You are on page 1of 4

შუალედური გამოცდა შედგება:

1. პრაქტიკული ნაწილი- 5 ქულა


2. დახურული ტესტი - 1 ქულა
3. ღია კითხვები - 5 ქულა
4. რეზიუმე - 3 ქულა
5. თემა - 6 ქულა.
ჯამში - 20 ქულა.

შეფასებისზოგადი კრიტერიუმები:

პრაქტიკული ნაწილი
 სწორი პასუხი – 100%
 არასწორიპასუხი _ 0

დახურული ტესტი
 სწორი პასუხი – 100%
 არასწორიპასუხი _ 0

ღია კითხვები
 პასუხი ზუსტი და ამომწურავია, ტერმინოლოგია მართებულია –100%
 პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დაცულია –75%
 პასუხი არაა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დარღვეულია–50%
 პასუხი ფრაგმენტულია– 25%
 პასუხი არასწორია– 0%

რეზიუმე
 სათაურის გაფორმება – 0.5
 ავტორი – 0.5
 თარიღი– 0.5
 ძირითადი ფაქტები – 0.5
 სტილი – 0.5
 მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები (უშეცდომო-0.5
ქულა; 4 შეცდომა -0.25; 5 და მეტი შეცდომა – 0 ქ.).

თემის შეფასების სისტემა:

სტუდენტმაშეძლოშესავალინაწილისსრულყოფილადდაწერა 100%
სტუდენტმანაწილობრივშეძლოშესავალინაწილისსრულყოფილადდაწერა 50%
სტუდენტმავერშეძლოშესავალინაწილისსრულყოფილადდაწერა 0

სტუდენტმაშეძლოთეზისისდაწერა, ყველანიშნითდახასიათებადააღნიშვნა 100%


სტუდენტმავერშეძლოთეზისისგამოყოფადაყველანიშნითდახასიათება 0

სტუდენტმაშეძლოძირითადინაწილისორგანიზებადადასკვნისდასაბუთება
100%
სტუდენტმაშეძლოძირითადინაწილისორგანიზებადადასკვნისნაწილობრივდასაბუთება
50%
სტუდენტმავერშეძლოძირითადინაწილისორგანიზებადადასკვნისდასაბუთება 0

სტუდენტმაარდაუშვამორფოლოგიურ-ორთოგრაფიულიდაპუნქტუაციურიშეცდომა 100%
სტუდენტმადაუშვამორფოლოგიურ-ორთოგრაფიულიდაპუნქტუაციურიოთხიშეცდომა 50%
სტუდენტმადაუშვამორფოლოგიურ-ორთოგრაფიულიდაპუნქტუაციურიხუთზე მეტიშეცდომა 0

სტუდენტმაშეძლოთემისლექსიკურ-სტილურადგამართვა 100%
სტუდენტმანაწილობრივშეძლოთემისლექსიკურ-სტილურადგამართვა 50%
სტუდენტმავერშეძლოთემისლექსიკურ-სტილურადგამართვა 0
1
I. პრაქტიკული სამუშაო: (4 ქულა)

1. გამოიყენეთ ,,სააზროვნო რუკის” მეთოდი კატეგორიებითა და ქვეკატეგორიებით:


სათაური: „ონლაინ განათლება“. - (0.5)

2.წაიკითხეთ ამონარიდი, აღნიშნეთ, რომელი სტილია:(0.5)

სტეფან ჟერომსკის თანამედროვეთაგან გამორჩეული წერის მანერა აქვს - მან ობიექტურ,


გაწონასწორებულ თხრობას დაუპირისპირა დაძაბულ-ემოციური, ლირიკული პროზა, იმპრესიონისტული
პეიზაჟი; მის ტექსტებში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ნატურალიზმის მიჯნამდე მისულ
ანტიესთეტიზმს; მწერალი დიდ დროს უთმობს გმირის სულიერი მდგომარეობის გადმოცემას, თუმცა მის
პერსონაჟებში ბევრია რომანტიკულიც, რადგან მაინც არ „ღალატობენ“ და კვლავ თავგანწირვით იბრძვიან იმ
მიზისთვის, რომლის მიღწევის იმედიც დიდი ხანია დაკარგული აქვთ.

