You are on page 1of 254

სარჩევი

პორცელანი...............................................................................................................................................................3
ლილ ..........................................................................................................................................................................9
ფოტოგრაფი .......................................................................................................................................................... 22
დიდი იოსები ........................................................................................................................................................ 39
ქოსა გახუ ............................................................................................................................................................... 73
ჯამუ ..................................................................................................................................................................... 100
გამოუყენებელი ბინოკლი ................................................................................................................................ 110
დათვი .................................................................................................................................................................. 121
ხოგაის მინდია .................................................................................................................................................... 131
მშვენიერება......................................................................................................................................................... 170
ამბავი ხუთასი ბოლნისელისა ......................................................................................................................... 183
ვერცხლის ბეჭედი ............................................................................................................................................. 197
მტრების მეგობრობა .......................................................................................................................................... 242

2 მკითხველთა ლიგა
პორცელანი

ჩვენ მჲუნხენში გავიცანით ერთმანეთი, ხელოვანთა მასკარადზე.


ჩემი ნიღაბი იყო: ოდისეჲ,
მისი – ფერია კალიპსო.
ორივენი ერთ შეზლონგში ჩავჯექით, როცა უკანასკნელი პოლონეზი გათავდა.
უნებურად ჩემი მუხლის თავი მისას მოჰხვდა. ეს იყო ჩვენი მასლაათის შესავალი.
– „პარდონ მადამ“, – წავიჩურჩულე.
– მე მადამი არ გახლავართ. – იყო პასუხი.
– ნეტავ ვიცოდე, როგორი ხართ თქვენ სინამდვილეში?
– მე? მე მუდამ ერთი და იგივე, როგორიც სინამდვილეში, ისე ნიღაბოსანთა საღამოზედაც.
– არა, სერიოზულად, მე მაინტერესებს თქვენ როგორი სახე გაქვთ, როგორი თმა?
მე გავჩუმდი.
– თქვენ ისეთი ხმა გაქვთ, მთიული უნდა იყოთ.
– როგორ თუ მთიული?
– მთიელი კაცი.
– ეგ სწორია, მაგრამ როგორ შემატყეთ?
– მე ვფიქრობ ეს ადვილია, თქვენ ფოლადისებური ხმა გაქვთ. თქვენი წინაპრები ალბათ
ტივებით ეზიდებოდნენ შეშას მთიდან, ან ჯიხვებზე ნადირობდნენ.
ცნობილია, მენავეებისა და მონადირეების მოდგმას ხმამაღალი ლაპარაკი სჩვევია.
პაუზა.
მას ცალი ხელი მუხლზე უდევს. მეორეს შეზლონგის ხავერდს უცაცუნებს.
– არა, მართლა მითხარით, როგორი თმა გაქვთ, შავი?
– ჰო, ჩემი თმა შავია, როგორც საქართველოს უმთვარო ღამე.
მას რაღაც უნდოდა ეკითხა, მაგრამ მე შევაწყვეტინე.
– ჰო, უკაცრავად...
რა ძნელია, კაცს მასკარადშიაც რომ არ დაავიწყდება ზრდილობა.
– თქვით, რა გინდოდათ.
– არა, თქვენ ბრძანეთ.
– ახლა მე არაფერს ვიტყვი, სანამ თქვენ...
– ჰო, მე მინდოდა მეთქვა: ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თქვენ დანიშნული, ან
გათხოვილი უნდა იყოთ.
– რატომ? ნუთუ ასე ხნიერი...
– არა, ნიღბოსანთა საღამოზე ნათქვამი უკუღმა უნდა გაიგოს კაცმა.
საერთოდ, ქალის ნათქვამიც...

3 მკითხველთა ლიგა
იგი გაჩუმდა. ნიღაბი გაისწორა.
მე მაგრად დავუჭირე ცალი ხელი.
– ახლა უნდა მითხრათ თქვენი ნამდვილი გვარი, საცაა თქვენი კავალერიც მოვა.
მან გადაიხარხარა.
– თქვენ თავხედი ყოფილხართ.
რა ბავშვური სიცილია, რა წკრიალა ხმა. ვფიქრობ.
– ბარონესსე ფონ შტაინ.
მე მინდოდა მისამართიც მეკითხა, მაგრამ გავჩუმდი.
– არა, გატყუებთ. ეს ჩემი ქალიშვილობის გვარია. მე გათხოვილი ვარ ბარონ როსტრუპზე.
– თქვენ, თუ არ ვცდები, ხელოვანი უნდა იყოთ. მხატვარი?..
– არა.
– მუსიკოსი?
– არც ეგ.
– მაშ?
– მე, კაცმა რომ თქვას, წმინდა ხელოვანი არა ვარ. მე ვხატავ პორცელანის ჭურჭელის
დეკორაციის ნიმუშებს, ეგ დარგი პრაქტიკულის მოსაზრებით არ ამირჩევია.
– რა ვუყოთ. ინტენსიური ხელოსნობაც...
პაუზა.
– თქვენ რაზე გაჩუმდით?
– მე ვფიქრობ, ხელოვანი ქალი არ უნდა გათხოვდეს.
– რატომ?
– ისე.
– წინააღმდეგ, მე გათხოვების შემდეგ დავიწყე ხატვა.
– როგორ თუ გათხოვების?
– თუმცა მე გათხოვებამდისაც ვიტანჯებოდი მოზღვავებული ფანტაზიის სიჭარბით,
მაგრამ ხელოვნების ვერც ერთ დარგში ვერ მოვეწყვე, რადგან მეგონა, როგორც სიტყვითი,
ფერადობითი, ისე ტონალი ხელოვნებანი ვერ იძლევიან ისეთ ფაქიზსა და რხეულ
ნიუანსებს...
– საერთოდ ხელოვნება დღესაც ბანალურ რეალიზმში იხრჩობა.
– მერმე გათხოვება აქ რა შუაშია?
– აი, გეტყვით. მე ბარონ როსტრუპი მიტომაც შემიყვარდა, რომ ის უფანტაზიო კაცია. იმ
ხანებში იგი ბაქტერიოლოგიით იყო გატაცებული. ერთხელ, მარტო ყოფნის დროს, მეც
ავიღე ხელში მისი მიკროსკოპი. ნამდვილი სინამდვილე მაშინ ვნახე, სულ სხვა ფერადი,
სულ სხვა ხაზმოსმა, ვიდრე ის სინამდვილე, რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით
ვხედავთ.

4 მკითხველთა ლიგა
მაშასადამე, ვიფიქრე მე, ჩვენი სინამდვილე მტკნარი სიცრუე ყოფილა. კიდევ ყოფილა
მეორე სინამდვილე. ხელოვნება კი მესამე სინამდვილეა, მხატვრის მიკროსკოპში
დანახული. ამ შეგნებამდის მე ათიოდე წლის წინათ მივედი და ირაციონალის ფერების
შეხამება დავიწყე. მაშინ სად იყვნენ ექსპრესიონისტები? მე მათდა დამოუკიდებლად
მივაგენი ირაციონალ ექსპრესიონიზმს. სულ მიკროსკოპის წყალობით.
იგი გაჩუმდა. ჩემს სულში ახალი ჭეშმარიტება ჩაეწვეთა, მე ამაზე ვფიქრობდი.
– თქვენ როგორც თქვით, აღმოსავლეთიდან ყოფილხართ?
– დიახ.
– აღმოსავლეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა. მე სულ ინდოეთის, იაპონიისა და ჩინეთის ფერები
მელანდება. ჩვენი ცა, ჩვენი ზღვა, ფრიად ღარიბია ფერადებით... ყველაზე უფრო დასავლეთ
ევროპის ღრუბლები ღარიბების ბაღში გაფენილ მჩვრებივით წვირიანი და დაგლეჯილი. მე
იაპონელების და ჩინელების მხატვრობა მიყვარს. ისინი არაოდეს ჰხატავენ ჩიტს ისე,
როგორც ეს ბუნებაშია, არამედ ჩიტს მუდამ ტრანზიტორულ მომენტში.
საერთოდ, ჩვენი ევროპული რეალიზმი მძაგს, ბანალური რეალიზმი.
იგი გაჩუმდა.
– გენატრებათ აღმოსავლეთი?
– მე აღმოსავლეთში უნდა დავბადებულიყავი.
უნებურად მომაგონდა ჰაინეს ნაძვის ხე, მთის კორტოხზე რომ დგას და მზით
გაბრწყინვებულ ბზაზე ოცნებობს.
რა ძლიერია პოლარულ უკიდურესობათა ლტოლვა საგნებში!
ჩრდილოეთში დაბადებული ქალი სამხრეთზე ოცნებობს!..
– ქორწინებას, მრავალ უბედურებათა შორის, ხშირად კარგი მხარეებიც აქვს. ჩემმა
მეუღლემ თავის მიკროსკოპით მთელი ახალი ქვეყანა აღმომაჩენია, ახალი ქვეყანა
ხელოვნებისა, – ამბობდა მადამ როსტრუპი.
– სამაგიეროდ, ჩემმა ირაციონალ ფერადებმა მას აღმოსავლეთის სული და კულტურა
შეაყვარა, მისი საკითხავებია ახლა: უფანიშადები, ლაოძე და იაპონური მითოლოგია.
გამოთხოვებისას დავთქვით: – შევხვდებითო რუდოლფ შტაინერის მოხსენებაზე.
ჰამბურგერის სალონში. ხუთშაბათს. მადამ როსტრუპს ხშირად ვხვდებოდი სპირიტისტების
საღამოებზე, თეატრებში და ლიტერატურულ სალონებში. მალე დავრწმუნდით, რომ ჩვენი
დამოკიდებულება ისე სათუთი გახდა, რომ მრავალთა შორის ყოფნა ჩვენ აღარ შეგვეძლო.
უნდა მოგვეძებნა სადმე კუნჭული, სადაც მარტო ვიქნებოდით.
ჩემს განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მან წინადადება მომცა, რომ მომავალ
შაბათ საღამოს მათსას მოვსულიყავ ხუთი საათის ჩაიზე.

5 მკითხველთა ლიგა
– ჩემი ქმარი, – ამბობდა მადამ როსტრუპი, – ისეთი გატაცებული ორიენტალისტია, რომ
მას დიდად დააინტერესებს თქვენი აზრები, საერთოდ, იგი სულიერად აღმოსავლეთში
ცხოვრობს.
მერე დაიწყო მშვენიერი საღამოები ბარონ როსტრუპის ოჯახში...
ძველი, ტრადიციული, გერმანელი ბარონის ოჯახი, რომელიც თავის დეკადანსის მწუხრში
მისტიკით, წმინდა ხელოვნების იდეალებით და არისტოკრატიული ესთეტიციზმით
იკვებება.
დეკადანსი, ვამბობ, რადგანაც როსტრუპის ოჯახი, როგორც მადამ როსტრუპის
სამკაულებზე შევატყვე, ვალებში იყო ჩაფლული.
ყოველ შაბათ საღამოს შავ მაჰაგონის მრგვალ მაგიდას გარს ვუსხედით ჩვენ სამნი: მადამ
როსტრუპი, ბარონ როსტრუპი და მე. ნარინჯისფრად შეღებილ ოთახის კედლებიდან
გადმოგვცქეროდნენ მეჩვიდმეტე საუკუნის მხატვართა სურათები, ბერები ჟინჟღლივით
ანთებული, გავსილი სახეებით და გაბრწყინებული თვალებით – იღებენ ხელში
მაღალფეხიან, წკრიალა ჭიქებს, რომელშიაც ოქროვანი ღვინო კიაფობს. იქვე მთელი ამალა
„ალა პამპადურ“, ჩაცმული ქალებისა, ლუდოვიკო მზეთა მეფის სასახლიდან, როკოკო
ტანისამოსი, რაინდები მოკლე შპაგებით და მაღალი საყელოებით. მწევრები ამოკეცილი
კუდებით და გრძელი, ბანჯგვლიანი, პარტყუნა ყურებით. მერე მთელი რიგი ჰოლანდიელ
მკვდარი ბუნების მხატვრების: დახოცილი იხვები, ბატები, დაკლული ნადირი,
დახლეჩილი ბროწეულები. ჩვენ სამნი ვისხედით მწვანეაბაჟურიან ელექტრონის ლამპის
ქვეშ, რომელიც ზედ ჩვენს თავზე ეკიდა. ვისხედით, როგორც ბედუინის ოჯახი უდაბნოს
ოაზისში პალმის ქვეშ, და ჩინურ ჩაის შევექცეოდით.
ერთადერთი ნივთი, რომელიც ბარონ როსტრუპის აღმოსავლურ გემოვნებას მოწმობდა, ეს
იყო პორცელანის ჭურჭელი. ჩაის ჭურჭელი, რომელიც ოჯახის დიასახლისის დიდ-დედის
ნამზითვარი ყოფილა. სამ თაობას უსვამს ამ საოცრად მოხატულ თასებიდან სურნელოვანი
ჩაი. და ეს თასები პეპლებით, ზღვის ღინჭილებით, მშვენიერი ჩინელი ქალების გრძელი
მარაოსებური წამწამებით უცხოდ მოხატული, რაღაც განუსაზღვრელი სიყვარულის საგანი
იყო ამ ოჯახში. მე ვერ წარმომედგინა, თუ ადამიანის სიყვარული უჰასაკო საგნისადმი
უფრო ნაზი იქნებოდა. ვინაიდან ბარონ როსტრუპის მთავარი დებულება იყო:
ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს – უგემური მიშტერება, კარგ ჩაის
– ცუდი ჭურჭელი. როგორ უყვარდა ჩაი ბარონ როსტრუპს!
მას სპეციალურად შეუსწავლია ჩაის მოყვანის საქმე ჩინეთში. მე მგონია, რომ ყოველი ერი
და ყოველი პიროვნება ყოველდღიურ წვრილმანებშიაც ისე აშკარად იჩენს თავის სულიერ
სახეს, როგორც თავის ფილოსოფიისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესს ძეგლებში.
ცხოვრება სხვა რაღაა, თუ არა და საგნებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნება.

6 მკითხველთა ლიგა
ადამიანიც წვრილმანში იჩენს თავის ხასიათს, რადგანაც დიდ საქმეში მას არაფრის დამალვა
შეუძლია.
ბარონ როსტრუპი კარგად იცნობს ჩინეთის ტანგ, სუნ და მინგ დინასტიის დროის ჩაის
კულტურას, მთელ ბოტანიკას ჩაიზე დამყარებულს.
– ჩაის ათასნაირი პირდაპირი და სიმბოლიური, რელიგიური დანიშნულება აქვს ჩინეთში,
– დაიწყო ბარონ როსტრუპმა. – ტაოისტების აზრით, ჩაი უკვდავების ერთი მთავარი
ელემენტთაგანია.
მადამ როსტრუპმა ხუფი ახადა ჩაიდანს. მე ახლად დამდგარ ჩაის სურნელება მეცა, თვალი
დავხუჭე. მესმის, თუ როგორ ივსება მადამ როსტრუპის მშვენიერი პორცელანის თასები
სურნელოვანი ჩაით.
– ბუდისტებისათვის ჩაი მათრობელი საშუალებაა მათი მედიტაციის დროს, – განაგრძო
ბარონ როსტრუპმა, – სამხრეთ ჩინეთის დინასტიის პოეტების ფრაგმენტები მინახავს, სადაც
ჩაის დითირამბებს უმღერიან.
ჩაის ნეფრიტის ლივლივა წვენს ეძახის ერთი პოეტი. ჩაის მადიდებელი მოციქული ლუ
ჲუ, თავის ცნობილ თხზულებაში „წმინდა წიგნი ჩაისათვის“ ბუდდიზმისა და ტაოიზმის
სინტეზებს გვაძლევს.
დღესაც ჩინელ ჩაის ვაჭრებს პოეტი ლუ ჲუ თავის მთავარ კერპად ჰყავთ აღიარებული...
მე ვაშტერდები მადამ როსტრუპის წინაშე მდგარ თასს. იგი ყვავილის ყელივით ნაზია. და
სიფრიფანა! განსაკუთრებით ის თასი მიყვარს, მადამ როსტრუპის ტუჩები რომ ეხება ყოველ
საღამოს.
ჰოი, საკვირველებავ, ისეთი ადამიანებიც რომ მოიპოვებიან, რომელთაც მატერიაში სულის
ჩარგვაც ეხერხებათ!
ერთ საღამოს ბარონ როსტრუპისას სხვა სტუმრებიც იყვნენ. სასადილო ოთახში მაჰაგონის
სუფრაზე ახალი ჩაის ჭურჭელი ელაგა. საუბარი პოლიტიკურ თემებს შეეხებოდა. მე სულ
გაჩუმებული ვიყავი, რადგან ისეთი საგნების შესახებ იყო ლაპარაკი, რომელნიც ჩემს გულს
არაფერს ეუბნებოდნენ. მე ვსდუმდი. აღარ მესმოდა თხელი, ბუმბულივით მსუბუქი ჩაის
სერვიზის ნაზი წკრიალი. ჰაეროვანი ხმა ძველი ჩინური კულტურისა. მის ნაცვლად
სუფრაზე ვხედავ ტლანქ, უხეშ, ევროპულ ფაბრიკაციის ჩაის ჭურჭელს.
– ომმა ცხოვრება გააძვირა „მონ შერ ამი“, ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ჩვენსას
ამერიკელი ჟურნალისტი იყო, მან დიდი ფული შემომთავაზა ჩვენს პორცელანში ნიუ-
იორკის ერთ მუზეუმისთვის. მეტი გზა არ იყო, უნდა გაგვეყიდა... – მითხრა ბარონმა, როცა
დამიმარტოხელა სალონში.
უნდა გაგვეყიდა!
როცა ამას მიამბობდა ბარონ როსტრუპი, მე ვხედავდი, თუ როგორ გაულურჯდა მას
ტუჩის კუთხეები. ყველაფერი ისეთის კილოთი, ნაღვლიანი სახით მიამბო, თითქოს ვიღაც

7 მკითხველთა ლიგა
გარდაცვლილიყო ოჯახში. ღამე, შინ რომ დავბრუნდი, გულზე ლოდივით მაწვა ორიოდე
საათის წინ გაგონილი ამბავი.
მშვიდობით, მშვენიერო საღამოებო ბარონ როსტრუპის ოჯახში, მშვიდობით, ჰაეროვანო
ჩაის ჭურჭელო!
შენც ფეხი შესდგი, მეგობარო, უკულტურობის მოლიპულ გზაზე, ქაღალდის ნაგლეჯებით
მოფენილ გზაზე, შენც...
რამდენი სიყვარული, რამდენი ჯაფა მოუნდებოდა იმ მშვიდობიანობის მოყვარულ
ჩინელს, ამ ოთხიოდე საუკუნის წინათ, შენი პორცელანის ფორმებისა და ფერადების
მოსაგონებლად.
მერე რამდენი სიყვარული მოიმკო მისმა ქმნილებამ შენი ცოლის წინაპრებისა და შენს
ოჯახში, რამდენი სულიერი სიკეთე და სათნოება უნდა გამოეჩინათ შენ მახლობელთა
ხელებს, რომ ამ პორცელანის სათუთი, რხეული ყუნწის მსგავსი ხელსაკიდი არ
დაემსხვრიათ...
და შენ, ერთ წამში, ხელიდან გააგდე ეგ ძვირფასი საუნჯე, რომელიც მთელი ეპოქის
სულიერ სიმდიდრის ჭურჭელიც იყო.
ამის შემდეგ მე ბარონ როსტრუპისას ფეხი არ დამიდგამს.
სად არის ნეტავ ბარონ როსტრუპის პორცელანი? ვფიქრობ ხანდახან... ეგებ ნიუ-იორკის
რომელიმე მუზეუმში.
ჰმ, მუზეუმი!
მუზეუმი სხვა რაღაა, თუ არა უშველებელი სასაფლაო, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასსა,
თავის გრძნობებს ჰმარხავს. დიდი საფლავი მიცვალებულ გრძნობათა, დრომოჭმულ
ფერადობისა და რითმების...
ბარონ როსტრუპის მშვენიერი პორცელანიც, ალბათ, ასეთ ადგილას ასაფლავია სადმე...
1919

8 მკითხველთა ლიგა
ლილ

ბერლინური სალონ-ვაგონი ქვემო საქსონიის ახლად დათოვლილ ველებზე მიჰქროდა...


მიწისპირი ახალ ფიფქს მოესევადებინა.
მოლიბრო ცისკიდურზე ხმალდაშნიანი მდევებივით იდგნენ უშველებელი ქარის
წისქვილები.
ზოგს არაქათი გამოლეოდა ქარის მოლოდინში, ზოგიც უღიმღამოდ მიათრევდა
გაშავებულ ფრთებს. ისინი, რომელნიც ძლიერ შორს იდგნენ დათოვლილ ბექობზე,
წარღვნის დროინდელ ზღაპრულ ობობებივით დაბობღავდნენ, საქსონურ ფაიფურისებურ
ზეცის ეკრანს ეპოტინებოდნენ ულაზათო, გამურულ ფრთებით.
გერმანიაში, ადამიანის ხელით შერყვნილ ლანდშაფტთა შორის ჩემი თვალი ამ ქარის
წისქვილებზე თუ დაისვენებს.
ჰმ,
ელექტროს და გაზების საუკუნეში ეს ადამის დროის ქარის წისქვილები!
გავსცქერი ამ ამბავს ვაგონის ფანჯრიდან, ძლივს ვიკავებ ღიმს...
სალონ-ვაგონში მზის ნაგვიანევი შუქი შემოდის – ლაპლაპებს მკრთალი სხივის არილი
ლითონის ჭურჭელზე და ვაგონ-რესტორანის კარ-ფანჯრების სპილენძის ხელსაკიდებზე.
ნებიერად ვზივარ ხავერდის სავარძელში, სურნელოვან მოკას ყავას შევექცევი, და თვალს
არ ვაშორებ ახლადგამოჩენილ ქარის წისქვილებს.
ჩემს პირდაპირ გაწყობილ სუფრას ვიღაც სხვილკისერა კაცი უჯდა, ფანჯარას თვალი რომ
ავარიდე, ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
თვალი შევავლე, ქვეშეცნეულად მივხვდი: ეს კაცი ამ წუთში ჩემზე ფიქრობდა.
„Pardon“,
დაიწყო მან და გამომესაუბრა.
დასავლეთში იშვიათად გამოგელაპარაკებათ თანამგზავრი ასე ხელაღებით.
ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ბერძენი, თამბაქოს პლანტატორი, სოხუმში ნამყოფი. სჩანდა,
გარეგნობაზე შემატყო ქართველობა.
„მომიტევეთ ცნობისმოყვარეობა, და რატომ გეღიმებოდათ წეღან?“...
...ჩვენი ბედისწერისა და განცდების საქმეში, ბატონო კონსტანტინე, – მომმართა ამ ამბავის
მომთხრობმა, – რაიმე ლოგიური თანმიმდევრობის ძიება, უნდა მოგახსენოთ, სავსებით
უნაყოფოა. ერთი მიბრძანეთ, ღვთის გულისათვის, აბა, რა კავშირი აქვს ქვემო საქსონიის
ქარის წისქვილებს, ბერძენ პლანტატორს ლიკიარდეპულოს და ჩემს სამიჯნურო
თავგადასავალს 1919 წლის შემოდგომაზე სოხუმში?..
დავუბრუნეთ ისევ ცნობისმოყვარე პლანტატორს, განაგრძო ჩემმა მეინახემ.
ამ კაცს ოქროს კბილები ჰქონდა.

9 მკითხველთა ლიგა
არა, უკაცრავად, ოქროს კბილები... მთლად ოქროს კბილები არა ჰქონია ლიკიარდეპულოს.
ზემო და ქვემო კბილები ოქროთი ჰქონდა ერთიმეორეზე გადარაზული.
ასე რომ, როცა იგი თავის უშველებელ ხახას აბჩენდა ლაპარაკის დროს, მზის შუქზე
მოლაპლაპე კბილების კრთომა საოცარ შთაბეჭდილებას სტოვებდა ჩემზე.
ოქრო საოცარი რამეაო, სწერდა მას ჟამსა შინა ქრისტეფორე კოლუმბი, თუ არ ვცდები,
პორტუგალიის დედოფალს.
დიახ, ოქრო საოცარი რამეა, მაგრამ გააჩნია, სად და როდის!
და ასე, ლიკიარდეპულოს ოქროთი საოცრად მოკირწყლულ კბილებს რომ არ მიეპყრო
ჩემი ყურადღება, მე თქვენ გარწმუნებთ, მას არ გამოველაპარაკებოდი – და აღარც
აფხაზეთში ჩასვლაზე ვიფიქრებდი ოდესმე. და ვეღარც ლილს შევხვდებოდი.
მაგრამ არა ღირს სათხრობის ბოლოდან დაწყება.
ეს იგივეა – ასაგებ სახლს ზეშეუქციო თავკიდური.
„რატომ ვიღიმოდი? ეს ქარის წისქვილები... მერმე რა საამოა მათი მზერა“.
„თქვენ საქსონიის ლანდშაფტები გიტაცებთ და მე მგონია, თქვენ ამ დროს სოხუმში არ
გივლიათ იხვებზე“.
მე გამოვუტყდი ლიკიარდეპულოს, რომ გვიან შემოდგომით არც სოხუმში, და არც სხვაგან
შავი ზღვის სანაპიროსკენ იხვების გადაფრენას არ დავსწრებივარ. ადრე, სიჭაბუკიდან
მომიხდა საქართველოდან გადახვეწა და არ დამცალდა საქართველოს ბუნებით დატკბობა-
მეთქი.
„ეჰ, ეჰ...“ ამბობდა გულნატკენი პლანტატორი, დელიკატურად საყვედური შემომაპარა,
რომ ქართველმა ბოლშევიკებმა ძვირფასი თამბაქოს პლანტაციები წაართვეს თურმე.
ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ საქსონიის ქარის წისქვილების გამო. მატარებელი
დრეზდენს უახლოვდებოდა. ჩემს კუპეში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რათაც არ უნდა
დამჯდომოდა, მომავალ შემოდგომას სოხუმში ჩავსულიყავი იხვების გადაფრენაზე.
მთელი წლის განმავლობაში ეს აზრი ისე მომწიფდა ჩემს გულში, დაწვრილებით
შევიმუშავე მთელი გეგმა, რომ საღამოს ელბის ნაპირას მოსეირნეს თვალმოუხუჭველად
მეხატებოდა შავი ზღვის რივიერას ნელტფილი საღამოები, ჟრუნი იალონების ნისლის
მერდინების ფრიალი, გულატოკებული ლოდინი, ხშუილი გადამფრენ იხვებისა. ჩემი
საყვარელი სეტერის მომავალი ოინები და მევე მესმოდა სივრცეში, თუ როგორ ვეძახდი,
„ფეხთან“, „ნაბულ“ და სხვა.
ვნებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას და მე მრავალი ფრიად საშურო საქმე გადამადებინა
ამ საოცარმა ახირებამ.
რამდენიმე ისეთ საქმეს ავაცდინე მაშინ ხელი, რომელთა შედეგები დღესაც საგრძნობია
ჩემთვის.

10 მკითხველთა ლიგა
ვიმარაგებდი სხვადასხვა ყალიბის თოფებს, ბინოკლებს, სავაზნეებს, საჭაობო ჩექმებს და
სხვა სანადირო ხელსაწყოს, თუმცა ეს მოულოდნელი ხარჯები დიდად ამძიმებდნენ ჩემს
მოკრძალებულ ბიუჯეტს.
მეორე წლის სექტემბერს საქართველოში მივბრუნდი.
ჩემს განკარგულებაში იყო სამი თვე, ამ ხნის განმავლობაში ჩემიანები უნდა მენახა,
საქმეები მომეგვარებინა და სოხუმსაც ჩავსულიყავი სანადიროდ.
ოქტომბრის მიწურულში მთელი ჩემი სანადირო შეჭურვილობით ბიძაჩემს ვეწვიე
სოხუმში.
ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესით ურიგობა იქნებოდა სასტუმროში ჩამოხტომა და
მეც შევურიგდი ყოველივე კომფორტს მოკლებულ მეგრულ ოდას, უღრან ტყეში, სოხუმ-
ბაბუშერას გზაზე აშენებულს.
ევროპაში ნაცხოვრებ კაცისთვის ხანგრძლივად ასეთ ოდაში ცხოვრება არც ისე იდილიური
რამეა – როგორც ეს პირველთქმისას მოგეჩვენებათ. ბიძაჩემი მუდამ ბეგარებს მისტიროდა.
ნადირობის გახსენებაც აღარ უნდოდა, მისი საუცხოვო ფრანგული პოინტერი
დაბრმავებულიყო, დღენიადაგ კარის ალაგზე ეგდო და გამვლელს ფეხქვეშ ებლანდებოდა.
ყოველ წელს თითო კაპუეტი მუდამ ჰყავდა ძარში, აღარც მიმინო, აღარც ჩიტბადე,
სანადირო თოფი წაერთმიათ, სასირე ბადეები ლაფაროში ლპებოდნენ.
„რა დროს ნადირობაა, ქვეყანა იქცევა, გამძარცვეს, მამულები წამართვეს, ცხენებს
რეკვიზიცია უქნეს, წისქვილი დამინგრიეს, ხერხის ქარხანად გადააკეთეს“.
ბუზღუნებდა დამბლადაცემული მოხუცი.
უმცროს ქალიშვილს ბებიასებური ნადირობის ჟინი ჰქონდა.
„შენი დიდედა, მარშანიას ასული, ყაბარდულ ლაფშაზე რომ შეჯდებოდა, მწევრებს რომ
წინ გაიგდებდა, ან მიმინოს ირაოს რომ აქნევინებდა...“
მომითხრობდა ნატვრითი კილოთი ბიცოლა.
„ახლა ვის ცხელა, შვილო, სანადიროდ!
საცოდავ ნინუცას სადღა სცალია სანადიროდ, საბეჭდ მანქანაზე მუშაობით სამკეცი ტყავი
აქვს თითებზე გადამძვრალი“.
რამდენჯერმე ცხენით ჩავედი სოხუმს, ამაოდ ვეძიე რიგიანი პარტნერი.
ერთ-ორჯერ მარტოკა გავიარე ჭაობებისაკენ, რამოდენიმე ჭყიამპო შემომაკვდა გზადაგზა.
მაგრამ მარტოხელა ნადირობა არც ისე ადვილია უცნობ ნიადაგზე და ის იყო ტფილისს
დაბრუნებას ვაპირებდი, პატარა ხიფათმა გეზი შემაცვლევინა.
ერთ საღამოს ზღვის კიდეზე მივყიალობდი. მამალი იხვი ამიფრინდა თვალწინ, ვესროლე
გაფრენილს, დაკოდილი ფრინველი ალმაცერად დაჰქანდა, ზღვის ზედაპირზე დაეცა და
საშინელი ყივილი მორთო.

11 მკითხველთა ლიგა
ტანისამოსის გაუხდელად შევტოპე წყალში, ისე ამიტაცა დაკოდილის შეპყრობამ, წადენა
იყო და ზვირთები არც კი დამაცლიდნენ ტანზე გახდას. დიდის ვაი-ვაგლახით გამოვიტანე
ნადავლი.
შემდეგ გავიძრე ტანზე, სამოსი ქვაზე გავფინე და ქვიშაზე გავწექი. სამხრეთის ალერსიან
სხივზე მეოცნებეს რული შემპაროდა და შეღამებულზე ცვარის სიგრილემ გამომაღვიძა.
მწუხრი დაშვებულიყო ლილისფერ ბურუსში გახვეულ ზღვაზე, გაჰყროდა ქვეყანას მზე
და შორეული სხივის ქათქათი ღრუბელთა ნაოჭებში კიანთობდა, როგორც ღამეულ
უდაბნოში დარჩენილი ცეცხლის კერა.
იმ ღამეს გავცივდი და ოდნავ მახველებდა.
შენიშნული მაქვს. საკურორტო ადგილების მცხოვრებთ ჭლექის მანია სჭირთ.
ატყდა ბიცოლაჩემი, ექიმ შარუხიასთან წავსულიყავ დაუყოვნებლივ.
მეორე დღეს ცხენით ჩავედი სოხუმს.
წინა ოთახში ორიოდ ნაციები ავადმყოფი ყვინთავდა.
ჩემი გვარი რომ ვუხსენე მსახურს, ექიმის კაბინეტიდან გამომეგება დაბალი, მსუქანი,
მოკლეფეხებიანი, წითელფოსტლებიანი კაცი.
ამ კაცმა ჩემი ყურადღება მიიქცია თავისი ფრიად ორიგინალური თავის ქალით და სახის
გამომეტყველებით.
მოხრილი, კეხიანი ცხვირი, ვიწრო შუბლი, წითური თმა. წითურივე წარბები. ლოპინარის
ფერი, წვრილი თვალები, საკმაოდ ფართე, სატირის ყურები.
იცოდეთ, ეს პოეტური ჰიპერბოლით არაა ნათქვამი, ნამდვილი, ზედგამოჭრილი სატირის
ყურები.
ტუჩის კუთხეებთან საკმაოდ ღრმა ნაოჭები, ცხვრის ზემო ტუჩივით ამობურცვილი
ტუჩკბილი და მის წვეტიან ნიკაპს აბოლოვებდა გრძელი, წითური, მეფისტოფელისებური
წვერი.
ეს კაცი რომ ქუჩაში შემხვედროდა, უთუოდ უცხოელი მეგონებოდა.
ექიმმა კაბინეტში შემიყვანა, გამსინჯა, უმნიშვნელო წამლები გამომიწერა, უბრალო
კატარად მონათლა ბიცოლაჩემის „ჭლექის ნიშნები“.
არ დაუმალავს თავისი პროვინციული ცნობისმოყვარეობა, ცოტა რამ გამომკითხა
ევროპაში ჩემი უკანასკნელი მოგზაურობის შთაბეჭდილებებიდან. მცირე რამ თავის
ვინაობაზედაც მამცნო.
ისიც საკმაოდ უთრევია ბედს.
ამ ხუთმეტი წლის წინათ ციმბირიდან გაქცეულა ტოკიოში, იქიდან ევროპაში გადასულა.
ვენაში საექიმო ფაკულტეტი დაუსრულებია.
ხუთ წელს ექიმად უმსახურია ერთ ავსტრიულ სავაჭრო გემზე.

12 მკითხველთა ლიგა
შემოუვლია თითქმის მთელი წყნარი ოკეანე და ახალ ზელანდიაში ერთ ფრანგ
ექიმისათვის ცოლი წაურთმევია, და ორიოდე წლის წინათ სოხუმში გამოურიყავს
ბედისწერას ეს საოცარი ოდისეი.
მეუცხოვა ერთი რამ: ყოველივე ამას ისე ცინიკურად, ოხუნჯურ ტონით მიამბობდა ექიმი
შარუხია, თითქოს ყველაფერი ეს მას არ შეეხებოდა. გამოთხოვებისას მთხოვა, მომავალ
კვირას სადილად ვწვეოდი.
მიუხედავად ბიცოლაჩემის ენერგიული პროტესტისა, კვირას ისევ სოხუმში დავაპირე
წასვლა.
„ნუ ჩამოეკიდე, ვეჟო, ამ ყმაწვილს, ალბათ ექიმ შარუხიას ცოლისთვის მოუკრავს თვალი,
შენ რა გედარდება მან თვალს წყალი დაალევინოს“.
ღრინავდა ბიძაჩემი.
„რომელი ცოლი? მე არც კი ვიცოდი მას ცოლი თუ ჰყავდა...“ .
ვიმართლე თავი.
„ო, მაგის ცოლი სოხუმის პრიმადონაა“.
შენიშნა ცირუმ.
„ოო, რამდენ ყმაწვილს თავბრუ დაასხა იმ ქალმა! შარშან, საცოდავმა გოგი მონიავამ
ზღვაში შეაგელვა თავისი ცხენი და თავი დაიხრჩო, ამბობენ, სულ იმ ქაჯი დედაკაცის
გულისათვის“.
დასძინა ბიძაჩემმა.
მე გადაჭარბებულად მომეჩვენა ეს პროვინციული მითქმა-მოთქმა, მაგრამ იმ კვირას, ექიმ
შარუხიას მოკრძალებულ სუფრას რომ ვუსხედით, მე დავრწმუნდი, ქალი მართლაც
ჯადოსნური სილამაზის პატრონი ყოფილა-მეთქი.
მეინახეებში რამდენიმე ჩოხიანი ყოფილი თავადაზნაური იჯდა და ერთადერთი სტუმარი
ქალი – ადგილობრივი პროვიზორის ცოლი. თითქოს კონტრასტისათვის განზრახ აერჩია
ექიმის ცოლს ასეთი ჯოჯოხეთის მაშხალა თავის მეინახედ.
მე საოცრად გამახელა ამ დედაკაცის კადნიერმა მოპყრობამ, რაც ჩემს დონჟუანურ
პრაქტიკაში ერთხელაც არ მიგემნია. ექიმის ცოლი ჩინებულად იფერებდა თავის მეფურ
სილამაზის უპირატესობას, მაგრამ ზედმიწევნით სინაზით უღიმოდა მის გვერდით მჯდარ
თავადყოფილს, ანჩაბაძეს, რომელიც თავისი აბხაზურ-მეგრული დჟენტლმენური ქცევითა
და სიტყვა-პასუხით, ალბათ, რომელიმე ლედი ბიკონსფილდსაც კი მოხიბლავდა.
არც სადილობამდის, არც სადილობის დროს, გარდა ორიოდე სავალდებულო თავაზიანი
მოკითხვის სიტყვისა, მას ხმაც არ გაუცია ჩემთვის.
დანარჩენი სტუმრები კი ათასგვარი გამოკითხვით თავს მაბეზრებდნენ.

13 მკითხველთა ლიგა
მისმა გულგრილმა დამოკიდებულებამ თავიდანვე გულცივობის ჯავშნით აღმჭურვა,
მაგრამ ამისდა მიუხედავად იძულებული გავხდი ჩემს გულში მეღიარებინა ამ ქალის
უზადო სილამაზე.
ნასადილევს სტუმრები აივნის შუშაბანდში გამოგვიწვიეს.
ეს სახლი განმარტოებით სდგას ზღვის პირად გაშენებულ ბაღში. თვალწარმტაცი პეიზაჟი
იშლება აივნიდან.
მე და ექიმი შარუხია კუთხეში მდგარ პიანინოს გადაღმა ვისხედით, თელიანს
შევექცეოდით და ვსაუბრობდით.
ექიმმა, ჩემი სოხუმს ჩამოსვლის მიზანი რომ გაიგო, სკეპტიკურად გაიღიმა.
ვერ გამოვარკვიე, ჩემი ნადირობის უნარისათვის დაეჭვიანებას მოასწავებდა ეს ღიმილი,
თუ სხვა რამეს?
და როცა ეს გაკვრით ვაგრძნობინე მას, ექიმმა საერთოდ ნადირობის წინააღმდეგ
გაილაშქრა.
„მე გეთანხმებით, ნადირობა ჩინებული სპორტია, მაგრამ მიუცილებლად
არისტოკრატიულ არეში.
ძველად ერთი მუჭა არისტოკრატია ეწეოდა მას.
ჩვენ სულ სხვა საუკუნეში ვცხოვრობთ – და ოდეს ტურფა გაიაფდეს... დღეს ყოველი კაცი
მონადირეა, და ამგვარი, ახალი ყალიბის მონადირეები განუკითხავად ანადგურებენ გზად
შეხვედრილ ფრინველსა და ნადირს.
დასავლეთში ტყეებს კარგად იცავენ და ნადირობაც რაციონალურ კალაპოტშია
ჩაყენებული.
მოდით ახლა და საქართველოში გაუწიეთ კონტროლი მონადირეს, თუ რომელ ღრეში
როდის რას მოჰკლავს იგი?
ამგვარად სახელმწიფოს არავითარი საშუალებით არ ძალუძს მართვეობის სეზონში
ფრინველი დაიცვას – და ამის შედეგს ჩვენ სულ ათიოდე წლის შემდეგ დავინახავთ, როცა
ჩვენი მდიდარი ფლორა და ფაუნა სავსებით განადგურდება“.
მე წამსვე შევატყე ექიმ შარუხიას, რომ მას დაუძინებელი კრიტიკული ჭია ჰყავდა თავში.
ასეთი ადამიანები ყოველ მოვლენაში გაცილებით მეტ მავნე მხარეებს ხედავენ, ვიდრე
სასარგებლოს.
„თუმცა მე ასე ვფიქრობ და არც დიდი მონადირე ვარ, მაგრამ თქვენი ხათრით, რამდენიმე
კვირას ამფსონობას გაგიწევთ, მით უმეტეს მე კარგად ვიცნობ აფხაზეთის რივიერას ვიდრე
სოჭამდის“.
მე მადლობა მოვახსენე ასეთი თავაზიანობისათვის.
სტუმრები ნარდითა და კარტით გაერთვნენ.

14 მკითხველთა ლიგა
მადამ შარუხია და ჭარმაგი ნათავადარი აივნის მეორე ბოლოში სამფეხა მაგიდას უსხდნენ
და ყავას შეექცეოდნენ.
მოხუცის გაცხოველებული ჟესტიკულაცია მოწმობდა, რომ ფლირტი ფრიად
გართულებულ სტადიაში იყო გადასული.
მსახური შემოვიდა და ექიმი საჩქაროდ ავადმყოფთან გაიწვიეს ქალაქს გარეთ. იგი ჯერაც
აივნიდან არ გასულიყო, როცა მადამ შარუხია წამოდგა და ღიმილით უთხრა ნათავადარს:
„თქვენ ნარდით გაერთვეთ და მე ჩვენს უცხო სტუმარს უნდა მივხედო“.
დიასახლისი ფრიად თავაზიანი ღიმილით მომეალერსა, შემეკითხა, ყავა თუ მაკლდა, ან
ძველებურ ლიქიორს თუ ვინებებდი.
მე არ დამიმალავს ლიქიორის ნდომა და მან თვითონ გამოიტანა ლიქიორი და თავისი
შეუდარებელი ხელებით დამისხა იგი.
(მე არ მგონია, კნიდოსელი აფროდიტეს მოტეხილი მარჯვენა ამ ხელზე უფრო ლამაზი თუ
იქნებოდა).
აქ ჩემმა თანამესაუბრემ თხრობის კილო ოდნავ შესცვალა. იცით რა, მე არც პოეტი
გახლავართ, არც თუ რიტორი – მაგრამ უნდა მოგახსენოთ, თქვენ, პოეტები და სილამაზის
მონადირენი, ერთ რამეში სცდებით:
რამდენი ხოტბა თქმულა ხორციელი მშვენიერების გამო, მაგრამ არც კალმით, არც
წამლით, არც ყალმით, ხორციელი სილამაზის გადმოცემა სავსებით ჯერ არავის შესძლებია.
როგორ შეედრება ტილოზე და ქაღალდზე გადატანილი, ან მარმარილოში და ბრინჯაოში
განსახიერებული სილამაზე იმ სილამაზეს, რომელსაც სული უდგია, რომელსაც პულსი
უცემს, სისხლი და ხორცი აქვს შესხმული, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ, სიტფო
იგრძნოთ, იყნოსოთ და ნელსურნელებით დასტკბეთ.
აჰ, სილამაზე! რამდენი წამალი, რამდენი მელანი, რამდენი სიტყვა დახარჯულა მის
გამოსახატავად, მაგრამ მისი საუნჯე შეუცნობლობის შვიდბეჭდიანი წიგნია ჯერაც.
..........
ლილ რქმევია ამ მშვენიერ მატრონას...
„ლილ, ეს ჩემი სახელი როდია, არამედ ქალწულობის გვარი.
როცა ავქსენტი გავიცანი, მე ვატარებდი ჩემი პირველი ქმრის გვარს – ნოვაკს – როცა
ავქსენტიმ გვარი მკითხა უნგრულად – მე ვუთხარი ჩემი ქალწულობის გვარი ლილ – მას იმ
წუთში იგი სახელი ეგონა და მას შემდეგ სახელად შემარქვა ლილ. არ ვიცი, შესაძლოა ჩემი
ნათვლის სახელი ქრისტინე არ მოეწონა და მიტომაც“...
ქრისტინეო?
გავიფიქრე გულში.
თუ ქვეყანაზე სადმე სამართალი არსებობს, ამ ქალს ქრისტინე როგორ უნდა ერქვას?
ლილ.

15 მკითხველთა ლიგა
რაღაც იდუმალი ნელსურნელებაა ამ სახელში!
ლილ საუცხოოდ ლაპარაკობდა მეგრულად.
მისმა უცხოურმა აქცენტმა აღტაცებაში მომიყვანა.
ლილმა მოიწონა ჩემი სანადირო გეგმები.
„ძლიერ დაგიმადლებთ თუ ავქსენტის გამოაცოცხლებთ.
იგი მთლად ჩაეფლო ერთფეროვან პროვინციულ ცხოვრებაში.
უზომოდ ლოთობს. ან უზომოდ მუშაობს“.
მე სავსებით დამათრო ცალკე ამ მომხიბვლელი ქალის სიახლომ, ცალკე ძველმა
ფრანგულმა ლიქჲორმა.
მის მარჯვენა ხელზე ძველებური უნგრული ღერებიანი ბეჭედი შევნიშნე და თავში
გამიელვა ქებათ-ქების დაუვიწყარმა სიტყვებმა:
„დამდვეს მე ვითარცა ბეჭედი გულსა ზედა შენსა, ვითარცა ბეჭედი მკლავსა ზედა შენსა,
რამეთუ ძლიერ არს ვითარცა სიკვდილი – სიყვარული“.
ლილ უნგრეთს გადასწვდა საუბარში.
„მე ძლიერ ბუნდოვნად ვიგონებ უნგრეთს“, ვეუბნები ლილს.
ამ ხუთი წლის წინათ დუნაის ამოვყევი ბრაილიდან.
მერმე რომელიღაც ვიწრო ლიანდაგიან რკინის გზით ვიარე.
ეს იყო შემოდგომა.
რომელიღაც სადგურზე მთვრალი გლეხებით აივსო ვაგონი.
მათმა ფიცხელმა ჟესტიკულაციამ და ხმამაღლა ლაპარაკმა საქართველო მომაგონა.
უხვად მასვეს ღვინო.
ვაგონის ფანჯრიდან გამოვხედე მთვრალმა და ველი ვნახე წიწაკით დათესილი.
ორიოდე საათს სულ პილპილით გადაწითლებულ ველს ვხედავდი.
დღესაც მთელი უნგრეთის ბუნება წარმოდგენილი მაქვს – მოღაჟღაჟე პილპილის ველად.
გამოხდა ხანი, მაინც ვერ დავიძარი სოხუმიდან.
ჩვენმა ფლირტმა იმ საამო ასაკს მიაღწია, როცა ორივე მხარე გრძნობს, რომ
გულუბრყვილო ლაყბობა და ლაციცობა საცაა უეცარი ვნებათა აღრევით დასრულდება.
ორივე ოდნავ ვუფრთხით თითქოს ამგვარ აფეთქებას, მაგრამ ქვეშეცნებაში ორივენი
აქეთკენ მივისწრაფვით.
ნასამხრალზე პროვიზორის ცოლი გვეწვევა თავის ყვითელ ჩემოდნიანად.
ლილ ზღვაში საბანაოდ მიჰყავს.
მე ჩემს ცხენს მივხედავ, მერმე ქალაქში გავდივარ ანდა ზღვის ნაპირს მივყვები.
ჩემი ერთადერთი სურვილია, პლიაჟზე წავაწყდე სადმე მობანავე ლილს.
ორი კვირის განმავლობაში ამაოდ ვიხეტიალე ზღვის კიდეზე. ვერ ვეღირსე, თუნდაც
ჩვეულებრივ საბანაო ტრუსებში მენახა მისი მშვენიერი ტანი.

16 მკითხველთა ლიგა
***
ბიძაჩემის უდიერი, ცინიკური შენიშვნებიდან ვატყობ, რომ ქალაქში უკვე საოცარი
ლეგენდები დადის ჩვენი ფლირტის გარშემო.
ამიტომაც მძაგს პროვინციაში სერიოზული ფლირტის დაწყება.
გაოცებული ვარ, რომ ექიმი შარუხია სრულიად არ ეჭვიანობს.
ქართველი კაცი რომ ასე ითმენდეს ოჯახის მეგობრის სიახლოვეს, ეს პირველი მაგალითია
ჩემს დონჟუანურ პრაქტიკაში.
ნასადილევს, ნავახშმევს იგი საქმეს მოიმიზეზებს – და მარტო გვტოვებს მე და ლილს.
ჩვენ შევეჩვიეთ შუშაბანდში პიანინოს გადაღმა ჯდომას, შეღამებულზე ბაღში
გადავდივართ და მარტო ყოფნით ვტკბებით.
ერთხელ ნაშუაღამევამდის ვისხედით ვაზის ტალავერს ქვეშ.
უცებ შუშაბანდის ფანჯარა გაიღო.
ექიმმა თავი გამოჰყო და ცოლს გადმოსძახა: „ლილ, ცოტა ხანს ამოდი ზევით“. – მე
შევკრთი.
ახლა კი ყველაფერი გათავდა.
მე უთუოდ უსიამოვნო სცენის მოწმე გავხდები.
შესაძლოა, უარესიც მოხდეს-მეთქი, ვფიქრობ.
ძლიერ გავვოცდი, როცა ლილის მაგივრად მსახური ქალი ჩამოვიდა ტალავერში და
მეუბნება:
„ქალბატონი გთხოვთ ვახშამზე ამობრძანდეთო“.
თელიანმა თავი აატკივა ლილს.
მე და ექიმი – ოდნავ შეზარხოშებულნი – მარტო დავრჩით.
თურქულ ყავას შევექცევით,
მე ძლიერ მიყვარს საერთოდ ბუნებისმეტყველებაში განსწავლულ ადამიანთან საუბარი,
რადგან ყველაზე მეტ უვიცობას ამ დარგში ვგრძნობ. იმ ღამეს მომეტებულად
დაინტერესებული ვიყავი ჩვენი საუბარი განყენებულ თემებისაკენ მიმემართნა.
საუბარი ჩამოვარდა ადამიანის აგებულებაზე.
„იცით, ჯამლეთ, მე ჰელმჰოლცის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
ექიმმა სიტყვა ჩამომართვა:
სწორედ ჰელმჰოლცი ეუბნებოდა თავის მოწაფეებს ამ ასიოდე წლის წინათ, და მას შემდეგ
ეს ჭეშმარიტება ძალაშია: მე რომ ის კაცი, ბუნება, თუ ღმერთი შეგირდად მომაბარონ,
რომელმაც ეგზომ ზადიანი ორგანო მიანიჭა ადამიანს, როგორიცაა თვალი, უთუოდ ორს
დავუწერდიო მას, რადგან არაფერი ისე უმგვანოდ მოწყობილი არ არის ჩვენს აგებულებაში,
როგორც თვალი.
არაფერი ისე არ გვატყუებსო, როგორც თვალი.

17 მკითხველთა ლიგა
უფრო მეტს გეტყვით, საერთოდ, მთელი ჩვენი აგებულება უმგვანოდ შეთითხნილი რამეა
და, რაც მთავარია, იგი ცუდი მასალისაგანაა აგებული.
საგნის შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ მისივე შეძაგება და მე ადამიანი შემაძულა
ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლამ.
ეს რომ მცოდნოდა, მედიცინას არ შევისწავლიდი“.
„არ მეგონა, თქვენ თუ კაცთმოძულე იყავით“.
„ან რა შესაყვარებელია ადამიანი, რომელსაც მირიად ნასვრეტებიდან ზინთი და თელგამი
გამოსდის.
და სულ მცირეოდენი დაშავება და წაბორძიკება კმარა, ეს სისხლით სავსე ტყავის ტომარა,
ჩვენს უბადრუკ სხეულს რომ გარს აკერია, ერთბაშად დაირღვეს და მთლად სისხლად და
მთლად თელგამად გადაიქცეს იგი, რასაც ჩვენ ამაყსა და შეუდარებელ მეფეს ბუნებისას
ვუწოდებთ ხოლმე“.
ისეთი მკაცრი გამომეტყველებით ითქვა ეს ყოველივე, რომ მე უნებურად ძირს ჩამოვდგი
ტუჩთან მიტანილი ლიქიორით სავსე ჭიქა და არც თურქული ყავისთვის მიხლია ხელი.
იმ ღამესვე გადავწყვიტე ჩემს დღეში არ დავუმეგობრდე ექიმს.
ან რა საჭიროა უფსკრულში ხელების ფათურით და ბნელი მეტაფიზიკით მოიწამლო ეს
წუთისოფელი?
დასასრულ: თქმისაგან იშხამება ნათელი შეგნება.
ხანაც: თქმა მწუხარებას აორკეცებს.
მე და ექიმი შარუხია ძლიერ დაგვაახლოვა ნადირობამ.
მე მაშინ გაუტეხელი იდეალისტი ვიყავი.
ექიმი შარუხია გულგამოჭმული სკეპტიკოსი, რომელსაც ცაზე ღმერთი არად მიაჩნდა და
ადამიანები სძაგდა ან ებრალებოდა.
ერთხელ მთელი საღამო უშედეგოდ ვიყიალეთ ზღვის ნაპირზე. ერთი იხვიც არ
აგვფრენია.
მე სიტყვა ჩამოვუგდე ჭაობების ამოშრობაზე.
ქიმზე ჩამოჯდა, თოფს დაეყრდნო და მეუბნება: „ამ ათიოდე წლის წინათ, ჩემო ჯამლეთ,
მეც თქვენსავით იდეალისტი ვიყავი.
ჩემი ცხოვრების მიზნად მქონდა დასახული – სამეგრელოს და აფხაზეთის ჭაობებს
შევბრძოლებოდი.
საგანგებოდ შევიძინე ინგლისური სამგზავრო აფთიაქი. გადაწყვეტილი მქონდა, მთელი
ჩემი სიცოცხლე მეარნა და ხალხი განმეკურნა ამ საშინელ სენისაგან, რომელიც ასე
უწყალოდ მუსრავს ჩვენს მხარეში მცირეწლოვანებს და მოზრდილებს სამუდამოდ
ასახიჩრებს.
მალარია ჩვენი უდიდესი ეროვნული უბედურებაა.

18 მკითხველთა ლიგა
მას ათასჯერ მეტი ქართველი შეუმუსრავს, ვიდრე მურვან ყრუს, თემურ ლენგს, შაჰ აბაზს
ან აღა მაჰომედ ხანს, მაგრამ დღემდის ომი არავის გამოუცხადებია ამ დაუძინებელ
მტრისათვის საქართველოში.
მთელი შავი ზღვის ნაპირას მობინადრე მოსახლეობა დასახიჩრებულია ამ საშინელი
სენისაგან.
ეს ჩვენი უდიდესი უბედურებაა, რომ ჩვენ თითქმის ყველანი ნევრასტენიკები ვართ.
მაგრამ დავრწმუნდი, რომ მარტოხელა ადამიანი რას გააწყობს ბუნების სტიქიონის
წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა იგი საკუთარ გულის ჭირსაც ვეღარ მორევია.
ამჟამად ყველაფერს მირჩევნია, ერთის დაკვრით რომ შემეძლოს ხელი ავიღო ოჯახსა და
სამშობლოზე, პირველ შეხვედრილ გემს გავყვე თუნდაც უბრალო ფერშლად ისევ ახალ
ზელანდიისაკენ, ოღონდ ჩემს საცხოვრებელს მიწაზე არ ედგას ფუძე“.
მე გამაოცა ამ სიტყვებმა.
რა დიდი მწუხარება უნდა ჰქონდეს გულში მათ წარმომთქმელს, ვფიქრობდი.
მერმე როგორ უნდა სთქვას ეს ეგზომ ლამაზი ცოლის პატრონმა.
კარგა ხანს ვაკვირდებოდი ორივე ცოლ-ქმარს – ურთიერთდამოკიდებულებაში მათ
ოდნავადაც არ ემჩნეოდათ, რომ რაიმე სიძულვილი ყოფილიყო მათ შორის ჩამოვარდნილი.
დრო გადიოდა.
მე ყოველდღე ცხენით ჩამოვდიოდი სოხუმს.
ხშირად ნაშუაღამევს ძალზე მთვრალი ვბრუნდებოდი შინ.
ლილის ტრფიალმა იხვებზე ნადირობაც გადამავიწყა.
ოქტომბერი მიიწურა.
ამ სეზონში, როგორც სჩანდა, იხვების გადაფრენა ნოემბრის ბოლომდის არ დაიწყებოდა.
ექიმს მეტწილად მოცლა არა ჰქონდა.
ნასადილევს მე და ლილ დიდხანს მარტო ვრჩებით აივანზე.
ამ დღიდან განვიზრახე: რაც შეიძლება გავეცალო ამ გულამოჭმულ კაცს. ვცდილობ –
იშვიათად ვიარო ექიმის სახლში.
ლილს პორტის მახლობლად ვხვდები, ან ქალაქში სადმე, დადუმებული მივყვებით
პონტოს მთვლემარე ნაპირებს – ქალაქი რომ დაილევა და ხელისგულის ოდენა სივრცეზე
აკაშკაშდებიან ურიცხვი მოყვითანო ლიფლიფები, როგორც გაღვივებულ სალამანდრების
საოცარი საბუდარი, ჩვენ სადმე მიყრუებულ ადგილას ვჯდებით, ლილის კალთაში ვდებ
თავს და სანეტარო თავდავიწყებას ვეძლევი მისი ნაზი ამბორით გაბრუებული...

19 მკითხველთა ლიგა
***
ლილმა დამარწმუნა, რომ ჩემი არმისვლა ექიმის სახლში, მის ქმარს უსიამო ეჭვებს
აღუძრავდა.
ისევ დავიწყე ექიმისას სიარული.
ექიმი შრომასა სწერს სუბტროპიკული მალარიისათვის.
ღამღამობით თავაუღებლად მუშაობს, დღისით თავის საკმაოდ დიდს პრაქტიკასაც
უძღვება.
ერთ საღამოს თოფი ავიღე და ზღვის ნაპირებს მივყევი.
გადაფრენა დაწყებულიყო.
რამდენიმე იხვი მოვკალი.
ზღვიდან გამოტანისას ისევ დავსველდი და გავცივდი.
მესამე დღეს, ახლა უკვე საგრძნობლად შეშინებულმა, ისევ ექიმ შარუხიას მივმართე.
მან ყურადღებით გამსინჯა – ხმის ამოუღებლად ხელები დაიბანა.
პირსახოცით ხელს იმშრალებს, თანაც მეუბნება:
„იცით, ჩემო კარგო, კატარალური ანთება ჯერ არ დაწყებულა. სამაგიეროდ, თქვენ სხვა
ავადმყოფობა შეგეყარათ აქ.
მოგეხსენებათ, ჩვენ სხეულში ზოგჯერ უჩინარი სენი დაიბუდებს, და ჩვენ მას
ყურადღებასაც არ ვაქცევთ ხოლმე.
მოუხშირეთ ჩემთან სიარულს და მე თქვენ სულ მალე განგკურნავთ ამ სენისაგან“.
იმ დღეს მცირე რამ წამალიც გამომიწერა.
მე ვთხოვე, მაგრამ ექიმმა არ გამიმხილა, თუ რა ერქვა ამ უცნაურს ავადმყოფობას.
რამდენიმე დღეს შინ ვიყავი.
გარეთ არ გამოვდიოდი.
ბოლოს ძლიერ მომენატრა ლილის სიახლოე.
ექიმი შუშაბანდში დამიხვდა.
თავის შრომას სწერდა.
სათვალე შუბლზე აიკეცა.
თითქოს გულის წადილს მიმიხვდაო, მსახურს ეკითხება:
„ცირა, ლილ სად წავიდა, თუ იცი?
„ქალბატონი და პროვიზორის ცოლი მზის აბაზანების მისაღებად უნდა წასულიყვნენ და
არ შემიმჩნევია, როდის წავიდნენ, ბატონო“, უპასუხა ცირამ.
„წეღან თქვენ ამბობდით, იხვების გადაფრენა იწყებაო. მაშ, იმედია, კიდევ რამდენიმე
კვირას დარჩებით“.
„ექიმო, თქვენ სასტიკი დიეტის დაცვა მიბრძანეთ, წამლები გამომიწერეთ და რაღა დროს
ნადირობაა?“

20 მკითხველთა ლიგა
„ახ, ეს არაფერია, თქვენ ორ-სამ დღეში მოგარჩენთ სავსებით და მერმე ინადირეთ,
რამდენიც გენებოთ“.
„მაშინ დავრჩები, რა გაეწყობა, რაკი ამდენი ვიცადე, უაზრობაც იქნებოდა, გადაფრენის
სეზონის ბოლომდის არ შევიცადო“.
ასე ვსაუბრობდით ზღვის კიდეზე მიმავალნი.
ექიმი შარუხია და მე.
გზაში გულმოდგინედ ვათვალიერებდი მზით გაბრწყინებულ პლიაჟზე გამოფენილ
ქალებსა და ვაჟებს.
შიშველი ადამიანი ძნელი გასარჩევია, მაგრამ მე შორს კარგად ვჭვრეტ და ლილს უშქარ
ბრბოშიაც ინსტიქტითაც ადვილად გავარჩევდი.
ორიოდე ვერსი გავიარეთ. ვერსად ვნახე ლილ.
გახშირდა ჩირგვები და კატაბარდები.
იხვების ორიოდე წყებამ ხშუილით გადაგვიარა.
„აა, გადაფრენა მართლაც იწყება“.
მეუბნება ექიმი.
ექიმი შარუხია გატაცებული მიამბობდა თავის შრომის დასკვნებისათვის, ერთბაშად
საუბარი შესწყვიტა, ხშირ ბუჩქნარს ამოეფარა, მკლავში ხელი წამავლო და ხმადაბლა
მეუბნება: „აქ მოდით, ნახეთ, ნახეთ, ახლავე, მოგარჩენთ მე თქვენ“.
თანაც ზღვის პირად, სილაზე მწოლარე შიშველ ქალებზე მითითებს.
ვიცანი.
პროვიზორის ცოლი იწვა, ცას შესცქეროდა.
ლილ მთლად შიშველი იდგა და მღელვარე ზღვას გაჰყურებდა. ელვის სისწრაფით
შემოევლო მის სხეულს ჩემი ხარბი თვალი.
და ვნახე – ორივე ფერდებიდან, მოხრილი, საშუალო თითის სისხოდ ამობურცული
ძვლები უჩანდა.
„ჰე, ჰე, ჰე, ახლა ხომ მორჩით, ხომ მორჩით?“
ამ წუთში იგი პირწავარდნილი მეფისტოფელი გეგონებოდათ.
რამდენი ირონია, რამდენი ცინიზმი განსახიერდა მის ბანალურ, წითელ ტუჩის
კუთხეებში, მის წვეტიან კბილებსა და ცანცარა წითურ წვერს შორის.
ქალაქში მობრუნებამდის ხმა არ გამიცია ჩემს გვერდით ლანდივით მომავალ ექიმისათვის.
მისი სახლის ჭიშკარს რომ მივუახლოვდით, ექიმი მომიბრუნდა:
„ახლა ხომ ხედავთ, რა ძნელია რახიტიანი ცოლის ქმრობა და როგორ გვატყუებს ჩვენ
თვალი?“
ესა სთქვა, უგუნებოდ გაწვდილ ხელს ჩემსას ხელი მოუჭირა და დასძინა:
„ახლა მშვიდობით ბრძანდებოდეთ“.

21 მკითხველთა ლიგა
მე აღარ ვუცადე იხვების გადაფრენის სეზონს. მეორე დღესვე სტამბოლს მიმავალ გემს
გავყევი. ლილს არ გამოვთხოვებივარ, ასე რომ, ექიმი შარუხიას მეტს არავის გაუგია
სოხუმიდან ჩემი უეცარი წასვლის მიზეზი.
1922

ფოტოგრაფი
პორფილე თოფურიას ვუძღვნი
I

მეშვიდე სართულის ფანჯარა პარიზში – (უპატრონო მიცვალებულის თვალივით ღია


დარჩენილი).
ქუჩიდან ავტომობილების, ტრამვაების, ომნიბუსების ზმუილი. ფოტოგრაფი ადგა.
ელექტრო ჩააქრო. ფანჯარასთან მივიდა. დაქანცული შუქი შემოვიდა. თაროს დაეყრდნო.
უაზროდ გასცქეროდა. ტელეგრაფის მავთულებზე ქვიქვირ ჩამოყრილი ბეღურები ისხდნენ.
ტელეგრაფის მავთული ჩანგის გაწყვეტილი სიმივით ზრიალებდა. ისიც გრძნობდა
დაზამთრებას. გასწვრივ, სახლის სახურავის კოშკზე რეკლამების მარაო ტრიალებდა:
„ამერიკული ფეხსაცმელების მაღაზია შუუ“... „რესტორანი ღამურა. კაბარე“. „აქციონერული
საზოგადოება „A. U. K. 0.“, „გაუფრთხილდით სიფილისს“. „ვენეროლოგი რენიე“. ერთ
წუთში ათასს მცნებას, ათასს ციფრს, ათასს სახელს ისვროდა ელექტროს ბორბალი.
ჰქრებოდა. ენთებოდა. ისევ ჰქრებოდა. ფოტოგრაფს მოსწყინდა უაზრო სანახაობა. საათს
დახედა. ფანჯარა გაიხურა. შეზლონგზე მიეგდო. არ ეძინებოდა. ხომ საშინელი გადასატანია
დღე და ღამის გაყრა. მისთვის უმძიმესი წუთები იყო მუდამ: შებინდებისას.
თვალდახუჭული იწვა ნახევრად ფხიზელი, ნახევრად მძინარე. და მის ტანის უჯრედებში
ნემსებივით შედიოდა უაზრო, უსიამოვნო, უნუგეშო ხმაურობა. წამებაა, როცა ისეთი
რამეები გესმის, რისი გაგონებაც არ გინდა... ჩასთვლიმა.
ფანჯრიდან შავი ფრინველი შემოფარფატდა. თალხი ფლასით შესუდრულ
ფოტოგრაფიულ აპარატზე წამოჯდა. ფოტოგრაფი წამოვარდა.
– შავო მეგობარო! – ამბობდა. – ყველა მძინარეები რომ უცებ გააღვიძო, გული გაუსკდებათ.
– ფრინველი სდუმდა. ფოტოგრაფმა სიჩუმე ვეღარ აიტანა. მუხლებზე დაეცა. იტირა.
შევრდომება ითხოვა.

22 მკითხველთა ლიგა
ფრინველი ამპარტავნად იჯდა შავს პედესტალზე, როგორც მგლოვიარე იმპერატორი და
წინასწარმეტყველური იერით ამბობდა: „ფოტოგრაფმა არ უნდა იცრუოს, რადგან
ფოტოგრაფი ერთადერთი კაცია ამქვეყნად, რომელიც არ სტყუის“.
ფოტოგრაფს ენა ჩაუვარდა. მიბრუნდა. შეზლონგზე დაემხო. ორივე ხელები თვალებზე
აიფარა. დაფიქრდა. ფრინველი ქურდულად ჩამოცოცდა აპარატიდან. კარადიდან ერთი
ფოტოგრაფიული სურათი გამოიღო ნისკარტით.
– ეს ქერა ქალი შენი საყვარელი არ იყო? – ფოტოგრაფს ტყუილის თქმის შეეშინდა.
გაჩუმდა. ღამე იყო. ვინ არ დაიჯერებდა მკვდრების აღდგომას! ფრინველი ღრუბლებს
გადაღმა გადაეშვა, როგორც უიმედოდ შეყვარებული ავიატორი (თან წაიღო ქერა ქალის
ფოტოგრაფია).
ყველგან, სადაც შავი ფრინველი მივიდა, ჭირი გაუჩნდა საქონელსა და ადამიანებს, ან
ამბოხება ატყდა. ქალები ვაჟებზე მეტი იბადებოდნენ. ბოლოს: ქალები სიძვის ისტერიით
სწყდებოდნენ.
– ამაზე დიდი უბედურება ჯერ არ უნახავს ქვეყანას. – ამბობდნენ მოხუცები.
დილით ადრე ზარის ხმა შემოესმა ფოტოგრაფს. ფოსტალიონი ეგონა. კარი გაუღო.
ყვითელსათვალიანმა კაცმა ქუდი მოიხადა. დაბლა თავი დაუკრა. გამოირკვა: სტელლას
მამა ყოფილა.
ფოტოგრაფს უსიამოვნო ჟრუანტელმა გაურბინა ტანში. ამ კაცს წარბის მშვილდი, ცხვირი
და თმა სტელლას მიუგავდა.
რა საშინელებაა: ადამიანი ცოცხალი იყვე... თმები მიცვალებულს მიგიგავდეს.
ფოტოგრაფმა იტირა. მაგრად ჩამოართვა ხელი სათვალიან კაცს: რა კარგია, რომ სტელლას
ჰგავხართ. გაჩუმდა. შავი ფრინველის ნათქვამი მოაგონდა.
– ჩვენ ყველანი მიცვალებულებს ვგავართ. – სთქვა მოხუცმა გულცივად. ყვითელი
სათვალეები ჩამოიღო. მას ცრემლები მოსდიოდა. სათვალეებს დაუწყო ცხვირსახოცით
წმენდა.
– თქვენ, ალბათ, მალე წახვალთ თქვენს სამშობლოში... სტელლა მიწაში დარჩება.
– რასაც ცოცხალი ვერ ზიდავს...
– ყველაფერი მიწაში დარჩება. რა თქმა უნდა. – წაილუღლუღა სათვალიანმა კაცმა...
ფოტოგრაფმა შენიშნა: ამ კაცს იოდოფორმის სუნი უდიოდა.
– თქვენ ფარმაცევტი ხართ?
– არა, – სათვალიანმა მიიხედ-მოიხედა. თითქოს რაღაცას ეძებდა. რაღაც უნდოდა ეთქვა...
ფოტოგრაფი დაინტერესდა: რა კაცია ნეტავი? სათვალიანი გაბრუნდა. კარი გახურა.
სალამიც არ უთქვამს. ფოტოგრაფი კარის ჭუჭრუტანას მივარდა. მოხუცი კიბეზე ჩარბოდა.
ქუდი და ქოლგა ხელში ეჭირა.

23 მკითხველთა ლიგა
– წვიმა მოსულა. – გაიფიქრა ფოტოგრაფმა. ფანჯრიდან გაიხედა. მართლაც, ცა
მოღუშულიყო. ნაღვლიანად და უმოწყალოდ წვიმდა. ფოტოგრაფმა კარები გააღო. მოხსნა
თავისი სადარბაზო ბარათი. მის მაგივრად პატარა ქაღალდი გამოაკრა: „ფოტოგრაფი
ბრეტანში წავიდა დასასვენებლად. გთხოვთ აღარ დარეკოთ“. კარები ჩაიკეტა. ფანჯრის
დარაბები დახურა. დაიძინა. კედლის საათმა რვაჯერ დაჰკრა. ფოტოგრაფმა ელექტრო
აანთო.

***
კიდევ ერთი ღამე.
აიღო ქუდი და ძველი ქოლგა. დერეფანში გავიდა. ისევ შემობრუნდა. ლიფტის გასაღები
დავიწყნოდა. ნელ-ნელა მიდიოდა სულ ქვევით, სულ ქვევით. იღუპებოდა. იძირებოდა ამ
გრანიტისა და ბეტონის სახლებში. თავი მაღლა აიღო. ელექტროს თვალი მიაშტერა. მის
სულში უშველებელი სინათლის ტალღა ჩაიფრქვა. ღონე მოემატა. ლიფტი გაჩერებულიყო.
ცივ რაზას ხელი წაავლო. ძალა აღარ ჰქონდა. ისევ იგრძნო შეხუთული ჰაერის სიმძიმე.
მუხლები მოეკეცა. ცივი ოფლი გადაასხა. ძალ-ღონე მოიკრიფა. ორივე კარი გააღო. ქუჩაში
წვიმის წინწკლები დაეცა სახეზე. ქუდი მოიხადა. ანგარიშმიუცემლად კუთხემდის მიაღწია.
რამოდენიმე ავტო სთვლემდა. მწვანე და წითელი სინათლე ცისარტყელასავით კიაფობდა
მახლობელი დუქნის ვიტრინაში. თვალი მოსწყვიტა შუქმა. ყვითელჯუბიანი შოფერი
თვალწინ აეტუზა. თქვენი ავტო ბენზინით მუშაობს? – არა, ელექტრონით. მეორეს
მიუახლოვდა. შოფერს ეძინა.
– დიდი ბარონი უნდა იყოს ეგ კაცი. – უთხრა შოფერმა თავის თანაშემწეს. – ალბათ,
ნერვებაშლილია, ელექტრონის ავტომობილი... დაანჯღრევს.
– ტრიანონის ქუჩა. -წაიბუტბუტა ფოტოგრაფმა და ავტომობილის კარი გამოაღო.
ფოტოგრაფი ფიქრებში გაერთო. ავტომობილი გაჩერებულიყო. – „ჩამობრძანდით. ეს
გახლავთ ტრიანონის ქუჩა“.
ეკლესიებივით გაჩირაღდნებული რესტორანები.
ფოტოგრაფს მეტი სინათლე უყვარდა. ერთი რესტორანიდან მეორეში გადადიოდა.
ვარიეტეს კარზე გრძელი, პატრიარქალური წვერებიანი მეკარე იდგა. ფოტოგრაფმა ქუდი
მოიხადა. რესტორანში შევიდა... სიგარის ბოლში შეზარხოშებულ ქალებისა და კაცების
ატკეცილი სახეები. ფეხშიშველა შანსონეტები უდარდელად როკავდენ. ერთი წითური ქალი
უცნაურად მღეროდა, შოშიის ბარტყივით უმწეოდ აღებდა პატარა, წითელ პირს:
„როცა მერცხლები ისევე მოვლენ,
თქვენ ნახეთ მაშინ, თქვენ ნახეთ მაშინ“...

24 მკითხველთა ლიგა
ფოტოგრაფს სიტკბოებისაგან თვალი მიელულა. ლოჟის სავარძელს გადაყრდნობილი
უსმენდა... ქალი მთელი თავისი არსებით, ვნებიანად მღეროდა. ისე უმწეოდ აღებდა პირს,
თითქოს გაზაფხული ჩაემწყვდიათ მის სულში.
„როცა მერცხლები ისევ, მოვლენ,
თქვენ ნახეთ მაშინ, თქვენ ნახეთ მაშინ!“
საზოგადოებამ ოვაციები გაუმართა. ქალი მეორეჯერ აღარ გამოვიდა. ერთბაშად პლაკატი:
მადმუაზელ ლოტა ხვალ საღამოს იმღერებს.
მეორე აქტი. კაბარეში დიდი ზეიმი გაიმართა. აბესინიის თავადი ჩამოსულა: იგი
ნებიერად წამოწოლილიყო მუთაქებითა და ხავერდის ბალიშებით მოფენილ ტახტზე,
გრძელ ჩიბუხს ეწეოდა. მის გარშემო მწვანე შლეიფიანი ზანგის ქალები ცერებზე
დადიოდენ. ცეკვავდენ. ხტოდენ. როკავდენ. მათ რკინისფერი ძუძუები უჩანდათ თხელი
ქისაიის სამოსელიდან. ხელში ნიანგის ტყავის დაირები ეჭირათ... უცნაურ ლექსებს
მღეროდენ. ერთი ზანგის ქალი მოწყენილი იჯდა რამპის ახლოს. მას ფარშავანგის ფრთა
ჰქონდა ნესტოში. ფოტოგრაფს მოეწყინა... მან საღამოს გაზეთი ამოიღო, თვალიერება
დაუწყო. ლოჟის კარი გაიღო. ფარშავანგის ფრთიანმა ცალი ფეხი შემოდგა. სადაფივით
თეთრი კბილებით შემოანათა და ველური ხმით დაიძახა: ალრაუნა. ფოტოგრაფს გაზეთი
გაუვარდა ხელიდან. წამოდგა. ხელი უნდა წაევლო, ქალი კისკისით გაჰქრა. ბრბოში აირია.
ფოტოგრაფმა გაიფიქრა: როცა ნიანგებზე სანადიროდ წავალ, ჩემს საცოლეს ალრაუნა უნდა
დავარქვა. მასაც თეთრი კბილები ექნება და რკინისფერი ძუძუები. ველური ქალი სისხლს
აჭაბუკებს. შანსონეტები გრიგალივით მოედვენ პარტერს. ყველას წითელი დაირა ეჭირა
ხელში. სცემდნენ დაირას და მკვახე ხმით იძახოდნენ: ალრაუნა, ალრაუნა, ალრაუნა.
აბესინიის თავადი წამოდგა... მივიდა ფარშავანგის ფრთიანთან. ხელი წაავლო. მუხლზე
დაიჯინა. ფოტოგრაფს გული მოუვიდა. ანგარიში მოითხოვა,..
ქუჩაში, რესტორანის კარებთან აუარებელი კოკოტები ირეოდენ, წავის ბეწვიანი
გამოჰქანდა: Allons Cheri. ფოტოგრაფმა გზა აუქცია. ახლა მას რამოდენიმე პორნოგრაფიული
სურათებით მოვაჭრე გამოუდგა. ერთი მათგანი ფეხდაფეხ მოსდევდა, ჩუმად
ბურტყულებდა: „ამურული ავანტიურები“.
ფოტოგრაფი იუველირის ვიტრინასთან შესდგა. ელექტროს მარაოზე უთვალავი
ბრილიანტები ელვის სისწრაფით ტრიალებდენ... მირიადი თეთრი. და მომწვანო სხივი
ალმასის შადრევანებად სჩქეფდა... ლაპლაპებდენ, ელავდენ, ბრწყინავდენ, კიაფობდენ,
კისკასობდენ ბრილიანტები და ფოტოგრაფის გულში იღვიძებდა სიხარულის გრძნობა.
კოკოტებმა აქაც მისდიეს ფოტოგრაფს. ისინი მიესიენ იუველირის ვიტრინას.
აკვირდებოდენ, ნატრობდნენ ბრილიანტებს, თითქოს პირველად ხედავდენ. ფოტოგრაფმა
ადგილი გამოიცვალა. უნივერსალური მაღაზიის ვიტრინებთან შეჩერდა.

25 მკითხველთა ლიგა
ყოველი ზომის, ყოველი სიდიდის და სიმაღლის ქალების, მამაკაცების, ბავშვების
მანეკენები გარინდებული იდგენ გაპრიალებულ შუშებს გადაღმა. იქვე პატარა სარეკლამო
აპარატები. პაწია ელექტრონის მატარებლები, საქონლის ნიმუშებით დატვირთული,
ქუსკუსით გამორბოდნენ ტუნელებიდან, მიქროდენ. გარს უვლიდენ მინიატურულ
კარტონის კოშკებსა და სასახლეებს. იქვე ელაგა მტრედის ფრთებივით სპეტაკი ქალის
საცვლები, საღამური პერანგები, პიჯაკები, შარფები, კორსაჟები. ვიტრინებისკენ აშვერილი
წყვილწყვილად ჩამწკრივებული, კოხტად მოყვანილი ქალის ფეხები, გამსჭვირვალე
ფილდიკოსის და აბრეშუმის წინდებით, ყელსახვევები, ხელთათმანები, წინდები,
კოსტიუმები. გვერდით გამზადებული საწოლი, სასადილო და სამუშაო ოთახები, მაჰაგონის
ხის ავეჯი, ფერადქოლგიანი ელექტროს ლამპები. მაღაზიის სიღრმეში – აურაცხელი
ფოტოგრაფიული აპარატები ნაირ-ნაირი ზომისა. სამ ფეხებზე მდგარ აპარატებს ქუჩისკენ
ტუჩები გამოეშვირათ. ფოტოგრაფი განსაკუთრებული ყურადღებით მიაცქერდა მათ. რა
იქნება, რამდენიმე მილიონი აპარატი რომ გაამწკრივო მთელ დედამიწაზე, ერთ წუთში
მთელ ქვეყანას სურათი გადაუღო: ქვეყანა საგიჟეთს დაემსგავსება.
ზოგი მიდის. ზოგი მირბის. ზოგი კვდება. ზოგი ფეხით. ზოგი ავტომობილით. ზოგი
სტირის... ზოგი ვიტრინასთან დგას. მან ფიქრი ვერ დაათავა. გულში გაეცინა ამ ბავშვურ
სურვილზე.
მის თვალწინ ჩაიარეს უამრავმა კედლის საათებმა, ტყავის პორტფელებმა, უნაგირებმა,
პორტმანებმა. ფოტოგრაფი ვიტრინებს მიჰყვა: სპორტის ტანისამოსები. ბეწვეული.
საყელოები. ქუდები. იქვე ბანკის ბიურო დარკინული კარებით. საანგარიშო წიგნები.
კინემატოგრაფის რეკლამები საშინელი სცენებით. ყვავილების მაღაზია. მაღალი, წერწეტა
მიხაკები ბროლის ვაზებში. თეთრი ჩაის ვარდები. ნარგიზები. გვირილები. ონტკოფები (ისე
გამოიყურებოდნენ, როგორც ტყვე მზეთუნახავები ამ უაზრობის კალეიდოსკოპში).
მახლობლად – ავტომობილების ქარხნის ვიტრინა: შეკაზმული მერნებივით იდგენ და
იცდიდენ გაკრიალებული როის-როის ავტომობილები. ბისიკლეტები. დიზელის
მოტორები. მავთულის მორგვები. სამეურნეო მანქანები. ელექტროტექნიკური ხელსაწყო.
შემდეგ: ხილის მაღაზია. წიგნები, რომელიღაც გაზეთის რედაქცია. საავიაციო კონტორა.
საჰაერო კარტები. ყვითელი ხის პროპელერები საცოდავად ისხდენ შუშის გალიებში, –
მიწაზე დატყვევებული არწივები. მარკების კოლექციები, ათასი ფერი, ათასი ენა, მთელი
დედამიწიდან თავმოყრილი, მათ მისდევდენ ფოტოგრაფიული სახელოსნოების,
მოქანდაკეების და მხაზავების ატელიეები.
ახალი ვიტრინა: ბურდელის პროექტით აგებული. არაჩვეულებრივი განათება.
გამოეფინათ ქანდაკებები. ნიღბები: დანტესი, ბეთჰოვენის, მეფისტოფელის, ქრისტესი.
ორმეტრიან წითელ კოლონაზე ნაპოლეონის ბიუსტი. იქვე ამორ და პსიხე ვარდისფერ
მარმარილოში. დისკოს მტყორცნელები. ბარელიეფი: ნადირობა. დიანა თეთრი მეძებრებით.

26 მკითხველთა ლიგა
პატარა ამურეტები. სპეტაკი ფრთების ფარფატი მარმარილოში გაყინული. შუაგულში
რიჰარდ ვაგნერის ძეგლის პროექტი. ღვინისფერ მარმალილოს პიედესტალზე ვაგნერი იდგა
ძოწის ტოგაში. მკერდზე მოზრდილი ჯვარი ეკიდა. ხელში არწივი ეჭირა. პიედესტალის
მარჯვენით: გოლგოთა. სამი ჯვარით. მარჯვენა მკლავით ეკიდა ნაზარეველი ჯვარზე. მის
ფეხქვეშ ორი დაჩოქილი ქალი. მარცხნით ზღვის ზედაპირი. სადაფის ღინჭილაზე შემდგარი
აფროდიტე მისცურავდა ზღვაში ჩაშვებულ მზისაკენ. ნაპირზე შიშველი მამაკაცი იდგა.
ხელი პირთან მიეტანა, ეძახოდა ტალღებისაგან მოტაცებულ ქალღმერთს.
ფოტოგრაფს მოსწყურდა. მან მარცხნით გადაუხვია. რომელიღაც დიდი რესტორანის
საბრუნავ კარში შეჰყვა ბრბოს.

***
უშველებელი რესტორანის დარბაზში ათასზე მეტი ქალი და კაცი ცეკვავდა ფოქსტროტს.
ცეკვის ფურიას მოხუცებიც გაეტაცნა. შავფრაკიანი ლაქიები ელვის სიმარდით
დატრიალებდენ. კუდმაკრატელა კოდევეში გამოწყობილი კაპელმაისტერი ოფლში
იწურებოდა, შეშლილივით აქნევდა დირიჟორის ჯოხს.
ფოტოგრაფმა ვერსად ადგილი ვერ იშოვა, ისევ ქუჩას მიაშურა.
მოზეიმე ხალხის ტალღა ბარებისა და რესტორანების კარებს აწყდებოდა. ფოტოგრაფმა
რამოდენიმე რესტორანში შეუხვია, ვერსად ადგილი ვერ იშოვა. ისევ ქუჩას მიჰყვა.
მოედნის საათმა პირველი აჩვენა. მან ფეხს აუჩქარა. ქუჩაში საშინელი ჭედვა იყო...
ომნიბუსები მშიერი მგლებივით დაძუნძულებდენ მოედანზე. აურაცხელი ავტომობილები
მოექანებოდენ ფშტვენით და ღმუილით. ალაგალაგ გზა შეიკვროდა. ქუჩა გაიჭექებოდა.
მაღალ სვეტზე ელექტრონის წითელი სიგნალი გაანათებდა. შავ პელერინიანი
პოლიციელები ქერუბიმივით გაშლიდენ კალთებს და წინ გადაუდგებოდენ ავტომობილებს.
აბორგებული, აზვავებული ქუჩის ლანქერი შეტბორდებოდა. ფოტოგრაფი შესდგებოდა,
ეშინოდა ოთხბორბლიან მხეცს არ შეეწირა მისი საცოდავი სული.
ალაგ-ალაგ იგი გარბოდა, ძლივს იკაფავდა გზას. პოლიციელები კი ისევე დადიოდენ
ავტომობილებში, როგორც იოანე ზედაზნელი მხეცთა შორის.
ფოტოგრაფი ნახევრად ბნელსა და ვიწრო ქუჩაში მოხვდა. მან გარემო ვერ იცნო. როგორც
სჩანს, მხარი ამექცა – გაიფიქრა. დაიქანცა. მუხლები ეკეცებოდა. თავბრუ ესხმოდა.
საიდგანღაც ნაფტალინის სუნი მოდიოდა. ვიტრინებს თვალიერება დაუწყო, არსად
აფთიაქი არ სჩანდა. ქუჩიდან სკვერში მოხვდა... სკვერის მოედანზე უშველებელი თუჯის
ცხენოსანი. პარკის სკამებზე ვიღაცები შენიშნა. ქალები მამაკაცების მუხლებზე ისხდენ ხმის
ამოუღებლად. შუაგულ პარკში გაზის ფანრის ქვეშ წითელი მარმარილოს ამური იდგა
მშვილდმოღერებული. გასწვრივ შადრევანი სჩქეფდა. უშველებელ თუჯის სირენებს

27 მკითხველთა ლიგა
აუზიდან თავი ამოეყოთ და სულგანაბული ყურს უგდებდენ პარკში ჩასაფრული
სიყვარულის ღმერთის ენაარეულ ჩურჩულს.
შუაგულში პოსეიდონი ამართულიყო – ზღვის მეამბოხე, გარშემო ტრიტონებისა და ზღვის
ფერიების კარნავალი. ფოტოგრაფმა დალია წყალი. ისევ გზას გაუდგა. სკვერის ბოლომდი
ჩამწკრივებულ კლოზეტების ბუტკებზე ყვითელი პლაკატები: „სიფილისს
გაუფრთხილდით! იხმარეთ სარანკოლი“. კარბოლის სიმჟავის სუნი ეცა. მოედანს
გასცილდა. გზა მაღლობზე მიდიოდა. სუნთქვა დაუმძიმდა. ზევიდან ქვევით ავტოს
თვალების მირიადები მოლაპლაპებდენ, როგორც ოქროსკენჭებიანი მდინარე სინათლის
მკერდიდან გადმომსკდარი. ფოტოგრაფმა გზა აუქცია თემშარას.
ისევ მოედანს წააწყდა. ახლა მის თვალწინ უშველებელი მაჯლაჯუნა აიტუზა. შავი,
დახლართული, დაკვანძული, მიკიბულ-მოკიბული ხაზები. სამკუთხედად. ჯვარედინად.
პირამიდულად. სულ ზევით, სულ ზევით მიისწრაფოდენ გამურული ბირკულები და
ჯაჭვები. უშნო, უჯიათი, მაგრამ მაინც სიმეტრიული. ახმახი, მრისხანე, ზეცად
ატყორცნილი, უჟმური მიწის მუქარა, მაგრამ მაინც დიდებული, გრანდიოზული.
როგორც მიწის ნაპრალიდან ამოვარდნილი სატანა, ზეცად ალანძულიყო ელექტროს
გირლიანდების გვირგვინით შუბლშემკობილი რკინის გიგანტი და შავი ფოლადის
კლანჭებით ჩაბღაუჭებოდა მიწის გულმკერდს. ათასჯერ მაინც გაეარა ამ კოშკის გვერდით
ფოტოგრაფს, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება ჯერ არ მოეხდინა მასზე ამ გასაოცარ ბაბილონის
გოდოლს.
ჩვენს სულში ნელ-ნელა, წლიდან წლობამდის გროვდება, მწიფდება ამა თუ იმ საგნის
შთაბეჭდილება, ვიდრე ერთ წუთში თვალი წააწყდება მას და გაოცდება.
და ანტიქრისტეს ქმნილების ჩრდილში მან პირველად იგრძნო, რომ ის საცოდავი,
გზაარეული ფოტოგრაფი იყო და სხვა არაფერი.
დაიღალა. მიიხედ-მოიხედა. მიწისქვეშა მატარებლის მწვანე აბრას მოჰკრა თვალი: „ნორდ
ზიუდ“. ტუნელში ძლიერ მძიმე ჰაერი იდგა. ფოტოგრაფი ავტომატიურ აპარატთან მივიდა.
20 სანტიმიანი ჩააგდო. შოკოლადით პირი გაისველა. მატარებელი დორბლმორეული
ვეშაპივით მოვარდა. ათასები გადმოანთხია თავის გაუმაძღარი ხახიდან. ისევ შესვლიპა
ხალხის ნიაღვარი. იწივლა. გაექანა. ელექტრონი ჩაჰქრა. ფოტოგრაფი რბილ ტყავის
სავარძელზე გადაესვენა. გაისმა ფოლადის წკრიალი, ჩხრიალი.
უცებ დაკვესა. რაღაცამ იგრიალა. გაზაფხულის მეხი გავარდა ასწლოვან მუხნარში. სადღაც
გაისმა თქარათქური, ცივი ლაწანი, თითქოს კავალერიის ესკადრონი იერიშზე გადავიდაო.
ფოტოგრაფმა თვალი დახუჭა. მას უკვე წელგამართულად ჯდომა აღარ შეეძლო და სხეული
მიეცა უნებლიეთ ამ თავაწყვეტილ სრბოლას.

28 მკითხველთა ლიგა
ვაგონში ისევ აენთო სინათლე. მის გვერდით რამოდენიმე კაცი შეამჩნია, ვიღაც
პორტფელიანი, ღიპიანი კაცი, ორიოდე ჰოტელის ბოი, მთვრალი სტუდენტები, ორი
ჩინელი და ერთი ვუალიანი ქალი ვაგონის კუთხეში.
ფოტოგრაფმა თვალი შეასწრო, როცა ქალმა მისკენ გამოიხედა, თავი დაჰხარა.
საკვოიაჟიდან პატარა, ჭრელკანიანი წიგნი ამოიღო და კითხვა დაუწყო. ფოტოგრაფი
უყურებდა... მისი გრძელი, მოქნილი ტანი ნებიერად ჩაფლულიყო წითელი შაგრენის
სავარძელში.
ფოტოგრაფმა თვალი აარიდა მის სახეს, რომ ამპარტავანი ქალისათვის თავისი
სულწასულობა არ ეჩვენებია. იგი უყურებდა ვუალიანი ქალის სწორსა და შნოიან ფეხებს,
რომელნიც თეთრად გამოკრთოდენ გამსჭვირვალე, ხორცისფერ აბრეშუმის წინდებიდან.
მატარებელი ისევ გამოვიდა ტუნელიდან. ლიანდაგის გასწვრივ აღიმართა ურიცხვი
პლაკატები, ელექტრონით გაჩირაღდნებული უზარმაზარი კოშკები, გაბრწყინვებული
ვიტრინები.
მატარებელი გაჰქანდა ვაკეზე, აიტუზენ მრავალსართულიანი სახლების კონტურები,
შორეული სინათლეების ელვათა კრთომა ხანძარივით კაშკაშებდა... სადგური. ვაგონში
ელვის სისწრაფით შემოიჭრა ხალხის ტალღა. უადგილოები ფეხზე იდგენდა ჭერზე
დაკიდებულ ღვედებს ებღაუჭებოდენ. მახლობელ სადგურზე ისევ დაიცალა ვაგონი. ახლა
ორიოდე კაცი ყვინთავდა ფოტოგრაფის გვერდით. უცნობმა კისერი მოიღრიჯა, ფანჯარაში
გადაიხედა. ფოტოგრაფმა თვალი შეასწრო მის ფართესა და ლურჯ თვალებს, მის
ხანგრძლივსა და ნაღვლიან შემოხედვას.
უცნობმა ისევ თავისი ჭრელკანიანი წიგნი დაიდო მუხლზე და კითხვა განაგრძო.
მატარებელი გაჰქანდა სახლების სახურავებზე, გაისმა ისევ მოულოდნელი მეხის გრიალი
ასწლოვან მუხნარში. ხმაურობა მისწყდა ელვის სისწრაფით. რამოდენჯერმე გაისმა
ფოლადის წკრიალი. ტკრციალი. რაზრაზი. და აჰყვა ბორბლების რიტმულ როკვასა და
ხმაურს დაქანცული მგზავრის ნაღვლიანი ფიქრი.
ფოტოგრაფმა ხელთათმანით გასწმინდა გაორთქლილი მინა. მის თვალწინ გადაიშალა
მდინარის ნაპირი. უზარმაზარი ელევატორები დამხობილიყვნენ ნაპირზე, ზღაპრულ
ყანჩებივით წაეგრძელებიათ შავი კისერი კუპრივით გაშავებულ მდინარისაკენ, სადაც
მწვანე და ოქროსფერი სხივის ზოლები კისკასებდენ გიშრის ფონზე. ფოტოგრაფი საშინელმა
შინაგანმა წრიალმა აიტანა. ადგა. კედლის კარტას თვალი გადაავლო: კიდევ ხუთი
სადგური...
მატარებელი კიდევ გასცილდა ერთ სადგურს. ფოტოგრაფმა საათს დაჰხედა. ახლა ორივე
მარტონი იყვნენ. ვიდრე მატარებელი დაიძროდა, აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა. ქალმა
წიგნი საკვოიაჟში შეინახა. იგი უკვე გრძნობდა, მას ყურადღებას აქცევდნენ.
თვითკმაყოფილ, ლურჯ თვალებში ფოტოგრაფმა ამოიკითხა ნებიერი შინაგანი ხედვა.

29 მკითხველთა ლიგა
– რაზე ფიქრობს ნეტავ ეგ პირმშვენიერი? ვინ იცის, ვნებიან ხვევნასა და ალერსზე,
რომელიც მოელის ეგებ ერთი სადგურის შემდეგ.
ფოტოგრაფმა ჯიბიდან გაზეთი ამოიღო, თვალწინ აიფარა (თანაც განაგრძობდა ცქერას).
მამაკაცის მრუშმა თვალებმა გაატიტვლეს ქალი; ფოტოგრაფმა ელვის სისწრაფით
წარმოიდგინა მისი ტანის ყოველი დეტალი... ერთ წამში ფოტოგრაფს შეეშინდა ვაგონში
ჩამოვარდნილი სიჩუმის, ვაითუ მყუდროებას გაეთქვა მისი გულის ნადები. ადგა. მთელი
ვაგონი გაიარა. კედელზე გაკრულ ფეხსაცმელების, კრემების, ოდეკოლონების განცხადებებს
დაუწყო თვალიერება. ისევ ფანჯარასთან მივიდა. ხელთათმანით გასწმინდა.
გარედ გაიხედა... ერთ წამში მეორე მატარებელმა ჩაირბინა. გაბრწყინებულმა ფანჯრების
კაშკაშმა მისი სული მშვენიერზე ფიქრისგან გამოაფხიზლა. ფოტოგრაფი ისევ ჩაეფლო
შაგრენის რბილ სავარძელში. მატარებელი ახალ სადგურთან შეჩერდა. ბაქანზე აუარებელი
ხალხი იცდიდა. რამოდენიმე კაცი დაწინაურდა და ვაგონში შემოიხედეს. ერთმა მათგანმა
ქალს თვალი მოავლო. გაიღიმა და რაღაც უთხრა ამხანაგებს. დანარჩენები ცინიკურად
იცინოდენ. რაღაცას ლაპარაკობდენ. ქალი ადგა. ვაგონის თაროდან პატარა ხელჩემოდანი
ჩამოიღო. ფოტოგრაფი გაურკვეველმა წრიალმა აიტანა: ვაითუ ადგეს. ვაგონის კარი გააღოს
და შეერიოს ამ ბრბოს, მისთვის სამუდამოდ დაიკარგოს. როგორი უმწეობაა? იგი ვაგონში
უნდა დარჩენილიყო და შორიდან ემზირა, თუ როგორ გაეყრებოდა მას უცხო მშვენება.
შემდეგ სადგურზე აუარებელი ხალხი შემოვიდა ვაგონში. ტევა აღარსად იყო. კიდევ ერთი
სადგური. ფოტოგრაფი ცდილობდა თვალი მოეკრა შორიდან მაინც, მორგვივით მრგვალი
დედაკაცები, სქელკისრიანი, ღიპიანი მამაკაცები ჯებირებივით გადაეღობენ მის ხედვას,
ვაგონიდან გამოსვლისას ოდნავ შეასწრო თვალი ქალის მინანქარის პროფილს.
გულდაწყვეტილმა ვაგონის კარი გაიხურა. გრიალით, რაზრაზით გაექანა მატარებელი.
ტუნელის ბნელ ხახაში შევიდა... უკანასკნელად თვალი მოავლო ბოლო ვაგონის შავ
კონტურებს. ორი წითელი ელექტრონის წერტილი გაგრძელდა. დაწვრილდა. ბოლოს ერთმა
იელვა და ბნელში ჩაინთქა (ტყის დედოფლის ზღვაში გადასროლილი ბეჭედი).
– ჩემო საყვარელო ალრაუნა. — წაიჩურჩულა ფოტოგრაფმა და უკმეხად ხელში მიაჩეჩა
მეტროპოლიტენის ბილეთი მის თვალწინ ატუზულ ყვითელფოლაქებიან დარაჯს.
ომნიბუსში გადაჯდა. მას არ უნდოდა რამე ენახა, ან გაეგონა. მისი სული კიდემდის სავსე
იყო სახეებით, ფერებით, ხმაურობით. და შინ მისვლამდის გრძნობდა განუსაზღვრელ
ხმაურობას, ჟრიამულს, წკრიალს და განუსაზღვრელი სინათლისა და ჩრდილის თამაშს.
ძლივს მიაღწია თავის მეშვიდე სართულს. ელექტრონი ჩააქრო. სამარესავით ცივ ლოგინში
ჩაწვა. „ქვეყანა შემძულდა“, ამბობდა იგი ხმამაღალი ფიქრით. ”

30 მკითხველთა ლიგა
II

ნაპირზე მომდგარ გემების მილები ბოლავდენ. მოზვრებივით ღმუოდენ შავი, გამურული


ბუქსირები. ურიცხვი აფრები. ანძების ტყე ქანაობდა და ტორტმანობდა. ფოტოგრაფმა გემის
ბილეთს დაჰხედა. „სწორედ ეგ არის“, და თვალი შეავლო სამმილიან გემს. ამ გემზე
აუარებელ მავთულებს, ელექტროტექნიკურ მოწყობილობებს, კაბელებს, ტურბინებს
ალაგებდენ. კალკუტა. კოსპოლი. მოსული. ქაირო. ანატოლია. ცეზარეა ეწერა ყუთებზე,
პაკეტებზე.
დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმავალი სინათლე. გაიფიქრა ფოტოგრაფმა.
– გემი „პერსეპოლის“ რომელია? – ჰკითხა ვიღაც სათვალიანმა ფოტოგრაფს.
– ეს გახლავთ, წინა, – უპასუხა მან და მაშინალურად თვითონაც გაჰყვა უცნობს.
ფოტოგრაფი სამშობლოში ბრუნდებოდა.
ადამიანს თავისი ჩვეულებები ზღვაზედაც თან დაჰყვება. დღისით კაიუტაში ეძინა. ღამე
საკომანდო ხიდზე იდგა. ზღვას უთვალთვალებდა. გემი მიჰქონდა ზღვას (როგორც შავად
შეფერილი გიგანტის კუბო).
ღამეები იყო. მეთოლიები თმაგაწეწილი მოზარეებივით მოსდევდენ გემს.
– How are you captain?
– Thank god. წავიდეთ შერი ბრენდი დავლიოთ. წაილუღლუღა ზღვის დათვივით
ჩარგვალებულმა კაპიტანმა, ხელი მხარზე დაჰკრა ფოტოგრაფს.
– Your health captain. ფოტოგრაფმა გამოსცალა.
– ეგებ ვისკი გერჩიოთ, თუ... დათრობის გეშინიათ?
– მე ლოთების ქვეყნიდან გახლავართ. პირველი არგონავტების კაპიტანი ჩემს სამშობლოში
დაითრო.
მორიგი ტოსტი:
– ღმერთმა გაუმარჯოს იმ ქვეყანას, სადაც ვაზები სტირიან მზეზე.
– როგორც თვალჟუჟუნა პატარძლები. – დაუმატა კაპიტანმა.
– სადაც განუწყვეტლად იღვრება ვაჟისა და ვაზის წითელი სისხლი. მხოლოდ მე გავექეცი,
კაპიტანო, ჩემს პატარა ქვეყანას.
– მშიშარა ყოფილხართ.
– დიახ, კურდღელივით. მალე აბესინიაში მივდივარ ნიანგებზე სანადიროდ. იქ მიცდის
ალრაუნა, ჩემი გულის დედოფალი.
კაპიტანმა ფართე, დასისხლიანებული თვალები შეაშტერა ფოტოგრაფს, სასმისში ვისკი
ჩაუმატა. ყალიონი გააჩაღა.
იმ ღამეს ზღვა გაგიჟდა (რადგან მთვარეს ისე მოჰხვია ხელი უნიათო ღრუბელმა, როგორც
კუზიანმა – თავის მზეთუნახავ ცოლს). კაიუტაში საღებავის სუნი დადგა. სადღაც კარები

31 მკითხველთა ლიგა
გაიღო. მეორე კაიუტაში რაღაც ტკრციალი მოისმა. ტალღამ ფრთა შემოჰკრა კაიუტის
ფანჯარას.
– ფოტოგრაფო, ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხალხს, რომელიც ეგეოსის ზღვაზე დაიღუპა.
ფოტოგრაფი შეკრთა (თავისი დაღუპული ხალხი მოაგონდა). ხმის ამოუღებლად
გამოსცალა თავისი სასმისი.
ჯერი ფოტოგრაფზე მიდგა. კაიუტის კარი გაიღო. დაბალი ტანის მატროსი შემოვარდა.
ქლოშინით წაიბუტბუტა: „კეპტენ“... კაპიტანი და ფოტოგრაფი ბაქანზე ავარდენ. ალარმის
ხმაურზე ეკიპაჟი და მგზავრები გარედ გამოსულიყვენ. გემის ექიმი, პასტორი,
ოქსფორდელი მისს, ოქროს ჯაჭვიანი ფაბრიკანტი, ლორნეტიანი მისსის, ანგორელი
ვაჭრები, მეტრდოტელი, მენახშირე ზანგები, მატროსები.
შავი ფრინველი რადიო-ტელეგრაფის მავთულზე წამომჯდარიყო და ისტერიულად
ჰყივოდა (მისი თალხი ფრთები სამგლოვიარო ალამივით ფრიალებდა ქარში). რადიო
უსასოო წივილით ამცნობდა განუზომელ წყალთა უდაბნოს მოახლოებულ უბედურებას.
ფოტოგრაფი ბარბაცით მივარდა კაპიტანს. განზე გაიხმო. რაღაც წასჩურჩულა.
– ყველა უნდა მოჰკვდეს, ვისაც სიკვდილის ეშინია. – წაილაპარაკა კაპიტანმა და
ბოტფორის ყელზე დაბერტყა თავისი წითელი ხის ყალიონი. შორეულ ნაპირზე
ციცინათელებივით ენთებოდენ და ჰქრებოდენ პელოპონესის კანდელები. ყველას მოკიაფე
კანდელების იმედი ჰქონდა. პირველი ოფიცერი მივარდა კაპიტანს (ბრძანების მისაღებად).
მატროსებმა პროჟეკტორი გამოიტანეს. უშველებელი სხივის შლეიფი ავარდა ცაში. შავი
ფრინველი აღარსად იყო. ხალხი დაწყნარდა. ფოტოგრაფი პირველ ოფიცერს გაჰყვა. კომპასი
ნახეს. გემის მიმართულება იყო. S. 0. შავი ფრინველი ჩრდილოა-ღმოსავლეთით წასულიყო
(ერთ მატროსს ენახა). ფოტოგრაფმა კაიუტაში ჩაიკეტა თავი. ქარტა გადმოიღო, დიდხანს
ათვალიერებდა.
ფოტოგრაფს ჩაეძინა. თავისი პატარა ქვეყანა დაესიზმრა. მთელი ხალხი დამთვრალიყო.
მცხოვრებნი გარედ გამოცვენილიყვნენ. ორღობეებში ლოყადაბრაწული დიაცები იდგენ.
ხელში ეჭირათ ციებისაგან გაყვითლებული ბავშვები. დედაკაცები ურცხვად იცინოდენ.
ხმამაღლა ქაქანებდნენ. ბავშვები ტიროდენ. მამაკაცებს შავი დროშები აეღოთ, ქარხნებში
წასულიყვენ სამუშაოს საძებნად. ქალებს სიძვის ისტერია დამართნოდათ. გძელყავარჯნიანი
მოხუცები მწყემსავდენ ატეხილ რძლებს. ილანძღებოდენ. ბრაზობდენ.
დილით ადრე კაპიტანი შემოვიდა ფოტოგრაფის ოთახში. რადიო ტელეგრამა გადასცა.
საადმირალო იუწყებოდა: „წუხელ, შუაღამის 12-ზე და ათ წუთზე ოკეანიის გემზე –
„მავრიტანია", ბისკაიის წყლებში, შავი ფრინველი შემოჯდა. გემი ხუთ წუთში ზღვის
ფსკერისკენ წავიდა. გაფრთხილდით. იხმარეთ პროჟექტორები!“
ორივემ პირჯვარი გადაიწერა.

