You are on page 1of 6

Excel ეკონომიკასა და ბიზნესში – 40 ქულა

V ვარიანტი

1 ) ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ი რ ე ბ ი ს ა მ ო ც ა ნ ა – 5 ქულა
წარმოების პუნქტებიდან განაწილების ცენტრებში ერთეული პროდუქციის გადაზიდვის ღირებულებები
მოცემულია ცხრილში, სადაც სტრიქონები შეესაბამებიან პროდუქციის წარმოების პუნქტებს, ხოლო სვეტები
პროდუქციის განაწილების ცენტრებს. ასევე, ცხრილში მოცემულია წარმოების პუნქტებში გამოშვებული და
განაწილების ცენტრებში მოთხოვნილი პროდუქციის მოცულობები.
ჭარბწარმოების შემთხვევაში ერთეული პროდუქციის შენახვა საწყობში ყოველდღიურად ჯდება $1,
ხოლო დეფიციტის შემთხვევაში ჯარიმა ერთეულ პროდუქციაზე ყოველდღიურად შეადგენს $3 – ს.

Excel-ის პირველ სამუშაო ფურცელზე:

a) შეადგინეთ ამოცანის მათემატიკური მოდელი (1 ქულა)


b) დიალოგურ ფანჯარაში Solver შესაბამის ველებში შეიყვანეთ სამიზნე ფუნქცია
(ტრანსპორტირების ჯამური ხარჯი), რომელიც უნდა იყოს მინიმალური (1 ქულა)
c) დიალოგურ ფანჯარაში Solver შესაბამის ველებში შეიყვანეთ ამოცანის უცნობი წევრები
(გადაზიდვის მოცულობები) და შეზღუდვები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ
პირობებს: (1 ქულა)
• წარმოების პუნქტებიდან ყველა პროდუქცია უნდა გაიზიდოს
• განაწილების ცენტრებში მოთხოვნილი პროდუქციის მოცულობები სრულად უნდა იყოს
დაკმაყოფილებული
• გადაზიდვის მოცულობები არ უნდა იყოს უარყოფითი სიდიდეები
d) დიალოგურ ფანჯარაში Solver შესაბამის ველში აირჩიეთ ამოცანის ამონახსნის ძიების
წრფივი ოპტიმიზაციის მეთოდი და ამოხსენით ამოცანა (1 ქულა)
e) დაადგინეთ: (1 ქულა)
• ტრანსპორტირების ჯამური ხარჯის მინიმალური სიდიდე და დააფორმატეთ შესაბამისი
უჯრედი, როგორც ფულადი ფორმატი: $ English (U.S.);
• წარმოების პუნქტებიდან განაწილების ცენტრებში გადაზიდული პროდუქციის
მოცულობები და შესაბამისი უჯრედები შეავსეთ მწვანე ფერით;
• ჭარბწარმოების შემთხვევაში წარმოების რომელი პუნქტის (პუნქტების) საწყობში ხდება ჭარბი
პროდუქციის შენახვა და რა მოცულობით, ხოლო დეფიციტის შემთხვევაში – რომელ განაწილების
ცენტრს (ცენტრებს) დააკლდა პროდუქცია და რა მოცულობით? შესაბამისი უჯრედი (უჯრედები)
შეავსეთ წითელი ფერით.
2) პ რ ო გ ნ ო ზ ი რ ე ბ ი ს ა მ ო ც ა ნ ა – 5 ქ უ ლ ა
ცნობილია დაკვირვების შედეგად მიღებული ორი სიდიდის დამოკიდებულება (მაგალითად, ფირმის
მიერ რეალიზებული მეორადი ავტომობილების მოცულობა მითითებულ კვირათა რიცხვში).

