You are on page 1of 5

ნატალია ნიქაცაძე

ხელოვნების ისტორია და თეორია

IV კურსი

დარბაზული და ბანიანი ტიპის საცხოვრისები

ძველი თბილისის სახლების ძირითადი ნაწილი ბანიანი იყო, რაც ნიშნავდა სწორ,
თიხით დაფენილ ან მიწატკპნილ გადახურვას. ეს ბანიანი სახლები ყველა ერთი
ტიპის არ იყო და, ზოგი შენობის სახურავი ნამდვილ ბანს არ წარმოადგენდა.
დასტურდება ორი ძირითადი ტიპის არსებობა: ერთია დ ა რ ბ ა ზ ი, მეორე – ე. წ. შ ი
რ ვ ა ნ უ ლ ა დ დახურული სახლი, ე. ი. ბრტყელბანიანი, სარკმლიან-ბუხრიანი,
სახლი.1

გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის მიერ 1902 წელს შესრულებულ ნახატზე


წარმოდგენილია ფორაქიშვილების დარბაზის ინტერიერი. დარბაზი საცხოვრებლის
ეროვნული, ტრადიციული სახეა. იგი სამი მთავარი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან
შედგება - გვირგვინი, დედაბოძი და კერა. გვირგვინი გადახურვის კონსტრუქციაა,
ცენტრირებული კომპონენტი, რომელიც ანალოგიურია გუმბათისა, პირამიდალური,
თანდათან უახლოვდება ცენტრს. დედაბოძი ყველაზე მნიშვნელოვანი
კონსტრუქციული ელემენტია, რომელიც ხშირად ქვემოდან ზემოთკენ ფართოვდება.
კერა მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ოჯახის წევრების თავმომყრელი,
მოვლილი ადგილი. სამივე ელემენტი მიწის, ცეცხლისა და ჰაერის
პირველსტიქიებთანაა დაკავშირებული.

ნახატის ავტორი ცდილობს ერთი კუთხიდან დაგვანახოს ოთახი, რათა მეტ-


ნაკლები წარმოდგენა შეგვექმნას სივრცეზე. ერთ კედელს, რომელიც სიგანეში მცირეა,
სრულად აღვიქვამთ, ხოლო მეორეს, რომელიც ბევრად განიერია, მოჭრილად.
როგორც ვხედავთ, ოთახი სიგრძეში წაგრძელებულია.

კედლები ,,ორ სართულადაა’’ დაყოფილი. ქვედა ნაწილზე კარის და ფანჯრის


ღიობებია გაჭრილი. ზედა ნაწილზე კი ყრუ, ოდნავ შეისრული ნიშები. ოთახის
მორთულობებს, ასევე, ემატება ბუხარი, რომელსაც კუთხეში ვხედავთ.

ჭერსა და იატაკს შორის აღმართულა ორი, ზემოთკენ გაგანიერებული და


დაკბილული დედაბოძი, რომელსაც გარდა იმისა, რომ კონსტრუქციის დამჭერი

1
,,XVI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება’’; ავტორი: ვახტანგ ბერიძე I ტომი;
გამომცემლობა: ,,ხელოვნება’’, თბილისი; 1983 წელი.
ფუნქცია აქვს, სივრცის გააზრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დედაბოძები
დარბაზში გამოყოფს იმ სივრცეს, რომელიც დაგვირგვინებულია.

გვირგვინი დარბაზის მთავარი მშვენებაა. გვირგვინში გაჭრილი ერდო სინათლესა


და სითბოს უშვებს დარბაზში. გვირგვინქვეშა სივრცე მნიშვნელოვან როლს თამაშობს
დარბაზის ბინადრების ცხოვრებაში, სადაც უმეტესად იყრიან თავს.

სურათი 1ფორაქიშვილების დარბაზის ინტერიერი; ავტორი: კარლ


ცაარი; 1902 წელი. წყარო: ,,ძველი თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-
1917’’. ავტორი: ვახტანგ ბერიძე.
ფორაქიშვილების დარბაზი ტრადიციული დარბაზული ნაგებობებისგან რამდენიმე
დეტალით განსხვავდება. პირველ რიგში, კერიის მაგივრად ბინადრები უკვე ბუხარს
იყენებენ გასათბობად. ბუხრის სახით თანამედროვე საშუალება შეიჭრა დარბაზში და
ჩაანაცვლა კერია.
ბანიან სახლებში, გვირგვინიანი სახლებისგან განსხვავებით, ბრტყელი ჭერი იყო.
შესაბამისად, სინათლისთვის საჭირო იყო კედლებზე სარკმლები. ფორაქიშვილის
დარბაზში, ბანიანი სახლების მსგავსად, კედელების ქვედა ნაწილზე სარკმლებსაც
ვხედავთ.

