You are on page 1of 6

ლევან ქვარიანი - მოწვეული ლექტორი

ამოცანა

საქონლის მიწოდებისა და მოთხვონის მრუდები მოცემულია შემდეგი განტოლებებით:

Q(S) = 3P + 10 Q(D) = 60 - 2P

1. ააგეთ საქონელზე მოთხოვნისა და მიწოდების გრაფიკები. ნახაზზე მიუთითეთ წონასწორობის წერტილი. რას
უდრის წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა?

2. თუკი საქონლის ფასი ბაზარზე 5 ლარს უდრის, დაადგინეთ ჭარბი მიწოდება იქნება თუ ჭარბი მოთხოვნა და იპოვეთ
მისი მნიშვნელობა?

ამოხსნა:

მოცემულ ამოცანაში მოთხოვნისა და მიწოდების განტოლებების ერთმანეთის განსასხვავებლად გამოყენებულია S


(Supply -მიწოდება) და D (Demand -მოთხოვნა) ლათინური ასოები. მიუხედავად იმისა რომ გამოცდაზე დიდი
ალბათობით მსგავს ფორმატში იქნება ამოცანა წარმოდგენილი, ჩვენ ვეცადოთ სხვა გზითაც გავარკვიოთ თუ რომელი
განტოლება გამოსახავს მიწოდებას და რომელი მოთხოვნას.

მოთხოვნის კანონის მიხედვით ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის არის უარყოფითი დამოკიდებულება (როცა
ფასი იზრდება, რაოდენობა მცირდება და პირიქით). შესაბამისად მოთხოვნის განტოლება იქნება ის, სადაც ფასს (P)
წინ აქვს მინუს ნიშანი (მათემატიკიდან გაიხსენეთ y=k*x +b განტოლებაში k განსაზღვრავს როგორია
დამოკიდებულებაა x-ს და y-ს შორის, თუ ის არის უარყოფითი მაშინ მათ შორის უკუპროპორციული
დამოკიდებულებაა და თუ დადებითია მაშინ პროპორციული). რადგან ზემოთ მოცემული ორი განტოლებიდან
მეორეში ფასის წინ უარყოფითი რიცხვია (-2), ესეიგი ეს ყოფილა მოთხოვნის განტოლება. ხოლო მიწოდების
განტოლება იქნება პირველი მათგანი, სადაც ფასის წინ არის დადებითი რიცხვი ( მიწოდების შემთხვევაში ფასის
ზრდა იწვევს მიწოდების რაოდენობის ზრდას და პირიქით). თუ გამოცდაზე განტოლებებში არ გექნებათ S და D
სიმბოლოები მოცემული, თქვენ უკვე უნდა შეძლოთ მათი ერთმანეთისგან განსხვავება.

1. იმისათვის რომ ვიპოვოთ წონასწორული რაოდენობა და ფასი გავიხსენოთ მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის


პირობა. ბაზარი წონასწორობაშია მაშინ, როდესაც მოთხოვნის და მიწოდების მრუდები ერთ წერტილში იკვეთება
(ნახაზზე ეს წერტილია A). შესაბამისად ამ წერტილში მოთხოვნის და მიწოდების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია.
გეომეტრიულად რომ ვიმსჯელოთ, ორი მრუდი კვეთს ერთმანეთს, შესაბამისად გადაკვეთის წერტილი საერთოა
ორივე მრუდისთვის და მისი კოორდინატები წარმოადგენს წონასწორულ ფასსა და წონასწორულ რაოდენობას.
ლევან ქვარიანი - მოწვეული ლექტორი

რადგან წონასწორობის წერტილში მიწოდების და მოთხოვნის რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, მაშინ შეგვიძლია
მოთხოვნის და მიწოდების განტოლებების შესაბამისი რაოდენობები ერთმანეთს გავუტოლოთ და ამოვხსნათ
განტოლება.

