You are on page 1of 38

არქეოლოგიის საფუძვლები

კულტურული ფენა
რა არის კულტურული ფენა ?
წერილობითი წყაროები ინახება არქივებში, სადაც მათ
ისტორიკოსები შეისწავლიან.
ნივთიერი წყაროები დაცულია მუზეუმების დარბაზებსა
და ფონდებში, სადაც მათი რიცხვი არქეოლოგიური
გათხრების შედეგად მუდმივად იზრდება.
არქეოლოგიური ძეგლების გამოულეველ საცავს
წარმოადგენს მიწა. სწორედ მასში მდებარეობს
კულტურული ფენა – არქეოლოგიის არქივი.
კულტურული ფენა არქეოლოგიის ერთ-ერთი
ძირითადი ცნებაა. ჯერჯერობით არქეოლოგიაში არ
არსებობს კულტურული ფენების ფორმირების ერთიანი
თეორია, რადგანაც თითოეულ კონკრეტულ
შემთხვევაში ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი
ადამიანური და ბუნებრივი ფაქტორი.
კულტურულ ფენას არქეოლოგიაში უწოდებენ
ნიადაგის შრეს ძველი დასახლებების ადგილზე,
რომლებიც ან დიდი ხნის წინათ მიატოვეს
ადამიანებმა, ან დღესაც განაგრძობენ არსებობას.
სწორედ დასახლებებთანაა დაკავშირებული
მეცნიერთა დაკვირვება სტრატიგრაფიასა და
კულტურულ ფენაზე.
თუ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ
დასახლებაზე გავავლებთ ტრანშეას, მისი
კედლების ჩამოსწორებულ ზედაპირზე
ადგილმდებარეობის მიხედვით დავინახავთ
ნიადაგის სხვადასხვა ფენებს (ტორფი,
შავმიწანიადაგი, თიხნარი, ქვიშა) და შემდეგ
მატერიკის ერთგვარ ფენას, რომლებიც ქმნიან
ერთიან ვერტიკალურ სტრატიგრაფიულ სვეტს.
რისგან შედგება კულტურული ფენა
 კულტურული ფენა შედგება სამშენებლო, საწარმოო და
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, გახრწნილი ორგანული
ნივთიერებისაგან, ნახშირისა და ნაცრისაგან, კოცონისა და
ნახანძრალისაგან, რომლებიც შერეულია ქარისა და
წყლის მიერ მოტანილ ქვიშაში, მიწასა და თიხაში.
 ამ ფენას კულტურულს უწოდებენ იმის გამო, რომ ის
შეიცავს ადამიანის საქმიანობის ანუ მისი კულტურის
ნაშთებს, მათ შორის კერამიკას, შრომისა და საბრძოლო
იარაღებს, სამკაულს და სხვ.
 კულტურული ფენა წარმოიქმნება ნელ-ნელა და
თანდათანობით საუკუნეებისა და ათასწლეულების
მანძილზე. ის იზრდება და იმატებს მუდმივად, საათებისა
და დღეების მიხედვით.
 რაც უფრო მეტად შრომობს ადამიანი, რაც უფრო მეტს
აშენებს და ქმნის, მით უფრო სწრაფად იზრდება
კულტურული ფენა.
დასახლებათა კულტურული ფენა
 დასახლების კულტურული ფენა - ადგილი, სადაც გარკვეული
დროის მანძილზე ცხოვრობდნენ ადამიანები, ხანგრძლივად
ინახავს მათი ცხოვრებისა და საქმიანობის კვალს.
 ეს გამოიხატება იმაში, რომ ირღვევა ნიადაგის პირვანდელი
ფენა და მცენარეული საფარი ითელება. ასევე შენდება
საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. კეთდება ღობე,
ორმოები, კერა და ღუმელი. სახლისა თუ სხვა ნაგებობების
მშენებლობისას რჩება დიდი რაოდენობით გათლილი ხის
ძელებისა და ფიცრების ნაფოტები, კირის ნარჩენები, ქვის და
აგურის ნატეხები.
 ყველაფერი ეს მიწაზე იყრება და იქვე რჩება. სხვადასხვა
სახის სამუშაო იარაღები უშუალოდ მუშაობის პროცესში
იკარგება, ან ცვდება და იყრება. დიასახლისი აგდებს
დაზიანებული და დამსხვრეული ჭურჭლის ნატეხებს.
