You are on page 1of 3

წიგნის წარდგენა

რამდენი ადამიანიცაა — იმდენი ისტორიაა. მთავარია,


შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვას... ეს ისტორია კი
ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც
სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად
არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ
დროს, ყველაზე პოპულარული... მაგრამ სინამდვილეში
მას მაინც არავინ იცნობდა. ყოველ შემთხვევაში მას ასე
ეგონა.
ეს წიგნი მოგვითხრობს, მაშინ არსებულ
თაღლითობებზე ,ყველაზე დიდ თამაშზე ,რაც კი
შეიძლება ადამიანმა, ადამიანს მოუვლინოს, ყველაზე
წრფელ, ნამდვილ, დაგვიანებულ და გულგატეხილ
სიყვარულზე , ადამიანის შეცნობასა და წარსულის
შეცდომებზე.
წიგნის კითხვა, მკითხველს ისე ითრევს ფანტაზიების
ზღვაში გაცურებს, თვალწინ გიშლის ყოველ იმ მომენტს
რაც წიგნშია აღწერილი .მე ამ წიგნის კითხვისას ,სახეზე
ხან ღიმილი მიჩნდებოდა ,ხანაც სევდა
მიჩნდებოდა .ისეთი წიგნია დღევანდელ დროსთან
ასოცირებული, ნათლად გვაჩვენებს ადამიანების
დამოკიდებულებას, მეგობრობას რომელიც წლების
განმავლობაში სხვა სიყვარულად იზრდება. მაგრამ ამას
ვერავინ ხვდება , ამ ნაწარმოებმა იმდენად დიდი
აღფრთოვანება და დასასრულს ისეთი გაოგნება
გამოიწვია ვერავინ რომ წარმოიდგენდა, წიგნის
მთავარ პერსონაჟებს მატაბელს და სოფოკოს რაც
შეეხება... მართლა ვისურვებდი რეალურად
არსებობდნენ და რომ ერთად ყოფნა შეეძლოთ .!
რადგან ეს წიგნი იმდენად გაფიქრებს, იმდენად....
შეიძლება ამ წიგნის წაკითხვისას შენი ცხოვრებაც კი
უკეთესობისკენ შეცვალო , ჩემი დიდი სიყვარული
მიუხედავად ორივეს ასეთი როლის მორგებისთვის,
მაინც მატაბელმა დაიმსახურა რადგან იგი ფარულად
ეხმარებოდა და ინახავდა თავის სიყვარულს. ეს წიგნი
ვეფხისტყაოსნის რაღაც ნაწილსაც კი შეგვიძლია
შევადაროთ . ამავდროულად წიგნში არსებული
ციტატები რომლებიც უდიდეს აზრს და ინტერესს სძენს
ამ ტექსტს წარმოგიდგენთ მათ ნაწილს...

,,სული ისე იპოვე, ხელი რომ არ დაისვარო“

,,რამდენი ადამიანიცაა-იმდენი ისტორიაა .მთავარია ,


შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვას ... “

,,მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაგიგებდი ეს სამყარო შენ


რომ არ იყო“

,,ცხოვრება ძალიან მარტივია ,როცა მისი თამაშის


წესები იცი .
და კიდევ უფრო მარტივი-როცა შენ უდგენ წესებს.“

You might also like