You are on page 1of 5

ლიტერატურის მიმოხილვა

დავით მეოთხე აღმაშენებელი

ელგუჯა დიასამიძე

ბიზნეს ადმინისტრირება

გიგა ხოსიტაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2019
მოცემული საკითხი უკავშირდება თემას იწყება თუ არა ოქროს ხანა დავით
აღმაშენებლის მმართველობის პერიოდიდან და რა გზა განვლო საქართველომ დავით
აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში? ისტორიკოსები 2 ნაწილად იყოფიან, ერთის
თქმით დავითის შემდგომი საქართველოა ოქროს ხანის საწინდარი ხოლო მეორე
ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითმა გააძლიერა და სწორედ, რომ მისი მმართველობიდან
უნდა დაიწყოს ათვლა.

თუ ჩვენ გავითვალისწინებტ ჩემს მიერ მოყვანილი ლიტერატურების მაგალითებს მაშინ


ოქროს ხანის პერიოდიზაცია სწორედ, რომ დავითის დროინდელი საქართველოდან
იწყება. მან გაატარა ქვეყნისთვის ისეთი აუცილებელი რეფორმები როგორიცაა:

1. შექმნა მუდმივი არმია, რაც მაშინდელ საქართველოს არ გააჩნდა.


2. ჩამოაყალიბა მსტოვართა აპარატი.
3. გადმოასახლა 40 000 ყივჩაღი რაც დამატებით ძალას წარმოადგენდა ომიანობის
დროს
4. გაწმინდა ეკლესია უწმინდური და მიკერძოებული პირებისგან.
(მუმლაძე, 2012 გვ.10- 11)

დავითმა გააერთიანა საქართვველო შემოიერთა კახეთი,ერწო თიანეთი და არაგვის


ხეობა. ,,1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. დავითმა კი ამ ფაქტით ისარგებლა
და 17 წლის შემდეგ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა“(მუმლაძე,2012 გვ.10) ამის
შემდეგ ქვეყანამ ეკონომიკურად ,,ამოისუნთქა“ რასაც შემდეგ რიგი სამხედრო
წარმატებები მოყვა

1. 1110-ქართულმა ჯარმა დაიბრუნა სამშვილდე


2. 1115- დაიბრუნეს რუსთავი
3. 1118- ლორე და აგარანი.
(მუმლაძ,2012.გვ.10)

დავითმა წარმატებული ომების შემდეგ სომეხთა მეფის ტიტულიც მიიღო.

2
თუმცა ამისდა მიუხედავად ჯერ კიდევ შემოსაერთებელი იყო დედაქალაქი-თბილისი
რაც მაშინდელი საქართველოსთვის დიდი პრობლემა იყო. დიდი ნაბიჯი გადაიდგა 1121
წელს დიდგორთან მტრის დამარცხებით სადაც დიდი როლი ითამაშა დავითის ვაჟმა
დემეტრემ რომლის დროინდელი საქართველოდანაც იწყებს ისტორიკოსთა ნაწილი
ოქროს ხანის ათვლას. დიდგორის შემდეგ ქართველება თბილისისკენ აიღეს გეზი და 400
წლის დაკარგული დედაქალაქი დაიბრუნეს.

,,მსოფლიო ისტორიაში მოიპოვება არაერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწე რომელმაც


თავისი გმირული და თავდადებული მოღვაწეობით შესძლო სამშობლოს ნაციონალურ-
კულტურული გაერთიანება ამ მოღვაწეთა ჯგუფს ეკუთვნის საქართველოს
სახელმწიფოს გაერთიანების ფუძემდებელი დავით აღმაშენებელი“ (მაკალათია,1945
გვ.3)

