You are on page 1of 10

ლოგიკა.

დავალება IV-ის ამოხსნა

შეხსენება: სიტყვა დასკვნა აქ მსჯელობის სინონიმია, დასკვნის შედეგი კი დანასკვია.


განმარტებით დასკვნა
A
B
___
C
მართებულია, თუ ის ჭეშმარიტი წანამძღვრებიდან არასდროს არ დაასკვნის მცდარ დანასკვს.
(სადაც A,B, C რაღაც მარტივი კატეგორიული წინადადებებია მაგ. MaP, SaM, SaP)
უფრო ზუსტად, დასკვნა მართებულია თუ ყველა იმ შემთხვევაში (რასაც არ უნდა ნიშნავდეს A-
ში და B-ში შემავალი ცნებები), როდესაც A და B ორივე ჭეშმარიტია, C-ც ჭეშმარიტი უნდა იყოს
აუცილებლად ( სხვა სიტყვებით თუ დასკვნა მართებულია, არ უნდა შეიძლებოდეს დანასკვის,
C-ს, გამცდარება ისე, რომ A და B ორივე მაინც ჭეშმარიტია).

მაშასადამე დასკვნის მართებულობის შემოწმებისას ჩვენი სტრატეგია შემდეგნაირია:


ერთ დიაგრამაზე ვცადოთ ყველა წანამძღვაის გაჭეშმარიტება და დანასკვის გამცდარება.
თუ ეს გამოგვივიდა, მაშინ დასკვნა არამართებულია,
თუ ამის მოხერხება პრინციპულად შეუძლებელია მაშინ დასკვნა მართებულია.

1. შეასრულეთ შემდეგი ორი (a და b) დავალება ქვემოთ მოცემული თითოეული


დასკვნისათვის.

a. ჩაწერეთ თითოეული დასკვნა კატეგორიული სილოგიზმისთვის მიღებული


სტანდარტული ფორმით . ამისათვის:
 ამოიცანით დანასკვი,
 ამოიცანით დანასკვის სუბიექტი და პრედიკატი (ანუ, შესაბამისად, მცირე და
დიდი ტერმინები),
 მოძებნეთ დიდი წანამძღვარი (ის უნდა შეიცავდეს დიდ ტერმინს), რომელიც
სტანდარტულ ჩანაწერში დაიკავებს პირველ ადგილს,
 ჩაწერეთ სტანდარტული ფორმით.

b. დიაგრამების მეთოდის გამოყენებით დაადგინეთ, თითოეული დასკვნა


მართებულია თუ არამართებული.
დასკვნები:
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

1.1. არცერთი ადამიანი, რომელსაც არ ძალუძს თავისი შეცდომების აღიარება, არ არის


კარგი მასწავლებელი და, ამრიგად, რადგან ზოგიერთ კარგად ინფორმირებულ
ადამიანს არ ძალუძს თავისი შეცდომების აღიარება, ზოგიერთი კარგი მასწავლებელი
არ არის კარგად ინფორმირებული ადამიანი.
დანასკვია: ზოგიერთი კარგი მასწავლებელი არ არის კარგად ინფორმირებული
ადამიანი.
დანასკვის სუბიექტი S (მცირე ტერმინი): კარგი მასწავლებელი (მათი ერთობლიობა).
დანასკვის პრედიკატი P (დიდი ტერმინი): კარგად ინფორმირებული ადამიანი (მათი
ერთობლიობა).
საშუალო ტერმინი M (ცნება რომელიც მონაწილეობს დასკვნაში და არ არის
დანასკვის არც სუბიექტი და არც პრედიკატი, ანუ არის მცირე და დიდ წანამძღვრის
მედიატორი, დამაკავშირებელი ტერმინი): ადამიანი, რომელსაც არ ძალუძს თავისი
შეცდომების აღიარება (მათი ერთობლიობა).
სტანდარტული ფორმით ჩაწერის შემდეგ ( ჯერ დიდი ტერმინის შემცველი
წანამძღვარი [ დიდი წანამძღვარი ], შემდეგ მცირე ტერმინის შემცველი [ მცირე
წანამძღვარი ], ბოლოს დანასკვი) მივიღებთ:
PiM გვაინტერესებს, სწორია თუ არა, რომ თუ PiM და MeS იქნებიან
MeS ჭეშმარუტი, მაშინ SoP-ც აუციებლად იქნება ჭეშმარიტი?
____ დავიტანთ წანამძღვრები დიაგრამაზე:
SoP
გავაჭეშმარიტოთ MeS (დავაცარიელოთ M-ს და P-ს
თანაკვეთა)
გავაჭეშმარიტოთ PiM (დავსვათ x M-ის და P-ს საერთო
ნაწილში)
ასეთ შემთხვევაში PiM და MeS იქნებიან ჭეშმარიტი,
მაგრამ როგორც ხედავთ ეს არ ავალდებულებს SoP-ს
რომ იყოს ჭეშმარიტი, შესაძლებელია SoP იყოს მცდა-
რი, ისე რომ MeP და MoS. მაინც ჭეშმარიტი დარჩეს
(სხვა სიტყვებით SoP-ის კონტრადიქტორული დებუ-
ლება SaP, თვსებადია MeP და MoS -თან) და რადგან
წანამძვრები და დანასკვის კონტრადიქტორული (უარ-
ყოფა) თვსებადია მაშასადამე დასკვნა არ არის მართებული.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

