You are on page 1of 4

1

განსხვავება ზოგად ლოგიკასა და ტრანსცენდენტალურ ლოგიკას შორის   


ზოგადი  ლოგიკა  შემეცნების  ყოველი  შინაარსისაგან  (ობიექტზე  ყოველი  მიმართებისაგან) 
განყენებულია  და  განიხილავს  აზროვნების  მხოლოდ  ფორმებს.  ​ზოგადი  ლოგიკა  არ 
ინტერესდება  წარმოდგენათა  წარმომავლობით.  მასში  (ზოგად  ლოგიკაში)  საუბარია 
მხოლოდ  განსჯის  ფორმაზე,  რაც  შეიძლება  მიეყენოს  წარმოდგენებს  (მათი 
წარმომავლობისდა მიუხედავად).  
ტრანსცენდენტალური  ლოგიკა  არ ​არ  განეყენება  შემეცნების  ყოველ  შინაარსს.  იგი  იკვლევს, 
ასევე,  საგანთა  შესახებ  ჩვენი  ცოდნის  წარმოშობასაც.  მას  საქმე  აქვს  განსჯის  კანონებთან, 
ოღონდ  იმდენად,  რამდენადაც  ისინი  (ეს  კანონები)  a  priori  ეხება  საგნებს.  ანუ 
ტრანსცენდენტალური  ლოგიკა  არის  მეცნიერება  წმინდა  განსჯითი  შემეცნების  შესახებ, 
რითაც  საგნებს  სრულიად  a  priori  გავიაზრებთ  (ანუ  ეხება  ცნებებს,  რომელთაც შეიძლება a 
priori მიმართება ჰქონდეთ საგნებზე). 
 

ტრანსცენდენტალური  ლოგიკის  დაყოფა  ტრანსცენდენტალურ  ანალიტიკად  და 


2
ტრანსცენდენტალურ დიალექტიკად  
ტრანსცენდენტალური  ლოგიკის  ნაწილი  წმინდა  განსჯითი  შემეცნების  ელემენტებს  (წმინდა 
განსჯით  საწყის  ცნებებს)  რომ  გადმოსცემს,  რომელთა  გარეშეც  შეუძლებელია  საგნის 
გააზრება  არის  ტრანსცენდენტალური
​ტრანსცენდენტალური  ანალიტიკა
ანალიტიკა.  ​წმინდა  ​განსჯითი  ცნებების  გაშინაარსება 
(ობიექტის  მოცემა)  მხოლოდ  გამოცდილებას  შეუძლია  და  მხოლოდ  გამოცდილების  მიმართ 
შეიძლება იქნეს გამოყენებული ეს ცნებები.  
მაგრამ  არსებობს  საფრთხე  რომ  ამ  ცნებათა  გამოყენება,  მათით  აგებული  მსჯელობა 
უსაფუძვლოდ  და  არასწორად  გავრცელდეს  გამოცდილების  (ემპირიის)  მიღმა,  ანუ  იმ 
3
საგნებზე,  რომლებიც  არ  გვაქვს  მოცემული  და,  შესაძლოა,  არც  არანაირად  არ  მოგვეცეს . 
წმინდა  განსჯის  ამ  არასწორ  გამოყენებას  ჰქვია  დიალექტიკური​
​დიალექტიკური.  ტრანსცენდენტალური 
ლოგიკის  მეორე  ნაწილს  ჰქვია  ტრანსცენდენტალური
​ტრანსცენდენტალური  დიალექტიკა  და წარმოადგენს გონების 
კრიტიკას მის მეტაფიზიკურ გამოყენებაში. 
 
4 5
ტრანსცენდენტალური ანალიტიკა . კატეგორიები  
ტრანსცენდენტალური  ანალიტიკა  არის  ჩვენი  a  priori  ცოდნის  დანაწევრება
​დანაწევრება  ​წმინდა 
განსჯითი შემეცნების ელემენტებად (წმინდა განსჯით ცნებებად).  