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:

a) ააგეთ გრაფიკული ხერხით წრფივი რეგრესიული მოდელი 𝑦 = 𝑚𝑥 + 𝑏 (1 ქულა)


b) დიაგრამაზე მოათავსეთ განტოლების სახე (Display Equation on chart) და აპროქსიმაციის
საიმედობის სიდიდე სიდიდე R2 (Display R-squaerd value on chart) (1 ქულა)
c) დიაგრამას დაურთეთ სათაურად „გაყიდვის დინამიკა“, ჰორიზონტალური ღერძის სათაური იყოს
„კვირები“, ხოლო ვერტიკალური ღერძის სათაური იყოს „მანქანები, ცალ.“ (1 ქულა)
d) იპოვეთ მეორადი ავტომობილების რეალიზაციის თეორიული მნიშვნელობები შესაბამისი
კვირისთვის და გააკეთეთ პროგნოზი მე–10 კვირისთვის. მიღებული შედეგები დაამრგვალეთ
მთელადე (1 ქულა)
e) ასევე მე-10 კვირას გასაყიდი მანქანების რაოდენობა განსაზღვრეთ FORECAST.LINEAR (FORECAST)
ფუნქციის გამოყენებით (მიღებული შედეგი დაამრგვალეთ მთელამდე) (1 ქულა)

3) იპოთეკური სესხის ანგარიში – 5 ქულა


ქონების ღირებულება შეადგენს 210000 ლარს. იპოთეკური სესხის დაფარვის ვადაა 7 წელი, წლიური 10%
განაკვეთით და საწყისი 15% შენატანით.
Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:
შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) B4 უჯრედში სესხის ოდენობა, ხოლო B6 უჯრედში რამდენ თვეში უნდა დაიფაროს სესხი (1 ქულა)
b) B7 უჯრედში ყოველთვიური გადახდები PMT ფუნქციის გამოყენებით (1 ქულა)
a) B8 და B9 უჯრედებში შესაბამისად გადახდების მთლიანი თანხა და საკომისიოს მთლიანი თანხა
ყოველთვიური გადახდების შემთხვევაში (1 ქულა)
b) D7 უჯრედებში ყოველწლიური გადახდები PMT ფუნქციის გამოყენებით (1 ქულა)
c) D8 და D9 უჯრედებში შესაბამისად გადახდების მთლიანი თანხა და საკომისიოს მთლიანი თანხა
ყოველწლიური გადახდების შემთხვევაში (1 ქულა)
4) თანაბარ კაპიტალდაბანდებების ეფექტურობის ანგარიში – 4 ქულა

თქვენ გთხოვენ სესხს 210000 დოლარის ოდენობით და გპირდებიან დაგიბრუნონ ყოველ წელს 32000
დოლარი 7 წლის განმავლობაში. იქნება თუ არა ეს გარიგება მომგებიანი წლიური 10%-იანი განაკვეთის
შემთხვევაში?

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) B5 უჯრედში PV ფუნქციის გამოყენებით შენატანის მიმდინარე ოდენობა (1 ქულა)


b) B6 უჯრედში უჯრედში შეიყვანეთ ფორმულა, რომელიც ავტომატურად მოგვცეს დასკვნას:
მომგებიანია ფულის გაპროცენტება, ან მომგებიანია ფულის გასესხება, ან ვარიანტები თანაბარია
(2 ქულა)
c) თანხის შემცველი უჯრედები დააფორმატეთ, როგორც $ English (U.S.) (1 ქულა)

5 ) ა რ ა თ ა ნ ა ბ ა რ ი კა პ ი ტ ა ლ დ ა ბ ა ნ დ ე ბ ე ბ ი ს ე ფ ე ქ ტუ რ ო ბ ი ს გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ა – 4 ქ უ ლ ა

თქვენ გთხოვენ სესხს $ 21000-ს და გპირდებიან, რომ ერთი წლის შემდეგ დააბრუნებენ $ 4000, 2 წლის
შემდეგ $ 5000, 3 წლის შემდეგ $ 8000, 4 წლის შემდეგ $ 10000 და 5 წლის შემდეგ $ 11000 თავდაპირველი წლიური
სპროცენტო განაკვეთი იყოს 3%.

