომ მოვედი, ჩემს გვერდით იახმოსი დავინახე.

– რა ენაზე ლაპარაკობდით? – მკითხა მან.

_ მშობლიურ ინდურ ენაზე ჩემთვის ვმსჯელობდი სიძნელეებზე,


რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას, _ სიმამაცე მოვიკრიბე და ვუთხარი
პატიოსნად.

იახმოსმა გაკვირვებით. შემომხედა და ხელი ჩამკიდა:

_ წამომყევით... დედოფალს მთელი ღამე არ სძინებია თქვენს


მოლოდინში.

200
მეოცე თავი. ბაკნის მოულოდნელი თავდასხმა

იახმოსმა ჩემი ამხანაგები პატარა ტაძარში წაიყვანა, სადაც


ქალღმერთ იზიდას ქანდაკება იდგა, მე კი დედოფალთან წამიყვანა.
სერისისი აღელვებული იყო და ჩემს დანახვაზე თვალები ცრემლით
აევსო. დედოფალი მოკრძალებით მომესალმა და მითხრა:

_ ო, თუთმოს, ქარიშხალი დაიწყო. ნოხრი სასახლის ხელში


ჩასაგდებად ემზადება.

სერისისის გვერდით უხმოდ იდგა ვიღაც კაცი, რომელსაც


თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე. მისი შავი წვერი
ბრინჯაოს სამკერდულს სწვდებოდა. როცა შევხედე მის ღირსებით
აღსავსე სახეს, წითელი ფრთით მორთულ მუზარადს, მივხვდი, რომ
იგი ბაკნი უნდა ყოფილიყო _ დედოფლის „,თანამგზავრთა“ უფროსი,
რომელზეც არაერთხელ უამბია ჩემთვის იახმოსს. დედოფალმა
ხელები მლოცველივით შეაერთა და შეშფოთებულმა შესძახა:

_ აი დადგა ჩვენი საგვარეულოს აღსასრული! მამაჩემი ხომ თებეს


ფარაონთა შთამომავალი იყო!

ბაკნიმ ხელი ხმლის ვადაზე დაიდო და მტკიცედ თქვა:

_ მეამბოხენი ჩვენს გვამებზე თუ გადაივლიან, თორემ ისე აქ ვერ


შემოვლენ. ყველა, როგორც ერთი, მზად ვართ, თქვენთვის
დავიხოცოთ, ჩემო დედოფალო!

201
_ ვიცი, ჩემო მამაცო ბაკნი, _ უპასუხა სერისისმა. _ შენი
გვარდიელები ყველაზე ძლიერი და მამაცი მეომრები არიან მთელს
სამეფოში, მაგრამ თავად განსაჯე: რას გახდება ერთი ოცის
წინააღმდეგ? ნოხრის მთელი არმია მოჰყავს!

მე არ შემეძლო მეცქირა ამ ლამაზი, ახალგაზრდა ქალის


მწუხარებისთვის. მინდოდა როგორმე დამემშვიდებინა ღრმად
მწამდა, რომ ჩემი მეგობრები _ კაპიტანი დჰირენდრა და ჩანი
შეძლებდნენ მის დახმარებას და ვუთხარი:

_ ო, სერაფიელთა მბრძანებელო სერისის, ნურაფრისა გეშინიათ.


თქვენ არა მარტო პირადი დამცველი რაზმი გიცავთ, არამედ დიდი
ღმერთებიც, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ნილოსის ხეობის
უძველეს ქალაქებში ჯერ კიდევ თქვენი წინაპრები. ღმერთები
მოვიდნენ სასახლეში, რათა მტრებისაგან დაგიფარონ.

_ როგორ, ისინი აქ არიან?

_ დიახ.

_ ტოტი და ყოვლისშემძლე გორი?..

_ სიკვდილის ღმერთი ანუბისიც.

სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მიმნდობ დედოფალს რომ


ვატყუებდი, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემმა სიტყვებმა დაამშვიდა იგი.

_ ახლა მე აღარაფრის მეშინია, _ ღიმილით თქვა მან.

როცა დედოფალს ვპირდებოდი, ღმერთები დაგიცავენ-მეთქი,


ძრწოლით ვიგონებდი ჩირაღდნების კაშკაშა შუქს მდინარის მეორე
202
ნაპირზე. პსარომ, რასაკვირველია, იცოდა, სადაც ვიყავით და ყველას
უამბო ჩვენი სიცრუის ამბავი. და თუნდაც პსაროსთვის არ
დაეჯერებინათ, სასტიკი და უშიშარი ნოხრი ხომ რჩებოდა. ახლა,
როცა აჯანყების დროშა აღმართა, იგი უკან ვეღარ დაიხევდა:
დამარცხება მისთვის სიკვდილს ნიშნავდა.

ვინაიდან ნოხრის ყოველ წუთს შეეძლო სასახლეზე იერიშის


მიტანა, სერისისმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ მოეწვია სამხედრო
თათბირი.

დედოფალს ვუთხარი, ღმერთებს უნდა მოველაპარაკო-მეთქი და


ტაძარს მივაშურე, სადაც ჩემი ამხანაგები მეგულებოდნენ, მაგრამ
ისინი მალე ვერ ვიპოვე _ ტაძრის სარდაფში მოკალათებულიყვნენ,
ნიღბები მოეხსნათ და სიამოვნებით მიირთმევდნენ
ღმერთებისათვის შემოწირულ ხილსა და ბოსტნეულს. იქვე
ეგვიპტური ღვინო იდგა, მაგრამ არცერთი ჩემი ამხანაგი არ სვამდა.

_ როგორ არის საქმე, თუთმოს, მოგშივდათ?

_ მიიღეთ ჩვენგან ღმერთების ძღვენი, _ სიცილით მომესალმა


ჩანი.

_ სიამოვნებით. უარს ვერ გეტყვით. იმისთვის, რომ ღმერთებს


ემსახურო, არა მხოლოდ სულია საჭირო, არამედ ხორციც, _
ვუპასუხე მე და გვერდით მივუჯექი.

კარგად რომ დავნაყრდით, მე დედოფალთან დავბრუნდი,


მეგობრებს კი უნდა მოესვენათ. ამ დროს სერისისი იახმოსთან და
ბაკნისთან საუბრობდა. უზენაესი ქურუმი უამბობდა მას ჩემს
203
ნათქვამს, თუ როგორ დაიძრა ნოხრის ჯარი მდინარის გაღმა ნაპირზე
რას ტაძრისაკენ.

_ მოხდა ის, რასაც ვფიქრობდი, _ თქვა დედოფალმა. _ ნოხრის


ტაძრის გაძარცვა სურს. მთელი სიცოცხლე სერაფისის საგანძურზე
ოცნებობდა.

_ ეს ხომ გაუგონარი თავხედობაა, _ აღშფოთებით თქვა ბაკნიმ.

_ ნოხრისთანა კაცისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, _


უპასუხა დედოფალმა. _ წარმოიდგინეთ, თუთმოს, მას სურს მთელი
საგანძური ხელში ჩაიგდოს!

არ ვიცი, რატომ მომმართა მაინცდამაინც მე, _ არა მგონია, მას


სცოდნოდა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ აკლდამის
საიდუმლოება გავხსენით.

_ იგი აკლდამაში ვერ შევა. მიტნი-ხაპის მთელმა მოსახლეობამ


ერთად რომ მოინდომოს შიგ შესვლა, ვერ შეძლებს ამას, ძალა არ
ეყოფა. მაგრამ ახლა რას ტაძარში არცერთი ქურუმი აღარ არის! _
ვუთხარი მე.

_ არცერთი! _ შესძახა შეძრწუნებულმა დედოფალმა.

მე მაშინვე ვუამბე ყველაფერი, რაც ტაძარში ვნახე.

_ ისინი დახოცეს, დახოცეს ულმობლად. და ეს ყველაფერი


ნოხრის და პსაროს ნამოქმედარია.

_ რა სულმდაბლობაა! რა თავხედობაა! ღმერთები არ აპატიებენ


ასეთ ცოდვას!
204
იახმოსმა მკითხა:

_ ნუთუ ნოხრი მართლა ცდილობდა საგანძურის ხელში


ჩაგდებას?

_ დიახ, ვუპასუხე მე, _ მაგრამ ვერ მოახერხა. ღმერთებმა არ


მისცეს ამის საშუალება და იგი თავისი დამქაშებიანად იძულებული
გახდა, გაქცეულიყო.

_ ღმერთებმა?! ღმერთებმა?! _ ისე ჩაილაპარაკა იახმოსმა, რომ


მომეჩვენა, თითქოს ვერ გაიგო, ვის შესახებ იყო ლაპარაკი.

_ გორმა, ტოტმა და ანუბისმა, _ განვუმარტე მე.

_ და ნოხრიმ მათთან ბრძოლა გაბედა? _ გაუკვირდა იახმოსს.

_ დიახ!

_ ოო, ესე იგი, ნოხრი არც სასახლის იერიშზე აიღებს ხელს,


თუნდაც გაიგოს, რომ მას თვით ღმერთები დაიცავენ, _ შენიშნა
დედოფალმა. __ მაგრამ სანამ სასახლეს დაეცემოდეს, მას სურს,
ხელში ჩაიგდოს სერაფისის საგანძური: იცის, რომ ოქროთი და
ძვირფასი ქვებით მთელი არმიის მოსყიდვა შეუძლია. _ სერისისს
ლამაზ თვალებში ცრემლები აუციმციმდა. _ გამცემლები! ყველამ
მიღალატა! –– თქვა მან.

„დედოფლის თანამგზავრთა“ უფროსმა ბაკნიმ მისი სიტყვების


პასუხად ქარქაშიდან ხმალი ამოიღო და სერისისის წინ მუხლებზე
დაეშვა:

205
_ არა, ჩემო ძვირფასო დედოფალო, ყველამ როდი გიმუხთლათ.
თქვენთან არიან თქვენი მცველები და ისინი არასდროს
გიღალატებენ.

სერისისმა ხელები გაიწვდინა, რათა ბაკნი ფესზე წამოეყენებინა.


ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, მუდამ
მჯეროდა შენიო.

ბაკნი ღონიერი კაცი და უშიშარი მეომარი იყო. დღემდე თვალწინ


მიდგას მისი ელვარე საჭურველი, გრძელი, შავი წვერი და მტკიცე
დაკუნთული ხელები.

თათბირის შემდეგ ჩვენ ბაკნის წინადადებას დავეთანხმეთ; როცა


ჩანსა და დჰირენდრას ეს განზრახვა გავაცანი, მათაც მოიწონეს იგი.

ბაკნის არ უნდოდა გულხელდაკრეფილი მჯდარიყო სასახლეში


და ნოხრის თავდასხმას დალოდებოდა. იგი მეომარი იყო და მტრის
შემოტევის მოგერიება საკმარისად არ მიაჩნდა, სურდა, თვითონაც
იერიშზე გადასულიყო. და თუმცა ნოხრის ექვსჯერ მეტი ხალხი
ჰყავდა, პირადი გვარდიის მამაცმა უფროსმა გადაწყვიტა, თვითონ
შებრძოლებოდა მას.

ბაკნიმ მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე მეფის სასახლის


ფართო მოედანზე შეკრიბა თავისი მეომრები, რათა მათთან ერთად
გაელაშქრა ნოხრის წინააღმდეგ, რომელსაც ამ დროს უკვე
დაკავებული ჰქონდა მზის ღმერთის ტაძარი, აკლდამის გაძარცვის
მიზნით. მეფის სასახლის დასაცავად მხოლოდ მცირე რაზმი დარჩა.

206
მე ამხანაგებს ვთხოვე, ნიღბები ჩამოეცვათ, წამოეღოთ
რევოლვერები, რაც შეიძლება, ბლომად ვაზნები და ტაძრიდან
გამოსულიყვნენ.

დღემდე დაწვრილებით მახსოვს, რაც მაშინ დილაადრიან მოხდა.

თვით დედოფალი გამოვიდა, რათა საომრად მიმავალი


ჯარისკაცებისთვის რამდენიმე სიტყვით გზა დაელოცა: მთვარე უკვე
ჰორიზონტისკენ ეშვებოდა, მაგრამ ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ
ჩამქრალიყო. მთვარის შუქი კარგად ანათებდა ადგილზე უხმოდ
გაქვავებულ მეომართა მწკრივებს. ერთად არასდროს მინახავს
ამდენი ახოვანი, ღონიერი ახალგაზრდა. ყველა მათგანს მხრებამდე
თუ მივწვდებოდი. ვფიქრობ, ჰორიზონტალურად წინ რომ
გაეშვირათ ხელები, მე ისე თავისუფლად გავივლიდი ამ ხელების
ქვეშ, თავით არც კი შევეხებოდი, თუმცა მე სიმაღლით ას სამოცი
სანტიმეტრი მაინც ვიყავი.

დედოფალი აღელვებული ლაპარაკობდა და, როდესაც


დაამთავრა მიმართვა, მეომართა ხმამაღალი შეძახილისგან ყველას
ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ჯარისკაცებმა მაღლა ასწიეს შუბები
იმის დასტურად, რომ ბრძოლისათვის მზად იყვნენ.

და ამ დროს განთიადის ბინდ-ბუნდში დავინახე სამი ადამიანი,


რომლებიც კიბით მოედანზე ეშვებოდნენ. სხვებისთვის კი
რჩებოდნენ ღმერთებათ, რომლებსაც ეგვიპტეში ბევრი სასწაული
მოეხდინათ.

207
_ გამხნევდით, ძმებო! _ გაისმა ბაკნის ხმა. _ მე თქვენ მიმყავხართ
მზის ღმერთის რას ტაძარში, რომლის თავზეც მხედართმთავარმა
ნოხრიმ აჯანყების დროშა ააფრიალა. შეხედეთ: ნილოსის ხეობის
ღმერთები, რომლებმაც მოკვდავებთან ერთად შექმნეს სამყარო, დღეს
მიტნი–ხაპში მოვიდნენ! ნუ მიეცემით შიშს! ჩვენ გავიმარჯვებთ! ვის
შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ტოტს, ანუბისსა და დიდ გორს?
ვის შესწევს ძალა ღმერთებს შეებრძოლოს?

პასუხად კვლავ გაისმა მეომართა შეძახილი. ჯარისკაცები


ბრძანების გაგონებისთანავე სასახლიდან გამოვიდნენ და
მდინარისკენ დაეშვნენ. მდინარის ნაპირთან უამრავი ნავი იდგა,
რომლებშიაც თავისუფლად მოთავსდა ყველა მეომარი. ბაკნიმ
განკარგულება გასცა, რომ გზაზე არ ელაპარაკათ, ჩუმად ევლოთ.

ღონიერი მონები ნიჩბებს მიუსხდნენ და ჩვენი ფლოტილია


მდინარეს გაჰყვა სამხრეთით. ოც წუთსაც არ გაევლო, რომ უკვე მთის
ძირში ვიყავით, სადაც რას ტაძარი იდგა.

მე ღმერთებთან ერთად ვიჯექი ნავში. დჰირენდრამ ჩუმად


მითხრა, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთო. მვიდი ხმა ჰქონდა,
გეგონება, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კი არ გველოდა, სუფთა
ჰაერის ჩასაყლაპად ვიყავით გამოსული. ჩანს მთელს გზაზე ხმა არ
ამოუღია, დჰანდასი მხოლოდ ერთხელ დამელაპარაკა და ჩემთვის
ნათელი გახდა, რომ ახლაც კი მთელი მისი გონება საგანძურზე
ფიქრს მოეცვა.

ბინდბუნდში გორის შევარდენის სახე ჩემკენ დაიხარა და მე


გავიგონე ჩურჩული:
208
– თუ შეიძლება, მითხარით, რა ღირებულებისა იქნება სერაფისის
საგანძური?

_ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ასე ადვილია. ზანდუკები


ბრილიანტით, ლალით, საფირონით, ზურმუხტით, ტოპაზით, სხვა
ძვირფასი ქვებითა და მარგალიტითაა სავსე. მე ვფიქრობ, მის
შესყიდვას ეროვნული ბანკიც კი ვერ შეძლებს. _ ჩავილაპარაკე მე.

დჰანდასმა ხელში ხელი მტაცა და აღელვებულმა მითხრა:

_ პროფესორო, მე ვერ დავტოვებ ამ ქვეყანას, სანამ საგანძურიდან


ჩემს წილს არ მივიღებ.

