You are on page 1of 30

დროები

წარსული დროები

1. Past Simple – S + ზმნა + ed/II

2. Past Continuous – S + was/were + ზმნა + ing

3. Past Perfect Simple – S + had + ზმნა + ed/III

4. Past Perfect Continuous– S + had + been + ზმნა + ing

აწმყო დროები

5. Present Simple– S + inf(s)

6. Present Continuous– S + am/are/is + ზმნა + ing

7. Present Perfect Simple– S + have/has +ზმნა + ed/III

8. Present Perfect Continuous– S + have/has +been + ზმნა + ing

მომავალი დროები

9. Future Simple - S + will + inf

10. Future Continuous - S + will + be + ზმნა + ing

11. Future Perfect Simple - S + will + have + ზმნა + ed/III

12. Future Perfect Continuous - S + will + have + been + ზმნა + ing

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარსული დროები და მათი გამოყენების წესები

Past Sipmle და Past Continuous ერთ წინადადებაში

Past Simple – S + ed/II და Past Continuous – S + was/were + inf+ing

It was raining , when the film finished - წვიმდა, როცა ფილმი დამთავრდა

ასეთი სახის წინადადებაში Past Simple დრო გამოხატავს წამიერ მოქმედებას, ხოლო Past Continuous დროით
გამოხატული მოქმედება განგრძობადია. ანუ განგრძობითი დრო დაიწყო Past Simple - ის მოქმედების წინ მიმდინარეობდა და
გრძელდებოდა Past Simple - მდე.

შენიშვნა: ზოგ შემთხვევაში Past Simple -ით გამოხატული მოქმედება წყვეტს Past Continuous -ით აღნიშნულ მოქმედებას

მაგ: I was working, when you called me - მე ვმუშაობდი, როცა შენ დამირეკე. - ანუ მუშაობის პროცესი ცოტა ხნით შეწყდა

რამდენიმე Past Simple ერთ წინადადებაში

Past Simple – S + ed/II


I came home, undressed and took a bath - სახლში მოვედი, გავიხადე და მივიღე აბაზანა. რამოდენიმე Past Simple გამოიყენება ერთ
წინადადებაში მაშინ, როცა საუბარია რამდენიმე მოქმედებაზე წარსულში, რომლებიც ერთმანეთის მიმდევრობით მოხდა.

შენიშვნა: ყველაზე ადრე მოხდა ის მოქმედება, რომელიც წინადადებაში პირველი Past Simple -ით არის გამოხატული.

მე დავამთავრე სკოლა, წავედი ლონდონში და დავქორწინდი - I finished school, went to London and got married.

ორი Past Continuous ერთ წინადადებაში

მაგ: e.g

I was watching TV, while my brother was playing computer – მე ვუყურებდი ტელევიზორს, სანამ ჩემი ძმა თამაშობდა კომპიუტერს

ასეთი სახის წინადადებებში ორი Past Continuous გამოიყენება ორი პარალელური მოქმედების გამოსახატად. ამ ტიპის
წინადადებაში,როგორც წესი ,ორი Past Continuous -ის დამაკავშირებელ სიტყვად გვევლინება while (სანამ) ან when (როცა).

Past Simple და Past Perfect Simple ერთ წინადადებაში

S + ed/II; S + had + ზმნა + ed/III;

for example (e.g) - მაგალითად.

სანამ ლონდონში წავიდოდი, პარიზს ვესტუმრე - Before I went to London, I had visited Paris

Past Perfect Simple Past Simple დრო

პარიზის მონახულება ლონდონში ჩასვლა წინადადების თქმის მომენტი

ასეთი სახის წინადადებებში გვაქვს ორი წარსული მოქმედება, რომელთაგან ერთს Past Simple გამოხატავს , ხოლო მეორეს
Past Perfect Simple. მოცემული ორი წარსული მოქმედებიდან, ერთერთი მოხდა მეორე წარსულ მოქმედებაზე უფრო ადრე - იგი
Past Perfect Simple - ით გამოიხატება, ხოლო მეორე წარსული მოქმედება რომელიც Past Perfect Simple - ით გამოხატული
მოქმედების შემდეგ მოხდა, გამოიხატება Past Simple - ით. ანუ ჯერ მოხდა Past Perfect Simple - ით გამოხატული მოქმედება,
შემდეგ Past Simple - ით გამოხატული მოქმედება, ამასთან ორივე მოქმედება მოხდა მოცემული წინადადების თქმის
მომენტამდე.

Past Simple და Past Perfect Continuous ერთ წინადადებაში

S + ed/II; S + had + been + ing

I had been studying French for five years, before I went to Frence – სანამ საფრანგეთში წავიდოდი 5 წელი ვსწავლობდი ფრანგულს

5 წელი

დრო
ფრანგულის სწავლის დაწყება საფრანგეთში წასვლის მომენტი წინადადების თქმის მომენტი

ასეთ წინადადებაში გვაქვს ორი წარსული მოქმედება, რომელთაგან ერთ ერთი არის პერიოდის სახის, რომელსაც ადგილი
ჰქონდა Past Simple -ით გამოხატული წარსული მოქმედების წინ. პერიოდის სახის წარსული მოქმედება, რომელიც Past Simple -
ით გამოხატული სხვა წარსული მოქმედების წინ მოხდა, გამოიხატება Past Perfect Continuous დროით. ანუ ჯერ ადგილი ჰქონდა
Past Perfect Continuous -ით გამოხატულ პერიოდულ მოქმედებას, ხოლო შემდეგ Past Simple -ით გამოხატულ სხვა წარსულ
მოქმედებას.

Past Simple, Present Perfect Simple და სიტყვა “since”

აღნიშნულ წინადადებებში ყველაფერი იგივეა რაც Pr.per.cont, Past Simple - სა და “since” -ს შემთხვევაში, ოღონდ
Pr.per.cont -ის ნაცვლად გამოიყენება Pr.per.simple, იმიტომ რომ მოქმედებას მომავალში გაგრძელების პერსპექტივა არა აქვს.

წინადადება, რომელშიც ერთდროულად გვხვდება Pr.per.cont, Past Simple - სა და “since”:

My sister has been studying English since she finished school

ამ წინადადებაში მოცემული ორი დროის გადაბმა ხდება სიტყვა „since“, რომელიც ითარგმნება - „მას შემდეგ რაც“, ამასთან
Pr.per.cont გამოხატავს მოქმედებას, რომელიც დაიწყო Past Simple -ით გამოხატული მოქმედების მოხდენის შემდეგ, ამ
მოქმედების მოხდენიდან მოყოლებული.

Pr.per.cont გამოხატული მოქმედება Past Simple -ით გამოხატული მოქმედების მოხდენიდან მოყოლებული გრძელდება
წინადადების თქმის მომენტამდე და აქვს მომავალში გაგრძელების პერსპექტივა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა since -ს შემდეგ არის Past Simple.

მაგ: My sister has been studying English since 1997.