ბანიანსა და დარბაზულ ნაგებობეს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი


სწორედ გადახურვა იყო. შირვანული სახლი ბევრად მარტივი და უფრო ღარიბული
იყო, ვიდრე დარბაზი. ამას ადასტურებს გიულდენშტედტის აღწერაც: “სახლები
ნაგებია აგურისა და ფილაქნებისგან, თიხანარევი კირით, ერთსართულიანია, დაახლ.
15 ფუტის სიმაღლის; ს ა ხ უ რ ა ვ ე ბ ი ს წ ო რ ი – თ ი ხ ი თ დ ა ფ ე ნ ი ლ ი; ო თ ა ხ ე
ბ ს აქვთ ბუხარი და ფანჯრებზე, შუშის მაგიერ, გაქონილი ქაღალდებია. ყველაფერი
არის მსუბუქი, ცუდი, ტლანქი და ძალიან შეუხედავად ნაშენი.”2

ბანიანის, იგივე შირვანული ნაგებობის, სახელწოდებაც მოწმობს, რომ დარბაზული


ტიპის საცხოვრისები მეტად ორგანული იყო საქართველოსთვის, ვიდრე ბანიანი.
ადამიანის საცხოვრებელი სივრცე და მისი წეს-ჩვეულებები ბევრს მეტყველებს მის
შინაგან ხასიათსა და მისწრაფებებზე. ადამიანი იმის მიხედვით აწყობს თავის
საცხოვრისს, თუ რისკენ მიილტვის იგი, რა არის მისი, არა მხოლოდ სხეულისთვის,
არამედ სულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. არქიტექტურას შეუძლია, ბევრ
საკითხს მოჰფინოს ნათელი, მაგალითად, იმას თუ როგორ აღიქვამს ადამიანი
ბუნებასა და სეზონებს. როგორ ერწყმის მისი საცხოვრებელი გარემოს, როგორ
ემზადება იგი ზამთრისთვის ან როგორ ხვდება გაზაფხულს. ქართველები მზის
მოყვარული ხალხია და ეს ხალხური სიტყვებიც მეტყველებს ამაზე ,,მზეო, მზეო,
ამოდი, ჩვენს ერდოში ჩამოდი.’’

ბანიანი სახლი, ერთი შეხედვით, არ არის ისე ახლოს ქართველის ბუნებასთან,


როგორიც დარბაზული. მაგრამ ქართველის საოცარი მისწრაფება მზისკენ იმაშიც
გამოვლინდა, თუ როგორი დატვირთვა შესძინეს ქართველებმა შირვანული სახლის
ელემენტს, კერძოდ, ბანს და როგორ მოარგეს ეს ელემენტი მათი ცხოვრების სტილსა
და მსოფლმხედველობას.

ბანზე იკრიბებოდნენ, ერთობოდნენ, ცხოვრების ნახევარს იქ ატარებდნენ. ძველი


ტექსტებიც გვიმოწმებს იმას, რომ სწორ, თიხით დაფენილ სახურავებზე ჯდომის
ჩვეულება ჰქონდათ ქალებს. ბანიან სახურავებზე მსხდომი და მოცეკვავე ქალები XIX
საუკუნის არაერთ ჩანახატებსა და სურათებზეც გვინახავს. ბანი გადახსნილი, ღია
სივრცე იყო და იქ მყოფ ადამიანებს ბუნებასთან და გარემოსთან აკავშირებდა.

2
Dzeglebi.ge - ,,საქალაქო საცხოვრებელი სახლი;’’ ავტორი: ვახტანგ ბერიძე; მასალა აღებულია
წიგნიდან – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, Iტ, თბილისი, 1983წ;
ქართველების ბანიანი გადახურვისადმი ასეთი სიყვარული მეტყველებს მათ
მისწრაფებაზე ხშირად ყოფილიყვნენ გარეთ, მზესთან ახლოს, სხვა ადამიანებთან
ერთად. ცხადია, ამ საუცხოო ყოფისთვის ამინდი და კლიმატური პირობებიც დიდ
მნიშვნელობას წარმოადგენდა. ბანზე უფრო მეტ დროს, სავარაუდოდ, მაშინ
ატარებდნენ, როდესაც საამური ამინდი იდგა. ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ
ადამიანების შვება და სიხარული, როცა გრძელი ზამთარი უკვე სრულდებოდა და
შეეძლოთ გამოსულიყვნენ სახლებიდან, სადაც შედარებით იზოლირებულად იყვნენ
ბუნებისგან და ადამიანებისგან, ასულიყვნენ ბანზე და ხელახლა შეეგრძნოთ ახალი
სიცოცხლე და ბუნების გამოღვიძება. თითქოს, ქვემოდან, ზამთრის სამყოფელიდან
ზევით, გაზაფხულის სამყოფელში ინაცვლებდნენ, აქ შეგვიძლია, პარალელი
გავავლოთ ქვესკნელისა და ზესკნელის ურთიერთმიმართებასთანაც.

ბანიდან ადამიანები მზეს ეგებებოდნენ და მისი სხივებით იმუხტებოდნენ. ბანზე


გაზაფხულის გატარება ძალზედ სასიამოვნო იქნებოდა. ირგვლივ ყვავილების
მათრობელი სურნელი და გამწვანებული ბუნება. ბანზე მყოფ ადამიანებს
გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმაც არ შეაშინებდა და ამის გამო იქაურობას არ
მიატოვებდნენ. მეტიც, თქმულების მიხედვით, თბილისურ 7 მაისის წვიმას
ახალგაზრდა ქალიშვილები ხომ სწორედ ბანზე ეგებებოდნენ, იქ ცეკვავდნენ,
თამაშობდნენ. მიიჩნევა, რომ 7 მაისის წვიმა ბედნიერების წვიმაა და ცდილობდნენ ეს
ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ (,,შვიდმაისის წვიმაო, თმაკოჭებამდინაო).

სურათი 2 ავტორი გრიგოლ გაგარინი წყარო: burusi.ge


გამოყენებული ლიტერატურა:

1) ,,XVI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება’’; ავტორი: ვახტანგ


ბერიძე I ტომი; გამომცემლობა: ,,ხელოვნება’’, თბილისი; 1983 წელი.

You might also like