You are on page 1of 54

თბილისური

ეზოების
დღიური
პროექტი „თბილისური ეზოების დღიური“ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის
ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. წინამდებარე
ციფრული ალბომი წარმოადგენს პროექტის საბოლოო შედეგს და შედგება, იმ
ვიზუალური და ტექსტური მასალისგან, რომელიც გრიგალაშვილმა პროექტზე
მუშაობის მანძილზე შეკრიბა თბილისური ეზოების მაცხოვრებლებისგან.
ალბომში შეტანილია როგორც გრიგალაშვილის მიერ, თბილისურ ეზოებსა და
ბინებში გადაღებული ფოტოები, ასევე, ამ ეზოს მაცხოვრებელთა ოჯახური
ალბომებიდან შეგროვებული ფოტომასალა და მათივე ინტერვიუები, ეზოების
წაერსულსა და თანამედროვეობაზე. ეს პროექტი არის მცდელობა, მოგვითხროს იმ
უნიკალურ ფენომენზე, რასაც წარმოადგენს თბილისიური ეზო - მის
მახასიათებლებზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
1
აღმაშენებლის 172
თბილისი

აღმაშენებლის 172 ნომერში მდებარე შენობა


ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, თავისი
არქიტექტურით. როგორც ამ პერიოდის
არაერთ სხვა ნაგებობაში, ამ შენობაშიც
მოხვედრაც ორი გზითაა შესაძლებელი -
ცენტრალური სადარბაზოდან ან თაღიანი
შესასვლელის მქონე შიდა ეზოთი.

ახლად რეაბილიტირებული სამსართულიანი


შენობა დახვეწილი, ჩუქურთმებით
გაფორმებული თეთრ-ნაცრისფერი ფასადით
გამოირჩევა. თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავი
სანახაობა გვხვდება შიდა ეზოში მოხვედრის
შემდეგაც - სამივე სართულს მთელ სიგრძეზე
დახვეწილი ხის რიკულები და
მაღალსვეტებიანი ფართო აივნები მიუყვება.
2
ამ მისამართზე მდებარე თბილისური ეზოს მაცხოვრებელი
ჟურნალისტი ზაზა ჯღარკავა იხსენებს:
„თბილისის ისტორიულ უბნებში კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის
დროს მერიამ ჩვენს სახლსაც შეავლო ხელი. გათბობის ძველი რადიატორები რომ
მოვხსენით, კედელზე 1904 წლის დროინდელი გაზეთები გამოჩნდა. ამ ტიპის სახლები
თბილისში სწროედ 1895-1907 წლამდე პერიოდში შენდებოდა.

სახლი, რომლის ფასადი აღმაშენებელზე გადის, ასატუროვებს, სომეხ ვაჭარს ეკეთვნოდა.


გასაბჭოების შემდეგ, ეზოში სამხედროები შემოასახლეს, პირველ სართულზე
კომისარიატი გახსნეს, სახლზე უფლებაჩამორთმეულ მეპატრონეს კი, თურმე, ეზოს
ერთ-ერთ სარდაფში აცხოვრებდნენ.

[ანა და ხორენ მელიქამუსოვები, სვეტლანას მშობლები.]


3
ამ ეზოში ბაბუჩემი, სიმონ ჯღარკავა და მისი მუეღლე შესახლდნენ, შემდეგ ბინა დედაჩემს ერგო. ითვლებოდა, რომ ეზოში ჩვენი ოჯახი ყველაზე
შეძლებული იყო, რადგან ორი ოთახი გვქონდა. თუმცა, დედა ძალიან იყო შეწუხებული სტუმრიანობით, ხშირად ვიღაცის ნაცნობის ნაცნობებით. მახსოვს,
ფანჯარასთან დიდი მაგიდა იდგა და დედას ან ამ მაგიდაზე ეძინა, ან მის ქვეშ. ასეთი ეზოებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ისევე, როგორც საერთო
სამზარეულოში ფუსფუსი და საპირფარეშო, აივნის ბოლოს, სადაც სულ რიგი იდგა.
4
[კლარა ჯღარკავა]

დედაჩემი მოსკოვის პროსპექტის ბოლოს, ფაბრიკა


„განთიადში“ საამქროს უფროსად მუშაობდა. დილის ექვსს
საათზე მაშინდელი კალინინის ქუჩიდან ტრამვაით
მიუყვებოდა სამსახურის გზას. ბებიაც მუშაობდა. ჩვენთან
ხომ კინოსტუადიაა ახლოს. დედა მიყვებოდა, რომ მის
ეზოში დიდი თუთის ხეები იყო და სასეირნოდ იქ
დავდიოდითო.

5
ჩვენი თბილისური ეზო მრავალეთნიკური იყო,
ქურთებიც ცხოვრობდნენ, სომხებიც, რუსებიც.
აყალმაყალიც იდგა ხოლმე, მაგრამ თუ რამე
ამბავი ატყდებოდა, მალევე მშვიდდებოდნენ.
ცხოვრება ძირითადად ღია აივნებზე დუღდა.
საჭმელიც ხშირად მანდ მზადდებოდა. აივანი
სამეზობლოს თავშეყრის ადგილი იყო.

