You are on page 1of 1

ძველი დროიდან რომ ძვირფასი იყო საქართველო ქართველებისთვის, ამის გამო

ვცხოვრობთ ქართულ მიწაზე და ამის გამო არ გადაშენდა ჩვენი ერი. ოდითგანვე


ქართველებს ისე ღრმად ჰქონდათ სამშობლოს სიყვარული გულში ჩამალული, რომ მზად
იყვნენ, გაეწირათ თავები მისთვის, ოღონდ არ დაეკარგათ ის, რისთვისაც იბრძოდნენ. ეს
სიყვარული იმდენად დიდია, იმდენად დიდებული, გურამ დოჩანაშვილის ერთ -ერთი
პერსონაჟი, შალვა კეჟერაძე ასე მოიხსენიებს: ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ
სჭირდება.“

ქართველების უმეტესობაში სამშობლოს სიყვარულს იმდენად ღრმად აქვს ფესვები


გადგმული, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, რაც არ უნდა ნახონ, ენატრებათ მხოლოდ
საქართველო და მხოლოდ უკან დაბრუნებაზე ფიქრობენ. მათთვის ეს პატარა მიწის
ნაგლეჯიც, რაც კი დაგვრჩენია, მნიშვნელოვანია და არაფრის დიდებით გაცვლიან
არაფერში. სწორედ ასეთი პატრიოტია შალვაც. იგი აფასებს ყველაფერს, რაც უნახავს და
იცის საქართველოზე. ნაკადულის წყლით სველდება, ბალახზე წვება, ხვდება განთიადს ,
გრძნობს მიწას და თავის ქვეყანას, სადაც გაიზარდა და დაიბადა . მას იმდენად უყვარს იგი ,
ადამიანურობადაც უკვე სამშობლოს სიყვარული მიაჩნია და ცდილობს საქართველო-
მივიწყებული გერასიმე ,,გააადამიანუროს“. შალვა არ კარგავს იმედს და მიუხედავად
ყველა იმ უშედეგო მცდელობისა, სიმამ დაინახოს რა არის სამშობლო, მას მაინც სჯერა ,
,,მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე “. ნაწარმოები
ემოციური, მოლოდინებით აღსავსეა, განსაკუთრებული მომენტი კი დგება მაშინ, როდესაც
შალვა გერასიმეს არჩევანის გაკეთებას აიძულებს: იგი ან უნდა დარჩენილიყო სოფელში ,
სადაც თვითონ შალვამ მოიყვანა იმ იმედით, რომ გაახსენებდა მის ფესვებს , ან უნდა
ასულიყო ავტობუსში და ზურგი ექცია ამ შანსისთვის. შალვას ბოლო სიტყვებიდან კი ,
რომელიც მაშინ უთხრა გერასიმეს, როცა იგი მაინც ავტობუსში ავიდა , დიდი სინანული
ჩანს: ,,ნახვამდის, სიმიკოო!“ შალვას სიტყვებმა გულცივ გერასიმეში ემოციები ვერ აღძრა ,
რადგან იგი ზედაპირული მატერიალისტია. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა , რა დროს
გაიღვიძა გლეხმა და სრულიად უცხო ხალხს როგორ უმასპინძლდა ; როგორ
დაუყვედრებლად დაუდო ორივეს წინ მისი მოპოვებული საკვები და ღვინო. გერასიმეს ეს
სულ არ ანაღვლებდა, ისე იქცეოდა, თითქოს დაიმსახურა კიდეც. მისთვის მნიშვნელობა
არ ჰქონდა, რისთვის იბრძოდნენ მისი წინაპრები. კარგად იცოდა ისტორია , მაგრამ
მისთვის ალბათ ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები იყო და არა
რეალობა, რომელსაც ქართველი ერი, ჩვენი წინაპრები ძლივს გადაურჩნენ. გერასიმე
სრული საპირისპიროა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,HELLADOS“-ში წარმოდგენილი
პერსონაჟის, იანგულის. იანგული კი, გერასიმესგან განსხვავებით, წარმოშობით
ქართველიც კი არაა, თუმცა კარგად ესმოდა სამშობლოს არსი და მის დატოვებას
სიკვდილი არჩია. გერასიმე კი ორი დღით სოფელშიც არ დარჩა ქვეყნის სიყვარულის
გამო და სიმშვიდე მხოლოდ მაშინ მოიპოვა, როდესაც თვითმფრინავში ჩაჯდა და
კავკასიონს ზემოდან გადმოხედა. ზოგი ადამიანისთვის სამშობლოს სიყვარული
ზედაპირულია, სამშობლო ყველასთვის არაა. მათ ურჩევნიათ, მხოლოდ სილამაზით
დატკბნენ და არ ჩაწვდნენ იმ სიღრმეებს, რომელსაც ნამდვილი ადამიანი ჩაწვდებოდა .

შალვა კეჟერაძის მცდელობის მიუხედავად, გერასიმე ვერ ,,გაადამიანურდა ,“ თუმცა , ჩემი


აზრით, ავტორმა შალვას სახით ერთ-ერთი მისაბაძი პერსონაჟი გვაჩუქა. მას სიტყვა
სამშობლოს წარმოთქმაც კი ეუხერხულებოდა, რაც ნათელს ხდის მის უდიდეს სიყვარულს
საქართველოს მიმართ.

You might also like