– სერაფისის აკლდამიდან საგანძურის გატაცებაზე ლაპარაკიც


ზედმეტია: ჩვენ პატიოსანი, წესიერი ხალხი ვართ და არა
მძარცველები.

– პატიოსანი, წესიერი ხალხი! – წამოიძახა დჰანდასმა. – რად


სჭირდებათ სერაფიელებს ეს ურიცხვი სიმდიდრე? საგანძური ხომ
ათასეული წლებია უქმად დევს მიწის ქვეშ. ერთი ზანდუკიც რომ
ჩავიგდოთ ხელში, ჩვენზე მდიდარი დედამიწის ზურგზე არავინ
იქნება!

ამასობაში ჩვენი ნავი მდინარის ნაპირს მოადგა და დჰანდასი


გაჩუმდა. ჩვენ წინ მზის ღმერთის ტაძარი იყო, რომელიც ნოხრის
ჯარისკაცებს დაეკავებინათ.

უხმაუროდ გადმოვედით ნავებიდან. მთვარე უკვე აღარ ჩანდა,


ვარსკვლავები კი თანდათან ფერს კარგავდნენ და ერთიმეორის

209
მიყოლებით ქრებოდნენ, სანამ ცას განთიადის მეწამული შუქი არ
მოეფინა, აღმოსავლეთით კი მზის პირველი სხივი აენთო, რომელმაც
გაანათა კოშკები: სახლის სახურავები და ქალაქ მიტნი-ხაპის
კედლები.

ბაკნიმ თავისი ჯარისკაცები სამ მწკრივად დააწყო. მე და ჩემი


ამხანაგები პირველი მწკრივის ცენტრში ვიყავით და უნდა
გამოგიტყდეთ, ერთი სიკვდილი გავათავე, წინ წასვლის ბრძანება
რომ გაიცა.

მე დჰანდასის შეხედულების წინააღმდეგი ვიყავი. სერაფიელთა


საგანძურის თუნდაც მეოთხედი რომ ჩამვარდნოდა ხელში და ვინმეს
ეთქვა, ამ სიმდიდრით ინდოეთში წადიო, სიხარულით მივცემდი ამ
კაცს მთელ ძვირფასეულობას, ოღონდ კი აქ დავრჩენილიყავი.
შექმნილმა ვითარებამ ისე გამიტაცა, როგორც სწრაფ ნიაღვარში
მოხვედრილი ხმელი ბალახის ღერო.

დჰირენდრასა და ჩანს შუა ვიდექი და ვაკვირდებოდი


ახალგაზრდა წვეროსან ჯარისკაცებს, ჩვენთან ერთად რომ
მოაბიჯებდნენ მწკრივში; უშიშარი თვალებით, ძლიერი ხელებით,
მაგრად რომ ჩაებღუჯათ ფარები და შუბები, ამაყად აღერილი
კისრებით მებრძოლ მამლებს მაგონებდნენ. მე თვითონ კი ისე
ვგრძნობდი თავს, როგორც დედაბერი ახალგაზრდა მამაკაცებს
შორის, ანდა ლაჩარი გმირებს შორის. მიუხედავად ამისა, ვაჟკაცობა
მოვიკრიბე და მტკიცედ გადავწყვიტე, ამხანაგებს არ ჩამოვრჩენოდი,
რათა ჩემი თვალით მენახა ბრძოლა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად
დამჯდომოდა.

210
უცებ ბაკნიმ იერიშზე გადასვლა ბრძანა. ჩვენ სწრაფად, როგორც
ზღვის ტალღა, წინ გავიჭერით და ტაძრის მოედანი დავიკავეთ.

211
ოცდამეერთე თავი. ბრძოლა მზის ღმერთის რას ტაძარში

ნოხრის ჯარისკაცებს თავზარი დაეცათ: გვარდიელები მათ


მოულოდნელად დაესხნენ თავს. ბრძოლა ისე გაჩაღდა, მეამბოხეებმა
ვერ მოასწრეს მტრის მოსაგერიებლად მომზადება და დარაზმვა.

ჩემზე ნურაფერს მკითხავთ. მე, რასაკვირველია, ვერავითარი


ძალა ვერ მაიძულებდა მტერზე შეტევას, მაგრამ, როგორც კი ცოტა
ხნით ამხანაგებს ჩამოვრჩი, რათა შედარებით უშიშარი ადგილი
მომეძებნა, უკან მომავალი ხალხის ნაკადმა ამიტაცა და ბრძოლის
შუაგულში შემაგდო. მე მაშინვე შუბით მსუბუქად დამჭრეს ბარძაყში.
ჩანს, ჩემდა საბედნიეროდ, შუბი შორიდან იყო ნასროლი. ჯერ კიდევ
სასახლეში ვკითხე ბაკნის, რა მანძილზე შეიძლება შუბის სროლა-
მეთქი. მან მიპასუხა: საერთოდ, მეომრები შუბს ას ორმოცდაათ, ას
ოთხმოც მეტრზე ტყორცნიან, მაგრამ ოცდაათი მეტრის შემდეგ
სიზუსტე ნაკლებიაო. მართალი გითხრათ, გამიხარდა, რომ
დავიჭერი, რადგან ამ მიზეზით შემეძლო მებრძოლთა რიგებიდან
თავის დაღწევა.

განზე გავედი, ვეება სფინქსის ქანდაკების წინა თათებს შორის


ჩამოვჯექი და დიდი ვაი-ვაგლახით შევიხვიე ჭრილობა.

ჩემამდე აღწევდა საბრძოლო შეძახილები, იარაღის ჩხარა-ჩხური,


დაჭრილების კვნესა და გვარდიელთა გამარჯვების შეძახილები.

ავდექი, რათა კვლავ ამხანაგებს დავწეოდი, მაგრამ ისინი უკვე


ძალიან შორს წასულიყვნენ.

212
ფეხი თითქოს ჩემი აღარ იყო, ჭრილობა ისე მტკიოდა, სიარული
არ შემეძლო. მივიხედ-მოვიხედე და ქვის ვიწრო კიბე შევამჩნიე,
რომელიც სფინქსის ზურგამდე ადიოდა. ისე მინდოდა
ბრძოლისათვის მეცქირა, რომ ფრთხილად, ძალის არაადამიანური
დაძაბვით ავედი ზევით, დავჯექი და იქიდან დავუწყე ბრძოლის
ველს თვალიერება.

მტერი მოულოდნელი დარტყმისაგან წელში ჯერ კიდევ ვერ


გამართულიყო და სრული საბრძოლო წესრიგი ვერ დაემყარებინა.
იგი ნელ-ნელა, თანდათანობით უკან იხევდა ბაკნის მოიერიშე
მეომართა წინაშე. წინა რიგებში ოქროს საჭურველ-ასხმული ნოხრი
იბრძოდა, მის წინააღმდეგ კი _ ჩემი მეგობრები.

მთელს სამეფოში პსაროს გარდა კაცი არ იყო, რომ


ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა ნანახი, ამიტომ ყველა სერაფიელმა
ჯადოსნურ იარაღად მიიჩნია რევოლვერი, რომლებსაც ასე მარჯვედ
ისროდნენ დჰირენდრა და დჰანდასი. მართლაც, შავ დღეში
ჩაცვივდნენ ნოხრის ჯარისკაცები: ისინი იძულებული იყვნენ,
შებრძოლებოდნენ ღმერთებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მათი
წინაპრები სცემდნენ თაყვანს.

დჰანდასის მაღალი ფიგურა მუდამ იქ ჩანდა, სადაც


გააფთრებული ბრძოლა იყო გაჩაღებული. ტოტის ქცევაში ბატონი
ჩანის სიდინჯე და სიმშვიდე გამოსჭვიოდა. იგი იშვიათად ისროდა,
მაგრამ მისი ტყვია ფუჭად არასოდეს იკარგებოდა: მის ყოველ
გასროლაზე მეამბოხეთაგან ერთ-ერთი მაინც ხმაურით ეცემოდა
ძირს. კაპიტანი დჰირენდრა სიკვდილის ღმერთის ანუბისის

213
ნამდვილი განსახიერება იყო. იგი ხან აქ გაიელვებდა, ხან იქ და ვერც
კი ვასწრებდი კარგად თვალის დევნებას. ანუბისი მუდამ ბრძოლის
შუაგულში ტრიალებდა, ტყვიას ტყვიაზე ისროდა და მტერს მუსრს
ავლებდა.

ძნელი გამოსაცნობი როდი იყო, ვინ გაიმარჯვებდა. მაგრამ


ბრძოლის შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. საქმე ისაა,
რომ ტაძრიდან კილომეტრ-ნახევრის დაშორებით გაშლილი იყო
დიდი ბანაკი, რომელშიც, როგორც შემდეგ გვითხრეს, პსაროს
მეთაურობით რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იყო თავმოყრილი.

როგორც უკვე იცით, პსარო ძალიან ეშმაკი კაცი იყო. ისიც არ


უნდა დავივიწყოთ, რომ იგი დანარჩენ სერაფიელებივით უბირი არ
გახლდათ. პსარომ კარგად იცოდა, რა ღმერთებიც ჩამოვიდნენ
მიტნი-ხაპში. ის მიხვდა, რომ გორი და ანუბისი, დჰანდასი და
კაპიტანი დჰირენდრა იყვნენ. მხოლოდ ჩანისა ვერაფერი გაიგო.

როგორც კი ტაძარზე თავდასხმის ამბავი ამცნეს, პსარომ მაშინვე


შეკრიბა ჯარისკაცები, და, როგორც გავიგე, სიტყვით მიმართა. იგი
მათ არწმუნებდა, ნურაფრის გეშინიათ, რადგან ამ სამიდან არც ერთი
ნამდვილი ღმერთი არ არის, მათი იარაღი კი ჩვეულებრივი
ადამიანის ხელითაა გაკეთებული და არავითარი ზებუნებრივი ძალა
არ გააჩნიაო.

შემდეგ პსარომ თავისი ჯარი ორ არათანაბარ ჯგუფად გაყო და


ტაძრისაკენ დაძრა ნოხრის დასახმარებლად. პატარა ჯგუფი მან
მეამბოხეებს მიაშველა, მეორეს კი თვითონ გაუშვა, რათა ბაკნის

214
რაზმისთვის ზურგიდან, ტაძრის მთავარი შესასვლელის მხრიდან,
დაევლო.

როგორც კი ეს მანევრი დავინახე და მივხვდი, რომ დიდი


საშიშროება გველოდა, სასწრაფოდ დავეშვი დაბლა და
ამხანაგებისკენ გავქანდი, რათა გამეფრთხილებინა. სწორი უთქვამთ,
სული სხეულზე ძლიერიაო. საშიშროების შეგნებამ ტკივილი
დამავიწყა – ახლა, როცა უბედურება დაგვატყდა თავს, სირბილიც კი
შევძელი.

ამ დროს ბრძოლა უკვე ტაძართან, ზედ აკლდამასთან იყო


გაჩაღებული. პსაროს რომ თავისი რაზმით ტაძრის კარიბჭეში
შეესწრო, ბაკნი უკან ვეღარ დაიხევდა და ან ყველანი
დავიღუპებოდით, ანდა ტყვედ ჩავცვივდებოდით.

მებრძოლთა შორის დჰირენდრა მოვძებნე და ყვირილით


შევატყობინე, რა საფრთხეც გველოდა.

_ ბაკნის აცნობეთ! _ მითხრა დჰირენდრამ და ჩანისკენ დაიწყო


გზის გაკვლევა.

დიდი გაჭირვებით ბაკნიმდე მივაღწიე და ვუთხარი, პსარო


გვიახლოვდება-მეთქი.

ბაკნიმ უკან დახევა ბრძანა. სწორედ იმ დროს მივადექით


კარიბჭეს, როცა პსარო თავისი მეომრებით ტაძრის პირდაპირ
მოედანზე იყო. ერთ წუთსაც რომ დამეყოვნებინა, ყველას
ამოგვხოცავდნენ.

215
მე არ ვაპირებ, აღვწერო პსაროსთან ბრძოლა ტაძრის წინ.
ბრძოლის ცქერა შორიდანაა საინტერესო, მაგრამ თუ შუაგულ
ჯოჯოხეთში მოხვდით, ეგ სულ სხვა საქმეა. ახლა დაკვირვების დრო
აღარ მქონდა. რამდენადაც მახსოვს, რაც ძალი და ღონე მქონდა,
ვყვიროდი, რევოლვერს ვისროდი და გიჟივით დავრბოდი აქეთ-
იქით. მტაცებელ მხეცად ვიქეცი და ხან სხვისი მოკვლის საშინელი
სურვილი მეუფლებოდა, ხან პატარა ბავშვივით მინდოდა სახეზე
ხელები ამეფარებინა და ავღრიალებულიყავი. ერთადერთი, რაც
ბრძოლის დროს გარკვევით დავინახე, ეს იყო საზარელი, უსაზღვრო,
არაადამიანური ულმობლობა.

დჰანდასი გვარდიელებს ჩამორჩა. მას სურდა, ბოლოს


დაეტოვებინა ტაძარი _ ვფიქრობ, ძალიან უჭირდა იმ ადგილიდან
წასვლა, სადაც აურაცხელი სიმდიდრე ეგულებოდა. იმ დღიდან, რაც
პირველად მოვიდა ჩემთან ნალანდაში, იმ მომენტამდე, როცა
უკანასკნელად ვნახეთ მიტნი-ხაპში, მეფის სასახლეში, მთელი მისი
აზრი და ქცევა მიმართული იყო ერთი მიზნისაკენ _ ხელში ჩაეგდო
სერაფისის ოქრო და ძვირფასეულობა.

მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მივაყენეთ, ჩვენ კი შედარებით


ნაკლები ხალხი დავკარგეთ, მაგრამ მტერი მაინც რიცხვით
გვჭარბობდა. ახლა ყველაფერს სჯობდა, სწრაფად გავცლოდით
აქაურობას.

დჰანდასმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ასეთი დამარცხების


შემდეგ წელში ვეღარ გავსწორდებოდით. კარებში შეყოვნდა და
პსაროსთან მოლაპარაკება გამართა. ისინი ჩემგან შორს იდგნენ და

216
ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკობდნენ. ვფიქრობ, პსარომ ინდოეთში
გატარებული რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა ინდური
ენა და ახლა დჰანდასის გადაბირებას აპირებდა. როგორც ჩანს,
„ლოტოსზე“ იგი დჰანდასს უთვალთვალებდა და ჩემზე ბევრად
უკეთ შეძლო ამ კაცის სულის და ხასიათის გაგება.

ალბათ პსარომ, უპირველეს ყოვლისა, უთხრა დჰანდასს, რომ


მიხვდა ჩვენს სიცრუეს და ყველაფერი იცის ჩვენზე, რადგან კაცს,
რომელსაც უნახავს თანამედროვე ბომბეი და კალკუტა, რომელმაც
მოახერხა ბიჰარის გამოცდილი საიდუმლო პოლიციის მშრალზე
დასმა, იბისის-ნისკარტიანი ნიღბითა და ფრთებ-დაწებებული
ტყავით ვერ მოატყუებ. დარწმუნებული ვარ, პსარო დჰანდასს
დაჰპირდა არა მარტო სიცოცხლის შენარჩუნებას, არამედ სერაფისის
განძეულის გარკვეულ ნაწილსაც, თუ ის ამხანაგებს უღალატებდა და
ნოხრის მხარეზე გადავიდოდა. დჰანდასი ჩვენს საქმეს
გათავებულად თვლიდა და ამიტომ მაშინვე დათანხმდა პსაროს.

წინათ ვცდილობდი, ამ ადამიანზე კარგი წარმოდგენისა


ვყოფილიყავი, შეგნებულად არ მინდოდა, დამენახა მისი
უარყოფითი მხარეები, მაგრამ მისმა უკანასკნელმა საქციელმა მყისვე
შემიცვალა შეხედულება, ხოლო დჰანდასის შემდგომმა მოქმედებამ
კიდევ მეტად გააძლიერა ჩვენი მტრული გრძნობა მის მიმართ.

ბაკნის ბრძანება რომ მიიღეს, მეომრებმა ნელ-ნელა, სრული


წესრიგის დაცვით იწყეს მდინარიდან უკან დასევა. ნოხრი მარჯვენა
ფლანგიდან ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას, მაგრამ კაპიტანმა
დჰირენდრამ და ჩანმა მარჯვე სროლით უკან დაახევინეს.

