You are on page 1of 1

Ნაგავი არ ტყუის

Სამეცნიერო აღჭურვილობის გარდა, ვოიაჟერის თითოეული ხომალდი, მზის სისტემის


მიღმა, ოქროს ჩანაწერს დაატარებს, რომელშიც დედამიწისა და ადამიანური
ცივილიზაციის შესახებ ინფორმაციაა დაშიფრული. Დროის ეს კაფსულები
კაცობრიობის საუკეთესო ასპექტების მაგალითებს შეიცავს - ენას, მუსიკას,
ხელოვნებასა და სამეცნიერო მიღწევებს. Გარემოს განადგურება, ომი და საკაბელო
ტელევიზია სიაში ვერ მოხვდა. Ვერც ნაგავი. Არადა, ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას
ყრით, თქვენი წვლილი შეგაქვთ კოლექტიურ დროის კაფსულაში. Რადგან დედამიწაზე
მოფენილი ნაგავსაყრელების სიღრმეში ძვირფასი ინფორმაციაა ჩაფლული იმის
შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორ ვცხოვრობთ და რეალურად რა გვადარდებს.
Არქეოლოგები დახვავებულ ნაგავს ხალხისა და კულტურის შესასწავლად იყენებენ და
მისთვის სპეციალური სახელწოდებაც კი აქვთ: ნარჩენების გროვა. Ერთ ამგვარ
გროვაში რომის მახლობლად არქეოლოგებმა ზეითუნის ზეთის გადასაზიდი 25
მილიონი სათავსი აღმოაჩინეს, რაც გვეუბნება, რომაელები უამრავ ზეთს ხმარობდნენ,
მაგრამ სულაც არ ამზადებდნენ იქ - ძირითადად ესპანეთიდან ან ეგვიპტიდან იყო.
Ნიჟარის ნარჩენებიდან კი ვიცით, რომ ახალ ზელანდიელი მაორის ხალხი ადრე მოასა
და სელაპებზე ნადირობდა, მაგრამ თევზს, მოლუსკებსა და პატარა ფრინველებზე
მოუწიათ გადასვლა, მოასა და სელაპებზე ზედმეტი დევნის გამო. Უახლესი ისტორიის
გათხრებისას, ჯორჯ ვაშინგტონის სახლთან მიმდებარე ნარჩენებში მისი ქამრის
ბალთები აღმოჩნდა, ფაიფური, რომელსაც იყენებდა და ხორცი, სტუმრებთან ერთად ამ
ჭურჭელზე რომ მიირთმევდა. Ახლაც კი, ჩანაწერთა და მონაცემთა შენახვის
თანამედროვე ეპოქაში, შეიძლება ნაგვის შემოწმება დაგვჭირდეს, რომ გავიგოთ,
როგორები ვართ. 1980-იან წლებში ადამიანის აუარება ნაგავს დიდი აღშფოთება
მოჰყვა, მრავალი გარემოსდაცვითი დაჯგუფება ხატავდა ერთჯერადი საფენებისა და
სწრაფი კვების შეფუთვას, ჩვენს ნაგავსაყრელებს რომ ავსებდა. Მართალია, უამრავ
ძუძგს ვაწარმოებდით, მაგრამ, როცა მკვლევარებმა ნაგავსაყრელები შეამოწმეს,
საფენები და სწრაფი კვების კონტეინერები 2%-ზე ნაკლებს შეადგენდა ახალ სანაგვე
მოცულობაში. Უმეტესობა სამშენებლო ნარჩენები და ქაღალდი იყო. Დაახლოებით
იმავე დროს, პროფესორმა ტუსონში ხალხი გამოკითხა მათი კვებითი ჩვევების
შესახებ, შემდეგ კი მათივე ნაგავი გამოიძია, გადაყრილი ნივთები რომ ენახა.
Აღმოჩნდა, რომ ხალხი და მათი ნაყარი ორ სრულიად განსხვავებულ ისტორიას
გვიამბობს. Მონაწილეებმა გააზვიადეს ჯანსაღი საკვების რაოდენობა და შეაცოტავა
უვარგისი. Მაგალითად, მხოლოდ ნახევარი ალკოჰოლის სმა მოახსენეს, ვიდრე
სანაგვეში ბოთლების რიცხვი მიუთითებდა. Და ყველამ შეამცირა, თუ რამდენ ცხიმს
ჭამდა - მეორე მსოფლიო ომს გამოტარებული ხალხის გარდა. Ეს თაობა გადაამეტებდა
ხოლმე კარაქის რაოდენობას, რომელიც ომის ჟამს თანაზომიერად ნაწილდებოდა და
შედეგად ფასეულად, ჯანსაღად მიიჩნეოდა. Ამრიგად, გამოკითხვა ან გულმოდგინედ
ნაკეთი დროის კაფსულა ალბათ ჩვენი საუკეთესო მხარეების მიმართ მიკერძოებულია
- იმ მხარეების, ხალხმა რომ გვინდა დაიმახსოვროს და უცხოპლანეტელებმა იცოდნენ.
Მაგრამ ჩვენი ნაგავი არ ტყუის.

You might also like