Perfect-ზე მასიგნალებელი სიტყვები

ქვემოთ ჩამოთვლილია ის სიტყვები და ფრაზები, რომლების მონაწილეობა წინადადებაში გვკარნახობს „Perfect“


ასპექტის დროების გამოყენებაზე. ასეთი დრო არის ექვსი:

1. Present Perfect Simple (აწმყო სრული მარტივი) – S + have/has +ზმნა + ed/III

2. Present Perfect Continuous (აწმყო სრული უწყვეტი) – S + have/has +been + ზმნა + ing

3. Past Perfect Simple (წარსული სრული მარტივი) – S + had + ზმნა + ed/III

4. Past Perfect Continuous (წარსული სრულიუწყვეტი) – S + had + been + ზმნა + ing

5. Future Perfect Simple (მომავალი სრული მარტივი) - S + will + have + ზმნა + ed/III

6. Future Perfect Continuous (მომავალი სრული უწყვეტი) - S + will + have + been + ზმნა + ing
just – ეხლახანს, ეს ესაა

never - არასდროს

ever –ოდესმე

always – ყოველთვის

recently – ამ ბოლო დროს = lately

for – განმავლობაში

since – რაღაც მომენტიდან მოყოლებული

for the last ... N period - ბოლო N პარიოდის განმავლობაში

in the last ... N period -

already – უკვე

yet – ჯერ

this is the first/second/.../last time... - ეს არის პირველი / მეორე / ... ბოლო შემთხვევა

by - თვის

by Friday

by Wednesday

by 2010

by September

over the last ... - ბოლო რამდენიმე პერიოდი...

by the time – იმ დროისათვის, როცა...

by the end of – რაღაც პერიოდის ბოლოს

by the end of this month – ამ თვის ბოლოსათვის

by the beginning of – რაღაც პერიოდის დასაწყისისთვის

all day / all night / all evening / all week

how long – რამდენი ხანია, რაც...

how many time - რამდენი ხანია, რაც...

before – მანამდე

after - შემდეგ

აწმყო დროები და მათი გამოყენების წესები


Present Simple

S + inf(s)

ამ დროს აქვს 5 ფუნქცია:

Present Simple გამოიყენება შემდეგი მოქმედებების გამოსახატად:

1) მოქმედებები, რომლებიც რეგულარულად ხდება

2) კომენტარები live-ში

3) ანეგდოტების მოყოლის დროს

4) გაწერილი ხასიათის მოქმედებები (განრიგები,ორგანაიზერი,აფიშა...)

5) If,when,… ფრაზების შემდეგ, სადაც will არ შეიძლება გამოიყენება მომავლის მნიშვნელობით.

1. მოქმედებები, რომლებიც რეგულარულად ხდება: ეს დრო გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად,


რომელიც რეგულარულად ხდება.

მაგ: ყოველდღე, ყოველწელს ...

I go to Batumi every week - მე მივდივარ ბათუმში ყოველ კვირას.

My sister usually gets up at 7 o’clock - ჩემი და როგორც წესი დგება 7 საათზე.

2. კომენტარები live-ში : ეს დრო გამოიყენება რაიმე მოვლენის კომენტირებისას live-ში. მაგ:


ტელევიზორში,რადიოში,...

3. ანეგდოტების მოყოლის დროს

4. გაწერილი ხასიათის მოქმედებები (განრიგი, ორგანაიზერი, აფიშა...)

Our train leaves at 7 P.M. - ჩვენი მატარებელი გადის საღამოს 7 საათზე.

5. If,when,… ფრაზების შემდეგ, სადაც will არ შეიძლება გამოიყენება მომავლის მნიშვნელობით

If I am free I will call you.

Present Sიmple დროსთან ხშირად გვხვდება ფრაზები:

generally - ზოგადად

as a rule - როგორც წესი

as usual – როგორც წესი

usually – როგორც წესი

always – ყოველთვის

everyday – ყოველდღე
sometimes - ზოგჯერ,ხანდახან

often – ხშირად

seldom - იშვიათად

Present Continuous

S + am/are/is + ing

ამ დროს აქვს 6 ფუნქცია:

Present Continuous გამოიყენება შემდეგი მოქმედებების გამოსახატად:

1) მოქმედებები, რომლებიც ხდება ლაპარაკის მომენტში

2) გამონაკლისი მოქმედებები რეგულარული / სტაბილური მოქმედებებიდან

3) დაგეგმილი მოქმედებები მომავალში

4) გაღიზიანების გამოხატვა

5) მუდმივად ცვალებადი მოქმედებები

6) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან განწყობის გამოხატვა

*ing-ის დამატება „ჭამს“ “e”-ს გარდა be და see ზმნებისა

1. მოქმედებები, რომლებიც ხდება ლაპარაკის მომენტში: ეს დრო გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად,
რომელიც წინადადების თქმის მომენტში ხდება.

ამ შემთხვევაში გვაქვს ფრაზები:

now – ახლა

at the moment - ამ წამს, ამ მომენტში

at present - ამჟამად

მაგ: What are you doing at the moment? - ეხლა რას აკეთებ?.

I am watching TV - ტელევიზორს ვუყურებ.

არ უნდა ავურიოთ ეს წინადადება შემდეგ წინადადებაში:

What do you do? - რა არის შენი პროფესია?

I am a doctor – მე ექიმი ვარ.

2. გამონაკლისი მოქმედებები რეგულარული / სტაბილური მოქმედებებიდან: გამოიყენება დროებითი მოქმედების


გამოსახატად. ეს დროებითი მოქმედება წარმოადგენს გამონაკლისს იმ მოქმედებიდან, რომელიც რეგულარულად
ხდება. გამოიყენება ასევე ამ გამონაკლისი რეგულარული მოქმედების გამოსახატად, ხოლო რეგულარული
მოქმედების გამოსახატად გამოიყენება Present Simple
I usually get up at 8 o’clock but this week I am not working and I am getting up at eleven - როგორც წესი მე 8 საათზე
ვდგები, მაგრამ ამ კვირას არ ვმუშაობ და 11 ზე ვდგები.

3. დაგეგმილი მოქმედებები მომავალში: ეს დრო გამოიყენება დაგეგმილი მოქმედების გამოსახატად, რომელსაც


მომავალში ექნება ადგილი.

მაგ: ხვალ ჩემს მეგობრებს ვხვდები - I am meeting my friends tomorrow.

ანუ ამ წინადადებაში იგულისხმება, რომ ჩემმა მეგობრებმა იციან ამის შესახებ და თანახმანი არიან.

4. გაღიზიანების გამოხატვა: ეს დრო გამოიყენება წინადადების მთქმელის უარყოფითი/გაღიზიანებული


დამოკიდებულების გამოსახატად რაღაც მოვლენის ან მოქმედების მიმართ. ასეთ წინადადებაში ხშირად
გვხვდება სიტყვა always ან forever - ყოველთვის.

მაგ: რატომ მაწყვეტინებ ყოველთვის? – Why are you always interrupting me?

5. მუდმივად ცვალებადი მოქმედებები: გამოიყენება მუდმივად ცვალებადი მოქმედების გამოსახატად.

მაგ: Oil prices are increasing every month - ნავთობის ფასი ყოველ თვე იზრდება

6. ჯანმრთელობის მდგომარეობის ან განწყობის გამოხატვა: ეს დრო გამოიყენება ჯანმრთელობის მდგომარეობის


შესახებ საუბრის დროს.

ასეთ წინადადებებში Present Cont.-ის მაგივრად შეიძლება იყოს Present Simple.

მაგ: დღეს კარგად ვგრძნობ თავს

ა) I feel myself well today (Present Simple)

ბ) I am feeling myself well today (Present Cont).

Present Perfect Simple

S + have/has +ზმნა + ed/III

ამ დროს აქვს 6 ფუნქცია:

1. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც დაიწყო წარსულში, უწყვეტად გრძელდებოდა ლაპარაკის
მომენტამდე და არა აქვს მომავალში გაგრძელების პერსპექტივა.

I have worked as a doctor for four years - მე ოთხი წელი ვიმუშავე ექიმად

ამ წინადადებაში სავარაუდოა, რომ ამ წინადადების მთქმელი მომავალში აღარ გააგრძელებს ექიმად მუშაობას

2. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც მართალია წარსულში მოხდა, მაგრამ მათი შედეგი აწმყოში
მათ აქტუალურს ხდის - ანუ მათ აქვთ შედეგი აწმყოში.

განვიხილოთ განსხვავება 2 წინადადებას შორის:

I. I have lost my book - Past Perfect Simple (წიგნი ჯერ არ არის ნაპოვნი)

II. I lost my book - Past Simple (წიგნი ნაპოვნია)

ორივე წინადადების თარგმანია - მე დავკარგე წიგნი.