ტექსტი იწყება დავითის წინა პერიოდით თუ როგორ ვითარებაში მოვიდა ის და როგორ


მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო ჩააბარა მამამისმა დაკავებული დედაქალაქი, მეფე-
აზნაურთა შიდა ბრძოლები რომლებიც ცალკე თავისმხრივ ასუსტებდა და აჩანაგებდა
სახელმწიფოს და ძირს უთხრიდა გაერთიანების ყველა შანსს. თუმცა ამ ბრძოლებმა პიკს
სწორედ რომ დავითის მამის გიორგი მეორის დროს მიაღწიეს მემატიანე როგორც
მოგვითხრობს გიორგი იყო კარგი მებრძოლი თუმცა მისი ნიჭი პოლიტიკურ საქმეში
შედარებით ნაკლები იყო სწორედ რომ ესაა ერთერთი მიზეზი რის გამოც მან ვერ
დაიმორჩილა ურჩი ფეოდალები და დაუთმო ტახტი მის 16 წლის ვაჟიშვილს დავითს.
გიორგიმ დავითი აღსაზრდელად მაშინდელი საქართველოს პირველ ვეზირს მიაბარა.
დავითი ბოლომდე ენდობოდა აღმზრდელს ,,ვითარცა მამა მეფის, თანააღზრდილი
პატრონთა და თანაგანკაფული ყოველ გზათა და საქმეთა და ღვაწლთა მისთაო“
(მაკალათია, 1945 გვ.11) 1092წელს მელიქ შაჰის გარდაცვალებამ გამოიწვია თურქთა
ბატონობის შესუსტება ეს გარემოებები ძირითადად ჯვაროსნებთან მარცხის ბრალი იყო.
ამ ვითარებით კარგად ისარგებლა დავითმა და საგარეო საფრთხის არქონის გამო
გადაწყვიტა გაეფართოვებინა სახელმწიფოს საზღვრები. მაშინდელი საქართველოს
ნაწილი არიყო არც საქართველოს ძველი დედაქალაქი თბილისი და არც კახეთი

3
ორივემათგანი როგორც ეკონომიკური ასევე სამხედრო თვალსაზრისით მნიშნელოვანი
იყო. მხოლოდ ეს 2 კუთხე იყო დარჩენილი საქართველოს გაერთიანებისთვის. დავითს
რეფორმებს შორის ასევე აღსანიშნავია 1103 წელს მოწვული რუის ურბნისის საუკლესიო
კრება სადაც განიხილეს ეკლესიის როლი საქართველოში და ყველაზე მნიშვნელოვანი
ეკლესიიდან განდევნეს ,,უღირსი“ პირები მემატიანე აღნიშნავს ,,მონასტერნი და
ეკლესიანი წესსა და რიგისა ლოცვისასა და ყოველსა საეკლესიო განგებისასა დარბაზის
კარით მიიღებდიან ვითარცა კანონსა შვენიერსა“ კრების შემდეგ დავითმა დააწინაურა
თავისი ერთგული აღმზრდელი და ჭყონდიდელის მთავარეპისკოპოსობა უბოძა.
თურქების საბოლოოდ დამარცხების შემდეგ დავითმა თბილისიც დაიბრუნდა და
საქართველო გააერთიანა მისი შემდეგი საფიქრალი ტერიტორიების გაზრდა და
დაპყრობილი მიწების შენაჩუნება იყო.

კვლევის მთავარი მიზანია დავადგინოთ თუ რა როლი ითამაშა დავითმა საქართველოს


გაძლიერებაში და ზუსტად როდიდან იწყება საქართველოს ისტორიაში ის
უმნიშვნელოვანესი პერიოდი რომელიც ისტორიაში ოქროს ხანის სახელითაა ცნობილი.

4
ბიბლიოგრაფია:

მუმლაძე,ლევანი.2012. ,,საქართველოს უდიდესი მეფეები“. თბილისი.ზაზა აბაშიძე:8-12.


http://el.ge/articles/20042

მაკალათია,სერგი.1945. ,,დავით აღმაშენებელი“.თბილისი.შ.ჩხეტია.


http://el.ge/articles/1975

You might also like