You are on page 1of 5

შესავალი: მოთხოვნის გამოთვლა

მოცემულ ლექციაში ჩვენ გავეცნობით მომხმარებლების ქცევასთან დაკავშირებულ


რამდენიმე ძირითად იდეას და ამ იდეებს მოთხოვნის მრუდის მიღებისთვის გამოვიყენებთ.
ჩვენ გავეცნობით სარგებლის ცნებას, რომელიც მომხმარებლების ქცევის აღსაწერად
გამოიყენება. ეს ყველაფერი დაგვეხმარება გავაანალიზოთ და გავიგოთ თუ როგორ იღებენ
მომხმარებლები გადაწყვეტილებებს საქონლისა და მომსახურების შეძენასთან
დაკავშირებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომხამრებელებს სურთ თავიანთი სარგებლის
მაქსიმიზაცია დასახარჯი თანხის ოდენობისა თუ ბიუჯეტის შეზღუდვის გათვალისწინებით.

ძირითადი ცნებები: მოთხოვნის მრუდის გამოყვანა


მოთხოვნის მრუდის გამოყვანა

წინა ლექციებიდან გვახსოვს, რომ მოთხოვნის მრუდი არის დაღმავალი და გვიჩვენებს, რომ
რაც უფრო დაბალია ფასი, მოთხოვნილი საქონლის ოდენობა მით მაღალია. ჩვენ
განვიხილავთ მომხმარებლების გადაწყვეტილებებს, რომლებიც სწორედ მოთხოვნის
მრუდის ამ თვისებას უსვამს ხაზს.

სარგებლიანობა

სარგებლიანობის ცნებას ეკონომისტები იყენებენ იმისათვის, რომ განსაზღვრონ თუ


რამდენად აფასებს მომხმარებელი რაიმე კონკრეტულ საქონელს. ესაა რაოდენობრივი
მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია ის, მით მეტ სარგებელზე მიუთითებს.

სარგებლიანობის თვისებები:

 სარგებლიანობა შესაძლებელია გამოვიყენოთ მოხმარების ალტერნატიული


კომბინაციების რანჟირებისათვის;
 უფრო მეტი საქონლის ფლობა არასდროს აყენებს ადამიანს უარეს სიტუაციაში;
 ზღვრული სარგებლიანობა მცირდება საქონლის მოხმარების ზრდასთან ერთად;
 ერთეული, რომელშიც სარგებლიანობა იზომება, არაა მნიშვნელვანი;
 სარგებლიანობის დონეების შედარება სხვადასხვა ადამიანებს შორის არ არის
შესაძლებელი.
სარგებლიანობის გამოთვლა ყურძნისა და ბანანის მაგალითზე

ქვემოთ მოცემული ფიგურა გვიჩვენებს ერთი მომხმარებლის სარგებელს ყურძნისა და


ბანანის მოცემული კომბინაციებისათვის. 2-2 ფუნტი ბანანისა და ყურძნის მოხმარება
გვაძლევს სარგებლიანობის 27 დონეს. კომბინაციები, რომელშიც მოხმარებული ორივე
ხილის რაოდენობა ცალ-ცალკე მინიმუმ 2-ის ტოლია, ხოლო ერთ-ერთის რაოდენობა 2-ზე
მეტია, უფრო მაღალ სარგებლიანობის მაჩვენებელს გვაძლევს (ეს ნაწილი ცხრილში
ყვითლადაა მოცემული). კომბინაციები, რომელშიც ორივე ხილის რაოდენობა მაქსიმუმ 2-ის
ტოლია, ხოლო ერთ-ერთის რაოდენობა 2-ზე ნაკლებია, უფრო ნაკლებ სარგებლიანობას
გვაძლევს (ეს ნაწილი ცხრილში ცისფერი ფერითაა წარმოდგენილი).
ძირითადი ცნებები: ზღვრული სარგებელი და სამომხმარებლო
დანაზოგი
გადახდისათვის მზადყოფნა და მოთხოვნის მრუდი

ადამიანთა მსყიდველობითი პრიორიტეტები აისახება მათი გადახდისათვის მზადყოფნაში


სხვადასხვა რაოდენობის საქონლის შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ფინანსური რესურსები
(ბიუჯეტი) შესაძლებელია ნებისმიერი საქონლის შესაძენად გამოვიყენოთ, გადახდისათვის
მზადყოფნა ერთი საქონლის ყველა სხვა საქონელთან შედარების საშუალებას გვაძლევს.

საქონლის მოხმარებიდან მიღებული ზღვრული სარგებელი გვიჩვენებს სარგებლის ზრდის


ოდენობას, ანუ გადახდისათვის მზადყოფნას დამატებითი ერთეული საქონლის
მოხმარებისას.

ზღრული სარგებელი, რომელსაც მომხმარებელი დამატებითი ერთეული საქონლის


მოხმარებიდან იღებს, როგორც წესი, იკლებს ადამიანის მიერ ამ საქონლის მოხმარების
რაოდენობის ზრდასთან ერთად. ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდზე დაკვირვება
შესაძლებელია თუ შევხედავთ რამდენი ერთეული საქონლის შესაძენად არიან მზად
მომხმარებელები ფასის თითოეულ დონეზე.

ეს პროცესი შესაძლებელია გრაფიკულად გამოვსახოთ, როგორც ქვემოთაა წარმოდგენილი:


საბაზრო მოთხოვნის მრუდის განსაზღვრა

საბაზრო მოთხოვნის მრუდი ბევრი ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდის ჯამია. ქვემოთ


მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს აღნიშნულ კონცეფციას მხოლოდ ორი ინდივიდისთვის,
რომელთაც ერთნაირი პრეფერენციები/პრიორიტეტები აქვთ. იგივე კონცეფცია გამოიყენება
ბევრი მომხმარებლის შემთხვევაშიც, როგორც რეალურ ბაზარზე ხდება.

დასკვნა: მოთხოვნის გამოთვლა


ამ ლექციაში ჩვენ შევისწავლეთ როგორ აანალიზებენ ეკონომისტები მომხმარებლების
ქცევას, რათა განსაზღვრონ მოთხოვნის მრუდი. ჩვენ გავეცანით სარგებლიანობის, ზღვრული
სარგებლისა და სამომხმარებლო დანაზოგის ცნებებს. როდესაც ვუშვებთ, რომ
მომხმარებლები თავიანთი სარგებლის მაქსიმიზაციას საბიუჯეტო შეზღუდვის
გათვალისწინებით ახდენენ, მაშინ შეგვიძლია მათი ინდივიდუალური მოთხოვნის
გამოთვლა (რომელიც გამოხატულია მოთხოვნის მრუდის საშუალებით) მოცემული
საქონლისათვის. მსგავსად, მოთხოვნის მრუდის გამოთვლა შესაძლებელია მომხმარებლის
გადახდისათვის მზადყოფნის გამოყენებითაც. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის მრუდის
გამოთვლა შესაძლებელია დამატებითი ერთეული საქონლის მოხმარებიდან მიღებული
ზღვრული სარგებლის გამოყენებით. მოთხოვნის მრუდის დახრა უარყოფითია კლებადი
ზღვრული სარგებლის გამო. ბოლოს ვაჩვენეთ, რომ ბაზრის მოთხოვნის მრუდი
ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების დაჯამებით მიიღება.

შემდეგში ჩვენ განვიხილავთ მიწოდების მხარეს და გავაანალიზებთ მწარმოებლების


გადაწყვეტილებებს.

You might also like