You are on page 1of 33

ლოღიკა

დაწერე აბა რამე


ჭეშმარიტებაში
გამცვალე?!
ვოლტერი
დებულება
 მსჯელობა/დებულება ეწოდება ისეთ თხრობით
წინადადებას, რომელიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან
მცდარი;
 ჭეშმარიტი ეწოდება მსჯელობას/დებულებას, თუ ის
ადასტურებს რაიმე ვითარების განხორციელებას სამყაროში
და ეს ვითარება მართლაც განხორციელებულია, ან
უარყოფს რაიმე ვითარების განხორციელებას და ეს
ვითარება მართლაც არ არის განხორციელებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯელობა/დებულება მცდარია.
 მსჯელობა/დებულების ჭეშმარიტების მნიშვნელობებია
ჭეშმარიტება და მცდარობა
ჭეშმარიტების კორესპონდენციური თეორია

<თუ რაიმე არის, მაშინ თქმა იმისა, რომ <წინადადება “თოვლი თეთრია”
ეს რაიმე არის, ჭეშმარიტია> ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ,
როდესაც თოვლი თეთრია>
არისტოტელე
ალფრედ ტარსკი
ჭეშმარიტება-მცდარობის დადგენის საშუალებები:

1. გრძნობადი მონაცემები
2. შეთანხმებები და გადაწყვეტილებები
3. არგუმენტირება / ბჭობა / განსჯა = უკვე ჭეშმარიტად
მიჩნეული წინადადებებიდან სხვა ჭეშმარიტი წინადადებების
დადგენა

ლოგიკის ახალი განსაზღვრება:

ლოგიკა სწავლობს განსჯის სისწორის საფუძვლად მდებარე


კანონზომიერებებს
ბჭობის შემადგენელი ელემენტები

 წანამძღვრები - ბჭობამდე/განსჯამდე ჭეშმარიტად


მიჩნეული დებულებები
 დანასკვი - ის, რაც წანამძღვრებიდან გამოიყვანება
 დასკვნა - წანამძღვრებისა და დანასკვის
ერთობლიობა
დედუქცია, ინდუქცია, აბდუქცია

დედუქცია ინდუქცია აბდუქცია

+ + – წანამძღვრები

+ – + კანონზომიერება

– + + დანასკვი
სად ვართ?
 ცნება
– ე რ თ ი და ს ხ ვ ა
 ენა
– სახელდება
 დებულება
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ი ან მ ც დ ა რ ი
 ბჭობა
– წ ა ნ ა მ ძ ღ ვ რ ე ბ ი და თ ე ზ ი ს ე ბ ი
დასკვნაჲ საკვირველი
 დასკვნაჲ არს ისევითარი ბჭობაჲ, რომელი თავის თავსა
შინა ოდენ თეზისსა ერთსა შემოიცვის. ხოლო თეზისი ესე
სახელიდვების ვითარმედ დანასკვი.

წანამძღვრებს და დანასკვს
დასკვნა ჰკრავს ერთ ნასკვად.

წანამძღვრებიდან რამეს რომ დაასკვნი,


დანასკვს მიიღებ-ო.

წანამძღვრებმა ასკვნეს, ასკვნეს და დანასკვი მიიღეს-ო


მართებული დასკვნა
 დასკვნა მართებულია, თუ ყველა იმ
შემთხვევაში, როცა მისი ყველა წანამძღვარი
ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია დანასკვიც.
ანუ
 დასკვნა მართებულია, თუ შეუძლებელია,
რომ მისი ყველა წანამძღვარი იყოს
ჭეშმარიტი, ხოლო დანასკვი მცდარი.
მართებული დასკვნა

1. ყველა ფეხბურთელი არის მორცხვი.


2. ზოგიერთი ფეხბურთელი არის უცოლო.
3. ყველა უცოლო არის ბედნიერი.

ზოგიერთი ბედნიერი არის მორცხვი.


მართებული დასკვნა
1. ყველა გედი არის ზულუს ენის სპეციალისტი.
2. ზოგიერთი გედი არის ზოროს ცოლისძმა
3. ყველა ზოროს ცოლისძმა არის მარტოხელა
წიფელი

ზოგიერთი მარტოხელა წიფელი არის ზულუს


ენის სპეციალისტი
მართებული დასკვნა
1. ყველა წრბაგ არის ფხურეთ
2. ზოგიერთი წრბაგ არის მობრსკილ
3. ყველა მობრსკილ არის სდლფაჯ
ზოგიერთი სდლფაჯ არის ფხურეთ
მართებული დასკვნა
1. ყველა ფრინველი არის ცოცხალი არსება
2. ზოგიერთი ფრინველი არის ერთ
კილოგრამზე მძიმე.
3. ყველა ერთ კილოგრამზე მძიმე არის ორას
გრამზე მძიმე.

ზოგიერთი ორას გრამზე მძიმე არის ცოცხალი


არსება.
ფორმა და შინაარსი
1. ყველა A არის B
2. ზოგიერთი A არის C.
3. ყველა C არის D.