სულ სხვანაირი ცხოვრება იყო, სხვა დრო.


ჩვენს მეზობელ პეტროსიანებს ნაგაზი
ჰყავდათ, რომელსაც ჩანთას გადაკიდებდნენ
და ფულს ჩაუდებდნენ. ძაღლიც უპრობლემოდ
დადიოდა ბორჯომის ქუჩის კუთხის მაღაზიაში
- ყველა ცნობდა.

ახლა ასეთ ეზოებში ხალხი სახლებშია


შეკეტილი და გარეთ მხოლოდ სიცხეში
გამოდის. ჩემ სართულზე 6 ოჯახი ცხოვრობს,
ყველამ თავისი პირადი სივრცე
კეთილმოიწყო. სულ ეზოში 26 ოჯახი
ცხოვრობს“.

[ბავშვები აღმაშენებლის 172-ის ეზოს აივანზე]


6
7
ასათიანის ქუჩა 25
თბილისი

ასათიანის 25 ნომერში მდებარე თბილისურ


ეზოს ორი შესასვლელი აქვს - ასათიანისა
და მაჩაბლის ქუჩებიდან. თუკი პირდაპირ
ასათიანის ქუჩიდან, მოჩუქურთმებული,
ძველი კარით შეხვალთ, შენობის
ცენტრალურ სადარბაზოში აღმოჩნდებით,
რომელის იატაკიც ძველებური, შავ-თეთრი
ფილებითაა მოპირკეთებული.
ოთხსართულიანი შენობის კიბეს ბოლო
სართულამდე დახვეწილი ხის რიკულები
მიუყვება. უწინ, შენობა სამი სართულისგან
შედგებოდა, მეოთხე სართული კი
მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ დაემატა.

ეზოს მეორე შესასვლელი, მაჩაბლის


ქუჩიდან, პირდაპირ ეზოში შედის. უწინ ეს
შესასვლელი ფორნებისა და ურმების ეზოში
შესაყვანად გამოიყენებოდა. ასათიანისა და
მაჩაბლის ქუჩების ხმაური ამ ეზოში ვერ
აღწევს, ეზოს ბოლოს გაშენებული პატარა
მწვანე ბაღი კი იდეალური თავშესაფარია
ზაფხულის ცხელ დღეებში. უწინ ამ ბაღის
ადგილზე მოზრდილი შადრევანი იყო,
რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.

ამ ეზოში ჩვენი მასპინძელი, სვეტლანა


მელიქამუსოვაა, რომელის ოჯახიც მეორე
სართულზე 1941 წლიდან ცხოვრობს.
8
სვეტლანა მელიქამუსოვა 75 წლის:
„თავდაპირველად ეს სახლი ძმები ლისიციანების გიმნაზია იყო. ამ სამსართულიან სახლს ორი
შესასვლელი ჰონდა, ერთი - მაჩაბლის ქუჩის მხრიდან. მეოთხე სართული უკვე გეოლოგებმა დააშენეს,
ხის მსუბუქი კონსტრუქციით, რომ სახლი არ დაზიანებულიყო.

ამ ეზოში ჩემი მშობლები 1941 წელს გადმოვიდნენ. დედა რუსეთიდან ჩამოვიდა. გერმანელებმა იქ
სამხედრო ქარხანა დაბომბეს, ამის გამო დედა ბაქოში გააგზავნეს, მაგრამ რადგან გზაში მუცლის ტიფი
დაემართა, თბილისის საავადმყოფოში დააწვინეს. შემდეგ „ენკავედეში“ დაიწყო მუშაობა. იქ გაიცნო
მამაჩემი და მინისტრის თანხმობით, იქორწინეს კიდეც. სამსახურმა კი ეს ბინა მისცა.

იმ დროისთვის ამ სართულზე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. მამაჩემს ერთი ოთახი და შუშაბანდი შეხვდა.
ჩვენს გვერდით აკიმოვები ცხოვროვდნენ. მერე მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად. კუთხეში
კალანდაძეები იყვნენ, მერე მათ გაბუნიები ჩაენაცვლნენ. გაბუნია „გოსკონტროლის“ მინისტრის
მოადგილე იყო. გვერდით ცხოვრობდნენ გელაშვილები, ვოვა გელაშვილი სამხატვრო აკადემიაში
ლექტორი იყო. კუთხეში ხოჯამიროვა ცხოვრობდა, მამამისი რაიკომში მუშაობდა.
[ანა და ხორენ მელიქამუსოვები, სვეტლანას მშობლები.] 9
ახლა ამ სართულზე ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. მაშინ მეტი
იყო. საერთო სამზარეულოში ყველას თავისი ნავთქურა
ჰქონდა. ერთ საპირფარეშოში 22 კაცი დავდიოდით. ვის
რა პერანგი ეცვა ტანსაცმელის ქვეშ, ეგეც კი ვიცოდით.

