You are on page 1of 2

დავალება

სავაჭრო კომპანია აწარმოებს ტელევიზორების გაყიდვებს სამი წლის განმავლობაში. ყოველ


სავაჭრო კვარტალს გამოთვლების შედეგად ენიჭება სტატუსი, დამოკიდებული მიმდინარე კვარტალში
გაყიდული საქონლის ოდენობაზე (შესაძლო სტატუსები მოცემულია Category წარწერის ქვეშ):
Successful – გაყიდვების დიდი მოცულობა;
Mid successful – გაყიდვების საშუალო მოცულობა;
Not successful – გაყიდვების მცირე მოცულობა.
თქვენს Worksheet-ში, რომელსაც დაარქმევთ თქვენს გვარს:
Quantity- გაყიდული საქონლის რაოდენობა.
Purchase price- შესყიდვის ფასი;
Taxe Rate- საგადასახადო პროცენტი;
Price- ერთი ტელევიზორის საცალო ფასი - გამოსათვლელია;
Profit- კვარტალური გაყიდვების შედეგად მიღებული მოგება დოლარებში – გამოსათვლელია;
Status- მიმდინარე კვარტალის ვაჭრობის წარმატების სიმბოლური მაჩვენებელი – გამოსათვლელია;.
Bonus- კვარტალური პრემიის ოდენობა – გამოსათვლელია.
თქვენი ამოცანაა:
1. A1 უჯრაში შეიტანეთ მიმდინარე თარიღი და დრო, A2 უჯრაში მოახდინეთ ამ უჯრის
მნიშვნელობის კოპირება არაგანახლებადი სახით.
2. Quantity-სვეტს გადააწერეთ ზედ არაგანახლებადი ასლი!
3. ცხრილის პირველი და მეორე სვეტები შეავსეთ ნიმუშის მიხედვით
4. Status სვეტში
a. თუ მიმდინარე კვარტალში გაყიდვათა ოდენობა Quantity bound-ზე მეტია, მაშინ ამ თვის
სტატუსი იქნება Successful;
b. თუ კი გაყიდვათა ოდენობა აღემატება Quantity bound-ის მნიშვნელობის 80% პროცენტს,
მაშინ ამ თვის სტატუსი იქნება Mid successful
c. დანარჩენ შემთხვევაში კვარტლის სტატუსი იქნება Not successful.
5. Price სვეტში გამოითვალეთ ტელევიზორების გასაყიდი ფასი ყოველი კვარტლისთვის შემდეგი
წესის მიხედვით: პირველ კვარტალში თქვენ ყიდით საქონელს Wholesale price ფასად. ყოველ
მომდევნო კვარტალში ფასი გამოითვლება შემდეგი წესით (ერთი ფორმულით, რომელშიც
გათვალისწინებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა):
a. თუ წინა თვის სტატუსი არის Successful, მაშინ მიმდინარე კვარტლის გასაყიდი ფასი
შეადგენს Wholesale price-ის მნიშვნელობას;
b. თუ წინა კვარტლის სტატუსი არის Mid successful, მაშინ მიმდინარე კვარტლის გასაყიდი
ფასი შეადგენს Wholesale price-ის 95% პროცენტს;
c. თუ წინა კვარტლის სტატუსი არის Not successful, მაშინ მიმდინარე კვარტლის გასაყიდი
ფასი შეადგენს Wholesale price-ის 91%-ს.
6. Profit სვეტში გამოითვალეთ ყოველი კვარტლის გაყიდვების შედეგად მიღებული მოგება იმის
გათვალისწინებით, რომ თქვენ იცით შესყიდვის ფასი (Purchase price) და გამოთვლილია
გასაყიდი ფასი. გარდა ამისა, მიღებული მოგებიდან თქვენ უნდა გადაიხადოთ საგადასახადო
გადასახადი Taxe Rate ოდენობით.
7. Bonus სვეტში გამოითვალეთ პრემიალური თანხის ოდენობა შემდეგი პრინციპით:
a. თუ მიმდინარე კვარტლის სტატუსი არის Successful და გაყიდვების რაოდენობა
არანაკლებია მნიშვნელობისა, რომელიც აღემატება Quantity bound-ში მოყვანილ
რაოდენობას Bonus Range-ის მნიშვნელობით, მაშინ პრემიის ოდენობა შეადგენს
კვარტალური მოგებიდან პროცენტს, მოყვანილს Bonus Sucs-ში;
b. თუ მიმდინარე კვარტლის სტატუსი არის Mid Successful ან გაყიდვების რაოდენობა
უდრის Quantity bound-ის მნიშვნელობას, მაშინ პრემიის ოდენობა შეადგენს
კვარტალური მოგებიდან პროცენტს, მოყვანილს Bonus Mid-ში;
c. სხვა შემთხვევაში პრემია არ გაიცემა და უჯრედში უნდა აისახოს სიმბოლო “-“.
8. უჯრაში F23 გამოითვალეთ იმ კვარტლების გაყიდვების ფულადი მოცულობის ჯამი,
რომლებშიც გაიყიდა საშუალოზე არანაკლები საქონლის რაოდენობა.
9. უჯრაში F24 გამოითვალეთ იმ კვარტალების რაოდენობა, რომელთა გაყიდვების ფულადი
მოცულობა არანაკლებია გაყიდვების მთელი პერიოდის საშუალო ფულადი მაჩვენებლისა .
10. უჯრაში F25 გამოითვალეთ იმ კვარტალების ბონუსების საშუალო არითმეტიკული, რომელთა
სტატუსი არის Successful.
11. ფორმატირება
a. იმ უჯრებს, სადაც გამოსახულია ფულადი თანხები ჰქონდეს ფულადი ფორმატი,მძიმის
შემდეგ სამი ციფრის შენარჩუნებით, სადაც პროცენტები – პროცენტული.
b. ცხრილს მიეცით ნიმუშში მოცემული სახე(ჩარჩო,შეფერადება...)
c. მთელს ფურცელზე უჯრების სიმაღლე იყოს 25 pixels, სვეტების სიგანე – შიგთავსის
მიხედვით.
d. ყველა მონაცემი უჯრაში იყოს ვერტიკალურად ცენტრში.

You might also like