You are on page 1of 6

შუალედური გამოცდა შედგება:

1. პრაქტიკული ნაწილი - 4 ქულა


2. განმარტებები - 4 ქულა
3. დახურული ტესტი - 1 ქულა
4. ღია კითხვები - 4 ქულა
5. რეზიუმე - 2 ქულა
6. თემა - 5 ქულა.
ჯამში - 20 ქულა.

შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

პრაქტიკული ნაწილი

 სწორი პასუხი – 100%


 არასწორი პასუხი _ 0

განმარტებები

 განმარტება ზუსტი და ამომწურავია, ტერმინოლოგიის სიზუსტე დაცულია–100%


 განმარტება პრაქტიკულად სწორია, მაგრამ არა ამომწურავი, ტერმინოლოგიის
სიზუსტე დარღვეულია – 50%

დახურული ტესტი

 სწორი პასუხი – 100%


 არასწორი პასუხი _ 0

ღია კითხვები

 პასუხი ზუსტი და ამომწურავია, ტერმინოლოგია მართებულია –100%


 პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დაცულია –75%
 პასუხი არაა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დარღვეულია–50%
 პასუხი ფრაგმენტულია– 25%
 პასუხი არასწორია– 0%

რეზიუმე

სათაურის გაფორმება – 0.5


ავტორი – 0.5
თარიღი– 0.5
ძირითადი ფაქტები – 0.5
სტილი – 0.5
მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები (უშეცდომო-0.5
ქულა; 4 შეცდომა -0.25; 5 და მეტი შეცდომა – 0 ქ.).

თემის შეფასების სისტემა:


სტუდენტმა შეძლო შესავალი ნაწილის სრულყოფილად დაწერა 100%
სტუდენტმა ნაწილობრივ შეძლო შესავალი ნაწილის სრულყოფილად დაწერა 50%
სტუდენტმა ვერ შეძლო შესავალი ნაწილის სრულყოფილად დაწერა 0

სტუდენტმა შეძლო თეზისის დაწერა, ყველა ნიშნით დახასიათება და აღნიშვნა 100%

1
სტუდენტმა ვერ შეძლო თეზისის გამოყოფა და ყველა ნიშნით დახასიათება 0

სტუდენტმა შეძლო ძირითადი ნაწილის ორგანიზება და დასკვნის დასაბუთება 100%


სტუდენტმა შეძლო ძირითადი ნაწილის ორგანიზება და დასკვნის ნაწილობრივ დასაბუთება 50%
სტუდენტმა ვერ შეძლო ძირითადი ნაწილის ორგანიზება და დასკვნის დასაბუთება 0

სტუდენტმა არ დაუშვა მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომა 100%


სტუდენტმა დაუშვა მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ოთხი შეცდომა 50%
სტუდენტმა დაუშვა მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ხუთი და მეტიშეცდომა 0

სტუდენტმა შეძლო თემის ლექსიკურ-სტილურად გამართვა 100%


სტუდენტმა ნაწილობრივ შეძლო თემის ლექსიკურ-სტილურად გამართვა 50%
სტუდენტმა ვერ შეძლო თემის ლექსიკურ-სტილურად გამართვა 0

2
პრაქტიკული სამუშაო: (4 ქულა)

1. გამოიყენეთ ,,სააზროვნო რუკის” მეთოდი კატეგორიებითა და ქვეკატეგორიებით:

სათაური: ,,პანდემია და საზოგადოება“ - (0.5)

2. წაიკითხეთ ამონარიდი, აღნიშნეთ, რომელი სტილია: (0.5)

,, უნდა ითქვას, რომ საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით, მსოფლიოში მე-19 ადგილზეა,
ხოლო ზოგადად გლობალიზაციის დონით – 63-ზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2015 წლის
გლობალიზაციის ინდექსი 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს,
რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით.
გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად
მიიჩნევა.“

3. რედაქტირება. წაიკითხეთ ამონარიდი, ჩაასწორეთ ყველა ტიპის შეცდომა და გადმოწერეთ მთლიანი ტექსტი
სწორი ფორმით: (1 ქულა)

(უშეცდომო - 1.0 ქ.; 1-2 შეცდომა - 0.5 ქ.; 3-4 შეცდომა - 0,25 ქ.; 5 შეცდომა - 0 ქ.)

