You are on page 1of 6

კიევის რუსეთი და ივანე IV

51-ე სკოლის 9 კლასის მოსწავლე: ელენე ცაგურია


მასწავლებელი: ნონა მირიანაშვილი
კიევის რუსეთი
კიევის რუსეთი — აღმოსავლური სლავების ადრინდელი
ფეოდალური სახელმწიფო IX-XII საუკუნეებში. შეიქმნა
VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა დნეპრისპირეთში
აღმოსავლური სლავური ტომების გაერთიანების შედეგად,
ცენტრით ქ. კიევში. იყო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი
სახელმწიფო გაერთიანება. მისი შექმნის წინა ხანა
(VI-VIII საუკუნეები) იყო პერიოდი ფეოდალური
ურთიერთობათა ჩასახვისა სამხედრო დემოკრატიის
პირობებში. კიევის რუსეთში ჩამოყალიბდა ერთიანი
აღმოსავლური ხალხი, რომელიც შემდეგ გახდა
საფუძველი 3 ეროვნების — რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების შექმნისა.
პოლიტიკური ისტორია
ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორივი. კიევის რუსეთის
ისტორიის შემდგომ ეტაპს კი იგივე მატიანეები უკავშირებენ ვარიაგთა ლეგენდარული მთავრის რიურიკის მოწვევას (862). რიურიკის
სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ოლეგის ხელში, რომელმაც 882 წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და
დირი და დაიპყრო კიევი, 883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო 907 და 911 ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის
გარდაცვალების (912) შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელმაც დალაშქრა კასპიისპირეთი. 945
დრევლიანებმა მოკლეს იგორი, მისმა მეუღლემ ოლგამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში ქრისტიანობა. იგორისა და ოლგას ვაჟმა
სვიატოსლავმა დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა მისი საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა
პაჭანიკებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაზტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა
ვლადიმირმა (980-1015). მის დროს კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, კერძოდ, ბიზანტიის
მართლმადიდებლობა. ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრე ვაჟებს შორის კვლავ ატყდა ბრძოლა, სვიატოპოლკმა მოკლა 2
ძმა — ბორისი და გლები (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავთან ბრძოლაში დამარცხდა.
დიდი მთავრის ტახტი იაროსლავ ვლადიმირის ძემ დაიკავა. მის დროს შესამჩნევად გაიზარდა კიევის რუსეთის საერთაშორისო
ავტორიტეტი, დაარსდა კიევის დამოუკიდებელი მეტროპოლია, გაშენდა ქალაქები. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და
ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი და
სვიატოსლავი. კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი (1078-1093), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. 1113
წელს კიევის მთავარი გახდა ვლადიმირ ვსევოლოდის ძე მონომახი. მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზაცია (ყივჩაყთა დამარცხება,
ცალკეულ მთავართა დამორჩილება); მაგრამ იგი, ბუნებრივია, ვერ შეაჩერებდა ისტორიულ პროცესს. მისმა ვაჟმა მსტისლავმა კიდევ ერთხელ
შეძლო ყივჩაყთა დამარცხება. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. რუსეთში
დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი.
მეურნეობა
კიევის რუსეთის არქეოლოგიურმა შესწავლამ წარმოაჩინა სოფლური დასახლებების ტიპები და მეურნეობის
ხასიათი. მეურნეობის ძირითად დარგს წარმოადგენდა სახვნელი მიწათმოქმედება, გაჩნდა ე. წ. სამმინდვრიანი
სისტემა, ითესებოდა ხორბალი, ქერი, შვრია, ფეტვი და სვა. მოსახლეობა მისდევდა აგრეთვე მესაქონლეობას,
ნადირობას, თევზჭერას და ველური თაფლის მოპოვებას. სოფლურ ხელოსნობას მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირა.
საზოგადოებრივი წყობის საფუძველს წარმოადგენდა მიწის ფეოდალური საკუთრება, რომელსაც თან სდევდა
თავისუფალ მიწისმოქმედთა დაყმევების მზარდი პროცესი. გაჩნდა მსხვილ ფეოდალთა და მთავართა მამულები
გამაგრებული სასახლეებითურთ.
ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას მოჰყვა ქალაქების გაჩენა. კიევის რუსეთის უძველესი ქალაქებიდან
გამოირჩეოდა კიევი, ჩერნიგოვი, პერეიასლავლი, სმოლენსკი, როსტოვი და სხვა.
კიევის რუსეთის ვაჭრობის ისტორია 2 პერიოდად იყოფა:
 I პერიოდი (IX-XI საუკუნეები) ხასიათდებოდა არაბი ვაჭრების როლის მნიშვნელოვანი ზრდით და ბიზანტიასა და
ხაზარეთთან ურთიერთობის განმტკიცებით.
 II პერიოდში (XI საუკუნის შუა წლები — XII საუკუნე) აღინიშნა საერთაშორისო ურთიერთობათა გაუარესება
(არაბთა სახალიფოს დაცემა, ყივჩაყთა მოძალება და სხვა), რამაც დასცა კიევის რუსეთის ვაჭრობაც.
საქართველოს ურთიერთობა კიევის
რუსეთთან

X-XII საუკუნეებში სამი უდიდესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს — ბიზანტიის, კიევის


რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას ცხოველი ხასიათი ჰქონდა. რუსული წყაროების
მიხედვით, კიევის დიდმა მთავარმა იზიასლავმა ცოლად შეირთო (1154) „აფხაზთა“ (ქართველთა)
მეფის ასული. ქართულ ისტოგრაფიაში, არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქმულია
საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაყები
გადმოასახლა ვლადიმირ მონომარხთან დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად. კიევის
რუსეთისა და საქართველოს შორის დადასტურებულია კულტურული ურთიერთობის ფაქტებიც.
კერძოდ, კიევის რუსეთის ეკლესიების (კიევის ლავრა, ნოვგოროდისა და ვლადიმირის ტაძრები და
სხვა) ფერწერითა და მოზაიკით შემკობაში მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები.
ი ვ ა ნ ე IV მ რ ი ს ხ ა ნ ე
ივანე IV ვასილის ძე, ცნობილი სახელით ივანე მრისხანე (დ. 25 აგვისტო,
1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი
მთავარი 1533-იდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-
1584 წლებში. 7 წლისა დაობლდა. ახალგაზრდა მეფე სახელმწიფო
მოღვაწეობაში აქტიურად ჩაება 40-იანი წლების ბოლოს, როცა შეიქმნა ე. წ.
„რჩეულთა რადა“ (1549) და გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560),
რომელთა მიზანი იყო თვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს
ცენტრალიზაციის განმტკიცება. ივანე IV ვასილის ძის აქტიური
აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა
ყაზანის (1547-1552), ასტრახანის (1556) სახანოები, დაიმორჩილა ციმბირის
ხანი და ნოღაელთა ურდო. „რჩეულთა რადის“ დამხობის შემდეგ (1560) იგი
ერთპიროვნულად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაში მან
კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და
ოპოზიციის დათრგუნვისაკენ, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად
დაისახა ბალტიის ზღვაში გასასვლელის მოპოვება. ამ მიზანს
ემსახურებოდა მის მიერ წამოწყებული ლივონიის ომი (1558-1583).

You might also like