ეზოში აივნებს თოკები არ იყო გაჭიმული. სარეცხს ეზოში


ვაშრობდით. სარეცხი კი ეზოში სულ ეკიდა. მეორე
სართულზე ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელსაც თავისი
სამსახურის გამო შეეძლო უცხოური ტანსაცმლის შოვნა.
ეგ რომ სარეცხს გაფენდა, მთელი ეზო
გამოვეფინებოდით ხოლმე მისი საცვლებისა და
პერანგების სანახავად.

ეზოში სამრეცხაო გვქონდა. მოდიოდა ქალი და ვისაც


საშუალება ჰქონდა, სარეცხს არეცხინებდა. სამრცხაოში
შეშის ფეჩი იდგა. მერე მანდ „ფეჩის დუში“ გაკეთდა.
რიგრიგობით დავდიოდით საბანაოდ. ყველა ოჯახს
თავისი გასაღები ჰქონდა და ვთანხმდებოდით, ვინ
როდის იბანავებდა.

ეზოში ბევრი ბავშვი ვიყავით. გქვონდა აუზი, რომელიც


დროთა განმავლობაში დაანგრიეს. ეს ბაღიც დიდი
ძალისხმევის შედეგად შევირჩუნეთ. იმ დროს მაგიდის
ჩოგბურთის მაგიდაც გვქონდა. ავტოფარეხის მაგივრად
კალათბურთის მოედანი გვქონდა მოწყობილი. ღარიბები
ვიყავით, მაგრამ მხიარულები. უფროსი და უმცროსი
ვიცოდით. ჩვენი მშობლები მუშაობდნენ და თუ ბავშვს
ვინმე შენიშვნას მისცემდა, მშობლები მადლობლები
იყვნენ, რომ მათ შვილს ვიღაცამ ყურადღება მიაქცია.
ამის გამო არავინ იბოღმებოდა.

[ეზოს ბავშვები აუზთან.]


10
90-იანი წლებამდე დიდად ყურადღებას არ ვაქცევდით ჩვენს ეზოში რა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. მაგალითად, ეზოში გვყავდა ადამიანი გვარად
სალმანი, სტომატოლოგი, ებრაელი რომ იყო, მერე გავიგეთ, მთელი თბილისი მასთან იკეთებდა კბილებს.

მეზობელ ეზოში, 23 ნომერში ვიცოდით, რომ ქურთები ცხოვრობდნენ. თუ ქორწილი ჰქონდათ, გადაბმულად სამი დღე და ღამე ცეკვავდნენ,
მხიარულობდნენ, დუდუკზე და დოლზე უკრავდნენ. გაგვაგიჟებდნენ ხოლმე. მახსოვს, „პოდნოსით“ ჩამოუვლიდნენ სტუმრებს და აცხადებდნენ, ვინ
რამდენი ფული დადო, ფულის დადებაში ეჯიბრებოდნენ ერთმენეთს. პატარძლისთვის აუცილებლად უნდა მოეგროვებინათ თანხა.

სხვანაირი დრო იყო. ჩვენი ქალები რა ტანსაცმლითაც ბაზარში დადიოდნენ, იმით თეატრში ვერ ნახავდით. ერთმენეთს ეკითხებოდნენ, კაბა სად შეიკერეო
და სპეციალურად „გამოსასვლელად“ იკერავდნენ. ამისათვის სპეციალური ტუფლი“ და ჩულქიც უნდა გვქონოდა. ჩემს დროსაც ეწეოდნენ ქალები სიგარეტს,
ოღონდ დიდი მუნდშტუკებით და მოხდენილად. რომ დასხდებოდნენ სალაპარაკოდ, ბავშვები პირღიები მივჩერებოდით“.

11
ბაქრაძის ქუჩა 8
თბილისი

თუკი რუსთაველის ხმაურიანი და ხალხმრავალი


ქუჩიდან ჭოველიძის ქუჩაზე ავუხვევთ, მარჯვნივ,
პირველივე შესახვევში ბაქრაძის ქუჩაზე
აღმოვჩნდებით. ეს ვიწრო ქუჩა დღეისათვის ისევე
გადატვირთულია, როგორც ცენტრში მდებარე
მრავალი სხვა. თუმცა, 8 ნომერში მდებარე პატარა
თბილისურ ეზოში შესვლისას, ქუჩის ხმაური და
მტვერი უკან რჩება.

ვიწრო და გრძელ ეზოს ორ ნაწილად ჰყოფს


მოზრდილი თაღი, რომლის მიღმაც შენობის
ფასადს მცენარეების მწვანე ფოთლები ფარავს.

ეზოში მდგარ ძველ, ორსართულიან შენობას


ულამაზესი ხის ჩუქურთმებით გაფორმებული
აივნის მოაჯირი და სვეტები აქვს, რომელის დიდი
ნაწილიც ვაზის ამწვანებული ფოთლებითაა
დაფარული. შენობის ნაწილი ღია აივნიანია,
ნაწილი კი თეთრი შუშაბანდითაა დახურული.