1
​უფრო დაწვრილებით ამ განსხვავების შესახებ იხ. გვ. 77-78. 
2
​უფრო დაწვრილებით ამ დაყოფის შესახებ იხ. გვ. 80-81. 
3
​ანუ გავრცელდეს ტრანსცენდენტურ სფეროზე - თავისთავად ნივთებზე (ნოუმენებზე). 
4
​ტრანსცენდენტალური​ ​ანალიტიკა​ ი​ ყოფა​ ცნების​
​ცნების ანალიტიკად​
​ანალიტიკად ​და​ ძირითად​
​ძირითად დებულებათა​
​დებულებათა ანალიტიკად​
​ანალიტიკად.​ აქ 
საუბარია ცნების ანალიტიკაზე. 
5
​უფრო დაწვრილებით ტრანსცენდენტალურ ანალიტიკაზე იხ. გვ. 81 და კატეგორიებზე იხ. გვ. 84; 87-89. 
ტრანსცენდენტალური ანალიტიკა წამოაყენებს შემდეგ დებულებებს: 
6
1) ეს ცნებები წმინდა და არა ემპირიული ცნებები არიან  
2) ეს  ცნებები  აზროვნებასა  და  განსჯას  ეკუთვნიან  და  არა  მჭვრეტელობასა  და 
7
მგრძნობელობას  
3) ეს  ცნებები  პირველსაწყისი  ცნებები  არიან  და  განსხვავდებიან  ნაწარმოები  ან  მათგან 
8
შედგენილი ცნებებისგან  
4) ამ  ცნებების  ცხრილი  სრულია  და  ისინი  წმინდა  განსჯის  მთელ  ველს  მთლიანად 
9
ავსებენ  
წმინდა  განსჯა  ყოველგვარი  ემპირიულისგან  და  გრძნობადისგან  განსხვავდება  და  არის 
თვითკმარი  ერთიანობა,  რომელიც  არანაირი  გარეგანი  დანამატებით  არ  გაიზრდება. 
მხოლოდ  წმინდა  განსჯითი  შემეცნების  მთლიანობის  ამ  იდეის  საფუძველზეა  შესაძლებელი 
მისი  (წმინდა  განსჯითი  შემეცნების)  დანაწევრება  ელემენტებად  (პირველად  ცნებებად)  და, 
ასევე, ამ მთლიანობის იდეის საფუძველზეა შესაძლებელი საერთოდ ცოდნის სისრულე. 
განსჯა ​ნეგატიურად ​განისაზღვრება ​როგორც ​არაგრძნობადი ​შემეცნების ​უნარი​. ​რადგან
მგრძნობელობისაგან ​დამოუკიდებლად ​მჭვრეტელობა ​ვერ ​გვექნება​, ​ამდენად ​განსჯა ​არ
არის​ ​მჭვრეტელობა​.
ყოველი (​ადამიანური​) ​შემეცნება ​ცნებებით ​შემეცნებაა​, ​არა ​ინტუიციური​, ​არამედ
დისკურსიული​.
ყველა ​მჭვრეტელობა (​როგორც ​ზოგადი​) ​დამყარებულია ​აფექციებზე​, ​ხოლო ​ცნებები -
ფუნქციებზე​.
ფუნქცია, ​კანტის ​მიხედვით​, ​არის ​მოქმედებათა ​ისეთი ​ერთიანობა​, ​რომელიც ​სხვადასხვა
ფუნქცია​
წარმოდგენებს​ ​ერთი​ ​საერთო​ ​წარმოდგენის​ ​ქვეშ​ ​აწესრიგებს​.
ასე ​რომ ​ცნებები ​დაფუძნებულია ​აზროვნების ​სპონტანობაზე​, ​მჭვრეტელობები -
შთაბეჭდილებათა​ ​რეცეპტულობაზე​.
განსჯა ​ამ ​ცნებების ​საშუალებით ​მ ​ს ​ჯ ​ე ​ლ ​ო ​ბ ​ს ​და ​ეს ​არის ​განსჯის ​მიერ ​ამ ​ცნებათა
გამოყენების​ ​ერთადერთი​ ​შესაძლებლობა​.
ცნება ​არასოდეს ​არ ​არის ​უშუალოდ ​საგანზე ​მიმართული​, ​არამედ ​იგი (​ცნება​) ​მიმართულია ​ან
საგნის ​უშუალო ​წარმოდგენაზე (​ანუ ​მჭვრეტელობაზე​), ​ან ​სხვა ​ცნებაზე​. ​ასე ​რომ ​მ ​ს ​ჯ ​ე ​ლ ​ო ​ბ
ა ​არის ​საგნის ​არა ​უშუალო​, ​არამედ ​შუალობითი (​გაშუალებული​) ​ცოდნა​, ​ანუ ​მისი
წარმოდგენის​ ​წარმოდგენა​. 

