You are on page 1of 4

მუხლი 6.

სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა


უკუქცევის ძალა - კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი
ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ
შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის
მდგომარეობას.

არსებობს უკუძალის ორი სახე:


1. ნამდვილი (რეტროაქტიური) - როდესაც კანონი მოგვიანებით ახორციელებს წარსულში
მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას
და ამით იჭრება მათ სფეროში. ნამდვილი უკუძალა დასაშვები შეიძ₾ება იყოს:
 თუ მოსალოდნელი იყო კანონის შეცვლა
 ძველი კანონი იყო ბუნდოვანი და არაერთაზროვანი
 ახალმა შემოღებულმა კანონმა არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
2. არანამდვილი (რეტროსპექტრული) - არის აწმყო დროის აქტუალური და ჯერ კიდევ
ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში
ჩარევა და მათზე ზეგავლენა. (მაგ:სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას
კანონმდებლის მიერ სასამართლო და საადვოკატო ხარჯების გაზრდა...). არანამდვილი
უკუძალის დაუშვებლობა შესაძლოა სახეზე იყოს მაშინ, როცა:
 კანონი ახდენს ასეთ ჩარევას, რომელსაც სამართალსუბიექტი ვერ
გაითვალისწინებდა
 მოქალაქის ნდობა უფრო მეტ დაცვას იმსახურებს ვიდრე კანონით დაგეგმილი
ცვლილებების სარგებელი

მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები


კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან
არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით
დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
ობიექტი უნდა იყოს ბრუნვაუნარიანი, შესაბამისად პირადი არაქონებრივ უფლებებს
ობიექტებად ვერ მივიჩნევთ. პატივი, ღირსება, რეპუტაცია და მსგავსი სხვა არაქონებრივი
სიკეთეები წარმოადგენენ სამოქალაქო სამართებრივი დაცვის ობიექტს, მაგრამ არა
სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებს.
სამოქალაქო კოდექსი ობიექტებს ორ დიდ ჯგუფად ყოფს:
1. მატერიალური ქონებრივი სიკეთე - ნივთი - პიროვნულობას მოკლებული,
ბრუნვაუნარიანი, პირთა ბატონობას დაქვემდებარებული, სხეულებრივად ერთიანი
საგანი. ადამიანი და მისი სხეული ნივთი არ არის სანამ ის სულიერია. ადამიანის
გვამი შეიძლება ნივთად ჩაითვალოს(მუმიის შემთხვევაში), ცხოველები არ არიან
ნივთები.
 უძრავი - არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული წიაღისეულით, მცენარეებით,
შენობა ნაგებობებით. უძრავი ნივთის ყიდვისას აუცილებელია ფორმალურობის
დაცვა და ნოტარიულად დადასტურება.
 მოძრავი - ნივთები რომლებიც არ არის უძრავი. შეიძ₾ება იყოს მკვრივი,
თხევადი, აეროვანი ვინთები. ისინი იყოფა შეცვლად და შეუცვლად,
გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და
მოუხმარებად ნივთებად.
ნივთი იყოფა შემადგენელ და არსებით შემადგენელ ნაწილებად. არსებითი
შემადგენელი ნაწილის განცალკევება ნივთისგან არ შეიძლება.
საკუთვნებელი - მთავარ ნივთთან დაკავშირებული მოძრავი ნივთი. საკუთვნებლის
გარეშე ნივთის ფუნქციური დანიშნულება ეჭვქვეშ არ დგება.
2. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე - უფლებები და მოთხოვნები
 უფლებები - საავტორო(წიგნებზე) და მომიჯნავე უფლებები, უფლებები
სამრეწველო საკუთრების ობიექტზე(პატენტი),სასელექციო უფლებები.
 მოთხოვნები - რომელთა გადაცემა და დაგირავებაც შესაძლებელია. მაგ:
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო-
სამართლებრივი, ასევე დელიქტურიც.

მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები


1.კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი
ფიზიკური(ადამიანი) ან იურიდიული(ორგანიზაციები, შპს) პირი. პირი უნდა იყოს
უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი.
იურიდიული პირი - ყველა ორგანიზაცია არ არის. მაგ: სამინისტროები არ არიან იურიდიული
პირები, მაგრამ მერია არის.

