You are on page 1of 2

როგორ გამოვიყენოთ WILL?

გრამატიკის ცოდნა მნიშნველოვანია ყველასთვის ვისაც უნდა რომ ინგლისურ ენაზე


გააზრებულად მეტყველებდეს და არა დაზეპირებული ფრაზებით , რომლებიც ხშირად ასე
ჟღერდეს: მე მივდივარ ქუჩა, შენ მქვია გიორგი და ა.შ. ასე რომ არ ისაუბროთ
განვაგრძოთ გრამატიკის შესწავლა.

Future Simple - საკმაოდ მარტივად იწარმოება. Will - ს დამატებული ზმნის საწყისი ფორმა. I
will go; She will dance და ა.შ.

Will - ს ვიყენებთ:

როდესაც რამე ვარაუდს გამოვთქვამთ, როდესაც რამეს “ვწინასწარმეტყველებთ ” I think it


will rain - -ვფიქრობ, რომ იწვიმებს.

თუ საუბრის მომენტში ვიღებთ გადაწყვეტილებას რომ რამე გავაკეთოთ , ამ შემთხვევაშიც


future simple უნდა გამოვიყენოთ.

- I’m hungry

- I’ll cook something for you - რამეს მოგიზმადებ.

როცა საუბრობ მომავალის ისეთ ამბებზე, რაც პირადული არაა. The prime minister will make
an announcement tomorrow.

როდესაც ვინმეს რამეს ვპირდებით ან ვთაზობთ.

აქვე შევადაროთ ერთმანეთს to be going to და will - როგორც ვიცით be going to -ს საკმაოდ


ხშირად გამოყენებადი მნიშნველობაა ვაპირებ, ე.ი. განიზრახე რომ რაღაც გააკეთო .
შესაბამისად will - ს ვიყენებთ მაშინ როდესაც საუბრის მომენტში ვიღებთ
გადაწყვეტილებას ხოლო როცა წინასწარ ვიცით რის გაკეთებას ვაპირებთ ამ შემთხვევაში
ვიყენებთ to be going to -ს.
მაგ. - This exercise is really difficult

- I will help you. - ეს სავარჯიშო ძალიან რთულია, დაგეხმარები.

ანუ საუბრის მომენტში გადავწყივტე შენი დახმარება. ხოლო როდესაც ვამბობ რომ They
are going to get married next week - ისინი მომავალ კვირას აპირებენ დაქორწინებას. ე.ი.
წინასწარ ცნობილია რომ აპირებენ დაქორწინებას.

You might also like