3. რედაქტირება. წაიკითხეთ ამონარიდი. ჩაასწორეთ ყველა ტიპის შეცდომა და გადმოწერეთ მთლიანი ტექსტი
სწორი ფორმით: (უშეცდომო–1.0ქ; 1–2 შეცდომა–0.5ქ; 3–4 შეცდომა–0.25ქ; 5 შეცდომა–0ქ.)

მეგობრობას ვეფხისტყაოსანში თითქმის ისეთივე ადგილი უჭირავს რაც სიყვარულს. ავტორი მას
სიყვარულის გათანაბრებულ ღირსებას ანიჭებს. მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ არ არის მხოლოდ პრინციპი,
ვალი ან ცნება. მეგობრობაც განგებისაგან მოვლინებული გრძნობაა, რასაც ადამიანი მისი ნებით ვერ წაუვა.
მაგრამ თუ პოემის მიხედვით სიყვარული წინაღმდეგობრივი გრძნობაა ტანჯვისა და ნეტარების შემცველი,
მეგობრობას ეს წინააღმდეგობა არ ახასიათებს.

4.მოძებნეთ და ამოიწერეთ ის სპეციფიკური სიტყვები და მხარდამჭერი დეტალები, რომელთა საშუალებითაც


ავტორი ავითარებს გარდამავალ აბზაცს: (დეტალების ჩამოთვლა–0.5)

„მენახშირის გოგონა, მონეტასავით ლამაზიცა და ჭუჭყიანიც, შავ თვალებს აკვესებს, ჭვარტლით აქვს მომურული
სისხლივით წითელი ტუჩები. ჩამომჯდარა ქოხის კართან კრამიტზე და თავის უმცროს ძამიას ურწევს.
მოციმციმე მაისია, მზის გულივით მწველი და ჩახჩახა. მუქჩაღვრილ სიმშვიდეს არღვევს გარეთ ცეცხლზე
შემოდგმული კოჭობის თუხთუხი. ზღვიდან მონაბერმა ზეფირმა ხალისიანად შეიქროლა ევკალიპტის ტევრში.
ტკბილად, გრძნობამორევით ღიღინებს გოგონა. სიჩუმეა... ქარი არწევს ხის კენწეროებს.“

5. მოიფიქრეთ სამი მხარდამჭერი დეტალი მოცემული აზრის განსავითარებლად: (მხარდამჭერი დეტალები– 3


დეტალი–1.0; 2 დეტალი–0.5; 1 დეტალი–0.25)
„მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევით კოვიდ-19-ის დამარცხება შეუძლებელია“.

6.მოძებნეთ და ამოიწერეთ გარდამავალი აბზაცის თემატური წინადადება.(თემატური წინადადების ამოწერა–0.5)

„ქართული სალიტერატურო კრიტიკა შიო არაგვისპირელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში


რამდენიმე ძირითად ასპექტს გამოყოფს. ესენია: ადამიანის რაობა და საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულება;
სიყვარულის გაგება; გლეხკაცის თემა, ანუ სოციალური თემატიკა და ეროვნული თვითშეგნების საკითხი.
შიო არაგვისპირელისათვის, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებით მტკივნეული სწორედ რელიგიური და
ნაციონალური იდენტობის საკითხი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა რუსეთის მიერ დამონებულ საქართველოში
და, სამწუხაროდ, იმავე რუსეთის წყალობით მის თვალწინვე დაემხო ძლივს აღორძინებული ქართული
დემოკრატიული რესპუბლიკა“.

7. განსაზღვრეთ ზემომოყვანილი აბზაცის (დავალება 6). ლოგიკური ორგანიზების ტიპი


(აბზაცის ლოგიკური ორგანიზების ტიპის დადგენა 0.5)

8. გაიაზრეთ მოცემული საკითხი და განავითარეთ თეზისი (თეზისის განვითარება - 0.5)


სათაური: არჩევნები - ზედმეტი ფორმალობა თუ მოქალაქეიბრივი პასუხისმგებლობა.

