You are on page 1of 11

საოცარი პირამიდები

როგორ იწყებოდა პირამიდები


ეგვიპტის პირამიდები სინამდვილეში ფარაონთა აკლდამებია. თურმე ფარაონებს სჯეროდათ, რომ
გარდაცვალების შემდეგც დასჭირდებოდათ საგნები, რომელთაც სიცოცხლეში იყენებდნენ! ამიტომაც
აგებდნენ რაც შეიძლება დიდ აკლდამებს და ასვებდნენ მათ სურსათით, აღჭურვილობითა და განძით...
ფარაონების ადრეული აკლდამები თიხის ლოდებით ნაშენები ერთსართულიანი, ოთხკუთხა შენობები
იყო, რომლებსაც მასტაბას ეძახდნენ. დღეს ეგვიპტის უდაბნოებში მრავლადაა მიმოფანტული
უძველესი მასტაბების ნანგრევები.
შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, 5000 წლის წინათ, შესანიშნავ ხუროთმოძღვარს, სახელად იმჰოტეფს, ბრწყინვალე
იდეა ეწვია: აკლდამის აშდენებისას ერთი შენობა მეორე შენობის თავზე შემოედგა. თითოეული შემდგომი მასტაბა
მის წინა მასტაბაზე ოდნავ მცირე ზომის უნდა ყოფილიყო. იმჰოტეფმა შექმნა პირველი ეგვიპტური პირამიდა ,
რომელიც დღეს “მეფე ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის” სახელითაა ცნობილი
ჯოსერის შემდგომმა ფარაონმა მოისურვა, რომ მისი აკლდამა კიდევ უფრო
შთამბეჭდავი ყოფილიყო და ხუროთმოძღვრებს უბრძანა, ახალი ტიპის
პირამიდა შეექმნათ. ამ პირამიდას საფეხურების ნაცვლად გლუვი ზედაპირი
უნდა ჰქონდა. პირველმა გლუვზედაპირიანმა პირამიდამ დიდხანს ვერ
გაძლო, გარეთა კლდეები მალე ჩამოიშალა. ფარაონმა თავის
ხუროთმოძღვარს უბრძანა, კიდევ ერთხელ ეცადა. გონიერმა
ხუროთმოძღვარმა გამოსავალი იპოვა, მან შეცვალა წახნაგის დახრის კუთხე
და ნგრევაც თავიდან აიცილა.
ეს პირამიდა “ტეხილი პირამიდის” სახელითაა ცნობილი
ფარაონი მაინც არ იყო კმაყოფილი. მას უნდოდა, ყველა დროის
უდიდესი აკლდამა ჰქონოდა. მაშინ ხუროთმოძღვარმა შექმნა
პირამიდა, რომლის ზედაპირსაც არ დაამახინჯებდა კუთხე. ფარაონს
საბოლოოდ ეღირსა მისთვის ესოდენ სასურველი დიდი აკლდამა.
ხუროთმოძღვრის მიერ ოსტატურად დაპროექტებული “წითელი
პირამიდა” დღესაც მყარად დგას.
ერთ-ერთი შემდგომი ფარაონის ხუროთმოძღვარი საფეხუროვანი
პირამიდის ამშენებლის შვილიშვილი იყო. მან დააპროექტა პირამიდა ,
რომელსაც დახვეწილი, შესანიშნავად გამოყვანილი წახნაგები ჰქონდა
და სიმაღლით ცას სწვდებოდა. როდესაც პირამიდის მშენებლობა
დასრულდა, მისი სიმაღლე 146 მეტრს აღწევდა. ეს პირამიდა 3800
წლის განმავლობაში იყო ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე
მაღალი ნაგებობა და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად
ითვლებოდა. გაანგარიშებულია, რომ იგი 2,3 მილიონ ლოდისაგან და
მთლიანად 5.9 ტონას იწონის.
ეგვიპტის პირამიდებს შორის ყველაზე საინტერესოა გიზას დიდი პირამიდები. იგი ყველაზე სახელგანთქმულია იმ
ნაგებობათა შორის, რაც კი ოდესმე ადამიანის ხელით აღმართულა დედამიწაზე.
ხუფუს (ხეოფსის) დიდი პირამიდა “ძველი სამყაროს საოცრებათაგან” ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული ძეგლია
ეგვიპტოლოგებს მრავალი წლის განმავლობაში აინტერესებდათ, როგორ
ააშენეს უძველეს დროს ასეთი საოცარი, სრულყოფილი ნაგებობები . ძველ
მშენებლებს არ გააჩნდათ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგია , თუმცა
მაინც შეძლეს შეუდარებელი კონსტრუქციების შექმნა .
ისინი ამტკიცებენ, რომ პირამიდის მშენებლები გრანიტის ან კირქვის
უზარმაზარი ლოდების პირამიდის გვერდებზე ასატანად მრავალსაფეხურიან
პანდუსებს იყენებდნენ. ლოდის თავის ადგილზე მოსათავსებლად ბრინჯაოს
ან რკინის ბერკეტს ხმარობდნენ. ყველაზე რთულ სამუშაოსთვის , დიდი
ლოდების პანდუსებზე ასათრევად, ცხოველებს, კერძოდ ხარებს იყენებდნენ .
პირამიდების აგებულება და მდებარეობა
პირამიდის საძირკველი ყოველთვის ზუსტი კვადრატი იყო. გიზას დიდი
პირამიდის სიმაღლე 140 მეტრზე მეტია. მისი კვადრატული ფუძის
გვერდი 230 მეტრის სიგრძისაა, ხოლო ფართობი ათი ფეხბურთის
სტადიონისას აღემატება.
დღეს გიზას პირამიდა მთელი სამი კილომეტრით უფრო ქვემოთ,
სამხრეთით დგას იმ ადგილიდან, სადაც თავდაპირველად ააშენეს . ეს
4500 წლის განმავლობაში მიწის ნელ-ნელა გადაადგილებამ გამოიწვია.
ეგვიპტის ყველა პირამიდა მდინარე ნილოსია დასავლეთით
მდებარეობს. ძველი რელიგიის თანახმად, დასავლეთი
გარდაცვლილთა მიწად ითვლებოდა.
უზარმაზარი პირამიდების შიგნით არის საკუჭნაოები, შიგა ეზოები
და საიდუმლო გასასვლელები. პირამიდების შიგნით ასევე
მრავლადაა დეკორაციებით შენიღბული სატყუარები იმ ყაჩაღების
დასაჭერად, რომლებიც პირამიდებში შეღწევასა და მათ
გაძარცვას ცდილობდნენ.
ხეოფსის პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა ყველაზე დიდი პირამიდაა . მისი მშენებლობა ჩვენ
წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო , მაგრამ დღესდღეობით ის 136
მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ
პირამიდას.

You might also like