You are on page 1of 2

დიაოხი და კოლხა

1. სად ჩაეყარა საფუძველი რკინის გამოდნობის ტრადიციას?

2. რომელი ქართული ტომების სახელს უკავშირდება რკინის მეტალურგიის განვითარება ?


რომელ ისტორიულ პროვინციას შემორჩა მისი სახელი?

3. ვინ იყვნენ მუშქები და რომელ ქართველურ ტომებს მისცეს დასაბამი ?

4. რომელი საუკუნიდან და (გეოგრაფიულად) ზუსტად სად არსებობდა დიაოხი?


დაასახელეთ მისი პოლიტიკური ცენტრი და მთავარი ქალაქები .

5. რომელ კოალიციას ედგა დიაოხი სათავეში? რა მიზნით შეიქმნა ეს კოალიცია ?

6. ვინ და როდის განახორციელა ყველაზე წარმატებული მცდელობა შუამდინარეთის


ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობისა?

7. ვისი სახით გაუჩნდა საფრთხე დიაოხს IX საუკუნეში? (დაასახელეთ მეფეები, ვისი


თაოსნობითაც დიაოხის წინააღმდეგ ლაშქრობები მოეწყო). რა შედეგით დასრულდა ?

8. ვისი მსხვერპლი აღმოჩნდა საბოლოოდ დიაოხი?

9. რა ტერიტორიას მოიცავდა კოლხა?

10. ურარტუს რომელმა მეფემ და როდის ილაშქრა კოლხაში?

11. საბოლოოდ, ვის ხელში მოექცა (ანუ ვინ გაანადგურა) კოლხა და როდის?

12. ნაირის ქვეყნები ანუ? (რომელი სახელმწიფოსგან მოდის ეს სიტყვები ?)

13. ეპიგრაფიკა ანუ?

14. ვის სახელს ვპოულობთ ასურეთის მიერ დატყვევებულ მეფეთა შორის?

15. რომელ საუკუნეებში არსებობდა დიაოხი?

16. ვის წარწერაში იხსენიება კოლხა?

პასუხები:

1. ძველ ანატოლიაში (რომელიც უშუალოდ ძველი ქართული ტომების სამოსახლოს


ემეზობლებოდა).

2. ხალიბებს, მათი სახელი შემორჩა ქალდიას, სადაც ალაქი ტრაპიზონი მდებარეობდა .

3. მუშქები ასურული წყაროების მიხედვით, ხალიბების სამხრეთ-აღმოსავლეთით ძვ.წ . II


ათასწლეულის მეორე ნაევარში მიგრირებული მებრძოლი ტმები იყვნენ, რომლებმაც
დასაბამი მისცეს მესხებს და მესხეთს.

4. ძვ.წ. XIII საუკუნიდან, ტიგროსისა და ევფრატის სათავეების ჩრდილოეთით .


პოლიტიკური ცენტრი - ტაოს პროვინცია, მთავარი ქალაქები - შაშილუ და ზუა.

5. ნაირის ქვეყნების კოალიციას. შეიქმნა ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში ასურეთის


სამეფოს აგრესიის შესაჩერებლად.

6. ასურეთის მეფე ტიგლათფილესეს I-მა ( ძვ.წ. 1115-1077), ძვ.წ. 1112 წელს მან ილაშქრა
დიაოხის წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებას მიაღწია , მაგრამ მისი ბატონობა დიაოხსა
და ნაირის ქვეყნებზე დიდხანს არ გაგრძელებულა , რადგან მალევე დატოვეს.

7. ვანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ურარტუს სამეფოს სახით . მენუასა


და მისი შვილის არგიშთი I-ის დროს, ურარტუმ დიაოხის წინააღმდეგ რამდენიმე
ლაშქრობა მოაწყო, რის შედეგადაც დიაოხის მეფე უტუფურში (ძვ.წ . VIII ს.) იძულებული
გახდა ურარტუსთვის ხარკი ეძლია.

8. ჩრდილოეთით მდებარე მეზობლის, კოლხასი.

9. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, რომელშიც დასავლეთ საქართველოს დიდი


ნაწილი იყო მოქცეული. მისი მთავარი პროვინციები ჭოროხის და რიონის აუზებში
მდებარეობდა.

10. სარდურ II-მ ძვ.წ. 750-741 წლებში, ორჯერ.

11. კიმერიელებმა და სკვითებმა ძვ.წ. VIII ს.-ის ბოლოს.

12. ჩრდილოეთის ქვეყნები. ასურეთისგან.

13. მაგარ მასალაზე შესრულებული ძველი წარწერების შესწავლა.

14. დაიაენის(დიაოხის) მერე სიენი.

15. ძვ.წ. XII-VIII საუკუნეებში.

16. სარდურ II-ის ( ურარტუს მეფე)

You might also like