217
მდინარეზე პირველი მარჯვენა ფლანგი გავიდა, მაგრამ იქ
გამოირკვა, რომ მტერს ეშმაკობით ეჯობნა და ყველა ნავი წაეყვანა.
მაგრამ ჩვენ ამით დიდად არ დავზარალებულვართ, რადგან ნავებით
სასახლეში დაბრუნება მაინც ძალიან გაგვიძნელდებოდა. ახლა
მხოლოდ ერთი გზა გვქონდა _ მდინარის მარჯვენა სანაპიროთი
პირდაპირ სასახლისკენ წავსულიყავით.

უკან დახევის დროს ყველაზე რთულია საფარის მოწყობა. ამ


საქმეს ხელმძღვანელობდნენ დჰირენდრა და ჩანი, რომლებიც
არიერგარდში იყვნენ. ამიტომ მათ თავიდანვე ვერ შენიშნეს, რომ
დჰანდასი ტაძარში დარჩა. როცა დიდი მანძილით დავიხიეთ უკან,
და ნოხრიმ დევნა შეწყვიტა, დჰირენდრამ მკითხა:

_ დჰანდასი სად არის? ვინ არის მასთან? ხომ არ დაჭრილა?

_ იგი მოღალატეა, _ ვუპასუხე მე.

_ მოღალატე?!

_ დიახ, იგი რაღაცას ელაპარაკებოდა პსაროს, რომელმაც ალბათ


იცის ინდური ენა. დჰანდასს ხომ ფულის გარდა არაფერი
აინტერესებს.

_ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მან აკლდამის


საიდუმლოება იცის, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა დჰირენდრამ.

_ ეგ არაფერი, სულ ერთია, ვერაფერს გახდება. რა აზრი აქვს იმ


საიდუმლოებას, თუკი ამულეტი არ ექნება?

_ ამულეტი სწორედ მასთანაა.

218
სუნთქვა შემეკრა.

_ ამულეტი დჰანდასს აქვს?! _ შევყვირე მე, და როცა ეს ფრაზა


რამდენჯერმე გავიმეორე, მერეღა მივხვდი მის აზრს.

არ მინდოდა ამის დაჯერება, _ იმედი მქონდა, დჰირენდრა


ცდება-მეთქი, მაგრამ ვაი, რომ იგი მართალი იყო.

_ როცა გაიგო, რომ შეტევაზე გადავდიოდით, დჰანდასმა მითხრა:


თუ ნოხრის ტაძრიდან გამოყვანა შევძელით, მაშინ, პირველ
ყოვლისა, სერაფისის აკლდამიდან განძეული უნდა გამოვიტანოთ და
მეფის სასახლეში დავაბინავოთ, სადაც მას არავითარი საფრთხე აღარ
მოელისო. ამიტომ არ მეეჭვება, რომ მან თან წაიღო ამულეტი, _ თქვა
დჰირენდრამ.

მეტის მოსმენა აღარ შემეძლო.

ხელი ვიტაცე გულზე, რომელიც მეგონა, საცაა მკერდიდან


ამომივარდება-მეთქი და ვიყვირე:

_ საზიზღარი, მოღალატე! ბრიყვი! ოქროს გარდა არაფერი


აინტერესებს! ოჰ, აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი ამას! პირველი
შეხვედრისთანავე შევამჩნიე სიხარბე, მაგრამ როგორ
წარმოვიდგენდი, რომ ოქროს სიყვარული აქამდე მიიყვანდა! ახლა
იგი შეაღწევს აკლდამაში და ნოხრისა და პსაროსთან ერთად
გაძარცვავს საგანძურს. მერე კი მთელს ქვეყანას დედოფლის
წინააღმდეგ აამხედრებენ.

219
_ ახლა ჩვენ უკვე ვეღარ მოვატყუებთ ცრუმორწმუნე
სერაფიელებს, _ შენიშნა დჰირენდრამ.

_ მაგრამ, თუნდაც ჩვენი სიცრუე არ გამოაშკარავდეს, დჰანდასის


ღალატი ბევრად გაუიოლებს მეამბოხეებს ჩვენთან ბრძოლას: ახლა,
როცა გორი მათ მხარეზეა, როდი გაუძნელდებათ ტოტისა და
ანუბისის წინააღმდეგ იარაღის ხმარება.

მე აღარ შემეძლო ამ სულმდაბალ ადამიანზე ლაპარაკი. ყელში


თითქოს რაღაც მიჭერდა. წარმოვიდგინე, რა მომივიდოდა, რომ ამ
საზიზღარ ადამიანთან მარტო, დჰირენდრას და ჩანის გარეშე
წამოვსულიყავი. ახლაც მიძნელდება მეხსიერებაში აღვადგინო
ყველაფერი, რაც იმ დროს განვიცადე, განსაკუთრებით მაშინ, როცა
გონს მოვეგე და ახალგაზრდა, ლამაზი, კეთილშობილი დედოფალი
გამახსენდა.

მცხუნვარე მზეში, მოუკირწყლავი გზით, როგორც იქნა,


სასახლემდე მივაღწიეთ, დავმწკრივდით და სასახლეში შევედით.
ბაკნიმ ჯარისკაცები თავისუფლად გაუშვა და წვეროსანმა
გვარდიელებმა თავიანთ სადგომებს მიაშურეს, რათა სული
მოეთქვათ. დაღვრემილები იყვნენ: დღევანდელ ბრძოლაში ბევრმა
მათგანმა დაკარგა ახლობლები და ამხანაგები.

კიბეზე რომ ავდიოდით, უზენაესი ქურუმი იახმოსი შემხვდა.

_ ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დამთავრდა! – მომესალმა იგი.

_ ჩვენ გაგვცეს!

220
_ გაგვცეს? ვინ?

მე გამიძნელდა სინამდვილის გამხელა, მაგრამ მაინც ვუპასუხე:

_ გორმა.

ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი შეაშფოთებდა იახმოსს, მაგრამ მან


მხოლოდ გაიღიმა და თვალებში შემომხედა:

_ კაცმა, რომელიც ღმერთ ოზირისისა და ნილოსის უძველესი


მფარველის იზიდას ვაჟის სახით წარმოგვიდგინეთ?

_ საიდან იცით? _ გამიკვირდა მე.

_ ნუთუ დაგავიწყდათ, გუშინ საღამოს ჩემი თანდასწრებით


რაღაც გაუგებარ ენაზე რომ ლაპარაკობდით? ამან დამაეჭვა.
შეუმჩნევლად შევედი იზიდას ტაძარში და ღმერთები მაპატიებენ, –
კართან გავჩერდი, მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა ტოტი თავის
ამხანაგებს იმავე ენაზე, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ.

_ და მიხვდით, რომ გატყუებთ?

_ დიახ. მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ დედოფლის მეგობარი ხართ,


ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ აღსარებამ ძალიან ამაღელვა. იახმოსს მხარზე ხელი დავადე და


გულწრფელად ვუთხარი:

_ თქვენ ჩემი მეგობარი ხართ!

_ ყველა ადამიანს, ვინც მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს


დედოფალს, შეუძლია მე თავის მეგობრად მიგულოს, _ მიპასუხა
221
იახმოსმა. _ წამოდით და თქვენ თვითონ უამბეთ ყველაფერი. შიში
ნურაფრისა გექნებათ, რადგან თქვენი მეგობრები, ვინც უნდა იყვნენ
ისინი, ღმერთები თუ ადამიანები, მთელი ჩვენი ქვეყნის
ინტერესებისათვის იბრძვიან. ჩვენი ვალია, ჩავახშოთ ეს ამბოხება, ან
იარაღით ხელში დავიხოცოთ.

– იახმოს, მე და თქვენ უკვე მოხუცები ვართ და ცალი ფეხი


სამარეში გვიდგას. სიკვდილის ჩვენ არ გვეშინია. წავიდეთ
დედოფალთან და ვუამბოთ მას იმათზე, ვისაც თქვენ ტოტსა და
ანუბისს ეძახით. თქვენ მართალი ხართ, ისინი ძალიან ჭკვიანი
ხალხია და ცხოვრების დიდი გამოცდილებაც აქვთ, – ვუთხარი მე.

222
ოცდამეორე თავი. ჩანის გადაწყვეტილება

დედოფალი ბავშვობიდან იცნობდა იახმოსს, როგორც თავის


დამრიგებელს და ყველაზე ახლობელ მეგობარს. იახმოსმა ასწავლა
მას სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, რელიგიური წესები, ძველი
ეგვიპტის ჩვეულებები. არ ყოფილა შემთხვევა, რომ დედოფალს
უკუეგდო მისი რჩევა ან უგულებელეყო ამ ბრძენი და კეთილი
ადამიანის შეხედულება.

სერისისს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი მეგობრები გორი, ტოტი


და ანუბისი ნილოსის ხეობის უზენაესი ღმერთები იყვნენ, და
სჯეროდა, რომ ისინი მეორედ ჩამოვიდნენ მიწაზე. მაგრამ
დედოფლის რწმენა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება
მოგჩვენებოდათ, არც ისე სულელური და ბრმა იყო. ძველი ეგვიპტის
ღმერთებს ბევრი საერთო ჰქონდათ ადამიანებთან: ეგვიპტეში, ისევე
როგორც ძველ ინდოეთსა და საბერძნეთში, უბრალო მოკვდავებს
შეეძლოთ გმირები გამხდარიყვნენ, გმირებს კი _ ღმერთები, რაც
გარკვეულ დონემდე საზღვარს შლიდა ღმერთებსა და ადამიანებს
შორის. მაგალითად, ფარაონს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იყო,
ეგვიპტის ღმერთად რაცხდნენ.

არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა დედოფალი სინამდვილეს. ვის


მოეწონება, რომ გაასულელონ? ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ იგი
ნაწყენი დარჩებოდა და გაჯავრდებოდა ჩვენზე. თუმცა ჩვენ, როგორც
უკვე იცით, არაფერში არ ვიყავით დამნაშავენი: თავადვე ზიზღს

223
გვგვრიდა სიცრუე, მაგრამ გარემოებამ გვაიძულა, ასე
მოვქცეულიყავით.

იახმოსმა ძალიან ჭკვიანურად და თავაზიანად უამბო სერისისს


ყველაფერი. უთხრა, რომ უცხო ქვეყნიდან, შორიდან ჩავედით
მათთან, რათა სერაფიელთა ქვეყანა გვენახა და მხოლოდ თავის
დაცვის მიზნით დაგვჭირდა ეს სიცრუე. შემდეგ იახმოსმა, ჩვენი
სახელით, დედოფალს პატიება სთხოვა, თან გაახსენა, რომ გასაჭირში
ჩვენ მას გულითადი მეგობრობა დავუმტკიცეთ.

დედოფალმა უსიტყვოდ მოუსმინა იახმოსს, მერე კი მშვიდად,


აუღელვებლად მკითხა:

_ ჰო, მაგრამ თქვენ ვინღა ხართ, თუთმოს?

_ დედოფალო, ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თქვენს წინაშე მოხუცი


დგას? და ეს მოხუცი იმდენად მეომარი არ არის, რამდენადაც
სწავლული. მე აქ იმისთვის როდი ჩამოვსულვარ, ვინმეს ზიანი
მივაყენო, განსაკუთრებით, თქვენ, ასეთ ახალგაზრდასა და
მშვენიერს.

_ იმას, რომ შეგიძლიათ ძალზე სასიამოვნო სიტყვები უთხრათ


ქალს, დიდი ხანია მივხვდი, – იხუმრა დედოფალმა. – მაგრამ
გთხოვთ, ამიხსნათ, საიდან იცით ჩვენი ენა?

_ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხალხია, ვინც მთელ თავის სიცოცხლეს


ძველი კულტურების შესწავლას ახმარს. მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ
და შევძელი, ისე შემესწავლა ძველი ეგვიპტის ენა, რომ მიტნი-ხაპის

224
მცხოვრებლებთან ლაპარაკი შემძლებოდა და იეროგლიფური
წარწერებიც წამეკითხა.

შემდეგ ცოტა ხანს გავჩუმდი და განვაგრძე:

_ კაცმა, რომელსაც თქვენ იცნობთ, როგორც გორს, ყველა გაგვცა


და მტრის მხარეზე გადავიდა.

და იქვე დავსძინე, რომ მან იცის აკლდამისა და საგანძურის


ყველა საიდუმლოება, რომ ახლა გასაღებიც ნოხრის ხელშია.

_ მაშ ყველაფერი დაღუპულა, _ თქვა უზენაესმა ქურუმმა. _ მე


ბევრი მზვერავი მყავს, რომელთა მეოხებითაც ვიცი, რა ხდება
სასახლის კედლებს მიღმა. ნოხრისა და მისი ჯარის წინაშე შიში რომ
არა, ხალხი დიდი ხანია აშკარად დედოფლის მხარეზე
გადმოვიდოდა, მაგრამ ძალები უთანაბროა. ამიტომ სერაფიელები
ამჯობინებენ, შინ ისხდნენ და ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ.
ხვალ კი შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. წარმოიდგინეთ, რომ
ნოხრი შეძლებს, ოქროთი მიიმხროს ქალაქის მოსახლეობა, მაშინ ხომ
გესმით, გვარდიელები მრავალრიცხოვან მტერს დიდხანს ვერ
გაუმკლავდებიან.

_ ბაკნის მიხმეთ! _ მტკიცე ხმით მიმართა დედოფალმა იახმოსს,


მაგრამ მე შევნიშნე, რომ თხელი ტუჩები უთრთოდა. _ ჩემთანაა ორი
ჭკვიანი, გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანი და ერთი გმირი.
რისი უნდა მეშინოდეს? განა ჩემში ფარაონების სისხლი არ ჩქეფს!

მე ვთხოვე დედოფალს, დაერთო ჩემი მეგობრების მოყვანის ნება,


რომლებიც რჩევით არანაკლებ დაეხმარებოდნენ, ვიდრე ბრძოლაში
225
მონაწილეობით, მან ნება დამრთო. პირველი, რომელიც ტაძარში
შესულმა დავინახე, კაპიტანი დჰირენდრა იყო. იატაკზე იჯდა,
ნიღაბი მუხლებზე დაედო, მშვიდად აბოლებდა სიგარას და სულაც
არ აქცევდა ყურადღებას მწარე კვამლს, რომელშიც მთლიანად იყო
გახვეული.

_ ნუთუ მთელი ცხოვრება ეს საწამლავი უნდა ახრჩოლოთ? _


ვკითხე მას. მე თქვენ ნერონს მაგონებთ, რომელიც განცხრომას
ეძლეოდა მაშინ, როცა რომს ცეცხლი ეკიდა.

_ ნიღაბში ვერ ვეწევი და იმიტომ მოვიხსენი, _ მითხრა


დჰირენდრამ. მას ეგონა, იმიტომ ავუხირდი, რომ უნიღბოდ იყო.

_ წარმოდგენა დამთავრდა. დედოფალმა ყველაფერი იცის და


თქვენ ახლა ღმერთები კი არა, უბრალო მოკვდავნი ხართ. _ ვაცნობე
მეგობრებს და ვუთხარი, სწრაფად მომზადებულიყვნენ.

ორი წუთის შემდეგ დჰირენდრა და ჩანი სერისისს წარვუდგინე


და მათი საუბრის დროს თარჯიმნის მოვალეობას ვასრულებდი.
დედოფალს აინტერესებდა ჩვენი ქვეყანა, თანამედროვე ცხოვრება,
ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ ყველაზე მეტად კაპიტან
დჰირენდრას საზღვაო დურბინდმა გააოცა.

სერისისთან საუბრის შემდეგ ნამდვილი შვება ვიგრძენი, თითქოს


გულიდან დიდი ლოდი აგვაცალეს. ახლა დედოფალმა იცოდა, ვინ
ვიყავით. ამიერიდან აღარ გვჭირდებოდა თვალთმაქცობა და თავის
ღმერთებად მოჩვენება.

226
დედოფალი და ბაკნი მეგობრებად გვთვლიდნენ და ჩვენი იმედი
ჰქონდათ. უთუოდ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა.

ისევ ჩვენს ოთახს მივაშურეთ და მეგობრებს ვთხოვე, თავიანთი


აზრი გამოეთქვათ. დჰირენდრამ რამდენიმე რჩევა მოგვცა და მე ისევ
მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია ასეთი
მახვილი გონების ადამიანები. დჰირენდრას ჭკუაც ისეთივე სწრაფი
და ენერგიული ჰქონდა, როგორიც თვითონ იყო. ბატონი ჩანი
თურქულ ყაიდაზე ფეხმორთხმული იჯდა და ხმას არ იღებდა.
მივხვდი, რომ იგი თავის ფიქრებში იყო გართული და, რაკი ვიცოდი
ამ კაცის არაჩვეულებრივი მოსაზრებულობა და ლოგიკური
აზროვნების სასწაულები, არაფერი მიკითხავს.

