You are on page 1of 29

დანახარჯების აღრიცხვიანობა

დანახარჯებისა და მოგების (Cost-volume-profit CVP) დამოკიდებულების ანალიზი


დანახარჯებისა და მოგების დამოკიდებულების ანალიზი განმარტებული ასევე, როგორც
ბალანსირებული ანალიზი, წარმოადგენს დანახარჯებისა და შემოსავლების დამოკიდებულების
შესწავლის მეთოდს, რომელიც ემყარება შემდეგ ფორმულას
მოგება = გაყიდვებს - ცვლადი ხარჯები - ფიქსირებული ხარჯები
მოცულობა როგორც წესი იზომება გაყიდვების ერთეულით (საცალო ან საბითუმო გაყიდვები)
ან გაყიდვებით მიღებული შემოსავლების მოცულობით. მოცულობების გაზრდით იზრდება ასევე
შემოსავლები და დანახარჯები. დანახარჯები იყოფა ორ კატეგორიად - ფიქსირებული და ცვლადი.
ფიქსირებული დანახარჯები გაყიდვების მოცულობის ზომის მიუხედავად რჩება მუდმივი, ის
შეიცავს განათებას, გათბობას, ხელფასებს, ამორტიზაციას, დაზღვევას, სესხის პროცენტს. ცვლადი
ხარჯები კი ისეთები, რომლებიც ვარირებენ უშუალოდ და პროპორციულად წარმოების
მოცულობებთან. ტიპიური ცვლადი ხარჯებია - წარმოება, ნედლეული.
დანახარჯებისა და მოგების დამოკიდებულების ანალიზი მჭიდროდ არის დაკავშირებული
„წვლილის“ ანალიზთან, რომელიც აქცენტს აკეთებს ფიქსირებულ და ცვლად დანახარჯებს შორის
სხვაობაზე. როგორც დანახარჯებისა და მოგების დამოკიდებულების ანალიზი, ასევე „წვლილის“
ანალიზი არის გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა, რომელიც აწვდის მმართველობას ისეთ
ღირებულ ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯების შემცირებას და მოგების გაზრდას.
მაგალითად კომპანია ხშირად უშვებს სხვადასხვა პროდუქციას და თითოეული პროდუქტის წილის
ანალიზმა საერთო გაყიდვებში უზრუნველყოს მაქსიმალური მოგება.
მაგალითი
კომპანია აწარმოებს ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის სამ ნაირსახეობას - დიდს,
საშუალოს და მცირეს. მომავალი წლის ბიუჯეტში ჯამურმა მუდმივმა დანახარჯებმა შეადგინა
50000. ქვემოთმოტანილ ცხრილში მოცემულია დაანგარიშებული პროდუქციის გაყიდვების
მოცულობა (რაოდენობა), პროდუქციის ერთი ერთეულის გაყიდვის ფასი და ცვლადი დანახარჯები
პროდუქციის ერთი ერთეულისთვის - სამივე ნაირსახეობის პროდუქციისთვის ცალკ-ცალკე.
კომპანიას სურს გააკეთოს ანალიზი თითოეული ნაირსახეობის წვლილისა კომპანიის მთელი
(სამივე) პროდუქციის გაყიდვების მოცულობებისთვის, რათა დაადგინოს რომელი ნაირსახეობა
გაიყიდება უფრო აქტიურად.

წაუგებლობის წერტილი
წაუგებლობის ანალიზი (Break-Even Analyse) საწარმოს სარგებლიანობის ანუ პროდუქციის
გამოშვების იმ რაოდენობის (წაუგებლობის წერტილი) განსაზღვრას ისახავს მიზნად,
რომლისთვისაც საწარმოს საერთო შემოსავალი (total revenue, TR) მისი ჯამური დანახარჯების (total
costs, TC) ტოლი ხდება.

1
წაუგებლობის წერტილი (break-even point, BEP) არის გამოშვებული პროდუქციის ერთეულებში
გაზომილი წარმოების მოცულობის (გამოშვების) ის დონე, რომლის გადამეტების შემთხვევაში
საწარმო უკვე მოგებით იწყებს მუშაობას.
წაუგებლობის წერტილის BEP განსაზღვრა სამი პარამეტრის მიხედვით ხდება. ესენია:
1. ნაწარმის ერთეულის გასაყიდი ფასი (unit’s price, P);
2. პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე მოსული ცვლადი ხარჯები (variable costs, VC);
3. პროდუქციის ერთეულზე მოსული მუდმივი ხარჯები (fixed costs, FC).
მუდმივს, ანუ ფიქსირებულს იმ ხარჯებს უწოდებენ (FC), რომელთა სიდიდე არ იცვლება
წარმოების მოცულობის ზრდის ან შემცირების კვალობაზე - მიწის რენტა, ქონების და სალიცენზიო
გადასახადები, ხელფასები, საამორტიზაციო დანარიცხები, დაზღვევის ხარჯი.
ცვლადი (VC) კი ის ხარჯებია, რომელთა სიდიდე დამოკიდებულია წარმოების და გაყიდვების
მოცულობაზე - ნედლეულის და მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯები, დანახარჯები პერსონალის
ხელფასზე და პროდუქციის მიწოდებაზე, გამსაღებლების კუთვნილი საშუამავლო (საკომისიოები)
და სხვა.
მუდმივი ხარჯები დროის ფუნქციაა, ცვლადი - წარმოების მოცულობის.
სხვაობას პროდუქციის ერთეულის გასაყიდ ფასსა P და პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე
გაწეულ ცვლად VC ხარჯებს შორის, მარგინალური (ზღვრული) შემოსავალი ეწოდება. იგი
გვიჩვენებს, თუ პროდუქციის ერთეულის რეალიზებით მიღებული შემოსავლის რა ნაწილი რჩება
მუდმივი ხარჯების საკომპენსაციოდ.
აქედან კი ვიგებთ წაუგებლობის წერტილს, ანუ იმას, თუ პროდუქციის რამდენი ერთეული
უნდა გაიყიდოს, რათა დაიფაროს ჯამური დანახარჯები და საწარმომ რენტაბელობას მიაღწიოს:
FC
BEP 
P  VC

თუ მართკუთხა კოორდინატთა სისტემის ვერტიკალურ ღერძზე გადავზომავთ ხარჯებს, ხოლო


ჰორიზონტალურზე - პროდუქციის გაყიდული ერთეულების რაოდენობას ფულად გამოხატვაში და
ავაგებთ სრული ხარჯის (მუდმივი პლუს ცვლადი ხარჯები) და მთლიანი შემოსავლების გაყიდვების
მოცულობასთან კავშირის გრაფიკებს, შევძლებთ წაუგებლობის წერტილის განსაზღვრას, რომელიც
სრული ხარჯის და მთლიანი შემოსავლის წრფეების ურთიერთგადაკვეთის წერტილს შეესაბამება.
წაუგებლობის ანალიზის მეთოდი ყველაზე ეფექტურია როდესაც:
2
 კაპიტალდაბანდებები და მუდმივი ხარჯები დიდია;
 ცვლადი ხარჯები გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ცვლილების პროპორციულად
იცვლება.

მაგალითი
კომპანიას სურს გააკეთოს წაუგებლობის წერტილის ანალიზი. წაუგებლობის წერტილი
განსაზღვრავს პროდუქციის ისეთ მოცულობას, რომლის დროსაც შემოსავალი უტოლდება სრულ
დანახარჯებს.
არსებობს წაუგებლობის წერტილის განსაზღვრის ორი ფორმულა - ერთის მიხედვით
განისაზღვრება პროდუქციის მოცულობა (რაოდენობა) წაუგებლობის წერტილში (BEPu), ხოლო
მეორეს მიხედვით - შემოსავლის ოდენობა ფულად ერთეულებში (BEP$).
BEPu = ჯამური მუდმივი დანახარჯები / p-v
BEP$ = ჯამური მუდმივი დანახარჯები / 1-v/p
სადაც p - არის პროდუქციის ერთეულის გაყიდვის ფასი, ხოლო v - ცვლადი დანახარჯები
პროდუქციის ერთეულზე.
ფორმულები, რომელიც საჭიროა კომპანიის „დანახარჯები-მოცულობა-მოგება“ მოდელის
გამოსახვისთვის მოცემულია ქვემოთმოტანილი სურათის ქვევით ნაწილში.

