You are on page 1of 1

12.

რენტაბელობის ანალიზი

რენტაბელობა ნიშნავს მომგებიანობას,შემოსავლიანობის აბსოლიტური მაჩვენებელია


მოგების ან შემოსავლების თანხა,ხოლო შეფარდებითი მაჩვენებელია
რენტაბელობა.რენტაბელობის მაჩვენებლები განისაზღვრება მომგებიანობის სხვადასხვა
პოზიციიდან.დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის პრაქტიკაში იყენებენ რენტაბელობის
შემდეგ მაჩვენებლებს, რომლებიც საკმაოდ სრულად ახასიათებენ ორგანიზაციის
საქმიანობის ეფექტიანობას: მთლიანი კაპიტალის რენტაბელობა, რომელიც
გაიანგარიშება მოგების პროცენტული შეფარდებით აქტივების საშუალოწლიურ
ღირებულებასთან.საკუთარი კაპიტალის საერთო რენტაბელობა, რომელიც
გაიანგარიშება მოგების პროცენტული შეფარდებით საკუთარი კაპიტალის
საშუალოწლიურ ღირებულებასთან.გაყიდვების რენტაბელობა წმინდა მოგების
მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება წმინდა მოგების პროცენტული შეფარდებით
პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ ამონაგებზე. რენტაბელობის ყველა მაჩვენებელი
შეიძლება გავაერთიანოთ სამ დიდ ჯგუფში:მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ
წარმოების დანახარჯების რენტაბელობას, მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ
გაყიდვების რენტაბელობას და მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ კაპიტალისა და
მისი ცალკეული ნაწილის ეფექტიანობას.საკუთრი კაპიტალის რენტაბელობა შეიძლება
გაანგარიშდეს სამეურნეო წლის მოგებისა და წმინდა მოგების მიხედვით.

You might also like