შეიძლება სასარგებლო იყოს მცირე ტერმინი, დიდი ტერმინი და საშუალო ტერმინი


ავღნიშნოთ არა S, P და M-ით არამედ სხვა ასოებით. როგორც ამას სავარჯიშო 1.2-ში
გავაკეთებთ.
1.2. ბირთვული იარაღით აღჭურვილი არც ერთი წყალქვეშა ნავი არ არის სავაჭრო
ხომალდი. ამიტომ არც ერთი სამხედრო გემიც არ არის სავაჭრო ხომალდი, რადგან
ბირთვული იარაღით აღჭურვილი ყველა წყალქვეშა ნავი არის სამხედრო გემი.
N-ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი
M-სამხედრო გემი
T-სავაჭრო ხომალდი
გამოგვივა:
NeT გავაჭეშმარიტოთ NeT-ის და NaM; შენიშნეთ, რომ დიაგრამაზე
NaM დატანილია NeT-ის და NaM-ის გაჭეშმარიტებისთვის საჭირო
____ მინიმალური ინფორმაცია.
MeT
ვნახოთ, არის თუ არა ამ პირობებში დამასკვი
აუცილებლად ჭეშმარიტი?
თუ მოცემული სილოგიზმი მართებულია, მაშინ NeT-ს,
NaM-ს და MeT-ის კონტრაადიქტორულს (MiT-ს) არ უნდა
გააჩნდეს მოდელი (დიაგრამების ენაზე: არ უნდა
შეგვეძლოს დიაგრამაზე სამივეს, NeT-ს, NaM-ს და MeT-
ის კონტრადიქტორულის (MiT-ს) გაჭეშმარიტება), ან
რაც იგივეა არ უნდა შეიძლებოდეს NeT და NaM იყოს
ჭეშამრიტი და MeT მცდარი (თუ დასკვნა მართებულია
რა დიაგრამაც არ უნდა დავხატოთ, ეგ ვერ უნდა
მოვახერხოთ). და თუ მოვძებნეთ სიტუაცია როდესაც
NeT და NaM ჭეშამრიტია და MeT მცდარი, მაშინ დასკვნა არ იქნება მართებული.
დიაგრამაზე ვხედავთ, რომ იმ პირობებში როდესაც NeT და NaM ჭეშამრიტია
შესაძლებელია რომ M-ის და T-ს საერთო ნაწილი იყოს არაცარიელი (ეს NeT-ის და
NaM-ის ჭეშმარიტებას არ ეწინააღმდეგება) და მაშასადამე იმ პირობებში როდესაც NeT
და NaM ჭეშამრიტია დანასკვი MeT მაინც შეიძლება იყოს მცდარი.
ასეთი დასკვნა კი ვერ იქნება მართებული.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