3
ჩამოფასება (ამორტიზაცია)
საწარმოთა ძირითადი ფონდები, როგორებიცაა მაგალითად სატრანსპორტო საშუალებები,
კომპიუტერები და ა.შ. მოხმარებაში არიან მრავალი წლის განმავლობაში სანამ ისინი შეიცვლებიან
და ამიტომ არ ხდება მათი არც ყოველთვიურად და არც ყოველწლიურად ახლის შეძენა, მაგრამ
დროთა განმავლობაში ხდება მათი როგორც ფიზიკური (მით უფრო სატრანსპორტო საშუალებების),
სათანადოდ ღირებულების ჩამოფასება - ამორტიზაცია.
ამორტიზაცია განისაზღვრება, როგორც აღწერის პროცედურა ძირითადი ფონდის - აქტივის
საბალანსო ღირებულების შემცირებისა მისი ცვეთის გამო და მომავალში მისი ჩამოწერისა.
იმისათვის, რომ განისაზღვროს ჩამოფასების მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში, საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია შემდეგი ოთხი ტიპის მონაცემის შესახებ
თითოეული ჩამოსაფასებელი აქტივის შესახებ:
1. აქტივის სასარგებლო სასიცოცხლო ციკლი საანგარიშო პერიოდების მიხედვით;
2. აქტივის პირვანდელი ფასი;
3. აქტივის ფასი სასარგებლო სასიცოცხლო ვადის ბოლოს;
4. სასარგებლო სასიცოცხლო ვადის გასვლის შემდეგ აქტივის ღიერებულების გამოთვლის
მეთოდი.
Excel-ს გააჩნია აქტივის ჩამოფასების განმსაზღვრელი ხუთი ფუნქცია, რომლებიც
დამყარებულები არიან დროებზე და მათი სწორი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იყოს
აქტივის პირვანდელი ღირებულების, სასარგებლო სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლიობის და
ჯართის ღირებულების მონაცემების ხელმისაწვდომობით:
1. სწორხაზოვანი მეთოდი, ფუნქცია SLN - ნაკლებრეალისტური, რომელიც გულისხმობს,
რომ ჩამოფასების მნიშვნელობა ყოველწლიურად არის ერთი და იგივე. ანუ მაგალითად
თუ პირვანდელი ფასი არის 20000, სასარგებლო სასიცოცხლო ციკლი 8 წელი და ნარჩენი
ღირებულება 4000, ფუნქცია SLN(20000,4000,8) ყოველწლიური ჩამოფასების მნიშვნელობა
იქნება 2000 (2000 × 8 + 4000=20000);
2. ჩამოფასების, ბალანსის შემცირების მეთოდი - ფუნქცია DB. ეს მეთოდი უფრო ეყრდნობა
პრაქტიკულ მიდგომას და გულისხმობს, რომ ყოველ წელიწადს ჩამოფასების
მნიშვნელობა უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წელს. მაგალითად იმავე მაგალითის
შემთხვევაში პირველ წელს DB(20000,4000,8,1)=3640, მეორე წელს DB(20000,4000,8,2)=2978,
მესამე წელს DB(20000,4000,8,3)=2436 და ა. შ;
3. წლების ჯამის რიცხვითი მეთოდი - ფუნქცია SYD. იგი მსგავსია წინა მეთოდის (ფუნქცია
DB), პირველ წელს SYD(20000,4000,8,1)=3556, მეორე წელს SYD(20000,4000,8,2)=3111,
მესამე წელს SYD(20000,4000,8,3)=2813;
4. ბალანსის ორჯერ ჩამოფასების მეთოდი - ფუნქცია DDB. ეს მეთოდი უფრო მეტად
ამცირებს აქტივის ღირებულებას პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში წინა
მეთოდებთან შედარებით. იგი ორჯერ უფრო მეტად ამცირებს აქტივის ღირებულებას
სწორხაზოვან მეთოდთან შედარებით. ჩამოფასება პირველ წელს - DDB(20000,4000,8,1) =
5000, მეორე წელს - 3750, მესამე წელს - 2813.

5. ბალანსის ცვლადის შემცირების მეთოდი - ფუნქცია VDB. იგი გაცილებით უფრო


მოქნილი და რთული მეთოდია. ეს მეთოდი გულისხმობს ჩამოფასების, როგორც
ნებისმიერ პერიოდს, ასევე ნაწილობრივ პერიოდებს მომხმარებლის მიერ
ზემოთჩამოთვლილი მეთოდების მითითების უზრუნველყოფით. ამ ფუნქციას გააჩნია

4
ლოგიკური ჩამრთველი, რომელიც თუ გამორთულია (მდგომარეობა „მცდარი“) VDB
იყენებს ჩამოფასების სწორხაზოვან მეთოდს, თუ სწორხაზოვანი ჩამოფასება მეტია ვიდრე
ჩამოფასების ბალანსის შემცირების მეთოდი. მაგალითად VDB(20000, 4000, 8, 0, 3, 2,TRUE)
აბრუნებს ჩამოფასების მნიშვნელობას 11563, რომელიც წარმოადგენს პირველი სამი წლის
აკუმულირებულ მნიშვნელობას გამოთვლილს DDB ფუნქციით.
ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობაზე
და ასევე სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაზე სხვადასხვა ტიპის აქტივებთან.
შემდეგ მაგალითზე ნაჩვენებია ჩამოფასების სხვადასხვა მეთოდებით მიღებული მონაცემების
ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა.
მაგალითი

მოწყობილობათა შეცვლა
მოწყობილობათა შეცვლა ერთ-ერთი ზოგადი ამოცანაა, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა
კატეგორიებში. ოპერაციულ მანეჯმენტში ის ასოცირდება მომსახურებასთან, საიმედოობასთან,
რომელიც მოიცავს ხარისხის კონტროლს და სტატისტიკურ ალბათურ განაწილებას. ბიზნეს
გარემოში შეცვლის ანალიზი მოიცავს ძირითადი აქტივების ჩამოფასებას და ფულის ღირებულებას

5
დროში. მოწყობილობათა გადანაწილებაში ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო
ვარიანტია წრფივი პროგრამირების მეთოდის გამოყენება. მოწყობილობათა შეცვლის ანალიზის
მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს ოპტიმალური დანახარჯების დროითი
ინტერვალი თუ როდის უნდა მოხდეს მოწყობილობათა შეცვლა, რათა მოხდეს დანახარჯების
მინიმიზირება.
არსებობს მოწყობილობათა შეცვლის ანალიზის ორი მიდგომა:
 დაზიანებული ერთეულები. საწარმოები, როგორც წესი იყენებენ სხვადასხვა
დანადგარებს, როგორებიცაა დაზგები, სატრანსპორტო საშუალებები და ა. შ. რომლებიც
ძირითადად არიან ძვირადღირებულები და დროთა განმავლობაში იცვითებიან და
გამოდიან წყობიდან. ამასთან, როგორც წესი შესაძლებელია მათი აღდგენა და პირველ
ორ წელს ასეთი მოწყობილობების ჩამოფასების მაჩვენებელი არის მაღალი, ხოლო
მომსახურების ხარჯები დაბალი. შემდგომში სასარგებოლო სასიცოცხლო ციკლის
ბოლოსთვის კი პირიქით ამორტიზაციის (ჩამოფასების) მაჩვენებელი იკლებს, ხოლო
მომსახურეობის ხარჯები იზრდება და სათანადოდ უნდა იქნეს განხილული
ბუღალტრული მიდგომები;
 უცაბედად დაზიანებული ერთეულები. ასეთ სიტუაციაში მოწყობილობები, რომლებიც
ნორმალურად ფუნქციონირებდნენ უცაბედად გამოდიან მწყობრიდან. ასეთი
სიტუაციები, როგორც წესი არ არიან ძვირადღირებულნი, მაგრამ შედეგები რაც
შეიძლება ამას მოჰყვეს შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებები
სათანადოდ დამოკიდებული უნდა იყოს ალბათურ გამოთვლებთან და გამოყენებული
უნდა იქნეს ასევე სტატისტიკური მეთოდები.
მაგალითი
საწარმომ 25000-ად შეიძინა ავტომობილი. დილერმა მოაწოდა აგრეთვე ინფორმაცია ცხრილის
სახით სადაც მთითითებულია მონაცემები 8 წლის განმავლობაში ყოველწლიური მომსახურების
ხარჯების და ლიკვიდური ღირებულების შესახებ და აიღო კაპიტალის ღირებულება 9%-ის სახით.
საჭიროა განისაზღვროს, თუ როდის იქნება სასურველი მისი შეცვლა.