32 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი შემთხვევის საქმეა, – სთქვა ფოტოგრაფმა. თვითონაც ისარგებლა
შემთხვევით, კაპიტანს სურათი გადაუღო.
– მე არ მეშინია სიკვდილის, — ჩაილაპარაკა კაპიტანმა. კაიუტის კარი გაიგდო.
იმავე ღამეს გემის სასადილო სალონში ბალი გაიმართა. დამები დიდ ტუალეტებში
გამოვიდენ. პასტორმა მგრძნობიერი სიტყვა წარმოსთქვა. ორატორმა დიდხანს ილაპარაკა
სინათლის მნიშვნელობის შესახებ. სიტყვა ძლიერ გაუგრძელდა. ფოტოგრაფმა იდროვა.
ლორნეტიან დამას მიუჯდა.
– რა სთქვით, ვერ გავიგე, – უთხრა ლორნეტიანმა და ფოტოგრაფისკენ მიიწია.
ფოტოგრაფმა ვეღარ მოითმინა გულმკერდგაშიშვლებულ ქალის სიახლოვე და ყურზე აკოცა
მისისს. როცა პასტორი პროჟექტორს შეეხო, ფოტოგრაფმა ყურები ცქვიტა. ეს საკითხი მასაც
ძლიერ აინტერესებდა. სადღეგრძელოები დაიწყო. ისმოდა ბაკლების წკრიალი. ვიღაც
შუმანს უკრავდა როიალზე. ფოტოგრაფმა სიგარის ბოლში გაარჩია ექიმის მოტვლეპილი
თავი; იგი ფოლადის მუზარადივით ლაპლაპებდა ელექტრონის შუქზე.
– როგორც ჰხედავთ, პასტორი სცდება, სინათლე ყოველთვის როდია საჭირო. –
წასჩურჩულა ფოტოგრაფმა ლორნეტიან დამას. ქალმა ცბიერად გაიღიმა. ფოტოგრაფი ისევ
აენთო. მადამის დეკოლტეში ჩაიხედა.
– თქვენ დიდი უზრდელი ვინმე ბრძანდებით.
– დიახ, მე მეწისქვილის შვილი გახლავართ. მამაჩემმა ხარის ტყავზე ისწავლა წერა-
კითხვა. მე მალე აბესინიას მივდივარ, ზანგის ქალი ალრაუნა უნდა შევირთო.
ლორნეტიანმა სიტყვა ჩამოაგდო თავის ქმარზე, იგი კალკუტაში ელექტრონის სადგურის
დორექტორი ყოფილა.
ჩემი ქმარი მოწადინებულია მთელი ინდოეთის მდინარეების ელექტროფიკაცია მოაწყოს.
საგარეო უწყებამ დიდძალი ფული გადასდო. მალე მთელი აღმოსავლეთი უნდა განათდეს.
– ეს დიდი საქმეა მისის, ფრიად დიდი საქმე, — ამბობდა ფოტოგრაფი.
– თქვენ რა პარფემს ხმარობთ. „ვეზუვის“? თუ „კლოშ დ’ამურს? ქალმა გაიღიმა.
ფოქსტროტი დაიწყო. აღტყინებული ცეკვავდენ: ოქსფორდელი მის და ოქროს ძეწკვიანი
ფაბრიკანტი, პასტორი და ლორნეტიანი მისის, ფოტოგრაფი და კაპიტანი.
მეტრდოტელი სალონის კარებთან ატუზულიყო. მას ფრაკი ეცვა, თეთრი ხელთათმანები,
ფეხზე ყვითელი ტყავის ბოტფორები. დამა არა ჰყავდა.
მხოლოდ გემზე იგრძნობს ადამიანი, თუ რას ნიშნავს ქალი. ქალი მინაზე სჭარბობს და
წყალზე მუდამ ნაკლებია. ასეთი რამეა ქალი. ფიქრობდა ნაღვლიანი მეტრდოტელი. ბოლოს
ვეღარ მოითმინა. იქვე მდგარ მენახშირე ზანგს ხელი დაავლო და ფოქსტროტის ორგიას
შეუერთდა. ანგორელ ვაჭრებს კაიუტები ჩაეკეტათ და ლოცულობდენ.
ნადიმმა ნაშუაღამევამდის გასტანა. ნადიმის ბოლოს ფოტოგრაფმა გრძელი სიტყვა
წარმოსთქვა თავის აბესინიელ საყვარლის, ალრაუნას, ტოსტზე, მისი სადღეგრძელო ყველამ

33 მკითხველთა ლიგა
სიამოვნებით დალია. როცა ლორნეტიან მისის ჯერი დადგა, მან ფოტოგრაფს მიუშვირა ჭიქა
და სახეში შეასხა შერი ბრენდი. ასე დასრულდა ფოტოგრაფის რომანი გემზე.

III

ფოტოგრაფმა თავისი სოფელი ძლივსღა იცნო. ეკლესიის მოედანზე აუარებელი მზიამზია


და ბაია ამოსულიყო. ღელეზე კოპიტის ხიდი აეშენებიათ. სკოლის შენობა გადაუკეთებიათ.
აქა-იქ აგურის სახლები. სკოლის გვერდით ცაცხვი მეხს ჩამოეტეხა. სოფლის
სამმართველოზე წითელი დროშა ფრიალებდა. ძველებურად: ღობეებს ჩაყოლებულ
თხრილებში მწვანე ლეყებიანი ტბორეები. სარებზე გამხმარი ცხენის თავები. სახლების
შესავალ კარებზე ძველი ნალები. ფოტოგრაფს მოაგონდა მამის სიტყვები: ძველი ნალი ძველ
გზაზე სიარულს ნიშნავს.
ფოტოგრაფს საათი გაუჩერდა. აკაციებიდან ყვავილების ნამქერი იფრქვეოდა. ფოტოგრაფი
ქუდმოხდილი მიდიოდა თემშარაზე. გლეხები გაკვირვებული აცქერდებოდენ. ზოგიერთი
დაბალ სალამს აძლევდა. მნათე მათეია მიუახლოვდა. მან კოცნა ვერ გაუბედა ნასწავლ კაცს.
ფოტოგრაფმა თეთრ წვერებზე აკოცა მათიას. მღვდლის სახლიდან გრამოფონის ხმა ისმოდა.
– მღვდელი როგორ მოვიკითხო?
– მღვდელი გარდაიცვალა, ჯავრისგან გული გაუსკდა... შარშან... ვეღარ აიტანა. შენი
ჭირიმე.
– ეს გრამოფონი რატომ უკრავს? დღეს რა უქმეა?
– ხომ იცი, შენი ჭირიმე, ქვეყანა გაირყვნა. მღვდელის ქალიშვილი ფეხმძიმედაა. მუცელი
უნდა მოიწყვიტოს. არ უნდათ მეზობლებს გააგებინონ. მიტომაც უკრავენ იმ სატიალეს. –
წასჩურჩულა ფოტოგრაფს მათეიამ.
– ეს აკაციები როდის დაურგავთ?
– შენს შემდეგ შენი ჭირიმე...
ღამდებოდა. ჩრდილები გრძელდებოდენ. ოსეოფა ჩამოვარდა. მთელი ღამე მოუსვენრად
ეძინა ფოტოგრაფს. ბაყაყების ყიყინი ისმოდა ყოველი მხრიდან. ფოტოგრაფის ქოხის
გვერდით რომელიღაც ღამის ფრინველი მღეროდა. ფოტოგრაფი იწვა. გამჭვარტლულ ჭერს
აჩერდებოდა.
გარიჟრაჟზე სოფელს თავს დაესხა ნისლი. ფოტოგრაფი ადგა. სოფელში გაურკვეველი
ჟრიამული ისმოდა. შუკებში საქონელი იწვა. სადღაც ძაღლები ყეფავდენ. ფოტოგრაფი
ტყისაკენ წავიდა. თემშარაზე ახალი, ურმის ნაკვალევი შენიშნა (მას ძლიერ უყვარდა ისეთ
დროს სეირნობა, როცა ყველას ეძინა). გვიმრით დაფარული სერი გადაიარა. მაღალი

34 მკითხველთა ლიგა
თხემლნარი გარინდებული იდგა. ჭაობებიდან სქელი ოხშივარი ადიოდა. იწამლებოდა
ჰაერი. ბავშვებს ციება გასწყვეტს. ბავშვები დიდი და ღია თვალებით ბალახით დაფენილ
სასაფლაოებისაკენ წავლენ (როგორც თეთრი, თეთრი იალქნები ეგეოსის ზღვის ლივლივს
აყოლილი). ასე ფიქრობდა ფოტოგრაფი და ჯოხით სჩიჩქნიდა თხუნელასაგან აბურძგვნილ
მიწას. მას გული აუჩქროლდა, რამდენი ბავშვი უნდა ემსხვერპლა ციებას. ამ წამში
ნაღვლობდა, რომ იგი ფოტოგრაფი იყო და არა ექიმი... ფოტოგრაფი მოულოდნელმა
ხმაურობამ გამოარკვია ფიქრებისაგან. თხმელის ხეზე შავი ფრინველი წამომჯდარიყო.
გაძარცული. შერცხვენილი. თავჩაღუნული (როგორც მონასტრიდან გაქცეული ბერი).
ფრინველმა მოჰკურცხლა.
„დამიბრუნე ჩემი საყვარელი!“ ყვიროდა ფოტოგრაფი. „დაგვიბრუნე ჩვენი ქმრები“.
მისძახოდენ სოფლის დედაკაცები, რომელნიც სიძვის ისტერიას წამოეგდო გათენებისას.
ფრინველმა ცისკიდურს მიაშურა.
ცისკიდურზე წითელი მთვარე წამოწოლილიყო. მშობიარე დიაცივით აბრიალებდა კახპა
თვალებს. მთვარემ თეთრი, უცოდველი ღრუბელი შესრუტა. წურბელივით გაიბერა და
მუქლურჯი მთის გადაღმა გადაგორდა.
მარმარილო ფირუზში გაილესა, შარლახი შეერია მინანქარს. გატყდა უშველებელი სარკე
მოხუცებულ მზეთუნახავისა და გაისერა ზეცის ეკრანი ქარვის სევადით დაჩითული და
დასირმული.
ფოტოგრაფი კიდევ დიდხანს დარჩა სოფელში (თუმცა მას სოფელი არ უყვარდა).
...ერთხელ, ფოტოგრაფის სახლში ნაციები ბავშვები მოვარდენ. ყბები უკანკალებდათ.
ვერცერთმა ვერ გაბედა მისთვის ეამბნა, თუ რა მოხდა სოფელში. ფოტოგრაფი ადგა.
სარკმელი გამოაღო. სოფლის თემშარაზე ფარდაგებით გადახურული ურმები
მიჭრიალებდენ.
– სად მიდიან ეს ურმები? – ჰკითხა ფოტოგრაფმა ნაციებ ბავშვებს.
– საყდარში.
– რომელ საყდარში?
– წმინდა გიორგის. – უპასუხა ერთმა. მას ქარვასავით გაყვითლებოდა ლოყები. მუცელი
ციებისაგან გამობერვოდა.
– ჩემო ძვირფასო პატარებო, თქვენც წმ. გიორგის საყდარში უნდა წახვიდეთ. – უთხრა
ფოტოგრაფმა.
სოფლის თემშარაზე საშინელი პაპანება იდგა. ურმების მტვერი ძეწნის ფოთლებს
ეყრებოდა. ფუტკრები მხიარულად ზუზუნებდენ აკაციისა და ძეწნის ხეივანში. ფოტოგრაფი
და ნაციები ბავშვები ეკლესიისკენ მიიჩქაროდენ. ფოტოგრაფი ღელეს ხიდთან შეჩერდა.
ჩელტის ფაცხა შეაღო. კუტი მართაია ისევ თავის ძველ ფსალმუნს კითხულობდა. მართაიას
თვალებზე ცრემლი მოადგა. მან იცნო ფოტოგრაფი...

35 მკითხველთა ლიგა
– ხომ გახსოვს, როცა მე მონაზონი ვიყავი – ფსალმუნს რომ გაკითხებდი. – ფოტოგრაფი
სიხარულისაგან გაწითლდა. საბნიდან აიღო ქარებისაგან ათას ადგილას გადატეხილი,
დანაოჭებული ხელი, აკოცა, ისევ თავის ადგილზე დასდო. მერე მოიხსნა სტელლას
ნაჩუქარი ოქროს ჟეტონი, მუჭში ჩაუდვა მართაიას. მართაია დაიბნა. მის დანაოჭებულ
სახეზე ღიმილმა გაიელვა. ფოტოგრაფმა შენიშნა: მართაიას ტანჯულ თვალებში წმინდანის
იერი. ფოტოგრაფისთვის ეს მოულოდნელი იყო. არც მართაია ელოდა ოქროს ჟეტონს.
– ეს არაფერია, ნაციები ბავშვები წყალს რომ მოგიტანენ, იმათ აჩუქე.
– ყველაფერი ბავშვებს უნდა აჩუქო კაცმა. – სთქვა მართაიამ. ცრემლი მოიხოცა.
სოფელში დღეობა იყო. ფოტოგრაფი ნანობდა, რომ თავისი ფრაკი არ ეცვა ამ
შემთხვევისათვის. ხალხი ირეოდა, მეორე სოფლიდან მოსულიყვნენ გლეხები წითელი
დროშებით. უცხო სიმღერებს მღეროდნენ. სოფლის ბიჭები სიმღერას ყურს უგდებდენ.
მჭლე, დადაღულ ცხენებს ათვალიერებდნენ. ტყაპუჭებიანი გლეხები გაძვალტყავებულ
ცხენებს დააჯირითებდენ მზიამზიით დაფარულ ეკლესიის მოედანზე. გლეხებს
წითელჩოხიანი წინამძღოლობდა. წელზე გრძელი სატევარი ერტყა. ჯიბიდან რევოლვერი
უჩანდა.
– ტყაპუჭებიანო გლეხებო, – მიმართა ფოტოგრაფმა. – გაფიცებთ წმ. გიორგის მადლს, ნუ
დახოცავთ ამ საცოდავ ცხენებს, თორემ მათი გამხმარი თავები სარებზე უნდა ჩამოანცოთ.
წითელჩოხიანი გაფიცხდა. ჩამოხტა ცხენიდან. ცაცხვის შტოს მოსწია, მიაბა.
სატევარამოღებული შევარდა ეკლესიაში. ხალხი მიესია საყდრის გამოსავალს.
წითელჩოხიანმა ვერცხლით შეჭედილი ხატი გამოიტანა.
– გჯერა ხატის ძალა? – ჰკითხა წითელჩოხიანმა ფოტოგრაფს.
– დიახაც, მჯერა. – უპასუხა ფოტოგრაფმა და გაიცინა.
– თვალიც დაგდგომია, ქვეყანა შემოგივლია და ხატი მაინც გჯერა?
ტყაპუჭიანი გლეხები თილისმურად იცინოდენ.
წითელჩოხიანმა ცაცხვის ძირში მიაყუდა ხატი. უკან დაიხია. რევოლვერი ამოიღო.
სანიშნო გაზომა. დედაკაცებს ფერი დაეკარგათ. ნაციები ბავშვები შიშისაგან კანკალებდენ.
წითელჩოხიანმა ესროლა. ხატი არ განძრეულა. ხალხი აჩოჩქოლდა. ხატისკენ გაექანა.
ტყვიამ გულმკერდი გაუგმირა აბჯროსან რაინდს.
წითელჩოხიანი დოინჯშემოყრილი მოშორებით იდგა და იცინოდა. ფოტოგრაფმა
ისტერიულად გადაიხარხარა, ბრბო გაარღვია, მივარდა წითელჩოხიანს და... აკოცა.
– შენ შემაყვარე ღმერთი, – უთხრა ფოტოგრაფმა. ტყაპუჭიანი გლეხები მუხლზე დაეცენ.
წითელჩოხიანი და ფოტოგრაფი ერთად იდგენ და ერთიმეორეს შესცქეროდენ, როგორც
თანატოლნი და ძმადშეფიცულნი. ყველანი სდუმდენ. ცაცხვის შტოებში ფუტკრების
ზუზუნი ისმოდა. მაისი იყო და ეკლესიის ეზოში ლიმონისფერი პეპლები დაფარფატებდენ.
ისტერიანი დედაკაცები განზე იდგნენ.

36 მკითხველთა ლიგა
გაზაფხული კარს მომდგარიყო, როგორც აწყვეტილი ბუღა.
ეკლესიის ეშოში ნაციები ბავშვების წივილი გაისმა. სუროთი დაბურდულ სამრეკლოზე
შავი ფრინველი შემომჯდარიყო.
– შესდექ! – დაიყივლა ფოტოგრაფმა, სამრეკლოზე აძვრა და წისქვილის ქვა ესროლა
მავნეს.
– შენ მე ვერასოდეს მომეწევი. – დაიჩხავლა ფრინველმა და ახლა ეკლესიის გუმბათზე
წამოსკუპდა. ფოტოგრაფს კიბე მოუტანა მნათე მათიამ. მან ასვლა დააპირა. მაგრამ
ფრინველმა კლანჭი მოსდო ეკლესიის ჯვარს. მწიფე ნაყოფივით მოსწყვიტა იგი და ესროლა
ფოტოგრაფს. ჯვარი ფერდებში შეერჭო. ფოტოგრაფი ძირს ჩამოვარდა. – დარჩი მიწაზე,
ნაციებ ბავშვებს მოუარე! ვერ გაიგე, ღმერთი რომ მოკვდა? – გადმოსძახა შავმა ფრინველმა
და გაჰქრა. მნათე მათეია, ტყაპუჭიანი გლეხები, ნაციები ბავშვები, ხმაგაკმენდილი იდგენ
და პირჯვარს იწერდენ. წითელჩოხიანი განზე იდგა. ფოტოგრაფი ძირს დაეცა და მიწას
დაუწყო ჭამა.
ამის შემდეგ მთელი თვე იწვიმა სოფელში. ისლის სახურავებიდან ჩამოსწვეთა. ღელე
ღვართქაფით მოვარდა. ნაშუაღამევზე კუტი მართაიას ფაცხა წალეკა. მნათე მათეიამ
მხოლოდ ძველი ფსალმუნი ნახა რიყეზე. ბავშვებსა და დედაკაცებს ისე დაერია ციება,
როგორც კალიის ჯოგი ოქროვან ყანებს. ფოტოგრაფს შეეშინდა, მთელი სოფელი არ
გადაეშენებია ციებას. ამიტომაც გამოაცხადა, რომ იგი მზადაა ყველას გადაუღოს სურათი.
ფოტოგრაფის ეზოში ტევა აღარ იყო. წითელჩოხიანიც მოვიდა. მოვიდა მღვდლის
ქალიშვილიც, რომელსაც უკვე მოეწყვიტა მუცელი. ხალხი ისეთის მოწიწებით გამწკრივდა
ფოტოგრაფიული აპარატის წინაშე, როგორც ოდესმე ხატის წინ. ყველას კარგად გამოჩენა
უნდოდა, რადგან ფოტოგრაფი ამბობდა:
სურათებს ქალაქში წავიღებო.
ბოლოს გამოჩნდა ბებერი მნათე თავისი კოჭლი მარსიათი. მათეიას ძლიერ უნდოდა, რომ
მარსია ძაღლისათვისაც სურათი გადაეღო, მაგრამ ვერ გაებედნა. არ იცოდა, ეს თუ
შეიძლებოდა.
– ამის მეტი რა გამაჩნია შენი ჭირიმე, ვინც გვნახავს, ბარე ერთად გვნახოს. – ბოდიშობდა
მნათე. ფოტოგრაფმა გაიცინა. მარსიასაც გადაუღო სურათი. ყველას სურათის გადაღება
ნდომია. ჩაიბუტბუტა ფოტოგრაფმა.
– ჩვენც გვინდა, რომ ქალაქში გვნახონ. – უპასუხეს ისტერიანმა ქალებმა.
– ყველას ჰყვარებია უკვდავება. – იოხუნჯა ფოტოგრაფმა და რაკი ვერავინ მიუხვდა,
თვითონვე გაიცინა.
სოფელში მაინც სწვიმდა. ხვემურებში ჩამოჟონა. მიწურებში ობის სუნი დადგა.
ფოტოგრაფმა ერთი მუჭა მიწა აიღო. ცხვირსახოცში გაჰხვია და ქალაქში გადასახლდა.

37 მკითხველთა ლიგა
ფოტოგრაფს ქალაქშიაც მოსწყინდა. სამუშაო ძლიერ ცოტა იყო. ქალაქში არავის ეშინოდა
ციების. საღამო ჟამს ფოტოგრაფი ქალაქს გარედ წავიდა. თავის საყვარელ სერზე წამოჯდა.
მთების გადაღმა პურპურისფრად ენთებოდა ზეცა. იგი ამჩნევდა ელექტრონის შუქი
მთვარის სხივებს ეჯიბრებოდა. ცას შერცხვა და გაწითლდა.
ფოტოგრაფის სული ერთბაშად საოცარმა შიშმა შეიპყრო. სადმე რომ ელექტრონი
გადაიწვას, მთელი ქალაქი ხანძარში გაეხვევა. აფეთქდებიან ნავთის რეზერვუარები,
ქიმიური ლაბორატორიები, არსენალები და მაშინ ხომ გაიგებს ქვეყანა, რომ ნამეტანი
სინათლეც მავნებელია. მთიდან ჩამოვიდა. სერი გადაიარა. ქალაქს შეეპარა. მცხოვრებლებს
ეძინათ (რადგან წინა დღით სახალხო დღესასწაული და ღრეობა ჰქონდათ). ფოტოგრაფმა
კარებზე ცარცით დახატა ჯვრები. ჩამოივლის ცეცხლის ანგელოსი. ადამიანები ხანძარს
გადაურჩებიან. მეორე დილას ფოტოგრაფი ისევ ავიდა თავის მაღლობზე. ქალაქის სურათი
გადაიღო.
თემშარაზე მჭედელი სცხოვრობდა. მან ფოტოგრაფს თვალი მოჰკრა. სამჭედლოდან
გამოვიდა. თავი დაბლა დაუკრა. მის ნატერფალს აკოცა.
– შენი წყალობაა, რომ ჩემი სახლი ხანძარს გადაურჩა.
– ჩემი რა საქმეა. – იმართლა თავი ფოტოგრაფმა. ფრინველს დაუმადლე, მას დაუხაზავს
ჯვარი შენს კარზე. მთელი ქვეყანა შავ ფრინველს უნდა უმადლოდეს, თორემ ელექტროს
ხანძარი ქვეყანას გადასწვავდა. მჭედელი სახლში შევიდა. კარები გაიხურა. ახლა მჭედლის
ქალი მზეხარ გამოუდგა ფოტოგრაფს. ქალი კალთებს უკოცნიდა. ფოტოგრაფი მივიდა.
საკინძე გაუხსნა ქალწულს. თოვლის ქულასავით თეთრი ძუძუები გამოიღო. კბილი
დაადგა.
– შენი ძუძუები ტკბილია, როგორც ზედაშე. რა თეთრი ძუძუები გქონია ჩემო ალრაუნა!
ქალი გაწითლდა.
– მე ვერ ვხედავ, აკი ბრმა ვარ.
– მეტი სინათლეც მავნებელია. – ანუგეშა ფოტოგრაფმა და წითელბატონებისაგან
დაბრმავებულ თვალებზე აკოცა ქალწულს.
– სად არის სინათლე?
– სინათლე ქვეყანას ეფინება. – უპასუხა ფოტოგრაფმა და მისი გული სიხარულისაგან
ატოკდა.
საღამოს ფოტოგრაფი თავის ატელიეში იყო. ფანჯარასთან იჯდა. თავის სოფელზე
ფიქრობდა. ადგა. კარადიდან ცხვირსახოცში შეხვეული მიწა ჩამოიღო. სჭამდა. იძახოდა: მე
მიყვარს ნაციები მიწა. შემდეგ სოფლის სურათების თვალიერება დაიწყო. კარი გაიღო. შავი
ფრინველი დინჯად შემოვიდა. ნისკარტით აიღო ნაციები სოფლის და ელექტრონიანი
ქალაქის სურათები. თავზე გადაახია ფოტოგრაფს. ფოტოგრაფი წამოდგა. ფოტოგრაფიულ
აპარატზე წამომჯდარ სტუმარს დააცქერდა.

38 მკითხველთა ლიგა
მიწის გულის ცეცხლი გიზგიზებდა შავი ფრინველის თვალებში. ფოტოგრაფი მუხლებზე
დაეცა. თაყვანი სცა ჯოჯოხეთის სიძეს.
– ქვეყანა სურათის გადაღებად არა ღირს. – დაიყრანტალა სტუმარმა და გაფრინდა.
ფოტოგრაფმა თავისი აპარატი გადმოიღო. ჩექმის ქუსლით დაამტვრია. ამის შემდეგ მას
სურათი არ გადაუღია.
ფოტოგრაფი ახლა წიგნსა სწერს: „ქვეყანა, რომელიც სურათის გადაღებად არა ღირს“.
1924

დიდი იოსები

მეკურტნე იოსებმა საოცარი რამ ნახა თავისუფლების მოედანზე 25 თებერვლის ღამეს.


თვალები ქალაქის საათის ციფერბლატს მისჩერებოდნენ. ელოდნენ ათასების თვალები:
როდის დაჰკრავდა თორმეტჯერ.
მოედანზე იდგა იოსებიც. შეინძრა უშველებელი საათის ისარი, თითქოს სული ჩაიდგაო,
მარჯვნით გადაჩოჩდა, თორმეტჯერ დარეკა.
დამფრთხალი მოქალაქენი საშინელი ამბების მოლოდინში იყვნენ.
ძლივს იდგა ფეხზე მეკურტნე იოსები, მაგრამ შინ წასვლაზე არ ფიქრობდა.
ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს, ხურჯინებს, ჩემოდნებს, ხან სადგურზე, ხანაც
ქუჩიდან ქუჩაზე, რადგანაც ქალაქში გაუგონარი ამბავი ხდებოდა. აიყარნენ მცხოვრებნი,
ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდნენ, აბორგდნენ, აზვავდნენ; ერთი ნაწილი ქალაქიდან
გაიხიზნა თავისი ბარგით, ნაწილიც მოუსვენრად ქუჩებში დაწრიალებდა.
აღარ იცოდნენ, სად შეენახათ პატიოსანი თვლები, ნოხები, ფაიფურის ჭურჭლები და
საგანძური.
ვისაც გული საგულეს ჰქონდა, ვისაც დასაკარგავი არაფერი გააჩნდა, მოედანზე იდგა
რაღაც საოცარისა და არნახულის მოლოდინში.

39 მკითხველთა ლიგა
ღიმღიმებდა ზანტი ფიქრი დიდი იოსების დაქანცულ თავში: ავლაბარში წასულიყო,
„მოდი ნახეში“ ერთი თხლაშო არაყი გადაეკრა? მაგრამ მოედნამდის მოსულს ყოველი
დუქანი მძიმე ურდულებით დაგმანული დახვდა და ეს ანელებდა სურვილს.
ქუჩაში სინათლემ იკლო. საბუღრაოდ გამოსულ მოზვრებივით ღმუოდნენ მაფრაშებით,
სკივრებით დატვირთული ავტომობილები. ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდნენ
ერთიმეორეს, ჩაბღაოდნენ ყურში ბნელ ღამეს და გარბოდნენ.
გარბოდნენ ბარგით დატვირთული ჟოკეიანი, ბლუზიანი მოქალაქეები, მიჰქროდნენ
ეტლები, ზუზუნებდა მოედანზე მდგარი ბრბო, გასცქეროდა ქალაქის გამგეობის აივნებს,
ყაყანებდა, როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს.
ფუნიკულიორის სადგურის ლიფლიფებიც ჩაჰქრა. მამა დავითი გაშავდა, გაიზარდა,
ჰარპუნნაკრავი გველეშაპივით გაიბერა და გვერდით მოუწვა დაბნელებულ ქალაქს.
ლანდები დალასლასებდნენ მოედანზე. ჩოჩქოლი იზრდებოდა. კამათი ყვირილით
თავდებოდა.
იოსებმა მოედნის კიდეზე მოგროვილ მოზრდილ ჯგუფს მიაყურა:
„...გაიქცა და მერმე როგორ? აბა, რა ეგონა მაგ ნაცარქექიას, ბაგრატიონების გვირგვინი არც
ისე იოლი სატარებელია!“ მოშაინესავით ეუბნებოდა შავფაფახიანი კაცი შავბლუზიანს,
რომელსაც ჟოკეის ქუდი ყურებამდის ჩამოფხატოდა.
ტყვიამფრქვევის სისწრაფით აჭარტალებდა ეს პატარა, ტანმორჩილი კაცუნა ენას, უამრავ
უცხო სიტყვებს პირიდან ისროდა.
მობეზრდა იოსებს ეს უნიათო ლაქლაქი, გაერიდა მოყაყანეთ, ტრამვაის კიოსკისკენ
გაემართა, მუხლები დაესვენებინა სადმე.
გადაეღობა წინმაღალი, ქურქიანი კაცი. დაადო მხარზე ხელი მეკურტნეს უცნობმა და ასე
უთხრა ათრთოლებულმა: „წამოდი ერთ წუთში, გეთაყვა“.
მეკურტნემ პასუხიც ვერ მოასწრო, თეთრი, ბანჯგვლიანი ლავერაკის სეტერი მივარდა
იოსებს.
დიდი იოსები დაფრთხა. განზე გადაუხტა ძაღლს.
„ნუ გეშინია, არ გიკბენს“.
აშოშმინებდა ძაღლის პატრონი.
„არ შემიძლია, შენი ჭირიმე, ღამე ცოფიანი ძაღლივით დავრბივარ, პური არ მიჭამია
ჯერაც“.
უცნობი არ მოეშვა:
„მთელი სოლოლაკი შემოვიარე, მუშა ვერსად ვიშოვნე, როგორმე წამომყევი, მე თავათ
გიშველი...“
მდუმარედ მიჰყვნენ სოლოლაკის ქუჩას უცნობი და დიდი იოსები.

40 მკითხველთა ლიგა
მგზავრები იძულებული გახდნენ ფილაქანზე გადასულიყვნენ, რადგანაც კოჯრიდან
მომავალი მძიმე არტილერია შემოეხეჩათ.
ლაფში ამოსვრილი, დაგლეჯილ ფარაჯებში გამოფუთნული ჯარისკაცები უწესრიგოდ
მისდევდნენ ზარბაზნებს.
უცნობმა სთხოვა იოსებს, ცოტა მოეცადა, ხელმეორედ გადავიდა ქვაფენილზე,
არტილერისტების ერთ ჯგუფს გზა გადაუღობა.
„საიდან, ძმებო?“
„სოღანლუღიდან“.
„გენერალი მ... მოიხსნა?“
„მოიხსნა. იმ მხარეზე გვარდიელებმა მთლად გააშიშვლეს ფრონტი“.
„სროლა რომ ისმოდა შეგვიანებით?“
„ეს ჩვენ ვიყავით, იუნკრები, სროლით ვიხევდით უკან“.
„წითლები?“
„ალბათ ლილოს გზით შემოვლენ ქალაქში“.
უცნობი დადუმდა, მუნჯური სალამი გააყოლა მიმავალთ.
მისწყდა ზარბაზნების ბორბლების რახრახი.
სადღაც კარი მიარახუნეს, კუთხეში ბავშვი სტიროდა, შორიდან მილიციელის სტვენა
ისმოდა.
ისევ დაყრუვდა ქუჩა.
ორი მგზავრის ფეხის ხმაღა ისმოდა დაცარიელებულ ფილაქანზე.

***
მაჩაბლისა და ენგელსის ქუჩის კუთხეში ავტომობილი იდგა. მოტორი დამდუღრულივით
თუხთუხებდა: მანქანა ცახცახებდა, გასაქცევად გამზადებულ ყაჩაღსავით აბრიალებდა
ღველფიან თვალებს.
უცნობმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო.
ელექტროთი გაჩაღებულ კიბეებზე, ბატონურ ბინაში შეიყვანა დიდი იოსები.
შუა დარბაზში უწესრიგოდ ეყარნენ გახსნილი ზანდუკები, მაფრაშები, ხელჩემოდნები.
ლიცლიცით ბანაობდა რძისფერი ელექტროს შუქი განიერ კედლის სარკეებში.
თმაგაწეწილი ნამტირალევი ქალები ფეხმორთხმული უსხდნენ ვაშკარანებს.
ფერწასული, სქელთეძოიანი დიასახლისი ფერადი თუნუქით მოჭედილ უშველებელ
ზანდუკში ალაგებდა საოჯახო ნივთებს. ალაგებდა, სტენიდა, ზოგს ისევ იღებდა, განზე
აწყობდა, ზოგსაც გაშტერებულ თვალებს მიაქცევდა.

41 მკითხველთა ლიგა
ტანისამოსებით, საცვლებით დატვირთული მსახური ქალი ვერ ასდიოდა ნივთების
გამოტანას ოთახებიდან, ხელში აჩეჩებდა პატრონს; იგიც ალაგებდა, ფიქრობდა, სწუხდა და
ნერვიულობდა.
უფრო მეტად შფოთავდა ქურქიანი კაცი. ჯიბეებში ხელი ჩაეყო. აჩქარებდა ჩამლაგებლებს
და სარგადაყლაპულსავით დაწრიალებდა განიერ დარბაზში.
„იჩქარეთ, იჩქარეთ, ლილოზე გადმოსულან და ყველაფერი აქ დაგრჩებათ“.
„დედა, სერვიზი რომ დაგვავიწყდა!“
დაიძახა ფერწასულმა, მოკლეკაბიანმა გოგონამ.
„ჩემი ცხენი?“
ჭირვეულობდა შავგვრემანი ბიჭუნა, ცრემლები ნიკაპთან ესკვნებოდა.
„ნუ სტირი, ჩიტუნა, გენაცვალოს დედიკო, და ბათომში გიყიდი აჩუ-აჩუს. სამაგიეროდ,
შენს მტრედს წამოიყვანს მათიკო“.
მუშა იოსები ამ ბუდეაფორიაქებული ხალხის სიბრალულმა აიტანა.
მაჩვივით დაჩოჩავდა გაშლილ ზანდუკებს შორის, აუჩქარებლად, გულმოდგინედ
შველოდა ჩალაგებაში.
მის გარდა ყველა შფოთავდა, ყველას ხელი უთრთოდა, მუხლი ეკვეთებოდა.
დამსწრენი ხედავდნენ, რომ მეკურტნე იოსები, რომელიც არაერთხელ ენახათ დღედაღამ
ქუჩის კუთხეში ატუზული, მეტად კეთილი და დარბაისელი ვინმე უნდა ყოფილიყო.
და რაღაც უხილავი ფლუიდების სახით ვრცელდებოდა მათზედაც ის სულიერი
სიმშვიდე, ამ ლომივით მსხვილთავიანი, პანტასავით სახემჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ
იფრქვეოდა.
მონუსხულივით შესცქეროდა აფორიაქებული ოჯახის მამა დიდი იოსების დინჯი
დუმილით მეტყველ სახეს, გაურანდავ გრანიტსავით ცივსა და მოუხეშავს.
ეხარბებოდა გულის სიღრმეში ამ საცოდავი მეკურტნის უებარი სიდარბაისლე.
არზმანებული სიმდიდრე გადადიოდა ამ წუთში იოსების ხელში.
და სახლის პატრონს ერთხელაც არ შეუნიშნავს, რომ მეკურტნეს რომელიმე ნივთისათვის
თვალი გაეყოლებინა შურისგან არეული, სჩანდა, უცნობი იყო მისთვის ყოველივე
თვალბოროტება.
ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე, თითქოს ბერი ყოფილიყო
დაყენებული, ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი.
იღებდა ხელში იოსები და მახლობელ ყუთებში, სკივრებსა და ზანდუკებში ალაგებდა:
შინდისფერ არშიებით შემკულ , მოოქრულ ფაიფურის ჭურჭლებს.
წერწეტ ვერცხლის შანდლებს, ვერცხლისავე ბადიებს, პატიოსანი თვლებით შემკულ
ხატებს, ირანული მინანქარით მოჩითულ ლარნაკებს, ოქროს ზარნიშით მოოჭვილ ქამარ-

42 მკითხველთა ლიგა
ხანჯლებს, პაწია ყუთებს მოსხო ბრილიანტების ბეჭდებით, მანიაკებით და ოქროს
სამაჯურებით სავსეს.
ძვირფას ბეწვეულს, ტანისამოსს, ბუხარის და ირანის კრაველებს, ქართულ თასებს,
ვერცხლის თუნგებსა და აზარფეშებს.
ოჯახის მამა ლენცოფანაჭამსავით დარბოდა ოთახში, აღებდა კარადებს, მაგიდების
უჯრებს, როცა გასაღებს ვერ პოულობდა, ჩაქუჩით ამტვრევდა მათ.
გლეჯდა კედლებიდან უშველებელ თექის ნოხებს და ფარდაგებს.
მსახურებს გამოჰქონდათ ოთახებიდან ქვესაგებელი, ჭურჭელი, ხელთუნგები, სპილენძის
პასტები, ვერცხლის რახტიანი უნაგირები, გოლიათური, ვერცხლით შეზიკული ჯიხვის
ყანწები, ვერცხლით მოჭედილი ლეკურები, სატევრები, ხავერდგადაკრული მუთაქები და
ურთხმელის ჩარჩოებში ჩასმული სურათები.
დიდი დარბაზის კედლები ისე გააშიშვლეს, თითქოს მდიდრულად მორთულ ბინაში
მტერს უნავარდნიაო.
მხოლოდ ერთ კუთხეში ყოველივე უცვლელად დარჩენილიყო.
მეკურტნე გაოცებული შესცქეროდა კაცის სიმაღლე ფოლადის რაინდის მანეკენს.
შორიდან მთლად ცოცხალ კაცსა ჰგავდა იგი.
თავზე უშველებელი ჯაჭვის ჩაბალახი ეხურა.
ტანზე ფოლადის კინენი, პოლოტიკნი, საბეჭურნი, სამხრენი, სამაჯურნი, ხელებზე
ფოლადის თათმანები, ფეხზე ფოლადისავე საბარკლენი, ფოლადისავე ფეხსამოსელი.
ორივე ხელით დაბჯენოდა უშველებელ ხმალს.
შორიდან ვერ ჰხედავდა იოსები, სახე თუ ჰქონდა ამ ფოლადის კაცს, თვალები თუ
გააჩნდა, ან სული თუ ედგა.
ამის მსგავსი არაფერი ენახა. ხანდახან იჭვიც ებადებოდა: ვინ იცის, ეგებ შიგ ცოცხალი
კაცია!
მაგრამ თუ ცოცხალია, რატომ არ იძვრის, რატომ არას ამბობს და ასეთ წუთში, როცა ყველა
აფორიაქებულია, იგი არც ხმას იღებს და არცთუ სადმე წასვლად ემზადება.
შავგვრემანმა ბიჭუნამ, კახამ, შენიშნა, რომ იოსები ვერ გამორკვეულიყო: ცოცხალი იყო ეს
კუთხეში მდგარი რაინდი თუ აქ რაიმე ჯადოქრობა უნდა ყოფილიყო.
მეკურტნემ დაიჭირა კახას ოდნავ დამცინავი ღიმილი, თვალი აარიდა ფოლადის რაინდს.
შეეშინდა, დამცინებენო, და მის გასწვრივ კედლებზე გადაიტანა მზერა.
კედელზე ფარი ეკიდა უშველებელი, მის გარშემო ძველებური გაზნექილი ხმლები,
დაჟანგული დამბაჩები, წათი, შუბი, წერაქული, საპირეები, საფალიები და ისეთივე
ჩაბალახი რკინისა, როგორიც თავზე ეხურა ფოლადის რაინდს.
ორი ავტომობილი, ერთიც საბარგო, კიდემდის დატვირთა იოსებმა, მაფრაშებისა და
ზანდუკების ყორედან მხოლოდ თავები და მხრები უჩანდათ მგზავრებს.

43 მკითხველთა ლიგა
როცა ავტომობილები შუილით დაიძრნენ, იოსებმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ
ფარფატებდა პატარა კახას ხელში თეთრი მტრედის ხუნდი.
და დიდხანს უწოდა ყურში ბავშვის ნაღვლიანი ძახილი: ბერბერა, მშვიდობით, ბერბერა...

II

ბერბერას ღვედი დიდ იოსებს შეაჩეჩა ხელში სახლის პატრონმა.


სოლოლაკის ქუჩამდის მისულმა ახლა შეამჩნია, ზრდილი ცხოველი დაღონებული
მიჰყვებოდა უკან თავის ახალ პატრონს.
მეკურტნე ყოყმანობდა, სად წაეყვანა ეს ბატონკაცური ძაღლი ამ უპურობის დროს?
ავტომობილები ცოფიანი მგლებივით დაჰქროდნენ ქალაქში. ფილაქნებზე ხალხი ირეოდა.
სასახლის ქუჩაზე მომავალ ქალსა და კაცს წამოცდათ სიტყვები მთრთოლვარე და უეცარი:
„მოდიან, წითლები ლილოზე გადმოსულან. მენშევიკების მთავრობა დაუჭერიათ, მოდიან“.
ამ სიტყვებმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინეს იოსებზე. მის გვერდით ავტომ
დაიღმუილა, ფარაჯას ტალახი შეაშხეფა. სადღაც ვიტრინა ჩალეწეს. უეცარი ყვირილი
გაისმა დაბნელებულ ქუჩაზე. ისევ ინათა, დაიბღავლა ავტომ, დაიზუზუნა და ისევ გაჰქრა.
ვიღაცეები გარბოდნენ, სხვები უკან მისდევდნენ.
ქართული კლუბის შესავალთან პირისპირ შეეხეჩა იოსები ორს, თოფებზე დაყრდნობილ
ლანდს.
ერთს ცალი მკლავი თეთრი ბინტით ჩამოეკიდა.
დაკოდილი სტიროდა. რაღაცას უთხრობდა ამხანაგს.
ათოვდა სახეში იოსებს. სისველე ფეხებში ჩადგომოდა, უსაზმნო ფიქრებს გადაყოლილი
გამოერკვა, ავლაბრისკენ წასვლა განიზრახა. აკანკალებული ბერბერა შეებრალა.
ფილაქანზე დაწინაურებული ძაღლი სოლოლაკისკენ მიიწევდა.
მიუშვა საბელი ბერბერას და მიჰყვა კვალდაკვალ უპატრონო ცხოველს. ძაღლი ნაჩვევ
კიბეზე აუძღვა თავის ახალ პატრონს, თათით შეაღო კარი და დიდ დარბაზში შეიყვანა
მეკურტნე იოსები, იატაკზე დაგლეჯილი კარტონები, ქაღალდის ნაგლეჯები და
უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ავეჯი დაუხვდა იოსებს.
მათ შორის ბრძოლის ველზე მიტოვებული მერანივით იდგა პატარა კახას
სადავემიშვებული ხის ცხენი.
იოსებმა ცალი ხელი თვალზე მიიჩრდილა, დარბაზის კუთხისაკენ გაიხედა.
იდგა მდუმარედ ფოლადის რაინდი და ნაღვლიანად გასცქეროდა გაპარტახებულ,
მიტოვებულ ოჯახს.

44 მკითხველთა ლიგა
დიდი იოსები მიუახლოვდა, სახეზე ჩამოფხატული ჯაჭვის ჩაბალახი გადაუწია.
იცნო ფიტული, ხელი შეახო ფოლადის სამოსს.
მთელი საჭურველი ჯოხებზე იყო ჩამოცმული.
გაოცებული ათვალიერებდა დიდი იოსები ამ საოცარ ფიტულს, რომლისთვისაც არც ერთ
ზანდუკში ადგილი არ აღმოაჩნდა მის პატრონს.
ახლა კახას ცხენს მიუბრუნდა იოსები. ბავშვივით გაიხარა, რადგანაც იგი ძლიერ მიაგავდა
ნამდვილ ცხენს. ხელი გადაუსვა გავაზე და გაიღიმა.
მის თვალწინ ცხენის პატრონის ცრემლიანმა სახემ იელვა და ეს ღიმილი დაუხშო
საოცარმა სიბრალულმა.
საბელი მოხსნა ბერბერას იოსებმა. თავათ შუა დარბაზში იდგა და გასცქეროდა, თუ
როგორ დასუნსულებდა ოთახებში, სულ წკმუტუნებდა და ეძებდა თავის პატრონებს.
მთელი ბინა შემოიარა იოსებმა. ყოველ კუთხეს ყურადღებით ათვალიერებდა.
სამზარეულოში ონკანიდან წყალი მოჟონავდა, უშველებელმა კედლის საათმა სამჯერ
დარეკა. ახლაც ისე გულმოდგინედ უცქეროდა დიდი იოსები ამ საათს, როგორც წეღან
თავისუფლების მოედანზე დიდი ისარის გადაქანებას და ამ მყუდროებაში საოცარი
მარტოობა და მოწყენა შეიცნო.
სასადილო ოთახში გაშლილი სუფრა დარჩენოდათ.
იოსებმა დაჰხედა საჭმელს, მაგრამ მოეკრძალა ნაოხარის ჭამას, ისევ სადარბაზოში გავიდა.
ხავერდგადაკრულ შეზლონგზე წამოწვა.
მთელ თავის სიცოცხლეში პირველად დაწვა იგი ასეთ ზამბარებიან რბილ საწოლზე,
მაგრამ დაქანცულის თვალს ძილი მაინც არ ეკარებოდა.
შესცქეროდა დიდი იოსები საოცრად მოლაპლაპე ელექტრონის ლიუსტრას. ამ
უშველებელი სინათლის ფლუიდებმა რაღაც უმიზეზო, გამოურკვეველი სიხარული
გააღვიძა მის გულში და დიდი იოსების გონება უნებლიედ იმათ მისწვდა, ვინც ორიოდე
საათის წინ ვაითა და ვიშით დასტოვეს ეს საუცხოო ბინა.
ატკინა თვალი სინათლემ მწოლარეს.
დიდმა იოსებმა თვალები დახუჭა და ხედავს იგი საოცარ, ლილისფერ რკალებს, რკალები
იზრდებიან, განიერდებიან, არეში ჰქრებიან, და მათ ნაცვლად ყომრალი და სინგურისფერი
ბურთულები ცეკვავენ ჰაერში.
ნელი ფეხის ხმა მოესმა, წამოიწია იოსებმა. ეს ბერბერა მისულიყო ახლოს.
„ბერბერა, მოდი ჩემთან, შე საცოდავო“. შეესიტყვა იოსები პირუტყვს.
ჩასცქეროდა იგი ლამაზბეწვიან ცხოველს ქარვისფერ თვალებში. ბერბერაც ისეთი
გონივრული გამომეტყველებით შეჰყურებდა შეზლონგზე მწოლარეს, თითქოს საცაა ენას
აიდგამსო.

45 მკითხველთა ლიგა
ხელს უსვამდა დიდი იოსები ბერბერას ნაპენტი მატყლივით რბილსა და კრიალა ბეწვს და
მის ხსოვნაში ჩაიარა უჯიშო, ქეციან, გაბოროტებულ ძაღლების ლეგეონმა, რომელნიც
ათასობით ენახა მას რაჭასა და ქალაქში.
არც ერთ მათგანს არა ჰგავდა ბერბერა.
ძაღლმა თათი მკლავზე დაადო და დიდმა იოსებმა ეს ამოიკითხა თავაზიანი პირუტყვის
თაფლისფერ თვალებში:
ჩემმა პატრონებმა დაუკითხავად დამაგდეს, ამაგი არ დამიფასეს და ახლა შენა ხარ ჩემი
მფარველი და მეგობარი.
ამ ღამეს, როცა ზოგიერთი გულგახეთქილი გარბოდა, რატომღაც დიდი იოსებიც
განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა თავის მიუსაფრობას და მარტოობას. და ასეთ
მძიმე წუთებში ბერბერას მოალერსება რაღაც განუსაზღვრელი სინაზით ავსებდა მის სულს.
კიდევაც რომ გარკვეული საფრთხე მდგარიყო მის წინაშე, სად წასულიყო? ოცდაათი წელი
ატარებდა თავის კურტანს ამ ქალაქში. ყოველი კუთხე მისთვის ნაცნობი იყო და სანუკველი
ამ სიბერეში, სად გაქცეულიყო?
რაჭაში არაფერი დარჩენოდა. მის ძმისშვილებს არც კი ეპიტნავებოდათ მისი დანახვა,
არაერთხელ შეეცადნენ ლენჩად გამოეცხადებინათ და ფარდაგისოდენა მიწის ნაჭერი
წაეგლიჯათ მისთვის.
მეკურტნე იოსებს გულის სიღრმეში ჩაწვეთებული ჰქონდა, ბოლშევიკები მუშებს არას
ერჩიანო, წინააღმდეგ, საუკეთესო სახლებს მათ დაურიგებენ, ამ ფიქრებში გართულმა
ჩასთვლიმა.
ეზმანა დიდ იოსებს:
ფოთის ბოღაზში მუშაობდა იგი. შავი ქვის გემებს ტვირთავდა.
მოადგა ნაპირს უშველებელი გემი.
გაირჭო პირში გემის უფროსმა უზარმაზარი თუნუქის საყვირი და იძახის: იოსებ ქველიძე.
წამოდგა ტფილისელი მეკურტნე, მეორე იოსებ ქველიძე და მიაშურა გემის უფროსს.
ბრაზმა აიტანა დიდი იოსები, რომ მისმა სეხნიამ და თანამოგვარემ აქაც მოსდია.
ტფილისში აკი დაარქვეს მას მეკურტნეებმა, ამ მეორე იოსებ ქველიძისაგან გასარჩევად,
დიდი იოსები. წამოიჭრა დიდი იოსები, გაარღვია წრე, გვერდით ამოუდგა მეორე იოსებ
ქველიძეს, თავისი ახმახი, ბრგე ტანით დაჩრდილა იგი და ეუბნება გემის უფროსს: ეს მე ვარ
იოსებ ქველიძე, დიდ იოსებად წოდებული.
„თუ შენა ხარ დიდი იოსები, – ეუბნება მას გემის უფროსი, – გადააგდე შენი კურტანი და
აჰა, მთელი გემი თუთუნი ჩამოგიტანე“.
სიხარულისაგან მუხლები უკანკალებს დიდ იოსებს. გემის ტრაპი ტორტმანობს მის
ფეხქვეშ.

46 მკითხველთა ლიგა
ერთბაშად რაღაც ტკრციალმა გამოაღვიძა, წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა, ბერბერა
აღარსად იყო.
დიდი იოსები უქუდოდ გამოვიდა ქუჩაზე.
არსაიდან ისმოდა ჩქამი.
ტელეგრაფის ბოძებს აზუზუნებდა ქარი.
თავისუფლების მოედანზე ორიოდე ავტომობილი ყვიროდა. რუსთაველის პროსპექტზე
უკუქცეული ჯარის ნაწილები უწესრიგოდ მიღოღავდნენ.
დამარცხებულთა ეშელონები ერთიმეორეს მოსდევდნენ. თავჩაქინდრული ოფიცრები
უღიმღამოდ ისხდნენ ცხენებზე, ჯარისკაცებს წინ მიუძღვოდნენ.
სთვლემდა სარკმელგამოღამებული მთავრობის სასახლე. სასახლის ნაძვნარში
მოუსვენრად ბორგავდნენ, ყრანტალებდნენ ყორნები.
მელანქოლიურად ჟღურტულებდნენ შადრევანები, უზუნდარას მოცეკვავე ქალსავით
არხევდა ქარი შეატყორცნილ შადრევანის ღეროს. ფარაჯიანი ლანდები დაღოღავდნენ
მიტოვებულ ხეივნებში (იმ ღამეს დაჰკლეს ვიღაც გარეწარებმა სასახლის ბაღში
უკანასკნელი რომანტიული გედი).
პლეხანოვის ქუჩაზე გვარდიელთა ეშელონები უკვე ფილაქანებზე გადმოსულიყვნენ,
ჩოჩქოლით, ლაშლაშით მოსდებოდნენ ქუჩებს.
ოქრომჭედლის მაღაზიას მოსახვევში ამტვრევდა გახულიგნებული ბრბო. ძველი
მთავრობა გაიქცა, ახალი არსად სჩანდა.
ცხადია, ამ შუამთავრობის დროს ძარცვის კვირა დაიწყება, გაიფიქრა დიდმა იოსებმა.
მთელი თავისი სიცოცხლე პატიოსანი ოფლით მონაპოვარ პურსა სჭამდა დიდი იოსები.
არასოდეს სხვის საკუთრებისაკენ ხელი არ გადასცდენია.
ამ ღამემ საოცრად ააფორიაქა მისი წარმოდგენა.
აგუნასავით დაბობღავდა მოხუცი ამბოხებულ ბრბოში.
ხან ერთ ჯგუფს აეკიდებოდა, ხან მეორეს – იოლი საშოვარის საძიებლად აღტყინებული.
ქსენიევის ქუჩის კუთხიდან შავებით მოსილი, ორ ჯოხზე დაყრდნობილი, უსინათლო
დედაკაცი მოდიოდა, გულამომჯდარი სლუკუნებდა. უმწეოდ უშტერებდა ელექტროთი
გაჩაღებულ ქუჩას მარღია თეთრ თვალებს: „გამქურდეს, მიშველეთ“, ბუტბუტებდა
სასოწარკვეთილი, მაგრამ ვის ეცალა გასაკითხავად.
(იმ ღამეს მეც ტფილისის ქუჩებზე დავწრიალებდი. ის მოხუცი მეც შემხვდა,
გერმანელების ეკლესიის ეზოში, ბაღის სკამზე დაესვა ვიღაცას. იჯდა და სტიროდა ჩუმად,
ადგილის დედას მიაგავდა საქართველოისას, საკუთარი შვილების მიერ გაძარცვულსა და
ყელგამოჭრილს).
ბნელ მოსახვევში ორი კაცი დასჭიდებოდა უშველებელ მაუდის გორგალს.
ერთი თავს ჩაბღაუჭებოდა, მეორე ბოლოს.

47 მკითხველთა ლიგა
გამოიარა თოფიანმა, იშიშვლა ხანჯალი, შუაში გაუჭრა.
ორივენი სიბნელეში გაჰქრნენ.
პატარა, დაბალფანჯრიან სახლში ვიღაცეები კარებს ამტვრევდნენ, ეზოდან ქალის კივილი
ისმოდა.
სადგურის ქუჩაზე რკინიგზის სამმართველოს ფანჯრები ჩაელეწნათ. საწერი მანქანები და
ტელეფონები გამოჰქონდათ.
იოსებმა თვალი მოჰკრა, ერთი ციდა ბიჭი უშველებელ თუნუქის ყუთს მოათრევდა.
ფულის სალარო თუა, გაიფიქრა იოსებმა, თავისი ყავარჯენი მოიმარჯვა და გამოუდგა.
ქურდმა ნადავლი ვერ ზიდა, ფილაქანზე გაუვარდა.
იოსები დაწვდა ნადავლს, თუნუქის ხუფი ახადა.
დანჯღრეული საწერი მანქანა შერჩა ხელში.
გულგაცრუებულმა ფეხი ჰკრა მანქანას, აჟღრიალდა თუნუქი, შეკრთა და გაეცალა.
სადგურის ქუჩაზე ბავშვების სათამაშოების მაღაზიის ვიტრინა ვიღაცას შეემტვრია,
ვიტრინაში გამოფენილი ცხენები, ეტლები, დათვები, პაწია ორთქლმავლები, ფერადი
ბუშტები, ნავები, ურმები, სარებუსო დაფები – ყოველივე ხელუხლებლად დაეტოვებინათ,
ყველაფერი რიგზე ელაგა, მხოლოდ ორი დედოფალა პირაღმა წაქცეულიყო (ასე ეცემიან
ხოლმე პროვინციელი სცენისმოყვარე ქალები ტრაგიულ როლებში, თავის მოწამვლის
შემდეგ), მესამე, მოზრდილი ტიკინა ფეხზე იდგა. ცივი, უაზრო თვალი ჰკიდა რამდენიმე
დაჭმუჭნულ ათასმანეთიანს, მიმოიხედა გარს და ჯიბეში ჩაიდო. ანაზდეულად ისევ
სადგურს მიაშურა.
მაფრაშებით, ტომრებით, ხელბარგით დატვირთული ადამიანების მასსა გარს
შემორტყმოდა სადგურს. კარებში ჭედვა იყო.
ვისაც კარებში შესვლის იმედი დაჰკარგოდა, ფანჯრებს ამტვრევდა. ტალანის შესავალთან
რაღაც მოებლანდა ფეხებში იოსებს.
იცნო ბერბერა.
„მინისტრის ცოლი ვარ. ვაგონი, ახლავე ვაგონი“. უყვიროდა უფროსს თოჯინასავით
მრგვალი, დაბალი დედაკაცი, თან ნერვიულად ფეხებს აბაკუნებდა.
გადმოდგა წითელქუდიანი კაცი: „მოქალაქენო, მცხეთასთან წითელმა ჯარმა ლიანდაგი
გადაჭრა და მატარებელი არ იქნება“.
ამ ქადაგებას ქალების ისტერიული კივილი მოჰყვა.
ასე მოაწია დიდმა იოსებმა თავისუფლების მოედანს, რომ არც ეტლი და არც ადამიანი არ
შეხვედრია.
აქა-იქ უპატრონო ძაღლები დაღოღავდნენ.
შიში გართხმულიყო ქალაქზე, სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ
ქუჩებს.

48 მკითხველთა ლიგა
მიჰყვა იოსები ისევ ბერბერას.
ბინაში შესვლის უმალ გადარაზა კარები, ფანჯრების დარაბები მაგრად დაგმანა.
ამ წუთში დამყარებული მყუდროება დაარღვია ხმამაღალმა ფიქრმა. დიდი იოსების თავში
უეცრად გაიხსნა იდუმალი კვანძი: უპატრონო ბინა უნდა მიესაკუთრებინა.
ეს ფრიად იოლი უნდა ყოფილიყო.
ახალი მთავრობა საიდან გაიგებდა, რომ მეკურტნე იოსებმა სხვისი ბინა მიისაკუთრა,
სახლის პატრონი ისე დაშინებული იყო, იგი ქალაქში ვერ გამოჩნდებოდა.
ქვედა სართულიც მიტოვებული იყო.
პირაღმა იწვა დიდი იოსები შეზლონგზე. ტკბილს ოცნებას ეძლეოდა. არასოდეს
გამოეცადა იოსებ ქველიძეს საკუთარი სახლის სიყვარული. დღეიდან მის ცხოვრებას ახალი
მიმართულება უნდა მიეღო. ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას
გააქირავებდა, მარტო ავეჯი რომ გაეყიდა, რამდენიმე წელს ესეც ეყოფოდა.
ახლა კედლის საათები, სამზარეულოს ჭურჭელი, განიერ ჩარჩოებში ჩასმული სურათები,
ხავერდის პორტიერები, კარადები, მაგიდები.
და ამ საგნებმა მწკრივად ჩაიარეს მის თვალწინ.
ენიშნა დიდ იოსებს თუთუნით გატენილ გემის ამბავი.
უცნაურმა სიხარულმა აანთო მისი მიმქრალი სულის ოდნავ მბჟუტავი პატრუქი.

***
ერთხელ უდაბურ ეწერში ვნადირობდი გაზაფხულის პირზე.
აპრილის მზე ბუღრაობდა ფაიფურის ცადაქნილზე. დამქანცა ნადირის დევნამ.
მწყუროდა, მცხელოდა. საგრილობელი მენატრებოდა. გარშემო მხოლოდ ჩირგვნარები
იყო და ჯაგი.
ვიარე, ვიარე, ვიარე – მუხას მივადექი ასწლოვანს.
აქ გამივლია ოდესღაც, მუხას შტოები შემოძარცვოდა.
აქ ყორნები მინახავს შემოხიზნული, ან წეროები, სამხრეთს მიფრინავნი, სულს რომ
ითქვამდნენ გამხმარ შტოებზე.
ახლა ეს მუხა ამწვანებულიყო გაზაფხულზე, მწვანე ყლორტები ალაგ-ალაგ ამოსვლოდა.
გაზაფხულს გამოეგლიჯა სიკვდილის ხელიდან ბებერი მუხა.
ასე აპირებდა უკანასკნელად აყვავებას დიდი იოსების მჭკნარი ცხოვრება.
უთენია ფეხზე იდგა დიდი იოსები. დიდი დარბაზი დაგავა, გამოღებული ყუთები ისევ
თავთავიანთ ალაგას შეაწყო, ღიად მიტოვებულ შკაფებში შედგა მაგიდებზე დარჩენილი
ჭურჭელი.
კედლებიდან ჩამოგლეჯილი სურათები, იატაკზე მიყრილ-მოყრილი ისევ კედლებზე
დაჰკიდა.

49 მკითხველთა ლიგა
ავეჯი მიალაგა. დარჩენილი სუფრის საფენები მაგიდებზე გადააფარა. სამზარეულოშიც
წესრიგი დაამყარა.
ჩაი აიდუღა, კარადიდან პური და ყველი გამოიტანა, ბერბერას შეაძლია პურის ნატეხი,
მაგრამ განებივრებულმა ცხოველმა არ იკადრა პურის ჭამა.
გაახსენდა იოსებს, რომ ერთი კარადა გაუხსნელი დარჩა, ადგა, გასაღები ვერ იპოვნა,
შეამტვრია კარი.
ფაფახი, მოძველებული ჩოხა-ახალოხი და სადა ქამარ-ხანჯალი, ვერცხლისტარიანი დანა-
ჩანგლები, ვერცხლის ბადიები და კოვზები იპოვნა ქვედა განჯინაში.
მოიზმანა ჩოხა, საუცხოოდ მოერგო. თავზე ქარვისფერი ბოხოხი დაიხურა. დადიოდნენ
იოსები და ბერბერა განიერ კედლის სარკეების წინ.
რითი არ ჰგავდა მიხაკისფერ ჩოხაში გამოწყობილი დიდი იოსები მამამისის მებატონეს –
როსტომ წერეთელს. მასაც სწორედ ასეთი ჩოხა ეცვა, თეთრი მეძებარი გვერდს უმშვენებდა.
მთელი საათები ტრიალებდა სარკის წინ.
ამ ბატონურმა დარბაზებმა, ამ საუცხოვო ავეჯმა, ბრჭყვიალა ლიუსტრებმა, ხავერდის
პორტიერებმა, აზნაურულმა ჩოხა-ახალოხმა, მონადირე ძაღლმა, აუარებელი სიმდიდრის
დაუფლებამ დიდი იოსები წამიერად გარდაქმნა, რადგან საგნები გაბატონდნენ მასზე.

III

მეორე დღეს ბებუთოვის ქუჩაზე მობარბაცდა მთვრალი იოსები. აკაკი წერეთლის ქუჩიდან
გამოვიდა სამი კიდემდის დატვირთული საბარგო ავტომობილი, ამ ავტომობილებში
უწესრიგოდ ეყარა საოჯახო კარადები, მაგიდები, საწოლები, ქვაბები, თავმოკრული
ტომრები.
წინ და უკან ჩიქილიანი, ლეჩაქიანი დედაკაცები და ბავშვები ისხდნენ, სამიც ჭარმაგი
კაცი.
ქუჩის მოსახვევთან მეწინავე ავტომობილს ბორბალი მოსძვრა. დაზიანებულ მანქანას
ქუჩის ბავშვები გარს შემოერტყნენ, უყურებდნენ, თუ როგორ ქოქავდა შოფერი მანქანის
საბურავს.
იოსებიც შეუერთდა ცნობისმოყვარე ბრბოს.
იოსებმა ვეღარ დამალა თავისი ცნობისმოყვარეობა.
მგზავრები ამბობდნენ. ჩვენ ნაძალადეველი მუშები ვართ და ქალაქის რევკომმა
სოლოლაკში ბინა მიგვიჩინაო.
„ოცი ოჯახი დღეის სწორს უნდა გადმოვიდნენ“, ამბობდა ხნიერი. ჩიქილიანი დედაკაცი.

50 მკითხველთა ლიგა
დიდ იოსებს ენიშნა, მაგრამ არ ერწმუნა ნაამბობს. როცა შეკეთებული და დაქოქილი
ავტომობილი დაიძრა, იგი ძუნძულით მისდევდა ავტომობილებს, მტვერი ეყრებოდა
სახეში, ბერბერა წინა ავტომობილს დაეწია, უყეფდა კოფოზე მჯდართ.
ავტომობილი ბებუთოვის ქუჩაზე შესდგა.
როცა ავტომობილები შეაჩერეს და ბარგის გადმოტვირთვა დაიწყეს, დიდი იოსები შესდგა,
უყურებს: არზმანებული სასწაულის ახდომას.
მუშები სოლოლაკში? წინათ ასეთ ჩამოგლეჯილ ხალხს არც კი გააჭაჭანებდნენ ამ უბანში.
როცა რაჭველი მეკურტნეები ქუჩის კუთხეში მოგროვდებოდნენ, რუსი „გოროდოვოი“
გამოივლიდა და მოყაყანე რაჭველებს დაშლიდა.
ახლა? ახლა ბურჟუებს სოლოლაკიდან მიერეკებიან, მუშები სოლოლაკში მოჰყავთ, ეს არ
იყო 25 თებერვლის ღამეს განაგონი ჭორი, დიდი იოსები თავათ ჰხედავდა ამ ამბავს, ეს
ჩამოგლეჯილი მგზავრები, ამ ავტომობილში უწესრიგოდ ჩაზვინული საოჯახო ხელსაწყო,
ხელშესახები და სარწმუნო საბუთი იყო.
ჩიქილიანი ქალი ახალგაზრდამ ჩამოიყვანა ავტომობილიდან, იგი მთვრალივით
დაბარბაცდა და მის გვერდით უქმად მდგარ იოსებს ეუბნება:
„ეი, მუშა, გვიშველე ბარგის გადაზიდვაზე“.
დიდმა იოსებმა ოდნავ ითაკილა ასეთი მომართვა, ერთი ნაბიჯი უკან გადასდგა.
„მე მუშა აღარა ვარ“.
წაილუღლუღა.

IV

თქვენ შეგიძლიათ განუსაზღვრელი სიხარული გიღვიოდეთ გულში, თქვენ შეგიძლიათ


განუსაზღვრელი ბედნიერება გულჩათხრობილად ატაროთ თქვენ სულში, მაგრამ ვიდრე ამ
სიხარულს, ამ ბედნიერებას მეორე ადამიანს არ უწილადებთ, სავსებით ვერ შეიცნობთ მათ.
ასე, დიდი იოსები წელში გამოასწორა ჩიქილიან დედაკაცისათვის ნათქვამმა სიტყვებმა.
ვიღაცამ ხომ იცოდა ამქვეყანაზე, რომ იგი უკვე მეკურტნე არ იყო, ვიღაცას ხომ სჯეროდა,
რომ იგიც ისევე ბედნიერია, როგორც მრავალი ათასი კარგად ჩაცმული, თავაწეული
მგზავრი ამ ქუჩაზე და ამ ქალაქში.
აკი ამბობდნენ: თავადები გაგლეხდებიან და გლეხები გათავადდებიანო.
ასრულდა კიდევაც, როგორც წინანდელი ღამის სიზმარი. მხოლოდ ეს იყო: ვერავისთვის
გაემხილა ამ უცნაურ ბედნიერების ამბავი, უშველებელმა საიდუმლოებამ კიდემდის აავსო
მისი სული..

51 მკითხველთა ლიგა
საოცარ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა დიდი იოსები. ქუჩაში ვერ ბედავდა ბატონური ჩოხა-
ახალოხით გამოსვლას. ისიც კმაროდა, რომ ქუჩის ბიჭები ირონიული ღიმილით
გააყოლებდნენ თვალს ჯიშიან მეძებართან მოსეირნე ძონძებიან მეკურტნეს. ყველას
ეუცხოებოდა, რომ ასეთი ლამაზი, ზრდილი ძაღლი ჩამოგლეჯილ კაცთან დასეირნობდა.
ისწავლა იოსებმა საკომისიო მაღაზიისა და „დეზერტირკის“ გზები. ხან ერთ ნივთს
გამოიჩრიდა იღლიაში, ხან მეორეს. ყიდდა, აგირავებდა, მერმე „ქოსებს“ ჩაუვლიდა ამ
„მოდი ნახეში“ ისადილებდა, მთვრალი შინ ბრუნდებოდა, ჩოხა-ახალოხს ჩაიცვამდა,
ყალიონს გააჩაღებდა და ბატონურ ბუხარს მიუჯდებოდა, და მისი ფანტაზია ცად ამწვდენ
კოშკებს აგებდა, სახმელოში არ ეტეოდა მისი ოცნება მაშინ და სამზეოს მოედებოდა.
ეს ყოველივე სიმთვრალეში.
გამოფხიზლებულს მოსვენება დაეკარგა.
სადღა იყო მისი აუმღვრეველი ძილი, ის ტკბილი სიზმრები, ავლაბრის სარდაფში რომ
ენახა.
როგორც კი შეღამდებოდა, ყოველ ფეხის ხმაზე, კარების დარახუნებაზე, პორტფელიანი
კაცის დანახვაზე, ავტომობილის გუზგუზზე შემკრთალი წამოვარდებოდა.
ახლა შეიგნო იოსებმა, თუ რატომ კანკალებდნენ შიშისაგან 25 თებერვლის ღამეს ქუჩებში
მოლაშლაშე მოქალაქენი, როცა გაისმოდა სიტყვები მრისხანე და დამზაფვრელი;
„ბოლშევიკები მოდიან“.
ეზარებოდა დაძინება, რადგან მარჩობელა გველივით შემოადგებოდნენ კოშმარული
სიზმრები.
მოესმოდა ავტომობილის შემზარავი გუგუნი სიზმარში.
ჩექმების ბრახუნი ისმოდა, ვიღაცეები კარებს აწვებოდნენ, არახუნებდნენ. ოფლში
იწურებოდა მძინარე, ყვირილი ეწადა, ხმა არ ჰყოფნიდა.
ყოველ შემთხვევისათვის, პასუხი დამზადებული ჰქონდა.
თუ მის ბინას ახალი მთავრობა მოაგნებდა, შეევედრებოდა, რაკი ბინა მან გადაარჩინა,
მისთვის ეჩუქნათ იგი.
ყოველ შემთხვევაში, სასჯელს აიცდენდა. ბებუთოვის ქუჩაზე შეხვედრილ მუშების
მაგალითი მხნეობას ჰმატებდა მას.
ძლიერ ფრთხილობდა ბერბერა.
მცირეოდენი ჩამიჩუმიც არ გამოეპარებოდა. ეს არ მოსწონდა მხოლოდ, რომ ბერბერა
იოსების ჩვეულებრივ კერძს არ კადრულობდა.

52 მკითხველთა ლიგა
V

საღამოს გვიანამდის დარჩა დიდი იოსები „ნოეს ვაზში“. აქ რაჭველი მეთორნეები და


მებარგეები ლოთობდნენ. სწორედ აქ გაანდო ერთ მეკურტნეს მთვრალმა თავისი
სიხარული, რადგან საიდუმლო ვეღარ დაიტია მარტოხელას გულმა. მეთორნე ქიტესამ
გააფრთხილა: ბევრი, ბათუმში გაქცეულთაგანი, ახალმა მთავრობამ შეირიგა და შესაძლოა,
შენი სახლის პატრონიც დაბრუნდეს და ფრთხილად იყავიო, ურჩევდა ქიტესა.
ეს სიტყვები გესლივით ჩაენთხა გულში. ადრე დასტოვა სუფრა შინ დაბრუნდა.
იმ ღამეს დაიწყო ყოველივე უბედობის სათავე.
მთვრალს გაუხდელად დასძინებოდა შეზლონგზე.
ეზმანა დიდ იოსებს: კუთხეში მდგარ ფოლადის რაინდს სული აედგა, საშინელის
ხრიალით, ფარ-ხმალის და ჯაჭვის პერანგის ჩხარუნით მოდიოდა ხმალგაშიშვლებული
შავნიღაბიანი კაცი.
დაუპირისპირდა იოსებს და გადიძრო ჯაჭვის ჩაბალახი, რათა ეჩვენებინა საზარელი პირი
და გაცოფებული თვალები. და ამ თვალებით იცნო დიდმა იოსებმა ბინის პატრონი,
მუხლები მოეკეცა, შეევედრა ეპატიებინა მისთვის, რომ მან, დიდმა იოსებმა, რომელსაც
არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია, მაგრამ ხელსაყრელ მდგომარეობისაგან
წაქეზებულმა სხვისი ქონება გაფლანგა, მაგრამ ამაო იყო მისი ცრემლში ამოვლებული
სინანული, მოისმა საზარელი ფოლადის ტკრციალი, და ავარვარებულმა ხმალმა შუა გააპო
დიდი იოსების თავის ქალა.
შეშფოთებული წამოვარდა იოსები, თავის ტყაპუჭს დაავლო ხელი,მეორე ოთახს შეეხიზნა
და მაგრად გადარაზა კარები.
მაგრამ თვალს მილულავდა თუ არა, ისევ ფოლადის წკრიალი, კოშმარულ სიზმარში და
ცხადზმანებაში მოესმოდა გამუდმებული აბჯრის ჩხრიალი და ყურის წამღები ფოლადის
ჟღერა.
ნაშუაღამევს, როგორც კი მყუდროება ჩამოვარდებოდა, მთელი ბინა გაიქარჩხებოდა.
საოცარი იყო: ბერბერას არ ესმოდა ყოველივე ეს.
ერთ ღამეს ძალზე მთვრალი დაბრუნდა იოსები. თვალი წალულა თუ არა, ისევ ახმაურდა
გაქარჩხული სახლი, არაკუნდა, აკაკუნდა მთელი ავეჯი, ფანჯრებმა ზრიალი მორთეს.
მერმე გაისმა ფოლადის აბჯარის რაჩხუნი, ხმლის წკრიალი.
თავზარდაცემული დიდი იოსები ეზოში გავარდა და პირველ სართულზე ახლად
დამდგარი მდგმურები ფეხზე დააყენა:
რევოლვერებით შეიარაღებული სტუდენტები სანთლებით ხელში შემოუძღვნენ იოსებს
დიდ დარბაზში. აქ მან ყოველივე უამბო მათ, რაც მე ავსწერე ზემოდ.

53 მკითხველთა ლიგა
ფოლადის რაინდი გაუნძრევლად იდგა თავის კუთხეში, როგორც სიცელქისათვის
დასჯილი ბალღი.
მეორე დღეს კომუნალურ მეურნეობის აგენტმა ჩაიბარა ოქმით დიდი იოსების ნადავლი
ბინა, ხოლო თავათ დიდი იოსები მეეზოვედ დააყენეს.

VI

პირველ დღეს დიდი იოსები ძლიერ კმაყოფილი იყო, რომ მას ასე დაუსჯელად შერჩა
სხვისი ქონების უსაზმნო ფლანგვა.
იგი შეურიგდა მეეზოვის ნესტიან ოთახს, მაგრამ ბერბერას ძვირად დაუჯდა ბინის
გამოცვლა. გახდა, ეპილეპტიური კრუნჩხვა შეეყარა.
კანტუზიანი მხედარივით უცახცახებდა მთელი სხეული.
შეებრალა იოსებს ავადმყოფი ცხოველი. აქამდის თუ ერთ წუთს არ უშვებდა ქუჩაში, ახლა
ბერბერა თავისუფლად დათარეშობდა, ქუჩის ძუკნა ძაღლებს გადაყოლილი.
გახუნდა, გაჭუჭყიანდა, გაყვითლდა, მისი სპეტაკი ბეწვი. ზინთიანი წილამურები ეკიდა
ტანსა და კუდზე.
სადღა იყო მისი სანაქებო, ზრდილი ქცევა და მიხვრა-მოხვრა, გამურა, ქუჩის ტალახში
ამოიგანგლა მშვენიერი ბერბერა და დაემსგავსა თავადის ქალს, ჟამთა სიავით მრეცხავ
ქალად გადაქცეულს, ქუჩის ბიჭები ქვებს ესროდნენ გაწუწკებულ ძაღლს.
პატივი აეყარა ბერბერას ამ სახლში ახლად შემოხიზნულ მეზობლებისა და მდგმურების
თვალში. მიუხედავად ამისა, დიდი იოსები ლუკმას უყოფდა თავის ერთადერთ მეგობარს.

***
არ მოსწონდა იოსებს თავისი ახალი ხელობა. ისევ კურტნისათვის ხელის მოკიდება ეწადა,
მაგრამ ქალაქში ცხოვრება შეიცვალა, საიდგანღაც აუარებელი ავტომობილები გაჩნდნენ.
განსაკუთრებით ის ბოყინა, რახრახა საბარგო ავტომობილები სძაგდა იოსებს. მათმა
სიმრავლემ ტვირთზიდვა შეამსუბუქა.
ამ ავტომობილებით გადაჰქონდათ ახლა შინაური ავეჯი, ქაღალდის კიპები, ფქვილის
ტომრები, როიალები, რომელთაც წინად რვა რაჭველი მეკურტნე ძლივს ეზიდებოდა.
ყოველივე ამას ისიც დაერთო, რომ ქუჩის კუთხეებში გამოჩნდა ახალი ხალხი, რომელსაც
ეზიდებს უწოდებდნენ.
დიდი იოსები მტრულად უცქეროდა ახალ სტუმრებს, რადგან გაგონილი ჰქონდა:
ეზიდები ეშმაკეულის თაყვანისმცემელნი არიანო.

54 მკითხველთა ლიგა
ეუცხოვებოდა მათი ხმამაღალი ლაპარაკი.
ისინი მცირე გასამრჯელოთიც იოლად მიდიოდნენ. აიკრიბნენ ქალაქში დარჩენილი
რაჭველი მეკურტნეები, ზოგი ქარხნებს შეეკედლა, ზოგიც რუსეთს წავიდა.
ძველთაგანი, ვინც ქალაქში დარჩა, მან ხელობა გამოიცვალა.
დაღონდა დიდი იოსები.
როგორ თვალმიუწვდენ სიმაღლეზე ასტყორცნა ერთბაშად ბედისწერამ და რა მალე
დაირღვა მისი ოცნების გოჯილა!
დარდმა დაბურა მისი გული (სვია შემოერტყმება ასე მოხუცებულ, გაუხარებელ წიფელას).
ეზოში ხმა დავარდა: დიდი იოსები ბინის ჩამორთმევის შემდეგ ჭკუაზე შეირყაო.
მოხუცი გრძნობდა, ყოველი კაცი მას დასცინოდა. იგი გაურბოდა ადამიანებს დღის
სინათლეზე, ორიოდე გროშს იშოვნიდა და ავლაბრის სარდაფებში გადაიკარგებოდა.
ბოლო ხანებში მდგმურები ამჩნევდნენ: დიდი იოსები წარამარა ხმამაღლა ესაუბრებოდა
ბერბერას.

VII

მაისის მთვარიან ღამეს მეორე სართულში მცხოვრები შავგვრემანი სტუდენტი ბაღში


იჯდა იასამნის ბუჩქებს მიფარებული და ოცნებობდა. სტუდენტი ხმამაღლა საუბარმა
შეაკრთო. დამდგარიყო დიდი იოსები აუზთან და პურის ნამუსრევს ისროდა წყალში.
ბერბერა კუდს აქიცინებდა, აუზში იხედებოდა და მალიმალ ჰყეფდა, ყმუოდა. იოსები
რაღაცას დაჟინებით უქადაგებდა ძაღლს.
სტუდენტმა სუნთქვა შეიკავა.
დიდი იოსები დაიხარა. ორივე ყურებთან მოსჭიდა ბერბერას ხელი. დიდხანს შესცქეროდა
თვალებში, თითქოს ულოცავსო. ხელში აიტატა და ექსტაზმორეულმა აკოცა ცხოველს.
ადამიანმა და ცხოველმა ალბათ ამ წუთში იპოვნეს საერთო ენა.
ამგვარი ფიქრი კიანთობდა შავგვრემანი სტუდენტის ოცნებისაგან არეულ თავში.
იმავე შაბათს შავგვრემანი სტუდენტი ეწვია იოსებს.
შეკრთა, დაიბნა დიდი იოსები „განათლებული სტუმრის“ დანახვაზე. შენიშნა სტუდენტმა,
იოსებს არ იამა მისი სტუმრობა. იცოდა, დიდი იოსები გაურბოდა ადამიანებს.
არყის სუნი ეცა სტუდენტს.
უხმო სალმის შემდეგ იოსებმა, ქეჩაგადაგებულ ტახტის ძგიდეზე ჩამოსვა სტუმარი.
ორივენი მდუმარედ შესცქეროდნენ მხრჩოლავ საღამურ ლამპას.
„ერთი მითხარი, ჩემო იოსებ, რას უყურებ ხოლმე ღამღამობით აუზში? მე გნახე გუშინწინ“.

55 მკითხველთა ლიგა
დიდი იოსები შეკრთა და დაიბნა.
„თევზები მანდ არ არის, არც სხვა რაიმე სულიერი“. განაგრძო სტუდენტმა.
„იჰი...“
იცინოდა დიდი იოსები ცალყბად.
„ან ბერბერა რას უყეფს ხოლმე ამ დროს? ეს ამბები მე ძლიერ მაინტერესებს“.
„ბერბერა? ჰმ, ბერბერა...“ ლუღლუღებდა დიდი იოსები.
სტუდენტმა თვალი მიაშტერა მოხუცს. ფუნჯებივით წარბებს დაეჩრდილა მისი ჭროღა
თვალები.
ულოსავით დაგრეხილ ულვაშებს ტუჩები დაებურდათ. საბრალოდ მოკუნტული იყო მისი
მორგვივით მსხვილი, უფორმო ტანი, უშველებელი მოკლე ხელები ღრიანკალივით
დაღვარჭნილ მუხლისთავზე შემოეხვია.
ამ წუთში იგი რომელიღაც უხეირო, ბობღია ზღვის ცხოველს მიაგავდა.
დაძაბული მზერა შემოავლო სტუდენტმა იოსების უსაზღვროდ დამრგვალებულ
აღნაგობას. ასე მოკუჟული იჯდა ეს უშველებელი, ახმახი ტლანქი ლეში და ერთ წუთში
სტუდენტს შემოეფეთა ბასრი და ჭროღა თვალების ელვა და დაინახა ძლიერი სულის
შორეული ლანდის კრთომა, რომელიც დროებით შეხიზნულსა ჰგავდა ამ მოუხეშავ
სიმრგვალესა და სიტლანქეში. ალერსიანად ხელი გადაუსვა დიდმა იოსებმა მის ფერხთით
დაწოლილ ცხოველს და ბუტბუტებდა: „ბერბერა მთვარეს უყეფს ღამღამობით“.
„აა, მაშ შენც მთვარეს აპურებ?“
„რატომაც არა, მთვარე მინდა მოვიტყუო“.
„პურის ნამუსრევით გინდა მთვარე მოიტყუო?“ .
ორივენი სდუმდნენ.
„ადექი, იოსებ, მე ხოში მაქვს, შენთან თითო თხლაშო არაყი გადავჰკრა“.
როცა სტუდენტი წამოდგა, იოსებმა შენიშნა, რომ იგიც მთვრალი იყო.
სოლოლაკის ქუჩაზე გამოვიდნენ, სტუდენტმა შეამჩნია, დიდი იოსები ბავშვივით
დაშინებული გაურბოდა უზარმაზარ საბარგო ავტოებს და მტრულ თვალებს გააყოლებდა
ყოველ მათგანს.
ბერბერაც სცდილობდა არ ჩამორჩენოდა მიმავალთ. დიდი იოსები წარამარა უკან
ბრუნდებოდა, ბერბერას გადაავლებდა თვალს.
„შენ, როგორც სჩანს, ძლიერ უფრთხი ავტომობილებს“. ეუბნება სტუდენტი.
„მე არა...ბერბერა კინაღამ გაიტანა იმ სატიალემ გუშინღამ...“ ბურდღუნებდა დიდი
იოსები.
მოლაშლაშებდა ქუჩაზე უშქარი ბრბო.
დიდი იოსები უხერხულად გრძნობდა თავს, რომ სტუდენტთან მხარდამხარ მიდიოდა,
თითქოს მისი თანატოლი ყოფილიყო. ამიტომ განზრახ შორიახლო მისდევდა.

56 მკითხველთა ლიგა
სტუდენტი წამდაუწუმ შეჩერდებოდა, მოავლებდა მკლავზე ხელს, ცდილობდა ნაბიჯი
გაესწორებინა მისთვის იოსებს.
„დავბერდი, ჩემო ბატონო, არ შემიძლია თქვენსავით ჩქარა სიარული“.
„აწი ბატონს ნუ-ღა მიძახი, იოსებ, მე გივის მეძახიან“.
„ჰო, კარგი, გივი...“
იოსები და ბერბერა „ნოეს ვაზის“ უშველებელ სარდაფში ჩაჰყვნენ გივის.
კუთხეში ერთ პატარა მაგიდას მოუსხდნენ.
„ორი ბატკნის ბუღლამა და ერთი კვარტი თეთრი“. შეუკვეთა გივიმ.
დუქანში უშქარი ხალხი ზიმზიმებდა.
სომხის მეთარეები ხრინწიანი ხმით მღეროდნენ ეთიმ გურჯის შაირებს, მაგრამ არავინ
უგდებდა მომღერლებს ყურს.
მაგიდებს უსხდნენ პორთფელიანი რუსები, შავბლუზიანი ებრაელები, ერთ ადგილას
ფაფუკღიპიანი ტფილისელი მოქალაქეები შეექცეოდნენ მწვადებს. კახპა ქალები
მხიარულად კისკისებდნენ და წამდაუწუმ საკვოიაჟის სარკეში იჭვრიტებოდნენ, პომადით
იღებავდნენ ლაშებს.
ერთ კუთხეში ქართველი ავარები ღრეობდნენ. ბახუსის ამბორით შეზარხოშებული
ფრენჩიანი ჭაბუკი გრძელ სიტყვას ამბობდა. ეს ერთადერთი სუფრა იყო, სადაც ერთი
ლაპარაკობდა და დანარჩენი უსმენდა.
მათ გვერდით მედროგეები ისხდნენ, მოშორებით ტფილისელი ლეკები, აქვე ისმოდა
ოსური, ჩაჩნური, ეზიდური, სომხური, სპარსული და თათრული.
შუა კედელზე ბაზრის მხატვრის გაუწვრთნელ ხელს როსტევანის მონების მმუსვრელი
ტარიელი გამოუსახავს:
ტარიელი სავსებით არა ჰგავს რომანტიული ჭმუნვით გულგასენილს რაინდს, უფრო
ტფილისის რესტორანებში ქინჩგასუქებულ სტუმარს. იგი უჯიშო, ციმბირულ ლაფშაზე
ზის, როსტევანის მონებს ძველი ტფილისური კაბა-ჯუბანი აცვიათ. სასალახოს დანისებური
მახვილი ჰკიდიათ წელზე და შიშველი ხელით იგერიებენ ტარიელის მიერ მოქნეულ
მათრახს.
თქვენ გეუბნებით, მთელი ქვეყნის პოეტებო და მხატვრებო: რა გამოვა, პატარა ოსტატმა
დიდი აზრი უხეიროდ რომ გამოჩმახოს?. (ეს იგივეა, ჭიანჭველამ რომ იტვირთოს კევრისა
ზიდვა). მხარმარცხნით, დუქნის დაზგის პირდაპირ, მთელი ქვეყნის დიდებულთა კანკელია
გამოხატული. თმაგაჩეჩილი, შავწვერა შექსპირი უფრო ძველი დროის დალაქს მიაგავს,
ვიდრე მწერალს. სოკრატი ძლიერ უტვინო და ფრიად კეთილ პაპს წარმოადგენს.
ლერმონტოვი გურულ ფირალსავით აბრიალებს თვალებს. გალილეის ყოფნის სასწორი
უჭირავს ხელში. დავით აღმაშენებელს მიტროპოლიტის კათხის მაგვარი გვირგვინი

57 მკითხველთა ლიგა
ახურავს. ჩარლზ დარვინი თათრის მოლა გეგონებათ. თამარ დედოფალს ბისონის კაბა
აცვია, მაგრამ იგი მკლავებწაკარწახებულ ქალაქელ პატარძალს უფრო მიაგავს.
რატომღაც ამ საზოგადოებაში მოხვედრილან სომხის მწერალი რაფი და მედუქნის პაპა –
მუკიჩ ნერსესიან, რომელსაც იმდენი სინდისი კიდევ შერჩენია, რომ ფრიად
შემაძრწუნებელი თვალებით გადასცქერის თავის მეზობლებს.
მამაკაცთა გამოსახვაში ერთ რამეში არ ღალატობს მხატვარი აღმოსავლეთის სტილს,
რომლის ძალითაც გრძელი წვერი უთუოდ დიდი ჭკუის მომასწავებელი უნდა იყოს.
მესამე თხლაშო რომ გამოსცალეს, სტუდენტმა ისევ მთვარეზე ჩამოაგდო სიტყვა.
„...ესეც არის, – ამბობდა გივი, – მთვარესაც სული აქვს, მთვარე სიკვდილის თეთრი
ნიღაბია, მიტომაც აგრე უყვართ იგი პოეტებს, შეპყრობილებსა და შეყვარებულებს“.
მეკურტნე იოსებმა უაზროდ მიაშტერა თვალები გივის. მეოთხე ჭიქა დაუსხა სტუდენტმა
იოსებს, გადაულოცა და განაგრძო: მთვარე რომელიღაც გარდაცვლილი ღმერთის ლეშია, ამ
ქვეყნიერებას კრუხივით რომ უვლის გარს და სიკვდილსა და გაქრობას აგონებს...
შენ რა გგონია, იოსებ ჩემო,რატომ უყეფდა შენი ბერბერა მთვარის ლანდს აუზის სარკეში?
ძაღლი გულთმისანია ცხოველთა შორის. მისი ყმუილი სიკვდილის მოახლოებას
მოასწავებს.
განა ვერ ხედავ, ჩემო იოსებ, რომ მთვარე ისე გაწითლდა, თითქოს სისხლში იყოს ნაბანი?
ეს ქვეყანა ამჟამად მეექვსე მოქცევის ნიშანს ქვეშ იმყოფება. სიტყვა-სიტყვით ნავარაუდევია
ეს ყოველივე: „და ვიხილე რა ჟამს აღაღო მეექვსე ბეჭედი და აჰა, ძვრა იქნა დიდი და მზე
შეიქნა ვითარცა ძაძა ბალნისა, მთოვარე ყოველითურთ იქნა, ვითარცა სისხლი, ვარსკვლავნი
ცისანი გადმოსცვივის ქვეყნად, ვითარცა ლეღვმან რა დაჰყარის პირველი ნაყოფი თავისი,
ქარისაგან დიდისა შერყევითა და ცა წაიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი და ყოველი
მთა და ბორცვი ადგილთა თვისაგან შეინძრეს და მეფეთა ქვეყანასათა და მთავართა და
ათასისთავთა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან და დამალნეს თავნი მათნი
ქვაბთა შინა კლდეთა და მთათა შინა,
რამეთუ მოვიდა დღე რისხვისა მისისა და ვინ შემძლებელ არს დადგომად?“
დიდი იოსები ხმაგაკმენდილი იჯდა. თავი ზეასწია, სტუდენტის ფერმკრთალ სახეზე
დიდრონი შავი თვალები ღველფივით ელავდნენ.
სომეხ მეთარეებს უკვე სავსებით ჩახლეჩოდათ ხმა. ქართველი კინტოები წრესგადასული
ღრიალებდნენ. დუქანში ხმაურობა და ღრეობა მატულობდა.
„მთვარეული ხომ გაგიგონია, ჩემო იოსებ“, ქადაგებდა სტუდენტი, პაპიროსს აბოლებდა
და ქანცმილეული ნაბავდა თვალებს.
„მთვარეულიო?“ ამბობდა დიდი იოსები.
„დედაჩემისგან გამიგონია, მეც მჭირდა ეგე ბავშვობაში, მექვენის ეკლესიის სამრეკლოზე
გავსულვარ ძილში დიდ ხუთშაბათ ღამეს, მნათეს დავუჭერივარ...

58 მკითხველთა ლიგა
ჰოდა, მე კი 14 წლის დაჲ მყავდა მთვარეული. ღამით ამდგარიყო, მესამე სართულიდან
ჩამოჰყოლოდა წყლის მილს, ნაწვიმარ წყლის კასრში ჩასულა, წყლის გაკარებაზე გაღვიძებია
და დამხრჩვალა.
იცი, ჩემო იოსებ, ამქვეყნად ყოველივე მთვარიდან მოდის. თვითონ მანქანებიც, შენ რომ
გეზარება ის მანქანებიც მთვარისაგან არიან მოგზავნილი“.
„როგორ მანქანები? ეს არ მესმის, ჰი, მანქანები!“
იცინოდა დიდი იოსები, თავის ცხენურ კბილებს უჩვენებდა სტუდენტს.
„სულ მარტივი ამბავია: მთვარე აორსულებს ადამიანებს. იგი თავისი შხამიანი სუნთქვით
სწამლავს და აცოფებს ოცნებას და მერმე მთვარით შეპყრობილნი უსულო რკინასა და
რვალს სულს ჩაუდგამენ და ესენიც მთვარეულივით ხეტიალს დაიწყებენ.
ეს ქვეყანა, ჩემო იოსებ, სიზმარსა და ოცნებას უპყრია, და თუ ადამიანი ოცნებისაგან
გამოერკვა, მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის, როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს. მაშინ
დადგება სწორედ დღე რისხვისა, წეღან რომ გითხარი,იგი დღე, ძმა ძმას არ დაინდობს და
შვილი – მშობელს. ეს ახდა კიდევაც ნაწილობრივ.
მე ომში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ მოდიოდნენ წითლების ტანკები.
ტანკი შენც ხომ გინახავს ტფილისის ქუჩებზე. უშველებელ კუსა ჰგავს. გარშემო
ფოლადის ხობოკვერა არტყია. შიგ ადამიანები სხედან არხეინად და ზარბაზნებს ისვრიან“.
დიდი იოსები გაოცდა, რადგან მას ასეთი რამ ჯერ არ ენახა.
„უნდა გენახა, დაბმული ნაგაზებივით რომ ჰყეფავდნენ და ღრიალებდნენ ზარბაზნები და
ტყვიამფრქვევები. განა ქალაქში არ გესმოდათ მათი საშინელი ღრიალი?“
„როგორ არა, – დაუმოწმა იოსებმა, – ქალაქში ფანჯრები ზანზარებდნენ. სოლოლაკში ორი
ყუმბარა ჩამოვარდა და ჩემს თვალწინ გასქდა“.
„ჰოდა, მანქანები იბრძოდნენ ხუთმეტი დღე. ჩემს თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა
ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ
გასრესდა ფეხით, აიტაცა ასეთმა ყუმბარამ და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის
ნამუსრევები ვიპოვნეთ მერმე.
ეს მოხდა გუშინ, და შორს არაა ის დრო, როცა მანქანა ლუკმაპურს წაართმევს იმავე
ადამიანს, როცა ყოველ ჩვენგანს შენი კურტანი მოენატრება...“
იმ ღამეს დიდი იოსები და სტუდენტი გივი უკანასკნელნი გავიდნენ „ნოეს ვაზიდან“.

59 მკითხველთა ლიგა
VIII

ქვეყანამ იცის, თუ რას ჰფიქრობდა ვატერლოსთან დამარცხებული ნაპოლეონი, ან ირაკლი


მეორე კრწანისიდან უკუქცეული.
წაქცეულ დიდკაცებს ისტორიკოსები ისე მიცვივდებიან, როგორც ირმის ლეშს – მგლები.
გაცილებით უფრო ძნელია პატარა ადამიანების ზრახვებს გაართვა თავი.
მე არ ვთაკილობ პატარა ადამიანების სულში მომხდარი აღრევის გამოსახვას. ამიტომაც
გულდასმით შევისწავლე დიდი იოსების ცხოვრება, თითქმის ყოველივე აქ მოთხრობილი
ჩემი ზედმიწევნით, დაკვირვების შედეგია, ზოგი რამ თანდამსწრეთაგან გამოკითხული,
მაგრამ მრავალგზის სინამდვილესთან შეწამებული.
უნდა გამოგიტყდეთ: ბავშვობიდანვე მიყვარდა რაჭველი მეკურტნეები, მხოლოდ ესენი არ
თაკილობდნენ ერთ დროს ტფილისის ქუჩებზე რუსთაველის ენაზე ლაპარაკს, ყოველ
კუთხეში დაბანაკებული თუშურქუდიანი მეკურტნეები ქართულ იერს აძლევდნენ ჩვენს
დედაქალაქს.
კურტანი!
ნეტავ ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ბარბაროსული აზრი: ადამიანისათვის
უღელის დადგმა? ბავშვობაში ფრიად სათაკილოდ მიმაჩნდა, რომ ეს ბრგე, ახოვანი რაჭველი
ვაჟკაცები სოლოლაკის პლუტოკრატიის ხელით დადგმულ კურტანს ატარებდნენ
ტფილისში!
დიდი იოსები მე თავათ მინახავს მრავალგზის. იგი მეტწილად ერევნის მოედნისა და
ბებუთოვის ქუჩის მიდამოებში იდგა. არ შეიძლება თქვენც არ მოგეკრათ მისთვის,
მკითხველო, თვალი.
იგი სწორედ ჩვენს ეზოში ცხოვრობდა, ვაკვირდებოდი დიდი იოსების, სტუდენტი გივის
და ბერბერას საოცარ მეგობრობას. ხშირად დამინახავს შეღამებულზე სამივე ბაღში. იასამნის
ჩირგვს გადაღმა ერთ-ორჯერ შემთხვევაც მქონდა, ყური დამეგდო მათი საუბრისათვის. ამ
ხმადაბალი დიალოგების ნაწყვეტებიდან ბევრს ვერაფერს გაიგებდა კაცი.
დრო გადიოდა...
გადაჰყვა მარტი უხეირო ქარებს, მოვიდა ჭრელკაბიანი აპრილი, აყვავდა ნუში ძველ
ყაბახსა და ბოტანიკურ ბაღში, ქინძის სუნი ზედ შურის ციხემდის მოჰქონდა კოჯრის ნიავს.
მე მათ ქალაქის ქუჩებზე ვხვდებოდი და ყოველი მათი საქციელი საცნაურს ხდიდა
ყურმოკრულ სიტყვებს, ამგვარად ვაკეთებდი ჩემს ვარაუდებს.
გაზაფხულს მღელვარე სიზმრები მოაქვს და მეც უძილობა დამჩემდა იმ გაზაფხულზე.
ჩემი ფანჯრიდან მრავალგზის მომიკრავს თვალი, თუ როგორ მიბობღავდა დიდი იოსები
სტუდენტი გივის კიბეზე. უკანასკნელად, შაბათ საღამოს, დიდი იოსები ჩვეულებრივზე
გვიან ეწვია გივის, ახლა მომცრო, მოყვითანო ტყავის ჩემოდანი ეჭირა ხელში.

60 მკითხველთა ლიგა
ასეთი ჩემოდნები კომივოიაჟორებსა და მუშკოპის ნოქრებს დააქვთ.
სტუდენტი.
დიდი იოსები.
ტყავის ჩემოდანი!
საათს დავხედე, ნაშუაღამევის 2-ის 15 წუთი.
უნებლიე ფიქრმა იელვა; რა კავშირი აქვს დიდი იოსების მიერ ბინის დაკარგვას ამ
სტუდენტთან? ან ეს იდუმალებით მოცული პაემანები იასამანის ბუჩქთან, გივის კიბესთან
და ახლა დიდი იოსების ხელში ტყავის ჩემოდანი?
სრული ნახევარი საათი ვუთვალთვალებდი; როგორც იქნა, ხელცარიელი გამობრუნდა
იოსები. დარაბები დავხურე. დიდხანს ვფიქრობდი ამ საოცარ დამოკიდებულების გამო.
მეორე ღამეს, სწორედ 2-ის 15 წუთზე დიდ იოსებს იგივე ჩემოდანი გამოჰქონდა გივის
ბინიდან.

IX

გამოხდა ხანი, არც იოსები შემხვედრია, არც ბერბერა.


სტუდენტი ბაღში შემხვდა. პირადად მე მას არ ვიცნობდი. საერთოდ, მეზობლებთან
გამოცნაურება არ მიყვარს, რადგან ახლოს მდგომი კაცი უცებ გადადის ფამილარულ ტონზე,
უდროო დროს გეწვევა, მიგიპატიჟებს, მერმე შენც უნდა დაჰპატიჟო, ხან ნარდისათვის
გამოგიგზავნის კაცს, ხან მელანს გთხოვს, ხან ასანთს, ხან კალამს.
განსაკუთრებით კალმის განათხოვრება მეჩოთირება.
ყველაფერი მთხოვეთ, ოღონდ კალამს ნუ...
ხომ ძლიერ იაფია ჩვენს დროში კალამი, სულ ორიოდე კაპიკი ღირს, მაგრამ მაინც...
არც სტუდენტი იჩენდა მაინცდამაინც დიდ თავაზიანობას ჩემდამი. გარეგნობით იგი
სტუდენტს არა ჰგავდა, უფრო მეტად – მოლარეს, მუშკოოპის ნოქარს, ან რომელიმე საქმიან,
საბჭოთა მოხელეს.
ჩემივე მსახურისაგან გავიგე გვიან; იგი საქართველოს სახვაჭრობის საწყობის გამგე
ყოფილა.
თავაზიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, როცა შემთხვევით შემეფეთებოდა, სახეს
მარიდებდა.
არაჩვეულებრივად დიდი თავი, განზე გამდგარი ყურები, ფეხებზე აზიური ვიწრო ჩექმები
და განიერი ქუდის ჩრდილში კოდალას ნისკარტივით წვეტიანი და გრძელი ცხვირი.
საერთოდ, იგი თავკოპალას წააგავდა.

61 მკითხველთა ლიგა
მუდამ მძიმე პორტფელით დატვირთული დადიოდა.
დედამისს კი ყოველდღე ვხედავ, თუ როგორ ფერთხავს ფანჯრიდან მოყვითანო ქეჩას. ამას
იგი ყოველ დილას სჩადის, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართულში მცხოვრები სომხის
დედაკაცები არ აქებენ მას ამ საქციელისათვის.
ჩემი მსახური ოთახების დალაგების დროს ცისა და ბარისას მიამბობს. ჩემი მსახური
ფრიად ენამრავალი ვინმეა. ამ ლაყბობაში მას წამოცდა: წინაღამეს სტუდენტის სახლში
დიდი ქეიფი ყოფილა. ლამაზი ქალებიც დასწრებიან თურმე ამ ნადიმს.
ყოველ კვირას ასეთი ამბავია და სომხის ქალები სჩივიან თურმე, ფოქსტროტის
მოცეკვავენი დიდძალ მტვერს თავზე გვაყრიანო.
მსახურის შენიშვნები დავიმახსოვრე.
ჯამაგირი ხუთმეტი თუმანი?
თვეში ოთხჯერ დიდი ქეიფი და ფოქსტროტი?

***
უცხოეთშიც მომბეზრდა დაშაქრული და მოშაქრული საჭმელები.
ჭაობიან მხარეში ვარ გაზრდილი და ჩემი სხეული პიმპილიანს, ძმრიანს და ნივრიანს
მოითხოვს.
მე მაინცდამაინც დიდ წინააღმდეგობას არ ვუწევ ატავისტურ გრძნობებს (დასთრგუნეთ
ატავიზმი თქვენს ბუნებაში და კარტონის ადამიანი შეგრჩებათ ხელში).
ამიტომაც ხშირად დავდივარ „ნოეს ვაზში“, „ქოსებთან“ და „მოდი ნახეში“.
აქ მესმის ტფილისელი მოქალაქის ქართული. ვზივარ რომელიმე სარდაფის ჩრდილიან
კუთხეში და ყურს ვუგდებ, თუ ვით სჩივიან ქალაქის აღმასკომის მიერ მაგრად დაბეგრილი
ვაჭრები, როგორ საუბრობენ მეეტლები, მეთულუხჩეები, ზეინკლები, ოქრომჭედლები,
ჭონები, ხარაზები, ბაყლები, მემწვანილეები, მეთევზეები, მუშკოოპის რძისა და ნავთის
დამტარებელნი, გამყინავი ხმით რომ ჰყვირიან მთელი დღე, ალბათ ის კაციც აქ შემოივლის
ხოლმე, სოლოლაკში რომ ჩხავის: „ღვინოო, ღვინოო“ (მისი ყვირილი ახლაც მესმის, როცა
ამას ვწერ).
ერთხელ ღამის 12 საათამდის შევრჩი „ნოეს ვაზში“ ერთ ბოთლ რქაწითელს.
სტუდენტი გივი შემოდის. მაღალი, აშოლტილი ქერა გოგონა თან ახლავს (ასეთ ქერებს
დასავლეთ საქართველოში შეჰხვდებით ხოლმე).
სექტემბერში მოწეული ჩალისფერი თმა, ისრიმისფერი თვალები. ისინი მე ვერ მამჩნევენ,
მე კი ბნელ კუთხიდან ვაკვირდები ორივეს და დანამდვილებით ვამბობ: ეს უთუოდ
ქართველი ქალია, რომელსაც პირველად შეუცდა ფეხი ასეთ რესტორანში (სჩანს, იგიც
ატავისტური გრძნობების ძალას აჰყოლია).