დილაადრიან, როცა ქალაქის თავზე მზე ჯერ კიდევ არ


ამოსულიყო, მაგრამ უკვე ირიჟრაჟა, ჩანმა მე და დჰირენდრა
გაგვაღვიძა.

_ რა მოხდა? _ ვკითხე მე.

_ რაღაც მოვიფიქრე, _ მიპასუხა მან. _ ერთი საქმე მაქვს, ბევრად


უფრო რთული და საშიში, ვინემ მე ვისურვებდი. მაგრამ სხვა გზა არ
არის და უნდა წავიდე.

_ უნდა წახვიდეთ? სად?

_ ამას მერე გიამბობთ. ახლა კი ღამე მშვიდობისა, _ თქვა მან,


მშვიდად დაწვა თავის ადგილზე და ერთი წუთის შემდეგ ხვრინვა
ამოუშვა. მართლაც უცნაური კაცი იყო!

227
ვეღარ დავიძინე. ლოგინიდან წამოვდექი, ბაღში გავედი და
უნებლიეთ მზის ამოსვლის საუცხოო სურათით დავტკბი.

ღმერთებისა და ქალღმერთების მდუმარე ქანდაკებებმა, ცივმა


სფინქსებმა, რომელთა გვერდითაც მე დავდიოდი, კვლავ ფიქრებში
გამხვია. ირგვლივ ყველაფერი იმდენად უჩვეულო იყო, თითქოს
ერთი პლანეტიდან მეორეზე გადაგაგდესო. თავში ათასგვარი აზრი
ირეოდა, მაგრამ მათ შორის ერთი ყველაზე მეტად მაწუხებდა:
გვეღირსებოდა თუ არა კვლავ სამშობლოში დაბრუნება?

შორს იახმოსი გამოჩნდა. თავჩაღუნული მოდიოდა და ისე იყო


დაფიქრებული, მაშინღა დამინახა, როცა გამისწორდა.

_ როგორა ხართ, დაისვენეთ? _ მკითხა მან, როცა ერთმანეთს


მივესალმეთ.

_ დიახ, ცოტა წავიძინე, ეს ჩემთვის სავსებით საკმარისია, _


ვუპასუხე მე.

_ მე კი თვალი არ მომიხუჭავს. ჩემმა მზვერავებმა სიბნელით


ისარგებლეს და ღამით სასახლეში მომაკითხეს. სამი საათის
განმავლობაში სათითაოდ ვღებულობდი მათ და ახალ ამბებს
ვისმენდი.

_ რა ამბები მოგიტანეს, კარგი თუ ცუდი?

_ სამწუხაროდ, კარგი არაფერი. მეამბოხეები სასახლეს გარს


შემოერტყნენ და ჩემმა ხალხმა ძლივს გამოაღწიეს. მდგომარეობა
რთულდება: ნოხრიმ და პსარომ ქალაქში მომხრეები შეიძინეს.

228
_ ქალაქელებს შორის?

_ დიახ. საქმე ისაა, რომ ხმა დაირხა, თითქოს ნოხრიმ საგანძური


ჩაიგდო ხელში და ვინც მის ჯარში შევა, ყველას ჰპირდება სერაფისის
ოქროს გარკვეულ ნაწილს. ახლა კი აუცილებლად შეიჭრება
აკლდამაში.

_ დიახ, რასაკვირველია, მით უფრო, რომ დჰანდასმა უკვე იცის


სკარაბის საიდუმლოება.

_ ჩვენი ქვეყნის ხალხს აღარც სინდისი აქვთ, აღარც ღმერთების


პატივისცემა. ოქროთი მთელ მიტნი-ხაპს იყიდი. ნოხრიმ ეს კარგად
იცის. _ ნაღვლიანად თქვა იახმოსმა და გზას გაუდგა.

ამხანაგებთან რომ დავბრუნდი, ისინი უკვე ფეხზე დამხვდნენ.


ჩანმა რომ დამინახა, ყურებამდე გაიღიმა და შესძახა:

_ ო, ბატონო პროფესორო, მხოლოდ თქვენ გვაკლდით. თქვენ


ყველაფერი იცით და დარწმუნებული ვარ, მეტყვით, სად დევს ჩვენი
სამგზავრო აღჭურვილობა.

_ გვერდით ოთახში, _ ვუპასუხე მე.

_ ყველაფერი?

_ დიახ, ყველაფერი, მაინც რა გინდათ?

_ მხოლოდ ჩემი ყუთი.

მე თვითონ გამოვუტანე პატარა ყუთი.

_ რად გინდათ? რას აპირებთ?


229
_ ერთი პატარა საქმე ჩავიფიქრე. – მომიგო მან, – მაგრამ სანამ ჩემს
გეგმას გაგაცნობდეთ, მინდა რაღაც გკითხოთ. მანამდე კი მხოლოდ
ერთს გეტყვით: ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მივუშვათ ნოხრი და
პსარო აკლდამამდე.

_ ეს ყველაფერი სწორია, _ დავეთანხმე მე, _ მაგრამ, ჩვენდა


სავალალოდ, ისინი როგორც ჩანს, უკვე ყოფილან იქ. შეიძლება
აკლდამის გახსნა ვერ მოასწრეს, მაგრამ ყოველ წუთს შეუძლიათ,
მიზანს მიაღწიონ. როგორ უნდა შევუშალოთ ხელი?

– მაშინაც კი, თუ ნამდვილად იყვნენ სერაფისის აკლდამაში,


სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით და ფარ-ხმალს ნუ დავყრით.
სანამ ცოცხლები ვართ, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს საქმე მე
მომანდეთ, – მხიარულად თქვა მან და თავისი უცნაური ყუთიდან
სხვადასხვა საღებავებით სავსე რაღაც შუშები და ჭინჭილები
ამოალაგა. თუ შეიძლება, სთხოვეთ ბაკნის, სასწრაფოდ მიშოვოს
უღატაკესი სერაფიელის ძონძები.

მე ბაკნისთან წავედი და მალე მოგვიტანეს დახეული ჭუჭყიანი


კონკები.

ნახევარი საათის განმავლობაში თვალს ვადევნებდით ჩანის


საოცარ გარდასახვას. ისე შეიცვალა შესახედაობა, კაცი ვეღარ
იცნობდა, სახე ღრმად ჰქონდა დანაოჭებული, ქუთუთოები ისე
შეეკუმშა, მხოლოდ გუგები უჩანდა. ბრმა გეგონებოდათ, თუმცა
გვარწმუნებდა, ყველაფერს გარკვევით ვხედავო.

230
შემდეგ ადგა, ხელში გრძელი ჯოხი დაიკავა და ოთახში
ბრმასავით სიარულს მოჰყვა.

_ შესანიშნავია! _ აღფრთოვანებას ვერ ფარავდა დჰირენდრა. _


მრავალგვარი გარდასახვა მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი
შემხვედრია ჩემს დღეში.

_ მე რას ტაძარში მივდივარ, _ წყნარად თქვა ჩანმა.

_ რას ტაძარში! _ შეძრწუნებულმა გავიმეორე მისი ნათქვამი.

_ სერაფისის აკლდამაში, _ დააზუსტა ჩანმა.

_ სიკვდილს უვარდებით ხახაში! _ შევძახე მე.

_ მაგრამ ვფიქრობ, იქ დიდხანს არ დავყოვნდები, _ გაიცინა მან.

მართლაც მეგონა, რომ იგი სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა.


გულმა მითხრა, არ გაუშვაო და ხელი ვტაცე.

_ ეს უგუნურებაა! _ ვუთხარი მე.

_ თუ დავიღუპე, მაშინ რამდენიც გინდათ მიწოდეთ თქვენს


გულში უგუნური. ჭკვიანად ის ითვლება, ვისაც წინასწარ ყველაფერი
უმცირეს წვრილმანებამდე აქვს გაანგარიშებული. მე სწორედ ასე
მოვიქეცი და ამიტომ უფრო გონიერი ვარ, ვინემ უგუნური, _ იხუმრა
მან.

_ თქვენ ხომ არც ერთი ძველეგვიპტური სიტყვა არ იცით! როგორ


დაელაპარაკებით ხალხს? _ ვკითხე აღელვებულმა.

231
_ სულ არ მჭირდება აქაური ენის ცოდნა: მე მარტო ბრმა კი არა,
მუნჯიც ვარ, _ მიპასუხა ჩანმა.

რა გვეთქმოდა, ყველა შეკითხვაზე წინასწარ ჰქონდა


მოფიქრებული პასუხი.

მე ბაკნის მოვუხმე და სამივენი სასახლის კედლის დასავლეთი


ნაწილისაკენ გავეშურეთ. იქ პატარა კარი იყო. ბაკნიმ ფრთხილად
გააღო იგი. ჩანი, რომელსაც მარჯვენა ხელში ჯოხი ეჭირა, მარცხენა
კი წინ გაეშვირა, სასახლიდან გავიდა და ბორძიკითა და რხევა-
რხევით გაუდგა გზას.

მაგრამ აი, კარი კვლავ დაკეტეს და მე აღელვებული სასახლეში


დავბრუნდი. იმედი არ მქონდა, რომ ოდესმე კიდევ ვნახავდი ჩემს
ჩამრგვალებულ, სახე-მომღიმარ მეგობარს, რომელთანაც ასე
მოულოდნელად დამაკავშირა ბედმა.

232
ოცდამესამე თავი. ჩანის მეორე გმირობა

საჭიროდ არ მიმაჩნია იმის თქმა, რომ ჩანი ცოცხალი და


უვნებელი დაბრუნდა უკან. ეს ისედაც ნათელია – წინააღმდეგ
შემთხვევაში, მე ვერ გიამბობდით ჩვენს უცნაურ თავგადასავალს.

მე მინდა მოკლედ მოგითხროთ ჩანის მეორე გმირობა, რომლის


შესახებაც თვითონვე დაწვრილებით მელაპარაკა სამდღიანი
განშორების შემდეგ.

ცოტა რომ გასცილდა სასახლის კედელს, ჩანი პატარა ქუჩის


კუთხეში ჩამოჯდა. გამვლელები ძალიან ცოტანი იყვნენ. როგორც კი
ფეხის ხმას გაიგონებდა, ჩანი ხელს გაიწვდიდა და მოწყალებას
ითხოვდა. ასე გაატარა რამდენიმე საათი.

ჩემი მეგობარი ტყუილუბრალოდ როდი მჯდარა ქუჩაში იმდენ


ხანს. უპირველეს ყოვლისა, იგი კარგად გაეცნო ამ რაიონს, და გარდა
ამისა, დარწმუნდა, რომ სასახლიდან გამოსვლის დროს არავის
დაუნახავს.

შუადღისას ჩანი გორიდან დაეშვა და უკაცრიელ ქუჩებითა თუ


მოსახვევებით რას ტაძრამდე მიაღწია.

ბინდისას ტაძრის გარშემო კოცონები აანთეს. ჯარისკაცები,


რომლებიც პსარომ ტაძრის ახლოს დააბანაკა, მოულოდნელი
თავდასხმის შემთხვევისათვის, ღამისთევისათვის ემზადებოდნენ.

233
ჯარისკაცებმა ჩანი ბრმა და მუნჯ მათხოვრად მიიღეს და საჭმელი
აჭამეს. საერთოდ, განურჩევლად ქვეყნისა, გვარეულობისა და
წარმოშობისა, მეომრები ყველა საუკუნეში გულკეთილობით
გამოირჩეოდნენ, და მე სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ძველი
ცივილიზაციის წარმომადგენელი სერაფიელი ჯარისკაცები ამ მხრივ
გამონაკლისი არ იყვნენ.

ჩანი მათ შორის დაწვა და მალე ჩაეძინა. ჩემს მეგობარს ძილი


შეეძლო ყოველგვარ პირობებში, მაშინაც კი, როცა ყოველი მხრიდან
საფრთხე გვემუქრებოდა. მე მუდამ უცნაურად მეჩვენებოდა მისი ეს
თვისება.

ჩანმა დილაადრიან გაიღვიძა და ტაძრის წინ მოედანზე ბოლთის


ცემას მოჰყვა. როცა მიმართავდნენ, ისეთ სახეს ღებულობდა,
თითქოს არაფერი ესმოდა, მაგრამ თუ ვინმე შეეხებოდა,
უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა და ხელით თვალებსა და პირზე
უთითებდა. ხალხს ეგონა, ვერაფერს ხედავსო და ეცოდებოდათ. ჩანი
ისე მშვენივრად ასრულებდა თავის როლს, რომ აზრადაც არავის
მოსვლია, მის საქციელში რაიმე ეჭვი შეეტანა.

საღამოს ჩანი ტაძარში შევიდა, სადაც პსაროსა და ნოხრის


თავიანთი მეთაურები დაებინავებინათ. თავდაპირველად
ზოგიერთებმა ეჭვით ახედ-დახედეს ახალშესულს, მაგრამ როცა
დარწმუნდნენ, ბრმა და ყრუაო, ყურადღება აღარ მიუქცევიათ.

ჩანი ძალიან გამოცდილი მაძებარი იყო და მისი დაკვირვების


მეთოდი გარდასახვის უნარზე არანაკლებ გაოცებას იწვევდა. მან
ტაძრის ბნელ კუთხეში მოიკალათა და ქუთუთოები ისე დაუშვა, რომ
234
ირგვლივ ყველაფერს კარგად ხედავდა, თუმცა სხვებს ეგონათ,
თვალებდახუჭული თავისთვის ზისო.

მეორე დღეს იგი დილიდან საღამომდე მთელ ტაძარში აქეთ-იქით


დაეხეტებოდა. ბევრჯერ სცადეს, გამოლაპარაკებოდნენ, მაგრამ ჩანი
ყურადღებას არავის აქცევდა.

როგორც შემდეგ მიამბო, აქ ასე დიდხანს იმიტომ დარჩა, რომ


შესჩვეოდნენ და ვეღარ შეემჩნიათ.

ვითარება რომ გაარკვია, მან ახალი ნაბიჯის გადადგმა გაბედა.


ჯოხით გაიკვლია გზა და იმ ოთახში შევიდა, სადაც პსარო, ნოხრი და
დჰანდასი იყვნენ.

ჩანი მათ უკვე ჰყავდათ ნანახი ტაძრის ცენტრალურ დარბაზში,


მაგრამ პსარო მის გამოჩენაზე მაინც გაჯავრდა და უბრძანა,
ტაძრიდან გასულიყო. ჩანმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი
ესმოდა, წყნარად დაეშვა იატაკზე და ფეხები მოირთხა.

პსარო გულისპირში სწვდა, მაგრამ ჩანი არც კი განძრეულა,


არავინ იცის, რით დასრულდებოდა ყველაფერი, ნოხრის რომ არ
ეთქვა პსაროსთვის: თავი დაანებე მაგ საცოდავ ყრუ-მუნჯ, ბრმა
მოხუცს, ვის რას უშავებსო. პსარომ ბრმას თავი ანება და ჩანმა მესამე
ღამე ნოხრის შტაბში გაატარა.

დჰანდასს, როგორც ვიცით, ნოხრისთან ძველეგვიპტურ ენაზე


ლაპარაკი არ შეეძლო და იძულებული იყო, დახმარება ეთხოვა
პსაროსთვის, რომელიც თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. როცა
პსარო არ იყო, დჰანდასი ნოხრის ხელებით აგებინებდა სათქმელს.
235
ჩანი ნოხრიზე სწრაფად ხვდებოდა დჰანდასის ჟესტებს, პსაროზე
ბევრად უკეთ იცოდა ინდური და ბევრი საგულისხმო, ჩვენთვის
მნიშვნელოვანი რამ შეიტყო.

მაგალითად, მან გაიგო, რომ ნაწილი ქალაქის მცხოვრებლებისა


მეამბოხეების მხარეზე გადავიდა რადგან ნოხრი დაჰპირდა, რომ
დილით სერაფისის აკლდამიდან გატაცებულ ოქროს გაუნაწილებდა,
ხოლო მეფის სასახლის აღებისა და ტახტზე ასვლის შემდეგ კიდევ
უფრო უხვად დაასაჩუქრებდა.

ბოლოს, ჩანის თანდასწრებით, დჰანდასმა, ნოხრიმ და პსარომ


თვით საგანძურის შესახებაც ილაპარაკეს.