სურათზე გამოტანილი მოწყობილობათა შეცვლის მოდელის ანალიზიდან ჩანს, რომ მინიმალური


ყოველწლიური დანახარჯები (გამოთვლილი I20 უჯრაში - 6850) მიიღწევა მე-5-ე წელს
(გამოთვლილი E20 უჯრაში 5), რაც მიუთითებს იმას, რომ სასურველია მოწყობილობა შეიცვალოს
მე-5-ე წელს. სვეტები E და F შეესაბამებიან მომსახურეობის დანახარჯებს E10:E18 უჯრებთან,
რომლებიც შეიცავენ მომსახურეობის მიმდინარე დანახარჯებს (PVMC) 8 წლის პერიოდისთვის. სვეტი
F (CUM) აჯამებს ავტომობილის შესასყიდ (25 000) და მომსახურეობის (სვეტი E) ხარჯებს.
გადაყიდვის მიმდინარე ფასის მნიშვნელობები (PVRV) ნაანგარიშებია G10:G18 უჯრებში, ხოლო H
სვეტი გვაძლევს წმინდა დაყვანილი ღირებულების მნიშვნელობებს (NPV), ანუ CUM-ს
გამოკლებული PVRV მონაცემები და H სვეტში (PMT) წლიური შენატანის მონაცემებს.

6
ბიუჯეტის შედგენა
ბიუჯეტის შედგენა არის ბიზნეს-დაგეგმვის პრაქტიკული რეზულტატი. დაწვრილებითი
ფინანსური გეგმა, რომელიც შეიცავს სხვადასხვა რაოდენობრივ ინფორმაციას, შეიძლება აღიწეროს
როგორც ბიუჯეტი. მმართველობა როგორც წესი ამზადებს ბიუჯეტის სხვადასხვა ვარიანტებს,
თითოეულს განსხვავებული დროითი მონაკვეთებისთვის; ბიუჯეტებს გაყიდვებისთვის,
წარმოებისთვის, არსებული რესურსებითვის და ა. შ. დროის მცირე მონაკვეთებისთვის, როგორიცაა
თვე, წელი. სხვა ბიუჯეტები როგორიცაა კაპიტალდაბანდების წარმოებაში და მოწყობილობებში
წარმოადგენენ ხანგრძლივ პერიოდიან ბიუჯეტებს გათვლილს 10-ზე ან მეტ წლებზე.
ბიუჯეტი წარმოადგენს აგრეთვე ბიზნესის მართვის ტრადიციულ საშუალებას, რომლის
გამოყენებამაც უნდა უზრუნველყოს, რომ უწყვეტ რეჟიმში გასავლებმა არ უნდა გადააჭარბოს
შემოსავლებს. ბიუჯეტური კონტროლი ხორციელდება როგორც წესი, ანგარიშების საშუალებით,
რომელიც ეყრდნობა ფაქტიური რეზულტატების შედარებას დაგეგმილ წარმოდგენებთან.
ანგარიშები აანალიზებენ წინააღმდეგობებს გეგმიურთან გადახრების, ავლენენ მათ მიზეზებს
და უთითებენ იმ მაკორექტირებელ მოქმედებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ გადახრების
აღმოფრხვა.
ბიუჯეტის მომზადება მოიცავს ისეთი ორიენტირებული ფინანსური ანგარიშგების შექმნას,
რომელიც მომზადებულია მომავალი პერიოდებისთვის, ბიუჯეტში შემავალი წინადადებების
საფუზველზე და რამაც უნდა უზრუნველყოს კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის ჭეშმარიტი
სურათის დანახვა. ბიუჯეტი ასევე უნდა შეიცავდეს ძირითად ანგარიშგებას ე.ი. მოგებისა და
დანაკარგების ბალანს და ფულადი ნაკადების ანალიზს. შემდეგი თემატიკური გამოკვლევა
გვიჩვენებს ორი ფინანსური ანგარიშის გაერთიანების სარგებლიანობას ერთ ელექტრონულ წიგნში.
თემატური გამოკვლევა - ბიუჯეტირების მოდელი

7
მცირე ოჯახური ბიზნესის კომპანიის მოღვაწეობა მოიცავს ავეჯის დამზადებას. მისი ბალანსი
31 დეკემბრისთვის შეადგენს:
ბალანსის ფურცელი 31 დეკემბერი 200X წ.
ფიქსირებული აქტივები 25000 ლ.
მიმდინარე აქტივები
აქციები 4300 ლ.
მევალეები (დებიტორები) 6300 ლ.
ნაღდი ფული 2000 ლ.
ჯამური აქტივი 37600 ლ.
მცირევადიანი პასუხისმგელობები და აქტივები
კრედიტორები 5800 ლ.
„ოვერდრაფტი“ 1000 ლ.
აქციები 30800 ლ.
ჯამური პასუხისმგებლობა 37600 ლ.
კომპანია მუშაობს შემდეგი ოთხი თვის ბიუჯეტის შედგენაზე, რომ დაადგინოს რა დონის
„ოვერდრაფტი“ დასჭირდება ბანკისგან. გაყიდვებმა ნოემბერსა და დეკემბერში შესაბამისად
შეადგინა 3800 ლ. და 4200 ლ. შემდეგი ექვსი თვის (იანვარი-ივნისი) გაყიდვები შეაფასეს როგორც
4500 ლ., 5000 ლ., 5500 ლ., 5000 ლ., 6000 ლ. და 6500 ლ. მათ აინტერესებთ, თუ როგორი იქნება მოგების
მგრძნობელობა ამ შეფასებებთან.
იგულისხმება, რომ მასალების ღირებულება ზოგადად წარმოადგენს მიმდინარე თვის
გაყიდვების 25%-ს, მაშინ როცა შესყიდვები მიეკუთვნებიან შემდეგი თვის მასალების
დანახარჯებთან. ცვლადი ხარჯები გამოითვლება როგორც ამ თვის გაყიდვების 6%, მაშინ როცა
ყოველი თვის ფიქსირებული ხარჯები შეადგენს 2000 ლ.-ს. ავეჯი როგორც წესი იყიდება კრედიტით,
სათანადოდ მყიდველები (დებიტორები) დავალიანების დაფარვას კომპანიისადმი უნდებიან
საშუალოდ ორ თვეს (60 დღე), მაშინ როცა კომპანიამ კრედიტორებს დავალიანება უნდა დაუფაროს
ერთი თვის (30 დღე) განმავლობაში. ძირითადი აქტივების ამორტიზაცია ყოველთვიური 0.5%, და
ყოველთვიური 0.8% ნებისმიერი „ოვერდრაფტის“ პროცენტული განაკვეთი.
ნაბიჯი 1. იანვრის თვის ბიუჯეტის მოდელის შედგენა. კომპანია ადგენს ბიუჯეტის მოდელის
სამუშაო ფურცელს ისე, რომ შეძლოს მოგების ეფექტის გამოკვლევა. იანვრის თვის ბიუჯეტის
მოდელი, რომელიც მოიცავს აგრეთვე მოგება/ზარალის კომბინირებულ ანგარიშს და ბალანსს
ასახავს ქვემოთმოტანილი სურათი და ცხრილი გამოყენებული ფორმულებით.
ნაბიჯი 2. კომპანიის გაფართოებული (თებერვალი-აპრილი თვეების) ბიუჯეტის მოდელის
შედგენა. თებერვლის თვის ბიუჯეტის მოდელის შესადგენად მოვახდინოთ იანვრის თვის
ბიუჯეტის ამსახველი უჯრების (A1:K30) კოპირება უჯრებში A33:K62 და მოვახდინოთ შემდეგი
მოქმედებები:
 გარდავქმნათ კოპირებული, ცხრილის „მიმდინარე თვე“ (უჯრები E36:F43) ქვემოთმოტანილ
ცხრილში მითითებული მოქმედებების შესაბამისად;
 გავუტოლოთ იანვრის თვის „დასახური“ ბალანსის მონაცემები (უჯრები D29:J29) თებერვლის
თვის „გასახსნელი“ ბალანსის (უჯრები D49:J49) მონაცემებს.
თებერვლის თვის ბიუჯეტის მოდელი მოცემულია ქვემოთმოტანილ სურათზე.
შემდეგი ორი (მარტის და აპრილის) თვეების ბიუჯეტის მოდელის შესადგენად გავიმეორებთ
იმ მოქმედებებს, რაც შევასრულეთ თებერვლის თვის ბიუჯეტის მოდელის შესადგენად.
8
9
ავეჯის კომპანიის თებერვლის თვის ბიუჯეტის მოდელის სამუშაო ფურცელი

