You are on page 1of 5

I შუალედური

ნინო შევარდნაძე

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა

გიზის (ხეოფსის) დიდი პირამიდა მსოფლიოს არქიტექტურულ ძეგლებს შორის


მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი მშენებლობა დაახლოებით 4500 წლის წინ
დაიწყო და ეგვიტის ძველი სამეფოს პერიოდს უკავშირდება. მდებარეობს მდინარე
ნილოსის ნაპირას. პირამიდების დანიშნულება ყველასთვის ნაცნობია- ფარაონის
სამარხი და მოსამზადებელი ადგილი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისთვის.
(საინტერესოა, სიტყვა პირამიდის მნიშვნელობაც, ბერძნულიდან ითარგმნება
როგორც ,,ხორბლის ნამცხვარი’’).

პირველი პირამიდის მშენებლობა ძვ.წ. 2550 წელს დაიწყო ფარაონ ხეოფსის


დაკვეთით და ზოგიერთი სვეტი არც მეტი არც ნაკლები 147 მეტრს აღემატება.
დაახლოებით, 2,3 მილიონი 2,5-15 ტონიანი ბლოკისგან შედგება. რთულია
წარმოდგენა ამ მასის მასალის გადასაადგილებლადაც კი რა ტექნიკა და ძალა
გამოიყენეს. პირამიდის თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. ექსტერიერი
მოთეთრო-მოყვითალო კირქვისგან არის მოპირკეთებული, ხოლო ინტერიერი-
გრანიტისგან. პირამიდის შიგნით მცირე თავისუფალი სივრცეც არის, ასევე მეფის და
დედოფლის პალატა და დიდი გალერეა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
პირამიდის ვენტილაციის დანიშნულება შეიძლება რელიგიურ წარმოდგენებს
უკავშირდებოდეს- ფარაონის სულის მოძრაობას ნაგებობაში. შესასვლელი
ჩრდილოეთის მხარეს მიწის დონიდან 18 მეტრის სიმაღლეზეა.

ჰეროდოტეს მიხედვით პირამიდის მშენებლობას 20 წელი დასჭირდებოდა და 100


000-მდე მომუშავე პერსონალი ინჟინრების, ფიზიკოსებისა და ქურუმების ჩათვლით.

ოფიციალური კვლევები გიზის პირამიდის შესასწავლად მე-19 საუკუნეში დაიწყო და


ამავე პერიოდში დადასტურდა, რომ ეკუთვნოდა ფარაონ ხეოფსს. თავად ფარაონის
სხეული აღმოჩენილი არ არის. უახლესი ცნობებით ხელოვნური ინტელექტის
დახმარებით აღმოჩენილია დაფარული დერეფანი.

პ.ს. ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს 7 საოცრებათა შორის ერთადერთია რომელმაც


კლიმატის ცვლილებების, მიწისქვეშა კოროზიის მიუხედავად მაინც გაუძლო დროს.
ბორობუდური

ბორობუდურის ტაძარი ინდონეზიაში, კუნძულ აივაზე მდებარეობს. რელიგიური


დანიშნულების ნაგებობაა, რომლის მშენებლობაც 778-850 წლებში მიმდინარეობდა
შაილენდრას დინასტიის დროს. ბუდისტების, პილიგრიმების მთავარ სალოცავს
წარმოადგენს. ტაძრების მიტოვებიდან (ზუსტი მიზეზი, ისევე როგორც
სიტყვა ,,ბორობოდურის’’ მნიშვნელობა- უცნობია) 1814 წლამდე დაფარული იყო
ვულკანური მასებით. ამ წელს კი აღმოაჩინა ინგლისელმა სერ თომას რაფლსმა. 1907
წელს პირველი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მეორედ 1983 წელს.
ბორობუდურის ტაძრებს კულტურული, რელიგიური, არქიტექტურული
ღირებულების გამო იუნესკომ მიანიჭა მემკვიდრეობითი სტატუსი.

ბორობუდური პირამიდის ფორმას ჰგავს. აგებულია 56 600 კუბური მეტრის


ვულკანური ნაცრისფერი ქვისგან. გაერთიანებულია იავური და გუფთას დინასტიის
არქიტექტურული ელემენტები. ტაძარი 3 მთავარი ნაწილისგან შედგება და სულ 9
საფეხურია- 6 მართკუთხა ფორმის და ზედა ნაწილზე 3- წრიული. განასახიერებს 3
სამყაროს, რომელიც თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სულმა, ადამიანმა. საწყისი
საფეხურიდან ზედა ნაწილამდე გზა კორიდორებით უკავშირდება ერთმანეთს და
გვხვდება 1460 რელიეფური პანელი, საერთო ჯამში- 3000-მდე. რა გასაკვირია, რომ
ბუდისტური, ინდუისტური მოტივებით აგებული ტაძარს ბუდას ქანდაკებები
ამშვენებს (კერძოდ 500-ზე მეტი ქანდაკება), რომელიც განასახიერებს ბუდას
სწავლებას, სიბრძნესა და ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ ბორობოდურის
ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ბუდას ქანდაკებაა.

დღეს ბორობოდური წარმოადგენს ინდონეზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან


კულტურულ ძეგლს, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს და წელიწადში
ერთხელ ბუდისტები აღნიშნავენ ვასაკის დღესასწაულს.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

დღევანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, რომელიც ერთი


შეხედვით ,,ლეგოს’’ ჰგავს საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის ნაწილია. აშენდა 1972-
75 წლებში გიორგი ჩახავასა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით.
წარმოადგენდა საგზაო სამინისტროს შენობას, 2007 წელს კი საქართველოს ბანკმა
შეისყიდა. შენობა ბრუტალისტური მიმდინარეობის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც
აშკარა ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, მით უმეტეს მე-20 საუკუნის 70-იანი
წლებისთვის ნამდვილად გასაოცანი ნაგებობა აღმოჩნდა. იგი ჰარმონიულად ერწყმის
ლანდშაფტს და თოთქოს კლდის ნაწილია. გეომეტრიული ფორმებისგან შექმნილი
კონსტრუქცია კი შორი მანძილიდან იქცევს ყურადღებას. საინტერესოა რომ ამ
მასშტაბის შენობის მხოლოდ 450 კვ.მ ეხება მიწას, დანარჩენი კი სწორედ ამ ნაწილებს
ეყრდნობა- სულ შედგება 7 ბლოკისგან. საქართველოს ბანკმა შენობის
რეკონსტრუქცია განახორციელა, რომელიც 2011 წელს დასრულდა. მთავარი ამოცანა
იყო შენობის არქიტექტურული სტრუქტურისა და სტილის შენარჩუნება. იაპონური
მეტაბოლიზმის დახმარებით კი შუშის კუბი ბეტონის ნაწილი გახდა (და, ვფიქრობ,
შენობის უფრო თანამედროვე ვერსია მივიღეთ). 2007 წელს ბანკის შენობას
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

You might also like