დჰანდასმა განაცხადა, რომ აკლდამას მანამ არ გახსნიდა, სანამ


ნოხრი და პსარო არ დაიფიცებდნენ, რომ მას ძვირფასი ქვების
მესამედს მისცემდნენ. დჰანდასი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა
მათ ორჯერ და სამჯერ გაიმეორეს ფიცი.

შემდეგ დჰანდასმა მოითხოვა, მიეცათ მონები და ჯარისკაცების


პატარა რაზმი, რათა სრულიად უშიშრად დაეტოვებინა ეს ქვეყანა და
თავისი სკივრები გაეტანა. ნოხრი ამ პირობაზედაც დაეთანხმა და
დჰანდასს აცნობა, რომ მთების გადაღმა გადაშლილი იყო
უზარმაზარი ტყე, ტყის შემდეგ კი შეხვდებოდა მდინარე, რომელიც
პსაროს გადმოცემით, სერაფიელთა ქვეყნისაგან ესოდენ
განსხვავებულ საოცარ სამყაროში მიედინებოდა.

როცა ორივე მხარე შეთანხმდა. დჰანდასი შეჰპირდა მათ, რომ


საგანძურამდე მიიყვანდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ჯერ თვითონ

236
მარტო ჩავიდოდა ქვევით და მათ მხოლოდ მაშინ მიიხმობდა, როცა
აკლდამის კარს გააღებდა.

დჰანდასი ნოხრისა და პსაროსკენ ზურგით შებრუნდა, და


ოთახის იმ კუთხეს მიაშურა, სადაც გროვად ეწყო ჩალის ლეიბები,
რომლებსაც ქურუმები საწოლად იყენებდნენ. იქ მან ნიღაბი მოიხსნა
და შეუმჩნევლად შეყო ხელი საგების ქვეშ. ნოხრი და პსარო
დჰანდასს ყურადღებას არ აქცევდნენ,

მაგრამ კუთხეში მიმჯდარი ჩანი მას თვალს არ აშორებდა და


დაინახა, როგორ გამოიღო სერაფისის აკლდამის გასაღები – წმინდა
ამულეტი, ხოჭო–სკარაბეუსი.

მერე დჰანდასი ოთახიდან გავიდა და დაახლოებით ნახევარ


საათს არ გამოჩენილა. ჩანი მიხვდა მისი დაგვიანების მიზეზს:
დჰანდასმა არ იცოდა იეროგლიფები და დრო დასჭირდა წარწერის
შესადგენად. ბოლოს და ბოლოს, როცა ეს მოახერხა, ნოხრისა და
პსაროს ამოსძახა, ჩამოდითო.

დჰანდასის არყოფნისას ჩანი ყურადღებით ადევნებდა თვალს


ნოხრისა და პსაროს, რათა გაეგო, ხომ არაფერი განიზრახეს
დჰანდასის წინააღმდეგ: თუ ასე იყო, მარტო დარჩენილებს
შეეძლოთ, თუნდაც რამდენიმე მოკლე ფრაზა ეთქვათ
ერთმანეთისთვის, მაგრამ მეამბოხენი მოუთმენლად ელოდნენ
ურიცხვი სიმდიდრის დანახვას და სულგანაბულები ელოდნენ,
როდის უხმობდა დჰანდასი.

237
დჰანდასის დაძახილზე უმალვე გაცვივდნენ ოთახიდან. ჩანი
გაუნძრევლად იჯდა თავის კუთხეში. მისი სახე არაფერს
გამოხატავდა. თვალები ნახევრად მოეჭუტა, ტუჩები მაგრად
მოეკუმა.

ასე დაჰყო დაახლოებით ერთ საათს, და თან აყურადებდა, რა


ხდებოდა გარეთ. ისე წყნარად იჯდა, რომ კედლიდან გამომხტარი
თაგვი ოდნავაც არ შემკრთალა, უკანა თათებზე დადგა და, ვითომც
აქ არაფერიაო, პირის ბანა დაიწყო. მაგრამ, როგორც კი იგრძნო, რომ
ვიღაც კარს მოადგა, მაშინვე უკან, თავის სოროში შეძვრა.

ოთახში პირველი ნოხრი შემოვიდა. თვალები უბრწყინავდა, სახე


წამოჭარხლებოდა და ჩანმა შეამჩნა, რომ, როცა ქამარში გარჭობილ
ხმალს იძრობდა, ხელი უკანკალებდა. ნოხრის სირბილით შემოჰყვა
პსარო, მხედართმთავარს მხარზე ხელი დაადო და მაგრად
შეანჯღრია. მათ სწრაფად და აღელვებით დაიწყეს რაღაცის ლაპარაკი
თავიანთ ენაზე.

მალე დჰანდასიც დაბრუნდა. კუთხეში მივიდა, შეუმჩნევლად


დამალა ამულეტი ჩალის საგების ქვეშ. ნიღაბი ჩამოიცვა და
დანარჩენებთან მივიდა. ჩანს მოეჩვენა, რომ დჰანდასი საბოლოოდ
გაგიჟდა: თავზე ხელები შემოიწყო და ცეკვას მოჰყვა. გრძელ ფეხებს
მაღლა იშვერდა, როკვით მთელ ოთახს გარს უვლიდა. მკვეთრი,
მოულოდნელი მოძრაობები და ნიღბის საშინელი გამომეტყველება
ამ ველურ, უგუნურ როკვას კიდევ უფრო საშინელსა და საზიზღარს
ხდიდა.

238
– ოქრო, ალმასი! ალმასი, მარგალიტი! ოჰ, რა საგანძურია!
სკივრებში სელს რომ ვყოფდი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი
ქვიშასავით იცრებოდა თითებში, ირგვლივ კი ოქროს ზოდები ეწყო.
იდაყვამდე ვეფლობოდი შიგ, ხა-ხა-ხა-ხა! _ გაჰყვიროდა დჰანდასი.

შემდეგ მან პსაროსთან მიირბინა, ხელში ჩააფრინდა, სახეში


შეხედა და ჰკითხა:

_ ხომ დაიცავთ თქვენს ფიცს, ერთმანეთს უნდა ვენდობოდეთ.

_ მაგას ნუ ინაღვლებთ, _ მიუგო პსარომ. _ ოღონდ ოქროს ხელი


არ ახლოთ, იგი იმათთვის დატოვეთ, ვინც დახმარებას გაგვიწევს,
იმიტომ, რომ ასე მოითხოვს ნოხრი. ძვირფასეულს კი ჩვენ სამნი
თანაბრად გავიყოფთ.

_ გარდა ამისა, უშიშრად უნდა გამამგზავროთ აქედან, – უთხრა


დჰანდასმა.

_ ნოხრი უკვე დაგპირდათ ამას.

_ მაშინ მე თქვენ მოგეხმარებით, როგორც გორი.

_ აქ მხოლოდ ბრიყვები ცხოვრობენ და, რასაც მოვისურვებთ, იმას


ვუზამთ, _ გაიცინა პსარომ.

ამ დროს ჩანის ხვრინვა გაისმა. პსარომ მას ცერად გადახედა.

_ ეს მათხოვარი ისევ აქ არის? არა ჯობია, გავაგდოთ აქედან? _


თქვა მან.

_ კარგი იქნება, _ კვერი დაუკრა დჰანდასმა. _ რა უნდა აქ?

239
პსარო ჩანთან მივიდა და საყელოში სწვდა. ბატონი ჩანი
წამოვარდა და თითქოს ძილიდან ვერ გამორკვეულაო, ბრმასავით
დაიწყო ხელების ქნევა, წააქცია პსარო, რომელიც შუა ოთახში
გაიშხლართა, ნაბიჯი წადგა და უმწეოდ გაჩერდა.

ამის დანახვაზე ნოხრი გააფთრდა და მათხოვარს მივარდა. არ


ვიცი, ნოხრი დაეჯახა დიდი ძალით, თუ თვითონ დაკარგა
წონასწორობა, მოხუცს მუხლთ მოეკვეთა და პირქვე დაეცა.
საბედნიეროდ, არაფერი უტკენია, რადგან ჩალის საგებზე დავარდა.

ნოსრი, დჰანდასი და პსარო ძაღლებივით წაესივნენ მათხოვარს


და ოთახიდან გარეთ ისროლეს. ჩანი ქვის იატაკზე დავარდა,
ტკივილებისაგან საცოდავად კვნესოდა და ხვნეშოდა. თან მკერდზე
მიეკრა ორივე ხელი, რომლებშიც... სერაფისის ხოჭო-სკარაბეუსი
ეჭირა.

240
ოცდამეოთხე თავი. სასახლის ალყა

პსარო, ნოხრი და დჰანდასი თავიანთ ოთახებში დაბრუნდნენ.


დარბაზში, გარდა რამდენიმე მხედართმთავრისა, არავინ იყო. ისინი
მოშორებით, კუთხეში ისხდნენ და კამათლის თამაშით
ერთობოდნენ. რაკი დარწმუნდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, ჩანმა
გადაწყვიტა, სასწრაფოდ ემოქმედა. დაყოვნება არ შეიძლებოდა:
დჰანდასს ყოველ წუთს შეიძლებოდა ამულეტის დაკარგვა გაეგო და
განგაში აეტეხა. ჩანი დაეყრდნო ჯოხს, რომელიც ოთახიდან
გადმოუგდეს, და წამოდგა, დარბაზში ბორძიკ-ბორძიკით გაიარა და
აკლდამის კიბესთან რომ მივიდა, სწრაფად ჩაირბინა იგი. უნდოდა
ენახა, აკლდამის კარი დაკეტილი იყო, თუ არა, როცა დარწმუნდა,
რომ დჰანდასს კარი მართლაც დაეკეტა, ყოველი შემთხვევისათვის
ერთხელ კიდევ მოაბრუნა რგოლები და მხოლოდ ამის შემდეგ
დაბრუნდა უკან.

დარბაზში მან ისევ ბრმა მოხუცის სახე მიიღო და ქვის იატაკზე


ჯოხის კაკუნით ტაძრიდან ქუჩაში გავიდა.

მეამბოხეთა მთელი ჯარი ღრმა ძილს მისცემოდა. წელში ოთხად


მოკაკული ჩანი ნელა, ჯოხით მიიკვლევდა გზას. დარაჯმა შეუძახა,
მაგრამ, როცა მიხვდა, რომ მის წინ მუნჯი და ბრმა მათხოვარი
მოხუცი იყო, რომელიც სამი დღეა დილიდან საღამომდე
დაეხეტებოდა მთელ ტაძარში, აღარ გააჩერა.

კარგა მანძილით რომ გაშორდა საგუშაგოს, ჩანი


თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, მაგრამ ასი მეტრიც არ ექნებოდა
241
გავლილი, რომ ბანაკში განგაში ატყდა: როგორც ჩანს, დჰანდასი
ამულეტის დაკარგვას მიხვდა.

ღამის სამ საათზე ჩანუი სასახლეს მიადგა. როგორც


შეთანხმებულები იყვნენ, საიდუმლო კარზე დააკაკუნა და იგი
მაშინვე შეუშვეს.

მართალი გითხრათ, უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ ჩემს ამხანაგს


კვლავ შევხვდებოდი, მაგრამ უცებ დავინახე ცოცხალი და უვნებელი,
თანაც ხელში სერაფისის ამულეტით!

ჩვენს გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა _ საგანძური


კვლავ საიმედოდ იყო დაცული მეამბოხეთაგან. რასაკვირველია,
შეიძლებოდა დინამიტის გამოყენება, მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე
ვიცოდით, არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აქ არ ჰქონდათ.
ახლა ნოხრი ვეღარ იშოვიდა ოქროს ქალაქის მცხოვრებთა
მოსასყიდად.

დილაადრიან მოიწვიეს სამხედრო საბჭო, რომელსაც დედოფალი


თავმჯდომარეობდა, საბჭოს ვესწრებოდით ბაკნი, იახმოსი, კაპიტანი
დჰირენდრა, ჩანი და მე. ვიმსჯელეთ შექმნილ მდგომარეობაზე და
გადავწყვიტეთ, უპირველეს ყოვლისა, სასახლის ტერიტორია
გაგვემაგრებინა. ვიცოდით, რომ სიხარბით გაგიჟებული დჰანდასი
ისე არ დაწყნარდებოდა, სანამ ხოჭოს არ დაიბრუნებდა.

ბაკნი ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვით სამუშაოებს შეუდგა.


პირველ ყოვლისა, სასახლის მაგარ კედლებში სათოფურები
გაკეთდა. იმ შემთხვევაში, თუ მის ტერიტორიაზე შემოიჭრებოდა,

242
ბაკნი მთავარ დასაყრდენ პუნქტად თვლიდა ცენტრალურ შენობას,
სადაც დედოფალი ცხოვრობდა. ამიტომ მან ბრძანება გასცა, მაგრად
ჩაეკეტათ ამ შენობის კარი, ფანჯრები კი ამოექოლათ. გარდა ამისა
ბაღში ღრმა თხრილი და ბევრი სხვა ხელოვნური დაბრკოლებაც
მოვაწყეთ.

მოწინააღმდეგეს ხუთ დღეს ველოდით და მაინც არ გამოჩნდნენ.


როგორც შემდეგ გავიგეთ, ნოხრი აყოვნებდა ტაძრისათვის ალყის
შემორტყმას, რადგან არც პსარო და არც დჰანდასი დარწმუნებულნი
არ იყვნენ, რომ ბრმა მათხოვარი დედოფლის მზვერავი იქნებოდა
(სავსებით შესაძლებელია, დჰანდასმა სიკვდილამდე ვერ გაიგო, რომ
ჩანმა ეშმაკობით აჯობა) და ქალაქში ეძებდნენ მას.

ამ ხნის განმავლობაში ქალაქში არაფერი მომხდარა. მოსახლეობა


არაფრით ამჟღავნებდა თავის დამოკიდებულებას მიმდინარე
ბრძოლისადმი. უნდა ვთქვა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა
დედოფალს თანაუგრძნობდა, მაგრამ, ნოხრის ძალა რომ იცოდნენ,
ვერ ბედავდნენ, მას დახმარებოდნენ.

მეექვსე დღეს, განთიადისას, ცენტრალური შენობის სახურავიდან


დავინახეთ, რომ დიდი ლაშქარი ნოხრისა და პსაროს მეთაურობით
მდინარეს პირდაპირ სასახლისკენ მიჰყვებოდა. ბაკნიმ ჯარისკაცებს
უბრძანა, თავიანთი ადგილები დაეკავებინათ.

ჩვენ უხმოდ ველოდით შემოტევას, კარგად ვიცოდით, რომ ახლა


წყდებოდა თითოეული ჩვენგანის სიკვდილ-სიცოცხლის და
სერაფიელთა ქვეყნის ტახტის ბედი. ვაკვირდებოდი ყოველივეს და

243
შიშთან ერთად, როგორც ჩვეულებრივ, ცნობისმოყვარეობა არ
მასვენებდა.

ნოხრის მეომრები დიდხანს მოუნდნენ სასახლის მოპირდაპირე


მხარეს უშიშარ ადგილზე გადმოსხდომას. კაპიტანმა დჰირენდრამ
წინადადება წამოაყენა, მტერს პირველნი დავსხმოდით თავს, მაგრამ
ჩანი და ბაკნი არ დაეთანხმნენ, რადგან გაშლილ ხელჩართულ
ბრძოლაში ჩვენი მცირერიცხოვანი ჯარი დიდად დაზარალდებოდა.

დჰანდასი გორის ნიღბით ნოხრის ჯარისკაცებს შორის დადიოდა.