10
11
ბოლოს მოცემულია ბიუჯეტის საბოლოო კრებსითი მოდელის სურათი (თვეები იანვარი-
აპრილი), რომელიც შეესაბამება სტანდარტული აღრიცხვის ფორმატს მასში ასახული
მოგება/ზარალის მონაცემები კოპირებულია K18:K28 და K50:K60 უჯრებიდან (შესაბამისად
იანვრის და თებერვლის თვის ბიუჯეტების მოდელებისთვის), მაშინ, როცა ბალანსური მონაცემები
ემთხვევიან „დასახური“ ბალანსის მონაცემებს (უჯრები D29:J29 და D61:j6 შესაბამისად იანვრის და
თებერვლის თვეებისთვის). ფულადი ნაკადების აღრიცხვიანობის გამოსათვლელი ფორმულები
მითითებულია ქვემოთმოტანილ ცხრილში.

12
გამოყენებული ფორმულები:

მარაგების მართვა
კომპანიებმა შეიძლება მხოლოდ ივარაუდონ, რომ მომხმარებლებმა რა და როდის უნდა
იყიდონ. რომ მოიხსნას ეს ვარაუდი საჭიროა მარაგების ის რაოდენობა, რაც აუცილებელი იქნება
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ანუ საწყობის მარაგები უნდა იყოს ბუფერი მოთხოვნასა და
წინადადებებს შორის. მაგალითად ისეთი ნედლეული, როგორიცაა საწვავი უნდა იქნეს
მომარაგებული იმდენი, რაც საჭიროა გარკვეული მოცულობის დენის გამოსამუშავვებლად ან
ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ნაღდი ფული კლიენტბის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
მარაგების მთავარი ტიპებია: 1) ნედლეული, 2) დაუმთავრებელი წარმოება და 3) მზა
პროდუქტის ნაწილი გამზადებული გასაგზავნად.
ზოგადად არაეკონომიურად ითვლება როცა საწყობში პროდუქციის შენახვის ხარჯი მეტია
ვიდრე მათი გაყიდვიდან მოგება. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ კომპანია ეწევა არაშესრულებული
შეკვეთის პოლიტიკას - უარყოფითი მარაგების სტრატეგიას, რაც თავის მხრივ იწვევს იმას, რომ
კლიენტებს უწევთ ლოდინი პროდუქციის მიღებაზე.
კომპიუტერული მოდელები გამოიყენება მარაგების შემცირებაზე, რათა უზრუნველყოფილი
იქნეს მარაგების რაოდენობისა და დროის ტრანზაქციების ზუსტი პროგნოზის უზრუნველყოფა.
თანამედროვე პირობებში მწარმოებლები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მარაგების რესურსები
წარმოადგენენ „ძვირფას სიამოვნებას“ და მოითხოვენ მომწოდებლებისგან მათ მოწოდებას მხოლოდ
იმ დროს, როცა არიან ისინი საჭირონი. ამ მიდგომას უწოდებენ „ზუსტად დროში“ (JIT Just-In-Time),
რაც გულისხმობს წარმოების პროცესების სინქრონიზირებას და მატერიალური რესურსების
(მარაგების) შენახვის ხარჯების შემცირებას, მომწოდებლების საიმედოობის გაზრდას.
მარაგების მდგომარეობის კონტროლი მდგომარეობს იმის უზრუნველყოფაში, რომ სწორი
ელემენტები, სწორი რაოდენობა და სწორ დროში იქნენ თუ არა შეკვეთილნი, ანუ ამასთან
დაკავშირებით დროის მოცემულ მომენტში ისმის შემდეგი კითხვები:
 რა უნდა იქნეს შეკვეთილი?
 როდის უნდა იქნეს განთავსებული შეკვეთა?
 რამდენი უნდა იქნეს შეკვეთილი?
13
პირველი შეკითხვა ეხმაურება უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ შესაბამისი ელმენტებია
შეკვეთილი. სერიული ნაწარმების დასაწყობების შეყოვნების მიზეზები განპირობებულია ა)
საწარმოო პროცესების მიმდინარეობის რიტმულობით და ეფექტურობით; ბ) რაოდენობრივი
ფასდაკლების უპირატესობით; გ) მომავალში შესაძლო დეფიციტის აღმოსაფხვრელად; დ)
სეზონური მოთხოვნების და მიწოდების მერყეობის გათვალისწინებით; ე) ინფლაციის და ფასების
ცვალებადობისგან თავის დაცვით. რადგან შენახული მარაგები „ძვირადღირებულია“, უნდა
შესრულდეს ისეთი პროცედურები როგორიცაა რენტაბელობის ანალიზი, რათა გარანტირებული
ვიყოთ, რომ მატერიალური მარაგები ეკონომიურად გამართლებულია. მაგალითად
მიკროკომპიუტერების კომპონენტების მარაგები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მოძველებულად
არაეკონომიურია.
ორი ყველაზე გავრცელებული მიდგომა მეორე შეკითხვასთან მდგომარეობს - ა)
„ფიქსირებული რაოდენობის“ სისტემა და ბ) „ფიქსირებული პერიოდის“ ან ე. წ. პერიოდული
განხილვის სისტემა. „ფიქსირებული ოდენობის“ სისტემა გულისხმობს ყოველ ჯერზე ერთი და
იგივე ოდენობის შეკვეთის განხორციელება. მოთხოვნის ვარიაციებიდან გამომდინარე
შეკვეთებსშორისი დროის ცვლილების მიუხედავად მუდმივი ოდენობის შეკვეთის განხორციელება.
„ფიქსირებული პერიოდის“ სისტემას აგრეთვე ეძახიან პერიოდული ოდენობის შეკვეთის სისტემას
(POQ Periodic Order Quantity).
რაც შეხება მესამე შეკითხვას, ანუ რამდენი უნდა იქნეს შეკვთილი? საუკეთესო მათემატიკურ
მოდელად ითვლება მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს შეკვეთის ოპტიმალურ ოდენობას,
დანახარჯების მინიმიზირების უზრუნველყოფით. ამ მეთოდს შეკვეთის ოპტიმალურ ოდენობის
(EOQ Economic Order Quanttity) მეთოდს ეძახიან. ზოგადად მარაგების მდგომარეობის კონტროლის
მოდელების საფუძველს წარმოადგენს ზემოთხსენებული ბოლო ორი შეკითხვა, ანუ რამდენი და
როდის.

