You are on page 1of 4

ორი ფინალი (შავი ალაყაფის გამო)

მე ალბათ ვერასოდეს ჩავწვდები რევაზ ინანიშვილის პროზის მომხიბვლელობის საიდუმ-


ლოს. მრავალგზის მიცდია ეს, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. წინამდებარე წერილი მორი-
გი წარუმატებელი მცდელობაა, და თუ მაინც ვაქვეყნებ მას, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი, ჩემი
აზრით, ერთ საინტერესო დაკვირვებას შეიცავს.

***

“საღამო ხანის ჩანაწერებში” (1971 წ.) მრავალი სევდიანი ამბავია მოთხრობილი (ამაზე საგან-
გებოდ ამახვილებს ყურადღებას ამავე წიგნის ბოლოსიტყვაობაში აკაკი ბაქრაძე). ერთ-ერთი
მათგანის სათაურია “შავი ალაყაფი”. მასში აღწერილია ორი პატარა გოგონას მამის ვიზიტი
ექიმ-ონკოლოგთან და მისი ფიქრები, განცდები და ქმედებანი, როცა იქიდან შინ ბრუნდება
დანაღვლიანებულ-შეფიქრიანებული (ექიმმა გული გაუკეთა, გაამხნევა და… ოპერაციის გა-
კეთება ურჩია). ფინალი გულსაკლავია: “ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოს უკანა ეზოს
შავ ალაყაფთან, წელში მოხრილი მოხუცი ქალის წინ, ორი პატარა გოგონა იდგა და ტირო-
და. ალაყაფში საბარგო მანქანა გამოდიოდა. ზედ ნახმარი კუბო იდო, აქეთ-იქიდან ორი მო-
ღუშული მამაკაცი ამოსდგომოდა. გოგონებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იმ კუბოში მათი
საყვარელი მამიკო იწვა”.

ეს პატარა მოთხრობა (ისევე, როგორც თითქმის ყველაფერი, რაც რევაზ ინანიშვილის ხელი-
დან გამოსულა) წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხადია, ამის მიზეზი ის არის, რომ
მკითხველს ძლიერი თანაგანცდა უჩნდება პერსონაჟის მიმართ; ისიც ნათელია, ეს თანაგანც-
და მწერლის მიერ ადამიანთა ბუნების ღრმა ცოდნას რომ ეფუძნება; ხოლო საკუთრივ მწერ-
ლური ნიჭი და ოსტატობა კი იმაში მდგომარეობს, რომ პერსონაჟის სულის მოძრაობა უზ-
უსტესი სიტყვებით არის მოტანილი ჩვენამდე.

მაგრამ ამის თქმა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჭეშმარიტ მხატვრულ ქმნილებას ეს ყოვე-
ლივე რომ უნდა ახასიათებდეს, ოდითგანვე ცნობილია; სპეციფიკურზე, ინდივიდუალურ-
ზე, განუმეორებელზე მწერლის შემოქმედებაში ეს ზოგადი ღირსებები ვერაფერს გვეტყვის,
რევაზ ინანიშვილი კი უაღრესად თვითმყოფადი ტალანტია.

თეატრის ხალხს პროფესიულ ჟარგონში ერთი ასეთი სიტყვა აქვს – “შეფასება”. – შეაფასე
პარტნიორის რეპლიკა (ან ქმედება)! – ეტყვის ხოლმე რეპეტიციაზე რეჟისორი მსახიობს და
ამით მისგან ადეკვატურ ჟესტსა და მიმიკას მოითხოვს, ადეკვატურს, ანუ – არამარტო შექმ-
ნილი ვითარებიდან, არამედ (და ეს უმთავრესია!) პერსონაჟის ბუნებიდან გამომდინარესაც
ამავდროულად.

ამგვარი “შეფასებებისას” რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს არაფერი ეშლებათ. საიდან ვი-


ცით ეს? იქიდან, რომ კითხვისას მიღებული შთაბეჭდილება არის მთლიანი, გაუბზარავი,
რაც იმის ნიშანია, რომ პერსონაჟთა ქმედება, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, მართა-
ლია, ფსიქოლოგიური სიმართლით არის შეთხზული.

მაგრამ ამ შემთხვევაში “მართალი” ერთადერთსაც ნიშნავს?

განვმარტავ, რას ვგულისხმობ:

ჩვენი მოთხრობის პერსონაჟს, დადარდიანებული რომ მიუყვება გზას, უეცრად სიკეთის,


თუნდაც სულ მცირეოდენი სიკეთის გაკეთების სურვილი მოეძალა და ორ უცნობ პატარა
გოგონას ბლომად არაქისი უყიდა (მას შემდეგ, რაც ერთმა მათგანმა გამყიდველისაგან შეუმ-
ჩნევლად ამოიღო კალათიდან რამდენიმე ცალი, მაგრამ ვიღაც ქალბატონმა უკანვე ჩააყრევი-
ნა). გოგონებმა იუკადრისეს უცნობისაგან ასეთი ყურადღება და ცოტა რომ გაიარეს, ერთ-
ერთმა ნაჩუქარ არაქისს მის დასანახად გადაუძახა სანაგვეში.

გოგონების ეს რეაქცია მთავარი პერსონაჟის ქმედების ერთადერთი მხატვრულად სწორი


“შეფასებაა”? კითხვისას გიჩნდებათ ილუზია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი მხატვ-
რულად გამართლებული განვითარება ამბისა სწორედ ის არის, რასაც ინანიშვილის პერსო-
ნაჟები აკეთებენ ან რაც ინანიშვილის პერსონაჟებს ემართებათ. ამ ილუზიის შექმნის ჯადოს-
ნური უნარი აქვს მას. სინამდვილეში ეს ხომ არ შეიძლება ასე იყოს! გოგონას არაქისი რომ არ
გადაეყარა, მოთხრობა აღარ დაიწერებოდა? ან სუსტი მოთხრობა გამოვიდოდა?

