You are on page 1of 5

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში,


ქალაქ ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით.  სულ პირველ ცნობას
გელათის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში,
სადაც იგი გვაუწყებს, რომ მან ვერ მოახერხა სამონასტრო კომპლექსის
დასრულება და მის შვილს დემეტრე პირველს გადააბარა ეს საქმე.
აგრეთვე, სხვა წყაროებიდან, მისი ისტორიკოსისგან ვიგებთ, რომ დავითს
მონასტრის აგება დაუწყია XII საუკუნის დასაწყისში, 1106 წელს... და
მემატიანე წერს თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხესთან შესადარებელი
ადგილი მეფემ და აღმოსავლეთის „მეორე იერუსალიმში” როგორ
მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ
მოღვაწეეებს, მეცნიერებს, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს
(როგორებიც იყვნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და მრავალი
სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი). (ამას უფრო დეტალურად ოდნავ
მოგვიანებით შევეხები)

სიტყვა გელათი უშუალოდ მომდინარეობს ბერძნული ენიდან, და


უკავშირდება დიტყვა „გენიჰის“ ანუ „გენას“, რაც ნიშნავს შობას. და
სწორედ აქედან გადმოვიდა ქართულ ენაში სახეცვლილებით -
„გენეტოს“, შემდეგ კი იცვალა სახე ამგვარად „გაენატოს“.
  გელათის ტაძარი არის სამონასტრო კომპლექტი, რომელიც შედგება
რამდენიმე განყოფილებისგან, ესენია - ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ.
ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია და გალავანი.
 ანდერძის თანახმად სწორედ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია
დასვენებული მეფე დავით აღმაშენებელი. აგრეთვე აქ არის
დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე -
დემეტრე I, დავით III, ასევე იმერეთის მეფეები ბაგრატი, გიორგი,
გიორგი, გიორგი.... და კიდევ მრავალი სხვა...
 ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე ტაძარშია შემონახული დავით
აღმაშენებელის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც თქვენ ხედავთ, მას
მარცხენა ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მარჯვენაში
გრაგნილი.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელი
თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა
მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია.
აგრეთვე ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღოსავლეთ მინაშენს
უკავშირებს თამარ მეფის სახელს.როგორც მემატიანე გვამცნობს აქ
წელიწადში ერთხელ იმართებოდა მისი მოსახსენიებელი პარაკლისი.

 გელათის კომპლექსი თავისი არქიტექტურული ნაგებობებით რთული


და მრავალფეროვანი გახლავთ. გალავნის შუაგულში აღმართულია
მთავარი ტაძარი. მის აღმოსავლეთით წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა.
გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, თუმცა უფრო
მცირეა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით.
მთავარი ტაძრიდან დაახლოებით 9 მეტრზე წმ. ნიკოლოზის სახელობის
ორსართულიანი ეკლესიაა აღმართული.  ასევე ტაძრის გვერდით
გახლავთ პატარა სამრეკლო, რომლის ქვედა ნაწილიც წყაროზეა
დაშენებული.
 გელათის გალავნის გასწვრივ ბერების საცხოვრებელი, სატრაპეზო და
სხვა ნაგებობებია განთავსებული. გელათის ანსამბლში აგრეთვე შედის
აკადემია, რომელმაც ჩვენამდე სამწუხაროდ მხოლოდ ნანგრევების
სახით მოაღწია. ახლა აკადემიაზე მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:

XII საუკუნე მართლა, როგორც წინა ლექციებე აღვნიშნეთ იყო


აღორძინების და რენესანსის ხანა და რეალური პირობები შეიქმნა
იმისთვის, რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილიყო ისეთი
დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური კერა, როგორიც გელათის აკადემია
იყო.
ერთი სიტყვით გაერთიანებულ საქართველოს სჭირდებოდა მეცნიერების
ცენტრი და დავით აღმაშენებელს ამ მიზნის სამსახურში სწორედ
გელათის აკადემია ესახებოდა. ეს აკადემია საერო და სასულიერო
მეცნიერებების ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც
მეცნიერების ყველა დარგს აერთიანებდა.
მეფის თაოსნობით 1106 წელს დაიწყო გელათის აკადემიის მშენებლობა.
გელათის აკადემიაში დავითმა თავი მოუყარა იმ დროს საქართველოში
და საზღვარგარეთ მყოფ ცნობილ ქართველ სწავლულებს: იოანე
პეტრიწს, არსენ იყალთოელს, იოანე პეტრიძისძეს და სხვებს. მეფემ
ზუსტად იცოდა რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გელათის აკადემიის
დაარსებას ქვეყნისათვის და რაოდენ დიდ ძლიერებას და
დამოუკიდებლობას ნიშნავდა ეს.
პირველი, საკმაოდ დაწვრილებითი წყარო გვხვდება „ქართლის
ცხოვრებაში“, სადაც დამოწმებულია რომ ნამდვილად დავითის აგებული
უნდა იყოს იგი. აკადემიის სათავეში დავითმა იოანე პეტრიწონელი
დააყენა, რომელსაც მოძღვართ-მოძღვარი ეწოდა, და რომლის
სიცოცხლეში აკადემიის მთელი მუშაობა მისი ხელმძღვანელობით
მიმდინარეობდა და ასე ვთქვათ გელათის აკადემია გარდაიქმნა „მეორე
იერუსალიმად“.
დავით აღმაშენებელმა მისივე თაოსნობით დაფუძნებული გელათის
აკადემია მატერიალურად ყველანაირად უზრუნველყო. მან მრავალი
ძვირფასეულობა შესწირა გელათის მონასტერს. და როგორც აღვნიშნეთ
სიცოცხლეში ვერ მოასწრო მშენებლობის დასრულება, ამიტომაც
დემეტრე Iს გადააბარა ეს საქმე. როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა
და აფასებდა დავით აღმაშენებელი გელათს ჩანს იქიდანაც, რომ მეფე
მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელშია დაკრძალული.
დემეტრემ მონასტრის მშენებლობა 1126 წელს დაასრულა. მან
ღვთისმშობლის ტაძარი მხატვრულად გააფორმებინა და აკურთხებინა.
 აღსანიშნავია მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების შერწყმა, რომელიც
საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება.თანაც იმ პერიოდში
მოზაიკური მხატვრობა საკმაოდ დიდი პრიორიტეტი იყო და მხოლოდ
ძალიან შეძლებულ, ოსტატებით დატვირთულ და მნიშვნელოვან
ობიექტებს შეეძლოთ მოზაიკის შექმნა.

