You are on page 1of 17

დავით მე-4

აღმაშენებელი
დავით IV აღმაშენებელი— საქართველოს მეფე 1089-
1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და
ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული
ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის
ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II,
შექმნილი პოლიტიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე,
იძულებული გახდა შვილის
სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა.
დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა
ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის
შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა
 მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ
დაპყრობილ ტერიტორიებზე და
ქართველ ხალხს ფიზიკური
განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს
ხშირად არ ემორჩილებოდნენ.
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის
განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც
საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების
პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა,
საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და
მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო
„ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად
და არეგაწადმდე“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით
აღმაშენებლის ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც
საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს
უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც
აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა
ადგილი.
 დავითის მეფობის დროს
საქართველომ ჯვაროსანთათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
პირადად დავით აღმაშენებელი და მისი
დროის საქართველო კასპიის კარის
დამცველად და თურქ-სელჩუკთა
წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა
„წინაბურჯად“ მოიხსენიებოდა.
დიდგორის ბრძოლისდროს დავით
აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების
(„ფრანგების“) ყოფნა ასევე
მიგვანიშნებს საქართველოს აქტიურ
კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან და
იმაზე, რომ საქართველო ევროპული
სივრცის ნაწილი იყო.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და
ერის წინაშე უდიდესი
დამსახურებისათვის, ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით
აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი
ხსენების დღედ 26 იანვარი დააწესა.
გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე
არც კულტურულ-საგანმანათლებლო
საქმიანობას ივიწყებდა. დავითი ფრიად
განსწავლული ადამიანი იყო და ერის
განათლებაზეც რეალურად ფიქრობდა.
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სომეხ
მემატიანეს ვარდან ბაზბერდეცს,
რომელიც აღნიშნავს, რომ „დავითი
ძლიერ ზრუნავდა ცოდნის მოყვარე
ივერიის ხალხზე“. ცოდნის მიღების
მიზნით საქართველოს მეფეს 40 ბავშვი
აურჩევია და საბერძნეთში (ბიზანტიაში)
გაუგზავნია რათა ესწავლათ ენები,
შეესრულებინათ თარგმანები და
ჩამოეტანათ, რაც მათ გააკეთეს
კიდევაც. სამი მათგანი შემდეგში
ცნობილი გახდა თავისი მოღვაწეობით.
სწავლა-აღზრდის საქმე თვით საქართველოშიც დაწინაურებული
ჩანს დავითის მოღვაწეობის პერიოდში. სკოლები, ძირითადად,
ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. XI-XII საუკუნეების
საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან არსებული სკოლები
ოფიციალური სახისა იყო სადაც ასწავლიდნენ თეოლოგიას,
ჰიმნოგრაფიას, ლიტურგიკასა და ქართულ მწიგნობრობას,
რომელთან ერთად გავრცელებული იყო კერძო, საშინაო სწავლება
სამეფო კარის და დიდგვაროვანი ფეოდალების ოჯახის
შვილებისათვის.
დავითის დროინდელ საქართველოში,
როგორც ჩანს არაერთი უმაღლესი
სკოლა და აკადემია იყო, რომელთა
შორის გამორჩეული ადგილი გელათს
უკავია. დავითმა 1106 წელს „მოიგონა
აღშენება მონასტრისა“ და „ადგილსა
ყოვლად შვენიერსა და ყოვლითურთ
უნაკლოსა“ ააგო ტაძარი, რომელიც იყო
„აღმატებული ყოველთა წინანდელთა
ქმნულთა“, განთქმული თავისი
„სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და
სიმრავლითა, და მოქმნულობისა
შეუსწორებლობითა“. ეს იყო გელათი,
სადაც დაფუძნებული იქნა ქართული
განათლებისა და კულტურის
მნიშვნელოვანი კერა — 
გელათის აკადემია. 
დავით აღმაშენებლის პიროვნების
შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი
ტოლერანტობა როგორც სხვა ეთნოსების, ისე
რელიგიების მიმართ. XII საუკუნის პირველი
მეოთხედის საქართველოში დავით
აღმაშენებელი თავის რელიგიურ
პოლიტიკაში ატარებდა სარწმუნოებათა
თავისუფლების — რჯულთშემწყნარებლობის
პრინციპს, რაც იმ დროისათვის მეტად
უჩვეულო მოვლენა იყო. ქართველი
ისტორიკოსებისაგან განსხვავბით, თითქმის
ყველა უცხოელი ისტორიკოსი, რომელიც იმ
პერიოდისაქართველოს შეეხო, არ
დარჩენილა გულგრილს ი ქართველ მეფეთა
ტოლერანტობისადმი და საგანგებო
მინიშნებებით დაახასიათა იგი. დავითი
მკაცრად იცავდა მაჰმადიან ქვეშევრდომთა
რწმენას და მისი შეურაცხყოფის უფლებას
არავის აძლევდა. მუსლიმანთა უფლებები
პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო
სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე
დავით აღმაშენებელმა შექმნა
ორიგინალური პოეტური ნაწარმოები
„გალობანი სინანულისანი“, რომელიც
შუა საუკუნეების ქართული
კულტურულ-იდეოლოგიური და
ესთეტიკური მრწამსის
გამოხატულებაა. მასში მთელი
სიღრმითაა გავრცობილი
სასულიერო ლირიკაში
საფუძვლიანად დამუშავებული
(ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე
სტუდიტეების, ანდრია კრეტელის,
იოანე დამასკელისა და სხვათა
საგალობლები) სინანულის მოტივი
900  წლის   წინ , 1121  წლის 12  აგვისტოს
 დავით  აღმაშენებელმა  დიდგორი  მ
ოიგო . საქართველოს  ისტორიაში  ეს  
დღე  „ ძლევაი  საკვირველის “ სახელი
თ  შევიდა .
ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე დიდი
ხნის განმავლობაში ემზადებოდა .
საბოლოოდ , 12 აგვისტოს
ერთმანეთის პირისპირ დადგა
ქართული ჯარი , დავით
აღმაშენებლის მეთაურობით და
თურქ - სელჩუკების გაერთიანებული
ლაშქარი , რომელსაც გამოცდილი
სარდალი ილღაზი უძღვებოდა.
Მადლობა ყურადღებისათვის !
!!

You might also like