You are on page 1of 22

იდეოლოგია და კოსტიუმი

შუა საუკუნეების
ბიზანტიაში

მეცნიერება და ხელოვნების მე-3 კურსის სტუდენტი


(ხელოვნებათმცოდნეობის პროფილით) თამარ
ბიზანტიური ტანისამოსის ზოგადი
მახასიათებლები.
• ისტორიის მიხედვით ნათელია ანტიკური, რომის იმპერიის გავლენა ბიზანტიურ ტანისამოსზე,
თუმცაღა ამასთანავე ბიზანტიური კულტურა განიცდიდა ქრისტიანული რელიგიის უდიდეს
გავლენას, შესაბამისად ანტიკურ ჰარმონიას ახალი „სახის“ სილამზე- სულიერება, ჩაენაცვლა .
რომაული და ქრისტიანული გავლენის გარდა ბიზანტიური სამოსი აღმოსავლეთის
შტრიხებითაც გამდიდრდა. შედეგად მივიღეთ ორნამენტთა ნაირსახეობა ფერთა
მრავალფეროვნება, ოქროს და სხვა ძვირფასი ქვების გამოყენება. ასევე მაგალითად თუ ერთი
პერიოდი ბიზანტილებეი წვერს არ ატარებდნენ, სწორედ სპარსულმა გავლენამ შემოიტანა
„წვერი მოდა“ ბიზანტიაში.
• ბიზანტიური ტანისამოსისთვის დამახასიათებელია სრული „ჰერმეტიულობა “ ანუ დაფარულია
მთლიანი სხეული, არ ჩანს ბუნებრივი ფორმები. მძიმე, მასიური მართკუთხა სილუეტი პირდაპირ
ვერტიკალურ ხაზებზე, შესაბამისად სხეულის ფორმებიც იფარება . დეკორატიულად ფორმდება
საყელო და მოსასხამები. ზოგადად ბიზანტიური კოსტიუმი გამოირჩეოდა თავისი მდიდრული
იერსახით, რაც გამოიხატებოდა ქსოვილით, სამკაულებით, უმაღლეს დონეზე აყვანილი
დეკორატიულობით და თუნდაც ფერებით.
• უნდა აღინიშნოს,ბიზანტიური სიმბოლიკა, რომელიც მათი მსოფლხედველობიდან
გამომდინარეობს უფრო კონკრეტულად კი რელიგიიდან, ის გვხვდება ყველგან
არქიტექტურაში, ხელოვნებაში,კოსტიუმში, ყველაზე მარტივი მაგალითი ფერებია :ცისფერი - ცის
სიმბოლოა, მწვანე-იმედის, ოქროსფერი- სულიწმინდის, ღვთაებრივი ენერგიის, სიწმინდის.
ყოველდღიური სამოსი
• მთავარი ელემენტი ბიზანტიური (ყოველდღიური) სამოსის არის
ტუნიკა. ის ძირითადა შალისგან იკერებოდა, რადგან ეს მატერია ასე
თუ ისე ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, უფრო მდიდარი
ბიზანტიელების ტუნიკები კი იკერებოდა აბრეშუმისგან, სელისგან.
მაღალ ფენას კი არჩევნის საშუალებაც კი ქონდა სამ განსხვავებულ
სტილში: კოსტიუმი მთლიან სიმაღლეზე, სრული, მთლიანი
კაფტანი(ფართო სახელოებით) და პირდაპირი კაფტანი(ვიწრო
სახელოებით)
• ფერები:
მაღალი კლასი- წითელი,ოხრა(სტაფილოსფერ-ყავისფერ-ყვითელი)