მარაგების მართვის მახასიათებლებები


მარაგების მართვას გააჩნია ორი ძირითადი მახასიათებელი, რომლებიც დაკავშირებულია
მოთხოვნასთან.
მოთხოვნა შეიძლება იყოს ა) დამოუკიდებელი ან დამოკიდებული და ბ) დეტერმინირებული
ან ალბათური.
 მარაგებზე მოთხოვნა არის დამოუკიდებელი თუ იგი არ არის დამოკიდებული სხვა
ელემენტების მოთხოვნაზე. მარაგების დამოუკიდებელი მოთხოვნის მაგალითს
წარმოადგენს მზა ნაწარმი, რომელთაზეც მოთხოვნა დამოკიდებულია მხოლოდ ე. წ.
გარე პირობებზე, როგორებიცაა გასაღების პროგნოზი, მომხმარებელთა ტენდენცია და ა.
შ. ასეთი მოდელები იყენებენ მათემატიკურ მეთოდებს მოთხოვნის პროგნოზის,
შეკვეთების ოდენობის და ღირებულების დასაკავშირებლად;
 მარაგებზე დამოკიდებული მოთხოვნა გულისხმობს, რომ ელემენტზე მოთხოვნა
დამოკიდებულია საწარმოო პროცესებზე. მაგალითად მოთხოვნა საავტომობილო
თვლებზე უშუალოდ დამოკიდებულია წარმოებული ავტომობილების რაოდენობაზე
და ა. შ.
 დეტერმინირებული მოთხოვნა გულისხმობს ისეთ მოთხოვნას, როცა მოთხოვნა
ელემენტზე არის მუდმივი და უნიფიცირიებული, ანუ ცვლადების მნიშვნელობები
წინასწარ ზუსტად არის ცნობილი;
 ალბათური მოთხოვნა გულისხმობს ისეთ მოთხოვნას, როცა მოთხოვნა ელემენტზე
ვარირებს, ანუ წარმოადგენს ალბათურ განაწილებას.
14
მარაგების შეკვეთის ოპტიმალური ოდენობა
მარაგების შეკვეთის ოპტიმალურ ოდენობა ყველაზე ძველი და ცნობილი სისტემაა შეკვეთის
ოპტიმალური ოდენობის დასადგენად, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯების მინიმიზირებას.
ამ დანახარჯებს წარმოადგენს მარაგების შეკვეთის ხარჯი და შენახვის ხარჯი. როგორც წესი
შეკვეთის ხარჯი არ იცვლება შეკვეთის ოდენობასთან დაკავშირებით. ნებისმიერ წელს, როცა
იზრდება შეკვეთების რაოდენობა, ნაკლები შეკვეთა უნდა იყოს განთავსებული და შესაბამისად
შემცირდება შეკვეთის დანახარჯი.
მეორეს მხრივ შეკვეთის ოდენობის გაზრდა იწვევს შენახვის ხარჯების გაზრდას, ამასთან
ელემენტის ფასი რჩება ფიქსირებული.
მარაგების მოდელების მიზანს წარმოადგენს საერთო დანახარჯების შემცირება. EOQ
მოდელებში შეკვეთის ოპტიმალური ოდენობის მაჩვენებელი წარმოადგენს მინიმალურ მნიშვნელს
მთლიანი ხარჯების მრუდზე, რომელიც ასახულია მოდელის ქვემოთმოყვანილ სურათზე.

მთლიანი დანახარჯი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:


მთლიანი დანახარჯი = შეკვეთის ხარჯი + შენახვის ხარჯი + შეძენის ხარჯი
ოპტიმალური შეკვეთის ოდენობის მოდელი გულისხმობს შემდეგს:
 მარაგების მოთხოვნა ცნობილია და არის მუდმივი;
 განიხილება ერთი ელემენტი;
 არ არის არანაირი დაგვიანება და მარაგის გამოუყენებლობა;
 ყველა ხარჯი ცნობილია ზუსტად და არ იცვლება;
 დეფიციტი არ დაიშვება.
ამოცანა
თუ ჩავთვლით, რომ წლიური მარაგის ოდენობა არის Q, მაშინ მარაგის ოპტიმალური ოდენობა
გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
Q0 = (2DS/H)1/2
სადაც, Q 0 - მარაგის შეკვეთის ოპტიმალური ოდენობა;
D – მოთხოვნის წლიური ოდენობა;
S - მარაგის თითოეული შეკვეთის ღირებულება;
H - მარაგის ერთეულის ყოველთვიური შენახვის ხარჯი
ზემოთ მითითებული ფორმულიდან გამომდინარე წლიური შეკვეთის ღირებულება იქნება
DS/Q0, მარაგის წლიური შენახვის ხარჯი HQ0/2, წლიური შეძენის ხარჯი DC, სადაც C არის მარაგის
ერთეულის ღირებულება. აქედან გამომდინარე წლიური მთლიანი ღირებულება TC იქნება
TC = DS/Q0+ HQ0/2 + DC

15
ქვემოთ მოყვანილ სურათებზე მოყვანილია ამოცანის ამოხსნის მოდელი და Excel- ის
დოკუმენტში გამოყენებული ფორმულებისა და ფუნქციების ცხრილი.

მარკეტინგის მოდელები
მარკეტინგი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი რთული დარგია. მრავალი
შესავალი მონაცემი თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე როგორც წესი რთულად გასაზომია,
როგორებიცაა მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნილებები, კონკურენციის დონე, გაყიდვების
პროგნოზირების მაჩვენებლები არამდგრად ეკონომიკურ გარემოში და ა. შ. მაგრამ მოდელირება
ელექტრონული ცხრილების საშუალებით არის იდეალური ინსტრუმენტი მარკეტინგის
პრობლემების გადასაწყვეტად, რადგან იგი ეფუძნება, როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ -
ნახევარსტრუქტურირებულ წარმოდგენებს ბაზრის ცვალებად ბუნებაზე.

მგრძნობიარობა ანუ „რა თუ“ ანალიზი ტიპიური ნახევარსტრუქტურირებული მიდგომაა,


რომელშიც გადაწყვეტილების მიმღები პირი სვამს „რა თუ“ შეკითხვებს, რათა განსაზღვროს თუ
როგორ პასუხობენ ესა უ ის გადამწვეტი ფაქტორები გადაწყვეტილების მიღების გარემოებზე.
მაგალითად თუ როგორ იმოქმედებს ნაწარმის გამოშვებაზე დანახარჯის 5%-ით გაზრდა ნაწარმის
ფასზე?

ბევრ კომპანიას გააჩნიათ მრავალნაირი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები.


მაგალითად ისინი მიისწრაფვიან გაზარდონ გაყიდვები მინიმალური ღირებულებით ან ამავე დროს
მიიღონ მაქსიმალური მოგება მინიმალური რისკის პირობებში. მიზნების პროგრამირება
წარმოადგენს წრფივი პროგრამირების ერთ-ერთნაირსახეობას და საშუალება აძლევს
გადაწყვეტილების მიმღებ პირს განსაზღვროს მრავალჯერადი მიზნები, რომლებიც შეიძლება იქნენ
განთავსებული შეკვეთებში მიუხედავად გადაწყვეტილების მიმღები პირის სურვილებისა.
მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივი პროგრამირება არ ითვლება ოპტიმალურად ისინი
უახლოვდებიან შესაძლო დამაკმაყოფილებელ შედეგებს გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის.