1.3. ყველა სტუდენტს უყვარს მეგობრების წრეში დროს გატარება, ხოლო ყველა სტუდენტი
ახალგაზრდაა და გამოდის, რომ ყველა ახალგაზრდას უყვარს მეგობრების წრეში
დროს გატარება.
M - სტუდენტი
P - ის ვისაც უყვარს მეგობრების წრეში დროს გატარება
S - ახალგაზრდები
გამოვიდა:
MaP დიაგრამაზე დავიტანოთ MaP
და MaS
MaS
____
SaP
ამის შემდეგ SaP მაინც შესაძლებელია მცდარი იყოს;
ეს მოხდება თუ რაიმე ელემენტს ჩავსვამთ S-ის იმ
ნაწილში რომელიც P-ს გარეთაა. ასეთ სიტუაციაში
წანამძღვრები ისევ ჭეშმარიტია ხოლო დანასკვი
მცდარი.
ე.ი. დასკვნა არ არის მართებული.

1.4. ზოგიერთი წვიმა ჟუჟუნაა. ამიტომ ზოგი, ვინც მინდორი დანამა, ჟუჟუნაა, რადგან ყველა,
ვინც მინდორი დანამა, წვიმაა.
S - ვინც მინდორი დანამა
P - ჟუჟუნა
M - წვიმა
გამოვიდა:
MiP დავიტანოთ SaM და რომ MiP ისე რომ SiP-ს დარჩეს გამცდარების
SaM საშუალება (თუ შევძლებთ).
_____
SiP
თუ S-ს და P-ს საერთო ნაწილი დაცარიელდება, ეს
იქნება MiP-ის SaM-ის და SeP-ის (SiP-ის
კონტრადიქტორულის) მოდელი (ისეთი სიტუაცია
როდესაც სამივე MiP, SaM და SeP ჭეშმარიტია) და
ამიტომ ასეთი სიტუაცია იქნება MiP, SaM/ SiP დასკვნის
კონტრმოდელი.
რადგან დასკვნას მოეძებნა კონტრმოდელი ის არ
არის მართებული.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

1.5. ზოგიერთი სამხრეთელი ბეტმენი ცბიერია. ამიტომ ზოგი, ვინც ჯოკერს ჭკუაში ატყუებს,
არ არის ცბიერი, რადგან არცერთი, ვინც ჯოკერს ჭკუაში ატყუებს, არ არის
სამხრეთელი ბეტმენი.
S - ვინც ჯოკერს ჭკუაში ატყუებს
P - ცბიერი
M - სამხრეთელი ბეტმენი
გვაქვს:
MiP
SeM
____
SoP
ვხედავთ, რომ იმ პირობებში, როდესაც MiP და SeM
ორივე ჭეშმარიტია SoP შეიძლება მაინც იყოს მცდარი
(ანუ იმის მიუხედავად, რომ MiP და SeM ორივე
ჭეშმარიტია, S-ის ის ნაწილი რომელიც არ შედის და
P-ში შეიძლება იყოს ცარიელი).
რადგან ამ დასკვნას გააჩნია კონტრმოდელი, ეს
დასკვნა არ არის მართებული.

1.6. ზოგიერთი ბანკირი მხარს არ უჭერს მაღალ ტარიფებს, რადგან, ყველა, ვინც მხარს
უჭერს მაღალ ტარიფებს, კონსერვატიული პარტიის წევრია, ხოლო კონსერვატიული
პარტიის ზოგიერთი წევრი არ არის ბანკირი.
S - ბანკირი
P - ვინც მხარს უჭერს მაღალ ტარიფებს
M - კონსერვატიული პარტიის წევრი
გვაქვს:
PaM დიაგრამაზე დავიტანოთ PaM და MoS
MoS
____
SoP
ვხედავთ, რომ SoP მაინც შეიძლება იყოს მცდარი (ეს
რეალიზებულია S-ის იმ ნაწილის დაცარიელებით, რო-
მელიც არ შედის და P-ში).
მაშასადამე ეს დასკვნა არ არის მართებული.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

2. მოცემულია მარტივი კატეგორიული სილოგიზმები, რომლებშიც გამოტოვებულია ერთი


წანამძღვარი. აღადგინეთ გამოტოვებული წანამძღვარი ისე, რომ მიღებული სილოგიზმი
სწორი აღმოჩნდეს.