2.სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების


კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო
კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
ამ მუხლის მიზანი მდგომარეობს სუბიექტთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის
განმტკიცებაში. ამ ასპექტით გამოყოფილია 4 კატეგორია სუბიექტებისა: სამეწარმეო და
არასამეწარმეო (არასამთავრობო) სუბიექტები(ასოციაცია, რომელიც კერძო ორგანიზაციაა,
მაგ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) , საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად


განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი


სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო
ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა
უფლებებს.

მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური


უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები

1.სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ


უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა
კანონებით. - მაგ: იმისთვის, რომ პირი გახდეს პრეზიდენტი, აუცილებელია იყოს
საქართველოს მოქალაქე, იმისთვის რომ ტელევიზორი იყიდო, მოქალაქეობა სავალდებულო
არ არის.

სამოქალაქო უფლება - არის კერძო პირთა ინტერესების დასაცავად, მათ შორის


სასამართლოს მეშვეობით, სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი
ძალაუფლება. ის იყოფა ორ ნაწილად
1. აბსოლუტური უფლება - მასზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები,
მაგალითად საკუთრების უფლებაზე
 პირადი უფლებები
 პირადი საოჯახო უფლებები
 ნივთებსა თუ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებები
 რელატიური უფლებები: მოთხოვნები, აღმჭურველი უფლებები(პირს ანიჭებენ
სამართლებრივ ურთიერთობაზე ცალმხრივად ზემოქმედებას, მისი შეცვლა
შეწყვეტის უფლებას) და შესაგებლები(პირს ანიჭებენ განსაზღვრულ მოქმედებაზე
უარის თქმის უფლებას და ამით მეორე მხარეს არ აძლევენ საკუთარი უფლების
განხორციელების შესაძლებლობას)
2. ფარდობითი უფლება - ექვემდებარება სასარჩელო ხანდაზმულობას. მაგ: ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
სამოქალაქო სამართალი განასხვავებს უფლებათა:
1. პირველადი შეძენა - უფლება შემძენთან თავდაპურველად აღმოცენდება გარიგების
გარეშე
2. ნაწარმოები(დერივატიული) წარმოშობა - უფრო გავრცელებულია. უფლების შენზე
გადმოსვლა ხდება წინამორბედი პირისგან, რომელსაც ეს უფლება ქონდა.

სამოქალაქო უფლებათა გადაცემის წესი - განსხვავებულად შეიძ₾ება იყოს დადგენილი


უფლებების ობიექტის მიხედვით. მაგ, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისთვის
აუცილებელია წერილობითი გარიგება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

პირადი უფლებები გადაცემადი უფლებები არ არის

სამოქალაქო უფლების შეწყვეტა ხდება გარიგების ან კანონის საფუძველზე.


1. გარიგების საფუძველზე - მაგალითია უარის თქმა უფლებაზე, ან უფლების ვადის
გასვლა
2. კანონის საფუძველზე - კანონით დადგენილი მიზნის მიღწევის შემდეგ, მაგ: ვალის
დაბრუნების შემდეგ წყდება ამ ვალისთვის დადგენილი იპოთეკა, როგორც აქცესორული
უფლება.
პირის გარდაცვალების შემდეგ მისი უფლება გადადის მემკვიდერეებზე,

2.სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით


აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება .

ეს მუხლი განამტკიცებს მხარეთა კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ


ფუძემდებლრ პრინციპს წარმოადგენს. კერძო ავტონომიის პრაქტიკულ გამოვლინებას
წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლება. ის ორი ელემენტისგან შედგება:
1. ხელშეკრულების დადების თავისუფლება - შესაძლებლობა პირისა დადოს ან არ
დადოს ხელშეკრულება
2. ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება - პირებს ხელშეკრულებაში
შეუძლიათ გაითვალისწინონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონით არ არის
აკრძალული.
კერძო ავტონომიის ფარგლები - განისაზღვრება კანონით და ეხება ან გარიგების ფორმას ან
გარიგების შნაარსს. (კონტრაჰენტები ??)

3.უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო


კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ,
ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე.
ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები
კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.

You might also like