62 მკითხველთა ლიგა
სტუდენტს მაგრად წაევლო მისთვის ხელი, როგორც ძვირფასი საკუთრებისათვის. ქალი
ოდნავ მორცხვობდა, მაგრამ მაინც ჩინებულად იფერებდა თავის მდგომარეობას.
იგი იქნება უთუოდ მომავალი ქართველი მეტრესების, ხასების წინაპარი, ისინი ალბათ
თავიანთ ზოლას ან მოპასანს იპოვნიან, მე ჯერაც დიდი იოსებისა და სტუდენტი გივის
დამოკიდებულებითა ვარ გართული.
„კაბინეტი გაქვთ?"
ეკითხება მოღუშული სტუდენტი.
„გახლავთ, ბატონო“.
„კაბინეტი სჯობია, ხომ?“
მიმართა სტუდენტმა ქალს.
„რა თქმა უნდა“. უპასუხებს დამა.
გივი და მისი შრიალა ქალი ბნელ კუთხეში გაჰქრენ. მე კი ამ ახალ ფაქტს ძველ
დაკვირვებებს ვუმატებ.
ყოველ კვირაში დიდი ქეიფი, საწყობის გამგის ჯამაგირი. რამდენი მოუნდება ასეთ ლამაზ
ხასას თვეში?
კოტის, ლორიგანის ნელსურნელება, ყვავილები, ფეხსაცმელები, ქუდი, ვიქტორიას
წინდები?
ახლა, ვინ იცის, რა ღირს მისი ხავერდის პალტო? (თუნდაც იაფ ბაზარზედაც ნაყიდი).
მსახური კაბინეტიდან გამოვიდა და ისეთი მოწიწებით ჩამოუშვა კაბინეტის კარის წითელი,
ჭუჭყიანი ფარდა, თითქოს აღსავლის კარებსა ხშავდეს (კარგა ხანს ხმის ამოუღებლად
სჭამენ).
ძლიერ მინდოდა თვალმოკვრით მაინც დამენახა, თუ როგორ სჭამდნენ ისინი. ადამიანის
ხასიათი ხომ ჭამაში მჟღავნდება უპირატესად. გონების თვალით მაინც ვსწვდები: შრიალა
ქალი ნაზობს, კრძალვით იღებს პირში ქორფა მწვანილს. სტუდენტს ასოციაციით მოაგონდა,
მიტომაც უთხრა: „რა ცოტასა სჭამ, ჩემო ნუკრო!“ (ჭიქების წკრიალი ისმის).
ქალი ჯერ ძლიერ ხმადაბლა ლაპარაკობს, ალბათ ეუცხოება ახალი გარემო. ეს კი გავიგონე:
ქალმა უთხრა: ნუკრს ნუ მეძახიო.
„რატომ, ჩემო ნუკრო?“ გაუმეორა სტუდენტმა.
„რატომ და ჩემს ამხანაგსაც ნუკრს ეძახოდი“.
„რომელს?“
„ნუნუს“.
„არასოდეს“.
„რატომ სტყუი?“
„არა“ (ეს ოდნავ გასაგონად წაილუღლუღა ვაჟმა).
ქალის პასუხში მხოლოდ ერთ სიტყვას მოვკარი ყური: „საყურე...“

63 მკითხველთა ლიგა
„საყურე... საყურე ისე ვუყიდე“. ვაჟმა თავი იმართლა (მკითხველო, სიტყვა „ისე“-ზე
მახვილი იგულისხმე).
„ხა, ხა, ხა, ისე?..თქვენ, მამაკაცები, ისე არაფერს უყიდით ქალს...“ (აქ რამდენიმე სიტყვა
ვერ გავარჩიე), შემდეგ ქალი განაგრძობს: „მე რომ მომწონდა, სწორედ ისეთი
ბრილიანტისთვლებიანი საყურე გიყიდნია ნუნუსთვის“.
„როგორ, შენი საყურე არა სჯობია ნუნუსას? იგი სულ რაღაც ათი ათასი დამიჯდა, შენსაში
ოცდაათი ათასი მივეცი“.
მერმე სტუდენტი წამოდგა, სკამი ახრიგინდა, სუფრაზე ჭიქა წაიქცა.
როგორც ჩანს, ქალი გაუძალდა, ადგომა არ უნდოდა.
სტუდენტი არ მოეშვა, რაღაცას ხმადაბლა ეჩიჩინებოდა. აშკარად ეჭვიანობის სცენებია!..
ქალი თავს იცავს. სტუდენტი თავს არ ანებებს.
ქალი შიშობს: მსახური შემოგვისწრებსო.
სტუდენტი არწმუნებს, გაფრთხილებული მყავს, ზარის მიცემამდის არავინ შემოვიდესო.
მე ორივეს ფეხის ხმა მესმის. სტუდენტი არ ისვენებს. ქალი არ ნებდება.
იძალა ვაჟმა, ქალმა უკანასკნელი ქალური საბუთიც წამოიშველა: შეუძლოთ ვარო.
სტუდენტი ამ საბუთმაც ვერ დააშოშმინა, ქალი უკმაყოფილოდ ბუზღუნებს, უწყრება ვაჟს.
წამდაუწუმ მესმის: ნუნუ, საყურე, ღალატი...
„მე და ღალატი?..“ (თავს იმართლებს ვაჟი). ქალი ეჭვიანობს.
მე გავიგონე: ორივენი დივანზე ჩამოსხდნენ. ორივე დადუმდა. ვაჟი კოცნით უკუმავს
ტუჩებს.
ცოტა ხნის შემდეგ ქალმა დაარღვია დუმილი.
„მე მეშინია, იმ ყვითელჩემოდნიანმა არ გაგცეს“.
„რაჭველი და ღალატი, ვის გაუგონია, დიდი ხანია ვიცნობ, მიტომაც მასზე შეჩერდა ჩემი
არჩევანი“.
შემდეგ ორივენი ძლიერ ხმადაბლა ჩურჩულებდნენ.
ახლა ვაჟი ეუბნება:
„მას შემდეგ, რაც იგი ავიყვანე, საქმე ძლიერ კარგად მიდის, ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენ
სამჯერ მეტს ვბეჭდავთ, ახალი მანქანა დავდგით, მოსკოვიდან საუკეთესო ქაღალდი
ჩამოგვიტანა ერთმა ებრაელმა. თითქმის ყველაფერს ვასაღებთ, რასაც ვბეჭდავთ, მუშტარიც
ენდობა მას. მთელი ბაზარი იცნობს. იგიც ძლიერ მოწადინებულია, ხომ იცი, ბინის
დაკარგვის შემდეგ ოდნავ შეირყა. მოგებული ფულით სახლი უნდა ვიყიდოო.
სახლის პატრონებს ძლიერ ეშინიათ, ბოლშევიკები სახლებს ჩამოგვართმევენო, მიტომაც
ჩალის ფასად ჰყიდიან მოქალაქენი სახლებს. ეს კარგად იცის მან, ამიტომაც დაუღალავად
მუშაობს“.

64 მკითხველთა ლიგა
მე ძლიერ დამაინტერესა ყურმოკრულმა ამბავმა, გაფაციცებით ვუსმენ, ქალის ხმა მესმის,
მაგრამ, როგორც სჩანს, ვაჟს არ უნდა ქალის ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, ახლა
ორივენი ჩურჩულებენ, კანტიკუნტად ბოკალებს აწკრიალებენ.
ქალი კისკისებს.
„დალიე“. ეუბნება სტუდენტი.
ქალი უარზეა.
„კარგია შამპანური, მე მიყვარს მთვრალი ქალი“.
ჭიქა იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა. ქალი ხელიდან გაუსხლტა ვაჟს.
ვაჟმა დაიჭირა, ქალი კისკისებს. არ ნებდება. მცირე პაუზის შემდეგ ნეტარებით აღვსილი
კვნესოდა შრიალა ქალი...
შ ე გ ო ნ ე ბ ა:
მეზარება ამ წვრილმანების გამოქვეყნება, მაგრამ დრომ გააშიშვლა ადამიანი და მეც,
ანატომის გულცივობით აღჭურვილი, ჩემს ნიშანდებას გამოვთქვამ გაშიშვლებული
ადამიანის მიმართ. ხომ არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც გაშიშვლებული
ადამიანი, არცთუ რამეა მასზე უსაზიზღრესი ამქვეყნად...
იმ ხანებში მე არც კი მეგონა, თუ მოვლენები ისე გადაეკვანძებოდნენ ერთიმეორეს, და
დასასრულ იმდენი მასალა ჩამივარდებოდა ხელში, რომ ერთი ნოველლის ინვენტარად
მეყოფოდა.

ადამიანს ხანდახან სულ უბრალო რამეები დაგაფიქრებს, ხშირად დიდი იდეებით


გატაცებულიც რომ იყვე, სულ უბრალო სახე აგეკვიატება და შეგიპყრობს.
მაშინაც აგრე მომივიდა.
სად დაიკარგა დიდი იოსები? ან ბერბერა რა იქნა?
ვინ იცის, ეგებ ტფილისიდან უკანასკნელი მეკურტნეც ისევე გაიქცა, როგორც
უკანასკნელი ბაგრატიონი...
გალახული, ხმალგადატეხილი, გაწბილებული...
ტფილისი უდიდესი ძეგლია ქართველობისა. მისი გმირობის უდიდესი ბახტრიონი,
მისივე სიძაბუნის უდიდესი ვატერლო. მისი უხასიათობის, დაუდევრობის, მისი
სივაგლახის უდიდესი დოკუმენტი.
(ერთ დროს შორიდან მიყვარდა ქალაქი, ვიდრე ცამეტი წლის ჭაბუკი შინიდან
გამოვიპარებოდი ილია ჭავჭავაძის სანახავად ტფილისს ჩამოსული).

65 მკითხველთა ლიგა
მე ამას ვამბობ, დიდი იოსები რაღას იტყოდა?..
.................
დიდო იოსებ!
შენ წილი არ დაგიდო ამ ცხოვრებამ თავის ნადიმში.
დიდო იოსებ!
შენს რაჭაში ორიოდე ციდა სამოსახლო მიწა არ შეგარჩინეს გაუმაძღარმა ძმისშვილებმა.
დიდო იოსებ!
ეგებ მეწყრებს თან გადაჰყვა შენი წილი ვენახიცა და შენი წალკოტიც. ბედისწერამ
გადმოგტყორცნა ამ ამღვრეულ, დაბურდულ, განადგურებულ, დომხალივით არეულ
ტფილისში. უთუოდ იმავე ბედისწერამ არია შენი ცხოვრების ეტლი და, როგორც ვატყობ,
მრუდე ბილიკებზე შეგაყენა შენაც.
.................
ხანდახან ნათელი ფიქრიც აღმეძვრის გულში. ეგების დიდი იოსები არ შედრკა, რომელიმე
დიდ ქარხანას ან წარმოებას თავი შეაფარა და პატიოსან შრომას დაუბრუნდა უკანასკნელი
რაჭველი მეკურტნე.
მისი ბრგე ბეჭები ჯერაც კამეჩივით ამტანია და ძლიერი. მისი კისერი ლომა ხარის
ქედივით აზვინულია და მოუდრეკელი.
ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთში შემხვდეს შრომის გმირის — დიდი იოსების
სურათი.

***
მოუცლელობის გამო, გულმოდგინეთ თვალს ვერ ვადევნებ გაზეთებს, მაგრამ იმ ხანებში
გაფაციცებით ვკითხულობდი უეცარი შემთხვევების ქრონიკას, მუშგლეხინის ფურცელს,
მუშათა ყოფა-ცხოვრების ამბებს, ვინძლო თვალი მოვჰკრა რაიმე ცნობას, რომელიც
მცირეოდენ შუქს მოჰფენს სოლოლაკიდან გადაკარგულ დიდი იოსების ცხოვრებას.
თუ სადმე შევხვდი, გამბედაობას თავს მოვუყრი, უთუოდ მივალ და ვეტყვი: დიდო იოსებ,
მე არ მომწონს შენი საეჭვო მისვლა-მოსვლა იმ საეჭვო სტუდენტთან.
დიდო იოსებ, მე არ მომწონს შენი ტყავის ჩემოდანი.
თავი დაანებე, დიდო იოსებ, საკუთარ სახლზე ოცნებას, რადგან ჯერაც არ აგებულა ამ
მიწაზე ისეთი სახლი, ადამიანის ოცნებად რომ ღირდეს, ჯერაც არ აშენებულა ამ მიწაზე
ისეთი სახლი, ერთხელაც არ დაინგრეს.
მეწყერი და მიწისძვრა, დრო და სიმხურვალე, წვიმა და გრიგალი უფრო მაგარი ყოფილა
თურმე, ვიდრე ყოველი ჯიშის გრანიტი და კაჟი.
დროის ფოლადის კბილებმა დაღეჭა ბოლნისის სიონი, ვარძია, ატენი. თვით
სვეტიცხოველიც შეარყია მიწისძვრამ და საუკუნეთა უწყალო გრიგალმა.

66 მკითხველთა ლიგა
რადგან ყველაზე მკვიდრი სახლი ამქვეყნად ის არის, რომელსაც ოცნებაში ააგებს კაცი,
დიდო იოსებ!

XI

მე ხშირად დავყიალობ ვერცხლის ქუჩაზე, „ბნელ რიგებში“, თივის მოედანზე, შეითან


ბაზარში, მეტეხის სანახებში. უკანასკნელ ხანებში მომხდარმა ამბებმა, ახალი ქარხნების
გახსნამ ტფილისელ ხელოსანთა ამქრების გაქრობა დააჩქარეს.
მატარებელმა და ავტომობილმა დიდძალი ქარხნის საქონელი მოზიდეს ტფილისში.
დაბეგრა ქალაქის აღმასკომმა კერძო ვაჭრები. იაფი, ხელმისაწვდომი, მილლიონებისათვის
ნავარაუდევი საქონელი მაჯლაჯუნასავით დააწვა ბაზარს, გაკოტრდნენ თერძები,
ხარაზები, მეუნაგირეები, ზეინკლები, ოქრომჭედლები, მეთულუხჩეები და მკლავები.
პროფკავშირები შეგირდების გაყვლეფას არ ანებებენ ოსტატებს.
ლეკები უკვე აღარ აკეთებენ მოსევადებულ, ზარნიშიან ლეკურებს, ხანჯლებს და ქამრებს.
თავადები გაგლეხდნენ და საბჭოთა მოსამსახურეებს თავადური სტილი არ აინტერესებთ.
ამ ძველ ხელოსნებს დარაბები ჯერ კიდევ შერჩენიათ, მაგრამ მათ დუქნებში ახლა
მეტწილად ძველი ნივთების კომისიონერები და საეჭვო საქმის კაცები ხვდებიან
ერთიმეორეს.
შეითან ბაზარში მრავალია ასეთი პატარა, ბნელი დუქანი.
მეც დავყიალებ ძველ ტფილისში – ვხედავ, ეს ტიპები გადაგვარების გზაზე შემდგარან,
სადა ხართ, ყოფის მწერლებო, სადა ხართ, ყოველდღიურობის მხატვრები?
ეს ხელით ნაკეთებ საქონელზე მოჭირნახულენი გადავლენ, მოისპობიან და მერმე გვიან
იქნება მათი გროტესკული სახეების ტილოზე გადატანა.
თქვენ თვითონ დაფიქრდით: როგორ გაუძნელდება რომელიმე ბუდრუგანა ლეკს,
რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში „სპილოს კბილზე“ ჩუქურთმებს სჭრიდა,
ფოლადზე ოქროს ზარნიშით ჰქარგავდა ვაზის მტევნებს, შტოებს და ლერწმებს, ვერცხლის
ბადიებსა და ლარნაკებზე ბექა ოპიზარისებური ხელოვნებით ასახიერებდა ყელმოღერებულ
ნიამორებზე ნადირობას, ომს, მიჯნურობას, ნადიმს და ცეკვას, რკინიგზის დეპოში ან
ქარხნის საზეინკლო ნაწილში მუშაობა?
ან რა უნდა ჰქნას მეგრელმა მეუნაგირემ და უძიროების ხარაზმა, როცა ქართული უნაგირი
ქართულ წითელ კავალერიას აღარ სჭირდება, კერძოებს ცხენები აღარ შერჩათ, რადგან
მატარებელმა, ტრამვაიმ და ავტომ ცხენს პატივი აჰყარეს, ვიწრო უძიროებს აღარავინ

67 მკითხველთა ლიგა
იკერავს, ყაითანიანი, გადაზიკული, აფხაზური წუღა, მესტ-საცვეთი მეტწილად ავარებს
აცვიათ.
რა უნდა ჰქნას მეგრელმა ხარაზმა, რომელიც ორმოცი წელი ხარაზი იყო, შეგირდი აიყვანა,
ისიც კომკავშირში შევიდა, თავათ დაბერდა და ნემსში ძაფს ვეღარ გაუყრის?
მე მეცოდება მოხუცი ხარაზი, უძიროებს მიტომაც ვიცვამ.
რათ მინდა, ქვეყანა რომ ფართო იყოს, როცა ფეხის დასადგამი აღარსად არისო.
ასე ოხუნჯობდა ერთი კაცი, რომელსაც ფეხზე ვიწრო უძიროები ეცვა.
მეც ასე მომდის. მუდამ ვიწრო უძიროებს ვატარებ, დაბადებას ვიწყევლი.
აღმოსავლეთო, შენ სადიზმამდის მიგიყვანია ლამაზი ფეხების კულტი!

XII

ერთ დღეს კბილით მოვიტანე სული ჩემი უძიროების ოსტატის დუქნამდის.


ვიდრე ჩემს საცვეთებს კალაპოტში ჩააგდებდნენ, მე ჩემს ოსტატს ვესაუბრებოდი.
ვუამბობდი ჩემი დაწყლულებული ფეხის თავგადასავალს, თუ როგორ გამაწამა ვიწრო
საცვეთებმა და რა ძნელია, რომ ამოდენა მიწაზე თავისუფლად ვერ დამიდგამს ფეხი.
ოსტატი, თავის მხრით, აღმასკომის მიერ შემოწერილი ბეგარის გამო შემომჩიოდა.
ბეგარამ მე ფული გამახსენა, ფულმა ჩემი ვალი, ჯიბეზე ხელი მოვისვი, მაგრამ ამიერ-
კავკასიის ხუთასათასიანი ბონები ვიპოვნე მხოლოდ და ჩემს ოსტატს ხურდა არ აღმოაჩნდა.
ამასობაში დუქანში დაძონძილ ნაბდის ჯუბაში გამოფუთნული, ჭარმაგი კაცი შემოვიდა...
მას მწყერის ფერი ჩაბალახი ეხურა. ხელში მოყვითანო ჩემოდანი ეკავა.
ამ კაცმა ჩაბალახი რომ გადაიძრო, დიდი იოსები ვიცანი.
„კარგია რომ მოხვედი“, უთხრა ოსტატმა და ჩემ მიერ გადაცემული ხუთასათასიანი ბონი
გაუწოდა. იოსებმა ჩემოდანი არ გახსნა, მე თვალი მოვკარი, თუ როგორ ამოალაგა მარჯვენა
უბიდან დაძონძილი, ძგიდეშემოცვეთილი, ჭუჭყიანი ბონების დასტა.
მან გადასთვალა და ფული დაზგაზე დაულაგა ოსტატს.
ოსტატმა თავისი გასამრჯელო აიღო და რამდენიმე ათასმანეთიანი დამიბრუნა.
„ვინ არის ეგ კაცი?“ შევეკითხე განზრახ ჩემს ოსტატს, როცა დიდი იოსები დუქნიდან
გავიდა.
„ეგ ერთი რაჭველია, ძველად მეკურტნედ იყო, ახლა ბაზარში ფულებს ახურდავებს“.
ასეთი ტიპი მე მრავალი მინახავს ტფილისში. იმჟამად ხურდა ფულს დანატრებული იყო
ბაზარი და მოხუცი შრომის ინვალიდები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და იოლი გარჯით თავს
ირჩენდნენ.

68 მკითხველთა ლიგა
***
სამიოდე დღის შემდეგ დიდი იოსების ხელიდან გამოსული ათასმანეთიანი პაპიროსის
გამყიდველმა ხელში აიღო, კვერცხსავით დალანდა და მეუბნება:
„ყალბია, ბატონო“.
მე არ დავუჯერე პაპიროსის გამყიდველს. ბანკში წავიღე.
„ყალბია, ამხანაგო“. გაიმეორა ბანკის ინსპექტორმა.
„როგორ თუ ყალბი?“
შევრისხე ბანკის მოხელე.
„აი, დახეთ, – მეუბნება, თანაც უჯრიდან გამოღებულ სხვა ათასიანს მიჩვენებს. – ეს
ქაღალდი როგორ დაუთოებულია, ხოლო თქვენ მიერ მოტანილს როგორი ბუსუსები აქვს“.
ბუსუსებიო,
მხრები ავიჩეჩე, დავდუმდი.
ბუსუსებიანი აღმოჩნდა დანარჩენი ათასიანებიც.
მე ამდენი არ მესმის ფულის საქმეში. ფული მეც მიყვარს, მაგრამ დათვლა მეზარება.
წავედი და საწერი მაგიდის უჯრაში დაუთვლელად შევინახე, ათასმანეთიანები.

***
სწორედ იმ ღამეს, როცა ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში ყალბი ათასიანები ჩავკეტე,
საოცარი მერეხი დააცხრა ქალაქს.
მე ძლიერ მიყვარს მაგარი წვიმა, მტვერიან ქალაქზე თქეშითა და ღვართქაფით წამოსული.
წვიმამ რომ გადაიღო, ის-ის იყო, წამოდგომას ვაპირებდი, რომ ჩვენი ქუჩის კუთხეში
„ჩეკას“ ავტომობილმა დაიგრიალა.
ცოდვა გამხელილი სჯობია: ცოტა მეც შემეშინდა. მაგრამ ჩემზე მეტად – ჩემს მეზობელს,
რკინისგზის სადგურის მოლარეს, ხოლო უფრო მეტად შეეშინდებოდა ალბათ სტუდენტს,
რომლის ბინაზედაც ჩხრეკა იყო, მაგრამ იგი მოულოდნელ სტუმრებს შინ არ დაუხვდა.
უთენია უკვე მთელმა ეზომ იცოდა, რომ „ჩეკამ“ ჩვენი სახლის სარდაფში ამერიკული
საბეჭდი მანქანა, დიდძალი ყალბი ბონების ნეგატივები, ვალცეტები, შრიფტი, ოციოდე
ოზმა ბუსუსიანი ქაღალდი და ამიერ-კავკასიის ბონების ასიოდე კიპა აღმოაჩინა.
ყველა დაფრთხა. ფანჯრის გაღებასაც ვერვინ ჰბედავდა.
მე დილაადრიან აბანოში ვაპირებდი წასვლას, ცოტა ხანს კიდევ მინდოდა, მოვლენების
განვითარებისათვის თვალი მედევნებინა, მაგრამ ფრიად არ მიყვარს ჯერში დგომა და ჩემს
საქმეზე გავეშურე.
სახლის კარიბჭე გავაღე, დიდი იოსები ლანდივით იდგა ფილაქანზე. ხელში მოყვითანო
ჩემოდანი ეჭირა. ეტყობოდა ძალზე მთვრალი იყო, ხაშის სუნი მეცა უზმოზედ. ჩემ მიერ

69 მკითხველთა ლიგა
გაღებულ კარებში შევიდა. მაგრამ ორიოდე წუთის შემდეგ გამობრუნდა და აჩქარებული
ნაბიჯით წინ გამისწრო.
ფილაქნებზე პორტფელებით დატვირთული საბჭოთა მოსამსახურეები მოისწრაფიან.
კოხტად ჩაცმული მოხელე ქალები გზადაგზა იხედებიან რედიკულების სარკეებში,
ტუალეტს ისინჯავენ.
უწიგნოდ მოლაშლაშებენ ქუჩაზე უქუდო, კანჭებშიშველი ტექნიკუმების მოწაფე ქალები,
მოურიდებლად აცეცებენ თვალებს, თავხედურად აცქერდებიან გზად გამვლელ მამაკაცებს.
დაცალიერებული პორტფელები გამოუჩრიათ იღლიაში ჩამოხუნებულ ვექილებს და
უპრაქტიკო ექიმებს, თავიანთ სამსახურში მიეშურებათ.
„ოხშლი, ოხშლი“, გაიძახიან წყნეთელი მენახშირეები, პატარა თუშურქუდიანი ბიჭუნები
ცოცხით დატვირთულ ვირებს მოუძღვებიან, გაძვალტყავებული ცხოველები ძლივს
მოსჩანან ამ ვეებერთელა მოარულ ზვინებიდან.
„მაწოოონი, მაწოოონი“, ისტერიული ხმით გაჰკივის სადღაც მემაწვნე, მაღალ სოპრანოს
ხმაზე ჰყვირის მუშკოოპის ნავთის გამყიდველი.
(და ის პატარა ბუდრუგუნა ბიჭუნა, სამოვრის სახეხ ქვიშას ცარიელ ბოთლებზე რომ
სცვლის, ახლაც ვერ გამირჩევია, რას იძახის იგი?).
დაგლეჯილ რუსულ ფარაჯებში გახვეული ქართველი გლეხები შეშით დატვირთულ
ჭრიალა ურმებს მოუძღვებიან.
„ჰაამოო“, ჩხავის მეურმე და უღმერთოდ უტლაშუნებს შოლტს ღონემიხდილ ხარებს.
შეშა ბავშვის გოჯილასავით დაუხოხოლებიათ მომცრო ურემზე. სჩანს მათაც უსწავლიათ
ქალაქური ხერხი: არარაობის დიდ ამბავად მოსაჩვენები.
რომელიღაც ქართველმა კომისარმა ჩემს ცხვირისწინ ავტოთი ჩაიქროლა.
კინტოების მოდგმის უკანასკნელ ნაშიერებს ყველით დატვირთული გობები შეუდგამთ
თავზე. „წითელი ბოლოკი, წითელი ბოლოკი“, ბოხი ხმით მიხორხოცობს ორბორბალას
გვერდით მიმავალი კარტუზიანი მემწვანილე.
ბებუთოვისა და ველიამინოვის ქუჩის კუთხესთან დიდი იოსების განიერ ბეჭებს თვალი
მოვკარი. ახლა შევნიშნე მხოლოდ, მარტო არ იყო იგი, კუდამოძუებული ბერბერა წინ
მიუძღოდა.
ბერბერა საგრძნობლად გამოკეთებულა, როგორც სჩანს, კარგად უვლის პატრონი, ეს არის
მხოლოდ, სიარულში ძლიერ მოიკოჭლებს. სჩანს, ქუჩის რომელიღაც კვიმატს ქვა უსვრია
მისთვის.
სიონის ქუჩაზე ისევ დავკარგე დიდი იოსები, რადგან აქაც აუარებელი ხალხი მოდიოდა.
ქუჩაზე ტრამვაიები, საბარგო ავტოები მოჰქრიან, ბალანშემოცვეთილი აქლემები ქალაქში
შემოჰყავთ ირანელებს. დაწინაურებული აქლემი მაღლა თავაწეული მოიმართება. ცალი
თვალით იჭვნეულად შესცქერის ტრამვაის, ვატმანი კარტონის კაცსავით დამდგარა

70 მკითხველთა ლიგა
ჭახრაკთან, უშველებელ სათვალიდან ისეთივე გამომეტყველებით შესცქერის აქლემს და
გზას რეკვით მოიკაფავს. მეწინავე აქლემმა უკანასკნელად გულგრილად შეავლო თვალი ამ
უშველებელ მოარულ გოჯილას და განერიდა.
დამდურებულებსავით ჩაუარეს ერთმანეთს ორი მოქიშპე კულტურის მაცნეთა.
გუგუნებდა სიონის გაბზარული ზარი.
ჯერ მოედანთან მისული არ ვიყავი, შევამჩნიე: დიდმა იოსებმა ჩემსკენ მოიხედა, გადასერა
ქუჩა და მეორე ფილაქანზე გადავიდა, მეც ფეხს ავუჩქარე, არ ვიცი, რატომ.
ათასებიანი, ათასფერიანი ბრბო მოედანზე ჩოჩქოლებს და ფუსფუსებს.
მეურმეებს, ცხენოსნებს, ქვეითებს თან მოაქვთ კრწანისის მწვანილი, ბორჩალოს შეშა,
ყურძენი, ხილი. წითელ ცხვირსახოცით ყელწაკრულ, ყვითელფაფახიან თათარს დედისგან
ახლად განალოკი, მადონასთვალებიანი ხბო მხარზე შეუსვამს, ტყაპუჭიანი მეცხვარეები
ნაკელით გათხუპნულ ჯოგს, მოელალებიან, ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს ჰყვირიან,
ყავარჯენით არიდებენ ტრამვაის გულუბრყვილო ციკნებს.
აგვისტოს უსიამო წვიმა ჟინჟლავს.
წინაღამით მოვარდნილ თქეშს ტრამვაის გზა გადაურეცხავს.
ქორული მზერით შევსცქერი ხორაგით დატვირთულ ცხენოსნებს, მეურმეებს,
მესახედრეებს, მეფურგუნეებს, ქვეითებს.
მე ვხედავ თემურ ლენგის მეციხოვნე ჯარებიდან ჩამორჩენილ მონღოლებს, ინით
წვერშეღებილ ირანელებს – ნარიყალას მეციხოვნე ჯარების ნაშიერთ, არაბების თარაქამების,
ნიკოლოზ პირველის მალაკნების შვილის შვილის შვილის შვილებს, ისინი ამ დილით
მეათასეჯერ შემოდიან ტფილისში. მაგრამ არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ – მოთალი,
კარაქი, კიტრი, ვაშლი, ყურძენი და დუთმა ნესვი შემოაქვთ ტფილის ქალაქის გაუმაძღარი
კუჭის ამოსავსებად.
კომუნალურ ქუჩაზე თოფის სასროლ მანძილზე წამოვეწიე დიდ იოსებს. იგი წამდაუწუმ
ჩემსკენ იყურება.
მე ვრწმუნდები: რაკი იმ დილით ჩემი სანადირო ტყაპუჭი მეცვა, „მილიციელი“ ვეგონე
ალბათ, ან სისხლის სამართლის მილიციის აგენტი.
მე ეს მაინტერესებს: ნეტავ, რა აქვს დიდ იოსებს იმ მოყვითანო ჩემოდანში?
იმავე ფილაქანზე გადავედი, რომელზედაც დიდი იოსები მიდიოდა. როგორც სჩანს, იგი
ჩემმა დაჟინებულმა მზერამ მონუსხა. ფილაქანიდან იგი შუა ქუჩაზე გადავიდა.
კომუნალურ ქუჩაზე ურმების, ფურგუნების, ტრამვალების ჭედვა იყო.
მოედნისაკენ მიმავალი ტრამვაი პირისპირ შეეჩეხა ირაკლის ხიდიდან გამოქანებულ,
ფქვილით დატვირთულ საბარგო ავტომობილებს.
მე ტროტუარიდან ვხედავ, თუ როგორ მოექცა მეურმე თათრის ბიჭის სახრით
დაშინებული ბერბერა უშველებელ, ბოყინა საბარგო ავტომობილს ქვეშ, ძაღლი უკან

71 მკითხველთა ლიგა
გადახტა შოფერის შეძახილისაგან შემკრთალი, როგორც ჩანს, უკანა, მტკივანმა ფეხმა
უღალატა ბერბერას.
ვატმანმა ადრე შეამჩნია, თუ როგორ დაბარბაცდა ძაღლი, ვესტენჰაუზის საჰაერო ონკანს
მივარდა, ცალი ხელიც მექანიურ სახელურს მიაშველა, მაგრამ მანომეტრი ორამდის
დასულიყო, და ვესტენჰაუზმა ქვიშა ვეღარ დააყარა თქეშისაგან მორეცხილ რონებზე.
შოფერმა აქსცელერატორს ფეხი აუშვა, მაგრამ ჭახრაკის ხელის შევლება ვეღარ მოასწრო,
ტრამვაის აერიდა. დიდი იოსები წინ გაჰქანდა წაქცეულ ბერბერას მისაშველებლად, მაგრამ
ძაღლმა წამოდგომა მოასწრო. თავათ წაიქცა დიდი იოსები, შოფერმა გაქანებული მოტორი
ვეღარ შეიკავა. რაღაც განუსაზღვრელად მაგარი და მძიმე მოხვდა თავში დიდ იოსებს და
ისეთი ზრიალი იგრძნო, თითქოს შვიდ ეკლესიაზე ჩამორეკესო და აზვავებულმა
ავტომობილმა ელვის უსწრაფესად გასრისა დიდი იოსების უზარმაზარი სხეული.
მ ი ნ ა წ ე რ ი:
როცა შოფერმა უკუაქცია მოტორი, მილიციელზე ადრე მე მივვარდი დიდი იოსების
გათელილ ცხედარს, ყვითელი ჩემოდანი ხელში ავიღე და გავხსენი თუ არა, წამსვე
მეცნაურა ბუსუსიანი, ყალბი ბონების დასტა.
1926-1927 წწ

72 მკითხველთა ლიგა
ქოსა გახუ

კურდღელი დამიცდია. კურდღელი, მელა და ბოლოქანქალა... კურდღელს რომ არ


გადავყროდით იმ სვედავსილ დღეს, ტაგუ სამუგია და მე...
ცისმარე დილით გამოგვიხტა ეწერის ბოლოს. ტაგუ სამუგიამ ესროლა. ბალახი ნამცვრევი
იყო და დანაკოდი ნადირის კვალს მივსდიეთ. მე თვალი გვარიანად მიჭრის, მაგრამ ტაგუ
სამუგიას თვალს ნუღარ იკითხავთ, რა იქნება ნაყაჩაღარის თვალი, გეცოდინებათ უჩემოდ.
დავკარგეთ კვალი სისხლისა. ნადირი ძალზე დაეკოდა ტაგუს. დავშორდით ეწერში
ერთიმეორეს.
წავაწყდებოდი ნამცვრევ ბალახზე კურდღლის ნაწოლს სადმე პატარა ბუჩქის ძირას,
ვყვიროდი: „სისხლი“... დაეწინწკლა სისხლს თეთრი რძიარძიები და გვირილები.
გაივლიდა წამი. შესდგებოდა ტაგუ სამუგია და მომესმოდა ყვირილი — „სისხლი!“
მერე დავბორიალობდით ორივენი ჩირგვებში, გვიმნარში, ეწერის კატაბარდებში და
გახელებული ვყვიროდით: „სისხლი“, „სისხლი“, „სისხლი“.
ნეტა თუ რამე აღვიძებს ჩვენში იმდენ ბავშვურ აღტყინებას, როგორც სისხლი?
(ნადირობის დროს უთუოდ იღვიძებს ჩვენში ჩვენი ველური წინაპრების სისხლი).
იმ დღეს ხელი მოგვეცარა. ჩხიკვი რომ ჩხიკვია, ისიც არ შეგვხვედრია, რათა სროლას
გადაჩვეულს, გაფრენილზე მევარჯიშნა.
ეგ არაფერი, მე პატარა მარცხიც შემემთხვა.
ნაწისქვილარის არხზე რომ გადავხტი, აწკიპული თოფი გამივარდა, ლამის თვალი არ
დამივსო დენთმა. საფეთქელთან თმა წამტრუსა.
არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც ნადირობა. ყოველთვის, როცა ჩემს
დედულეთში სანადიროდ ჩავიდოდი, ტაგუ სამუგიას უნდა მივკედლებოდი.
სხვა არავინ ნადირობდა იმ ხანებში.
ჩემი ბიძები რევოლიუციის შემდეგ სოფელში არ ჩამობრუნებულან; დეიდაჩემს ერთი
მეწველი თხა და ჩელტის ნალია შერჩა.
ძიძაშვილებმა და ნათლულებმა ჩუმ-ჩუმად ჩელტის ფაცხა მოუღობეს ნალიის ქვეშ და აქ
ცხოვრობდნენ მოხუცი დედაკაცი და მისი დაკუტებული ქმარი, ნახუცარი იონა.
ბიბლიური იდილია იღვიძებდა ჩემს გულში ამ მოხუცების საწოლის გასწვრივ პატარა
ბაგაზე დაბმულ თხისა და ციკნების შეხედვაზე. ეს ხუთი სული ძლივს ეტეოდა ლასტის
ფაცხაში.
ნახუცარი იონა მაინც გულს არ იტეხდა. ეფუთში ეძებდა „ბოლშევიკების წასვლის“
თარიღებს. სასთუმალიდან არ იშორებდა ლოცვანებსა და წმინდა წიგნებს: დიდის პათოსით
კითხულობდა იობის წიგნს.

73 მკითხველთა ლიგა
ხედავდა, ალბათ, რაღაც იდუმალ ანალოგიას განაწამებ ბიბლიურ კაცთან და ეს მხნეობას
ჰმატებდა ბერიკაცს.
განსაკუთრებით დეიდაჩემს არ მოსწონდა ჩემი მისვლა-მოსვლა ტაგუ სამუგიასთან.
ნახუცარი მდუმარე ნოიტრალიტეტით კმაყოფილდებოდა.
იმ დღეს ხელცარიელი რომ შევბრუნდი ფაცხაში, იონა ლოგინზე პირაღმა იწვა და
ხმამაღლა გალობდა.
დიდხანს ვიდექი კარებთან, ვუსმენდი ექსტაზში შესულ მოხუცის ღაღადს.
მცირე პაუზით ვისარგებლე და კარი შევაღე.
ჩაბალახი ლოგინზე მივაგდე თუ არა, ნახუცარმა ჩემს გატრუსულ თმას თვალი ჰკიდა და
ღაღადჰყო:
„მე მუდამ ვგრძნობდი, – ლუღლუღებდა ბერიკაცი, – ტაგუ სამუგია შენ რაიმე
უბედურებას გადაგყრის“.
დავამშვიდე მოხუცი. მთელი ამ ხიფათის მიზეზი მე გადავიბრალე. ხოლო რაც შეეხება
ტაგუ სამუგიას, იგი ჩვეულებრივი უწყინარი გლეხია-მეთქი, ვარწმუნებდი.
„გლეხიო? – წამოიძახა ნახუცარმა, – ტაგუ სამუგია და გლეხი? ახლა გლეხობა, დიახაც,
ბევრს ენატრება. მაგრამ ტაგუ თუ მართლა სამუგია გგონია?“
„მაშ?“ წამოვიძახე გაოცებულმა. -
„ტაგუ მანუჩარ ბატონიშვილის და მისი მკვიდრი დის ხათუნას შვილია“.
„როგორ თუ... და-ძმის შვილი?..“
„ცოდო ადუღდა ნიკო ბატონიშვილის ოჯახში: მანუჩარი სიყმაწვილეშიაც ავხორცი იყო
და...
ხათუნა 12 წლამდის ძიძას ჰყავდა, და-ძმა ერთიმეორეს გადაეჩვია. მანუჩარ 15 წლის
იქნებოდა, როცა ხათუნა ძიძამ მოიყვანა და იმა წლის სექტემბერში დატრიალდა ეს
გაუგონარი უბედურება. მანუჩარს ცოლი შერთეს, ემხვარის ქალი. ხათუნა სააფხაზოში
გააქროლეს მოსალოგინებლად, მაგრამ შვილიანობას გადაჰყვა საცოდავი! და ორი წლის
შემდეგ სამუგიად მონათლა მანუჩარმა ტაგუ. ცოლის შერთვამდის შინ ჰყავდა, შემდეგ მიწა-
მამული მისცა – და თავის არეში ჩამოისახლა“.
„მერმე ტაგუმ იცის ეს ამბავი?“ შევეკითხე ნახუცარს.
„ამ სოფელში თავის დროზე მანუჩარმა იცოდა ეს, ტაგუმ და მე, რადგან კარის მოძღვარი
ვიყავი. ასეა მამაშვილობას. ცოდვის შვილია ტაგუ სამუგია, მიტომაც უნდა ერიდოს კაცი მის
სიახლოვეს. მანუჩარ ხომ ქრისტეს ფეხის მკვნეტელი იყო, მაგრამ ტაგუ სამუგიასთან
შედარებით იგი ანგელოზად მოგეჩვენებოდათ“.
მე ლმობიერად ვექცევი ჩვენი წინაპრების ცოდვებს და ვნებებს (რადგან მიცვალებულებს
და მოხუცებულებს ბევრი რამ მიეტევებათ. მართლაცდა, ვინც ცხენის კულტს იცნობს, იგი

74 მკითხველთა ლიგა
უთუოდ დამეთანხმება, რომ ლამაზი ქალისა და ჯიშიანი ცხენის მოტაცება არც ისე დიდ
ცოდოდ ითვლებოდა წინათ).
ტაგუ სამუგია არც ისე მოხუცებულია, მაგრამ იგი ახალ დროში გადარჩენილი ძველი
კაცია, წინაპრების ცოდვებით დატვირთული კაცი.
სულო ცოდვილო!
მე იმ ხანებში ახალ მოთხრობების თემებს ვეძებდი.
თქვენ ბედნიერი გგონიათ მწერალი?
მუდამ დამკვირვებელის როლშია. მთხრობელივით უთვალთვალებს ქვეყანას, ბუნებას,
ადამიანებს და ყველაზე მეტად თავის თავს. აბა რა შენიშნოს, რა დაიჭიროს, რა დაიხსოვნოს.
მწერალს არ შეუძლია თავდავიწყება თვით უაღრესი ტკბობისა და ექსტაზის ჟამს.
საყვარლის სარეცელზე, ხმელზე, ზღვაზე, ბუნების წიაღში ყველგან, ყოველთვის აკვირდება
იგი სამყაროსა და თავის თავს.
მომეცით მე ჯადოსნური ძალა თავისი თავგადასავალი ვაამბობინო ტაგუ სამუგიას.
თუ რამდენი უკუღმადაჭედილი ცხენი გადმოუყვანია ენგურის გადმოღმა, რამდენი
გადაუსხამს სვანეთს, ყაბარდოს, რამდენი ქალის მოტაცებაში სდებია წილი, და ამ
აზარტულ საქმიანობის პროცესსში რამდენი კაცი გაუგზავნია „ქოთნების საკეთებლად –
საიქიოს“.
(მისი სიტყვებია).
და მე უთუოდ დავსწერდი ამ მასალისაგან მთელს ეპოპეას.
დიახ.
ტაგუ სამუგიას მართლაც რომანტიული წარსული აქვს.
თუ სიკვდილის შემდეგ სისხლი და ვნება ადამიანს მოეკითხება, მისი სული უთუოდ ვერ
ასცდება ქვესკნელის წამებას.
„...ტაგუს რომ არ სცოდნოდა, იგი მანუჩარ ბატონიშვილის შვილია, – განაგრძო იონამ, –
შესაძლოა, უფრო ბედნიერიც ყოფილიყო. მაგრამ ტაგუ ხედავდა, მისი ძმები რა დიდ
პატივში ჰყავდა მამას, იგი სამუგიობას თაკილობდა და მთელ ქვეყანაზე გაბოროტებული
მხოლოდ ბოროტებას სთესავდა მიწაზე. ჯერ სახეზე რომ შეხედავ მაგ უკუღმართად
გაჭედილ ადამიანს, ადვილად შეატყობ, თუ რა კაცია“.
„მე ათი წელია ტაგუ სამუგია არ მინახავს, და უნდა ვაღიარო, მაინცდამაინც არ
გამოცვლილა“. ჩამოვართვი სიტყვა ნახუცარს.
„იგი ასე გამხმარია და, ალბათ, არასოდეს მოკვდება“. ამბობდა ბერიკაცი.
მართლადაც და, ქვეყანამ იცის ტაგუ სამუგიას ბნელი წარსული. ოდესღაც ტაგუს სახლი
მთელი აფხაზეთის, სამურზაყანოს და საჭყოინდოს ცხენის ქურდების შტაბი იყო.
ეს იმ დროში, როცა ცხენის კულტი ოდიშის მხარეში იშვიათ გმირობას მოითხოვდა.
ბევრიც სპორტის თვალსაზრისით უყურებდა ამ საქმეს.

75 მკითხველთა ლიგა
არასოდეს გაუკრავს კლანჭი მისთვის მართლმსაჯულებას, რადგან იგი ფოცხვერივით
მარდია. შეუდარებელი მსახიობი, მუდამ ჩინებულად იოკებდა ვნებებს დღის სინათლეზე.
ხოლო ბნელ ღამეში მაგარი მაჯა და მუხლი ეს ხომ ყველაფერია.
ქურდიო?
ქურდი ის არის, ვისაც ქურდობაში დაიჭერენ, ადამიანთა მართლმსაჯულება მხოლოდ
მოუხეშავებს და ბრიყვებს შესწვდება ხოლმე.
ვისაც ქურდობაში ვერ დაიჭერენ, ყველაზე მეტად ის აძაგებს ხანდახან ქურდებს.
............
ტაგუ სამუგია ოდნავ მოიკოჭლებს სიარულში, მესტებიან ფეხებს ისე ადგამს, თითქოს
მუდამ ეპარებაო რამეს, ცალი მხარი ოდნავ მოქცეული აქვს, მაგრამ არ იმჩნევს.
შემოგხედავთ და მის მეჩხერ თვალებს ვერასოდეს შეისწრებთ რაიმე განზრახვაზე ან
ფიქრზე.
წაბლისფერი წარბები ღრმად წასულ თვალის უპეებზე ჩამოფხატვია.
მოგრძო და ოვალურ სახეზე ორკეცი ნახანჯლარი ატყვია, მაგრამ რაღაც შეუდარებელი
სიამაყეა მის კეხიან ცხვირსა და მაღალ შუბლს შორის გართხმული.
გრძელი, არისტოკრატული ხელები აქვს. მუდამ თავაზიანი ღიმილი აკერია ბაგეზე.
სიტყვაძვირი, თავის წარსულზე ლაპარაკს ერიდება, მაგრამ მაინც ჩინებული მოუბარია,
კარგი მონადირე (კამათელი ძლიერ წყალობს – აზარტში შესული რომ გაისვრის კამათელს,
წინ გადაიკეცება და ასე დაჰკივლებს: „შეშიბეში, შე ოხერო“ თითქოს თავის ლაფშაზე ზისო.
ემარჯვება კამათლის მონუსხვაც).
ჩხუბი და აყალმაყალი არ უყვარს.
დღისით უბატონოდ ხმას არ გაგცემთ.
ასე იტყვით: ეს კაცი ალბათ უბრალო ჭიასაც ფეხს არ დაადგამსო.
მაღალი.
კაფანდარა.
მუდამ შინდისფერი, მოკლე, აფხაზური ჩოხა აცვია.
მხარზე – დაჭმუჭვნილი დარაიას ჩაბალახი.
გრძელი, თეთრტარიანი სვანური სატევარი ჰკიდია.
და ცარიელი ბოღჩა სმიტივესონის რევოლვერისა (რადგან სასროლის ტარების ნება
რევოლუციის შემდეგ ვეღარ მიუღია).
ყვითელყაითნიანი, წითური შალის პაიჭები აცვია და შუაში გადაბზეკილი თხის ტყავის
უძიროები.
არც ერთი რეჟიმის დროს ხელი არ შეუცვლია თოხისა და ერქვანისათვის.
ორი ნალია სიმინდი ყოველ წელს ჭერამდის სავსე აქვს.
ცალი ხარი ჰყავს და ერთი კვიციანი ჭაკი. ათიოდე თხა.

76 მკითხველთა ლიგა
ყანებიც აქვს და ბაღ-ბოსტანიც.
სამი წელიწადი ეომა ადგილობრივ აღმასკომს და ცალთვალა წისქვილი მაინც შეინარჩუნა,
და ერთიც ძველებური საცეხვავი – „ჩამურიც“ უნდოდა შეერჩინა. ძველ დროში მუდამ
სასამართლოში ჰქონდა საქმე. ან მომჩივანი იყო, ან მოწმე, სამი მანეთისათვის სამჯერ
დაიფიცებდა წმინდა გიორგის ხატზე. შესწამებდნენ ქურდობას და ცხრა კაცს წაიყვანდა
ცრუ მოწმედ და დააფიცებდა. ასეთი ცრუმოწმეების მთელი შტატი ჰყავდა. ძველი
ჩვეულება ახალ დროშიც გადმოჰყვა. მუდამ მომჩივანის როლში გამოდის ტაგუ სამუგია. –
მე რომ ცაში მოვხვდე, იქ შეიძლება ღმერთსაც ვუჩივლოვო, – იტყოდა ხოლმე.
... ჩამურის ამბავს ნუღარ მკითხავთ. ამისათვის კაცმა ახალი მოთხრობა უნდა დასწერო.
დიდი ბრძოლა გადაიტანა ტაგუ სამუგიამ ამ ჩამურისათვის.
ტაგუ სამუგიას საცეხვავი თემაღმასკომის საფონდო მიწის სამიჯნეზე იყო. ამიტომაც
ჩამოართვეს ჩამური. ძველ სასამართლოებში გამოჭახრაკებულმა ტაგუმ მაზრაღმასკომში
უჩივლა თემაღმასკომის თავმჯდომარეს რომანოზ ოჩიგავას. თავის „თხოვნას“ იმით
ასაბუთებდა, თითქოს ოჩიგავას პირადი მტრობა ჰქონდეს მისი.
აქ საქმე წააგო, აზვავდა ბატონიშვილის სისხლი სამუგიას ძარღვებში. ტაგუ სამუგია
გადაიკარგა, შინ ამბავი დააგდო: ტფილისს რომ მომიხდეს ფეხით წასვლა, ჩემს ჩამურს
ოჩიგავას მაინც არ შევარჩენო. არ დაუტოვებია არც საქართველოს მიწსახკომი, არც მუშათა
და გლეხთა ინსპექცია, საკონტროლო კომისია, დასასრულ, საქართველოს სახკომსაბჭოსა და
სრულიად საქართველოს ცაკის თავმჯდომარემდისაც კი მივიდა „ფეხით“.
აქ კი განქარდა მისი ილუზიები. დაზაფრული დაბრუნდა სოფელში. სწორედ მეორე დღეს
ხოხბებზე ვნადირობდით მე და ტაგუ.
ხოხბებიო?
ამაოდ ეგონათ ბერძენ ავტორებს, რომაელთა გაუმაძღრობის წყალობით მოსპობილიყოს
ძველ კოლხიდაში ამ მშვენიერი ფრინველის გასაგისი.
იმ დღეს პირველად ვიყავი ხოხბებზე სანადიროდ
ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მამალი ხოხობი სასროლად გაიმეტოს.
ზედ ცხვირწინ ამიფრინდა ერთი, ორი, სამი.
გულმა, ჩემმა გულმა, უმწეო ფრთხიალი მორთო, თოფი ხელში შემრჩა აწკიპული, და
თვალი დამრჩა ამ უმშვენიერესს სანახაობაზე.
დედალი ხოხობი მშიშარაა, იგი სასროლ მანძილს გაირბენს და მერმე აფრინდება. მამალი
გოროზია და ვაჟკაცობს...
შხუილით ავარდება პერპენდიკულარულად ჰაერში.
როგორ გინდა თოფი ესროლო ასეთ წუთში ამ ოქროს ფრინველს (ორში ერთია: ან ცუდი
მონადირე ვყოფილვარ, ან პოეტის ჩვილი გული მქონია).

77 მკითხველთა ლიგა
ტაგუ სამუგიას „ხატის გამტეხელს“ ეძახიან და ვის დაზოგავს იგი. ესროდა თუ არა,
ხოხობი უსულოდ ეცემოდა მიწაზე.
მამალ ხოხობს თავში ხელი წაავლო.
„ერთი რამ უნდა გითხრა, – მეუბნება იდუმალი ტონით, თანაც აქეთ-იქით იხედება. –
თქვენ ევროპაშიაც კარგად გიცნობენ, როგორ დავიჯერო, ეს ქვეყანა ჩალით იყოს
დახურული?“...
„რატომ ამბობ მაგას, ტაგუ?“
„თხოვნას ვერ დამიწერთ?“
„რა თხოვნას, ტაგუ?“.
„ერთი ამ ბოლშევიკებს მინდა ვუჩივლო. რა იქნება ანგლიაში რომ მიმიწეროთ?“
„როგორ? ინგლისთან გინდა ქართველ კომუნისტებს უჩივლო?“
„თქვენ რას იტყვით, ანგლია ყურადღებას არ მიაქცევს ჩემს თხოვნას?“
„პა, პა, პა, ეს არსად წაგცდეს, ჩემო ტაგუ, თორემ ორივეს ფეხით მოგვიხდება საიქიოს
წასვლა“.
„ჩეკა“...
მერმე ავუხსენი ტაგუ სამუგიას, რომ კომუნისტები ინგლისის მთავრობას არ
ექვემდებარებიან და არც ინგლისი გამოიდებს თავს მისი ჩამურის გამო.
სახეზე შევატყვე: ჩემი დასაბუთება დამაკმაყოფილებელი არ იყო მისთვის, მაგრამ „ჩეკას“
ხსენებაზე ფერი ეცვალა.
ტაგუ სამუგია ძველს დროში მანუჩარ დადიანის მოურავად იყო.
ინფანტერიის მოხუცებულ გენერალს (რომელმაც წერა-კითხვა ოდნავ იცოდა, მაგრამ
ყარსის ლაშქრობაში გენერლობა მიეღო), ციბრუტივით ატრიალებდა, ღალას შუაში
უყოფდა, წისქვილების მინდის მესამედი უკითხავად თავის ნალიაში მიჰქონდა. ტყეს
მოაჭრევინებდა, საბატონო ეზოს თხმელის მესერს შემოავლებდა, საკუთარს – მუხისას.
მენშევიკების დროს კოოპერატივის გამგეობაში გაძვრა.
ყოველ კრებაზე პირველი ორატორი. ყოველ სუფრაზე შეუცვლელი თამადა.
ტაგუს ეზოში რომ შევედი, ერთმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება:
ფიჭვის ყავრით ახლად გადახურულ ოდის ლაფაროში ბადეები ეკიდა. ტაგუმ აივნიდან
დამინახა.
თუთის ფიცრებისაგან ნაგები კიბე ჩამოირბინა ახალოხის ამარა, ნიგვზის ძირში
შემომეგება.
„ტაგუ, თევზაობაზე როგორა ხარ?“
„თევზაობა? ვის გაუგონია ჩემი თევზაობა. მე კატასავით თევზი მიყვარს, მაგრამ ფეხის
დასველება ძლიერ მეზარება“.
„სჩანს, ჩემო ტაგუ, თავადური გემო ჯერ არ დაგიკარგავს“.

78 მკითხველთა ლიგა
ჰმ, მხოლოდ ტაგუ არ შეცვლილა ამ სოფელში.
„თავადობისგან ღმერთმა დაგვიფაროს ამ დროში“.
წინათაც ასეთი იყო.
ღამე აბრაგობდა, დღისით ნადირობდა.
აბრაგი?
ჩვენს დროში რომანტიული დროების ავანტიურისტი თუ სადმე დარჩა, ეს გახლავთ ტაგუ
სამუგია.
კოლხიდის განთქმული ხოხბების უკანასკნელი ლაპები თუ სადმე დარჩა, ისინიც სოფელ
წაჩხურში მეგულებოდნენ. ამ ხოხბებისა და ტაგუ სამუგიას ხათრით ჩამოვიარე სანადიროდ
წაჩხურის მხარეში.

***
უკანასკნელ წელს, ე. ი. 1926-ს, ძლიერ გაუტეხია პურადი, გულადი ტაგუ სამუგია.
შავნაღვლიანი ფიქრები სწვევია მუდამ იმედიანად მომღიმარე ტაგუ სამუგიას.
თავისი ირიბულად შეყრილ წარბებიდან გასცქერის დროს მიმავალს ტაგუ სამუგია.
„გაფუჭდა, ჯიმა, აჯამი ქვეყანა, გამამაძაღლდა ხალხი.
წინათ მთელს წაჩხურს, მთელს საჭყოინდოს, როგორც მომეპრიანებოდა, ისე მოვხერხავდი
ყურს, მანუჩარ დადიანსა და „ვეზნაჩალნიკს“ ჩემს გემოზე ვაცეკვებდი, ახლა
ზღმურტლიანი ოჩიგავა მღვდლის ბიჭი – ვირის აბანოთი მექადნება“.
„ჩვენი ნადირობა ფუჭია, თუ სადმე მეძებარი ვერ ვიშოვეთ, ტაგუ“, ჩავურთე სიტყვა.
„მეძებარი ბატონიშვილებს ჰყავდათ კაი, როგორც ყოველისფერი სიკეთე. აი, დედასა, რა
დრო წაგივიდა, უბედურო ჩემო თავო.
დადიანების ხელით გამოზრდილი მწევრებით ვნადირობდი.
მანუჩარს და მის შვილებს, თუ სტუმრები არ ჩამოუვიდოდათ, ისე ნადირობის თავი არ
ჰქონდათ.
ასეთი დღეები მინახავს და ახლა ქუსლმოქცეული ოჩიგავა დამაჯდა თავზე“.
წაჩხურის გლეხებს ნაირ-ნაირი სიტყვებით ამკობდა ტაგუ სამუგია.
ოჩიგავებს – „ქუსლმოქცეულებს“ უწოდებდა, ალანიებს – „ჯარჯიებს“, ბართაიებს –
„ტურიებს“, მაქაცარიებს – „ლაგუჯამს“, გითოლენდიებს – „მელებიეს“, ქოიავებს – „წანწებს“.
ვის არ მოხვედრია წაჩხურის მხარეში მისი უებრო გესლის ნაშხეფი.

***
საღამოს მანუჩარ ბატონიშვილის ნასახლარისაკენ გავისეირნეთ მე და ტაგუმ.
კიდეჩამონგრეულ ქვიტკირის გალავანში ნახევრად გადარუჯული, კრამიტით
გადახურული თეთრი სასახლე გამოჰკრთის მაღალი ცაცხვებისა და ჭანდრების ფონზე.

79 მკითხველთა ლიგა
სახურავზე თემაღმასკომის წითელი დროშა ფრიალებს. სასახლის გადაღმა იასპისფრად
მოსჩანს ეკის მთა, კოტიანეთის თეთრი ეკლესია და ნოქალაქევის, ძველი, კოლხური
არქეოპოლისის ბუმბერაზი ციხექალაქის ნანგრევები,
ბატონიშვილების სასახლის გვერდით, მცირე ნიშის ნანგრევებზე ჩამოვჯექით მე და ტაგუ.
ტაგუ სწუხს, რომ მანუჩარის სასახლის პარკეტის იატაკი ალანიების სამოგვის ქალამნებმა
„წაბილწეს“.
ამჟამად სოფლის აღმასკომი და სკოლაა სასახლეში გამართული.
და ტაგუ სამუგიას მოსისხარი – „ოჩიგავა მღვდლის ბიჭი ბრძანდება მანუჩარის
სასახლეში“.
„ერთხელ შევიარე, ზაფრისა და შურისაგან თვალი ამიჭრელდა. ისე განიერად
წამოჭიმულიყო კნეინა დარეჯანის სავარძელზე ის თმაგაჩეჩილი ბჟიტი. ვიფიქრე: ერთი
გადმოვიღებ ამ გველის წიწილს და რაც სიგრძე აქვს, იმდენ სიგანეს მივცემ-მეთქი. მაგრამ
რას იზამ. ზარბაზანის მეტი ყველაფერი წელზე ჰკიდია. ეჰხ“, ამოიოხრა ტაგუმ (არ მოეწონა,
რომ მე ვერ ვიზიარებდი მის მწუხარებას).
დადუმდა.
ჩამქრალი პაპიროსის ნამწვი წკიპურტით გადააგდო და მიწას დააჩერდა.
„მანუჩარ ბატონიშვილს არავინ დარჩენია?“
შევეკითხე ტაგუს და ჩვენი თვალები გზაჯვარედინზე შეიყარნენ.
მან თვალი ამარიდა, პაჭიჭები ამოიწია და მეუბნება:
„ვინც ვარგოდა, გაიქცა.
ერთიღა დარჩა კანონიერი მემკვიდრე –
ქოსა გახუ“.
„როგორღა?“
„როგორ და შეთეა. და ადამიანებს იმდენი სინდისი შერჩენიათ, სულელებს
მამაპაპისეული ცოდვები რომ არ მოჰკითხონ. მანუჩარ ბატონიშვილის სახელის გასატეხად
დარჩა, ბატონო, ქოსა გახუ. ჩიჩიე, გლახაკი. მანუჩარის სასახლეს რომ ცეცხლი წაუკიდეს, იმ
ღამეს ჭკუაზე შეირყა.
აგერ უვარგის ცინდალს რომ ლაფარეში გადააგდებენ, ისე გადმოვარდა შუაღამეს
ფანჯრიდან ქოსა გახუ, კიბე მოარბენინა, თავისი შვილი პატივა“.
„ცოლი რა უყო?“
„ცოლი შარშანწინ გაექცა, ვიღაცა ბერძენს გაჰყვა სტამბოლში.
მეორე დღეს გავიხედე: ცისმარე დილას ეწერისაკენ ხორხოცით გარბოდა უქუდო,
თავშიშველი ქოსა გახუ, მიჰყივოდა, მიხორხოტებდა კურძვალებსა და მარეკებს ეძახდა.
გვიმრის ჩირგვებში ჩავუსაფრდი. ვუყურებ, გარბის ქოსა გახუ, თანაც გაჰკივის: ჰო, ჰო, ჰო.

80 მკითხველთა ლიგა
არ გაუშვათ, ბიჭო თემყვაია, დოუარე, არ გაუშვა! – თვალები დავაცეცე, ვიფიქრე:
ცხონებული მანუჩარის წაჩხურელი ბაზიერი თემყვაია თუ გაცოცხლდა-მეთქი.
საქმე არა გაქვს.
არც თემყვაია.
არც მეძებრები.
არც კურდღელი.
გახუ გარბის. დიდს მოლხენაშია, ნადირობს თავის ჭკუით.
ეწერში მომუშავე გლეხებმა ხვნა მიატოვეს.
უყურებენ.
იცინიან და გულს იჯერებენ.
„უწია მანუჩარ ბატონიშვილის ცოდვებმა ქოსა გახუს, უწია. უჩვენოდ უწია“.
„მერმე, მერმე?“
შევეკითხე ტაგუ სამუგიას.
„მერე, სოფელმა შეიბრალა.
ცალი ხარი დაუტოვა, ერთი ხულა მიუგდო და ერთი ჩამური. ხულა დაარღვია. მანუჩარის
კაპანის ერთ კუთხეში ორასი წლის ცაცხვზე პატარა სახლი გააშენა“.
„სახლი?.. ხეზე?“...
„აი, გავივლით, ახლავე ვნახავთ.
ვის მოსწრია, სახლი რომ ხეზე გაეტანოსთ? მაგრამ სულელს რა ეკითხება?“
„ისე, მავნე ხომ არ გახდა?“
„არა, ასე ამბობენ გამოცდილები, ჩუმი შეშლილობა აქვსო. ხან მთელი თვეობით მარტო
დაყიალობს.
თავის თავს ელაპარაკება.
როცა შეხვდები, მაჯაგანით ვერ ამოართმევ სიტყვას.
ხანაც შეურიკინებს. მთვარისა მოუვლის.
ავარდება.
იცინის.
ცეკვავს.
და გაუგონარ ამბებს როშავს.
ერთხელ შუაღამეზე მომივარდა.
„აბა, ჩეიცვი ახლავე, გადი მარშანიამ ცხენები მოიყვანა სააფხაზოდან“.
ღმერთო, შეგცოდე. ერთი კი გვიფიქრე:
„თუ გოუწყრა ჩემს მტერს ღმერთი და ძველი დრო მობრუნდა-მეთქი“.
ვეუბნები გახუს:
„აბა, დეიფიცე“.

81 მკითხველთა ლიგა
„თავი ნუ მომიკვდება, მანუჩარის სულს გეფიცები, შენ ნუ მომიკვდები“.
„არა, თემრა დეიფიცე“.
აქ კი წახდა ყაზახი. თემრა ვეღარ დეიფიცა. თემრა ვეღარ დეიფიცაო?
წამოვდექი და ისეთი ლავაში ვაჭამე, აქედან განარჯიას მუხური მოვალანდე.
აზლუქუნდა, კარი მომირაჯგუნა და დამდუღრული ძაღლივით გაიქცა.
ხომ იცი, მე ქვას ზეთს გამოვადენ და ცოცხალ კაცს მუდამ მოვიხმარ.
ხვალ გიჩვენებთ: როგორ გამოვწაფე ნადირობაში.
ქართული მწევარი ვერ მოეწევა, ისე გავარდება გვიმრებში.
ვერც ერთი მეძებარი ისე მარჯვედ ვერ ააგდებს კურდღელს“.

***
იმ ღამეს წვრილ ვახშმობამდის სუფრას ვუსხედით მე და ტაგუ სამუგია და ოჯალეშის
ღვინოს შევექცეოდით.
რა შეედრება ყავარზე წვიმის წვეთების ტკაპუნს და ამგვარი მუსიკის აკომპანიმენტზე
დაძინებას. მაგრამ საიდგანღაც ჭრიჭინას ხმა ისმოდა. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში
მესმოდა მისი ჭრიჭინი. წვიმაში ჭრიჭინა სდუმს. ალბათ ტაგუ სამუგიას ბუხარში უნდა
ყოფილიყო იგი.
ჭრიჭინებდა ისე დაჟინებით, ისე დაუცხრომლად, ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
ავდექი. სანათს მოვუკიდე, ბევრი ვათვალიერე ძველი გაზეთების ნომრებით შეწებილი
კედლები.
ბუხარზედაც მივიდგი სკამი. ამაოდ.
დიდხანს ვებრძოლე უძილობას. სადღაც ძაღლები ზღარბს უყეფდნენ.
„საჩიხედან“ თხის ხველა ისმოდა და წისქვილის წყალის შრიალი. უთენია
ნაწისქვილარისკენ მიმავალ თემშარას გავუდექით მე და ტაგუ.
იგი ნაბახურევზე ჩინებულ გუნებაზე იყო.
„ჰეი გიდი, კაი დრო იყო ძველი დრო, მაგრამ ყველა დრო კაია, თუ კაი თავი გაბია კაცს“.
გამოვკითხე ტაგუს: ამ სოფელში ნადირობას თუ ვინმე ეწევა-მეთქი.
„ალანიებს ნადირობის ხოში ვინ მისცა!
ისინი მუდამ წყალში დაბორდღავდნენ – მეთევზეებია. მელებიე გითოლენდიები მუდამ
თოხს უბლაყუნებდნენ. მაქაცარიები წისქვილებსა და ჩამურებს უკირკიტებდნენ.
ჩვენს დროში ახალგაზრდობა ქალაქად მიდის, ზოგი მეეტლედ, ზოგი დალაქად, ზოგი
მეკარედ.
მოხუცები ძველ გზაზე დადიან.
ბართაიები ამოწყდნენ და ფიფიები ნაჯიხევს გადასახლდნენ“.
ტაგუ გაჩუმდა და ორბოძალ გზაზე შესდგა.

82 მკითხველთა ლიგა
„თქვენ ნაწისქვილარისკენ მიჰყევით. ეწერ-ეწერ იარეთ. მე იმ მუხნარს შემოვუვლი, ეგებ
ქილორს1 სადმე წავაწყდე. კოპიტნართან გახუ შეგხვდებათ ალბათ“.
„მე რომ არ ვიცნობ გახუს?“
„ეჰ, რა ცნობა უნდა, თქვე კაი კაცო, გახუს, მთელს სოფელში მის მეტი სხვა არავინაა ქოსა“.
დავთქვით ნიშანი.
ორ-სამჯერ უნდა დაესტვინა ტაგუს და მე და გახუ შემდეგ შევუერთდებოდით.
მივსდიე ეწერს.
გზაში რამდენიმე გვრიტი ამიფრინდა, საფანტი მოვიზოგე. გამოცეცხლილ ეწერში ხშირ
სიმინდების ზღვაზე თეთრი ქუდები ფრიალებდნენ. როცა მეყანეებს ვუახლოვდებოდი,
წვერებზე ვამჩნევდი, არცერთი მათგანი გახუ არ უნდა ყოფილიყო.
კოპიტის მეჩხერი ტყეც გავიარე.
შაშვები კუთავდნენ და ჭახჭახებდნენ კატაბარდებში, ბულბულები გამუდმებით
სტვენდნენ.
ბილიკზე უქუდო, ფეხშიშველა კაცის სილუეტმა იელვა. სახის გარჩევაც ვერ მოვასწარი,
იგი ნადირივით დაფრთხა და სიმინდებში ჩაიჩოქა, ხელები მაღლა ასწია:
„თავი ნუ მოგიკვდება, არ მესროლო. მე... მე... ბატონო, იახა დო, მე სიმინდის ქურდი არა
ვარ.
ბატონო მეველე, მე გახუ ვარ, ქოსა გახუ.
მე... მე... მე... იახადო, იახა დო... 2

თოფი განზე გადავაგდე, მივუახლოვდი, მკლავზე ხელი წავავლე, ავაყენე. ვანუგეშებდი,


ვარწმუნებდი, რომ მას არას ვერჩი და არც მეველე ვარ-მეთქი. ან საიდან უნდა
წარმომედგინა, რომ იგი სიმინდს იპარავდა, როცა ჯერ სიმინდები დატარებულიც არაა.
ვარწმუნე, რომ სამტროდ არ მივსულვარ და ჩემი სურვილი იყო მხოლოდ მეკურდღლავა
მასთან ერთად.
კურდღლები რომ ვუხსენე, სახეზე ვარდი მოეფინა, ჭრუტა თვალები შემომაჭყიტა.
„ყურდგელი. იახა დო, ეწერში ბრეული ყურდგელია. მარაა“.
„მაგრამ რა?“
ჩამოვართვი სიტყვა.
„იახა დო, რა და ისა, რომ სამი ბებერი ყურდგელი ქალაქში წასულა, მიწების კომისართან
დაუსმენივართ. იახადო, წუხელ მე შუაღამეზე დამიბარა აღმასკომის უფროსმა ოჩიგავამ.
სულს ამოგართმევ, თუ ყურდგლები კიდევ შეგიწუხებიაო. აი, რა მიქნეს იმ
სულკატიანებმა“...

1
ქილორი – ხოხობი.
2
დიახ, ჰო.

83 მკითხველთა ლიგა
აქ კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენა აერია, და ისევ „იახა დო“ გაეჩხირა პირში.
მოვექალაჩუნე, ყველაფერი ეს ენამახვილობად ჩამოვართვი. როგორც იქნა დავამშვიდე.
წამომყვა.
გზა-გზა მესხია ჩიტიც რომ გაიფრთხიალებდა, გაშეშდებოდა, მარჯვენა ხელს ზე ასწევდა,
ცალსაც ტუჩზე მიიფარებდა – „სუუ“...
მეტყოდა.
და რაკი ფაჩუნი შესწყდებოდა, იღრიჭებოდა. როცა მისი სახე სერიოზულ
გამომეტყველებას იღებდა, მაშინ ვაკვირდებოდი:
ძლიერ ჰგავდა ტაგუს. თავის ქალის წყობითა და შუბლითაც. ყურები – ნამდვილი
დეგენერატისა. ნიკაპი თითქმის სულ არა ჰქონდა. მის პროფილში ძლიერ გაბოროტებული
გამომეტყველება გამოკრთოდა – რომელიღაც უხეირო, მტაცებელი ფრინველის პროფილი.
არც ისე ხნიერი სჩანდა, მაგრამ ქოსა ლოყები ნაზამთრალ უნაბივით შეჭკნობოდა ყბებზე.
ბჟიტის ბურტყლივით ქერა, თხელი წვერი ხავსივით მოსდებოდა სახეზე აქა-იქ.
ტანმორჩილი, მკერდჩავარდნილი, წელში მოდრეკილი.
გამხდარი.
თხილის ჩურჩხელასავით გამხმარი, წვრილძვლებიანი.
მოკლე და სწორი ფეხები, ბავშვური პატარა ხელები.
ხმა – დიაცური, წვრილი და უსიამო. ყურებში ზინთი ჩასდგომოდა, თვალებში – წირპლი.
მონოზონის ჩოხის მაგვარი შავი ჯვალოს მოსასხამი ემოსა დალეულ ტანზე. ქერტლი და
წიდა დალეკოდა კიდეწაჭმულ საყელოზე. ლაპარაკის დროს წვირიან ფრჩხილებს
იძიძგნიდა. მარჯვენა სახელური ნიადაგ გაზანგული ჰქონდა ცხვირის ნაწმენდით.
საჩვენებელი თითით მუდამ ცხვირს იჩიჩქნიდა.
დაფეთებული თვალებით მათვალიერებდა გზადაგზა. ჩემთან შესიტყვებას ეკრძალებოდა
და, როცა ფიქრებში გართულს გამოვესაუბრებოდი, პირველი სიტყვა შეაკრთობდა ფრიად,
ეტყობოდა, ძლიერ მოსწონდა ჩემი სანადირო ახალი ტყაპუჭი, მიხაკისფერი, მაღალყელიანი
სანადირო ჩექმები. კრძალვით შემეკითხა: ქალაქში კომისრად ხომ არა ხარ, ამ სოფელში
რაიმე გამოძიებას ხომ არ აწარმოებო?
განვუმარტე, რომ მე არც კომისარი ვარ და არც რისამე გამოსაძიებლად ჩამოვსულვარ-
მეთქი.
ამ ამბავმა ცოტათი დაამშვიდა.
ეწერი მოვათავეთ და ტყეს ვუახლოვდებოდით, როცა სროლა შემოგვესმა.
მოგვესმა სტვენაც. ორივემ ჟვერი გადავსჭერით და ტაგუსკენ გავეჩქარეთ,
ტაგუ წიფლის კუნძზე ჩამომჯდარიყო, მუხლზე მამალი ხოხობი ედო.
„მე ამხელა ქილორი მოვინადირე, თქვენ სად იყავით აქამდის?“
„მე კიდევ სამი ფუთი კალმახი დევიჭირე“, გაეხმაურა გახუ ტაგუს.

84 მკითხველთა ლიგა
„აბა, დეიფიცე?“
„მანუჩარის სულს გეფიცები. ჰიიი... იახა დო... ხომ ხედავ, როგორ დავსველდი“...
ტაგუმ მე შემავლო თვალი და, რა ნახა მეც სველი ვიყავი დილის ცვარისაგან, ხმის
ამოუღებლად მიუახლოვდა გახუს და სილა აჭამა.
„რამდენჯერ მოგიშალე მე შენ, მამის სული ტყუილა არ დეიფიცო-მეთქი“.
ქოსა გახუ იქვე ჩაცუცქდა, სახე საოცრად დაემანჭა. იმ წუთში მას საოცარი, ზიზღნარევი
სიბრალულის გამოწვევა თუ შეეძლო მაყურებელში. გაჭყლეტილ ბაყაყივით გამოკუსოდა
ჭრუტა თვალები.
„მანუჩარის სულს გეფიცები, სამი ფუთი კალმახი, სამი ფუთი“, გადიხარხარა გახუმ და
დამფრთხალი შევარდა ჟვერში.
დავკარგეთ ქოსა გახუ.
ბევრი ვეძიეთ ტყეში, სიმინდებში, ეწერზე, ანწლნარებში, გვიმრებში, ვეღარსად ვიპოვნეთ.
„ეჰ, რა კარგი დილა წამამწარა ამ სასიკვდილემ, თუ გული მომივიდა, იმ დღეს დანავსული
ვარ“.
მე ვუსაყვედურე ტაგუს, რომ იგი ფრიად სასტიკად მოექცა სულით ავადმყოფს.
„ეჰ, მე თქვენ დიდ პატივსა გცემთ, მაგრამ არ იქნება სხვა რიგად...
დამერწმუნეთ, ჩემზე მეტად არავის შესტკივა გული იმ ბედდამწვრისთვის, მაგრამ ძლიერ
გასალახანდა. მახლობელთაგანი უნდა უწყრებოდეს ვინმე, თორემ სულ გაგიჟდება ის
ოჯახქორი. სოფელში დიდი და პატარა მას დასცინის, ალანიებს და მაქაცარიებს უხარიათ
კიდევაც, რომ ბატონიშვილს აპამპულებენ.
აქამდის მანუჩარ ბატონიშვილს ჰყავდა სასახლეში გიჟები, ლენჩები და ხუმარები. რა
უშავს ახლა, ერთმა სულელმა ბატონიშვილმა ჩვენც გაგვაცინოსო.
გამოუდგებიან, შენ ხარ ჩემი ბატონი, ამ ტუტუცს ალანიების ბიჭები: უ-უ-უ, გ ა ხ უ, უ-უ-
უ, მისძახიან.
ისიც ქვებს ისვრის, ყველის ვაჭარივით ეჯღანება. ხან თუნუქის სანავთეს გამოაბამენ
ახალოხზე და გაეკიდებიან. ამას წინათ ალანიებმა ძაღლები მიუსიეს, ხომ ნახეთ, როგორ
გამოღადრული აქვს ბარძაყი, ასე რომ არ შევრისხო, მთლად გააბდალდება“.
ტყის წვეროკინებზე დაიწეწა ნისლის ნინევი.
ტყე აჟრიალდა.
ალვების მწვერვალები გააშუქა მზემ, – ყვითელი აბრეშუმის სხივები მოეფინა
ზეთისხილისფერ მთას, თეთრ ეკლესიას და ნოქალაქევის ციხეს.
მოლაღურები მახლობელ ხოდაბუნებში სტვენდნენ.
„ეჰ, წახდა ჩვენი ნადირობა. ამ ეწერის ბოლომდის მივიდეთ, ეგებ ყურდგელი
შემოგვეფეთოს. თუ ვერაფერი ვნახეთ, შინ წავიდეთ. დაგვნავსა ამ ლენჩმა“. ჩიოდა ტაგუ.
ეწერის ვაკესთანაც არ ვიყავით მისული, ტყეში ქაქანი ატყდა.

85 მკითხველთა ლიგა
„ჰა, ჰა, ჰა... ყურდგელი, არ გოუშვათ, არ გოუშვათ“. გაჰკიოდა გახუ.
„გვატყუებს აშკარად, ის უხანო“. ჩაილუღლუღა ტაგუმ, ყოველ შემთხვევისათვის ჩახმახი
შესწკიპა.
მე წინ გავქანდი და, ეწერს მივაღწიე თუ არა, წამოვიჩოქე.
ჩირგვნარსა და ტყეს შორის დაყოლებულ ოლეზე ფეხდაფეხ მოსდევდა კურდღელს
თმაგაბურძგვნილი ქოსა გახუ.
ორივეს თოფმა იგრიალა ერთბაშად, ნადირმა ერთი მალაყიც მოასწრო და მიწაზე
გაიშხლართა.
გამხნევებულნი მივყევით ეწერს.
ნადირობამ ტაგუს და გახუს გაკენწლავება გადაავიწყათ.
თმაგაბურძგვნილი, ეკლებისაგან ხელფეხდაღადრული, ახალოხშემოფხრეწილი ქოსა გახუ
ქაჯივით დარბოდა ჩირგვებში.
სახეზე გამოდენილ ოფლს სველი სახელოთი იწმენდდა. დაგეშილ მეძებარსავით
დასუნსულებდა კატაბარდებში.
ჩირგვში განაბულ მელას ან კურდღელს რომ შეითვალებდა, ცერზე დგებოდა, ორივე
ხელებს ზეასწევდა.
ეს იყო ნიშანი.
მე და ტაგუ თოფებს ავწკიპავდით და თავს დავუვლიდით. ვეპარებოდით ნადირს და
ნადირი უკვე გაძაგრული გვყავდა.
სამხრობამდის სამი მელა, ორი ხოხობი და ოთხიოდე კურდღელი ავკიდეთ ქოსა გახუს.
ასე ვნადირობდით მთელ კვირას.
შაბათს ნამეტნავად გაგვიტაცა ნადირობამ. მთელი დღე უსმელ-უჭმელად ვიხეტიალეთ.
ჩემზე მეტი აზარტი ტაგუს სჩვევია. ქოსა გახუს შინ წასვლა მოუნდა. წამდაუწუმ თემრას
ახსენებდა. ევედრებოდა ტაგუს: შინ გაეშვა. მაგრამ ტაგუ სამუგიას მონუსხული ჰყავდა იგი,
შებინდებულზე ხოხბები გამოდიან ეწერის ბოლოში – ნაყანევზე. ამას უცდიდა. ოჩანი
ცხენივით თავს აქნევდა და ქოსა გახუც უსიტყვოდ ემორჩილებოდა.

***
შეღამებულზე შინ მოვბრუნდით.
სწორედ იმ შაბათს მოხდა ეს უბედური ამბავი: პატარა თემრას მოშივნოდა.
მსხალზე გასულს შტო ჩამომტვრეოდა.
უჩივლელად დაელია ხშირ ბალახებში სული.
წამოსწრებოდა მეზობლის ცირა. აეტარებინა მკვდარი ბავშვი, სხვა რომ ვეღარაფერი
მოეხერხებინა, ლოგინში ჩაეწვინა.
ერბო-კვერცხი მოუმზადა თურმე.

86 მკითხველთა ლიგა
მოეალერსა მკვდარს.
და რა ნახა, თემრა უკვე აღარ იყო, ჩვენთან მოვარდა სახე არეული.
გლეხებს არ უყვარდათ თემრა. ძველი დრო რომ მობრუნდეს, აგრე ვარაუდობდნენ: გახუ
სულელია, მაგრამ თემრა წამოიზრდება და პაპისეულ მამულს წაეპოტინებაო.
შეუძლებელი გახდა ხეზე ატანილ სახლში მიცვალებულის გაპატიოსნება. მე
მიცვალებულის მეშინია. ქოსა გახუ მთლად გამოლენჩებული დადიოდა. სიმინდის ჟვერში
დაბობღავდა. წამდაუწუმ მეკარგებოდა თვალიდან.
წავედი, ტაგუ სამუგია მოვიყვანე.
გაიდო მხარზე თემრას ცხედარი და ძირს ჩამოიტანა.
ნალიის გარშემო ნოშოს ჩარდახი გავმართეთ და აქ დავასვენეთ თემრა.
მერმე მთელი დღე ფიცრები ვხერხეთ ტაგუმ, გახუმ და მე, – ამ სტრიქონების ჩამწერმა.
არც ერთ ჩვენგანს ფული არ ჰქონდა კუბოს საყიდლად და ჩვენ გავუკეთეთ პატარა თემრას
კუბო.
თემრას კუბოს არ ამკობდნენ თეთრი თუნუქის ანგელოსები და ყვავილების
გირლიანდები. სამაგიეროდ, მე არ დავიშურე ველის ყვავილები მისი პატარა კუბოს
მოსართავად. მეზობლის ცირამ და მე შევთხზეთ ნაირ-ნაირი გვირგვინი. ასე რომ, ჩვენი
გაუწვრთნელი ხელით გამოჩორგვილი, გაურანდავი კუბოს ფიცრები არც კი სჩანდა.
პატარა თემრას ოქროსფერი კულულები, საუცხოვო შუბლი და წამლით ნახატი თვალ-
წარბიღა მოუჩანდა ყვავილების გირლიანდებიდან.
ლამაზი იყო მისი გაფითრებული სახე. ყრმა ბუდდჰასა ჰგავდა პაწია თემრა, თეთრი
ღრუბლების სარეცელზე უძრავად მწოლარეს.
ეგზომ მშვენიერი მიცვალებული მე არ მინახავს.
არც ტირილი გაუმართავს ქოსა გახუს. არც შავჩოხიანი მოზარეები და ლოყადაკაწრული
შემცხადებელნი მოსულან.
ქოსა გახუ დღედაღამ კუბოსთან იყო დაცუცქული და გულდამდუღრული მოსთქვამდა
ნელი, ოდნავ გასაგონი ხმით.
მოთქმა რაა? მოთქმა ძლიერ უღონო სიტყვაა ამ სასოწარკვეთილი გოდების
გამოსახატავად.
ხომ ამაზრზენია და გულისწამღები ოდიშელი ქალების შემცხადება და ქვითინი,
რომელსაც „თვალუას“ ეძახიან ოდიშის მხარეში?
თმაგაწეწილი, ლოყა ჩამოღადრული დედანი მიცვალებულს რომ დასტირიან.
ერთი შეესიტყვება მზეგადასულს და მწკრივად დამსხდარი მომტირალენი „ვა-ვა, ვავა-ის“
რომ ააყოლებენ. მე ტანზე ბუსუსები გამომესხმება ხოლმე ასეთ „თვალუას“ გაგონებაზე.
ამაზე უფრო საშინელი იყო ქოსა გახუს უმწეო ლუღლუღი.
ტირილიც არ შესძლებია ამ სვედამწვარს, აქამდის არავის ენახა მომტირალი ქოსა გახუ.

87 მკითხველთა ლიგა
მე მის გასწვრივ ვიჯექი ჯორკოზე, შევცქეროდი ქოსა გახუს საოცრად არეულ სახეს. ჩემი
სული უნებურად ააწრიალა ამ გაუგონარმა მწუხარებამ.
კვირა საღამოს რომ დაიწყო წვიმა, მთელი სამი დღე სწვიმდა.
უაზროდ, უჭირისუფლოდ წავასვენეთ სასაფლაოზე თემრას ცხედარი, გახუმ, ტაგუმ,
მეზობლის ცირამ და მე.
წვიმდა დაუცხრომლად, წვიმდა, ცის ნატეხი ჩამოდიოდა. მუხლამდი ტალახში
მივტოპავდით.
სამარე გავთხარეთ და წელამდის წყალი ჩადგა.
როცა დიდის ვაი-ვაგლახით წყალი ამოვწურეთ მე და ტაგუმ, ბარი შევასვენე და სამარეს
კიდეზე მდგარ გახუს ამოვხედე, გარინდებული იდგა ტალახში ამოსვრილი,
საკინძეგაღეღილი, დალეული გახუ. ლოყები ჩაცვენოდა, თვალების უპეები გაგანიერებოდა,
სული გაჰყროდა თითქოს.
ცრემლი არ მოსდიოდა, მაგრამ ამაზე მეტ მწუხარებას ადამიანის სახე ვერ დაიტევდა.

***
მე დავსწყევლე ნადირობაც, ჩემი ამ სოფელში ჩამოსვლის საათიც.
„საქმე არ გაქვს, ხვალ ქოსა გახუს არაფერი ეხსომება.
ჩვენ ხვალაც ვინადირებთ, თუ ტაროსი შეგვხვდა. მარწმუნებდა ტაგუ, ეს დიდი ხანია
ვიცოდი, ის ბავშვი დაიღუპებოდა.
– რამდენი ვეხვეწე ჩემთვის დაეთმო ბავშვი. მე შვილი არ მყავს და ძირი, ამხელა ქონებას
სამარეში ხომ არ ჩამატანენ. არა, არ მოეშვა ბავშვს. ორჯერ-სამჯერ ცაცხვებზე გაშენებულ
ქოხიდან გადმოვარდა, ბავშვმა ხელფეხი იღრძო, არ იქნა და არ მოეშვა“.
მოშაინესავით ამბობდა ტაგუ სამუგია.

***
მესამე დღეს ნაწისქვილარზე შემოგვხვდა ქოსა გახუ.
ჯაგებში იდგა.
„რას უცქერი, შე ლენჩო?..“
„მე თვალს დამაკლდა, ნახეთ თუ იხვები არაა“.
გაიხედა ტაგუ სამუგიამ.
გავიხედე მეც.
„იხვებია სწორედ“.
„იხვებია?..“
დარცხვენილმა ტაგუმ სიჩუმე არჩია.
მეუცხოვა: ფერნაცვალ კაცს დამსგავსებოდა ქოსა გახუ.

88 მკითხველთა ლიგა
კიდეშემოცვეთილი ჟღალი ფაფახი ეხურა.
გახუნებული თეთრი ტილოს ახალოხი, ღილები თავიდან ბოლომდის შებნეული, ძვლის
ქამარი – მაგრად შემოჭერილი. გადაბრუნებული ტყავის საცვეთები, ყურიანი ქართული
სამოგვის ქალამანი.
თავი ღირსეულად ეჭირა, არ სტყუოდა, არ იღრიჭებოდა.
შევამჩნიე, ტაგუც მოკრძალებულად ექცეოდა.
ერთხელ მეტად არ წამოსცდენია იმ დღეს „შე ლენჩო“.
სულ: „გახუ პატონი“.
„გახუ თოლიგე, გახუ სქანსანთელო“3.
ან უბრალოდ, ძმურად: „გახუ“.
აღარც მეძებრის როლი შეუსრულებია იმ დღეს ქოსას. გახუ განზრახ ერიდებოდა
ტაგუსთან მარტო დარჩენას.
ჩემს კიდეზე ეჭირა თავი.
ერთ-ორჯერ თოფი შევაძლიე.
გასროლაზე უარი თქვა.
გულნატკენმა დასძინა: მე თქვენი ხათრით გამოვედი, თორემ რა მენადირებაო.
გულმა რეჩხი მიყო.
ტაგუ რატომღაც გამგუნებული სდუმდა. ჯერ ეწერ-ეწერ ეპარებოდა რაღაცას.
ორ-სამჯერ გაისროლა.
ადგა ტყეში ალიაქოთი ყვავების, ჩხიკვების ჩხავილისა, ჩიტების ჟივილისა და შაშვების
ჭახჭახისაგან.
ბევრი ვეძახეთ, ვიარეთ ეწერში.
ვეღარსად ვნახეთ ტაგუ.
ტყეს გავერიდეთ მე და გახუ. მივყევით ეწერს.
ატლასისებურ მოკაშკაშე სიმინდების ზღვა გაშლილიყო აღმოსავლეთით და
დასავლეთით.
ლურჯი.
არა, მუქლურჯი ზღვა მოღაღანე სიმინდებისა.
ჯერ ჩვენ მხატვრებს წამლით არ გადმოუციათ შეუდარებელი სილამაზე ამ პეიზაჟის.
ქართველ პოეტებს არ უმღერიათ სიმინდის ფარჩის იდუმალებით სავსე შრიალისათვის.
შუბის სიმაღლეზე ტანაყრილი, გათქვირული, დავაჟკაცებული სიმინდები რომ
აღაღანდებიან შავი ზღვის სუნთქვით ატოკებულნი, სვანურ სატევრებივით დალესილ,
მოპარპაშე ფრთებს რომ ააფრიალებენ, მათ შორის ზოგი და ზოგი დაწინაურებულია,

3
თოლიგე - ჩემო თვალის ჩინო; სქანსანთელო – სანთელივით შემოგევლე.

89 მკითხველთა ლიგა
ვერცხლის ქოჩორი კენწეროზე გაუშლია და სდგანან ისინი ამაყად, როგორც ალამგაშლილი
შტანდარტები მაღალ ანძების.
მილლიონები!
ათეული, ასეული მილიონები რომ აბიბინდებიან, აშრიალდებიან, ამღერდებიან.
აღარსად სჩანან მეთოხეები, ალაგ-ალაგ თუ გამოკრთიან თეთრი ჭილის ქუდები და
მოისმის ამ თვალშეუვლებ ოკეანეს გულიდან ნადურის ღუღუნი.
ნაწისქვილარის მაღალ ბექობზე ძველ კოშკის ნანგრევზე ვისხედით ქოსა გახუ და მე.
ეს კოშკი იფარავდა ოდესღაც მახლობელ თემშარას, მთელს ხეობას, ტეხურს გადაღმა
მხარეს.
გათხლაშულიყო მიწაზე მდუღარე ხვატი.
ზანტად მიმოჰქონდა ძეწნის ფარფლი მდორე ჰაერში შემოპარულ მსუბუქ ბორიოს.
ჭრიჭინების მწყობრი ორკესტრი აღვიძებდა რულს ბუნებისას.
გახუ ქვაზე ჩამომჯდარიყო. პაპიროსი ჩაჰქრობოდა. იჯდა. სივრცეს გასცქეროდა. ჭრუტი
თვალები ჩაეფერფლა უსიტყვო დარდს.
ნიკოტინით გამურული ლერწმის მუნდშტუკი გაყვითლებულ თითებს შორის გაირჭო,
შემოჰკრა მარცხენა ხელისგული და ბალახებში გადავარდნილ პაპიროსის ნამწვავს თვალი
გააყოლა.
ბექობის გვერდით იფნარი აშრიალდა უეცრად.
გახუ შეკრთა.
„ვნახო იქ, რა ამბავია!“ ესა სთქვა, სერი ჩაირბინა. გვიმრებში გაუჩინარდა. წამოეპარა მზეს
ქვიშისფერი ღრუბელი წვიმისა.
მდუმარედ ვიდექი ბექობზე. თვალს ვადევნებდი ზეცის კალისფერი დეკორაციის
ცვალებადობას.
გადმოიხვეწნენ შავი ზღვის კიდიდან თეთრი, სულ თეთრი ღრუბლები, გადაეღობნენ ამ
თეთრ ფრინველებს უფრო სქელი, უფრო ლეგანი.
ხაზავდა ცას უჩინარი ხელი ქვიშისფერი, მუქი წამლებით. ითქვიფებოდნენ, იშლებოდნენ
ბუნდოვანი სახეები, მონახაზები – ნაზ კიდეებთან მინანქარით ნაგვირისტევი. იმატა ცაზე
მუქფეროვნებამ და უსიამო, მოწითალო სხივის რიალი ადგა მზის დასავლიდან:
გადაურბინა კავკასიონს ელვის კიაფმა და გადაევლო ბენგალის ცეცხლისებური ანთება
ლითონისფერად მოვარვარე სიმინდების ზღვას.
დიდხანს ვიჯექი კოშკის თავკიდურზე და შევცქეროდი ფერშეცვლილ კრთომას, მოსავსავე
ტალღების სახით სიმინდების ზღვაზე გავლებულს.
პაპიროსს მოვუკიდე.
ბექობი ჩამოვირბინე, იფნარში შევედი.
გვიმრებზე ჩაკეცილი ქოსა გახუ თითქოს ლიტანიობდა.

90 მკითხველთა ლიგა
მუხლებზე დაცემული წარამარა დგებოდა. თვალებზე ხელს იფარებდა, ისევ მიწაზე
გართხმული ქვითინებდა.
ფეხაკრეფით მივეპარე.
ნელი, ნელი ხმით მოსთქვამდა ქოსა გახუ.
მივედი. ხელი მოვჰკიდე. ავაყენე.
სანუგეშო სიტყვა გამიწყდა პირში.
„რა ვქნათ, ჩემო გახუ. ყველანი მიწის კერძი ვართ. ნუ სტირი, ჩემო გახუ“.
„როგორ არ ვიტირო, ჩემო ბატონო, ის აღარაა, ვისთვისაც ვეწამე, ვისთვისაც ქვეყნის
სასაცილოდ გავიხადე თავი. სხვას რას ვენაღვლებოდი და იგიც მე დამცინოდა...“
„ვინ იგი, გახუ?“
შევეკითხე.
„ვინა და ტაგუ“
ეჰ,ისევ შებრუნდა ალბათ, გამიელვა თავში, გახუს გონივრულად გამომზირალ
თვალებიდან ცრემლი მოჟონავდა.
მეც ამან დამაეჭვა.
ცრემლო! შენ ალამაზებ მწუხარებით დათუთქულ სახეს, ადამის მოდგმაში თვით
უმახინჯეს კაციშვილისას.
ცრემლო!
შენ რთვილი ხარ დატოლვილ გულთათვის, ცით მონაბერი.
....................
....................
„ტაგუ სამუგიაა?.."
„ტაგუ სადაური სამუგიაა? სამუგია კი არა, ძმაა ჩემი ხორციელი. იახა დო, ტაგუც მე
დამცინოდა. მე რა მექნა მარტოხელას და უბედურს. ჩემი ძმები სამზღვარგარეთ გაიქცნენ.
ტაგუს ხელი არ ახლეს, სამუგია ეგონათ. იახა დო, მე გადავრჩი. მაგრამ ვაი ამისთანა
გადარჩენას. იახა დო, მეც გავიქცეოდი, მაგრამ თემრა ვისთვის დამეტოვებინა. თემრა, ჩემი
თემრა“...
მან ისევ დაიფარა ხელებით სახე და მიწას დაჰკრა შუბლი სამგზის.
ტორით ფოცხავდა მტვერს. პეშვით იყრიდა პირში მიწას და დედაკაცივით მოსთქვამდა
ქოსა გახუ.
უნებლიედ პირზე მომადგა: „მამათა ჩუენთა ცოდეს და ჩუენ შეცოდებათა მათთა
მოვიხუამთ.
.............
იგლოვა გუირგვინმან თავისა ჩუენისამან, ვაი ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ“.
ძლივს დავაშოშმინე. ისევ ბექობზე ამოვიყვანე.

91 მკითხველთა ლიგა
„იახა დო, მოვისაზრე. თავი მოვიგიჟიანე, – განაგრძო გახუმ, – სხვა გზა არ იყო.
ცხონებულ მამაჩემს მთელი სოფლის გლეხობა გადაკიდებული ჰყავდა.
ჯერ ჩემს ხსოვნაში ულვაშებს აგლეჯდა გლეხებს.
წამოაქცევინებდა მოწიფულ ვაჟკაცებს, მკერდზე ცხელ ღომს დააგებდნენ და ძაღლებს
დააპურებდნენ.
იახა დო, ხანდახან ძაღლები წაიკიდებოდნენ – და ისეთი შემთხვევაც ყოფილა,
ხელფეხშეკრული ვაჟკაცი რომ დაუკბენიათ ძაღლებს. მაგრამ მაშინ მე ბავშვი ვიყავი. იახა
დო, მე ახლა რა შუაში ვარ.
იახა დო, მე ჩემი თავმოყვარეობა დავთმე, ოღონდ თემრა გადამერჩინა.
აწი სულერთია ჩემთვის. გინდა გიჟი ვეგონოთ, გინდა ჭკვიანი. აწი რაც ენებოთ, ის
მიქნან“.

***
ნისლი დასწოლოდა ტყეს.
ნისლი დგებოდა ნელ-ნელა ნაწისქვილარის გარშემო ჭაობებიდან, ნისლს დაეფარა
ზურმუხტის ზურგი ეკის მთისა, კოტიანეთის თეთრი ეკლესია და ნოქალაქევის ბუმბერაზი
ციხის ნანგრევებიც მოეცვა ნისლს.
მე და გახუ განუძრევლად ვისხედით.
ნოტიო საგრძნობი ხდებოდა. მაგრამ მე ვერ დამერღვია დუმილი.
გახუს წარბებამდის ჩამოფხატოდა ფაფახი და ამღვრეულ თვალებში ჩასდგომოდა
ფიქრების ნისლი.

***
ნავახშმევს მე და ტაგუ სამუგია ოდის აივანზე ვისხედით.
არც ერთს ძილი არ გვეკარებოდა. აგვისტოს ქარი უსიამო ქარია ოდიშის მხარეში.
სწორედ აგვისტოს ქარი ჰქროდა იმ ღამეს.
ტაგუ სამუგიას სუფრაზე დაყრდნობილ ხელისგულზე დაედო თავი და ბნელ ღამეს
გასცქეროდა. ფანჯრის თაროზე დადგმულ ლამპის ყვითელ შუქს თვალს არიდებდა.
„იცი, ტაგუ, მე მგონია, გახუ რამეს დამართებს თავის თავს“.
„ეჰ, საქმე არ გაქვს. ის რომ ვაჟკაცი ყოფილიყო, აქამდე უნდა მოეკლა თავი. ორ-სამ დღეში
კიდევ ვნახავ, ჯაგებში რომ დარბოდეს ბეკა ძაღლივით“. მე დავდუმდი.
ტაგუმ განაგრძო:
„თავის მოკვლა, ჩემო კარგო, ყოველ კაცს როდი შეუძლია.
რაკი სიტყვამ მოიტანა, მე გეტყვით:

92 მკითხველთა ლიგა
ჯერაც პირტიტველა ყმაწვილი ვიყავი, როცა სააფხაზოში, ჩემს დედულეთში წავედი
საცოლეს შესაგულებლად. შესაძლოა ბევრმა არ დაიჯეროს ეს, მაგრამ თათიას სულს
გეფიცებით, ეს ნამდვილია და ზოგი რამ თათიასთვისაც არ გამიმხელია.
თქვენ იცნობდით, ალბათ, ტატაშ ანჩაბაძის ქალს – თათიას, განსვენებულს ჩემს ოჯახობას.
მის მერე მე სხვა ქალი არ ვინდომე და ასე ვარ დღემდის.
ჰო და სიტყვა დავკარგე...
სააფხაზოში, ჩემს დედულეთში ჩავედი-მეთქი.
კაი მოგეცა, კაი დრო იყო ის დრო.
და ჩემისთანა ცხენი და ანანგირი, ჩემისთანა ღართი და კაბა, ნაბადი და ქამარ-სატევარი
სამუგიას კი არა, ბატონიშვილს ბევრს ენატრებოდა. დედულეთიდან მაყრად წავყევით
ანჩაბაძეს გალში, მე და ჩემი ძმადნაფიცი ჯანსუღ აგირბა. ჯანსუღი ისეთი ყმაწვილი იყო,
თვალში რომ ჩაგვარდნოდა, ხელს არ ამოისვამდი. ალმასის კაკალივით ბიჭი. და თქვენ ჩემი
აბრაგობის დროის თავგადასავალი კიდევაც რომ დასწეროთ, რათ გინდათ, არავინ
დაიჯერებს.
ჯანსუღ აგირბა ჩემი მარჯვენა ხელი იყო.
16-17 წლის ჭაბუკი, ლომის ბოკვერივით მარდი და ბრძოლაში ფიცხელი. გალში ქორწილი
გადაიხადა ჩაჩბამ, ისეთი ქორწილი, – სიტყვით ვერ აიწერება. ჩიტის რძეც არ დაჰკლებია
იქაურობას. სეფა იმ სიგრძეზე გამართეს, რომ ორი ცხენი თამამად გაჭენდებოდა. ჩოხის
კალთებშემოკეცილ, ხელწაკაპიწებულ გამრიგებლებს სუფრაზე მოჰქონდათ შამფურზე
შემწვარი უშობლები, საკუთარ ტყავში გახვეული ღადარა ღველფში შენაწვი ძუძუთა
ბატკნები, ახალი ტყემლითა და კვაწარახით, ჭყინტი ყველით გატენილი გოჭები, კეცზე
ნაფიცხი ნოჯიხერის კალმახი, ქინძითა და ძმრით, შამფურის ვარიები, მრგვალად
მოხარშული დედლები ნივრის წვენში, ინდოურის უწნო, ინდოურის საცივი, ჩახოხბილი
ვარიები, ჩასაცივებული ხოხობი, სალექო ლონთქოშო სულუგუნები, პიტნით ნაკაზმი
გადაზელილი, კელებერის მწვადები, პიმპილითა და ქონდრით შეზავებული კუჭმაჭი,
ღომისღომი, ქუმუ, თონეში ნაცხობი გომიჯები, ქართული ლავაში, თონისა და კეცის ჭადი
ჭანდრის ნოშოთი მოშუშებული, ორპირის ზუთხი და ზურგიელი, ნიგვზით დატენილი
კიბო.
ოჯალეშის ღვინო, ღვინო ხარდანისა, კაჭიჭი და კაპისტონი, და სანთლის არაყი. ეჰ,
სუყველაფერი როგორ ჩამოვთვალო“...
(როცა ტაგუ ამას მიამბობდა, ნავახშმევი ვიყავი, მაგრამ მაინც ნერწყვი მადგებოდა).
„მახაზ შერვაშიძე იყო თამადად. და ამ ქორწილზე ჩაჩბას უმცროსი ქალი თათია
მოგვეწონა მე და ჯანსუღს.
იმ ღამესვე ორივენი ჩავიწვით იმ ქალში.
მესამე დღე თენდებოდა. ქორწილს ბოლო არ უჩანდა.

93 მკითხველთა ლიგა
მახაზ შერვაშიძემ ჯიხვის ყანწები დაგვიშინა ინგურსგამოღმელებს. დავცალეთ
ინგურსგამოღმელებმა და გადაულოცეთ ინგურსგაღმელებს.
მე შუასმაში ვიყავი.
და მეხუთე ჯიხვი რომ დავცალე და გიდი ემხვარს გადავულოცე, გავიხედე, და თვალი
მოვკარი: ჯანსუღ აგირბა და თათია ჩაჩბა უზუნდარას ცეკვავდნენ.
უკეთესს წყვილს ადამიანის თვალი ვერ ნახავდა.
კალმით ნახატი თვალ-წარბი ჰქონდა თათიას, თმა კაბის ქუბებზე სცემდა. ტარიელივით
ბრწყინავდა ჯანსუღ აგირბა.
ჯანსუღ, არ შეგარჩენ იცოდე. გამიელვა თავში. დავბარბაცდი – ინგურსგაღმელებმა თვალი
მკიდეს. გაეხარდათ: მეხუთე ჯიხვმა ინგურსგამოღმელი შეარყიაო.
ცეკვა რომ გათავდა, ჯანსუღი ჩემთან მოვიდა. გარეთ გამომყევიო, ყურში მიჩურჩულა.
სუფრიდან ადგომა როგორ იქნებოდა. ისედაც დალესილი იყვნენ ინგურსგაღმელები.
მაგრამ ჯანსუღმა სატევარზე ხელი დაიდო და მეუბნება: თუ არ გამომყვები, დედის სულს
ვიფიცავ, ახლავე ხანჯალს დავიცემო.
ვიცოდი, ჯანსუღ აგირბა აუგად არ დაიფიცებდა დედის სულს.
ფარსაგი არ მეგონა.
ორივენი გავიპარეთ.
ლაფარეში რომ გავედით, ჯანსუღმა ხელი მხარზე დამადო და მეუბნება:
„თუ ჩემი ძმა ხარ, გამომიტყდი... თათია შენ ხომ არ ჩაგვარდნია გულში?“ მე ელდა მეცა
თათიას ხსენებაზე.
მე და ჯანსუღს ერთმანეთისთვის არასოდეს დაგვიფარავს საიდუმლო, მაგრამ თათიას
გულისთვის ურცხვად ტყუილი ვუთხარი ძმადნაფიცს.
„ვინ თათია, ჯიმა აჯამი?“
ვეკითხები.
„ვინ თათია და ჩაჩბას თათია.
ტყვია ჩავიდუღე გულში.
და ცრუ ფიცი მივეცი იმას, ვისთანაც არა ერთხელ ტყვიისათვის მიმიშვერია მკერდი.
ჯანსუღი მაინც არ მიჯერებდა.
მაშინ ძალი მოვიკრიფე! და ურცხვად თვალი თვალში გავუყარე. ვეუბნები ჯანსუღს.
„დედიჩემის სულს გეფიცები, თათიას ჩემს გულში არ გაუვლია-მეთქი. ესეც რომ არ იყოს,
შენ ხომ იცი, სად ჩაჩბას თათია და სად მე – სამუგია“.
„მაშ თუ ასეა, – დაიწყო ჯანსუღმა და მაკოცა, – მე გამიგია, თათია ვინმე წერეთლის
საცოლეა. და თუ ჩემი ძმა ხარ, ქორწილი გათავდება თუ არა, თათია უნდა მომატაცებინო.
იცოდე, ტაგუ, მოვკვდები, თათია თუ ჩემი არ გახდა“.