გვაინტერესებს, როგორ ვიცნოთ გამოტოვებული წანამძღვარი?


გამოტოვებული წანამძღვარი ისეთი უნდა იყოს, რომ მისი და არსებული წანამძღვრის
ნებისმიერი ერთად გაჭეშმარიტება აუცილებლად იწვევდეს დანასკვსის გაჭეშმარიტე-
ბასაც.
შესაბამისად არ უნდა შეიძლებოდეს გამოტოვებული და არსებული წანამძღვრის
გაჭეშმარიტება ისე, რომ დანასკვი მაინც შესაძლებლად მცდარი რჩებოდეს.
სხვანაირად რომ ვთქვათ თუ არსებობს დიაგრამა რომელზეც არსებული წანამძღვარი
ჭეშმარიტია ხოლო დანასკვი მცდარი მაშინ ამავე დიაგრამაზე გამოტოვებული
წანამძღვარი უნდა იყოს აუცილებლად მცდარი.

შესაბამისად საჭირო წანამძღვრის ამოსაცნობად ჩავატაროთ შემდეგი ტესტი:


ცნობილი წანამძღვარი გავაჭეშმარიტოთ და დანასკვი გავამცდაროთ (დიაგრამების
ტერმინებში: დავხატოთ დიაგრამა რომელზეც დატანილია მინიმალური ინფორმაცია
ცნობილი წანამძღვრის გასაჭეშმარიტებლად და დანასკვის გასამცდარრებლად (ანუ
დანასკვის კონტრადიქტორულის გასაწეშმარიტებლად).
თუ დასკვნა მართებულია (არადა ასეთი გვინდა რომ იყოს) მაშინ ასეთ პირობებში
გამოტოვებული წანამძღვარი უნდა იყოს აუცილებლად მცდარი.
მეტიც გამოტოვებული წამნამძღვრის ადგილას ჩასასმელად გამოგვადგება ყველა ის
მარტივი კატეგორიული წინადადება, რომელიც შეიცავს გამოტოვებული წანამძღვრის
ტერმინებს და რომელიც ამ პირობებში აუცილებლად მცდარდება (სხვა სიტყვებით ეს
ტესტიიძლევა გამოტოვებული წანამძღვრის პოვნის აუცილებელ და საკმარის პირობას,
ანუ ყველა გამოგვადგება რასაც გვაპოვნინებს და თან რაც საპოვნელია ყველას
გვაპოვნინებს).1
იგივე შეგვეძლო ასეც გვექნა: დავაწყვილოთ ცნობილი, ძველი წანამძღვარი და
დანასკვის კონტრადიქტორული დებულება; ვნახოთ რა გამომდინარეობს მართებუ-
ლად ამ ორიდან როგორც ახალი წანამძღვრებიდან; ძველი გამოტოვებული წანა-
მძღვრის ადგილას გამოგვადგება ასე მიღებული ნებისმიერი დებულების კონტრადიქ-
ტორული დებულება.

1
მართებული დასკვნის განმარტების თანახმად პირობის აუცილებლობა არ არის რთული დასანახი,
საკმარისობა კი უკავშირდება „თუ, ... მაშინ ...“ კონსტრუქციის ჭეშმარიტობა/მცდარობის საკითხს. რაზეც
ჯერ არ გვისაუბრია. ამიტომ პირობის საკმარისობა ცოტა რთული დასანახია. აუცილებლობა და
საკმარისობა ჩანს შემდეგი მსჯელობით : „თუ A და B ჭეშმარიტია, მაშინ C ჭეშმარიტია“ სწორია მაშინ და
მხოლოდ მაშინ როდესაც სწორია „თუ A ჭეშმარიტია, მაშინ თუ B ჭეშმარიტია მაშინ C ჭეშმარიტია“ რაც
სწორია მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც სწორია „თუ A ჭეშმარიტია, მაშინ, თუ C მცდარია მაშინ B
მცდარია“ რაც სწორია მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც სწორია „თუ A ჭეშმარიტია და C მდარია მაშინ
B მცდარია“
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

