You are on page 1of 1

ერთგულება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი თვისებაა .

სამშობლოს ერთგულება და მისი სიყვარული კი უდიდესი გრძნობა, რაც კი შეიძლება ,


ადამიანს გააჩნდეს. სწორედ ამას გვიამბობს ნოდარ დუმბაძე მის ნაწარმოებში ,,Hellados”,
რომელიც საბერძნეთის ძველი სახელწოდებაა. ისტორიას დაობლებული, თბილისელი
ჯემალისგან ვისმენთ, რომელსაც წარმოშობით ბერძენ იანგულისთან მტრობა
მეგობრობად, პატივისცემად და ბოლოს ტკივილად ექცა.

ჯერ მხოლოდ თოთხმეტი წლის იანგულის, რომელიც სოხუმში, ვენეციის გზატკეცილზე


ცხოვრობდა, კარგად ესმოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ თავი დაემკვიდრებინა
სააზოგადოებაში. უბნის ყოჩი იყო და მისი ასაკის ბიჭებს აშინებდა , ვერავინ ბედავდა
მასთან ჩხუბს. ,,სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჟიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს
ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს
კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან
ფასებში ჰყიდდა.“ იანგული დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ერთის მხრივ
გაკვირვებული დარჩა, ჯემალი რომ ისე არ მოიქცა, როგორც დანარჩენი ბიჭები და მას
შეეწინააღმდეგა. თბილისიდან ჩამოსული ბიჭი უკან არ იხევდა და არ ეპუებოდა მას , ვინც
თავის ნებაზე ატრიალებდა უბნის ბავშვებს, იანგულის აბნევდა და ალბათ ინტერესსაც
უღვივებდა. იგი ,,უბნის ყოჩის“ ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, ჯემალი კი
იმისთვის, რომ ლაჩარი არავის ჰგონებოდა. იანგულის სამართლიანობა პირველად მაშინ
ჩანს, როდესაც პატიოსნად ჩხუბზე უთანხმდება ჯემალს და პეტია აიძულა, ქვები
გადაეყარა. იგი არ ყოფილა უბრალო ბიჭი, რომელსაც ძალაუფლება სურდა . მისი
ადამიანური მხარე იმაზე მეტად იყო დასაფასებელი, ვიდრე ფიზიკური სიძლიერე . მას
შემდეგ, რაც ბიჭები ერთმანეთთან ფიზიკური ჩხუბით დაიღალნენ, გამარჯვების
მოსაპოვებლად ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს. ნახევარი წლის განმავლობაში მათი
,,სალანძღავი სიტყვების არსენალი“ შემცირდა და დარჩა მხოლოდ ,,შენი დედა ვატირე ,
იანგული“ და საპასუხო ,,იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!“ იანგულიმ კიდევ
ერთხელ გამოაჩინა მისი სულის სილამაზე, როდესაც გაიგო, ჯემალს დედა აღარ ჰყავდა .
მას მერე ბიჭს დედა აღარ გაულანძღია და ამით ჯემალის პატივისცემა გაათმაგა .

როდესაც დრო დადგა, რომ იანგულის თემის ბერძნები სამშობლოში უნდა


დაბრუნებულიყვნენ, ბიჭი დასევდიანდა და მამამისსაც გაუწია წინააღმდეგობა . მისთვის
სამშობლო საქართველო იყო. ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა , სადაც იბრძოდა და
სადაც ჰყავდა მეგობრები. ,,ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია,“ HELLADOS, ,,ეს
ამოსვირინგებული სიტყვაა ჯემალო. სამშობლო უფრო ღმადაა. უფრო შიგნით ...“ ამიტომ
ვერ შეძლო იანგულიმ საბერძნეთში დაბრუნება. მამა-პაპის მიწაზე დაბრუნებას მან
გემიდან გადმოხტომა არჩია და მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალმა ვერ მოაღწია მიწამდე ,
იგი ბოლომდე საკუთარ სამშობლოში დარჩა. სამშობლო უფრო მეტია, ვიდრე უბრალო
მიწა. სამშობლო ისაა, სადაც ყველგან სახლში გრძნობ თავს და არა ის, საიდანაც მოდის
შენი სისხლი. სამშობლო ისაა, სადაც გული მიგიწევს, ამიტომ მგონია, იანგულის
არაფრისთვის უღალატია. ვფიქრობ, ეს სრულიად საწინააღმდეგო იყო ღალატის.
იანგულიმ სამშობლოს მიტოვებას სიკვდილი არჩია და არაფერია ისეთი , რაც ამაზე უკეთ
აჩვენებს მის ერთგულებას.

You might also like