94 მკითხველთა ლიგა
ჯანსუღ აგირბა ისეთი ჯილაგის კაცი იყო, სიყვარულისათვის სიკვდილი ლხენად რომ
უჩანთ. ამ სიტყვების გამგონეს მიწა რომ გამსკდომოდა, მერჩია, მაგრამ სიტყვა მრუდედ
ნათქვამი დამირჩა და რა ჩარა იყო. ჩემ გულში კი გადავწყვიტე, როგორმე ფეხი ამეთრია. მე
დავცემოდი ჩაჩბას და თათიამომეტაცნა.
კიდევ სამი ღამე ვსვით. არ იქნა, არ გათავდა მაყრების ჯიბრი. გაგიხარია, მეხუთე დღეს
გამოხარშულ სიმინდივით წავაწვინეთ ინგურსგაღმელები. მოვასხედით ჩვენს ლაფშებს და
წავედით. ვემუდარე ჯანსუღს, ჯერ დედულეთში მივბრუნებულიყავით, ყოველივე
აგვეწონა, გეგმები შეგვედგინა – და მერმე შევდგომოდით საქმეს. სხვა არ იყოს რა, იმ
დროებში ჩაჩბას თავდასხმა და ქალის მოტაცება არც ისე იოლი ოყო.
უშველებელი ეზო შეუვალი ეკლიანი ფალაგით იყო შემორაგვული.
ორი, მგელივით ძმა შინ იყო.
ერთი მათგანი შტაბს-კაპიტანი.
ძაღლებიც ისეთი ჰყავდა ჩაჩბას, რომ მის კიდე-მიდამოზე ჩიტს არ გადაარონიებდნენ.
ისევ ამიხირდა ცხონებული ჯანსუღი.
თუ ახლავე არ შევუდგებით საქმეს, შენს თვალწინ ამ სატევარით გულს გავიპობო.
რა მექნა, მეც დავემორჩილე. სასწრაფოდ შევიმუშავეთ გეგმა. გალში ვიცნობდით ერთ
გლეხს, ვინმე ფიფიას.
ფიფია ჩვენ საქმის მიმცემად გვყავდა გალის მხარეში.
ჯანსუღი ტყეში გავხიზნეთ.
მე ჩაბალახჩამოფხატული, გაღეღილი ახალოხით, უჩოხოდ, უიარაღოდ, ქვეითად
შევბრუნდი გალში.
ფიფია დავანამუსე.
ორივემ დიდი ძარი მოვღობეთ.
ფიფიამ ცხენები იფნარში გადამალა.
ღამით ვიხმეთ ჯანსუღი.
სამივე ჩაჩბასას წავედით.
ჩვენი გეგმა ასეთი იყო: ერთი ჩვენგანი ხეზე უნდა გასულიყო ჩაჩბას ეზოში.
მეორე სადმე მახლობლად ჩასაფრდებოდა. სტვენით გამოიწვევდა ძაღლებს. მერმე ძირს
დარჩენილი გაინაბებოდა და ხეზე გასული განაგრძობდა სტვენას.
ძაღლები ძარში ჩადებულ ხორცს მიაშურებდნენ, ძარში რომ შევიდოდნენ, ძარს თოკით
ხეზე აიტანდა ხეზე გატვრინული.
მერმე ორივენი თავს წავადგებოდით მძინარეებს.
აქაც გაჯიქდა ცხონებული ჯანსუღი. გინდა თუ არა, მე უნდა ამიშვა ხეზეო. ეს უფრო
სახიფათოდ ეჩვენებოდა, იმიტომ აიჩემა. მე აქაც დავუთმე. სულო ცოდვილო, ცოტა
გამეხარდა კიდევაც.

95 მკითხველთა ლიგა
მთვარიანი ღამე იყო. ჩაჩბას ეზოში უშველებელ ჭადრების ლანდებს იღლიაში ამოეჩარათ
მთელი ოჯახი. დიდის ვაი-ვაგლახით გადავათრიეთ ეზოში ძარი.
ჭოტის ძახილი მოისმოდა მხოლოდ შორიდან. ჯანსუღი კოპიტზე გავიდა.
მე თოფის სასროლ მანძილზე ბერი მუხა მოვსძებნე და ფუღუროში გავინაბე.
ნელა დავუსტვინე.
ძაღლები ყეფით გამოჰქანდნენ ჩემსკენ. დასუნსულობდნენ გარშემო, მეძებდნენ, ყეფდნენ.
ხორცის ნაჭერს ვიღებდი ჯიბიდან, სათითაოდ ვაჩუმებდი მათ.
წერამ აიტანა, თუ თათიას ნახვის მოლოდინმა სული მოუსწრაფა, არ ვიცი, რატომ აჩქარდა
ჯანსუღი.
მოუხშირა სტვენას.
ამის თქმა მოასწრო ტაგუ სამუგიამ და მე თვალი მოვჰკარი დასავლეთით უშველებელი
ალის ქარი ავარდა ჰაერში.
„სადღაც ხანძარია, ტაგუ!“ დავიყვირე მე.
ტაგუმ საუბარი შესწყვიტა. ზეწამოიჭრა.
ახლა ორივენი ვხედავდით:
გაძლიერებული ალი ფრიალებდა ჰაერში.
ერთ წუთში ცეცხლის ალი გაიზარდა, გაორკეცდა, შტოები მოისხა, თითქოს უშველებელს,
ჰაერში დაკიდებულ კოშკს მოსდებიაო.
იმძლავრა ხანძარმა.
მიწის პირიდან ავარდნილ რქებ-ბორჯღალა ცეცხლის გოდოლი იზნიქებოდა და ქანაობდა
ჰაერში, ცას ეპოტინებოდა, ცას ულოკავდა სისხლით ნაღებ ღრუბლების ჯიქანს.
ხანძარი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი – არასოდეს.
..........
..........
წამს მთელი სოფელი გაინაბა შიშის ელდისაგან.
უცებ გაისმა ყიჟინა.
ყიჟინას ყიჟინითვე უპასუხეს ყოველი მხრიდან.
აჰყვნენ ამ ხმაურს ძაღლები. შეიქნა ქალების გაბმული კივილი.
უქუდოთ გავრბოდით მე და ტაგუ.
ეკლესიის მოედანზე ორი კაცი შემოგვეფეთა.
გამოირკვა: ნავახშმევს ქოსა გახუს ცეცხლისთვის მიუცია ხეზე გატანილი ქოხი და
ალანიების მხარეზე მდებარე სასიმინდე ნალია. ცეცხლი ბებერ ცაცხვს გადასდებია. იქიდან
ალანიების ხულებსა და ნალიებს. მთელი სოფელი ფეხზე დადგა.
გამძვინვარებული სტიქიონი ძლივს ჩააქრეს განრისხებულმა გლეხებმა. ხუთი კომლი
გადაიწვა მხოლოდ.

96 მკითხველთა ლიგა
ოთხი ალანია, ერთიც გითოლენდია.
„ჰაი დედასა, მანუჩარ ბატონიშვილის ცოდვები რომ ვერ მოვკითხეთ ქოსა გახუს. თურმე
ნუ იტყვით, თავს იგიჟიანებდა, ჩვენ გვაბრიყვებდა“. ლუღლუღებდა ოთხმოცი წლის ტოჩი
ალანია.
„არ გამიკვირდა? გუშღამ ასე დაწყობილად მელაპარაკებოდა. შარშან დამორჩილიდან
ერთი ბათმანი სიმინდი ემართა ჩემი, ისიც მომირბენია.
ტასია მალაზონს ორი ქილა ღერღილი მოუტანა თურმე. ჩემს თემრას საფლავს ნუ
დამიკარგავო.
თურმე ნუ იტყვი“...
ტაგუ კეფას იფხანდა, არ იცოდა, რა ეთქვა.
მდუმარენი მოვბრუნდით შინ.
„ამისთანა სიგლახეს თუ იზამს, თორემ ვაჟკაცურ საქმეს ვერ ჩაიდენს ის ბედდამწვარი“.
ქარბორიას და ასეთ ამინდში ალანიებს რომ არ ემარჯვნათ, მთელი სოფელი
გადაიწვებოდა.
................
................
„მე მაინც ძლიერ მაინტერესებს ჯანსუღ აგირბას ბედი“, შევახსენე ტაგუ სამუგიას, როცა
ოდის აივანზე ამოვედით.
„...ჰო, არც კი მახსოვს, სად გამიწყდა ხსოვნის ძაფი“.
„შენ ამბობდი, ჯანსუღმა სტვენას მოუხშირაო“.
„...და მე თვალი მოვკარი, ჩაჩბას სასახლის კიბიდან თეთრმა ლანდმა ჩამოირბინა.
საჯინიბოდან ჯაზაირებით შეიარაღებული ბიჭები გამოცვივდნენ.
ძაღლებმა ჯანსუღს მიაშურეს.
ბიჭები მათ მიჰყვნენ.
ჩემი საფრიდან ვხედავ: კაპიტანი ჩაჩბა ახალოხის ამარა ჩემსკენ მოდიოდა. მთვარის
შუქზე ლაპლაპებდა რევოლვერი. როგორც სჩანს, იგი აივნიდან უთვალთვალებდა, თუ
საითკენ შეუტიეს ძაღლებმა პირველად.
ორი მეძებარი თან მოსდევდა შტაბს-კაპიტანს. პატრონი უსისინებდა, მეძებრები მუხის
გარშემო დარბოდნენ, ყეფდნენ.
ერთი მათგანი უკანა ფეხზე შესდგა ის სამგლე და ფუღუროში ჩამოხტომა დააპირა. მე
სისხლისღვრას ვერიდებოდი, მაგრამ ვხედავდი: საქმე წახდა.
გავიტვრინე – და გადავწყვიტე სისხლისღვრა ამეცდინა თავიდან – და ამ დროს გავარდა
თოფი.
დენთის სუნი მეცა და სისხლი მომწყურდა.

97 მკითხველთა ლიგა
ეჰ, ჯანსუღს ესროლეს, გავიფიქრე და რევოლვერი ავწკიპე და გადმოვდევი ფუღუროზე. ამ
დროს მესროლა ჩაჩბამ. მესროლა ჩაჩბამ და სროლითვე ვუპასუხე და თვალი შევასწარი,
ჩაჩბა წაიქცა. წაიქცა ჩაჩბა და სამი ძიძიშვილი გამოჰქანდა მუხის ძირისკენ.
მერმე შევყევი ფუღუროს, მაღლა ავცოცდი და იქიდან იმდენი ტყვია დავაყარე ბიჭებს,
რომ ანგელოზები დავუფეთე.
ჯანსუღის მხარეს სროლა შესწყდა. ალბათ ჯანსუღმა თავს უშველა, გავიფიქრე. ჩამოვედი
ძირს, და სროლით გზა გავიკაფე.
ორმა ძაღლმა და სამმა ბიჭმა დაფნარში გადმომსდიეს.
ჩავუსაფრდი თხრილში და არც ერთი არ გამიშვია ცოცხალი. მეორე დღეს ფიფია
გავგზავნე ამბის მომტანად.
პირველი ტყვია ცხონებულ იმ ჯანსუღ აგირბას გაუსვრია. ერთი ბიჭი მოუკლავს.
მერმე ტყის კატასავით დარბოდა ხეზე ჯანსუღი და ისე ესროდა. როცა ტყვია შემოელია,
ტყვედ ჩავარდნას და ანჩაბაძის წინაშე თავის დამცირებას, სიკვდილი არჩია.
მე დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ ხანებში აგირბებს ჩაჩბას სისხლი ემართათ.
და ჯანსუღმა უკანასკნელი ტყვია თავისთვის შეინახა.
ძმადნაფიცი დამეღუპა, მაგრამ გაგიხარია, ჯანსუღის სისხლი მე ავიღე: ერთ წელსაც არ
გაუვლია, რომ ხელმეორედ თავს დავესხი ანჩაბაძეს, მეორე ძმა შინ არ დამხვდა, მამა
შემომაკვდა და თათია მოვიტაცე.
„სიტყვამ მოიტანა, თვარა რიგი იყო ეს ამბავი ჯერაც არავისთვის გამემხილა. ამგვარ
სიკვდილს ყოველი კაცი ვერ შესძლებს“. დასძინა ტაგუ სამუგიამ და ყალიონი ხელისგულზე
დაიფერთხა.

***
მეორე დილით გავიგეთ მე და ტაგუმ: სენაკიდან მომავალ მეურმეებს უთენია ეწერში
შეხვედრიათ ქოსა გახუ.
ისე ჩაუქროლა თურმე მეზობლებს, გამარჯვებაც კი არ დაუბარებია.

***
მარიობის კვირაძალში ტეხურის ჯებირის ზემოთ ალანიების ბადეს მოჰყოლოდა
მოკლეჩოხიანი, ტანმორჩილი კაცის ცხედარი.
როცა სასროლი ბადე კიდეზე გამოიტანეს, ერთბაშად იცნეს ქოსა გახუ.
მთელი სოფელი მოჯარდა ტეხურის პირას.
ცხედარს ზედვე ეტყობოდა, იგი კარგ მანძილზე ეთრია წყალს. სისხლი სდენოდა
პირიდან. სისხლს გაეჟღინთა ტილოს ახალოხი.

98 მკითხველთა ლიგა
ხალხი ჯერ ჯგუფ-ჯგუფად იდგა. მერმე ხმამაღალმა ჩოჩქოლმა პირიდან პირზე
გადაირბინა.
მოხუცები განზე აწიტებდნენ, თიხის ყალიონს აფშუკუნებდნენ, კეფას იფხანდნენ,
ახალგაზრდები გამალებული დარბოდნენ ჯგუფებს შორის – თეთრი ჩაბალახები ჰაერში
ფრიალებდნენ.
ერთბაშად ხალხი შეტბორდა.
„ჰო, ჰო, ჰო... ათაშ4, ათაშ, ათაშ“.
მოისმოდა ყოველის მხრიდან.
და გლეხებმა გადაწყვიტეს მიცვალებულისათვის მაინც მოეკითხათ მანუჩარ
ბატონიშვილის ცოდვები.
ცხედარი პირაღმა იწვა რიყის ქვიშაზე.
მე და ტაგუ სამუგია ვადექით თავზე.
ხალხს ორი საცვეთებიანი, თეთრჩაბალახიანი ვაჟი გამოეყო და ცხედრისაკენ გამოეშურა.
მე განზე გავდექი,
ტაგუ სამუგია გარინდებული იდგა მიცვალებულის ფეხთით. სატევარზე ხელი დაედო.
მიწას დასჩერებოდა.
როცა თეთრჩაბალახიანებმა ცხედართან მიაღწიეს, ტაგუ სამუგიამ ანთებული თვალები
შეავლო ჯიქურად ჩვენსკენ მომავალთ, მაგრამ კრინტი ვერ დასძრა.
სანთელივით გაფითრდა.
ისევ გაწითლდა.
სისხლი აუვარდა სახეზე.
თვალი ვკიდე: მანუჩარ ბატონიშვილის ნიღაბაფარებული სისხლი იყო ეს. სისხლი
ნაყაჩაღარისა და ფეოდალის, რომელიც სააშკარაოზე ვეღარ ჰბედავდა გამოსვლას.
თეთრჩაბალახიანები ცხედარს დასწვდნენ და ტეხურის საფირონის ტალღებს დაუბრუნეს
ქოსა გახუს ვაგლახად მოკუნტული ცხედარი. ასე გადალახა სიძულვილმა სიკვდილის
მიჯნა.

1927-29 წწ.

4
აგრე, აგრე.

99 მკითხველთა ლიგა
ჯამუ

ღამე მომიყვანეს შინაგან ციხიდან ბუტირკის საავადმყოფოში. საერთოდ, მუდამ მძულდა


საავადმყოფო.
ვინ ნახავს უფრო მეტს მწუხარებას ადამიანის თვალებში, ვიდრე ციხის საავადმყოფოს
სარკმლებიდან გადმომზირალთა შემოხედვაში.
ტალანებსა და კიბეებზე ირევიან სანიტრები, გააქვთ და გამოაქვთ საკაცეებზე მწოლარე
ავადმყოფები და ცოცხალ-მკვდრები.
დაჩოჩავენ დერეფნებში ყბაშეხვეული, ფეხებდაღმეჭილი, დაკუტებული, დალეული,
მუქფარაჯიანი ტუსაღები.
კამერა კამერაზეა მილაგებული ყაზარმული წესით. ვიწრო, გრძელი, ნახევრად ბნელი
დერეფანი შუაში გადატიხრული უშველებელი მავთულის ბადით; დაბალი, ვიწრო რკინის
რიკულებიანი ფანჯრები; დაბალი ჭერი და უგანო კედლები.
ყველაზე უფრო აუტანელია: წამლების სუნი.
ჩემმა მხლებლებმა გაიხმო მოხუცი ზედამხედველი და უჩურჩულა რაღაც.
– დაკავებულია.
მერმე მე მომმართა:
– ისევ ჩვენთან მოგიყვანეს?
– წამიყვანეთ მეშვიდე კამერაში.
– მეცამეტე?
– ეგეც.
– მაშ, სადაც გინდათ.
ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ არ მინდოდა, საკაცეთი ვეთრიე უხეშ სანიტრებს.
მივყევი ზედამხედველს ამ გაუთავებელ ბნელ დერეფანში.
მარჯვნით გაუხვია, პატარა დერეფნის ბოლოს გამაჩერა. მე კედელს მივეყრდენი, რათა არ
წავქცეულიყავ, იგი მორიგე ექიმის კაბინეტში შევიდა. დაკეტილ ოთახიდან ექიმი ქალის ხმა
გავიგონე.
– ფაფახიანი ქართველი ისევ მოიყვანეთ?
ზედამხედველი გამოვიდა, წინ წასვლა მიბრძანა.
გამოვყევი ისევ ხელების ფათურით ვიწრო დერეფანს მხარმარცხნით.
წინ გამისწრო მოხუცმა ვახტერმა, ფეხით შეაღო კარი...
კამერაში ერთადერთი რკინის საწოლი იდგა.
ვეღირსე მარტოობას, რბილსა და სუფთა ლოგინს.

100 მკითხველთა ლიგა


დიდხანს ვებრძოლე უძილობას...
ნაშუაღამევი თუ იქნებოდა, საშინელმა გრიალმა გამომაღვიძა: ვიღაცამ კარი მიარაჯგუნა,
რაღაც მძიმე საგანმა გაადინა იატაკზე ბრაგვანი.
ჩემი კამერის ფანჯრები აზრიალდნენ.
აზრიალდნენ ფანჯრები და მგონია, შემოვლენ ვიღაცეები...
ვღელავ, ვწრიალებ, ვკრთი.
მერმე ისმოდა აჩქარებული ფეხის ხმა, იატაკზე ფეხების რაჯგუნი და ღრიალი.
ადამიანისა? არა
ასეთი ხმა არ მსმენია კაცის პირიდან.
ნადირისა?
არც მხეცთაგანისაგან გამიგონია ასეთი ბღავილი.
ისევ ჩამოვარდა მყუდროება.
მხოლოდ კანტიკუნტად მომესმის შორეული ხროტინი; ხროტინი კი არა, ეს ხმა სლოკინს
უფრო მიაგავდა, ატირებულ მამაკაცის სლოკინს.
ის-ის იყო, თავი წამოვწიე ბალიშიდან ხელმეორედ, კარი გაიღო ღრიტით და კარის ალაგას
მოხუცი ზედამხედველი აიტუზა (პაპას ვეძახდი ამ კეთილ მოხუცს).
– ასანთი ხომ არ გექნებათ?..
ლუღლუღებს ლატიში.
– რა ამბავია, პაპა, ამ შუაღამეში ვინ ჭიდაობდა მანდ?
– ეჰ, ვიღაც დაჭრილი თათარი მოიყვანეს საგიჟეთიდან. აიკლო აქაურობა, ორი
ზედამხედველი ერთიმეორეზე მიანარცხა. მე კინაღამ მკლავი მომტეხა. ფანჯრები ჩალეწა.
– საგიჟეთიდან? თათარი?.. აქ რა უნდოდა?..
– ტყვია აქვს თირკმელში. ოპერაცია უნდა გაუკეთონ, ექიმებს ნაბრძანები აქვთ, რადაც
უნდა დაუჯდეთ, გადაარჩინონ სიკვდილს... საქმეს გაახსნევინებენ ალბათ.
– განა გაზეთებში არ წაგიკითხავთ ბანდიტების ბელადის სელიმ ეფენდიევის შეპყრობა?
– არა.
– მოსკოვის ერთ-ერთ დიდ ბანკს უნდა დასცემოდნენ. საქმის მიმცემმა გასცა, სისხლის
სამართლის მილიციამ ნაშუადღევის სამ საათზე ადგილას მოუსწრო ავტომობილში
ჩამსხდარ ყაჩაღებს.
ყველაზე უწინ სელიმ ეფენდიევი გადმოხტა. სროლით გაუკაფა გზა ამხანაგებს, ორი იქვე
მოჰკლეს, სამი გაიქცა. ეფენდიევი მიმინოსავით გადაევლო მახლობელ ქვითკირის ჯებირს.
ჯოჯოხეთური სროლა გაიმართა შეშის საწყობში.
ფსიქიატრიული კომისია ამოწმებს, რომ ყაჩაღი ისე აღშფოთდა ღალატით, რომ ჭკუაზე
შეირყა.
ხომ ასეთ მდგომარეობაშია, და ოთხმა კაცმა ძლივს ჩავაცვით გიჟის პერანგი.

101 მკითხველთა ლიგა


მთელი ღამე არ დამეძინა.
შემოდგომის ამ უხიაგ ღამეს, ამ გულის შემღონებელ საავადმყოფოში, მე ჩემი ბედის მძიმე
კირთებაც მეყოფოდა, რომ ახალი დარდი ამეკვიატა.
ჩემს უკან ეტაპები...
ჩემს წინ ეტაპები...
მოდი ეხლა და იფიქრე ვიღაც შეშლილ ყაჩაღზე, რომელმაც მთელი საავადმყოფო
ააფორიაქა ამ შუა ღამეში და ჩემი ოთახის ფანჯრის მინები ააზრიალა.
ეს ბებერი ლატიშიც რამ გააბოროტა, ორი ღერი ასანთისთვის რომ გამაღვიძა? თუმცა არც
ეს ბერიკაცია გასაკიცხავი (მე პირადად კარგის მეტი, ცუდი არაფერი მახსოვს მისგან, გარდა
იმისა, რომ ორი ღერი ასანთი მთხოვა).
რა ვუყოთ, ციხეში ყველას აკლია ასანთი.
გათენებამდე ვებრძოლე უძილობას.
ყოველ წუთში ველოდი, სადაცაა, ისევ აბორგდება შეშლილი ჩემს მეზობლად კამერაში,
ისევ შეიქმნება კარების რაჯგუნი, რაღაცა კიდევ დაეცემა იატაკზე და ჩემი ფანჯრების
მინები აზრიალდებიან.
ეზოში გუშაგების ფეხის ხმაა... მესმის, როგორ იცვლებიან ღამის გუშაგები, ვაზნებს
აჩხარუნებენ... დერეფანში მოწყალების დები და ფერშლები დადიან და დახეულ ფლოსტებს
მიაჩლატუნებენ და ეს მაღიზიანებს.
სიჩუმის დარღვევის მოლოდინი უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე დარღვეული მყუდროება.
მოწყალების დამ გამაღვიძა მეორე დილას.
ათასი კაცის პირით ნალოშნი კოვზით ჩამასხა პირში რაღაც საზიზღარი, გულისამრევი
წამალი.
წააჩოჩიალა თავისი დახეული სანდლები და გამეცალა.
ავდექი, დერეფანში გავედი. იმ დღეს წითური რიაზანელი მორიგეობდა:
– ავადმყოფო, დერეფანში პაპიროსს ნუ სწევთ.
– პაპიროსი ვინ მომცა, მე ვსეირნობ მხოლოდ.
– არც ეგ შეიძლება.

102 მკითხველთა ლიგა


II

ღამით გაიღო კარი და პაპა გაჩერდა კარის ალაგზე.


მაშ ახლა შეიძლება სეირნობა.
დერეფანში გავიარე, პაპამ კამერა გამიღო.
რკინის ტახტზე ოცდაათიოდე წლის ვაჟკაცი იწვა, წყრთისოდენა გადმოსცდენოდა
სარეცელს აგურისფერი ჩაბალახით შეკრული ფეხები.
გულ-მკერდი ძალზე ამობორცვოდა, რადგან მკლავები ზურგზე ჰქონდა დაკრული.
ახალუხის მსგავსი, სწორსაკინძიანი ბლუზა შემოეგლიჯათ. წვერულვაშაბურძგვნილი,
თვალებგადმოკარკლული მრისხანეთ მისჩერებოდა ბნელ კუთხეში რაღაცას.
შემომიბღვირა: ექიმო!..
წინადადება არ დაამთავრა, რაღაც უნდოდა შემოეჩივლა.
დიდხანს, დიდხანს მიყურა, დაიწმინდა მისი ამღვრეული სახე, დაუწყონარდა თვალები.
ტუჩები მაგრად მოეკუმა
და იმ წუთში მის მშველისებურ, გიშრის თვალების შემყურე, როგორ იტყოდი, რომ ის
გიჟი იყო, ყაჩაღი ან კაცის მკვლელი.
ერთბაშად ზემო ტუჩი აუტოკდა, თავი წამოსწია, კისრის ძარღვები დაეჭიმა, სახეზე
ძლიერ წამოწითლდა, წამოდგომა სცადა.
ხან ერთი მხარი ამოიზიდა, ხან მეორე, ოდნავ გამართა წელი, მერმე თავი ვეღარ შეიკავა
და საწოლის საყრდენზე მიახალა თავი.
საოცრად დაემანჭა სახე, თვალები მოხუჭა. დაესია ნაოჭები თვალების უპეებს. ღერ-ღერად
მოსჩანდნენ მხოლოდ შავი წამწამები და მშვილდივით დაჭიმული შავი, ჯმუხა წარბები.
მე ახლოს მივედი, უმწეო მდგომარეობაში ჩავვარდი. ვერც ერთი თათრული სიტყვა ვერ
მოვიგონე, რომ სანუგეშო, გასამხნევებელი რამ მეთქვა.
ჩემი სიახლე შეიცნო. თვალები გაახილა, ჩემს მაღალ ფაფახს თვალი შეავლო.
და პირდამწვარივით ჩაიბუტბუტა ორიოდე თათრული სიტყვა.
ვერ გავარჩიე, ვეღარც გავიგე.
ალბათ ქისტია, ლეკი ან ჩერქეზი, გამიელვა აზრმა.
უცებ კარისკენ გაიხედა. უწმაწურად შეიგინა.
მე ყველა ხალხი მიყვარს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეგეც ბუნებრივია, განსაკუთრებული
გულისხმიერებით ვეკიდები კავკასიის მკვიდრთა. უცხოეთში, შეძლებისამებრ, მუდამ
ვშველოდი მათ. აზერბაიჯანელებთანაც მიმეგობრია უცხოეთში, მათგანაც არაერთხელ
მიგემნია ძმური თანადგომა.
როგორც ანტროპოლოგიური ტიპი, ეს უბედური სელიმი აზერბაიჯანელს მიაგავდა.
ამიტომაც გულთან ახლოს მივიტანე მისი ტრაგედია... მე მასში უპირატესად ყაჩაღს როდი

103 მკითხველთა ლიგა


ვხედავდი, არამედ გზაარეულ ადამიანს... იგი უკვე სიკვდილის საუფლოში იმყოფებოდა და
მხოლოდ სიკვდილი ბრალს ჩამორეცხავს ხოლმე კაცთაგანს.
საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შენიშნა, რომ ამ სელიმ ეფენდიევს ჩემი დანახვა უფრო
ამშვიდებდა, ვიდრე წამლები და ექიმების შეგონებანი. გვიანი ღამით სასთაულთან
ვუზივარ ავადმყოფს.
დაკეცილი გაზეთით ვუგერიებ აბეზარ ბუზებს, რომელთაც ეგზომ ახელებთ სისხლის
სუნი და სიკვდილის მოახლოება.
ერთბაშად თვალები გაახილა ეფენდიევმა, თვალები გაუფართოვდა, ღაწვები შეუფაკლდა,
ერთი წამოიწია, მაგრამ ვეღარ შესძლო და უშვერად შეაგინა ვიღაცას თურქულად.
როცა ჩვენება გაჰქრა, ისევ დახუჭა თვალი, ტუჩებს აცმაცუნებდა, გაუგებარ სიტყვებს
ბუტბუტებდნენ მისი ფერგამკრთალი ტუჩები. მერმე აზვავდა ბრაზი მის გულში. კვნესოდა,
ხვნეშოდა...
– ჰაიტ, ჰაიტ, ჰაიტ,
მოიტათ რევოლვერი,
ჩემი რევოლვერი.
Orон! Orон! – ყვიროდა რუსულად.

III

ღამღამობით გადაუღებლად წვიმდა. ყურს ვუგდებ წვიმის ერთობლივ ტლაშუნს, ხერხის


გაუსაძლის ჭრიალს, ვბუტბუტებ ფსალმუნის ლექსებს ჩემს ხსოვნაში შემორჩენილთ, ხანაც
ვდგები, სასთულიდან გამომაქვს ჰინდური რიგვედას ყდაგაცვეთილი წიგნი, ხმამაღლა
ვკითხულობ, რათა ტანჯვა დავახრჩო ჩემს გულში და ნირვანაში გადავიტყუო ჩემი
მოუსვენარი, ბობოქარი სული... ღამღამობით, დაწოლის წინ ვბუტბუტებ ფსალმუნის
ალოგიურ ლექსებს მწუხარების დასაოკებლად და ჩემს თავს ვეუბნები თითქოს ხმამაღლა:
„ამაღამ დედაჩემი თუ ვნახე სიზმარში, ყოველივე კარგად იქნება“.
ოდნავ შეღებულ კარებთან მოხუცი ზედამხედველი იდგა.
გინების გაგონებაზე შემკრთალმა პაპამ კარი გაიხურა და დერეფანში გაიარა.
მანიშნა თვალებით, – დავმჯდარიყავი მის ახლოს.
საათს დავხედე: თორმეტი იყო, აწი ექიმები ჩამოივლიან, – გავიფიქრე. კარი გაიღო და
წამლებით დატვირთული მოწყალების და შემოფრატუნდა.
კარამდის ვერ მივასწარი, მომაძახა ავადმყოფმა.
„მურზა, ჰა მურზა, ერთი რევოლვერი მაინც დამიტოვე“.

104 მკითხველთა ლიგა


იგი რუსულად ილანძღებოდა და იგინებოდა:
კარი გამოვიხურე.
„მურზა გამცემო, მოღალატე, მურზა. ჩემი რევოლვერი მომიტანე ლუბიანკაზე“.
და ის ღამე უარესი გამითენდა, ვიდრე პირველი იმავე საავადმყოფოში, ვიდრე პირველი
ღამე ყოველ ახალ ციხეში.
აზვავდა შეშლილი თუ ყაჩაღი.
გამოიწვიეს მორიგი ექიმი, ექიმმა საავადმყოფოს გამგე იხმო, შეიქმნა ისევ რბენა, რიალი.
შეშლილი დაჭრილი ვეფხვივით ბრდღვინავდა, კედელს თავს ახლიდა და ღრიალებდა:
„მურზა, ჩემი რევოლვერი მომიტანე, მურზაააააა, მურზაააააა“.
მოულოდნელად გამომძიებელი მეწვია.
– მოსკოვში ყოფილხართ წინათ?
– არა.
– თურქისტანში?
– არა.
– უკრაინაში?
– არა.
– შერქმეული სახელი არა გაქვთ?
– არა.
– სელიმ ეფენდიევს თუ იცნობდით წინათ?
– არა.
– რატომ გიწოდებდათ მურზას სელიმ ეფენდიევი?
– არ ვიცი სწორედ, ეგებ ვინმეს მიმამგვანა. ცნობილია, აზერბაიჯანელები ოდნავ ჰგვანან
ქართველებს.
ახლა უფრო ზრდილობიანი ტონით დაიწყო „მურის“5 აგენტმა.
– თქვენ, როგორცა ჩანს, განათლებული კაცი ხართ და არაფერს დაგვიმალავთ, თუ რაიმე
იცით იმ კაცზე. სელიმ ეფენდიევი განთქმული ყაჩაღია. „მურს“ საბუთი აქვს ივარაუდოს,
რომ ის კაცი სხვისი გვარით ცხოვრობდა. ნამდვილი ვინაობის გამოურკვევლობა ძლიერ
აფერხებს ბანდიტების ამ ფრიად რთული ქსელის გახსნას.
ჩვენ გვაცნობეს, რომ ის კაცი თქვენს დანახვაზე ძლიერ თვინიერი ხდება და რატომღაც
თქვენ მურზას გეძახით.
– ის კაცი აქ ვნახე პირველად. მე მურზა არ მქვია და არც ვიცი, ვის მამგვანებს სულით
ავადმყოფი.
ვგონებ, დამერწმუნებით, რომ ყაჩაღებთან არასოდეს მქონია კავშირი.

5
„მური“ – შემოკლებით: მოსკოვის სისხლის სამართლის მილიცია.

105 მკითხველთა ლიგა


ვწრიალებ ჩემს კამერაში. მოუსვენრად ვბორგავ ლოგინში. რამ ამატროვა მე უბედური,
რად ვინახულე ის საცოდავი, ან ის ბებერი ზედამხედველი რომელმა ქაჯმა შემომიჩინა
შუაღამეზე, ორი ღერი ასანთი რომ მთხოვა...

IV

ტანგოს მოცეკვავესავით იზნიქება ჩემს ფანჯარასთან მდგარი კვიპაროზის ხე ჩრდილის


ზღვაურზე.
წვიმისმიერი ზოლებით დაისერა გამურული ფანჯრის მინები.
ზღვაური წივის ტელეფონის მავთულებში. მახლობელ ხერხის ქარხნიდან გულისწამღები
ჭრიალი ისმის.
შუადღის 12 საათზე ჩემი ექიმი მეწვია.
მოიკითხა ჩემი ჯანმრთელობა და სავსებით მოულოდნელად ასეთი ფრაზა ჩააკერა
საუბარში:
– ამ წუთში სისხლის სამართლის მილიციის აგენტი შემოვა თქვენთან, ნუ აღელდებით
ოღონდ... – ესა სთქვა და ხელმეორედ დახედა სიცხსაზომს, ჩემი იღლიიდან გამოღებულს.
– სისხლის სამართლის მილიციის აგენტს ჩემთან რა საქმე აქვს?
ექიმს პასუხი არ გაუცია, სიცხსაზომი წაიღო და იმის ადგილას დაბალი, ფრენჩიანი,
მწვანეშარვლიანი კაცი დაჯდა დანჯღრეულ სკამზე.
მუხლზე პორთფელი დაიდო, პორთფელზე – ქაღალდი და მკითხავს:
– თქვენი სახელი?
– გვარი?
– ეროვნება?
– პროფესია?
– განათლება?
„მურის“ აგენტი მეუბნება:
„თუმცა თქვენ ამჟამად ტუსაღი ხართ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, შესაძლო რომ იყოს,
ჩვენ გვიშველიდით ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„თავისთავად ცხადია“, მივუგე მე.
გამომძიებელი ფრიად თავაზიანად დამემშვიდობა. ამ დასაწვავ საავადმყოფოში ახალი
საქმე გამიჩნდა.
ყოველთვის, როდესაც სელიმ ეფენდიევს ზნე მოუვლიდა, მე მიხმობდნენ, ახლა
ჭრილობას ისე დაესუსტებინა, რომ შეშლილის პერანგი აღარ სჭირდებოდა, მაგრამ თავს
ახლიდა კედელს, ხელ-ფეხს ასხმარტალებდა და ყვიროდა, აუტანელი ხმით ღრიალებდა.

106 მკითხველთა ლიგა


მოწყალების და ჩემთან მოირბენდა.
შევიდოდი მის კამერაში. თვალის ბუდიდან მოწყვეტილივით წრიალებდნენ მისი
დიდრონი, შავი თვალები უზომოდ გაგანიერებულ თვალის უპეებში.
წამიერად რაღაც თეთრი გარსი გადაევლებოდა დაყვითლებულ თვალის გუგაზე, სახე
გაუფითრდებოდა, ქრებოდა სიწითლე ლოყებსა და ღვთივმშვენიერ სახეზე.
ერთ საღამოს გვიანამდის ვიჯექი მის სასთუმალთან.
დიდხანს იბორგა, იწუხა, იწრიალა, უცებ დაწყნარდა და დახუჭა თვალი, ხუთიოდე
წუთის შემდეგ ისევ გაახილა, შემომხედა მშვიდი, გონივრული თვალებით და ხელით
მანიშნა კედლისაკენ.
კედლისკენ გავიხედე, რას უყურებდა ნეტავ?
ეგებ ჩემი სახიდან მიმდგარ ჩრდილს ჰკიდა თვალი და ვინმე მოელანდა.
„სელიმ, აა სელიმ, ვინ იყო მანდ?“ – ვეუბნები რუსულად.
მძიმედ ამოიოხრა და კედლისკენ შეიბრუნა პირი.
დერეფანში გავედი.
ცოტა ხანში შემოვბრუნდი. პირაღმა იწვა.
ბავშვივით ეთამაშებოდა თავის თითებს.
მარცხენა ხელის თითს ემუქრებოდა, უყვიროდა:
– შე გამცემო, ჯაშუშო!
– რა იყო სელიმ? – ვეკითხები,
– ჩხუბობენ.
– ვინ?
– ეს ძაღლები.
მე შევნიშნე: ყინულის ბუშტი გადავარდნოდა, იატაკზე ეგდო.
– მე ხომ დაგიშალე შენ, ყინულის ბუშტს ნუ გადააგდებ-მეთქი? – ვეუბნები.
– მე არ გადამიგდია.
– აბა, ვინ გადააგდო?
– ამან, ამ კაცმა.
– ვინ კაცმა?
– აგერ რომ წევს, ჩემს გვერდით, ვერ ხედავ?
– დამშვიდდი, სელიმ, შენს გვერდით არავინ წევს.
– როგორ არა, განა ვერ ხედავ ამ არამზადას? ჯაშუში, ჯაშუში.
ვსდუმვარ.
ავიღე ბუშტი, შუბლზე დავადევი, მარცხენა ხელით მოიხსნა და გადააგდო.
პერანგის საკინძე შემოიფხრიწა და თვალები დახუჭა.
აჩქარებულ მოწყალების დებს უკუღმა ჩაეცმიათ პერანგი.

107 მკითხველთა ლიგა


მე დავაჩერდი პერანგის საკინძეს.
ახლა საკინძის ძირში შევნიშნე: ქართული, დედაბრული ხელით ამოქარგული
დანჯღრეული ასოებით ეწერა: „ჯამუ“ (სჩანს მოხუც დედას დაუწერია), ფერადი ძაფით
ნაქარგი, გახუნებული იყო და ქართულის არმცოდნეს თვალი ვერც კი მოისაზრებდა, რომ ეს
ბატისფეხურა ნაჯღაბნი ასოები იყო.
მე ავდექი და ფეხაკრეფით გავედი კამერიდან.
დიდხანს, დიდხანს დავდიოდი აღელვებული დერეფანში.
მერმე რიაზანელის ლანდი გამოჩნდა და ჩემს კამერაში დავბრუნდი.
გავიხადე და დავწექი, რადგან სიცხემ მიმატა.
მიმატა თავის ტკივილმა, მომეჭრა მუხლები.
ნაშუადღევს გადასულიყო, მოწყალების და შემოვიდა და მეუბნება: ეფენდიევს ოპერაცია
გაუკეთეს, კიდევ მოუარა ზნემ, მალე მოდით.
საზარელი სურათი დამხვდა სელიმის კამერაში.
შენახვევი შემოეფხრიწა, დასისხლიანებული ხელებით მოესვარა ლოგინი და მთელი
კედელი.
დაწრეტილიყო, დალეულიყო მისი სახე.
მე დიდხანს ვუძახე:
– სელიმ, ა, სელიმ...
ხმა არ გამცა. მოწყალების დამ გულგრილად განაცხადა: სულ ერთია, მალე უნდა
გავიტანოთ, ექიმებმა იმედი დაკარგეს.
დამტოვა მარტო და წაფრატუნდა.
დიდხანს ვადექი ნახევრად ბნელ კამერაში მომაკვდავს თავზე.
მივიხედ-მოვიხედე, დერეფანში არავინ იყო...
დავჯექი მის სასთუმალთან, ხელები გაცივებოდა.
„ჯამუ“, დავუძახე ნელი ხმით.
„ჯამუ, ჰა, ჯამუ“...
თვალის უპეები აუტოკდა, ერთი ძარღვი შეინძრა შუბლზე.
– ჯამუ, ჯამუ, გაიღვიძე.
ქართულად ჩავსძახე ყურში.
თვალები გაახილა.
– მიქ გიწუ, ჯიმაღურელი, ჩქიმი სახელი?6
– დამშვიდდი, ნუ გეშინია.
ვეუბნები ჩემს ვინაობას.
წარბები ასწია.

6
თქვენ ვინ გითხრათ ჩემი სახელი?

108 მკითხველთა ლიგა


გაოცდა.
დამაცქერდა.
– ჰაიტ, ჯიმაღურელი, აქ მუნერ – მოხვადი, მაგიჩინენთი შორიშე7.
რამდენიმე სიტყვა ითქვა კიდევ:
ჯამუმ თავისი გვარი გამიმხილა.
– გაჭირვებამ ამაღებინა ხელი სამშობლოზე და ნამუსზე. სელიმ ეფენდიევის გვარით
ვყაჩაღობდი თურქესტანში, უკრაინასა და მოსკოვში.
აქ ერთი დიდი საქმე უნდა გაგვეკეთებინა.
მერმე შინ ვაპირებდით წასვლას, საქმის მიმცემმა, ჩემმა ამხანაგმა გამცა.
კიდევ კარგი, ჩემი ვაჟკაცობა არ შევარცხვინე.
სადღაც იარა გაეხსნა.
გაფითრდა.
დადუმდა.
დიდხანს ვადექი თავზე, გულნაღვლიანი ვხედავდი, თუ როგორ ერეოდა სიკვდილი ჩემი
რასსის ქედმაღლობას.
ვეძახდი: „ჯამუ“.
თვალი გაახილა.
შემომხედა.
ძალა მოიკრიფა, რაღაც უნდოდა ეთქვა.
ბოლოს კედლისკენ მიიბრუნა თავი და ამოიოხრა:
„ნუ გეშინია, მე მოვალ, დედა“...
„ჰაიტ, არა გრცხვენია? ვაჟკაცი არა ხარ? ჯამუ, ჯამუ“...
ვეძახდი გადასულ სულს, მაგრამ ხმა ვეღარ მიეწია მიმავალს.
ღმუოდა ქარბუქი გარეთ, ზანზარებდნენ ფანჯრების მინები.
კიაფობდა მცირედი ნათელი ღიად დარჩენილ თვალის ქუთუთოებში.
უკანასკნელად შეტოკდა თვალების გუგა, შეისრუტა მრეში სინათლე და სამუდამოდ
ჩაქრა...

7
ჰაიტ, თქვენ მე გიცნობთ შორიდან, აქ როგორ მოხვდით თქვენ?

109 მკითხველთა ლიგა


V

მე მინდოდა, ჯამუს დედისთვის მემცნო ეს ამბავი, ჩავედი კიდეც იმ სოფელში, სადაც


ჯამუს სახლიკაცები შრომობენ და ცხოვრობენ, მაგრამ უკანასკნელ წუთში გამბედაობამ
მიღალატა, აგრე დავასკვენი: დეე, სიკვდილამდის ელოდოს-მეთქი გამწარებული დედა
უკუღმართ გზაზე დაღუპული შვილის მოსვლას.
1927. სოლოვკის კუნძული. კრემლი.

გამოუყენებელი ბინოკლი

ზოგჯერ ადამიანი საკუთარი ოცნების მსხვერპლი ხდება, – ასე დაიწყო ეს ამბავი


გარსევანმა, ძველმა ალპინისტმა, – ოცნებაც არის და ოცნებაც. როცა ოცნება შესაძლებელისა
და რეალურის ფარგალს გადასცდება, ამას ქიმერას ეტყვიან.
სწორედ აქაა საძებარი არა მარტო სასაცილო, არამედ სამწუხარო ამბების სათავეც.
ეს ამბავი ეხება ერთი ჩემი მეგობრის ცოლს, ლუიზას და არა მარტო ლუიზას, არამედ
უნიადაგო ოცნებით შეპყრობილ თითო-ოროლა სხვა ახალგაზრდა ადამიანსაც.
მე არ მინდა სათხრობი პირუკუ მოგითხროთ, ამიტომ შევეცდები ყოველივე
თანმიმდევრობით გიამბოთ.
ერთხელ გვიან დავბრუნდი ექსპედიციიდან და ამიტომაც უთენია გაღვიძების მოყვარულ
ალპინისტს, დამიყოვნდა ადრე ადგომა. დიდხანს მესმოდა ზარის რეკვა, მაგრამ ეს
ყოველივე სიზმარი მეგონა, ბოლოს ჩემს საძილო ოთახში მოსამსახურე შემოვიდა.
„ვიღაც ექიმი გეახლათ, დაჟინებით მოითხოვს თქვენს ნახვას, ორჯერ გავისტუმრე, ესეცაა
მესამეჯერ მოვიდა“.
„უთხარი, გეთაყვა, სახლში გვიან მობრუნდა-თქო, ერთი საათის შემდეგ გამოიაროს“.
ისევე ჩავთვლიმე, მაგრამ მოძალებულმა ხმაურობამ კვლავ გამომაღვიძა. ჩემი საკმაოდ
მხარბეჭიანი და ჩაკურატებული მსახური ენერგიულად შესტოტებოდა კარის ზღურბლთან
გაჭედილ, საკმაოდ კოხტად ჩაცმულ სტუმარს.

110 მკითხველთა ლიგა


უცნობი ეძალებოდა მსახურს, რომელიც დაჟინებით უჩიჩინებდა:
„არ შეიძლება, სძინავს, მოითმინეთ“.
მე გავაზავე წაკიდებულნი და ჩემს თვალწინ წარმოსდგა ახალგაზრდა კაცი, რომელიც
ჩემს დანახვაზე ანაზდად გაწითლდა.
„რა ამბავია, რა მოხდა?“ შევეკითხე ჭაბუკს.
„ვიღუპები,ბატონო გარსევან, ახალგაზრდობის მეგობარი ბრძანდებით, თქვენ იცით, თუ
მიშველით რამეს“.
ეს კაცი ექიმი აღმოჩნდა, გასაგები მიზეზის გამო გვარს არ დაგისახელებთ, დავიხსომოთ
მარტო მისი სახელი: აბესალომ.
„რა მოხდა, აბესალომ?" შევეკითხე დამშვიდებული ტონით.
„დაღუპვის“ მიზეზის დაუსახელებლად მოდგა ეს კაცი და ჩამოთვალა ჩვენი ქალაქის
ხელმძღვანელი ამხანაგები, თანაც ყოველ მათგანის ხსენებაზე ასე მეკითხებოდა:
თუ იცნობო?
„იცი, ჩემო კარგო, ამ ამხანაგებს ვინ არ იცნობს ჩვენში, მაგრამ შენ ის მიბრძანე, რა გნებავს
მაინც ჩემგან?“
აბესალომმა რა შეიცნო, რომ მეც ვიცნობ მის მიერ ჩამოთვლილ პირებს, ოდნავ
დამშვიდდა, თითქოს ეს გარემოება საკმარისი იყო, სანახევროდ მაინც შეემსუბუქებინა მისი
გასაჭირი.
სკამი მივაწოდე, დაჯდა და მაინც ერთსა და იმავეს იმეორებდა:
„ოჯახი მერღვევა, ვიღუპები...“
ახლა ხელახლა შევეკითხე აბესალომს, თუ რა მოხდა ასეთი უსაშველო, ასე რამ შეგაწუხა-
მეთქი.
აბესალომი მაინც არეულად ლაპარაკობდა. აღნიშნავდა იმას, რომ მე, როგორც
დამსახურებულ ალპინისტს, პატივსა მცემენ. ნათესაობაც გამომიძებნა, თუმცა მე კი არა,
ჩემს მეუღლეს ენათესავებოდა თურმე მეოთხე თუ მეხუთე მუხლიდან, ახსენა ისიც, რომ ის
დისერტაციას წერს და უთუოდ ქალაქში უნდა იცხოვროს და სხვა მისთანანი.
მრავალგზისი შეკითხვის შემდეგ გამოირკვა, რომ მას წრეულს გაუთავებია
მედინსტიტუტი და რაიონში აგზავნიან სამუშაოდ. მე ღიმილი მომერია, მაგრამ სტუმარს
მოვერიდე, თავი შევიკავე და ასე ვუთხარი:
„მაშ, რაიონში სამუშაოდ წასვლა დაღუპვად მიგაჩნიათ, ექიმო? თქვენ დისერტაცია
გინდათ დაწეროთ? რატომ გგონიათ, რომ, ვინც დიდ ქალაქში არ იცხოვრებს, ვერაფერს
დაწერს?“
მე აქ არ შევუდგები მათ ჩამოთვლას, მაგრამ აბესალომს დავუსახელე არაერთი დიდი
მეცნიერი, კომპოზიტორი, მწერალი და ექიმი, რომელთაც დიდი ქალაქის გარეშეც ბევრი
რამ თვალსაჩინო დაუწერიათ.

111 მკითხველთა ლიგა


„მაგალითად, მე რომ თქვენებრ ექიმი ვიყო, თუნდაც სვანეთს წავიდოდი, შევისწავლიდი
ჩიყვს, რომელიც ეგზომ ზიანს აყენებს იქაურ მოსახლეობას და ამ სენის გამო დავწერდი
დისერტაციას, თანაც შევეშველებოდი ხალხს. ან კოლხიდაში დავსახლდებოდი და
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის თავს დავდებდი“.
აბესალომმა თავი ჩაჰქინდრა და წაილუღლუღა:
„მმე, მე... მაგრამ ჩემი ცოლი კონსერვატორიაში სწავლობს ეს მეხუთე წელიწადია,
გამოცდებზე ჩაიჭრება, დაფაცურდებიან ჩვენი ნათესავები, ისევ დააბრუნებენ, ერთი
სიტყვით, დაგვტანჯა ლუიზამ. ლუიზა კაი ქალია, მაგრამ...“ აქ შედგა აბესალომი და ახლა
ორიოდე გავლენიანი პირიც დამისახელა და მათზეც მკითხა:
თუ იცნობო?
ჩემი პასუხის მოუსმენლად განაგრძობდა ჩივილს, რომ მას ოჯახი ეღუპება, ცოლი
გაეყრება, ერთი სიტყვით, მუქი საღებავით მიხატავდა მომავალი „დაღუპვის“ სურათს.
განაგრძობდა ღელვას, ბოლოს, არც ვაციე და არც ვაცხელე, ასეთი რამ ვკითხე ამ
„დაღუპულს“.
„კეთილი და პატიოსანი, ჩემო აბესალომ, მაგრამ ერთი მიბრძანე, რაიმე ტალანტი თუ
მოსდევს მაგ შენ მეუღლეს, მუსიკა ხომ ბუხჰალტერია არაა, ყოველ კაცს რომ შეეძლოს მისი
შესწავლა და მერმე მისი გამოყენება? დამეთანხმები, აქ მონაცემებია საჭირო, ტალანტი და
კიდევ ერთი რამ, რაც ყოველ ხელოვნებას ჭარბად ესაჭიროება – შრომის დიდი უნარი“.
„მე მუსიკის ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ ლუიზას პროფესორები გამომიტყდნენ ამას
წინათ, შენ ცოლს ფილტვები სუსტი აქვს, სადმე მთიანეთში წაიყვანე და ის ურჩევნიაო.
ერთი სიტყვით, თავაზიანად მითხრეს, რომ მუსიკის ნიჭი არ მოსდევს ლუიზას. ე. ი. თავი
დაანებოსო მუსიკას“. “
„თუ ეს აგრეა, მაშ?..
„უბედურება ისაა, რომ მუსიკა უმისოდაც წინ წავა როგორმე, მაგრამ ლუიზა თავათ არ
ანებებს მუსიკას თავს. ორი უნიჭო ამხანაგი ჰყავს, რომელთაც „თავი შესწირეს“ მუსიკას, არც
გათხოვდნენ, არც სხვა რამ ისწავლეს, დედ-მამა დასტანჯეს, წყნეთელი მხერხავივით
მიადგებიან ჩვენს უბედურს პიანინოს, უბრაგუნებენ და უბრაგუნებენ, ჩვენ ერთი ოთახი
გვაქვს, მე ისეთ დღეს მაყრიან,რომელი დისერტაცია? მოკითხვის ბარათს ვერ დავწერ; მერმე
მოდგებიან ნოტების წიგნებს და ერთბაშად იძახიან „აააას“.
როცა ეს ტირადა მოათავა აბესალომმა, იგი იჯდა გახევებული და ეძებდა ჩემი სახის
ნაკვთებში რაიმე თანაგრძნობის მაუწყებელ ხაზებს. მე შეუფარველად ვუთხარი სიმართლე
ამ ახალგაზრდა კაცს და, თუ თქვენ ამ ამბავს პრესას გადასცემთ, ურიგო არ იქნება ეს
ყოველივე სხვა აბესალომებმაც გაიგონონ“.
„საქმე ისაა, ჩემო აბესალომ, ვეუბნები სტუმარს, თუმცა მე თითქმის ყველას კარგად
ვიცნობ შენს მიერ ჩამოთვლილ პასუხისმგებელ ამხანაგებს. ისიც კარგად ვიცი, რომ ისინი

112 მკითხველთა ლიგა


პატივს სცემენ დამსახურებულ ალპინისტებს და შესაძლოა მეც, მაგრამ მე მათ ასეთ რამეს
არა ვთხოვ“.
აბესალომი ანაზდად შეტოკდა სკამზე.
ხმა არ ამოუღია, მაგრამ მე მის სახეზე ამოვიკითხე:
„რატომ?“
და მე განვაგრძე უკითხავად:
„იმიტომაც, რომ მე ამ საკითხებშიც ისევე ვაზროვნებ, როგორც მთელი ჩვენი
ხელისუფლება. ტფილისის გარეთაც საქართველოს ისევე ესაჭიროება ეს კადრები,
რომელნიც ჩვენმა ხელისუფლებამ აღზარდა, როგორც ჩვენს დედაქალაქში.
ასე რომ, ჩემო აბესალომ, დამავალე, რაც გნებავს, მაგრამ ასეთ საქმეში ვერ გიშველი და არც
გიშველი, კიდევაც რომ შემეძლოს“.
მე ვერ შევნიშნე იმ წუთში, აბესალომის გონებას თუ მისწვდა ჩემი ნათქვამი, იგი
დარცხვენილი წამოდგა და ბოდიშებს მოუყარა თავი. მე მას ვთხოვე, ჩემთან ერთად
ესაუზმნა და საგანგებოდ დაშაქრული ჩაის სმისას მე მას თავაზიანად შევაპარე საკმაოდ
მწარე ამბები. რა თქმა უნდა, ერთხელაც არ ვახსენე მისი მეუღლის აკვიატებული
სიყვარული მუსიკისადმი.
„იცი, ჩემო აბესალომ, არა მარტო მუსიკის, არამედ ყოველი დიდი ხელოვნების
ქმნილებანი მსმენელსა და მჭვრეტელში ერთ უცნაურ ილუზიას ჰბადებენ:
ჭეშმარიტი ხელოვანი ისე იოლად და მარტივად ქმნის თავის ნაწარმოებს, ყოველ კაცს
ჰგონია, ამას მეც გავაკეთებდიო.
ჩემს ბალღობაში ვუყურებდი, თუ როგორ აკეთებდნენ ბამბუკის პაწია წისქვილს ჩემზე
ხნით უფროსი ამხანაგები. ისინი ისე მარდად და იოლად თავს უყრიდნენ ამ საქმეს, მე აზრი
მომივლიდა, ამას მეც გავაკეთებ-მეთქი. შევუდგებოდი და არ გამომდიოდა.
ასე მსჯელობს ხელოვნების ყოველი გულუბრყვილოდ მოყვარული.
თუ დიფერენციული ინტეგრალები მიუწვდომელია განუსწავლელთათვის, ნამდვილი
ხელოვნება სადაა და ყველასათვის მისაწვდომი. ეს უქმნის მტკნარ ილუზიას ზოგიერთს,
ამიტომაც ყოველ ხელოვნებას მრავალი „წამებული“ ჰყავს მომხმარებელთა შორის,
რომელთაც ბალღივით ჰგონიათ, ამას ჩვენც გავაკეთებთო.
ასეთ სენს ეწოდება მანიაკობა.
ხელოვნების მანიაკებმა კარგად რომ იცოდნენ, თუ რა გოლიათური შრომისა და „ტკბილი
წამების“ გადამტანი არიან რომელიმე მიქელანჯელო, ბალზაკი, ან ლევ ტოლსტოი, რიჰარდ
ვაგნერი, სებასტიან ბახი, ბეთჰოვენი და შტრაუსი, რამდენი ათასი უძილო ღამე უთენებიათ
თეთრად რუსთაველსა და ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და ვაჟა-ფშაველას, ყოველივე
მათ შეგნებაში რომ იყოს შესული, ისინი ახლოს არ გაუვლიდნენ ყოველივე იმას, რასაც
ნამდვილი ხელოვნება ეწოდება.

113 მკითხველთა ლიგა


მათ არ იციან არც ეს ამბავი: შესაძლებელი რომ იყოს, აღვნუსხოთ ერთი დიდი რომანის
დასაწერად მომარჯვებული კალმის წნევა ქაღალდზე, ეს უეჭველად უდრის რამდენიმე
ათას ცხენის ძალას (რა თქმა უნდა, ტლანქად რომ ვივარაუდოთ).
ტალანტი, ნიჭი თავისთავად უქმი მეტალია; უცნობ ნიადაგში დაფლული, მისი აღმომჩენი
და გამომჩენი არის თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანის შრომა და ენერგია. თუ ეს ორი
ბედნიერი მომენტი არ დაემთხვევა ურთიერთს, იცოდე, ყოველი ცდა ამაო იქნება.
მუსიკასაც ჰყავს თავისი მანიაკები, ასეთი ადამიანები აიყრიან გულს რეალურ
საქმიანობაზე, ასეთი აკვიატებული ჟინით შეპყრობილი ბუხჰალტერი ლექსებს წერს,
ინჟინერი იშრომებს ხუთ წელს და ერთ მშვენიერ დღეს გადასწყვეტს, დრამატურგი გახდეს,
ან ის ქალი, რომელსაც შეეძლო ტექსტილის საქმეს დაუფლებოდა, ვიღაც-ვიღაცეების
რჩევით, პიანისტობას მოინდომებს“.
აქ მე შევნიშნე: ამ იგავურად ნათქვამმა ფრაზამ ელვასავით გაუარა აბესალომის
„მუსიკალურ“ მეუღლეს, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს სტუმარს.
„და არაფერი ისე სასაცილოდ არ აჩენს ადამიანს, როგორც ხელოვნება, როცა მისდამი
მოწოდება კაცს არ გააჩნია“. დავსძინე მე.
აბესალომი წამოდგა, საკმაოდ ცივი მადლობა გადამიხადა და კარისკენ გაემართა, მე
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი კარის ზღურბლს მაინცდამაინც აღტაცებული არ
გადასცდენია.
როცა აბესალომი წავიდა, გულწრფელად რომ მოგახსენოთ, მე ვინანე კიდევაც, ასეთი
მკაცრი შეგონებებით სტუმარი რად გავაგულისე-მეთქი.
რა ვქნა, მე ასეთი უნიჭო ვარ ამ საქმეში და არ მემარჯვება სიმართლის თქმა ისეთის
სიფაქიზით და სიფრთხილით, როგორითაც ჩვენი მზრუნველი და ნაზი დედები
შეგვაპარებდნენ ხოლმე თევზის ქონსა და ქინაქინას ჩვენს ბალღობაში.
მოგეხსენებათ, მე მხედარი კაცი ვარ და ბევრი ლათაიების თავი არა მაქვს“.

II

სწორედ იმ წელს ატყდა უკანასკნელი მსოფლიო ომი; მეორე დღესვე თოფი ავიღე ხელში,
ვებრძოლე გერმანელებს ქერჩსა და როსტოვში, კიევსა და დნეპრზე, ვხოცე ფაშისტი
განგსტერები, პარტიზანულ პოლკთან ერთად გადავიარე კარპატები, ზიბენბიურგენში
სამჯერ დამჭრეს.
ცურვით გადავედი დნეპრზე, ჩემმა სპორტსმენულმა გამძლეობამ აქაც შემაშველა ხელი.

114 მკითხველთა ლიგა


გაგიხარიათ, ვიჯერე გული და ჩვენი ქოჩორა ბიჭების სისხლი ავიღე ოდერისა და შპრეეს
ნაპირებზე.
ისეთი მძიმე განცდები მქონდა, მე სად მეყოფა სიმჭევრე მათ აღსაწერად, მათ
გადამავიწყეს ბევრი რამ, და მათ შორის ექიმი აბესალომისა და მისი „მუსიკალური“ ცოლის
ამბები.
მთელი ევროპა მომატარა ამ ომმა. ომგადახდილი, სამშობლოში მშვიდობით
მობრუნებული, უკვე ვხედავდი, რომ ჩემი ფოლადისებრ მტკიცე ჯანმრთელობა
საგრძნობლად შეერყია მრავალ წლის მანძილზე მიღებულ ჭრილობებს.
მიუხედავად ამისა, როგორც კი მაუწყეს ჩვენმა ალპინისტებმა, თეთნულდზე ასასვლელად
გიწვევთო, ჩემში კვლავ აღსდგა ძველი მთამსვლელის უტეხი სული და სვანეთისკენ თან
გავყევი ექსპედიციას.
ყური არ ვათხოვე ექიმს, რომელიც მუდამ მაფრთხილებდა ჩემი დაზიანებული
ფილტვების გამო. მე ტყვიამ გამიარა ფილტვებში და სწორედ ამას გულისხმობდა იგი.
სვანური სასტიკი ზამთრის პირობებში ჩემი ძველი იარები გამიახლდნენ, გარდა ამისა,
გავცივდი კიდევაც თეთნულდის მისადგომებთან და ტფილისისაკენ გაბრუნებულმა
ამხანაგებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს ერთ სვანურ სოფელში დავეტოვებინეთ.
მოგეხსენებათ: ომში ხანგრძლივად ყოფნა სავსებით წარუხოცელ კვალსა სტოვებს არა
მარტო ჩვენს აგებულებაზე, არამედ ჩვენს ფსიქიკაზედაც.
ფილტვების ანთებისაგან გასავათებული ვიწექი მაჩვიბში8, ტკივილებს ვებრძოდი.
კოშმარული სიზმრები დამეწყო, ვითომ ხან კარპატებში ვიბრძოდი, ხან ოდერზე, ხან
შპრეეზე.
ალბათ გამოგიცდიათ, სიზმარში თოფს ან რევოლვერს უმიზნებ მტერს და სასროლი არ
ვარდება.
უსაშინელესი განცდაა.
გიჭირავს ხელში ავტომატი, „ესესელები“ იერიშით მოდიან, არ ვარდება ავტომატი, ახლა
„ვალტერს“ ვიშიშვლებ და ტყვია ლულაშივე ცივდება.
ასეთ გასაჭირში მყოფი გამომაღვიძა ერთ დილას ჩემმა მასპინძელმა და ხმადაბლა მითხრა:
ექიმი მოგიყვანეთო.
მე არც კი ვიცოდი, სად ვიყავი ან რად მომგვარეს იგი?
როცა ექიმმა რიგიანად გამსინჯა და რჩევა-დარიგებანი მოათავა, ჩემი მაჯა ხელში აიღო
და მეუბნება:
„ნუთუ ვერ მიცანით, გარსევან ბატონო?“
ბოდიში მოვუხადე, ვერ გიცანით-მეთქი.

8
მაჩვიბი – სვანური სახლია.

115 მკითხველთა ლიგა


„აბესალომი ვარო“.
გავოცდი.
ექიმმა მიმოიხედა და, რა დარწმუნდა მასპინძლები გაკრეფილიყვნენ, ხმადაბლა მითხრა:
„ამ მაჩვიბში ძნელი იქნება თქვენი გამომჯობინება, საავადმყოფო რაიონის ცენტრშია,
მაგრამ მე უფრო ახლოს ვცხოვრობ, მეზობელ სოფელში, სახლ-კარი მაქვს და ოჯახი,
თქვენისთანა საპატიო სტუმარს ვის დავანებებ.
აბესალომის მიერ თქმული: „თქვენისთანა საპატიო სტუმარს ვის დავანებებ“, ერთგვარ
ირონიად მეჩვენა.
ასე ვივარაუდე, მე თითიც არ გავანძრიე მის საშველად და ახლა მის სახლში სტუმრობა
უთუოდ კარგად მყოფსაც გამიჭირდებოდა.
„ნუ შეწუხდებით, აბესალომ ბატონო, მე ძლიერ ჯანმაგარი კაცი ვარ, ნესტიან მიწურებში
ვიწექი პარტიზანობის დროს მთელი თვეობით, როცა საბრძოლველად გავიდოდნენ,
ტლეების გამომცვლელი ან წყლის მომწოდებელი არავინ მყავდა. რა მიშავს, აქ ვიქნები,
ვიდრე გამოვმჯობინდები“.
„რასა ბრძანებთ, მე ხვალვე ვიშოვნი სადმე ნაბდების საკაცეს და ჩემთან გადაგიყვანთ, ეს
ჩემი მოვალეობაა, როგორც ექიმის. ეგეც რომ არ იყოს, მე თქვენგან დიდად დავალებული
ვარ, ბატონო გარსევან“.
ეს ხომ უკვე ნამდვილ ირონიას ჰგავდა.
„დავალებული, რითი? რას ამბობ, აბესალომ?“
„მე უხმოდ გავედი თქვენი სახლიდან იმ დღეს და გადავწყვიტე კიდევაც, სვანეთს
წამოვსულიყავი და ჩიყვის ამბებს დავკვირვებოდი. მე თქვენსავით დიდი წილი არ
დამიდევს სამამულო ომში, მაგრამ ერთ-ორ წელს მეც ვებრძოლე ფაშისტებს. სწორედ იმ
ხანებში კავკასიის დასაცავად ორიოდე ჭრილობა მეც მივიღე და შემდგომ ამისა, ისევ
სვანეთში განმაწესეს ექიმად.
ეს მეექვსე წელიწადია, რაც აქ ვსახლობ, ხალხს ვმკურნალობ, თანაც სადისერტაციო
შრომასა ვწერ, მოცალეობის ჟამს ვნადირობ, ვშრომობ და ვერთობი კიდევაც. ხალხისა და
ბუნების ცხოვრებას ვაკვირდები.
ყოველი თქვენი სიტყვა, ამ რამდენიმე წლის წინათ თქმული, სათითაოდ
დამახსოვრებული მაქვს.
თქვენ მართალი მითხარით იმ დღეს, როცა მამაშვილურად ოდნავ შემრისხეთ კიდევაც.
ადამიანი უნდა ეცადოს ახალგაზრდობაშივე ბევრი იმოგზაუროს, ბევრი იშრომოს, ბევრს
დააკვირდეს და ასეთ კაცს ხვავრიელი სიბერე ექნება, როცა ამ ქვეყნიური ვნებები
დაცხრებიან და გონებას სინათლე შეემატება. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია, სიბერეში
დაჯდეს და ეს ყოველივე გონივრულად შეაჯამოს“.
მცირე ხნის საუბრის შემდეგ ექიმმა მაჯის საათს დახედა და თქვა:

116 მკითხველთა ლიგა


„ჩვენ სულ მალე ბევრი დრო გვექნება საუბრისათვის, ახლა მე სხვა ავადმყოფთან
მეჩქარება, ზეგ მოვალ და ჩვენსას გადაგიყვანთ“.

III

ამ მოკლე საუბრიდან დაასკვნიდა დაკვირვებული კაცი, რომ აბესალომი სულ რამდენიმე


წლის მანძილზე მომწიფებულიყო. ცნობილია, რომ მარტო წიგნები, უნივერსიტეტი და
თეატრი როდი აყალიბებენ ახალგაზრდა ადამიანს, არამედ უშუალო შეხლა ცხოვრებასთან,
რომელიც თავათაც უდიდესი უნივერსიტეტია.
სამი სოფელი მიშველებოდა უბინაო ექიმს, სახლი და კარ-მიდამო მოეწყოთ მისთვის, ბაღ-
ბოსტანი აბესალომს თავათ გაეშენებინა. ეს ყოველივე ისეთის გემოვნებით გაუკეთებია ამ
მოკლე ხანში მას, რომ დიდად გავიხარე. აბესალომის ორსართულიანი სახლის აივანი
პირდაპირ უყურებდა თეთნულდსა და მისი მომყოლი მთების უცნაურ პანორამას, რომლის
ბადალი მე ჯერ არსად მინახავს.
ცხენი უყიდია აბესალომს, სვანებს დღენიადაგ მიყავდათ მახლობელ სოფლებში და მე
ვამჩნევდი, როგორი სიყვარულით ეკიდებოდა მას მთელი მოსახლეობა, როგორც კი
გამოვჯობინდი, ვეღარ ავუდიოდი „აბესალომის საპატიო სტუმრის“ გადაპატიჟებას.
ადამიანის უმთავრესი ბედნიერება – საკუთარი პროფესიით გატაცებაა და მისთვის
თავგანწირვა. მეც ვამჩნევდი ამ ახალგაზრდა კაცს, რომ ამ მხრივ იგი ბედნიერი იყო.
როცა მოსამსახურეს მესტიაში გაგზავნიდნენ, ოჯახი მოუვლელი რჩებოდა, დამშეული
ძროხა ბოსელში ბღაოდა, წიწილები გუბეში იხრჩობოდნენ, ლუიზა კი ჩემთან ტიკტიკებდა,
აქებდა ვერდს, ვაგნერს და ფალიაშვილს, ისედაც ქებულებს.
თუმცა ჩემი სამყოფელო ამ სახლში საკმაოდ სქელი აგურის კედლით იყო გაყოფილი ცოლ-
ქმრის ოთახისაგან, მე მაინც ვგრძნობდი, რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობა უაღრესად
დაჭიმული იყო. ჩვენ სამნი მხოლოდ საუზმის, სადილის და ვახშმის დროს ვხვდებოდით
ერთმანეთს.
სხვა დროს მე მესმოდა ფრაზებისა და სიტყვების ნაწყვეტები, რომელნიც დიდი
სიყვარულისა და ურთიერთგაგების ნიშნებს არ იძლეოდნენ.
ჩემი საერთო დასკვნა ასეთი იყო: ორი სხვადასხვა ბუნების ადამიანი, ნებით თუ
უნებლიეთ, ერთ უღელში შებმულიყვნენ, დღისით თუ ღამით ებრძოდნენ ურთიერთს,
ჩუმად, შეფარულად, სტუმრისათვის მოსარიდებლად. მიუხედავად ჩემი საკმაოდ
დაკვირვებული და გამოცდილი ძველი მზვერავის თვალისა, მე ვერ შემემჩნია, თუ რომელი
მათგანი უფრო ახლოს იყო გამარჯვების ფინიშთან (სპორტსმენების ენით რომ ვსთქვათ).

117 მკითხველთა ლიგა


გულწრფელად მოგახსენებთ, მე ერთი რამ მაკვირვებდა: ლუიზას არც შვილი ჰყავდა,
შვილი, რომელიც უმტკიცესი დუღაბია ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ის არც ლამაზი იყო...
რომელი ლამაზი, ეს დაბალი, სქელი, კისერმოკლე და ქართულ „ო“-სავით ფეხებმოქცეული
დედაკაცი იმ თოჯინებს ჰგავდა, ავლაბრელი ხელოსნები რომ აკეთებენ ხოლმე ბაზარზე
გასატანად.
მორგვივით დამსხვილებულ ხელებზე კოტიტა თითები ესხა. სწორედ ისეთნი, როგორიც
კლავიშებს არ უდგება არასდროს.
საულვაშოზე შავი ბეწვი ამოსვლოდა, ახლად შეღერილ ბიჭუნას რომ ამოსდის ისეთი.
ეს ყოველივე მე მაოცებდა და განცვიფრებული შევცქეროდი ამ უცნაურ ბრძოლას.
ლუიზა სადილობის დროსაც არ იშორებდა ვაგნერის, ბახის, ვერდის, ფალიაშვილისა და
ბეთჰოვენის სქელტანიან ნოტებსა და კლავირებს, მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსების
ბიოგრაფიებს.
ბოსელში ძროხა საცოდავად ბღაოდა, წიწილები ნაწვიმარ გუბეში იხრჩობოდნენ, ლუიზა
კი უბრაგუნებდა დანჯღრეულ პიანინოს, და ისეთ კაკაფონიას გამართავდა ხოლმე, რომ არ
ვიცოდი, საითკენ გავქცეულიყავი. იძულებული თავაზიანობით მაინც ვუწონებდი
„ხელოვნებას“.
თავდაპირველად მე, როგორც სტუმარს, თავაზიანად მექცეოდა, ერთგვარი სიცივე მაინც
გამოსჭვიოდა ოდნავ გასხიპულ თავაზიანობაში, მაგრამ როცა მან გაიგო, რომ მე ცოტა რამ
მცოდნია მუსიკაზე, კიდევ მეტი: როცა საუბარში წამომცდა, რომ მე ბაიეროტში ვყოფილვარ,
რიჰარდ ვაგნერის ამ რეზიდენციაში, მიუნხენში, მილანოში, ვენეციაში, დრეზდენში და
ლაიპციგში კონცერტები მომისმენია, სწორედ ის ეკლესია მინახავს, სადაც სებასტიან ბახი
უკრავდა ორგელზე, ცვილივით დადნა ეს ქალი და ბოლოს მითხრა:
„რა ბედნიერი ხართ, ბატონო გარსევან, რა ბედნიერი. აჰ, ნეტავ ისე არ მოვკვდებოდე, ის
ორგელი ვნახო ჩემი თვალით ოდესმე და ის კლავიშები დავკოცნო, რომელზედაც სებასტიან
ბახი თავის ფუგებს, კანტატებსა და პრელუდიებს უკრავდა.
იქიდან ფეხშიშველი ჩამოვიდოდი ბაიეროტს, სადაც „ნიბელუნგების ბეჭედი“ შეასრულეს
რიხარდ ვაგნერის ცხოვრებაშივე“.
„იმედი რად დაგიკარგავთ, ვეუბნები ლუიზას, თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ და ბევრ
რამეს კიდევ ისწავლით და ნახავთ“.
როცა მსახურმა თეფშების გატანა მოათავა, ლუიზამ გადახედა გახურულ კარებს და
ნაღვლიანად მითხრა:
„რასა ბრძანებთ, სად წავალ ჩემი მეუღლის გადამკიდე, მე ამ წმინდა ადგილების
მოლოცვისათვის ვოცნებობდი. და ნაცვლად ამისა, აქ მომიყვანა, დათვების ბუნაგში.
საერთოდ, ექიმები მოსაწყენი ხალხია, ისინი მუდამ ბალღამში და სისხლში იქექებიან,
ამიტომაც მოკლებული არიან ყოველივე პოეზიას, მუსიკას და რომანტიზმს“.

118 მკითხველთა ლიგა


მე არ მესიამოვნა ჩვენი ექიმებისა და, განსაკუთრებით, აბესალომის აუგად ხსენება. მზე
ჩადიოდა და უცნაურად ელავდა თეთნულდი, ამიტომაც შევეცადე, ამ ქალის დარდი
ბუნების სიმშვენიერით გამეფანტა. სწორედ ამ წუთში აბესალომიც მობრუნდა. უცნაურად
გახარებული იყო: მესტიაში ახალგაზრდა სვანის ქალს ჩიყვის ოპერაცია წარმატებით
გავუკეთეთო.
ამ ამბავმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა ლუიზაზე.
სუფრაზე ერთი ბოთლი ღვინო დადგა და საკმაოდ მშრალად სთქვა:
„ეჰ, შენ ნამდვილი დონ კიხოტი ხარ, ჩემო აბესალომ?“
„რათაო?“ იკითხა ქმარმა.
ქალმა გესლიანად გაიღიმა:
„დონ კიხოტი ქარის წისქვილებს ებრძოდა, აბესალომი კი – ჩიყვს“.
„მაშ, მედიცინაც დონკიხოტობა ყოფილა ლუიზა“. რბილად უთხრა აბესალომმა.
„სანამდის სვანეთში ამ მთებს არ გადადგამენ ან მჟავე წყლებს არ დააშრობენ, ჩიყვი მუდამ
იქნება“.
„ვინ მოგახსენათ, საბჭოთა მედიცინას მოეპოვება საკმაო ძალა ჩიყვის მოსასპობად“.
ვახშამიც არ ჰქონდა მოთავებული აბესალომს, მოხუცი ქალი და კაცი ამოვიდნენ აივნის
კიბეზე, თავაზიანად მოგვესალმნენ და შეევედრნენ ექიმს: შვილიშვილი გვიკვდება,
ავადმყოფი რამდენიმე წუთით ინახულეო.
როცა ჩვენ მარტო დავრჩით, მეგობრულად ვურჩიე ლუიზას, შავნაღვლიან ფიქრებზე
ხელი აეღო და რაიმე საქმისათვის მოეკიდა ხელი, ვარწმუნებდი, რომ შრომაა ადამიანის
ცხოვრების უდიდესი სამკაული.
შემდეგ ვუთხარი:
„ნუთუ ეს უბრწყინვალესი ბუნება, ეს ულამაზესი მყინვარები არაფერს ეუბნება თქვენს
გულს?“
„ბუნებაო? რა ყრია ბუნებაში, ეს მყინვარები აქ წოლილან მილიონი წლებით ჩვენამდე და
ჩვენს შემდეგაც აქ იქნებიან იმდენსავე ხანს, ჩვენ კი, თუ დრო არ ვიხელთეთ და არ
დავტკბით, ხატის პეპლებივით გავქრებით.
ბუნება მე მესმის, ბეთჰოვენის კლავირიდან რომ გრიგალები ავარდება, ან ის ქშუილი
წყლისა, რომელიც ჭიანურებიდან, ვიოლინოებიდან მოისმის, როცა ვაგნერის ლოჰენგრინის
გემი ხმელეთს უახლოვდება.
ბუნება უგუნური სტიქიონების აღრევაა და სხვა არაფერი. აჰ, აჰ, ახლა მფრინავი
ჰოლანდიელი, ტანჰოიზერი, პარსიფალი, კარმენი, ფაუსტი და აიდა ნახეთ...“
მე ვხედავდი, თუ როგორ შეეპყრო ქიმერებს ეს გაბოროტებული დედაკაცი, ამიტომაც
დადუმება ვარჩიე, რადგან კარგად ვიცოდი მუდამ, რომ რეგვენთან კამათს და წყლის ნაყვას,
ორივეს ერთგვარი ფასი აქვთ.

119 მკითხველთა ლიგა


გამოვჯობინდი თუ არა, ტფილისს წასვლისათვის სამზადისს შევუდექი, აბესალომისა და
მისი სტუმრისათვის პატივისცემის დასამოწმებლად სვანებმა ჯიხვზე ნადირობა გამართეს.
მე კიდევ ერთხელ დავტკბი ჩემს ცხოვრებაში ამ უცნაური სანახაობით: მივადგებოდით
თუ არა მყინვარების კალთებს, მთებზე დაზვინულ ღრუბლებში, ბამბის ფრთილებივით
თეთრ ნისლებიდან ხარჯიხვები ამოყოფდნენ თავს, რქების ჯახანი ისმოდა კლდეებში და
თვითმკვლელებსავით სცვიოდნენ უფსკრულში. დაიქუხებდნენ ჩვენი თოფები და
ერთობლივ დრვინვას მორთავდნენ დადუმებული ქარაფები და ორწოხები.
ისევ სამშობლომ მიმკურნალა და მისთვის მიღებული ჭრილობები მომიშუშა ამჯერად
სვანეთში ყოფნის დროს.
აბესალომი ამ ნადირობის დროს გამომიტყდა: სანადირო საჭურველი მაქვს, მაგრამ
ტფილისში მიმავალს ვისაც არ დავავალე, ბინოკლი არავინ გამომიგზავნაო.
ტფილისს გამგზავრებისას გულტფილი მადლობით გამოვეთხოვე აბესალომს და
დავპირდი, ერთი წლის შემდეგ ისევ გინახულებთ-მეთქი.
თანაც დავუბარე: დისერტაციის დამთავრებამდის სვანეთიდან არ წამოხვიდე-მეთქი.
აბესალომს ეუცნაურა ჩემი გაფრთხილება და აღმითქვა, სანამდის სუნთქვა შემრჩენია,
სიცოცხლეს ჩვენი ხალხის სამსახურს შევალევო.

IV

ერთი წელიც გამიხდა. ისევ მომენატრა თეთნულდის ნახვა. თავი მოვუყარე ჩემს
სანადირო საჭურველს. სვანეთს გამგზავრების წინადღეს ცეისის ბინოკლი ვიყიდე
აბესალომისათვის საჩუქრად მისართმევად.
ლენინის მოედანზე მივდიოდი რკინიგზის ბილეთის საყიდლად. დაჟინებით წვიმდა და
დაფიქრებული მივსეირნობდი. ვიღაც უცნობი ამეკვიატა. ამ კაცმა ორჯერ ჩამიარა,
შემათვალიერა, ისევ გამომიარა და წინ გამისწრო. ბოლოს, გზა გადამიღობა და მეუბნება:
„ვერ მიცანით, თუ არ მკადრულობთ, ბატონო გარსევან“.
მხოლოდ ხმაზე ვიცანი ჩემი მოამაგე ექიმი.
„რა მოგსვლია, ავად ხომ არა ხარ, აბესალომ?“
„რა მომივიდა? მხოლოდ ერთი მარცხი, გარსევან, შენს რჩევას ფეხი რომ დავადგი და ჩემი
მეუღლის ქიმერებს ავყევი. დისერტაციის დამთავრება არ დამაცალა ლუიზამ, სვანეთში
გავყიდე ყველაფერი, რაც კი მებადა, ტფილისში, მრეცხავების ჩიხში შევიძინე ერთი ოთახი.
ყოველღამე ატუზული ვარ ოპერის კარებთან, რათა ლუიზა მივაცილო მრეცხავების
ჩიხამდის.

120 მკითხველთა ლიგა


ლუიზა და მისი ორივე დაჯღანული ამხანაგი ისევ უბრაგუნებენ ჩვენს ბედშავ პიანინოს,
მერმე გადაშლიან ხან ვაგნერის, ხანაც ვერდის ოპერების კლავირებს და იძახიან „აააას“.
და აქებენ იმათ, ვინც უჩვენოთაც მთელ მსოფლიოში ქებულნი არიან“.
მე უკვე ვიგრძენი, რომ სათქმელი აღარაფერი დამრჩა. ცეისის ბინოკლი მოვიხსენი და
ვუთხარი ექიმს:
„მე ამაღამ მივდივარ სვანეთს და ეს ბინოკლი შენთან ძღვნად მომქონდა“.
აბესალომმა ბინოკლი გამომართვა, დინჯად შეათვალიერა, მერე ისევ ხელში შემომაჩეჩა
და ნაღვლიანად მითხრა:
„ეს ბინოკლი ჩაუტანე სვანეთში ჩემზე უფრო ჭკვიან კაცს, ექიმ ჯაფარიძეს, რომელმაც ჩემი
სახლი იყიდა, ჩემი ცხენი, ძროხა და თოფი. ყოველივე, რაც შვიდი წლის მანძილზე შევიძინე
სვანეთში.
იგი წარმატებით მუშაობს ახლაც ჩიყვის აღმოსაფხვრელად. მე რაღად მინდა ეს ბინოკლი,
ჩემი ცოლის სისულელეებს უბინოკლოდაც კარგად ვხედავ, ხვალ დაბარებული ვარ
ჯანმრთელობის სამინისტროში, კოლხიდაში მგზავნიან მალარიასთან საბრძოლველად,
უეჭველად წავალ, თუნდაც ლუიზაც რომ არ წამომყვეს, მაგრამ ბინოკლი ალბათ არც იქ
დამჭირდება“.
1934 წ.

დათვი

იმ ზაფხულს ერთად ვისვენებდით მთაში მე და დავითი, ჩვენს რესპუბლიკაში ცნობილი


პროკურორი, წინასწარ დავთქვით: ჩვენი პროფესიული ამბები განზე გადაგვედო დროებით.
გულახდილად მოგახსენებთ: მძაგს პროფესიული ეგოტიზმით სნეული ხალხი.
ტყის პირად გვეჭირა აგარაკი მოხუცი მეტყევის სახლში. მეტყევე მდუმარე კაცი იყო,
მაჯაგანით ვერ ამოართმევდი სიტყვას, ხოლო ტყე... ტყეს ნუ იკითხავთ... რამდენიმე
კილომეტრის მანძილზე გაჭიმული იყო კატაბარდი და ღიჭიანი. შემდეგ ამისა
ხელუხლებელი, წიწვიანი ტევრები იწყებოდა; ისეთი ნაძვები და ფიჭვები გვხვდებოდა
ხანდახან, ცხრა ვაჟკაცი ვერ შემოაწვდენდა მკლავებს. დღენიადაგ მათი მზერა და სიახლოვე
ადამიტური სიხარულით ავსებდა ჩვენს სულს.

121 მკითხველთა ლიგა


ჩვენი სახლი ბექობზე იდგა, აივნიდან მოსჩანდა ამ მხარის უტურფესი მყინვარწვერები,
უფსკრულები, გადაკიდული ჩქერალები, ფლატეებზე გადამდგარი ძველი კოშკები,
ყოველივე ამას დუმილი წამოდგომოდა თავზე – ტალად დამდგარი გუშაგი მარადჟამობის.
ცასა და მყარს, მთასა და ბარს, ისეთი იერი ჰქონდა, აროდეს დაუდგამს სიკვდილს ამ
მიწაზე კვიმატი ფეხი.
სოფელი შორს იყო ჩვენგან, ხევს გადაღმა, აცერებულ ფერდობზე შეფენილი,
სიზმარეთიდან მოწვდენილ ხმასავით შემოგვესმოდა ხანდახან იშვიათი ყივილი მამლისა,
ხოლო გადაღმურ ბილიკებზე მოძრავი ადამიანები ისე მოჩანდნენ აქედან, როგორც
ქონდრისკაცები.
ჩვენი საწადელი ამ დასვენების დროს ასეთი იყო: მშვიდობა ცხოვრებას ჩვენგან
დაშორებულს, ჩვენს უწყინარ დღეებსაც მშვიდობა.
ტფილისიდან გაზეთები არ დაგვიბარებია და განუსაზღვრელ დუმილის უბეში
შეყუჟულნი ვუჭვრეტდით შორეული სოფლის ბილიკებზე მოღიმღამე ლანდებს,
დამყარებულიყოს თითქოს ცხოვრებაში ისეთი უდრტვინველობა, შორს დაკიდებულ
სურათიდან რომ გამოკრთის ხოლმე, ომის ან ნადირობის ფერად სურათიდან. მოდუნებულ
მოძრაობას ვამჩნევდით მხოლოდ სოფლის ერთადერთი ციხე-კოშკის და
გუმბათმორღვეული ეკლესიის გარშემო, მაგრამ იქიდან უმცირესი ჩქამიც არ მოგვესმოდა,
ჩქამი, სიცოცხლის უპირველესი მაცნე.
ჩვენს ბექობს გადაღმა იყო ამ სოფლის იალაღები, საღამოობით ჯოგები ჩამოივლიდნენ
ბღავილით: დარბაისელი ლომა კამეჩები, თვალებბრიალა კუნტრუშა კუროები, ხოლო
არიერგარდში ღორ-ხბო და კუდქიცინა თხები. მხარმარცხნით და მხარმარჯვნით ამ
საუცხოო კორტეჯს ყურებწაჭრილი ძაღლები მოსდევდნენ ღრენით.
ჩვენი დღეები განცდებისაგან დაცლილი იყო. ათასში ერთხელ საღარიბოდ
გავიჭრებოდით. შორეულ მთებში მიტოვებულ ძველ ტაძრების მოსახილველად, ხანაც
მეტყევის ძველ ანკესებს შევაკეთებდით, მახლობელ ჩქერალებთან ვიჭერდით კალმახებს
(განსაკუთრებით დავითს უყვარდა ანკესობა, მას აღუშფოთებელი ბუნება ჰქონდა და
მთელი დღე შეეძლო ლოდინი).
ღამღამობით ინდოეთში ვეფხვებზე მონადირეთა დღიურებს ვკითხულობდით (ორიოდე
წიგნი თან წამოყოლოდა ტფილისიდან დავითს), ხოლო დღისით, ჰოი სირცხვილო!..
დღისით შაშვებს დავსდევდით ჩუმჩუმად.
მერე სად?
დათვების, ჯიხვებისა და მგლების სამკვიდრებელში.
ვიდრე დავითს დავუმეგობრდებოდი, პროკურორი ასე მყავდა წარმოდგენილი: ერთი
პირქუშტი, უკმეხი ადამიანი.

122 მკითხველთა ლიგა


დავითი, პირიქით, სწორედ ისეთი, როგორიც ვერავის წარმოედგინა პროკურორი წინათ,
გულთბილი, გულნაზი, ხელოვნებათა დიდი მოყვარული.
და როგორ გგონიათ, ეს კაცი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების გამო ხშირად
მოითხოვს ხოლმე ადამიანის სიკვდილით დასჯას, ერთხელ ტყეში გამომიტყდა: ჯერ თოფი
ხელში არ მჭერია და შაშვი რომ შაშვია, იგიც არასოდეს მომიკლავსო.
როცა პირველი შაშვი, რომელიც მისმა ტყვიამ იმსხვერპლა, ხელში ავიყვანეთ, ჯერაც
თბილი იყო, მიიდრიკა ბედშავმა ქრისტესავით თავი და ღილისოდენა თვალის გუგაში
ჩაუქრა ციმციმა ნათელი.
დავითი უზომოდ შეწუხდა და თოფი გააგდო ხელიდან.
შაშვზე ნადირობას ნუ ეხუმრებით, იგი ყველაფერზე მეტად უწყინარი რამეა, რა თქმა
უნდა, აქ დიდ სახელს ვერ მოიხვეჭს მონადირე, ვერც სადმე დაიტრაბახებს, მაგრამ ჩემთვის
იგი პირწმინდად ურისკო საქმეა, საქმე ყოველივე მღელვარების კიდეგან მდგარი.
იმ დღიდან შაშვზე ნადირობაც დავაგდეთ, მთელი დღე ნაძვის ქვეშ ვიწექით, საღამო ჟამს
აივანზე გადავდიოდით, ვიჯექით და ვუცდიდით ჯოგის ჩამოლალვას და ეს ამბავი ისეთ
ნატერფალს სტოვებდა ჩვენს შემეცნებაში, ღამღამობით (როცა რწყილები მოგვესეოდნენ)
ცხოველების ამბებსღა ვუთხრობდით ურთიერთს.
დავითი დაქანცული იყო კრიმინალური საქმეებისაგან (მძარცველების, მფლანგველების,
მკვლელების საქმეებს მეთვალყურეობდა იგი), ადამიანთა ალიაქოთისაგან
თავმობეზრებულს ხომ იოლად შეეპარება კაცთმძულვარება, მაგრამ მის შეურყეველ
ბუნებაში მიზანტროპიის ნატამალი არასდროს შემინიშნავს.
ჩვენ ღამეულ საუბარში მე ვკისრულობდი ადამიანის მიმართ მრისხანე პროკურორის
როლს, ხოლო დამცველისას – დავითი. როგორც არ უნდა გამეკიცხა ადამიანი მის თვალში,
იგი უცილოდ შემომაგებებდა ასეთ თქმას:
...ჰო, მაგრამ... ადამიანი რთული არსებაა!.
და მე ვხარხარებდი ამის გამო.
იმ საღამოსაც წამოსცდა დავითს ეს ფრაზა.
„ჰე, დავით ჩემო, ადამიანი რთული არსებაა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ჩვენ ამ საღამოს
ცხელი რძე არ დაგვილევია. გარდა ამისა, მე კიდევ მოვკალი ორი შაშვი უშენოდ, ეფემიას
უკვე შეუწვავს ისინი“.
დავითი ზეწამოიჭრა და ისე წავედით ორივენი სასადილო ოთახისაკენ, როგორც
ადამიანი, თავის უდიდეს მოვალეობის შესასრულებლად მიმავალი.
და ამას ჩავდიოდით ყოველ საღამოს განსაზღვრულ დროზე, თუმცა ჩვენვე დავცინოდით
დამსვენებელს, ნევრასტენიკს, არამუშას, რიტუალის დარად რომ ასრულებს ხოლმე ასეთ
როლს.

123 მკითხველთა ლიგა


ცხელი რძის დალევა ვერ მოვასწარით, ისე შემოვიდა ეფემია, ჩვენი სქელი და ტკბილი
დიასახლისი.
ეფემიაც ისეთი იყო, როგორიც დასვენების ატმოსფეროს შეშვენის, ჭარხლისფერი, ღაჟღაჟა
ლოყები ჰქონდა, ყირიმის პურივით თეთრი და ფუნჩულა იყო თავათ, სიმკვრივე და
სიმრგვალე სიმშვიდეს ჰფენდა მთელს მის ბუნებას, მუდამ საამური, ნელი ხმა ამოდიოდა
პირიდან, ფრთხილად დაგოგავდა უხმო ფაჩუჩებით, თავათ სიჯანსაღეს ხორცშესხმა რომ
მონდომოდა, ამაზე უკეთეს სხეულში ვერ დაივანებდა.
სწორედ ამ მშვიდსა და ნაზ ეფემიას უნდა ეუწყებინა ჩვენთვის ასეთი რამ:
ვიღაც ტყაპუჭიანი ახმახი მოვიდა და პროკურორს კითხულობსო. დავითს ემცხეთა
მყისვე. რძის ჭიქა ხელში შეაცივდა. რაკი მთელი ზაფხულის განმავლობაში არა მომხდარა
რა ჩვენს ცხოვრებაში, ამ ამბავმა ისე აგვაღელვა, თითქოს ჩვენ დასაჭერად მოსულიყო ვინმე.
ორივენი აივანზე გამოვვარდით, რადგან იქიდან ველოდით ღამეულ სტუმარს, რომელსაც
რაღაც უსიამო რამ უნდა ემცნო ჩვენთვის ამ უმთვარო ღამეში.
ცოტა ხანს ვიცდიდით და, კიბის ჭრაჭუნი მისწყდა თუ არა, აივანზე ამობობღდა
ტყაპუჭიანი დევკაცის ლანდი. თავზე მწყემსური ფაფახი ეხურა ცააწყვეტილ კონუსის
დარი.
ჯერ უხმოდ შემოგვაშტერდა ბნელში, თითქოს გვზვერავსო წინასწარ, და როცა ეფემიამ
ჭრაქი გამოარბენინა, საღამო მშვიდობისაო, წაილუღლუღა ლანდმა.
„რა გაგჭირვებია, ძია კაცო?“ შევაგებე პირველმა სიტყვა, რაკი დავითმა ხმა არ გაიღო.
ალბათ პროკურორი მე ვეგონე, ჯიქურად მომაშურა ჯარისკაცული ნაბიჯით და ისე
გაიჯგიმა, თავის უფროსს უპატაკებს თითქოს:
„ამხანაგო პროკურორო...“
პროკურორი მე არ გახლავართ-მეთქი, ჩავუგდე წინადადებაში სიტყვა და დავითზე
ვანიშნე ხელით.
„მე არაფერი, ღვთის მადლით, მეზობელს შეემთხვა უბედურება, საკუთარი ვაჟი
შემოაკვდა...“
ეფემიამ შეიცნო სტუმარი: ქაიხოსრო აფთარაული აღმოჩნდა, გადაღმელი
კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
გამოვიკითხეთ, რამდენი მანძილია-თქო მკვლელობის ადგილამდის.
გვანუგეშა: ბილიკებით ნახევარი საათის გზააო.
ასეთი შემზარავი მკვლელობა არ მსმენიაო (ამას ამბობდა ქაიხოსრო აფთარაული –
წითელი პარტიზანი, ძველი ტერორისტი).
თავის ომახიანი გარეგნობის მიუხედავად, ფრიად გულნაზი კაცი აღმოჩნდა ქაიხოსრო.
გრძელი ყავარჯნით ხელში წინ მიგვიძღოდა, გზადაგზა მოსთქვამდა „იმ უბედური
ჭაბუკის“ ბედს.

124 მკითხველთა ლიგა


ჩვენი კომკავშირის ჯავარი იყოო, მომავლის საიმედო ვაჟი. ქაიხოსროს ნაუბარიდან
გამოვარკვიეთ: ადგილობრივ მესაქონლეთა კოლმეურნეობაში მეორე ცოლი მოუყვანია ერთ
გლეხს. სამი შვილის პატრონს, შესჩენია თურმე დედაკაცი, თუ შენი შვილები არ მომაცილე,
გაგეყრები და თავს მოგჭრიო. მერმე ცემით შემოკვდომია ამ ზამთარში ორი პატარა, ხოლო
მესამე ხანჯლით მოუკლავს ამ საღამოს, მთვრალს.
მკვლელის გამო ჰკითხავდა დავითი. მეორე ცოლის მოყვანამდის რა ზნისა იყოო?
„უკუღმართი, ლოთი, ყიამყრალი“.
დიდხანს განზე იდგა. კოლმეურნეობაში შესვლა არ ინდომა. თურმე საქონელს იპარავდა,
სოფელს ცეცხლით ემუქრებოდა. გადაუსახლებიათ. ორმა ამნისტიამ კვლავ მოაბრუნაო
სოფელში.
„მერმე რა დაინახა, კარგად წაგვივიდა საქმე, განაგრძო ქაიხოსრომ, გაზეთებშიაც
დაგვიწერეს: კოლმეურნეობა მილიონერი გახდაო, ახლა თავათ დაგვიწყო მუდარა, არ
გვინდოდა მისი მიღება, ვიცოდით, აგვირევდა საქმეს.
ი, ტლუ ბიჭი შეგვებრალა, იმიტომაც მივიღეთ, დახეთ, რა მოიმოქმედა ეშმაკის შვილმა“.
მიღუღუნებდა ქაოხოსრო აფთარაული, მიაბოტებდა ბნელში.
მცირე ხანს უხმოდ მივყვებოდით მის ლანდს, შემდეგ ამისა ეკითხება დავითი:
„რა გვარია აქაური თემაღმასკომი?“
„აფთარაული“.
იყო პასუხი.
„ყველანი აფთარაული ვართ“.
„მილიციის უფროსი?“
„აფთარაული“.
„ყველა აფთარაულია, კაცო?“
საათზე მეტი ვიარეთ ასე. ხევდახევ, ბილიკ-ბილიკ, გზადაგზა, მერმე, როგორც იქნა,
გამოჩნდა კლდეზე შეფენილი ლამპიონი, ძაღლების გნიასი მოგვესმა, ნაკელის სუნი გვეცა
და ქვიტკირის სახლს მივადექით ერთს.
ამ სახლში პირველი სართული საქონელს ჰქონდა დათმობილი, ხოლო მეორეზე პატრონის
ოჯახი ბინადრობდა. უკვე ნავახშმევი იყო, მაგრამ საქონელი ჯერაც არ დაებინავებინათ.
აივანზე ასვლამდის პირუტყვის ბღავილმა შეგვზარა, თითქოს უბედურება ამათაც
ეგრძნოთ, ბღაოდნენ ფურები, დაფუსფუსებდნენ ეზოში მოკიკინე თხების ლანდები. ცხვრის
ფარა მიყუჟულიყო ფარეხთან, თავჩაქინდრულ ცხვრებს დუმების ქვეშ შეეყოთ თავი
ურთიერთისათვის, დასჩერებოდნენ მიწას ძრწოლით ატანილნი, აბაკუნებდნენ ჭლიკებს,
თითქოს გველს სრესდაო განრისხებული ფარა. ძაღლების ყეფისა და ღრენისაგან ხომ
ყურთასმენა არიყო.

125 მკითხველთა ლიგა


მე და დავითი გვერდიგვერდზე ვეტმასნებოდით ქაიხოსროს, სჩანდა, ძაღლებიც რიდით
ექცეოდნენ სოფელში ამ კაცს.
დაბალჭერიან, უფანჯრო სახლში თმაგაშლილ ქალებს მოერთხათ ნოხზე, მამაკაცების
მდუმარე ლანდები აწურულიყვნენ ოთხივე კედელზე.
ვრცელი დარბაზის შუაგულში უწვერული ვაჟკაცი გაწოლილიყო პირაღმა. მიცვალებულს
სახე არ შესცვლოდა ჯერაც, ბლუზა გაღეღილი ჰქონდა ენდროსფრად შეღებილ მკერდთან.
იქვე სისხლიანი სატევარი ეგდო. ცხედრის ფერხთით ვაჟის დიდ-დედა დამხობილიყო
შავებში მოსილი, ტანისამოსში სხეულის კონტურები აღარ მოსჩანდა და ეგდო ისე ეს
დალეული დედაკაცი, როგორც ჯვალოს მჩვარი დაუდევრად გადაგდებული.
სჩანდა: მეზობლის ქალებს მოეთავებინათ მოთქმა, დედინაცვალი თავჩაქინდრული იჯდა,
სურსულათი სნეული ბალღი ლოშნიდა მის ტყლაპივით დაკიდულ ძუძუებს. ისხდნენ და
სდუმდნენ ქალებიც, რაკი გლოვის წამომწყები არავინ სჩანდა, დედის ხმა აკლდა ამ
სამგლოვიარო გარემოცვას, ამითაც აუტანელი იყო ეს დუმილი.
დაინახეს თუ არა ჩვენ ორთა წინ მომავალი პროკურორი, კედლებთან ატუზული
აფთარაულები ლანდებივით გამოეყვნენ ბნელს და გარს შემოგვეხვივნენ.
მე ვიგრძენი, შავგვრემანი აფთარაულების მოდგმისანი ისე მიმგვანებოდნენ ურთიერთს,
როგორც წყლის წვეთები.
და შემოგვცქეროდნენ დაფანჩულ, შავ წარბებიდან აფთარაულები, თითქოს ყველას
სათითაოდ წილი დაედო ამ მკვლელობაში. მე გადავხედე დავითს, ფერი წასვლოდა
გულგანგმირულ ვაჟკაცის მაცქერალს.
ახლა ვუცდიდი, ვინ დაარღვევდა ამ საშინელ დუმილს, აფთარაულების მზერასავით გარს
შემოწოლილს.
უცებ გაისმა გვერდის კარის ჭრიალი, მჭახე ხველება მოყვა ამ ხმას და კარის ჩარჩოში სამი
ლანდი დადგა უსიტყვოდ. ორი თავშიშველი, სატევრიანი, ჭარმაგი კაცი მხარში
ამოსდგომოდა მაღალს, რომელსაც შავი ქარქაში ეკიდა წელზე.
მთელი დარბაზი მიაჩერდა მის სახეს, მაგრამ თავწოწოლა მწყემსურ ფაფახს ისეთი
გრძელი და შავი წილამურები ჰქონდა, რომ ეს დაფანჩული ბეწვები სახეს უჩრდილავდა
უსატევროს.
პროკურორს თვალი ჰკიდეს თუ არა, მოხუცებმა დასძრეს იგი ადგილიდან ისე, როგორც
უსულო საგანს დაითრევენ ხოლმე, და პროკურორის პირისპირ შეაყენეს შემდეგ.
ასე იდგა იგი მდუმარედ, დუმილი დამძიმდა თითქოს მისი დუმილის წნევისაგან
გამძაფრებული.
როცა პროკურორს სახე აელეწა და მრისხანე მზერა შეავლო დამნაშავეს, მოხუცთაგანი
ერთი ჩოფურა აფთარაული გამოეხსნა მხარიდან მკვლელს, პროკურორს მიეახლა თავათ,

126 მკითხველთა ლიგა


მერმე სწვდა შვილისმკვლელს უხეშად ქუდში, წილამურებით დაითრია მისი ფაფახი,
თავიდან მოგლიჯა და წარმოსთქვა ხმამაღლა:
„აი, ბატონო, ამ კაცმა მახკლა საკუთარი სისხლი და ხორცი. ამიერიდან იგი ფაფახის
ტარების ღირსიც არ არის“.
მიწისფერი დასდებოდა სახეზე მკვლელს, თავჩაქინდრული დასჩერებოდა მიწას.
„თქვენი სახელი და გვარი?“
მიუბრუნდა პროკურორი უკმეხად (ამ წუთში დავითს ისეთი სახე გაუხდა, მე მეგონა, სხვა
კაცი ჩასვლოდა გვამში).
„როსტომ აფთარაული“, წაიბუტბუტა მკვლელმა.
„არა, ბატონო, ჩამოართვა მას სიტყვა ჩოფურა აფთარაულმა, იგი ამიერიდან აფთარაული
როდია, არამედ მხეცი“.
აჩოჩქოლდნენ აფთარაულები, ამ სიტყვის გამგონთ, ჩვენ შეგვეშინდა, სატევრებით არ
აკუწონო როსტომ აფთარაული.
მეორე დღესვე პროკურორმა ტფილისს გადაგზავნა როსტომ აფთარაული და მისი მეორე
ცოლი. ხოლო იმ ღამეს მე და დავითი ქაიხოსრო აფთარაულის სახლში ვიწექით პირქვე,
ძილი არ გვეკარებოდა, ვწუხდით, ამ ჭიუხებშიაც რომ გვიწია ცხოვრების გესლმა და
მშვენივრად გატარებული ზაფხული წაგვიწყმიდა.
გარეთ კი აფთარაულების ძაღლები ყეფდნენ და ყმუოდნენ, სოფლის გადაღმა ტურები
კიოდნენ, ჟამიდან ჟამზე დუმილი დავარდებოდა და მგლის ყმუილი მოჰქონდა ნიავს
მახლობელ ციხის ნანგრევებიდან.
დილით არაყი და საუზმე გვაახლა ქაიხოსრომ, აღგვითქვა: ტფილისს წასვლამდის
გაგიქარწყლებთო ამ უსიამო თავგადასავალს.
ჩვენ, აფთარაულები, არც ისე ცუდი ხალხი ვართ... ახლა საქონლის დამზადება მიდის,
ერთი კვირის შემდეგ გინახულებთ და უფრო საამურ ამბავს მოგიტანთო.
ამბობდა ქაიხოსრო და მისი თეთრი, უზადო კბილებიდან შემოგვნათოდა ამ უზარმაზარი
დევკაცის სიკეთე.
ერთი კვირა გავიდა სწორედ, ქაიხოსრო აფთარაული აღარსად სჩანდა, ჩვენ უკვე
ტფილისისაკენ გვეჭირა თვალი. ერთ საღამოს ეფემია მოვიდა: ქაიხოსრო აფთარაული
გეახლათო.
ისევ აჭრიალდნენ ეფემიას კიბის საფეხურები და ქაიხოსროს ლანდი აიტუზა კარის
ალაგთან.
გვაუწყა: მოემზადენით, ხვალ ერთი სეირი უნდა გაჩვენოთ ისეთი, აფთარაულების გვარი
რომ არ ახსენოთ ცუდად. თოფები თუ გაქვთ, თან წამოიღეთ, თუ არადა, ჩვენ გათხოვებთო
თოფებს, ეს დასძინა ქაიხოსრომ.