შემოდგომაზე ყველაფერ ამას ემატება მცენარეთა
ჩამოყრილი ფოთლები, ხოლო ზამთარში ღუმელიდან
გამოხვეტილი ნაცარი და ნახშირი.
ხის სავარცხელი კულტურულ ფენაში
ტყავის ქამარი ლითონის ბალთებით
ხის ნაფოტები და სამშენებლო ნარჩენები
კულტურული ფენის სიმძლავრე
 კულტურული ფენის სისქე გასხვავებულია და
დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილზე ადამიანთა
ცხოვრების ხანგრძლივობაზე და საქმიანობის
ინტენსივობაზე.
 ის შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე სანტიმეტრიდან
ათეულობით მეტრამდე.
 ყველაზე მძლავრი კულტურული ფენა შუამდინარეთის
ნაქალაქარებზე 20 მეტრს აღწევს, თუმცა ცენტრალური
აზიის ზოგიერთ ნაქალაქარზე მისი სისქე 34 მეტრია.
 კულტურული ფენის ქვეშ მდებარე ნიადაგის ფენებს,
რომლებიც არ შეიცავენ ადამიანის კულტურული
საქმიანობის ნაშთებს, მატერიკს უწოდებენ.
 მნიშვნელობა აქვს არა მარტო სიმძლავრეს და სისქეს
კულტურული ფენისა, არამედ მისი მდებარეობის სიღრმეს
მიწის ზედაპირიდან. რაც უფრო ადრინდელია ფენა, მით
უფრო ღრმად მდებარეობს დედამიწის წიაღში.
კულტურული ფენის წარმოქმნა
კულტურული ფენის შემადგენლობა
 კულტურული ფენა რამდენიმე ფენისაგან შედგება, შესაბამისად,
მათი მდებარეობის თანმიმდევრობის შესწავლაც ასევე
აქტუალურია.
 ზოგჯერ ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნულია სტერილური
ფენებით, რომლებიც არ შეიცავენ არქეოლოგიურ არტეფაქტებს,
რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილი ჰქონდა წყვეტას ადამიანთა
ცხოვრებაში.
 სტერილური ფენის წარმოქმნა შესაძლოა სხვა გზითაც მოხდეს.
მაგალითად, მდინარეთა დონის ან მათი კალაპოტის
ცვლილებით, ქვიშის დიუნების მოძრაობით და სხვა ბუნებრივი
პროცესებით.
 ზოგჯერ კულტურული ფენა ერთიან ზოლად არის განლაგებული,
რაც არქეოლოგისაგან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას
მოითხოვს, რომ მან გაარჩიოს სხვადასხვა ნიშნების მიხედვით
ერთმანეთისაგან სხვადასხვა დროის ფენები.
 ასევე მნიშნელოვანია კულტურული ფენის ჰოროზონტალური
კვლევა, მისი გავრცელების არეალის, სისქის და სხვა
პარამეტრების დადგენა.
კულტურული ფენების ფორმირება
– ნიადაგის ზედაპირი დასახლების
გაჩენამდე
სამშენებლო საქმიანობისშედეგად
წარმოქნილი ფენა
ადამიანის ცხოვრების შედეგად
წარმოქმნილი ფენა
საცხოვრებლის ნგრევის შედეგად
წარმოქმნილი ფენა
ახალი დასახლების შექმნა და ახალი
სამშენებლო საქმიანობის და ცხოვრების
შედეგად წარმოქმნილი ფენა
კიდევ ერთი ნგრევის შედეგად
წარმოქმნილი ფენები
დასახლებებში ფენების რაოდენობა
 კულტურული ფენა წარმოადგენს დაკონსერვებულ დროს ან
ეპოქას, შესაბამისად, დაკვირვება მისი შემადგენელი
ცალკეული ფენების განლაგებაზე და ურთიერთმიმართებაზე
მკვლევარს აძლევს შესაძლებლობას თვალი გაადევნოს
ნაპოვნი არტეფაქტების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას.
 დასახლებები შესაძლოა იყოს ერთფენიანი და მრავალფენიანი.
 ერთფენიანი დასახლებები ძირითადად მიეკუთვნება
პირველყოფილ კულტურებს.
 კულტურული ფენის სიმძლავრე ზოგჯერ არ არის
დამოკიდებული მისი წარმოქმნის ხანგრძლივობაზე.
