You are on page 1of 16

მეცნიერება და გამოგონებები მესოპოტამიაში

ბორბალი

ლევან შენგელია

მრავალი ადამიანის აზრით, ბორბალი არის კაცობრიობის უდიდესი გამოგონება,


რომელმაც ფუნდამენტური გავლენა იქონია ტრანსპორტზე, მოგვიანებით კი სოფლის
მეურნეობასა და მრეწველობაზე. ბორბლის იდეა პირველად დაახლოებით 6000 წლის წინ ძველ
მესოპოტამიაში, გვხვდება კერამიკის ბორბალზე. ეს ერთი შეხედვით უბრალო მანქანა გახდა
მტკიცებულება, რომ ვიღაც მიხვდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ცენტრის უძრაობა თავისი
მექანიკური უპირატესობისთვის. თავდაპირველი ბორბალი იყო ხის და მას იყენებდნენ თიხის
ჭურჭლის დასამზადებლად და ოდნავ მოგვიანებით უკვე ხალხისა და საქონლის
ტრანსპორტირებისთვისაც.

უშუალოდ ბორბლის გამოგონებამდე რამდენიმე უიღბლო ადამიანმა ფეხი დააბიჯა


მრგვალ მორს და თავის ქალის გატეხვის შემდეგ მიხვდა, რომ მრგვალი ობიექტები ამცირებს
მიწაზე ხახუნს. ამ იდეის მიხვედრის შემდეგ იწყება ბორბლის ჩამოყალიბება.
მესოპოტამიელებმა დაიწყეს მძიმე ტვირთის ქვეშ მორების დალაგება და ასე ახერხებდნენ მათ
ტრანსპორტირებას. ეს იყო პირველი “ბორბალი”. თუმცა ამ მეთოდს გააჩნდა ერთი ნაკლი:
ვინაიდან ტვირთი მოძრაობდა წინ, საჭირო ხდებოდა მორების ხშირად შეცვლა და ამასთანავე
თუ მორები ერთმანეთს შეეხებოდა მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. შუმერებმა ამის შემდეგ
გადაწყვიტეს ტვირთის ქვეშ მოეთავსებინათ ორი მორი ვერტიკალურად, რაც საშუალებას
მისცემდა სწორ ზედაპირზე ტვირთი გადაეადგილებინათ. ეს ორი მორი დახლოებით
ასრულებდა თხილამურების ფუნქციას და ამცირებდა ხახუნს ზედაპირთან. მიუხედავად, იმისა
რომ ამ შემოქმედებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბორბლის იდეასთან, ის მაინც ასრულებდა
მის ფუნქციას და ამას ეწოდა შუმერების მეორე ბორბალი, იგივე „მარხილი“(The Sledge).
მარხილი კარგად ფუნქციონირებდა სანამ გზა სწორი და ბრტყელი იყო, თუმცა უსწორმასწორო
სავალზე ძალიან ჭირდა მისი გამოყენება. მესოპოტამიელებმა გადაწყვიტეს მარხილისა და
მორის იდეის შერწყმა და მიიღეს რიგით მესამე ბორბალი: „მარხილი მორზე“(A Sledge on Rollers).
თუმცა შუმერები ახალ პრობლემას გადააწყდნენ. ტრანსპორტირებისას ტვირთი ხშირად
სრიალდებოდა მორიდან, მათ გადაწყვიტეს მორის ის ადგილები ამოეჭრათ, რომლებსაც
ეხებოდა ტვირთის სადგამი და მიიღეს მეოთხე ბორბლის ვარიაცია: „მარხილი დაღარულ
მორებზე“(A Sledge on a Grooved Roller). ამ სახის ბორბლის გამოყენება დიდ ენერგიას
მოითხოვდა მორის სიმძიმის გამო. შუმერები მიხვდნენ, რომ ამ მექანიზმის
ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო მხოლოდ მორის ორი მრგვალი დაბოლოვება, ამიტომაც მათ
დააწვრილეს შუა ნაწილი. ამით მას მიეცა ღერძის ფორმა და უფრო მეტად დაემსგავსა
ჩვენებური წარმოდგენის ბორბალს. ეს იყო მეხუთე ბორბალი: „ორი ბორბალი ფიქსირებული
ღერძით“(Two Wheels With a Fixed Axle). პროგრესი ნათელი იყო. საბოლოოდ შუმერებმა
გადაწყვიტეს ტვირთის სამუდამოდ მიერთება ღერძზე საკისრების საშუალებით და მივიღეთ
ეტლის მაგვარი მანქანა, რიგით მეექვსე ბორბალი: „საკისრებით მიმაგრებული ორი ბორბალი
ღერძით“(Two Wheels With an Axle, Attached With Bearings). როგორ ვხედავთ, ბორბალმა დიდი
გზა განვლო საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გამოგონება არ
იყო ადვილი, ვინაიდან ისტორიის განმავლობაში თითქმის ყველა გამოგონება არის
შთაგონებული ბუნებრივი სამყაროთი. მაგალითად, ფიწალისა და სუფრის ჩანგლის იდეა
წარმოიქმნა ჩანგლიანი ჩხირებისგან, თვითმფრინავი ფრინველებისგან და სხვა, თუმცა ბორბალი
არის ასი პროცენტით ჰომო საპიენსური ინოვაცია, ვინაიდან ბუნებაში არ გვხვდება ბორბლის
მაგვარი სხეულები.

მოგვიანებით ბოლო, მეექვსე, ბორბლის იდეა ეტლად გადაიქცა, რომელშიც


შესაძლებელი იყო ხარის ან ცხენის შებმა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გამოგონება, რომელიც
გახდა ვირუსული. სხვა ბევრმა იმდროინდელმა ცივილიზაციამ სწრაფად აიტაცა ეს დიზაინი და
მოარგო საკუთარ კულტურას. ვინ იფიქრებდა, რომ ჭურჭლის დამზადებისთვის განკუთვნილი
მოწყობილობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მასშტაბური
გამოგონების შთაგონება გახდებოდა?!

ამ ფუნდამენტურმა გამოგონებამ სწრაფი და დრამატული გავლენა მოახდინა შუა


აღმოსავლეთისა და ევროპის საზოგადოებებზე. მან მკვეთრად გაზარდა ფერმერების
პროდუქტიულობა, შეცვალა მთელი ეკონომიკა, ცხოვრების სტილი და ომებიც კი. აღსანიშნავია,
რომ მხოლოდ ბორბალმა არ შექმნა ეს ცვლილებები. ბორბალი ყველაზე სასარგებლოა შესაფერის
ცხოველებთან ერთად როგორებიცაა: ხარი ან ცხენი. დამთხვევა არ არის, რომ ადამიანებმა
რქოსანი ცხოველებისა და ცხენის მოშინაურება-გამოყენება სწორედ ბორბლის აღმოჩენის
შემდეგ გაახშირეს. აქ უკვე ვხედავთ ბორბლის როლს ადამიანების კულტურისა და ყოფა-
ცხოვრების შეცვლაზე.

ბორბალი ალბათ ყველა დროის ყველაზე მნიშნელოვანი მექანიკური გამოგონებაა.


ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისიდან აშენებული თითქმის ყველა მანქანა მოიცავს ერთ
ძირითად პრინციპს, რომელიც განხორციელებულია ადამიანების ამ მნიშნელოვანი
გამოგონებით. ძნელი წარმოსადგენია ნებისმიერი მექანიზებული სისტემა, რომელიც ბორბლის
გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. ბორბლის გარეშე დღევანდელ სამყაროში ბევრ რამეს ექნებოდა
განსხვავებული სახე და ფუნქცია. ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ქალაქები და დაბები როგორც
გვაქვს ახლა. ზუსტად ესაა მიზეზი თუ რატომ ითვლება ბორბალი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და
ფუნდამენტურ გამოგონებად კაცობრიობის ისტორიაში.

ბიბლიოგრაფია:

http://ancientmesopotamians.com/mesopotamia-wheels.html
https://antiquitynow.org/2013/08/20/kids-blog-the-invention-of-the-wheel-how-the-ancient-
sumerians-got-humanity-rollin/

https://www.smithsonianmag.com/science-nature/a-salute-to-the-wheel-31805121/?
fbclid=IwAR3kHLlNRn2TiRuUTu8jRTPJOtlgbc5mDiXN6UNfTH2Uz-oWnCmInZNVTlA

http://www-news.uchicago.edu/releases/03/oi/030715.oi-firsts.shtml

დამწერლობა მესოპოტამიაში

დათა თოდრია

მესოპოტამია ცივილიზაციის აკვანია. მათ სერიოზული პროგრესი აჩვნენეს თითქმის ყველა


სფეროში. მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნლეოვანი ქმნილება ლურსმნული დამწერლობაა. ეს
დამწერლობა თანამედროვესგან მკვეთრად განსხვავებულია, ისინი თიხაზე გამოსახავდნენ
განსხვავებულ სიმბოლოებს, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდათ და მათი ნაწილის
გაშიფრვა ჩვენ დღეს შეგვიძლია.

მას შემდეგ, რაც შუმეული დასახლებები ქალაქებად გადაიქცა, ხალხს დასჭირდა აღერიცხა
სხვადასხვა ბიზნეს ტრანზიციები, საკუთრების მფლობელები და მმართველების ჩანაწერები.
ამიტომ დაახლოებით ძვ.წ 3300 წელს, შუმერებმა დაიწყეს თიხის ფირფიტებზე სურათის მსგავსი
სიმბოლოების გამოსახვა, რომლებსაც შეგვიძლია პიქტოგრამები ვუწოდოთ. სიმბოლოები იყო
მარტივად აღსაქმელი: მეფე, ბრძოლა, წყალდიდობა. თუმცა, დროთა განმავლობაში
სიმბოლოები უფრო კომპლექსური გახდა, მაგალითად: ღმერთების სურვილი ან უკვდავების
მისია. დაახლოებით ძვ.წ 3100 წლისთვის შუმერები პიქტოგრამებით აღნიშნავდნენ
მარცვლეულის რაოდენობას.ქერი ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეული იყო მესოპოტამიაში,
რომელსაც მისი ფორმის საკმაოდ მარტივად აღსაღქმელი პიქტოგრამა აღნიშნავდა. მწერლები
წერდნენ რბილ თიხაზე დიდი ალბათობით ლერწმის მეშვეობით. გამაგრების შემდეგ თიხა
ფორმას აღარ იცვლიდა და ნაწერი სამუდამოდ რჩებოდა.

წლების მანძილზე ლურსმნული დამწერლობა მკვეთრად შეიცვალა. სიმბოლოების გაგება კიდევ


უფრო მარტივი გახდა, შემოვიდა სიტყვის კონცეფცია, რაც ცალსახად დიდი ნაბიჯი იყო წინ. ხის
ფირფიტებზე სიმბოლოების რაოდენობა შემცირდა, თუ ადრეულ პერიოდში ფირფიტაზე
დაახლოებით 1000 სიმბოლო იყო, მოგვიანებით ეს რიცხვი 600-მდე დავიდა, რაც კითხვას კიდევ
უფრო მარტივს და გასაგებს ხდიდა. ისტორიკოსი პოლ კრივაჩეკი აღწერს, რომ ლურსმნული
დამწერლობა იმდენად განვითარდა, ფირფიტებზე უკვე შეგვეძლო ამოგვეკითხა ისეთი
დეტალები, როგორიცაა წაიყვანეს ცხვარი ტაძრიდან თუ პირიქით-მიიყვანეს, ცოცხალი იყო თუ
არა ცხვარი და რა მიზნით მოხდა ეს ქმედება. ქურუმმა ენჰადუენამ, რომელიც ძვ.წ 2285-2250
წლებში ცხოვრობდა, დაწერა ჰიმნი ინაინას შუმერულ ქალაქ ურში. პოემა ლურსმნულად იყო
დაწერილი და გვხვდება ისეთი ემოციური კონცეფციები, როგორიცაა სიყვარული, შიში ,
ღალატი, იმედი და აღწერილია ის მიზეზები, რატომაც პოეტი განიცდიდა ამ ყოველივეს.

ჩვენ გვაქვს ცნობები შუამდინარეთის ლიტერატურის შესახებ, მოგვეპოვება სხვადასხვა


ნაწარმოებები : ატრაჰასი, მითი ეთანაზე და განსაკუთრებით ცნობილი გილგამეშის ეპოსი.
ყველა მათგანი დაწერილია ლურსმნულად და მათზე მეცხრამეტე საუკუნემდე არაფერი
ვიცოდით, სანამ ჯორჯ სმიტმა, ედუარდ ჰიკსმა, იულიეს ოპერმა და ჰენრი ჰესვიკემ მოახერხეს
დამწერლობის გაშიფრვა და ნაწარმოებების ინგლისურ ენაზე გადათარგმნა. თარგმნის პროცესი
საკმაოდ რთული იყო, ზემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა მოახერხეს ხმოვნების ამოცნობა, ასევე
შეამჩნიეს გრამატიკული კონსტრუქციები და კიდე მრავალი კანონზომიერება. საბოლოოდ 1872
წელს, გილგამეშის ეპოსიდან გადათარგმნილი იქმნა დიდი წარღვნის ისტორია, რომელის
ორიგინალიც მაქამდე ბიბლიური წიგნი გენესისი გვეგონა.

კიდევ არაერთი ბიბლიური ისტორია იქნა აღმოჩენილი თიხის ფირფიტებზე. თუ კაცის დაცემა
და დიდი წყალდიდობა აქამდე ბიბლიური ამბები გვეგონა, მსგავსი ისტორიები აღმოჩენილი
იქნა მესოპოტამიურ მითებში როგორებიცაა: ეთანას მითი და ატრასისი. ედემის ბაღის
ბიბლიური ისტორია შეგვიძლია ამოვიკითხოთ ენუმა ელიშსა და სხვა მესოპოტამიურ მითებში.
ღმერთის სიკვდილისა და აღდგომის კონცეფცია, ახლა უკვე აღმოჩენილ იქნა პოემაში ინაინას
დაცემა. მესოპოტამიურ ლიტერატურაში ძალიან დიდი რაოდენობითაა ბიბლიური ნარატივი.

