You are on page 1of 5

ლოგიკა - შესავალი

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტია ლოგიკა, ლოგიკური


ამოცანები.

ლოგიკა (logos- ბერძ; სიტყვა, სიტყვით გამოხატული აზრი, გონება) არის მეცნიერება სწორი

აზროვნების შესახებ.

ზოგადი უნარების ლოგიკურ ნაწილში მოცემულია შემდეგი საკითხები:

 გამომდინარეობის ზოგადი წესები, ლოგიკური კვადრატი;


 გამომდინარეობის კერძო წესები;
 ორმაგი უარყოფის კანონი; წინადადებათა ჭეშმარიტება-მცდარობის საკითხი;
 სივრცითი მაგალითები; გამორიცხვის მეთოდი;
 წინადადებათა ტიპები კავშირების/მაკავშირებლების მიხედვით;
 წინადადებათა ჭეშმარიტების ცხრილები (ჭეშმარიტება-მცდარობის კერძო წესები);
 პირობითი წინადადებები;
 მიზეზ-შედეგობრივი წინადადებების ტიპები, მათი ჭეშმარიტების პირობები/ცხრილები,
წესები;
 კომბინირებული პირობითი წინადადებები;
 დაშვების მეთოდი ლოგიკაში;
 ლოგიკური სილოგიზმები/დასკვნის სახეები, ფორმულები;
 დედუქციური და ინდუქციური დასკვნები, დასკვნების შეფასება;
 ლოგიკური სიმრავლეები; რეალური და ლოგიკური ჭეშმარიტება...

გამომდინარეობის ზოგადი წესები, ლოგიკური კვადრატი

ლოგიკური დავალებების ამ ნაწილში აპლიკანტს ევალება მოცემული წანამძღვარებიდან


გამოიტანოს მართებული, ჭეშმარიტი დასკვნები ან იპოვოს მცდარი დებულება.
შეკითხვების ფორმულირება შეიძლება მოხდეს ამგვარად:
თუკი მოცემული წანამძღვარი ჭეშმარიტია, მაშინ ..
1. რომელია ჭეშმარიტი დებულება?
2. რომელი დასკვნა გამომდინარეობს მოცემული დებულებიდან?
3. რომელს აქვს იგივე შინაარსი, რაც მოცემულ დებულებას?
4. რომელია მოცემული წინადადების ტოლფასი?
5. რომელი წინადადებაა მცდარი (აუცილებლად მცდარი)?
6. რომელი დებულება შეიძლება იყოს მცდარი?
7. რომელი დებულება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი?
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხი გაცემულია ლოგიკური კვადრატით,
რაც გულისხმობს გამომდინარეობის ზოგად წესებს.
ფორმალური ლოგიკის მიხედვით, სამყაროში არსებული რეალობის შესახებ ინფორმაცია
შესაძლოა გადმოიცეს შემდეგი ოთხი სახის წინადადების საშუალებით:
 ყველა .... არის....
 არცერთი ...... არ არის ....
 ზოგიერთი .... არის ....
 ზოგიერთი ..... არ არის ......

ამ წინადადებებს შორის არსებობს გარკვეული მიმართებები, რომელთა საფუძველზეც აიგება


ლოგიკური კვადრატი.
ლოგიკური კვადრატის შემადგენელ წინადადებებს შორის არსებული მიმართებები
შესაძლებლობას გვაძლევს უმოკლეს დროში ზუსტად ვიპოვოთ პასუხები ზემოთ
ჩამოთვლილ კითხვებზე.
პრაქტიკული სავარჯიშოები N1
1) მოცემულია ჭეშმარიტი დებულება
ყველა გოგონას უყვარს გამაგრილებელი სასმელი.
ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მცდარი?
ა) არცერთ გოგონას არ უყვარს გამაგრილებელი სასმელი;
ბ) ზოგიერთ გოგონას უყვარს გამაგრილებელი სასმელი;
გ) ზოგიერთ გოგონას არ უყვარს გამაგრილებელი სასმელი;
დ) შესაძლოა არსებობდეს გოგონა, რომელსაც უყვარს გამაგრილებელი სასმელი.

2) არცერთი ციყვი არ ცხოვრობს თბილ ქვეყნებში.


თუკი მოცემული დებულება ჭეშმარიტია, რომელი შეიძლება იყოს მცდარი დასკვნა?
ა) ზოგიერთი ციყვი ცხოვრობს თბილ ქვეყნებში;
ბ) ზოგიერთი ციყვი არ ცხოვრობს თბილ ქვეყნებში;
გ) ერთი ციყვი მაინც არ ცხოვრობს თბილ ქვეყნებში;
დ) ყველა ციყვი ცხოვრობს თბილ ქვეყნებში.
3) მოცემულია ჭეშმარიტი დებულება
ზოგიერთი მხატვარი უპასუხისმგებლოა.
იპოვეთ მოცემული დებულების საწინააღმდეგო დებულება
ა) ყველა მხატვარი უპასუხისმგებლოა;
ბ) შესაძლოა მხატვარი უპასუხისმგებლო არ იყოს;
გ) ერთი მხატვარი მაინც არის უპასუხისმგებლო;
დ) არცერთი მხატვარი არ არის უპასუხისმგებლო.

4) თუ ცნობილია, რომ
ყველა თეთრი დათვი საშიში ცხოველია
მაშინ რომელი შეიძლება იყოს მცდარი?
ა) ზოგიერთი თეთრი დათვის ჩრდილოეთში ცხოვრობს და საშიშია;
ბ) თეთრი დათვებიდან არცერთი არ არის საშიში;
გ) შესაძლოა ზოგიერთი დათვი თეთრი იყოს და არ იყოს საშიში;
დ) ყველა თეთრი დათვი საშიში არ არის.

5) თუ ჭეშმარიტია, რომ ტაილანდის მოსახლეობის ნახევარი ქალია


მაშინ ჩამოთვლილთაგან ასვე ჭეშმარიტი იქნება შემდეგი
ა) ტაილანდის მოსახელობას მთლიანად ქალები შეადგენენ;
ბ) ტაილანდში მოსახლების ნახევარზე მეტი მამაკაცია;
გ) ტაილანდის მოსახლეობის ერთი მეორედი ქალი არ არის;
დ) ტაილანდის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ქალი იყოს.
დაწერეთ თითოეული წინადადების შემთხვევაში

 ჭეშმარიტი წინადადება
 მცდარი წინადადება
 აუცილებლად ჭეშმარიტი წინადადება
 შეიძლება მცდარი წინადადება

1. აპლურ ზონაში არასოდეს თოვს;


2. ფრინველები ყოველთვის გრძნობენ მოახლოებულ საფრთხეს;
3. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მონარქიული მმართველობაა.

You might also like