I - პირველ წინადადებაში წინადადების მთქმელის წიგნი ჯერ არ არის ნაპოვნი

II - მეორე წინადადებაში ის ნაპოვნია და გამოიყენება Past Simple

She has broken her leg - მან ფეხი მოიტეხა (ფეხი ჯერ არ არის მორჩენილი)

3. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც ეხლა (ეს ესაა) მოხდა. ასეთ წინადადებაში ხშირად გვხვდება
just (ეხლახანს), რომელიც წინადადებაში ჯდება have-ს (მისი ნაირსახეობა) და ზმნის ed ან მესამე (III) ფორმის შორის.

I have just taken a shower - ეს ესაა დუში მივიღე.

4. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთანაა კავშირში.


ასეთი სახის წინადადებებში გვხვდება სიტყვები:

ever - ოდესმე

never - არასოდეს

ამ სიტყვებს აქვთ ანალოგიური ადგილი წინადადებაში, როგორც just-ს

I have never been to London - მე არასდროს ვყოფილვარ ლონდონში.

შენიშვნა: შეცდომაა in-ის გამოყენება to-ს მაგივრად ასეთ წინადადებაში.

Has she never been to London? ან Has not she ever been to London?

5. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც წარსულში მოხდა, მაგრამ არ არის მითითებული მათი
წარსულში მოხდენის ზუსტი დრო ანუ იგულისხმება, რომ ის წარსულში მოხდა. თუ მოხდენის დრო მითითებულია,
მაშინ უფლება არა გვაქვს გამოვიყენოთ Past Perfect Simple დრო მის ნაცვლად ვიყენებთ Past Simple დროს.

He has bought a new computer - მან იყიდა ახალი კომპიუტერი

He bought a new computer yesterday - მან გუშინ იყიდა ახალი კომპიუტერი (მითითებულია მოხდენის დრო)

6. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდებოდა.

I have always wanted to work in a bank - მე ყოველთვის მინდოდა ბანკში მემუშავა

Present Perfect Continuous

S + have/has +been + ზმნა + ing

1. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც დაიწყო წარსულში, უწყვეტად გრძელდებოდა ლაპარაკის
მომენტამდე და აქვს მომავალში გაგრძელების პერსპექტივა.

I have been working as a doctor for four years - მე ოთხი წელია რაც ექიმად ვმუშაობ.

ამ წინადადებაში სავარაუდოა, რომ ამ წინადადების მთქმელი მომავალშიც გააგრძელებს ექიმად მუშაობას

2. გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც მართალია წარსულში მოხდა და წარსულშივე დამთავრდა,
მაგრამ აწმყოში გვაქვს ხილული ან შეგრძნებადი ნივთმტკიცება, რომ ამ მოქმედებას ადგილი ჰქონდა წარსულში.

Look everything is wet. It has been raining - შეხედე, ყველაფერი სველია, ნაწვიმარია

სისველე გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ ნაწვიმარია.


შენიშვნა: მოცემული წინადადების თქმის მომენტში აღარ წვიმს.

Somebody has been smoking in this room - ვიღაც ეწეოდა ამ ოთახში.

ამ დასკვნის საფუძველს გვაძლევს სიგარეტის სუნი ოთახში.

ოთხი სიტყვის კანონზომიერება

Present Simple და Past Simple დროების კითხვითი წინადადებების საწარმოებლად ვითვალისწინებთ ე.წ ოთხი სიტყვის
კანონზომიერებას:

Where do you work?

1. what - სიტყვა ყოველთვის არის კითხვითი სიტყვა: (მაგ: where, when, what, why,who)

2. do - სიტყვა არის მოდალური ზმნა - do, does, did

3. you - სიტყვა არის სუბიექტი.

4. work - სიტყვა არის ზმნის პირველადი ფორმა ანუ ინფინიტივი

ინგლისურში არსებობს ორი სახის კითხვითი წინადადება, ესენია:

Yes – No Questions და W-H Questions

როდესაც საქმე გვაქვს Yes – No კითხვებთან, მაშინ 4 სიტყვის კანონზომიერების ნაცვლად გვაქვს 3 სიტყვის კანონზომიერება.

1. Do you work ? – Yes

2. Where do you work ? – I am working at...

Present Simple-სა და Past Simple ში არ მოქმედებს 3 და 4 სიტყვის კანონზომიერება, როცა მონაწილეობს ზმნა to be (ყოფნა).

I am a student.

Am I a student?

I’m not a student.

to be ზმნა თვითონ არის კითხვითი წინადადების მწარმოებელი.

Can (Cannot)

მოდალური ზმნა “can”გამოიყენება რაღაცის შეძლების გამოსახატად

მაგ: I can swim – მე შემიძლია ცურვა


ფორმულა: S + can + inf

უარყოფის შემთხვევაში: S + cannot(can’t) + inf

აღსანიშნავია, რომ ეს მოდალური ზმნა თვითონ აწარმოებს (ანუ do-ს გარეშე) თავის კითხვით ფორმას.

Can you read in Spanish? - შეგიძლია ესპანურად კითხვა?

იგი ამით ჰგავს to be ზმნას.

She can’t come to the office today – ის ვერ შეძლებს დღეს ოფისში მოსვლას.

მოდალური ზმნა shall-ის გამოყენება

მოდალურ ზმნას shall ვიყენებთ, როცა ვინმეს რამეს ვთავაზობთ ისე, რომ თავზე არ მოვახვიოთ ჩვენი აზრები.

Shall I open the window? - გავაღო ფანჯარა?

Shall I call you this evening? - დაგირეკო საღამოს?

მხოლობითი რიცხვის მესამე პირში მდგომი ზმნის Infinitive-სთვის

S-ის დამატების წესები

მხოლობითი რიცხვის მესამე პირში ზმნათა უმრავლესობას ემატება „S“, თუმცა ადგილი აქვს რამოდენიმე გამონაკლისს:

1. თუ ზმნის ინფინიტივი მთავრდება შემდეგ დაბოლოებებზე: x , ch , sh , z , s , მაშინ მხოლობითი რიცხვის მესამე პირში
(ანუ he, she, it-თან) მას ემატება „es“

2. თუ ზმნის ინფინიტივი მთავრდება „“-ით, მაშინ უნდა დავაკვირდეთ მის წინ მდგომ ასოს:

2.1 თუ „y“- ის წინ ხმოვანია მაშინ ზმნის ინფინიტივი, ყოველგვარი ცვლილების გარეშე იმატებს “s”-ს

play (inf) – he/she/it plays

2.2 თუ „y“- ის წინ თანხმოვანია, მაშინ გადაკეთდება „i“-ად და დაემატება “es”-ს

study (inf) - he/she/it studies

3. გამონაკლისები:

ინფინიტივი მხ.რიცხვის მესამე პირი

do does

have has

go goes

სუბიექტი S ობიექტი O კუთვნილებითი ნაცვალსახელი


I me my

you you your

he him his

she her her

it its its

we us our

you you your

they them their

მომავალი დროები და მათი გამოყენების წესები

Future Simple

S + will + inf

ეს დრო წარმოადგენს ოთხი მომავალი დროიდან ყველაზე მარტივ დროს, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება.
გვაქვს სამი ძირითადი ფორმა:

1. ეს დრო გამოიხატება ისეთი მომავალი მოქმედების გამოსახატად, რომლის გაკეთების გადაწყვეტილება


სპონტანურად მიიღება.

2. ეს დრო გამოიყენება მომავლის პროგნოზების გასაკეთებლად (ხვალ იწვიმებს...)

It will rain tomorrow - ხვალ იწვიმებს

I will visit her at hospital - მე მას მოვინახულებ ჰოსპიტალში

3. როცა მომავალში მოქმედების დრო ზუსტად არის მითითებული.