ბიბლია ითვლებოდა უძველეს წიგნად, სოლომონის სიმღერა-უძველეს სასიყვარულო პოემად,


სანამ აღმოაჩენდნენ სიყვარულის სიმღერა სუ-შინს, რომელიც ბევრად ადრეა დაწერილი, ვიდრე
სოლომონის სიმღერა. ის დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით 2000 წლისთვის.

გილგამეშის ეპოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია მსოფლიოში. ის შესრულებულია


12 ფირფიტაზე. გილგამეშის ეპოსში ჩვენ გვხვდება ფილოსოფიურ-ეთიკური საკითხები, რისი
გადმოცემაც ფირფიტებზე საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო. ნაწარმოები მოგვითხრობს
გილგამეშზე, რომელიც ერთი მესამედით ადამიანია, ხოლო ორი მესამედით ღმერთი. ის
საკმაოდ ველური ბუნების მქონეა . ნაწარომების ერთი ნაწილი აღწერს გილგამეშისა და ენქიდუს
მეგობრობას, რომელიც ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდეა ამაღლებული და
რომელიც საბოლოოდ თავისი სიკვდილით მეფეს მაღალ მორალსა და ცხოვრების აზრზე
დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ნაბიჯები დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების
ძიებასთან, ის შეხვდება წარღვნიდან გადარჩენილ ერთადერთ ადამიანს და შემდგომ
დაბრძენებული დაბრუნდება ურუქში.
საბოლოო ჯამში, მესოპოტამიაში შექმნილმა ლურსმნულმა დამწერლობამ უდიდესი როლი
შეიტანა კაცობრიობის განვითარებაში. დასაბამი გახდა ლიტერატურისა და ბუღალტერიის.
მესოპოტამიური ლიტერატურის მოტივები იგრძნობა ეგვიპტურ, ბერძნულ და რომაულ
ნამუშევრებში. მითებში გვხვდება ბიბლიური ნარატივი და ისტორიები. ლურსმნული
დამწერლობის აღმოჩენამ, შესწავლამ და ნაწარმოებების თარგმნამ საბოლოოდ შეცვალა
წარმოდგენები სამყაროს შექმნისა და პირველყოფილი ცოდვის შესახებ. მესოპოტამიური
ცივილიზაციის შესწავლის შემდეგ, სამყაროს ისტორიაზე წარმოდგენები თავდაყირა დადგა.

ბიბლიოგრაფია:

https://www.worldhistory.org/cuneiform/

http://www.teachinghistory100.org/objects/about_the_object/mesopotamian_writing_tablet

https://www.worldhistory.org/books/0810875772/

https://www.metmuseum.org/toah/hd/wrtg/hd_wrtg.htm
სოფლის მეურნეობა მესოპოტამიაში

სარწყავი სისტემა

ლაზარე ფაჩუაშვილი

სოფლის მეურნეობა მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა ძველ მესოპოტამიაში. მათ


მუშაობა მშრალი კლიმატის პირობებში უწევდათ. მიუხედ ავად ამისა, მესოპოტამიელმა
ფერმერებმა შეიმუშავეს ეფექტური სტრატეგიები, რომლებმაც მათ საშუალება მისცა სოფლის
მეურნეობის განვითარების. ამან თავის მხრივ, ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და
ფაქტობრივად, მესოპოტამიელი ფერმერები გახდნენ ერთ-ერთი მთავარი მონაწილენი და
ხელშემწყობნი პირველი ქალაქების,სახელმწიფოებისა და შემდეგ პირველი ცნობილი
იმპერიების განვითარებისა. მათ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილეს
ბურღულეულის (განსაკუთრებით ქერის) და ცხვრის მოშენებაზე, აგრეთვე პარკოსან
კულტურებზე. გარდა ამისა, სამხრეთ მესოპოტამიაში მოჰყავდათ ფინიკის პალმები, ხოლო
ჩრდილოეთით ყურძენი.

სინამდვილეში, მესოპოტამიის სოფლის მეურნეობის ორი ძირითადი ტიპი არსებობდა ორი


მთავარი ეკოლოგიური ადგილის შესაბამისად. სამხრეთ/ქვემო მესოპოტამიაში, შუმერისა და
აქადის მიწებზე, რომლებიც შემდეგ ბაბილონია გახდა, თითქმის არ წვიმდა და შესაბამისად,
მათი სოფლის მეურნეობა მოითხოვდა ფართომასშტაბიან სარწყავი სამუშაოების ჩატარებას
მიუხედავად ამისა, ფერმერების სწორი და ეფექტური სამუშაოების წყალობით, ამ მიწებსაც კი
დიდი მოგება მოჰქონდათ. რაც სეეხება ჩრდილოეთ/ზემო მესოპოტამიას, რომელიც საბოლოოდ
ასურეთი გახდა, იქ ისე წვიმდა, რომ ფქტობრივად, არ იყო საწყავი სისტემების არსებობის
საჭიროება. ამის გათვალისწინებით, პარადოქსია, მაგრამ აქ მოგება სამხრეთ მესოპოტამიაზე
დაბალი იყო.

სარწყავი სისტემების პირველი არქეოლოგიური ნიშნები მესოპოტამიაში ძვ. წ. 6200-5700


არსებოობს მოსაზრება რომ სამხრეთ მესოპოტამიასი თემური წყობილებები და სარწყავი
სისტემები ერთდროულად გაჩნდა, რადგან სხვანაირად ამ მხარის მშრალი კლიმატი
ცხოვრებისთვის გაუსაძლისი იქნებოდა. ამ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებისათვის გამოსადეგი მიწა ორი დიდი მდინარის ნაპირებით შემოიფარგლებოდა.
მესოპოტამიელებმა გაჭრეს არხები, რომ მინდვრები მოემარაგებინათ მცენარეთა ზრდისთვის
საჭირო წყლით. გარდა საირიგაციო დანიშნულებისა, ამ არხებმა მალე სატრანსპორტო ფუნქციაც
შეიტავსა. კერძოდ, როდესაც წყლის დონე მაღალი იყო, ისინი ნავებით თავისუფლად
გადაადგილდებოდნენ დიდ არხებში. ამან კი ხელი შეუწყო ვაჭრობასა და ხალხებს შორის
კომუნიკაციის განვითარებას. სარწყავი ასევე გამოიყენებოდა იმ ადგილებში, სადაც
აბსოლუტურად არ იყო საჭირო მოსავლიანობის გაზრდა. საზოგადოებამ და მმართველობამ
სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შეკეთება და განვითარება ერთ-ერთ მთავარ
პრიორიტეტად აქცია.