ალბათ ერთი სული ჰქონდა, სანამ ამულეტს კვლავ ხელში
ჩაიგდებდა. მხოლოდ ამით შემიძლია ავხსნა ის ფაქტი, რომ
სასახლეზე იერიში დაიწყო, როგორც კი ნაპირზე ჯარის ორი
მესამედი გადმოსხეს. დჰანდასი პირადად მეთაურობდა დიდ რაზმს,
რომელიც სასახლის კარიბჭესთან გადაისროლეს. ნოხრის
ჯარისკაცებმა თან გრძელი კიბეები მოიტანეს. კედლებს ადგამდნენ
და ცდილობდნენ, ზედ ასულიყვნენ, მაგრამ სასახლის მცველები
კიბეებს რკინის კაუჭებს ჰკიდებდნენ და ძირს ყრიდნენ.
გვარდიელები მზად იყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის.
იდგნენ კლდესავით, რომელსაც ამაოდ ასკდებიან მისი ადგილიდან
დაძვრის მსურველი ტალღები. მათი ზუსტად ნატყორცნი ისრები
მტერს უდიდეს ზიანს აყენებდა. მაგრამ მეამბოხეები ნაკლებად
მამაცნი და შეუპოვარნი როდი იყვნენ. ერთი რომ დაეცემოდა, მის
ადგილს უკანა რიგიდან მეორე იკავებდა·

ბრძოლა მხოლოდ დაღამებამ შეწყვიტა. მტერი სასახლეს


მოშორდა და შორიახლო დაბანაკდა. სასახლიდან სამხრეთით და

244
დასავლეთით ფართო მოედანი იყო. ღამით ამ მოედანზე უამრავი
კოცონი დავინახეთ, რომლებიც ნოხრის ჯარისკაცებს დაენთოთ.
გარდა ამისა, ჩვენ გავიგეთ, რომ მეამბოხეებს ქალაქის აღმოსავლეთ
მხარეს ყველა სახლი ღამის გასათევად დაეკავებინათ. ამგვარად, თუ
მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩვენგან ჩრდილოეთით მდინარე
მიედინებოდა, ალყაში მოქცეულნი ვიყავით და ისღა დაგვრჩენოდა,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვებრძოლა.

მზის ამოსვლისთანავე იერიში განახლდა. ჩვენი მდგომარეობა


ბევრად გაუარესდა იმის გამო, რომ ღამით სასახლის კართან ურნალი
მოიტანეს. ეს იყო ისეთივე კედლის სანგრევი იარაღი, რომლის
მეშვეობითაც თავის დროზე ნინევიასთან28, ბაბილონთან და
იერუსალიმთან ბრძოლა მოიგეს: მისი მთავარი ნაწილი მსხვილი
ლითონისწვერიანი ძელი იყო. მეომრები ურნალს ჯერ უკან
დასწევდნენ და შემდეგ მძლავრად ურტყამდნენ კარს.

დჰირენდრა და ჩანი მთავარ უბნებზე იბრძოდნენ. მე კი იმ


რაზმში ვიყავი, რომელიც ბაკნიმ სამარქაფოდ დატოვა. ამიტომ
მხოლოდ სხვისი ნათქვამიდან ვიცოდი კაპიტან დჰირენდრას
მამაცობისა და თავდადების ამბავი. იგი იცავდა სასახლის
ცენტრალურ, დასავლეთ შესასვლელს და ფეხი არ მოუცვლია
იქიდან, სანამ მისი ყველა ამხანაგი არ დაიღუპა.

ბოლოს და ბოლოს კარი გატეხეს. კედელი ჩაინგრა და ნოხრის


ჯარისკაცები შეცვივდნენ; წინ დჰანდასი მოუძღოდა, რომელიც
მეამბოხეებს ჯერ კიდევ გორი ეგონათ. ჩანი სასახლის აღმოსავლეთი

28 ნინევია – ძველი ასურეთის დედაქალაქი.


245
კარისკენ იბრძოდა, მაგრამ წინააღმდეგობა იქაც გატეხეს. ბაკნიმ
ალყის თავიდან ასაცილებლად განკარგულება გასცა, ყველას უკან,
ცენტრალური შენობისაკენ დაეხია.

ჩვენ სრული საბრძოლო წესით ვიხევდით უკან. ყველა დაჭრილი


წინასწარ გადაიყვანეს ცენტრალურ შენობაში, სადაც თვითონ
დედოფალი თავის მეგობარ ქალიშვილებთან ერთად უხვევდა მათ
ჭრილობებს და უვლიდა კიდეც.

ნაშუადღევს, გააფთრებული ბრძოლის დროს, შემთხვევით


დჰირენდრას შევხვდით.

_ ძალიან საშიში მდგომარეობა შეიქნა, ვერც კი წარმომიდგენია,


რის იმედით უნდა განვაგრძოთ ბრძოლა, _ ვუთხარი მე.

_ ჩემი აზრით, სასოწარკვეთილების მიზეზი არა გვაქვს, _ მომიგო


დჰირენდრამ. _ მათ ჯერ თხრილი უნდა გადალახონ, ეს კი არც ისე
ადვილი საქმეა.

მალე ნოხრიმ და მისმა თანამებრძოლებმა ურნალი ბაღში


გადაიტანეს.

სასახლის დამცველთა რიგები შესამჩნევად შეთხელდა და ახლა


იბრძოდა სამარქაფო რაზმი, რომლის შემადგენლობაში მეც ვიყავი.
ჩვენ კაპიტან დჰირენდრას უნდა დავხმარებოდით, რომელიც
სასახლეს იცავდა.

როცა მტერი ცდილობდა, ურნალი თხრილთან მიეტანა,


დჰირენდრა, რომელსაც ანუბისის ნიღაბი ეკეთა და მხარზე ფალასკა

246
გადაეგდო, სწრაფად და მარჯვედ ესროდა მათ. არც ერთი ტყვია
მიზნისთვის არ აუცდენია.

ფიქრადაც ვერასოდეს გავივლებდი, თუ ადამიანის ულმობლობა


ამ ზომამდე შეიძლებოდა მისულიყო.

მზის ჩასვლის შემდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა. ნოხრიმ


გადაწყვიტა, რომ სიბნელე უფრო ხელსაყრელი იყო მისთვის და
ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ჩვენ მრავალი საათის მანძილზე
შეუსვენებლივ ვიბრძოდით და ძალების უთანაბრობის გამო დიდი
ზარალი ვნახეთ. ისე დავიქანცეთ, ფეხზე ძლივს ვიდექით.

საღამოს ათ საათზე დჰანდასმა შეძლო, ურნალი სასასლესთან


მიეტანა. კაპიტანი დჰირენდრა და ბაკნი იქით გაცვივდნენ, მაგრამ
უკვე გვიან იყო: მოწინააღმდეგე მტკიცედ გამაგრდა ამ პოზიციაზე
და გვარდიელები ამაო ცდილობდნენ მის უკან გაბრუნებას.

ურნალის პირველივე დარტყმაზე სასახლის კარნიზი გრიალით


ჩამოინგრა, კედელში კი დიდი რღვეული გაჩნდა. შემდეგ კიდევ
რამდენჯერმე დაარტყეს და ჩანგრეული ადგილი კიდევ უფრო
გადიდდა.

შუაღამისას სიწყნარე ჩამოვარდა. საშინელმა დაღლილობამ,


შიმშილმა და წყურვილმა ორივე მხარე იძულებული გახადა,
ბრძოლა შეეწყვიტათ და უკან დაეხიათ.

მე იახმოსმა მომძებნა.

247
_ დედოფალს თქვენი და თქვენი მეგობრების ნახვა სურს, _
მითხრა მან.

მე და ჩემი ამხანაგები მისაღებ დარბაზში შევედით. ბაკნი უკვე იქ


იყო. დედოფალი მოგვესალმა და მაშინვე სხდომა გამართა. მე ამ
სხდომაზე თარჯიმნის როლის შესრულება მომიხდა.

_ კარგი იქნებოდა, რომ ამ შენობას გარეთ გასასვლელი ჰქონოდა.


მაშინ მე მცირერიცხოვანი რაზმით მოულოდნელად თავს
დავესხმოდი მტერს. მეამბოხეთა შორის პანიკა ატყდებოდა, ჩვენ, მე
ვფიქრობ, ამით ვისარგებლებდით და ურნალს ხელში ჩავიგდებდით,
_ გამოთქვა თავისი აზრი დჰირენდრამ.

_ მართლა, აქ საიდუმლო გასასვლელი არ არის? _ იკითხა ჩანმა.

ძლივს მოვასწარი ეს სიტყვები მეთარგმნა, რომ ბაკნიმ ისეთი


ძალით დამარტყა მხარზე ხელი, ტკივილისგან კინაღამ შევყვირე.

_ მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე ეს აქამდე?! სასახლიდან


ქალაქის ცენტრამდე ხომ მიწისქვეშა გასასვლელია! _ შესძახა მან და
მყისვე დჰირენდრას მიუბრუნდა: _ თუ თქვენ თანახმა იქნებით, მე
გამოვკითხავ ჩემს მეომრებს და მოხალისეებიდან ყველაზე ძლიერ,
ყველაზე გამოცდილ ხალხს შევარჩევ. მათთან ერთად შევალთ
ქალაქში, ნოხრის ზურგიდან დავესხმით, მისი ჯარების განლაგებაში
შევიჭრებით, ცენტრალურ დარბაზამდე შევალთ და ურნალს ხელში
ჩავიგდებთ. ჩვენ გავაქცევთ მეამბოხეთა ჯარს და ვაიძულებთ,
მდინარის მეორე ნაპირზე გადაინაცვლოს.

248
ამ დროს ოთახში ვიღაც კაცი შემოვარდა და განაცხადა:
„ნოხრისგან შიკრიკია. იგი ითხოვს, რომ დედოფალს
შეახვედვედრონ“.

_ სერისისმა მიიღო შიკრიკი. მან პატივისცემით დახარა თავი და


უთხრა:

_ ო, დედოფალო, მხედართმთავარი სალამს გიძღვნით და


გითვლით, რომ მთელი ქვეყანა მის ხელშია. იგი მოითხოვს,
დანებდეთ, სამაგიეროდ, გპირდებათ, რომ სიცოცხლეს
შეგინარჩუნებთ და მხოლოდ ქვეყნიდან თქვენს გასახლებას
დასჯერდება. თუ წინააღმდეგობას გაუწევთ, სიკვდილი არ
აგცდებათ.

დედოფალი წამოდგა. თვალები ცეცხლივით აენთო,


მრისხანებისგან ტუჩები აუცახცახდა.

_ გადაეცი შენს პატრონს, რომ არც მიტნი-ხაპის მმართველს და


არც მის მცველებს არ ეშინიათ მათი, ვინც სერისისს უღალატა, _
უპასუხა მტკიცედ მან.

როცა შიკრიკი გამომშვიდობების შემდეგ დარბაზიდანმე ბაკნის


შევხედე. მას ხელი ხმლის ვადაზე ედო, თვალები კი გაშმაგებისაგან
სისხლით ავსებოდა.

249
ოცდამეხუთე თავი. გადამწყვეტი ბრძოლის წინ

ამ საშინელ დღეებში ჩვენს საკუთარ თავებზე ფიქრის დრო აღარ


გვქონდა. ვჭამდით მხოლოდ მაშინ, როცა შიმშილის გრძნობა
აუტანელი ხდებოდა, დასაძინებლად ვწვებოდით მაშინ, როცა
დაღლილობისაგან ფეხზე დგომა აღარ შეგვეძლო.

გათენებამდე ჯერ შორს იყო, როცა ბაკნიმ, გარდა გუშაგებისა,


ყველა გვარდიელი შეკრიბა და უთხრა, რომ ძნელი და საშიში საქმე
ჰქონდა განზრახული. არ უთქვამს, რისთვის და რატომ უნდა
წასულიყო, მაგრამ ის კი არ დაუფარავს, რომ შეიძლებოდა ვერცერთი
ვეღარ დაბრუნებულიყო უკან. შემდეგ ჰკითხა, ვის სურს ჩემთან
ერთად წამოსვლაო. გვარდიელთაგან ყველამ, როგორც ერთმა, წინ
გადადგა ნაბიჯი.

ბაკნიმ მე და იახმოსს გვითხრა:

– ხომ ხედავთ, ასეც ვვარაუდობდი! ბედნიერია დედოფალი, რომ


მის ტახტს ასეთი მამაცი მეომრები იცავენ.

მოხალისეთა რაზმი დარბაზში შევიდა, სადაც დედოფალი იჯდა


ჩვენთან და დჰირენდრასთან ერთად. გვარდიელებს ისინი დღემდე
ტოტი და ანუბისი ეგონათ. მე რამდენჯერმე ვთხოვე, მოვრჩეთ ამ
სიცრუეს-მეთქი, მაგრამ სერისისმა და იახმოსმა უარი მითხრეს:

– ამით ბევრს წავაგებთ. დაე, რამდენიმე დღეს დარჩნენ


ღმერთებად.

250
ცრუმორწმუნე სერაფიელებისთვის არაფერი იყო უჩვეულო
იმაში, რომ მათი წინაპრების ღმერთები მიწაზე ჩამოვიდნენ და
უბრალო მოკვდავებთან ერთად იბრძოდნენ. ეს გასაგებია, თუ სხვა
ხალხების მაგალითებსაც გავიხსენებთ.

გადმოცემით ყველამ იცის ტროას ომის ამბავი. იგი გვამცნობს,


რომ, როცა ტროა იმარჯვებდა, ოლიმპის ღმერთები გაიყვნენ და
ადამიანთა ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. ზოგი საბერძნეთის
მხარეს იბრძოდა, ზოგი _ ტროას მხარეს. ანალოგიური თქმულება
არსებობს ძველ ეგვიპტეზე. და ახლა, ამ დღეებში, ჯარისკაცები თავს
არა იმდენად სერისისის, ან მხედართმთავარ ნოხრის მომხრეებად
თვლიდნენ, რამდენადაც ანუბისისა და ტოტის ან გორის
თანამებრძოლებად.

აი, რატომ გაუხარდათ და აღფრთოვანდნენ, როცა გაიგეს, რომ


მათ ანუბისი წაუძღვებოდა, ვერავინ ისე ვერ დაიცავდა მათ, როგორც
თვით სიკვდილის ღმერთი.

მეომრები მიწისქვეშა შესასვლელამდე რომ მივაცილე, მერიდის


ტბის სანაპიროზე მდებარე ასეთივე საფარი გამასსენდა, რომელიც
სამი ათას ოთახს შეიცავს. იმათგან ბევრი ჩემი თვალითაც მინახავს.

წინ მონა მიდიოდა, რომელსაც ხელში ჩირაღდანი ეჭირა. მას


ერთი ოთახიდან ოთახიდან მეორეში შევყავდით, და მე მომეჩვენა,
რომ ამ სიარულში ძალიან დიდი დრო გავიდა.

ბოლოს, როგორც იქნა, გავიარეთ ვეებერთელა დარბაზი, რომლის


ფართობი ორას ორმოცდაათი კვადრატული მეტრი მაინც იქნებოდა.

251
დარბაზს ისეთი დაბალი ჭერი ჰქონდა, რომ საშუალოზე ცოტა
მაღალი კაცი თითის წვერებზე რომ შემდგარიყო, თავისუფლად
მისწვდებოდა. მე ინჟინერი არ ვარ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, რომ
დარბაზში არცერთი ბოძი არ იყო ასეთი ვეება თაღის
გასამაგრებლად.

მონა ერთ ქანდაკებასთან გაჩერდა. იგი არაფრით


განსხვავდებოდა მჯდომარე გადამწერლების ქანდაკებებისაგან,
რომლებიხ მიტნი-ხაპის გზაზე ვნახეთ.

ბაკნი მივიდა და, როგორც ჩანს, რაღაც მექანიზმი მოაბრუნა,


ქანდაკება გვერდზე ჩაიწია, კედელში ვიწრო ხვრელი დავინახეთ,
რომელშიც რამდენიმე საფეხური გავარჩიე.

ბაკნი გამომემშვიდობა, შესასვლელთან მივიდა, საფეხურებზე


დაეშვა და სიბნელეში გაუჩინარდა. გვარდიელები დაწალიკებით
მიჰყვებოდნენ. დამშვიდებულნი იყვნენ, თუმცა იცოდნენ, რომ
რთული და საშიში საქმე ელოდა. მე აღელვებული ვუცქერდი ამ
გმირებს, რომლებიც მზად იყვნენ, თავი დაედოთ თავიანთი
მოვალეობის შესასრულებლად.

სულ ბოლოს ანუბისის ნიღბით მიაბიჯებდა კაპიტანი


დჰირენდრა. მან მხარზე ხელი დამადო, დაიხარა და ხმადაბლა
მითხრა:

_ მშვიდობით, პროფესორო! თუ მე და თქვენ ამ ომში დავიღუპეთ,


მაშასადამე, ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი. ჩემი ნუ გედარდებათ:
თქვენსავით მარტოხელა ვარ. არც ცოლი მყავს, არც შვილები _ არავინ

252
ისეთი, ვინც შეიძლება გამიხსენოს... ერთ დროს ალაჰაბადში
ვცხოვრობდი, საღამოობით ხუსროს პარკში სიარული მიყვარდა,
ბავშვებს ტკბილეულით ვუმასპინძლდებოდი...