ზოგიერთი D არის B.
ფორმა და შინაარსი
1. ყველა A არის B
1. ყველა A არის B 2. ზოგიერთი A არის C.
2. ზოგიერთი A არის C.
3. ყველა C არის D. 2.1. ზოგიერთი C არის B

2.1. ზოგიერთი C არის B


ზოგიერთი D არის B. 3. ყველა C არის D.

ზოგიერთი D არის B
1. ყველა A არის B
2. ზოგიერთი A არის C.

ზოგიერთი C არის B

1. ყველა არწივი არის ფრინველი


2. ზოგიერთი ცხოველი არის ზებრა.

ზოგიერთი ზებრა არის ფრინველი


აზროვნების კანონები
შეიცან თავი შენი
იგივეობის კანონი

A=A
აზროვნების კანონები
წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი

შეუძლებელია დებულება ჭეშმარიტიც იყოს


და მცდარიც.
აზროვნების კანონები
გამორიცხული მესამის კანონი

ყოველი დებულება ან ჭეშმარიტია, ან


მცდარი, მესამე ვარიანტი გამორიცხულია.
აზროვნების კანონები
ორფასობის პრინციპი
(გამორიცხული მესამის კანონი +
წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი)

ყოველი დებულება არის ან ჭეშმარიტი (და


არ არის მცდარი), ან მცდარი (და არ არის
ჭეშმარიტი).
აზროვნების კანონები
საკმაო საფუძვლის კანონი

არცერთი დებულება არ უნდა მივიჩნიოთ


ჭეშმარიტად, თუ მისი ჭეშმარიტად
მიჩნევისთვის არ გვაქვს საკმარისი
საფუძველი.
ბუნდოვანება
- ცნების ბუნდოვანება
გროვა, რამდენიმე

- დებულების ბუნდოვანება
ყველა გროვა არის დიდი.
ეს წინადადება არ არის მართალი.
კაცო, ხო
დავავიწროვე
უკვე ენა
ყველაფერი
ფარდობითია

ენის დავიწროების ამოცანა


მაკაწი (მარტივი კატეგორიული წინადადება)
 ტერმინები (ზოგადი ცნებები)
მაგ., ცხენი, ბურთი, ცხოველი

 მხოლოდ ოთხი მაკავშირებელი -


„ყველა ... არის ...“
„არცერთი ... არ არის ...“
„ზოგი ... არის ...“
„ზოგი ... არ არის ...“

მაგ. ყველა ცხენი არის ცხოველი.


არცერთი ბურთი არ არის ცხენი.
მაკაწი (მარტივი კატეგორიული წინადადება)

მხოლოდ ფორმა:
[S] – [P]
[სუბიექტი] – [პრედიკატი]
მაგ. ბურთი – მრგვალი
ბურთი ყველა არის მრგვალი
მაკაწის ოთხი ფორმა

მაკავშირებელი აღნიშვნა შედეგი


ყველა არის a SaP
არცერთი არ არის e SeP
ზოგი არის i SiP
ზოგი არ არის o SoP
მაკაწის დაყოფა
რაოდენობრივად: თვისობრივად:

- ზოგადი - დადებითი
ყველა, არცერთი არის

- კერძოობითი - უარყოფითი
ზოგი არ არის
მაკაწის ოთხი სახეობა

დადებითი უარყოფითი
ზოგად-დადებითი ზოგად-უარყოფითი
ყველა არის არცერთი არ არის
ზოგადი
SaP SeP
ბურთი ყველა არის მრგვალი ბურთი არცერთი არ არის კვადრატული
კერძოობით-დადებითი კერძოობით-უარყოფითი
ზოგი არის ზოგი არ არის
კერძო
SiP SoP
ბურთი ზოგი არის ოვალური ბურთი ზოგი არ არის ოვალური
მიმართებები მარტივი კატეგორიული
წინადადების სახეებს შორის

კონტრარული - ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება.


სუბკონტრარული - ერთდროულად მცდარი ვერ იქნება
კონტრადიქტორული - ერთმანეთის საპირისპიროა
დაქვემდებარებული - თუ მაქვემდებარებელი
ჭეშმარიტია, დაქვემდებარებულიც ჭეშმარიტია.
ლოგიკური თვისობრიობა

კვადრატი
დადებითი უარყოფითი

კონტრარული
ზოგადი SaP SeP

დაქვემდებარებული
დაქვემდებარებული
რაოდენობრიობა

კონტრადიქტორული

კერძო SiP სუბკონტრარული


SoP
აზროვნების ფორმები

ცნება დებულება დასკვნა

ცხოველი იკვებება
ცხენი ცხოველი ცხენი ცხოველია

ცხენი ცხოველია

სატურნი პლანეტა სატურნი პლანეტაა ცხენი იკვებება


წასაკითხი
 ლ. მჭედლიშვილი, ნ. ივანიძე, ლოგიკა,
თბილისი, 2003.
- თავი I, §§ 5-6 (გვ. 10–14);
- თავი IV, §§ 1-3 (გვ. 106–113).

You might also like