Future Continuous

S + will + be + ზმნა + ing

Fut.Cont-ით გამოიხატება ისეთი მოქმედება, რომელიც დაიწყება მომავალში, რაღაც კონკრეტულ მომენტამდე,
განგრძობად მდგომარეობაში იქნება ამ მომენტისთვის და დამთავრდება ამ მომენტის შემდეგ.

ამ დროზე მიუთითებს შემდეგი ფრაზები: this time tomorrow/next week/next month/next year/on Monday
მაგ: At 5 o’clock tomorrow I will be flying to London - ხვალ 5 საათზე ლონდონისკენ ფრენის პროცესში ვიქნები

თვითმფრინავის აფრენის მომენტი თვითმფრინავის დაფრენის მომენტი

თქმის მომენტი 5 საათი (Fut.Cont-ით გამოხატული მოქმედება)

Future Perfect Simple

S + will + have + ზმნა + ed/III

Fut.Per.Simple გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატად, რომელიც მოხდება მომავალში რაღაც კონკრეტულ
მომენტამდე. ეს კონკრეტული მომენტი მომავალში გამოიხატება ფრაზით - by. ეს არის ეგრეთ წოდებული dead
line .

აღსანიშნავია, რომ Fut.Per.Simple -ით გამოხატული მოქმედება მოხდება თქმის მომენტიდან dead line -ის
დადგომამდე.

მაგ: I will have bought this book by Friday - მე ამ წიგნს პარასკევისთვის ვიყიდი

თქმის მომენტი ყიდვის მომენტი დედლაინი (by)

Future Perfect Continuous

S + will + have + been + ზმნა + ing

Future Perfect Continuous - გამოიყენება ისეთი განგრძობითი მოქმედების გამოსახატად,როცა მომავალში რაღაც
კონკრეტული მომენტისთვის წინადადების თქმის მომენტიდან გარკვეული პერიოდი იქნება გასული.

როგორც წესი მომავლის ეს კონკრეტული მომენტი წინადადებაში გამოხატულია ფრაზებით:

by...

by the beginning of...

by the end of ...

by the time ...

for example: By the end of this week I will have been stutying English for two month - ამ კვირის ბოლოსთვის ორი თვე იქნება რაც
ინგლისურს ვსწავლობ.
ინგლისურის შესწავლის პროცესი

ორი თვე

ინგ.სწავლის თქმის მომენტი ამ კვირის ბოლო

დაწყების მომენტი

მომავალზე საუბრის სამი განსხვავებული ფორმა

და მათი ქართული თარგმანები

განვასხვავოთ შემდეგი სამი წინადადება:

1. I will meet John tomorrow - მე ჯონს შევხვდები ხვალ. (სპონტანური გადაწყვეტილება)

2. I am meeting John tomorrow - ხვალ ჯონს ვხვდები. (შეხვედრა შეთანხმებულია)

3. I am going to meet John tomorrow - ხვალ ჯონთან შეხვედრას ვაპირებ (განზრახული მაქვს ჯონთან შეხვედრა,
მაგრამ მან ამის შესახებ არ იცის)

სიტყვები და ფრაზები რომელთა შემდეგ არ შეიძლება will გამოვიყენოთ

when – როცა

until – სანამ

till – სანამ

after – შემდეგ

before – მანამ

as soon as – როგორც კი

if – თუ

wether – თუ

by the time – იმ დროისთვის, როცა

on condition that – იმ პირობით, რომ

ამ ფრაზების შემდეგ ნებისმიერი მომავალი დროის გამოყენება შეცდომაა, მომავალი დროის ნაცვლად
გამოიყენება:

Present Simple - უმრავლეს შემთხვევაში


Present Perfect Simple - ზოგ შემთხვევაში

ზმნები რომლებიც არ გამოიყენება Continuous დროში

ინგლისურ ენაში არსებობს ზმნები, რომლებიც არ გამოიყენება Continuous ასპექტის დროებში. ასეთი ზმნების სამი ჯგუფი
არსებობს:

1. ზმნები, რომლებიც დაკავშირებულია შეგრძნებებთან:

feel (გრძნობა), hear (სმენა),see (ყურება),smell(ყნოსვა),appear(გამოჩენა,გამოიყურება),look(გამომეტყველება),seem


(მოჩვენება,ეჩვენება),sound (ნერვიულობა),taste (გემოს გასინჯვა).

2. ზმნები, რომლებიც დაკავშირებულია ემოციებთან და აზროვნებასთან:

believe(დაჯერება),like(მოწონება),dislike(არმოწონება),doubt(ეჭვიანობა),imagine(წარმოდგენა),know(ცოდნა),love(სიყვარ
ული),hate(სიძულვილი,ზიზღი),prefer(უპირატესობა),realise(რეალიზება),recognize(ცნობა,აღიარება),remember(დამახს
ოვრება),understand(გაგება),think(ფიქრი),want(ნდომა),wish(სურვილი).

3. ზმნები: be(ყოფნა),agree(დათანხმება),disagree(არდათანხმება),impress(შთაბეჭდილების
მოხდენა),satisfy(დაკმაყოფილება),promise(დაპირება),surprise(გაკვირვება,გაოცება)

Adjectives (ზედსართავი სახელები)

შედარებითი და აღმატებითი ფორმები

მაგ: big bigger the biggest

clever cleverer the cleverest

beautiful more beautiful the most beautiful

როგორც ზემოდან ჩანს ზედსართავი სახელების შედარებითი და აღმატებითი ფორმები ინგლისურში ორნაირად
იწარმოება:

1. თუ ზედსართავი სახელი შედგება 1 ან 2 მარცვლისაგან, მაშინ მისი შედარებითი ფორმის საწარმოებლად


მოცემულ ზედსართავ სახელს ვუმატებთ „er“ დაბოლოებას, ხოლო აღმატებითი ფორმის წარმოებისას „est“
დაბოლოებას.

2. თუ ზედსართავი სახელი შედგება 2-ზე მეტი მარცვლისაგან, მაშინ მისი შედარებითი ფორმა იწარმოება სიტყვა
„more“-ს გამოყენებით, რომელსაც მარჯვნივ მოცემული ზედსართავი სახელი მოსდევს საწყის ფორმაში, ხოლო
აღმატებითი ფორმის წარმოებისას, „more“-ს ნაცვლად გამოიყენება „the most“-ს.

შენიშვნა: აღმატებითი ხარისხის წარმოებისას, ორივე შემთხვევაში გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი „the“.

არაწესიერი შედარებითი ფორმები

good better the best - კარგი

bad worse worst - ცუდი

far farther farthest - შორი


არაწესიერი მრავლობითი

ქვემოთ ჩამოთვლილი არსებითი სახელები არ ემორჩილებიან მრავლობითი რიცხვის წარმოების სტანდარტულ წესებს. ამის
გამო ისინი უნდა შევისწავლოთ ინდივიდუალურად.

child – children - ბავშვი

foot – feet -ტერფი

man - men -კაცი

mouse – mice -თაგვი

tooth - teeth - კბილი

woman – women - ქალი

ox – oxen - ხარი

sheep - sheep - ცხვარი

deer – deer - ირემი

fish – fish - თევზი.

იმ არსებითი სახელების მრავლობითი ფორმა, რომლებიც მთავრდება „f“ ან „fe“ -ზე, იწარმოება „f“ -ის ჩანაცვლებით
„ves“- ით.

calf – calves - დელფინის შვილი, ხბო

shelf – shelves - თარო

elf – elves -ელფი

half - halves - ნახევარი

knife – knives - დანა

leaf - leaves - ფოთოლი

thief – thieves - ქურდი

wife – wives - ცოლი

wolf – wolves - მგელი

life – lives - სიცოცხლე

ზმნები
ინგლისურ ენაში სტრუქტურის მიხედვით განვასხვავებთ სამი სახის ზმნებს:

1. ზმნები, რომლებსაც უნდა მოყვეს მომდევნო ზმნის ing-იანი ფორმა


Do you (1)like (2)dancing?

Have you (1)finished (2)reading?

