You are on page 1of 2

მიუხედავათ იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა

ერგო მან მოახერხა თავისი ოცდათექვსმეტ წლიანი მართველობის განმავლობაში


მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება და ამასთან ერთად
საქართველოს მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა.
რუის-ურბნისის კრების მნიშვნელობა ძალზედ დიდია. მან პირველ რიგში
დიდგვაროვანთა ოპოზიციას ჩამოაშორა დიდი ძალისა და ზეგავლენის მქონე
მოკავშირე ეკლესია და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს
სახელმწიფოებრივ განმტკიცებას და ასევე ერის ზნეობრივ გაწმენდას . დავით IV-ის
საეკლესიო პოლიტიკის წარმატებით წარმართვას განსაკუთრებით შეუწყო ხელი
სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ
ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ -
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის შემოღებამ. მწიგნობართუხუცესი იყო
კანცლერი და მეფის უახლოესი მრჩეველი. იგი უბრალო ბერი იყო, მაგრამ
უაღრესად განსწავლული და სახელმწიფო საქმეებში კარგად ჩახედული. მას,
როგორც ბერს არ გააჩნდა საკუთარი სამამულო და სამემკვიდრეო ინტერესები ,
ამიტომ იგი მეფისა და ქვეყნის უაღრესად ერთგული იყო. ასევე დავითმა მას
შეუთავსა ჭყონდიდის ეპისკოპოსობა ანუ ჭყონდიდელობა. პირველი
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი და უახლოესი
მრჩეველი გიორგი მონაზონი.
დავით მეფემ ასევე გაატარა მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა. ადრე
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოსულ საჩივრებს მეფე და დარბაზი
განიხილავდა. დავითმა, კი შექმნა სააპელაციო სასამართლო - სააჯო კარი. სააჯო
კარს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ედგა სათავეში. სააჯო კარი ყოველ
ორშაბათს იხილავდა მომჩივანთა საქმეებს და საბოლოო განაჩენი გამოჰქონდა .
ცალკე უწყებად გაფორმდა სამხედრო სამსახური, რომელსაც სათავეში
ამირსპასალარი ედგა. დავით მეფემ ახალი ტიპის 5000 კაციანი სამხედრო
შენაერთი ჩამოაყალიბა, რომელიც ყმაწვილობაში ნაყიდი და შემდგომ
გაქრისტიანებული ტყვე-მონებისაგან შედგებოდა. ეს მცველთა ჯარი უშუალოდ
მეფეს ემორჩილებოდა და მას „მონასპა“ ეწოდებოდა.
ქვეყნის თავდაცვის მიზნებს ემსახურებოდა აგრეთვე დავითის მიერ
შექმნილი მსტოვართა სამსახური, რომელიც დღევანდელი უშიშროების
სამსახურის ფუნქციას ასრულებდა. მსტოვრებს თვალყური უნდა ედევნებინათ
სელჩუკ მომთაბარეთა საქართველოს საზღვრებთან გადაადგილებისათვის და
საქართველოში მათი შემოსვლის ამბავი სამეფო კარისთვის უნდა ეცნობინებინათ .
ქვეყნის შიგნით მსტოვრებს თვალყური უნდა ედევნებინათ ურჩი
დიდებულებისათვის, დროულად აღმოეჩინათ მოსალოდნელი შეთქმულებები,
რადგან მეფის მიერ გატარებული ღონისძიებები ამრავლებდა მეფის პოლიტიკით
უკმაყოფილოთა რიცხვს.
სახელმწიფოს ფინანსებს მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა. დავითმა
გაატარა სამონეტო რეფორმა მის დროს იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის
მონეტები.
ქვეყნის გაძლიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო
სფეროს რეორგანიზაციას. დავითმა სახელმწიფოს ლაშქარი სამ ნაწილად „მონა-
სპად“, მეციხოვნეებად და მოლაშქრეებად დაყო. „მონა-სპა“ წარმოადგენდა
მეფის პირად გვარდიას, რომელსაც პირველ რიგში მეფის დაცვა და სასწრაფო
სამხედრო დავალებების შესრულება ევალებოდა. მეციხოვნეების მოვალეობა
ციხეებისა და ქალაქების დაცვა იყო. ჯარის დანარჩენ ნაწილს კი მოლაშქრეები
შეადგენდნენ. მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი
მაინც მუდმივი ჯარის შექმნა იყო. ამ მიზნით, მან ადრევე ურთიერთობა დაამყარა
კავკასიის ჩრდილოეთ ველებში მომთაბარე ყივჩაღებთან და მეორე ცოლად
ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი მოიყვანა.
ყივჩაღები დიდად შეწუხებულები და შევიწროებული იყვნენ კიევის რუსეთის
მთავრის ვლადიმერ მონომახმის მიერ ამიტომ ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ
დავითის წინადადებას საქართველოში გადმოსახლების შესახებ. მათ მხოლოდ
ოსეთზე გამავალი გზის უსაფრთხოება მოითხოვეს. ამგვარად დავით IV-მ
საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაღი მეომარი მათი ცოლებით და ბავშვებით
ჩამოასახლა, ყოველ ოჯახს ერთი შეიარაღებული მხედარი უნდა მიეცა
მეფისათვის. ამგვარად შეიქმნა 40 000- იანი კარგად გაწვრთნილი და
შეარაღებული, მთლიანად მეფეზე დამოკიდებული მუდმივი ცხენოსანი ლაშქარი,
რაც მეფის ხელისუფლებისათვის დიდ ძალას წარმოადგენდა. მალე მრავალმა
ყივჩაღმა ქრისტეს რჯული აღიარა და მოინათლა.
დავით IV ასევე უდიდეს ყურადღებას აქცევდა ასევე განათლებას. 1106
წელს მისის უშუალო ჩარევით აიგო გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც
უმაღლესი განათლების ცენტრი, აკადემია დაარსდა. აკადემიის ხელმძღვანელი ,
რომელსაც მოძღვართ-მოძღვარს უწოდებდნენ, ქვეყანაში უდიდესი ავტორიტეტით
სარგებლობდა. გელათის აკადემიის პირველი ხელმძღვანელი ცნობილი
ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო. ამ აკადემიაში ახალგაზრდებს,
ღვთისმეტყველებასთან ერთად მეცნიერების სხვადასხვა დარგს გრამატიკას ,
არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას, ფილოსოფიას და სხვას ასწავლიდნენ.
გელათის აკადემიაში გახსნილი იყო ქსენონი ავადმყოფებისათვის, სადაც
მედიცინა ისწავლებოდა. ქართველი ახალგაზრდები განათლებას
საზღვარგარეთაც იღებდნენ. დავითმა 40 ახალგაზრდა გაგზავნა ბიზანტიაში
სასწავლებლად.
ამრიგად დავით აღმაშენებლის რეფორმებმა გადამწყვეტი როლი
ითამაშა ქვეყნის გაძლიერებისა და ბრძოლის უნარიანობის ამაღლების საქმეში.

You might also like