 გელათის აკადემიამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს


კულტურულ-საგანმანათლებლო და ფილოსოფიურ- ლიტერატურულ
განვითარებაში. აქ არაერთმა ქართველმა მიიღო ფილოსოფიურ-
მეცნიერული განათლება. პროფესორ სვიმონ ყაუხჩიშვილის თანახმად,
გელათის აკადემიაში დისციპლინათა სწავლება აგებული უნდა
ყოფილიყო ცნობილ სისტემაზე trivium-quadrivium (ტრივიუმის და
კვადრიუმის), ე.ი. ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია,
არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია,
ისტორია", რადგან ბიზანტიის ბევრ უმაღლეს სკოლაშიც სწორედ
სწავლების ასეთი სისტემა არსებობდა. გარდა შვიდი სამეცნიერო-
სასწავლო დარგისა, რომელიც აქ ისწავლებოდა, დავით აღმაშენებელმა
გელათში კიდევ ობსერვატორია და სამედიცინო დაწესებულება -
ქსენონი დააარსა. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ გელათის აკადემია
ამზადებდა მხატვრებს, ფერწერის ოსტატებს, რომ მას დიდი ღვაწლი
მიუძღვის ქართული ოქროჭედური ხელოვნების წინსვლის საქმეშიც. 
აკადემიის შენობა მდებარეობს ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით,
აქვს ვრცელი დარბაზის სახე, კედლების გასწვრივ შემონახულია ქვის
დასაჯდომები, დარბაზის შუა ადგილას დასავლეთის კედელთან
ცალკეა ქვის მაგიდა, რომელიც კათედრის მოვალეობას ასრულებდა,
კედლებში შემორჩენილია თახჩები, რომელთაც ნივთების შესანახად
იყენებდნენ.

გელათის აკადემიის ძლიერების ხანად XII-XIII საუკუნეს მიიჩნევენ,


შემდეგ უკვე იწყება ოსმალების დარბევები. ბაგრატ მესამემ კი ჩაუტარა
აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ XVII საუკუნეში გელათი მაინც
დაქვეითდა, მისი მამულები ფეოდალებმა მიიტაცეს. იყო მცდელობა
გელათის აღმავლობის, მიწების დაბრუნებით, მაგრამ უშედეგოთ,
რადგან შემდეგ უკვე იწყება ლეკთა თარეში მოგეხსენებათ და გელათის
აკადემია ლეკებმა გადაწვეს.
გელათის აკადემიის მნიშვნელობა საქართველოს განათლების
ისტორიაში უდიდესია, რადგან ეს იყო პირველი... როგორ ვთქვა...
სისტემატიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც
მიღებული ცოდნა არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხოეთში
განსწავლულობას. ქართველებს მიეცათ საშუალება დარჩენილიყვნენ
სამშობლოში და აქ განეხორციელებინათ საკუთარი მიზნები.
აღსანიშნავია ისიც, თუ როგორი გონიერი და ძლიერი პირი ჩააყენა
მეფემ აკადემიის სათავეში - იოანე პეტრიწი, რომელიც აუცილებლად
შექმნიდა მკაცრად განსაზღვრულ, იმდროინდელ სტანდარტებზე
მორგებულ კერას.
და ბოლოს მინდა ვთქვა რომ ამ აკადემიის არსებობამ საქართველო
უფრო მეტად დამოუკიდებელ და განვითარებულ ქვეყნად აქცია.
სწორედ ეს იყო დავით აღმაშენებელის განზრახვაც. მან იცოდა რა
დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განათლებას.

You might also like