კორელაციური ანალიზი და წრფივი რეგრესია


კორელაციური ანალიზი და წრფივი რეგრესია ორი ყველაზე უფრო გამოყენებადი
სტატისტიკური ინსტრუმენტია ორ ან უფრო მეტ მონაცემთა შორის წრფივი დამოკიდებულების
დასადგენად. როცა გვაქვს მხოლოდ ორი ჩართული ცვლადი, განჭვრეტის ტექნიკას მარტივი
რეგრესიული ანალიზი ეწოდება. ორ ცვლადს შორის წრფივი დამოკიდებულების ძალის
რაოდენობრივ მაჩვენებელს კორელაციის კოეფიციენტს უწოდებენ. კორელაციის კოეფიციენტი რაც
უფრო ახლოა +1 ან –1–თან, მით უფრო ძლიერი წრფივი კავშირია სათანადო ცვლადებს შორის,
ხოლო თუ კორელაციის კოეფიციენტი 0–ის ტოლია, მაშინ ამ ცვლადებ შორის წრფივი
დამოკიდებულება არ არსებობს.
ცვლადებს შორის უკეთესი რეგრესის წრფის შესარჩევ პოპულარულ მეთოდს უმცირესი
კვსდრატების მოთოდს ეძახიან. უმცირესი კვადრატების მეთოდი გულისხმობს, რომ ის რეგრესის
წრფეა უკეთესი, რომელიც მინიმიზირებს დაკვირვებებს (x,y) შორის მანძილების კვადრატების ჯამს.
მაგალითზე განვიხილოთ შემდეგი თემატური გამოკვლევა.
მაგალითი 2

16
კომპანია აწარმოებს საყოფაცხოვრებო სარეცხ საშულებებს და ყიდის მათ საცალო მაღაზიებზე
თავისი ფართო რეგიონული ქსელის გამყიდველების საშუალებით. კომპანია დაინტერესდა
გარკვეულიყო საკუთარი ცვლადი ყოველკვარტალური გაყიდვებით და დაავალა გაყიდვების
მენეჯერს გარკვეულიყო ამ ცვალებადობაში. გაყიდვების მენეჯერმა შეადგინა პროდუქციის
გასაღების მონაცემების ცხრილი შემთხვევითი ათი რეგიონისთვის (იხ. ცხრილი 11.2.1)
ამ ცხრილის მონაცემებზე დაკვირვებით გაყიდვების მენეჯერმა მოინდომა კავშირის დამყარება
გაყიდვების მოცულობასა და გამყიდველების მიერ მაღაზიების ვიზიტების რაოდენობასთან
დაკავშირებით.

ამ მონაცემების უკეთესად გაანალიზებისათვის გაყიდვების მენეჯერმა გამოიყენა Excel-ის


შესაძლებლობები - კერძოდ ფუნქცია CORREL და ასევე ააგო გამყიდვლების მაღაზიებში ვიზიტებისა
და გაყიდვების მოცულობების მონაცემთა XY (Sacatter) ტიპის დიაგრამა იხ. ნახ. 11.2.1. ამ
მონაცემებიდან გამომდინარე გამოთვლილი კორელაციის კოეფიციენტის მნიშვნელობა - 0,68 არ
შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ, ძირითადად იმის გამო, რომ რეგიონ 1-ის და რეგიონ 5-ის
გაყიდვების მონაცემები აცდენილები არიან საერთო სურათს. ამავე დროს თუ შედგენილი
ცხრილიდან ამოვშლით რეგიონ 1-ის და რეგიონ 5-ის მონაცემებს და თავიდან გამოვთვლით
კორელაციის კოეფიციენტს მივიღებთ მის საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მნიშვნელობას - 0,99, იხ.
ნახ. 11.2.2.
წერტილოვანი დიაგრამა გვიჩვენებს წრფივ ტენდენციას. თუ წერტილოვან დიაგრამაზე
დავამატებთ Excel–ის ფუნქციას Trendline მივიღებთ ტრენდის წრფის განტოლებას, რომელიც
ასაშუალებს მონაცემთა წერტილების მნიშვნელობებს და გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ფირმის
მოღვაწეობის მონაცემთა განვითრების ტენდენციას და აგრეთვე გარკვეული სიზუსტით
განვჭვრიტოთ თუ რა ფარგლებში უნდა იყოს, ჩვენ შემთხვევაში, გაყიდვების მოცულობის
დამოკიდებულება გამყიდველების ე. წ. მოღვაწეობასთან (რეგიონების მაღაზიებში ვიზიტებთან).
ფუნქცია Trendline არ არის შეზღუდული წრფეებით, მას შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე
სხვადასხვა მრუდის ფორმა, იმის და მიხედვით თუ რა დამოკიდებულება იქნება დასაკვირვებელ
მონაცემებს შორის.
ყოველივე ეს აგრეთვე ფირმას აძლევს საშუალებას მისი უკეთ განვითარებისთვის მიიღოს
კონკრეტული ღონისძიებები, მაგალითიდან გამომდინარე რეგიონ 5–სთვის გაყიდვების
მოცულობის გასაზრდელად და ჩვენი აზრით რეგიონ 1–ის გამყიდველის წასახალისებლად მისი
შესაძლო უკეთესი გამოცდილების დანარჩენ რეგიონებში გასაზიარებლად.

17
18
გაყიდვების სამსახურის მოდელები
უმრავლესი კომპანიებისთვის გაყიდვების სამსახური ერთ–ერთი ბევრად ინვესტირებადი
სამსახურია, განსაკუთრებით სამრეწველო სფეროებისთვის. უმრავლეს შემთხვევებში დანახარჯები,
რომლებიც მოდის ამ სამსახურზე არის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი. ამ სამსხურის მოცულობა არის
მთავარი ფაქტორი ხელშეწყობისა ამ დიდი ხარჯების გაწევასთან.

გაყიდვების სამსახურის მოცულობა

სამშენებლო კომპანიის მომწოდებლებმა მოითხოვეს, რომ გაყიდვების სამსახურის ნასწავლმა


თანამშრომლებმა გაყიდონ თავიანთი სამშენებლო მოწყობილობები. გაყიდვებს აქვთ სეზონური
ხასიათი. სამშენებლო კომპანიის მენეჯერმა შეაფასა, როგორც ცხრილიდან ჩანს (იხ. ცხრილი) რომ
მინიმალური რაოდენობის გამყიდველებია საჭირო მომავალი წლის პირველი 8 თვის განმავლობაში.

19
კომპანიამ გამყიდველების დაქირავების შემდეგ იგი აგზვნის მათ 4–თვიან სასაწავლო
კურსებზე, რის შემდეგაც ისინი იწყებენ გაყიდვებს. თითოეულ თვეს გარკვეული რაოდენობა
პერსონალის (დაახლოებით 10%) მუშაობის სირთულის გამო ტოვებენ სამსახურს. კომპანიას
აინტერესებს თუ რა მინიმალური რაოდენობა ახალი სტაჟიორების უნდა აიყვანონ მომდევნო 4 თვის
განმავლობაში, რომ ამასთან ჰყავდეს ის მინიმალური რაოდენობა, რაც შეესაბამება ცხრილში
მოტანილი მონაცემთა მოთხოვნას. იანვრის თვეში პერსონალი შედგება 50 თანამშრომლისგან და 90
სტაჟიორისგან (30 სტაჟიორი დაიწყებს აქტიურ მუშაობას 1–მარტისთვის, ხოლო დანარჩენები 1–
აპრილისთვის. შევადგინოთ პროგრამული მოდელი Excel-ის Solver პროცედურის გამოყენებით.
უდა გავითვალისწინოთ, რომ პერსონალის რაოდენობა უნდა იყოს მხოლოდ მთელი რიცხვი.
თვეების მიხედვით საჭირო რაოდენობა გამყიდველი პერსონალის იქნება შემდეგი:
იანვარი =50
თებერვალი = იანვრის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90%
მარტი = თებერვლის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + 30 სტაჟიორი
აპრილი = მარტის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + 60 სტაჟიორი
მაისი = აპრილის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + X1
ივნისი = მაისის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + X2
ივლისი = ივნისის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + X3
აგვისტო = ივლისის თვის საჭირო მთლიანი რაოდენობის 90% + -X4
ზემოთაღნიშნული გამოთვლები მითითებულია Excel -ის ელექტრონული მოდელის D6:D12
უჯრებში (იხ. მოდელის ქვემოთმოტანილი სამუშაო ფურცლის სურათი და მოდელში
გამოყენებული Solver-ის პარამეტრები და ფორმულები). მოდელით გამოდის, რომ მინიმუმ 31 ახალი
სტაჟიორია საჭირო. ასევე, თუ დავუშვებთ 4 თვიან სასწავლო კურსზე 20 ახალი სტაჟიორი
უნდა იქნეს აყვანილი სამუშაოზე, რომ 1 თებერვალს სასწავლო კურის დაწყებისას, ივნისში, რომ
დაიწყონ აქტიური მუშაობა. ზუსტად ასევე 11 ახალი სტაჟიორი უნდა იქნეს აყვანილი სამუშაოზე,
რომ 1 მარტს სასწავლო კურის დაწყებისას, ივლისის თვის თანამრომელთა დეფიციტი იქნეს
აღმოსაფხვრელი .