6
​ანუ აპრიორულები არიან 
7
​ანუ​ ​მგრძნობელობის​ ​აპრიორული​ ​ფორმები​ კ​ ი​ ​არ​ ​არიან​, ​არამედ​ ​განსჯის​ ​აპრიორული​ ​ფორმები 
8
​ანუ​ ​ეს​ ​ცნებები​ ​არ​ ​წარმოდგებიან​ ​საიდანღაც​, ​არამედ​ ​მოცემულნი​ ​არიან​ ​განსჯის​ ​მთლიანობა​-​ერთიანობაში
იმთავითვე 
9
​ანუ​ ​ამ​, ​როგორც​ ​შემდეგ​ ​ვნახავთ​, თორმეტი​
​თორმეტი ​წმინდა​ ​განსჯით​ ​საწყისურ​ი ​ცნების​ (​როგორც​ ​კანტი​ ​უწოდებს​ -
კატეგორიას​) ​გარდა​, ​სხვა​ ​ასეთივე​ ​ცნება​ ​არ​ ​არსებობს. ისინი (კატეგორიები) არც მეტი, არც ნაკლები - 
თორმეტნი არიან 
მსჯელობის ​ყოველგვარი ​შინაარსისგან ​განყენებით ​და ​მხოლოდ ​განსჯის ​ფორმაზე
კონცენტრირებით​, ​კანტი ​აზროვნების ​ფუნქციებს ​ოთხ ​ჯგუფად ​ყოფს ​და ​თითოეულში ​სამ
მომენტს​ ​გამოყოფს​: 
1. ​რაოდენობრიობა
ზოგადი
კერძო
ერთეული
2. ​თვისებრიობა
დადებითი
უარყოფითი
უსასრულო
3. ​მიმართება
კატეგორიული
ჰიპოთეტური
დიზიუნქციური
4. ​მოდალობა
პრობლემატური
ასერტორული
აპოდიქტური
 
განსჯა  მთლიანად  ამოიწურება  მასში  ნაგულისხმევი  თორმეტი  ფუნქციით  და  ამ  ფუნქციათა 
შესატყვისად  კანტი  აყალიბებს  წმინდა  განსჯით  ცნებათა  ჩამონათვალს, რომელიც საერთოდ 
მჭვრეტელობის  საგნებს  a  priori  ეხებიან  და  რომელთაც  არისტოტელედან  მომდინარე 
ტრადიციისამებრ ​კატეგორიებს​
კატეგორიებს უწოდებს​: 
1. ​რაოდენობრიობა
ერთიანობა
სიმრავლე
ყოვლადობა
2. ​თვისებრიობა
რეალობა
უარყოფა
განსაზღვრება
3. ​მიმართება
თვითმყოფობა​ ​და​ ​თანამყოფობა​ (substantia et accidens)
მიზეზობრიობა​ ​და​ ​დამოკიდებულება​ (​მიზეზი​ ​და​ ​მოქმედება​)
ურთიერთობა​ (​ურთიერთზემოქმედება​ ​მოქმედსა​ ​და​ ​განმცდელს​ ​შორის​)
4. ​მოდალობა
შესაძლებლობა​-​შეუძლებლობა
არსებობა​-​არარსებობა
აუცილებლობა​-​შემთხვევითობა

10
ეს ​კატეგორიები ​არის ​სინთეზის ​თავდაპირველ ​ცნებათა  (ანუ  წმინდა  განსჯის  ცნებათა)
სრული ​ჩამონათვალი​, ​რომელთაც ​განსჯა ​შეიცავს a priori ​და ​მხოლოდ ​ამ ​ცნებათა
მეშვეობით ​შეუძლია ​განსჯას ​რაიმე ​გაიგოს ​მჭვრეტელობათა ​მრავალფეროვნებაში​, ​ანუ
გაიაზროს​ ​მჭვრეტელობის​ ​ობიექტი​. 
 

10
​სინთეზის წყაროს და საერთოდ კავშირის შესაძლებლობის შესახებ იხ. გვ. 100 და footnote 99 გვერდიდან. 

You might also like