სარწყავად წყალი მინდვრებში არხების საშუალებით მიდიოდა. ყველაზე დიდი არხები


უშუალოდ მდინარეებიდან იკვებებოდა და წყლით ამარაგებდა პატარა არხებს, რომლებიც
თავის მხრივ, კიდევ უფრპ მცირე ზომის არხებს აწვდიდნენ წყალს. სისტემა ასევე მოიცავდა
ამაღლებულ არხებს და ზოგჯერ აკვედუკებსაც, თუკი რელიეფიამას მოითხოვდა. არსებობდა
რამდენიმე მარეგულირებელი მექანიზმი წყლის ნაკადისა და დონის კონტროლისთვის. ასევე,
მესოპოტამიელებმა აღმოაჩინეს რომ თუ მდინარეებს ნალექი მოჰქონდათ, ეს ნიშნავდა რომ მათი
კალაპოტები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჭალის მინდვრები, ამიტომ წყლის მიტანა მინდვრებში
მხოლოდ სიმძიმის ძალის გამოყენებითაც შეიძლებოდა, გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ წყლის
ასამაღლებებსაც.

ამრიგად, გამართული სარწყავი სისტემები წარმოადგენდა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის


სიძლიერის ქვაკუთხედს, არამედ ხელს უწყობდა ვაჭრობასა და ტრანსპორტირებასაც. თავის
მხრივ, ყოველივე ამან ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ძლიერი ქალაქ-სახელმწიფოების
ჩამოყალიბებას. გამომდინარე აქედან, მესოპოტამიური სარწყავი სისტემები განსაკუთრებულ
ყურადღებას იმსახურებს. ისინი იმდენად ინოვაციური და ტექნიკურად გამართული იყო, რომ
დღესაც კი იყენებენ თანამედროვე მესოპოტამიაში.
მინდვრები და მიწის დაყოფა

როდესაც მესოპოტმიის სოფლის მეურნეობის სიძლიერესა და განსაკუთრებულობაზე


ვსაუბრობთ, სარწყავ სისტემებთან ერთად, ამის მთავარ მიზეზს სასოფლო-სამეურნეო მიწის
სწორი დაყოფა/დაგეგმარება წარმოადგენს.

სხვადასხვა ლურსმული ფორმის დოკუმენტები შეიცავს მინდვრების აღწერას, ასევე


ტაბლეტებზე გამოსახულია სასოფლო-სამეურნეო მინდვრების დაგეგმარება. მსგავსი
ტაბლეტები პირველად ურის მესამე დინასტიის პერიოდიდან ჩნდება. ისინი იქმნებოდა
იმისთვის რომ ფერემერებს შეეფასებინათ ყველა შესაძლო ხარჯი და შემოსავალი, რაც შეიძლება
მიწიდან მიეღოთ. რაც დრო გადიოდა, ეს აღწერა უფრო ზუსტი ხდებოდა. ნეო-ბაბილონისა და
აქემენიდთა პერიოდიდან ამ ტიპის უამრავი დოკუმენტი არის შემორჩენილი. ზოგადად, მიწის
გაზომვა და აღრიცხვა ხდებოდა მისი გაყიდვის დროს. ყველაზე ზუსტი ტექსტები განსაზღვრავს
მეზობელი ნაკვეთების მფლობელებს, გვერდების გაზომვას, და ველს ყოფს სხვადასხვა
ნაწილად, მათგან მოსალოდნელი მოსავლის/მოგების საფუძველზე. ამ დოკუმენტების ნაწილი
შეიძლება მიზნად ისახავდა ხალხის ინფორმირებას ამზომველების მიერ ჩატარებული
გაზომვებისა და სავარაუდო მოსავლიანობის შესახებ. მიწის ფართობის გაანგარიშება ხდებოდა
მინდვრის რეალური ფორმის მიახლოებით სტანდარტულ გეომეტრიულ ფიგურებთან,
რომელთა ფართობის გამოთვლაც მარტივი იყო.

ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტების ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ძველი


მესოპოტამიაში მინდვრების იერსახისა და ადგილმდებარეობის აღდგენა. სასოფლო-სამეურნეო
მინდვრებს უკავშირდებოდა სარწყავი არხები. როგორც ზემოტ აღვნიშნეთ, ირიგაცია
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსავლიანობის ზრდისა, სწორედ ამიტომ, ამან გამოიწვია
ერთგვარი შეჯიბრი წყალზე/სარწყავ არხებზე წვდომაზე. ამ მიზეზით მოხდა მინდვრების
სიგანის შემცირება, რათა მეტ მათგანს ქონოდა წვდომა სარწავ არხებზე. მიღებული მინდვრები
იყო დაახლოებით მართკუთხა, მაგრამ მათი სიგრძე გაცილებით აღემატებოდა სიგანეს.

ჩრდილოეთით, აქადის ირგვლივ, სადაც მორწყვის ნაკლები საჭიროებაა, მინდვრები უფრო


განიერი იყო, ძვ.წ. პირველ ათასწლეულამდე მაინც, როდესაც მოგრძო მინდვრის განლაგება
ბაბილონშიც გავრცელდა. ლივერანი ასევე ამტკიცებს, რომ ეს განლაგება იყო ცენტრალური
დაგეგმვის შედეგი, რომლის მიზანი იყო ტერიტორიის ოპტიმალური გამოყენება, რაც
უზრუნველყოფს არხზე მაქსიმალურად მეტი რაოდენობის მინდვრის წვდომის შესაძლებლობას
(და ამრიგად, ის ამ ტიპის განლაგების გავრცელებას უკავშირებს მმართველობის
გადაწყვეტილებას).
ზემო მესოპოტამიაში, მშრალი მეურნეობის ადგილები (ზემო ჯაზირა და ტიგროსის
აღმოსავლეთი) განსხვავდებოდა იმ ტერიტორიებისგან, სადაც ყოველთვის საჭიროა მორწყვა
(ქვემო ჯაზირა). ამ უკანასკნელის მაგალითია, მარის ადგილი, რომელიც ცნობილია
შემორჩენილი ტექსტების წყალობით: გაშენებული ზონა ევფრატის ხეობის დაბალ ტერასებზე
მდებარეობდა, სადაც საირიგაციო ქსელები იყო განვითარებული, ხოლო მაღალ ტერასებს
საძოვრებად იყენებდნენ და მდინარიდან ყველაზე შორს მდებარე მანძილი (თხუთმეტ
კილომეტრამდე) იყო პლატო, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო პირუტყვისთვის.
ჩრდილოეთის ტოპოგრაფიამ არ დაუშვა სარწყავი ქსელების გაფართოება სამხრეთის ფართო
ვაკეზე.

ამრიგად, სწორედ გამართული სარწყავი სისტემები და სასოფლო-სამეურნეო მიწების სწორი


დაგეგმარება წარმოადგენს მესოპოტამიის სოფლის მეურნეობის სიძლიერის გასაღებს. მათი
მეთოდები იმდენად დახვეწილი და გამართული იყო, რომ მისი ელემენტების გამოყენება
თანამედროვე სოფლის მეურნეობაშიც არის მიზანშეწონილი.

