You are on page 1of 6

უშუალო დასკვნები მარტივი კატეგორიული წინადადებებში

უშუალო დასკვნები: უკუქცევა და გადაქცევა

დასკვნები, რომელიც ერთი წანამძღვრიდან კეთდება, უშუალო დასკვნები ქვია.


უშუალო დასკვნები ორი სახისაა

 უკუქცევა
 გადაქცევა.

რას წარმოადგენს თითოეული?

უშუალო დასკვნა არის უკუქცევა, თუ დანასკვში წანამძღვრის სუბიექტსა და


პრედიკატს ადგილები აქვთ შეცვლილი. სხვა სიტყვებით, უკუქცევა არის უშუალო
დასკვნა მარტივი კატეგორიული წინადადების პრედიკატის შესახებ.

მაგალითი:

ყველა მოაზროვნე არის წიგნიერი


_______________________________
ზოგიერთი წიგნიერი არის მოაზროვნე

უშუალო დასკვნა არის გადაქცევა, თუ კი წანამძღვრის სუბიექტსა და პრედიკატს


შორის არსებული მიმართების საფუძველზე დასკვნას სუბიექტსა და წანამძღვარში
პრედიკატის კონტრადიქტორულ ტერმინზე ვაკეთებთ ( P-ს
კონტრადიქტორული ტერმინი არის მისი უარყოფა, არა-P და აღინიშნება
როგორც P’ )

მაგალითი:

ყველა მოაზროვნე არის წიგნიერი


_______________________________
არც ერთი მოაზროვნე არ არის უწიგნური(= არა წიგნიერი)

განვიხილოთ თითოეული ეს ფორმა ცალ-ცალკე

1.1. უკუქცევის ზოგადი ფორმა, მისი განსაზღვრებიდან გამომდინარე, არის


შემდეგი:

S- P
-------------
P–S
უკუქცევა თავადაც ორგვარია:
უკუქცევა

მარტივი შემოფარგვლითი

როდესაც დანასკვის როდესაც


ფორმა ემთხვევა წანამძღვარი
წანამძღვრისას ზოგადია, ხოლო
დანასკვი კერძო

ახლა ვნახოთ, თუ რა პირობები ინდა დავაკმაყოფილოთ, რომ უკუქცევით


შევძლოთ სწორი დასკვნების კეთება. ამისათვის გავიხსენოთ ჭეშმარიტებითი
ცხრილი მარტივი კატეგორიული წინადადებებისათვის და ვნახოთ, როგორ
შეიცვლება ის, როდესაც S-სა და PP-ს მარტივ წინადადებაში ადგილებს
შევუნაცვლებთ. ამის შემდეგ, იმისათვის, რომ დავადგინოთ უკუიქცა თუ არა
მოცემული S-P წინადადება, უნდა ვნახოთ, რომელია ის P–S წინადადებები,
რომლებიც ჭეშმარიტია ყოველთვის, როდესაც ჭეშმარიტია S-P.

მარტივი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ძალაშია შემდეგი:

(I). SaP ╞ PiS

(II). SeP ╞ PeS

SeP ╞ PoS

(III). SiP ╞ PiS

ამგვარად, უკუქცევისათვის შეგვიძლია დავადგინოთ შემდეგი წესები:

 ზოგად-დადებითი წინადადება უკუიქცევა შემოფარგვლით;


 ზოგად-უარყოფითი წინადადება უკუიქცევა მარტივადაც და
შემოფარგვლით;
 კერძოობით-დადებითი წინადადება უკუიქცევა მარტივად;
 კერძოობით-უარყოფითი წინადადება არ უკუიქცევა.

ამას გარდა, შევამჩნევდით შემდეგს:

SeP ≡ PeS და SiP ≡ PiS .

1.2. გადაქცევის ზოგადი ფორმა შემდეგნაირად გამოიყურება

S- P
-------------
S–P´
სადც P’ წარმოადგენს P-ს კონტრადიქტორულ ტერმინს. იმისათვის, რომ
გარკვიოთ რათან გვაქვს საქმე, S-ისა და P-ს დამოკიდებულებანი მათი
მოცულობითი მიმართებების დადგენისა უნივერსალურ სიმრავლესთან
დამოკიდებულებაში განვიხილოთ. მივმართოთ დიაგრამებს:

ა). S და P ტოლია

S=P U

P’

ბ). S ექვემდებარება (ქვესიმრალეა) P -ს

P U

S P’
გ). P ექვემდებარება (ქვესიმრალეა) S-ს

SP P’

PPP

დ). S ა P გადამკვეთი ცნებებია (სიმრავლეებია)

P U

S
P’

ე). S და P გამიჯნული ცნებებია (სიმრავლეებია)

P U

P’
S
ამ დიაგრამების გათვალისწინებით, ავაგოთ ჭეშმარიტების ცხრილი

SaP SeP SiP SoP SaP’ SeP’ SiP’ SoP’


S და P ტოლია ჭ m W m m W m W
S ექვემდებარება P-ს W m W m m W mM W
P ექვემდებარება S-ს m m W W m m W W
S და P გადამკვეთია m m W W m m W W
S და P გამიჯნულია m W m W W m W m

ცხრილის ყურადღებით შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ ძალაშია შემდეგი:

(a). SaP ╞ SeP’

(b). SeP ╞ SaP’

(c). SiP ╞ SoP’

(d). SoP ╞ SiP’

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაქცევის დროს სუბიექტი უცვლელი


გვრჩება, პრედიკატი კი შეიცვლება საწინააღმდეგოზე. იმისათვის რომ
მსჯელობის აზრი არ შეიცვალოს, საჭიროა შეიცვალოს მსჯელობის თვისობრიობა:
დადებითი გარდაიქმნება უარყოფითად, ხოლო უარყოფითი დადებითად.

N.B. თუ მოცემულ მარტივ კატეგორიულ წინადადებას ჯერ გადავაქცევთ, ხოლო


გადაქცევის შედეგს უკუვაქცევთ, მივიღებთ არა თავდაპირველ წინადადებას ,
არამედ მის ე.წ. კონტრაპოზიციას. სხვაობა კარგად ჩანს თუ კი სქემას
დავუბრუნდებით:

S- P
-------------
S – P ´ გადაქცევის შედეგი
P’ - S უკუქცევის შედეგი

სავარჯიშო

1. უკუვაქციოთ შემდეგი წინადადებები


 ლითონი ელექტრობის გამტარია
 არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება არ არის აგრესიული
 ზოგიერთი სტუდენტი სპორტსმენია
 ზოგიერთი ადამიანი არ არის კანიბალი

2. გადავაქციოთ შემდეგი წინადადებები


 ყველა მგელი ჭკვიანია
 არც ერთი მამაკაცი არ არის ლაჩარი
 ზოგიერთი ძაღლი შავია
 ზოგიერთი მუშა იღებს დაბალ ხელფასს

3. ჯერ გადავაქციოთ, შემდეგ კი უკუვაქციოთ შემდეგი წინადადებები:

 ყველა დამნაშავე დასჯილია


 ზოგიერთი ადამიანი უდანაშაულოდაა დასჯილი
 ზოგიერთი ადამიანი განწყობილია დანაშაულის ჩასადენად
 ზოგიერთ მშობელს უყვარს შვილები

You might also like