 ხანდახან პირველყოფილი სადგომები მრავალფენიან ძეგლს
წარმოადგენენ (განსაკუთრებით გამოქვაბულებში), სადაც
ცხოვრება ათასწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა.
 შუა აზიაში გვხვდება მომთაბარეთა ისეთი ბანაკებიც,
რომლებიც არსებობდნენ 150-200 წელი, მაგრამ იქ საერთოდ
არ შემორჩენილა კულტურული ფენა, რადგანაც ცხოვრობდნენ
კარვებსა და იურტებში.
ხის ძელების მესერის ნაშთები
ორმოს ლაქა კულტურულ ფენაში
პალეოლითური სადგომი მამონტის ძვლებით
კულტურული ფენის ჭრილი მონიშვნებით
კულტურული ფენების განლაგება
კულტურული ფენის სისქის განსხვავებულობა
 დასახლების სხვადასხვა ნაწილში კულტურული ფენის
სისქე განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ როგორია
ცხოვრების ინტენსივობა მის ცალკეულ მონაკვეთში.
 მაგალითად, სატაძრო კომპლექსის ტერიტორიაზე ან
საბაზრო მოედანზე, საცხოვრებლის შიგნით და მის
კედლებს გარეთ. სანაგვის ფენებში კულტურული
ნარჩენები გროვდება სხვა კანონზომიერებით, ვიდრე
საცხოვრებელ ან საწარმოო ნაგებობებში.
 კულტურული ფენები შესაძლოა იყო „სუფთა“ და
„შერეული“, შედარებით სწორი და დახრილი.
 დასახლებათა გათხრებისას, სადაც კარგად
ფიქსირდება არქიტექტურის ნაშთები და საკმაოდ დიდ
ფართობზე შეიძლება თვალი გავადევნოთ სინქრონული
ნაგებობების საძირკვლებს, მიზანშეწონილია
გამოყენებული იქნეს ცნება „სამშენებლო ჰორიზონტი“.
სამაროვნის კულტურული ფენა
 ითვლება, რომ სამაროვნების მიმართ ცნება „კულტურული
ფენა“ არ გამოიყენება ან გამოიყენება დიდი სიფრთხილით.
 სინამდვილეში თითოეული სამარხი წარმოადგენს დახურულ
კომპლექსს და შეიცავს ერთაქტიანი მოვლენის კვალს.
მაგრამ ასეა თეორიაში. პრაქტიკაში არქეოლოგები მუდმივად
ხვდებიან სხვადასხვა მიზეზით დარღვეულ ამ წესს.
 სამარხებში გამოიყოფა მთელი კლასი სამარხებისა,
რომლებიც განლაგებულია უშუალოდ საცხოვრებელი
ნაგებობების იატაკქვეშ და კედელქვეშ, ან მათ გვერდით.
დაკრძალვის ასეთი რიტუალი დამახასიათებელია ენეოლითის
და ბრინჯაოს ეპოქების ზოგიერთი კულტურისათვის.
 აღმოსავლეთ ევროპის სტეპების ბრინჯაოს ხანის ყორღანებში
ზოგჯერ რამოდენიმე სამარხია გამართული და ისინი ხანდახან
ფარავენ ან კვეთენ ერთმანეთს, რის გამოც მათ ირგვლივ
წარმოიქმნება კულტურული ფენის მცირე ნაკვეთები.
სამარხების ურთიერთგადაფარვა
 სამარხების ურთიერთგადაფარვა ხშირად შემთხვევით
ხდება, მაგრამ ზოგიერთ ძეგლზე ფიქსირდება
მიცვალებულების შეგნებული ჩასვენება და ერთ სამარხში
მრავალგზის დასაფლავება.
 ყველა ამგვარ შემთხვევაში რჩება მიწის გადათხრის
კვალი, ნიადაგის ფენისა და წინა სამარხების დარღვევა.
ამასვე ემატება სხვადასხვა ეპოქაში სამარხთა გაძარცვის
კვალი და აგრეთვე მომდევნო ეპოქებში უკვე გაუქმებულ
და მიტოვებულ სამაროვნებზე ჩაშვებული გვიანდელი
სამარხები სხვა კულტურებისა და ისტორიული
პერიოდებისა.
 ყორღანის ან ორმოსამარხების მიმდებარე ნაკვეთების
გულდასმითი გამოკვლევისას შესაძლოა გამოვლინდეს
კულტურული ნაშთები, რომლებიც მიეკუთვნება
დაკრძალვის რიტუალებს: კრემაციისას დანთებული
კოცონი, მსხვერპლშეწირვის და ქელეხის კვალი და ა. შ.