Q(S)=Q(D)
3P + 10= 60-2P
5P=50
P=10

ანუ წონასწორული ფასი ყოფილა 10 ლარი, რომელიც ასევე ასახულია ნახაზზე. ეხლა უნდა ვიპოვოთ წონასწორული
რაოდენობა. რადგან ჩვენ გვაქვს წონასწორული ფასი გადაკვეთის წერტილში, მაშინ თუ მას ჩავსვამთ რომელიმე
განტოლებაში მივიღებთ წონასწორულ რაოდენობას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ განტოლებაში ჩავსვამთ, რადგან
ორივე ერთ შედეგს მოგვცემს. რატომ?? იმიტომ რომ ორივე განტოლების შესაბამისი მრუდები ერთ წერტილში
იკვეთება და ჩვენ სწორედ ამ ერთი წერტილის კოორდინატებს ვეძებთ. იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ამაში, მოდი
ჩავსვათ წონასწორული ფასი (10 ლარი) ორივე განტოლებაში:

Q (S) = 3P + 10 = 3 * 10 +10 =30+ 10= 40

Q (D) = 60 – 2P = 60- 2 * 10 = 60- 20 = 40

როგორც ვთქვით, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ და ეს არის 40. ანუ ჩვენ ვიპოვეთ
წონასწორული ფასი (10 ლარი) და წონასწორული რაოდენობა (40 ერთეული).

2. გადავიდეთ მეორე კითხვაზე. რა მოვლენას აქვს ადგილი თუ ბაზარზე ფასი გახდება 5 ლარის ტოლი. ამისათვის
ფასების ღერძზე მოვნიშნოთ წერტილი, რომელიც აღნიშნავს 5 ლარს და გავავლოთ x კოორდინატის პარალელური
ხაზი (ნახაზეე ნაჩვენებია წითელი ფერით). წითელი წყვეტილი ხაზი გადაკვეთს მოთხოვნის და მიწოდების მრუდს.
რას გვეუბნება გადაკვეთის წერტილები?

პირველი გადაკვეთის წერტილი B (ხაზისა და მიწოდების მრუდის) გვიჩვენებს რომ ამ ფასზე (5 ლარი) მიწოდების
რაოდენობა ნაკლებია წონასწორულ რაოდენობაზე ხოლო მეორე გადაკვეთის წერტილი C (ხაზისა და მოთხოვნის
მრუდის) გვეუბნება რომ მოთხოვნის რაოდენობა მეტია წონასწორულ რაოდენობაზე. ანუ, 5 ლარის პირობებში
მოთხოვნის რაოდენობა აღემატება მიწოდების რაოდენობას (იხილეთ ნახაზზე). ანუ მწარმოებლები ცოტას აწვდიან
დაბალი ფასის გამო და მომხმარებლები მეტს ითხოვენ დაბალი ფასის გამო. ამ მოვლენას დეფიციტი ეწოდება. ანუ
სახეზე გვაქვს დეფიციტი.

დეფიციტი ნახაზზე გამოისახება მანძილით B და C წერტილებს შორის. ახლა ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ დეფიციტის
სიდიდე. იმისათვის რომ ვიპოვოთ დეფიციტის სიდიდე საჭიროა გავიგოთ მანძილი B და C წერტილებს შორის. ამას
მარტივად შევძლებთ თუ გავიგებთ B და C წერტილების კოორდინატებს.

დავიწყოთ B წერტილით. B წერტილი არის მიწოდების მრუდზე და ასევე ვიცით რომ მას შეესაბამება ფასი, რომელიც 5
ლარის ტოლია. იმისათვის რომ ვიპოვოთ შესაბამისი რაოდენობა (ანუ B წერტილის მეორე კოორდინატი) ამისათვის
ფასი (5 ლარი) უნდა ჩავსვათ მიწოდების განტოლებაში:

Q (S) = 3P + 10 = 3 *5 +10= 15 +10 = 25

როგორც ვნახეთ მიწოდების რაოდენობა როდესაც ფასი 5ის ტოლია არის 25.