2. ზმნები, რომლებსაც უნდა მოყვეს to და მომდევნო ზმნის ინფინიტივი

I managed to translate(inf) the text.

I want to see(inf) you tomorrow

3. ზმნები, რომლებსაც შეიძლება მოყვეს მომდევნო ზმნის ing-იანი ფორმა ან to + inf (begin,start)

I started to learn English in 2011

I started learning English in 2011

ამ ფორმულებს ვიყენებთ მაშინ, როცა წინადადებაში ორი ზმნაა, რომელთაგან ერთ-ერთი პირველია, ხოლო მეორე ზმნა მას
მოყვება. ეს ფორმულები გვეხმარება განვსაზღვროთ მეორე ზმნა ing-იან ფორმაში დავწეროთ თუ ინფინიტივში რომელსაც წინ
ერთვის to.

must - გამოიყენება ვალდებულებების დროს, როცა რაღაც უნდა გაკეთდეს. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ადამიანებისთვის
რჩევების მიცემის დროს, რადგან მისი გამოყენება მაგიდაზე მუშტის დარტყმის ტოლფასია.

should + inf - მოდალური ზმნა გამოიყენება ადამიანებისთვის რჩევების მიცემის დროს.

have + to + inf – მისი გამოყენება შეიძლება must - ის მაგივრად, რადგან იგი must - ის უფრო მსუბუქ ალტერნატივას წარმოადგენს

shall + S +inf - გამოიყენება შეთავაზების დროს, იგი გამოიყენება იმისთვის, რომ მსმენელს ჩვენი იდეები არ მოვახვიოთ თავს.

1. შენ უნდა დაწერო ეს სავარჯიშო დღეს საღამოს (მკაცრად) – You must write this exercise today evening.

2. ხვალ შევხვდეთ? – Shall we meet tomorrow?

3. რა უნდა გავაკეთო? - შენს მშობლებს უნდა დაელაპარაკო - What shall I do? You should (have to) speak to your parents.

4. დავურეკოთ ჩემს მეგობრებს? - Shall we call my friends?

5. შენმა სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ ეს გამოცდა - Your students should pass this exam.

სხვადასხვა კონსტრუქციები
ზმნა “want”-ის (ნდომა) ორი კონსტრუქცია

1. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსურველს უნდა რომ სურვილი თვითონ მას შეეხოს

S + want(s) + to + infinitive

I want to be happy – მე მინდა რომ ბედნიერი (მე)ვიყო

2. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსურველს უნდა რომ სურვილი სხვას შეეხოს

S + want(s) + O (ობიექტი) + to + infinitive

I want my sister to be happy – მე მინდა რომ ჩემი და ბედნიერი იყოს

შენიშვნა: I want us to be happy - მე მინდა რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ


Subject + used to + infinitive კონსტრუქცია

ეს კონსტრუქცია გამოიყენება ისეთ წარსულ ჩვევებზე ან მოქმედებებზე, რომლებსაც აწმყოში არა აქვთ ადგილი.

1. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი - I used to read much when I was child/in my childhood.

2. ჩვენ მეტი თავისუფალი დრო გვქონდა 10 წლის წინ - We used to have more free time ten years ago.

მოცემული კონსტრუქციის ალტერნატივა არის Past Simple დრო, ანუ ზემოთ მოყვანილი წინადადებები შეიძლება
შემდეგნაირად ვთქვათ:

1. I read much in my childhood

2. We had more free time ten years ago

Would rather (would better) კონსტრუქცია

ეს კონსტრუქცია გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რა გვირჩევნია გავაკეთოთ.

გვაქვს ამ კონსტრუქციის ორი სახე, რომელიც ორი ფორმულით იწერება:

1. S + would rather + inf (not + inf)

2. S + would rather + O + Past Simple

პირველი ფორმულა გამოიყენება მაშინ, როცა სუბიექტი თავისი პრეპერენციით ეხება საკუთარ თავს, ანუ არ ეხება
სხვას.

John would rather stay home this evening - ჯონი ამჯობინებს ამ საღამოს სახლში დარჩეს

ამ წინადადებაში გამოიყენება პირველი ფორმულა, რადგან ჯონი თავისი გადაწყვეტილებით სხვას არ ეხება.

მეორე ფორმულა გამოიყენება იმ შემთცვევაში, როცა სუბიექტი ამჯობინებს ვიღაც სხვამ რაღაც გააკეთოს ან არ
გააკეთოს.

I would rather you didn’t smoke in this room – მე ვამჯობინებ შენ არ მოწიო ამ ოთახში

ამ წინადადებაში მე ვამჯობინებ, რომ არა მე, არამედ სხვამ რაღაც არ გააკეთოს

შენიშვნა: პირველი ფორმულით დაწერილი წინადადების შეცვლა ყოველთვის არის შესაძლებელი მეორე ფორმულით,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როცა სუბიექტი, რომელიც მჯობინებას გამოთქვამს და ობიექტი ვისაც ეს ეხება ერთი და
იგივეა, უფრო სასურველი და გავრცელებულია პირველი ფორმულის გამოყენება.

შემდეგი წინადადების დაწერა შეიძლება ორივე ფორმულით.

1. They would rather buy this book today.

2. They would rather they bought this book today

I wish კონსტრუქცია - სურვილების გამოხატვა

1. I wish + Past Simple - ეხლანდელი დრო. სურვილები აწმყო დროში


ნეტავ შენ ასეთი დაბნეული არ იყო - I wish you weren’t so confused

2. I wish + had + ზმნა + ed / III - სურვილები წარსულ დროში

ნეტავ ტესტი უკეთესად დამეწერა გუშინ - I wish I had written the test better yesterday.

going to კონსტრუქცია

S + be + going to + inf

მოცემულ კონსტრუქციას ორი გამოყენება აქვს:

1. ის გამოიყენება, როცა სუბიექტს განზრახული აქვს რაღაცის გაკეთება, ანუ როცა იგი აპირებს, დაგეგმილი აქვს
რაღაცის გაკეთება.

ამ საღამოს ტელევიზორის ყურებას ვაპირებ - I am going to watch TV this evening.

2. ის გამოიყენება უეჭველი პროგნოზის გაკეთების დროს. ეს პროგნოზი 100% ით გამართლდება, რადგან აწმყოში
გვაქვს საფუძველი ანუ წინაპირობა მისი აუცილებელი განხორციელებისა.

იწვიმებს (ამის საფუძველს მოქუფრული ცა გვაძლევს) – It is going to rain.

რომელი საათია?

What time is it?


საათის დასახელების დროს ვიყენებთ კონსტრუქციას:

past (0-30 წუთის ჩათვლით) + წინა საათი.

It’s <წუთების რაოდენობა>

to (31-59 წუთი) + მომდევნო საათი

იხ სურ. 1

It’s ten past two - სამის 10 წუთია.

It’s ten to two – ორს უკლია 10 წუთი.


სურ. 1

როცა ვამბობთ 30 წუთს


(ნახევარს), 15 წუთს ან 15
უკლიას მაშინ შესაბამისად
გვაქვს შემდეგი ფრაზები. იხ.
სურ.2

It’s half past წინა საათი.

It’s quarter past + წინა საათი.

It’s quarter to + მომდევნო


საათი.

შესაბამისი მაგალითები:

It’s half past two - სამის


ნახევარია.

It’s quarter past two – სამის 15


წუთია.

It’s quarter to two – ორს უკლია 15 წუთი.

სურ. 2
Short answer form

მოკლე პასუხი კითხვით წინადადებებზე


მოკლე პასუხის გასაცემად ვიყენებთ ორ ფორმულას, ესენია Yes ან No:

1. Yes, სუბიექტი + დამხმარე ზმნა

2. No, სუბიექტი + დამხმარე ზმნა + not

განვიხილოთ მაგალითები

1. Do you have a brother?

Yes, I do.

No, I don’t

2. Did you call me yesterday?

Yes, I did.

