You are on page 1of 1

გერბი

გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი,


საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა
ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნული
სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის
საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო
დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა
დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო
სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

ჰიმნი
ჰიმნი (ძვ. ბერძნ. ὕμνος) — საზეიმო სიმღერა, რომელიც აქებს და ადიდებს ვინმეს ან რაიმეს
(თავდაპირველად ღვთაებას).

დევიზი
ტერმინს დევიზი (ფრანგულად devise) აქვს რამდენიმე მნიშვნელობა:

 საზოგადო მნიშვნელობა: დევიზი არის გამონათქვამი, ლოზუნგი, რომელიც გამოხატავს


წარმმართველ იდეას, აზრს, მიზანს, მოქმედების გეგმას.
 ჰერალდიკა: დევიზი არის წარწერა გერბზე, ორდენზე ან ფარზე.
 სპეციალური მნიშვნელობა: დევიზი არის გამონათქვამი ან სიტყვა, რომელსაც ავტორი,
დახურული კონკურსის მონაწილე, თავისი სახელის ნაცვლად აწერს თავის პროექტს ან
ნაწარმოებს.

You might also like