You are on page 1of 4

1. რა არის დასაბუთება და უკუგდება?

დასაბუთება ბჭობის სახეობაა, ის არის დებულების ჭეშმარიტების


დადგენა გამართული ბჭობით მისი სხვა ისეთი წინადადებიდან
გამოყვანის მეშვეობით, რომელთა ჭეშმარიტებაც უფრო ადრეა
დადგენილი.
დასაბუთების სამი შემადგენელი ნაწილი გვაქვს: თეზისი,
წანამძღვრები და საკუთრივ ბჭობა ანუ დემონსტრაცია.

წინადადების დარღვევას გამართული ბჭობით მისი მცდარობის


სხვა ისეთი წინადადებებიდან გამოყვანის მეშვეობით, რომელთა
ჭეშმარიტბა ადრეა დადგენილი, ეწოდება ამ წინადადების
უკუგდება.
მოკლედ, რომ ვთქვათ წინადადების უარყოფის დასაბუთებას
უკუგდება ეწოდება. 
2. განმარტეთ ცნებები: დედუქციური დასაბუთება, ინდუქციური
დასაბუთება, პირდაპირი დასაბუთება, ირიბი დასაბუთება.
დედუქციური დასაბუთება-
ინდუქციური დასაბუთება-
პირდაპირი დასაბუთება-
ირიბი დასაბუთება-
3. განმარტეთ ცნებები: პროგრესული და რეგრესული დასაბუთება.
პროგრესულია დასაბუთება, როდესაც აზრის მსვლელობა იწყება
წანამძღვრებიდან და დასკვნების მეშვეობით ხდება
თანდათანობითი გადასვლა ახალ-ახალ დებულებებზე, მანამ სანამ
თეზისამდე არ მივალთ.

რეგრესულია დასაბუთება, როდესაც იწყება თეზისის ანალიზით,


ანალიზის შედეგად მოიძებნება დებულებები, რომელთაგან
თეზისი გამოდის ლოგიკური საშუალებებით: ანალოგიურად ახლა
ამ დებულებებს მოეძებნებათ წანამძღვარები, შემდეგ ამ
კანასკნელებს და ა.შ. მანამ სანამ არ მივალთ ისეთ წანამძღვრამდე,
რომელთა ჭეშმარიტებაც აქამდე იყო ცნობილი.

9. განასხვავეთ ერთმანეთისაგან დაკვირვებადი ცნებები და


თეორიული ცნებები. დაასახელეთ მაგალითები.

ზოგიერთი ცნების შინაარსის განხორციელება, ან არგანხორციელება


ცალკეული საგნებისთვის განცდაში შეიძლება დავადასტუროთ
უშუალოდ, ან ძალზე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით, ასეთ
ცნებას დაკვირვებული ცნებები ეწოდება. მაგ:ფერთა, გემოთა,
დროისა და სივრცეში საგანთა ურთიერთგანლაგების ცნებები.

ზოგიერთი ცნების შინაარსის განხორციელება ან არგანხორციელება კი


განცდაში უშუალოდ მოცემული არ არის, ასეთ ცნებას თეორიულ
ცნებებს უწოდებენ. მაგ: ატომი, ელექტრონი,
ფოტოსინთეზი...

10. განმარტეთ რას ნიშნავს ფორმალური და


არაფორმალური(მატერიალური) შეცდომები ბჭობაში?

ფორმალური შეცდომაა, როდესაც შეცდომა ბჭობის მსვლელობაში,


დემონსტრაციაშია დაშვებული. ანუ ფორმალური შეცდომა
ყოველთვის, რომელიმე არასწორი დასკვნის სწორ დასკვნად მიჩნევაა.

არაფორმალური შეცდომაა, როდესაც ბჭობის წანამძღვრებისა და


თეზისის შერჩევისას ვუშვებთ შეცდომებს.

არაფორმალური შეცდომის ოთხი ძირითადი სახე არსებობს:


ძირითადი შეცდომა, დასაბუთებული წანამძღვრის შეცდომა,
მანკიერი წრე და თეზისის შეცვლა.

11. რას ეწოდება ეკვივოკაცია და ამფიბოლია? მიუთითეთ მათი


სპეციფიკური სახეები. დაასახელეთ მაგალითები.
თუ მთელი გამოსახულების, ორაზროვნება გამოწვეულია რომელიმე
სიტყვის ორაზროვნებით, მას ეკვივოკაცია ეწოდება.

ხოლო, თუ ეს გამოსახულების სტრუქტურის ორაზროვნებითაა


გამოწვეული მაშინ ამფიბოლია ეწოდება.

სპეციფიკური სახეებია:

1. მიმარტებითი ტერმინების აბსოლუტური აზრით გამოყენება.


მაგ: „სპილო არის ცხოველი; მაშასადამე პატარა სპილო არის
ცხოველი“-არასწორი დასკვნაა, თუმცა
„სპილო არის ცხოველი, მაშასადამე ნაცრისფერი სპილო არის
ცხოველი“-სწორია
შეცდომას საფუძვლად უდევს სიტყვა „პატარას“ ორაზროვნება-
პატარა სპილო პატარა სპილოთა შორის, ხოლო „ნაცრისფერის“
მნიშვნელობა კი აბსოლუტურია და არაა დამოკიდებული იმაზე
თუ რას განსაზღვრავს ის.
2. ტერმინების განაწილებითი და კრებითი მნიშვნელობით ხმარების
ერთმანეთში არევა.
მაგ: „ რადგან მანქანის ყოველი ნაწილი მსუბუქია, მსუბუქია
მთელი მანქანაც“.

15. ჩამოთვალეთ, რა წესებს უნდა აკმაყოფილებდეს ბჭობა, რომ ის


დასაბუთება იყოს.

იმისათვის, რომ ბჭობა დასაბუთება იყოს გარკვეული წესებია,


რომელთა დაცვაც აუცილებელია.

1. თეზისი უნდა იყოს ზუსტად და ნათლად ფორმულირებული.


2. თეზისი მთელი ბჭობის მანძილზე არ უნდა იცვლებოდეს.
3. არგუმენტები ჭეშმარიტი ან საკმაოდ კარგად დადასტურებული
დებულებები უნდა იყოს.
4. არგყუმენტების ჭეშმარიტება დადგენილი უნდა იყოს თეზისის
გამოუყენებლად.
5. არგუმენტებიდან თეზისი უნდა გამოდიოდეს (არ არის
გამორიცხული, რომ ეს მხოლოდ ალბათობის გარკვეული
ხარისხით დაფუძნება იყოს).

გვ.192-204

You might also like