No, I didn’t

Tag Questions

1. - You don’t speak Spanish, + do you? - შენ არ საუბრობ ესპანურად, არა?

2. + You have a car, - don’t you? - შენ მანქანა გყავს, არა?

მოცემულ წინადადებებში Tag Questions არის შესაბამისად:

1. do you?

2. don’t you?

Tag Questions თავსდება წინადადების ბოლოს და ის წინადადების დარჩენილი ნაწილისაგან აუცილებლად უნდა გამოიყოს
მძიმით. ამასთან Tag Questions დადებითი შინაარსის იქნება (ანუ არ შეიცავს სიტყვა not-ს), როცა წინადადების დარჩენილი
ნაწილი უარყოფითია და პირიქით.

შენიშვნა: თუ წინადადების მთავარი ნაწილი შეიცავს სიტყვა never-ს ან სხვა უარყოფით შინაარსიან სიტყვას და ამასთან
უშუალოდ არ შეიცავს სიტყვა not -ს, წინადადების ეს ნაწილი მაინც უარყოფითად ითვლება და მისი Tag Questions უნდა
დავწეროთ დადებითი შინაარსით ანუ not -ის გარეშე.

მაგალითად:

1. - She has never been to madrid, + has she?

2. - You never smoke, + do you?

ფრთხილად უნდა ვიყოთ Present Simple –სა და Past Simple - თან, რადგან იქ უშუალოდ არ ჩანს დამხმარე ზმნა.
მაგალითად: + You have a brother, - don’t you?

“დამხმარე ზმნა” ”სუბიექტი” - დადებითი შინაარსის Tag Questions

“დამხმარე ზმნა” not ”სუბიექტი” - უარყოფითი შინაარსის Tag Questions

სიფრთხილეა საჭირო მხოლობითი რიცხვის პირველ პირთან, როცა გვაქვს Present Simple ან Present Continuous

I am good at English - შეცდომაა - am not I? სწორია - am I not?

I am good at English, am I not?

The Passive (ვნებითი გვარი)

დროების პასიური ფორმები


ინგლისურში გვაქვს 12 აქტიური დრო. ამ დროებიდან მხოლოდ 8 -ს აქვს პასიური ფორმა.

დროების პასიური ფორმები გამოიყენება, როცა:

1. მნიშვნელობა არა აქვს ვინ შეასრულა, ასრულებს ან შეასრულებს მოცემულ მოქმედებებს.

2. რომც გვინდოდეს მაინც ვერ შევძლებთ დავასახელოთ ვინ შეასრულა მოქმედება.

3. განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს ვინ ასრულებს მოქმედებას (by sb).

4. მოქმედების შემსრულებელი ჩანს(ცხადია) კონტექსტიდან.

ინგლისურში განვასხვავებთ 4 ასპექტს:

1. Simple – Past Simple, Present Simple, Future Simple

2. Continuous - Past Continuous, Present Continuous, Future Continuous

3. Perfect Simple - Past Perfect Simple, Present Perfect Simple, Future Perfect Simple

4. Perfect Continuous - Past Perfect Continuous, Present Perfect Continuous Future Perfect Simple, Future Perfect Continuous

Perfect Continuous - ასპექტის დროებს პასიური ფორმა არა აქვთ.

ასევე არა აქვს პასიური ფორმა Continuous ასპექტის დროებიდან ერთ-ერთს. ესაა - Future Continuous.

შედეგად, პასიური ფორმა აქვთ:

Simple ასპექტის დროებიდან 3-ს: Past Simple, Present Simple, Future Simple

Continuous ასპექტის დროებიდან 2-ს: Past Continuous, Present Continuous.


Perfect Simple ასპექტის დროებიდან 3-ს: Past Perfect Simple, Present Perfect Simple, Future Perfect Simple.

აქტიურის პასიურად გადაყვანისას იმის მიხედვით, თუ რომელი ასპექტის დრო გვაქვს , ვიყენებთ შემდეგ

ფორმულებს:

1. Simple ასპექტის დროებისთვის - be (ბრუნავს) + ed/III

2. Continuous ასპექტის დროებისთვის - be (ბრუნავს) + being + ed/III .

3. Perfect Simple ასპექტის დროებისთვის - have (ბრუნავს) + been + ed/III.

4. მოდალური ზმნის შემცველი აქტიური წინადადება - მოდალური ზმნა (უცვლელად) + be + ed/III.

შენიშვნა: going to, ought to და need to ამ შემთხვევაში გადის მოდალურ ზმნებში და Passive იწარმოება 4 ფორმულით!

Future Simple და Future Perfect Simple დროების პასიური ფორმების საწარმოებლად პირველი და მესამე ფორმულა შემდეგ სახეს
მიიღებს.

ამასთან, ამ შემთხვევებში არცერთი ზმნა will - ის შემდეგ არ ბრუნავს და არის ფიქსირებული (be,have):

1) Future Simple - will + be + ed/III .

We will sell our flat next year.

Our flat will be sold next year.

2) Future Perfect Simple - will + have + been + ed/ III.

Our company will have built the new building by April.

The new building will have been built by April.

როცა განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს, თუ ვინ ასრულებს მოქმედებას, ვიყენებთ კომბინაციას by + sb (ვიღაცის მიერ) ეს
წინადადების ბოლოს უნდა დაიწეროს. მაგ: by us, by them...

შენიშვნა: პასიური წინადადება იწყება აქტიური წინადადების ობიექტით!!!

აქტიური წინადადების პასიურად გადაყვანის სტრატეგია:

I. განვსაზღვროთ აქტიური წინადადების სუბიექტი (ის ყოველთვის ერთია) და ობიექტ(ებ)ი.

II. გადავიტანოთ აქტიური წინადადების ობიექტი პასიური წინადადების თავში, რითაც მას გავხდით სუბიექტს.

შენიშვნა: თუ რამდენიმე ობიექტი გვაქვს (პერსონა და სხვა) უპირატესობა ენიჭება პერსონას, თუ არა მაშინ რამდენი ობიექტიცაა
იმდენნაირად შეიძლება პასიური წინადადების წარმოება.
III. განვსაზღვროთ აქტიური წინადადების დრო.

IV. გამოვიყენოთ პასივის წარმოების შესაბამისი ფორმულა (ზემოთჩამოთვლილიდან რომლიმე)

V. გადავწეროთ აქტიური წინადადებაში მოცემული ყველა სხვა ინფორმაცია გარდა სუბიექტისა, თუ ამის განსაკუთრებული
აუცილებლობა არ არის (by sb)

შენიშვნა: პასიური ასპექტის დროებს აქვთ ყველა ის ფუნქცია რაც მათ შესაბამის აქტიურ დროებს!

1. Simple ასპექტი

They make these cars in Japan.

These cars are made in Japan.

2. Continuous ასპექტი

We are writing the project at the moment.

The project being written at the moment.

3. Perfect Simple ასპექტი

We have changed the main rule of the game

The main rule has been changed of the game.

4. მოდალური ზმნის შემცველი

You can write this report tomorrow

This report can be written tomorrow.

Reported Speech

ინგლისური გრამატიკის ეს ნაწილი ეხება წესებს, რომლებიც საჭიროა ციტატების გამოთქმის დროს.