2.1. ყველა, ვინც საღამოობით ძილის წამალს სვამს, ქალია. ამიტომ ზოგი, ვინც
საღამოობით ძილის წამალს სვამს, ქერაა, რადგან […].
S - ვინც საღამოობით ძილის წამალს სვამს
P - ქერა
M - ქალი
გვაქვს:
???
SaM
____
SiP
ვხედავთ, რომ აკლია დიდი წანამძღვარი, ე.ი. ვეძებთ წანამძღვარს, რომელშიც
მონაწილეობს M და P (დიდ წანამძღვარს).
გამივიყენოთ ზემოთ აღწერილი ტესტი. დიაგრამაზე
მოცემული სიტუაცია არის მინიმალური მოცემულობა
იმისთვის, რომ SaM იყოს ჭეშმარიტი და SiP იყოს
მცდარი (ანუ მისი კონტრადიქტორული SeP
ჭეშმარიტი).
ახლა შევნიშნოთ, რომ თუ ჩვენ შევეცდებით MaP-ის
გაჭეშმარიტებას ეს S-ს დააცარიელებს, რაც არ
შეიძლება რადგან შეთანხმებაა, რომ არცერთი ცნება
არ არის ცარიელი.
მაშასადამე ასეთ პირობებში MaP აუცილებლად
მცდარია. ამასთან სხვა ყველა მიმართება M-სა და P-ს შორის შეიძლება იყოს
ჭეშმარიტი, ანუ არ ეწინააღმდეგება SaM-ის ჭეშმარიტობასა და SiP-ის მცდარობას.
ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება ჩავსვათ გამოტოვებული წანამძღვრის ადგილას
არის MaP. (შეამოწმეთ დიაგრამით, რომ რაც გამოვა მართლაც იქნება მართებული
დასკვნა)
იგივე ვთქვათ მეორენაირადაც: ახალ წანამძღვრებად ავიღოთ SaM და SiP -ის
კონტრადიქტორული SeP; ვნახოთ რა გამომდინარეობს ამ ორიდან როგორც ახლი
წანამძღვრებიდან? დანასკვი უნდა შეიცავდეს M-ს და P-ს რადგან ამ ახალ დასკვნაში S
არის საშუალო ტერმინი.
SaM
SeP
____
???
ზედა დიაგრამიდან ჩანს, რომ რადგან S-ს ვერ ვაცარიელებთ აუცილებლად
ჭეშმარიტი იქნება MoP ხოლო ყველა სხვა დებულება შეიძლება იყოს მცდარი
(შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი). მაშასადამე SaM და SeP-დან მამომდინარეობს
მხოლოდ MoP
SaM
SeP
____
MoP
როგორც ვთქვით თავდაპირველი გამოტოვებული წანამძღვრის როლში უნდა
ავიღოთ მისი კონტრადიქტორული, MaP.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

2.2. ზოგ ადამიანს არ მოუსმენია კლასიკური მუსიკა. [...]. ამიტომ, არსებობს ადამიანი,
რომელიც არ არის გემოვნებიანი.
S - ადამიანი
P - გემოვნებიანი
M – ვისაც მოუსმენია კლასიკური მუსიკა
გვაქვს:
???
SoM
____
SoP
ვეძებთ წანამძღვარს, რომელშიც მონაწილეობს M და P
(დიდ წანამძღვარს).
გავაჭეშმარიტოთ SoM და გავამცდაროთ SoP.
დიაგრამაზე მოცემული სიტუაცია არის მინიმალური მოცემულობა ამის მისაღწევად.
რა გამომდინარეობს SoM-დან და SaP-დან (SoP-ის კონტრადიქტორულიდან) M-ს და
P-ს შესახებ?
ვხედავთ, რომ SoM-დან და SaP-დან გამომდინარეობს PoM. გამოტოვებული
წანამძღვრის როლში ავიღოთ მისი კონტრადიქტორული PaM.
მართლაც ასეთ პირობებში PaM აუცილებლად მცდარია, ხოლო სხვა ყველა
მიმართება M-სა და P-ს შორის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, არ ეწინააღმდეგება SoM-ის
ჭეშმარიტობას და SoP-ის მცდარობას.
მასშასადამე მხოლოდ PaM შეიძლება ჩავსვათ გამოტოვებული წანამძღვრის
ადგილზე.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