ბევრი დიდი მწერლისგან განსხვავებით, რдვაზ ინანიშვილისთვის ამბავი და ამბის განვითა-


რება როდია მთავარი, მთავარია რაღაცა სხვა, იდუმალი და მოუხელთებელი. ასეთ შემოქ-
მედზე ამბობენ, რასაც მისი ხელი შეეხება, ყველაფერი ოქროდ იქცევაო.

შეიძლებოდა თუ არა ეს მოთხრობა “ჰეფი ენდით” დამთავრებულიყო? შეიძლებოდა თუ არა,


პერსონაჟი ჯანმრთელი დაბრუნებოდა ოჯახს? ვიცი, ამის წარმოდგენისას მხატვრული ლი-
ტერატურის გემოვნებიან დამფასებელს ტანში გააჟრიალებს, მაგრამ ჩვენ რევაზ ინანიშვილ-
თან გვაქვს საქმე, მისთვის კი ამ თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერია. თითქოს ამის
დასტურად დაუწერია მას არაჩვეულებრივი მოთხრობა, რომელსაც “ძალიან უბრალო სიმღე-
რა” ჰქვია (კრებულში: “მთვარის ასული”, 1987 წ.).

აქ ონკოლოგს ამჯერად ქალი მიაკითხავს (ორი პატარა ბიჭის დედა), იღლიაში თხილისოდე-
ნა სიმსივნით, რომელიც კეთილთვისებიანი აღმოჩნდება. მოთხრობის ბოლოს ვკითხუ-
ლობთ (ქმარი ყვება): “მოვდიოდით მთლად მოულოდნელად დასაჩუქრებულებივით, წინწა-
მოხრილნი, გამოჩქარებულნი, თითქოს მოშიშარნი, რომ ის საჩუქარი უკან არ გამოერთმია
ვინმეს. გვიხაროდა, რომ ისევ ერთად, წყვილად მივადგამდით ნაბიჯებს”.

მაშასადამე, ყბადაღებული “ჰეფი ენდი”?

სწორედაც! მაგრამ არათუ მაღალი გემოვნების შეურაცხმყოფელი, არამედ დრამატული გან-


ცდებით გაჯერებული მოთხრობის ღირსეულად დამაგვირგვინებელი ფინალი.

ერთი და იგივე ამბავი ჯერ ტრაგიკულად დაასრულო, მერე კი ბედნიერად და ორივე შედევ-
რი გამოგივიდეს – ამაზე მეტი ჯადოქრობა რაღა უნდა იყოს მწერლობაში!

***

ისე აქვს სახელი გატეხილი ბედნიერ დასასრულს, რომ ვიცი, არც ისე ადვილი დასაჯერებე-
ლია, რაც ამ “ჰეფი ენდიანი” მოთხრობის მხატვრული ღირსებების შესახებ ვთქვი. ამიტომ
რევაზ ინანიშვილის მწერლურ ჯადოქრობაში დასარწმუნებლად გთხოვთ, წაიკითხოთ მარ-
ტო აი ეს ნაწყვეტი მოთხრობიდან, მე კი განზე გავდგები და სიტყვასაც აღარ დავძრავ:

“გოლდინის ასისტენტმა თინა წინ გაუშვა და თვითონაც შეჰყვა. გოლდინი პატარა ტანის მო-
ხუცი აღმოჩნდა. თეთრი ესპანური წვერი ჰქონდა, მაგიდაზე დახრილი რაღაცას წერდა. ამო-
იხედა. ასისტენტმა კინოკადრებივით ჩაგრძელებული სურათები მიაწოდა. გოლდინმა ერ-
თი შეხედა თინას და მერე სურათებს ჩააცქერდა. ასისტენტი სურათებზე თითს უდებდა და
ლათინურ რაღაცეებს ეუბნებოდა, გოლდინი თავს უქნევდა და ტუჩებს ბუსხავდა. – რამდე-
ნი წლისა ხართ? – ჰკითხა გოლდინმა თინას. თინამ უთხრა, რომ ოცდათვრამეტი წლისა
იყო. – შვiლი რამდენი გყავთ? – ორი. – გოლდინი თინას მიაცქერდა, – რატომ ხუთი არა, რა-
ტომ ექვსი არა, შვიდი?! – თინას კბილების კაწკაწი აუტყდა. გოლდინმა სურათები ასის-
ტენტს დაუბრუნა, – თავისუფლები ხართო, – და წერა განაგრძო. ასისტენტს გაეღიმა, თინას
თავის გადაქნევით ანიშნა, – წავიდეთო. კართან მისულებს გოლდინის ხმა მოესმათ, –
თქვენს ამხანაგებსაც გადაეცით, თუ უნდათ, რომ ეგრე არ იკანკალონ იმათაც, ბევრი შვილე-
ბი იყოლიონ – ექვსი, რვა, ათი, გესმით?! – თინამ დამფრთხალმა მიიხედა და გამოღებულ
კარს როგორღაც ცუდად შეეჯახა. გოლდინი წამოხტა, მოირბინა. – გეტკინათ? – შესცქეროდა
თინას შეწუხებული. თინას თან ცრემლი მოსდიოდა, თან იღიმებოდა. – სიცილი გიხდებათ!
რაც შეიძლება ბევრი უნდა იცინოთ ცხოვრებაში! და კიდევ – მოერიდეთ ამოდენა მანძილებ-
ზე ფრენას ოჯახის პატრონი ქალებიო. – გოლდინი თავისი მაგიდისკენ წავიდა. იცინოდა
მისი ასისტენტიც…”

You might also like