_ იცით, ეგ მეც მიყვარდა, – გავიღიმე მე.

დჰირენდრას გაეცინა. მონამ მას გაკვირვებით შეხედა: იგი


ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ სიკვდილის ღმერთს გაცინება
შეეძლო.

_ ყველანი ერთიმეორეს ვგავართ, მიუხედავად ასაკისა, _ თქვა


კაპიტანმა დჰირენდრამ და მიწისქვეშა გასასვლელში ჩაეშვა.

მე დიდხანს ვუგდებდი ყურს მის ჩქარ ნაბიჯებს და როცა ხმა


მიწყდა, მონას მივუბრუნდი:

– შენ აქ რჩები?

_ დიახ, შემოსასვლელი ღიაა და რაზმს უნდა დავუცადო,


რომელიც, საცაა, მოვა მის დასაცავად, _ მომიგო მონამ.

სიბნელე თავზარს მცემდა და მე შეშინებულმა ვკითხე:

_ უკან როგორ უნდა დავბრუნდე?

_ წაიღეთ ჩემი ჩირაღდანი. ბავშვი ხომ არა ვარ, რომ სიბნელის


მეშინოდეს, _ მითხრა მონამ. _ მე ვერ გაგაცილებთ, რადგან ჩემი
აქედან წასვლა არ შეიძლება. თქვენ კი ჩირაღდანი წაიღეთ და
ყურადღებით იარეთ. იატაკზე ჩვენი დატოვებული კვალი გარეთ
გაგიყვანთ.

253
ვხვდებოდი, რომ მონა ჩემს სიმხდალეს დასცინოდა, მაგრამ თავს
ვერაფერი მოვუხერხე. აუტანლად მიმაჩნდა ამ უკუნეთში დარჩენა.
მსურდა სწრაფად დავბრუნებულიყავი სასახლეში, თუნდაც იქ ისევ
ბრძოლა ყოფილიყო.

ჩირაღდანი ავიღე და უკან დავბრუნდი. მართლაც იატაკზე


ათასეული წლის მანძილზე დაგროვილი მტვრის სქელი ფენა იდო
და ზედ გარკვევით ჩანდა ჩვენი ნაკვალევი.

მიწისქვეშეთში დროის შეგრძნება დავკარგე და სასახლეში რომ


დავბრუნდი, გავოცდი: უკვე სინათლე იყო. მაგრამ კიდევ უფრო
გამაოცა ირგვლივ გამეფებულმა სიჩუმემ. დედოფლის ოთახში
შევედი, სადაც ჩანი და იახმოსი იყვნენ ვიკითხე:

_ რა მოხდა? რატომ არ განაახლეს იერიში?

_ მათ შეუძლიათ ყოველ წუთს გადმოვიდნენ იერიშზე, _


მიპასუხა უზენაესმა ქურუმმა, _ ნოხრიმ ყველა თავისი ჯარისკაცი
სასახლის წინ მოედანზე შეკრიბა. მე ვფიქრობ, ოთხივე მხრიდან
თავდასხმა გადაწყვიტა.

_სასახლე, როგორც გითხარით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე იყო.


მთავარი კარიდან მდინარისკენ ქვის ფართო საფეხურები ეშვებოდა,
რომლებიც პანჩგანგამჰათის ბენარესის სანაპიროს მაგონებდა. მიტნი-
ხაპში ჩვენი ჩამოსვლის დღეს სწორედ ამ კიბით დაეშვა დედოფალი
ღმერთების მისასალმებლად. კარებიდანვე ბაღი იწყებოდა, რომელიც
სასახლის ცენტრალურ შენობას ჩრდილოეთით, დასავლეთითა და
აღმოსავლეთით ერტყმოდა. სამხრეთიდან კი უშუალოდ ამ შენობას

254
ეკვროდა სასახლის გარე კედელი, ისეთი მაღალი, რომ ზედ
მისადგმელი კიბითაც ვერავინ ავიდოდა.

ამ დროისათვის მთავარი კარიდან შეჭრილმა მეამბოხეებმა


მთელი ბაღი დაიკავეს. კედელი შეენგრიათ ცენტრალური შენობის
წინა ნაწილში, ოდნავ მარცხნივ, მისაღები დარბაზის
შესასვლელიდან, რომელსაც უამრავი პატარა ოთახი ეკვროდა.

მისაღები დარბაზის შუაში მარმარილოს კიბე იყო, რომელიც


მეორე სართულზე სხდომათა დარბაზში ადიოდა.

აქვე იყო განლაგებული დედოფლის საწოლი ოთახი და სატახტო


დარბაზი. ზევით ასვლა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა.

კიბე ისეთი ფართო იყო, რომ ზედ ერთ რიგად თხუთმეტი კაცი
დაეტეოდა. რაკი ვფიქრობდით, რომ მტერი ადრე თუ გვიან
შეძლებდა ნანგრევის კიდევ უფრო გაფართოებას, წინასწარ კიბეზე
სილით სავსე ტომრების ბარიკადა აღვმართეთ.

ფლანგებიდან თავდასხმისა არ გვეშინოდა. შენობას ცეცხლს ვერ


წაუკიდებდნენ, რადგან ქვისა იყო. ამგვარად, მკითხველისთვის უკვე
ალბათ ისიც გასაგებია, რომ

მისაღები დარბაზის დაკარგვაც კი არ გვაშინებდა: კიბეზე ნოხრის


ჯარისკაცების რიცხობრივ მნიშვნელობას უკვე აღარ ჰქონდა იმდენი
უპირატესობა, რადგანაც თავდასხმის ხაზი მისი სიგანით იქნებოდა
განსაზღვრული.

255
რამდენიმე საათს ველოდით თავდასხმას. წინა დღის შემდეგ ჯერ
კიდევ ვერ დავისვენე და ამიტომ ზემო სართულის ერთ-ერთ ოთახში
შევედი, სადაც, მიუხედავად ცხელი დღისა, შედარებით გრილოდა.
იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე მივწექი და მაშინვე ჩამეძინა.

მაგრამ დიდხანს არ მძინებია. გავიღვიძე და დავინახე, რომ


ფანჯარასთან თვით დედოფალი სერისისი იდგა. მაშინვე წამოვდექი,
მან კი თავისთან მომიხმო.

_ ძალიან ვწუხვარ, რომ გაგაღვიძეთ, თუთმოს. იმედი მაქვს,


მაპატიებთ ამას. მე მინდა სიმართლე გითხრათ. თქვენ ძალიან
ჭკვიანი ადამიანი ხართ და იქნებ გამიგოთ! ფანჯარაში რომ
ვიყურები, ასე მგონია, ჩემი დღეები დათვლილია-მეთქი.

მე ფანჯარაში გავიხედე _ ჩვენს წინ მიტნი-ხაპი იყო გადაშლილი.


მე სახლის სახურავებს მკვეთრად ანათებდა. ქუჩებში
ჭიანჭველებივით ირეოდა ხალხი. ბაზრებიც სავსე იყო: გლეხებს
თავიანთი საქონელი გაეშალათ და მყიდველებს უხმობდნენ.

ჯერ გამიკვირდა, რომ ასეთ საშინელ დროსაც კი ქალაქი არ


დაცლილა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო:
ბრძოლა მიმდინარეობდა მხოლოდ ტახტისათვის და ის ეხებოდა
მხოლოდ ნოხრისა და დედოფალს.

– თუთმოს, თანდათან ვხვდები, რომ ფარაონი და დედოფალი


არც იმდენს ნიშნავს ხალხისათვის, რასაც მე ბავშვობიდან
მიმტკიცებდნენ. ჩემი წინაპრები ათასი წლობით მართავდნენ ამ
ხალხს, მიტნი–ხაპის მთელი სიდიადე, ხელოვნების

256
განსაცვიფრებელი ძეგლები, რაც თქვენ აქ ნახეთ _ ყველაფერი ეს
თებეს ფარაონთა ნახელავია. მიუხედავად ამისა, ამ ხალხს, _
დედოფალმა ქალაქისკენ გაიშვირა ხელი, _ ოდნავაც არ აწუხებს
ჩვენი დინასტიის ბედი: ჩვენ სიკვდილი გვემუქრება, ისინი კი,
ვითომც აქ არაფერიაო, არხეინად დადიან ბაზარში.

ახალგაზრდა დედოფალი გულისტკივილით მეუბნებოდა


ყოველივე ამას, მაგრამ მე არაფრით შემეძლო მისი დამშვიდება. ცოტა
ხანს დავფიქრდი და ვუპასუხე:

_ ჩვენ საშიში არაფერი გვაქვს. თუ სიკეთე გვაქვს დათესილი,


ყველაფერი კარგად დამთავრდება, ხოლო თუ რაიმე ცოდვა
მიგვიძღვის, თვით ყველაზე მძიმე ხვედრიც კი მხოლოდ იმ ჩვენი
დანაშაულის გამოსყიდვა იქნება.

ამ დროს ბაღიდან ისეთი ყვირილი მოისმა, გეგონებოდათ, ცა და


მიწა შეინძრაო.

ოცდამეექვსე თავი. გამარჯვება

მეამბოხეებმა ისეთი გააფთრებით შემოგვიტიეს, ჩვენ მივხვდით,


რომ ნოხრის გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა,
სასახლე დღესვე ხელში ჩაეგდო. იერიშის გეგმა ისე გულმოდგინედ
იყო დამუშავებული, მოწინააღმდეგე ისე გაბედულად და მამაცურად
გვესხმოდა თავს, რომ თავზარი დამეცა. ნოხრის ჯარისკაცებმა

257
ბევრჯერ შეძლეს წინ წამოწევა, მაგრამ გვარდიელები მედგრად
იგერიებდნენ იერიშს და მტერს უკუაგდებდნენ.

მოწინააღმდეგემ სცადა, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან


შეეღწია სასახლეში, მაგრამ ჩვენ იოლად ჩავშალეთ მათი გეგმა. მაშინ
მეამბოხეებმა მთავარი დარტყმა შენობის იმ ნაწილზე მიიტანეს,
რომელიც ურნალით იყო განგრეული.

ჩანი გვარდიელების ჯგუფთან ერთად ნანგრევთან იდგა და


იერიშს იერიშზე იგერიებდა. მისი რევოლვერი წუთითაც არ
დადუმებულა. მოიერიშეთა პირველ რიგში შეუცვლელად იდგა
დჰანდასი. საოცარია, რომ ამდენ ხანს ისინი ცოცხლები იყვნენ,
თითქოს მართლა უკვდავი ღმერთები არიანო.

გვარდიელებმა ბევრი ამხანაგი დაკარგეს, მაგრამ მოწინააღმდეგე


კიდევ უფრო მეტად დაზარალდა. როგორც კი რომელიმე
მეამბოხეთაგანი ნანგრევში გამოჩნდებოდა, მაშინვე უკან ვარდებოდა
ჩანის ტყვიით ან ბაკნის ჯარისკაცის ისრით გულ-განგმირული. როცა
მეამბოხეები მაინც შეძლებდნენ ნანგრევში გამოსვლას,
ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა ხოლმე. ეს კი საშინელი
სანახაობა იყო. მე ღმერთი შემეწია, ამ ხელჩართულ ბრძოლაში
მონაწილეობას რომ გადავრჩი. ჩემი აგებულებისა და ფიზიკური
ძალის კაცისათვის ეს უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. ის

მე დედოფალთან ვიყავი სატახტო დარბაზში და მხოლოდ


დროდადრო ჩავდიოდი ქვევით, რომ ბრძოლის მსვლელობა გამეგო.

258
მაგრამ, აი, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. დჰანდასმა
მოახერხა, რევოლვერის დახმარებით გზა გაეკვლია და ნანგრრევში
შემოვარდა. მას უკან ნოხრის ჯარისკაცები მოჰყვნენ და სასახლეში
შემოცვივდნენ. შეიძლება მეამბოხეები კვლავ უკუეგდოთ, მაგრამ ამ
დროს ნოხრი და პსაროც გამოჩნდნენ სათადარიგო რაზმით.

ჩანმა და მისმა ამხანაგებმა კიბისკენ დაისიეს და შეიქმნა


ულმობელი ხელჩართული ბრძოლა, რომელიც დაახლოებით ხუთ
წუთს გაგრძელდა. ნოხრი, პსარო და დჰანდასი ამ ბრძოლაში
ყველაზე უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ. ნოხრი იცინოდა,
დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა.

ბოლოს გვარდიელები უკანასკნელ ზღუდეზე _ ბარიკადაზე


გამაგრდნენ. ახლოვდებოდა გადამწყვეტი წუთი და სიკვდილ-
სიცოცხლის საკითხი ახლა განსაკუთრებით მწვავედ დადგა.
ბარიკადაზე თხუთმეტიოდე კაცი იბრძოდა, დანარჩენები ერთ-ერთ
ზედა ოთახში თავიანთს რიგს უცდიდნენ. როცა რომელიმე
დამცველთაგანი იღუპებოდა, მის ადგილს მაშინვე მეორე მებრძოლი
იკავებდა. მისაღები დარბაზი გაჭედილი იყო მეამბოხე
ჯარისკაცებით და არცერთი ისარი მიზანს არა სცდებოდა.

პირველი, ვინც კიბეზე ამოსვლა სცადა, პსარო იყო. მაგრამ


როგორც კი ექვსი საფეხური ამოირბინა, რევოლვერის ხმაც გაისმა.
პსარომ შეჰყვირა, პირქვე დავარდა და საფეხურებზე ჩაგორდა.
ასეთივე ბედი ეწიათ ჯარისკაცებს, რომლებიც მას მოჰყვებოდნენ.
მაშინ ნოხრის ბრძანებით მეამბოხეები მჭიდრო კედლად წამოვიდნენ
წინ. წინა რიგებში მიმავალნი ეცემოდნენ, მაგრამ უკანანი

259
დაღუპულთა გვამებს აბიჯებდნენ და წინ მოიწევდნენ. ამ დროს
ჩანმა მოირბინა.

– დაჭრილი ხართ? _ ვკითხე მე.

_ დაჭრილი რომ ვიყო, რა უჭირდა. უარესი მოხდა. ვაზნები


მითავდება. _ მიპასუხა მან.

ეს საშინელება იყო! მეამბოხეებმა ამდენ ხანს ბარიკადები რომ ვერ


აიღეს, ეს, პირველ ყოვლისა, ჩანის მარჯვე სროლის წყალობით იყო.
დჰანდასმაც შეწყიტა სროლა, როგორც ჩანს, მასაც გამოელია ვაზნები.

– რამდენ ხანს შეგიძლიათ კიდევ გაუძლოთ? _ ვკითხე მე.

– რამდენიმე წუთს. ისინი ბევრად მეტნი არიან და სადაცაა,


გვაჯობებენ.

ჩანს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ბარიკადზე


დჰანდასი გამოჩნდა. ორლესულ მახვილს მარჯვნივ და მარცხნივ
იქნევდა და შეუპოვრად წინ მოიწევდა. ეჭვიც არ მეპარება, ამ დროს
არაფერზე ფიქრობდა, ხოჭოს გარდა, რომლის საშუალებითაც
საბოლოოდ უნდა დაპატრონებოდა სერაფისის განძეულს.

გვარდიელები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. სილით


სავსე ტომრები ქვევით მიფრინავდა და ნოხრის ჯარისკაცებისთვის
გზა გათავისუფლდა.

დედოფალმა სატახტო დარბაზს შეაფარა თავი. მეამბოხეთა ხმები


სულ უფრო ახლოს ისმოდა. სასახლის დამცველებიდან ცოცხალი
დავრჩით ჩანი, იახმოსი, მე და ორმოცამდე ჯარისკაცი. სერისისს სახე

260
მიტკალივით გათეთრებოდა. იგი უხმოდ, ღირსეულად, დინჯად
მივიდა ტახტთან და დაჯდა ამაყად თავაწეული, გვირგვინით
მორთული; მოემზადა, რომ ბედის ლახვარს ქედმოუხრელი
შეხვედროდა, როგორც შეჰფეროდა დიდი ფარაონების შთამომავალ
დედოფალს.

მხედართმთავარი ნოხრი, გორი-დჰანდასის თანხლებით სატახტო


დარბაზის კარს მოადგა და დაიყვირა:

_ სერისის, მიტნი-ხაპის ტახტი იმას ჩააბარე, ვისაც ძალა შესწევს


დაეუფლოს მას და ხელიდან არ გაუშვას.