20
რეკლამის განთავსების ხარჯების ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრის მოდელი
განვიხილოთ მაგალით:

კომპანია გეგმავს ახალ პროდუქტის გამოშვებას და აპირებს გაატაროს სარეკლამო კომპანია


როგორც ტელევიზიით ასევე, ბეჭდვური მედიით. მაგრამ ეს ორივე საინფორმაციო საშუალება არ
არიან ერთნაირად ეფექტურები პოტენციურ მომხმარებელთა მოსაზიდად. კომპანია გეგმავს
დახარჯოს მაქსიმუმ $200000 ბაზარზე ამ პროდუქტის გასაქაჩად. ცხრილში მოცემულია მონაცემები
სარეკლამო ხარჯებისა და პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობის (ათასებში) შესახებ ყოველ
დახარჯულ $1000-ზე თითოეულ სარეკლამო ობიექტზე.

21
კომპანიამ პრიორეტულად გაანაწილა თავისი სამი მიზანი:

1. მოიზიდოს არანაკლებ 3 მილიონი მომხმარებელი;


2. სარეკლამო ბიუჯეტის არაუმეტეს 40% ბეჭდვურ მედიაზე;
3. მოიზიდოს არანაკლებ 500000 მაღალშემოსავლიანი მომხმარებელი.
ნაბიჯი 1. შემოწმდეს შეიძლება თუ არა სამივე მიზნის ერთდროულად მიღწევა?

ამ ნაბიჯის მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ შევხედავთ პრობლემას წრფივი პროგრამირების


ამოცანის კუთხით.

დავუშვათ X1 და X2 არის დახარჯული მთლიანი თანხა შესაბამისად ტელევიზიაზე და


ბეჭდვურ მედიაზე. რადგან კომპანიას უნდა ერთდროულად სამი მიზნის მიღწევა ეს არ იქნება
წრფივი პროგრამირების შესაბამისი (რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მიზანი).
ამისათვის მიზანშეწონილი იქნება ყურადღების გამახვილება პირველ მიზანზე, ანუ მთლიანი
მომხმარებლის მაქსიმალურ რაოდენობაზე - მიზნის ფუნქცია Z=20*X1+7*X2 შემდეგი შესაბამისი
შეზღუდვებით:
X2>=0,4×200000 (მიზანი 2 - ბეჭდვურ მედიაზე სარეკლამო ხარჯების შეზღუდვა);
2X1+3X2>=500000 (მიზანი 3 - მაღალშემოსავლიან მოხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა);
X1+X2<=200000 (მთლიანი სარეკლამო ხარჯების შეზღუდვა).
ქვემოთმოტანილ სურათზე მოცემულია ზემოთაღწერილი პირობების
გათვალისწინებით სარეკლამო ბიუჯეტის განაწილების მოდელი Excel-ის Solver-ის წრფივი
პროგრამირების ვარიანტის გამოყენებებით და მოდელში გამოყენებული Solver-ის პარამეტრები და
გამოყენებული ფორმულები.
პროგრამა Microsoft Excel-ის გადაწყვეტილებების ძიების პროცედურის დანამატის
დასაყენებლად (თუ იგი არ არის დაყენებული) გააქტიურეთ პროგრამის ძირითადი File მენიუს
ელემენტი Options მარცხენა ჩამონათვალიდან აირჩიეთ Add-Ins  Add-Ins Inactive Application
Add-ins ჩამონათვალიდან აირჩიეთ Solver  Go  გამოტანილ Add-Ins available ფანჯარაში ისევ
მონიშნავთ Solver Add-in-ს და OK დაიწყებს დაყენებას და დაყენების შემდეგ პროგრამის მთავრი
მენიუდან DATA-ში მარჯვნივ ბოლოში გაჩნდება Solver.

22
როგორც მოდელიდან ჩანს ვერ იქნა მიღწეული (D15:E17 უჯრებში მითითებული) პირველი
პრიორიტეტული მიზანი (მათ შორის მესამე პრიორიტული მიზანიც).

საწარმოო ოპერაციების მოდელები


მენეჯერებმა ხშირად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა განაწილდეს
რესურსები სხვადასხვა საწარმოო ოპერაციებზე. როგორც წესი შეზღუდული რესურსები,
როგორებიცაა მოწყობილობები, დრო, მასალები, შრომატევადობა, ფული და ა. შ. გამოიყენება

23
ნაწარმების დასამზადებლად და მომსახურების გასაწევად. მართვის პრობლემა მდგომარეობს ამ,
როგორც წესი შეზღუდული რესურსების ეფექტურ გამოყენებაში.
სამეწარმეო მოღვაწეობა გულისხმობს მოქმედებათა ფართო სპექტრს დაწყებულს მაგალითად
თუ სად ჯობია განთავსდეს წარმოება და დამთავრებული მზა ნაწარმის მომხმარებლამდე
მიწოდებით. ამ ორ ე. წ. გარე ეტაპს შორის არის აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი მოქმედებები:
 ლოგისტიკური დაგეგმვა და რიგითობის სისტემები;
 საწარმოო დაგეგმვა;
 მასალების შესყიდვა და მარაგების მართვა;
 ხარისხის უზრუნველყოფა და მართვა;
 პროექტების მართვა
გადაწყვეტილებების ოპერატიული კონტროლი გულისხმობს, რომ ამოცანები სრულდება
ეფექტურად, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ყველა შემავალი რესურსი გამოყენებულია
იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური (მაქსიმუმალური) რაოდენობის ნაწარმის
დასამზადებლად.

ლოგისტიკური მოდელები
საწარმოო მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ლოგისტიკური ფუნქციები,
რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ წარმოდგენას მასალების მოწოდებასა და პროდუქციის
განაწილებაზე. ლოგისტიკა დაკავშირებულია ძირითადად მასალების შენახვასთან,
დამუშავებასთან, გადაადგილებასთან ქარხნებთან, პროდუქციის ბაზრებთან. ლოგისტიკის
მართვაში დგება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემები:
 როგორი უნდა იყოს განაწილების სისტემის სტრუქტურა - ცენტრალიზებული თუ
დეცენტრალიზებული?
 როგორ უნდა იყოს ორგანიზებული საწყობი, რომ მაქსიმიზირებული იყოს სივრცე და
როგორ უნდა იყოს შემცირებული დატვირთვა/გადმოტვირთვის დრო?
 რომელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობები განსაზღვრავენ ორგანიზაციულ
უპირატესობებს?
 როგორი სატრანსპორტო შესაძლებლობები უნდა იქნეს გამოყენებული?
ლოგისტიკის დაგეგმვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სასუალებების
ადგილმდებარეობა და ოპერაციული ადგილმდებარეობა, რაც მდგომარეობს ბაზრის ფაქტორების
შეფასებაში, როგორიცაა სიახლოვე ნედლეულთან და მომხმარებლებთან, მაღალი ხარისხის
მარშრუტებთან წვდომა, ეკოლოგიური სიტუაციების გათვალისწინება და ა. შ.
ამას გარდა განთავსების გადაწყვეტილება გულისხმობს აგრეთვე რიგის ანალიზს - რიგის
სიგრძის, მოლოდინის საშუალო დროს და რიგში დგომის ხარჯებს.
ამოცანა. ადგილმდებარეობის მოდელი
ე. წ. შეწონილი მანძილის მეთოდი წარმოადგენს ოპტიმალური ადგილმდებარეობის (X0,Y0)
მონახვის მათემატიკურ მეთოდს, რომელიც მინიმიზირებას უკეთებს გასაღების ხარჯებს. იგი
იყენებს მანძილის - d სტანდარტული კოორდინატების გეომეტრიის განტოლებას ორ (x1,y1) და
(x2,y2) პუნქტს შორის აქვს შემდეგი სახე:
d=((x2-x1)2+(y2-y1)2)1/2
შეწონილი მანძილი გულისხმობს წანამატის ფაქტორს ზემოთმოყვანილ განტოლებაზე.
სტანდარტული რუქა გადაყვანილია (X,Y) გრაფში, არეზე დადებული ბადით და გამოითვლის

