You are on page 1of 15

ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
თავისუფალი წერა
ხელოვნური ინტელექტი არამხოლოდ წარმოადგენს რობოტს
ადამიანის მსგავსი თვისებებითა და მახასიათებლებით, იგი ასევე
მოიცავს ყველაფერს, დაწყებული Google-ს ძებნის ალგორითმიდან,
დამთავრებული იარაღებით. მიჩნეულია, რომ ხელოვნურ ინტელექტს
შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს სამყარო, ჩვენი აწმყო და ჩვენი
მომავალი. მას შეუძლია უდიდესი გადატრიალების მოხდენა ისეთ
მცირე ასპექტებშიც, როგორიცაა ჩვენი ყოველდღიური საქმეები,
დალაგება, რეცხვა, ან უფრო სერიოზული: გადაადგილება, მედიცინა,
ომი და ა.შ. დღესდღეისობით ჩვენთვის ცნობილია სუსტი ხელოვნური
ინტელექტი, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს საქმეს. მას ავალია
საქმეები, როგორიცაა მაგალითად სახის ამოცნობა, ინტერნეტში
ძიება, თამაშების ფუნქცია. უამრავი მკვლევარის მიზანია ძლიერი
ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც უფრო მეტ ფუნქციას
შეითავსებს, ვიდრე ადამიანი. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება საფრთხესაც წარმოადგენდეს
კაცობრიობისთვის. თუკი იგი ზედმეტად ჭკვიანი გახდება და წვდომა
მთელ ინტერნეტზე ექნება, იგი შეძლებს მოიპოვოს ბევრისთვის
დაფარული მასალა და არავინ იცის, რაში შეუძლია მას ამის
გამოყენება.
ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
ჩანაწერების ჟურნალი
1. მათემატიკოსმა და კომპიუტერული მეცნიერებების
ფუძემდებელმა, ალან ტურინგმა, რომელმაც უდიდესი როლი
შეასრულა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, საკუთარ
ნაშრომში ,,კომპიუტერული ტექნიკა და ინტელექტი’’, რომელიც 1950
წელს გამოქვეყნდა, დასვა კითხვა: ,,შეუძლიათ მანქანებს ფიქრი?’’
ამავე წელს ხელოვნური ინტელექტის საზომად მან შექმნა ტესტი,
რომელსაც ტურინგის ტესტს ვუწოდებთ. ტესტის მიზანია კომპიუტერმა
დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ ისიც ადამიანია. თუ კომპიუტერ
მართლაც დაამტკიცებს, რომ ის არაა ჩათბოტი, მაშინ მან წარმატებით
გაიარა ტესტი. ტურინგის ამ ტესტს დღესაც იყენებენ, მაგრამ დღეს-
დღეისობით ბევრი ფიქრობს, რომ იგი უკვე აღარაა საუკეთესო გზა
ხელოვნური ინტელექტის გასაზომად.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Cryptanalysis_of_the_Enigma
2. 1996 წელს, IBM-ის Deep Blue რუს მოჭადრაკე გარი
კასპაროვთან თამაშისას დამარცხდა, თუმცა მისი შედეგი ერთი წლის
შემდეგ გამოასწორა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მანქანას
მილიონამდე ჭადრაკის პოზიციის გამოთვლა შეეძლო (გარი
კასპაროვმა კი მაინც შეძლო მისი დამარცხება, სიგიჟეა, არა?).
2016 წელს, Google DeepMind-ის მიერ შექმნილმა AlphaGo-მ
უძველეს სამაგიდო თამაშ გოში 18 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ლი
სედოლი ხუთიდან ოთხ თამაშში დაამარცხა. ახალი არაა, რომ
კომპიუტერს შეუძლია ადამიანის დამარცხება სამაგიდო თამაშებში,
მაგრამ გოს შემთხვევაში ეს განსხვავებულია. ამ სამაგიდო თამაშში
სვლების გათვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან 10^170
განსხვავებული სვლის განხორციელებაა შესაძლებელი. ლი სედოლის
დამარცხებაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ამ თამაშიდან მხოლოდ
ერთ წელში, სულ ახალმა AlphaGo Zero-მ ასიდან ასივე თამაშში
დაამარცხა წინა ვერსია - AlphaGo. ყველაზე გასაოცარი ფაქტი კი არის
ის, რომ AlpaGo Zero-მ თამაში ადამიანებისგან დამოუკიდებლად
ისწავლა. თავიდან მას მხოლოდ გოს ძირითადი წესები ასწავლეს, მან
კი AlphaGo-ს შესაძლებლობებს სულ რაღაც 40 დღეში გადააჭარბა და