ციტატების გამოთქმის დროს ყველაზე გავრცელებულია ერთი დროით უკან წასვლის წესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს
წესი 12 აქტიური დროიდან მხოლოდ 6 დროს ეხება: ესენია 4 აწმყო დრო და 2 წარსული დრო:

1. Present Simple – S + inf(s) -> Past Simple – S + ზმნა + ed/II

2. Present Continuous – S + am/are/is + ზმნა + ing -> Past Continuous – S + was/were + ზმნა + ing

3. Present Perfect Simple – S + have/has +ზმნა + ed/III -> Past Perfect Simple – S + had + ზმნა + ed/III

4. Present Perfect Continuous – S + have/has +been + ზმნა + ing -> Past Perfect Continuous – S + had + been + ზმნა + ing

5. Past Simple – S + ზმნა + ed/II -> Past Perfect Simple – S + had + ზმნა + ed/III
6. Past Continuous – S + was/were + ზმნა + ing -> Past Perfect Continuous – S + had + been + ზმნა + ing

12 დროიდან 6 დრო, რომელიც ჩვენ არ ვახსენეთ, არ ემორჩილება ერთი დროით უკან წასვლის წესს. ესენია, ოთხი
მომავალი დრო და ორი წარსული დრო: Past Perfect Simple და Past Perfect Continuous.

წარსულის ეს ორი დრო უკან ვერ წავა იმ მიზეზის გამო, რომ მათ უკან არცერთი დრო აღარ არის.

რა ხდება მომავალში?

როცა ციტატაში მომავალი, ანუ will-ის შემცველი დრო გვხვდება, მაშინ ციტატების გამოთქმის დროს საკმარისია will
შევცვალოთ would-ით, რომელიც მის წარსულ ფორმას წარმოადგენს. წინადადების დარჩენილი ნაწილი იგივე რჩება.

F.S ; F.C ; F.P.S ; F.P.C -> will შეიცვლება would - ით! ---- Future in the Past!

P.P.S და P.P.C -> რჩება იგივე რადგან ამათზე უკან დრო არ არსებობს!

ციტატები იყოფა 5 ჯგუფად:

1. ჩვეულებრივი თხრობითი წინადადებები.

2. Yes/No - კითხვითი წინადადებები.(?)

3. Wh - კითხვითი წინადადებები.(?)

4. დადებითი ბრძანებითი წინადადებები(რაღაც გაკეთდეს).(!)

5. უარყოფითი ბრძანებითი წინადადებები(რაღაც არ გაკეთდეს).(!)

შენიშვნა: 2 და 3 ტიპის ციტატები არის კითხვითი ფორმის, ხოლი გამოთქმისას ისინი უნდა იყვნენ თხრობითი ფორმის!

არსებობს 19 სიტყვა და ფრაზა, რომელიც იცვლება:

1. here – there

2. now – then

3. this – that

4. these – those

5. today – that day

6. tonight - that night

7. tomorrow – the next day / the following day

8. yesterday – the day before / the previous day.

9. the day after tomorrow - two days after ან after two days

10. the day before yesterday - two days before

11. next – the following


12. last – the previous

13. at the moment – at that moment

14. will – would

15. can – could

16. may – might

17. shall – should

18. must – had to

19. ago – before

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები და ის წესები, რომლის ცოდნაც საჭიროა თითოეული ტიპის ციტატის
გამოსათქმელად.

შენიშვნა: ციტატის გამოთქმისას ასევე იცვლება პირის ნაცვალსახელები.

I. ჩვეულებრივი თხრობითი წინადადების გამოთქმის მაგალითი

I.I John: ‘I will call you tomorrow’ - F.S

John said (that) he would call me the next day (the following day)

I.II Julia: “I spoke to Jack two hours ago” - P.S

Julia said (that) she had spoken to Jack two hours before. - P.P.S

ჩვეულებრივი თხრობითი წინადადების გამოთქმის დროს რაიმე განსაკუთრებული წესი არ გვაქვს, გარდა
ერთი დროით უკან წასვლისა.

II. Yes/No კითხვითი წინადადების მაგალითი.

II.I I: “Do you live in Tbilisi?” – Pr.S

They asked me if/whether I lived in Tbilisi. – P.S

Yes/No კითხვითი წინადადების შემთხვევაში გამოთქმულ წინადადებაში შემოდის სიტყვა if/whether, რომელიც
ნიშნავს „თუ“ და დანარჩენ წინადადებას ჩავსვამთ შესაბამის დროში ანუ ფორმულა (if/whether + ერთი დროით
უკანა დრო).

II.II Mother: „Did you buy this book the day before yesterday?“ –P.S

My mother asked (me) if/whether I had bought that book two days before. – P.P.S

III. “Wh” კითხვითი ციტატების მაგალითები

III.I I: “Wich film do you like?” – Pr.S

I asked them wich film they liked. – P.S

III.II They: “When did your mother get up this morning?” –P.S

They asked me when my mother had got up that morning. – P.P.S


“Wh” კითხვითი ციტატების გამოთქმის დროს გამოთქმულ წინადადებაში გადავიტანთ „Wh“ კითხვით სიტყვას და
წინადადებას ჩავსვამთ შესაბამის დროში ანუ ფორმულა - („Wh“ კითხვით სიტყვას + ერთი დროით უკანა დრო).

IV. დადებითი(რაღაც გავაკეთოთ) ბრძანებითი ციტატები.

IV.I Father: “Read this newspaper!”

დადებითი ბრძანებითი ციტატების გამოთქმის დროს ვიყენებთ იმ ზმნის to + inf ფორმულას, რომლითაც
იწყება დადებითი

ბრძანებითი ციტატა.

My father told me to read that newspaper.

V. უარყოფითი(რაღაც არ გავაკეთოთ) ბრძანებითი წინადადებები.

V.I Father: “Don’t watch this film”

უარყოფითი ბრძანებითი ციტატების გამოთქმის დროს ვიყენებთ იმ ზმნის not + to + inf ფორმულას,
რომელიც წარმოადგენს

მეორე სიტყვას უარყოფით ბრძანებით ციტატაში.

My father told me not to watch that film.

ციტატების გამოთქმის დროს საჭიროა:

1. დავადგინოთ რა ტიპის ციტატაა.

2. გავიხსენოთ ამ ტიპის ციტატის გადაყვანის წესი (ფორმულა).

3. გავარკვიოთ რა დროა წინადადებაში და რომელი დროით შეიცვლება გადათქმულ წინადადებაში.

4. შევცვალოთ ნაცვალსახელები.

5. გავარკვიოთ არის თუ არა ციტატაში რომელიმე იმ 19 სიტყვათაგანი, რომელიც იცვლება ციტატის გამოთქმისას.

შენიშვნა: ორივე სახის ბრძანებითი ციტატის გადათქმის დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა დრო გვაქვს
წინადადებაში, რადგან ასეთი სახის ციტატების გამოთქმისთვის გვაქვს ორი ფორმულა.

მოდალური ზმნის შემდეგ ზმნა ინფინიტივში იქნება!

ჯვარედინი სიტუაცია Reported Speech-ში

ჯვარედინი სიტუაცია იქმნება მე-2 და მე-3 სახის ციტატებთან, ანუ კითხვით ციტატებთან. იგი იმაში მდგომარეობს,
რომ კითხვითი ციტატა დაწერილია კითხვითი კონსტრუქციის შესაბამისად, ხოლო გადათქმული წინადადება, ყოველთვის
თხრობითი კონსტრუქციით იწერება. რატომ ვუწოდებთ ამ სიტუაციას ჯვარედინ სიტუაციას?

„Where is(v) your pen(n)?“ – Pr.S

He asked me where my pen(n) was(v). – P.S


კითხვითი კონსტრუქცია მოითხოვს, რომ ჯერ იყოს ზმნა და შემდეგ არსებითი სახელი, ხოლო თხრობითი
კონსტრუქცია კი - პირიქით.

Conditionals - პირობითი წინადადებები


ნებისმიერი პირობითი წინადადება შედგება ორი ნაწილისაგან: პირობითი ნაწილი და შედეგობრივი ნაწილი

პირობით ნაწილს ვუწოდებთ სიტყვა „if“-ის შემცველს.

თუ პირობითი წინადადება იწყება პირობითი ნაწილით, მაშინ აუცილებლად დაგვჭურდება მძიმე, ხოლო თუ პირობითი
წინადადება იწყება შედეგობრივი ნაწილით, მაშინ მძიმე არ გვჭირდება.

