You are on page 1of 1

ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი მიკროგარემო. ადგილი, სადაც იგი ბედნიერების პიკს აღწევს.

ეს
შეიძლება იყოს: ოჯახი, ბუნების წიაღი, ან თუნდაც რაიმე ნებისმიერი წერტილი დედამიწაზე. ყველას
გვაქვს პრიორიტეტები და ჩვენი ბედნიერების წყაროს პოვნაც ჩვენზეა დამოკიდებული.

მსოფლიოში ჰარმონიის დამკვიდრებას ხელს უწყობს საზოგადოების მრავალფეროვნება და მათი


პოზიტიური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ
სამყარო, სადაც ყველა ერთსა და იმავეს აკეთებს, და სადაც ყველას ერთი და იგივე რამ აბედნიერებს.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი განსხვავებულობა, რითაც საზოგადოება მარტივად ღიზიანდება.

გურამ დოჩანაშვილი ნაწარმოებით "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" , გვაცნობს ერთ
მეტად საინტერესო პერსონაჟს, ვასიკოს. ვასიკოსთვის ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი არაფერია და
მისი სიყვარული ლიტერატურისადმი არაერთი გზითაა გამოხატული:

"მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია ცენტრალური გათბობა, მე მაინცა მაქვს ძალიან კარგი
პირობები, თუ გნებავთ კომუნალური უწოდეთ და რაც გინდათ, სხვა."

"...მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს
ზემოთ, ნათურა...". შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადგილი მისი მიკროგარემოა და ცენტრალური
გათბობის ნაცვლად, მისი სული და გული ლიტერატურითაა გამთბარი. მისი წიგნების თაროები,
მაგიდა, სავარძელი, გვიმტკიცებს იმას, რომ ადამიანში ჰარმონიის დასუფება სულაც არაა
კომპლექსური.

მიკროგარემო ფართო გაგებით არა მხოლოდ რაიმე ფიზიკურ ადგილს, არამედ კონკრეტულ
საქმიანობასაც გამოხატავს, რაც ვასიკოს შემთხვევაში ლიტერატურის კითხვაა. ლიტარატურა
მართლაც რომ ჭეშმარიტების პოვნის უტყუარი საშუალებაა. ამიტომაც არის წიგნი შეუცვლელი.

მთავარი გმირის, ვასიკოს უნცაურობანი ყველასათვის მისაღები ვერ არის. თამაზი მისით
გაკვირვებულია და ცოტა არ იყოს "როგორც სულელს" ისე აღიქვამს. არც ის ესმის, თუ რატომ ანიჭებს
ფოტოგრაფი უპირატესობას ფართოჯიბიან შარვლებს. მას ეს ფართო ჯიბეები წიგნების ჩასაწყობად
სჭირდება. იგი მომავალ ბედნიერებას "წაუკითხავ წიგნებში ხედავს".

ბევრი ადამიანი არსებობოდა და იარსებებს კიდეც, რომლებსაც თავიანთი კომფორტის ზონა ჰქონდათ
და იქ გრძნობდნენ სულის სიმშვიდეს. ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსით "ფიქრნი მტკვრის პირას"
ერთ-ერთი მაგალითია.

გურამ დოჩანაშვილმა ზუსტად აღწერა ის, რაც ახლა ხდება. როგორც ადრე, დღესაც, წიგნის ხელში
ჭერამ შესაძლოა გამოიწვიოს დაცინვა და სარკაზმი მკითხველისადმი.

საბოლოოდ, მინდა დავასკვნა, რომ ადამიანს განსხვავებულობა და უნიკალურობა, რაც სამწუხაროდ


დღეს წიგნის კითხვაა, დაეხმარება მიკროგარემოს პოვნაში. მიკროგარემოს პოვნა კი, დიდი ოცნებების
მიღწევებისთვის გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

You might also like