127 მკითხველთა ლიგა


დავითს არ უნდოდა თოფის წამოღება, მაგრამ მე ვთხოვე და ხათრი არ გამიტეხა,
აფთარაულების ძაღლებისათვის გამოვიყენებო.
ისევ წინ წაგვიძღვა ქაიხოსრო, იმავე ღრანტეებით, იმავე ღარტაფებით, იმავე ბილიკებით
გვატარა და ციხის უბეში შეკუჟულ სოფელში მიგვიყვანა, თემსაბჭოს შენობასთან.
მთვარე ამოვიდა აფთარაულების ციხის გადაღმა, ერისიონის შუქზე ისე გაშავდა
ნაძვნარების შავი ჯაგარი, როგორც გრანდიოზული ბახტრიონის ვრცელი ქონგურები.
შვიდი ტყაპუჭიანი, თოფიანი აფთარაული გარს შემოგვერტყა და მოგვესალმა.
პაპა აფთარაულმა ქუდი მოიხადა, მატყლივით თეთრი თმები ჰქონდა, თეთრი წვერი
ხანჯლის ვადამდის მიმწვდარი, მოხუცებულს მრავალი წლის განმავლობაში თოფი არ აეღო
ხელში, ახლა მოწადინებული იყო, პატივი ეცა ჩვენთვის, რათა აფთარაულები აუგად არ
გვეხსენებინა მერმისში.
იდგნენ ამ მხარის ნაძვებივით აშოლტილი ვაჟკაცები პაპა აფთარაულის გარშემო,
იღიმებოდნენ თავაზიანად, ყველაზე მეტად ბერიკაცს უხაროდა, რომ კვლავ მიუძღვოდა
დიდნადირზე მიმავალ ვაჟკაცებს და მის მშვენიერ სახეს ისე მოფენოდა მთვარის შუქი,
როგორც უეცრად გადმოსული სიწმინდის ირისე.
კოლმეურნეობის თავმჯდომარე განზე გადგა, დაწინაურდა პაპა აფთარაული, ვაჟკაცებმა
უკან დაიხიეს. შევუდექით დაცერებულ ბრეკებს, მივყვებოდით მე და დავითი,
ვეკითხებოდით ცისას და ბარისას.
პაპა აფთარაული მაინც ერთ საგანს უტრიალებდა, აფთარაულების მოდგმას აქებდა,
ერეკლე მეფეს აფთარაულები ხლებიანო ომებში, ლეკებს აფთარაულები ებრძოდნენო
მუდამ, ეს ციხეც აფთარაულებმა ააშენესო. როსტომ აფთარაულიც გაიხსენა თანაც, არც ისე
ცუდი კაციაო როსტომ. აფთარაულების ზნეს უღალატა, ბარიდან მოიყვანაო ქალი. ძველად
აფთარაულები აფთარაულების ქალებს ვირთავდითო მხოლოდ. ჩოფურა აფთარაული
გაჰქირდა ფრთხილად, თავის სახლიკაცს რად უწოდაო მხეცი. ისღა აკლდა ეთქვა პაპა
აფთარაულს: ტფილის ქალაქიც აფთარაულებმა ააშენესო. ერთი სიტყვით, პაპა
აფთარაულის აზრით, ცუდი აფთარაული არ შობილა ჯერ ამ მიწაზე.
ქაიხოსრო აფთარაული წამოგვეწია.
„რა შუაშია აფთარაულობა? მხეცი ადამიანი ყოველ გვარში გამოერევაო“.
პაპა აფთარაულმა იწყინა ეს.
დავითს არ უნდოდა საქმის გამწვავება, ამიტომაც სიტყვა ჩააგდო ამ პაექრობაში:
„რამდენი იქნება, პაპაჯან, იმ ადგილამდის, სადაც მივდივართ?“
ქაიხოსრო აფთარაულმა დაასწრო მოხუცს:
„ერთი საათის სავალიაო მხოლოდ“.
დავითმა მუჯლუგუნი გამკრა. მეც გავიღიმე: ვიცით, ჩემო ქაიხოსრო, შენი ერთი საათი
რას ნიშნავს და საათი მივინიშნე.

128 მკითხველთა ლიგა


მართლაცდა, სრული ერთი საათის შემდეგ ნაძვნარებით გარსშემორტყმულ ტაფობზე
შეგვაყენა პაპა აფთარაულმა. ტაფობს ცალ მხარეზე ციცაბო ფლატე ახლდა თვალშეუდგამ
უფსკრულის კიდისკენ, ხოლო სამივე მხრით ბუჩქნარები გარს ერტყა, ნაძვნარების
მიჯნასთან მიმდგარი და ეს ყოველივე ისეთ სანახაობას ქმნიდა, მივსულიყავით თითქოს
უზარმაზარ საპატიო ფორუმზე.
მერმე დაწინაურდა პაპა აფთარაული, თითოეულს სველი ჩაბალახი შემოგვაჩეჩა ხელში.
„ეს ჩაბალახები რად გვინდა?“ გაიკვირვა დავითმა.
„პირი აიხვიეთ ამით, გვიჩურჩულა პაპა აფთარაულმა, თორემ დათვი ისეთი სუნსულა
ვინმეა, სუნს აიღებს, ცარიელ-ტარიელი დამრჩებით, მერმე ის დათვი...“
„როგორ თუ ის დათვი?“
გამეცინა, ყველა დათვი ერთი და იგივე არ იყოს თითქოს!
აღრიცხვაზე ხომ არ ჰყოლიათ-მეთქი აფთარაულებს აქაური დათვები! ის დათვი
სახელგანთქმული ყოფილა თურმე იმ მხარეში, მისი ძუ ჯუფთი შარშან მოეკლათ
აფთარაულებს. ორი ძმა აფთარაულისათვის ნეკნები ჩაუმტვრევია წრეულს, დათვების
მეფეს უწოდებენ თურმე ხუმრობით აფთარაულების საქონელის უბოროტესს მტერს.
„დათვი ხომ იშვიათად ერჩის ადამიანს, – სჩიოდა ქაიხოსრო აფთარაულის ძმა, გოლა. –
დედაკაცებს თავს ესხმის, სოკოების მაძებართ. გასულ თვეში ფიჩხზე წასული ყმაწვილი
დაგვიგლიჯა ვერანამ“.
„დიდი კაცთმოძულე ვინმე ყოფილა“. სთქვა დავითმა.
პაპა აფთარაულმა ფლატესკენ გამოსძებნა სახუნდარი. ღიჭით შემობურდულ ჯახველის
ქვეშ, ქაიხოსრო აფთარაულმა ჩაბალახებით აგვახვევინა პირი, პაპა აფთარაულის ნაბრძანი
გადმოგვცა: არც პაპიროსი მოგვეწია, არც ხმა გაგვეღო. სახუნდარები მოგვიჩინეს, მზის
ამოსვლამდის მანდ უნდა გვეცადა გატრუნულთ.
მოსაწყენია სახუნდარში ჯდომა, მით უმეტეს სველი ჩაბალახით პირაკრულთათვის.
დავითმა ვეღარ აიტანა მონადირის რეჟიმი, საერთოდ მტკიცე რეჟიმის ერთგულმა
პროკურორმა და ჩემს სახუნდარში გადმობარგდა.
ასე ვიჯექით გათენებამდის, ვერც პაპიროსის მოწევას ვბედავდით, ვერც ჩურჩულს.
გაუჩინარდა გუთანი ცაზე. დიდხანს ყურს ვუგდებდით გალურსული ტევრების ჩქამს.
ჯერ იყო, აკრიახდა რომელიღაც ღამის ფრინველი, კუთავდა, უძახოდა დღეს თუ გულის
მიჯნურს, მერმე დაემხო დუმილი ტაფობზე, სინესტე გაგვიდგა სახსრებში. გაიშლიგინა
რომელიღაც ნადირმა ტევრში, ისევ დადუმდნენ ასწლიანი ტევრები და მოგვესმოდა მცირე
ხანს, როგორ სცვივოდა კოკოლი მიწაზე.
აჰა, გაისმა შორს, ძალიან შორს ხოხბის ყივილი, იმას მეორე გაეპაექრა იმ მხარეს, სადაც
მარიხი ღიმღამებდა რძისფერ ცის ნაჭერზე, მერე აყივლდნენ ხოხბები ზედიზედ, ფრთებით

129 მკითხველთა ლიგა


ახვეტეს სიბნელე მიწიდან, ლალისფრად შეფაკლდნენ ცასმიყრდნობილი მყინვარწვერები,
გაიზმორა მყარმა თვალებით დაბანგულმა.
ორიოდე საათს კიდევ ვიყავით ამ ყოფაში.
უცებ თვალი მოვკარი, მელიკუდა ბალახში გაიელვა გვიმრისფერმა ქეჩომ, ეს იყო სწორედ
ჯახველის მახლობლად.
ჩვენ, ქალაქელებს, ნაბრძანები გვქონდა: თუ ნადირი სახუნდარიდან შორს იქნეს, არამც და
არამც არ ესროლოთო.
დათვის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა პირაკრულს და გულის ბაგაბუგი მომესმა ისეთი,
თითქოს დაჭედილ ცხენს გადაევლოს სადმე ბოგირზე.
გავხედე ტაფობს, ჩქამი არ ისმოდა. სდუმდნენ აფთარაულების სახუნდარები, დავითს
უკვე ჩამოეგლიჯა ჩაბალახი, აღელვებული მომეჭრა და მიჩურჩულა:
„მხეცი ყირაზე გადადის, რას უცდიან ნეტავ ეს აფთარაულები?“
ჯახველისაკენ გავიხედე ქურდულად, დაწინაურებულიყო კლდის პირად ამოსული
ნადირი. არ იყო მარტო, თავის ბელს ათამაშებდა. სული გავნაბე და დავაკვირდი:
წამოგოგდა ბელი ჯახველისაკენ, რომელიღაც მომცრო ნადირი ეჭირა პირში (ვერ გავარჩიე,
კვერნა იყო თუ მელის ლეკვი).
ხან გამოუშვებდა, ხან შეახტებოდა, წამოდგა ბალახებში მობუღრავე დათვი, მიეახლა
ბელს, თავზე დაადგა, თითქოს უსწორებსო საქციელს და სწორედ ასეთ დროს იგრიალა პაპა
აფთარაულის თოფმა.
მერმე გადგა ბოლის ბურანი ჯახველის ქვეშ და ყოველის მხრიდან გამოცვენილნი კლდის
პირად ვიყავით უკვე, სახე უბრწყინავდათ აფთარაულებს, გამარჯვებული მონადირის
ზეიმი აკიაფდა პაპა აფთარაულის წირპლიან თვალებში.
„მე ვხედავდი, როგორ გადაეშვა უფსკრულში მხეცი“.
დაიძახა ქაიხოსრომ. პირდაპირ გვინდოდა ფლატედან ძირს ჩასვლა. სიფიცხე დაგვიწუნა
პაპა აფთარაულმა. ბილიკებით ჩავედით დაღმართში. ლოდსა და ლოდს შორის იწვა
პირაღმა უზარმაზარი გვიმრისფერი დათვი და მკერდზე თათებით მიეხუტებინა ჯერაც
ცოცხალი ბელი.
კოლმეურნეობის თავმჯდომარემ დაარღვია დუმილი:
„აფსუს, როსტომ აფთარაული მხეცზე უფრო მხეცი ყოფილა“.
თავი ჩაქინდრა პაპა აფთარაულმა და აფთარაულების შეყრილი წარბები ისე მოიღუშნენ,
როგორც იმ ღამეს, როცა როსტომ აფთარაულის ვაჟის ცხედარს ზედ დასცქეროდნენ.
მე დავწვდი დაშინებულ ბელს, ავიყვანე ფაფუკი ხელში, ავწიე ჩემს თავზე მაღლა და
ვაჩვენე იგი ქვეყანას მზით დამტკბარს და მზით გაბრწყინვებულს.

1936 წ.

130 მკითხველთა ლიგა


ხოგაის მინდია

გუდანის ხატში ქადაგი დასვეს ხევსურებმა. სამეკობროდ მოუწოდა გუდანის ჯვარმა.


მეკობრეთა ბელადად ხოგაი აირჩიეს, მრავალნაცადი მეომარი, იგავმიუწვდენელი
მსროლელი და მოკეჭნავე.
მერმე ის იყო, ქისტებს აულები გადაუბუგეს არხოტიონებმა, ხოგაის ვაჟებმა უთურგვამ და
ბერდიამ თან გამოიტაცეს თავიანთი უმრწემესი ძმა მინდია, რომელიც შვიდ წელს ტყვედ
ჰყავდათ ქისტებს. დიდძალი ხვასტაგი გადმოლალეს, მაგრამ ძვირად დაუჯდათ ხევსურებს
ეს გამარჯვება.
ასზე მეტი რჩეული ვაჟკაცი მოუკლეს. ასიოდეს მარჯვენა წააცალეს და მძიმედ დასჭრა
თავათ ხოგაი ცალხელა დოლაიმ, ქისტების ბელადმა. შვიდმა სოფელმა მხარით გადმოიტანა
ნაბადში გახვეული დაჭრილი მხედარი არხოტში.
ყვერფნის პირად ჩალაზე დაუგო სამძიმარამ ლოგინი თავის ქმარს. შემოხსნეს ნაბადი და
წამოაყენეს ხოგაი დათვიამ და ძაღლიკამ – სიყრმის მეგობრებმა. ნახანჯლარებით
დადაღულ თავიდან რკინის ჩაბალახი მოხსნეს და ჯაჭვის პერანგი გახადეს.
ლავიწი დაემსხვრია მეომრისათვის ხირიმის ტყვიას, ხოლო მეორე, გულისკოვზიდან
ირიბად წასული, ნეკნებს ქვემოდ გამოსულიყო.
ჯიბისკენ ხელი წაიღო დათვიამ, ნაცადმა დოსტაქარმა, ხელსაწყოს ამოსაღებად. სწორედ
ამ წუთში თვალი დააფახულა და დაიკვნესა ხოგაიმ:
„სანთელი!“
„ვაჰმე, ხოგაი!“
შეჰკივლა სამძივარამ, დაფათურდა, კარადასთან მიიჭრა, თაფლის სანთელი მოარბენინა,
გამოწვდილ მარცხენაში შეაჩეჩა ხოგაის.
„ხრმალი!“
მოისმა გმინვა. გააძრო დათვიამ მუნვე გდებული ფრანგული ქარქაშს და მარჯვენაში მისცა
სულთმობრძავს.
„მახკალით!"
დაიხროტინა ხოგაიმ. ჩამობნელებულ სივრცისკენ გაასავსავა უმწეოდ ხელები. ხრმლები
იშიშვლეს დათვიამ, ლომიკამ, უთურგვამ, ბერდიამ და მინდიამ.
„მავკლავთ!“
შესძახეს მომაკვდავს ხმალამოწვდილმა ვაჟკაცებმა, მაგრამ ეს ხმა აღარ მისწვდენია ხოგაის
სმენას.

131 მკითხველთა ლიგა


ისევ მიფათურდა სამძივარა და მარილი ჩააყარა ხოგაის პირში.
ლოგინი გამოუცვალა მიცვალებულს. ცეცხლს მისცა ძირსნაგები ჩალა. „სალოგინე“
დასწვეს, ტანზე გახადეს ცხედარს, სამი პერანგი ჩააცვეს ზედიზედ ხევსურული წესით, ჯერ
თეთრი, მერმე ლურჯი, ხოლო მათ ზემოდ „კლარტისა“, სისხლისფერი ფარჩის პერანგი.
გამოეყო ბნელს ლომიკა ზვიადაური, თავი ჩაჰქინდრა, თელგამიანი, ჩამქრალი თვალები
მიაშტერა მიცვალებულს და მორთო ბუტბუტი:
„...იაღიმც შახოლ, იაღში გზაიმც ხსნილი გაქვს, სულიმც იაღი, გზათაც ინათლები,
ბნელშიაც ნუ დარჩები, ნუც რა დაგაშინებს, ხრმლითაც ილალაო, მტერსაც იბრუნებო,
გულმაგრადაც ხარო, თავისებსაც შაეყრები, ცნობა, მდომითა, განათლებითა“.
აართვა სანთელი მკვდარს, გვერდით მოუსვენა, ოღონდ ეს იყო, ხრმლის გამორთმევა
გაუძნელდა ფრიად, ხოგაის გაყინულ თითებს ძლივს გამოგლიჯეს სამოცწლიან ბრძოლებში
ნაცადი ხრმალი.
„ცრემლობის დღეს“ „სულის ცხენი“ დააყენეს მიცვალებულს თავზე და წარსთქვა
ხევისბერმა ხირჩლა ბალიაურმა:
ეგ ცხენი საფერხედ გყვანდეს,
ძაღლი საყარაულოდ,
ციცაი თაგვების საფრთხობლად,
თაგვები შენი სულის მხსნელად.
„ამინ“, შესძახეს თანადამსწრეთა.
უმაგალითო დოღი გაუმართეს ხოგაის შატილიონებმა და არხოტიონებმა. ძაძებით
შეიმოსნენ ქალ-რძალნი, მთელი ხევსურეთი მისტიროდა ამ სიმძიმილს, რადგანაც, იმ დროს
ქისტების შუღლი ჰქონდათ ხევსურებს და ვერავის ხედავდნენ მის შემცვლელს.
ისკორტაზე დაჰკიდეს ხოგაის ფარები, ხირიმები, დავითფერულები; ხოლო მისი
საყვარელი ფრანგული წითელ-ყვითლად მოოჭვილ ზანდუკში ჩაჰკეტა სამძივარამ, რადგან
უპატრონოდ დარჩა ხოგაის ხრმალი. ვერც ბერდია, ვერც უთურგვა ორივე ხელითაც ვერ
შემართავდნენ მამისეულ ფრანგულს, ხოლო მინდია, სიყრმიდანვე ქისტების მმუსვრელი,
სავსებით გამოეცვალა ტყვეობას. გარდა ამისა, საოცარი სენი შეჰყროდა ხოგაის მინდიას:
ტილი ესეოდა დღენიადაგ ტანზე და ვერა წამლით ვერ ეკურნათ მისთვის.
ზნე და ტალავარიც შეცვლოდა მინდიას. დიდი ხნის შემდეგაც დედამ და ძმებმა ძლივს
გახადეს ქისტური ჩოხა, უბრალო, ჯვალოს ჩოხა, რომელსაც არც ხევსურული ფერადი
მძივები ამკობდა, არც ხატოვანი შიბები, არც ხევსურული თავწაგრაგნილი ჯვრები.
ქისტური ფაფახი მოხადეს, ქორის ბუდისებრ გაბურძგვნილი. ხევსურული ტალავარი
ჩააცვეს ტანზე, წითელ-ყვითლად მოქარგული პაჭიჭები, და ხევსურული ჯვრიანი ქუდი
დაჰხურეს თავზე.
ხოგაი გამოიგლოვეს თუ არა, აშექალა შერთეს მინდიას, აკვანში დანიშნული სასძლო.

132 მკითხველთა ლიგა


დარდობდა სამძიმარა მინდიას გაუცნაურებას ასეთს. ძილფხიზლობდა კერასთან
ზამთრის გრძელსა და ბნელ ღამეებში. დაიცლებოდა თუ არა ყვერფნის გარშემო როგორც
სამამაცო, ისე სადიაცო, ვაჟები ჭერხოში ავიდოდნენ დასაძინებლად, ბეჭავდა სამძივარა
ქსელს და მოესმოდა, თუ როგორ ხმიანობდა ზანდუკში ხოგაისეული ფრანგული. არ
ისვენებდა უპატრონოდ შთენილი ხრმალი, მდუღარე სდიოდა სამძივარას თვალთაგან,
უნიათო შვილების სვით გულგამეხილს.

***
სწორედ ერთი წლის შემდეგ მოჰგვარეს მინდიას ოჯახს აშექალა მისივე ძმებმა. ქმარმა
პირველსავე ღამეს არ ისურვა პატარძალთან წოლა, ნავახშმევს „ჯინში“ ჩაწვა ვაგლახად
მოკრუნჩხული აშექალა, ხოლო მინდია ძირს ჩამოვიდა ჭერხოდან, კერაზე ცეცხლი გააჩაღა
ჩაქვით, დაღონებული მიუჯდა ყვერფნს.
ნადირობიდან მობრუნებული ბერდია კუთხეში მიგდებულიყო ჩალაზე, საქონელი
ხვნეშოდა ბაგაზე, სიბნელიდან მოისმოდა ჩალის ხრამუნი, თაგვი ფაჩუნობდა სკივრში.
ირგვლივ უწესრიგოდ ეყარა კასრები, ქვაბები, გოდრები, ელავდნენ ისკორტაზე
დაკიდული ფარები, დავითფერულები და თოფები, მიცვალებული მამის მუზარადი და
ჯაჭვის პერანგი. იქვე ეკიდა კედელზე ცამეტი გარუჯული მარჯვენა ქისტების.
სამი მათგანი თავათ მოჰკვეთა მინდიამ სამ ქისტს, ერთის პატრონი შიბუ ღელეში
ნადირობის დროს მოჰკლა, ტყეში ჩაუსაფრდა სანადიროდ მიმავალს. ირემივით მორთო
ბღავილი მინდიამ, თოფის სასროლზე მოიტყუა ქისტი, მერმე გადააგდო თოფი,
გავსწორდეთო, შესძახა და მარჯვენა წააცალა სატევრით.
მეორე შატილის ჭალაში წაისწრო. მას ალისფერი ჩოხა ეცვა, ლაფში ჩაფლოდა ცხენი,
დიაცივით ჰკივოდა. ახლაც მოესმის ხოგაის მინდიას მისი ამაზრზენი ყივილი, ხოლო
მესამე, კაცმა რომ სთქვას, ეს მესამეა ხოგაის მკვლელი.
მინდიას ძმობილის ალდიძის მეზობელი დოლაი – ქისტების ბელადი. ამ ცალხელა
დოლაიმ ესროლა ხოგაის ორჯერ ზედიზედ, როცა აულიდან გამოტაცებულ ხვასტაგს
მოელალებოდნენ ხევსურები.
შემოაბრუნა ცხენი მინდიამ, ალალივით ჩაუქროლა ოტებულს, ფრანგულით მოათალა
მარჯვენა, ძირს ჩამოუსვლელად დასწვდა მკლავს და გამოიტაცა.
ამ უპატრონო, გამხმარმა მკლავებმა ქისტეთი მოაგონა. თავისი ლაღი სიჭაბუკე,
გამუდმებული ნადირობა. გაიპარებოდა მინდია შინიდან, დახოცავდა ჯიხვებს, აჰკიდებდა
ცხენს, ჩამოიტანდა არხოტში და ხალხს ეტყოდა:
„წამაედით, წამაიღეთ, ოჟკაცნო, ვისაც გინდათ, უფასო, უმადლოი ას, ფასს არავის
გამაგართოთ“.
ერთს დღეს დასძინებოდა მინდიას მენადირის ქვაბში.

133 მკითხველთა ლიგა


სამი ქისტი თავზე წაადგა. თვალის მოფშვნეტა ვერ მოასწრო, ერთი მათგანი შეიცნო
მინდიამ – დოლაი, ქისტების ბელადი. შეჰკრეს მინდია, უმცროსს დაუსვეს ტახტაზე,
აიყვანეს აულში და მიზგითის ეზოში დასვეს. ჩავქოლოთო ეს გიაური, გაჰკიოდა ქალი და
კაცი.
მერმე ის იყო, გამოეყო ბრბოს ქისტი ალდიძე:
რად უნდა მოჰკლათო, ხალხო, ეს ხევსური, ხოგაის ვაჟია იგი, ხევსურთა ბელადისა.
მძევლად გვყავდეს აულში, ასიოდე ქისტს მოგვცემენო მასში.
მოიწონეს ქისტებმა ალდიძის თათბირი.
მძევლად გამოაცხადეს მინდია. ალდიძეს მიაბარეს, თანაც შეუთვალეს ხევსურებს, ტყვე
ქისტებზე გადავცვალოთო ამანათი.
შეიხიზნა თავის ციხეში მინდია ალდიძემ. მოეწონა ვაჟკაცი ვაჟკაცს, ფარულად „ფიც-
ვერცხლი“ სჭამეს ხევსურული წესით. ჯიხვზე სანადიროდ ერთად დადიოდნენ, ყაზახების
სარბევად და საქონლის მოსატაცებლად.
ადრე დაქვრივებულიყო ალდიძე. წამოსწრებოდა ერთადერთი ქალი ხადიშათი, და-ძმა
ეგონათ მამა-შვილი უცხოთა.
სიმძიმილი და სიხარული ურთიერთს გადაეწვნენ მინდიას ხსოვნაში. ხადიშათის თეთრმა
კბილებმა იელვა მის თვალწინ.
ალისფერი ტალავარი ეცვა ხადიშათს, წითელ-ყვითლად მოქარგული შეიდიშები, წითელი
მაშიები, გრძელი საყურეები ამშვენებდნენ მის სალუქ, თეთრყირმიზ სახეს და ხმა ჰქონდა
ხადიშათს, ხატის ზარივით წკრიალა ხმა. ყელ-მკერდი – ნუშისგულივით თეთრი. თმა
ჰქონდა ხადიშათს ისეთი მოყვითანო, როგორსაც ძროხის შარდით იყენებენ ხოლმე ხევსური
ქალები.
ხევსურეთშიაც გავარდნოდა სახელი მის სილამაზეს, „მზისფერ“ ქალაი ჰყავსო ალდიძეს.
ქისტს.
ხომ ასეთი პირმშვენიერი იყო ხადიშათი, ვაჟკაცს ტოლს უდებდა იგი სამამაცო საქმეში.
გადაიცვამდა ქისტურ ჩოხას. ხრმალს შემოირტყამდა წელზე, მხარზე თოფს გადაიგდებდა,
ჯირითში, ნადირობაში ეჯიბრებოდა ვაჟკაცებს, სამეგობროდ წასულ მამასთან იბრძოდა
მხარდამხარ. როცა ალდიძე, მინდია და ხადიშათ კაზაკების სტანიცებში გადადიოდნენ,
მთელ რაზმეულებს უმკლავდებოდა ეს სამი მხედარი. ხევსურული მუზარადი და ჯავშანი
ენატრებოდა მუდამ.
ხადიშათ, სადა ხარ ეხლა?
ეგებ კერასთან ზიხარ, სწორფერო, ამ დროს და შესცქერი დაღველფილ ცეცხლს?
ან სადიაცოში იწვე მარტოკა, გაყინულ საწოლში, ბალიშს ეხუტებოდე ისევე, როგორც შენს
ძმობილს მინდიას ზამთრის ბნელ ღამეში, როცა ქისტი ალდიძე ჯიხვზე სანადიროდ
მიდიოდა, ან ხევსურების ხვასტაგის მოსატაცებლად.

134 მკითხველთა ლიგა


მამლები ახმიანდნენ უკვე აულში, შენს თვალებს ძილი არ ეკარება, ხადიშათ, ოქროს ბრე
იფრქვევა ქისტეთის ლურჯ ვარსკვლავეთიდან და ჰყივის მუეძინი აულის მიზგითის
კოშკიდან.
ხადიშათ, სადა ხარ ახლა, ხადიშათ. მზისფერო ქალავ?
შეკრთა უცნაურად ხოგაის მინდია.
თაგვი აფაჩუნდა პურის კიდობანში.
დაცუცქულა კართან ხოგაის მგელაი, ყმუის და შესცქერის მთვარეს. ცუდად დაცდილი
აქვს მინდიას ამ ძაღლის ყმუილი. სწორედ ქისტების ტყვეობაში ჩავარდნის კვირაძალში
ასევე ყმუოდა ამაზრზენი ხმით მგელაი და შორეული სოფლიდან ეხმაურებოდნენ მას სხვა
ძაღლები.
გამოეღვიძა ბერდიას უეცრად.
ხედავს, მინდია წამომჯდარა ჩიგაზე, იდაყვები მუხლებზე დაუყრდნია, ზის
პერანგგაღეღილი და შესცქერის ყვერფნს.
ტუჩები უტოკავს წამდაწამ, ესიტყვებაო თითქოს ჩანაცრულ ღველფს.
გაოცდა ბერდია: ახლად შერთული ცოლი რად დასტოვაო მინდიამ მარტოკა?
„ეჰ, ასე უთავჟამო იყვ ბალღობიდან მინდია!“
გაიფიქრა ბერდიამ და ჯიხვის ტყავში გაეხვია შემცივნებული.

II

ერთხელ მზემ მოიწყინა.


სანადიროდ წასვლა მოენატრა მინდიას.
უთენია ბანზე გამოვიდა, გადახედა საირმეს მთას. უთვალთვალა მყინვარწვერებიდან
დაძრულ ფთილებს ალისფერ ღრუბლებისას. თეთრი წეროების დარად მიმოდიოდნენ
მხარგაშლილნი ყაზბეგსა და როშკას შორის. ფარების რაჩხუნი შემოესმა მინდიას, მამისეულ
ციხისაკენ გაიხედა, ხუთმეტიოდე წლის საღირა, ბერდიას ვაჟი, ეფარიკავებოდა
მეზობლიათ ჩაჩაურს.
ჩაჩაური უკვე შეღერებული ყმაწვილი იყო, ბჟიტის ნარკტენივით ულვაშით მოსილი, იქვე
მგელჯიხვობას თამაშობდნენ ბალღები, მშვილდ-ისარს ესროდნენ პურისაგან ნაკეთებ
მგელჯიხვთა ქანდაკებას, ფარ-ხმალის ჟღერაზე თამაში მიატოვეს, მეფარიკავეთ
მიაშტერდნენ.
შესცქერის გახარებული მინდია, თუ როგორ მიაქვს საღირას უფროს ტოლბიჭის
წინააღმდეგ იერიში.

135 მკითხველთა ლიგა


ახლა ჩაჩაურმა მიიმწყვდია საღირა პაპისეულ ციხის კედელთან. ერთბაშად ხრმალი
ხრმლით აუკრა საღირამ მოპირდაპირეს, ხელახლა დაწინაურდა.
რა დაინახა მინდიამ, უფრო და უფრო ცხარდებოდნენ მოკენწლავენი, ხრმლის წკრიალი
და ფარ-ხმალის ჭახუნიც მატულობდა თანდათან, შეშინდა, შუღლი რამ უეცარი არ
ჩამოვარდნილიყო გაფიცხებულ თამაშის დროს.
ძირს ჩამოვიდა, მიაშურა მეფარიკავეთ.
ისევ მოიკრიბა მხნეობა ჩაჩაურმა, მიეძალა საღირას, მაგრამ კვლავ უკუაქციეს იგი.
„გამოდგებისა!“ ამბობს ხოგაის მინდია, ძმისწულის ხელმარჯვეობით გახარებული.
მალე სამეკობროდ წაიყვანს მინდია საღირას, მამისეულ სისხლის აღებაში შეეშველება
ხოგაის ვაჟებს.
ზამთრის პირზე სამეკობროდ აპირებენ არხოტიონები ქისტეთს გადასვლას, ცალხელა
დოლაი აპოხტივით უნდა აკეპონ, საქონლიანად მოსთხარონ ქისტები.
„ნუ ბალღობთ!“ წარმოსთქვა მინდიამ მტკიცედ, ხრმალი აუკრა მოფარიკავეთ.
თუ ასეთი ვოჟკაცია საღირა, ჯიხვზე სანადიროდ წაჰყვეს ბიძას. თვალი გაუბრწყინდა
საღირას, ამის გამგონეს. ამაოდ ევედრა მამას. ჯერ ადრეაო, ღრინავდა ბერდია.
უთენია გაიპარნენ მეორე დღეს მინდია და საღირა შინიდან.
არანაკლებ გახარებულია თავათ მინდიაც: შვიდი წელია სანადირო გუდა-ნაბადი არ
აუღია მას. სექტემბრის მიწურულია და წითელ-ყვითელი გაჰრევია წიფელას და ჯახველს.
ტყეებში იდუმალი ჩქამია ფოთლის ცვენისაგან გამდგარი, ლაინისფერი გადაჰკვრია
მახლობელ ქედებს. ალაგ-ალაგ ჩამოთვლილ მთის უბეებში მოსჩანს თოვლის ლილოჭრილო
თეთრი და ცისფერი, შუროებისაგან გავლებული ხაზები ნამათრახალივით დასტყობია
მთის ზურგს.
უხმოდ მიჰყვება მინდია დაცერებულ ბილიკებს, სიჭაბუკის დღენი აგონდება გზადაგზა.
ციხეები დაუნგრევიათ და სახლები აუგიათ, ბილიკები შეუცვლიათ. ტყეები გაუჩეხიათ,
ბონდები მოუშლიათ, სხვა ბონდები გაუბამთ სხვაგან. მეწყერებს კლდეები შეულეწნიათ
ალაგ-ალაგ. მხოლოდ ეს მყინვარწვერი დარჩენილა უცვლელად, ეს საყვარელი ჭიუხი
ალისაი და მთაი საირმე, ჯიხვების საუფლო.
არწივები ფრთხებიან მგზავრის ფეხის ჩქამზე, დინჯად დაიძრებიან, მხარს გაშლიან და
იწყებენ რიალს მზით გავსილ უფსკრულებს გადაღმა.
იმ ხევის თავზე, კოშკმორღვეულ ციხესთან ქისტებს შეეტაკნენ ხოგაი და მისი შვილები; იმ
ჭალაზე მოჰკლეს მინდიას უმცროსი ძმა ქისტებმა. იმ მთას გადაღმა ერთი წისქვილია, სამი
ქისტი დაატყვევეს მანდ ხოგაიმ, მინდიამ და ბერდიამ, იმ ჭიუხის ძირში ნადირობის დროს
წაისწრო ორი ძმა ქისტი მინდიამ. ხევდახევ მიეპარა, კლდე ისაფრა და ამოხოცა.
უამბობს ამას ყოველივეს მინდია საღირას, ასწავლის, როგორ უნდა იაროს მთაში, კლდე
როგორ იფაროს, როცა მტერი თოფისმისაწვდენ მანძილზეა მოსული, მდევარი თუ

136 მკითხველთა ლიგა


გამოუდგა, გვირაბები როგორ უნდა გამოიყენოს, დაწოლილმა როგორ ისროლოს, როგორ
უნდა დაცუცქდეს ტალავარის კალთაზე და გადაეშვას დაცერებულ ქარაფებიდან.
ყველაზე ადრე ნადირობა უნდა ისწავლოს საღირამ.
ნადირობა საშუღლოდ ვარჯიშობააო, ხოლო შუღლობა საომარი ვარჯიში.
მტერი და მავნე არ უნდა შეგებრალოს, თუ მტერი შეგებრალება, დიაცს დაგარქმევენ,
სამაგიეროდ არც მტერი დაგინდობსო მოსისხარს. ფლატიდან გადახედეს, ყვავები
დასეოდნენ გაბრდღვნილ ლეშს ქორისას ხევში.
მინდიამ შეაყენა ძმისწული და ასეთი იგავი უამბო:
ერთმა ყვავმა არწივისაგან მძიმედ დაკოდილი ქორის ბახალა იპოვნა ერთხელ, ქორი
სიკვდილს მიახლოვებოდა. წესი ჰქონიათ ყვავებს ამგვარი, ყივილს მორთავენ თურმე ასეთ
დროს, თავიანთ ნათესავთ უხმობენ საშველად, საერთო ძალით დაჰკორტნიან ღონემიხდილ
მტერს.
არა ჰქმნა ყვავმან თავის რჯულის წესი, არამედ სათნოდ შეიწყნარა ქორი. უვლიდა
დაკოდილს, უზიდავდა მკალსა და გველს.
ქორს ფრთენი მოესხა. მაინც დრტვინავდა უკმაყოფილო: მკალითა და გველით
მზრდიდაო დედობილი ჩემი, მიტომაც არ ძალმიძსო ფრთამალთა ფრინველთა მიწევნა და
შეჭმა მათი.
მოდი, შევიპყროვო გამზრდელი ჩემი, შევჭამო და ამრიგად ძალმოცემულმა სხვა
ფრინველზედაც ვინადიროვო.
ჭკვიანმა ქორმა შეისრულა მყის დანაქადი: შეიპყრო კიდევაც და მამათა წესისამებრ
შესჭამა არაწესისამებრ გარჯილი ყვავი.
გაიგონეო?
ეუბნება მინდია საღირას.
ყმაწვილმა ცბიერად გაიღიმა, არა მიუგო რა ბიძას.
მოშივდა საღირას, ღოლოს ჭამას ხელი მიჰყო, გზადაგზა ჩამორჩა ფიქრში გართულ
მინდიას.
ეცნაურა მინდიას კიდეგანას ჭიუხი, უფსკრულში ჩაკიდებული ჩანჩქერები,
ხახადაფჩენილი გვირაბები, დეკით მოფენილი გორმახები.
მზე გაეყარა კავკასიონს. მდევებივით წამოწვნენ ტაფობზე ჩრდილები.
უკვე მოთავდა მწვანიანი, ძირს დარჩნენ ფიჭვნარები და ბუჩქნარები, დათოვლილი
კლდეები და ჩაღამებული ხევები დაიწყო, მოლიბრო თოვლით კიდემდი გავსილი.
წრიაპები მოირგეს მენადირეებმა.
ოჩოპინტრეს შევევედროთ, ამბობს მინდია.
ოჩონპინტესო?
„თუ მენადირე წინ-წინ ნადირთ მწყემსს არ შაეხვეწნეს, ნადირს ვერ მახკლავს“.

137 მკითხველთა ლიგა


„ვნახავთ ოჩოპინტეს?“
ეკითხება საღირა.
„ოჩონპინტე საფარველ დებულას, რასაც მენადირე ჯიხვს მიეპარების, ოჩოპინტე ჯიხვთ
ეტყვის: აბა, მაიქცენით, მენადირე გეპარებით, და ჯიხვნ მაიქცევიან. ამით საჭიროა
მენადირემ სრუმუდამ სთხოვოს ხელის მომართვა ოჩონპინტეს: ნადირთ მწყემსო,
ოჩონპინტე, ჯიხვთ თავი მამეცი, სული ხომ შენია ნადირისანი“.
მყინვარწვერისაკენ გაიხედა მინდიამ, აჩქარებს საღირას.
„სიჩქარე გვინდა, სახარის ქარმა არ მოგვასწრას“.
არჩვივით გარბის საღირა. მინდიას აოცებს უწვერული ყმაწვილის ასეთი სიმარდე.
ადრე მოიქანცა მინდია თავათ, კვლავინდებურად ვეღარ ნავარდობს უფსკრულების
პირად დამრეცილ, გაყინულ ბილიკზე.
გაისმა უეცარი გრიალი, დადუმებულმა ჭიუხებმა ხმა მისცეს გრგვინვით.
ახლა აღმოსავლეთისაკენ დაიგრუხუნა თოფმა. შესდგა მინდია. უთვალთვალებს:
მენადირეებია თუ ქისტები? იქვე გავარდა თოფი, მახლობელ მთის წვერზე.
„ეს მენადირენი თოფავენ ჯიხვთ“.
გადმოეშვა ფლატედან შუნი და ქარაფიდან გადაიჩეხა. მერმე ხედავდა მინდია, თუ როგორ
გადაირბინეს დათოვლილ მთის ზურგზე ჯიხვების ლანდებმა.
შესდგა მეწინავე ჯიხვი კლდის პირად. დაჰკრა რქები ტინს და გადაეშვა უფსკრულში,
ზედიზედ მიჰყვნენ დანარჩენებიც მას.
„თუ ჯიხვებ შამაგვეყარნეს, წინ-წინ შენ ესვრივ თოფივ, – ეუბნება საღირას ბიძა. – თუ
გააცდინევ, მე არ გაუშობავ“.
ესა სთქვა მინდიამ და სამი ჯიხვი მოადგა ჭიუხის კიდეს. მინდიამ მოასწრო სროლა,
მაგრამ დააცდინა. ახლა საღირას ხირიმმა დაიგრიალა, პირქვე წამოვიდა ჯიხვი და ნაქარით
გავსილ უფსკრულში გადაიჩეხა.
შორს უნდა მოევლოთ მონადირეთ იმ ჯიხვის ამოსატანად. გახედა მინდიამ მზეს,
სპილენძისფერი სხივები ბლანდავდნენ თოვლიან მწვერვალებს.
ხელი ჩაიქნია მინდიამ, თან წამომყევიო, ანიშნა ძმისწულს.
მიყუჩდა გარშემო ყოველი. გადახედა მინდიამ ძირს დარჩენილ მწვერვალებს, ჩქამი არ
ისმოდა ირგვლივ, სუნთქვა შეჰკროდა სამყაროს. გაყინულაო თითქოს არსის ნატამალი
ხმელზე. ემცხეთა მინდიას, ენდროსფერ ღრუბლების ფთილები რა შენიშნა ცაზე გაბნეული
ირგვლივ.
მთვარე გამოსულიყო შორეულ ჭიუხის თავზე, მცირე ლაქები დასტყობოდა ზედ, როგორც
ჯიხვის ჭლიკების ნატერფალი თოვლზე.
მთის მგელმა გადაირბინა ბილიკზე, მიყუჩდა ისევე გარშემო და შემდეგ ამისა, აღმუვლდა
რომელიღაც ნადირი ხევში.

138 მკითხველთა ლიგა


შეღამებამდის იარეს ისე, დაუბრებოდნენ თითქოს ურთიერთს.
ეს პირველად შეემთხვა ხოგაის მინდიას ამნაირი ხელის მოცარვა.
მოათავეს უდიდესი აღმართი, ალისაი გადავლილი ჰქონდათ უკვე და მინდია
მოთიბულივით დავარდა მიწაზე, წამყო საღირას, დაწოლილიყო იგიც. მერმე ანიშნა
უსიტყვოდ ძმისწულს, გაღმა მიმავალ ჯიხვების ჯოგზე. ისინი ლანდებივით
ეტმასნებოდნენ ჯიხვისფერ კლდეებს, გალიპულ შუროს მიჰყვებოდნენ, უკანა ფეხებზე
შემსხდართ წინანი გამოეშვირათ და მისრიალებდნენ თვალშეუდგამ უფსკრულისაკენ.
გადმოიღო საღირამ პაპისეული ხირიმი, მეწინავე ჯიხვი ჩამოაყირავა მყისვე. ახლა
მინდიამ ესროლა და შერცხვა გამოუცდელ ყმაწვილის წინაშე.
ვიდრე ნანადირევს ზეგანზე ამოათრევდნენ, შეღამდა უკვე სავსებით. ფეხები თოკით
გაუკრა მინდიამ ხარჯიხვს, თოფი გაუყარა და ასე ძლივს მიათრიეს ნადავლი უახლოეს
სახუნდარამდის.
ცეცხლი გააჩაღეს ქვაბში, გუდები გახსნეს. მინდიამ ოთხში ამოიღო ჯიხვი, შემდეგ
მწვადები შეამზადა, საღირა მიუჩინა.
გაიხედა სახუნდარის სათოფურიდან: ცას კოპები შეუკრავს მრისხანედ, ნაგვიანევი
გრგვინვის გრუხუნი გაისმის კიდიდან კიდემდის. ელვათა კრთომაზე მოსჩანან
მყინვარწვერის ზუჩიანი თხემები.
ნავახშმევს დაქანცულ მენადირეებს ბანგნასვამივით ეძინათ ქვაბში, ყმუოდა სახუნდარის
მახლობლად მგელი.
გამოეღვიძა საღირას ამ ხმაზე. სათოფურიდან გაიხედა შემკრთალმა. ელვის გველები
შოლტავდნენ ცასა და მყარს, დვრინავდნენ ხევები, ხარჯიხვივით ბღაოდა გრიგალი.
ადგა საღირა. ცეცხლი გააღვიძა ჩაქვით. გახედა პირაღმა დაწოლილ მინდიას, მიწისფერი
დასდებოდა მძინარეს. ტუჩები უტოკავდა, ესიტყვებაო თითქოს ვიღაცას ძილში. გუდანური
წარმოიფარა თავზე და წარმოსთქვა ლოცვა საღირამ:
„მადლობელი ვორ, ოჩონპინტე, რო ჯიხვი მამაკვლიე. ნადირთმწყემსობაიმც ნუ
წაგერთმის. საირმეს მწვერვალზე ჯიხვებიც ნუ გათავდების“. ესა სთქვა და განაგრძო ძილი.
აყმუვლდა ისევე მთის მგელი საწყალობელად, ცეცხლი ჩაინაცრა სახუნდარში.
შეკრთა მძინარე მინდია, წამოდგა ანაზდათ საწოლზე. ხედავს: შემოვიდა ქვაბში
ოჩონპინტე – ნადირთა მწყემსი. ჯიხვის რქებით შემოსილია მთელ ტანზე, ჯიხვის რქები
ადგია თავზე, ჯიხვის ჭლიკები – ხელ-ფეხის კიდურებზე.
წამოდგა შემცივნებული მინდია და შეჰფიცეს ურთიერთს ხევსურმა და ეშმაკის სხეულმა.
აღუთქვა ნადირთმწყემსმა ხელმოცარულ მენადირეს ორი ხარჯიხვის და ერთიც შუნის
მოკვლა. ოღონდ მინდიას უსიტყვოდ უნდა აესრულებინა ოჩონპინტეს ნაბრძანი.
იცოდა ოჩოპინტემ, მკბენარი რომ სტანჯავდა მინდიას.
„სამზღვარზე“ გადაგიყვანო, დაჰპირდა.

139 მკითხველთა ლიგა


რასაც მომთხოვ, აგისრულებო, აღუთქვა მინდიამ ნადირთმწყემსს. იმ ღამეს „სამზღვარს“
გადააცდინა ოჩონპინტემ მინდია, გუგულების სოფელში გადაიყვანა.
სწორედ ის დრო იყო, როცა გუგულები გამოღმა ლამობდნენ გადმოსვლას. ასეთი წესია
თურმე გუგულების ქვეყანაში: ვინც გაღმიდან გამოღმა გადმოდის, მან კაცის სხეული უნდა
დაჰყაროს და ფრინველის გვამში გადასახლდეს და იძახოდეს მერმე ქვეყნად – გუგულ-
გუგულოო.
ამ სამზადისის დროს უცხო რამ ფრინველთა გუნდი შემოესია გუგულების სოფელს.
ხოგაის მინდიამ გორდი იშიშვლა. დაერია გუგულების მტრებს და გაჰფანტა ისინი. გააოცა
გუგულები მინდიას სიჩაუქემ.
რა კაციაო, ეს კაცი?
დაჰკითხეს ოჩონპინტეს, ეშმაკის სხეულს.
„ამ კაცს სიმძიმე აწუხებს, აღმართში ვერ დადის მარდად“, მიუგო ოჩონპინტემ.
„მაგის წამალი ჩვენ ვიცით, ისე ვაშველებთ მაგას, სულ ჩვენებრ ფრინავდესო. ოღონდ
დაჰკითხე, ჩვენს საჭმელს თუ შესჭამსო რასმეს?“
თავი დაუქნია მინდიამ ოჩონპინტეს, ნადირთა მწყემსს, მერმე ის იყო მოხარშეს
გუგულებმა თეთრი გველები.
მოიღუშა ხოგაის მინდია ვაგლახად. უგუნებობა დაეტყო მყისვე.
მაშინ დაუგეს გუგულებმა მინდიას ლოგინი.
არ დაეძინა გუნებაამღვრეულს.
ახლა მეორე დაუგეს, მაინც არ მოეკიდა რული.
ბოლოს მესამე დაუგეს. მაგრად დაეძინა გველისმჭამელს.
გამოეღვიძა მეორე დილით მინდიას. ცხვრის ფაშვის ოდენა ბებერები გამობუშტოდა
ორივე იღლიაში. მერმე გასჭრეს გუგულებმა ეს ბებერები ცხვრის ფაშვის ოდენა, სამიოდე
ოყა ტილი გადმოჰყარეს იქიდან.
მზეს თვალი შეასწრო, ცაზე ამომავალს, ეუცნაურა ცაცა და მყარიცა. მხარმარჯვნივ
გაიხედა ხოგაის მინდიამ. ვეღარ ნახა საკუთარი ლანდი, ეხლა მხარმარცხნივ მიიხედა, ვერც
მანდ ნახა საკუთარი ლანდი, უკან მიიხედა მინდიამ, არსად სჩანდა არც ნატამალი, წინ
გაიხედა ხოგაისძემ და წინ ედგა ეშმაკის სხეული.
იდგა, იღიმებოდა ნადირთა მწყემსი, თხისებრ წვერს ისრესდა ფრჩხილებით.
შეეკითხა ოჩონპინტე, თავს როგორ გრძნობო, ხოგაის მინდიავ?
აქამდის ძლივს ავდიოდი მთებზე, გადავევლებიო ახლა თუნდ როშკის მწვერვალს.
ქისტებს ძლივს ვეწეოდი აქამდის, ახლა ხარჯიხვებს მივეწევიო ფეხდაფეხ.
გაიყარნენ მერმე ოჩონპინტე და ხოგაის მინდია, გზა დაულოცეს ურთიერთს.
სამ ზამთარს უცდიდნენ ხოგაის შინ. იმ ღამეს მარტო დარჩენილმა საღირამ უთენია
დააგდო სახუნდარი, შინ მიიტანა ამბავი: მენადირის ქვაბში გაუჩინარდაო ხოგაის მინდია.

140 მკითხველთა ლიგა


იჯდა კერასთან სამძივარა. უჩინარ ცრემლს ღვრიდა, ბორგავდა ზანდუკში ჩაკეტილი
ხრმალი ხოგაისა. მოუსვენრად დრტვინავდა, მისტიროდა უპატრონობას.

III

შვავების გრიალმა შეაკრთო მარტო შთენილი მინდია.


სახუნდარიდან გამოვიდა. მყინვარებს თვალი შეავლო.
ადამიანის ჟრიამული არსაიდან ისმოდა.
ლეღმა დაწყებულიყო. ლაინისფერი გაჰკვროდა თოვლს, ჭიუხებიდან დაძრულიყვნენ
ღვარები და იდგა რძისფერი ბურუსი მყინვარების უბეთა შორის.
წრიაპი ფეხზე მოირგო და შეუდგა გალიპულ ბილიკებს. მიწაზე წარეცხილა ადამიანისა
და ნადირის ნატერფალიც, ილის უბეში შეყუჟულან მყინვარწვერები, მხოლოდ არწივები
ლაღობენ ცაში.
სიმსუბუქე რამ უცნაური შეიცნო იოგებში მინდიამ, ფრთენი გამოსხმოდეს თითქოს.
სულ მაღლა, სულ ზევით მიიწევს მგზავრი, დამრეცილი ბილიკები გარს ევლებიან
უფსკრულთა კიდეებს. ქათქათა სინათლე თვალსა სჭრის ხოგაის მინდიას.
აჰა, მოთავდა საგერიოს გადასავალი. ირგვლივ გაშლილ ხმელს გადაჰკვრია ზღვისფერი.
თეთრი ღრუბლების საუფლოს მიეახლა მინდია, თვალი ელამუნება ვერცხლის ორნატებით
დადაღულ მწვერვალებს და ასე ჰგონია გულამაყ ხევსურს, სიხარულისაგან ცას ვკარიო
თავი.
მთელი ხმელეთი ხელისგულზე დახატულივით მოსჩანს აქედან, პირიქით ქისტების
აულებია, პირაქეთ – ხევსურთა სოფლები. და თავის სიცოცხლეში ეს პირველად შეიცნო
მინდიამ, რომ პირაქეთი და პირიქითი ორივე მისი სამშობლოა, გამრჯელი, მშრომელი და
საყვარელი ხალხებით დასახლებული. სთვლემენ ზღვისფერი მყინვარები, მშვიდობის
რული მორევია იმ სოფლებსა და იმ აულებს.
მშვიდობა თქვენდა, ხევსურთა ციხეებო და ქვიტკირებო, მშვიდობა თქვენდა, ქისტების
მიზგითებო და ციხე-კოშკებო!
სული კიდემდის აევსო შვებისაგან ხოგაის მინდიას. კიდევ ერთი ნაბიჯი და იგი ხელით
მიწვდება იმ რძისფერ ღრუბლებს, ცას დაუკოცნის მადლიან კალთას.
უზარმაზარი ჩქერალი ნათლისა ჩაიჭრა მის აზვავებულ გულში. ძირს დაეცა პირქვე
ხოგაის მინდია. სამგზის ეამბორა გათოშილ მიწას.
დვრინავდა სიხარული წიაღში, მღეროდნენ მთები უცნაურად ამო მიწის სიმღერას.
ბუხუნებდნენ მყინვარწვერები, ლომისსახიან დროშასავით ქათქათებდა მზე სამზეოში.

141 მკითხველთა ლიგა


გადაიარა მინდიამ ორბეთის ჭიუხი და ხედავს, ხევს გადაღმა, სულ ახლოს, ხარჯიხვი
შემდგარა დურაჯისფერ ლოდზე და შესცქერის მენადირეს განცვიფრებული, დავიწყნიაო
თითქოს ამ ნადირს მხეცსა და კაცს შორის ოდითგანვე დადებული შუღლი.
ოჩონპინტეს გამოუგზავნიაო ხარჯიხვი ჩემთვის. ეს გაიფიქრა ხოგაის მინდიამ და თოფი
გადმოიღო მხრიდან.
გახედა „სალიშნეს“ გულდინჯად, მაგრამ ხარჯიხვი არ იძვრის ადგილიდან. თავისი
მშვენიერი, ჯიხვური თვალებით შესცქერის ხოგაის მინდიას. თითქოს ძმადნაფიცი
ძმადნაფიცს შეჰყროდესო ამ უკაცრიელ მყინვარებს შორის.
აქედან ხედავს მინდია, თუ როგორ უცემს აღმართში ნარბენ ნადირს მგზნებარე გული.
რად უნდა მავკლა ეს საყვარელი ხარჯიხვი? ვის რას ულევს ნეტავი ეს დინჯი ნადირი?
გაიფიქრა მენადირემ. ძირს ჩამოიღო თოფი.
მცირე მანძილის გავლაც ვერ მოასწრო მინდიამ და შემოესმა ერთობლივი თრაქუნი. გული
აუტოკდა მენადირეს ამის გამგონეს, მაგრამ მინდია არც ძირს დაცემულა, არც საფარი
უძებნია მას, შემოტრიალდა და რას ხედავს: უფსკრულის პირად შესდგა ჯოგი
ყურდაცქვეტილი, არ იძვრის მეწინავე ჯიხვი, არც ერთმა არ ისკუპა ფლატედან მენადირეს
დანახვაზე, შესდგნენ მორჩილად და დაუწყეს მინდიას ცქერა (შეყრილანო თითქოს
მოსისხარნი ხევსურნი ხატობაზე პირშესაყრელოს დალევის შემდეგ).
ტაფობისაკენ მიჰყვა ბილიკს ხოგაის მინდია.
აყვავებულან ბეხრეკა წიფლები, მწვანე გადმომსკდარა კვირტებიდან, კლერტოებიდან,
იები დამსხდარან მოლიბრო მოლზე, როგორც ქალ-რძალნი ხევსურულნი ციხის ჩარდახზე.
გნოლების ჯოგი დაგოგავს ფერდობზე, ოფოფები დაფარფატებენ მწვანეში, გველხოკერა
გველხოკერას გადახვევია, ქვიშისფერ ლოდთან მიყუჟულან. მზეზე ტფებიან.
დედალ-მამალი ორბი დამჯდარა ფერდშელეწილი კლდის ნამუსრევზე. ცეცხლოვან
თვალებით შესცქერიან ურთიერთს ტყიერნი.
მიუახლოვდა მინდია გამიჯნურებულთ, არც კი შერხეულან კარაქისფერი ორბები.
ხმა რამ საოცარი შეიცნო მინდიამ, ნელი, ერთობლივი კაკუნი, თითქოს ათასი სარეკელა
მოეწყოს ვინმეს ამ უკაცრიელ მთაში.
მიიხედ-მოიხედა, და გაოცდა მიზეზის ვერ შემცნობი. გაიარა ტაფობზე და ხედავს:
რკუებით მოფენილი იყო ტაფობი გარშემო. მიდგომოდნენ დედალ-მამალნი ურთიერთს,
სიყვარულობდნენ თურმე, ამადაც ისმოდა ხობოკვერების მათის შეხლისაგან ამდგარი
ჩქამი.
შემდგარიყო არჩვი ძერასფერ გორმახზე და ბღაოდა საწყალობლად.
გაზაფხული მოსულა მიწაზე, მყინვარწვერების მკერდზე დამსკდარა ყინულის ბექთარი,
ჭიუხების მიუვალ ქიმებს ელამუნებიან ღრუბლები, წიფელა წიფელას გადახვევია,

142 მკითხველთა ლიგა


გველხოკერა გველხოკერას გადასკვნია, კარაქისფერი ორბები მიჯნურობენ ზვარეში,
მხოლოდ ეს მწერელთ ტყვე არჩვი შებღავის ცას გახელებული.
ვინ იცის, ეგებ უგულო მენადირეს მოეკლას ჯუფთი მიჯნური მისი, ან ზამთრის ღამეში
მგელს კლდიდან გადაეგდოს შუნი და დამღრჩვალიყოს იგი უფსკრულის ნაქარში.
გული აუჩვილა მინდიას ამ არჩვის ბღავილმა, ხადიშათი მოაგონდა, თავისი სწორფერი,
ქისტეთის მთებისაკენ გადაიხედა.
ჰყვაოდა ჯახველი მთაში, ძმათა სისხლის ღვრის ბედითი მაცნე.
იმ მყინვარს გადაღმა წოწოლა მთა არის ერთი, მთას იქით ბექობია ორკუზიანი,ბექობის
კალთაზე ქისტური აულია, აულში თეთრი მიზგითი. მიზგითის მახლობლად ორი ციხეა,
ორი წოწოლა ქისტური ციხე. ერთში დოლაი ცხოვრობს, ხოგაის მკვლელი, მეორეში –
ალდიძე, მინდიას ნაძმობი.
ხადიშათ, სად ხარ, ახლა, ხადიშათ, მზისფერო ქალავ?
იჯდეს ეგებ ხადიშათი ციხის ჩარდახზე, მზვარეში, წინდასა ქსოვდეს და ჭმუნვიდეს
თავის სწორფერის გამო. ეზოში ომობანას თამაშობენ ქისტის ბალღები, ხანჯლებით
კენწლავენ ჩალის ღეროებს, ვარჯიშობენ ამრიგად, სწავლობენ, როგორ გამოშიგნონ
სატევრით მტერი, ან მკლავი ვით მოსჭრან მოსისხარს.
თეთრი კოშკის კედლებზე მზვარეში ხმებიან მეშუღლე ხევსურთა მკლავები, ეზოს
გარშემო მარგილებზე წამოცმულ თავებს, არხოტიონთა თავებს, კბილები დაუხრჭენიათ,
ეცინებათო თითქოს ნაცად მეკობრეებს, ქისტის ბალღებიც რომ იქადიან ხევსურების
შემუსვრას ხანჯლით.
ახლა ხევსურეთისაკენ გაიხედა ხოგაის მინდიამ, საღირა მოაგონდა, გამარჯვებული
მენადირე.
ინანა: რათ ვასწავლეო საღირას ჯიხვზე ნადირობისა და ქისტებთან შუღლობის წესები.
საღირა მიიტანდა შინ მინდიას გაუჩინარების ამბავს. შესაძლოა, მკვდარიც ეგონათ
შინაურებს მინდია.
ისხდნენ ხოგაის ციხის წინ სამძიმარა და აშექალა, ეგებ გაეშალოთ მინდიას ტალავარი,
ვინძლო ქისტების მიერ მოკლული ეგონოთ იგი ბერდიას და უთურგვას, საშუღლოდ
ემზადებოდნენ არხოტიონები და შატილიონები.
ზეგანზე გამოსულა უკვე ფიქრში წასული მინდია.
მურყანის ძირში ია შენიშნა, ხადიშათის თვალებივით მორცხვად მზირალი. შეღამებამდის
ქისტეთს გადავა მინდია დღესვე. ალდიძის ციხეში შეიპარება იდუმალ, ამ იებს თან წაუღებს
ხადიშათს სწორფერი. დასწვდა მოსაწყვეტად იას თუ არა, ხმაი რამ საწყალობელი შემოესმა
ხოგაის ძეს:
„ნუ მამწყვეტ, მწერელთ ტყვეო მინდია, – დაიკვნესა იამ, – მე წამალი ვარ დარდისაგან
დაზაფრულისა, ხურვებისაგან შეპყრობილის ოფლის მომდენი“.

143 მკითხველთა ლიგა


ახლა უკვდავას მიეტანა ხოგაის მინდია.
მე გულის მანკის სამკურნალოდ გამოვდგებიო. ხმა მოსცა უკვდავამ მიჯნურს.
ცისფერ ჭიკარტებს ხევსურულ გულისპირივით მოექარგათ ირგვლივ ზეგანი. ერთ
მათგანს მოუნდომა მოწყვეტა მინდიამ, ჟივილი მორთეს მყისვე ჭიკარტებმა.
ნაშუღლარ ხევსურს ვუამებთო ნახანჯლარ წყლულსა.
თეთრ დევისპირას წავუღებო აბა ხადიშათს.
ეს გაიფიქრა ხოგაის მინდიამ და დევისპირას წაავლო ხელი.
დაბეჟილს ვარჩენო და ძვალდამსხვრეულს, სთქვა დევისპირამ.
ქრისტესბეჭედას მოუნდომა მოწყვეტა მინდიამ.
ძუძუთა ბალღებს ვარგივარო, როს დედის ხსენი აწყენს ხოლმე ძუძუთა ბალღებს.
თამარის თვალები ხელში მოხვდა ხოგაის მინდიას.
ცრემლები ჰყარეს თამარის თვალებმა: ღვიძლის სიმსივნეს ვინ განკურნავსო უჩვენოდ.
ახლა სანთელას წაავლო ხელი მინდიამ.
ჭრილობაზე მე მადებენო, ამბობდა სანთელა, როცა ხევსური მოკეჭნავე იოგებს დაუჭრის
თავისავე მოძმეს.

***
მშვიდობა თქვენდა, ყოილებო, დებო და ძმებო, ნუმც მოგაკლდებათ დილის ცვარი და
მწუხრის თვლემა. თქვენ ამ სერების პირისჩენა ხართ, იმ ჭიუხების ჭრელი შიბა
ფრთამოხატული, რა იქნებოდა უვარსკვლავოდ ცათა სილურჯე, რა იქნებოდა უჯიხვებოდ
კავკასიონი?
– შავი არაგვი – უკალმახო, ქარი – უსუნთქვო, გველი – უშხამო, თევზი – უფხო, მგელი –
უკბილო, ძროხა – უცურო, ჯიხვი – ურქო და ორბი – უფრთო, ვეფხვი – უზანგო, დღე –
უნათლო, მზეჲ – უსხივო, ხრმალი – უვადო და ხევსური ფარხმალაყრილი?
ასევე მიწაც უყვავილოდ მოიშთობოდა.
ეს ბექობები, ჭიუხები და ზეგანები ბებრისა სახეს ემგვანებოდნენ, კბილებჩაცვენილს და
ნაოჭდამზრალს.
მზეგრძელი იყავით, ყოილებო, დებო და ძმებო.
ასეთი რამე სთქვა მინდიამ, ხოგაის ძემან, და გაეცალა ველის ყვავილთ,
გულმკერდმოქარგულთ.
ტყის პირად ძველი ნიში რამ შენიშნა ხოგაის მინდიამ. შეიცნო ხევსურთა მიწა-წყლის
სამანი.
ჰყვაოდა ჯახველი მთაში ძმათა სისხლისღვრის ბედითი მაცნე. გაახსენდა: ხევსურული
ტალავარი რომ ეცვა, ქისტები თავს დაესხმოდნენ უთუოდ, ძველთაგანვე ქისტების
მმუსვრელს.

144 მკითხველთა ლიგა


რა იციან ქისტებმა, რომ ხოგაის მინდია აღარაა ქისტების მოსისხარი?
აგერ ბილიკზე, წიფლის შტოსა და შტოს შორის ბაბაჭუას გაუბამს ქსელი, სხივის
ათინათზე ციმციმებს იგი, როგორც ვერცხლმკედით ნაქსოვი მზის სახე.
არც ამ მწერელთტყვე ბაბაჭუას ემტერება ხოგაის მინდია, მან თავი მოიდრიკა, ისე გაიარა
ბაბაჭუას ქსელის ქვემოთ. ბაბაჭუას ნაცოდვილარსაც კი არ ახლებს ხელს ხოგაის მინდია,
სანადირო თოფი მხრიდან ჩამოიღო, ხევში გადაისროლა.
ამიერიდან ძმობა უთხრა ხოგაის მინდიამ: ამ ჯიხვებს, ამ არჩვებს, ამ ორბებს და ამ
ალალებს, მთის ყვავილებს და ზეგანის რკუებს. მწერელთტყვე ბაბაჭუას, იმ მთებს, იმ მზეს
და მთელს ქვეყანას, დამშვენებულს ფერთა სიუხვით.
მას აღარ უნდა აწ ხევსურული ჯავშანის ჩაცმა, რკინის ჩაბალახიც მოუხსნია ხოგაის
მინდიას და მზადაა ყელზე მოეჭიდოს მთელს ქვეყანას, ყოველ სულიერთან ფიც-ვერცხლი
სჭამოს და ეძმოს ყველას.
კიდევ დახედა თავის მუზარადს და აბჯარს, სამფარეშოსანს, ფლატიდან გადაგდება
დაუპირა, მაგრამ დაენანა, გაახსენდა: სწორედ ხადიშათ ნატრობდა ხევსურულ აბჯარს
საფარეშოსანს. ხადიშათს გავუგზავნიო სახსოვრად, ეს გაიფიქრა, ისევ ჩაიცვა თორი და
მუზარადი დაიხურა კვლავ თავზე მინდიამ.
არხოტიონთა პირველ ციხემდის მიაღწია შეღამებულზე, ლომიკა ზვიადაური შემოეყარა
გზაზე.
„მშვიდობით მოგვიხვე, ხოგაის მინდია“.

IV

ისევ ჩამოდგა ზამთარი. შეიკრა გზები და მოსწყდა ხევსურეთი კვლავ მთელ ქვეყანას.
გამტყუნდა მაცნე ამბის მომტანი: ქისტები ლამობენო ზამთრის პირად არხოტიონებზე
თავდასხმას.
გზირები მოხსნეს არხოტიონებმა ხეობათა ყელებში, ციხეებს აღარ კეტავენ მძიმე
ურდულებით, დაისვენეს მზვერავებმა, მსტოვარებმა და ხევსურულმა ქოფაკებმა.
ჩამოსთოვა გარშემო ქედებზე, შეშა მოიმარაგეს არხოტიონებმა, ბერიკაცები მოემზადნენ
ბნელ ღამეებში გრძელი ზღაპრების სათხრობლად. დღისით საფეხნოში ჯღანს ბარდავენ და
მუშს გრეხენ მამაკაცები, ღამღამობით ლუდს შეექცევიან, სწორფერები წისქვილებსა და
ბოსლებში მიჯნურობენ, სადიაცოში ქსელს ბეჭავენ დიაცები, უსხედან ნაშუაღამემდის
ცეცხლს და შიშობენ, მაძახურამ არ დაიძახოს ორჯერ.

145 მკითხველთა ლიგა


კვირაძალში ხოგაის მინდია ყვერფნის მისჯდომია ფიქრში წასული. გარედ ძაღლები
ყეფენ, ბერდია და უთურგვა ჯღანს ბარდავენ, სამძივარა კარაქსა დღვებს, ოჯახის დიაცი
აშექალა ძველმანებს ბლანდავს, ხანაც მინდიას გასცქერის ჟამგამოშვებით, იდუმალ.
გარედ გრიგალმა ღმუილი მორთო. საკომურიდან გამოენთო კვამლი. საქონელი მყუდროდ
იცოხნის ბაკში.
„რამ დაგაღონა, მწერელთტყვეო? – ეკითხება სამძივარა მინდიას. – რაი მაგდის, მინდიავ,
რა?“
პასუხიც ვერ მოასწრო მინდიამ. შებღავლა იმ წუთში ძროხამ, მასკელიამ, და
მოთიბულივით წაიქცა ბაგაზე.
არიქა, დავკლათო, წამოიძახა ბერდიამ და სატევარზე გაივლო ხელი. წამოვარდა მინდია
ზეზე, ეძგერა ბერდიას და სატევარი წაჰგლიჯა მყისვე.
„ცოცხალ საქონლის დაკვლა არ იქნების, ცოდო ას, ცოდო“.
ამბობს გაფითრებული მინდია.
„მაშ, მკვდარ საქონს ვინა ხკლავს, ვინა?“
დაიღრიალა ბერდიამ და მივარდა ძროხას, მაგრამ მასკვლია აღარ ხვნეშოდა უკვე. შემდეგ
ამისა, გამობრუნდა და კერას მიუჯდა კვლავ.
„როს გახედ, მინდიავ, ასე ბრძენ?“
ეკითხება უთურგვა მინდიას.
„სრუ ყველა სულდგმული თავ თავისი წესით უნდა მახკვდას“.
მიუგო მინდიამ მშვიდად.
შუაღამე გადავიდა. მამლებმა ყივილი ასტეხეს. აშექალა სადიაცოში წავიდა მარტო.
ბერდია და უთურგვა ჭერხოში ავიდნენ. ძილ-ფხიზლობს სამძივარა კერასთან. მინდია
ჩალაზე მიგდებულა ვაგლახად. საკომურიდან შემოსული მთვარის შუქი ზედ დასდგომია
მძინარეს. შეხედა სამძივარამ ვაჟს, ნათელი გადასდის მინდიას სახეზე.
აბორგდა ზანდუკში ხოგაისეული ხრმალი.
შეკრთა მინდია და ზეწამოიჭრა.
წამოდგა სამძივარა, ფერხთით დაუჯდა ვაჟს.
„რაი მაგდის, მინდიავ, რა? გირჩევ, გონს მახვიდე, გონს. ცხენიჭამია ქისტებ ხომ არ
გადაგარჯულეს, მაგ ურჯულოთა? ან მაძახურა თუ შეგეყარა ჯიხვზე მენადირეს?“
„ქისტებ რათ არნ ურჯულო, დედი, სრუ ყველას თავის რჯული აქვ“.
„რად ამბობ მაგას, მინდიავ? რა რჯული აქვს ცხენიმჭამელ ქისტებს? ქისტებს სისხლი
ღმართებს მამიშენისა“.
„რად ღმართებთ ქისტებს მამის თავსისხლი? განა თავის ყვერფნკერაში არ მაკვდა მამაი?“
„როს მაკვდა თავის ყვერფნკერაში მამაი? დიაც ხომ არ იყვ? ნაჭრევიან მავიდა
ქისტეთიდან“.

146 მკითხველთა ლიგა


„რაი უყავთ, ჩვენი ბრალი ას, ქისტთ ჩვენ დავეცნით, ქისტებს რა ბრალი სძეს?“ უარესად
გაწიწმატდა სამძივარა.
მთელი ღამე კერას უჯდა სამძივარა, ღრიჭინებდა ჯარა საწყალობლად და მთელი ღამე
ესმოდა დიაცს, თუ როგორ დრტვინავდა მოუსვენრად ხოგაის ხრმალი.
დილაადრიან ხახმატის ხატში წავიდა სამძივარა, შეავედრა, შესთხოვდა წმინდანს, მაცილ-
ეშმაკებისაგან განეწმინდა ხოგაის მინდია.

წინა დღეს უთურგვასა და ბერდიას ლუდი ესვათ უზომოდ. მეორე დღესაც გადაიპატიჟა
მეზობელმა. შინ ბალღები და აშექალა დარჩნენ. მინდიას გათენებამდის არ დასძინებია,
ამიტომაც გვიან ადგა. ყვერფნზე ჩამქრალიყო ცეცხლი, საღირა საფარიკაოდ წასულიყო,
ბერდია, მზია და მზექალა შემცივნებული მისხდომოდნენ კერას, ნესტოებიდან გადმოსულ
ბოტოტებს ასრუტუნებდნენ პატარები.
ადექი, შეშა მოიტანეო, შეეხმიანა აშექალა თავის ქმარს.
მინდია ყოყმანით ადგა, ცული გადმოიღო, ტყისაკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა ფიქრში
წასული.
ტყეში შესვლის უმალვე ვერხვი მოვარდა თვალში, შტოებდაჭირხლული იდგა მარტოხე,
მწვანე ფიჭვების წრეში. ისეთი უთვისტომობა ეტყობოდა, თითქოს გრძნობს კიდეც
განმარტოებას ამ ფიჭვებს შორის. გაიძრო ხოგაის მინდიამ ქამრიდან ცული, ყუამდის
შეაჭდო ხის ტანს.
რათა მჭრი, მინდია, რად? რას მემართლებიო სიკვდილს?
დაიგმინა ვერხვმა და ცრემლები გადმოანთხია ხის ტანის ჭრილიდან.
სალოკ თითზე იკბინა ხოგაის მინდიამ.
„რა ღმერთი გამიწყრა, რათ არ ვიცოდი ეს ამბავი დღესნამდე?“
ეს სთქვა, ხევში გადისროლა ცული.
მოფოცხა მიწა, დააყარა ნაიარევს, ცალი პაჭიჭი გაიძრო, ნაკერში გაარღვია, შემოახვია
ჭრილს.
ბერდიას და უთურგვას შეშა მოეტანათ სამეზობლოდან. გარს მოსხდომოდნენ ყვერფნს,
ანწლის არაყსა და ჯიხვის ხორცს შეექცეოდნენ.
„აგერ მავიდ ბრძენკაც“.
უჩურჩულა უთურგვამ ბერდიას.
„სად იყავ, მინდიავ, ამდონ ხანს, სად? ცულ სად წაიღეი, ან შინ რა მაიღ?“

147 მკითხველთა ლიგა


შენიშნა გესლიანად ბერდიამ.
მინდიამ ნაძალადევად გაიღიმა.
გაწბილებული აშექალა ბეჭსა სცემს ქსელს.
სამძივარამ ჯარა შეაყენა, თავი აიღო, შვილს მიუბრუნდა ალერსიანად:
„პურაი არა გშია, მინდია, ნადუღარ ხორც მაგიღ“.
თავი გააქნია მინდიამ:
„ზისცვარ მამიღი, დედავ. ზისცვარში ცოცხალთა სისხლ არ ურევია“.

VI

იარდაში9 შეიყარნენ ქისტები სალაშქრო საქმეთა საბჭოდ. თათბირობდნენ ომის თავკაცები


არხოტიონებზე თავდასხმის გამო. წინ წამოდგა ცალხელა ბელადი დოლაი, შიბუ ღელეზე
გადავიაროთო ამაღამ, მერმე ცხენები გავქუსლოთ, ციხეებში შევუცვივდეთო თავკაცებს და
გავჟუჟოთო მცირე და დიდი.
„იახში, იახში“, ყეფდა კბილებდამღრძვალი ალი ახუნდი, აპარპალებდა მწითურ წამწამებს,
ფრჩხილებით ისრესდა ინით შეღებილ წვერს. ხოჯა სელიმმაც კვერი დაუკრა დოლაის,
სამას სამოცი მარჯვენა მართებთ არხოტიონებს, ხევსურების მკლავებით დავამშვენოთო
აულის ციხე-კოშკები.
დაწინაურდა მთასგადაღმელთა ბელადი ჯიბილა.
შიბუ ღელეში გზირები ჰყავთო არხოტიონებს, არღუნის ხეობით გადავიაროთ, ერთ დღეს
ტყეში დავიმალოთ, შეღამებულზე ქვითკირებსა და ციხეებს შემოვაგზნოთო ცეცხლი.
ხედავდა დოლაი, მეომართ შორის უმეტესი ყიბილას მხარეზე იდგნენ, ამიტომაც
თათბირი მიაწოდა ლაშქარს ასეთი.
ორად გაეყოთ მეკობრეთა ლაშქარი, ერთს შიბუ ღელეზე გადაიყვანდა დოლაი, ხოლო
მეორეს არღუნის ხეობით წარუძღვებოდა ყიბილა. მეორე დღეს, შეღამებულზე არხოტის
თავში კვლავ უნდა შეყრილიყვნენ ქისტები და ერთობლივად თავს დასხმოდნენ
არხოტიონებს.
იმ ღამეს უეცარმა ქარბუქმა მოუსწრო ქისტის ლაშქარს მთებში. მხოლოდ მესამე დღეს
შეღამებულზე ჯუთას მიადგნენ ყიბილაცია და დოლაიც.

9
იარდა – ციხეა ქისტეთში, თამარის მიერ აგებული.

148 მკითხველთა ლიგა


ხევსურთა გზირები დახოცეს გზადაგზა. იმ ღამეს ჯუთა უნდა გაეტეხნათ, გათენებამდის
არხოტს მისწვდებოდნენ. კარგად იცოდა დოლაიმ, თუ არხოტიონები ციხეებში ჩაკეტვას
მოასწრებდნენ, მერმე გაძნელდებოდა ხევსურთა მკლავების დათლა.
ლომისგორაზე ბანაკი დასცეს ტყეში, მეწინავე რაზმები თავს უნდა დასხმოდნენ ჯუთას.
ითათბირეს თავკაცებმა, და ქისტები ხერხს დაადგნენ ასეთს:
ნაძვის მკვარები აანთეს მხედრებმა, ოთხივე მხრიდან ჭენებით შეცვივდნენ მძინარე
სოფელში ჩირაღდნიანი მეომრები საშინელის ყიჟინით და კივილით. გულგახეთქილნი
წამოცვივდნენ ჯუთელები, ციხეების ბანებზე ცეცხლი აანთეს და ასტეხეს სროლა.
დაქვეითდნენ ქისტი მხედრები, სახლებს, საბძლებს, ქვიტკირებსა და ციხეებს შეუგზნეს
ცეცხლი. ატყდა ამაზრზენი კივილი, მამაკაცების ყიჟინი, ბალღების სივილი და
გამუდმებული სროლა.
დამხდურების თავზარს ისიც აორკეცებდა, რომ არც კი იცოდნენ, ვინ იყო მომხვდური?
ყოველივე ამას ზედ ერთვოდა: ხანძრისაგან დაფეთებული საქონლის ბღავილი, ცხენების
ჭიხვინი, ძაღლების ყმუილი და ყეფა.
გუგუა გოგოჭურის ქვითკირი განზე იყო, სოფლის ბოლოში, ამიტომაც მოასწრო გუგუამ
მაცნეთ გაფრენა არხოტში. ცეცხლი გაუჩინეს ქისტებმა გოგოჭურების ციხეს, კარები
შელეწეს ზვიადაურების ქვიტკირში, დედაწულიანად გარედ გამორეკეს ქალ-რძალნი,
რადგან ძმები და ძმათაშვილები არხოტს წასულიყვნენ ქორწილში წინადღეს.
ოთხმოცდაათი წლის გამაცხელა ზვიადაურმა ერთ ქისტს სატევარით გაუპო თავი, მერმე
თავათვე წაიჩოქა ხელშუბისგან გამოშიგნულმა.
გახა აფშინაური ციხეში ჩაეკეტნათ, მან თოკით მოახერხა საკვამურიდან გადმოსვლა, ვეში
ჩაუდგა გარედ გამოცვენილ სახლიკაცებს, სოფლის ბოლოდან შეუტიეს ქისტებს.
წიკლაურები ნადირობიდან მობრუნებულიყვნენ ღამით, აფშინაურები წიკლაურებს
შეუერთდნენ და ჭინჭარაულების გარემოცულ ციხისაკენ გასწიეს.
ძაღლიკა აფთარაულის ალმოდებულ სახლიდან გამოვარდა ოჯახის დიაცი ლელაი, ორი
ძუძუთა ბალღი მკერდზე მიეხუტებინა, ფეხშიშველა გამორბოდა თოვლში.
წამოეწია ლელაის ქისტი, ვერცხლის ფარაგი წააჭრა, ბალღებს დაუყვავა და გაეცალა.
ატირებული ლელაი ცეცხლმოდებულ სახლთან შეჯგუფულ აფშინაურებს მიეკედლა.
მოიჭრა ნანაი აფშინაურმა ვერცხლის ფარაგი, მიუგდო ლელაის და დატუქსა:
„რა გატირებს, ლელაი, რაი, მტრის ძალ გვადგას, არა გრცხვენის, ბეჩავო?“
გახადა ნანამ იქვე გდებულ მკვდარ ქისტს ჩოხა, ტანზე გადაიცვა, სატევარი გაიძრო,
ვაჟკაცებს წინ წაუძღვა და შეუტიეს ქისტებს.
გათენდა უკვე.
ქისტების დამშეული მოლაშქრენი შეცვივდნენ ჯუთელების სახლებში.

149 მკითხველთა ლიგა


ზოგი სადღვებლებიდან ხელით სჭამდა კარაქს, ზოგი აპოხტებსა და შაშხებს მისცვივდა,
ზოგი უპატრონო მუზარადებს, დავითფერულებსა და ხანჯლებს ეპატრონება, ზოგს
საქონელი გამოჰყავს ბაკიდან. ერთნი ცხენებზე შემსხდარან, სხვანი გასატაცებელ ქალებს
აწვდიან მხედრებს.
სწორედ ასეთ დროს გაისმა მამაცური ყიჟინა. ცხენების დგრიალი და თოფების ჭახანი.
უიარაღო მინდია წინ მიუძღოდა არხოტელებს. ქისტები შედრკნენ, რა შეიცნეს
გაფითრებული ხოგაისძე, რადგან ქისტეთსაც მისწვდენოდა ხმა: ლანდი დაუკარგავსო
მინდიას და ამიტომაც ტყვია არ ეკარებაო მას.
„დამაცათ, თქვე ცხენიჭამიებო!“ დასჭყივლა ბერდიამ, არხოტიონების ერთი რაზმი
აიყოლია და ცხენდაცხენ შეება ქისტებს.
რა დაინახეს არხოტიონები ჯუთელებმა, თვით შეიარაღებულმა დედაკაცებმაც მოიცეს
გული. გახა აფშინაურის ქვიტკირიდან გამოერეკათ ქალებს ქისტები, ნანაი აფშინაური წინ
მოუძღოდა დიაცების რაზმს. ბერდიას დანახვაზე მისკენ გამოექანა ნანაი და სწორედ ამ
დროს ერთმა ჟღალჩოხიანმა, ცალთვალა ქისტმა ზურგიდან დამბაჩა დასცა ნანაის.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო ქალმა, ბერდიას ცხენის ფეხს შემოხვია ორივე
ხელი.
გადმოიღო ბერდიამ თოფი, ერთადერთ თვალში გაუყარა ტყვია ჟღალჩოხიანს.
შემოემატნენ ხევსურებს უჟმური ლიქოკელები, თავაწყვეტილი გაგნიაურები, ქერა
ფოლადაურები, ბრაზიანი გოგოჭურები და ჭროღათვალება ალუდაურები.
უბელო ცხენებს მოაჭენებდნენ გრძელი არაბულები, ნარზაულები, თახიანები,
ცისკარაულები და შვიდი ძმა თამარიძე. ამ რაზმეულს კვირიკე ჯაბუშანური მოუძღოდა
ხმალამოწვდილი, თეთრი წვერი ნათელივით გადაჰფენოდა ჯაჭვის პერანგს მისას.
მოხუცი ველურად მოჰყივოდა, ლაპლაპებდა ხრმალზე მზის ათინათი.
ცხენოსან ქისტების მეთაურს, ფეიზულა მაჰმად-ოღლის, ხრმალი გადაჰკრა კვირიკემ,
გაჰკვეთა მხედარი და შეუტია მამაცურად მტერს. უნაგირზე მანდიკურად გადაეკიდა
შუაგაკვეთილი ფეიზულა, გაჭენდა დამფრთხალი ცხენი.
ყორნის ფრთებივით ფრიალებდნენ ჩოხის კალთები ქარში, ელვასავით ელავდნენ
ლეკურები. გრუხუნებდნენ ჯაზაირები ხევში. მყინვარწვერიდან მყინვარწვერამდის
გაისმოდა მგრგვინავი ეხო.
გრიალით მოსხლიტეს ქისტებმა ცხენები და მიაშურეს მთავარლაშქარს ლომისგორაზე.
ამასობაში შატილიონებიც დაძრულიყვნენ, მათ ალყა შემოერტყათ დოლაის ჯარისათვის.
გზირები დაეხოცნათ ირგვლივ, ტყეში მოემწყვდიათ მტერი.
გააფთრებული იერიშები მიჰქონდათ შატილიონებს მტერზე, მაგრამ ასწლოვან ფიჭვებს
ისაფრებდნენ ქისტები და უწყალოდ ხოცავდნენ ხევსურებს.
შეიყარნენ ხევსურთა ხევისბერები საბჭოდ.

150 მკითხველთა ლიგა


ლომიკა ზვიადაურმა ძველხევსურული საომარი ხრიკი მოიგონა ასეთი: სამი მხრიდან
ცეცხლი გაუჩინეს ტყეს, მეოთხედან ფლატე იყო მიუვალი, ძეხორციელი ვერ ჩამოვიდოდა
იქიდან.
გასაოცარი სისწრაფით მოედო ხანძარი ფიჭვნარს
დაიძრა დამფრთხალი ნადირი ალმოდებული ტყიდან.
გლეჯდნენ ქორბუდიანი ირმები ღიჭიანს, ზოგნი კატაბარდაში იხლართებოდნენ და
ბღაოდნენ საწყალობლად, გამორბოდნენ ქეჩოზე ალმოდებულნი დათვები ღრიალით,
ღმუოდნენ მგლები და აფთარები, ცოცხლად დაწვას ხევსურების შუბებსა და
დავითფერულებზე წამოგებას არჩევდნენ. შუაგულისაკენ მიიწევს ხანძრის დგანდგარი და
ლოშნის ღრუბლებს ალისქარი ცასმიწვდენილი.
ცეცხლს ხევსურები მიჰყვებიან უკან, ხევსურებს წინ მიუძღვის ხოგაის მინდია.
ტკრციალებენ ასწლოვანი ფიჭვები. გრიალით ეცემიან ნახშირად ქცეული ხეები მიწაზე.
ქისტის ცხენების გულშემზარავი ჭიხვინი მოესმათ ხევსურთა ულაყებს და ყალხზე
სდგებიან ესენიც, ცეცხლისა, სროლისა და ჭიხვინისაგან გახელებულნი.
შეღამდა. ტყე ცეცხლმა ჩანთქა, ქისტები უკუიქცნენ და მიადგნენ ძველგანვე
გამოცეცხლილ, აბორცვილ ახოს.
აქ კი საზარელი სურათი წარმოუდგა თვალწინ ხოგაის მინდიას.
ახოზე დახოცილი ცხენები ეყარა გარშემო, ადამიანების ჭაჭანება არსაიდან ისმოდა.
ერთობლივად გრიალებდნენ თოფები.
დაქვეითდნენ ხევსურნი, ცხენები ისაფრეს და სროლით ჩააჩუმეს მტერი.
მაშინ ხოგაის მინდიამ ითავა: მე ავყრიო იარაღს ქისტებს.
ხევსურებს არ უნდოდათ უიარაღოთ გაშვება მისი. არა ქნა მინდიამ, თორ-აბჯარი ზედ
მაცვიაო, გუგულების ქვეყანაში სამ ზამთარს ნაქონი, ქისტის ტყვია ვერას მავნებსო.
დაქვეითდა მინდია და მიაშურა გულდაგულ ცხენის ლეშებით მოფენილ ახოს.
არსაიდან ისმოდა უმცირესი ჩქამიც. მხოლოდ ყორნები და სვავები მოზღვავებულიყვნენ
ირგვლივ, თავს დასტრიალებდნენ ლომისგორაზე დახოცილ ცხენების ლეშებს. სამიოდე
განზე მდგარი ფიჭვი გადარჩენოდა ხანძარს, სამივე დაეხუნძათ სვავებს. გულშემზარავი
ჩხავილი და ყრანტალი მორთეს მყივარებმა, რა დაინახეს ხოგაის მინდია.
სათოფე მანძილზე მიეახლა ხოგაისძე ქისტებს და საკუთარი ცხენის ლეშიდან გამოძვრა
სისხლში მოსვრილი, ცალხელა დოლაი. სამგზის ესროლა დამბაჩა მისკენ მომავალს.
„სროლა არ გცოდნია, მწერელთტყვე დოლაი“.
წაიბუტბუტა ხოგაის მინდიამ. ამის გაგონებაზე ათიოდე ქისტიც გამოძვრა ცხენების
ლეშებიდან, გაჰქრდეს სულწასული ბელადი: ასე ხელაღებით რად ესროლე მოციქულს?
„არ დაგხოცთ, გვეყვ, რაც ვხოცეთ ერთუც“.
ეუბნება დინჯად მინდია ქისტებს.

151 მკითხველთა ლიგა


თავი ჩაჰქინდრა დოლაიმ. მდუმარედ დააშტერდა მიწას.
წამოცვივდნენ ცხენის სისხლში ამოგანგლული ქისტები.
სახედაჩეხილ მტერს მიაშტერდა მინდია ერთს.
თავისი ნაძმობი შეიცნო, ქისტი ალდიძე.
გადაეხვივნენ ურთიერთს ძმადნაფიცნი.
მერმე მოიხსნა ხოგაის მინდიამ ფოლადის მუზარადი, თავზე დაახურა ალდიძეს, ჯაჭვის
პერანგი გაიხადა, ტანზე ჩააცვა ძმადნაფიცს. სთხოვა, ხადიშათს მიუტანეო ეს აბჯარი,
ჩემგან ნაძღვენი.
არ ავნებსო ამიერიდან ყაზახის ტყვია.
იარაღი აიყარეს ქისტებმა, რადგან ხევსურთა თავკაცებმა ეს მოითხოვეს, გზირები გაატანა
მინდიამ ქისტებს, შიბუ ღელეზე გაატარეს დამარცხებულნი. მხოლოდ ალდიძეს გაატანეს
ხევსურული აბჯარი სამფარეშოსანი.

VII

ხოგაის მინდიას სახელი ხევსურეთს გადაღმაც გადაწვდა. თუშები და ფშავებიც იწვევდნენ


სააქიმოდ მას. იგი ყვავილებით კურნავდა სნეულებს. ნაღრძობის წამალიც იცოდა
ჭრილობის უებრო დოსტაქარმა.
თუშეთში გარდაიცვალა კარგო თამარიძე, სახელგანთქმული ხევისბერი, ხოგაის
ძმადნაფიცი ძველი. მინდია სააქიმოდ იყო მუნ ჩასული და დედატირებაზე მიიპატიჟეს
მანდ.
ცხრა ძმა თამარიძემ ლუდი მოადუღეს, მიცვალებულის ნიშანი გარედ დაასვენეს,
ტალავარს გარს მოუსხდნენ ქალ-რძალნი.
გამოვიდა ხუთი მხედარი, მიცვალებულის დათალხულ ცხენზე მოდალავე შესვეს.
იჯდა მოდალავე, იგონებდა კარგო თამარიძის გმირობის ამბავს.
„დალაი, დალაი, დალაი თქვით, მხედრებო.
ბრალი ხარ, თამარიძევ, შენი ულაშქრო სიკვდილი.
ლაშქარს ჰკითხავენ სწორები, მაგ შენის ლურჯი დროშითა.
შენი სიათის თოფითა, ლაშქარს ხარ წითლის დროშითა“.
ლუდით სავსე ხიჯურები მიაწოდეს მხედრებს, მოსვეს მოდალავეებმა, ცხენს ფაფარზე
დაასხეს ნარჩენი. მერმე ჭირისუფალთ ითხოვეს: დედაძმისაკენ არბიეთო ცხენი.
ხოგაის მინდიას მოსწყინდა ქელეხის უთავჟამო აურზაური.
გამოეპარა მასპინძელს, ხევსურეთისკენ გაუდგა გზას.

152 მკითხველთა ლიგა


ნასამხრალზე ჯინჭველების გორამდის მიაღწია და აქ შეასვენა მუხლი, გააოცა მინდია
ჯინჭველების ქალაქის მოსახლეობამ, მსტოვრების სიფხიზლემ, მეციხოვნეთა სიმამაცემ.
მუშაკების გულმოდგინებამ შატილი მოაგონა, ხევსურული ციხე-სოფელი.
გორაკი დაბურღულია ხვრელებითა, შუკებით და გვირაბებით. გვირაბების ყელებთან და
გზის საქცევებთან გზირები უყენიათ, უთვალთვალებენ მსტოვრები: ვინ მოდის, მტერი თუ
მოყვარე?
გორაკის შუაგულზე გავაკებაა მცირე და აქ ირევიან აურაცხელი წითური ჯინჭველები.
ქვემოთ, ვიწრო ბილიკებზე წკაპაწკუპით მიედინებიან ნაჭირნახულევით დატვირთული
ჯინჭველები, საზრდოს მიათრევენ მიწისქვეშა ქალაქისაკენ.
სდგას მინდია და შესცქერის: დატვირთულნი ხვრელების ყელში მოთვალთვალე
მსტოვრებს მიეახლნენ, ბუსუსა დინგებით შეეხნენ ურთიერთს.
„მშვიდობით მოგვიხვე“, ესალმებიან ერთმანეთს. გზირები გზას აძლევენ ახალმოსულთ.
ახლა სხვანი მოდიან ნაალაფარით დატვირთულნი.
ერთი უტვირთო ჯინჭველა მიუძღვის მთელს გროვას, ეს ჯინჭველების ხევისბერია,
ბრძოლებში მეთაური, ხატის მედროშე, ბჭობის უხუცესი. იგი დინჯად მიუძღვება
ჯინჭველების ლაშქარს.
ერთი ჯინჭველა წაიქცა ანაზდად, მდოგვის მარცვლისოდენა ტვირთი გაუვარდა პირიდან.
ერთბაშად თავთავიანთი ტვირთი დააგდეს მუშაკებმა და შეიქმნა გამალებული ფუსფუსი
და ზიმზიმი.
გამოვიდა „ციხის“ ხვრელიდან შავჩოხიანი დარბაისელი, გრძელულვაშა ჯინჭველა და
მიეახლა პირაღმა მწოლარეს. თავისი წვრილი ბუსუსებით შეეხო სულთმობრძავს, ისევ
გაბრუნდა ციხეში.
მერმე გაივსო შუკები, ბილიკები, ხვრელის ყელები წითური და შავი ჯინჭველებით.
გული ეტკინა ხოგაის მინდიას, რა დაინახა, თუ როგორ თავზარსა სცემს მწერსაც
ყოვლისმმუსვრელი სიკვდილი.
მალე „მიცვალებული“ გაჰქრა სადღაც, არც ხევსურული რიგისყენება გაუმართავთ, არც
დოღი. დაცარიელდა ისევ ბილიკები, შუკები და ხვრელები. მხოლოდ გზირები
დაღოღავდნენ აქა-იქ.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა დიდი ქარავანი ჯინჭველებისა. ერთ-ერთ ჯგუფს პირაღმა
აყირავებული, ვეება შავი ხოჭო მოჰყავდა. სჩანდა, სიკვდილს მიახლოებოდა ხოჭო, წინა
ფეხებს ოდნავ აფხარკალებდა.
მინდია მიუახლოვდა მსხვერპლს, ჩხირით განარიდა ჯინჭველები თავიანთ ყაჩაღურ
საქმიანობას. მერმე გადმოაბრუნა ხოჭო. მას ცალი ფრთა მოწყვეტილი ჰქონდა, ხოლო ცალს
უსუსურად აპარპალებდა, ენდროსფერ საპირედებულს. აბჯარი ეცვა ხოჭოს, ფარეშიანი

153 მკითხველთა ლიგა


ჯაჭვის თვალის მსგავსად დატვიფრული და ისეთი ბრწყინვალე სიშავე გადასდიოდა მას,
როგორც ყორნის ბოლოს გადაჰკრავს ხოლმე (ან არა და ავტომობილს, გალაკულს).
მისი მრეში, დაწინწკლული თვალები უცნაურად შესციმციმებდნენ სახეში მინდიას.
ევედრებიანო თითქოს არსთა ქომაგს – ხოგაის ძეს, დამიბრუნეო თავისუფლება
მწერელთტყვეს.
აიყვანა მინდიამ მორიდებულად ხოჭო, ჯინჭველების გორას გააცილა და გზაზე დააყენა.
იდგა ხოგაის მინდია, თვალს ადევნებდა მიმავალს.
დინჯად მიდიოდა ნაგვემი ხოჭო, თორ-აბჯარში ჩამჯდარ ხევსურსავით მიბაჯბაჯებდა.
უარესი ამბავი დატრიალდა ამ დროს ჯინჭველების ქალაქში.
ჯერაც არ იყო მზე გადასული, ჩალისფერ სხივებს უგზავნიდა იგი სამყაროს.
ალმოდებული ღრუბლები შეფაკლულიყვნენ სისხლისფრად და ვარვარებდა შუქი
მყინვარწვერის თხემზე, როგორც ყვერფნზე გაღვივებული ცეცხლი.
სწორედ ამ დროს გამოარეს თამარიძის დედაძმისგან მომავალმა მხედრებმა
გადაიჯირითეს ჯინჭველების გორაკზე.
ორ უკანასკნელ მოდალავეს აღვირში უტაცა ხელი მინდიამ.
„რას შვრებით მაგას? – დასჭყივლა მინდიამ, – თქვენ მიცვალებულის სულისათვის
იღწვით და ცოცხალი არსი არ გებრალებისა?“
მხედრები დაიბნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ, რამ გააცეცხლა ამრიგად ლანდდაკრული
ხოგაისძე. არც თუ რაიმე დანაშაული შეეცნოთ ჯერეთ.
„აბა, ჩამახე!“
დაუღრინა მინდიამ და ორივენი დაქვეითდნენ.
თითო-თითო უთავაზა და ცხენები წაართვა.
თავი ჩაჰქინდრეს თუშებმა და გზას გაუდგნენ. მინდიამ უნაგირები მოხადა ცხენებს,
გავაზე ხელი წაუტატუნა და საბალახოზე გააგდო.
ჯინჭველების ქალაქში მიბრუნებულს შემზარავი სურათი დაუხვდა. ცხენების ფლოქვებს
იავარექმნათ მანდაურობა. შუკები, გზები და ბილიკები დაეტკეპნათ, მოედნები ჩაექციათ,
გვირაბები დაეფუშათ.
უშტი და უშქარი ჯინჭველა უმწეოდ სხმარტალებდა მტვერში. ცოცხლები დანგრეულ
ბუდეებში მიმოფანტულ კვერცხებს შორის ზიმზიმებდნენ და იდგა ისეთი ზარი და ზათქი
ჯინჭველების ქალაქში, როგორც ჯუთაში იმ ღამეს, როცა ქისტები თავს დაესხნენ
ჯუთელებს.
მოდალავენი თამარიძისა მიბრუნდნენ იმ ღამეს და ასეთი ამბავი მიიტანეს: ჩვენ
ჩავუსწარით ჯინჭველების ქალაქში სტუმრად მისულ მინდიას, გორაკზე იჯდა და ქაჯური
ენით ესიტყვებოდაო ჯინჭველებს (ცხენების წართმევის ამბავი როდი გაუმხელიათ).

154 მკითხველთა ლიგა


მთელი თუშეთის, ფშავეთის და ხევსურეთის რჩეული ვაჟკაცები თამარიძის
დედატირებაზე იყვნენ და ქვეყანამ ირწმუნა: ხოგაის მინდია შეშალესო მაცილ-ეშმაკებმა.

VIII

ხახმატში დიდი ხატობაა ათენგენობას. ჩრდილიან იფნებს ქვეშ ფუსფუსებდნენ


ხატიონები. „ხელის კოშკთან“ მოგროვილი ქალები სანთელ-საწირს მიართმევენ ხახმატის
დობილებს. სტექურას რუს სალოცავად მოსულან ვერცხლის ფარაგიანი, წითელ-ყვითელი
შიბებით მოკაზმული დიაცები.
თავზუჩიანი, თორ-აბჯარში ჩამჯდარი ხევსურები გამოღმა სხედან, ლუდით სავსე
ჯიხვები უვლიან წრეს, ყალიონების ბოლი მიიკლაკნება უღრუბლო ცისკენ.
გოროზად გამოსცქერის ველს ხახმატის სიმაგრე, სადაც „ქაჯეთის ციხიდან მონატაცები
რქაი ძროხისა“ და „ოქროს ჩონგური“ ეგულებათ ხევსურებს. ხატის დროშების ჟღარუნი
გაისმის, სარემაოდ მოყვანილ ბატკნების ბღავილი.
მწევრის საფლავის ხატის წინ უშვილო დიაცებს მოუყრიათ თავი, საკლავები მოუყვანიათ,
ნაყოფიერებას შესთხოვენ ხატს.
თეთრი ციკნები დაციგლიგებენ მოლზე, ციკნების მხიარული კიკინი და დიაცების
ტკარცალი გაისმის ხევში.
გამოღმა, მცირე ხატის ნიშთან ბატკნებს კლავენ ქალების „გასანათლავად“.
მახვეწარი საკლავს გადასცემს დასტურს, დანას გააშიშვლებს მთავარი ხუცი და როცა
სისხლი გადმოსქდება გამოღადრული ყელიდან, ვერცხლის ფარაგიანი დიაცი იჩოქებს,
ტფილი სისხლით „ხელს გაინათლავს“. ხატის ნიშთან ხუცი მივიდა. აღმოსავლეთისაკენ
პირშექცეული ამბობს: „ააა, დიდება ღმერთსა, დიდება მზესა, ძალო ხახმატის ხატისაო, შენ
გეძახიან სამსახურის პატრონები, ქუდოსან-მანდილოსნები. ლხინის წამალი დააყარე,
მაცილი დააშორე“. მახვეწარი დიაციც ილოცავს: სვეტის ზღუდის ანგელოზო, ვაჟი მომეციო,
და სტექურას გადაღმა გავა.
საკლავის ხორცსა, ტყავსა და თავ-ფეხს ხუცი, დასტურები და შულტები ინაწილებენ,
ნარჩენებს დიაცებს უგზავნიან სტექურას გადაღმა.

155 მკითხველთა ლიგა


***
შეზარხოშებულნი მსახურნი ხატისა დიდ დარბაზში სხედან. ჯიხვის ყანწები ისმება
უმცროს-უფროსობის მიხედვით.
შუაცეცხლზე ქვაბი ჰკიდია ხორცით გავსილი კიდემდის, სუფრაზე შიბით მორთული
თასები აწყვია ვერცხლისა, ხაშლამა და კვერები. ხოგაის მინდიამ დარბაზში შემოდგა ფეხი.
დასტურები წინ შეეგებნენ. „გამარჯვება ბატონ-ყმასა, გწყალობდეს ხატი“, მიესალმა ხუცი.
სუფრის კიდესთან დაჯდა მინდია, დარბაზს მოავლო თვალი. ბატკნების თავები
ჩაემწკრივებიათ დარბაზის გარშემო, ასე იტყოდით, თავშიშველი ბარტყები მერცხლისა
შემომსხდარანო გარს.
შეზარა ხოგაის მინდია ამის დანახვამ. სიკვდილი იღიმება უხამსად დაღრჭენილ თეთრ
კბილებიდან.
ამაოდ მიაწოდეს მინდიას ხორცი, მან ხელი არ ახლო კერძსა და ლუდი მოსვა მხოლოდ.
ეზოში დაბანაკებული ხატიონების ბანაკში ჩოჩქოლი ატყდა. შესწყდა ფანდურების
ჩხაკუნი. ტაშფანდური და შაირობა. ლუდმა ძველთაძველი სისხლი შეახსენა
ჭინჭარაულებსა და ოჩიაურებს.
პირველად ხირჩლა ჭინჭარაულმა იშიშვლა ფრანგული და ყური წააცალა გახა ოჩიაურს,
გახას სამი ძმა მიეშველა ხმალამოწვდილი, პაპა ოჩიაურმა მისმა ძმამ გამართეს მკლავი და
დაერივნენ პირტიტველ ჭაბუკებს ხმალში ნაცადი ბერიკაცები.
ოჩიაურების ფარებზე ისე სცემდნენ ჯინჭარაულების ხრმლები, ხარჯიხვები ეძგერებიანო
რქებით ურთიერთს, დავითფერულებს უსწორებდნენ ჯაჭვის პერანგებს (გარეული ბატები
აბარტყუნებენო ფრთებს).
მოზღვავდნენ ირგვლივ ჭინჭარაულები და ოჩიაურები, მათი დედათა ძმები, ნათესავები
და მოკეთეებიც მიაწყდნენ ურთიერთს ხმალამოწვდილნი.
მოცელილივით ძირს ეცემა ზოგი, წაქცეულს ზეაყენებენ, გავსწორდეთო, შესძახებენ და
ისევ გაისმის ბექთარების ლაწანი, ხრმლების წკრიალი და ფარების ჟღარუნი.
უწვერულ ყმაწვილს ვერ უხმარია ფარი, ბარძაყიდან თქრიალით გადმოსდის სისხლი,
შიშველი ხელით მოსჭიდებია ამაოდ, მერმე ახალოხის კალთის ნახევით შეიკრავს
ჭრილობას, ხრმალს იძრობს ხელახლა და ეკვეთება ჭაღარა მოპირდაპირეს.
კალთებშემოცვეთილ, უზარმაზარ ხევსურს ერთი მტკაველი ბიჭუკელა დასტაკებია,
უცნაურის სისწრაფით იშველიებს ფარს და ხრმალს უსწორებს დევკაცის შუბლს.
სტექურას გადაღმა მოქცეულმა დიაცებმა ხატის წესი დაარღვიეს, სტექურა გადმოლახეს
და ჩაერიენ მებრძოლებს კივილით.
მზექალა წიკლაურმა მანდილი ჩაუგდო ორ მხარბეჭიან ხევსურს, შესძახა: ნუ შუღლობთ,
ვოჟებო, ღმერთი ნუ გიწყრებისთო.