კულტურული ფენები და მასში
ჩაშვებული ორმოები
კულტურული ფენების გადაფარვა
არქეოლოგიის საფუძვლები

არქეოლოგიური სტრატიგრაფია.
დახურული და ღია კომპლექსები.
რა არის სტრატიგრაფია
 კულტურული ფენების შესწავლამ წარმოქმნა მეთოდების
განსაკუთრებული ერთობა, რომელსაც სტრატიგრაფიულს
უწოდებენ.
 სტრატიგრაფიად ითვლება არქეოლოგიური ძეგლის შედარებითი
ქრონოლოგიის დადგენა მისი კულტურული ფენების განლაგების
მიხედვით.
 ტერმინი „სტრატიგრაფია“ ნასესხებია გეოლოგიის იმ ნაწილიდან,
რომელიც შეისწავლის მთის ქანების დროში ფორმირების პროცესს.
 გეოლოგიური სტრატიგრაფიის მონაცემების საშუალებით XIX
საუკუნის შუა ხანებში მიღებული იქნა პალეოლითის რიგი ძეგლების
შედარებითი დათარიღება.
 გეოლოგიური სტრატიგრაფიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე
შეიქმნა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლების სხვადასხვა
კულტურულ-ისტორიული ფენების თანმიმდევრობის დადგენის
არქეოლოგიური მეთოდი.
 სტრატიგრაფიული დაკვირვება და მასთან დაკავშირებული
შედარებითი დათარიღება წარმატებით გამოიყენება ხანგრძლივად
არსებული დასახლებების და სხვადახვა ეპოქების ნაქალაქარების
არქეოლოგიური კვლევისას.
ვერტიკალური სტრატიგრაფია
ძველი ნოვგოროდის ხეფენილი ქუჩების
სტრატიგრაფია დენდროქრონოლოგიასთან ერთად
უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა უწყვეტი აბსოლუტური
სკალის აგებისას X საუკუნის მეორე ნახევრიდან XV
საუკუნის შუა ხანებამდე.
ასეთ სტრატიგრაფიას უწოდებენ ვერტიკალურ
სტრატიგრაფიას.
ფენების ურთიერთმიმართების დაკვირვება
მნიშვნელოვანია მათში ნაპოვნი არტეფაქტების
შემადგენლობისთვისაც. არტეფაქტების აღრიცხვა
ფენების მიხედვით (მაგალითად კერამიკის ტიპებისა),
საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ დროში
სხვადასხვა ნივთების წარმოქმნის, გავრცელების და
ხმარებიდან გამოსვლის პროცესებს.
ვერტიკალური სტრატიგრაფიული სვეტი
ჰორიზონტალური სტრატიგრაფია
 არქეოლოგიაში არსებობს ჰორიზონტალური
სტრატიგრაფიაც.
 ზოგ შემთხვევაში ხერხდება თვალი გავადევნოთ თუ
ერთფენიანი დასახლების რომელი ნაწილი წარმოიქმნა
ადრე და რომელი გვიან.
 მაგალითად, ტრიპოლიეს სპირალულ-რკალური
სტრუქტურის დასახლებებზე (მაიდანეცკოე, პეტრენი,
დობროვოდი) საცხოვრებლები, რომლებიც
დასახლების გარე რკალებზე მდებარეობენ,
მიეკუთვნებიან შედარებით გვიანდელ დროს, ვიდრე
ცენტრში განლაგებული საცხოვრებელი ნაგებობები.
 დაახლოებით ამდაგვარად ხდება სამაროვნის
გათხრებისას შედარებით ადრეული სამარხების
გამოვლენა. სამაროვნის ცენტრში უფრო ძველი
სამარხებია, ვიდრე მის პერიფერიაზე.
სტრატიგრაფიული სვეტი
შედარებითი ქრონოლოგიის და პერიოდიზაციის
აგებისას, რომლებიც დაფუძნებულია
სტრატიგრაფიულ დაკვირვებებზე, გამოიყენება
ცნება „სტრატიგრაფიული სვეტი“ - ფენათა
თანმიმდევრობა.
 ამ სვეტში „ქვედა თარიღი“ ყველაზე ძველია,
ხოლო „ზედა თარიღი“ ყველაზე გვიანდელი.