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანიც კი არაა და მხოლოდ საკუთარ თავს
ეთამაშებოდა, იგი დღეს მსოფლიოში გოს საუკეთესო მოთამაშეა.
წყარო: https://www.valuer.ai/blog/75-facts-about-artificial-intelligence
3. როდესაც უშუალო შეხება გვაქვს ხელოვნურ ინტელექტთან,
მაგალითად Google Now, Alexa, Siri და Cortana, ვამჩნევთ, რომ მათ
უმეტესობას ქალის ხმა აქვს. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ოდნავ
შემზარავ ფაქტადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ
ქალებიც და კაცებიც ქალის ხმას უფრო სასიამოვნოდ მიიჩნევენ.
წყარო: https://medium.com/voice-tech-podcast/siri-alexa-cortana-and-
why-all-boats-are-a-she-e4fb71b6a9f7
4. Sony-ს Aibo ერთ-ერთი პირველი ,,სათამაშოა’’, რომელთანაც
უშუალოდ კონტაქტია შესაძლებელი. Aibo რობოტი ძაღლია,
რომელსაც შეუძლია პატრონის ცნობა და იგი გამოხატავს ემოციებს.
წყარო: https://us.aibo.com/
5. ,,2045 წლის ინიციატივა’’ არის რუსი მეწარმის, დიმიტრი
იცკოვის და სხვა რუსი სპეციალისტების (რობოტიკის, ინტერფეისების,
ხელოვნური ინტელექტის და ა. შ) მიერ დაარსებული ორგანიზაცია.
მისი მიზანია ,,შეიქმნას ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება ადამიანის ,,პიროვნების’’ უფრო მოწინავე, არა-
ბიოლოგიურ სხეულში გადატანა და სიცოცხლის გახანგრძლივება
უკვდავებამდე’’. მათ ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია მთელი
გეგმის ნახვა დაწყებული 2015 წლიდან, დამთავრებული 2045 წლით.
წყარო: http://2045.com/
6. კიდევ ერთი საინტერესო მიღწევა ხელოვნურ ინტელექტში არის
SGI Altix-ის სუპერკომპიუტერი, ნაუტილუსი. მას მომავლის
წინასწარმეტყველება შეუძლია. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა
,,არაბული გაზაფხული’’ 2010 წელს და განსაზღვრა, რომ ოსამა ბინ
ლადენი 125 მილის დაშორებით იმალებოდა. ნაუტილუსმა ინფორმაცია
ასი მილიონი სტატიიდან შეაგროვა, რომლებიც 1945 წლიდან მთელ
მსოფლიოში იბეჭდებოდა. ეს სტატიები ორ ნაწილად იყოფოდა: მისი
ხასიათითა და ადგილით. სწორედ ამ ინფორმაციისა და სიახლეების
საშუალებით ნაუტილუსმა განსაზღვრა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.
შეიძლება ნაუტილუსმა ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველოს
მომავალი, თუმცა შეიძლება ისეთი ,,პროგნოზი’’ მოგვაწოდოს, რომელიც
ახლოს იქნება რეალობასთან.
წყარო: https://www.extremetech.com/extreme/95675-supercomputer-
predicts-egyptian-revolution-bin-ladens-location
ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
მაპროვოცირებელი შეკითხვები
1. რა არის ხელოვნური ინტელექტი?
2. შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანისგან
დამოუკიდებლად ქმედება?
3. რა მიღწევები გვაქვს დღესდღეისობით ხელოვნურ
ინტელექტში?
4. რა არის სუსტი ხელოვნური ინტელექტი?
5. რა სარგებლობა მოაქვს, ან რა სარგებლობა შეიძლება
მოუტანოს ხელოვნურმა ინტელექტმა საზოგადოებას?
6. ვინ არის ხელოვნური ინტელექტის ფუძემდებელი?
7. რა სახით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ
ცხოვრებაში?
8. სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი?
9. შეუძლია ადამიანის გონების ჩანაცვლება ხელოვნურ
ინტელექტს?
10. შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ფიზიკური შრომის
შესრულება?
11.საშიშია თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება?
12.რა ზომებს უნდა მივმართოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი
ადამიანის შექმნილი ბოლო სასწაული არ იყოს?
ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
აბლაბუდა
The Bombe

