You are on page 1of 27

თემა I: წინადადებათა ლოგიკა (1) - ექსტენსიური მაკავშირებლები

მარტივი წინადადება
რთული ანუ შედგენილი წინადადება

„ცნობილია, რომ სოკრატე ფილოსოფოსია“


„თუ კარგი ამინდი იქნება, მაშინ ფეხბურთს ვითამაშებთ“
„ან ყველა ადამიანი არ არის კეთილი არსება, ან ის, ვინც კლავს წინასწარი
განზრახვით, არ არის ადამიანი“.
საწინადადებო მაკავშირებლები

„და“, „მაგრამ“, „ხოლო“, „თუმცა“, „როგორც კი - მაშინვე“, „ან“,


„თუ..., მაშინ“, „არა“, „არ არის სწორი, რომ“, „აუცილებელია,
რომ“, „აგრეთვე“ ...

ერთადგილიანი, ორადგილიანი და ა.შ. მაკავშირებლები.


 თუ რთული წინადადების ჭეშმარიტების მნიშვნელობა განისაზღვრება
მხოლოდ მისი შემადგენელი წინადადების ჭეშმარიტების
მნიშვნელობებით, მაშინ მაკავშირებელს რომელიც ამ წინადადებაში
გვხვდება, ექსტენსიური ეწოდება.

 როცა მაკავშირებლის გამოყენებით აგებული რთული წინადადების


ჭეშმარიტების მნიშვნელობის დასადგენად არ არის საკმარისი მისი
შემადგენელი წინადადებების ჭეშმარიტების მნიშვნელობები,
მაკავშირებელს ინტენსიურს ვუწოდებთ.
კონიუნქცია, დისიუნქცია, უარყოფა

მაკავშირებელი „და“ - კონიუნქცია


„P და Q“ - კონიუნქციური წინადადება
წინადადებები P, Q - კონიუნქტები

კონიუნქციური „P და Q“ წინადადება ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ,


როდესაც ჭეშმარიტია მისი ორივე კონიუნქტი (და მცდარია, თუკი მცდარია მისი ერთი
კონიუნქტი მაინც).
მაკავშირებელი „ან“ - დისიუნქცია
„P ან Q“ - დისიუნქციური წინადადება
წინადადებები P, Q - დისიუნქტები

„ან“ სიტყვის ორი მნიშვნელობა - არაგამომრიცხავი და გამომრიცხავი

არაგამომრიცხავი დისიუნქციური წინადადება „P ან Q“ ჭეშმარიტია მაშინ და


მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ერთი დისიუნქტი მაინც ჭეშმარიტია და,
მაშასადამე, მცდარია, თუკი ორივე შემადგენელი წინადადება არის მცდარი.
(ანუ - არარგამომრიცხავი წინადადება „ხვალ წავალ ქუთაისში, ან წავალ
ბათუმში“ მცდარია, თუკი მცდარია როგორც „ხვალ წავალ ქუთაისში“, ასევე
„ხვალ წავალ ბათუმში“.)
გამომრიცხავი დისიუნქციური წინადადება „P ან Q“ ჭეშმარიტია მაშინ და
მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ერთი დისიუნქტი ჭეშმარიტია, ხოლო
მეორე - მცდარი; და მაშასადამე, მცდარია, თუკი მისი ორივე დისიუნქტი
ერთდროულად მცდარია, ან ერთდროულად ჭეშმარიტი.
მაკავშირებელი „არ“, „არ არის სწორი, რომ“ - უარყოფა
„არ“ მაკავშირებლით აგებული წინადადება - უარყოფითი წინადადება

„დღეს არ არის კარგი ამინდი“.


„არ“ = „არ არის სწორი, რომ“, „მცდარია, რომ“

უარყოფითი წინადადება „არ არის სწორი, რომ P“ ჭეშმარიტია მაშინ და


მხოლოდ მაშინ, როდესაც P მცდარი წინადადებაა.
წინადადების მცდარობა // წინადადების უარყოფითობა

პირველი ნიშნავს იმას, რომ წინადადებაში გამოთქმული შინაარსი არ არის


სინამდვილეში განხორციელებული;
მეორე კი წინადადების სემანტიკური აღნაგობაა და ასეთი წინადადება შეიძლება
მცდარიც იყოს და შეიძლება იყოს ჭეშმარიტიც.

ორ წინადადებას, რომელთაგან ერთი მეორის უარყოფაა კონტრადიქტორულ


წინადადებებს უწოდებენ.
კონიუნქციის, დისიუნქციის და უარყოფის გამოსახვა ცხრილებით
 იმპლიკაცია, და ეკვივალენცია

მაკავშირებელი „თუ..., მაშინ...“ - იმპლიკაცია

„თუ P, მაშინ Q“ - იმპლიკაციური, ანუ პირობით წინადადებას „თუ P, მაშინ Q“

მის პირველ ნაწილს (P) პირობა (ანტეცედენტი), ხოლო მეორეს (Q) - შედეგი
(კონსექვენტი) ეწოდება.

