You are on page 1of 4

დავალება V

1) დავალება. თითოეული დასკვნა ჩაწერეთ კატეგორიული სილოგიზმის


სტანდარტული ფორმით. დაადგინეთ მოდუსი, ფიგურა და შეამოწმეთ,
მართებულია თუ არა ეს დასკვნა.

 
1. არც ერთი ხაჭაპურიანი სასადილო არ არის დაცინვის ღირსი. ამიტომ არც ერთი
რესტორანიც არ არის დაცინვის ღირსი; რადგან ყველა ხაჭაპურიანი სასადილო
არის რესტორანი.
 
2. ზოგიერთი მრისხანე ჯუჯა არის მლიქვნელი. ამიტომ ზოგი, ვინც დევებს
ეჭიდავება, არ არის მლიქვნელი, რადგან არც ერთი ვინც დევებს ეჭიდავება, არ
არ არის მრისხანე ჯუჯა.
 
3. ზოგიერთი პოლიტიკოსი მაღალი გადასახადების მომხრეა, რადგან ყველა, ვინც
მაღალი გადასახადების მომხრეა, შემორჩენილი კომუნისტია, ხოლო ზოგიერთი
შემორჩენილი კომუნისტი არ არის პოლიტიკოსი.

4. ყველა მოცლილი ოცნებობს მიტინგში მონაწილეობაზე, ხოლო ყველა მოცლილი


ჩაჩანაკია და გამოდის, რომ ყველა ჩაჩანაკი ოცნებობს მიტინგში
მონაწილეობაზე.

5. ზოგიერთი თბილისელი კუდრაჭაა. ამიტომ ზოგი, ვინც მთებში დაიარება,


კუდრაჭაა, რადგან ყველა, ვინც მთებში დაიარება, თბილისელია.

6. ყველა შეშინებული ჭოტი გაურბის ნადირობას. ამიტომაცაა, რომ ზოგი


დახვეწილი ფრინველი გაურბის ნადირობას. რადგან ზოგი დახვეწილი
ფრინველი შეშინებული ჭოტია.

7. არც ერთი საპონი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ყველა, ვინც


არჩევნებში მონაწილეობს, ხავერდოვანი ხმით მღერის. შესაბამისად, ზოგიერთი
საპონი არ მღერის ხავერდოვანი ხმით.
8. არც ერთი აღელვებული ცეზარი არ არის განრისხებული გერმანელი. რადგან
არც ერთი ბარიტონი არ არის განრისხებული გერმანელი, ხოლო ყველა
ბარიტონი არის აღელვებული ცეზარი.

9. ნებისმიერი ჩელო სავალდებულო წინაპირობაა. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ


არსებობს ჩელო, რომელიც ჩინელია. რადგან ზოგიერთი ჩინელი არ არის
სავალდებულო წინაპირობა.

2) ქვემოთ მოცემული ენთიმემებისთვის:

(ა) ჩაწერეთ მათში შემავალი წინადადებები სტანდარტული სიმბოლური


ფორმით (გაამაკაწეთ).

(ბ) დაადგინეთ, რომელი წანამძღვარია გამოტოვებული (მცირე თუ დიდი).

(გ) აღადგინეთ გამოტოვებული წანამძღვარი წესების გამოყენებით. თუ


რამდენიმენაირად აღდგება, მიუთითეთ ყველა.

(დ) დაადგინეთ აღდგენილი სილოგიზმის ფიგურა და მოდუსი (ან სახელი).

1. ყველა საავდრო ღრუბელი არ არის ქარიშხლის მაუწყებელი, რადგან [...]