II.ტესტი:
( 1 ქულა)
(ერთი სწორი პასუხი ფასდება 0.25 ქულით)
9. სტილის შერჩევისას ვითვალისწინებთ .......
ა. მკითხველის გემოვნებას, ტექსტის მიზანს, პოლიტიკურ ვითარებას; ბ. მკითხველის გემოვნებას, ტესტის
დანიშნულებას, პოლიტიკურ ვითარებას; გ. ტესტის დანიშნულებას, ტექსტის მიზანს, აუდიტორიას

2
10. ტექსტის დამუშავება ქოსბის მეთოდის გამოყენებთ მიზანშეწონილია....
ა. კითხვის ძირითად ეტაპზე; ბ. კითხვის ძირითად ეტაპზე გადასვლამდე; გ. კითხვის დასკვით ეტაპზე.
11. თემის განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვანია ....
ა. საკუთარ სურვილსა და გემოვნებაზე დაყრდნობა; 2. ჩვენი საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების
გათვალისწინება; 3. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
12. რას ნიშნავს და როდის უნდა განხორციელდეს ტექსტთან „დიალოგი“?
ა. ესაა ანალიტიკური კითხვების დასმა და ხდება დასკვნით ეტაპზე; ბ. ესაა ტექსტზე ზოგადი წარმოდგენის
შექმნა და ხდება სკანირების ეტაპზე; გ. ესაა ანალიტიკური კითხვების დასმა და ხდება ტექსტის სრულყოფილად
წვდომის ეტაპზე.

III ღია კითხვები: (4 ქულა)


(ერთი სრული პასუხი ფასდება 1,0 ქულით)

13. რა არის თეზისი და როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ის? (ჩამოთვალეთ მეთოდები და დაახასიათეთ).
14. რა კონკრეტული მახასიათებლები გამოარჩევს პუბლიცისტურ სტილს და რა განასხვავებს მას
მეცნიერულისაგან?
15. როგორ ვქმნით გეგმა-პროსპექტს და რა დანიშნულება გააჩნია მას?
16. რა და რა სახის მეტყველება არსებობს და რითი განსხვავდებიან ისინი? (ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ).
17. რა იცით შესავალი აბზაცის განვითარების მეთოდებზე?

IV. რეზიუმე: (3 ქულა)


შეფასება:
18. სათაურის გაფორმება – 0.5
19. ავტორი – 0.5
20. თარიღი– 0.5
21. ძირითადი ფაქტები–0.5
22. სტილი–0.5
23. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები (უშეცდომო- 0.5
ქულა; 4 შეცდომა -0.25; 5 და მეტი შეცდომა – 0 ქ.).

გაიოზ იმედაშვილის „რუსთველოლოგიური ლიტერატურის“ თვალიერებისას ერთობ საინტერესო ცნობას


