You are on page 1of 1

1.

თუ დასკვნის წანამძღვრები წინააღმდეგობრივია, ანუ ვერცერთ რეალობაში ისინი ვერ


ხდებიან ერთდროულად ჭეშმარიტები, მაშინ დასკვნა მართებულია. რადგან ვერ
მოვძებნით ისეთ რეალობას სადაც ყველა წანამძღვრი ჭეშმარიტია, ხლო დანასკვი
მცდარი.
2. „მხოლოდ X არის Y“ ეკვიოვალენტურია შემდეგის „ყველა Y არის X“.
3. დიაგრამებში გქონდათ შეცდომა
4. „არცერთი რამ რაც არ არის X არ არის არც Y“ ეკვიოვალენტურია შემდეგის „არცერთი არ-
X არ არის Y“, ანუ 𝑋’𝑒𝑌.
5. კონტრარული დებულებები ორივე ერთდროულად მცდარი შეიძლება იყოს და ორივე
ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება. თქვენ კი გეწერათ „ორივე ერთდროულად
ჭეშმარიტი ვერ იქნება “ და „თუ დადებითი დებულება მცდარია, უარყოფითი
აუცილებლად ჭეშმარიტი იქნება“ რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
6. არ არის სწორი, რომ ყველა დასკვნა რომელსაც აქვს ჭეშმარიტი წანამძღვრები და
ჭეშმარიტი დანასკვი არის მართებული.
მაგ.: ყველა ძაღლი არის ცხოველი; ზოგიერთი
ბულდოგი არის ცხოველი. ამიტომ ზოგიერთი
ბულდოგი არის ძაღლი.
ამ დასკვნის ფორმაა: ყველა P არის M, ზოგიერთი S
არის M ამიტომ ზოგიერთი S არის P
ეს დასკვნა არამართებულია რადგან გვაქვს მისი კონტრმოდელი სადაც წანამძღვრები
ჭეშმარიტია ხოლო დანასკვი მცდარი: ყველა ძაღლი არის ცხოველი; ზოგიერთი კატა
არის ცხოველი. ამიტომ ზოგიერთი კატა არის ძაღლი. იმ რეალობაში სადაც არ არსებობს
CatDog დანასკვი მცდარია.
7. წანამძღვრების დამატების საშუალებით არამართებული დასკვნა შეგვიძლია გავხადოთ
მართებული. თქვენ კი გეწერათ რომ ეს არ შეიძლება. ამის გაკეთების ორი გზაა, ან
წანამძღვრები გავაძლიეროთ ისე რომ დანასკვი გამოიწვიონ, კერძოდ დანასკვი
დავამატოთ წანამძღვრად ან დამ,ატებით წანამძღვრად დავამატოთ ერთ-ერთი
წანამძღვრის კონტრადიქტორული. ორივე შემთხვევაში ვერცერთ რეალობაში სადაც
ახალი წანამძღვრები ჭეშმარიტია დანასკვი ვერ გამცდარდება.

You might also like