156 მკითხველთა ლიგა


შვიდი ცოლი წელში ეცა შვიდ ვაჟკაცს, დიაცების დანახვაზე უარესად გამხეცდნენ
მოშუღლენი, უწყალოდ იღვრება მოლზე ხევსურის სისხლი. იდაყვი ჰკრეს გამზავებელ
დიაცებს, ზედ გადააბოტეს წაქცეულთა და მათ მანდილებს, გამძაფრებულნი ეკვეთნენ
ურთიერთს.
ხატის დარბაზში უკვე შეთვრნენ ხუცი, შულტები და დასტურები.
მდუმარე მინდია ზის ისევ და შესცქერის ირგვლივ ჩამწკრივებულ ცხვრისთავებს
კბილებდაღრჭენილთ, და ელანდება ხოგაის მინდიას ყოვლისმმუსვრელი სიკვდილი.
ერთბაშად შემოკუნტრუშდა დარბაზში თეთრი, მთლად თეთრი, ყურებპანტურა ციკანი.
ლაჯებში გაუძვრა ბარბაცით მოარულ დასტურებს, დაბალ სუფრაზე შეჰხტა, ზედ დაყრილი
მწვანილი მოჰკორტნა, მერმე ლუდის თასს დასწვდა მოწყურებული.
თავი აიღო, თავისი ეშმაკური, ციმციმა თვალები დააფახულა, ახლა მეორე თასს დასწვდა
და მოსვა ლუდი. უეცრად დათვრა ცელქი ბეკეკა. იხტუნა, იკუნტრუშა და მინდიას კალთაში
მოხვდა.
მკერდზე მიიკრა ციკანი ხოგაის მინდიამ, თივთიკივით რბილ ყურებზე მოუალერსა,
მერმე დრუნჩი დაუჭირა საყვარელ ცხოველს და აკოცა.
„ო, რა კარგ თიკანაი ხარ, უნდა დაგკლან ხვალ დილით?“
სწორედ ამ დროს ჩხუბის ამბავი მოიტანა მთვრალმა დასტურმა. ხევისბერებმა ამაოდ
გამოიტანეს ხატის დროშები, მეშუღლენი ვერ გააზავეს.
მაშინ ჩოხის კალთები აიკეცა მინდიამ, ვეფხვივით გადაიჭრა ლუდისა და სისხლისაგან
გალეშილ ბრბოში, დავითფერული წაართვა ხირჩლა ჭინჭარაულს, მერმე დაერია
ჭინჭარაულებსა და ოჩიაურებს, ჩალის ღერივით დაუმსხვრია ფრანგულები, ფარები
წაართვა ყველას სათითაოდ და თხის არვესავით გარეკა ხატის ეზოდან მეშუღლენი.
დაღამდა, ხატის გარშემო მილაგდნენ მთვრალები, დაჭრილები და ჭირისუფლები. ხატის
ნიშებში თაფლის სანთლები იცრემლებიან. დასტურები წამოწვნენ დარბაზში.
პირდაბჩენილი ხვრინავენ. ეშმაკები ჩასვლიათო თითქოს სტომაქში,

***
სტექურას გადაღმა კოცონები გაუჩაღებიათ დიაცებს, ქვაბებში ხორცი იხარშება,
„სისხლით განათლულ“ ხელებით უკეთებენ მუგუზლებს.
ხოგაის მინდია ხატის დარბაზში შებრუნდა. გალეშილი დასტურები და შულტები
დახოცილებივით ეყარნენ ცეცხლის პირად. ხუცს ყალიონი პირში შერჩენოდა, რუმბივით
გაბერილ მუცელზე კონკილასავით დაჰკიდებოდა სატევარი გველისპირული.
მარტოხელა ციკანი დახტოდა, კიკინებდა საწყალობლად.
ხოგაის მინდიამ მიმოიხედა, რა დარწმუნდა, ყველას სძინავსო, ციკანი ამოიჩრა იღლიაში
და გაუჩინარდა.

157 მკითხველთა ლიგა


ასე მოჰპარა ხოგაის მინდიამ მწევრის საფლავის ხატს თეთრი ციკანი.

***
გათენებისას ველკეთილზე ამოვიდა. მეცხვარეს ცხვარი გაეშალა ბექობზე, იჯდა გორაკზე,
სალამურს უკრავდა ტკბილად, ამომავალ მზეს ადიდებდა, მწვანის გამჩენელს.
მინდიამ დაიჩოქა, აკოცა ციკანს.
„აწ ვეღარ ვნახავთ ურთერც, ჩემო თიკანავ, ღმერთი დაგიფარავს, ჩემო თიკანავ“.
როცა ციკანი ფარას შეუერთდა, იგრძნო მინდიამ, რომ ეს „ღვთიური თიკანაი“ ყველაზე
მახლობელი ყოფილა მისთვის იმ მეშუღლე ხატიონთა და ხატის გალეშილ მსახურთა
შორის.
საშინელი მარტოობა შეიცნო ხოგაის მინდიამ, რადგან მზე შუბისტარზე ამოსულიყო და
მან საკუთარი ლანდიც ვეღარ ნახა თავათ.
ავიდა ხოგაის მინდია მთის წვერზე, ჩრდილოეთისკენ გადაიხედა.
ფიქრობს სევდიანი თავისთვის:
იმ მყინვარს გადაღმა მთა არის ერთი, მთას იქით ბექობია ორკუზიანი, ბექობის კალთაზე
ქისტური აულია, აულში თეთრი მიზგითია, მიზგითის მახლობლად ორი ციხეა, ერთში
დოლაი ცხოვრობს, ქისტების ბელადი, მეორეში – უსუფ ალდიძე, მინდიას ნაძმობი.
ვინ იცის, იჯდეს ეგებ ხადიშათი ალდიძის ციხის ჩარდახზე და გასცქეროდეს ხევსურეთის
მთებს და ინატვროდეს ხოგაის მინდიას.
„ხადიშათ, სადა ხარ ახლა, ხადიშათ, მზისფერო ქალავ?“

IX

მესამე დღეს შატილის საფეხვნოს მოაღწია ხოგაის მინდიამ. წინაკვირას მთაში


წასულიყვნენ შატილიონები, ქისტები თავს დასხმოდნენ ციხე-სოფელს დიაცებისა და
ძაღლების ამარა დარჩენილს, ბოსლებიდან საქონელი გამოერეკათ და არხეინად წაესხათ.
საფეხვნოში ბჭობდნენ შატილიონები, სამაგიერო თარეში როგორ მოეწყოთ ქისტეთში?
მინდიას დანახვაზე გაიხარეს, მოხუცებიც წამოდგნენ, მოიკითხეს, როგორა ხარო, ცოლით,
შვილით და საქონით? შორიახლო მოჯარული დედაკაცები ანჩხლობდნენ მეტად.
„ეს რა ამბავია ჩვენს თავსა, როსნამდე უნდა ვიყვათ ასე? როსნამდე გვლივან ქისტებმა?“
მინდია დაფიქრდა, თავჩაღუნული დასცქეროდა მიწას და მერმე, თითქოს რაღაც
ამოიკითხა მანდ, თავი აიღო და ეუბნება ხალხს:

158 მკითხველთა ლიგა


„ხევსურნო, სისხლიან ლაშქრობას, ადამიანების სიცოცხლისად მოშორებას, გიჯობთ სამი
გავლენიანი კაცი ავირჩიოთ, ვისაც ქისტებმა ნაძმობნი ხყავა, ასე შაიძლების საქონი
დაიბრუნათ“.
აჩოჩქოლდნენ მოხუცები.
„აბა, ვის გაუგონავის მგლებთან ბატკნობა? თუ ვოჟკაცი ხარ, მინდი, გაგვიძეღ წინ,
მკლავები დავაცალოთ ქისტებს და ციხეებიდან გამოვკიდოთ“.
მინდია ისევ მიწას დასცქეროდა, როცა ჩოჩქოლი შესწყდა, თავი აიღო და სთქვა:
„მე ჩემი გითხარით, როგორც გინდა, მაიქეცითა“.
მდუმარედ ჩაუარა მინდიამ შატილის ციხეს.
გალავანზე ქისტების მკლავები იყო მიკრული, მარგილებზედაც თავის ქალები წამოეცვათ.
მოაგონდა თავის იერიშები, ქისტი ვაჟკაცების გამხმარი მკლავები და უთავჟამო შუღლი...
გულარეული გაბრუნდა შინისაკენ.
მთვარე ამოსულიყო, მყინვარწვერს გადაღმა არხოტის კოშკი იდგა მდუმარედ, ბნელ
საუკუნეთა მოგონებით გართული.
ფეხის ხმაზე ძაღლები ატყდნენ.
ჭერხოდან საკვამურში ჩაძვრა მინდია.
სამძივარა საჩეჩელას მიჯდომოდა, მატყლის ფრთილა ხელში შერჩენოდა, ასე ეძინა.
მინდია იქვე მიწვა, კერის პირად და ჩასთვლიმა.
წინადღეს ბერდიას და უთურგვას ორი ძროხა აეღოთ დოღში. დილით ადრე მინდია
გააღვიძეს, ბანზე გაიტანეს ლუდი და ყაღი, ისხდნენ სამივე ძმები და ლუდს შეექცეოდნენ.
ბანის ფარდულს ქვეშ სამიოდე სკა იდგა. დილიდანვე მშვიდად ზუზუნებდნენ ფუტკრები,
საქმიანად დაფუსფუსებდნენ, ზოგი ველიდან ბრუნდებოდა პაწია, ყვითელი ბურთულებით
დატვირთული, ზოგი ისევ ველისკენ მიფრინავდა.
„შატილს ყოფილხარ, მინდიავ, – დაუწყო ბერდიამ, – გეცოდინება, ქისტებზე თავდასხმას
აპირებენ შატილიონები. ჩვენც შემოგვითვალეს, არხოტიონებიც უნდა მივეშველოთ,
ქისტების მკლავებით უნდა შევამკოთ ჩვენი ციხეები, წამოხვალ თუ არა სარბევად, მინდი?“
პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო მინდიამ და ამ დროს ატყდა სკებთან უცნაური ზუზუნი.
ახლად ნაყარი ფუტკარი დასხმოდა სკებს.
ერთბაშად ჰაერი დააბნელა დამხვდურთა და მომხვდურთა რიალმა. გაცხარებული
იბრძოდნენ ფუტკრები, შხამიანი ისრით განგმირულები თოვლის ფანტელივით
სცვივოდნენ ბანზე. გაიშხუილებდა ერთი გუნდი, მას მეორე ეძგერებოდა, გასდევდნენ
მცირე ხანს მომხვდურებს, მერმე ისევ უკან შემოიქცეოდნენ, ისევ გაიზუზუნებდა ჰაერში
ფუტკრის ახალი რაზმეული, ისევ ენარცხებოდნენ დახოცილები ძირს, თოვლის ფანტელები
სცვივიანო ირგვლივ.

159 მკითხველთა ლიგა


უთურგვამ სიტყვის დაძვრაც აღარ აცალა მინდიას. ერთი გადახედა დახოცილ ფუტკრებს,
შემდეგ მდუმარე ძმებისაკენ გადაიტანა მზერა და ეუბნენა:
„აი, ეესრ ას ეს, მინდიავ, წუთი სოფლის წეს. შენ ვითამ ბრძენ იყვ, ბალახ გებრალების, ის
ქვე არიცი, რაი სადა, გიჯობს, გონთ მახვიდ, მინდიავ, თვარა მწერთ და ბალახთ
სიბრალული არას ჩამაგაყრის“.
ძმებს თვალი გაუმართა მინდიამ და ჯიქურ შეაგება:
„მერმ რაი ას მაგით, ფუტკრებერ ეთურც იხოცან, განა მათ ჩვენივით ჭკუა აქვ, კაცთ უნდა
ვიცოდეთ, რაი კაი ასა, რაი ავ“.
„შენ იქავ შენსავით უბნობ? ჩემ ნაუბარ ქვე არ მაგდის. ყველა პირუტყვი, ყველა მწერი,
ყველა ქვემძრომი, ყველა მხარის კაცნი სიცოცხლისად იბრძვის, შენ კი რას ღბოდავ, რას
როშავ, რას?!“
შეუძახა ბერდიამ.
ამ ყვირილზე ხევსურები მოგროვნენ ბანზე.
ორი ძმა თავზე წადგომოდა თავჩაქინდრულ მინდიას, ბანზე ფეხმორთხმულს და
უყვიროდნენ.
გაკაპასებული აშექალაც თითს უქნევდა, ეჩხუბებოდა ქმარს. ახლა მოხუცებულს მიმართა
დიაცმა ერთს:
„უთხარით რა მინდიას, უნცრუავ, უთხარით, იქნებ გონთ მავიდას!“
კეფა მოიფხანა უნცრუამ ყოყმანით, შემდეგ ენა დასძრა და წაიბურტყუნა ყრუდ:
„ჩემ თქმა რად სჭირდების მინდიას, ის ჩვენს სოფელში ბრძენ ას, მან უფრო იცის, რა
უჭირს ხალხს“.
დამხვდურ ფუტკრებს მომხვდურები დაემარცხებინათ. აშექალამ ცოცხი მოიტანა და ძირს
გადახვეტა ბანზე დაყრილი მკვდრები.
ამასობაში შატილიდან ჩამოსულმა მოციქულებმაც მოაღწიეს. მოქუჩდნენ ხევსურები
ბანზე ფეხმორთხმულ მინდიას გარშემო. დიაცებმა, მოხუცებმა და ჭარმაგებმა, დაშნიანმა
და უდაშნომ, აბჯრიანმა და უაბჯრომ, ყველამ, ყველამ ერთხმად შებღავლა ხოგაის მინდიას:
„გიჯობს, მინდი, გონთ მახვიდ, გონთ და მამის სისხლი აიღო. ხოგაის ხრმალი არ აძინებს
სამძივარას, დედაშენს“.
სისხლისაგან იცლებაო ხევსურთა მოდგმა, ხაოდნენ ბერიკაცები, კრიახობდნენ
დედაკაცები, გაავებული ყვიროდნენ ვაჟკაცები.
მინდიას ყურთასმენა დაეხშოვო თითქოს, თავის ზეაწევა დააპირა, მაგრამ ისეთი სიმძიმე
იგრძნო, ასლიტრიანი ძალაყინი დაჰკრესო კეფაზე.
გაიბრძოლა ხოგაის მინდიამ, წელის გამართვა მოისურვა, მაგრამ ასე ეგონა,
დავითფერულით ხერხემალი გადაუჭრესო.

160 მკითხველთა ლიგა


პირქვე დაეცა ბანზე და იტირა, უმანკო, ბალღური ცრემლებით იტირა ხოგაის მინდიამ და
ალოკა გარსმოჯარულ ხევსურთა ბანდულებისაგან დათელილი მტვერი.

ჯერაც გუთანი არ იყო ცაზე გადასული, როცა თოფი აიღო ხოგაის მინდიამ ხელში და
ორბეთის ჭიუხისაკენ გასწია.
ეუცნაურა ეს მთები მინდიას, ნისლი დგებოდა ჩაბნელებულ ხეობებიდან, ლომისფერი
გამხდარიყვნენ ქედები, სიყვითლე შეპარვოდა ფურცლოვანს.
წითელი ჯახველი ღაჟღაჟებდა მთაში, ძმათა სისხლის ღვრის ბედითი მაცნე.
ქარი აფორიაქებდა მჭკნარ ფოთლებს ხევების უბეში, პეპლებივით დარიალებდნენ ისინი
ხმელსა და ცას შორის.
სტიროდნენ ქარაფების კიდეებზე გადმომდგარი წიფლები და თელები. ერთი გამოიხედა
მკვდრების მზემ ღრუბლების ჩადრიდან და გაწვა მდუმარე ნაძვნარების ჯაგარზე მწყემსის
ნაბადივით დაფხრეწილი შავლეგო ღრუბელი.
სამხრეთისკენ მოფრინავდნენ წეროთა ქარავნები, ქარს მიჰქონდა მათი მწუხარე ყიავი,
ჭილყვავებს დაეფლასათ ბეხრეკა მუხების გაცრცვნილი ტოტები, ყიოდნენ ყორნები,
უფსკრულებში ჩარჩენილ ლეშების მოზარენი, გაუმხელელი სევდისაგან ქვითინებდნენ
მთის წყაროები.
გადმომდგარიყო ძუ მგელი წოწოლა ბექობიდან და ყმუოდა გულშემზარავად.
იღუშებოდა მოწყენილი ცარგვალი, ქარს ზათქით მიჰქონდა მყინვარწვერისაკენ
ბურბუშელასავით დაგრაგნილი ღრუბლების ფთილები.
ბილიკებზე გადარბოდნენ დამფრთხალი მელები, სადღაც ხევში ბღაოდა ხარჯიხვი,
უხმობდა გადაგებულ მიჯნურს გულისას.
წითელი ჯახველი ღაჟღაჟებდა მთაში, ძმათა სისხლის ღვრის ბედითი მაცნე.
მძიმედ დგებოდნენ დასკინტლულ ფლატეებზე ჩამომსხდარი არწივები ხოგაისძის ფეხის
ხმაზე. გაშლიდნენ მხრებს, დამდურებულივით გაეცლებოდნენ.
შეეყრებოდა გულწითელა მინდიას, ერთბაშად შესწყვეტდა წრიპინს, გულგახეთქილი
გაჰქრებოდა ღიჭიანებში.
შეღამებამდის ასე იარა ხოგაის მინდიამ, მთებს პირი ჩამოსტიროდათ მის შემხედვართ და
თეთრ მყინვარებს ტანთ ჩაეცვათ ღრუბლების ძაძა.
ისევ გაახილა მკვდრების მზემ თვალი, ნაღვლიანად შეხედა ხოგაისძეს, კვერცხის
გულივით ყვითელი წამწამები დააფახულა და გადაეშვა მყინვარწვერს გადაღმა.

161 მკითხველთა ლიგა


ნათელი გაეყარა ბნელს, მდევებივით წამოწვნენ ტაფობზე ჩრდილები.
ხოგაის მინდიამ მჟავე წყალს მიაგნო, სახუნდარში შევიდა და მიადგა სამზერს.
შორეულ მწვერვალებზე დალასლასებდნენ ჯიხვის ლანდები, თავს ამოყოფდნენ
ხარჯიხვები ნისლში ჩაფლულ მთის ზურგზე, ისევ ჩაყვინთავდნენ და კვლავ დავარდებოდა
დუმილი ხევში.
გაისმა უეცარი თქარუნი, დასტვინა ხარჯიხვმა სადღაც, და შემდეგ ამისა ლანდებივით
ჩამოეშვნენ ჯიხვები შურიდან, მოსრიალებდნენ მარხილებივით ძირს.
ფრთხილობდა მეწინავე ხარჯიხვი ფრიად,მიმოიხედა გარს, რა დარწმუნდა, არსად სჩანსო
მტერი, თავი დახარა და პირველი დაეწაფა მჟავე წყალს.
მაშინ იგრიალა მინდიას თოფმა და წაიქცა მეწინავე ხარჯიხვი, არ დასცალდა წყლის მოსმა
მთელი დღის ნამწყურვალებ ნადირს.
დაიფრუტუნა გულგახეთქილმა ჯოგმა და მიაწყდა დაცერებულ ფლატეს.
მიეჭრა წაქცეულს ხოგაის მინდია, ჯახველისფერი სისხლი დაღვრილიყო თუშურ
ყველსავით დაჩხვლეტილ ქვაზე.
ღია დარჩენოდა ხარჯიხვს ქლიავისფერი, მშვენიერი თვალები, სამდურავით სავსე,
ჯიხვური თვალები.
დაიჩოქა ხოგაის მინდიამ. ბალღივით იტირა, სველსა და გასიპულ დრუნჩზე აკოცა
ნადირს.
საშინელი სიცივე შეიგრძნო, ცხოველის სიკვდილის პირველად შემცნობმა. მოყვებოდა
დამრეცილ ბილიკებს დატვირთული ხოგაისძე, იღუშებოდა მდუმარე ბუნება, წყდებოდა
მყინვარწვერის მუზარადებზე დაყრდნობილი ცარგვალი.
ბნელმა შემოსა ჭიუხები და ქარაფები, დამრეცილ ბილიკებზე მიფათურობს
გულშემოყრილი მონადირე.
თამარის ციხის ნანგრევებზე ჩამომსხდარიყვნენ ტურები ბნელში, კივოდნენ ისე
ამაზრზენად და საწყალობლად, როგორც ხევსურთა ქალ-რძალნი მკვდრის ტალავრის
გარშემო დამსხდარნი.
ბღაოდა ხევს გადაღმა შუნი, შესტიროდა უთვისტომობას, ბნელს. წიფლების შიშველ
რტოებზე შემომსხდარიყვნენ ბუები, აბრიალებდნენ ცეცხლოვან თვალებს, ამცნობენო
თითქოს ხოგაისძეს განრისხებული ბუნების სამდურავს.
ნავახშმევს ნანადირევი შემოათრია მინდიამ შინ. წინ შეეგებნენ სამძივარა და აშექალა,
თვალის უპენი დაუკოცნეს „გონთმოსულს“.
„ნადირ კლოვ გიზღას, მინდი!“
მიაძახა გახარებულმა ბერდიამ.
„ხელ მაგიმართას!"
შეჰყვირა უთურგვამ.

162 მკითხველთა ლიგა


„ასემც მაგეკლას მოსისხარი მამის შენისა!“ ამბობს ცრემლმორეული სამძივარა.
მთელი ღამე კერასთან იჯდა გახარებული დედა, ბეჭავდა ქსელს და მთელი ღამე
ბორგავდა ზანდუკში ხოგაისეული, სისხლნასვამი ფრანგული.
გვიან დაწვა ხოგაის მინდია. ტყე ესიზმრებოდა დამფრთხალი ნადირით სავსე,
ჩაბნელებული ხევები ხავოდნენ, გაშიშვლებული წიფლები სტიროდნენ, მათ რტოებზე
შემომსხდარი ბუები ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდნენ მინდიას და ამცნობდნენ მასზე
გამწყრალ ბუნების სამდურავს.
ღაჟღაჟებდა ჯახველი მთაში, ძმათა სისხლის ღვრის ბედითი მაცნე...

XI

ისევ დასვეს ხევსურებმა გუდანის ხატში ქადაგი. სათარეშოდ მოუწოდა სრულიად


ხევსურეთს ქადაგმა. თარეშობის ბელადად ხოგაის მინდია აირჩიეს, ქისტების
მრავალნაცადი მმუსვრელი.
საქონი უნდა დაებრუნებიათ ხევსურებს, დოლაის თავი მოეტანათ, ხოგაის მკვლელისა,
მარგილზე ჩამოეცვათ, ასზე მეტი ქისტი ვაჟკაცის მარჯვენა უნდა წამოეღოთ, არხოტისა და
შატილის ციხეების გალავნებზე გაეკრათ.
ქისტებს მესამე დღესვე ამბავი მოუვიდათ, მოდისო ხევსურთა ლაშქარი, მინდია
მოუძღვის წინ, ხოგაისძე ლანდდაკარგული, რომელსაც ტყვია არ ეკარებაო თურმე.
სცნეს ეს ამბავი ქისტებმა. თავიანთ წოწოლა ციხეებში ჩაიკეტნენ. ღამღამობით მსტოვრებს
აფრენდნენ, ავ ძაღლებს უშვებდნენ, მძიმე ურდულებით კეტავდნენ ციხეებს.
მზე გაეყარა მთებს და ხევსურების ლაშქარმა ფეხი შესდგა ქისტის მიწაზე.
დაწინაურდა ხოგაის მინდია, ბექობზე შესდგა, გადახედა ქისტების ქვეყანას.
მყინვარი გადავლახეთ თეთრი, ახლა მთა დარჩა ერთი, მთას გადავივლით, ბექობია
ორკუზიანი, ბექობის კალთაზე აულია. აულში თეთრი მიზგითია, მიზგითის მახლობლად
ორი ციხეა, ერთში დოლაი ცხოვრობს, ხოგაის მკვლელი, მეორეში – ალდიძე, მინდიას
ნაძმობი.
„ხადიშათ, სადა ხარ ახლა, სადა ხარ, მზისფერო ქალავ?..“
ისევ აყვავდნენ ეს სიტყვები მინდიას გულში.
გასცქერის ქისტეთის მთებს და ფიქრობს იდუმალ გულში: ხევსურთა ლაშქარს ტყეში
დასტოვებს ხოგაის მინდია, ორ ვაჟკაცს თან წაიყვანს მოციქულად აულში. ხალხს ეტყვის,
ალდაძის ციხეში შევიპარებით და შიგნიდან გავტეხთო აულს.

163 მკითხველთა ლიგა


თოფსაც არ გაისვრის ხოგაის მინდია, საქონელს დააბრუნებინებს, ქისტების შემორიგებას
მოახერხებს ალდიძის მეოხებით. აშექალას უშვილობას დაუდებს ბრალად, თავათ კი
ხადიშათს შეირთავს მზისფერს.
სთოვს და სთოვს გორმახებზე დაუცხრომლად, თეთრად შეიმოსნენ ტყეები, თეთრად
შეიმოსა თორ-აბჯარი ხევსურთა ჯარისა.
აჰა, მოისმა ძაღლის ყეფა აულებიდან. წრიაპები მოიხსნეს ქვეითებმა, სუნთქვაშეკრულნი
ეპარებიან აულის მისასვლელებს. ფრთხილად მოგოგავენ ნაბდით დაჭედილი ცხენები
დამრეცილ ბილიკების პირზე.
ტყეში შევიდა ლაშქარი და ბჭობა გამართეს ხევსურთა თავკაცებმა.
ლომიკა ზვიადაურმა ასეთი იგავი უთხრა ლაშქარს:
„ხევსურნო, დაიწყო ლომიკამ, მოდი, ჩვენ ქისტებს ისეთი ხრიკ ვუყვათ, რა გვარიც მელამ
ერთ მეწისქვილეს უყვ“.
რა უქნაო მეწისქვილეს მელიამ?
შეეკითხა დათვია ბალიაური.
„ერთ მეწისქვილეს მელი შეეჩვია თურმე, ვაგლახად, დაიწყო ლომიკამ, შეეპარებოდა ღია
კარიდან წისქვილში, თუ სადმე ყველი გააჩნდა ხალმებში, ამოუჭამდა და გაჰქრებოდა.
ერთხელ შეისწრო მეწისქვილემ მელი, ხალამს მისდგომოდა, არხეინად ყველს
მიირთმევდა.
სხვა კარი არ ჰქონდა წისქვილს, გაიხარა მეწისქვილემ:
ვერსად წამივაო მსუნაგი მელია.
მაგრამ დახეთ მელის ჭკუას, მეწისქვილე რა დაინახა, ავარდა საწოლზე, პატრონის ჩოხა
დაითრია, ცეცხლს შეუკეთა.
მეწისქვილე ცეცხლს მივარდა ჩოხის გადასარჩენად, ხოლო მელიამ ხრიკით უშველა თავს.
„ჩვენც ასე მავიქცეთ, ხევსურნო, ამბობდა ლომიკა, გუდანის ხატი შეგვეწია, პირველი
თოვლი დაგვესწრო, ათი რჩეული ვაჟკაცი შავგზავნოთ აულში, ცეცხლს მივცეთ ქისტების
ბეღლები. ქისტები ბეღლების გადარჩენას მოინდომებენ, ჩვენ მათ ციხეებს ვეძგეროთ და
გავტეხოთ აული“.
ახლა მინდიას მოვუსმინოთო, სთქვა დათვია ბალიაურმა, რადგან დათვიაც ქისტებთან
შერიგების მომხრე იყო იდუმალ და მასაც ჰყავდა ნაძმობი ქისტეთში.
დაწინაურდა ხოგაის მინდია, ზედ დაეყრდნო თოფს და წარმოსთქვა შემდეგი:
ხევსურნო, მომეცით ორი ვაჟკაცი წინ-წინ, დათვია ბალიაური და კვირიკე ჯაბუშანური.
ჩვენთვის კარგია, რომ სთოვს, ხევსურულ აბჯარსა და ტალავარს დაგვიფარავს პირველი
თოვლი.
აულში შევიპარებით ჩვენ სამნი იდუმალ, ჩემი ნაძმობის ალდიძის ციხეში შევალთ.
ნახევსურალია ალდიძე, ხევსურეთისკენ უძევს გული მას ახლაც. მოვიშველიებთ ალდიძეს

164 მკითხველთა ლიგა


და დოლაის ციხეს ავიღებთო ამაღამ, მერმე ციხის ბანზე კოცონს გავაჩაღებთ, სროლას
დავიწყებთ, თქვენც დაიქუხებთ, საერთო ძალით გავტეხოთო აული.
უხუცესებმა მოიწონეს მინდიას თათბირი.
დათვია ბალიაური და კვირიკე ჯაბუშანური გაატანეს ხოგაის მინდიას, ხოლო ლაშქარი
გადამალეს წიწვიან ტყეში.
ცხენებს თოფრები გაუკეთეს, მეომრებს ჩქამის გაღება აუკრძალეს.

***
სთოვდა და ბარდნიდა, დაუცხრომლად სთოვდა და ბარდნიდა.
მეზობელი მეზობელს ვერ არჩევდა მითხოს აულში. იძალა ქარბუქმა, თოვლმა დაფარა
ხევსურების ზუჩები, თორ-ჯავშანი და ტალავარი.
აულის მისასვლელთან გზირს მოჰკრეს თვალი. დაცალკევდნენ ხევსურები. მინდია წინ
წავიდა ფორთხვით, თოფის სასროლზე უკან მიჰყვნენ დანარჩენები.
გაეპარნენ, როგორც იქნა, გზირს, ახლა მეორე შემოეყარათ ხევში. ისევ დავარდნენ
თოვლში, ფორთხვით გასცილდნენ საფრთხეს.
სთოვდა და ბარდნიდა დაუცხრომლად, ბნელოდა აულის ქუჩაბანდებში. ქვითკირის
სახლებს სახურავამდის მისწვდენოდა თოვლი. დაიჭრიალებდა ციხის კარი, გაიელვებდა
ყვითელი შუქი, ისევ დაემხობოდა დუმილი წოწოლა ქისტურ ციხეების ზეთავზე.
დათვიამ ურჩია ძმობილებს, განვერიდოთო როგორმე აულს, სასაფლაოზე ვიაროთო
ფორთხვით, მიზგითის ეზოდან მოვუაროთ, აქედან სჯობიაო ალდიძის ციხესთან მიპარვა.
ცხენის ფრუტუნი მოესმათ ბნელში, ისევ ჩაეფლნენ თოვლში, თავი წამოჰყო კვირიკემ,
გაიარაო ცხენოსანმა ქისტმა, ისევ წამოდგნენ და მიჰყვნენ გზას.
მცირე მანძილს გადაირბენდნენ მხედრული წესით, თოვლში ჩაეფლობოდნენ კვლავ, ისევ
დაწინაურდებოდნენ რბენით და ისაფრებდნენ ისევე თოვლს.
მიზგითის ეზოში ჩქამიც არ ისმოდა, გულმოცემული წამოდგნენ სამივენი. უცებ გაიღო
მიზგითის კარი, გამოჩლახუნდა კოჭლი მუეძინი.
წინ მიმავალმა მინდიამ შენიშნა იგი, მაგრამ მუეძინი ისე უეცრად შემოეხეჩა ხოგაისძეს,
გზის აქცევა ეჭვს აღძრავდა უთუოდ.
მდუმარედ ჩაუარა მინდიამ მუეძინს, რბენისაგან თოვლი შემოცლოდა ჯავშანსა და
მუზარადზე ხოგაისძეს, ამიტომაც შეეჭვდა მუეძინი, დაკვირვებით ახედ-დახედა უცხოს,
ხევსურული თორნი შეიცნო და გაეცალა მგზავრს.
ახლა დათვია შემოეყარა. დათვიასაც შეხედა, კვირიკეს გზა დაუთმო: ერთი მოიხედა უკან,
შედრკა ბერიკაცი, აულისაკენ გაეშურა რბენით. მიკელანობდა წელამდის თოვლში, თანაც
უკან-უკან იხედებოდა.

165 მკითხველთა ლიგა


სასაფლაოზე შესდგნენ სამივენი. ითათბირეს: აულში შეესწროთ მუეძინისათვის თუ
სასაფლაოზე განაბულიყვნენ დილამდის? დიდხანს ვერ შეთანხმდნენ, რა ექნათ.
ბოლოს კვირიკე ჯაბუშანურის თათბირს დაადგნენ: მუეძინს ჩავასწროთო როგორმე
აულში. ამასობაში თოვა შესწყდა და უეცარი ნისლი დავარდა მთელს ხეობაში, აღარც აული
ჩნდა ბნელში და არც წოწოლა, ქისტური ციხეები.
სასაფლაო გაიარეს თუ არა, ატყდა ყიჟინი და თოფის სროლა ციხეების ჩარდახებიდან,
აყეფდნენ ძაღლები და შეიქნა განგაში ბნელში.
ხევსურებს უკვე უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ, რადგან მიზგითს გადაღმა
მოთვალთვალე გზირებმაც დაიწყეს სროლა.
აქელებული გარბოდნენ აულისაკენ.
ერთ ქუჩაბანდში გზა აერიათ. გამოიხედა ქვითკირის სამზირიდან ქისტის დედაკაცმა,
შესძახა: რომელი ხართო?
როცა ხევსურებმა ხმა არ გასცეს, კარი გააღო და ძაღლი გაუსია გამვლელებს.
გამოენთო უზარმაზარი, შავი ქოფაკი ხევსურებს. აქშინებული გარბოდნენ სამივენი,
რადგან სროლით თავს გამჟღავნებდნენ, სატევრით ვერა დააკლეს რა მყეფარს.
თეთრი, წოწოლა ციხის კარს მივარდა აქელებული ხოგაის მინდია, აჩქარებულად
დააკაკუნა ზედიზედ სამჯერ. შავმა ძაღლმა ზედ ციხესთან მისდია გაქცეულთ, შორიახლო
დაყუნცდა და მორთო ყმუილი.
გამოვიდა ტანმორჩილი ქალი, ნაძვის მკვარი ეჭირა ხელში.
ალდიძე თუ არისო შინ? მოკრძალებულად იკითხა სტუმარმა. ქალმა ახედ-დახედა
თორიან ხევსურებს, ხოგაის მინდია შეიცნო სამში. მოისაზრა: აქ არისო უსუფ ალდიძე.
მინდიას ეუცხოვა ტანმორჩილი ქალი. გაიფიქრა: სტუმარი თუ არის ვინმე.
აირბინა კოშკის კიბეზე ქალმა, შუათვალში შევიდა. დოლაის მოახსენა: ხოგაის მინდია
მოსულაო ჩვენი ციხის კარზე. დოლაი ხევსურთა თავდასხმის მოლოდინში იყო, მუეძინის
მიერ ატეხილი განგაში მასაც მიწვდენოდა. ჩოხას იცვამდა სწორედ. დაანამუსა დოლაიმ
ქალი:
„ასე უთხარი, სანადიროთ წასულა-თქო უსუფ ალდიძე. ციხეში შემობრძანდით,
მოისვენეთ მანამდის, სადაცაა მოვა-თქო მასპინძელი, ზედა თვალში აიყვანე სტუმრები,
ჯიხვის ტყავი დაუგე ბუხრის წინ“.
ქალმა ისევ გააღო ციხის კარი, შეიპატიჟა ხევსურები ციხეში.
სამივენი ზედა თვალში აიყვანა აღაჩამ, დოლაის ქალმა, ჯიხვის ტყავი დაუგო ბუხრის წინ,
უთხრა: თორი მოიხსენით, მოისვენეთო, სადაცაა ალდიძეც მოვაო.
ახლა მიხვდა ხოგაის მინდია, თუ რა საბედისწერო გახდა მისთვის პირველი თოვლი.
ქალი გავიდა თუ არა, სტუმრებმა გაიგონეს, თუ როგორ ამოვიდა ვიღაცა ხის კიბეზე
ჭრაჭუნით და მძიმე ურდულით ჩაკეტა გარედან კარი.

166 მკითხველთა ლიგა


ადგა მინდია, შიგნიდანაც გაუყარა ურდული და გაოცებულ ხევსურებს გაუმხილა:
ალდიძის ციხეში მოსვლის ნაცვლად, დოლაის ციხეში მოვმხვდარვართო ტყვედ.
ციხეში ჩქამი არ ისმოდა, როცა ბუხარში ცეცხლი ჩაჰქრა და სავსებით დაბნელდა
დარბაზი, მიზგითზე აყეფდა მუეძინი და მამლებმაც ასტეხეს ყივილი.
ისხდნენ ბნელში ხევსურები და ქედმოდრეკილად უცდიდნენ სიკვდილს. სთოვდა და
ბარდნიდა გარედ, ყივოდნენ მამლები აულში.
გამოიხედა მინდიამ სათოფედან, მოწმენდილიყო ატლასის ცა, მყინვარერს თავზე
დასდგომოდა მთვარის შუქის ერისიონი, გუთანი გადასულიყო უკვე, უკანასკნელი
ვარსკვლავი ილეოდა იისფერ ცაზე.
ინათლა თუ არა, გუდანის ჯვარი ახსენა კვირიკე ჯაბუშანურმა, საბრძოლველად
მოემზადენითო, ამცნო უმრწემესთ.
დათვია ბალიაურმა მუშის საბელი იპოვნა კუთხეში, ურჩია ამხანაგებს: წელზე შევიბათო
საბელი, ციხის საკვამიდან გადავეშვათო.
„რა გამოვა, ამბობდა დათვია, დიაცებივით გულხელდაკრეფილი რომ შევხვდეთ
სიკვდილს?“
კვირიკემ მოიწონა დათვიას თათბირი, მაგრამ მინდიამ შორს დაიჭირა იგი.
„სიკვდილს ვერ ავცდებით მაინც, გაქცეულის სიკვდილს დამხვდურისა სჯობიაო
უთუოდ“.
დათვია თავისას არ იშლიდა მაინც.
მე გადავალო საკვამიდან, როგორმე გავექცევიო ქისტებს. ხევსურთა ლაშქარს შემოვიყვან
და ციხეს შემოვეწყვებითო გარს.
სამზირიდან უყურებდნენ მინდია და კვირიკე, თუ როგორ გადაეშვა მუშის თოკზე
დაკიდებული დათვია ციხიდან, მაგრამ ჯერ კიდევ მიზგითს არ იქნებოდა გაცილებული
იგი, როცა საშინელი ჭახანი გაისმა თოფებისა, ხმაზე ეტყობოდა, რამდენიმე რომ ესროდა
ერთს. მცირე ხნის შემდეგ სროლა მისწყდა და ისევ აყივლდნენ მამლები აულში.
ახლა კვირიკემ გადააგდო ნაბადი და როცა ჩქამი არავინ გაიღო მიუბრუნდა ხოგაის
მინდიას, აკოცა, გუდანის ჯვარი ახსენა და გადაეშვა საკვამიდან მგელმუხლიანი ბერიკაცი.
შორეული ცაცხვის ძირამდის ძლივს მიფოფხდა კვირიკე, სამი ქისტი ლანდივით გამოძვრა
ფუღუროდან, გავსწორდეთო, შესძახეს კვირიკეს და იშიშვლეს ხრმალი.
დიდხანს გაუძლო კვირიკეს ფარმა ქისტების დაშნების ცემას და როცა წითური ქისტი
ხრმლის წვერზე წამოაგო კვირიკემ, ტანმორჩილმა, წითელჩოხიანმა უკანიდან მოუარა, ისე
მაგრა აძგერა ხრმალი ბერიკაცს, რკინის პერანგი გაურღვია და კვირიკე ჯაბუშანური
სისხლში მოსვრილი დაეცა თოვლზე.
სამნატყვიარ დათვიას ქისტი გადმოეგდო ცხენიდან, სროლით გზა გაეკაფა და
ხევსურთათვის მიეწვდინა ხმა.

167 მკითხველთა ლიგა


სამად გაიყო ხევსურთ ლაშქარი.
მეწინავე მიზგითისაკენ მიიწევდა სროლითა და ყიჟინით, მარცხენანი დასავლეთის
გორაკებიდან უტევდნენ აულს, მარჯვენანი ხანდაკებში გამაგრებულ ქისტებს ესროდნენ.
მთელი აული ბრძოლის ცეცხლში გაეხვია.
დასნეულებულ ყიბილა ბელადის უმცროსს ცოლს, თვალმშვენიერ შუანეთს ქმრის ჩოხა
გადაეცვა, ჩალისფერ ულაყზე შემჯდარიყო, ქისტ დიაცების რაზმს წინ მიუძღოდა,
მამაცურად უტევდა აბჯრიან ხევსურთა ერთ გუნდს.
ზოგს შუბები და ფიწლები აეღო, კარის ზღურბლთან უხვდებოდნენ მომხვდურთ, სხვანი
ციხის ჩარდახებიდან მდუღარეს ასხამდნენ ხევსურებს, ქვებს უშენდნენ ცხენოსნებს.
შუკებში განუკითხავად ეყარნენ ხევსურთა ულაყებისაგან გადაჯეგილი ძუძუთა ბალღები.
ერთ მიყრუებულ შუკაში დედაკაცს ცალ ხელში ატირებული ბალღი ეკავა, ცალითაც
სატევარს უღერებდა მუზარადიან ხევსურს. ხევსური უკან იხევდა გაკაპასებულ დიაცის
პირისპირ. გაყვითლებოდა ერბოში ამოსვრილი შავი ულვაშები.
გაპარტახებულ ქვითკირის წინ პირტიტველი ქისტი ეგდო გულაღმა, მძინარესა ჰგავდა
პირმშვენიერი, ქერა ჭაბუკი. მის გვერდით მკერდგანგმირული ქალი იწვა
ძუძუებამოყრილი, ხანჯალი მარჯვენაში შერჩენოდა მკვდარს.
თმახუჭუჭა ბალღის ცხედარი კარის ზღურბლთან მიკრუნჩხულიყო. ძაღლები ლოკავდნენ
პატრონების ალისფერ სისხლს.
იძალა ხევსურთა მეწინავე ლაშქარმა, ბერდიამ წამოიყვანა იგი შემზარავი ყიჟინით და
ეძგერნენ ხევსურები მგლისფერ ფაფახიან ქისტ ცხენოსნებს, ჭიხვინებდნენ ულაყები,
წკრიალებდნენ ხრმლები, ჟღრიალებდნენ ფარები, ფრიალებდნენ ჩოხების კალთები.
ჰქუხდნენ მიზგითის გადაღმა გორაკებზე წოწოლა ციხეები: ხეობა დრვინვით აბრუნებდა
ეხოს.
გულშემზარავად წიოდნენ თმაგაწეწილი ქალები, ღნაოდნენ უპატრონო ბალღები, ბღაოდა
დამფრთხალი საქონელი, რადგან ბოსლებისა და ბეღლებისათვის ცეცხლი შემოეგზნოთ
ხევსურებს.
ახლა ისიც დაინახა ხოგაის მინდიამ, თუ როგორ გარეკეს ხევსურებმა მიზგითის გარშემო
მებრძოლი ქისტის ცხენოსნები და დოლაის ციხისაკენ წამოვიდნენ სროლით.
ამ დროს გამოჩნდა ქისტების ახალი რაზმი, თეთრფაფახიანი ცხენოსნები დაქვეითდნენ,
ცხენები ისაფრეს და დოლაის ციხეს შემოადგნენ გარს.
აქუხდა დოლაის ციხე, აგრუხუნდნენ ჯაზაირები, ჩარდახიდან დაუშინეს ხევსურებს
ტყვია.
იშიშვლა ბერდიამ ხრმალი, ასტეხეს ხევსურებმა ყიჟინი, აპოხტივით აკეპეს მთელი
რაზმეული და სამხრეთიდან შემოეწყნენ დოლაის ციხეს.
ახლა შუბებს ხელი მიჰყვეს გულმოცემულთა, ციხის კარისკენ მიიტანეს იერიშები.

168 მკითხველთა ლიგა


მიადგა ხოგაისძე სათოფეს, ექვსი ტყვიით ექვსი ქისტი წააქცია თოვლში, უკუდგა მერმე,
შემოინახა უკანასკნელი ტყვია.
გულამღვრეული გამობრუნდა მინდია, მუზარადი თავზე დაიხურა, თორი გადაიცვა,
თოფი შემართა, ბუხართან დაჯდა და ასე უცდიდა სიკვდილს.
ატყდა კიბეების ჭრაჭუნი. კედები მოხსნეს გარედან და დაურთეს რკინის ძალაყინები
კარებს.
უმოწყალოდ სცემდნენ მუხის კარებს, კიდევ მცირეოდენი ხანი რომ დაყოვნებოდათ,
ხევსურები რკალს შემოარტყამდნენ დოლაის ციხეს.
ბოლოს შემოანგრიეს ქისტებმა კარები.
მერმე ის იყო, პირველად შემოვარდნილ ჯავშნიან ქისტს უკანასკნელი ტყვია შეაგება
ხოგაის მინდიამ, როცა იგი წაიქცა და დენთის ბოლი გაიფანტა, მიეჭრა ხოგაისძე ცხედარს,
რადგან ხევსურული ჯავშანი ეცნაურა სამფარეშოსანი.
მუზარადი მოხადა თუ არა ცხედარს, მყისვე შეიცნო მზისფერი ხადიშათ.
ოთახში შემოცვენილ ქისტებს ხევსურთა ბელადის ცოცხლად შეპყრობა ეწადათ, ამიტომაც
გარს შემოადგნენ ხმალამოწვდილნი ტყვეს.
სათოფესკენ უკუიქცა ხოგაის მინდია. უკან მიიხედა, თვალი მოჰკრა თუ არა საკუთარ
ლანდს, სატევარი გაიძრო და მარცხენა ძუძუს ქვემოთ დაიცა ვადამდის.
ასიოდე წლის შემდეგაც მღერიან ჩვენი ხევსურები ხოგაის მინდიას ლექსს და იგი ისევე
იწყება, როგორც უნდა გათავდეს ჩემს მიერ ნათხრობი:
მზე წითლდებოდა, წყრებოდა,
ხოგაის მინდი კვდებოდა,
ჩამოდიოდა ვარსკვლავი,
მთვარე უკუღმა დგებოდა.
სისხლნასვამი მზე ოქროს ობობასავით წამოსჯდომოდა მყინვარწვერს თავზე, ხოლო
მთვარე, ღამენათევი მთვარე, მრეში ლაქებით ისე დატვიფრულიყო, როგორც ხევსურული
სპილენძის ფარი.

დაიწერა 1937 წელს.

169 მკითხველთა ლიგა


მშვენიერება

იყო ერთი დიდი და სვიანი ციხე-ქალაქი აყვავებული ზღვისპირა ქვეყნისა.


მიქელ თარინგზელს დაუარსებია იგი უხსოვარ დროს.
ამ ქალაქს და მის მიმდგომ სანახებს განაგებდა დედოფალი მაგდანა ოდესღაც.
ადრე დაქვრივებულს, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა ერთი, მზეჭაბუკი.
უცნაური სიკვდილი წილად ხვდომია მას, გოგ და მაგოგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ
უვნებელი დაბრუნებულა ბრძოლის ველიდან, მუდამ.
ლომგულოვანს უწოდებდნენ როსტომს მეტსახელად, რადგან არც კი იცოდა, თუ რა იყო
სიკვდილის შიში.
თუმც სიბერეში გადამდგარს, მაინც ჭარმაგმეფეს, საკუთარი ძმა შემოაკვდა ნადირობის
დროს.
ეს ამბავი ხელზე დაიხვიეს ხუცებმა, იმდენი უჩიჩინეს სულის ამოხდომის საშინელებისა
და მომავალი განკითხის გამო, სიკვდილის შიშმა შეიპყრო შემზარავმა, მრავალნაცადი
გმირი, და უეცრად გარდაიცვალა.
მაშინ ბრძანა, თურმე, დედოფალმა მაგდანამ, უფლისწულისათვის არ გაემხილათ ეს.
მზრდელსა და ეზოსმოძღვარს, მანდატურებსა და სეფექალებს, ყველას, ყველას აღუკვეთეს
სიბერის, შიშისა და სიკვდილის ხსენება.
უსასტიკესი ტაბუ დაადვეს ამ სამ სიტყვას ზღვისპირა ქალაქში და მთელს სამეფოში,
რომელიც გოგ და მაგოგის შემოსევისაგან იცავდა სამხრეთს. გარდაიცვალა თუ არა როსტომ
მეფე, გადაეგო ამ საბრძანისში სახსენებელი მისი.
მოკვდებოდა ვინმე სასახლეში, ან სატახტო ქალაქში, ვერავინ ბედავდა ძაძის ჩაცმას,
აღაპები აკრძალული ჰქონდათ ხუცებს, ლოცვების აღვლენა მიცვალებულთა სულების
სალხენად, არც თუ ვინმეს შეეძლო ამ სოფლიდან გასულთა ხსენება.

170 მკითხველთა ლიგა


II

ნებიერად აღზრდილს წადილს უსრულებდა მზეჭაბუკს ყოველგვარს დედა.


უდრტვინველად იზრდებოდა ყრმა სეფეწული, მოკეთეთა სასო და ქვეგამხედვართა
რისხვა მომავალი.
წამოიზარდა მზეჭაბუკი, გაძლიერდა, ვითა ბოკვერი ლომისა, და გაბრწყინდა, როგორც
თავათ მზე.
მზისფერი კულულები გადმოეღვარა შუბლზე – სწორუპოვარ მოისარს და მეჩანგეს
იგავმიუწვდომელს.
ყოველივე კეთილად მიმდინარეობდა იმ ქვეყანაში, რომელიც გოგ და მაგოგის
შემოსევისაგან იცავდა სამხრეთს.
ამჩნევდა ქვრივი დედოფალი: დაღვრემილი დადიოდა სეფეწული მაინც.
მშვილდი და ისარი მოიძულა ყაბახის მოყვარულმა ვაჟმა, აღარც ჩანგს ახლებდა ხელსა,
არც ცხენზე ჯდომა და ჯირითი ახარებდა, არცა ნავით გასვლა კვლავინდებურად ზღვაში,
არც ღვინის სმა ტოლებთან, არცა კამათლების მღერა.

III

დარდობდა დედოფალი მაგდანა.


ვინ იცის, სეფექალთაგანს რომელიმეს გაუმიჯნურდა ყმაწვილი იდუმალ, სამაგიერო არ
მიუზღვეს, დარდობდესო იგი ამადაც.
უკვირდა, დიახაც:
ვინ უნდა იყოსო ჩემს შიმუნვართა შორის, ან მახლობელ სამთავროებში ისეთი, ვინც არ
შეიშნობდესო მზისფერ კულულებიან სეფეწულის ალერსს.
გამოჰკითხა დედოფალმა სეფექალებსა და კარისკაცებს.
ჯერ დიაცთან დალაპარაკებულიც არ გვინახავსო ტახტის მემკვიდრე.
ეგებ მახლობელნი არ მოსწონდეს, მორიელის ტრფიალი აწუხებდესო ჭაბუკს.
ესა სთქვეს მცხოვნებმა კარისკაცებმა, რომელნიც სამიჯნურო საქმეში, დიახაც, ჩახედულნი
იყვნენ.
მაშინ აწვიეს უტურფესნი დიაცნი ზღვის ამიერ და იმიერ სამეფოებისა სრულიად.
მეფეთა, მთავართა, ერისთავთა და დიდაზნაურთა ქალ-რძალნი.
ვარდობის თვეში იზეიმეს ვარდობა.
ვარდზე უტურფესნი დიაცნი შეჰყარეს როსტომ მეფის სასახლეში იმ დღეს.

171 მკითხველთა ლიგა


ჰკრეს ქოსსა და წინწილს მარმარის სასახლის განიერ თაღებს ქვეშ, ჩანგნი და ჩონგურნი
ტკბილად აამღერეს.
მთელი საღამო უთვალთვალებდა დედა, მაგრამ დიაცთაგანს უბრალოდ არავის
შესიტყვებია მზეჭაბუკი.
სუფრის ბოლოს იჯდა ნაღვლიანი და სვამდა ჭარმაგი კაცივით დაზაფრული ღვინოს...

IV

მეორე დღეს მონადირეთუხუცესი წარუდგა დედოფალს და მოახსენა:


მე ვიციო სეფეწულის დარდიანობის წამალი.
თავგადაგებული მონადირე იყო როსტომ მეფე, ამაშიაც მას ემგვანებაო მემკვიდრე.
სამეფო ნაკრძალებში ისე გაზულუქდა ეშვი და დათვი, ნათესები გაგვიოხრა ნადირმა,
ნახირში ერევაო მშველი და ჯეირანი, რადგან როსტომ მეფის შემდეგ კაცს არ გაუსვრიაო ამ
ტყეებში ისარი.
თან წარვიტანო სანადიროდ სეფეწულს, გავუქარვებო გულისჯავრს უთუოდ.
მოიწონეს ვაზირებმა ეს აზრი, მაგრამ დედოფალმა უარჰყო მონადირეთუხუცესის
თათბირი.
ეგ როგორ იქნება, ნადირობა თუ დაიწყო, ხომ გაიგებს მზეჭაბუკი, თუ რას ნიშნავსო შიში
და სიკვდილი.

ასე ურჩიეს ვაზირთა და გადასწყვიტა დედოფალმა თავათ ეკითხა დაღვრემილობის


მიზეზი მისთვის. მზეჭაბუკი გაწითლდა და არა მიუგო რა.

172 მკითხველთა ლიგა


VI

მესამე დღეს თავათ შემოვიდა დედოფალის საწოლ-დარბაზში მზეჭაბუკი და ეუბნება


დედას:
„გინდა გაიგო, დედი, თუ რადა ვარ დაღვრემილი? სიტყვა მომეცი გულახდილად მომიგო
კითხვაზე“.
მეფური სიტყვა მისცა მბრძანებელმა.
„მაშ ეგ მითხარი, რა იქნა მამაჩემი?“
მამაშენი მოკვდაო, შვილო.
„მოკვდაო?“
გაოცდა ყმაწვილი.
„ახლა ეგ მამცნე, რას ნიშნავს მოკვდა?“
„მამაშენი მიწაში დავმარხეთ და ამას ეწოდება ჩვენს ენაზე მოკვდა“.
„თუ მოვაო ოდესმე მამაი?“
„არა, არ მობრუნდებაო არასდროს იგი. სიკვდილი მოგვდგამს ყველას. მტვრად
ვიქცევითო, ერთხელაც იქნება, რადგან მიწის ვალი მართებსო სულიერთაგანს ყოველს“.
ვაჟი ეკითხება ისევ დედას:
„ნუთუ მეც მოვკვდები და დამმარხავენ მიწაში, დედილო?“
ღმერთმა ნუ ჰქნასო, შვილო.
ამის მეტად ვერ ანუგეშა დედოფალმა ჭაბუკი.
აიმღვრა მზეჭაბუკი.
„მე არ მინდა სიკვდილი, დედილო, მე ხომ არ მითხოვნია სიცოცხლე ღვთისათვის, მაშ
რად მართმევს თავისგანვე ნაბოძებს?
ახლავე უნდა გადავიკარგო აქედან და ვიპოვნო ისეთი ქვეყანა, სადაც მიწა არ დაუტორავს
ჯერაც სიკვდილს“.
ესა სთქვა მზეჭაბუკმა, გამოაყვანინა სამეფო თავლიდან თავისი ფეხკავშა ულაყი, თავათ
შეჰკაზმა, ჯაჭვი და ჭურვი მოსძებნა თავისი, სამასი ისარი ჩაიწყო სამ კაპარჭაში. არ ინდომა
ამალა.
დაიბარა: სამ წელს თუ არ მოვბრუნდი, ფლასით შემოსეთო მარმარის სასახლე, ძაძა
ჩაიცვითო და სულის ჩემის სალხენად აღავლინეთო ლოცვები.
იმ საღამოსვე დააგდო ზღვისპირა ქალაქი და საბრძანისი თავისი.

173 მკითხველთა ლიგა


VII

იარა,
იარა,
იარა,
სამი ტრამალი, სამი მთა გადაიარა, მაინც ვერ მიაგნო უკვდავთა ქვეყანას.
დაბობღავდა კლდესა და ღრეში, ნადირი ბევრი ხვდებოდა გზაში და ველურ ფრინველთა
გუნდი, ესროდა მზეჭაბუკი, მაგრამ რაკი შიშისა და სიკვდილის ამბავი არავის უსწავლებია
მისთვის, ისეთ ყივილს ასტეხდა მათ დანახვაზე, თავათვე აფრთხობდა წინასწარ ტყიურს,
ბოლოს უთუოდ დააცდენდა ოტებულს ისარს.

VIII

სამმა წელმა განვლო, და შეიკერა დედოფალმა მაგდანამ ძაძა. გამოიტანეს ნიშანი:


მზეჭაბუკის საცმელი ბისონისა და ზეზისა, ხმალი და აბჯარი ოქროცურვილი, მუზარადი
და უნაგირი ვერცხლისა. ფლასით შემოსეს მარმარის სასახლის თეთრი სვეტები, ტაძარში
ლოცვები აღავლინეს სეფეწულის სულის სალხენად ხუცებმა.

IX

ისრები შემოაკლდა უსაზმნოდ მონადირეს, გულს არ იტეხდა მაინც, პანტითა და


ღოლოთი იკვებებოდა, მიდიოდა დაუცხრომლად უკვდავთა ქვეყნის საძებნელად ველად
გაჭრილი რაინდი.
ერთ ტყეში ერთი შავი მელა შემოეყარა.
იფიქრა: ამას მაინც მოვკლავო უკანასკნელი ისრით.
მიუხვდა საწადელს მელა.
დაცუცქდა კორდზე და ეუბნება:
„გირჩევ ნუ გასწირავ უკანასკნელ ისარს, გამოგადგებაო უთუოდ“.
არ დაიშალა სეფეწულმა თავისი.
უკანასკნელი ისარი ესროლა, ისევ მოეცარა ხელი.

174 მკითხველთა ლიგა


ხელში შერჩა ცალიერი მშვილდი და კაპარჭი და თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო
უიარაღომ შიში.
გაჰქუსლა დანდობილად ცხენი. მთელი დღე მიდიოდა ჭენებით.
ღიჭიანებში შემოაცვდა სამოსი, ქუში შეეყარა ცხენს, ფლოქვები დაუსივდა ღორღიან
გზებზე ჭენებისაგან.
ერთ მუხის ქვეშ გადაიჩრდილა მგზავრმა, კვლავ შეჯდომა რა დააპირა, წაიქცა ცხენი და
ამოხდომა
დაიწყო
სულმა...
ცხენის თვალის თეთრონიდან შეიცნო სიკვდილი მზეჭაბუკმა თავის სიცოცხლეში
პირველად.
მიჰყვებოდა ბილიკებს სეფეწული ფეხით, მიდიოდა ოფლში გაღვარული, ერთ უდაბურ
ტევრს შეაფარა სიკვდილისაგან შეძრწუნებულმა თავი.
იფნის ქვეშ წყაროს თვალს მიადგა მოწყურებული. დაიჩოქა წყლის დასალევად.
თვალი ჰკიდა:
სავსებით გათეთრებოდა თმა-წვერი. ახლა სიბერეც შეიცნო მზეჭაბუკმა, მაინც მოიკრიბა
უკანასკნელი ძალა.

შვიდმა წელმა განვლო.


აღარ თავდებოდა სამზეო მაინც.
უკანასკნელ ტრამალს მიადგა ერთს, ხვატისაგან გადარუჯულს.
ჭინჭველი რომ ჭინჭველია, იგიც არ ღიმღამობდა არსად.
ჩრდილოეთისაკენ გაიხედა მზეჭაბუკმა, აღარაფერი მოსჩანდა ველზე.
სამხრეთისაკენ მიაშტერა მზერა, არც იქიდან მოდიოდა ჩქამი.
ახლა დასავლეთისაკენ მიბრუნდა, არც მანდ სჩანდა სიცოცხლის ნატამალი. მხოლოდ
აღმოსავლეთისაკენ, შორს, ძლიერ შორს ბუნდოვნად რიალებდა უცნაური ჩვენება.
მიუახლოვდა მზეჭაბუკი და ხედავს:
დაჩოქილიყო ველზე ირემი, დრუნჩი დაედო თავჩაქინდრულს მიწაზე.
ცრემლები სდიოდა მჭმუნვარეს, ხოლო ქორბუდიანი რქები ღრუბლებს მისწვდენოდა
მისი.
ინანა მზეჭაბუკმა: რად დავხარჯე უკანასკნელი ისარი უსაზმნოდ?

175 მკითხველთა ლიგა


თავი აიღო ირემმა და ეუბნება:
„ეგ ცალიერი კაპარჭები რომ დაგიკიდნია, რად არ შემოინახე უკანასკნელი ისარი
ჩემთვის!“
გაოცდა მზეჭაბუკი: თუნდაც ერთი სულიერიც რომ ნატრობდა ამქვეყნად სიკვდილს.
ახლა ეს ჰკითხა ირემმა მგზავრს:
საიდან მოსულხარ, ან საითკენ გიძევსო გზა!
„ზღვისპირა ქვეყნიდან, ძმაო, როსტომ მეფისეულ საბრძანისიდან, რომელიც გოგ და
მაგოგის შემოსევისაგან იფარავდა სამხრეთს.
სიკვდილის შიშისაგან გული გაუსკდა მამაჩემს, მე კი ისეთ ქვეყანას დავეძებ, რომელიც
ჯერ არ დაუტორავს სიკვდილს“.
„მადლი უფალს, – მიუგო ირემმა, – ისეთი ქვეყანა რომ არსად არსებობს, სადაც ჯერ არავის
სმენია სიბერე, შიში და სიკვდილი“.
„რამ მოგაბეზრა სიცოცხლე, ძმობილო?“
შეეკითხა მზეჭაბუკი ნადირს.
„მე ბედმა დამწყევლა ასე: ამ უწყალო ტრამალზე ვიცხოვრო, ვიდრე ცას არ მისწვდენია
ჩემი ქორბუდიანი რქები.
დარჩი, თუ გინდა ჩემთან, და შენც იცოცხლებ, სანამ მე აქა ვარ“.
„არა, ჩემო კეთილო, მე არ მინდა დღენიადაგ შენს ტანჯვას ვუყურო, თავათაც ვიტანჯო
სიკვდილის ლოდინში.
მე მინდა, ისეთ მხარეს მივაგნო, რომელიც ჯერ არ დაუტორავს სიკვდილს“.
ეს უთხრა მგზავრმა და გაეცალა ირემს.

XI

იხეტიალა, იხეტიალა მგზავრმა და გამოჩნდნენ ცისფერი მთები.


მიეახლა და ნახა კლდოვანი ქვეყანა, მიწისძვრებისაგან დახეთქილი ფლატეებითა.
მიჰყვა ბილიკს დაცერებულს და მიადგა ერთ ძერასფერ მწვერვალს, სამი მხრიდან
უფსკრულებით შემორაგულს.
არც კაცი, არც ნადირი, არც ფრინველი არსად ჭაჭანებდა, მხოლოდ მთის ზეთავიდან
ისმოდა უმცირესი ჩქამი.
მზერა დაძაბა მზეჭაბუკმა, ნახა: ყორანი დამჯდარიყო კლდეზე და ჰკორტნიდა
ნისკარტით ქიმს.

176 მკითხველთა ლიგა


„ეგ ვერცხლის მშვილდი დაგიკიდნია, მონადირევ, და ეგ ცალიერი კაპარჭები ამაოდ,
ჩემთვის რად არ შეინახე უკანასკნელი ისარი, ძმაო?“
ეუბნება ყორანი მგზავრს.
გაუკვირდა მზეჭაბუკს, ახლა მეორე სულიერი რომ შეეყარა სიკვდილის მონატრული,
დუმილი არჩია თავათ.
საიდან მოდენილხარ, ან საითკენ გიძევსო გზა?
„ზღვისპირა ქვეყნიდან, ძმაო, იქითკენ, სადაც არ ახსენებენ სიბერეს, შიშსა და სიკვდილს“.
მიუგო მზეჭაბუკმა ცნობისმოყვარეს.
ყორანს გაეცინა ამის გამგონეს.
შლეგი ყოფილაო, იფიქრა, თმებში ჭაღარა გარევია და ერთხელაც არ მონატრებიაო
სიკვდილი.
„სად გაგონილა, ძმაო, მთაზე თოვლი მოსულიყოს და ზამთარს გაურბოდესო მთიელი?“
ამის თქმა არ აკადრა სტუმარს, თავაზიანად უამბო იგავი:
მზეჭაბუკმა ვერ გაიგო ქარაგმულად ნათქვამი და ისევ გზას ჰკითხავდა შავოსანს.
შენიშნა ჭკვიანმა ყორანმა: ირიბული ვერ გამიგოვო და პირდაპირ ეუბნება სეფეწულს:
„ამდენი საუკუნეა ამ მთაზე ვცხოვრობ და არაოდეს მსმენია ისეთი ქვეყანა, რომელიც
ერთხელაც არ დაეტორნოს სიკვდილს.
თუ გინდა, დარჩი ჩემთან, ძმაო, გადაიჩრდილე“.
„სანამდის იჯდომები მაგ მთაზე, ყორანო?“
„ბედმა დამწყევლა ასე: ვიდრე ნისკარტით არ ამოვკორტნი ამ მთას და იმ უფსკრულებს არ
ამოვავსებ, ვერ ვეღირსები სანატრელ სიკვდილს“.
ბრიყვი ყოფილაო, გაიფიქრა მზეჭაბუკმა და ასე მიუგო ყორანს:
„არა, ძიაკაცო, ეს ის არაა, რასაც მე ვეძებდი აქამდის.
რა ლხენაა ჩემთვის, დღენიადაგ აქ ვიჯდე შენთან და ვუცადო ვიდრე შენი ნისკარტით
მოჰკორტნიდე ამ მთას და იმ უფსკრულებს ნამუსრევით ამოავსებდე.
რა ლხენაა ჩემთვის, ყური ვუგდო, შენი ნისკარტის რაკუნი როგორ მომიახლოვებს
სიკვდილს“.
ეს უთხრა და გაეცალა მგლოვიარე შავოსანს.

177 მკითხველთა ლიგა


XII

კიდევ ცხრა წელს იარა მზეჭაბუკმა და მიადგა ბნელეთის კიდეს, სადაც არც თოვლია და
არც ქარი, არც ბალახი იზრდება ოდესმე, სადაც ადამიანის და ნადირის ნაკვალევიც არ
აჩნდა მიწას.
თეთრი მეთოლიები დასტრიალებდნენ თვალღია ზღვას, ვიშვიშით აყრუებდნენ
მანდაურობას.
მეთოლიები გაყუჩდნენ ერთბაშად და უცნაური რაწკუნი მოისმა მაღლიდან.
ზეაიხედა მზეჭაბუკმა და დაინახა ოქროს ჯაჭვი, დაკიდებული ციდან, თვალი ააყოლა და
ნახა კლდე იდგა მაღალზე მაღალი.
კლდეზე კოშკი გადმოკიდებულიყო ალმასისა და ლაპლაპებდა უცნაურის ციაგით.
აჰყვა მზეჭაბუკი ამ ჯაჭვს.
დანდობილად გაიღო სპილენძის კარი ალმასის კოშკისა.
ქუდი მოიხადა გაოცებულმა და უკითხავად შევიდა შიგ.
იფარა კარი მანვე, ვინც თავათ გაუღო, და მიაძახა უხეშად სტუმარს:
„ხმა არ გაიღო, ბერიკაცო, არაფერი თქვა, რადგან კაცთა სიტყვას არ გააჩნია ბგერა იმის
აღსაწერად, რის ლაპლაპიც მზის ელვას ჩრდილავს.
მარცხნით იარე, მარჯვნით არ მიიხედო და პირდაპირ შეაღე სპილოსძვლის კარი“.
ეწყინა მზეჭაბუკს, ახლა სხვის ნათქვამიდანაც რომ შეიცნო უკვე სიბერე.
სპილოსძვლის კარი შეაღო მზეჭაბუკმა.
უზარმაზარ დარბაზში ტახტი იდგა ოქროსი, მზეთუნახავი ზედ იჯდა, უთეთრესი
თოვლისა. გაუღიმა ქალმა და ეუბნება სტუმარს:
„აქ რამ მოგიყვანაო, ჭაბუკო?“
გაოცდა მზეჭაბუკი:
„როგორ თუ ჭაბუკოვო. აკი შენმა მეკარემ ასე მითხრა, ბერიკაცოვო“.
„ამას კარის ზღურბლზე გეტყოდა სახლთუხუცესი, ამ პალატებში ვინც ფეხს შემოსდგამს,
ბერიკაციც რომ იყოს, გაჭაბუკდება და მოკვდავი გაუკვდავდება, რადგან ჩემს საუფლოში
ჯერ არავის სმენია სამი რამ: სიბერე, შიში და სიკვდილი.
თუ არა გჯერა, ჩაიხედე, ე, მანდ სარკეში“.
მზეჭაბუკი გახარებული მიეჭრა ვერცხლის სარკეს, კედელზე დაკიდულს, და გაიხარა,
თავისი მზისფერი კულულები რა კვლავ იხილა.
გულმოცემული სტუმარი მიეახლა მზეთუნახავს და ეუბნება:
„მე არ ვიცი ვინაობა, თვალმშვენიერო, შენი, მაგრამ ასე მგონია რატომღაც, ეგ შენა ხარ,
ვისთვისაც ვჭმუნავდი მამისეულ მარმარის სასახლეში, ვისთვისაც დავაგდე სკიპტრა,
გვირგვინი და საბრძანისი, რომელიც გოგ და მაგოგის შემოსევისაგან იცავდა სამხრეთს“.

178 მკითხველთა ლიგა


„შენ თუ უკვდავებას ეძებდი, ჭაბუკო, ეს მე ვარ, – მშვენიერებაა ჩემი სახელი, რადგან
ყველაფერს და ყველა ხმას, ყოველივეს, ჩემს გარდა, წარხოცავს ჟამი.
ასეთი ვარ, შექმნის პირველივე დღიდან და ასეთი დავრჩები უკუნითი უკუნისამდე.
მე ვარ თავათ ბედნიერება და უჭკნობი სიცოცხლე სამყაროისა. თუ გინდა, დარჩი
სამუდამოდ ჩემთან, მაგრამ...“
„მაგრამ რაო?“
„...მაგრამ მერწმუნე, მოკვდავო, შენ უკვდავებაც რომ მოგანიჭო, ოდესმე სანატრელი
გაგიხდება სიკვდილი“.
უარესად გაოცდა მზეჭაბუკი.
ტახტი, გვირგვინი დამიგდია უკვდავების მაძიებელს, ამდენი მივლია ტყესა და ღრეში,
სიბერე, შიში და სიკვდილი საკუთარი თვალით ვიხილე და კიდევ როგორ ვინატრებო
სიკვდილს.
გაიღიმა მშვენიერმა და მიუგო სეფეწულს:
„უთუოდ მოგენატრება, ჭაბუკო, სიკვდილი და მიწა, ალმასის კოშკშიაც, რადგან სხეული
შენი თიხისაგანაა შექმნილი, ამიტომაც ვალი გაწევს დედამიწისა.
თუ გინდა, დარჩი ჩემთან, ოღონდ არ ახსენო შიში და სიბერე, ხოლო სიკვდილის ნუ
გეშინია, იგი ვერასოდეს გადმოაბიჯებს სპილენძის ზღურბლს ალმასის კოშკისას“.
მზეჭაბუკი ფერხთით დაუვარდა მშვენიერებას. მუხლს უკოცნიდა, აღტყინებული
შესცქეროდა სიზმარეთის ჩვენების სადარს.

XIII

ათასმა წელმა ისე განვლო, როგორც ერთმა დაფახულებამ თვალისამ.


შენიშნა ბოლოს მზეთუნახავმა: დარდობდა ჭაბუკი იდუმალ.
„თვალმშვენიერო, – ეუბნება ერთხელ მზეჭაბუკი მზეთუნახავს, – გულნაღვლიანობის
მიზეზს ნუღარ მკითხავ ამიერიდან. ან როგორ გაიხაროს გულმა, როცა ამდენი ხანია
საყვარელი დედა აღარ მინახავს, არც მეგობრები, მოკეთენი და საბრძანისი მამის ჩემისა,
სადაც ვშობილვარ და სიყრმიდანვე გავზრდილვარ სადაც.
ნება მიბოძე, მცირე ხნით, სულ მცირე ხნის განშორებისა, მერმე მოვბრუნდები და
სამარადისოდ დავრჩები შენთან“.
ღიმილით უთხრა მზეჭაბუკს მშვენიერებამ:
„მე ხომ მცოდნია, რა ძალა აქვს მიწას. წა, შე საცოდავო, და ეწიე ყოველი კაცისა და ყოველი
არსის უცილო ხვედრს.

179 მკითხველთა ლიგა


გახსოვდეს ოღონდ: შენ დაჰყავი ათასი წელი ალმასის კოშკში, ერთი მეათასედი
მარადჟამობის ერთი წამისა, მეეჭვება, შენიანები დაგიხვდნენ ცოცხალნი.
აჰა, ორგვარი ყვავილი, ეს მინდა გაგატანო იმ სოფლად“.
ეს უთხრა და გაუწოდა ორი ყვავილი, ერთი – უწითლესი სისხლისა, მეორე – უთეთრესი
თოვლისა. “
„... ვინძლო შენს საბრძანისში მისულს, კვლავ მოგინდეს იცოცხლო ათას წელს, უყნოსე
წითელს, ხოლო უკეთუ სიკვდილის ფასი შეიგნო, მაშინ თეთრი მოიშველიე. არ შეგეშალოს
ეს ამბავი ოღონდ“.
ეს დააბარა მშვენიერებამ ჭაბუკს.

XIV

როცა კვლავ მიწაზე ჩამოვიდა მზეჭაბუკი, აიყარნენ მეთოლიები ზღვიდან, გადაეფოფრნენ


მიწას, უკან მისდევდნენ და მიჰყივოდნენ:
„მშვიდობით, მშვიდობით“.
იარა, იარა,
და მიაღწია მთის მწვერვალს.
მაგრამ სადღა იყო მწვერვალი?
მთა და ბარი გაესწორებინა შავოსანის ნისკარტს, კლდეთა ნამუსრევებით ამოევსო
უფსკრული.
თავათ ყორანი მუშტისოდენა ქვაზე დაყუჟულიყო, ფრთებს ქვეშ ამოედო თავი.
„მწუხრი მშვიდობისაო, ყორანო, ბატონო“.
მიესალმა მგზავრი.
არ გაიღო მძინარემ ხმა.
ხელი შეახო მზეჭაბუკმა ნაკრტენს და მტვრად იქცა ყორანი.
თურმე მიწის ვალი მოეხადა შავოსანს და მოეხვეჭა, როგორც იქნა, სიკვდილი.
ტრამალს ჩაუარა მზეჭაბუკმა უკაცრიელს, აქ ირმის ძვლებიღა დაუხვდა მიმოფანტული
მიწაზე.
თავის ქალაც მუნვე ეგდო შუაგაპობილი, ზეცას მისწვდენოდნენ ქორბუდიანი რქები.
გადახდენოდა უკანასკნელი გადასახდელი ირემსაც.

180 მკითხველთა ლიგა


XV

მღელვარე გულით მიეახლა მზეჭაბუკი თავის საბრძანისის სამანებს. აჰა, სანახები


მშობელი მხარისა.
გორაკები და გორმახები კვლავინდებურად მიჯნავდნენ ველებსა და კაპანებს.
მთებიდან დაძრულნი მდინარენი ძველ კალაპოტებს მიჰყვებოდნენ ზღვისკენ გავაკებულ
ბარს.
ასე უცვლელი დარჩენილიყო ყოველივე ბუნებისმიერი.
ზღვიდან და ტბებიდან ჭაობის ფრინველები დგებოდნენ შხუილით. ჯიხვისა და არჩვის
ჯოგები ჩამოდიოდნენ მჟავე წყლებზე ბღავილით, მშველი და ჯეირანი ერეოდა ნახირში.
ახოებიდან, ღიჭიანებიდან აფრენილი ხოხბები ახარებდნენ თვალს, გნოლის გუნდები
დაგოგავდნენ ფლატეების ძირას. ყოველივე ისევე დაუხვდა სეფეწულს, როგორც
სიჭაბუკეში ენახა ოდესღაც.
რა მიეახლა სატახტო ქალაქის სანახებს, აქ ყოველივე შეიცვალა ანაზდად.
ტრამალები და ველები მოეხნათ, ტყეები გაეკაფათ, ახოებსა და ეწერებში ბაღნარები
გაეშენებინათ, მდინარეებზე ხიდები აეგოთ, ხოლო იმ ნაკრძალებში, სადაც როსტომ მეფეს
ნადირობა უყვარდა, გუთნისდედები სიმღერით უკან მიჰყვებოდნენ გუთნეულებს.
მხიარულად ღიღინებდნენ მეხრეები.
ბექობებზე შემდგარი მწყემსები მზეჭაბუკისათვის უცხო ენაზე უყივოდნენ ერთიმეორეს.
ადამიანები შეცვლილიყვნენ გამოუცნობლად.
ეუცხოვა სეფეწულს ტანისამოსი და საქციელი მათი.
ყურს მიუგდებდა წინ შემომხვდარ გამვლელებს, აღარ ესმოდა მზეჭაბუკს ნირშეცვლილი
მეტყველება მშობლიური ენისა.
ეს მთები, მხოლოდ მთები არ შეცვლილიყვნენ, ეს საყვარელი მწვერვალები, ეს შრიალა
ჩქერალები, ეს ჯაჭვისფერი ფლატეები და გვირაბები თვალჩაშავებული.
ამ მინდორზე ყაბახი იყო ოდესღაც. აქ ისარი სჭერია მზეჭაბუკს, ტოლებთან მოჯიბრეს.
ამ მდინარეში უბანავნია, ამ ციცაბოდან გადაუხედავს მზის ჩასვლისას და დამტკბარა, თუ
როგორ მოსავდა ოქროცურვილი სხივებით მზე მამისეულ მარმარის სასახლეს, რომელიც იმ
ბექობზე იდგა, საბრძოლო გოდოლებით გარს შემორაგული.
ეჰა, სადღაა სვიანი ქალაქი ან მშვენება ამაყი სასახლისა, რომლის ზეთავზე ფრიალებდა
ოდესღაც დროშა ლომისპირიანი!
აგერ ნაცნობი ქუჩები და შუკები.
ესალმება მზეჭაბუკი გამვლელებს, ეკითხება, რა მომხდარაო ჩემს საბრძანისში, ან სად
არისო დედოფალი მაგდანა, მისი ტაძრეული, ან მოკეთენი მისნი?

181 მკითხველთა ლიგა


შესდგებოდნენ გამვლელები, მაგრამ არავის ესმოდა მზეჭაბუკის ნაუბარი, შეხედავდნენ
გაოცებულნი და გაეცლებოდნენ უცხოთაგანს აბეზარს.
იავარქმნილიყო ყოველივე ძველი. საბრძოლო გოდოლები შეემუსრათ, ახალი
სრასასახლენი აეგოთ ზღვისპირად.
ჭოტი იგლოვდა ნანგრევსა და ნატამალს. ხვლიკები დანავარდობდნენ სამეფო პალატების,
საჯინიბოების და ასპარეზების ბალავარებზე.
სურო და ხვიარა გასულიყო ტაძრებისა და სასახლეების სვეტების ნამუსრევებზე.
ერთადერთი გუმბათმორღვეული სამრეკლოღა დარჩენილიყო თავის უჩინარობის
წყალობით.
მოხუცი ბერი იჯდა მახლობელ ლოდზე და ფურცლავდა ჩალისფერ ხელნაწერს.
მზეჭაბუკი მიეჭრა ბერიკაცს და ეუბნება შეძრწუნებული:
„ეს მარქვი, მამაო, სადღაა როსტომ მეფისეული მარმარის სასახლე ან სად წასულა
დედოფალი მაგდანა, ტაძრეული და მოკეთენი მისნი?
მთელი ქალაქი შემოვიარე, არავის ესმის ჩემი ნაუბარი, ეგებ შენ იცოდე რამე?"
თავი აიღო ბერმა, თვალი მოიფშვნიტა და გაოცებული მიაშტერდა მგზავრს.
„მე ძლივსღა ვგებულობ შენს ნათქვამს და ამ ქალაქის მკვიდრნი როგორ მიგიხვდებოდნენ?
შენი ენა აწ ამ ძველ ხელნაწერშია დარჩენილი, შენს სიტყვებს ჩვენი წინაპრები
ხმარობდნენ თურმე ათასი წლის წინათ და მე მაოცებს, რომ თუნდაც ერთი კაცი დარჩენილა
ეგრე მეტყველი“.
„რას კითხულობდი, მამაო?“
შეეკითხა მზეჭაბუკი ბერს.
„ამ ფოლიანტში ასეთი ამბავი ამოვიკითხე, შვილო: ათასზე მეტი წლის წინად ვიდრე გოგ
და მაგოგი შემუსრავდნენ ჩვენს ქვეყანას და ციხე-ქალაქს, სეფეწული მზეჭაბუკი გაპარულა
სასახლიდან და მისი ამბავიც არავის სმენია მას შემდეგ“.
იდგა გაოგნებული მზეჭაბუკი. სმენადაძაბული ყურს მიუგდებდა ბერის ბლუკუნს.
მიახლოვებით მიუხვდა ნათქვამს, რადგან მზეჭაბუკი ახსენა მოხუცმა და ეს ლაპარაკი
გაუგებრად ეჩვენებოდა.
არა ნაკლებად გაოცდა ბერი, მზეჭაბუკის ნათქვამი ეუცხოვა, ვითა ფრინველთა მისანის
ძახილი ტყეში.
ეს მე ვარო მზეჭაბუკი, სამგზის გაუმეორა სეფეწულმა ბერიკაცს.
ბერი ზეწამოიჭრა, ხელები აღაპყრო დაფეთებულმა ცისაკენ.
„აჰა, ვაჲ მისტერიავ ჟამთუხანობის?
შემუსვრილია ციხე-ქალაქი, იავარქმნილია ნატახტარი მამიჩემისა.
რაღა ვარ მე აწ, თუ არა მტკნარი მოჩვენება, მხოლოდღა ლანდი გადმოხვეწილი იმ
ქვეყანაში, სადაც ყოველივე შეცვლილა, ყოველივე, გარდა მთებისა“.

182 მკითხველთა ლიგა


ესა სთქვა მზეჭაბუკმა, ამოიღო გულიდან ყვავილი თეთრი და ვნებიანად უყნოსა.

XVI

როდესაც იგი წაიქცა, შეძრწუნებულმა ბერმა ყვირილი მორთო.


მოგროვდა ხალხი და მთელმა ქვეყანამ ირწმუნა ბერის ნაამბობი:
ლეგენდის წიგნს ვკითხულობდი ძველს, ვინმე მზეჭაბუკის გაუჩინარების გამო
შეთხზულს, ლეგენდის გმირი გაცოცხლდა, თავზე წამომადგა და მკვდრების ენით
შემესიტყვაო.
1939

ამბავი ხუთასი ბოლნისელისა

შარშან ბოლნისს გავემგზავრეთ მე და ჩემი მეგობარი დავითი საკმაოდ ძველმოდური


ფორდით.
სავსებით გამოხუნებული და დანჟღრეული იყო იგი. თავმომწონე ვინმე არც კი
იკადრებდა მასში ჩაჯდომას.
ტფილის ქალაქმა ახალი, კრიალა ლიმუზინები შემოიღო და ამ ტიპის მანქანებს ექსორია
უყვეს. მათ ნება დართეს სოფლის თემშარებსა და დაცერებულ შეღმართებზე დაელიათ
უკანასკნელნი დღენი.
ეგ ფორდიც რაიონებში სამოგზაუროდ ჰქონდათ მიჩნეული სიძველეთა კომიტეტს.
იმჟამად ჩვენი ხუროთმოძღვრების ძეგლთა შეკეთება წარმოებდა და ამ ფორდით
შემოვიარეთ ბედია, გელათი, ყინცვისი, წრომი, რუისი, ატენი, უფლისციხე, თიღვა, თირი,
მცხეთა, უჯარმა, ენისელი, წუღრუღაშენი და დმანისი.
დავითი სიძველეთა შეკეთების საქმეს ხელმძღვანელობდა, ხოლო მე ვეცნობოდი ძველი
საქართველოს ძეგლებს, ადამიანებსა და ბუნებას.

183 მკითხველთა ლიგა


თანაც იდუმალი განზრახვა მქონდა გულში ასეთი: ვინ იცის, ეგებ, ამ მოგზაურობის დროს
ჩემთვის ახალი რამ წამოსცდეს-მეთქი ან კაცს, ან ქვას, ან მიწას...
ამ ფორდმა დიდი სამსახური გაგვიწია, თუმცა უნდა ითქვას: არცთუ ისე იოლი იყო
ამგვარად მგზავრობა.
გზაში ხან კამერა გაუსქდებოდა, ხან საბურავი, ხან რესორები უფუჭდებოდა, აღმართებში
ქუშიანი ცხენივით აქშინდებოდა, ჩამოვიდოდით მანქანიდან, მივაწვებოდით და ასე
დავათრევდით ტალახებში დიდის ვაი-ვაგლახით.
ზამთრის ღამეში გავეხირებოდით სადმე უკაცრიელ ტყეში, ვისხედით გათენებამდის
მანქანაში და ყურს ვუგდებდით მგლების ყმუილს.
მაინც სიამოვნებით ვიგონებ იმ წლებს...
სიძველეთა კომიტეტი დიდ საქმეს აკეთებდა, მახარებდა ამ ამბის თვალყურის დევნება.
მრავალი ათასი მუშახელი მიუსიეს საუკუნეთა გრიგალისაგან დალეწილ ტაძრებს,
კოშკებსა და ციხეებს.
გააღეს კარგამოკეტილი ეკლესიები და მონასტრები, გამოხვეტეს გაუქმებულ
საკურთხევლებიდან ფრინველისა და საქონლის სკორე, აღადგინეს ფარეხებად ქცეული
უძველესი ბაზილიკები, გასწმინდეს ხანძრებისა და ობისაგან შელახული ფრესკები და
ჩუქურთმები, მოსთხარეს გუმბათებსა და სამრეკლოებზე ამოსული ხეები და ჩირგვები,
აგროვებდნენ ეზოებში უწესრიგოდ დაყორებულ ჩუქურთმიან ლოდებსა და თავკიდურებს,
გადახურეს უძველესი ძეგლები, რომელთაც განუკითხავად აწვიმდა საუკუნეთა მანძილზე.
მშენებლობის ჟრიამული უკაცრიელ მთებში მიტოვებულ მონასტრებსაც მისწვდა,
სამასწლოვანი ცაცხვების, მუხების ქვეშ ენთო ცეცხლი, ადუღებდნენ ფისს და დღვებავდნენ
ხრეშნარევ ცემენტს.
ახალი სხივით გამოანათეს ჩვენი დიდი ხუროთმოძღვრებისა და მხატვრების
ქმნილებებმა, კვლავ ამეტყველდა მრავალი წარწერა ძველი დიდებისა, ხანაც სიმძიმილის
მომთხრობი.
როცა შთაბეჭდილებებისა და ხარაჩოებზე ბობღვისაგან დავიღლებოდი, ავდიოდი
რომელიმე სამრეკლოს ზეთავზე და ვიწერდი დღიურებს. ერთი უცნაური ამბავი მივინიშნე
იმ წლებში და იგი უნდა მოგითხროთ ახლა.

184 მკითხველთა ლიგა


II

მე გადაუდებელი საქმეები მქონდა, მაგრამ ერთმა ამბავმა მაიძულა თან წავყოლოდი


ბოლნისში დავითს.
ტაძრის რემონტი მიწურული იყო და წინაებზე დაუბარა დავითმა სუმბატს –
მშენებლობის ხელმძღვანელს: სამარხი კამერის გამოწმენდას რომ შეუდგეთ, გვაცნობეთო
წინასწარ.
შემოსთვალეს და ჩვენც გადავწყვიტეთ წასვლა. დილის ხუთ საათზე მოგვიხდა
გამგზავრება, ამიტომაც, წინა ღამით ნამუშევარმა, გამოძინებაც ვერ მოვასწარი.
სთველობა იყო.
დაცვენილი ფოთლების ფარჩაზე მიჩაქჩაქებდა ჩვენი ფორდი.
თვალს ახარებდა ყურძნით დაღუზული ვენახების დოვლათი, კიაფობდნენ
ფურცლოვანში ატმებისა და ვაშლების ღაჟღაჟა ლოყები, ზედ გზის პირად გაწკაპულ
კაკლებიდან სცვივოდა ნიგოზი.
ხიდების ყურში მოდარაჯე ბიჭუნები გვაწვდიდნენ ცხელ პურსა და ახლად მოხარშულ
ხრამულს.
მალე დამქანცა გზამ.
ვიჯექი შოფერის გვერდით, მანქანის მონოტონურ რაზრაზს აყოლილი ვთვლემდი.
ჩემს უკან გაცხარებით ბაასობდნენ დავითი და ინჟინერი მშენებლობისა, ავთანდილი.
ცხარობდა დავითი, საერთოდ მშვიდი და უწყინარი ბუნების პატრონი.
წარამარა მესმოდა მისი ხმა:
„შვიდი ტონა კირი... ასი ფუთი გაჯი... სამოცი კილო ლურსმანი...თუნუქი აღარა გაქვთ?
რას ამბობ? ერთი თვის წინათ არ მოგცა სახკომსაბჭომ სამი ათასი ფურცელი თუნუქი?..
იცოდე, ავთანდილ, ერთი ფურცელი რომ დაიკარგოს, შენც მოგხსნი, შენს სუმბატსაც“.
„სუმბატი წესიერი კაცია“, ამბობდა ავთანდილი.
კარგა ხანს მეძინა და ისევ გამომაღვიძა დავითის ყვირილმა.
„ვინ მისცა შელეგიას ნება, ეპისკოპოსის საფლავის ლოდი რომ გაუცია?“
ავთანდილი თავს იმართლებდა, სუმბატი ტფილისში იყო სამი დღის წინათ, მას არა
უთქვამს რა ამ ლოდის გამო.
მე არაფრად მაინტერესებდა ეპისკოპოსის ლოდის დაკარგვის ამბავი და ამიტომაც
განვაგრძე თვლემა.
ახლა ხანგრძლივად მომესმოდა გვარი შელეგია. ისევ შემაკრთო ხმამაღლა ნათქვამმა:
„თუ ის ლოდი გასული საუკუნისაა, კიდევ არაფერი, მაგრამ ვაი შელეგიას ტყავს, თუ
უფრო ძველია.
ახალი ლოდებიც გვჭირია მშენებლობისათვის...“

185 მკითხველთა ლიგა


მე ნაღვლიანი გავცქერი ტფილის-ბოლნისის გზას და ვფიქრობ ჩემთვის: ეს იყო
შემოსევათა დიდი გზა.
მხარმარცხნით, მაშავერას ნაპირზე იდგა უზარმაზარი, ფარაჯიანი მეცხვარე, ფაფახი
ხელში ეჭირა და საზარელი ხმით ყიოდა.
ამ მხარეში ბევრი მივლია, მაგრამ აროდეს მინახავს ეგზომ მკვეთრად გამოტვიფრული
ანტროპოლოგიური ტიპი.
ამ კაცს ისეთი ჭრუტა თვალები ჰქონდა და მაღალი ღაწვები, მონღოლები მომაგონა მან,
ხოლო მონღოლებმა თემურლენგი.
თვალწინ წარმომიდგა, თუ როგორ მოდიოდნენ ტფილისისაკენ მისი ურდოები.
მაშავერას ნაპირზე გამოუვლია ოქროსგვირგვინოსან ბარბაროსს.
„ლაშქარი მისი იყო უმრავლესი ქვიშისა და ფოთლისა. ბრძოლის ველს რისხვით
მოევლინებოდნენ, ვითა პილონი მთვრალნი, ჰოროლებითა და სატევრებით აღჭურვილნი.
ფარებს მათსას ნიანგის ტყავი ჰქონდა ზედ გადაკრული, ჰუნენი მათნი შემოსილნი იყვნენ
ვეფხის ტყავითა.
არ ეშინოდათ მათ არც სიკვდილისა, არც წამახული ხმლისა, არცა ცეცხლისა10.
ამ ურდოებს უკან მოჰყვებოდა მათივე ცოლებითა და ბალღებით დახუნძული ქარავნები
აქლემებისა, მოჟღარუნებდნენ ზანზალაკები, მობღაოდნენ თან წამოლალული ჯოგები და
ფარები.
კვლავ ჩემ თანამგზავრთა საუბარს ვათხოვე ყური.
ახლა ვიღაც ფაშას ახსენებდნენ დავითი და ავთანდილი წარამარა.
გამაოცა ამგვარმა სახელმა.
ღიმილით მოვუბრუნდი დავითს:
„კაცო, ნუთუ რომელიმე ფაშა კიდევ მოიძებნება ახლა?“
გამოირკვა:
ეს ყოფილა ვინმე ახმეტ ყაზიმ ოღლი, რომელსაც დიდი ფარა ჰყოლია კოლექტივის
შემოღებამდის და ამიტომაც შეურქმევიათ ბოლნისელებს ფაშა. მანქანა შესდგა ახალი
გალავნით შემოზღუდული ბოლნისის ალაყაფის კარებთან.
ხანჯლიანი მოხუცი შემოგვეგება და მოგვესალმა.
„გამარჯვება, ფაშა!“
მიაძახა დავითმა.
„ღმერთმა გაგიმარჯვოს!“ მოისმა პასუხი.
რატომღაც ეს ფაშა წარმოდგენილი მყავდა, როგორც ვეება ვაჟკაცი, სწორედ ისეთი,
როგორიც მაშავერას ნაპირად შემოგვხვდა დილით.

10
თემურ ლენგის ქრონიკიდან ამონაწერი.

186 მკითხველთა ლიგა


დალეული, დამღრძვალი მოხუცი იდგა ჩვენს წინაშე.
მთლიან ცხვრისტყავიდან გაკეთებული, წოწოლა ფაფახი გვირგვინივით ზედ ადგა მის
განზე გამდგარ, ყვითელ ყურებს.
შავი ულვაშები ჰქონდა (ვგონებ, შეღებილი) და მგლისფერი წვერი.
ჩობანური ხანჯალი განზე ეკიდა, ისეთი გრძელი, რომ კვირისთავამდე უწევდა იგი.
ტაძრის ეზოში დიდი ჟრიამული იყო. ხელურებით დაჰქონდათ მიწა.
ოდესღაც სასაფლაო ყოფილი ეზო თითქმის მოესუფთავებინათ. აღებული ლოდები ეზოში
დაეყორებინათ.
ბუნებრივია, ბოლნისი, მეხუთე საუკუნის ძეგლი, ჩაწეული იქნებოდა მიწაში, გარდა ამისა,
ირგვლივ შემოწოლილი ჰქონია ტაძრის კორპუსს საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი
მტვერი და მიწა.
ახლა ეს ყოველივე შემოეცალათ, კედლები ჯერაც სველი იყო რამდენიმე მეტრის
სიმაღლეზე.
კვლავ დაეხურათ, შეეკეთებინათ ხანძრებისაგან დარღვეული კედლები.
ხარაჩოებიც შემოეხსნათ უკვე.
როგორც კი შიგნით დათვალიერება მოვათავეთ, ირგვლივ შემოვუარეთ ეკლესიას მე და
დავითმა.
ეგების წარწერა რამ გვეპოვნა ახალი.
აღმოსავლეთის ფასადზე, მიწაში ჩამავალ პატარა კიბესთან შესდგა დავითი და მუშაობის
ხელმძღვანელს ეკითხება:
„სამარხი კამერა ხომ არ გაგიხსნიათ, სუმბატჯან?“
დამშვიდდა, როცა გაიგო, არაო.
დავითი ხარაჩოების ხე-ტყის აღრიცხვას შეუდგა, მე იქითკენ გავემართე, სადაც საფლავის
ლოდები დაეყორებინათ.
მუდამ მართობდა ამგვარი ლოდების წარწერათა კითხვა, მიამიტი გულახდილობა
უბრალო ხალხისა.
ეს იყო უგემურად გამოჩორგვილი ქვები, ზოგი მწვანე, ზოგი რუხი, ზოგი ჯაჭვისფერი.
აზნაურების, ოფიცრების, ვაჭრების, ეპისკოპოსების, ხუცების საფლავებიდან აღებულნი.
თითქმის ყველა მათგანი გასული საუკუნისა იყო, ზოგიც ჩვენისა.
ყველაზე მეტად ბავშვების სამარხთა ლოდები მაღონებს ხოლმე.
ერთ მათგანზე ვიჯექი და ვკითხულობდი გალექსილ წარწერას.
დავითი წამომადგა თავს.
ფაშა თან ახლდა მას და ერთიც თუშურქუდიანი კაცი.
„ეგაა ჩვენი შელეგია“, მეუბნება დავითი.
გრძელკისერა, მელოტმა კაცმა სალამი მომცა.

187 მკითხველთა ლიგა


ფაშამ რა შენიშნა წარწერები მაინტერესებდა, გვერდით ამომიდგა და მეუბნება:
ერთი ძველი, არაბული ქითაბი11 მაქვს სახლში.
„შენ ყველაფერი ისი თურმე, წაიკითხე, გაგეხარდება, ბატონო“.
„ეჰ, ჩემო ფაშა, სამწუხაროდ, ყველაფერი როდი ვიცი, მით უმეტეს არაბული...“
მივუგე.
„მულაჰმ ისის, ბატონო“.
ამბობს ფაშა და განზე იხედება.
„მოლა სადღაა, ფაშა?“
ვეკითხები.
მოლა გაჯის მომზელად გვყავსო, ბატონო.
სთქვა ფაშამ და მიმითითა გრძელწვერა მოხუცზე, რომელიც ჩვენგან დაშორებულ
უზარმაზარ ტლაპოში იდგა დაკარწახებული და გაჯს ზელავდა.
„რად გიკვირს, – მეუბნება დავითი, – ჩვენი ფაშა მოლაზე ნაკლები ხომ არ გგონია. ხანების
ნაშიერია ფაშა“.
მე დამაინტერესა ფაშას მიერ შემოთავაზებულმა ქითაბმა, მაგრამ ამ ქვების შემყურეს, ის
ლოდი გაახსენდა დავითს, რომელიც სამწვერისელ ქვრივისათვის უჩუქნია თურმე
შელეგიას.
ამიტომაც დაჟინებით მოითხოვა:
ახლავე აქ მოიტანეთო ის ლოდი.
ფაშას გაეცინა.
სამ უღელ კამეჩს ძლივს წაუღია იგი და ასე მალე როგორ მოვიტანოთო, იოლდაშ?
გადაწყდა, ჩვენ თავათ წავსულიყავით ლოდის სანახავად სამწვერისს.
როცა ბოლნისის თემსაბჭოს ჩავუარეთ, დავითს მოაგონდა:
საქმე მაქვსო თემსაბჭოს თავმჯდომარესთან.
დარბაზი ცარიელი დაგვიხვდა.
კოჭლმა დარაჯმა გვანუგეშა: მალე მოვლენო.
ვუსხედით წითელსაფარიან გრძელ მაგიდას დავითი, ავთანდილი, სუმბატი, შელეგია და
მე. ოთახში ერთადერთი სურათი ეკიდა ბელადისა.
ფაშა კარებთან ატუზულიყო.
აქ კვლავ დაიწყო დავითმა შეგონება შელეგიასი.
„ყოველ წვრილმანსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ, ამხანაგო შელეგია, რადგან
წვრილმანებისაგან შედგება დიადი.
ხომ ხედავ, რამდენი მილიონი მანეთი დაიხარჯა ჩვენი ძეგლების აღსადგენად?
ყოველი ქვა,

11
ქითაბი – წიგნი, ხელნაწერი.

188 მკითხველთა ლიგა


ყოველი ლურსმანი,
ყოველი პეშვი გაჯისა უნდა გამოვიზოგოთ. შარშან უამრავ გაჯს აბნევდა მოლა, სუმბატმა
საყვედური გამოუცხადა, ახლა სუფთად მუშაობს თურმე.
შენ უზარმაზარი ლოდი გაგისაჩუქრებია...“
ამის გამგონე, აილეწა შელეგია. შევატყეთ, მოლაყოფილთან შედარება არ იამა, მაგრამ
წყენა შესჭამა, გაწითლდა და დადუმდა.
მე აროდეს მინახავს, ეგზომ ჭარმაგ კაცს ასე გაწითლება რომ სჩვეოდეს.
„შენ მოწინავე ხარ, ამხანაგო შელეგია, დაუყვავა დავითმა, რა შენიშნა გულნაწყენობა მისი,
და განა არ იცი, რომ სახელმწიფოს ქონებას ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც
თვალისჩინს საკუთარს“.
შელეგიამ თავი ასწია და წაილუღლუღა:
„ეს იყო, ამხანაგო დავით, ეპისკოპოსის სამარხის ქვა, სუმბატას წანაკითხი ჰქონია წარწერა,
აღარ გამოვუდექი“.
სუმბატმა დაამოწმა:
ეპისკოპოსი ყოფილაო 1843 წელს გარდაცვლილი.
„კაცო, შენ ვერ გამიგე, ჩვენ ეპისკოპოსს კი არ მივსტირით, არამედ ქვას, ფულს ვხარჯავთ
ამ ეკლესიების აღსადგენად, რადგან ეს კულტურის ძეგლებია“.
„გარდა ამისა, იმართლა შელეგიამ თავი, ეს ლოდი ბოლნისის ეზოს გარეთ ეგდო და მე რა
უფლება მქონდა არ მიმეცა, მით უმეტეს, კოლმეურნის ქვრივს მიწისძვრამ დაუქცია სახლი“.
ამასობაში თემსაბჭოს თავმჯდომარეც შემოვიდა და მანაც დაადასტურა ეს ამბავი.
დავითი ამ საბუთმა ოდნავ მოალბო, მაგრამ თემსაბჭოს თავმჯდომარესთან რა მოათავა
საქმე, სამწვერისს წაგვიყვანა.

III

ხუთი ვაჟკაცი დავეჭიდეთ, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარით ლოდი.


დავითმა აიჩემა: უნდა გადავაბრუნოთ, ვინძლო მეორე მხარეზე იყოს წარწერა რაიმე.
იმოწმებდა გამოცდილებას ხანგრძლივს: ხანდახან ეგეც ხდება. გადააბრუნებენ ლოდს,
მოიხმარენ ახალ დროში ძველად გამოყენებულ ქვას და იღუპება ამგვარად ძეგლი.
მოვიშველიეთ ორი თათარი, ქვრივის მეზობლები, ვიხმარეთ ბერკეტები, შვიდმა კაცმა
ძლივს გადავაბრუნეთ ლოდი.
სავსებით მოულოდნელი წარწერა ამოვიკითხეთ მეორე მხარეზე:

189 მკითხველთა ლიგა


„ამა. პჱ, ქორონიკონს: იყო ინდიქტიონი მერვე, მზის მოქცევად მეოცე, მთვარისა
მეთერთმეტე.
ღვთისაგან წყეულმან ლანგ-თემურ სამარყანდელმან ქართლი და სომხითი წარტყვევნა და
დაწვნა ყოველნი ციხენი და ეკლესიანი“.
ამ ადგილას გაბზარულიყო ქვა და ასოების ორი მწკრივი აკლდა წარწერას.
„...როს მეფეთ მეფემან ბაგრატ და ვაჟმან მისმან გიორგიმ ბერდუჯის პირად მოსწყვიტეს
ათორმეტ ათასი სპანი თემურისა, ლანგ-თემურ ყარაბახს აოხრებდა. განრისხებულმან
გადმოლახა ლორე.
მაშინ ხუთასი ბოლნისელი შეება თემურის ლაშქარს ფოლადაურის ხევში.
მოსრნეს მრავალნი, იძლიეს ქართველნი სიმრავლისა გამო მტრისა და შემოეხვეწნეს
ბოლნისს. ეწყვნენ გალავანს სპანი თემურისანი.
კვირიაკე სამი ბრძოდნენ ბოლნისელნი. შელეწეს თათართა ბჭენი. თავები დასჭრეს ხუთას
თავდადებულს და დაჰყარნეს საკურთხევლის წინაშე.
მე ყოვლად უღირსმან, ქრისტეს მიერ გლახაკმან ლაჩიამ, ბოლნისის მნათემ, მოვიშველიე
ჩემებრ დავრდომილნი და მოვაგროვეთ ხუთასივე...“
შემდგომ ამისა რამდენიმე სიტყვა წაშლილიყო. ბოლოში მიეწერათ:
„ეჰა ვაჲმე დღისა მისთვის, რომელი მოიწია ჩვენდა“.
კამეჩები მოვაყვანინეთ: ბოლნისს უნდა ჩაგვეტანა ლოდი, მაგრამ იგი თიხაფიქალისა
აღმოჩნდა, ისედაც მრავალგზის დაბზარული ურემზე დადებისას დაგვიცურდა (ფაშამ
მარჯვენა ხელი მოატანა) მრავალი საუკუნის ქარწვიმისაგან გამოქარული დაიფშვნა.
დავითი გამგუნებული სდუმდა.
კიდევ კარგი, მე მოვასწარი ამ წარწერის ზუსტად გადმოღება, ეს გვანუგეშებდა მხოლოდ.
ახლა ამ წარწერას ვანდობ სტამბას – გუტენბერგის გენიის პირმშოს, რომელიც უფრო
გარდუვალია, ვიდრე ყოველგვარი ლოდი, მეტად შეუმუსვრელი, ვიდრე რვალი, უმტკიცესი
ლოთონთაგანი.

IV

ბოლნისს მობრუნებისას ასზე მეტი ლოდი გადავაბრუნეთ მე და სუმბატამ, მაგრამ ამაოდ,


სხვა არაფერი აღმოჩნდა.
ჯერაც ამ საქმით ვიყავი გართული, როცა მომღიმარე, მარჯვენა შეხვეული ფაშა თავზე
წამოგვადგა.
გრძელწვერა მოხუცი თან ახლდა.