ნაუტილუსი
ენიგმა

ალან
ტურინგი
თვითმმართველი
სუპერკომპიუტერებ მანქანები

ხელოვნური
Alphago Zero ინტელექტი საფრთხის
არიდება

თამაშები
2045 წლის
ინიციატივა
დამხმარე ხელოვნური
ინტელექტი
Alphago
რობოტები

Siri, Cortana,
სოფია Alexa ა.შ
Sony Aibo
ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
გონებრივი იერიში
პირველი ფაზა: ნუსხის შედგენა
კომპიუტერები, ადამიანის შექმნილი, ალან ტურინგი, მანქანა,
საფრთხე, საჭიროება, უსაფრთხოება, ადამიანის დახმარება,
სისწრაფე, ომი, ინტერნეტი, ინტერფეისები, რობოტები,
დაპროგრამება, ინჟინერული ჩარევა, კომპიუტერული მეცნიერება,
ჭკვიანი მანქანები, ტექნოლოგია, ადამიანურად ფიქრი, წვდომა,
კონტროლი, გამომგონებლები, ქცევა, დაჭკვიანება, რობოტიკა,
განვითარება, ხელშეწყობა.
მეორე ფაზა: იდეათა ორგანიზება:
1) კომპიუტერები, მანქანა, ინტერნეტი, ინტერფეისები,
დაპროგრამება, ინჟინერული ჩარევა, ტექნოლოგია, რობოტიკა.
2) ადამიანის შექმნილი, ალან ტურინგი, საჭიროება, ადამიანის
დახმარება, სისწრაფე, ომი, კომპიუტერული მეცნიერება,
გამომგონებლები, დაჭკვიანება, განვითარება, ხელშეწყობა.
3) საფრთხე, ომი, ჭკვიანი მანქანები, ადამიანურად ფიქრი, წვდომა,
კონტროლი, ქცევა.
მესამე ფაზა: თემის მონახაზის შექმნა
აბზაცი 1 - შესავალი (რა არის ხელოვნური ინტელექტი)
აბზაცი 2 - როგორ შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი
აბზაცი 3 - რაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი (ფაქტები)
აბზაცი 4 - არსებობს თუ არა საფრთხე და როგორ ავირიდოთ იგი
აბზაცი 5 - დასასრული
ანა მჭედლიშვილი

ხელოვნური ინტელექტი
გეგმა-პროსპექტი
პირობითი სათაური: ხელოვნური ინტელექტი
შესავალი
თეზისი: ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ერთ-ერთ უდიდეს
მიღწევას წარმოადგენს.
ძირითადი ნაწილი:
I ხელოვნური ინტელექტი არამხოლოდ წარმოადგენს რობოტს
ადამიანის მსგავსი თვისებებითა და მახასიათებლებით, იგი ასევე
მოიცავს ყველაფერს, დაწყებული Google-ს ძებნის ალგორითმიდან,
დამთავრებული იარაღებით.
II ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ მამად ალან ტურინგია
აღიარებული.
 ალან ტურინგის მანქანა
 ადამიანის დახმარება
III ხელოვნური ინტელექტი დღეს ადამიანს სიცოცხლეს უმსუბუქებს.
 ფაქტები
 მონაცემები
IV ყველა ხელოვნური ინტელექტის მიღწევაზე დაყრდნობით,
სავარაუდოამ რომ იგი ჩვენთვისაც გახდეს საშიში.
 ელონ მასკის დამოკიდებულება
 სტივენ ჰოკინგის დამოკიდებულება
 ხელოვნური ინტელექტის კონტროლი
 ჩემი კომენტარი
დასკვნა

You might also like