არქეოლოგიური ძეგლის დათარიღებისას ყველაზე
საუკეთესო შედეგს იძლევა სტრატიგრაფიული
დაკვირვების კომპლექსური გამოყენება კვლევის
სხვა მეთოდებთან ერთად.
დახურული კომპლექსი
 არქეოლოგიაში ხშირად გვხვდება ცნება „კომპლექსი“,
რომელშიც ჩვეულებრივ იგულისხმება სამარხში,
საცხოვრებელში, კულტურულ ფენაში და სხვა სახის ძეგლზე
ერთად ნაპოვნი ნივთების ჯგუფი.
 მასვე მიაკუთვნებენ არქეოლოგიურ ნივთთა კომპლექსს,
რომლებიც აღმოჩენილია ერთგვარ პირობებში.
 დახურულ კომპლექსს უწოდებენ ნივთების ერთობლიობას,
რომლებიც ნაპოვნია ერთ ადგილზე იმ პირობებში, რომელთა
მეშვეობით დგინდება, რომ ეს ნითები კონკრეტულ ობიექტზე
მოხვდნენ ერთდროულად.
 ეს შეიძლება იყოს: საფლავი ერთაქტიანი, დაურღვეველი
სამარხით; ხანძრის, მიწისძვრის და მტრის შემოსევის შედეგად
დანგრეული საცხოვრებელი, რომელიც შემდეგ აღარ
აღუდგენიათ; განძები და ა. შ.
 დახურული კომპლექსების შესწავლა არქეოლოგისათვის ფრიად
მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის გვაძლევს ინფორმაციას
შედარებითი დათარიღების სარწმუნო აგებისათვის.
სამარხი
ღია კომპლექსი
 ღია კომპლექსად თვლიან მონაპოვრების ერთობლიობას,
რომლებიც აღმოჩენილია იმ პირობებში, როდესაც მათი
თანადროულობა გაურკვეველი რჩება.
 სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ დახურული კომპლექსი
წარმოადგენს რომელიმე ერთაქტიანი ქმედების შედეგს, ღია
კომპლექსი შესაძლოა შეიქმნეს ხანგრძლივი დროის მანძილზე.
 ღია კომპლექსის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს დასახლების
ფენა. ამ მოცემულ შემთხვევაში სულ ერთია საქმე გვაქვს
„ბუნებრივ“ ფენასთან, რომელიც ასახავს თავის თავში
დასახლების არსებობის რომელიმე პერიოდის დასასრულს და
დასაწყისს,
 თუ პირიქით, საქმე გვაქვს „ხელოვნურ“ ფენასთან, რომელიც
გამოყოფილია ერთ, ან რამოდენიმე კვადრატზე გათხრების
ადგილზე.
 ერთ სამარხში მრავალჯერადი დაკრძალვის ნივთები, თუ მათი
გამოყოფა ერთმანეთისაგან ძნელდება, ასევე წარმოადგენს ღია
კომპლექსს.
 ადამიანის საქმიანობისას და ცხოვრებისას წარმოქმნილი
ნარჩენების გროვა თანდათან იფარება მტვერით, ქვიშით და
მიწით. მალე მშენებლობის კვალი ქრება და ვერავინ
ამჩნევს, რომ სახლის გარშემო ნიადაგის ფენა რამოდენიმე
სანტიმეტრით გაიზარდა.
 წლების შემდეგ სახლი ძველდება და ზიანდება. შესაბამისად,
მას სჭირდება შეკეთება და ყველაფერი ხელახლა
მეორდება.
 ნიადაგის ფენა ბუნებრივი გზით კვლავ გაიზარდა.
ადამიანები ერთ ადგილზე ხანგრძლივად ცხოვრობენ და
მუდმივად რაღაც ახალს უმატებენ სახლის გარშემო
წარმოქმნილ კულტურულ ფენას. გარკვეული დროის შემდეგ
სახლი ინგრევა ან ხანძრისაგან ნადგურდება. მისი ადგილი
მტვერითა და ნაცრით იფარება.
 შემდეგ მოდიან სხვა ადამიანები და კვლავ აშენებენ ახალ
სახლს. შესაბამისად, კულტურული ფენის წარმოქმნის
პროცესი კვლავ მეორდება, თუმცა უკვე მას ახალი
დროისათვის დამახასიათებელი სამშენებლო მასალები,
საყოფაცხოვრებო ნივთები და იარაღები ემატება.

You might also like