წყრო:

B. Lafont, "Cadastre et arpentage," in Joannès 2001, pp. 149–151

B. Lafont, "Irrigation Agriculture in Mari," in Jas 2000, pp. 130–134

M. Liverani, "Reconstructing the Rural Landscape of the Ancient Near East," Journal of the Economic
and Social History of the Orient 39 (1996) p. 1-49

M. Sauvage, 'Canal,' in Joannès 2001, pp. 155–159

Postgate 1992, pp. 173–183; F. Joannès, "Irrigation," in Joannès 2001, pp. 415–418
მათემატიკის სათავესთან, ანუ შუამდინარეთის ცივილიზაციებში

მარიამ კელაპტრიშვილი

როგორც ამბობენ, რომი ერთ დღეში არ აშენებულა, არც ჩვენი სამყარო შექმნილა
თავიდანვე ისეთი სახით, როგორიც დღესაა. ჩვენს განვითარებას დიდი ისტორია აქვს.
სხვადასხვა უძველესმა ცივილიზაციებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ადამიანის პროგრესში,
სხვადასხვა მეცნიერების, მათ შორის მათემატიკის განვითარებაში. მათემატიკის განვითარებაზე
საუბრისას საპატიო ადგილს ბერძნულ ცივილიზაციას უთმობენ, თუმცაღა მათზე ბევრად ადრე
მესოპოტამიის ხალხებმა შექმნეს არა მარტო რიცხვითი სისტემა, რომლებზეც ისეთ
არითმეტიკულ მოქმედებებს ასრულებდნენ, როგორიცაა მიმატება, გამოკლება, გამრავლება და
გაყოფა, არამედ წრფივი და კვადრატული განტოლებების ამოხსნაც კი შეეძლოთ.

მესოპოტამიელები ლურსმულ დამწერლობას იყენებდნენ, რაც გულისხმობდა


ძირითადად თიხაზე სხვადასხვა ნიშნის ამოკვეთას. ეს არც ისე მარტივი საქმე გახლდათ და
შესაძლოა ზოგს შანსი რომ ჰქონოდა, ეგვიპტელად დაბადება აერჩია, თუმცა ჩვენ გაგვიმართლა,
რომ მესოპოტამიელებმა სწორედ თიხაზე წერა დაიწყეს (ცალკე ერთ ლოკაციიდან (ნიფურიდან)
50 000 ფილა გვაქვს)1, ვინაიდან თიხის ფილებმა უფრო გაუძლეს დროის სვლას (ეგვიპტურ
პაპირუსთან შედარებით, რომელიც უფრო მარტივად ზიანდება) და საშუალება მოგვცეს ისინი
შეგვესწავლა.

დღეს ყოველდღიურად რიცხვთა ათობით სისტემას ვიყენებთ, კომპიუტერებსა და


ტექნიკაში ორობითს იყენებენ, აი, მესოპოტამიელებმა კი საფუძვლად რიცხვი 60 აიღეს. ამ
1
History of mathematics გვ. 44 (pdf-ის)
რიცხვის არჩევის მიზეზთან დაკავშირებით სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს. ზოგი ფიქრობს
რომ ასტრონომიულმა დაკვირვებებმა განაპირობა (რაც ნაკლებად სავარაუდოა, ჩემი აზრით),
ნაწილი ფიქრობს, რომ ბაზისად 60-ის აღება, მანამდე არსებული ორი რიცხვითი სისტემის
გაერთიანებამ განაპირობა. აქაც კი იყოფა აზრები, რადგანაც ზოგს ორ წინამორბედ ბაზისებად 10
და 6 მიაჩნია, ზოგს კი 12 და 5. ერთი შეხედვით, თითქოს 12 და 5-ის განხილვა აბსურდულია, 10
ხომ არა მარტო ჩვენს დროშია აქტუალური, არამედ სხვა ძველ ცივილიზაციებშიც და
ამასთანავე, მარტივი წარმოსადგენია, რომ 10 ხელის თითი იყო განმაპირობებელი ამ ბაზისის
შემოღებისა. მაგრამ საყურადღებოა, რომ იმავე ლოგიკით, 60 შეიძლება მიგვეღო 12-ისა და 5-ის
არა როგორც რიცხვითი სისტემების შეერთებით, არამედ სხეულის ნაწილების დასათვლელად
გამოყენებით (რასაც ხშირად მიმართავდნენ ძველი ცივილიზაციები და ახლაც კი ვიყენებთ
ხანდახან, იგივე მტკაველს, ან ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი feet) ერთი ხელის ხუთი თითი
და მეორის 12 ნაწილი (თითის სამი ნაწილის გამყოფები). სხვა მოსაზრების თანახმად, 60-ის
ბაზისობა განაპირობა მისმა მრავალმა გამყოფებმა, მაშინ როცა 10 მხოლოდ 2-სა და 5-ზე იყოფა,
60-ს მარტივი მამრავლები 2, 2, 3 და 5-ია, რომელთა კომბინაციებიც კიდევ დამატებით
გამყოფებს გვაძლევს, ერთად ჯამში 10-ს (2, 3, 4, 5, 6, 10, 12, 15, 20, 30). ამგვარი დაყოფები უფრო
პრაქტიკული იყო ყოველდღიური გამოყენებისათვის, ათობითი სისტემის გადმოსახედიდან
მსჯელობისას 60-ის აღება მარტივობის მიზეზით სასაცილოდ ჟღერს, ვინაიდან ჩვენ 10 ციფრს
ვიყენებთ (0-ის ჩათვლით), მათ კი 60-ის გამოყენება მოუწევდათ, მაგრამ სინამდვილეში საქმე
მართლაც მარტივადაა. 60 ნიშნის ნაცვლად მესოპოტამიელები სულ 2 სიმბოლოს იყენებდნენ.
ერთი მათგანი, რომელიც ფორმით ასე გამოიყურებოდა ერთეულს აღნიშნავდა, < ამის მსგავსი
კი ათეულს. ათეულის არსებობა კიდევ ერთი არგუმენტია (გარდა მისი გავრცელებულობისა და
ხელებზე დათვლით განპირობებულობისა) 60-ის 10-ისა და 6-ის რიცხვითი სისტემების
შეერთებით მიღების. ამრიგად, ნებისმიერი რიცხვის ჩაწერისას მხოლოდ ამ ორ სიმბოლოს
იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი 59 მთელი რიცხვის ჩაწერა შემდეგი პრინციპით
ხდებოდა: მაგალითად 27-ის დასაწერად, 2 ცალი ათეულის სიმბოლოს დაწერდნენ და შემდეგ
მარჯვნივ 7 ცალ ერთეულის სიმბოლოს მიუწერდნენ. მესოპოტამიელთა გენიალური მიდგომა
რიცხვებისადმი ვლინდება სწორედ 60-ზე მაღალი რიცხვების ჩაწერისას. მათ ჩვენსავით და სხვა
ძველი ცივილიზაციებისგან განსხვავებით (მათ შორის, ეგვიპტის, ასევე ბერძნული) ადგილის
მიხედვით ერთი და იგივე ჩანაწერს სხვადასხვა მნიშვნელობა მიანიჭეს. როგორც ჩვენთან ციფრი
3 შეიძლება გამოხატავდეს როგორც 3 ერთეულს, ისე 3 ათეულს (იმისდა მიხედვით, რომელ
თანრიგში წერია), მათაც 235-ის ჩაწერა გადაწყვიტეს არა როგორც 23 ცალი ათეულისა და 5
ერთეულის სიმბოლოს გამოყენებით, არამედ 60-ის თანრიგების მიხედვით. ისინიც ჩვენსავით
მარჯვნივ წერდნენ ერთეულის რიცხვს, ხოლო შემდეგ ყოველი მომდევნო მარცხენა რიცხვი
გამოხატავდა 60-ის იმ ხარისხს, მერამდენე თანრიგის რიცხვიც იყო. მაგალითად, მაშინდელი ეს
ჩანაწერი 5, 20, 3 (თანრიგები მძიმეებით გამოვყავი), იქნებოდა დღევანდელი 19 203, ვინაიდან
5*60^2+20*60^1+3*60^0 = 19 203. რიცხვების ასე ჩაწერა მეტად მოსახერხებელია, რადგანაც არ
გვიწევს ერთი და იმავე სიმბოლოების ბევრჯერ დაწერა. თუმცაღა, ასეთ ჩანაწერს თავისი
პრობელემი ჰქონდა, კერძოდ, ცალკე ჩაწერილი 9, 5 რიცხვით რთული იყო იმის თქმა, თუ
რომელ თანრიგებს მიუკეთვნებოდა ეს ორი რიცხვი, შესაძლებელია ისინი ასახავდნენ, 60-ის
პირველ და მეორე ხარისხებს ან მეორე და მესამე ან მესამე და მეოთხე და ა.შ.. 0-ის არარსებობის
გამო რთული იყო ასევე იმის გარჩევა ეს რიცხვები ერთმანეთის მომდევნო თანრიგში ეწერა, თუ
სხვადასხვა, მაგალითად შეიძლება ეს რიცხვი ყოფილიყო 9*60^2 + 0*60^1 + 5*60^0 = 32 405.
განსხვავებულ რიცხვს მივიღებდით ჩანაწერის სხვანაირი ინტერპრეტაციისას:
9*60^3+0*60^2+5*60^1+0*60^0 = 1 944 300. ეს პრობლემა აღმოუფხვრელი არ იყო, როდესაც
მარტივად შეიძლებოდა კონტექსიდან რიცხვის სავარუდო მნიშვნელობის ამოცნობა, თუმცა
ლოგიკურად თითქოს ჭკვიანი მესოპოტამიელები უნდა მისულიყვნენ 0-ის შემოღებამდე, მისი
შინაარსის განსაზღვრამდე. მათ სხვა გზა არჩიეს, ჯერ იმ თანრიგის ადგილს, რომლის
მნიშვნელობაც ნული უნდა ყოფილიყო ადგილს ტოვებდნენ, მოგვიანებით კი ამ
სიმბოლოთი აღნიშნავდნენ 0-ის ტოლ თანრიგს. მაგრამ 0-ის პრობლემა საბოლოოდ
მოგვარებული მაინც არ იყო, რადგან ამგვარ აღნიშვნას იყენებდნენ მხოლოდ თანრიგებს შორის
არსებული 0-ის ტოლი თანრიგის მისანიშნებლად და არა ცალი მხრიდან შემოსაზღვრულად,
ანუ წერდნენ მხოლოდ 203 ამ სტილში და არა 23000 (ამიტომ ტექსტის შინაარსის მიხედვით
უნდა ამოეცნოთ 57 იგულისხმებოდა თუ ხუთი ათას შვიდასი, რაც არც ისეთი რთულია,
როგორადაც ჟღერს, მაგალითად თუ ვინმეზე ეწერა კონკრეტული საგანი უნდა დააბრუნოს 1.2
დღეშიო, ეს სავარაუდოა, რომ 62 დღეს აღნიშნავდა და არა 620-ს).