„თუ კარგი ამინდი იქნა, ფეხბურთს ვითამაშებთ.“

პირობითი წინადადება „თუ P, მაშინ Q“ ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ,


როცა P-ს ჭეშმარიტების შემთხვევაში ჭეშმარიტია Q-ც, ანუ როდესაც არ ხდება, რომ
მისი პირობა (ანტეცედენტი) ჭეშმარიტია, ხოლო შედეგი (კონსეკვენტი) მცდარი.
მატერიალური იმპლიკაცია - როცა პირობითი წინადადება მცდარად მიიჩნევა
მარტო იმ შემთხვევაში, თუკი P-ს ჭეშმარიტების შემთხვევაში, მცდარია Q .

მკაცრი იმპლიკაცია - როცა პირობითი წინადადება ჭეშმარიტად მიიჩნევა


მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ჭეშმარიტ პირობას/ანტეცედენტს (P) თან ახლავს
ჭეშმარიტი შედეგი/კონსეკვენტი (Q ).
ეკვივალენცია - ტოლფასობა

„P მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც Q“

(„P ტოლფასია Q-სი“)

ეკვივალენციური წინადადება „P მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც Q“


ჭეშმარიტია, თუკი მისი ორივე შემადგენელი ერთდროულად ჭეშმარიტია, ან
ერთდროულადაა მცდარი, ანუ თუ არ ხდება ისე, რომ მისი ერთი ნაწილი
ჭეშმარიტია, ხოლო მეორე ნაწილი არის მცდარი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში
ეკვივალენციური წინადადება მცდარი იქნებოდა.
მატერიალური იმპლიკაციისა და ეკვივალენციის ჭეშმარიტების წესების ცხრილი
მაკავშირებელთა თვისებები (რა შემთხვევებში არ იცვლება წინადადების
ჭეშმარიტების მნიშვნელობები)

1. ორმაგი უარყოფის კანონი

მაგალითად, წინადადების „დღეს წვიმს“ ჭეშმარიტების მნიშვნელობა და


წინადადების „არ არის სწორი, რომ დღეს არ წვიმს“ ჭეშმარიტების მნიშვნელობა
ერთი და იგივეა. ანუ რაიმე წინადადების ორმაგად უარყოფა ამავე წინადადების
ტოლფასია.
P = არ არის სწორი, რომ არა P
2. გადანაცვლების კანონი
მაგალითად, „თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და თბილისი
საქართველოს დედაქალაქია“ = „თბილისი საქართველოს დედაქალაქია და
ტბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს“
„P და Q “ = “Q და P”

მაგალითად, „დღეს წავალ ბათუმში ან დღეს წავალ ქუთაისში“ = „დღეს წავალ


ქუთაისში ან დღეს წავალ ბათუმში“
„P ან Q “ = “Q ან P”
3. დაჯგუფების კანონები
მაგალითად, წინადადება „(წვიმს და ქარია) და ცივა“ იგივეა რაც
წინადადება „წვიმს და (ქარია და ცივა)“, ანუ მთელი წინადადების
მნიშვნელობა არ იცვლება კონიუნქტების სხვადასხვა დაჯგუფებით.

(P და Q) და R = P და (Q და R)

(P ან Q) ან R = P ან ( Q ან R)
4. განაწილების კანონები:

მაგალითად, წინადადება „გიორგი დღეს მიემგზავრება და ხვალ ან ზეგ


დაბრუნდება “ იგივე წინადადებაა, რაც „გიორგი დღეს მიემგზავრება და
ხვალ დაბრუნდება, ან გიორგი დღეს მიემგზავრება და ზეგ დაბრუნდება“.

(P და (Q ან R) = (P და Q) ან (P და R)
5. დე მორგანის კანონები:

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „ტყუილია, რომ წვიმს და ქარია“


და „არ წვიმს ან არ არის ქარი.“

არა (P და Q) = არა P ან არა Q

არაგამომრიცხავი დისიუნქციური წინადადებების შემთხვევაში;

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „ტყუილია, რომ წვიმს ან ქარია“


და „არც წვიმს და არც ქარია.“

არა (P ან Q) = არც P და არც Q


6. მატერიალური (სუსტი) იმპლიკაციის (პირობითი წინადადების) ელიმინაციის
კანონები:

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „თუ წვიმს, მაშინ ცივა“ და „არ


წვიმს, ან ცივა.“

თუ P, მაშინ Q = არა P ან Q

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „ტყუილია, რომ თუ წვიმს, მაშინ


ცივა“ და „წვიმს და არ ცივა.“

არ არის სწორი რომ (თუ P, მაშინ Q) = P და არა Q


7. კონტრაპოზიციის კანონები:

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „თუ მწყურია, მაშინ ვსვამ


ნაბეღლავს“ და „თუ ნაბეღლავს არ ვსვამ, მაშინ არ მწყურია.“

თუ P, მაშინ Q = თუ არა Q, მაშინ არა P

მაგალითად, ერთმანეთის ტოლი წინადადებებია: „გიო ეზოშია მაშინ და


მხოლოდ მაშინ, როცა ნინოც ეზოშია“ და „გიო არ არის ეზოში, მაშინ და
მხოლოდ მაშინ, როცა ნინო არ არ არის ეზოში“.