ახლა გავარკვიოთ რა ხდება C წერტილში. C წერტილი არის მოთხოვნის მრუდზე და ასევე ვიცით რომ მასაც
შეესაბამება ფასი, რომელიც 5 ლარის ტოლია. იმისათვის რომ ვიპოვოთ შესაბამისი რაოდენობა (ანუ C წერტილის
მეორე კოორდინატი) ამისათვის ფასი (5 ლარი) უნდა ჩავსვათ მოთხოვნის განტოლებაში:

Q (D) = 60 – 2P = 60 – 2* 5= 60-10 = 50

როგორც ვნახეთ მოთხოვნის რაოდენობა როდესაც ფასი 5 ლარის ტოლია არის 50. ახლა კი შეგვიძლია დავთავლოთ
დეფიციტი. რადგან 5 ლარის დროს პროდუქტზე მოთხოვნა არის 50 და მიწოდება მხოლოდ 25, მაშინ დეფიციტი
იქნება 50-25=25. B დან C წერტილებს შორის მანძილიც სწორედ 25. რაც კარგად ჩანს ნახაზზე.
ლევან ქვარიანი -მოწვეული ლექტორი

მეშვიდე თავის მეოთხე და მეშვიდე ამოცანა

1) შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფირმის დანახარჯების ცხრილი.

2) თუ პროდუქტის ფასი ბაზარზე 13 ლარია და ფირმა არის ფასის მიმღები, რამდენ ერთეულ
პროდუქტს აწარმოებს ფირმა და რატომ?

3) რა იქნება წარმოების ამ დონეზე ფირმის მოგება/ზარალი?

3) მოკლევადიან პერიოდში, ფასის რა მნიშვნელობისთვის მიაღწევს ფირმა ნულოვანი


ეკონომიკური მოგების წერტილს (The Breakeven Point)? ახსენით რატომ?

4) ფასის რა მნიშვნელობისთვის დაიხურება ფირმა?

Q TC FC VC ATC AVC MC
0
1 27 9
2 16
3 5
4 5.5
5 8.4

1) ფირმის დანახარჯების ცხრილში მოცემული გვაქვს მხოლოდ 6 შევსებული უჯრა. იმისათვის


რომ დანახარჯების ცხრილი შევავსოთ უნდა მივყვეთ შემდეგ ლოგიკას:

ა) რადგან ხუთ უჯრაში მოცემული გვაქვს საშუალო დანახარჯები (ATC და AVC სვეტებში), მაშინ
შეგვიძლია პირდაპირ შევავსოთ TC და VC-ს შესაბამისი უჯრები.

მაგალითად: რადგან ვიცით, რომ საშუალო მთლიანი დანახარჯი 2 პროდუქტის წარმოებისას არის
16, ეს იმას ნიშნავს რომ მთლიანი დანახარჯი იქნება 2*16=32. ასევე, რადგან საშუალო მთლიანი
დანახარჯი 1 პროდუქტის წარმოებისას არის 27, მაშინ მთლიანი დანახარჯი იქნება 27*1=27.

იგივე ლოგიკით შევავსებთ ცვლადი დანახარჯების (VC) სვეტს საშუალო ცვლადი დანახარჯების
(AVC) შესაბამისი მონაცემებით: 5*3=15; 5.5*4=22 8,4*5=42

შესაბამისად მივიღებთ ცხრილს:

Q TC FC VC ATC AVC MC
0
1 27 27 9
2 32 16
3 15 5
4 22 5.5
5 42 8.4

ბ) ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ მოცემული გვაქვს რომ პირველი ერთეულის
წარმოების ზღვრული დანახარჯი (MC) არის 9. ეს იმას ნიშნავს რომ 0 დან 1 პროდუქტის
წარმოებისას მთლიანი დანახარჯი (TC) იზრდება 9-ით. რადგან ახლახან ვაჩვენეთ რომ 1
ერთეულის წარმოებისას მთლიანი დანახარჯი (TC) არის 27, ეს იმას ნიშნავს რომ 0 ერთეული
ლევან ქვარიანი -მოწვეული ლექტორი

წარმოებისას მთლიანი დანახარჯი (TC) ყოფილა 27-9=18. (სწორედ ეს 9 -ზღვული დანახარჯი,


რომელიც მოცემული გვქონდა თავიდანვე, გვიჩვენებს 0 დან 1ამდე წარმოების ზრდისას როგორ
იცვლებოდა მთლიანი დანახარჯი).