If I have money, I will go to te cinema tomorrow

I will go to the cinema tomorrow if I have money

ინგლისურში განასხვავებენ 4 სახის პირობით წინადადებას:

1. Zero Conditional

2. First Conditional

3. Second Conditional

4. Third Conditional

იმისათვის, რომ გავარკვიოთ თუ რომელი პირობითი წინადადება გამოვიყენოთ, საჭიროა გავარკვიოთ რომელ დროშია ის
და რამდენად რეალურია. ანუ ნებისმიერი პირობითი წინადადება ხასიათდება ორი კრიტერიუმით - დროით და ალბათობით.

ტიპი დრო ალბათობა

Zero --- 100%

First Future 50%

Second Present 5%

Third Past 0%

Zero Conditionals

If + Present Simple, Present Simple ან Present Simple + if +Present Simple

ნულოვანი პირობითი წინადადება გამოიყენება:

1. ბუნებრივ კანონზომიერებებზე საუბრის დროს

If you heat water, it evaporates - თუ წყალს გააცხელებ, ის აორთქლდება.

2. 100% -იანი ანუ ძალიან რეალური განცხადებების გაკეთების დროს.


Prices go up if there is inflation - ფასები იზრდება თუ ინფლაციაა.

3. ადამიანის 100%-იან ჩვევებზე საუბრის დროს

I am not able to work if it is very cold - არ შემიძლია მუშაობა, თუ ძალიან ცივა.

Zero Conditional-ში და მხოლოდ მასში if და when სინონიმებია.

First Conditionals

If + Present Simple, will +inf ან will +inf + if + Present Simple

პირველი პირობითი წინადადება ეხება მომავალს და მისი ალბათობა არის 50%. თუ წინადადებაში მონაწილეობს
tomorrow. next year, in the future და ნებისმიერი სხვა ფრაზა, რომელიც მომავალზე მიუთითებს, უნდა გამოვიყენოთ პირველი
პირობითი წინადადება (First Contitional)

If I have a time, I will call you - დრო თუ მექნება დაგირეკავ.

დაუშვებელია will-ის გამოყენება სიტყვა if-ის შემდეგ

Second Conditionals

If + Past Simple, would +inf ან would +inf + if + Past Simple

არის ისეთი პირობითი წინადადება, რომლის დრო არის აწმყო, ხოლო ალბათობა დაახლოებით 5%

If there were more trees in Tbilisi, the air would be fresh - თბილისში რომ ბევრი ხე იყოს, ჰაერი სუფთა იქნებოდა.

Third Conditionals

If + had + ed/III, would +have + ed/III ან Would +have + ed/III + If + had + ed/III

მესამე პირობითი წინადადება ეხება წარსულს და მისი ალბათობა არის 0%, ანუ ის ყველაზე არარეალურია იმ
მიზეზის გამო, რომ წარსულს ვერ დააბრუნებდა ვერ შეცვლი.

If I had had time yesterday, I would have called you - გუშინ დრო რო მქონოდა დაგირეკავდი.

Mixed Conditionals (შერეული პირობითი წინადადებები)

If + had + ed/III, would +have + ed/III ან Would +have + ed/III + If + had + ed/III

ერთმანეთს შეიძლება შეერიოს მე-2 და მე-3 Conditional-ი.


იმის გამო რომ თითოეული პირობითი წინადადება შედგება 2 ნაწილისაგან, შერეული პირობითი წინადადება
გვაქვს 2 სახის

1. First Mixed Conditional

If + had + ed/III , would +inf

პირობითი ნაწილი მე-3 Conditional-ის, შედეგობრივი ნაწილი მე-2 Conditional-ის.

2. Second Mixed Conditional

If + Past Simple, would +have + ed/III

პირობითი ნაწილი მე-2 Conditional-ის, შედეგობრივი ნაწილი მე-3 Conditional-ის.

შერეული სახის პირობით წინადადებებში გვაქვს ორი დრო: როგორც წარსული ასევე აწმყო.

განვიხილოთ მაგალითები:

First Mixed Conditionals

If I had not gone to the cinema yesterday, I would have money now - გუშინ კინოში რომ არ წავსულიყავი, ეხლა
ფული მექნებოდა.

First Mixed Conditionals - ში პირობითი ნაწილი წარსულშია, შედეგობრივი აწმყოში.

ასეთი სახის პირობითი წინადადება გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იქნებოდა
ამჟამად, წარსულში რაღაც სხვანაირად რომ მომხდარიყო.

Second Mixed Conditionals

If he wasn’t rich, he would not have bought such a big flat last year – ის რომ არ იყოს მდიდარი, ასეთ დიდ ბინას ვერ
იყიდდა გასულ წელს

ამ შემთხვევაშიც გვაქვს როგორც აწმყო დრო, ისე წარსული.

ასეთი წინადადებები გამოიყენება მაშინ, როცა ვსაუბრობთ ადამიანის რაღაც ჩვევაზე საერთოდ და მოგვყავს
ნივთმტკიცება, რომელიც წარსულში მოხდა.

----------

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა შეიძლება ვთქვათ იმისათვის, რომ სხვა ადამიანს
ვაგრძნობინოთ, რომ ის რასაც ის ჩვენ გვიყვება ჩვენთვის საინტერესოა.

1. I didn’t call them yesterday

Didn’t you?

2. I have a car

Do you?

3. John won’t be here tomorrow

Won’t be?

4. I haven’t been to London


Haven’t you?

5. I bought a new book yesterday

Did you?

როგორც მაგალითებიდან ჩანს უმეტეს შემთხვევაში ასეთი რეპლიკა ორი სიტყვისგან შედგება,რომელთაგან პირველი
არის მოდალური ზმნა (not-ით ან მის გარეშე), ხოლო მეორე არის ნაცვალსახელი.

აღსანიშნავია,რომ ის, თუ რომელი მოდალური ზმნა უნდა გამოვიყენოთ ასეთ რეპლიკებში განისაზღვრება იმ
გრამატიკული დროის საფუძველზე, რომელიც არის ე.წ ინფორმაციულ წინადადებაში.

ფრთხილად უნდა ვიყოთ Present Simple და Past Simple დროებთან, უფრო ზუსტად კი ამ დროების დადებით
ფორმებთან, სადაც ე.წ ინფორმაციული წინადადება არ შეიცავს სიტყვებს „do“ და „did“.

Will-ის და Would-ის ალტერნატიული სიტყვები პირობით წინადადებაში

First Conditional Second & Third Conditional

will would

can could

may might

შენიშვნა: ეს ალპტერნატივები არ წარმოადგენენ will-ის და would-ის აბსოლუტურ სინონიმებს. მათი გამოყენება იწვევს
შინაარსობრივ ცვლილებებს.

1. მე რომ დრო მქონდეს, ფრანგულის შესწავლას დავიწყებდი - If I had time, I would start learning French

2. მე რომ დრო მქონდეს, მე შესაძლოა დამეწყო ფრანგულის სწავლა -If I had time, I could start learninng French.

როგორც მაგალითიდან ჩანს would და will გამოიყენება მაშინ, როდესაც აუცილებლად ვაკეთებთ რაღაცას, რასაკვირველია
თუ პირობა დაკმაყოფილდა.

Could და can მიუთითებს შესაძლებლობებზე რაიმე გავაკეთოთ „შევძლებდი“, ხოლო may და might გამოიყენება მაშინ, როცა
მოქმედება ან შესრულდება ან არა.

1. If I have time at the weekend, I will go to Bakuriani - უეჭველად წავალ თუ დრო მექნება ბაკურიანში

2. If I have time at the weekend, I can go to Bakuriani – თუ დრო მექნება უიკენდზე, მე შევძლებ ბაკურიანში წასვლას

3. If I have time at the weekend, I may go to Bakuriani - თუ დრო მექნება უიკენდზე, მე შეიძლება წავიდე ბაკურიანში.

You might also like