ნანა ძნელაძის ბინა მეორე სართულზეა. ამ ეზოში


მისი ოჯახის მესამე თაობა ცხოვრობს.
12
ნანა ძნელაძე:
„უსათნოესი და უკეთილესი ხალხის
შთამომავლები ვართ. მამა ჟორდანიას
ინსტიტუტში მუშაობდა დაარსებიდან.
ჟორდანიას მეჯვარე და მისი შვილის
ნათლია იყო.

[ნოდარ ძნელაძე ჟორდანიას ინსტიტუტში მუშაობისას]


13
[მიხეილ ძნელაძე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.]

მამაჩემის მამა ორი მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ისე კი


პროფესიით იმუკოსი იყო და ქიმიურ ლაბორატორიაში
მუშაობდა. 17-18 წლის იყო პირველად ომში რომ წავიდა,
მაშინ „პორუჩიკი“ იყო, მეორე მსოფლიო დროს უკვე
„პოლკოვნიკი“ გახდა. ბებია შეძლებული ოჯახიდან იყო,
მერე მამულები ჩამოართვეს. ის თავის ძმას ჰყავდა
ნაშვილები და იზრდებოდა ფეოდოსიაში. ქალთა
გიმნაზიაც იქ დაამთავრა.

ბებიას ჰყავდა ძმა, რომელიც იყო გადასახლებაში, მაგრამ


ტრაგიკულს არაფერს იხსენებდა, სულ სასაცილოს ეძებდა
ცხოვრებაში. ბოლოს აღარ მოისურვა ქალაქში ცხოვრება
და სოფელში გადავიდა.
14
15
ჩვენები ამ სახლში 1924 წელს შესახლდნენ.
რამდენადაც ვიცი, სახლი აშენებულია წინა
საუკუნეში. მისი ნაწილი ბადრიაშვილებს ეკუთვნოდა.
ისინი ვაჭრები იყვნენ, პურის საცხობი ჰქონდათ,
მაგრამ კომუნისტებმა ჩამოართვეს.

ადრე ეზოში 23 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა 26 ოჯახია.


ძველი მოსახეებიდან სამია დარჩენილი.

ჩვენს ეზოდან სულ ხმაური ისმოდა. ამ ქუჩაზე


ქვაფენილი იყო და მანქანები იშვიათად დადიოდნენ.
სამაგიეროდ, აქ სულ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაც სულ იყო.


ექსპრომტადაც იკრიბებოდნენ საეიფოდ. ეზოში და
ჩვენს ოჯახშიც ბევრი სტუმარი მიდი-მოდიოდა.
ამოვიდოდნენ ბებიასთან მეზობლები, ნაცნობები და
იწყებდნენ ლაპარაკს.

ეზოში თუ ვინმე ჩხუბობდა, უფრო ქალები.


დაწყევლიდნენ ერთმანეთს. ბავშვებს ჩხუბის
ყურებას გვიშლიდნენ, არ შეიძლებაო.

მამა ძალიან ბევრ ადამიანს ახლოს იცნობდა.


მახსოვს ერთხელ ლიანა ასათიანი გამაცნო, „გიორგი
სააკაძეში“ დედოფალს თამაშობსო, მითხრა. ისეთი
ლამაზი იყო ლიანა, რომ მოვჯადოვდი, მაშინ ბავშვი
ვიყავი“.
16
გორგასლის 23
თბილისი
ამ მისამართზე მდებარე თბილისური ეზო უბანში ქუჩისპირზე გამავალი „ვიწრო ეზოს“ სახელით იყო ცნობილი. 23 ნომერში მდგარი შენობა, რომელიც ადრე
ირანელ მეწარმეს ეკუთვნოდა, დღემდე ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს ქუჩაზე, რადგან ულამაზესი, ჩუქურთმებით დაფარული ფასადი აქვს.

ქუჩიდან შიდა ეზოში მოზრდილი თაღის გავლით ვხვდებით. ეზო გრძელი და ვიწროა, თუმცა ამჟამინდელი მაცხროვრებლები სივიწროვის მიუხედავად, მის
გამწვანებას ესწრაფვიან.

სოფიო და მანანა ოლქიაშვილები ეზოს დასაწყისშივე ცხოვრობენ. ისინი ამ ეზოს მესამე თაობის მკვიდრები არიან.

17
ოლქიაშვილი მანანა და სოფიოს მონაყოლით:
„თავდაპირველად ჩვენი ეზოს ფასადს გასდევდა აივნები, ხოლო შემდეგ შუშაბანდები, რაც ცალკეულ მონაკვეთებზე შემორჩენილია კიდეც. ფასადის დიდ
ნაწილს, სამწუხაროდ, ავთენტური სახე დაკარგული აქვს. 2017 წელს სახლს რეაბილიტაციაც ჩაუტარდა.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ოთახში „გარდერობის“ გაკეთება გვინდოდა და იმ ადგილზე შემთხვევით ბუხარი აღმოვაჩინეთ. ის არა რუსულად, არამედ
ირანულად ნაშენებს ჰგავდა, რაც ძალიან საინტერესოა.