წავაწყდი. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გაზეთ „ივერიის“ რედაქციისთვის ქიზიყელ მკითხველებს შეკითხვა
გაუგზავნიათ: „ყველას უკვირს, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ამ წიგნზე („ვეფხისტყაოსანს“ გულისხმობენ. - ლ. ბ.)
ხმასაც არ იღებენ მემატიანენიო“.. . . ვინმე თეოდოსიძეს გაუცია ქიზიყელებისთვის პასუხი „ივერიის“ 1888 წლის
მეხუთე ნომერში - გაოცდებით, ისეთი ჭკვიანური,დამაჯერებელი პასუხი გაუცია!
„ვეფხვის-ტყაოსანზედ“ იმიტომ არა არის-რა ნათქვამი ქართლის მატიანეებში, რომ ამ წიგნის
მოხსენიება აკრძალული უნდა ყოფილიყო“, რაც, თეოდოსიძის აზრით, იმით აიხსნება, რომ „ვეფხისტყაოსანი“
წოდებრიობის გადალახვის ქადაგებაა, რასაც მაღალი წოდება უნდა აემხედრებინოს. „რუსთაველი კი იმ დროს,
მეთორმეტე საუკუნეში, თავისის სპეტაკის ჭკუით, ებრძვის ცრუ ამპარტავნობას, აღმერთებს სუფთა გრძნობას
სიყვარულისას და ჰქადაგებს, რომ ნამდვილი სიყვარული არ უნდა შეეპუოს ცრუ რწმენას, გადააბიჯოს
შთამომავლობასა, გვარიშვილობას და ეძებდეს კაცში ადამიანსა“. . .მართლაც, მეთორმეტე საუკუნის
საქართველოში გაბატონებული ფეოდალური იდეოლოგიის პოზიციიდან „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი
განსხვავებულად მოაზროვნე, ანუ დისიდენტი ჩანს. პოემაში სხვა დისიდენტური აზრებიც შეინიშნება,
დისიდენტურად არის წარმოდგენილი თუნდაც გენდერული საკითხი (გავიხსენოთ, როგორი ინიციატივიანები
არიან რუსთაველის ქალები საზოგადოდ და კერძოდ სასიყვარულო ურთიერთობებშიც) ყოველივე ამის და ზოგი
სხვა რამის გამოც ფეოდალური ცენზურა (რომელსაც უთუოდ დაექვემდებარებოდა მატიანეები, რომლებიც
სამეფო კარზე იწერებოდა) შეეცდებოდა მიეჩქმალა ამგვარი, მისთვის მიუღებელი (ფეოდალური წესწყობილების
ძირგამომთხრელი) აზრების შემცველი პოემა და „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ავტორის მატიანეში
მოუხსენიებლობის მიზეზი მართლაც ეს უნდა იყოს.
ჩემი აზრით, სხვა მიზეზიც არსებობს რუსთაველის მატიანეში მოუხსენიებლობისა.
„ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა არამარტო სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ესთეტიკის სფეროშიც
იმდენად გაუსწრო თავის დროს, რომ მისი პოემა მე-12 საუკუნეში ვერანაირად ვერ იქნებოდა თავიდან ბოლომდე
გატაცებით საკითხავი წიგნი . თანამედროვეთ ``ვეფხისტყაოსნის`` მიმართ უთუოდ ექნებოდათ ამბივალენტური,

3
წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ის მათთვის მრავალმხრივ მიუღებელი, გამაღიზიანებელი, მაგრამ
სასარგებლო, თანაც იდუმალებით აღსავსე ტექსტი იქნებოდა, ეს კი ხელოვნების ქმნილებათა
სიცოცხლისუნარიანობის მთავარი პირობაა.
ბრეგაძე ლევან, რატომ არ იხსენიება რუსთაველი მატიანეში?
კრებულში: „მოგითხრობთ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ , თბილისი, 2009.

V. თემა: (5 ქულა)
აირჩიეთ ერთ-ერთი თემა და დაწერეთ (300 სიტყვა), ხაზი გაუსვით თეზისს:
შეფასება:
24. შესავლის განვითარება - 1.0;
25. თეზისის გამოყოფა - 1.0;
26. ძირითადი ნაწილისა და დასკვნის ორგანიზება - 1.0;
27. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები: (უშეცდომო– 2.0; 3 შეცდომა -
1.0; 4 - 0.5; 5 შეცდომა და მეტი– 0. );
28. ლექსიკა და სტილი - 1.0.

გაითვალისწინეთ, თემა ნულითშეფასდება, თუ:


 ტექსტი ალოგიკური და აზრობრივად გაუმართავია;
 თემა მხოლოდ ზოგადი საუბარია საკითხის ირგვლივ და არ ჩანს, რომ სტუდენტს წაკითხული აქვს
ტექსტი;
 ტექსტი არ არის 300 სიტყვა (არა უმცირეს 270 სიტყვისა).

1. გაიხსენეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან „HELLADOS“ ჯემალის მიერ ოქროს თევზების დახოცვის
ეპიზოდი; დაახასიათეთ ჯემალი და მისი მუსიკის მასწავლებელი

2. გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან „ყბაჩამ დაიგვიანა“ თვალახელილი თინას


განცდები და იმსჯელეთ მისი გადაწყვეტილების სისწორეზე.

You might also like