მაინც თანრიგების შემოღება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი შუამდინარული


მათემატიკის განვითარებაში და მისი მნიშვნელოვნობა უკეთ ჩანს, როცა განვიხილავთ არა
მარტო მთელ ნაწილებს, არამედ წილადებსაც. 1 მთლიანის ნაწილებად გამყოფი წილადი (1/7;
1/9...) ეგვიპტელებსაც ჰქონდათ, თუმცა მესოპოტამიელებმა თანრიგების სისტემა მათზეც
განავრცეს და ამით შეძლეს წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დაახლოებით ისეთივე
სიმარტივით შესრულება, როგორც ამას მთელ რიცხვებზე ახერხებდნენ. როგორც ჩვენ გავქვს
მეათედი, მეასედი, მეათასედი და ა.შ., ისე მათ ჰქონდათ მესამოცედი, სამი ათას მეექვსასედი
და.. ერთ-ერთ ფილაზე ფესვი ორის შესაბამისი რიცხვია დათვლილი (Yale Collection No. 7289)2:
1;24,51,10( ; ამ სიმბოლოთი მთელი და წილადი ნაწილი გამოვყავით ერთმანეთისგან, მძიმე
ჩვეულებრივ თანრიგების გამყოფია). მოცემული უკვე წილადი ნაწილის შემცველი რიცხვი 1+
24*60^(-1) (ანუ 24/60) + 51*60^(-2) + 10*60^(-3) რომ ათობითში ჩავწეროთ, მივიღებთ 1.414222, რაც
0.000008-ით განსხვავდება 2^(1/2)-ის ნამდვილი მნიშვნელობისგან. ვახსენეთ, რომ სამოცობითი
თვლის სისტემის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მისი ბევრი გამყოფი ყოფილიყო, მაგრამ
ისიც ვერ გაიყოფა ყველაფერზე და როგორც ჩვენ გვაქვს უსასრულო წილადები (მაგ, 1/3, 1/7..),
ისე მათაც ჰქონდათ, თითქოს უსასრულო გაგრძელებადი წილადი ნაწილი მათთვის
თავსატეხად უნდა ქცეულიყო (ან უსასრულობის ცნებაზე დაეფიქრებინა), მაგრამ ასეთ რიცხვებს
ან ერიდებოდნენ ან მიახლოებით პასუხს იძლეოდნენ (1/7-ის შემთხვევაში ერთ-ერთ ფილაზე
ზედა და ქვედა საზღვარია დათვლილი). ფესვი ორისა და მსგავსი რიცხვების დათვლისათვის,
ბაბილონელებმა ჩვენთვის ნაცნობი გამოსავალი მონახეს. ზოგიერთი რიცხვის ზუსტი
მნიშვნელობის დათვლა დღესაც გვიჭირს (ზოგის შეუძლებელია), ამიტომაც მათ მიახლოებულ
ვარიანტებს ვიყენებთ. ასე იქცეოდნენ მესოპოტამიაშიც. მათ მოიფიქრეს ალგორითმი, რომელიც
ძალიან ჰგავს ჩვენთვის ცნობილ ნიუტონის მეთოდს, რომელიც ითვლის რიცხვის (მიახლოებით)
მნიშვნელობას მასთან ახლოს მდებარე ორი რიცხვის საშუალოს გამოთვლით.

