You are on page 1of 6

• მე მინდა წარმოგიდგინოთ დავით III კურაპალატის ვერცხლის მონეტა.

ეს
მონეტა საქართველოში ,კერძოდ ტაო-კლარჯეთში მოიჭრა. ვიდრე მონეტის
აღწერაზე გადავიდოდე მანამდე ვისაუბრებ მაშინდელი საქართველოს
მდგომარეობაზე და იმ პერიოდის საერთაშორისო  პოლიტიკურ ვითარებაზე.
• როგორც ვიცით VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში
საქართველოს ტერიტორიაზე სამეფო-სამთავროების წარმოქმნა
დაიწყო.გასათვალისწინებელია ისიც ,რომ დაიწყო არაბთა სახალიფოს
დაშლა.ბიზანტიაშიც არ იყო კარგი მდგომარეობა,რადგან ხატმებრძოლთა და
ხატების თაყვანისმცემლებს შორის დაიწყო ბრძოლა ,რამაც ცუდი გავლენა
მოახდინა საიმპერატორო ხელისუფლებაზე.რაც შეეხება ხაზართა
სახელმწიფოს აქაც არ იყო კარგი მდგომარეობა.(იმიტომ რომ ხაზარეთი თავს
ესხმოდა სხვადასხვა სახელმწიფოებს და მალევე დასუსტდა)
• ამ მდგომარეობიდან გამომდინარე დავითმა დრო იხელთა
და გაძლიერება დაიწყო. დავითი იყო შორსმჭვრეტელი და
ჭკვიანი პოლიტიკოსი.მას უდიდეს პატივს სცემდნენ არა
მხოლოდ საქართველოში არამედ სომხეთშიც და ბიზანტიაშიც.
ამაზე ის ფაქტი მეტყველებს,რომ 979 წელს როდესაც ბიზანტიაში
ბარდა სკლიაროსი აჯანყდა საიმპერატორო კარმა დახმარება
დავითს სთხოვა.დავითმა მათ 12 ათასიანი ცხენოსანი ლაშქარი
გაუგზავნა თორნიკე ერისთავისა და ჯოჯიკის მეთაურობით.
სანაცვლოდ მან დავითს საქართველოს ტერიტორიის
მჯიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ,ოღონდ მხოლოდ მის
სიცოცხლეში
• ხოლო რაც შეეხება სომხეთს იქ დიდი რაოდენობით
ჩამოსახლდნენ თურქული ტომები და ქალაქების დაკავება
იწყეს გარდა ამისა ავრცელებდნენ მაჰმადიანობას.დავით
ტაოელმა 990 წელს ბრძოლის შედეგად განდევნა
მაჰმადიანები დაიკავა ქალაქი მანაზკერტი და ქალაქებში
ქართველი და სომეხი მართლმადიდებლები ჩაასახლა.
• დავითის დროს ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა იყო. მის
დროს აიგო უამრავი ტაძრები რომლებშიც დიდი სამწერლობო
მოღვაწობა მიმდინარეობდა. განვითარებული იყო სავაჭრო
ურთიერთობები და რაც მთავარია იჭრებოდა ქართული
მონეტა.
• ახლ ვისაუბროთ დავითის მონეტაზე.როგორც ზემოთ
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს დასუსტებული
არაბეთის ფონზე საქართველო გაძლიერდა.დაიწყო
ქართული ვერცხლის მონეტის მოჭრა რაც მიუთითებდა
რომ საქართველოს უკვე კარგად ჰქონდა თავი
დახსნილი არაბეთისგან.მონეტა ვერცხლის
არის ,მართალია ვერცხლი არ არის ოქროზე
ძვირფასი,მაგრამ ეს მაინც დიდ სიძლიერეზე უსვამდა
ხაზს.
• დავით III კურაპალატმა მოჭრა არაბული
ტიპის მონეტებისგან სრულიად
განსხვავებული ვერცხლის
ფული.რომელზეც
ქართული(ასომთავრული) წარწერით
წერია-”ქრისტე შეიწყალე
დავით”და"კურაპალატი". .რაც ყველაზე
მთავარია მონეტაზე გამოსახულია ჯვარი-
ქრისტიანობის სიმბოლო.წარმოიდგინეთ
თუ რამხელა სიძლიერე და
დამოუკიდებლობააეს იმდროინდელი
საქართველოსთვის.
• დღესდღეობით მონეტებმა ჩვენამდე
ოთხ ცალად მოაღწია. ოთხივე მათგანი
აღმოჩენილია საქართველოს საზღვრებს
გარეთ: გერმანიაში, სანქტ-პეტერბურგის
ოლქში, ესტონეთსა და შვედეთში.
ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ
დავითის მონეტები, ბიზანტიურ
მონეტებთან ერთად, ჩართული იყო
საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში.

You might also like