190 მკითხველთა ლიგა


გამაცნო: ეგ არისო მოლაყოფილი ჩვენი.
მოლა ისე ამოთხვრილი იყო გაჯში, ძლივს შევიკავე ღიმი, მაგრამ იმ მოკრძალებამ,
რომელსაც მოხუცებული ადამიანი მგვრის ხოლმე, შემაკავებინა თავი.
ფაშამ გაზეთში შეხვეული ქითაბი გამოიღო, ახლოს მომიტანა და მეუბნება: აქ წერიაო
ყარაყოინლუს გვარის ამბავი, ბატონო.
მოლამ გამოართვა. სჩანდა წინასწარ ჰქონოდა დავალებული. ჩამოჯდა ქვაზე, ტაატით
დაიწყო მშვენიერი არაბული დაწერილობის კითხვა:
„ძარბიკ ჲერ კოკტაგოსკან ღადაღადუ მონგოლ ხოტოგან, ამაგუნ განგ გუნ-გოდუნ
იელდეკელ შასტირ“.
თანაც თავისი ჩიქორთულა ენით გადმომითარგმნა დაახლოებით შემდეგი:
„ნუსხა სხვათა და სხვათა ხარისხის მთავრებისა განგისა და გუნგისა და ყოველთა ტომთა
მათთა, მონღოლთა და თურქმენთა, მოკლე ისტორია მათი“.
აქ იყო მოთხრობილი ისტორია მონღოლურ ყარაყოინლუს12 გვარისა, რომელიც თავის
წინაპრად ასახელებდა ტაიდსუ ხაგანს (ჩენგის ხან). მეშვიდე მუხლი ამ გვარისა „პირველ
საგაზაფხულო მთვარის მოქცევისას“ თავისი ძმებით, ცოლებითა და ფარებით
საქართველოში წამოჰყოლია თემურლენგს.
სამნი ძმანი ყოფილან სამი სადროშის მეთაურნი ნოინნი:
ოობა, ჩიჩიკ და ხოიპა.
როცა თემურმა პირველად აიღო ტფილისი, ოობას შეულეწნია პირველი გოდოლი
თაბორის ციხისა.
„გველზე უშავეს გველის წელს“, ე. ი. 1593 წელს, როცა „გიორგი მეფემან განილაშქრა
ალინჯას ყოველი სპითა ქართველთა, დახოცა ლაშქარნი მტრისანი და გამოიყვანა ძე
სულტანისა“, სამცხის ათაბაგს იოანეს მოუკლავს ნოინი ჩიჩიკ, სარანგი თემურის ლაშქრისა.
ხოლო როცა ტფილისი კვლავ აიღო გიორგი მეფემ, ოობა, მექისედ გადაცმული გაპარულა
თაბორის ციხის აბანოდან.
„ყვითელი მაიმუნის თვეში“, როცა რამდენიმე ათასი ქართველი დედაწულითა
ამოახოცინა თემურმა, ხოიპა საგორავებით მოუკლავთ მთაში გახიზნულ გლეხებს.
ოობას ნაშიერებს დიდხანს უთარეშნიათ შირვანსა, სომხეთსა და საქართველოში.
ზოგი ნოინი ყოფილა, ზოგიც ათასეულის მედროშე. ერთი შტო შირვანში გამხდარა ხანი
მეჩვიდმეტე საუკუნეში, ლინდან ხანის შთამომავალნი შირვანიდან ბორჩალოს
გადმოსულან.

12
მონღოლ-თურქმენთა ტომები განირჩეოდნენ „აკ. კოინლუ“ – თეთრბატკნიანებად და „ყარაყოინლუ“ –
შავბატკნიანებად.

191 მკითხველთა ლიგა


ერეკლე მეორის დროს ეს გვარი მეთაურობდა თურმე ლეკების ბანდებს, რომელნიც
ქართლ-კახეთში მოტაცებულ ქალებსა და ყრმებს ახალციხის ფაშას მიჰყიდიდნენ ხოლმე.
ოობა-ლინდან ხანის ერთადერთი შტოის უხუცესი, ჩვენი ფაშას დიდი პაპა, სულეიმან ხან
რუსის პოლკოვნიკი გამხდარა, ბარონ უსლარს დამეგობრებია და ამ სულეიმანის ოჯახში
უპოვნია ფაშას ეს ქითაბი (ალბათ, უსლარის მიერ შედგენილი).
იდგა ჩემს წინაშე დამღრძვალი ბერიკაცი. მიჩვენებდა თავის მილეულ ყვითელ კბილებს,
დასცინისო თითქოს თავის თავს.

მეტად აგვაფორიაქა მნათე ლაჩიას წყალობით მოღწეულმა ცნობამ, ხელახლა მოვჩხრიკეთ


მთელი ეზო, რადგან წარწერა არ გვამცნობდა, თუ სად დამარხა მან ამ ხუთასი მეომრის
თავი.
შიგ ეკლესიაშიც ბევრი ვძებნეთ.
გადაწყდა: იმ დღესვე გაგვეხსნა სამარხი კამერა.
კამერა ტექნიკური ტერმინია, თორემ ეს გახლავთ საკმაოდ ვრცელი სარდაფი, ბოლნისის
ტაძრის ქვეშ მოთავსებული.
წერაქვებით აღჭურვილი შელეგია, სუმბატი და ფაშა წინ წაგვიძღვნენ და მივადექით
სამარხი კამერის კარს.
ფაშას ნაძვის კვარები მოეტანა საიდგანღაც, ჩირაღდნები ავანთეთ და შევედით სარდაფში.
აშმორებული სუნი შემოგვეგება ერთბაშად და ისეთი ერთობლივი კივილი შემოგვესმა,
უნებურად შევკრთით.
ზეავიხედე.
ჩირაღდნების უსუსურ შუქზე ასე მომელანდა: შავ ნაბდებს არიალებენო სარდაფის
ჭერქვეშ.
მერმე მოგვესმა ერთობლივი
ფრთხილი,
შუშუნი,
წრიპინი, რომლებიც ვირთხებისას წააგავდა, ჩვენ ფერხთით სეტყვასავით დაცვივდა
უამრავი შავი ფრინველები.
ზეავსწიეთ ჩირაღდნები და დაიძრა მთელი ლეგიონი ღამურებისა. საშინელი ქოთქოთით,
წივილით დარიალებდნენ ჭერს ქვეშ, კვარის შუქისაგან დაფეთებულნი, აწყდებოდნენ

192 მკითხველთა ლიგა


კარებს, ვეღარ ახერხებდნენ ერთად გამოსვლას, ტყაპანით ეცემოდნენ ზღურბლთან,
წივოდნენ და ფართხალებდნენ მტვერში.
ფაშა კუთხე-კუთხე დაბორიალობდა, აბრიალებდა კვარს და აფრთხობდა მღამიობებს.
ახალი და ახალი დასები მიედინებოდნენ გამოსავლისაკენ, ცვივოდნენ კარის ალაგთან
უმწეო ფრთხიალით.
შეძრწუნებულნი ეყრებოდნენ ბნელს, აურაცხელნი, როგორც თემურლენგის ლაშქარი.
მღამიობების ფრთხობა რა მოათავა, დაფათურობდა ფაშა, გამოჰქონდა დაჟანგული
საცეცხლურები, გარუჯული ხატები, ჩრჩილისაგან დაჭმული ოლარები და ომფორები,
ადამიანის ბარძაყის ძვლები და ხის ჯვრები.
ჩვენც ბევრი ვიარეთ ფაკელებით აღჭურვილნი, მაგრამ მუხლამდის დაზვინულ მტვერში
აღარსად სჩანდა საფლავის ნასახიც.
იატაკი ფიქალისა იყო, ერთ ადგილას მოვაწმენდინეთ კიდევაც, საეჭვოდ გვეჩვენა,
სამარხი კამერის იატაკს ქვეშ დაეფლოთ ბოლნისელები.
დავითმა ასეთი ვარაუდი წარმოადგინა:
ისინი ალბათ ტაძარში იქნებიან გადამალული.
შესაძლოა, არც დაემარხოთ, ისე შემოენახოთ სადმე, როგორც წმინდა ნაწილები.
ეკლესიის პერანგზე ვნახეთ ერთი ადგილი, სწორედ სამწვერისში დაღუპული ლოდის
ზომისა – 3X2, ალბათ იგი ოდესღაც კედელში იყო დატანებული, ხოლო თუ ეკლესიაში
დამარხეს, ბოლნისელების საფლავებს უთუოდ ექნებოდა წარწერა, ისე გულმოკლულად
მოსთქვამსო მნათე ლაჩია.
ვეღარც ტაძარში წავაწყდით ნიშანწყალს რაიმეს.
დამწუხრებულმა დავითმა განკარგულება გასცა, რიგიანად გამოეგავათ სამარხი კამერა.
შელეგიას და სუმბატს დაავალა ეს, ხოლო მე და ავთანდილი თან წარგვიტანა
წუღრუღაშენს, მანდ უნდა გაგვეთია ღამე, ხოლო დილაადრიან ტფილისს წავსულიყავით.

VI

მეორე დილას ბოლნისის ტაძართან მოსულთ გადარაზული დაგვიხვდა ალაყაფის კარები.


უქმი დღე იყო და კარგად ვიცოდით, მუშაობა რომ არ წარმოებდა, მაგრამ დავითმა მაინც
ჰკითხა მანდვე მოჩალიჩე დარაჯს:
„ხომ არავინაა ეზოში, ფაშა?“
იგი აიმღვრა რატომღაც.

193 მკითხველთა ლიგა


გიურჯი შევიდა წუხელ ნაშუაღამევს და აღარც გამოსულაო მას შემდეგ.
გამოირკვა: თურმე შელეგიას უხმობდა ამგვარად ფაშა.
არც ეს დაუმალავს ფაშას: სუმბატ სუჩიანი და სამი კოლმეურნე ქართველი შეუყვანია
შელეგიას ეკლესიის ეზოში. დარაჯისათვის უბრძანებია, ნურც შენ შემოხვალ, არც სხვა
შემოუშვაო ტაძარში.
დავითმა შერისხა ფაშა:
მე ხომ დაგითხოვე, უცნობი არ შეუშვა-მეთქი ეკლესიაში.
ფაშას არ იამა ეს შენიშვნა, მაგრამ დადუმდა, სალოკი თითი შეიყო ნესტოში და ცხვირის
ჩიჩქნა დაიწყო.
„გაგვიღე“, ეუბნება დავითი.
ფაშამ სატევარი გაიძრო, ზეაჰკრა რაზას და ტაძრის ეზოში შეგვიძღვა.
„ეს შელეგია ნამეტნავად თავნებობს ამ ბოლო ხანს, დღესვე უნდა დავითხოვო“.
მეუბნება ხმადაბლა დავითი.
მე ეს გავიფიქრე: ალბათ ძმაკაცები შეიყვანეს შელეგიამ და სუმბატამ და ქეიფობენ-მეთქი
ტაძარში.
ავთანდილი გაოცებული იყო.
იგი ამტკიცებდა, არც სუმბატი და არც შელეგია ღვინოს არ სვამენ, სხვა რა საქმე აქვთო
ამდენს ხანს მანდ.
ფაშა წამომეწია, მიჩურჩულა: ეგებ შელეგია და სუმბატა იდუმალ ჰყიდიანო ლოდებს.
თანაც მთხოვა, დავითისათვის ჯერ არ მეთქვა ეს.
მეც დავეჭვდი, რადგან არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი კარგად.
ფეხის ხმა მოგვესმა.
მოვიხედეთ:
მოლა მოჩაქჩაქებდა ჩვენს უკან.
„შენც აქ ხარ, ჰასან?“
შეეხმიანა დავითი.
ქამარი დარჩენოდა ეკლესიაში მოლას და იმის წასაღებად მოსულიყო.
კვლავ შემოვიარეთ ტაძარი, სამარხ კამერაში შევედით.
სრული სიჩუმე სუფევდა ირგვლივ.
უკანასკნელი ღამურები ფერხულს უვლიდნენ გასუფთავებულ სარდაფში. ფიქალიანი
იატაკი ნალოკივით მოეწმინდათ შელეგიას და სუმბატს.
როცა კვლავ ეზოში გავედით, ეს მითხრა დავითმა:
„მაგ ხუთასი ბოლნისელის საფლავის ვერ პოვნა ხინჯად მრჩება გულში“.
„ალბათ ოდესმე გასთხრიან ბოლნისის ტაძრის ნიადაგს ჩვენი არქეოლოგები და შესაძლოა
აღმოჩნდეს სადმე.

194 მკითხველთა ლიგა


გარდა ამისა, შენი ვარაუდი სარწმუნოა წეღანდელი, ასეთ გმირებს წმინდანებად
შერაცხდნენ იმ დროში, ალბათ, და შესაძლოა არც დაემარხათ ისინი“.
მივუგე.
მზიანი დილა იყო.
ფურცლოვანის სიყვითლე თუ მოჰგვრიდა, მსუბუქ ჭმუნვას, თორემ ვარდობისთვე
გეგონებოდათ.
გვამშვიდებდა ეს უცნაური მყუდროება, მეხუთე საუკუნის ძეგლის გარშემო დავანებული.
დავითს ეშურებოდა ტფილისს ჩასვლა, თორემ მე დიდის სიამოვნებით დავრჩებოდი
მთელს დღეს ჩვენი შესანიშნავი ძეგლების ამ დიდი პაპის სიახლოვეს სადმე, ბოლნისური
ღვინისა და პურის ამარა.
„სად დაიკარგნენ შელეგია და სუმბატი?“
ამბობს დავითი და თვალებს აცეცებს.
ეკლესიის ეზოში ჩქამიც არ ისმოდა.
გაოცებული იყო ფაშაც.
როცა ლოდების ყორეს გავსცილდით, ხმადაბალი საუბარი შემოგვესმა:
აღმოსავლეთის გალავნის კიდესთან ხუთიოდე კაცი იჯდა მიწაზე ფეხმორთხმული.
ერთადერთი გრძელყელიანი ხელადა წინ ედგათ, ხელში ჭიქები ეკავათ და საუბრობდნენ
არც თუ ისე მხიარულად, როგორც ეს ჩვევიათ ხოლმე ღვინის სმის დროს მეინახეებს.
შელეგიას გაჭაღარავებული თავი შევიცანით ყველაზე ადრე.
„აჰა, საქეიფო ბაღად გადაუქცევია შელეგიას ჩვენი ნაჭირნახულევი ეზო“.
ჩაილაპარაკა ავთანდილმა.
მართლაც უცნაური სანახაობა წარმოგვიდგა: გაეთხარათ უზარმაზარი სამარე გრძლივ.
ცალკიდეზე უამრავი თავის ქალა გაემწკრივებიათ, ხოლო სამარის მეორე მხარეს ისხდნენ
ისინი, ვისაც ჩვენ ვეძებდით.
მივუახლოვდით თუ არა, შელეგია წამოდგა, იგიც, როგორც ყველა დანარჩენი, ოფლიანი
იყო და თვალები ამოღამებოდა უძინარს.
„თქვენ გიცდიდით, თვარა დილაადრიან უნდა დაგვეკრძალა...“
ეს სთქვა შელეგიამ და თვალით მიგვითითა სამარის გადაღმა გამწკრივებულ თავის
ქალებზე.
მე მყისვე მივხვდი, რომ ეს იყო იმ ხუთასი ბოლნისელის თავები, რომელთაც მისტიროდა
მნათე ლაჩია.
ნუ იტყვით, თურმე სამარხი კამერის მტვერში გამოუჩხრეკიათ შელეგიას და სუმბატს
ისინი, სამი კოლმეურნე მოშველებიათ, მთელი ღამე უზიდავთ ნაგავი, უთენია დაუწყიათ
სამარის თხრა.

195 მკითხველთა ლიგა


მე მინახავს რომის, ფლორენციის, რავენას მონასტრების სამარხ კამერებში დაზვინული
თავები და ჩონჩხები წმინდანებისა და ბერებისა, ათი ათასობით ერთბაშად.
მათ კოხტად, შეშასავით აწყობენ ხოლმე დახელოვნებული ბერები, რათა მანდ
ჩამოხეტებულ უცხოელს თითო ლირა დასტყუონ, მაგრამ ასეთი შემზარავი შთაბეჭდილება
არაოდეს მიმიღია.
შელეგიამ მიგვიპატიჟა ამ უცნაურ ტირილში, ბოლნისური თეთრით გაგვივსო ჭიქები.
თავად დაისხა, პურის ნატეხი ჩააწო და სთქვა:
„თქვენც ჰხედავთ, რა მოხდა, მე ლაპარაკი არ ვიცი, გვითხარით რამე კარგი, რადგან ჯერ
არავის დაულევია ამ ხუთასი ვაჟკაცის შესანდობარი“.
სდუმდნენ ყველანი და დავითმა მაიძულა, დამერღვია სიჩუმე.
არც მე ვარ მაინც და მაინც დიდი ორატორი და რამდენიმე სიტყვას ძლივს მოვუყარე თავი:
„ხედავთ, რა წარმავალია, ძმებო, ყოველივე დიდება ამქვეყნად, არც ტკბობაა გარდაუვალი,
არც სახელი და არც მიჯნურობა, რადგან ეს ყოველივე იქვე ჰქრება, სადაც მათი განმცდელი
მოათავებს სარბიელს.
მხოლოდ გმირობაა წარუხოცელი!
რადგან ნამდვილი გმირობა უსახელოა მეტწილად, და იგი განაგრძობს ზეგავლენას
მაშინაც, როცა გმირობის ჩამდენელს ვერ მიუვა ამბავი ამისა.
მაშ, დავლიოთ, ძმებო, შესანდობარი მათი, ვისაც ჯერაც არ ღირსებია სიმხურვალე ჩვენი
ნიადაგისა, ვინც ხუთი საუკუნის შემდეგაც გვასწავლიან თავდადებას ჩვენი მიწისთვის“.
ესა ვთქვი, პურის ნამუსრევი ჩავაწე ღვინოში, მოვსვი მცირედი და შევხედე უსახელო
გმირთა თავის ქალებს...
1940

196 მკითხველთა ლიგა


ვერცხლის ბეჭედი

გვარდიის კაპიტანმა როგავამ თავის ერთადერთ ხელში აიღო ორივე კამათელი ნარდისა,
დუშაშიო, ჩაუთქვა და გაისროლა. როცა კამათლები კიდემდის მიგორდნენ, დუშაში დაჯდა
მართლაც, კარები გადამიკეტა, გამიღიმა და თავისი გრძელთითებიანი ხელი დაადო ნარდს.
სწორედ ამ დროს შევნიშნე მის მარცხენაზე ვერცხლის ბეჭედი, რომელსაც ამშვენებდა
სერდოლიკის გემმა, უცნაურად ვარვარებდა ელექტრო შუქზე სხივის ციაგი, გასიპულ
სიბრტყიდან ამდგარი.
კაპიტანი როგავა ჩემი ძველი მეგობარი იყო, ამიტომაც უკითხავად წავაძრე ბეჭედი,
რადგან მე გემმების მოყვარული გახლავართ ოდითგანვე.
დავხედე გემმას:
ბეჭდის თვალის ზედაპირზე ამოტვიფრული იყო ფარი, ფარზე კი ჯიხვი, რომელსაც რქები
მოუღერია ლომისათვის, ხოლო ლომს, როგორც ჩანს, შემკრთალს, თავი უკან გადაუზნექია.
უცნობ ოსტატს დიდის ხელოვნებით ამოუტვიფრავს ცერის სიგანე სიბრტყეზე უშიშო
მამაცობის ემბლემა:
ლომთან მორკინე ხარჯიხვი?!

II

მე ვითვლებოდი ოდესღაც გემმების მცნობად. თითქმის ყოველი ხალხისა და ყოველი


ეპოქის გემმა დამითვალიერებია ფლორენციის, ვენეციიის, რომის, ლუვრისა და
დრეზდენის კოლექციებში, თუმცა სიჭაბუკეში მათი შესაძენი ფული არასოდეს მქონია,
მაინც დაუცხრომლად დავხეტიალობდი, მოცლილობის ჟამს ანტიკვარულ მაღაზიებში
ვეძებდი ახალსა და ახალ გემმას. ეს იყო და ეს, მარტოოდენ ჭვრეტით ვიკმაყოფილებდი ამ
უცნაურ ვნებას, ამიტომაც ნარდის თამაში მივატოვე და დავუწყე ამ გემმას ჭვრეტა.
ჩემმა გონებამ ლანდის სისწრაფეზე გაირბინა საუკუნეები.
ეგვიპტური გემმები მოვიგონე და მათი მოტივები, ჰინდუსტანის გემმები, გემმები
პართელთა, ძველ ბერძენთა და რომაელთა, ეტრუსკებისა, ასურელებისა და
ბაბილონელებისა, სასანიდთა და არაბთა გემმები, მშვენიერი გემმები რომაული ანტიკისა,
რომელნიც ამას წინათ აღმოაჩინეს მცხეთა-სამთავროს სამარხებში და ასეთი მოტივი?
ლომთან მორკინე ხარჯიხვი?

197 მკითხველთა ლიგა


ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვიმტვრიე თავი.
წინადღეს ბოლნისიდან ვიყავი ჩამოსული და მომაგონდა: სწორედ მეხუთე საუკუნის
ქართული ტაძრის პორტალზეა ასეთი ბარელიეფი. სხვაგან, არც გემმაზე, არც რომელიმე
ბარელიეფზე, ასეთი მოტივი არასოდეს მინახავს.
ბოლნისშიაც ხარჯიხვს თავისი გადაზნექილი რქებით იერიში მიაქვს სიბრტყეზე
მჯდომარე ლომზე, ხოლო შემკრთალ ლომს ზომაზე მეტად უკან გადაუწევია თავი.

III

ვეკითხები კაპიტანს: „საიდანა გაქვს ეს გემმა, უჩა?“


როცა ნარდის თამაში მოვათავეთ, კაპიტანმა როგავამ გემმა გამომართვა, ისევ გაიკეთა
ცერზე და მიპასუხა:
„ამ გემმას გრძელი ისტორია აქვს, ამ ამბების თხრობა ბევრ იარებს განმიახლებს,
მოგონებაც მეზარება მათი, მაგრამ, რაკი მთხოვეთ, შევეცდები, მოკლედ მოგითხროთ ერთი
მათგანი.
ფრონტზე მიღებული ჭრილობების გამო ფრიად რთული ოპერაციები დამჭირდა,
ამიტომაც მოსკოვს წარმგზავნა ლაზარეთის მთავარმა ექიმმა.
კრემლის საავადმყოფოში არმიის გენერალმა დამიმეგობრა ერთმა. როცა გაიგო, ისევ ჩემს
დივიზიაში უკან გაბრუნებას ვაპირებდი უკვე განკურნებული, შემომთავაზა: თუ გსურთ,
სმოლენსკის ფრონტზე წაგიყვანთ, ჩემს შტაბში მოგაწყობთო ენების ექსპერტად.
დიდი მადლობა მოვახსენე გენერალს: მოვიბოდიშე, მე სულ ორიოდე ენა ვიცი-მეთქი,
ისიც ცოტ-ცოტა: თურქული, პოლონური, გერმანული და ძალიან ცუდად ფრანგული.
უნდა გამოგიტყდეთ, არ გავუმხილე მას, რომ მე დასავლეთის რამდენიმე ენა ვიცი, რადგან
გემის კაპიტანი ვიყავი მრავალ წელს, თორმეტი წლის ბიჭუნა გავეპარე მამაჩემს ფოთიდან,
გემზე ამიყვანეს ჯერ იუნგად, მერმე ბოცმანად, ათ წელიწადში თითქმის მთელი მსოფლიო
მაქვს შემოვლილი. ინდოეთში კუჭის ტკივილი შემეყარა და ამიტომაც, ომის დაწყებისას,
დავთმე ჩემი საყვარელი ზღვა და ხმელეთის არმიაში გადავარიცხინე თავი.
გარდა ამისა, უკვე მიმელიან-მეთქი ჩვენები, მოვახსენე არმიის გენერალს. მართლაც, ჩვენს
დივიზიას, ჩვენს ბიჭებს ისე შევეჩვიე, არ მინდოდა მათი დათმობა.
დივიზიაში მიცდიდნენ ჩემი სიყრმის მეგობარი მაიორი ზედგენიძე და ტფილისელი
ბიჭები, საქართველოდან ჩემთან ერთად წამოსულნი, ოთხ სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლაში
გამობრძმედილნი.

198 მკითხველთა ლიგა


განსაკუთრებით მიყვარდა ვახტანგ ზედგენიძე; ორ წელს მხარდამხარ იბრძოდა იგი ჩემს
გვერდით, შეუდარებელი სნაიპერი და გულადი ვაჟკაცი.
უცნაური ეგ იყო: ამ ხნის მანძილზე ფრჩხილიც არ ასტკენია მას. ხუმრობდნენ კიდევაც
ჩვენები: გრძნეული ფარაჯა აცვიაო ზედგენიძეს, ალბათ, მიტომაც არ ეკარებაო მის სხეულს
ტყვია.
სამჯერ უვნებლად გამოძვრა იგი გერმანელების ალყიდან, ორჯერ კონცლაგერში იყო.
ლაზარეთიდან გაიპარა.
რამდენჯერმე მეც ზედგენიძემ გადამარჩინა ტყვეობას. უკანასკნელად ბრძოლის ველიდან
გამომიყვანა თავში დაჭრილი და შვიდი კილომეტრი მათრია ზურგით.
სავსებით ლეგენდარული ამბები დადიოდა ჩვენს დივიზიებში მისი ვაჟკაცობის,
თავგანწირულობის და წრეგადასული სითამამის გამო.
მეც ბევრი მათრია ამ ცხოვრებაში ბედმა, მაგრამ ერთი რამ მივინიშნე: გადაჭარბებული
სითამამე ხშირად ისე მავნებელია, როგორც სულწასულობა.
ჩვენ ურთიერთის დამატება ვიყავით თითქოს.
მეც ფოლადივით ფიცხი ვარ ხანდახან, მაგრამ ათზე მეტ წელს მაცივებდა, ამიტომაც
ოდნავ მოდუნებული ტემპერამენტი მაქვს და წესადა მაქვს დათქმული: სერიოზულ
გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არასოდეს მივიღებ.
ჩემს სიახლოვეს ცვილივით მოქნილი ვახტანგი სავსებით დაუოკებელი იყო მარტო
დარჩენილი. ერთხელ მან ოცდაათი ხიშტის იმედით ტყვედ წამოიყვანა ჩერნიგოვის
მახლობლად, სადღაც ტყეში დაბანაკებული გერმანული დივიზიის მთელი შტაბი.
მას მინიშნებული ჰქონდა ოდითგანვე ცნობილი სიბრძნე: მოულოდნელობა რომ აბჯარს
აჰყრის ხოლმე უდიდეს რაინდსაც ხანდახან.
ამას ყოველივეს იგი აკეთებდა ისეთის არტისტული სიმსუბუქით, კაცს ეგონებოდა, ან
გიჟიაო, ან თავზეხელაღებული, სიკვდილის მაძებარი ჩაუქი ვინმე.
მუდამ მაოცებდა მისი დაუცხრომელი ტემპერამენტი, რომელსაც არ ღლიდა არც გრძელი
და გაუთავებელი მარში უკრაინის ულევი ტერიტორიის მანძილზე (ნაპოლეონს
ისტორიკოსები ადიდებდნენ იმის გამოც, 16 დღეს იჯდაო ზედიზედ ცხენზე, ზედგენიძე 28
დღეს განუწყვეტლად ცხენზე იჯდა და ამის შესახებ არავის არაფერი დაუწერია), არც
ხანგრძლივი ბივაკები, არც უძილო ღამეები დასაზვერად წასულს, არც მტრის წინააღმდეგ
მიტანილი იერიშები, თავდასხმები, და არც მოგერიებითი ბრძოლა, რომელსაც რამდენიმე
ასეული კილომეტრის მანძილზე აწარმოებდა წითელი არმია სამამულო ომის პირველ
პერიოდში.
ეს კაცი იწვოდა ენერგიის სიჭარბისაგან.
ერთი რამ ახასიათებდა მას, რაც ჩემს თვალში მას დიდი პატივისცემით მოსავდა: იგი
არასოდეს, ბრძოლის ველიდან ახლად დაბრუნებულიც, სიტყვას არ დასძრავდა საკუთარი

199 მკითხველთა ლიგა


მკლავის ძალით ჩადენილ გმირობის გამო, მუდამ თავის თანამებრძოლებს აქებდა და
ადიდებდა.

IV

უნდა მოგახსენოთ, მე ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ქვეყანას მრავალი უსახელო გმირი
ჰყავს, რომელთა უანგარო თავგამეტების ამბები, თუნდაც უდიდესმა სიტყვის ოსტატებმაც
რომ ასწერონ, ქაღალდზე არ დაეტევა ეს ყოველივე და შესაძლოა, ზოგი რამ არც კი
დაიჯეროს ბევრმა.
ადამიანურ ყოფას მრავალგვარი ტრაგედია თან ახლავს. ის გმირობა, რომელიც უსახელო
კაცის მიერ ჩადენილია, ვთქვათ, რომელიმე უსიერ ჭაობში ან ტყეში, თუ მომთხრობი არ
გამოუჩნდა ჯეროვანი, შეუმჩნეველი რჩება თვისტომთათვის და მთელი ქვეყნისათვის.
ეგ აგრეა, ხშირად მაქებარი წარმატებაში უზიარდება საქებარს, მაგრამ ესაა: მარტოოდენ
ქება როდი კმარა საქებარისა, გააჩნია ვინ აქებს მას და როგორ? და იგიც ცხადია, უნიჭო
მაქებარს ნიჭიერი მაძაგებელი სჯობია ხანდახან.
ამიტომაც, ჩვენ კარგად არ ვიცით, თუ ვინ იყო უფრო დიდი გმირი, ნაპოლეონი, რომელიც
არავითარ საშუალებებს არ ერიდებოდა მის მიერ ჩადენილი გმირობის გამოსამზეურებლად,
იმანჭებოდა, არტისტობდა, კლოუნობდა, მუდამ ხმალზე ხელი ჰქონდა დაყრდნობილი,
რომანტიულად აბრიალებდა თვალებს, დიდი მწერლებისა და მხატვრების წინაშე
კოკეტობდა, მატერიალისტებთან საუბარში „რელიგიურად განწყობილ კაცად“ მოჰქონდა
თავი, რომის პაპს, იეზუიტებს, ეპისკოპოსებს და მორწმუნე კათოლიკებს აპამპულებდა და
ალბანეთში 10.000 ავსტრიელი ზარბაზნებით დაახოცვინა განუკითხავად, ყოველთვის მზად
იყო, ათასები დაეხოცა, ათიათასები მოესრნა, ვისაც მისი დაფნები არა სწამდა, მუდამ
ჯაშუშებით იყო გარშემორტყმული.
ყველას უდიდესი ეჭვით შესცქეროდა, თავის სასახლის სეფექალებს ქვედასაცვალსა და
წინდებს ხდიდა, ეგებ რაიმე იდუმალი წერილი ვიპოვნოო, ბავშვებს ჯაშუშობას ასწავლიდა,
რომელიმე ქალაქს აიღებდა, ათ-თორმეტი წლის ბიჭუნებს დაიქირავებდა, შეგზავნიდა
დაპყრობილ ქვეყნის ან ქალაქის მთავრების სახლებში მათხოვრებად, მსტოვრებად და
მათზე ამყარებდა დაზვერვის პოლიტიკას.
რევოლჲუციამ და თავისუფლების მოყვარული ხალხის გენიამ აიყვანა იგი იმპერატორის
ტახტზე, ხოლო თავად ცინიკურად ოხუნჯობდა: თავისუფლებისა და პროგრესის ვექილები
უდიდესი იდიოტები არიანო.
იგი სავსებით ამართლებდა იტალიურ კალამბურს:

200 მკითხველთა ლიგა


„თუ გსურს წარმატებას მიაღწიო, სიკეთეს უნდა განერიდო როგორმე“.
თავად აღიარებდა:
„ყველა მძულს ამ ქვეყანაზე, ყველას უნდობლად ვუცქერი, ჩემი ძმის, ჟოზეფის, გარდა, და
ეგეც ჩვეულების ბრალია ალბათ, ხოლო ჩემი გენერლები ნეხვისაგან შევქმენი, როგორც
თიხისაგან ადამი ღმერთმა“.
მე აღარ ვიცი, ვინ არის უფრო დიდი და კეთილშობილი გმირი, ნაპოლეონი, რომელსაც
არა მარტო საფრანგეთის, არამედ საფრანგეთისადმი იმჟამად მტრულად განწყობილი
ქვეყნების: ინგლისის, გერმანიისა და რუსეთის დიდმა პოეტებმა უმღერეს, თუ ის
გრენადერები, რომელთაც ჩუმად, უტრაბახოდ, უბოროტოდ ნამდვილი ხალასი გმირობა
გამოიჩინეს იტალიაში, ეგვიპტეში, აუსტერლიცში, ბოროდინოში და შარლერუაში, თუ
ნაპოლეონის მეტოქე გენერალი ჰოუ, რომელიც მუხანათურად მოაკვლევინა ბონაპარტემ,
რადგან კარგად გრძნობდა, რომ ის, ჰოშ, მზეს დაუბნელებდა და გმირობითაც
გადააჭარბებდა მას.
ამიტომაც მე გულდამწვარი ვარ იმ გმირების გამო, რომელთა დიდება ჯერ არავის
უცნობებია ქვეყნისათვის.
მე ტყვიამ გამიარა მარჯვენა ფილტვში, ბევრი ლაპარაკი აკრძალული მაქვს ექიმებისაგან,
მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ, ეგებ თქვენ საჭიროდ დაინახოთ, ჩემი უმწეო,
არამჭევრმეტყველი ენით ნათხრობი ამცნოთ თქვენს მკითხველებს და ჩვენს ქვეყანას.
მაიორ ზედგენიძეს ამბავს გიამბობთ დღეს, მოკლე ხანში მომელის ფრიად სერიოზული
ოპერაცია და, თუ გადავრჩი, დანარჩენს მერმე მოგითხრობთ.
ვიმეორებ: გმირს მაქებარი თუ არ გამოუჩნდა, მისი გმირობა უცნობი იქნება შემდგომი
თაობების თვალში.
განა თქვენს მწერლობაშიაც აგრე არაა, ხანდახან ხელმოცარულ მწერალს უფრო მეტად
აქებენ თანამესუფრენი, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ სიკვდილი აკლია კლასიკოსად
გასახდომად, რადგან სიკვდილი ისეთივე გამომცდელი საშუალებაა ნამდვილი მეომრისა
და ხელოვანისათვის, როგორც გავარვარებული დომნები ფოლადისათვის.
მოსკოვში ყოფნისას წარამარა მწერდა ვახტანგი: მოუთმენლად მოგელითო დივიზიაში.

201 მკითხველთა ლიგა


V

უცნაურად შეუპოვარი ვაჟკაცი იყო ზედგენიძე, მხოლოდ ერთი რამ სჩვეოდა: ტყვედ
ჩავარდნის სიკვდილზე მეტად ეშინოდა. მოსკოვს წასვლის წინაღამესაც მითხრა:
„მე რომ აქ დამჭრან, ვინ გამომიყვანს ბრძოლის ველიდან, უჩა?“
დავტუქსე კიდევაც ამისათვის:
„ერთი, რომ მეომარმა დაჭრის შიში არც უნდა გაივლოს გულში, გარდა ამისა, რას ამბობ,
ვახტანგ, განა ჩემზე ნაკლები ვაჟკაცები რჩებიან ჩვენს დივიზიაში?“
წინადაც მეტყოდა ხოლმე ხუმრობით, ცალყბად: ვინიცობაა ამ ძაღთაპირებმა დამჭრან ან
მომკლან, იცოდე, ჩემი ძვლები არ დატოვო მათ სიახლოვეს.
კიევში ყოფნისას ერთი დეტალი შევნიშნე: გერმანელთა ტყვეობაში ქართველ ოფიცერს –
ვინმე იამანიძეს, მასთან ძმადშეფიცულს, ეს ვერცხლის ბეჭედი უჩუქნია მისთვის. ჯიბიდან
ამოიღო იგი და ცერზე წამოიცვა.
„რად გინდა ფრონტზე ეგ ბეჭედი, ბიჭო?“
შევეკითხე ღიმილით.
აგრე მომიგო:
„ვინ იცის, რა მოხდება, უჩა, ამ ბეჭდით გამომიცნო ვინძლო დაჭრილი“.
ორგზის ტყვედ ნამყოფს აძაგძაგებდა გერმანელების ლაზარეთებისა და კონცლაგერების
მოგონებისაგან. გერმანელების კონცლაგერი და ლაზარეთი ეს სიკვდილის ვესტიბიულიაო,
ამბობდა.
უკვე დივიზიაში მიბრუნებულს ცუდი ამბები დამახვედრა მაიორმა ზედგენიძემ:
ტფილისელი ოფიცრებისა და წითელარმიელებისაგან მხოლოდ სამნი გადარჩენილიყვნენ:
თავათ იგი, სერჟანტი უგრეხელიძე და ქალაქელი შოფერი გოლა.
„ჩვენი ქოჩორა ბიჭების სისხლი უნდა ავიღოთ“..
მითხრა ხმადაბლა ზედგენიძემ, როცა რკინიგზის სადგურიდან დივიზიის შტაბისაკენ
მიმაცილებდა ჩამოსვლის ღამეს. და მეც გადავწყვიტე: ჩვენი ბიჭების სისხლის ასაღებად
წავყოლოდი მას ბნელეთის კიდემდის.
ჩვენი დივიზია ერთი უკრაინული ქალაქის მისადგომებთან ვერხვების ტყეში იდგა
შენიღბული; ახლად ჩასულმა ფარაჯის გახდაც ვერ მოვასწარი და ატყდა საშინელი რია-რია.
გერმანელებმა „ტიგრის“ ტიპის ტანკები შემოუშვეს ბრძოლებში. ჯერ არავის ენახა
„ტიგრი“, მაგრამ ლეგენდარული ამბები ისმოდა ამ „ტიგრების“ გამო, მალემრწმენები,
სულმოკლენი და მშიშარები ჩურჩულებდნენ ღამღამობით: ახლა წავიდა ჩვენი საქმე, ეს
„ტიგრები“ მოგვიღებენო ბოლოს.
ზედგენიძე უშიშო და უზადო რაინდი იყო, აგრე ამბობდა იგი: „ვეფხვები კი არა, ლომებიც
რომ მოიშველიონ, მათი საქმე წასულია, არც ჩვენ დავუხვდებით მაგ არამზადებს კატებად“.

202 მკითხველთა ლიგა


ჩვენმა საზენიტო არტილერიამ სულ მცირე ხანში განდევნა მტრის აეროპლანერები.
გაუხდელს წამძინებოდა ტყეში, ერთ თავლაში, სადაც მე და ჩემი წითელარმიელები და
ჩვენი ცხენები ვათევდით ღამეს.
ტკბილი, ტკბილი ძილით გვეძინა, შაშვები უსტვენდნენ გათენებისას, მაგრამ მალე
დადუმდნენ შაშვები, რადგან მესერშმიტებმა და ჰაუბიცებმა გვამცნეს გერმანელების
შემოტევა.
მერმე აგრიალდნენ ჩვენი მძიმე ქვემეხები. აგრე გეგონებოდათ, სადაცაა მიწა გალხვება და
ცეცხლის ქარბორბალა წალეკავსო ქვეყანას.
სექტემბრის დილა იყო.
არასოდეს დამავიწყდება ვერხვების ახოში გამართული საარტილერიო დუელი.
ლელივით იკეცებოდნენ ცეცხლშემოგზნებული ვერხვები. სქდებოდნენ ყუმბარები,
რიალებდნენ ჰაერში ტყვიამფრქვევების, ზარბაზნების, ტანკების ნაწილები, ცხენის თავები
და ადამიანთა სხეულის კიდურები.
მტერმა ჩვენს გასწვრივ მდებარე ტყის სიღრმეში უკან დაიხია. როცა ბრძოლა მიწყნარდა,
მაიორი ზედგინიძე მოვიკითხე, მაგრამ მთელს ლეგიონში აღარავინ აღმოჩნდა მისი
მნახველი.
შეტევის დაწყებისას თვალი მოვკარი, თუ როგორ გაუძღვა იგი თავის რაზმეულს და
იყვირა:
„სამშობლოსათვის, ურაჰ!“
ღამემ გაგვყარა მებრძოლნი.

VI

სამი დღე გავიდა, არსად სჩანდა ზედგენიძე. ერთხელ, ნაშუაღამევს, მე თავათ ვაპირებდი
ვერხვების ახოში გადასვლას, მაგრამ ამასობაში კვლავ შემოგვიტია მტერმა, ჩვენ
იძულებული გავხდით, ვერხვების ახო და მის ქვემოდ მდებარე ტყის ზოლი დაგვეთმო
დროებით.
შეღამებულზე ერთი მოზრდილი რაზმეული ტყის სიღრმეში შეგვაგზავნა უფროსმა,
გვიბრძანა: შენიღბვა, ბლინდაჟების მოწყობა და აბსოლუტური სიჩუმის დაცვა.
ნამდვილი გულთმისანი იყო ჩემი შოფერი გოლა. ნაშუაღამევს მოწყენა შემამჩნია და
მითხრა:
„ამხანაგო კაპიტანო, მოდი ერთი, ვერხვების ახოში გადავიპაროთ... ვინ იცის, რა მოუვიდა
ზედგენიძეს!“

203 მკითხველთა ლიგა


„როგორ თუ რა მოუვიდა?“ ვეკითხები ყასიდად.
„არა, მე ამას არ ვამბობ, ჩვენი ნაწილის ბიჭები დაბრუნდნენ, თვით მზვერავებიც...
მხოლოდ სამი კაცი იგვიანებს: მაიორი ზედგენიძე, სერჟანტი უგრეხელიძე და მაიორი
სმირნოვი. ხომ იცით, ცოცხალი თავით არავის დანებდებოდა ზედგენიძე“.
„თუ წასვლაა, მარტო მე წავალ, შენ როხროხა ხარ და თავაწყვეტილი, გოლა. შენ სროლასა
და ალიაქოთს ასტეხ უთუოდ, არაა საჭირო, მტერმა იცოდეს, თუ სადა გვაქვს შენიღბული
ქვემეხები ამჟამად.
მარტო გადავიპარები ვერხვების ახოში და მოვჩხრეკ იქაურობას როგორმე. შენ აქ ცხენებს
მოუარე, თუ შემაგვიანდეს, ნუ დაღონდები“.
მართლაც, დიდი თავნება ვინმე იყო გოლა, მაგრამ ჩემთან ურჩობას ვეღარ ბედავდა.
გამოვედი თუ არა ბლინდაჟიდან, უკან გამომიდგა. ჩამაცივდა: ჩემი სატევარი თან წაიღეო,
ეს იყო ციდანახევარი სატევარი, ისეთი, როგორსაც ბავშვებს დაჰკიდებენ ხოლმე
საქართველოში. გოლას მუდამ თან დაჰქონდა განუყრელად იგი.
„შე კაიკაცო, სამი ხელბომბი მიმაქვს და ავტომატი, რა ჭირად მინდა შენი სატევარი? ჯერ
ცივი იარაღით არავინ მომიკლავს, გოლა“.
მთვარის ამოსვლას მოვუცადე, მერმე გადავიკიდე ავტომატი, ავიღე ხელბომბები, ჩემი
ბრაუნინგი და ელექტროფანარი, ჩვენს გუშაგებს ჩავუარე ტყეში და ხოხვით გადავედი
ვერხვების ახოში.
ორ გერმანელ გუშაგს უწყინრად გავეპარე თვალსა და ხელს შუა, მესამემ ფოთლების
ფაჩუნს ყური მოჰკრა, წამოვიდა, ოციოდე მეტრის მანძილზე შესდგა თოფშემართული.
ვინ ხარო? შემომძახა.
ნადირივით გავილურსე, ავტომატი ხელში ავიღე.
სჩანდა: იგი ვერა მხედავდა ძეძვს აფარებულს, მე კი მთვარის შუქზე მისი სახის ყოველ
ნაკვთს ვარკვევდი.
მცირე ხანს ასე ვიყავი გახევებული და, როცა იგი უკან გაბრუნდა, მარჯვედ გავსრიალდი
ცხენის ლეშებსა და მოშლილ ზარბაზნებს შორის.
მშვიდად ეძინათ ახოში მკერდგანგმირულ ვაჟკაცებს და გრანატებისაგან გადამსხვრეულ
ახალგაზრდა ვერხვებს.
სადღაც ჭოტი იძახოდა ტყეში. ადამიანის ჭაჭანება არსად ისმოდა.
მივძვრებოდი ჩირგვებში ფრთხილად, რომელიღაც ცხოველი თუ გაიშლიგინებდა
ძეძვებში, ახლაც არ ვიცი, ძაღლები იყვნენ თუ მგლები?..
ცხენების ლეშებსა და ქვემეხების ნამუსრევთა შორის ეყარნენ მკვდრები. ზოგი პირაღმა
იწვა გაშოთილი, მთვარეს უჭვრეტენო ოცნებაში წასულნი თითქოს, ზოგიც
მკლავებგაშლილი ჩახუტებოდა დედამიწას ისე, როგორც მთვრალი, შეყვარებული ან

204 მკითხველთა ლიგა


უზომოდ დაქანცული ჩაეხუტება ხოლმე მას, ჩვენს მუდმივ სამკვიდროს. ჩვენი დასვენებისა
და განსვენების იმედიან სავანეს.
სათითაოდ დავათვალიერე ცხედრები, არსად სჩანდა ჩემი მეგობრის გვამი.
ცხენის ფრუტუნი მომესმა შორიდან, ძლიერ შორიდან, ცხენების ფრუტუნი და ფლოქვების
ტკაპუნი.
გავხევდი და ვერხვს მივეფარე წაქცეულს. მიწაზე დავეცი და დავძაბე სმენა. სადღაც
უსტვენდა ვიღაცა...
დაუსტვენდა და შესდგებოდა.
ისევ დაუსტვენდა.
მიყუჩდა ყოველივე, წამოვდექი და ვირბინე, ვირბინე და, როგორც სჩანს, მხარი ამექცა.
ვიხედები ირგვლივ: ის ახო აღარაა, რომელიც წეღან გამოვიარე, საურმე გზაზე გავედი,
გავხედე ლარივით გაჭიმულ გზას, ძეხორციელი არსად ჭაჭანებს, მხოლოდ დალეწილი
ავტომანქანები ჰყრია და რამდენიმე ლეში ცხენისა.
ამ გზის გადაღმა უკვე არც ვერხვებია და არც ჩემთვის ნაცნობი შემოგარენი. მუხნარი
დაიწყო, ჩვენი ზარბაზნებისაგან დალეწილი მუხნარი.
უზარმაზარი მუხები წვანან, როგორც თავწაჭრილი დევების ლეშები, მარტოხელა ჭოტი
იძახის სადღაც...
ვიხედები ირგვლივ...
აღარც კი ვიცი, საიდან მოვედი ან საითკენ წავიდე?
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს პარაშუტით ჩამომსვესო ამ ჯოჯოხეთში, სადაც, დალეწილ
მუხნარში, ცხენის ლეშების, ადამიანთა ცხედრების, ტყვიამფრქვევთა ნამსხვრევების მეტი
არაფერია და მხოლოდ ერთადერთი ჭოტი კივის ბედითად.
მთვარე ზედ დაჰქათქათებს ამ იავარქმნილ ტყეს, ელავენ ზარბაზნების საკეტები, თოფები
და უპატრონო მუზარადები ჩირგვებს შორის.
თვით უმამაცესი ადამიანიც შეკრთება და დაიბნევა ერთხელ.
თუ არა ვცდები, ნაპოლეონი ამბობს სადღაც: ყოველ ბრძოლაში დგება ხოლმე ერთი
მომენტი ისეთი, როცა უმამაცესი ჯარებიც, სავსებით გმირული ბრძოლების შემდეგაც
შედრკებიან და უკუქცევისაკენ გადაიხრებიან. შეკრთომა საკუთარი თავის იმედთანაა
დაკავშირებული.
როგორც სჩანს, მეც შევკრთი და დავიბენი ამ არნახული ვარამის ჭალაკში.
გაქცევა დავაპირე, მაგრამ მიმართულებათა შეცნობის უნარი წამერთო.
სუნთქვაშეკრული მივხოხავ, ნელ-ნელა მივიწევ წინ და თანაც ვათვალიერებ გაფაციცებით
გარემოს.
ახლა სხვაგვარი სანახები დაიწყო.

205 მკითხველთა ლიგა


საშინელი სუნი სდის ტყეში, სისხლის ტბორებია ირგვლივ, კატისოდენა ვირთხები
სისხლის ხვრეპას მიატოვებენ და გარბიან ჩემი ნაბიჯის ჩქამის შემცნობნი.
ზოგან თვალნათლივ ვხედავ დალეწილ მანქანებისა და ცხენების ლეშების გვერდით
დაცუცქულ მკვდრებს. ერთნი ზედ დაკვდომიან ქვემეხების ლულებს, სხვანი თავდაყირა
გადაუტყორცნიათ ბომბების მიერ გაკეთებულ ორმოებში.
უკვე მოთავებული მქონდა ახო, როცა ცხენის ლეშების მთელი ყორე ვნახე და სამიოდე
დალეწილი, დამუნჯებული ტანკი, „ტიგრის“ ტიპისა, ჩვენი არტილერიის მიერ
გაჩანაგებული სავსებით.
მივეახლე ამ ნამუსრევებსა და ვხედავ: უზარმაზარ ორმოში, ჩვენი ყუმბარების მიერ
ამოთხრილ ხრამში, მუზარადები ვარვარებენ მთვარის შუქზე.
ეს არ იყო უკვე უპატრონო მუზარადები, მუხის ლანდებს ავეფარე, ვიფიქრე: ეგებ
რაზმელია-მეთქი ჩასაფრებული.
ვუცქერი: წრეში დამსხდარან ფოლადის მუზარადიანი გერმანელები და თათბირობენ
რაღაცას თითქოს.
გულმა ცემას მოუხშირა. გრანატისაკენ წავიღე ხელი, ერთი ხელბომბიც ეყოფა ამ
„დარბაისელ გვამთა დრეკას“-მეთქი, მისაწვდენ მანძილზე წავეწიე, ვაშტერდები,
ვაკვირდები, მზერად ვიქეცი.
არცერთი მათგანი არ იძვრის.
კიდევ დავწინაურდი ორიოდე ნაბიჯით და რას ვხედავ: ყველანი მიწაში არიან თითქმის
მკერდამდის ჩაფლულნი. მუზარადიან მიცვალებულებს მივაცქერდი მზერადაძაბული.
თავდახრილნი იყვნენ.
თავჩაქინდრულნი, თითქოს მიწას აძლევენო სალამს.
მაგრამ, ჰოი, საშინელებავ, ამ მუზარადიან მიცვალებულთა შორის ერთი შეინძრა ჩემი
ორანის შემცნობი.
წამოდგა.
მუზარადი ეხურა მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც სხვებს, სახისკენ დაზნექილი, არამედ
სწორად ეხურა თავზე მთვარის შუქზე მოლაპლაპე წოწოლა მუზარადი, რომელიც ყველა
სხვათა მუზარადისაგან განირჩეოდა ეშმაკის რქასავით წაწვეტებული ზეთავითა, ხოლო
დანარჩენებს გოგრისებრ მომრგვალო მუზარადები ეხურათ.
ეს ლანდი მკვდრებს შორის იყო დაცუცქული, აქედან ისე მოსჩანდა იგი, თითქოს
ეჩურჩულებოდა რაღაცას მუზარადიან მკვდრებს, ისიც შევნიშნე, თუ როგორ წამოდგა და
გაპარვას დაადგა.
თვალები მოვიფშვნიტე, მოჩვენებაა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ არა, სავსებით გარკვეულად
ვხედავ: წალასლასდა, წალასლასდა და აყირავებულ ჯავშნიან მანქანას მიეფარა ერთს.
ავტომატი მოვიმარჯვე, დავწინაურდი.

206 მკითხველთა ლიგა


ფრთხილად ჩავუარე თავჩაქინდრულ მიცვალებულთა რაზმეულს და ახლა ჯავშნიან
მანქანიდან გამოძვრა იგივე, რომელსაც წოწოლა მუზარადი ეხურა, წელში გაიმართა,
ხელები ჩაუშვა და მჭახე ხმით მიყვირა: „Wer kommt?"13

და როცა პასუხი არ მიიღო, ისევ ჩაცუცქდა აყირავებული მანქანის გადაღმა. მე ასე


დავასკვენი: ალბათ შეკრთა და მემალება, ან სასროლად მოემზადა-მეთქი.
ბევრი ფიქრის დროც აღარ იყო, თავად არ მახსოვს, როგორ ავმხტარვარ ფოცხვერივით და
რევოლვერამოწვდილი მუზარადიანს დავხტომივარ მხრებზე.
გავვოცდი, რა შევიცანი, არავითარ წინააღმდეგობას არ მიწევდა ეს ფაფუკი კაცი. ერთი
შევანჯღრიე მაგრად, როცა გაიტვრინა, მოვეშვი.
სოლდატურად გაიჯგიმა და სწორედ ამ დროს შევნიშნე: ადამიანის მკლავი ეჭირა ხელში.
ეგ რა არის-მეთქი, ვეკითხები.
თუ არ მომკლავ, გეტყვიო.
ხომ საძულველია მტერი, მაგრამ ლაჩარი მტერი ორკეც სიძულვილს იწვევს ხოლმე
ვაჟკაცის გულში.
იგი აღმოჩნდა გერმანელი ჯარის ეფრეიტორი, ვინმე სეროკა. მას ხელობა ჰქონია თურმე
ასეთი: მოთავდებოდა თუ არა ბრძოლა, ბლინდაჟიდან გაეპარებოდა ამხანაგებს,
ჩამოუვლიდა მკვდრებს და არხეინად ძარცვავდა.
ვეკითხები:
„ეგ მკლავი ვის წააჭერი, ძაღლო?“
„არავის, ღვთისმშობელს გეფიცები, წმინდა მარიამს, ცხენის ლეშის გვერდით ეგდო,
სხეულს მოწყვეტილი“.
ხელიდან წავაგლიჯე, დავხედე მთვარის შუქზე, ზედგენიძისეული ვერცხლის ბეჭედი
შევიცანი, მკლავიც მისი იყო, მარცხენა, რომელსაც უსახელო თითი და ნეკი აკლდა ამ
ბრძოლის დაწყებამდისაც. ეტყობოდა, იგი შრაპნელს მოეწყვიტა.
თავისი ეროვნება არ გასთქვა სეროკამ.
ჩეხი თუ ხარ-მეთქი?
არაო.
პოლონელი?
არც ეგაო.
არც სერბი ვარო და არც კროატი.
ვინც არის, რა მენაღვლება ეს ოხრის შვილი, გავიფიქრე.
ბულგარელობა არ მიკითხავს და ახლაც მგონია, არც ბულგარელი უნდა ყოფილიყო იგი.

13
ვინ მოდის?

207 მკითხველთა ლიგა


მომეკლა სეროკა?
ცივი იარაღი თან არა მქონდა. რევოლვერის გასროლა მევე ჩამაგდებდა საფრთხეში.
ვინანე: გოლას რომ არ დავუჯერე და მისი სატევარი არ წამოვიღე.
ახლა ერთი რამ განვიზრახე: წასახრჩობად წავეტანებოდი, მაგრამ უზარმაზარი სჩანდა და
შესაძლო იყო, შემოგვთენებოდა ბრძოლაში.
მთავარი მაინც ეს იყო, გზას როგორ გავიგებდი მხარაქცეული ამ ჯოჯოხეთიდან?
ცა ფითრდებოდა უკვე...
ახლა მტკიცე ტონით მოვთხოვე: იმ ადგილამდის მივეყვანე, სადაც ეს მკლავი იპოვნა.
კვლავ დაბეჯითებით მარწმუნებდა: ცხენის ლეშის გვერდით ვიპოვნეო მკლავი.
შევფიქრიანდი, ცხენი არა ჰყოლია ზედგენიძეს, ეს ამბავი მტკიცედ ვიცოდი, იგიც
განვსაჯე: რა ინტერესი ჰქონდა სეროკას, ამ შემთხვევაში ეცრუვნა?
ცხადი იყო: მკლავი მან იმიტომ აიღო, რომ ბეჭედი ელავდა ალბათ მთვარის შუქზე.
ახლა თავისიანების, გერმანელების, გინებას მოჰყვა სეროკა: ცოცხლებს თავათ ძარცვავენ,
მკვდრებს მე მომიგდებენო.
„სეროკა, – ვეუბნები, თუ გინდა სული შეგარჩინო პირში, ადექი ახლავე და მომაძებნინე ამ
მკლავის პატრონი“.
ფაცაფუცით წამოვარდა სეროკა და წელში წაკუზული წამომყვა ტყისაკენ. უსიტყვოდ
მიმიხვდა ის ვირეშმაკა, რომ მე, დიახაც, მეშინოდა, გათენებას არ მოესწრო ამ ტყეში
ანაზდად ჩემთვის.
„მე შენთვის ვამბობ, პან, უკვე რიჟრაჟი იწყება და საშიშია, პრუსკებმა არ მოგვისწრონ. მაგ
მკლავის პატრონს ამ ჯოჯოხეთში ვინ იპოვნის, ხომ ხედავ, ღორის ჯიგარივით არეულია აქ
ადამიანისა და ცხენის ფაშვები. თუ მომკლავ, მომკალი, შენი ნებაა, რასაც მიზამ“.
ყოველი შემთხვევისათვის, გავჩხრიკე, იარაღი თუ აქვს-მეთქი რაიმე. ჯიბის დანაც არ
აღმოაჩნდა ერთი. ჯიბეებში ვუპოვნე ხურდა ფული, გერმანული და პოლონური ალუმინის
მონეტები, იაფფასიანი მძივები, მკერდზე დასაკიდებელი მედალიონები, სწორედ ისეთნი,
როგორსაც ატარებენ ხოლმე გერმანელი ნოქარი ქალები.
ეს ყოველივე ალბათ ჯარისკაცებს ამოაცალა ამ სვავმა, გერმანული გრეტხენების
სურათები იყო ამ მედალიონებში. ჭრელა-ჭრულა ყუთები და უგემური პორტსიგარები,
ქალის კულულები, წერილები, თითბერის ჯვრები და სხვა მისთანანი ელაგამათში.
რამდენიმე ოქროს კბილი და მთელი ბღუჯა ვერცხლის, ფოლადისა და ფაიფურის
კბილებისა. ბალახებში გადავუყარე ეს გულის ამრევი ხარახურა.
მობობღავდა სეროკა, ჩემთან ერთად მოჩოჩავდა ტყისაკენ, ხანდახან მომიახლოვდებოდა.
მომდევდა ხოხვით და თან მიჩურჩულებდა:

208 მკითხველთა ლიგა


„ხომ ხედავ, თენდება, პან, გიჯობს, არ იარო ველდაველ, ახლა მხარმარცხნივ გავუხვიოთ.
ტყის პირი ისაფრე და ისე წადი თქვენებისაკენ, ღვთით, ქალწული მარიამ იყოს თქვენი
მფარველი“.
რიჟრაჟი დაიწყო. ახლოს, სულ ახლოს მომსდევდა სეროკა გვერდით, მეჩურჩულებოდა:
„გაფრთხილდით, ჩვენები სულ რამდენსამე ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულნი, ამ ტყის
ბოლოს. ქალწულმა მარიამმა დაგიფაროს, მე და თქვენ ერთად რომ შეგვიპყრონ აქ, თქვენ
ხომ დაიღუპებით, მაგრამ არც მე მაჭმევენ შაქარს, პან.
ჩვენი კომანდირები გაცოფებულნი არიან, ამ ბრძოლაში თქვენმა მზვერავებმა
ხელბომბებით აგვიფეთქა „ტიგრები“. მათ ასე ეგონათ, შეუმუსვრელნი არიან „ტიგრები“.
ეგაა ჰიტლერის უკანასკნელი იმედი. სამასი „ტიგრი“ შემოუშვეს გუშინწინ ბრძოლაში.
მხარმარცხნით იარეთ, ახლა დავშორდეთ რამდენიმე ნაბიჯზე ერთიმეორეს“.
ესა სთქვა და მუზარადი მოიხადა, ქვაბივით მოჰქონდა თითქმის დაცუცქულად
მოარულს, მოფორთხავდა ეს უზარმაზარი, გაბერილი კაცი ჩირგვებში, ზედ ეტყობოდა,
ფორთხვაში დახელოვნებული ყოფილა იგი თავიდან.
ახლა მუზარადივით ვარვარებდა მთვარის შუქზე მისი მწარე კვახივით წაგრძელებული,
უჯიშო თავი.
ტყის პირად დავცილდით ერთმანეთს. ერთ წამს შესდგა სეროკა და მეუბნება:
„თქვენ კაი კაცი ყოფილხართ, მაგრამ ეს არ უნდა გენებებინათ, ის ოქროს კბილები რომ
გადამიყარეთ, მე სწორედ სამი კბილი მაკლია ქვედა ყბაზე, ჩემთვის მინდოდა ის ოქროს
კბილები, პან!“.
როცა ხმა არ გავეცი, „ღამე ნებისა, ქალწული მარიამი იყოს თქვენი მფარველი, პან“,
მომაძახა გახარებულმა სეროკამ.
არაოდეს დამავიწყდება ამ საძაგელი კაცის სახე.
არა მარტო სახე, არამედ ხმაცა. ალიგატორის კბილებისებრი, ლაშებს გადმოცდენილი,
ფოლადის კბილები უელავდა ყურებამდის ჩახეულ პირში, და ამ ვეება კაცს ისეთი წვრილი,
წვრილი ხმა ჰქონდა, თითქოს დიაცის გვამიდან ამოდისო იგი...
გულამღვრეული მივბრუნდი ბლინდაჟში, მქენჯნიდა სინდისი, ეს სვავი რომ ვერ
მოვკალი, ვწყევლიდი ჩემს თავს, გოლას სატევარი რომ არ წავიღე თან, რათა განშორების
ჟამს ყელი გამომეღადრა მისთვის.
მესროლა უკანგაბრუნებულისათვის ხელყუმბარა ან ავტომატი?
უეჭველად გავთქვამდი ჩვენი პოზიციის სამყოფლოს და სეროკას მოტვლეპილი თავი არც
ღირდა ამად.
ჩვენი რაზმეულის ბლინდაჟში ჯერაც არ ჩამქრალიყო შუაცეცხლი. თავლაში ყველას ეძინა,
მხოლოდ ცხენები ფრუტუნებდნენ გარედ.

209 მკითხველთა ლიგა


ასე ვინუგეშე თავი: თუ ცოცხალი გადავრჩი, ამ ბეჭედს მაინც ჩავუტან-მეთქი ზედგენიძის
უბედურ დედას. ცერზე გავიკეთე იგი.
ჩექმების გახდაც ვერ მოვასწარი, გოლა დაცუცქდა ჩემს ფერხთით.
„რა ჰქენით, ამხანაგო კაპიტანო?“
როცა ყოველივე ვუამბე, სეროკას ამბავმა გააცოფა გოლა.
„აფსუს, სად ვიყავი, ჩემს სატევარს ისე დავუტრიალებდი მაგ არამზადას გვამში,
მოხარშული მაკარონივით გამოვაყრევინებდი წელებს!“
გოლას უყვარდა მაკარონი, ამიტომაც მას ადარებდა ავსა და კარგს.
სამი კვირა ვიყავით ამ ბლინდაჟებში და მერმე ისევ ატყდა გრიალგრიალი...
დილის ექვს საათზე დავიწყეთ შეტევა.
გოლამ ბრძოლის დაწყების წინ მითხრა:
„მე არავინ მყავს დამტირებელი ამქვეყნად, არც დედა, არც მამა, არც ცოლი. ერთი ბეხრეკა
მამიდა მყავს დიღომში, ვინძლო მაგ ძაღთაპირებმა მომკლან, ეს ოქროს საათი, თუ სადმე
იპოვნო, მიუტანე იმ საწყალ მამიდას.
ომში წამოსვლის წინ მამიჩემისეული საათი გამომიტანა, თუ ძალიან გაგიჭირდეს,
მოიხმარეო, დამაბარა... მიუტანე ეს საათი ბედშავ მამიდას... ჩემს გარდა არავინა ჰყავს მას
გამკითხავი.
მაგრამ ვაითუ ის ოხერი სეროკა გადამაწყდეს შენზე ადრე“.
„დარდი ნუ გაქვს, გოლა. გახსოვდეს, სამი რამ უნდა აღეკვეთოს ვაჟკაცთაგანს ყოველს:
შიშის,
შიმშილის
და სიკვდილის ხსენება.
მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, გოლა.
მაინცდამაინც რად ვარაუდობ აგრე, ერთიც ვნახოთ და შენ გადააწყდი სეროკას, როგორც
სჩანს, მისი დივიზია ჩვენს პირისპირ დგას.
რაო, ჩვენი ზარბაზნების ყუმბარები არა სჭრიან, თუ როგორ გგონია, გოლა?!“.
„მოგეცეს ლხენა, თუ ის სეროკაა, თუ რაღაც ჩემი ფეხებია, სადმე მოვიხელთე, დაჭრილიც
რომ იყოს, დავითრევ და ღორივით გამოვშიგნავ მაგ ღორისდასმულს.
თქვენ ხომ იცით, ვიდრე მე შოფრობას დავიწყებდი, ყასაბი ვიყავი, გამოშიგვნა და ოთხში
ამოღება ეს ჩემი ხელობაა, კაპიტან“.

210 მკითხველთა ლიგა


VII

შვიდი კვირა ვიბრძოდით ამის შემდეგ იმ ტყეში. რა გავაგრძელო და მრავალ ათას ფრიცს
დავაყრევინეთ მე და ჩემმა წითელარმიელებმა წელები, გოლას ენით რომ ვთქვათ:
„მოხარშული მაკარონივით“.
ერთ საღამოს მაიორი სმირნოვი და სერჟანტი უგრეხელიძე დაგვიბრუნდნენ
გერმანელების ალყიდან გამოპარულნი. სენსაციური ამბავი მოედო მთელს ჩვენს დივიზიას:
ზედგენიძეს და სმირნოვს სამი გერმანელი „ტიგრი“ აეფეთქებინათ ხელყუმბარებით,
ორივენი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარადგინა ჩვენმა პოლკოვნიკმა.
სმირნოვმა მიიღო კიდევაც. ხოლო ზედგენიძე ვერ ეღირსა ამ ჯილდოს, რადგან იგი
ყუმბარას ემსხვერპლა ბრძოლის დროს.
ძვირად დავუსვით გერმანელებს ჩვენი ქოჩორა ბიჭების სისხლი, მაგრამ უკანასკნელ,
ხელჩართულ ბრძოლაში ავტომატის ტყვია მომხვდა მარჯვენა მკლავში. გერმანელი
ცხენოსანი ოფიცერი თავზე წამომადგა, ხმალი გადამიქნია, ასე მეგონა, შვიდ ეკლესიაზე
ჩამორეკესო და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს ცნობაწართმეულს...
ამ ბრძოლაში დავკარგე მარჯვენა.

VIII

გამომეღვიძა ერთ ბინძურსა და დუხჭირ ლაზარეთში. ექთანმა მარიამ მიჩურჩულა:


„გერმანელების ხელში ვართო“.
„რაო?!“
„ჩვენებმა მოგვიყვანეს, ახლა გერმანელები დაეპატრონენ ქალაქსა და ლაზარეთს“.
მე და გოლა ერთად გამოვუთრევივართ ვერხვების ტყიდან, ჩვენთან ერთად ოცდაშვიდი
რუსი, ცამეტი უკრაინელი და რამდენიმე ებრაელი, ყველანი ჩვენი დივიზიის მეთაურები
და წითელარმიელები.
ხუმრობის გუნებაზე აღარ იყო გოლა. როცა მისი ჯანმრთელობა მოვიკითხე, ხელი ჩაიქნია:
წასულიაო ჩემი საქმე.

211 მკითხველთა ლიგა


IX

აღარ იღიმებოდა მუდამ მხიარული, როხროხა გოლა, აღარ ანგლობდა, არ იგინებოდა


თავისებურად. მიცვალებულს უფრო მეტად წააგავდა, ვიდრე დაჭრილს.
ექთანმა მარიამ ეგეც გვამცნო:
ტიფიანების იზოლატორად აქციესო ეს ლაზარეთი გერმანელებმა. უმთავრესი ეს იყო: ეს
ლაზარეთი ხელიდან ხელში გადადიოდა ხშირად.
ღამღამობით საზენიტო ზარბაზნები ჰქუხდნენ. იმ უბანში ჩამოცვენილი ბომბების
დეტონაციისაგან ილეწებოდნენ ფანჯრების მინები.
ჩვენ, მძიმედ დაჭრილები, დავრჩით. მოხუცებული ექთანი მარია არ გვცილდებოდა,
დღისით ქსოვდა, ღამღამობით გვერდით გვიჯდა და პუტუნებდა თავის ლოცვებს.
ხან ჩვენი ექიმები შემოდიოდნენ, დაგვიყვავებდნენ, მოგვივლიდნენ, გვიაქიმებდნენ.
მეორე დღეს ლაზარეთში დარჩენილ ჩვენს ექიმებს წამოუსვამდნენ ხელს, სადღაც
გააქროლებდნენ.
დილას და საღამოს გაისმოდა მკაცრი და შეუბრალებელი გერმანული სიტყვები, მუსიკის
გრიალი, ერთობლივი მარში და შიგადაშიგ გერმანული ფელდფებელების ჩხავილი:
„აინს, ცვაი,
აინს, ცვაი,
ახტუნგ“.
ქარი ჰქროდა, საზენიტო ზარბაზნები ჰქუხდნენ, ხოლო ექთანი მარია კითხულობდა
თავისთვის იობის წიგნს:
„და დასცა იობ წყლულებითა ბოროტითა ფერხთაგან ვიდრე თავამდე; მოიღო იობ კეცი,
რათა იხვეტდეს წყლულებათა თვისთა და დაჯდა იგი სკორეთა ზედა გარეშე ქალაქსა“.

ერთ საღამოს ექთანმა მარიამ ამბავი მოგვიტანა: ამ ლაზარეთის უფროსად დაუნიშნავთ


გერმანელებს ვინმე ექიმი ბოკმაიერი, რომელსაც გაუგონარი სიმკაცრით თავი ესახელებინა
დაჭრილებს შორის.
მას ორი ვაჟი მოუკლეს თურმე ჩვენს ფრონტზე და შურს იძიებსო ახლა. განსაკუთრებით
ებრაელებს ემტერებაო იგი.
„ამხანაგო კაპიტანო, თქვენ შავი წვერი გაქვთ, ყვრიმალებთან დაფანჩული და ნიკაპთან
შეთხელებული, მე მეშინია, გალიციელი პეისებიანი ებრაელი არ ეგონოთ მაგ გარეწარს.

212 მკითხველთა ლიგა


მოდი გაიპარსეთ ეგ წვერი“.
მოკრძალებულად დასძინა მარიამ.
ექთანი მარია იყო ჩვენი ერთადერთი ჭირისუფალი ამ ლაზარეთში, მან ებრაელებს ურჩია,
დაეფარათ თავიანთი ეროვნება და ყოველი ჩვენგანი დაანამუსა: ადმინისტრაციისათვის არ
გაემხილა, თუ რომელი და რომელი იყო ებრაელი ჩვენს შორის.
მე ჭკუაში დამიჯდა ეგ თათბირი, სხვა ლაზარეთებში მსუბუქად დაჭრილები
მპარსავდნენ, ხოლო ამ დასაწვავში ყველანი ისე მძიმედ იყვნენ დაკოდილი, საკუთარ
ქუთუთოებს ძლივს სწევდნენ მაღლა.
ერთი კოჭლი დალაქი გვყავდა და იგიც წინაღამეს გაქცეულიყო ბომბარდირების შიშით.
ვხედავ, ეს წვერი სიკეთეს არ მიქადის, მაგრამ რა მექნა, ხელით ხომ არ შემოვიცლიდი
წვერს?
აფსუს, ჩემი გოლა რომ არ წაქცეულიყო, იგი იყო ჩემი კარის დალაქი, დანას თუ ვერ
იშოვნიდა, თუნუქს გალესავდა ან შუშით გამპარსავდა ხოლმე.
ამ ფიქრებში გართულს ფაცი-ფუცი მომესმა, ექთანები და სანიტრები გარბოდ-
გამორბოდნენ. ბოლოს, გამოჩნდა ცხვირგაბუშტული, სახეღაჟღაჟა ბერიკაცი, რომელიც
გაანჩხლებული აბრიალებდა გამოკუსულ თვალებს ოქროს პენსნეს გადაღმა. მას ბარე შვიდი
ექიმი მოსდევდა უკან.
ზიზღისაგან სახედამანჭულმა ერთი დამხედა და საჩვენებელი თითი მომიშვირა.
„შენ ურია ხარ, არა?“
არა ვარ-მეთქი ურია, მივუგე.
უცებ მზერა მომწყვიტა, დაფეთებულივით მიმოავლო საწოლებს თვალი და
გაწბილებულმა სთქვა:
„მაშ, ვინაა აქ ურია?“
როცა არავინ გასცა პასუხი, გაცეცხლდა ბერიკაცი და ისტერიული ხმით გაიმეორა:
„Sagt ihr Schweinehunde, wer ist unter euch ein Jude?“14
ბოლოს, ისევ მე მომადგა და დაჟინებით მეკითხება:
„არ ვიცი, ჰერრ, ალბათ ვინც ქრისტიანი არაა, იგი ებრაელი იქნება ან მაჰმადიანი“, მივუგე
მე.
„ეგ კაცი ხომ ურიაა, არა?“
სთქვა და გოლას მიაშვირა თითი.
არც ეგაა-მეთქი ებრაელი, მივუგე მშვიდად.
გოლამ თვალი გაახილა და მკითხა:
„რა უნდა ჩემგან ამ ვირიშვილს, ნეტა?“

14
„თქვით, თქვე ღორძაღლებო, ვინ არის თქვენთაგანი ურია?“

213 მკითხველთა ლიგა


„იცოდე, შენ არაფერი წამოგცდეს ხუმრობითაც“, გავაფრთხილე ქართულად გოლა.
„თავი დამანებოს ერთი, თორემ საიქიოს თან გავიძღოლებ მაგ ბებერ ძაღლს, მაგის... (აქ ისე
მადიანად შეუკურთხა გოლამ, მე ვეღარ ვბედავ, ბატონო კონსტანტინე, მის გამეორებას
თქვენთან).
ექიმი ბოკმაიერი ისევ მომიბრუნდა გაფიცხებული:
„თუ თქვენ ურიები არა ხართ, რად მოგიშვიათ წვერი?“
„რას ბრძანებთ, ექიმო, განა ებრაელების გარდა არავის ასხია წვერი? გარდა ამისა, აქ
ერთადერთი გერმანელი დალაქი დაგვიხვდა და იგიც გაქცეულა ბომბარდირების შიშით“.
„მაშ, გერმანელები მშიშრები ყოფილან, არა? გერმანელი და მშიშარა, გერმანელი და
გაქცევა, თქვენ ალბათ სიცხე გაქვთ, ყმაწვილო“.
„განა თუ ყველა, ეგ ერთი გამოგრევიათ მშიშარა, ჰერრ დოქტორ. თქვენ ყველანი გმირები
ბრძანდებით, ჰერრ...“
„შენ რაღად ღელავ, ყმაწვილო, – დამიყვავა ბოკმაიერმა, – განა არ იცით, ჩვენ აღარას
ვერჩით ურიებს, ჩვენი ფიურერის უკანასკნელი ბრძანების შემდეგ, ჩვენ ყოველ რელიგიას
სათანადო პატივისცემით ვეკიდებით, მხოლოდ ეგ გვინდა, საზრდო გავუუმჯობესოთ
ურიებს, ამ ლაზარეთში ღორის ხორცის მეტი არაფერი გვაქვს და ამიტომაცა გეკითხებით“.
პალატის კიდეს სავსებით განკერძოებულად ეძინა ერთ დაჭრილს. მას ამ ყვირილზე
გამოეღვიძა. საბანი თავიდან გადაიძრო და მიკნავლებული ხმით სთქვა:
„მე ვარ ებრაელი, ბატონო“.
ზოგი ჩვენგანი შეეჭვდა, მართლაც, იმ კვირას ბარე ორჯერ გვაჭამეს ღორის ხორცის
ყაურმა.
როგორც ბოლოს გავიგეთ, ეს კაცი კაპუჭი ყოფილა, გვარად ბამატი. დიდი ხუმარა ვინმე,
რომელსაც, როგორც ქვემოდ დავინახავთ, ძვირად დაუჯდა ეს ხუმრობა.
უცნაურია ადამიანების მოდგმა. მე ძალიან მიყვარს ხუმარები, მაგრამ ერთი სენი სჭირთ
მათ. ხანდახან რიგიანი ოხუნჯობისათვის თავს გასწირავენ ხოლმე.
გარდა ამისა, ერთი მდგომარეობაც უნდა მივიღოთ მხედვლობაში: ეს კაცი ეკუთვნოდა
უმცირეს ერთაგანს მთელ მსოფლიოში. ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობს კაპუჭთა ტომი,
რომელიც ერთადერთი თემისაგან შესდგება.
იმ წამსვე ცხვრის ბორშჩი მიართვეს კაპუჭს. ბოკმაიერმაც ქამელეონივით იცვალა ბეწვი.
შემოვიდოდა თუ არა დილით, თავის „გუტენტაგ“-ს შემოგვაგებებდა თავაზიანად,
დაგვიყვავებდა, მზრუნველობით აღსავსე გამომეტყველებით გვსინჯავდა.
ჩვენი ჰიტლერი ატილა როდია, ღვთის რისხვად მოევლინოს კაცობრიობას, ჩვენ
კაცობრიობის მხსნელნი ვართო, ცივილიზაციისა და კულტურის მედროშენი.
მხოლოდ პარტიზანებს არ ესმითო ეს.

214 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად ამისა, მეტწილად ტრესკის ან ტარნის სუპს გვაჭმევდნენ, რომელშიაც აქა-იქ
დაცურავდა თევზის კუდი, ხორცშემოცლილი ხერხემალი თევზისა ან ფხა, ხოლო იმ
კაპუჭს, „პსევდოებრაელს“, ცხვრის ხორცის ბორშჩს.
როგორც კი გააძღეს, ფერი იცვალა ჩვენმა კაპუჭმა.
ჩვენს დამწუხრებულ პალატაში სიცოცხლე და სიცილი შემოიტანა. ფრიად დახელოვნდა
ბოკმაიერის გამოჯავრებაში.
დაიკოსებდა ცხვირზე თავის მეზობლად მწოლარე ებრაელის სათვალეს. ბოკმაიერსავით
გაიყინჩებოდა და ვითომ ბრაზმორეული მორთავდა ხავილს, თანაც ისე ოსტატურად
ბაძავდა გერმანული ენის ინტონაციას რუსულადაც თითქმის უწიგნური კაცი,
გეგონებოდათ, მართლაც გერმანულად ლაპარაკობსო.
ახლა გოლამ წამოჰყო თავი:
„იცით, ამხანაგო კაპიტანო, ისე მშია, ისე მშია, ვგონებ, იმ კაპუჭსავით, მეც ვიკისრო
ებრაელობა ახლავე. მახელებს ამ ცხვრის ხორცის სუნი. პაჰ, პაჰ, პაჰ, რა მადიანად
გეახლებოდი!“.
ტყვედ ჩავარდნამდის უცნაურად ბევრსა სჭამდა გოლა.
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ნალჩიკში იდგა ჩვენი პოლკი, გოლამ სადღაც ხევში იპოვნა
ერთი ერკემალი, მანქანისაგან თავწაწყვეტილი. ტყეში წაგვიყვანა: ზედგენიძე, უგრეხელიძე
და მე, დიდი კოცონი დაანთო წყაროს პირად, თვით გაატყავა, გარეცხა ცხვარი, შამფურზე
წამოაგო და მთლიანად შესწვა, მდელოზე გააწყო სუფრა.
ჩვენ სამნი ძლივს მოვერიეთ ერთ ბარკალს.
თავათ მიადგა თითქმის მთელ ცხვარს. „პაჰ, პაჰ, პაჰ“, იძახოდა.
აქებდა სათითაოდ ცხვრის სხეულის ნაწილებს.
„ეს ჩალაღაჯია, ყველასაგან ნაქები, ერთი ნიორი მომცა, წიწაკა, ძმარი და ქინძი.
ეს ბეჭია. ეს პირველი ანტრიკოტი, ეს მეორე, ეს საკვნეტელა ნეკნები.
ოჰ, რა ხაში გამოვიდოდა ამ თავ-ფეხებისგან“.
თანაც იმ ნაწლავებისა და გულ-ღვიძლისაკენ აბრიალებდა თვალს, წყაროს პირად რომ
დარჩა გაუწმენდელი.
უნდა გენახათ, რა დიდის ყოფით ემზადებოდა ჭამისათვის გოლა. ნამდვილი რიტუალი!
კაცს ეგონებოდა, მღვდელმსახურებისათვის ემზადებაო.
ამ ტყვეობაში დაცლილ რუმბსავით დაიფშუკა მისი უზარმაზარი სხეული, გადაუვიდა
ღაწვისთავებიდან და ცხვირიდან ის ზომაზე მეტად ღაჟღაჟა სიწითლე, რომელიც ლოთებს
გადაჰკრავს ხოლმე სახეზე.
დაპატარავდა თითქმის კიდევაც. გაყვითლდა, თვალის უპეები ჩაუცვივდა, ნიკაპს ქვემოდ
ფაფუკი ღაბაბები ჩამოეკიდა, კამეჩის ბუღასავით სქელ ქედზე ნაკეც-ნაკეცად დაეკიდა

215 მკითხველთა ლიგა


ფერგამკრთალი ტყავი, ისეთი დაჭმუჭვნილი, როგორიც ხარს გაუჩნდება ხოლმე კისერზე.
შეუბრალებლად და ხანგრძლივად უღელში ნაბამს.
„ცუდადაა ჩვენი საქმე, ამხანაგო კაპიტანო, – მეუბნება გოლა, – ერთი ლოთიანად გამაძღო
სიკვდილის წინ და მერმე ჩემი თავ-ფეხი ბოკმაიერის...
ერთი ჩალაღაჯი მაჭამა ქონდრითა, ნივრითა და ძმრით შეზავებული, ტფილისური ხაში
ნივრითა, ზედ არაყი და წითელი, მთლად სისხლისფერი ნაფარეული, კახურად, მრგვალად
მოხარშული დედალი, ნივრის წვენითა და რამერუმეებითა, ან მამაპაპური ბოზბაში, პაჰ, პაჰ,
პაჰ!
ან მტკვრის ლოქო, ძმრითა და ქინძით, ან ცივი, ცივი ხრამული, ან ზუთხი, რიონის
ზუთხი, გესმით, მოხარშული კი არა, შემწვარი, შამფურზე ჯიგრიანად შემწვარი და ზედ
კოწახურის წვენი ან ტყემალი, გინა ნაშარაბი.
პაჰ, პაჰ, პაჰ!“
ისეთის დიდი მღელვარებით მიამბობდა გოლა ამას, მეც მომადგა ნერწყვი.
თქმისაგან, როგორც მოგეხსენებათ, მწუხარება მცირდება, მაგრამ ტკბობის სუბლიმირებაც
მისგანვე ხდება. ამათ შორისაა სადღაც სიტყვისა, თქმის სიძლიერის სამანი.
ტკივილის გამოთქმა და სურვილის განცხადება, – ეს ნიჭი რომ არ მოეცა ჩვენთვის
განგებას, ჩვენ ისე უბედურნი ვიქნებოდით, როგორც ღორი, ჩემის აზრით, ყველაზე უმწეო
და უბედური ცხოველი ამ ქვეყანაზე, საჭმლის მაძებარი მუდამ მიწას რომ დასცქერის
თავჩაქინდრული და, რადგან თავის მაღლა აწევა არ შეუძლიან, ამიტომაც არც ის
ბედნიერება გამოუცდია მას, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, როცა მზეს შევცქერით, ან ცას –
ვარსკვლავებით მოოჭვილს.
მე არც მწერალი გახლავართ და არც ორატორი, ამიტომაც ვერ გადმოგცემთ, თუ როგორის
მჭევრმეტყველებით აქებდა „გასტრონომი“ გოლა ჩვენს კერძებს, ამიტომაც უცნაურად
გამიმძაფრდა სიმშილის გრძნობა.
თავათაც აღელვებული ვეუბნები გოლას:
„კიდევ რას ინებებდი, გოლაჯან?“
„ახლა შილაფლავი ან ლულა-ქებაბი, გინა, ფითი, ვაზის წალამზე შემწვარი ძუძუთა
ბატკნის მწვადები, მცვრიანი სუკები, გნებავთ, დეკეულის ბეჭი, ტყემლის წვენითა, რეჰანით
და ქინძით შეკაზმული. ინდოურის საცივი ან იხვის კუჭმაჭი და იხვის ფეხები, დაშაშხული
ბატის ხორცი ან ზემოიმერული შაშხი, მოყვითანო, მოყვითანო კი არა, ქარვისფერი,
შამფურზე შემწვარი გოჭი, რომელსაც შორიდან დაუყენებენ ცეცხლს და, როცა შეიწვება,
მისი კანი ტკიცინებს პირში.
ნუ იტყვი, ნუ იტყვი, ამხანაგო კაპიტან, რა უბედურები ვართ, რომ ეს ამბები გაცილებით
შორსაა ჩვენგან, ვიდრე გერმანული „ტიგრები“.

216 მკითხველთა ლიგა


ერთი მამაპაპურად გამაძღო და მერმე, თუ მოვკდები...“ და აქ ისევ შეუკურთხა ვენის
უნივერსიტეტის პროფესორს ტფილისელმა შოფერმა გოლამ.
ვიდრე მე და გოლა ჩვენი შესანიშნავი გასტრონომიის ჩამოთვლას მოვათავებდით, ბარე
ცამეტი ებრაელის ეროვნება გამოარკვია ბოკმაიერმა.
მესამე დღეს ექთანმა მარიამ გვამცნო: ცამეტი ებრაელი და, მათ შორის, ის უბედური
ხუმარა კაპუჭი ცოცხლად დამარხესო ნაშუაღამევს.
კაპუჭი გაცხარებული ყვიროდა თურმე, ვიხუმრე, თორემ ებრაელი არა ვარ, კაპუჭი ვარო,
მაგრამ გერმანელები, როგორც წესია, ეთნოგრაფიის ცოდნაში მოიკოჭლებენ.
თვით მთავარმა ექიმმა, პროფესორმა ბოკმაიერმა არ იცოდა თურმე, რომელი „რასსის“
ხალხია ეს მოდგმა კაპუჭებისა, ამის გამო დაიღუპა ის ბედშავი ბამატი, რომელიც ჩინებული
მებრძოლი ყოფილა, იშვიათი გულხმიერი ამხანაგი, მაგრამ ეს იყო, ერთ გახუმრებას
გადააყოლა თავი ამ უბედურმა კაცმა.
ექიმ ბოკმაიერს პროზექტურაში გაუწერია თურმე მძიმედ დაჭრილები, იქიდან
დახურული ავტოებით გაუქანებიათ სასაფლაოზე ისინი.
ერთ ღამეს კვლავ აწრიალდნენ მძიმე ქვემეხები და საზენიტო ზარბაზნები. უკანასკნელი
მინებიც ჩაგვილეწა ბომბების დეტონაციამ. ჩვენ ისე განაბული ვიყავით, როგორც ნიბლიები
ქორის ჩამოქროლების მოლოდინში.
ჩვენი ლაზარეთის სამზარეულო და საწყობის შრამელები დაილეწა.
ნაშუაღამევს უამრავი დაჭრილები მოჰყარეს გერმანელებმა, თავისიანები და რუმინელები.
დილას ბოკმაიერი უჟმურივით შემოგვივარდა:
„ვინც მომაკვდავია, მოკვდენ ბარემ, – ყვიროდა პროფესორი ისტერიული ხმით. –
პროზექტურაში გასწერეთ, ვინც მომაკვდავია, მაგ კაცაბებისათვის კი არა, ჩვენებისათვის
არა მყოფნის საწოლები და საბნები“.
გოლამ მთხოვა გადამეთარგმნა, მაგრამ ვერ გავიგე-მეთქი, არ მინდოდა დამეშინებია
ისედაც დასიცხული ავადმყოფი.
„მე კარგი ვქენი, ურიობა რომ არ ვიკისრე, თორემ იმ საწყალ კაპუჭს გამაყოლებდნენ,
ქოთნების საკეთებლად, მამა ღმერთთან“, იხუმრა გოლამ.
მეორე დღეს უცნაური ამბავი მოხდა.
ასზე მეტი დაჭრილი შემოათრიეს და, მათ შორის, იცით ვინ?
სეროკა.
მარცხენა მკლავი მიულეწია ვიღაც ჩვენთაგანს. უცნაურობა ბევრი ხდება ამ ქვეყანაზე და
მოხდა ისე, ჩემსა და გოლას შორის დააწვინეს იგი.
კბილით მეჭირა გოლა.
„ერთი ისეთი ჩავაფარო, რომ აქედან თელეთი მოელანდოს მაგ პირძაღლს“.

217 მკითხველთა ლიგა


სეროკას მუზარადის ნაცვლად რაღაც ჩაჩი ეხურა თავზე, მე მან ვერ მიცნო. გამეცინა და
გავჩუმდი.
„ჰაი, გიდი, იქადნება გოლა: ღმერთმა ინებოს, ჩვენებმა აიღონ ეს ქალაქი, ბოკმაიერს
თხლესავით გავუხდი ცხვირს“.
„სეროკას?"
ვეკითხები მე.
„მოგეცეს ლხენა, სეროკას ცხვირის ჩალეწვას როგორ ვაკადრებ „ოთხში ამოვიღებ მაგ
სახეძაღლს, სატიკე თხას რომ ამოიღებენ ოთხში“.
სამი დღეც არ გასულა და გოლამ მიჩურჩულა:
„ამხანაგო კაპიტანო, ნუთუ ვერ ამჩნევთ, ეგ წუნკალი როგორ უბრიალებს ჩემს საათს
თვალებს“.
მართლა, მეც შენიშნული მქონდა: როცა გოლა ბალიშიდან თავის ოქროს საათს
გამოაცოცებდა და ექთან მარიას აჩვენებდა სიცხის გაზომვისას, სეროკას ანაზდად
უბრწყინდებოდა ღორული, წვრილი, წვრილი თვალები.
გარდა ამისა, ეგეც შენიშნული მქონდა: არც ვერცხლის ბეჭედს უცქეროდა იგი
გულგრილად, ჩემს ცერზე წამოცობილს.
კიდევ ერთი კვირა გავიდა და სეროკა უკვე სასეირნოდ გაჰყავდათ.
როგორც ექთანმა მარიამ გვიამბო, იგი სეირნობის გარდა, სხვა საქმეებსაც აკეთებდა
თურმე: ლაზარეთის ადმინისტრაციას უამბობდა ყოველი ჩვენთაგანის ნათქვამს,
ნახუმრევს, უნებლიე ამოძახილს.
ჩვენმა დაჭრილებმა „სტუკაჩი“ დაარქვეს მეტსახელად მას, რაიცა ნიშნავს ისეთ
მოქმედებას, როცა ვინმე ადმინისტრაციას უკაკუნებს კარებზე. ე. ი. სიგნალს აძლევს.
საამისო ნიჭიც შესწევდა ძაღთაპირს, ცოტ-ცოტა ყველა ენა იცოდა: უნგრულიც,
რუმინულიც, გერმანულიც, პოლონურიც და უკრაინულიც.
არც ერთ ენაზე ადამიანური მეტყველების უნარი არა ჰქონდა. ყველა ენას „ფლობდა“,
ყველას თანაბრად ამტვრევდა და არც ერთი ხეირიანად არ იცოდა. ამიტომაც დღემდის არ
ვიცი, რა ეროვნებისა იყო იგი.
ერთ საღამოს გოლამ მითხრა:
„წუხელ მე არ მძინებია, ხამსას სუპმა მუცლის გვრემა მომგვარა. სეროკა ბორგავდა, მე
თვალდახუჭული ვუთვალთვალებდი. როცა ყველას გეძინათ, იგი ლოგინზე წამომჯდარი
გამოიღებდა საათებს, ბეჭდებს, ოქროს კბილებს და პორტსიგარებს, ითვლიდა, წვრილ
პარკებში ალაგებდა და სათითაოდ ფუთვნიდა მათ“.
ისევ ატყდა გრიალ-გრიალი.

218 მკითხველთა ლიგა


XI

შელეწილ ფანჯრებიდან ქარი შემოდის და ახრჩოლებს ჩვენს სასთუმალთან დადგმულ


ჭრაქებს.
ჩვენ გატვრინული ვწევართ, უღონონი და უმწეონი, აღარ ვიცით, საიდან გვეპარება
სიკვდილი, ჩვენი მოუვლელი ჭრილობებიდან, ღია ფანჯრებიდან თუ აეროპლანებიდან?
კიდევ ერთი გზა ჰქონდა ჩვენსკენ გაკვლეული მას: მკბენარები შემოგვესია.
დაჩლუნგებულან ჩვენი იოგები, უბრალო გვერდის გამოცვლაც გვიმძიმს. წევხარ ბურანში,
ჭრილობები გეწვის და ასეთ დროს მღილების ლაშქარი დასეირნობს შენს სხეულზე.
რუმინელი დაჭრილები წამოდგებიან, იხდიან პერანგებს და ტკიცინ-ტკიცინი გაუდის
მწერებს.
იქექებიან, იქექებიან ირგვლივ, ტილების ლაშქარი შემოგვესია რუმინელი დაჭრილების
მოყვანის უმალ.
როცა სიცხე ამიწევს, კოშმარული ჩვენება ამეკვიატება.
მოიწევს ჩემსკენ ხორბლისფერი მასსა, ჯერ ფეტვის მარცვლებისებრ მოციმციმებენ, მერმე
იზრდებიან, დიდდებიან, ვხედავ, თვალნათლივ ვხედავ ბუსუსებიან, ჭრელჭრულა
ტილებს... სიკვდილი და ტიფი მოაქვს ამ საძაგელ არსებებს, მაჟრჟოლებს, მთელ სხეულზე
მექავება, იღლიებში, მექავება მხრისთავზე, სადაც სამი ნატყვიარი ჯერაც არა მქონდა
მოშუშებული, მკლავის სახსრებში და კვირისთავის ქვემოდ.
ჭეშმარიტად დიდი ინკვიზიტორი ყოფილა ექიმი ბოკმაიერი, რომელსაც სასტიკი ბრძანება
მიუცია ექთანებისათვის: რუსებს და სხვა „კაცაბებს“ ლოგინის საცვლებს ნუღარ უცვლითო.
განსაკუთრებით გამწარდა გოლა. მას ორი ნატყვიარი აქვს ბარძაყში, აქოთებული
ტამპონებით გამოტენილი, ყვრიმალში ხიშტი აქვს ნაკრავი, თელგამი და ზინთი იღვრება
იქიდან, მაგრამ მაინც წამოიჭოტება ბედშავი, ზის და რუმინელების მაგალითზე, ხილავს
თავის დაკონკილ პერანგს, მისთვის ჩვეული სახრჩობელას ჰუმორი მაინც თან ახლავს და
გადმომძახის:
„ამხანაგო კაპიტანო, მე ვარ ამიერიდან ტილების შაჰ-აბაზი“.
უთენია მოვიდა ექთანი მარია და ჩაგვჩურჩულა:
„წუხელ, ნაშუაღამევს, მესამე პალატიდან ოცდაშვიდი რუსი და ცამეტი უკრაინელი
სადღაც გააქრეს.
მათ ორგვარი ბრალდება წაუყენეს: ურიები ხართო და პარტიზანები. ლეიტენანტი
კიპორენკო დაკითხვაზე წაიყვანა „გესტაპომ“. მას უფრო დიდ რამეებს აბრალებენ:
„პარტიზანების მეთაური ხარო“.
„დანამდვილებით ვიცი, ამბობს ექთანი მარია: ლეიტენანტი კიპორენკო დაპყრობილ
ტერიტორიიდან მოიყვანეს გუშინღამ მხრებგაკოჭილი“.

219 მკითხველთა ლიგა


თორმეტ საათზე, გერმანული პუნქტუალობით, შემოვიდა ბოკმაიერი.
„ჭაბუკო, რად მალავ შენს ეროვნებას, გამოტყდი, ურია რომ ხარ, ცხვრის ბორშჩს გაჭმევთ“.
მომმართა მე.
იგივე მივუგე, რაც წინად, სამგზის. თანაც დავსძინე:
„არ მიყვარს ცხვრის ბორშჩი, ექიმო. მეზიზღება ცხვრის ხორცი, ჰერრ“.
როცა ბოკმაიერი წაშავდა, ექთანი მარია სასთუმალთან დაცუცქდა:
„მოდი, ბერძნები ვართ-თქო, ეგა სთქვით, თქვენ და გოლამ“.
მე ეგ ამბავი მარიაზე ადრე ვიფიქრე, მაგრამ კარგად ვიცოდი, თითქმის ყოველმა
განათლებულმა გერმანელმა იცის ბერძნული და, ერთიც ვნახოთ, გვკითხოს რაიმე, მე კიდევ
მოვახერხებდი ერთ ორ ბერძნულ სიტყვას, მაგრამ გოლა რაღას იზამდა?
დავრწმუნდი, არ ივარგებდა „ბერძნობა“.
საღამოს მარიამ გაგვაფრთხილა, ხვალ დილით ჩხრეკა იქნება, რადგან ლეიტენანტ
კიპორენკოს საცვლებში ფინური დანა უპოვნიათო.
გოლამ თავის ოქროს საათი და სატევარი ლაჯებში ჩაიდო.
იჯღანებოდა: ჩემ ლაჯებში საათი კი არა, ტყვიამფრქვევი დაიმალებაო.

XII

ექთანმა მარიამ ახალი ამბავი მოგვიტანა ერთ დღეს.


პროფესორ ბოკმაიერს ახალი, სავსებით უცნაური აპარატები მოსვლია ვენიდან.
ღამღამობით ჩაიკეტებოდა თავის ლაბორატორიაში და ათასგვარ ცდებს აწარმოებდა
მტრედებზე, ბაჭიებზე, ზღვის ღორებზე, ძაღლებსა და ვაცებზე.
ზოგს გულს ურგავდა, ზოგს კანქვეშ უშხაპუნებდა მალარიის, ხოლერის და ტიფის
ბაცილებს, აწარმოებდა ქსოვილების გადარგვას.
„აუტანელი სუნი დგას ამ „ლაბორატორიაში“, ამბობს მარია.
ერთ რუმინელ ჯარისკაცს, რომელსაც შრაპნელისაგან დაშავებული ჰქონია კვერცხები,
ვაცისანი გადაურგა თურმე.
გალვანიზირებისა და ინტოქსირების მეთოდებს მიმართავდა არა მარტო ცხოველების,
არამედ დაჭრილი რუმინელების მიმართაც. ზოგ შემთხვევაში დადებით შედეგებსაც
აღწევსო, დასძინა ექთანმა მარიამ.

220 მკითხველთა ლიგა


XIII

კიდევ ერთი კვირა გავიდა და ჩვენმა ტერმომეტრებმა ცუდი ამბები გვანიშნეს: სიცხე
ორმოც გრადუსამდე აგვივარდა მე და გოლას.
ეს მოხდა 17 აპრილს.
მე მინდა ყოველივე აქ მოთხრობილი ჩემი სინდისის მიხედვით გაუწყოთ, ამიტომ
წინასწარ ვაცხადებ: დღესაც არ ვიცი, რა მოგვივიდა მე და გოლას.
ტიფი აგვიცრა ბოკმაიერმა თუ ის ჯერაც აუხსნელი ავადმყოფობა, რომელსაც ექიმები
კატალეპსიას უწოდებენ.
მესამე დღეს სიცხე დავარდა, ექიმი ბოკმაიერი თავისი ამალითურთ გვეწვია მე და გოლას,
მხოლოდ მე და გოლას, მარჯვენა მკლავი გამოგვაყოფინა საბნიდან და რაღაც სითხე
შეგვიშხაპუნა მხარს ქვემოდ.
ვეღარც ამას მოგახსენებთ ხელაღებით: ტიფის ან რაიმე სხვა სნეულების საწინააღმდეგო
შხამი იყო ეს სითხე, თუ ისეთი ჯადოსნური რამ წამალი, რომელიც კატალეპსიას
გამოიწვევს ხოლმე (ეგეც უნდა ითქვას: ჯერ მედიცინამ არ იცის, თუ რა იწვევს
კატალეპსიას).
მე სულ უმნიშვნელო ცნობები მომეპოვება მედიცინის გამო.
შუა საუკუნეებში ექიმობა ჯადოსნობას უკავშირდებოდა.
ჩვენს დროში, როგორც ყოველ პროფესიაში, ხელოვნებათა და ხელობათა მასიურად
გახდომის გამო, გამრავლდნენ ექიმები ისე, როგორც მწერლები, მხატვრები, პროფესორები
და ინჟინრები, მაგრამ ერთი რამ ურყევად მჯერა: ექიმთა შორის არაერთია ისეთი,
რომელნიც თავიანთ პროფესიულ საიდუმლოებათ ისე ინახავენ, როგორც ძველი
ეგვიპტელი ან ინდოელი მოგვები.
მე მგონია, ასეთი ჯადოსნური ბუნების, საერთოდ, დემონიური ბუნების კაცი უნდა
ყოფილიყო ის საძაგელი ექიმი ბოკმაიერი, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც
ამდენი სიმძიმილი შეგვამთხვია.
ამ შეშხაპუნების შემდეგ პირველი გრძნობა ასეთი იყო: თითქოს ჰაშიში მასვესო.
სისხლი აბორგდა ჩემს ძარღვებში, საფეთქლებში ჩაქუჩებსმცემენო. ასე მეჩვენებოდა:
გული საგულედან ამოხტომას ლამობდა, მწოლარეს აგრე მეგონა: განზე მკიდია-მეთქი
გული.
მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა, ისეთი მძაფრი, ტილების მისვლა-მოსვლასაც
ვეღარ ვგრძნობდი.
აგრე მეგონა: მავთულებით გაჭიმული ვწევარ-მეთქი ამ საძაგელ, მავთულებგამოჩრილ,
დანჯღრეულ რკინის საწოლზე, რომელიც საწოლი როდი იყო, ადამიანის სხეულის

221 მკითხველთა ლიგა


დასასვენებელი, არამედ სარეცელი, რომელზედაც (ექთანი მარიას ცნობით) ათასზე მეტი
ახალგაზრდა კაცი გამოსალმებია წუთისოფელს.
იგიც გვახსოვდეს, რომ ექთანი მარია სრული სამი თვე მოღვაწეობდა ამ დავსილ
ლაზარეთში, რომელიც სამკურნალო ადგილი როდი იყო, არამედ სამარის წინაპარი.
მე არ მინდა ყოველივე გიამბოთ, რაც მისგან გამიგონია. კარგად ვიცი, თუმცა თქმისაგან,
წარმოთქმისაგან მსუბუქდება განცდილი მწუხარება, მაგრამ გამოთქმული სამძიმილის
მომსმენს გაცილებით მეტ ტკივილს ანიჭებს იგი, რადგან მთხრობელს ეს ყოველივე
განცდილი აქვს უკვე, ხოლო მომსმენელი, თუმცა უფრო მკრთალად, მაინც ითვისებს
სიტყვებისაგან წარმოშობილ ტანჯვას...
ახლაც მაჟრიალებს მთელ სხეულში, როცა ამ ლაზარეთის კედლებს ვიგონებ, ტილების,
ბაღლინჯოების და ადამიანების სისხლით მოთხვრილს, უცნაური იეროგლიფების დარად
მოჩხაპნულს.
შვიდი საშინელი დღე გათენდა და დაღამდა.
რუმინელები ტილებს ხოცავდნენ, ვიღაც გერმანელი უნტეროფიცერი კვნესოდა და
მიკნავებული ხმით ეალერსებოდა თავის დედას:
„მუტი, მუტი, კოომ“.
დედიკო, დედიკო, აქ მოდიო.
პირმშვენიერი უნგრელი კავალერიის კორნეტი თავის სატრფოს ეძახდა:
„ლისბეტ“...
რუმინელი კარისკაცები დედას აგინებდნენ გერმანელებს, ხოლო სეროკა – ეს ბრძოლის
ველის სვავი, აჩხრიალებდა ოქროს ბეჭდებს, პორტსიგარებს და საათებს.
ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ფეხებით მიმათრევენ სადღაც უკუნეთში,
ბნელეთის კიდისაკენ, უცებ ვიღაც გამაგდებს ხელიდან, ჩემი ძვლები მოადენენ უცნაურ
რაჩხუნს, მერმე როგორც კაცი, რომელიც ორმა გოლიათმა ზეაისროლა ჰაერში, წამოვა
ტრიალ-ტრიალით ზევიდან უფსკრულში და გადაეშვება შავეთში, ასე მივექანები ძირს.
შევკრთები,
თვალს მოვიფშვნეტავ, ვძაგძაგებ და ვთრთი...
„ნუ გეშინია, ამხანაგო კაპიტანო“, მიჩურჩულებს ექთანი მარია და მე ვხედავ, ცრემლები
მოწანწკარებს მის დამჭკნარ ლოყებზე.
დაჯდებოდა იგი, თავჩაქინდრული ექთანი მარია, პუტუნებდა თავისთვის: „...ხოლო
იხილეს იგი შორითგან და ვერა ცნეს, და ღაღადჰყვეს ხმითა დიდითა, დაიხსნეს მტვერი
თავსა თავისსა და დასხდეს მისთანა შვიდ დღე და შვიდ ღამე და არავინც მათგანი იტყოდა
სიტყვასა მისა მიმართ, რამეთუ ხედავდეს წყლულებსა მძვინვარესა და დიდსა ფრიად...“

222 მკითხველთა ლიგა


XIV

ერთ დღეს გოლაც გამომჯობინდა. იგი თავდაპირველად პირქვე დამხობილი ეგდო,


მეშინოდა კიდევაც, ხომ არ მოკვდა-მეთქი.
დაშლისა და დარღვევის წინაშე იდგა მისი გოლიათური სხეული.
სდუმდნენ გახუმრებას მონატრულნი მისი ბაგენი, უმწეოდ ფოფინებდნენ მის დიდრონ
გუგებზე გრძელი და შავი წამწამები ჟამიდან ჟამზე.
დაძახება მინდოდა, მაგრამ ხმა აღარ მყოფნიდა, გამხნევება მინდოდა და თავათაც არ
გამაჩნდა მხნეობა.
ერთხელ, ნაშუაღამევზე, წამოდგა გოლა, თავისი ცხენური კბილები მომანათა და მითხრა:
„იცით, ამხანაგო კაპიტანო, გუშინ მთელი ჩვენი დივიზიის ბიჭები ველზე მივსდევდით
გერმანელებს, უცებ კოკისპირული წვიმა დაუშვა, გერმანელებმა მოჰკურცხლეს და ჩვენ ეს
ვნახეთ:
ჭარხლები ამართულიყვნენ მუხისოდენანი ველზე, ჩვენც ცხენებიანად შევედით მათ
ჩეროში და გადავიწვიმეთ ჭარხლების ნეშოს ქვეშ“.
მე ჩამეცინა და მივუგე:
„იცი, ჩემო გოლა, უფრო კარგი რამ უნდა გიამბო ახლა: გუშინ მეც ცხენით მივდიოდი
კიევისაკენ. ერთ სამჭედურს გავუარე, ვხედავ: ხუთასი კაცი აკეთებდა ერთ ქვაბს“.
„ჰო, მაგრამ რად უნდოდათ ის ქვაბი?“
„შენი ჭარხლების მოსახარშავად, გოლა“.
როცა ჩვენი გონება უცნაურად შეზავებული ბანგიდან გამოერკვეოდა, ასეთი
სისულელეებით ვირთობდით მე და გოლა თავს.
საზენიტო ზარბაზნები ჰქუხდნენ, ტყვიამფრქვევები კაკანებდნენ, თვალს მივლულავდით
და გაიხსნებოდა ყუმბარების ჯოჯოხეთური დეტონაცია.
გერმანელი, რუმინელი და უნგრელი დაკოდილები ებრძოდნენ ტილებს, ჭრილობებსა და
კოშმარულ სიზმრებს.
ბორგავდნენ,
ბოდავდნენ,
ყვიროდნენ,
ხაოდნენ.
ერთადერთი სეროკა ფხიზლობდა, ღამის გუშაგს არწმუნებდა: შარდზე გასვლა მინდაო,
ეშმაკმა იცის, სად მიდიოდა, მიდიოდა და მოდიოდა უთენია, კამერაში რა დაბრუნდებოდა,
ტილებს ეძებდა, ბალიშს ფერთხავდა და ხვნეშოდა...
ხანაც რაღაც გაუგებარ სიტყვებს ჯლოყინებდა ძილში, რომელთა მინაგვარი, ჩემს
ცნობიერებაში მყოფ არც ერთ ენაში არ მეგულება.

