You are on page 1of 17

თემა : დ ა ს ა ბ უ თ ე ბ ა

დასაბუთება და უკუგდება
დასაბუთება - დებულების ჭეშმარიტების დადგება გამართული ბჭობით, როცა ეს
დებულება გამოგვყავს ისეთი წინადადებებიდან, რომელთა ჭეშმარიტება უფრო
ადრეა დადგენილი.

თეზისი - ის წინადადება, რომლის ჭეშმარიტების დადგენაც დასაბუთების მიზანია.

წანამძღვრები (საბუთები, არგუმენტები, საფუძვლები) - წინადადებები, რომელთა


ჭეშმარიტება ამ კონკრეტულ დასაბუთებამდეა დადგებილი, და რომელთაგანაც
გამოიყვანება თეზისი.
ბჭობა ანუ დემონსტრაცია - წანამძღვრებიდან თეზისის გამოყვანის პროცესი

წანამძღვრების სახეები:

1 . აქსიომები

2 . განსაზღვრების ძალით ჭეშმარიტი წინადადებები

3 . წინადადებები, რომელთა ჭეშმარიტება დადგენილია სინამდვილეზე


უშუალო დაკვირვების გზით

4 . უფრო ადრე დასაბითებული დებულებები


წინადადების დარღვევა - დასაბუთების საწინააღმდეგო ქმედება: ანუ
წინადადების მცდარობის დადგენა, სინამდვილეზე უშუალო დაკვირვების გზით,
ფაქტების მოშველიების გზით, სხვა წინადადებებზე დაყრდნობით, ბჭობით.

წინადადების უკუგდება - წინადადების დარღვევა გამართული ბჭობის გზით;


წინადადების უარყოფის ჭეშმარიტების დასაბუთება.

კრიტიკა - წინადადების მცდარობის დაფუძნება-დადგენა, მისი გამტყუნების


მცდელობა, მის საწინააღმდეგოდ არგუმენტების წამოყენება.
წინადადება მისი უარყოფა
P და Q არა P ან არა Q
წვიმს და ქარია არ წვიმს ან არ ქრის ქარი

P ან Q (არაგამომრიცხავი) არა P და არა Q

ნინო დღეს საღამოს ისეირნებს ან ნინო დღეს საღამოს არ ისეირნებს და


დღეს საღამოს წავა კინოთეატრში არც კინოთეარტში წავა.

P ან Q (გამომრიცხავი) P მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუკი (როცა)


Q
ნინო დღეს საღამოს ისეირნებს ან
საღამოს წავა კინოთეატრში ნინო მაშინ და მხოლოდ მაშინ ისეირნებს
დღეს საღამოს, თუკი იგი დღეს საღამოს
წავა კინოთეატრში
თუ P , მაშინ Q P, მაგრამ არა Q
თუ კარგი ამინდია, მაშინ ის კარგი ამინდია , მაგრამ (და) ის არ
სეირნობს. სეირნეობს.

P მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა P ან Q (უპირატესად გამომრიცხავი)


Q
ან კარგად ვართ, ან ვისვენებთ.
კარგად ვართ მაშინ და მხოლოდ
მაშინ, როცა ვისვენებთ.
აუცილებელია, რომ P შესაძლებელია, რომ არა P

აუცილებელია რომ პიცა არის შესაძლებელია პიცა არ იყოს


მრგვალი ფორმის. მრგვალი ფორმის

შესაძლებელია, რომ P აუცილებელია, რომ არა P

შესაძლებელია, რომ აუცილებელია, რომ სამკუთხედის


სამკუთხედის კუთხეა ჯამი იყოს კუთხეა ჯამი არ იყოს 2D ზე ნაკლები.
2 D ზე ნაკლები.
ყველა S არის P ზოგიერთი S არ არის P

ყველა ბავშვი ზოგიერთი ბავშვი არ არის


ცისფერთვალებაა. ცისფერთვალება

არცერთი S არ არის P ზოგიერთი S არის P

არცერთი ბავშვი არ არის ზოგიერთი ბავშვი არის ცისფერთვალება


ცისფერთვალებაა.
ზოგიერთი S არის P არცერთი S არ არის P

ზოგიერთი ბავშვი არის არცერთი ბავშვი არ არის


ცისფერთვალება ცისფერთვალებაა.

ზოგიერთი S არ არის P ყველა S არის P


(ყველა S არ არის P )
ყველა ბავშვი არის
ზოგიერთი ბავშვი არ არის ცისფერთვალება
ცისფერთვალებაა.
ყველა საგანს აქვს P არსებობს ერთი საგანი მაინც, რომელსაც არ აქვს
თვისება P თვისება

არსებობს ერთი თევზი მაინც, რომელიც არ დებს


ყველა თევზი დებს ქვირითს.
ქვირითს.
არსებობს P თვისების მქონე ერთი ყოველი საგნისათვის მცდარია,
საგანი მაინც. რომ მას აქვს P თვისება.