[P = Q ] = [(არა P) = (არა Q )]
8. ეკვივალენციის (ტოლფასობის) ელიმინაციის კანონი

(P=Q)=[(თუ P, მაშინ Q) და (თუ Q, მაშინ P)]

მაგალითად, თუკი ჭეშმარიტია ტოლფასობის წინადადება „თუ გიო ეზოშია,


ნინოც მაშინ და მხოლოდ მაშინ არის ეზოში“, მაშინ ასევე ჭეშმარიტი იქნება
(კონიუნქციური - „და“) წინადადება „თუ გიო ეზოშია, მაშინ ნინოც ეზოშია და
თუ ნინო ეზოშია, მაშინ გიოც ეზოშია“
წინადადებათა ლოგიკის კანონთა სქემატური წარმოდგენა
ლოგიკური გამომდინარეობის წესები

არსებობს ლოგიკური გამომდინარეობის, ანუ წანამძღვრებიდან დანასკვის


გამოყვანის მარტივი, მაგრამ უნივერსალური წესები:

1. იგივეობის წესი - ყოველი წინადადებიდან თვითონ ეს წინადადება


ლოგიკურად გამომდინარეობს. წანამძრვართა ნებისმიერი ერთობლიობიდან
ლოგიკურად გამომდინარეობს თითოეული წანამძღვარი.

2. წანამძღვართა ჩამატების წესი - თუ წანამძღვართა რაიმე ერთობლიობიდან


გამომდინარეობს გარკვეული დანასკვი, მაშინ როგორც არ უნდა
გავაფართოვოთ წანამძღვართა ეს სიმრავლე ახალი წანამძღვრებით,
გამომდინარეობა ძალაში რჩება.
3. წანამძღვართა მოკლების წესი - წანამძღვართა განმეორების შემთხვევაში

წანამძღვართა სიმრავლიდან ჭარბი განმეორებების ამოღება

გამომდინარეობას არ ცვლის, ანუ თუ განმეორებების შემცველი

წანამძღვრებიდან რაიმე დასკვნა გამომდინარეობს, მათი „გამოხშირვის“

შემთხვევაშიც გამომდინარეობა ძალას ინარჩუნებს.


4. გადანაცვლების წესი - წანამძღვართა თანმიმდევრობის შეცვლა
გამომდინარეობას არ ცვლის.

5. ლოგიკური გამომდინარეობის ტრანზიტულობის წესი - თუ წანამძღვრებიდან


გამომდინარეობს გარკვეული დანასკვები, ხოლო ამ დანასკვებიდან, როგორც
წანამძღვრებიდან, თავის მხრივ, გამომდინარეობს ახალი დანასკვი, მაშინ ეს
ბოლო დანასკვი გამომდინარეობს თავდაპირველი წანამძღვრებიდან, სხვა
სიტყვებით, წანამძღვართა შედეგების შედეგები თვითონ წანამძღვართა
შედეგებია.
გამომდინარეობის მიმართება წინადადებათა ლოგიკაში

მოცემული წანამძღვრებიდან (წინადადებათა ლოგიკის თანახმად)


გამომდინარეობს ესა თუ ის დანასკვი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა
წანამძღვრებსა და დანასკვში შემავალი მარტივი წინადადებებისათვის
ჭეშმარიტების მნიშვნელობათა ყოველი ისეთი განაწილებისას, რომლებშიც
ჭეშმარიტია ყველა წანამძღვარი, ჭეშმარიტია აგრეთვე დანასკვიც.
მოცემული სამი მარტივი წინადადებისათვის ჭეშმარიტების მნიშვნელობების განაწილება
ერთობლივად სულ რვანაირად შეიძლება მოგვეცეს. ქვემოთ მოყვანილ პირველ სამ
სვეტში ეს რვა განაწილებაა მოცემული. თითოეული მათგანისთვის დადგენილია, რა
მნიშვნელობებს ღებულობენ წანამძღვრები, ხოლო იმ განაწილებისათვის, რომლებშიც
ჭეშმარიტია ორივე წანამძღვარი, განსაზღვრულია დანასკვის ჭეშმარიტების
მნიშვნელობაც.

You might also like