223 მკითხველთა ლიგა


მისი უსაპირო ბალიშის ბურტყლი ზედ ჩემს ნესტოებთან მოფარფატობდა და
ჭრილობებისაგან ღონემიხდილს იმდენი ღონე არ გამაჩნდა, ეს ქინქლი მომეშორებინა
ნესტოებიდან როგორმე.
მახველებდა მთელ ღამეს, მეზმანებოდა, თითქოს ცოცხი გამირჭვესო ნესტოში,
ვიხრჩობოდი, ყვირილი მინდოდა, მაგრამ დაყვირებისათვისაც არ მყოფნიდა ღონე.
მობობღავდნენ ჩემსკენ ტანკებისოდება მხეცები, ტანკები კი არ იყვნენ ესენი, არამედ
რაღაც მაჯლაჯუნა ცხოველები, რომელთაც მესერშმიტებივით თეთრი ქერეჭი ჰქონდათ და
მუცელზე ისეთი ხორკლიანი ხრახნილები, როგორსაც ტანკებს უკეთებენ ხოლმე ჩვენს
დროში.
ისინი ქშინავდნენ, როგორც კოლხთა მეფის აიეტესის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და
სისხლისფერ ღრუბლებს ისროდნენ დაბჩენილ ხახიდან.
ხოლო ექთანი მარია თავჩაქინდრული იჯდა და ცრემლმორეული პუტუნებდა:
„...შემდგომ ამისა განახვნა იობ პირი თვისი და დასწყევლა დღენი თვისნი, მეტყველმან:
რათა წარწყმდეს დღეი, რომელსა შინა ვიშევ და ღამე იგი, რომელსა შინა თქვეს: აჰა, არს
წული.“
ხოლო გარედან ისმოდა ზარბაზნების მგრგვინავი რახრახი, გამუდმებული მარში,
დაფდაფების ცემა და გერმანელი ფელდფებლების მჭახე კომანდა:
„აინს, ცვაი,
აინს, ცვაი,
ახტუნგ“.

XV

ისევ მოდიოდა საზარელი ღამე, ხოლო დღისით საზენიტო ზარბაზნები ჰქუხდნენ,


რუმინელები ხროტინობდნენ, გერმანელები ხაოდნენ, სეროკა ხან იხრჩობოდა
ხველებისაგან, ხანაც პაპიროსის მოსაკიდებელ ცეცხლს ეძებდა, საბანწამოსხმული
დაჩოჩავდა, როგორც სამარიდან გამოსული ჩვენება, ხანაც დაცუცქული იჯდა საწოლზე,
ტილებს ხოცავდა და ბოდავდა ისეთ ენაზე, რომელსაც გოგისა და მაგოგის ხალხები თუ
ხმარობდნენ ოდესმე ალბათ.
„მე ვიცი, თუ რაშია მაგის მუცლის გვრემა, იჯღანებოდა გოლა, მიტომაც ხვნეშის, გული
მისდის, რად არ ვკვდებით მე და შენ“.
ექთანი მარია მოვიდა და მიჩურჩულა: ლეიტენანტმა კიპორენკომ დაგიბარათ: „თუ კიდევ
მოგადგეთ ბოკმაიერი, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაანებოთ შესაშხაპუნებლად მკლავი“.

224 მკითხველთა ლიგა


გოლამ თავი გამოჰყო საბნიდან.
„ენის მეტი აღარაფერი მოძრაობს ჩვენს სხეულზე, თუ ბიჭი ხარ და ნუ დაანებებ ხელს. აი,
დედაჩემის ღმერთსა, ძველებურად მკლავი მიჭრიდეს, ნიყვივით დავახეთქებდი მაგ
სულძაღლს მიწაზე“.
მეორე დღეს მართლაც ჩამოიარა ბოკმაიერმა და მისმა ამალამ.
უკითხავად აიღო ჩემი მკლავი და თავათ შემიშხაპუნა. კიდევ დაგვეკითხა: “
„იუდე, იუდე?
ურია თუ არა ხარ, გერმანული საიდან იციო?
მივუგე: გერმანელების კოლონიაში ვმსახურობდი და იქ ვისწავლე-მეთქი.
„სად, სად?“
მკითხა გამალებულმა.
ენის წვერზე საქართველო დამადგა, მაგრამ ერთბაშად შევცვალე ჩვენება და მივაძახე:
ვოლგაზე.
გოლა გაახელა ამოდენა დაკითხვამ: „რას ილანძღება ეს პირძაღლი, რად გვიძახისო
იუდას? იუდაც მაგაა, ერთიც მეტი“.
მე განუმარტე, „იუდე“ გერმანულად ებრაელს ჰქვია-მეთქი.
გოლამ წაიბუტბუტა: „მე მაგას ახლავე ვაჩვენებ, თუ ვინცა ვარ!“
ესა სთქვა, საბანი გადაიხადა, პერანგის ამხანაგს წაებღაუჭა, რათა თვალნათლივ
დაემტკიცებინა ბოკმაიერისთვის, რომ წინადაცვეთა არა ჰქონდა, მაგრამ მე შევუბღვირე და
ისევ გადაიხურა საბანი.
ბოკმაიერმა კარგად შენიშნა გოლას საკმაოდ ცინიკური ჟესტი, მაგრამ ანაზდად
დააფახურა თავისი მწითური წამწამები, განზე გაიხედა, თითქოს არაფერი შეემჩნიოს.
ოდნავ დარცხვენილმა წაიბუტბუტა:
„ვთქვათ, თქვენ ორივენი ურიები არა ხართ, მაგრამ ამ ლაზარეთში ჩვენებისათვის არა
გვყოფნის საწოლები და ზეწრები, ხვალვე გაგწერთ, ამ ქალაქში კიდევ ბევრნი არიან რუსები,
ურიები და თქვენისთანა კაცაბები“.
ერთ საღამოს ბოკმაიერი შემოვიდა პალატაში მარტოკა.
მე და გოლას მოგვაშურა პირდაპირ.
წამოგვაყენა და თავის ქალას სიგრძე და სიგანე გაგვიზომა.
მერმე მოშაინური ღიმილით მეუბნება:
„გამართლდა ჩემი ეჭვი, ჰერრ.
მე ძველი ანტროპოლოგი ვარ, რასსოლოგის – ლუშანის მოწაფე.
თქვენ ქართველი ხართ, ბრახიკეფალოს! .
თქვენ იცით, რა არის ბრახიკეფალოს?“
არ ვიცი-მეთქი, მივუგე.

225 მკითხველთა ლიგა


„მოკლე თავის ქალა.
არც თქვენა ხართ არიელები.
გარდა ამისა, ჩვენ ფაშისტები, განა მარტო ებრაელებს ვებრძვით, ყველას, ვინც სლავებსა
და ინგლის-საქსონებს მხარში უდგას ამ გადამწყვეტ ომში.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, თქვენმა უკანასკნელმა
მეფემ გაუღო დარიალის კარები რუსებს და მთელი აღმოსავლეთის დასაპყრობი
ტრამპლინი შეუქმნა კავკასიაში მათ.
იცოდეთ, ყველას შეუბრალებლად გაგჟუჟავთ, ვინც ჩვენთან არა ხართ“.
ესა სთქვა, მაჯის საათს დახედა და გაგვეცალა.
კარგად არ ვიცი, მართლაც ანტროპოლოგიური ნიშატის მიხედვით შეიცნო ჩემი და გოლას
ეროვნება დოქტორ ბოკმაიერმა, თუ სეროკამ გაგვიგო რამენაირად ეგ.
უნდა მოგახსენოთ, სეროკა გამალებული ყურს გვიგდებდა ქართულად ლაპარაკის დროს,
ერთ-ორჯერ კიდევაც გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო?
...ვინ იცის, ეგებ რამდენიმე სიტყვა ქართულიც სცოდნოდა მაგ ეშმაკის კერძს?

XVI

მეორეჯერ შეშხაპუნებამ სავსებით მომთენთა. საბანი დამძიმდა.


სად იყო საბანი? საბანი კი არა ტყვიის საბურველი მაფენია-მეთქი მკერდზე, აგრე მეგონა:
ჩემი სხეული, თითქოს დადნა, ყურებში უცნაური შხუილი მქონდა გამდგარი.
სეროკა საზარლად ხროტინებდა, გოლა ბოდავდა: „მამიდა, მამიდა, ჩემს ოქროს საათს
გიგზავნი როგავას ხელით. გიკვდები, მამიდა, არ მოიწყინო, ჩემო მამიდა, არ დამმარხო,
ჩემო მამიდა... მატლების მეშინია, მამიდა...“
გარეთ ტყვიამფრქვევები კაკანებდნენ, საზენიტო ზარბაზნები ჰქუხდნენ, ყუმბარების
დეტონაციისაგან ისეთი ქარი შემოდიოდა კამერაში, საბნები ეხდებოდა ავადმყოფებს.
ექთანი მარია იჯდა და მომესმოდა ღამეული პუტუნი:
„...და შეიპყრეს იგინი ბნელმან და აჩრდილმან სიკვდილისამან, რათა მოვიდეს მის ზედა
ნისლი, წყეულ იყავნ დღე იგი და ღამე იგი და ეწიოს მას წყვდიადი, რათა არა იქნეს დღესა
შინა წლისასა, არცა აღრიცხულ დღეთა შინა თვეთასა, არამედ ღამე იგი... რათა დაბნელდინ
ვარსკვლავნიცა მის ღამისანი“.

226 მკითხველთა ლიგა


XVII

გვიან გავიგე ბევრი რამ. ტფილისში მობრუნებულს შემთხვევით ხელში ჩამივარდა


ამერიკული ჟურნალის „The Journal of American medical Association“-ის15 რამდენიმე ნომერი,
თურმე ფაშისტი ფიზიკოსები და ექიმები ბოკმაიერისებრ ცდებს აწარმოებდნენ აუშვიცის
და დახაუს საკონცენტრაციო ლაგერებში.
ნიურნბერგის პროცესში გაასამართლეს 29 გერმანელი ფიზიკოსი, რომელთა გაუგონარი
გულმხეცობის ამბავი მოახსენა სამსჯავროს ამერიკელმა დოქტორმა ივიმ: ფიზიკოსები
კანქვეშ უშხაპუნებდნან თურმე ტყვეებს ტუბერკულოზის და ტიფის ბაცილებს,
აწარმოებდნენ ფაჩვუნიერი ნაწილებიდან გლუ ადგილებზე თმების გადარგვას.
აწყობდნენ ხელოვნურ დაორსულებას, სტერილიზაციას და აბორტებს, იწვევდნენ
აბსოლუტურ გაბრუებას და ლეტარგიას.
პროფესორ ჰირტს სპეციალური ლაბორატორია ჰქონდა თურმე შტრასბურგში
მოწყობილი, სადაც იგი ტყვეებს ისევე იყენებდა საექსპერიმენტოდ, როგორც გვინეის
მტრედებს. მან მრავალ ათასს სხვადასხვა ჰასაკის სამხედრო ტყვეს შეუშხაპუნა ეპიდემიური
ბაცილები. „ესესელების“ ფორმაში გამოწყობილი მეცნიერი ამას ყოველივეს ჩადიოდა
„გესტაპოს“ მითითებით.
ნორვეგიაში გერმანელი დოქტორი პაულსენ ტოქსიკურ გაზებს უცრიდა ბოშებს და
ებრაელებს, ხელოვნური გაყინვის, გათოშვის და ლეტარგიის მომგვრელ წამლებს უსხამდა
ვენებში ტყვეებს.
„ესესელების“ შტურმფიურერ ვირტის მითითებით, პროფესორმა სამუელმა აუშვიცის
ლაგერში ელექტროს მოკლე ტალღები გამოცადა ქალების საკვერცხეებზე, 200 ტყვე ქალი
შეეწირა ამ ექსპერიმენტს.
სადიზმისა და მაზოხიზმის სავსებით უბადლო მაგალითია დოქტორ რაშერის მიერ
დახაუს კონცლაგერში მოწყობილი ცდები ხელოვნური გაცივების ეფექტების
გამოსარკვევად.
ამას აწყობდა ხსენებული ექიმი და მისი ცოლი, ნინი – ჰიმლერის პირადი მდივანი და
ხასა, ტერმიელექტრული მოწყობილობებით.

15
ავტორის შენიშვნა: მე მართლაც შევამოწმე კაპიტან როგავას ჩვენება. გამოვძებნე ამერიკულ ექიმთა
ასოციაციის ჟურნალი: The Journal of American medical Association 1946 წლის 12, 13, 1,9. მათში მოთავსებულ
წერილებში: The Brutalities of Nazi phisicians (ფაშისტი ექიმების მხეცობა); „The Treatement at shock from
prolonged Exposure to cold“; „German Experiments at Auschuvitz Camp“; „Experiments at Man“. საზარელი ამბებია
მოთხრობილი მეცნიერ ექიმთა ხელით გაკეთებული.

227 მკითხველთა ლიგა


ამ გზით იწვევდნენ სისხლისა და ტვინის გაყინვას. მრავალი ათასი რუსი და ებრაელი
ემსხვერპლა ამ ექსპერიმენტს. დოკტორ რაშერი ბოლოს დაახვრეტინა ჰიმლერმა, რადგან
მოლაყბედ მიაჩნდა იგი.
ამ ოპერაციების დროს ლაბორატორიებში შემდეგი თანრიგი ჰქონდათ დაცული: ჯერ
ებრაელები მიყავდათ აპარატებთან, მერმე ბოშები, არაგერმანელი კათოლიკე ხუცები,
პოლიტიკური დამნაშავენი და სხვ.
მე თავათ არ მინახავს პროფესორ ბოკმაიერის ლაბორატორია, მაგრამ, ექთან მარიას
ცნობით, იგი ნამდვილი „ჭინკების სამზარეულო“ ყოფილა, უამრავი ელექტროაპარატებით
და ფიზიკური ხელსაწყოებით სავსე.
ბოკმაიერი თვით ასისტენტებსაც არ უშვებდა შიგ წამლების ხარშვის და ცდების დროს.
ვირთხების წუწუნი, ძაღლების ყმუილი, თხების ბღავილი, მტრედების კუთვა და
ადამიანების კვნესა ისმოდა ღამღამობით პროფესორ ბოკმაიერის ლაბორატორიის დახშული
კარებიდან.
ერთი შავი, ნახშირივით შავი დობერმან პიანჩერის ჯიშის ძაღლი ჰყავდა ბოკმაიერს
ლაბორატორიაში.
კარგად არ ვიცი, ეგ საცდელი ძაღლი იყო თუ მისი პირადი. იგიც შესაძლებელია, ამ
უბედურ ცხოველზე ცდიდა ბოკმაიერი რომელიმე შხამიანი პრეპარატის ხანგრძლივ
ზემოქმედებას და ეს აწუხებდა ცხოველს.
ბოკმაიერის ლაბორატორია ჩვენი პალატის გასწვრივ იყო ეზოში.
ეს სამგლე გადმოდგებოდა ფანჯრის რაფაზე, ყმუოდა; არ ვიცი, სიკვდილის მოლოდინში
ყმუოდა თუ მასაც ეშინოდა ავიაბომბების დეტონაციისა?
ჩვენ მინიშნებული გვქონდა, ეს ცხოველი წინასწარ გრძნობდა ბომბარდირების დაწყებას.
„გესტაპოს აგენტიაო“ ეს ძაღლი, ხუმრობდნენ ჩვენები.
არაფერი ისე არ მოქმედებს ჩემზე, როგორც ცხოველის წუხილი.
როგორც სჩანს, რაკი ადამიანს ბუნებისაგან მინიჭებული აქვს სიტყვის, ცრემლის,
სიმღერისა და მუსიკის საშუალებით მწუხარების გამოთქმა, მისი ტირილი ისე ამაზრზენი
არაა, როგორც თუნდაც ლომის ბუხუნი, ხარის ბღავილი, მგლის და ძაღლის ყმუილი.
ერთხელ მთელ ღამეს არ დამაძინა დობერმან პიანჩერის ყმუილმა.

228 მკითხველთა ლიგა


XVIII

დილაადრიან სეროკას ხვრინვამ გამომაღვიძა. ფანჯრებიდან იხედებოდა დაბალი ცა,


ღარიბების საცვლებივით გახუნებული ღრუბლები.
ლეგა,
უნუგეშო და ქვიშისფერი.
ვახტან ზედგენიძე შემოვარდა სუდარით მოსილი.
კვამლით შებოლილი მკლავი მარცხენა ხელში ეჭირა. საცეცხლურივით მიქნევდა და
მევედრებოდა:
„ჩაუტანე ეგ მკლავი დედაჩემს გორში, უჩა, უთხარი, მამაჩემის გვერდით დამარხოს, უჩა.
გამომართვი,
გამომართვი,
არა გრცხვენია?
ეგაა შენი ვაჟკაცური სიტყვა, უჩა?“
ვწუხვარ,
ვწრიალებ,
მინდა, ზეწამოვდგე და ზედგენიძის მოკვეთილ მკლავს გავუწოდო ხელი, მაგრამ ღონე
აღარ მერჩის.
ხმაც აღარ მყოფნის, რომ ვიყვირო.
„რას ღრიალებ?“ შემომესმა გერმანულად.
ექიმი ბოკმაიერი ჩადგა ჩემსა და სუდარიან ჩვენებას შორის.

XIX

ხანდახან ცნობიერება ისევ მიბრუნდება. ვიცი, კვლავ ლაზარეთში რომ ვიმყოფები და


კატალეპტიურ ძილს ვეძლევი.
უკვე აღარ ხუმრობს გოლა, აღარც ბორგავს, მიცვალებულივით გახევებული წევს,
ჩამქრალა, ბებერივით დაჭმუჭვნია სახე, ნაკეც-ნაკეცად დაღარული ნაოჭები შემოსევიან მის
ჩაშავებულ თვალის უპეებს.
„გოლა, ჰაუ, გოლა, იფხიზლე, იცოდე!“ გავსძახი.
მეც მეძინება, მაგრამ ძალას ვატან ჩემს თავს, მეშინია, სანიტრებმა არ გაგვიტანონ და
პროზექტურაში არ გადაგვათრიონ მე და გოლა.

229 მკითხველთა ლიგა


ღამღამობით სხვაგვარი შიში მომიცავს: სეროკამ ზედგენიძის ბეჭედი არ მომპაროს-მეთქი
და ცოცხლად არ დამფლან იქვე, სადაც დაჭრილი ებრაელები დაუმარხავთ.
ექთანი მარია მოვიდა: უკრაინელები და რუსები სადღაც გააქრესო წუხელ.
„მარია, რა უყავი ზედგენიძის მკლავი?“
ვეკითხები მეათასჯერ.
„შენახული მაქვს, შენახული მაქვს“, მანუგეშებდა თურმე ექთანი მარია.
დაღამდება და ისევ ეს მელანდება: მობობღავს სეროკა და ზედგენიძის მკლავის მოპარვას
აპირებს.
ერთ ღამეს გამომაღვიძა ფაჩუნმა. თვალი გავახილე: სეროკა დაცუცქულიყო ჩემი საწოლის
წინ. საშინელი გულისცემა ამიტყდა.
„ასანთი ხომ არა გაქვთ?“
მკითხა და გამშორდა.

XX

კატალეპსიის გამო უწინაც მცირე რამ ამომიკითხავს სამედიცინო ჟურნალებიდან.


1811 წელს, საფრანგეთში, კატალეპტიური ძილის დროს დამარხეს თურმე მადმუაზელ
ელიზა ლაროშ.
მისმა მიჯნურმა, ვინმე შარკუტიემ, მოიწადინა მიცვალებულისათვის კუბოში
ჩატანებული რუბინების მანიაკი ამოეღო უჩუმრად.
ქალის მშობლების უკითხავად, დამარხვიდან სამი დღის შემდეგ, სამარე გასთხარა და
სულთმობრძავი ქალწული საფლავიდან ამოიყვანა.
კიდევ ერთი მაგალითიც: 1864 წელს ინდოეთში ტიფისაგან გარდაიცვალა სერ რობერტ
პალმერსტონ. იგი უცოლო კაცი იყო.
მისმა სახლთუხუცესმა დიდხანს ეძება პალმერსტონის საგვარეულო ბრილიანტები და რა
ვერ იპოვნა, იფიქრა, ალბათ სამარეში თუ ჩაიტანაო, ღამით მავზოლეი გაახსნევინა
პალმერსტონის მსახურ ზანგებს. სახლთუხუცესი ჭკუაზე შეირყა, რადგან პალმერსტონ
ცოცხალი აღმოჩნდა, ეს ამბავი ერთმა ნეგრმა შეატყობინა პალმერსტონის ნათესავებს,
რომელთაც დროზე მიიღეს ენერგიული ზომები.
პალმერსტონ ძალზე მოქანცულიყო კუბოს სარქველთან ბრძოლისაგან, ამიტომაც
გალვანური ბატარეის მოხმარება დასჭირდათ.
ეს ყოველივე მოხდა მშვიდობიანობის დროს, ჭირისუფლების სიახლოვეს.

230 მკითხველთა ლიგა


ვთქვათ, ბოკმაიერის ბრძანებით, გადაგვიტანეს პროზექტურაში, იქ ეს უხეში სანიტრები
ჩაგვაგდებენ საბარგო ავტოში და ძმათა სასაფლაოში ჩაგვყრიან.
ვინა გვყავდა პატრონი ან გამკითხავი მე და გოლას?
მოხუცმა ექთანმა მარიამ კიდევაც თვალი მიგვადევნოს, სამარეს როგორ გასთხრიან მისი
უსუსური ხელები? დღედაღამ ეს აზრი მაქვს აკვიატებული, ვებღაუჭები სიცოცხლეს, არ
დაიძინო-მეთქი, წარამარა ვეძახი გოლას, მაგრამ ამაოდ...
ვატყობ, მეც მერევა ძილი და განსვენება, ერთადერთი სანატრელი ჩემი: გალვანური
ბატარეები მოგვაყენონ მე და გოლას როგორმე, მაგრამ ვის ცხელა ჩვენთვის?
ექთანმა მარიამ შუბლზე ხელი დამადო, როცა თვალი გავახილე, ეს მითხრა:
„წუხელი სეროკას ვუნახე ლეიტენანტ კიპორენკოს ვერცხლის პორტსიგარი.
დანამდვილებით ვიცი, გუშინწინ დახვრიტეს ლეიტენანტი კიპორენკო.
ჩემი ქმარი სასაფლაოს დარაჯია, მას ყოველდღე მოაქვს ახალი ამბები ძმათა სამარხიდან“.
დასძინა მარიამ.
აჰა! ვამბობ მე ჩემთვის:
მაშასადამე, სეროკა ღამღამობით ძმათა სასაფლაოზე მიიპარება და კვლავინდებურად
ძარცვავს მიცვალებულებს. აფსუს, რად არ დავახალე მაგ პირძაღლს ჩემი ბრაუნინგი
ვერხვების არხში.
ასე სამარცხვინოდ იღუპება ყოველი კაცი, ვინც მტერს თუნდაც ერთხელ დაზოგავს.
ვკითხავ ჩემს თავს: შე ჯაბანო, ჯაბანო, რად არ ჩააძაღლე იმ ღამესვე სვავი!
ისე შემიქცია ძილმა. ხანდახან ვთვლემ და ვხედავ, თვალნათლივ ვხედავ:
წელში მოდრეკილი, თმებგაწეწილი მიახლოვდება დედა, იჩოქებს ჩემი საწოლის წინ და
მოსთქვამს.
მის უკან დგანან სახეგაცრეცილი, წვერებგაშვებული მამაჩემი, აწ მიცვალებული ჩემი ორი
ძმა და დები, აგრეთვე ამ სოფლიდან გასულნი, ძველი, გახუნებული ფოტოსურათებივით
მოსჩანან მათი სახეები.
გაოცებულნი შემომცქერიან მკვდრები, რადგან წვერი გამზრდია ისეთი, ნაბადივით ზედ
მახურავს მთელს სხეულზე და ფეხის ფრჩხილებთან მიხიჩინებს წვერი...
„იუდე, იუდე“, მიყვირს ვიღაც, თვალს ვახელ, არავინა სჩანს, ოქროს სათვალე ცეკვავს და
ყვირის: „იუდე“.
ლაზარეთში მჭვარტლი სცვივა. შავი მჭვარტლი მეყრება ღაწვებზე, ქუთუთოებზე
მიხიჩინებს რბილი და ტფილი მჭვარტლი და აგრე მგონია, მჭვარტლი მეყრება-მეთქი
თვალებში, პირში და ნესტოებში...
ყმუოდა ბოკმაიერის ლაბორატორიაში ძაღლი...

231 მკითხველთა ლიგა


XXI

კაცთა მოდგმის ჩვევათაგანია ერთი: სანამ ჩვენ რომელიმე სენი არ შეგვეყრება, საკმარისად
არ ვუფიქრდებით მას. მე მინახავს მრავალი ჭლექიანი, რომელთაც ამ სენით ავად
გახდომამდის არც კი სცოდნია, თუ რა არის ჭლექი და შემდგომ ამისა დამსხდარან და
საფუძვლიანად შეუსწავლიათ როგორც გამომწვევი მიზეზი მისი, ისე მკურნალობის
მეთოდი.
იმ უბედურების შემდეგ, რომელიც შეგვამთხვია ამ წყეულმა ბოკმაიერმა, ფრიად
დამაინტერესა კატალეპსიამ და მრავალი უცნაური ამბავი გავიგე.
მე გახლავართ ერთი სავსებით უბირი მხედარი, მაინცდამაინც დიდი განსწავლისთვის
არც კი მომიცლია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ზღვაზე და ფრონტზე მაქვს
გატარებული.
უნდა მოგახსენოთ სავსებით გულწრფელად, როგორც ბუნების, ისე ადამიანური გენიის
მიერ შექმნილ კულტურის საოცრებათა შორის, განსაკუთრებით მაკვირვებდა მუდამ ორი
რამ:
ფენომენი სიტყვისა და ფენომენი მუსიკისა.
სიტყვის საშუალებით მართავდნენ მუდამ ბელადები და წინასწარმეტყველები თავიანთ
ერებს, სიტყვისა და მუსიკის ძალით მიჰყავდათ ისინი ომებში.
მომნუსხველ ძალას სიტყვასა და მუსიკისას ნადირებზე და ქვეწარმავლებზე იყენებენ
ტრენერები და გველის მგეშავები.
კალკუტასა და ქაიროში ხეტიალის დროს ხშირად მინახავს, თუ როგორ აწარმოებდნენ
ფაკირები მარჩობელების, კვერნებისა და ბაჭიების კატალეპსიას.
ამ მოქმედების შესატყვისი, ვგონებ, მოგვეპოვება ქართულში, თუ არა ვცდები,
საქართველოს აღმოსავლეთში „გაჰკირი“ ეწოდება არსების ამრიგად მონუსხვას, ხოლო
დასავლეთში გაჰქარჩხვას ან გაჩხიბვას იტყვიან.
მე იგიც მინახავს, თუ როგორ დაუკრავდა ინდოელი ფაკირი სალამურს და ბულბულებს
ჩამოიყვანდა ხიდან. ერთბაშად კი არა, ნელ-ნელა, შტოდან შტოზე (ისე, როგორც კიბის
უმაღლეს ხარისხიდან თანდათანობით ძირს ჩამოიყვანო კაცი), ან ჯუნგლებიდან როგორ
გამოიტყუებდა გველს.
ქაიროს ბაზრებზე არაბი ფაკირები ხელისგულზე ნახშირივით დაახატავენ წრეს,
გამოიყვანენ მაცქერალს რომელიმე ბრბოდან, ეჩიჩინებიან, ეჩიჩინებიან, უბრძანებენ თვალი
არ მოაშორონ წრეს და „გაჰკირავენ“.
სხვანიც ბევრი მინახავს ბომბეისა და დელის ფაკირები, თეფშებზე მელნით მოხაზავენ
ორმაგ სამკუთხედს, აჩვენებენ ობიექტს ან ბროლის ბურთებს ატრიალებენ ხელში და
კატალეპსიას იწვევენ ამ გზით.

232 მკითხველთა ლიგა


გვიან გავიგე, ევროპაშიც ცნობილი ყოფილა ეს ამბავი თურმე. შტრასბურგის ლაზარეთის
უფროსი ექიმი, ჰიპოლიტ ლარეი, ქათმებს ჩხიბავდა ამგვარად.
ცნობილმა კირხერმა 1614 წელს რომში გამოაქვეყნა წიგნი: არს მაგნა, სადაც
მოთხრობილია, თუ როგორ დააწვენდა იგი თავდაღმა მამალს, იატაკზე დაადებინებდა
ნისკარტს და ნისკარტის „გაგრძელებად“ ნახშირით გაავლებდა ხაზს და გაჩხიბავდა
ფრინველს.
წინათაც ვიცოდი, კალიოსტრო წყლით სავსე გრაფინს დასდგამდა, ენერგიული
ლაპარაკით შთააგონებდა პაციენტს დაჟინებული მზერით ემზირა გრაფინისათვის და
ბოლოს გაჩხიბავდა.
გაჩხიბვას ეწეოდა კალკუტაში დოქტორ კოდალი ამგვარად: ზანგს დააწვენდა შეზლონგზე
თვალებდახელილს, პაციენტს უბრძანებდა, მიშტერებოდა ზანგის თვალებს და ამ გზით
გაქარჩხავდა მას.
ამგვარი ამბავი მრავლადაა მოთხრობილი ამ წიგნში, რომელიც ამას წინად ჩამივარდა
ხელში.
L'histoires merveilleux dans les tempes modernes.
გარდა შთაგონებისა, კატალეპსიას სხვა მიზეზიც მოეპოვება მრავალი: მელანქოლია, შიში,
ელდა და დიდი მწუხარება. ამ გზითაც ხდება ორგანიზმის გაცივება და ნებისყოფის
აღკვეთა.
ფრანგულ სამედიცინო გაზეთში: „Gazette des hopitaux“ – ჰოსპიტალების გაზეთში ასეთი
ამბავი ამოვიკითხე:
დილის 11 საათზე მადამ ტურენფორს მოესმა არსენალის აფეთქება. შემკრთალი ქალი
კედელს მიეყრდნო და ასე გაჩხიბული იდგა მთელ კვირას.
მუსიკით მოაბრუნეს იგი. ეს მოხდა მაისის 15-ს.
ყოველ წელს, ამავე თვის იმავე რიცხვში, სრულ პირველ საათზე ისევ ვარდებოდა იგი
კატალეპტიურ მდგომარეობაში.
ინგლისელი დოქტორ ბრეიდ მოგვითხრობს: ათონელი ბერები ექსტატიურ ლოცვის დროს
შეიპყრო კატალეპტიურმა ძილმა. მონასტრის წინამძღვარმა სიტყვით გამოაბრუნა ისინი.
ტულუზის ჟურნალში: „Journale de medicine et de chirurgie“ მოთხრობილია ასეთი
შემთხვევა:
სტუდენტი ფარიალი სემინარიის კარებში შედიოდა. კარის ალაგზე გახევდა
მოულოდნელად. ინსპექტორმა იცოდა, მუსიკა რომ უყვარდა ამ ყმაწვილს. ორკესტრი
მოაყვანინა და გამოაფხიზლა იგი.
განუზომელი მნიშვნელობა აქვს სიტყვას და მუსიკას ომშიაც.
ნაპოლეონი მოგვითხრობს:

233 მკითხველთა ლიგა


„არკოლესთან მთელი ბრძოლა მოვიგე 25 მეომრის საშუალებით. უკვე შეჰკრთენ
მხედრები, ყოყმანი შექმნეს, მე ვისარგებლე მომენტით, ყოველ მათგანს თითო ფლეიტა
მივეცი ხელში და ერთი მუჭა ადამიანების ხელით ვძლიე კიდევაც მტერს“.
ასე მოიგო თურმე ნაპოლეონმა არკოლის ბრძოლა 25 ფლეიტით.
ჩემი აზრით, ქრისტე არავითარი ღმერთი არ ყოფილა.
ეს იყო ალბათ ერთი უბირი ბრძენკაცი, რომელიც სხვა ებრაელებსავით დატოპავდა
იმჟამინდელი იერუსალიმის ტალახიან შუკებში.
სიტყვებსა და იგავებს ამბობდა მოედნებზე, ქორწილებსა და ქელეხების ხშირი სტუმარი.
ხანაც უდაბნოში დახეტიალობდა, ემალებოდა თავის ერს, რათა ებრაელებს თვალი არ
შეეჩვიათ მისთვის და არ მითამამებოდნენ.
ალბათ მისი მოპირდაპირენი, მწიგნობრები და ფარისევლებიც, ბღაჯნიდნენ რაღაცას,
იგინიც ამბობდნენ სიტყვებსა და იგავებს იერუსალიმის მოედნებზე, მაგრამ არაფერი
გამოუდიოდათ.
ბოლოს ქრისტემ სიტყვის ძალით ისე მონუსხა თავისი ერი, შეეშინდათ მწიგნობრებსა და
ფარისევლებს, ღმერთად არ გამოაცხადოსო ამ კაცმა თავი, მერმე ის იყო. რომაელებთან
დააბეზღეს იესო და ჯვარს აცვეს იგი.
მისი სასწაულების ამბავიც მისი სიტყვის მომნუსხველი ზეგავლენიდან
გამომდინარეობდა. იგი ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ რწმენა და შთაგონება
განკურნებისა და გამარჯვების იარაღია, ხორცისმიერი ტკივილი მეტწილად სულისმიერი
სიძაბუნის შედეგი რომ არის.
სიტყვისაგან წარმომდგარი შთაგონებით ჰალუცინაციებს აღუძრავდა ხშირად თავის
ხალხს. სიტყვით გამოაღვიძა ქრისტემ კატალეპტიურ მდგომარეობაში ჩავარდნილი
ლაზარე. და როცა მას ბრმა მიჰგვარეს, თიხას დააფურთხა. იოანე ჩემზე უკეთ იტყოდა ამას:
„ნერწყვა ქვეყანასა და შეჰქმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხა თვალთა მისთა
ბრმისათა და ჰრქვა: წარვედ მას საბანელსა სილოამისასა“.
უბედურია ის ერი, რომელსაც გასაჭირის ჟამს ერთი კაციც არ აღმოაჩნდება
სათაყვანებელი, რომლის სიტყვას მიენდობა და გაჰყვება.
ჩვენს თვალწინ, სულ ორიოდე კვირის მანძილზე, კეცის ფეხებიან კერპსავით წაიქცა
ლუდოვიკო მზეთამეფისა და ნაპოლეონის საფრანგეთი, საფრანგეთი, რომელმაც
პატრიოტიზმისა და ბრძოლის მაღალი კლასი უჩვენა გერმანელებს ვერდენსა და
ბელფორში.
რად მოხდა ეს?
ეგ იმიტომ, რომ საფრანგეთს არ აღმოაჩნდა არცერთი ბელადი ერისა, რომელსაც
შესძლებოდა სიტყვით დაელექტროება ფრანგი ხალხისა“.
აქ შესდგა კაპიტანი როგავა, პაპიროსი აიღო, ცეცხლი მთხოვა, მოსწია და განაგრძო:

234 მკითხველთა ლიგა


„მე კარგად ვგრძნობ, კონსტანტინე ბატონო, სიტყვა რომ გამიგრძელდა.
შესაძლოა, ისეთი რამეებიც გიამბეთ, რაც თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ! აბა მე, ძველს
მეზღვაურსა და მხედარს, სად შემიძლია ისე დალაგებულად მოგითხროთ ეს საშინელი
ამბები, როგორც თქვენ გააკეთებდით ამას, მაგრამ რომაელების ანდაზა ხომ გახსოვთ: fecit
quod potui“16.
როცა მაიორი სმირნოვი პოლკში დაგვიბრუნდა, იმ ღამესვე შევეკითხე ჩემს გვერდით
მწოლარეს, ბლინდაჟში:
„საკვირველია, როგორ გაჰბედეთ შენ და ზედგენიძემ შიშველ თემშარაზე ათიოდე
წითელარმიელებისა და ხელბომბების იმედით შებმოდით გუდერიანის „ტიგრებს?“
იცით, რა მომიგო სმირნოვმა?
„როცა ბრძოლა მოთავდა და ჩვენებმა მუხნარი დასთმეს, ტყეში ღამემ მოუსწრო ჩვენ
რაზმეულს.
უგრეხელიძე ხეზე ავგზავნეთ და მან გვამცნო: გერმანელების ალყაში ვართო.
გერმანელების კავალერისტები და სატანკო კოლონები დადიანო ამ ტყის გარშემო.
აღარ ვიცოდით, რა გვექნა.
დაქანცულნი ვიყავით, სამი დღე-ღამის მშიერ-მწყურვალნი.
ზედგენიძემ აიჩემა, ამაღამვე ტყის ჩხრეკას შეუდგებიან გერმანელი მზვერავები, გავიდეთ
ტყიდან და სოფელს შევეხიზნოთო რომელიმე მახლობელს.
მუცელზე ხოხვით გამოვძვერით ტყიდან და ერთმა უკრაინელმა სოფლის ბიჭუნამ,
რომელსაც მკლავი ჰქონდა გაქცევისას ნაღრძობი და მწარედ სტიროდა ლაფში ჩავარდნილი,
უთენია ცოტაოდენი პური და გაზეთის ქაღალდში შეხვეული უკრაინული ძეხვი
მოგვიტანა. დავნაყრდით თუ არა, ამ გაზეთს დავუწყეთ კითხვა და შიგ აღმოჩნდა მორიგი
ბრძანება გენერალსიმუსის სტალინისა.
იმავე წუთში, უცნაურის სისწრაფით აღსდგა ბრძოლის ჟინი ჩვენს მოქანცულ სხეულში და
ის იყო, საღამოს ტყის პირად დავუხვდით 9 კაცი გერმანელ „ტიგრებს“ და ხელბომბები
დავსცხეთ.
ნაპოლეონის გამო სწერდნენ: სიტყვებითა და გამხნევებით გადაატანინაო მან ეგვიპტის
უდაბნოების ცხუნვარება ფრანგების ჯარს. რაც ნაპოლეონის საექსპედიციო არმიას
ეგვიპტეში შეემთხვა, იგი მარტოოდენ ჩვენი პოლკის თავგადასავლის ერთ ეპიზოდად არ
იკმარებდა.

16
გავაკეთე, რაც შემეძლო.

235 მკითხველთა ლიგა


XXII

მე გატყობთ, კონსტანტინე ბატონო, თქვენ ისე გნებავთ, უწინარეს ყოვლისა, გამცნოთ, თუ


როგორ გადავურჩი მე იმ პირველ კატალეპსიას, რომელიც მომგვარა იმ წყეულმა
ბოკმაიერმა.
არაფერი ისე არ მაოცებს თანადროული ტექნიკის უცნაურობათა შორის, როგორც რადიო.
ჩემი აზრით, ეგ არის უდიდესი სასწაულთაგანი, რომელსაც მიაღწია ადამიანურმა გენიამ
ჩვენს ეპოქაში.
მე რადიო არ მიყვარს, რადგან ზარბაზნების გრიალმა და ავიობომბების დეტონაციამ ისე
ამიწეწა ნერვები, ყოველივე ხმაურობა მძაგს.
მაინც უნდა მოგახსენოთ, უდიდესი მისნობაა რადიო.
ვიდრე გერმანელები ჩვენ ქალაქს აიღებდნენ, ჩვენი პალატის ერთ კუთხეში
რადიორეპროდუქტორი გვქონდა ერთი. მოსვლისთანავე გერმანელებმა საკუთარი
გაყვანილობა მოაწყვეს, მაგრამ აგრეც ხდებოდა ხანდახან: მათი გადმოცემები ჩაეჩხირებოდა
ჩვენსაში ანაზდად. ასეთ შემთხვევაში გერმანელები კონტრტალღებს დაუშვებდნენ და
ამგვარად დაახშობდნენ ხოლმე ჩვენებისას.
ჩემი წამების აღსასრულის შემდეგ მიამბო ექთანმა მარიამ:
„ერთ საღამოს სავსებით მოულოდნელად შემოვიდა ექიმი ბოკმაიერი. პირდაპირ
მოგაშურათ თქვენ და გოლას, დაგხედათ და წაიბუტბუტა:
„როგორც იქნა, დავაძინე ეგ გარეწრები“.
ექიმ ბოკმაიერის გასვლის შემდეგ ხუთს წუთსაც არ გაუვლია, ჩვენების მორიგი ბრძანება
გადმოსცეს რადიოში და დაუშინეს გერმანელებმა დამხშობი ტალღები.
მე გამოვფხიზლდი, მაგრამ გოლა ისევ იწვა გაუნძრევლად, პირაღმა. თვალები
გამოკარკლული დარჩენოდა, წამწამები წარბებს მიბჯენოდნენ, გუგებიღა მოუჩანდა
ზეაღმართული თვალებისა, თეთრი, მარღია კამეჩის თვალივით თეთრი.
სახე უცნაურად დამანჭვოდა, დაბჩენილ ტუჩპირიდან სიმინდის მარცვალივით ყვითელი
კბილები მოუჩანდა, საერთოდ, უპატრონო ცხედარს დამგვანებოდა, მიცვალებულს,
რომელსაც სიკვდილის წუთებში არავინ დასწრებია და არც გაპატიოსნება მოუწყვია ვინმეს.
თვალი ავარიდე ამ სანახაობას.
ექთანი მარია გახარებული მომიჯდა, ჩემი ხელი უკითხავად გამოიღო საბნიდან, მაჯა
გამისინჯა და მითხრა:
„პულსი მოგიბრუნდათ, კაპიტანო“.
და როცა გულისტკივილი გამოვსთქვი იმის გამო, რომ გოლა არ იღვიძებს, თანაც
დავსძინე: შემზარავი სახე აქვს-მეთქი გოლას, ექთანმა მარიამ გამიღიმა და მითხრა:
„თქვენც ასეთივე გამომეტყველება გქონდათ ხუთი წუთის წინ, კაპიტან.

236 მკითხველთა ლიგა


გუშინღამ აპირებდა თქვენს გაწერას პროზექტურაში ექიმი ბოკმაიერი, მაგრამ ნაშუადღევს
დეპეშა მოუვიდა ვენიდან, მესამე ვაჟის სიკვდილი შეუმცხადეს თურმე.
დღეს მთელი დღე თავის კაბინეტში იყო ჩაკეტილი. მაგიდაზე თავს ურტყამდა და
სტიროდა“.
ეს მაუწყა ექთანმა მარიამ და გავიდა, რადგან მისი შემცვლელი ექთანი შემოფრატუნდა
უკვე.
ეს აშარი დიაცი ბოკმაიერმა მოაყვანინა საიდგანღაც. ერთი უხიაგი, აფორიაქებული
დედაკაცი, რომელსაც მხოლოდ ნერვიულობის ატმოსფერო შემოჰქონდა ჩვენს პალატაში.
მუდამ ბუზღუნებდა, წრიალებდა, პაპიროსის ნამწვავებს იატაკზე ნუ ჰყრითო,
ღრიალებდა და იმავე ნამწვავებს თავათ აგროვებდა, გაზეთის ქაღალდში გახვევდა,
მოსწევდა და თავათაც ძირს ჰყრიდა.
შემოვიდა, გაიარ-გამოიარა ოლეებში და, რაკი ყველას ეძინა და წაჩხუბება ვერავის
მოუხერხა, იბორიალა, იბორიალა მცირე ხანს და სადღაც წაშავდა.
ყველას ისე მშვიდად ეძინა, თითქოს მთელი პალატა გაუჩხიბავთო. თვით აბეზარი
სეროკაც არ ბორგავდა, არ ხროტინებდა. მხოლოდ ძაღლის ყმუილი ისმოდა ბოკმაიერის
ლაბორატორიიდან, გულის წამღები და სისხლის გამყინველი. ყმუოდა ეს სამგლე: ალბათ
ჩვენი ბომბდამშენები გვეწვევიან-მეთქი ამაღამ, გავიფიქრე და საბანი გადავიფარე თავზე.
უცებ პალატის კარი გაიღო ისეთის სიძლიერით, თითქოს ქარბორბალამ შემოაღოო იგი.
ჩარჩოებში გამოჩნდა შავ ფრაკში გამოწყობილი დოქტორი ბოკმაიერი, უცნაურად
მოლაპლაპე აპარატი ეჭირა ხელში და მოზეიმე გამომეტყველება ჰქონდა თავათაც.
კარის ზღურბლიდანვე შემოანათა ოქროს პენსნესაგან ამდგარმა ელვარებამ. პალატაში
შემოსვლის უმალვე მე მომაშურა, თითქოს ჩემს მეტი არავინ ეგულებოდა აქ.
მდუმარედ მომეახლა.
ტაბურეტზე ჩამოჯდა და ჩურჩულით მითხრა:
„თქვენ კიდევ არ გძინავთ, ჰერრ?“
მუხლისთავზე აპარატი დაიდგა ცალი ხელით, ხოლო მეორეთი ჩემი ერთადერთი ხელი
აიღო, გადააბრუნა, დიდხანს აშტერდებოდა ზედა და ლათინურად ბუტბუტებდა რაღაცას,
სწრაფად, ძლიერ სწრაფად.
ახლაც არ ვიცი კარგად, კათოლიკური ლექსი იყო ეს, თუ რომელიმე სტრიქონი „Malleus
maleficiarum“-დან ამოღებული.
მხოლოდ რეფრენი დამამახსოვრდა ამ ბუტბუტისა ერთი:
ჩვენ დიაბოლუს დავასამარეთ
და ამოვქოლეთ სამოთხის კარი.

237 მკითხველთა ლიგა


ასეთ რამეებს ბუტბუტებდა და თანაც ფრჩხილით ხაზავდა რაღაც ფიგურებს ჩემ
ხელისგულზე, რამდენადაც მახსოვს სამკუთხედებს, ორმაგ სამკუთხედებსა და სამმაგ
წრეებს.
ჩემი მზერა იმ უცნაურმა აპარატმა მიიპყრო.
შავად გალაქულ ფიცარზე ფოლადის რიკით დადგმული იყო უცნაურად მბრწყინავი
ფოლადის მუზარადი, რომელზედაც სპილოს ძვლისაგან გაკეთებული მინიატურული
თავის ქალა იყო გამოხატული ცენტრში, გარდიგარდად დადებულ ძვლებზე, ისეთი,
როგორიც გერმანულ სიკვდილის ჰუსარებს ჰქონდათ ხოლმე.
მუზარადი სამფერად იყო შეღებილი, სამი ზოლი აჩნდა მას: ცისფერი, ყვითელი და შავი.
ზედადგარის შავად გალაკულ ფიცრის ლინგზე ეწერა:
„Casque vibrant".
მორიალე მუზარადი.
ზედადგარის ქვეშ ელექტროს პატარა ბატარეა იყო მოწყობილი, აგრეთვე მბრწყინავი
ლითონისაგან გაკეთებული.
ბოკმაიერმა ბუტბუტი შესწყვიტა, მარჯვენა ხელით ზეასწია ეს აპარატი, მარცხენა
ხელიდან გაუშვა ჩემი მარცხენა, შტეპსელი შეურჭო ბატარეას და საშინელის სისწრაფით
დაბზრიალდა ფოლადის მუზარადი.
უცნაური ზუნი მოისმა, სწორეთ ისეთი, როგორიც დიდი, შავი ხოჭოს ოთახში
შემოფრენისას მოგვესმის ხოლმე.
დამიმძიმდნენ ქუთუთოები, მომეთენთა სხეული, რადგან დამღალა ამ ზუნმა და აპარატის
რიალის თვალის დევნებამ, რადგან ცისფერი, ყვითელისა და შავი ფერის სრბოლა უცნაურ
კომბინაციას იწვევდა ფერებისას.
„თქვენ გეძინებათ, ჰერრ...
თვალი გაახილეთ, აპარატს ნუღარ უყურებთ, მე შემომხედეთ ჯიქურად თვალებში,
მიცქირეთ, მიცქირეთ, ჰერრ“.
ავხედე მის დაფანჩულ წარბებს ქვეშ შეხიზნულ ხორბლისფერ თვალებს.
ოქროს ბუდეში ჩასმულ პენსნეს გადაღმა მოუსვენრად დაწრიალებდნენ ისინი, სჩანდა:
ეწადათ, ჩემი გულისთქმის ამოკითხვა სახის უმცირეს ნაკვთშიაც.
მერმე ისევ წამავლო მარცხენაში მარცხენა, მუხლისთავზე დასდო და ნელა, სულ ნელა
უფხაჭუნებდა ჩემი თითების კიდურებს ფრჩხილებით. ლათინურად ბუტბუტებდა კვლავ,
მხოლოდ რეფრენს ამბობდა უკეთ გასაგონად:
ჩვენ დიაბოლუს დავაშოშმინეთ
და ამოვქოლეთ სამოთხის კარი.
მერმე ხელი შემიშვა, წამოდგა ანაზდად, მარჯვენათი ზეასწია მორიალე მუზარადი,
მარცხენათი ცისფერი ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან, ჰაერში შეატრიალა და სთქვა:

238 მკითხველთა ლიგა


„თვალი აარიდეთ როგორც შავს, ისე ყვითელს, მხოლოდ ცისფერს უმზირეთ, ჰერრ“.
ნება წართმეული დავემორჩილე და ეს აპარატი მთლად ცისფერი მეჩვენა ლანდის
უსწრაფეს რიალში.
„ხომ ხედავთ, ჰერრ, ეგ თქვენი სამშობლოს ზღვაა, ზურმუხტის მასივად ქცეული.
სამარადჟამოდ გაყინულან მასში ტალღები. საუკუნოდ შემდგარა მიმოქცევა.
ლაპისლაზულის ცადაქნილი ზედ დამხობია ზღვასა და ხმელს.
უცქირეთ მორიალე მუზარადს, ჰერრ, ყური უგდეთ მის ზუზუნს:
ცისფერი მოლაღურები შემომსხდარან ლაპისლაზულისფერ ციტრუსების შტოებზე, ხომ
გესმით მათი ჟღურტული, ჰერრ“.
მართლაც, მორიალე მუზარადის ზუზუნში იადონების ჟღურტული მომესმა, ისეთი,
როგორც კოლხურ გაზაფხულზე უთენია გამიგონია.
შტეპსელი გამორთო ბოკმაიერმა, დაჯდა.
ახლოს,
სულ ახლოს მოჰქონდა პენსნეს გადაღმა აწრიალებული ხორბლისფერი თვალები,
მაშტერდებოდა სახეზე, თითქოს ყოველი უმცირესი ატომის გარჩევაც მოუწადინებიაო.
ისევ წამოდგა, მორიალე მუზარადი ზეასწია, ცალი ხელით შტეპსელი შეურჭო, ცალითაც
ყვითელი ცხვირსახოცი შეაფრიალა ჰაერში მიბრძანა:
უმზირეო მორიალე მუზარადს.
„ზაფხული მოსულა თქვენს ქვეყანაში, ჰერრ, ქარვა დამდნარა ვენახებსა და ყანებში.
ყვითელი ყურძნის მტევნებით დატვირთულან ვაზის ლერწები, გაყვითლებულ
ციტრუსების შტოებზე სხედან ყვითელი იადონები და უსტვენენ“.
გამორთო შტეპსელი, სასთუმალთან დამიჯდა და მცირე ხანს ბუტბუტებდა
რიტმიზირებულ ლათინურ ლექსს.
მერმე ადგა. მოზეიმე გამომეტყველებით კვლავ შეურთო შტეპსელი ზეაწეულ აპარატს,
შავი კაშმირის ცხვირსახოცი ააფრიალა თავის გამხმარ ხელში, როგორც შავი დროშა
უბედურების მაცნე და მიბრძანა:
„ახლა დროა, თქვენმა წამწამებმა შესწყვიტონ ხამხამი, თქვენი თვალები მოიქანცნენ უკვე.
თვალი არიდეთ ცისფერსა და ყვითელს, ჰერრ.
უმზირეთ შავს.
ეგეც თქვენი ქვეყანაა ძაძით შემოსილი, ეჰე, შავად გადაბუგული თქვენი მიწა, რომელიც
ჩვენ მოგიტანეთ, რჩეულმა რასსამ.
დანახშირებულ ხეებზე ყორნები სხედან, რომელნიც უკან მოჰყვება ცეცხლის ხაზს ჩვენსას,
გესმით ყორნების ყივილი, ჰერრ? ეს შავი დროშა მე და ჩემს რასსას გვიჭირავს ხელში.
ეს ის ძაძაა, რომელსაც თქვენთვის და თქვენი ქვეყნისათვის ჩაიცვამენ მალე თქვენი
დედები, ცოლები და დები.

239 მკითხველთა ლიგა


ეს შავი დროშა უნდა აღმართოს მთელ დედამიწაზე გერმანულმა რასსამ, ჰერრ, მისი ტარი
ღერძად უნდა გაერჭოს ორივე ჰემისფეროს მიწისას, პოლიუსიდან პოლიუსამდის, ჰერრ.
კარგად დააცქერდით მორიალე მუზარადს, მუხისოდენა შავ ყვავილს შავი პეპელა ზედ
დასჯდომია. თქვენ გადამწვარ მიწაზე ამოსულა ეს შავი ყვავილი, მას ტკბილი და ბანგის
დარი წვენი აქვს.
პეპელა წუწნის და თვრება...
თქვენი სხეული უკვე მოითენთა, პირი მოჰკუმეთ, მძიმედ ისუნთქეთ ნესტოებიდან, თქვენ
დაიქანცეთ, ჰერრ, რადგან მე ალუმინის საბანი დაგახურეთ.
მკლავები მოგიდუნდათ, თითები მაჯებს არ ემორჩილებიან, მაჯები იდაყვს, იდაყვი მხარს
და ყველანი ერთად თქვენ სხეულს, ჰერრ!“
„კასკ ვიბრან“... შესძახა მოზეიმე ხმით მორიალე მუზარადს ბოკმაიერმა ისე, როგორც
კავალერიის კორნეტი უკივლებს ხოლმე ბარიერთან გაოჩნებულ ცხენს და ახლა ამ აპარატმა
ისეთი რიალი მორთო, თვალს ვეღარ ვუწვდენდი სრბოლას.
და მისგან ამდგარი ქარი მცემდა სახეში უკვე.
„უკვე დათვრა შავი პეპელა, სადაცაა იგი თვალებზე დაგეცემათ, ჰერრ“.
მეჩურჩულება ეს საძაგელი კაცი, თანაც მიხიჩინებს ხელისგულზე, მინდა გამოვგლიჯო
მკლავი და გავაწნა სილა, მაგრამ მართლაც მეძინება და ჩემი იოგები მე აღარ
მემორჩილებიან უკვე და ვგრძნობ, შავფრთიანი პეპელა დამეცა ორივე თვალებზე, მისი
ფრთები მცირე ხანს ფარფატებდნენ, ზედ დამფოფინებდნენ თვალებზე და ბოლოს
დამაკვდნენ ზედ. ეზოდან მოისმოდა საშინელების მაუწყებელი ხმა. შემზარავად ყმუოდა
ბოკმაიერის შავი ძაღლი იმ ღამეს.
და მორიალე მუზარადის ზუნი თანდათან, თანდათან მინელდა, თითქოს შავი მფრინავი
ხოჭოების ლაშქარით აივსოო პალატა და ამის შემდეგ არც ხმა მსმენია და არც სიტყვა.
მხოლოდ ბუნდოვანი, ფრიად ბუნდოვანი მოგონება შემომრჩა ხსოვნაში.
ასე მეგონა, დავსივდი, მთასავით დავსივდი, მუთაქასავით გამიხდა მკლავები. ვიღაცეებმა
შემოამტვრიეს კარები, შავად ჩაცმული კაცები შემოცვივდნენ, ხელ-ფეხში ხელები წამავლეს,
ამწიეს და დამწიეს,
გამწიეს და გამომწიეს.
ამაქანეს და დამაქანეს ისე, როგორც გამოსარეცხ რუმბებს ანჯღრევენ ხოლმე სირაჯები,
ამიღეს და ჯოჯოხეთურ ხვრელში ჩამაგდეს სადღაც.

240 მკითხველთა ლიგა


XXIII

რაც ამის შემდეგ მოგვივიდა მე და გოლას, ან როგორღა გიამბოთ. ექთან მარიას


სიტყვებიდან ვიცით ზოგი რამ. იმ ღამეს, როცა მთავარი ექიმის, ბოკმაიერის
ბრძანებისამებრ პროზექტურაში გაგვწერეს მე და გოლა, სეროკა ლაზარეთიდან გაპარულა.
ექთანი მარია მეორე დღეს თავისუფალი ყოფილა. ძმათა სასაფლაოზე წასულა ქალაქს
გარედ, ის-ის იყო, სეროკას ჩვენი სამარე გაუთხრია და ამოვუღივართ, ექთანი მარია თავზე
წადგომია, კივილი მოურთავს, სეროკა გაქცეულა, გოლას ოქროს საათი და
ზედგენიძისეული ვერცხლის ბეჭედი თან წაეღო მაგ მკვდარძაღლს, ხოლო ჩვენ,
სულთმობრძავნი, თავის ბინაზე წაუყვანივართ მარიას და მის ქმარს, სასაფლაოს დარაჯს.

XXIV

როცა ჩვენებმა ქალაქი აიღეს, ელექტრიზაციით გვიაქიმეს, გვაჭამეს, მოგვიარეს, სულ


ორიოდე კვირაში გამოვჯობინდით. უკვე ჩვენმა ლაზარეთის უფროსმა ექიმმა სეირნობის
ნება დაგვრთო.
გოლა მთელი დღეები გადაკარგული იყო ლაზარეთიდან, რამდენჯერმე ნაშუაღამევს
მობრუნდა. თურმე ძმათა სასაფლაოზე დადიოდა, თავისი სატევარი თან დაჰქონდა.
ბოლოს, როგორც იქნა, წააწყდა სეროკას, რომელიც გაქცეულ გერმანელებს თან არ
გაჰყოლია თურმე...
მიცვალებული წითელარმიელი საფლავიდან ამოეთხარა, ოქროს კბილს აძრობდა.
მერმე ის იყო, დაითრია ეგ ბრძოლის ველის სვავი გოლამ და „მოხარშული მაკარონივით“
დააყრევინა ნაწლავები, როგორც გოლა თავად იტყოდა ხოლმე. ოქროს საათი და ვერცხლის
ბეჭედი დაიბრუნა ისევ.

241 მკითხველთა ლიგა


XXV

ხოლო მე, ამ უბედური ამბების გადამტანმა და მთხრობელმა, ვერცხლის ბეჭედი ჩავუტანე


ზედგენიძის დედას გორში, მაგრამ დედამისი ორი წლის წინად გარდაცვლილიყო, მისი
ქოხი გამოკეტილი დამხვდა და იმ დღიდან ვატარებ ამ ბეჭედს უშიშო რაინდის, გვარდიის
მაიორის, საბჭოური კავშირის გმირის, ვახტანგ ზედგენიძის მოსაგონებლად“.

დაიწერა 1946-47 წლებში,


ტფილისში.

მტრების მეგობრობა

ციხე-მონასტერში ბარე ათი ათასი პატიმარი ვიყავით, მათ შორის ორმოცდაერთი


ქართველი. მესამე წელი შემისრულდა იქ ყოფნისა, ჩვენ, ქართველებს, ცალკე გვქონდა
როტა. მე დიდად გავიხარე, როცა, ლაგერის კომენდანტის ეიხმანსის ბრძანებით, მე
დამნიშნეს ღამის დარაჯად ქართველ პატიმრების როტაში.
როცა პატიმრები დაიძინებდნენ, მე ავიღებდი ჩემს ბიბლიას, ამავე წიგნის ინგლისურ,
გერმანულსა და ფრანგულ თარგმანს და ქართულს ვადარებდი ამ სამ ენაზე თარგმნილს.
მე მაინტერესებდა უპირატესად ზოგზოგი, ჩემთვის გაუგებარი ქართულლი სიტყვის
გაშიფვრა. დღისით ჰუმორისტულ კედლის გაზეთს ვადგენდი, პატიმრებს ვართობდი
ამრიგად.
საგანგებო კალიგრაფი მყავდა, ერთიც კარიკატურისტი.
ეს ამბავი ფრიად გვართობდა პოლარულ გრძელ ღამეებში.
გრიგალი დღედაღამ ღმუოდა. ყინულოვანი ოკეანე დამშეულ ლომივით ბრდღვინავდა.
გემებისა და კატერების ბღავილი გვესმოდა, თოლიების ჭყივილი. წამოვიდოდა ღამით
ვეებერთელა აისბერგი, აისბერგზე წავი იჯდა შემცივნებული და მკერდზე მიეხუტებინა
თავისი პატარა. იმ წავის განწირული ხმა დღესაც მიწივის ყურებში... არქიპელაგზე ჩვენს
სვეგამწარებულ არსებობას მაგონებდა მისი ყოფა. ზედიზედ იხოცებოდნენ ჩემს გარშემო
242 მკითხველთა ლიგა
პატიმრები: ერთმა ქართველმა თავადმა ყარანგოზიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 40
დღის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი ვინმე უბილავა გაიქცა ლაგერიდან. ლაგერის უფროსი
დაედევნა ცამეტი კაცით, ერთ პატარა კუნძულზე ეკვდერში შეასწრო და ათი კაცი მოუკლა
მოტაცებული თოფით. ბოლოს ლაგერის უფროსის ტყვიამ ჩაუმტვრია კბილები, როცა
შეცვივდნენ ეკვდერში, უბილავა მიწაზე ეგდო და ცრემლები ჩამოსდიოდა. „ჰაი, შე
დედაკაცო“, დასჭყივლა უფროსმა, „არა გრცხვენია, რომ სტირი?“ „ვაი, რომ ტყვიები აღარ
მაქვს, თორემ განანებდი თავხედობას“, ამოსძახა დაჭრილმა. უფროსს შეებრალა და აღარ
დახვრიტა.
ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება და ორმოცი ქართველი გემში ჩასვეს და
სადღაც წაიყვანეს.
იმ ღამეს გავცივდი და პოლარული ციება შემეყარა.
ექთანი ნატაშა სიცხსაზომს მიმალავდა, მაგრამ ერთი ორჯერ თვალი ვკიდე, 40 და ხუთი
მქონდა.
დღე და ღამ სიზმრებში ვიყავი. მოდიოდნენ შავოსანი ქალი და კაცნი ზარის ღიღინით.
თმებგაშლილი დედაჩემი წინ მოუძღოდა მათ. ხანაც ძილვფხიზლობდი გათენებამდის.
ოთხი მკლავმაგარი ვაჟკაცი გარს შემოადგებოდა ჩემს ნარს. ამწევდნენ და დამწევდნენ,
დიდხანს მარწევდნენ, მერმე ხელს შემიშვებდნენ, ნარზე დამაგდებდნენ, როცა თვალს
გავახელდი არავინ სჩანდა. გავიღვიძებდი და პირი სავსე მქონდა გასრესილი
ბაღლინჯოების სისხლით.
ექთანი ნატაშა გულმოდგინედ მივლიდა, ამიტომაც გამოვჯობინდი. ერთ საღამოს ნატაშა
შემოვიდა და მითხრა: ვიღაც ახმახი თათარი გეწვიათო.
ბარაკში შემოვიდა შავგვრემანი, ბეჭბრტყელი ვაჟკაცი, რომელსაც სელაპის ტყავის ქურქი
ეცვა.
სტუმარი ჩემს თავთით დაიხარა და ჩურჩულით მითხრა ქართულად:
„სალამი, კონსტანტინე ბატონო“.
ვინა ბრძანდებით-მეთქი?
„მე გახლავართ რაჰიმ ვექილოვი, ყაზახ-ბორჩალოელი, ერეკლე მეფის აზნაურყოფილის
შვილის შვილის შვილი“.
ეს უკანასკნელი სიტყვები მან რუსულად მითხრა.
„დაბრძანდი“, ვუთხარი მე მას თავაზიანად და, რაკი დასაჯდომი ადგილი არსად იყო, იგი
ჩემი ნარის ბოლოს ჩამოჯდა.
„ჩვენ აქ ორმოცდაათამდე აზერბაიჯანელი მუსავატისტი ვართ, დღეს გავიგეთ, რომ
ორმოცი ქართველი პატიმარი სადღაც გაუგზავნიათ, თქვენღა დარჩენილხართ მარტო, თუ
ნებას მოგვცემთ,ხვალ დილას ჩვენ მოვალთ და ჩვენს როტაში წაგიყვანთ“.
მადლობა მოვახსენე.

243 მკითხველთა ლიგა


მეორე დღეს მოვიდა ჩემთან მთელი როტა აზერბაიჯანელი პატიმრებისა, მოიტანეს ერთი
გრძელი, გრძელი საკაცე, ზედ დამაწვინეს და „ჩინგის ხანის“ სიმღერით წამიყვანეს თავიანთ
კამერაში.
მიხვდებით, თუ რარიგ მესიამოვნებოდა მე ეს სიმღერა. მე გულზე ხელებდაჭდობილი
მივყავდი ამ პროცესიას და ჩემს გუნებაში მეღიმებოდა.
ყოველდღე „ფილავს“ მიმზადებდნენ, დენანტურატის არაყს მასმევდნენ, სიმღერებითა და
ანეგდოტებით მართობდნენ. სამუშაოდან მობრუნებულნი მღეროდნენ ნაღვლიანი, ფრიად
ნაღვლიანი ხმითა. ღამღამობით ნარდს თამაშობდნენ, ხანაც აზერბაიჯანულ ზღაპრებს
ყვებოდნენ, რაჰიმი იყო თარჯიმანი, იგი მაუწყებდა ამ მშვენიერ ზღაპრებს, რომელთაც ჩვენ
ყველანი გადავყავდით სინამდვილის სამანებს გადაღმა.
ამ აზერბაიჯანულ როტაში იყვნენ მუსავატელები, უმეტესნი მათ შორის სამხედრონი.
ყველანი, თითქმის გამოუკლებლად იყვნენ პანთურქისტურად განწყობილი ადამიანები,
რომელნიც სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ ოსმალეთი ეგ იყოს თითქოს კაცობრიული
ცივილიზაციის ფორპოსტი და გულდაჯერებით ამტკიცებდნენ, რომ ოსმალებმა თუ
გაიმარჯვა, კავკასიელი ხალხები თავისუფლებას ეღირსებიანო.
მე მათ საუბარში არ ვერეოდი, ციებისაგან გაოგნებულს საამისო ძალაც არა მქონდა.
ამ პატიმართა შორის იყო ერთი წვერწითელა კაპიტანი, რომლის სახელი მე არ
დამამახსოვრდა. იგი განსაკუთრებული მჭევრმეტყველებით იცავდა პანთურქისტულ
იდეებს და ამტკიცებდა: ერთხელაც იქნება, რუსეთს ბოლოს მოვუღებთ და კავკასიის
ხალხებს გავათავისუფლებთო.
ერთ დღეს მე თავი წამოვწიე ბალიშიდან და მას ვუთხარი, რომ ოსმალეთი იყო, არის და
იქნება-მეთქი მსოფლიო რეაქციისა და აგრესიის ბუდე. სხვა კომპლიმენტებიც არ დავაკელი
ოსმალეთსა და მის ისტორიას. მან დიდხანს მისმინა, მისმინა და არაფერი მიპასუხა.
მხოლოდ რაჰიმ ვექილოვმა ეს მითხრა რუსულად: „კონსტანტინე ბატონო, თქვენ ცდებით,
ქართველები და თურქები მუდამ მეგობრები ვიყავით, მაგრამ იმ გაოხრებულმა რუსებმა
წაგვკიდეს. თქვენმა ერეკლე მეფემ რუსებს ჩააბარა დარიალის ციხის კლიტენი და ამ გზით
ორივე ხალხი ერთმანეთს გადაგვკიდა და დაგვღუპა“.
მე უკვე დავიღალე ამ პაექრობისაგან, პირზე საბანი დავიფარე და დავდუმდი.
მეორე დღეს მე ვნახე საშინელი რამ:
ის ახოვანი კაპიტანი, სამართებლით წვერს იპარსავდა, ელვის უსწრაფესად მან ასწია თავი
და სამართებელი ყელზე გამოისვა, ამ მშვენიერი კაცის თავი ანაზდად გადაყირავდა და
სისხლის ჩქერალმა შემოგვაშხეფა. თავმოჭრილი სხეული სავარძელში დარჩა.
დღესაც მახსოვს, ამ კისერგამოღადრულ კაცს ისეთი ღიად დარჩენილი თვალები ჰქონდა,
თითქოს უხაროდა ამ ცხოვრებიდან გასვლა.

244 მკითხველთა ლიგა


ორმოცდაათი კაცი დაემხო მისი ცხედრის წინაშე და საოცარი, დამაღონებელი ხმით
იმღერეს „ჩინგის ხანი“.
მე დავსწყევლე ის დღე და ჩემს გუნებაში ვიფიქრე: ნეტავ ეს ამბავი არ მენახა და ჩემს
კამერაში მარტოხელა მოვმკვდარიყავი-მეთქი.
მეორე დღეს, დილაადრიან გამაღვიძა რაჰიმ ვექილოვმა და ყურში ჩამჩურჩულა: ვინმე
ჩეკისტი პონიატოვსკი გეწვიათო.
მე ოდნავ შევშფოთდი: ჩეკისტს აწი მაინც რაღა უნდა-მეთქი ჩემგან?
კამერაში შემოვიდა მხარბეჭიანი ვაჟკაცი, მხედრული სალამი მომცა და შემეკითხა:
„თქვენ ბრძანდებით ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორი ?“
მე გახლავართ-მეთქი, მივუგე.
„ამ ერთი კვირის წინათ გარდაიცვალა ჩვენს ლაგერში ჩემი მეგობარი ერიკ დომბროვსკი
და დამიბარა: ამ ლაგერში ყოფილა ჩემი სიყრმის მეგობარი გამსახურდია, რომელმაც მე
დიდი თანადგომა გამიწია ბერლინში, როცა მე იქ ვიმყოფებოდი, როგორც პოლონელი
ემიგრანტი, მე გთხოვთ ამ კაცს ჯეროვანი პატივი მიაგო“.
მე დიდხანს არ მიფიქრია, მომაგონდა შესანიშნავი ადამიანი, პოლონელი ემიგრანტი ერიკ
დომბროვსკი.
1928 წელი იდგა. იმჟამად ჯერაც არ იყო მკაცრი დისციპლინა ლაგერებში (ისეთი, როგორც
30-იანი წლებიდან დაიწყო), ნაცნობობით ბევრი რამ ხდებოდა, ამიტომ ჩეკისტყოფილი
პონიატოვსკი დამპირდა: ლაგერის უფროსს შევუთანხმდები, თქვენ გადაგიყვანონ ციხე-
მონასტრის ტერიტორიიდან და ნება მოგცენ თავისუფლად იაროთ სოლოვკის არქიპელაგის
მთელს ტერიტორიაზედ, ისიც გავიგე, რომ პატიოსან სიტყვას ჩამოგართმევენ, არსად
გაიქცეთ აქედან“. როცა პონიატოვსკი წავიდა, მე დავფიქრდი. მთელი ღამე არ მეძინა
სიხარულისაგან, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ღიმღამობდა ასეთი აზრი: ხომ არ
მატყუებს-მეთქი ეს კაცი (მით უმეტეს, რომ იგი თავად პატიმარი იყო).

II

სრულიად ახალი ერა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. სამიოდე წლის შემდეგ ნაწილობრივ
ვიგემე თავისუფლება. ვახტერმა ჩემი ბარგიანად გადამიყვანა მონასტრის გალავნიდან და ის
კაცი, რომელიც დღედაღამ გვლანძღავდა ბრალიანსა და უბრალოს, თქვენობით შემესიტყვა.
ლაგერის უფროსის ბრძანებას ვასრულებო: მან მიმიყვანა ერთ დაფეხვილ ქოხში, დაბალი
კარი შეაღო და სთქვა:

245 მკითხველთა ლიგა


„აჰა, ეს არის თქვენთვის განკუთვნილი კამერა. იგი თავისი ხელით აიშენა გერმანელმა
შპიონმა ვინდმაიერმა, მაგრამ ერთ ღამეს გაიქცა, არხანგელსკში შეიპყრეს, აქ ჩამოვათრიეთ
და მე დავხვრიტე საკუთარი ხელით“.
მე შემძრა ამ ამბავმა, ამ უბედურ ვინდმაიერს მე კარგად ვიცნობდი, იგი არავითარი
„შპიონი“ არ ყოფილა, ერთხელ იგი ჩემს ადრინდელ კამერაში მეწვია და მიამბო: მე ათი
წლის პატიმრობა მქონდა, ახლა როგორც ჩეკისტმა პონიატოვსკიმ მიამბო, ლაგერიდან უნდა
გამიყვანონ, არავინ იცის სად.
თუ შევიძელი, უნდა გავიქცე, რადგან კარგად ვიცი: როცა ათწლიანს სადმე გადაიყვანენ, ეს
„გადაყვანა“ აგრე ხდება: ღამე კატერში ჩააგდებენ გათოკილს, სამიოდე ტყვიას დაახლიან და
ოკეანეში გადაუძახებენ.
ვახტერმა მარტო დამტოვა. მეორე დღეს დაიწყო უცნაური ამბავი, რომელსაც ჩვენ,
პატიმრები, „თეთრებისა და შავების ომს“ ვუწოდებდით. შემოდგომაზე მეთოლიები
სტოვებდნენ ციხე-მონასტრის გალავნებში მოწყობილ ბუდეებს. მოფრინდებოდნენ ყვავები
და მყისვე დაეპატრონებოდნენ მათ. გაზაფხულზე თეთრები მოაკითხავდნენ. იმ დღეს ისევ
გაიმართა „ომი“, როგორც „თეთრები“, ისე „შავები“ ისე გაოგნებული იბრძოდნენ, ტუსაღები
მისწვდებოდნენ და იჭერდნენ ხოლმე.
ჩემი ოთახის გვერდით აღმოჩნდა ერთი მოზრდილი კამერა, რომელშიაც ცხრა გენერალი,
სამი ეპისკოპოსი, ხუთი გუბერნატორყოფილი და ერთიც კაზაკი პოლკოვნიკი ისხდნენ. ეს
ნაკაცარები ფრიად გულზვიადნი იყვნენ: მათ ვახტერი ასეირნებდა, მაგრამ ჩემსავით მათ
არა ჰქონდათ სოლოვკის არქიპელაგზე მოძრაობის უფლება, და ამიტომაც ძლიერ
ბრაზობდნენ.
მათ ჩემი ვინაობა სცოდნიათ, მაგრამ როგორც უცხო, ამითვალწუნეს, დამადლებულ
სალამს ძლივს მაღირსებდნენ. ბოლოს შემეჩვიენ და ნარდის სათამაშოდ მეპატიჟებოდნენ
ხოლმე. ამ კამერაშივე მოიყვანეს ერთი ჭარმაგი ნათავადარი პოტიომკინი, რუსეთის
სინოდის ობერპროკურორი, რომელიც რუსულს ფრანგულად უქცევდა. დღენიადაგ თავის
დღიურებს სწერდა, თავი ძლიერ ამაყად ეჭირა.
ერთ დღეს მან დერეფანში შემაჩერა და მითხრა:
„იცით, ყმაწვილო, გუშინ მე თქვენ ჩაგწერეთ ჩემს დღიურში, როგორც ლამაზწვერიანი
ქართველი, ეგეც უწყოდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, თქვენ ერთადერთი ქართველი ხართ,
რომელიც ჩემს დღიურში მოხვდა“.
მე მადლობა მოვახსენე ამ ნათავადარს ასეთი დიდი პატივისცემისათვის. ამ „პატივცემულ
გვამებს“ თითქმის ყმად ჰყავდა ერთი ბედშავი, ქოსა კაცი, რომელსაც მეტსახელად
„ტეპერიჩა“ ერქვა. ეს სახელი მიტომაც მიუბოძებიათ მისთვის, რომ იგი ყოველ წუთში
„ტეპერის“– ნაცვლად „ტეპერიჩას“ იტყოდა ხოლმე.

246 მკითხველთა ლიგა


ტეპერიჩა მათ ყავასა და სადილს უმზადებდა, მადლობის მაგივრად ხშირად სცემდნენ
მოტვლეპილ თავზე და პანღურსაც უთავაზებდნენ ხოლმე.
ტეპერიჩა მე მომეკედლა. რეციდივისტი ვანია ყოველდღე გამოიპარებოდა ხოლმე
ლაგერიდან, რადგან იგი მებადურებისაგან მოპარულ თევზებს უზიარებდა ხოლმე
ვახტერებს.
ვანიას ოინბაზობით დიახაც ვერთობოდი, როცა კითხვისაგან დავიღლებოდი, ვანია
მიამბობდა თავის „სახელოვან“ ბიოგრაფიას, ტყეში წავიდოდა, სოკოებს მოჰკრეფდა,
საუკეთესოდ შესწვავდა მათ და ორივენი შევექცეოდით.
ვანიას ოინბაზობამ თვით ლაგერის უფროსი ვიხმანსი დააინტერესა. ვანიამ დღისით,
მზისით მოიპარა მთელი მეტრის სიგანე საათი ციხის ეზოდან, საგულისხმო ის არის, რომ იმ
საათის ახლოს თოფიანი ვახტერი იდგა.
ვიხმანსმა საათი მოატანინა ვანიას და ბევრი იცინა თურმე.
ვანია ნამდვილი ილუზიონისტი იყო. ერთ დღეს მან მომიტანა ახალთახალი ჩექმები
საჩუქრად.
ვეკითხებოდი:
„სად იპოვე ეგ ჩექმები, ვანია?“
„ერთ გერმანელ ვაჭარს მოვპარე მესამე როტაში“.
„არა, ჩემო ვანია, ეს წაღები ისევე მის პატრონს მიუტანე... მე ხომ არ შემიძლია ნაქურდალი
ნივთი მივითვისო. გარდა ამისა, მე მარტო ქართულ წაღებს ვიცვამ“.
„რასა ბრძანებ, ბატონო, სულ ერთია მაგ გერმანელ შპიონს მაინც დახვრეტენ თურმე ამ
დღეებში“.
ვანია გაჯანჯლდა, მაგრამ მე უკან დავუბრუნე მას ის ჩექმები.
ერთ დღეს პერმელი გენერალი მეწვია და მთხოვა ნარდის სათამაშოდ გავყოლოდი.
ნარდის თამაში რა მოთავდა, ახლა ჩამაცივდნენ გენერლები და გუბერნატორები, ჩვენ
ბებრები ვართ და ჭიდაობა არ შეგვიძლია, მოდი, თქვენ და პოლკოვნიკ სეროვმა
იჭიდავეთო.
პირველი შემოტევა მისი ძლივს ავიტანე, მერმე, რაკი ძლიერ მოვიქანცე, სარმა გავკარი
პოლკოვნიკს, იგი წაიქცა და ღუმელის ძგიდეს მიახალა თავი. მის მოტვლეპილ თავიდან
სისხლმა იჩქეფა.
მე შემებრალა მოწინააღმდეგე, მივწვდი და ავაყენე.
გაბოროტებული მომეჭრა და ცემა დამიპირა.
მე აგრე ვუთხარი:
აქამდის გეთამაშებოდი, ახლა გცემ-მეთქი.
პერმელი გენერალი მოგვეჭრა და გაგვაზავა.

247 მკითხველთა ლიგა


კვირა ისე გავიდა, მე მათ კამერაში არც შევსულვარ, მე და პოლკოვნიკი და მისი
მეგობრები ყოველდღე ვხვდებოდით სამზარეულოში, სადაც ზოგი ყავას იდუღებდა, ზოგი
ტეპერიჩას თავზე ადგა უხორცო ბორჩის დამზადებისას.
ჩვენი წაკიდების შემდეგ პოლკოვნიკ სეროვს დასჩემდა: მოსკოვურ გაზეთს გახსნიდა,
ენუქიძის, ორჯონიკიძის, ან რომელიმე ქართველის გვარს ამოიკითხავდა თუ არა, წარამარა
დედას აგინებდა მათ და მთელს საქართველოს.
ერთხელ მე მივმართე გენერალყოფილს, სეროვის გასაგონად: „ამ ლაგერში მეც ისეთივე
პატიმარი ვარ, როგორც თქვენთაგანი ყოველი, მოდი, მომეტებულად ნუ გავიმწარებთ
ისედაც გამწარებულ ცხოვრებას. ურჩიეთ პოლკოვნიკ სეროვს მოეშვას საქართველოს
ლანძღვას, თორემ მე იძულებული გავხდები საკადრისი პასუხი გავცე“.
ამის თქმა და რაჰიმ ვექილოვი შემოვიდა, ხოლო სეროვმა მზერა გაუმართა გენერლებს და
დაიღრიალა: „მე მაგ ქართველ შპიონს ხმას არა ვცემ, ვისი რა საქმეა, მე ვის ვაგინებ?“
რაჰიმ ვექილოვი აღშფოთდა, პოლკოვნიკ სეროვს მიეჭრა და უთხრა:
„ვინ მოგახსენათ, ბატონი გამსახურდია შპიონი იყვეს თითქოს?“
„აბა, მე რად არ მიშვებენ სასეირნოდ ამ კუნძულზე, ჰა?“
რაჰიმმა მიუგო:
„ბატონი გამსახურდია მწერალია და გასაგებია, პატივს რომ სცემენ“.
სეროვი ადუდღუნდა:
„მწერალი, ჰმ, მწერალი, მაგის დაწერილი ვის უნახავს? შპიონია და ეგ არის“.
ესა სთქვა სეროვმა,მე ყავადანს ხელი წავავლე და ვუხეთქე მოტვლეპილ თავზე.
სეროვმა ტაფა მესროლა, მაგრამ მე ტაბურეტი ვიფარე და ავიცდინე. რაჰიმი ეცა სეროვს და
შეკრა.
ერთბაშად სამზარეულოში შემოვარდა პონიატოვსკი და სამი ჩეკისტი. კომენდატურაში
წაგვასხეს მე, რაჰიმი, სეროვი, მოწმეებად გენერლები და გუბერნატორები.
მე დამკითხეს, მაგრამ არ გავთქვი ჩხუბის მიზეზი. პონიატოვსკიმ იძალა, კარცერით
დაემუქრა სეროვს, დაჰპირდა, თუ ნამდვილ მიზეზს გაგვიმხელთ, კარცერში არ
გაგაგზავნითო.
სეროვი მოტყუვდა, აღიარა: საქართველოს ვაგინებდი, ამიტომაც ყავადანი მესროლაო
გამსახურდიამ.
ეს საქმე ლაგერის უფროსს ეიხმანსს მოხსენდა.
მე იმ დღესვე გამანთავისუფლეს, ხოლო სეროვს ერთი თვით კარცერი მიუსაჯეს. ეს
კარცერი იმყოფებოდა მახლობელ სამრეკლოზე. დასჯილს ყოველდღე წყლით სავსე ორი
ვედრო წყალი უნდა აეტანა სამრეკლოს სამას სამოცდახუთ კიბის ხარისხზე და ძირს
ჩამოესხა.

248 მკითხველთა ლიგა


III

ერთ დილას ტეპერიჩამ გამომაღვიძა და მიჩურჩულა:


„ბატონო, არ შეშინდეთ, მოვიდა ის პოლონელი ჩეკისტი და მომთხოვა, თქვენს ოთახში
შემომეშვა“.
შემოიყვანე-მეთქი, ვუთხარი ტეპერიჩას.
პონიატოვსკის ძველებური ბერდენის თოფი ეჭირა ხელში.
მეკითხება:
„ის ჩერქეზული ძაღლი ლაიკა თქვენთანაა?“
მე ჯერ გონს ვერ მოვედი და ბოლოს ჩავიდუდუნე:
„ტეპერიჩამ მომგვარა ის ძაღლი გუშინ, გუშინ იქ ჰყავდა სამზარეულოში“.
ამ ლაიკას ისტორია ასეთი იყო. იგი დარჩა ერთ ნაყაჩაღარს, ჩერქეზს. ის უბედური
დახვრიტეს და ძაღლი მე შევივრდომე. ლუკმას ვუყოფდი, ტეპერიჩა საგანგებოდ
უმზადებდა ტყუილ ბორშჩს.
პონიატოვსკიმ ჯიბიდან ამოიღო არაყი. ჩვენ ვისაუზმეთ, ცოტა არაყიც დავლიეთ და
ტუნდრებისაკენ გავემართეთ, თან მიგვყავდა ჩემი ლაიკა.
ჩრდილოეთსაც გააჩნია თავისებური სილამაზე. ბუნების უცნაურობას დახედეთ: გაყინულ
ტბებში დაგოგავენ გარეული იხვები და მათი ნამატი. ისინი გაოცებული შემოგვცქეროდნენ.
ამ უკაცრიელ ტყეებში ჯერ არვის სმენია თოფის ხმა და ცულის ჩქამი.
ჩრდილოური ირმები გვხვდებოდნენ გზადაგზა. გიშრისფერ თვალებს
შემოგვაშტერებდნენ და ადგილიდან არ იძვროდნენ. ეს მშვენიერი ირემი – „ლოს“ იშვიათი
სილამაზით შეუმკია არსთა განმრიგეს.
პონიატოვსკიმ ფრთხილად გამატარა გარდი-გარდმო გადებულ ძელებზე,
მაფრთხილებდა, ფეხი არ დაგიცდეს, თორემ აქ ისეთი ჭაობებია, ცხენიანი კაცი
გაუჩინარდება მათში.
პონიატოვსკი არ აპირებდა ირმის მოკვლას, რადგან, სხვა არა იყოს რა, ჩვენ თუნდაც
ერთსაც ვეღარ მივათრევდით ციხე-მონასტრამდე.
ხოლო იხვების გამო ეს გამოცდილი მონადირე ეგრე ამბობდა: ამ ზამთარში იხვი მჭლეა და
ძაღლიც ვერ დაღეჭავსო მის ხორცს.
ბოლოს ერთ ტევრს მივადექით უზარმაზარი ნაძვებით დამშვენებულს. ყოველ მათგანს
ცხრა კაცი ვერ შემოაწვდენდა ხელებს. მე ამოდენა ხეები საერთოდ არსად მინახავს.
პონიატოვსკი შესდგა ერთი უშველებელი ნაძვის მახლობლად და მიჩურჩულა:
„ხომ ხედავ კონსტანტინ, ეჰე, მწვერვალზე ზის როჭო, ახლა უყურე, რა ჰქნას შენმა
ლაიკამ“.

249 მკითხველთა ლიგა


ამის თქმა და პონიატოვსკიმ თითების ტკაცანით ანიშნა ძაღლს და იგიც მყისვე გაიქცა და
იწყო ნაძვის გარშემო სირბილი და ყეფა.
პონიატოვსკიმ უკვე ხმამაღლა მითხრა:
„ეს ბედშავი როჭო ისეთი სულელია, მას აგრე ჰგონია, ის ლაიკა აფრინდება ნაძვის წვერზე
და მას ეცემა“.
ახლა ბერდანის თოფი ხელში შემომაჩეჩა პონიატოვსკიმ და მითხრა: ესროლეთ.
ტყვიანაკრავი როჭო მიწაზე დაეცა, ლაიკა მივარდა, მაგრამ არ ჩაუკბილავს.
ერთი საათის განმავლობაში პონიატოვსკიმ სამი როჭო მოჰკლა. ახლა კვლავ შემომთავაზა
თოფი, მაგრამ მე მუდამ წესად მქონდა: ფრინველისა და ნადირის უზომო ხოცვისაგან თავი
შემეკავებინა... ტეპერიჩამ და ვანიამ როჭოები გაპუტეს, ნანადირევი შევწვით და
უჩვეულოდ მოვილხინეთ, რაჰიმ ვექილოვიც დავპატიჟეთ.
პონიატოვსკი რაჰიმ ვექილოვსაც დაუმეგობრდა. ერთ დღეს უთენია გამოუშვა მან რაჰიმი
ლაგერიდან, ცოტა ხნის შემდეგ თავადაც მოვიდა პონიატოვსკი და თავისი თოფი მომიტანა.
ამჯერად მე და რაჰიმი თხილამურებით გავემგზავრეთ. რაჰიმს ძლივს ვასწავლეთ
თხილამურების ხმარება. მისი თხილამური მოკლე იყო და ვაგლახ გააფრაკებული.
მე მქონდა სამ მეტრის სიგრძე ფინური თხილამური, ამიტომაც რაჰიმი უკან რჩებოდა.
ბოლოს მივაღწიეთ ერთ ნაძვნარს, თითო როჭო მოვინადირეთ და ციხისაკენ გამოვქანდით
სასწრაფოდ, რადგან უკვე ბნელდებოდა და გზის გაკვლევა მისჭირდებოდა.
ბარე ოთხი კილომეტრი ჩამორჩა რაჰიმი, მე მივაღწიე ციხე-სიმაგრის შემოგარენამდის და
აქ მოხდა სავსებით უცნაური ამბავი, რომლის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ შემმთხვევია და
არც აღწერილი მინახავს ოდესმე. უკვე საღამო იყო, უხიაგი გრიგალი დაგელავდა, ისეთი
ქარბორბალა, რომ ციხე-მონასტრისაკენ მიმავალ ადამიანებს იტაცებდა ხანდახან. ერთი
თვის წინათ მე ლაგერის სამმართველოში მივდიოდი, ანაზდად შევნიშნე: გრიგალი რაღაც
შავ ჭინჭებს მოაქროლებდა. ხელი ვტაცე და ჰოი, საკვირველებავო, პოლკის უფროსის დედა
შემრჩა ხელში.
იმ საღამოსაც მე განვერიდე სწორ შარაგზას და ციხე-მონასტრისაკენ მიმავალ ბილიკს
მივყევი. ერთბაშად მთლად ჩამობნელდა, მე გზა დავკარგე და სწორედ იმ სასაფლაოსაკენ
წავსულვარ, რომელშიც მიცვალებულ პატიმრებს ჰყრიდნენ ხოლმე.
ერთბაშად ცალი თხილამური გამიტყდა, უზარმაზარი ფიცარი ჩატყდა და ბარე ათი
მეტრის სიმაღლიდან ჩავვარდი აურაცხელი, გაყინული მკვდრების სამკვიდროში.
ირგვლივ ბნელოდა, მაგრამ ერთბაშად ელექტრონის ხელფარანი შემომანათა ვიღაცამ,
მერმე უცნაური ღმუილი მომესმა და ხელფარნიანი გაუჩინარდა. ცხადია, იმ საშინელ ღამეს
გამიჩნდა პირველი ჭაღარა.
სულ რამდენიმე სეკუნდიც და ფარნიანი ლანდი მომეჭრა და ჩემი სახელი და მამის
სახელი გავიგონე.

250 მკითხველთა ლიგა


მე შევშფოთდი, ჩემი წვეტიანი მუჯრა მოვიმარჯვე და ვუყვირე:
„ჰეი, ვინა ხარ?“
„ეს მე ვარ, ვანია“. მომაძახა ლანდმა და დანდობილად მომეჭრა.
„შენ რას აკეთებ აქ, ეშმაკის კერძო?“
„ჰი, ჰი, - ხითხითებდა ვანია, – მე აქ ჩამოვდივარ ამ დროს, ოქროს კბილებს ვაძრობ
ვაჭრებს, გუბერნატორებსა და ეპისკოპოსებს. ახლაც ერთ მსუქან ეპისკოპოსს ვაძრობდი
კბილებს, მაგრამ მაგ ჩაძაღლებულს უმეტესად ვერცხლისანი ჰქონია. ბედი არ გინდა“.
მე შემზარა ამის გაგონებამ.
„ჰო, მაგრამ, შე ეშმაკის კერძო, აკი მუდამ მარწმუნებდი, ქრისტიანი ვარო!“
„ეჰ, მე დიახაც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ის ეპისკოპოსები და გენერლები ქრისტიანები როდი
იყვნენ.
ეგეც რომ არა, მე აქ პატიმრობაში ვარ და მოხუცმა დედამ რა სჭამოს ვიტებსკში? მე ამ
ოქროსა და ვერცხლის კბილებს გავატან ხოლმე განთავისუფლებულ ჯიბგირებს, ჩემს
მეგობრებს, ისინი ნაწილს თავად ჩაიჯიბავენ, ხოლო დანარჩენს დედაჩემს უგზავნიან
ვიტებსკში“.
მე იმ ღამეს დავრწმუნდი, არც შექსპირს, არც ედგარ პოს, არც ბალზაკს, არც დოსტოევსკის
ადამიანური არამზადობის ამბავი სრულიად არა სცოდნიათ.
ვანიას ფარანი გამოვართვი და ჰოი, საშინელებავ, მიცვალებულები ჭერეხებივით ეყარნენ
ირგვლივ. ზოგი პირაღმა, ზოგი თავდაღმა, ზოგი აყირავებული, ზოგიც დაოთხილი,
არავითარი სუნი არ მცემდა, რადგან ცხედრები გაყინულები იყვნენ. როგორც გრანდიოზულ
მაცივარში შელაგებული თევზები.
მე ხელი ავიღე გაკილვაზე, ვინანე მხოლოდ, მ. ი. კალინინს რომ ვთხოვე წერილობით ამ
არამზადას შეწყალება და დახვრეტას გადავარჩინე.
„აბა, ვანია, – ვეუბნები, – ახლა როგორმე აძვერი და ციხე-მონასტრისაკენ მომავალი
ვექილოვი მოსძებნე, თოკი იშოვნოს სადმე და ამომიყვანოს“.
ვანია მარწმუნებდა, მე თავათ აგიყვანო, მაგრამ ვერ ვენდე მის დაკონკილ თოკს.
ბარე ორი საათი ვიყავი ამ კოლოსალურ სამარხში. ალიგჰიერი დანტეს ჯოჯოხეთი ამ
შემზარავ პანორამასთან შედარებით იდილიად მოგეჩვენებოდათ.
ბოლოს ზევიდან მომესმა რაჰიმის ყვირილი, რაჰიმმა, პონიატოვსკიმ და ვანიამ
უშველებელი, სანავო ბაგირი ჩამოუშვეს და მაჯაგანით ამიყვანეს ჯოჯოხეთიდან.

251 მკითხველთა ლიგა


IV

მოხდა სასწაული და სავსებით მოულოდნელად ლაგერიდან გამათავისუფლეს. სამი წელი


გავიდა. 1932 წლის გაზაფხული იყო. მე წერა აკრძალული მქონდა, თარგმანს მივყავ ხელი.
ერთ დღეს რუსთაველის პროსპექტზე ვიღაც ტყაპუჭიანი ვაჟკაცი დამეძგერა და გადამკოცნა.
რაჰიმ ვექილოვი!
როგორ? საიდან?
„მე ვოლგის კანალის მშენებლობაზე თავი ვისახელე და მინუს ექვსი მომცეს. რუკასთან
მიმიყვანეს და მიბრძანეს: აირჩიე, რომელიც გინდა, იმ რესპუბლიკის სატახტო ქალაქი,
ბაქოს გარდა. მე გავბედე და ტფილისი ავირჩიე შენის იმედით“.
„კარგი და პატიოსანი“, მივუგე. თანაც გუნებაში მეღიმებოდა, მე თავათ არ ვიცოდი, საით
გავქცეულიყავ და ეს კაცი ჩემის იმედით ჩამოსულა? სხვა გზა არ იყო, ავდექი და დანტეს
კომედიის პირველი წიგნის თარგმანი გავუგზავნე „ჩეკას“ იმჟამინდელ თავმჯდომარეს
ლორთქიფანიძეს და ვთხოვე, მე და მოქალაქე რაჰიმ ვექილოვი მივეღეთ.
მეორე დღესვე გამომეცხადა „ჩეკას“ კომენდანტი და მაუწყა:
„დღეს, დილის პირველ საათზე გიცდითო ამხანაგი ლორთქიფანიძე, „ჩეკას“
თავმჯდომარე“.
ლორთქიფანიძე დაგვიხვდა მთელი თავისი ამალით. სახეზე ემჩნეოდა: მას ძლიერ
უკვირდა ჩემი წვევა.
მე ყოველივე წვრილად მოვახსენე ჩემი მეგობრის, რაჰიმ ვექილოვისა და მისი სათხოვარის
გამო. ესე იგი, მას ვამცნე, რომ ხსენებული პირი სთხოვდა მას ტფილისში ცხოვრების
უფლებას, სამუშაოსა და ერთ ოთახს.
„ჰო, მაგრამ, მითხრა ლორთქიფანიძემ, ამ კაცის თავდები ვინ იქნება?“
„მე“, მივუგე.
„ჰო, მაგრამ, თქვენი თავდები ვინღა იქნება?“
„ჩემი რაინდული სიტყვა“.
მან შენიშნა, მე რომ შევწუხდი და ღიმილით თქვა:
„კარგი, მე ვენდობი თქვენს კეთილშობილებას, იმედია, არ დამაღალატებთ“.
მესამე დღეს რაჰიმი დაიბარა საიდუმლო განყოფილების გამგემ და ასეთი რამ უთხრა:
„თქვენ რად აკიდებიხართ ამ ქართველ ნაციონალისტს გამსახურდიას? გარდა ამისა, მე
მაკვირვებს, მას დიდი ბინა აქვს ჯაფარიძის ქუჩაზე და ნუთუ არ შეუძლია, ერთი ოთახი
მოგცეთ?“
რაჰიმი აიმღვრა თურმე და ასეთი პასუხი მისცა: „ერთი, რომ ბატონი გამსახურდია
არავითარი „ნაციონალისტი“ არ გახლავთ. რაც შეეხება მის ბინას, ბატონ კონსტანტინეს

252 მკითხველთა ლიგა


დიდი ბინა ჰქონია დაპატიმრებამდის და ბოლოს, ჩამოურთმევიათ ერთი ოთახის გარდა,
ბარე სამი“.
„კარგი, კარგი, ჩვენ მოგცემთ ერთ ოთახსა და სამუშაოს, ოღონდ იცოდეთ, თუ გაქცევა
დააპირეთ, თქვენ და გამსახურდიას ორივეს დაგხვრეტთ“.
„მე მოღალატე არ გახლავართ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონი
კონსტანტინესათვის, მე სამი სიცოცხლე რომ მქონდეს, სამივეს მას ვანაცვალებდი“.
მიუგო თურმე რაჰიმმა და ამ ჩეკისტის სახეზე გაოცება ამოიკითხა.

მერმე დაიწყო დაუვიწყარი დღეები ამ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში. მე ხელმოკლედ


ვცხოვრობდი. ჟამიდან ჟამზე სანადიროდ მივდიოდი კოლხეთსა და ლაგოდეხში,
კურდღლებს, ხოხბებს, მშვლებს ვხოცავდი, შინ მიმქონდა.
ჩემი საცოლე, მირანდა, და რაჰიმი დაამზადებდნენ ნანადირევს, ჩემი ძმა ალექსანდრე
ღვინოს მიგზავნიდა (37 წელს ისიც დახვრიტეს) ვლხინობდით, დროს ვატარებდით.
მირანდა თავად არ ეტანებოდა ნანადირევს. ერთ საღამოს შემევედრა: თუ ჩემი
პატივისცემა გექნებათ, ამიერიდან მშველს ნუღარ მოკლავთ, ასე იგულისხმეთ, თითქოს მე
მესვრიდეთ ტყვიას.
იმ დღიდან მე მშველზე ნადირობა აღვკვეთე.
რაჰიმისათვის ზრუნვა არ დამიკლია. განათლების სამინისტროში მე მაშინაც
პატივსაცემდნენ, გადაწყდა: მომავალ სემესტრიდან რაჰიმი მოგვეწყო აზერბაიჯანული ენის
ლექტორად.
ხოლო მანამდის რაჰიმს ლაგერშივე შეუთვისებია დურგლობა და იგი ტფილისის ყრუ-
მუნჯთა საზოგადოების ერთ-ერთი სადურგლო სახელოსნოს გამგედ დაენიშნათ.
ერთ დღეს რაჰიმი მოვიდა ჩემთან და მთხოვა წავყოლოდი შეითან ბაზრისკენ და ძველ
ტფილისურად გვექეიფა.
მე წავყევი და, როცა პურობა მოთავდა, მან ასეთი რამ მითხრა: „კონსტანტინე ბატონო,
მოდი, გავიქცეთ ოსმალეთს, მე თურქული კარგად ვიცი, ხულოს რაიონიდან გავიპაროთ და
მერმე... სტამბოლში გაზეთი გამოვცეთ ბოლშევიკების წინააღმდეგ“.
მე მივუგე:
„იცი, რაჰიმ, ერთი, რომ მე ყოველივე გაქცევის წინააღმდეგი ვარ, მართალია, მე დევნილი
ვარ დღევანდელ ჩემს სამშობლოში, მაგრამ ჩემს ქვეყანას ვერ მივატოვებ.

253 მკითხველთა ლიგა


ეგეც რომ არ იყოს, მე და თქვენ ხომ იდეური მტრები ვართ, ჩვენი მეგობრობის
მიუხედავად, რა გაზეთი უნდა გამოვცეთ ისეთი, რომ ჩვენ ეს მტრობა გავაუქმოთ?“
რაჰიმი დადუმდა.
რესტორნიდან გასვლისას მან თავისი დაკონკილი მანეთიანები ამოიღო ანგარიშის
გასასწორებლად. მე გავუძალიანდი, თავათ მინდოდა გადამეხადა, მაგრამ არ დამანება.
გავიდა ორიოდე კვირაც და რაჰიმმა ბარათი მომწერა. სავსებით გარკვეულად მაუწყებდა:
„მე შენი რაინდული თავდადების დარდი მაქვს, თორემ ამ ჩემს ჭაღარა თავს სისხლით
შევიღებავდი. არც ლექტორობა მინდა და არც სიცოცხლე. მაპატიე, რომ გაწუხებ“.
ერთი თვის შემდეგ მე მეორეჯერ გამომრიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან და
ჰოი, საოცრებავ, სომხეთის მწერალთა კავშირმა მთხოვა მთელი თვით გვესტუმრეო.
მე შევკრთი: ალბათ მათ არ იციან ჩემი ძნელბედობის ამბავი, ყოველივე წვრილად მივწერე
ჩემს ძველ მეგობარს, დერენიკ დემირჭიანს.
მან დაუყოვნებლივ მიპასუხა: ჩვენ ყველაფერი კარგად ვუწყით, დაუყოვნებლივ
ჩამობრძანდითო.
მერმე ის იყო, მთელი თვე გავატარეთ სომხეთში, ვმოგზაურობდი მეგობრებთან ერთად,
ვათვალიერებდი ქვეყანას.
შინ ჩამოსულს ჩემი ოსი მოსამსახურე სონა მეუბნება:
„ი თათარი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა, გუშღამაც იყო, რაღაც წერილი დაჯღაბნა“.
„მერმე სადაა ის წერილი, სონა?“
„ე მანდ, ნოხის ქვეშ დასდო. ძრიელ დაღონებული იყო ბედშავი“.
კარებთან დაგებული ნოხი ავიღე და რაჰიმ ვექილოვის ბარათი ვიპოვე.
„შენს რაინდულ კეთილშობილებას ვუღალატე და ამიტომაც მტკვარში გადავარდნა
ვარჩიე. მშვიდობით. შენი უერთგულესი ძმა, რაჰიმ ვექილოვი“.
მეჩვიდმეტე რაიმილიციის უფროსმა მაუწყა:
„სამი დღის წინათ დავიწყეთ იმ უბედური კაცის ცხედრის ძებნა. ჩემი მილიციელი
შესწრებია, თუ როგორ გაიხადა მან მადათოვთან ტანისამოსი და მტკვარში გადაეშვა.
მილიციელს აგრე ეგონა: საბანაოდ ჩაეშვაო მდინარეში. ბოლოს, მე მაუწყა ეს ყოველივე. მე
ყოველივე ზომა მივიღე, მაგრამ ცხედარი ვერ ვიპოვეთ. აჰა, აჰა იმ თათრის კეპი და
ტანსაცმელი. მის ჯიბეში ვიპოვე პასპორტი. ბინის პატრონმა აუწყა ჩემს თანამშრომელს:
გამსახურდიას მეგობარიაო. კაცი გამოვგზავნე თქვენთან, თქვენ ერევანში წასული
აღმოჩნდით“.
მე შევიცანი იმ უბედური რაჰიმის კეპი და სელაპის ჯუბა. აგრე დამთავდა მტრების
მეგობრობა.

254 მკითხველთა ლიგა

You might also like