ცნობა ,,ქილილა და დამანას“ ქართულ თარგმანზე მე-XII საუკუნის ქართულ თარგმანში მოგვეპოვება თუმცა
უძველეს წიგნთსაცავებს ეს თარგმანი არ შემოუნახიათ. თარგმანის ახალი რედაქცია წამოუწყია კახეთის მეფე
დავითს ქეთევან დედოფლის მეუღლეს. ტექსტზე მუშაობა საუკუნეზე უმეტესად გაგრძელდა. თარგმანში სხვა და
სხვა პირები მონაწილეობდნენ. ჯერ სთარგმნიდა უცნობი სპარსელი ავტორი, რომელმაც ქართული ენა კარგათ არ
იცოდა, შემდეგ-ისპაჰანელი სომეხი, რომელმაც ქართული ენა იმ სპარსელზე უკეთესად ოღონდ მთლად კარგად
არ იცოდა, შემდეგ მეფე ვახტანგ VI, ბოლოს -სულხან-საბა ორბელიანი. ტექსტში გამოყენებულ ლექსებზე
მწიგნობარ ონანა მდივანს უმუშავნია.

4. მოძებნეთ და ამოიწერეთ ის სპეციფიკური სიტყვები და მხარდამჭერი დეტალები, რომელთა საშუალებითაც


ავტორი ავითარებს გარდამავალ აბზაცს. (დეტალების ჩამოთვლა - 0.5)

,, ხელჯოხიანი გუზან ტაოელი შავშეთის ციხე კოშკში წინ და უკან დადიოდა და ტახის ხორცის შემოტანას
ელოდა. მის წინ გაშლილ სუფრაზე ბოცო ჯაყელი შეექცეოდა ირმის სუკს, ადგილობრივი ღვინით იგრილებდა
ყელს და ხანდახან ახედავდა, მის წინ შემდგარ  მასპინძელს. თავად გუზან ტაოსკარელი სახეზე
წამოწითლებულიყო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თითქოს რაღაცის გამხელა უნდოდა სიყრმის
მეგობრისათვის, მაგრამ, როდესაც ბოცოს  გადახედავდა, სურვილი ეკარგებოდა საუბრის. ეზოში რჩეულიანთა
რაზმისათვის დიდი სუფრა იყო გაშლილი, აზნაურთა სიცილი ისმოდა. ბოლოს, როგორც ჩანს, ერთი აზნაური
ბოცოს და გუზანის სადღეგრძელოს თქმას აპირებდა და ამის გაგონებაზე ბოცო სამცხის სპასალარი სარკმელთან
მიდგა, ხელში ყანწი ეჭირა. აზნაურის დალოცვას უსმენდა.“

5. მოიფიქრეთ მხარდამჭერი დეტალები მოცემული აზრის განსავითარებლად: (3 დეტალი - 0.5ქ.; 2 დეტალი-


0.3ქ.; 1 დეტალი-0.1ქ.)

პროფესიონალიზმი მთავარი სოციალური ღირებულებაა.

6. მოძებნეთ და ამოიწერეთ გარდამავალი აბზაცის თემატური წინადადება.