მამაჩვენი იყო მეწაღე, რომელსაც ხრუშჩოვის დამსახურებით, ატელიები დაუკეტეს და ისიც თავისი ბიზნესის ასაწყობად საქართველოდან უცხოეთში
გაიხიზნა. მამაჩემის მშობლები კულაკები იყვნენ. კომუნისტებმა მათ არაერთი სახლი და ბიზნესი წაართვეს.
18
[არტემ გულუზოვი თეატრში კოლეგებთან ერთად.]

ამ ეზოში ჩვენი ოჯახი 1937 წლიდან ცხოვრობს. ბინა


პაპაჩემს მისცეს. მასაც სახლი საუკეთესო
განლაგების გამო მოსწონებია.

ადრე მეზობელთან საერთო შუშაბანდი გვქონდა,


მერე კი გადავღობეთ. სამზარეულო შუაზე იყო
გაყოფილი, საპირფარეშო კი მართლა ყველაზე
სუფთა გვქონდა.
ადრე ახალ წელს თბილისური დროით ჯერ ჩვენთან
შევხვდებოდით ხოლმე, მოსკოვის დროით კი
მეზობლებთან გადავიდოდით. ისე კარგად
მახსენდება ეგ დრო, იყო ერთი მხიარულება და
ცეკვა-თამაში.

ჩვენს ბავშვობასა ეს იყო ნამდვილი „იტალიური“


ეზო იყო. ეზოში ცხოვრობდნენ სომხები,
აზერბაიჯანელები, რუსი ებრაელები და
ქართველები: ხურცილავები, გუგუნავები,
ნაკაშიძეები, მომცემლიძეები, ხაჭაპურიძეები... მე
და ჩემ დას თუ რამე გვაქვს ნასწავლი, მათგან
ვისწავლეთ, მაგალითად, წიგნების კითხვა.
[ნოდარ ძნელაძე ჟორდანიას ინსტიტუტში მუშაობისას]
ვხატავდით, პიანინოზე დავდიოდით. ეზოს
მცხოვრებლებმა ამაზე დიდი გავლენა იქონიეს.
ხშირად მეზობლები ქართული ლიტერატურის
შედევრებს გვჩუქნიდნენ, მით უფრო, რომ
ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ, ვისი შვილი ხარ,
მამაჩემის და ჩემი მეზობლის სახელს ვეუბნებოდი,
ისეთი სიახლოვე გვაკავშირებდა ოჯახებს.

ეს პიანინო მამაჩემმა ებრაელი ქალისგან 7 წლის


რომ ვიყავი, მაშინ იყიდა, მაგრამ ტელევიზორი
გამიყიდა, რადგან მთელი ეზო,
დიადიან-პატარიანად ჩვენთან შემოდიოდა
საყურებლად. გავიდა წლები და ყველამ რომ
შეიძინა ტელევიზორი, ბოლოს მამაც იყიდა.

ეზოში შელაპარაკებაც გვქონია და უსიამოვნებაც,


მაგრამ თუ რამე ხდებოდა, ერთ მუშტად
ვიკვრებოდით. ჩვენთან მცხოვრებ მეზობელს
არავის ვაჩაგვრინებდით.
[არტემი გულაზოვი დედასთან, ელისაბედთან ერთად.]
19
20
[არტემ გულაზოვი - მხატვარ დეკორატორი, თეატრის თანამშრომლებთან ერთად.]

ადრე ვინმესთან სტუმარი თუ ჩამოვიდოდა, სახლში ძველი სამოვარი გვქონდა. ეზოში გამოვიტანდით და ჩაის ვსვამდით. ახლა ჩვენ უკვე ასაკოვანი ხალხი
ვართ და ეს ესტაფეტა ახალგაზრდებს გადავაბარეთ. მათ საქმეში არ ვერევით, თუმცა საქმის გასარჩევად ისინი მაინც ჩვენთან მოდიან.

ეზოში ყველამ იცოდა თავისი ადგილი, უფროსების პატივისცემა, ზედმეტი რომ არ უნდა გაებედათ. თავმდაბალი ხალხიც იყო.
ერთი რუსის ებრაელი დავითი გვყავდა ეზოში. ჩაიცმევდა თეთრ სავარჯიშო ტანსაცმელს და ძელზე ჩამოეკიდებოდა. ეზოს ბიჭებიც მიბაძავდნენ.

არკიდან რომ შემოდიხართ, ვიწრო ეზო გხვდებათ. ეს ეზო სულ ასეთი იყო. ახლა ყვავილებითა გავალამაზეთ. ახალ წელს ეზოში ნაძვის ხესაც ვდგამთ.
სარეცხსაც ძველებურად ეზოში ვფენთ და ვაგრძელებთ ჩვენებურ ცხოვრებას“.