ზოგიერთი ბავშვი არის ჭინკა. ყოველი ბავშვისთვის ტყუილია,


რომ ის ჭინკაა.
პროგრესული (იგივე სინთეზური) დასაბუთება - როცა აზრის მსვლელობა იწყება
წანამძღვრებიდან და დასკვნების მეშვეობითხდება თანდათანობითი გადასვლა ახალ-
ახალ დებულებებზე მანამ, სანამ არ მივალთ თეზისამდე.

რეგრესული (იგივე ანალიზური) დასაბუთება - როცა აზრის მსვლელობა იწყება თეზისი


ანალიზით,რომ შედეგადაცმოიძებნებადებულებები, რომელთგანაც თეზისი გამოდის
ლოგიკური გამომდინარეობით, .ახლა ამ დებულებებს მოძებნებათ წანამძღვრები და ასე
მანამ, სანამ არ მივალთ ისეთ წანამძღვრებამდე , რომელთა ჭეშმარიტება ცნობილი იყო.
შეცდომები დასაბუთებაში - ბჭობა, რომელშიც შეცდომებია დაშვებული არ არის
დასაბუთება.
ტერმინთა არასწორი გამოყენება - ენობრივი შეცდომები;
საკუთრივ ბჭობაში დაშვებული შეცდომები - ენისგარე შეცდომები.

ფორმალური შეცდომა - ბჭობის მსვლელობაში, დემონსტრაციაში დაშვებულ


შეცდომა. მას მაშინ აქვს ადგილი, როცა ამ ბჭობის წანამძღვრებიდან მისი
თეზისი არ გამომდინარეობს.

არაფორმალური შეცდომა - როცა არასწორადაა შერჩეული ბჭობის თეზისი და


არგუმენტები (წამნამძღვრები).
ენობრივ გამოსახულებათა ორაზროვნება (ომონიმია, მათი ხმარება სხვადასხვა
მნიშვნელობით)

ეკვივოკაცია - როცა მთელი გამოსახულების (იქნება ეს ცალკეული ფრაზა,


წინადადება თუ დასკვნა) ორაზროვნება გამოწვეულია რომელიმე სიტყვის
ორაზროვნებით.
ეკვივოკაციიის (ანუ ენობრივი შეცდომის) ტრადიციული (ტერმინთა აღრევის)
მაგალითი:

„რაიმეს დასრულება მისი სრულყოფაა; სიკვდილი სიცოცხლის დასრულებაა;


მაშასადამე სიკვდილი სიცოცხლის სრულყოფაა.“

პირველ წანამძღვარში სიტყვა „დასრულება“ ნახმარია ჩანაფიქრის მთლიანად


განხორციელების, მეორეში - დაბოლოებისა და დამთავრების აზრით.
ეკვივოკაციის სპეციფიკური სახეები :

1. მიმართებითი ტერმინების გაოყენება აბსოლუტური აზრით.

მაგ., სპილო არის ცხოველი. მაშასადამე პატარა სპილო არის პატარა ცხოველი.

2. ტერმინების განაწილებითი და კრებითი მნიშვნელობების ხმარების ერთმანეთში


აღრევა

მაგ., რადგან მანქანის ყოველი ნაწილი მსუბუქია, მსუბუქიამთლიანად მანქანაც.


ამფიბოლია - გამოსახულების სტრუქტურის ორაზროვნებით გამოწვეული.

მაგ., ლიდიის მეფე კრუზეუსის მიერ გაკეთებული დასკვნა

დელფოსის მისანმა ლიდიის მეფეს უწინასწარმეტყველა, რომ “თუკი აღდგები


სპარსეთზე სალაშქროდ, მაშინ დაინგრევა ძლიერი სახელმწოფოო”. მეფემ
გაილაშქრა სპარსეთზე, ვინაიდან ვერ იფიქრებდა, რომ ფრაზა ორაზროვანი იყო და
ეს ძლიერი სახელმწიფოში ლიდიაც შეიძლებოდა ეგულისხმა.
1. ვინც ზედმეტს ასაბუთებს (ერთობ ბევრს), ის არაფერს ასაბუთებს.

2. ნაჩქარევი განზოგადება

3. “ამის შემდეგ, მაშასადამე, ამი გამო”


დასაბუთების წესები:

1. თეზისი უნდა იყოს ზუსტად და ნათლად ფორმულირებული

2. თეზისი მთელი ბჭობის მანძილზე არ უნდა იცვლებოდეს

3. არგუმენტები ჭეშმარიტი ან საკმაოდ კარგად დადასტურებული


დებულებები უნდა იყოს

4. არგუმენტების ჭეშმარიტება დადგენილი უნდა იყოს თეზისის


გამოუყენებლად

5. არგუმენტებიდან თეზისი უნდა გამოდიოდეს (არ არის


გამორიცხული, რომ ეს მხოლოდ ალბათობის გარკვული
ხარისხით დაფუძნება იყოს)

You might also like