როგორც ვთქვი, მიმატება-გამოკლების გარდა გამრავლება-გაყოფასაც ასრულებდნენ. ამას


ძირითადად ჩვენს მსგავსად აკეთებდნენ3 (უბრალოდ თუკი ჩვენ ახალ თანრიგზე ათის
შევსებისას გადავდივართ, ისინი ამას სამოცზე აკეთებდნენ) გამორჩეულია მათი გაყოფის
მეთოდი. ერთი რიცხვის მეორეზე გაყოფის ნაცვლად, პირველს მეორის შებრუნებულზე
ამრავლებდნენ (რაც არის კიდეც გაყოფა, უბრალოდ ხშირად ჩვენ ამ კუთხით არ ვუდგებით).
2
History of mathematics გვ. 47 (pdf-ის)
3
https://www.britannica.com/science/mathematics/Ancient-mathematical-sources
გამრავლება ბევრად უადვილდებოდათ, რადგან უამრავი ცხრილი ჰქონდათ, სადაც როგორც
რიცხვების ნამრავლები, ისე მათი ხარისხები და შებრუნებულების სია იყო მოცემული (senkerah-
ში ძვ.წ. 2000 წლით დათარიღებული ორი ფილაა ნაპოვნი, რომლებზეც პირველი 59 რიცხვის
კვადრატი და 32 რიცხვის კუბია მოცემული)4. ამრიგად, თუკი დასჭირდებოდათ ერთი რიცხვის
მეროეზე გაყოფა, იპოვიდნენ მეორის შესაბამის შებრუნებულს ცხრილში და შემდეგ
გაამრავლებდნენ ამ რიცხვს პირველზე. (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რიცხვის
ნამრავლები და შებრუნებულები არ იყო მოცემული, ძირითადად სწორედ 60-ის გამყოფი
რიცხვების კომბინაციებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა ალაგ-ალაგ ჩვენ რომ ირაციონალურს
ვუწოდებთ, ისეთი რიცხვების მიახლოებითი მნიშვნელობებიც შეჰყავდათ). საყურადღებოა, რომ
არა მარტო რიცხვის ხარისხებს, არამედ მათ ლოგარითმებსაც ითვლიდნენ. ერთ ფილაში
გვხვდება ამოცანა, რომელიც სწორედ ლოგარითმული შინაარსისაა: რა ხარისხში უნდა
ავიყვანოთ პირველი რიცხვი, რომ მივიღოთ მეორე რიცხვი.

ასეთი და სხვა შინაარსის შემცველი ფილები იმის მანიშნებელია, რომ მათემატიკა


შესაძლოა (და ბუნებრივიცაა), რომ ყოველდღიური საჭიროებიდან დაიბადა, თუმცა მისით,
პრაქტიკული მიზნებისგან დამოუკიდებლად დაინტერესდნენ და უფრო განავითარეს
მესოპოტამიის ხალხებმა, შედეგად კი ჩვენ მივიღეთ სხვა ხალხებისა და ზოგიერთი შემდგომი
ცივილიზაციაზე ბევრად განვითარებული მათემატიკა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენსას თავისი
ჩაწერის სტილით (თანრიგების არსებობა), მიახლოებებით (ნიუტონის მეთოდი),
ლოგარითმებითა და ხარისხებით, წრფივი, კვადრატული და კუბური განტოლებებით (თუმცა
მესოპოტამიელები მხოლოდ დადებით ფესვებს ითვლიდნენ, რაც სავარაუდოდ
განპირობებული იყო ჯერ კიდევ, ნაწილობრივ მაინც ამოცანების პრაქტიკულ გააზრებასთან,
მიწის ნაწილი და მსგავსი მატერიალური საგნები კი უარყოფითი ვერ იქნება). პრაქტიკული
გამოყენება არა მარტო ალგებრულ ამოცანებში (არხის გაყვანისათვის მომუშავეთათვის
გადასახდელი ხელფასი), არამედ გეომეტრიულშიც აისახებოდა (იმავე არხის სიგანის დათვლა,
თუ გვაქვს სხვა მონაცემები)5. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილა პითაგორას რიცხვებს
(სამეულებს) ასახავს (Plimpton 322)6, როგორც ჩანს მესოპოტამიელებმა მართკუთხა
სამკუთხედის საიდუმლოსაც მიაკვლიეს ბერძნებზე ბევრად ადრე 7, თუმცა მისთვის სისტემური,
ფორმალური ხასიათი არ მიუციათ, როგორც არაერთი სხვა საკითხისთვის (ნოლის, უსასრულო
წილადების, ლოგარითმების..). მათი მათემატიკის განხილვისას უამრავი პარალელის გავლება
შეგვიძლია საკუთართან, რაც მათ საოცარ განვითარებულობაზე მეტყველებს. ზოგიერთი მათ
მიერ შემოღებული სისტემა, ხომ დღესაც მოქმედებს, მათი სამოცობითი სისტემა ჯერ კიდევ
შემორჩენილია და მუდამ იქნება მანამ, სანამ დრო მიდის და მის დასათვლელად საათს, ანუ 60
წუთს და წუთებს, ანუ 60 წამს ვიყენებთ.

წყაროები:

4
http://factsanddetails.com/world/cat56/sub402/entry-6083.html
5
http://factsanddetails.com/world/cat56/sub402/entry-6083.html
6
http://factsanddetails.com/world/cat56/sub402/entry-6083.html
7
https://www.britannica.com/science/mathematics/Ancient-mathematical-sources#ref65969
A history of mathematics (third edition) Uta.C. Merzbach, Carl. B. Boyer -
https://atiekubaidillah.files.wordpress.com/2013/03/a-history-of-mathematics-3rded.pdf

https://www.britannica.com/science/mathematics/Ancient-mathematical-sources#ref65969 mathematics
in ancient Mesopotamia (ეს ნაწილი)

http://factsanddetails.com/world/cat56/sub402/entry-6083.html

ასტრონომია ძველ მესოპოტამიაში

ელენე ყურაშვილი

უძველესი დროიდან ადამიანები აკვირდებოდნენ ცას, ვარსკვლავებს, მზესა თუ მთვარეს.


ისინი ცდილობდნენ დაედგინათ კანონზომიერება, დაეთვალათ დრო და ამ დაკვირვებებისა თუ
გამოკვლევების შედეგად განესაზღვრათ თავიანთი მომავალი. სწორედ მესოპოტამიის სახელს
უკავშირდება ასტროლოგიის, როგორც „ვარსკვლავების მოძღვრების“ მეცნიერების შექმნა. მათ
დათვალეს, რომ ერთი სრული დღე შედგებოდა 12 საათიანი სინათლისა და 12 საათიანი
სიბნელის მონაკვეთბისგან. ჯამში 24 საათისაგან. შემდეგ დააწესეს წელიწადი და სეზონების
გასანაწილებლად გამოიყენეს ვარსკვლავები, იმის მიხედვით თუ წლის რომელი მონაკვეთი
რისთვის იყო ხელსაყრელი. სხვადასხვა სეზონზე გამოირჩეოდა სხვადასხვა ვარსკვლავი, ამის
მიზეზი კი მზისა და ვარსკვლავების შეთანხმებული მოძრაობაა. სწორედ ამან განაპირობა
კალენდრის შექმნა. ბაბილონელებმა ფიქსირებული ვარსკვლავები სამ ჯგუფად დაყვეს: ანუს,
ენლილისა და ეას ვარსკვლავები. მათი გამოყენება კი იმას უკავშირდებოდა თუ სად
იმყოფებოდნენ ისინი. მათ ჰორიზონტიც შესაბამისად გაყვეს. ეას გზა იყო ჩრდილოეთით,
ენლილის სამხრეთით, ხოლო ანუსი მათ შორის. მესოპოტამიელები იყენებდნენ მთვარის
კალენდარს. წელიწადი თორმეტი მთვარის თვეს შეიცავდა და თითოეული თვე იწყებოდა ახალი
მთვარით, რომელიც 15 ღამის განმავლობაში იყო ცაზე.