• განსხვავება იყო ზომაშიც: გრძელ ტუნიკას მაღალი კლასი ატარებდა
ხოლო მოკლეს დაბალი.
ტუნიკები
იმპერატორის კოსტიუმი
• თუ ადრე იმპერატორებს იპოდრომზე ირჩევდა ჯარი, უფრო მოგვიანებით
მას უკვე პატრიარქი აკურთხებს მეფედ. ეს ყოველივე უკვე გვანიშნებს
იმპერატორებისა და ეკლესიის დამოკიდებულბას, თუ როგორ სურთ მათ
უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან, შესაბამისია მათი ტანისამოსიც.
• მაგალითისთვის მოცემულ ფოტოზე ჩვენ ვხედავთ კონსტანტინე 7-ის
მეფედ კურთხევას, მართალია ის ძალიან პატარაა, თუმცა მისი გრძელი
ტუნიკი და მასზე დამაგრებული ლოროსი კარგად ჩანს.
• სამეფო დიდებულების ნიშანს წარმოადგენს ლოროსი (ოქრონემსული,
თვლებით გაწყობილი, გრძელი ქსოვილი, რომელიც წელზე
შემოიხვეოდა, მერე გადაიტარებდნენ მხრებზე და მისი ერთ წვერს
მარცხენა მკლავზე გადაიგდებდნენ. ბიზანტიის იმპერიის ბოლო
პერიოდში ლოროსის განვითარებულ სახეობას ეწოდა დიადემა).
• ბისონი -კი ბიზანტიელ მეფეთა შესამოსელი, ძვირფასი ქვებით შემკული,
გრძელი და ვიწრო სამოსი იყო.
ლოროსი
• აქ უკვე ვხედავთ
მსგავსებებს
ქართულ და
ბიზანტიურ
(კოსტიუმებს
შორის(მის
ელემენტებს
შორის)
იმპერატორის კოსტიუმი
• როგორც ადრე ავღნიშნე ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა
ქონდა ბიზანტიაში, შესაბამისად არსებობდა „საიმპერატორო კარის ფერები “-
ოქროსფერი და იასამნისფერი(რომელიც საკმაოდ რთული დასამზადებელი
იყო,დამზადების ტექნიკიდან გამომდინარე-შესაბამისად ძვირიც).
• ქვემოთ მოცემულ ფოტოებში, კარგად ჩანს ამ ფერების კონტრასტი,
იასამნისფერიმოსასხამები (განსაკუთრებით კი დედოფალი თეოდორას
მოსასხამი), თეთრი ტუნიკები ოქროფერი ორნამენტებით, მარგალიტის
აქსესუარები, ზუსტად ეს არის ბიზანტიური „სიმდიდრე“, თუმცა ამასთანავე ამ
სიმდიდრით მთლიანად არის დაფარული სხეული. იუსტინიანეს წითელ
სანდლებს, თუმცა თეოდორასთან ამას ვერ ვხედავთ, ზოგადად ქალების
ფეხსაცმელზე ცნობებია ცოტა არის რადგან იგი ძირითადად საერთოდ არ ჩანდა.
• ფეხსაცმლის შემთხვევაშიც ფერების მიხედვით განასვავებდნენ :
წითელი-იმპერატორი
მწვანე- პროტოვესტიარი(ცერემონმაისტერი)
ლურჯი-სებასროკრატორი(იმპერატორი შემდეგ პირველი პირი)
Stemmata-(ძველ საბერძნეთში დაფნისგან
გაკეთებული გვირგვინი,) ფართო,
მომრგვალო გვირგვინი, რომელიც
მორთულია მარგალიტის ძაფებით.