21
22
[სერგო ოლქიაშვილი მეუღლე სოფიოსა და შვილებთან ერთად.]
23
ეგნატე ნინოშვილის 3ა
თბილისი

ამ მისამართზე მდებარე თბილისური


ეზოში ბევრი რამ დაკარგულია
როგორც არქიტეტურული, ისე ასეთი
ეზოებისთვის დამახასიათებელი
ყოფითი დეტალების თვალსაზრისით.
24
ეზოზე პენსიონერი, ყოფილი მშენებელი, ანზორ
სხვიტარიძე ყვება:
„ნინოშვილის ქუჩა XIX საუკუნის პირველ ნახევრიდან
არსებობს. რამდენადაც ვიცი, ქუჩის ამ მონაკვეთზე
ათას რვას რომელიღაც წელს ვინმე მდიდარმა
პოლონელმა „კნიაზმა“ რამდენიმე სახლი ააშენა.
შემდეგ, ცხადია, ეს ყველაფერი ჩამოართვეს.

ამჟამად ეზოში მხოლოდ ხუთი ძირძველი ოჯახი


დავრჩით. რადგან ფაბრიკის მოპირდაპირე მხარეს
ვცხოვრობთ, მიჩვეულები ვართ, რომ ეზოთი
ტურისტები ინტერესდებიან. თბილისური კულტურა
მართლაც ასეთ ეზოებში იგრძნობა.

თავდაპირველად ეზოში 20 ოჯახი ცხოვრობდა.


ახლაც ასეა.

[ანზორ სხვიტარიძე]
25
თავიდან ჩვენს ოჯახს სახლში უფრო დიდი
ფართი გქვონდა, მერე კი ჩემი ძმის ოჯახს
გავუყავით. რა თქმა უნდა, საკუთარი
სამზარეულო და აბაზანა არავის ჰქონდა. ეზოს
ზოგ მოსახლეს საპირფარეშოში სიარული
ქუჩის მხრიდანაც კი უწევდა. საბანაოდ, ჩვენი
პატარა, სპეციალური ჩემოდნებით, სადაც
პირსახოცები და გამოსაცვლელი გვედო, ჯერ
აბანოთუბანში დავდიოდით, მერე კი კიევის
ქუჩაზე.

ერთ სამზარეულოს ამ სართულზე ოთხი ოჯახი


ვინაწილებდით. იყო დრო, საპონსაც სახლში
ვხარშავდით.
26
27
უახლოეს ეზოებსა და ქუჩებზე მცხოვრებლებსაც ვიცნობდით,
ერთმანეთის ოჯახებში კარგი მისვლა-მოსვლა გვქონდა.
მეზობლებთან სადილი და ვახშამი ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო.
მწვანილი და ლობიო თუ დაგვხვდებოდა, ესეც საკმარისი იყო.

ეზოში სულ ბავშვების ჟვილ-ხივილი ისმოდა. მრგვალი და გრძელი


ვირი, ლახტი, კოჭობანა. მიდიოდა თამაში და გართობა. კოჭი
ცხვრის უნდა ყოფილიყო, ავჭალურ ბურთს კი ნახმარი
წინდებისგან კერავდნენ, შიგ ხმელ ლობიოს ან სიმინდს ყრიდნენ
და პირას უკრავდნენ.

ამ ეზოში ბრწყინვალე ხალხი ცხოვრობდა, სხვადასხვა


პროფესიის,ზოგიც - ცნობილი, ზოგი ნაკლებად. რა დამავიწყებს
კოლა გრანატკინს, ტრამვაის ვატმანს. დილის ხუთ საათზე
იღვიძებდა, ეზოში გამოდიოდა და ისე ოსტატურად იგინებოდა,
რომ არცერთი გინება ორჯერ არ მეორდებოდა.

მახსოვს, როგორ გვაჯობა ყველას ქურთმა ჯაზომ, ის მუშად


მუშაობდა გასტრონომში, თბილისის „დინამომ“ ევროპის თასი რომ
აიღო. ჯაზო ეზოში ღრიალით მოვარდა და თან 32 ბოთლი ღვინო
მოიტანა, რომ მეზობლებს გამარჯვება აღვენიშნა. ჩვენც, ვისაც რა
გვქონდა, ჩამოვიტანეთ და გერიელი სუფრა გაიშალა!
ასეთ ეზოებში ოჯახის ჭირს და ლხინს ყველა იზიარებდა.
ადამიანებს შორის გაგება სხვანაირი იყო. მაღაზიაში რომ
გავდიოდით, სახლის კარს გასაღებით ვინ დაკეტავდა? ეზოში უცხო
ადამიანი შეუმჩნევლად ვერ შემოვიდოდა.
ყველაზე კარგი ასეთ ეზოებში ადამიანური სითბო იყო. ჩვენთან
ახლაცაა შემორჩენილი. რამე თუ მოხდა, ჯერ მეზობელთან
შევრბივართ და მერე სხვებს ვაგებინებთ.
მენატრება ის დრო, ცოცხალი ურთიერთობების. კორპუსში
ვერასოდეს ვიცხოვრებ. მარტო ჭერის სიდაბლის გამო შემეხუთება
სული...“
28
ქვლივიძის ქუჩა 14
თბილისი

ამ მისამართზე მდებარე
თბილისური ეზო უჩვეულო
არქტექტურითა და სიმყუდროვით
გამოირჩევა. პატარა შიდა ეზოს
გარს მჭიდროდ ეკვრის ხის
შუშაბანდებითა და ლამაზი ხის
რიკულებით გაფორმებული
აივნები, ხოლო, დახვეწილ გარე
ფასადზე დღემდეა შემორჩენილი
უნიკალური არქიტექტურული
დეტალები.