ასტრონომია წარმოიშვა ძველი მესოპოტამიის ცენტრში, ბაბილონში. ციური სხეულების


გარდა აქ ადამიანები აკვირდებოდნენ ცხოველებს, ფრინველებს, ბუნებრივ მოვლენებსა და
სიზმრებსაც კი. ბაბილონში არსებობდა სამსახური, რომელიც ასტრონომიულ საკითხებზე იყო
პასუხისმგებელი. ტაძრის მწიგნობრები, რომლებიც ძირითადად მღვდელები იყვნენ, მთელი
ღამეები აკვირდებოდნენ ცასა და მასზე მოძრავ სხეულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი, რომ
მათ ჰქონდათ საშუალება ჩაეწერათ თავიანთი დაკვირვებები თიხისაგან დამზადებულ დაფაზე.
ეს უკანასკნელი კი საკმაოდ რთულად დასაზიანებელი გახლდათ, ეს ჩანაწერები შენახული იყო
დაცულ ადგილას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ მეცნიერების საფუძვლიან
განვითარებას.
მესოპოტამიის თემს სჯეროდა, რომ ამ დაკვირვებებით შესაძლებელი იყო ადამიანთა
ბედის განსაზღვრა, მათი მომავლის წინასწარმეტყველება. ცნება ზოდიაქოს ნიშნები, ადამიანის
ძირითადი მახასიათებლებისა და მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ბედის განსაზღვრა
პირველად მესოპოტამიაში გაჩნდა. თუმცა ისინი მიიჩნევდნენ, რომ ციური ნიშნები მხოლოდ
მეფისა და სამოფოსთვის იყვნენ განკუთვნილი. ვარსკვლავების დიაგრამა კი განიმარტა,
როგორც მოქმედება ღმერთების ნების შესაბამისად და ამიტომ, ბუნებრივი იყო, რომ
საბოლოოდ, მკითხაობამ გარკვეული ასტრონომიული მოვლენების ინტერპრეტაცია მოახდინა,
როგორც ღმერთების გზავნილი. ღვთის განაჩენი კი შეიძლება ყოფილიყო მტრის თავდასხმა,
საბაზრო ფასების დაცემა, შიმშილი, სიღარიბე, წყალდიდობისგან განადგურება, ჭირი ან
მწერების შემოსევა. ხოლო ბედი და უბედობა მეფისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა.
ამიტომ არსებობდა ფრაზები:

თუ ვენერა მთვარის უკან დგას: მეფეს კონკურენტი არ ეყოლება.

თუ ვენერა მთვარის პოზიციაზე დგას: ქვეყანა მეფის წინააღმდეგ აჯანყდება.

თუ ვენერა მთვარეს მიაღწევს და მასში შევა: მეფის შვილი მამის ტახტს დაიპყრობს.

ასევე საინტერესო იყო წინასწარმეტყველებები პლანეტათა ფერების მიხედვით:

თუ ვენერა წითელია: მოსავალი გაიზრდება, ხალხი გამრავლდება, აღმოსავლეთს ქარი


დაუბერავს.

თუ ვენერა შავია: მიწის საქმე ცუდად იქნება, სამხრეთის ქარი დაუბერავს.

თუ ვენერა თეთრია: ქვეყანაში გვალვა იქნება და ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს.

აღსანიშნავია, ბაბილონელების დაკვირვებები პლანეტების გადაადგილებასთან


დაკავშირებით. ტაძრის ასტრონომები იწერდნენ, როდესაც რომელიმე ცნობილი ვარსკვავის
გვერდით გაივლიდა პლანეტა, როდესაც ვენერა მზესთან ახლოს ყოფნის გამო ხილული
ხდებოდა, ან თუნდაც მაშინ, როცა იუპიტერი დიდი ხნის უმოძრაობის შემდეგ რეტროგრადულ
(უკუმოძრაობა) მოძრაობას დაიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაბილონულური
დაკვირვებები არ იყო ძალიან ზუსტი, დიდ მნიშვნელობას ატარებდა. არა სიზუსტეს, არამედ
დროს ჰქონდა ენიჭებოდა არსებითობა, ვინაიდან არც ერთი პლანეტა არ იმეორებს მოძრაობის
ტრაექტორიას წლიდან წლამდე. კანონზომიერების დასადგენად დროა საჭირო. მაგალითად,
ვენერა არ იმეორებს მოძრაობას, სანამ ხუთი რეტროგენური ციკლი არ ჩაივლის, რასაც
დაახლოებით რვა წელი სჭირდება, ხოლო მარსმა საკუთარ ნიმუშში დასაბრუნებლად 22
რეტროგენული ციკლი ანუ 47 წელი უნდა მოიცადოს. რამდენიმე თაობის შემდეგ ბაბილონელმა
ასტროლოგებმა მიაღწიეს მთვარისა და პლანეტების მოძრაობის პროგნოზირების
შესაძლებლობამდე. 300 წლის დაკვირვების შემდეგ კი მწიგნობრებმა მიაღწიეს პლანეტარული
ქცევის პროგნოზირების გაცილებით დახვეწილ მეთოდს რთული არითმეტიკული თეორიების
საფუძველზე. ძირითადი იდეა ის იყო, რომ პლანეტათა მოძრაობის საკვანძო მოვლენა,
მაგალითად რეტროგრადაცია, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ობიექტი, რომელიც თავის
მხრივ მოქმედებდა ზოდიაქოს გარშემო.
წყარო:

1. Mesopotamian astrology: an introduction to Babylonian and Assyrian celestial divination.( გვ.


32-51)
https://www.academia.edu/441807/Mesopotamian_astrology_an_introduction_to_Babylonian_an
d_Assyrian_celestial_divination
2. https://www.worldhistory.org/Mesopotamian_Science/
3. https://www.cambridge.org/core/books/cambridge-history-of-science/science-and-ancient-
mesopotamia/C48D6E70188ED938863F479B692D465B/core-reader
4. https://www.researchgate.net/publication/339442019_The_Moon_and_Planets_in_Ancient_Mes
opotamia
5. https://www.folklore.ee/folklore/vol16/planets.pdf (გვ. 7-24)

You might also like