You are on page 1of 2

შედიან ქალაქში:

დალი: არ მომშორდე, სიტუაცია არც ისე მარტივადაა

მეომორი: შენ მე მართლა კუნძი ხომ არ გგონივარ?

მიემართებიან თავშეყრის ადგილას-

დალი: მოქალაქენო, გთხოვთ ორიოდე წუთი დაგვითმოთ! ჩვენსა და ტყეს შორის კავშირი
ოდითგანვე არსებობდა. ისტორიის მიხედვით ჩვენ ერთ დროს ჰარმონიულად ვცხოვრობ -

ხალხი იცინის:

გამვლელი: მოგცლიათ! ერთადერთი რაც ხესა და ადამიანს აკავშირებს ნაჯახია !

მეომორი: ეს შენთვის! აქ არ უნდა მოვსულიყავი..

დალი: ბრძოლას ჯერ კიდევ აქვს შანსი

...

დალი: ჩვენ მივაგენით იმ ერთს, რაც დაგვეხმარება ამ ჰარმონიულობის აღდგენაში

გამვლელი 2: არანაირი ჰარმონიულობა არ გვჭირდება, ჩვენ ერთადერთი სითბო გვინდა ,


რასაც ხე გვაწვდის!

დალი: ამ სითბოს ხის გარდა სხვა მასალაც მოგვცემს

მეომორი: ბიომასის მეშვეობით არც ხე დაზიანდება და არც ადამიანი გაიყინება

გამვლელი 2: აი მე კი ვიცი, რომ დღეს ნამდვილად არ გავიყინები

უყურებს მეომორს და ამზადებს ნაჯახს

გამვლელი: შეიპყარით ეს ყბედი მორი!

დალი: რას ჩადიხართ

გამვლელი: ხომ არ გავიწყდება რომ შენც მებრძოლი ხარ? ტყემ დიდი ხანია ეს ომი
გაგვიჩაღა

გამვლელი 2: ის ჩვენი მტერია!

დალი: დღეს სტუმარია ის ჩემი! შეეშვით და მოუსმინეთ

მეომორი: ბიომასის გამოყენებით ჰარმონიულობა აღდგება, ვინაიდან საწვავ მასალას


ისევ სასოფლო კულტურები მოგცემენ, მათ შორის კი უპირველესად ხეები!

გამვლელები: უკვე ზედმეტია! რით დაგვიმტკიცებ?

გამვლელი: ეს ომი დიდი ხნის დაიწყო და რაც თავი მახსოვს ასე გრძელდება

დალი: შეხედეთ!

აჩვენებს საგვარეულო ნიშანს მორისა და მის სხეულზე


გამვლელი: ეს შეუძლებელია! ის ხომ ადამიანი არაა

მეომორი: შენზე მეტი ჰუმანურობა მაინც მაქვს!

დალი კიდებს მეომორს ხელს და გამვლელთა თვალწინ იშლება საუკუნოვანი ისტორია

გამვლელი 2: ანუ ჩვენ მართლა ერთად ვცხოვრობდით? კი მაგრამ ახლა?

მეომორი: კი, თანაც ახლა კიდევ უფრო გაადვილდა ეს ყველაფერი, დაიხვეწა !

დალი: გაცილებით გაგვიმარტივდება ყოფა, თუკი ბუნებას დავეხმარებით

მეომორი: ძმა ძმისთვისაო!

You might also like