2.3. არცერთ დინოზავრს არ მოუღწევია ჩვენს დრომდე და [...]. აქედან გამომდინარე,


ზოგიერთმა რეპტილიამ ვერ მოაღწია ჩვენს დრომდე.
S - რეპტილია
P - ვისაც მოუღწევია ჩვენს დრომდე
M - დინოზავრი
გვაქვს:
MeP
???
____
SoP
ვეძებთ წანამძღვარს, რომელშიც მონაწილეობს M და S (მცირე წანამძღვარს).
გავაჭეშმარიტოთ MeP და გავამცდაროთ SoP.
ვეძებთ დებულებას, რომელშიც მონაწილეობს M და S და რომელიც ასეთ პირობებში
არის აუცილებლად მცდარი.
რა გამომდინარეობს MeP-დან და SaP-დან S-ის და M-ის შესახებ? ვხედავთ, რომ ასეთი
არის ოთხი დებულება. SeM, MeS, SoM, MoS. ე.ი გამოტოვებული წანამძღვარის როლში
შეგვიძლია ავიღოთ მათი კონტრადიქტორულები SiM, MiS, SaM, MaS.
მართლაც თუ დავუშვებთ, რომ SaM ან MaS არის ჭეშმარიტი, მაშინ დაცარიელდება S
ან M რაც არ შეიძლება, რადგან შეთანხმებაა რომ ყოველა ცნება რომელსაც
ვიხილავთ არაცარიელია.
ამიტომ ასეთ პირობებში არც SaM და MaS არც არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.
შევნიშნოთ, რომ SiM და MiS ასევე აუცილებლად მცდარია, რადგან S-ს და M-ის
საერთო ნაწილი ცარიელია.
შესაბამისად ვიპოვეთ ოთხი დებულება, SaM, MaS, SiM და MiS რომლებიც
აუცილებლად მცდარია იმ პირობებში როდესაც MeP (წანამძღვარი) ჭეშმარიტია და
SoP (დანასკვი) მცდარი.
და ამიტომ თითოეული დებულების ჩასმით გამოტოვებულ ადგილას მიიღება
მართებული დასკვნა.
ლოგიკა. დავალება IV-ის ამოხსნა

2.4. არცერთი ტექსტი არ არის კონტექსტის გარეშე. [...]. გამოდის, რომ არცერთი ჭკვიანური
ნააზრევი არ არის კონტექსტის გარეშე.
S - ჭკვიანური ნააზრევი
P - კონტექსტის გარეშე
M - ტექსტი
გვაქვს:
MeP
???
____
SeP

ვეძებთ წანამძღვარს, რომელშიც მონაწილეობს M და S (მცირე წანამძღვარს).


გავაჭეშმარიტოთ MeP და გავამცდაროთ SeP.
ასეთ პირობებში ვეძებთ დებულებას, რომელშიც მონაწილეობს M და S და რომელიც
ასეთ პირობებში აუცილებლად მცდარია. სხვა სიტყვებით MeP-ის და SiP-ის
ჭეშმარიტობის პირობებში M-ის და S-ის შესახებ აუცილებლად ჭეშმარიტი დებულების
კონტრადიქტორულს.
რა გამომდინარეობს MeP-ის და SiP-დან M-ის და S-ის შესახებ? ასეთია SoM. ამიტომ
გამოტოვებული წანამძღვარის როლში უნდა ავიღოთ მისი კონტრადიქტორული.
მართლაც შევნიშნოთ, რომ MeP-ის და SiP (SeP-ის მცდარობის) პირობებში SaM
აუცილებლად მცდარია.
ამასთან სხვა ყველა მიმართება M-სა და S-ს შორის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ანუ არ
ეწინააღმდეგება MeP-ის ჭეშმარიტობასა და SeP-ის მცდარობას.
ე.ი. ერთადერთი რაც შეიძლება ჩავსვათ გამოტოვებული წანამძღვრის ადგილას არის
SaM.
(შეამოწმეთ დიაგრამით, რომ რაც გამოვა მართლაც იქნება მართებული დასკვნა)

You might also like