24
თითოეული ადგილმდებარეობის შეწონილ მანძილს wdiოპტიმალური ადგილმებარეობასთან
(X0,Y0) მიმართებით შემდეგი ფორმულით:
wdi=wi((X0-Xi)1/2+(Y0-Yi)1/2)1/2
სადაც wi არის წონის ფაქტორი i-ური ადგილმდებარეობიდან (Xi,Yi) კოორდინატით ნაწარმის
წინ/უკან გადაადგილებისა.
კომპანია განთავსებული მიდოუსვტში (კოორდინატები (30,30) და პროდუქციის
მოცულობით 3500 იხ. ქვემოთმოყვანილი სურათი) გეგმავს თავისი ნაწარმის ახალი დისტრიბუციის
ცენტრის შექმნას. მას უკვე გააჩნია ორი ქარხანა გრინჰილსა (კოორდინატებით (40,110) და
პროდუქციის მოცულობით 3000) და რივერსდეილში (კოორდინატებით (140,40) და პროდუქციის
მოცულობით 3500) და სურს მოძებნოს საუკეთესო ადგილმდებარეობა ახალი საწყობისთვის.
მოდელის ასაგებად ვიყენებთ Excel-ის გადაწყვეტილების ძიების Solver პროცედურას

განსათავსებელი ადგილის ოპტიმალური კოორდინატების (X0,Y0) და სათანადოდ საერთო


მინიმალური დაცილების მანძილის wdi დასადგენად.
ქვემოთ მოყვანილ სურათებზე მოყვანილია ამოცანის ამოხსნის მოდელი , Excel- ის
დოკუმენტში გამოყენებული ფორმულები და Solver-ის პარამეტრები.

25
როგორც მოდელის დოკუმენტის სურათიდან ჩანს ოპტიმალური განთავსების ადგილის
კოორდინატებია (52,66.4) და მინიმალური შეწონილი მანძილი 605371.

სამუშაოთა თანმიმდევრობა
საწარმოო კალენდარული დაგეგმვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგნს სამუშაოთა
თანმიმდევრობა. სამუშაოთა თანმიმდევრობა შეიძლება დაგეგმილი იყოს პრინციპით “პირველი
მოვიდა, პირველი წავიდა“, ან შესაძლებელია აგრეთვე პრიორიტეტულობის პრინციპით. მთლიანი
სამუშაო დრო როგორც წესი არ იცვლება მიუხედავად სამუშაოთა სხვადასხვა თანმიმდევრობისა,
მაგრამ ეფექტურმა სამუშაოთა თანმიმდევრობამ გავლენა შეიძლება იქონიოს მიწოდების
სისწრაფეზე, საიმედოობაზე და მომხმარებელთა უკეთ დაკმაყოფილებაზე.
ზოგადად სამუშაოთა პრიორიტეტულობის წესები მოითხოვს მონაცემებს სამუშაოთა
ხანგრძლიობის და შესრულების ვადის შესახებ. ეს წესები შემდეგია:
 FIFO: First-in, First-out - პირველი სამუშაო, რომელიც მოხვდა სამუშაო სივრცეში,
პირველივე დამუშავდა;
 SPT: Shortest processing time – უმოკლესი სამუშაო სრულდება პირველად;
 EDD: Earliest due date - უადრესი შესრულების ვადიანი სამუშაო სრულდება პირველად;
 CR: Critical ratio – სამუშო, რომელსაც გააჩნია ყველაზე ნაკლები კრიტიკული
დამოკიდებულება სრულდება პირველად.
როგორც წესი:
CR = დარჩენილი დრო / სამუშაოს ხანგრძლიობა
თუ CR>1 სამუშაო სამუშაოთა რიგში ხვდება თავში; თუ CR<1 სამუშაო სამუშაოთა რიგში
ხვდება ბოლოში; თუ CR=1 სამუშაო მიდის გრაფიკის მიხედვით.
 LPT: Longest processing time - დიდი ხანგძლიობის მქონე სამუშაო სრულდება პირველად;
ამოცანა
კომპანიას სურს განსაზღვროს წარმოების პროცესის თანმიმდევრობა ხუთი - A, B, C, D და E
სამუშაოებისთვის პრიორიტეტულობის ხუთი პრინციპის გამოყენებით. ითვლება, რომ მიმდინარე
დღე საწარმოო გრაფიკში არის 5. მონაცემები სამუშაოთა ხანგრძლიობის და შესრულების ვადის
შესახებ მოცემულია ქვემოთმოყვანილ ცხრილში.

26
ამოსახსნელად ვიყენებთ შემდეგ პროცედურას:
მოვნიშნოთ უჯრები B6:E11 დავახარისხოთ ჯერ „სამუშაო“-თი, რისთვისაც პროგრამის ზოლზე
Home მენიუს Sort & Filter ბრძანებათა ჯგუფიდან ვირჩევთ ბრძანებას Custom Sort … გამოტანილ
ფანჯრის Column სვეტის Sort by ველში ვირჩევთ „სამუშაო“-ს Order სვეტში - A to Z (ან Smallest to
Largest) და OK. მე-13-ე სტრიქონის A13:F13 მიღებული მონაცემების უჯრებს მოვნიშნავთ და
ვაკოპირებთ შედეგების ცხრილის FIFO პრიორიტეტულობის წესის სტრიქონის C17:H17 უჯრებში
ოღონდ Paste → Value ბრძანებით. C17 უჯრაში ჩავწეროთ „სამუშაო“ სვეტის მონაცემები
(B7,B8,B9,B10,B11 უჯრებში მყოფი მნიშვნელობები ანუ ამ შემთხვევაში ABCDE).
გავიმეორებთ იგივე დახარისხების პროცედურას „ხანგრძლიობა“-თი და გადავაკოპირეთ SPT
პრიორიტეტულობის წესის სტრიქონის C18:H18 უჯრებში (იგივე Paste → Value ბრძანებით). C18
უჯრაში ჩავწეროთ „სამუშაო“ სვეტის მონაცემები (B7,B8,B9,B10,B11 უჯრებში მყოფი
მნიშვნელობები).
გავიმეორებთ იგივე დახარისხების პროცედურას „დამთავრება“-თი და გადავაკოპირეთ EDD
პრიორიტეტულობის წესის სტრიქონის C19:H19 უჯრებში (იგივე Paste → Value ბრძანებით). C19
უჯრაში ჩავწეროთ „სამუშაო“ სვეტის მონაცემები (B7,B8,B9,B10,B11 უჯრებში მყოფი
მნიშვნელობები).

27
გავიმეორებთ იგივე დახარისხების პროცედურას „კრიტიკული დამოკიდებულება“-თი და
გადავაკოპირეთ CR პრიორიტეტულობის წესის სტრიქონის C20:H20 უჯრებში (იგივე Paste → Value
ბრძანებით). C20 უჯრაში ჩავწეროთ „სამუშაო“ სვეტის მონაცემები (B7,B8,B9,B10,B11 უჯრებში მყოფი

მნიშვნელობები).
გავიმეორებთ იგივე დახარისხების პროცედურას „ხანგრძლიობა“-თი ოღონდ დავახარისხებთ
კლებადობით - Z to A (ან Largest to Smallest) და გადავაკოპირეთ LPT პრიორიტეტულობის წესის
სტრიქონის C21:H21 უჯრებში (იგივე Paste → Value ბრძანებით). C21 უჯრაში ჩავწეროთ „სამუშაო“
სვეტის მონაცემები (B7,B8,B9,B10,B11 უჯრებში მყოფი მნიშვნელობები).
მიღებული შედეგების ცხრილიდან (უჯრები B18:H18) საუკეთესო ამოხსნად ითვლება SPT
პრიორიტეტულობის წესის არჩევა.
ქვემოთმოტანილ სურათზე მოცემულია დოკუმენტში გამოყენებული ფორმულების ცხრილი
და მოდელის ამოხსნის ვარიანტი.

28
29

You might also like