შესაბამისად, განახლებული ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

Q TC FC VC ATC AVC MC
0 18
1 27 27 9
2 32 16
3 15 5
4 22 5.5
5 42 8.4

გ) შემდეგი ეტაპი ასე გამოიყურება: რადგან 0 პროდუქტის წარმოებისას მთლიანი დანახარჯი არის
18, ეს ნიშნავს რომ ეს 18 არის მხოლოდ ფიქსირებული დანახარჯი (FC). ჩვენ ვისაწვლეთ რომ
ფიქსირებული დანახარჯი მოკლევადიან პერიოდში არის უცვლელი და არ არის დამოკიდებული
წარმოების მოცულობაზე, ცვლადი დანახარჯი კი წარმოების მოცულებაზეა დამოკიდებული.
შესაბაისად, მაშინ როდესაც მთლიანი დანახარჯი ცვლადის და ფიქსირებულის ჯამია (TC=VC+FC)
და თან ვიცით რომ 0 პროდუქტის წარმოებისას ცვლადი დანახარჯი 0-ია (რადგან არაფერი
იწარმოება), მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ეს 18 ზუსტად ფიქსირებულ დანახარჯს
წარმოადგენს.

ამის შემდგომ, ჩვენ შეგვიძია ფიქსირებული დანახარჯის სვეტი შევავსოთ 18-ით ( ფიქსრირებული
დანახარჯები უცვლელია წარმოების სხვადასხვა დონეზე).

ჩვენი ცხრილი შემდეგ სახეს მიიღებს:

Q TC FC VC ATC AVC MC
0 18 18
1 27 18 27 9
2 32 18 16
3 18 15 5
4 18 22 5.5
5 18 42 8.4

დ) უკვე საკმაო ინფორმაცია გვაქვს, რომ ცხრილის დარჩენილი უჯრები შევავსოთ:

TC 3 ერთეულის წარმოებისას იქნება = 18+15=33,

TC 4 ერთეულის წარმოებისას იქნება = 18+22=40,

TC 4 ერთეულის წარმოებისას იქნება = 18+42=60,

VC 0 ერთეულის წარმოებისას იქნება 0,

VC 1 ერთეულის წარმოებისას იქნება 27-18=9,

VC 2 ერთეულის წარმოებისას იქნება 32-18=14,


ლევან ქვარიანი -მოწვეული ლექტორი

ATC 3 ერთეულის წარმოებისას იქნება 33/3=11

ATC 4 ერთეულის წარმოებისას იქნება 40/4=10

ATC 5 ერთეულის წარმოებისას იქნება 60/5=12

AVC 1 ერთეულის წარმოებისას იქნება 9/1=9

AVC 2 ერთეულის წარმოებისას იქნება 14/2=7

და ბოლოს, ზღვრული დანახარჯების სვეტი (MC) შეივსება შემდეგი ლოგიკით: რადგან ზღვრული
დანახარჯები ასახავს მთლიანი დანახარჯის ცვლილებას პროდუქციის ერთი ერთეულით
ზრდისას, მაშინ მეორე პროდუქტის წარმოების ზღვრული დანახარჯი იქნება 32-27=5. მესამესი
იქნება 33-32=1. მეოთხესი 40-33=7 და მეხუთესი 60-40=20.

საბოლოოდ შევსებული ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

Q TC FC VC ATC AVC MC
0 18 18 0
1 27 18 9 27 9 9
2 32 18 14 16 7 5
3 33 18 15 11 5 1
4 40 18 22 10 5.5 7
5 60 18 42 12 8.4 20

2) როგორც ვიცით ფირმა აწარმოებს პროდუქციის იმ რაოდენობას როდესაც ფასი არის ზღვული
დანახარჯების ტოლი (p=MC). იმ შემთხვევაში თუ ფასი ზღვულ დანახარჯებზე ნაკლებია, ფირმა
შეამცირებს წარმოების მოცულობას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან თუ ფირმა ხედავს რომ დამატებით
ერთი ერთეულის წარმოების დანახარჯი იმაზე მეტია ვიდრე ამ დამატებითი ერთი ერთეულიდან
მიღებული შემოსავალი ( დამატებით ერთი ერთეულის გაყიდვით სწორედ ფასის p შემოსავალს
მიიღებს) მაშინ დამატებით პროდუქციის წარმოებას აზრი არ აქვს. და პირიქით, თუ ფირმა ხედავს
რომ დამატებითი ერთეულის წარმოების ზღვრული დანახარჯი ნაკლებია ვიდრე ფასი, მაშნ ის
განაგრძობს წარმოებას. საბოლოოდ ფირმა გაჩერდება წარმოების იმ დონეზე როცა p=MC-ს.

ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნებოდა ზღვული დანახარჯების სხვეტში სადმე გვქონოდა რიცხვი
ზუსტად 13. ამ შემთხვევაში ვიტყოდით რომ ფასი ბაზარზე 13ია, ზღვრული დანახარჯიც
წარმოების რომელიღაც დონეზე 13-ია და ფირმა აწარმოებს სწორედ ამ დონეზე. მაგრამ, რადგან
ზუსტად 13 არსად გვაქვს ზღვრული დანახარჯების სვეტში, მაშინ ავარჩევთ წარმოების იმ დონეს
სადაც საბაზრო ფასი (13 ლარი) აღემატება ზღვულ დანახარჯს, ხოლო ერთი ერთეული წარმოების
ზრდის შემთხვევაში უკვე პირიქით ზღვრული დანახარჯი გადაამეტებს ფასს.

ანუ, ფირმა აწარმოებს ზუსტად 4 ერთეულს. 4 ერთეულისთვის საბაზრო ფასი მეტია ზღვულ
დანახარჯზე 13>7. წამორების 5 ერთეული უკვე მიუღებელია ფირმისთვსი რადგან ამ დროს ფასი
ნაკლებია ზღვრული დანახარჯზე 13<20.
ლევან ქვარიანი -მოწვეული ლექტორი

3) ახლა გამოვიანგარიშოთ მოგება:

მოგება უდრის მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი ხარჯები. მთლიანი შემოსავალი


არის გაყიდული პროდუქციის რაოდენობა (4) გარავლებული ფასზე (13). ანუ 4*13=52

მთლიანი დანახარჯი წარმოების 4 ერთეულზე არის 40 (ცხრილში ვიპოვეთ უკვე).

მოგება არის დადებითი = 52-40=12

4) ლექციიდან ვიცით რომ ფირმა ნულოვან ეკონომიკურ მოგებას აღწევს მაშინ როდესაც ფასი
გაუტოლდება საშუალო მთლიანი დანახარჯის მინიმუმს (P=ATC).

ცხრილიდან ჩანს რომ საშუალო მთლიანი დანახარჯის მინიმუმი არის 10. შესაბამისად თუ
ბაზარზე ფასი გახდება 10 ფირმას ექნება ნულოვანი ეკონომიკური მოგება.

შევამოწმოთ: მოგება= P*Q – TC = 10*4 -40= 0.

4) როგორც ვიცით ფირმამ შეიძლება მოკლევადიან პერიოდში იმუშაოს წაგებაზე. ეს ხდება მაშინ,
როდესაც მას ფიქსირებული დანახარჯები უკვე აქვს გაღებული და მხოლოდ ცვლად დანახარჯებს
უყურებს. ანუ თუ პროდუქციის გაყიდვიდან მიღბეული შემოსავალი ცვლად დანახარჯებს
დაფარავს ის არ გავა ბაზრიდან (ფიქსირებული უკვე გაღებული აქვს და აღარ „მისტირის“ მას).
როგორც ლექციიდან ვიცით ეს ხდება მაშინ როდესაც ფასი მეტია საშუალო ცვალებად
დანახარჯებზე P>AVC. როგორც კი ფასი ნაკლები გახდება საშუალო ცვალებად დანახარჯზე, მაშინ
ფირმა დაიხურება P<AVC.

ჩვენს შემთხვევაში საშუალო ცვალებადი დანახარჯი მინიმუმს აღწევს წამორმოების 3 დონის


პირობებში და ის არის 5ის ტოლი. ანუ როგორც კი ფასი 5ს ჩამოცდება ფირმა დაიხურება.

You might also like