(თემატური წინადადების ამოწერა - 0.5)

3
,,ბიოდიზელი დღეს უკვე მსოფლიო ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ყოველ წელს სულ უფრო და
უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში ბიოდიზელის წარმოებამ მთელ მსოფლიოში სერიოზულ
მასშტაბებს მიაღწია: 2012 წლის მონაცემებით, აშშ-ში 4 მლნ ტონა ბიოდიზელი, ევროკავშირში კი 9,1 მილიონი
ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული - ციფრები მართლაც შთამბეჭდავია და ამასთანავე მსოფლიო ტენდენცია
ბიოდიზელის წარმოების შემდგომ ზრდაზე მიუთითებს. მსოფლიო ლიდერი ამ სფეროში გერმანიაა, სადაც
გასულ წელს 2,5 მლნ ტონა ბიოდიზელი დაამზადეს; მნიშვნელოვანია საფრანგეთის წილი - 1,9 მლნ ტონა.
ბალტიის ქვეყნებში 165 ათასი ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული, პოლონეთში - 323 ათასი ტონა, აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში - ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში - 250 ტონაზე მეტი.“

7. განსაზღვრეთ ზემომოყვანილი აბზაცის (დავალება 4) ლოგიკური ორგანიზების ტიპი.

(აბზაცის ლოგიკური ორგანიზების ტიპის დადგენა - 0.5)

II. განმარტებები: (4 ქულა)


(ერთი სრული პასუხი ფასდება 1,0 ქულით).

8. რეზიუმე
9. აუდიტორია
10. თეზისი
11. აბზაცი

III. ტესტი: (1 ქულა)

(ერთი სწორი პასუხი ფასდება 0,25 ქულით)

12. წერის მიზნები გამოიყენება...


ა) მხოლოდ კომბინირებულად; ბ)მხოლოდ დამოუკიდებლად; გ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
13.მონოლოგური ფორმა და ნეიტრალური ლექსიკა გამოიყენება ...
ა) სასაუბრო მეტყველებაში; ბ) პრეზენტირებისას; გ)არცერთი პასუხი არ არის სწორი.

14. სხვადასხვა სტილის გამოყენება და სიტყვათქმნადობა ახასიათებს...


ა) პუბლიცისტურ სტილს ; ბ) მხატვრულ სტილს; გ) ორივე პასუხი სწორია.

15. აკადემიური ნაშრომის დაგეგმვისა და ორგანიზების საფეხურზე გადავდივართ...


ა) მას შემდეგ, რაც დავაკონკრეტებთ თემას; ბ)ინფორმაციის შეკრების შემდგომ; გ) არცერთი პასუხი არ არის
სწორი.

IV. ღია კითხვები: (4 ქულა)

(ერთი სრული პასუხი ფასდება 1,0 ქულით).

16. აბზაცის ლოგიკური ორგანიზების რამდენი ტიპია თქვენთვის ცნობილი და როგორ ვიყენებთ მათ?
(ამომწურავად)
17. რა მახასიათებლები აქვს ეფექტურ თეზისს? (ამომწურავად)

4
18. სტრუქტურულად როგორია გარდამავალი აბზაცის შედგენილობა? (ამომწურავად)

19. კითხვის რომელ საფხურს გულისხმობს სკანირება და როგორ ვიქცევით ამ ეტაპზე?


V. რეზიუმე: (2 ქულა)

შეფასება:

20. სათაურის გაფორმება – 0.25


21. ავტორი – 0.25
22. თარიღი– 0.25
23. სტილი – 0.25
24. ძირითადი ფაქტები – 0.5
25. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები (უშეცდომო- 0.5 ქულა; 4 შეცდომა - 0.25; 5
და მეტი შეცდომა – 0 ქ.).