28
ეზოს შესახებ ნინო ზაალიშვილი
ყვება:
„სახლი მირზოევს ეკუთვნოდა. მირზოევი
მდიდარი კაცი იყო, ვორანცოვზეც ჰქონდა
რაღაც ფაბრიკა.

ჩვენი ოჯახი აქ 1921 წლიდან ცხოვრობს. მეც აქ


დავიბადე, ჩემი და-ძმაც. ეს სახლი მამაჩემის
ბებიის და ბაბუისაა. ბებია, ნინა ჭიაბრიშვილი,
ვისი სახელიც დამარქვეს, დიასახლისი იყო.
მამაჩემის ბაბუა - ვასილ ზაალიშვილი,
ეკონომისტი, მუშაობდა ბუღალტრად, თუმცა იყო
ხელოვნებით გატაცებული, კარგად ხატავდა.
ყველა დიდსულოვან ადამიანად იხსენებს.
ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, თავი
საკუთარი შრომით და პატიოსნებით გაჰქონდა.
1924 წელს მათ პირველი ვაჟი, მიხეილი
შეეძინათ, შემდეგ მეორე ვაჟი 1928 წელს -
დიმიტრი, პაპაჩემი.

ისე მოხდა, რომ მამაჩემი, ზაალ ზაალიშვილი,


რომელიც ამ სახლში 50-იან წლებში დაიბადა, 3
წლიდან ბებია და ბაბუასთან იზრდებოდა.

რამდენადაც ვიცი, გაფართოვებამდე, ეზოში


თითო ოჯახს თითო ოთახი ჰქონდა დაკავებული.

[დიმიტრი ზაალიშვილი.]
29
30
ასეთ ეზოებში რამდენიმე თაობა ერთმანეთის თვალწინ იზრდებოდა. თბილისურ ეზოებს იმდენად შეკრული სამეზობლო ჰყავდა, რომ უჭირდათ ახალი
მეზობლის მიღება. ეს გაუცხოვება ამ სახლშიც იგრძნობა.

მეზობლები ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ. მახსოვს, აი, იქ, მზიან მხარეს, რიბოშვილებს ხის ტახტი ედგათ. ქალები შუადღეზე რომ მოიცლიდნენ, იქ
დასხდებოდნენ და ყველაფერზე საუბრობდნენ. ძალიან მეგობრული ეზო იყო. ერთმანეთს გვერდში ედგნენ, აფასებდნენ, პატივს სცემდნენ და, რაც
მთავარია, უფრთხილდებოდნენ. ცდილობდნენ ერთმანეთისთვის არ ეწყენინებინათ.

სხვადასხვა ეროვნების მაცხოვრებლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულები.

ოჯახში ვინმე ნაციონალურ კერძს თუ გააკეთებდა, ყველას ასინჯინებდნენ.


31
32
33
ზედა სართულზე ქურთები ცხოვრობდნენ. ქურთ
ფოკეს ოთხი შვილი ჰყავდა. ყველამ ამ ეზოში
იქორწინა. ქურთების ქორწილი ძალიან
საინტერესო სანახაობა იყო - ტრადიციული
ცეკვებით და ჭრელა-ჭრულა ჩაცმულობით.
წრეში დგებოდნენ, გადაჭდობილი მაღლა
აწეული ხელებით მხიარულად ცეკვავდნენ, მე
კი აივნიდან ვუყურებდი. ნამდვილი ზეიმი იყო.

თბილისურ ეზოებში კარების დაკეტვა არავინ


იცოდა. მეზობელი პირდაპირ, ოჯახის წევრივით,
კაკუნის გარეშე შემოდიოდა. მარტო სახელს
დაიძახებდა: სახლში ხარო?
ჩვენს სახლს საერთო ხის აივნები აქვს, წრეზე
მიუყვება ეზოს და ყველა მეზობელს თავისი
საყვარელი ადგილი ჰქონდა ამ აივნებზე.
ბებიაჩემ ნინას ერთი ადგილი ამოეჩემებინა,
სადაც ეზოს ჭიშკრიდან ნიავი კარგად უბერავდა
და ამ ადგილს თავის „დაჩას“ ეძახდა.
ახლა ეზოში 11 ოჯახი ცხოვრობს“.
34
ქიქოძის ქუჩა 5
თბილისი