ნოხრის ჯერ სიტყვაც არ დაემთავრებინა, რომ ქვევით საშინელი


ხმაური ატყდა და შემზარავი ყვირილი მოგვესმა.

შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და ჩვენ გარკვევით გავიგონეთ


ვიღაცის ირონიული ნათქვამი:

_ ო! რაღას ვუცდით, წავიდეთ წინ და ნოხრი ტახტზე დავსვათ!

მე მაშინვე ვიცანი _ ეს კაპიტან დჰირენდრას ხმა იყო.

ჩანისაგან განსხვავებით, რომელიც მოთმინებას არასოდეს


კარგავდა, კაპიტანი დჰირენდრა ფიცხი კაცი იყო, ამიტომ თავი
ვეღარ შეიკავა და ეს ფრაზა ყველას გასაგონად ინდურ ენაზე
წარმოთქვა.

დჰირენდრასა და ბაკნის რაზმი ზურგიდან ისე მოულოდნელად


გამოჩნდა, რომ მეამბოხეები დაიბნენ და უმრავლესობამ გაქცევა
არჩია. დჰირენდრამ და ბაკნიმ სწრაფად დაიკავეს მარმარილოს კიბე,

261
დანარჩენი გვარდიელები კი დარბაზიდან გამოვიდნენ, რათა მათ
შეერთებოდნენ. ამგვარად ნოხრი და დჰანდასი ალყაში მოექცნენ.
დჰანდასი არავის ნებდებოდა და ხმალს უწესრიგოდ იქნევდა, რითაც
იმდენად გვარდიელები არ ზარალდებოდნენ, რამდენადაც თვით
მისი თანამებრძოლები.

ნოხრი მიხვდა, რომ ვეღარას გახდებოდა და პირდაპირ სატახტო


დარბაზისკენ გავარდა. აღჭურვილობა მახვილისგან იცავდა, მაგრამ
დედოფალთან დარჩენილმა რამდენიმე გვარდიელმა შეძლო მისი
განიარაღება.

დჰანდასი, როცა დაინახა, რომ მარტო დარჩა, კიბეზე დაეშვა


პირდაპირ დჰირენდრასკენ. იგი დჰირენდრაზე ღონიერი იყო.
ამიტომ ალბათ იმედი ჰქონდა, დაჯახებით განზე მივაგდებ და თავს
გაქცევით ვუშველიო. დჰირენდრამ რაღაც მოსაზრების გამო არ
ესროლა, მაგრამ არც გაუშვა დჰანდასი და მათ შორის ბრძოლა
გაიმართა. დჰირენდრა ფეხზე ვეღარ გაჩერდა და ერთიმეორეს
ჩახვეული ორივე ღმერთი კიბეზე დაგორდა. დაცემის დროს ნიღბები
დაიმტვრა და სერაფიელებმა პირველად დაინახეს მათი ნამდვილი
სახეები.

ადვილი შესაძლებელია, რომ დჰანდასს მოეკლა დჰირენდრა,


მაგრამ აქ მოულოდნელად ერთ-ერთმა მეამბოხეთაგანმა შუბი
ჩაურჭო მკერდში. დჰანდასი გულაღმა გაიშხლართა.

შემდეგ მან წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალა არ ეყო და თავი


უმწეოდ გადაუვარდა გვერდზე.

262
ასე დაღუპა ამხანაგების დაუნდობლად გამცემი არამზადა იმ
ხალხმა, რომელთან ერთადაც ჩვენზე ხელი აღმართა.

კეთილმა კაპიტანმა დჰირენდრამ თავის სიკვდილის საფრთხის


წუთშიც კი არ ესროლა თავის გზადაბნეულ თანამემამულეს, თუმცა
რევოლვერი მზად ჰქონდა.

მეამბოხეები გააფთრდნენ, როცა ჩვენი სიყალბე გამოაშკარავდა.


დჰირენდრასაც ალბათ ის ბედი ელოდა, რაც დჰანდასს, მაგრამ ამ
დროს მოსაზრებულმა ჩანმა მებრძოლთა ყურადღება მიიქცია. ხუთი-
ექვსი ვაზნა ჰაერში ისროლა და დჰირენდრამ მაღლა არბენა მოასწრო.

არ ღირს იმაზე ლაპარაკი, თუ რა დღეში ჩაცვივდნენ მეამბოხენი


პსაროს და გორის სიკვდილისა და ნოხრის დატყვევების შემდეგ, _ ეს
ისედაც გასაგებია. ბაკნიმ თავის გვარდიელებს უბრძანა,
მოწინააღმდეგენი სასახლიდან გაედევნათ.

მალე მთელი ტერიტორია მტრისგან თავისუფალი იყო.

იახმოსმა იქვე გასცა ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ


მეამბოხეები დამარცხდნენ, მაგრამ დედოფალი მოწყალეა და
შეუნდობს მათ, თუკი დაუყოვნებლივ დაყრიან იარაღს.

მე აფთიაქი მოვიტანე და მთელი ღამე დაჭრილებთან გავატარე.


თუმცა მედიცინის არაფერი მესმოდა, ანატომია კარგად ვიცოდი და
ამიტომ შემეძლო მათთვის პირველი დახმარების აღმოჩენა. ამაში მე
ხალხი მეხმარებოდა. ისინი მოვიდნენ, რათა დახოცილთა გვამები
აეკრიფათ, მუმიები გაეკეთებინათ და დაემარხათ. მიუხედავად
იმისა, თუ ვის მხარეზე იბრძოდნენ. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ,
263
რომ სიკვდილის დროს გაყრილი სული კვლავ უკან უბრუნდება
სხეულს. ამიტომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა
მხოლოდ იმას, რომ სხეული შენახულიყო, არამედ იმასაც, რომ
შესახედავად მკვდარი ცოცხალივით ყოფილიყო.

ამბოხების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ახლა მთელი


ქალაქი და ქვეყანა დაღუპულთ დასტიროდა. სერაფიელები პირს
აღარ იპარსავდნენ, აღარც ხორცს ჭამდნენ და აღარც ღვინოს
სვამდნენ. ქალები თმას აღარ ივარცხნიდნენ, თვალებსა და ლოყებს
აღარ იღებავდნენ და ხელებს მირტის ფოთლებით აღარ იზელდნენ.
როცა დაბალზამების ოსტატები ქვეყნის ყველა კუთხიდან მიტნი-
ხაპში ჩამოვიდნენ და მუმიებს აკეთებდნენ, სასახლის წინ, მოედანზე,
დღეში ორჯერ იკრიბებოდნენ ქალაქელები და ხმამაღლა
მოთქვამდნენ.

მდინარის ნაპირას ააგეს უზარმაზარი ქვის აკლდამა ომში


დაღუპულ მეამბოხეთა მუმიებისათვის. გვარდიელთა
მუმიებისათვის აკლდამა სასახლის ბაღში აიგო.

მთელი ამ ხნის მანძილზე მე და ჩემი ამხანაგები სასახლიდან არ


გამოვდიოდით, ვინაიდან სერაფიელები, რომლებიც სიცრუეს
მიგვიხვდნენ, ჩვენს სიკვდილს ნატრობდნენ. ამ ყველასგან
მივიწყებულ ქვეყანაში ასეული წლების მანძილზე უცხო ქვეყნის კაცს
ფეხი არ დაედგა. პირველი უცხოელი, რომელიც სერაფიელთა
ქვეყანაში ჩამოვიდა, იყო შივნათჰ ჯაუჰრი, რომელმაც სერაფისის
ამულეტი მოიპარა. ამას დაემატა მათი რელიგიური გრძნობების
სასტიკი შებღალვა მათი ღმერთების გათამაშებით. ამიტომაც

264
გასაგებია ის უნდობლობა, რომელიც სერაფიელებმა გამოიჩინეს
ჩვენს მიმართ. დედოფლის, ბაკნისა და იახმოსის გარდა, ჩვენ აქ
მეგობარი არ გვყავდა.

ორი კვირაც არ გასულა, რომ ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტში


ჩადგა. ამ დროის დიდი ნაწილი დედოფალთან გავატარე. იგი ბევრ
რაიმეს მეკითხებოდა და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაცნობდი გარე
სამყაროს. ერთხელ მან შესძახა:

_ ყველაფერი, რასაც თქვენ მიამბობთ, უჩვეულო, ლამაზ სიზმრად


მეჩვენება!

_ მეც ასე მგონია, როცა იმაზე ვფიქრობ, რაც აქ ვნახე და რასაც


დღეს ვხედავ, – ვუპასუხე მე.

ერთხელ დედოფალმა მითხრა:

– თუთმოს, მამასავით გიყურებთ და არ მინდა აქედან წახვიდეთ.

_ დედოფალო, მეც არანაკლებ შეგეჩვიეთ. მაგრამ უცხოელები ვერ


იცხოვრებენ თქვენს ქვეყანაში. ნება მოგვეცით, გავემგზავროთ, –
ვთხოვე მას.

_ ძალიან მიმძიმს თქვენთან განშორება, მაგრამ რას ვიზამ, _


ამოიოხრა სერისისმა. –_ იახმოსმა მითხრა, რომ თქვენი დაყოვნება
საშიშია გარდა ამისა, თქვენს ამხანაგებსაც ალბათ შინ მიეჩქარებათ.
ამიტომ ვერ გავბედავ თქვენს შეყოვნებას. მაგრამ მე თქვენგან
სიცოცხლით და ტახტით ვარ დავალებული. მე და ჩემი

265
შთამომავლები არასოდეს დაგივიწყებთ და მუდამ დიდად
მადლობელნი ვიქნებით დახმარებისათვის.

_ როგორ გავაღწევთ აქედან? _ ვკითხე მე.

_ ეს ბაკნის მივანდოთ: იმან იცის გზა ტყის გავლით, _ მიპასუხა


მან.

266
ოცდამეშვიდე თავი. სამშობლოში დაბრუნება

ჩვენს. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ნოხრი სიკვდილით


დასაჯეს. ვიდრე სერაფიელთა ქვეყანას დავტოვებდით, იახმოსს,
წმინდა ამულეტი გადავეცი და აკლდამის საიდუმლო გავაცანი. არც
მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვსურდა თუნდაც ხელით შევხებოდით
სერაფისის საგანძურს, ჩვენი მეგობრობის ამგვარი გამოხატულების
პასუხად, იასმოსმა მაჩუქა სხვა ამულეტი, ისევე გაკეთებული,
როგორც ხოჭო-სკარაბეუსი, ლამაზი სურა და კიდევ სხვა ნივთები,
რომლებსაც დღემდე ვინახავ.

როცა დედოფალს ვემშვიდობებოდი, მას თვალები ცრემლით


ჰქონდა სავსე. მე კიდევ უფრო მიმძიმდა განშორება, რადგან
დედოფალს შვილივით შევეჩვიე. ჩემს ამხანაგებსაც გრძნობა
მოერიათ. მოხუცი იახმოსი დიდხანს გვიქნევდა თავს
დამშვიდობების ნიშნად.

სასახლიდან მიწისქვეშა გასასვლელით გამოვედით. მიტნი-ხაპის


ქუჩებში რომ მივდიოდით, შუაღამე გადასული იყო და ირგვლივ
სიჩუმე სუფევდა. უცებ გუშაგის შეძახილი მოისმა, მაგრამ ბაკნიმ
თავისი სახელი უთხრა. გუშაგი პატივისცემით მოგვესალმა და განზე
გადგა. მდინარეზე საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებული ორი ნავი
დავინახეთ.

ნავებში ჩავსხედით და გავცურეთ. რას ტაძარს რომ ჩავუარეთ,


ქალაქ პატნის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატი დჰანდას ჯაუჰრი
გამახსენდა. იგი ოქროს სიყვარულმა მოიყვანა აქ. სიმდიდრის
267
წყურვილით ყველაფერი დაივიწყა და დაიღუპა. მისი მუმია
ჩამარხულია უცხო მიწაში, სამშობლოდან შორს.

მზის ამოსვლამდე ორი საათი იქნებოდა, როცა ნავებიდან


გადმოვედით. ახლა მთებში უნდა გვევლო. მწვერვალზე რომ
ავედით, უკვე სულ გათენდა, უკან მივიხედეთ და შორიდან
უკანასკნელად შევავლეთ თვალი განსაცვიფრებელ ქალაქ მიტნი-
ხაპს. შემდეგ რომელიღაც ნაკადულთან მივედით და მრავალი დღის
შემდეგ პირველად ვიბანავეთ რიგიანად. საღებავი ძლივს
მოვიცილეთ; ვისაუზმეთ და კვლავ გზას გავუდექით. მთიდან
დაშვებას საღამომდე მოვუნდით. მხოლოდ მზის ჩასვლისას
მივადექით დაბალ ბუჩქნარს. წინ, ჰორიზონტზე, ტყის შავი ზოლი
მოჩანდა.

_ ესაა ის საშინელი, უღრანი ტყე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამი


მხრიდან ერტყმის, _ თქვა ბაკნიმ. ამბობენ, აქ ავი სულები და
მოჩვენებები ბინადრობენო. ამ ტყის გასავლელად დიდი დრო
დაგჭირდებათ.

ორი დღის შემდეგ მივადექით ტყეს. აქ დავემშვიდობეთ მამაც


მეომარ ბაკნის და მის მხლებელ ჯარისკაცებს. ბაკნიმ კაპიტან
დჰირენდრას სამახსოვროდ თავისი ხმალი აჩუქა. დჰირენდრამ კი
მას მინის თვლებით სავსე ყუთი მისცა. ერთმანეთს
გულდამძიმებული და თვალცრემლიანი დავშორდით.

ჩვენთან დარჩა ოთხი ზანგი მონა, რომლებსაც ჩვენი ბარგი


მოჰქონდათ, და ერთი გამცილებელი ზანგი, რომელიც ამ ტყეში
პსაროსთან ერთად მოგზაურობდა. თავდაპირველად, ვფიქრობდით,
268
რომ ტყის გავლა არ გაგვიძნელდებოდა, მაგრამ შევცდით. ლიანები
და ეკლიანი ბუჩქნარები წარამარა გზას გვიღობავდა, ტანსაცმელზე
გვედებოდა და გვიხევდა. ტყის წურბლები და მწერები დღედაღამ არ
გვასვენებდნენ და სხეული მათი ნაკბენებისგან დაგვისივდა. ახლა
ვფიქრობ, რომ ტყეში მოგზაურობა უდაბნოს გადალახვაზე ნაკლებ
ძნელი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, როცა დღეების სათვალავი
აგვერია, როგორც იქნა, გამოვედით ამ ტყიდან.

ჩვენ წინ პატარა მდინარე მიედინებოდა. ხეები მოვჭერით, ტივი


შევკარით, გამცილებლები გავისტუმრეთ და დინებას მივყევით.
რამდენიმე დღის შემდეგ ერთი სოფელი დავინახეთ. როგორც
გამოირკვა, აქ ცხოვრობდა რომელიღაც აფრიკული ტომი; კაპიტან
დჰირენდრას გამოცდილების, ჭკუისა და მოქნილობის წყალობით
მათ საკმარისი სურსათი მოგვცეს…

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ დინებამ მდინარე კობუამდე


მიგვიყვანა. გავყევით მას და, როგორც იქნა, უგანდისა და კენიის
საზღვარზე მდებარე ვიქტორიას ტბას მივაღწიეთ. ახლა უკვე
საფიქრალი აღარაფერი გვქონდა.

ქალაქ კისუმუში ტანსაცმელი ვიშოვეთ და კვლავ ცივილიზებულ


ადამიანებად ვიქეცით.

ნაირობში, მომბასში და სხვა ადგილებში ხალხს ვუამბობდით


ჩვენი მოგზაურობის ამბებს და მე რამდენიმე ლექციაც კი წავიკითხე.
მაგრამ ასე მგონია, ჩვენი ნაამბობი სინამდვილე არავის ეგონა, თუმცა
ყველა დიდი ინტერესით გვისმენდა. ხალხი ჩემს გამოსვლებს
ესწრებოდა, როგორც გასართობს, თითქოს ხალხს სამხიარულოდ
269
ვუამბობდი ყოველივეს. მე მეცნიერული წიგნიც კი დავწერე და
სერაფიელთა ქვეყანაში ჩვენი მოგზაურობის დაწვრილებითი
ანგარიში დავურთე. მაგრამ ამ წიგნის გამოცემა არავინ მოისურვა.
როცა ვცდილობ, დავარწმუნო ხალხი ჩემს სიმართლეში, ისინი
რატომღაც მთლად ნორმალურად არ მთვლიან.

270

You might also like