You are on page 1of 2

Future time

 Will
Will გამოიყენება ვარაუდების გამოსათქმელად. როგორც წესი მას წინ მოჰყვება
„ჩემი აზრით“(I think) ან “შესაძლოა“(perhaps)
 Going to
ასევე ვარაუდების გამოსათქმელად გამოიყენება. განსაკუთრებულად
გამოიყენებენ მაშინ როდესაც რაღაც მოვლენის მიზეზს ვხედავთ.
Going to ასევე გამოიყენება მიუკერძოებელი და შედარებით საზოგადო
განცხადებების გაკეთებისას. ამისთვის will-ის გამოყენებაც ისევე
შესაძლებელია, როგორც going to-ს.
 Future continuous
მომავალი განგრძობითი დრო გამოიყენება იმ სიტუაციის აღსაწერად,
რომელიც მომავლის გარკვეულ დროის მონაკვეთში განხორციელდება.
 Future perfect

მომავალი სრული დრო შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გარკვეული წერტილიდან


იყურება უკან. „თუ ყოველთვე 100 ლარს გადავდებ, აგვისტოსთვის 800 ლარი
შემიგროვდება“ ანუ როდესაც აგვისტო დადგება 800 ლარი მექნება. მომავალი სრული
დრო სწორედ ამას მიემართება.

განზრახვა

 Going to
გამოიყენება იმ სურვილისა და განზრახვის გამოსახატავად, რომელიც აწმყო
დროში გვაქვს. გამოხატავს მოქმედებას, რომლის შესრულებაც უკვე
გადავწყვიტეთ.

 Will
გამოიყენება იმ გადაწყვეტილებების გამოსახატავად, რომელიც სპონტანურად
საუბრის დროს მივიღეთ .

დაწესებული გრაფიკი და გეგმები

 Present continuous

გამოიყენება დაწესებული ზუსტი გრაფიკებისა და გეგმების გამოსახატავად.

ეს გეგმები ძირითადად სოციალური ხასიათისაა(სამოგზაუროდ წასვლა, ექიმთან


ვიზიტი და ა.შ.)

 Present simple
პროგრამაში, გრაფიკში და კალენდარში გაწერილი მოვლენების აღსაწერად.

When- until – as soon as

 მათ შემდეგ გამოიყენება აწმყო მარტივი დრო მიუხედავად იმისა, რომ


გამოხატავენ მომავალს.
ზოგჯერ გამოიყენება აწმყო სრული დრო რაიმე მოქმედების დასრულების
აღსაწერად.
I’ll wait here until you have finished your homework.

You might also like