და ყველა საავდრო ღრუბელი მუქი ნაცრისფერი საღებავის ლაქაა.
2. ბადმინტონის არცერთი საერთაშორისო დონის ოსტატი არ არის
იმავდროულად ტრიატლონის თავგამოდებული ქომაგი, რამეთუ მხოლოდ
ტელევიზორის ხიბლქვეშ მოქცეულნი არიან ტრიატლონის
თავგამოდებული ქომაგნი, ხოლო [...].
3. [...] და რებრენდირებული კონგლომერატის ყველა აქციონერი კისრამდე
ვალდებულებებში აღმოჩნდა გახვეული, ამიტომ ნირწამხდარ
ფარიონტოლოგებს შორის ზოგიერთი არის რებრენდირებული
კონგლომერატის აქციონერი.
4. ყველა, ვინც საღამოობით მინდორში ჩადის სარბენად,
კეთილსინდისიერია. ამიტომ ზოგი, ვინც საღამოობით მინდორში ჩადის
სარბენად, მინდვრის კაცია, რადგან […].
5. არცერთი ლექცია არ არის წარმოდგენილი ხმაურიანი სტუდენტების
გარეშე. [...]. ანუ საეჭვო ადამიანების არცერთი თავყრილობა არ არის
წარმოდგენილი ხმაურიანი სტუდენტების გარეშე.
3) ქვემოთ მოცემული სორიტებისთვის:

(ა) გადაწერეთ ისინი სიმბოლური ფორმით (გაამაკაწეთ).

(ბ) ჩაწერეთ მიღებული სორიტი სტანდარტული ფორმით.

(გ) გაარკვიეთ, მართებული სორიტის წესების მიხედვით, მართებულია თუ არა


იგი.

(გ.1) თუ მართებულია, ამოწერეთ ყველა საშუალედო დანასკვი და იმ


სილოგიზმის სახელი, რომლითაც ეს დანასკვი მიიღება.

(გ.2) თუ არ არის მართებული, მიუთითეთ, სახელდობრ რომელი წესი არის


დარღვეული.

1. ყველა ნიანგი არის ფანტაზიორი. ყველა კამეჩი არის რევიზიონისტი.


ყველა ტიაბატი არის კამეჩი. არცერთი ფუღურო არ არის რევიზიონისტი.
ამიტომ, ზოგიერთი ნიანგი არ არის ტიაბატი. (არა, იმიტორო განზრახ
ვქენით)
2. არცერთი დერივაციული ალგებრა არ არის რეფლექსურად რეალიზებადი.
ამასთანავე ცნობილია, რომ ზოგიერთი კომპაქტური სივრცე არის
ამალგამირებადი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოპოლოგიური
ალგებრებიდან ყველა დერივაციულია, ხოლო ამალგამირებადი
სივრცეებიდან ყველა რეფლექსურად რეალიზებადია, მივიღებთ, რომ
ზოგიერთი კომპაქტური სივრცე არ არის ტოპოლოგიური ალგებრა.
3. ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ ზოგ დაჭრილ კაჭკაჭს არ შეუძლია
თავის ხელში აყვანა. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს. ჯერ ერთი, ცნობილი
ფაქტებია, რომ ყველა დიდი გურამი არაპროგნოზირებადია და
ზოგიერთი, ვისაც შეუძლია თავის ხელში აყვანა, მშვიდობიანი ციხლიდია;
უფრო მეტიც, არცერთი დიდი გურამი არ არის დაჭრილი კაჭკაჭი და
არცერთი მშვიდობიანი ციხლიდი არ არის არაპროგნოზირებადი.

4. შეყვარებულ ადამიანს უნებურ სიზმარში ჰხვევს შეყვარებულის შემოხედვა.


თუ პოეტურად განწყობილი ადამიანი ხარ, აუღელვებლად ვერ მოისმენ
დანატრულ ხმას. ჩვენს ნაცნობებშიც არიან შეყვარებული ადამიანები.
უნებურ სიზმარში რომ გაგხვევს შეყვარებულის შემოხედვა, ესე იგი,
პოეტურად განწყობილი ადამიანი ხარ. გამოდის, რომ ჩვენს ნაცნობებშიც
არიან ისეთები, აუღელვებლად რომ ვერ ისმენენ დანატრულ ხმას.

You might also like