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გმოთვალეთ:

a) B9 უჯრედში NPV ფუნქციით შენატანის მიმდინარე ოდენობა (1 ქულა)


b) დიალოგური ფანჯარა Goal Seek გამოყენებით დაადგინეთ წლიური საპროცენტო განაკვეთი,
რომელიც დააბრუნებს სესხის წმინდა მიმდინარე ოდენობას (2 ქულა)
c) თანხის შემცველი უჯრედები დააფორმატეთ, როგორც $ English (U.S.) (1 ქულა)
6) გადახდები პროცენტების მიხედვით და ძირითადი გადახდები – 5 ქულა

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) B7:B13 უჯრედებში ყოველწლიური გადახდა პროცენტების მიხედვით IPMT ფუნქციის


გამოყენებით (1 ქულა)
b) C7:C13 უჯრედებში ყოველწლიური ძირითადი გადახდა PPMT ფუნქციის გამოყენებით (1 ქულა)
c) B4 უჯრედში ყოველწლიური გადახდა PMT ფუნქციის გამოყენებით (1 ქულა)
d) D7:D13 უჯრედებში გამოთვალეთ ყოველწლიური ნაშთური ვალი (2 ქულა)

7) საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა – 2 ქულა

სესხის ოდენობა შეადგენს $ 210000-ს, სესხის დაფარვის ვადაა 7 წელი, ყოველწლიური შენატანების
სიდიდეა $ 32000.

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) გამოთვალეთ RATE ფუნქციის გამოყენებით B4 უჯრედში წლიური საპროცენტო განაკვეთი და


დაამრგვალეთ იგი მეათედი სიზუსტით (1 ქულა)
b) თანხის შემცველი უჯრედები დააფორმატეთ, როგორც $English (U.S.) (1 ქულა)
8) ანაბარზე დაგროვილი თანხის განსაზღვრა – 2 ქულა

საჭიროა ფულის დაგროვება სპეციალური პროექტისთვის, რომლის განხორციელება უნდა მოხდეს 8 წლის
შემდეგ. დავუშვათ, თქვენ აპირებთ ყოველი თვის ბოლოს შეიტანოთ 243 დოლარი. რა თანხა იქნება თქვენს
ანგარიშზე 8 წლის შემდეგ? თუ წლიური საპროცენტო განაკვეთია 3%.

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) FV ფუნქციის გამოყენებით B4 უჯრედში ანაბარზე დაგროვილი თანხის სიდიდე (1 ქულა)


b) თანხის შემცველი უჯრედები დააფორმატეთ, როგორც $English (U.S.) (1 ქულა)

9) პერიოდული გადახდების რაოდენობის განსაზღვრა – 2 ქულა

თქვენ იღებთ სესხს 210000 დოლარის ოდენობით წლიური 8%-იანი განაკვეთით და აპირებთ ყოველი
წლის ბოლოს გადაიხადოთ 32000 დოლარი.

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:

a) NPER ფუნქციის გამოყენებით B4 უჯრედში რამდენ წელს გასტანს გადახდები, მიღებული შედეგი
დაამრგვალეთ მთელამდე (1 ქულა)

b) თანხის შემცველი უჯრედები დააფორმატეთ, როგორც $English (U.S) (1 ქულა)

10) ქონების ამორტიზაციის ანგარიში – 6 ქულა

თქვენ შეიძინეთ მაცივარი 2500 ლარად, რომელსაც აქვს ექსპლუატაციის ვადა 5 წელი, რომლის შემდეგაც
იგი ფასდება 500 ლარად.

Excel-ის მომდევნო სამუშაო ფურცელზე:


შეიყვანეთ მონაცემები ნიმუშის მიხედვით და გამოთვალეთ:
DDB ფუნქციის (არგუმენტი Factor გამოტოვეთ) გამოყენებით მაცივრის ამორტიზაცია:
a) პირველი წლისთვის (1 ქულა)
b) მე–2 წლისთვის (1 ქულა)
c) მე–3 წლისთვის (1 ქულა)
d) მე–4 წლისთვის (1 ქულა)
e) მე–5 წლისთვის (1 ქულა)
f) დაადგინეთ მაცივრის ფასი მისი ექსპლუატაციიდან 2 წლის შემდეგ (1 ქულა)

You might also like