იმპერატორი იუსტინიანე(527-565)
სან-ვიტალე, რავენა
სან-
ვიტალ
ე,რავენ

ასე გამოიყურება სამეფო კარის კოსტიუმი
დედოფალი თეოდორა

• Jean-Joseph Benjamin-Constant, 1887


ჯარის შესამოსელი
• როგორც ვხედავთ ბიზანტიური კულტურისთვის და ეპოქისთვის
ძალიან დიდ როლს თამაშობდა სოციალური სტატუსი, ტანსაცმლი
ფორმა,ფერიც ამისდა მიხედვით ირჩეოდა. შესაბამისად ბიზანტიის
ქუჩებში გასულს ერთი შეხედვით ეცოდინებოდა ესა თუ ის ადამიანი
რომელ კლასს მიეკუთვნებოდა.შესაბამისად ჯარშიც იყო გარკვეული
იერარქია მაგალითად კავალერია, ყველაზე მაღალ ფენად
იგულისხმებოდა,7-12 საუკუნეებში ისინი პროფესიონალებადაც
ითვლებოდნენ.
• ტუნიკი იყო სელისგან შეკერილი(ზამთარში ის ბეწვი იყო). ტუნიკი
მუხლებამდე სიგრძის იყო ,რადგან მათ თავისუფლად ემოძრავათ.
ტუნიკი ტყავის სამაგრებით(pteruges) იყო დაფარული,რომლის
ზემოდანაც იცმევდნენ რკინის ჯავშანს. ასევე ისინი ატარაბდნენ
მოსასხამს, რომელიც ცუდი ამინდისგან დასაცავად იხმარებოდა.
ბიზანტიური აბრეშუმი
• აბრეშუმით ვაჭრობა ბიზანტიურ ეკონომიკაში ძალიან დიდ
როლს თამაშობდა. კონსტანტინოპოლი ყველაზე დიდი
ცენტრი იყო აბრეშუმის წარმოებასა და ვაჭრობაში.
თავიდან რა თქმა უნდა აბრეშუმი ჩინეთიდან შემოდიოდა
თუმცა ბიზანტიელების მონაპოვრის შემდეგ იუსტინიანე I-ის
დროს, აბრეშუმის წარმოებაში ქვეყანამ მონოპოლია
მოიპოვა ევროპაში. ის გამოირჩეოდა თავისი
ბრწყინვალე,ნათელი ფერებით, ოქროს ძაფის გამოყენებით
და საკმაოდ რთული დიზაინით. თითქმის მთლიანი
ადრეული შუა საუკუნეები ის დომინირებდა ამ
ბაზარზე,იტალიური აბრეშუმის წარმოებამდე(მე-12 საუკუნე).
ბიზანტიური აბრეშუმი
• ძირითადად ყველაზე მეტად იასამნისფერ აბრეშუმს
„აფასებდნენ“, რომელიც რა თმქა უნდა მხოლოდ უმაღლეს
ფენებში გამოიყენებოდა, . იასამნისფერთან ერთად
გავრცელებული იყო: მეწამული,ლურჯი,მოყვითალო და სხვა.
ხოლო მოოქროვილი ვერცხლის ლენტების დადებით აბრეშუმზე
კი მოოქროვილ ქსოვილს ღებულობდნენ, რომელის ასე ხშირად
გვხვდება საიმპერატორო ტანისამოსებში, ასევე სწორედ მისი
თეთრი ტუნიკიც აბრეშუმისგან მზადდებოდა. მე-V-VI საუკუნეების
შემდეგ კი აბრეშუმზე უკვე სხვადასხვა
გამოსახულების,ფორმების, ორნამენტიების დატანა დაიწყეს და
აქაც ვხედავთ სპარსეთის გავლენას(სიცოცხლის ხის გამოსახვა
მაგალითად ასევე გულის ფორმის პატარა ფოთლების)
ბიბლიოგრაფია
• https://books.google.ge/books?id=vDXXAMqvzBQC&pg=PA121&lpg=PA
121&dq=Clothing+during+the+Byzantine+Era+skachat&source=bl&ots=
DpcP2C53jl&sig=ACfU3U0-wGx-GYse-qiUhqxZhTwqPhiZfA&hl=en&sa=X
&ved=2ahUKEwjf6dK5jPLoAhVKzMQBHd7qDm8Q6AEwFHoECA0QJw#v
=onepage&q&f=false
• https://www.encyclopedia.com/
• http://
www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/dzveli/gamosvla/gamosvla-15.ht
m
• https://www.jw.org/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83
%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E
1%83%90/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%
98%E1%83%90/bi12/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9
C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A4%E1%83%A1%E1
%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9
4%E1%83%91%E1%83%98/119
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like