ქართველი პოეტი ევროპაში


„მე ევროპამ სახლში არ შემიწვია, რადგან თბილისს მწვადი მეც შემიწვია“, – დაიჩივლა იოსებ გრიშაშვილმა
1920 წლით დათარიღებულ ლექსში, რომლის სათაურია „მაჯამა“. მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს ქართული
პოეზიის ანთოლოგიის შესადგენად და სათარგმნელად ჩვენი კულტურის სამინისტროსა და საქართველოს
მწერალთა კავშირის მოწვევით თბილისში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოსული
პოეტები რაინერ კირში და ადოლფ ენდლერი სწორედ გრიშაშვილის შემოქმედებამ დააინტერესა ძალიან. რაინერ
კირშისა და ადოლფ ენდლერის მიერ შედგენილ-თარგმნილი ანთოლოგია სათაურით „რვასაუკუნოვანი
ქართული პოეზია“ 1971 წელს გამოიცა ბერლინში. მასში იოსებ გრიშაშვილის ოთხი ლექსია შეტანილი, ადოლფ
ენდლერის თარგმნილი: „ტრიოლეტები შეითანბაზარში“, „თათრის ქალი სუბსარქისში“, „ქორწილი ჩვენს უბანში“
და „გამოთხოვება ძველ თბილისთან“.

მაგრამ ამ გერმანელი პოეტების დამოკიდებულება იოსებ გრიშაშვილის მიმართ ყველაზე კარგად ჩანს
ადოლფ ენდლერის წიგნში „საქართველოს შესახებ თხრობის ორი მცდელობა“, რომელიც პირველად 1976 წელს
გამოიცა, ხოლო მეორედ ახლახან – ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით, სადაც
საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ეს გამოცემა (გამომცემლობა „ვალშტაინი“), აწ
უკვე გარდაცვლილი ადოლფ ენდლერის მეუღლის მიერ მომზადებული, ისეთ ნაწილებსაც შეიცავს, რომლებიც
პირველ გამოცემაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შესულა. აქვეა ქართველი პოეტების ენდლერისეული
თარგმანები. ახალ გამოცემას სათაურად „მცირე კავკასიური დივანი. თხრობა საქართველოზე“ ჰქვია.

იოსებ გრიშაშვილის პატივისცემად უნდა ჩაითვალოს იცის, რომ წიგნის იმ განყოფილებას, რომელიც
ქართველ პოეტთა თარგმანებს შეიცავს, გრიშაშვილის ლექსის სათაური უზის სახელწოდებად: „გამოთხოვება
ძველ თბილისთან“. საინტერესოა ადოლფ ენდლერის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ იოსებ გრიშაშვილის ეს ლექსი
(1925) ვლადიმირ მაიაკოვსკის წინა წელს გამოქვეყნებული ლექსის „ვლადიკავკაზი – თბილისი“ საპასუხოდ
დაწერილი ჩანს.” (ლევან ბრეგაძე, ჟურნალი ,,არილი“, 2019 წელი} 

VI. თემა: (5 ქულა)

აირჩიეთ ერთ-ერთი თემა და დაწერეთ (300 სიტყვა), ხაზი გაუსვით თეზისს:

შეფასება:
26. შესავლის განვითარება - 1.0;
27. თეზისის გამოყოფა - 1.0;
28. ძირითადი ნაწილის ორგანიზება; თემატური წინადადებების აღნიშვნა - 0.5;
29. ძირითადი ნაწილისა და დასკვნის ორგანიზება - 1.0;
30. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები: (უშეცდომო– 1.0; 4 შეცდომა -
0.5; 5 და მეტი– 0. );
31. ლექსიკა და სტილი - 0.5.

5
გაითვალისწინეთ, თემა ნულით შეფასდება, თუ:

•ტექსტი ალოგიკური და აზრობრივად გაუმართავია;

•თემა მხოლოდ ზოგადი საუბარია საკითხის ირგვლივ და არ ჩანს, რომ სტუდენტს წაკითხული აქვს ტექსტი;

•ტექსტი არ არის 300 სიტყვა (არა უმცირეს 270 სიტყვისა).

1. გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან ,,ყბაჩამ დაიგვიანა“ თინას ქალაქში


ჩამოსვლის ეპიზოდი და იმსჯელეთ უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ საზოგადოების
დამოკიდებულებაზე.
2. გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ
სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ ფინალური ეპიზოდი და იმსჯელეთ, თქვენი აზრით, რა
არის ამ მონაკვეთის მთავარი სათქმელი.

You might also like