ამ მისამართზე მდებარე სახლი


უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა.
თეთრი, სამსართულიანი სახლის
ფასადი, რომელზეც აივნები უზარმაზარი
სვეტებითაა გაფორმებული, მნახველს
ლეონიძის ქუჩიდან ქიოძის ქუჩაზე
შეხვევისთანავე ხვდება თვალში.
შენობის ცენტრალურ, ფართო
სადარბაზოში დიდი, მრგვალთაღიანი
ხის კარით ვხვდებით. სადარბაზო
ახლად გარემონტებულია, განიერ
რკინის რიკულებიან ქვის კიბეებს კი
თეთრი კედლები მიუყვება.
შენობის უკანა ეზოში მოხვედრა
ორგვარადაა შესაძლებელი - ქუჩიდან
შემავალი თაღით, ან ულამაზესი
მრგვალი კიბით, რომელიც მთელ
სიმაღლეზე დაუყვება შენობის შიდა
ფასადს.

35
კოტე თევდორაძის ოჯახი უკვე მეოთხე
თაობაა ამ ბინაში ცხოვრობს:
„ეს სახლი 1910-13 წლებში აიშენმა ვინმე
დოქტორ მაკაროვმა. როგორც ასეთ
სახლებში იყო მიღებული, პირველ
სართულზე ცხოვრობდნენ მოსამსახურეები,
მეორეზე თვითონ მაკაროვი, მესამე
სართულზე კი ე.წ. სასტუმრო ოთახები და
სამრეცხაო იყო. ყველა სართულზე ძალიან
სილამაზის ბუხრები აეშენებინათ.
წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, ამ
სახლში შეიქმნა საქართველოს
კომუნისტური პარტიის პირველი ოფისი და
გაზეთ „კომუნისტის“ პირველი სტამბა. ადრე
აქ ამის მანიშნებელი აბრაც ეკიდა. დოქტორ
მაკაროვის სახლი სახელმწიფოს
მფლობელობაში გადავიდა, თუმცა
კომუნისტებმა ეზოს შესასვლელიდან
ოროთახიანი ბინა დაუტოვეს..
36
ეზოში ჭრელი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა - ბაღის მხარეს, პირველ სართულზე, რჩეულიშვილების დიდი ოჯახი, ოჯახის უფროსი უსინათლოთა
ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო. აგრეთვე, პირველ სართულზე ცხოვრობდნენ ტუხარელები, გორგოძეები, შუაში კი დონელი კაზაჩკა მარუსია დეიდა.
მეორე სართულზე ცხოვრობდნენ უშვილო ებრაელი ცოლ-ქმარი, მათი ბინა სახელმწიფოს დარჩა. სხვა სართულებზეც ცხოვრობდნენ ებრაელი ოჯახები.
ასევე, მახსოვს ორი მოხუცი ქალბატონი: ვერა მიაკიშევა და ტატიანა პაპალექსი.
მეორე სართულზე ცხოვრობდა მალამოების შემქმნელი თურმანიძეების ოჯახიც. პირველ კარებში კი ნორვეგიელი გვარად ფალკი. ბოლო სართულზე
ჩიგოგიძეები-მაჭავარიანების ოჯახი ცხოვრობდა, მათთან ყოველთვის ვახლობლობდით. ჩვენი კარის მეზობლები აზერბაიჯანლები იყვნენ, დიდი ოჯახი
იყო. როგორ ეტეოდნენ ოროთახიან ბინაში, არ ვიცი. ისიც ჩვენი ეზოს ერთ-ერთი ძირძველი ოჯახია.

მთელ სახლში დერეფნის სისტემა იყო. ფაქტობრივად, ეს იყო კომუნალური სახლი, რომელსაც სველი წერტილები დერეფნის ბოლოში ჰქონდა
მოწყობილი.

ჩვენი ბინა დედაჩემის ბაბუას ეკუთვნოდა. ბინაში ძალიან ბევრი ანტიკვარიატი იყო.

37
ბებიაჩემი, ელენე უფლისაშვილი, არსენა ოძელაშვილის შთამომავალია. არსენას ბევრი შვილები ჰყოლია. თურმე, ერთ-ერთი მისი შვილის ოჯახს ბავშვი
არ უჩნდებოდა. ერთხელაც ოჯახის თავს დასიზმრებია, რომ უფალმა ეკლესიამდე მუხლმოდრეკით მისვლა შესთავაზა და სანაცვლოდ ბავშვი ეყოლებოდა,
ოღონდ ერთი პირობით - გვარი უფლისაშვილზე უნდა გადაეკეთებინა. არსენას შვილმა ეს სიზმარი რეალობად აქცია და ოჯახს ბიჭი, ბებიაჩემის ძმა
შეძენია. უფლისაშვილების გვარი აქედან წამოსულა.
ახლა ეზოში დაახლოებით 12 ოჯახი ცხოვრობს. ეზოს ახლანდელი ამბები იმდროინდელს ვერაფრით შეედრება. ზედა სოლოლაკში ფაქტობრივად ყველა
ერთმანეთს იცნობდა, დიდიან-პატარიანად. ამ სიახლოვის გამო, ადამიანებს შორის განსაკუთრებიული სითბო და სიყვარული ტრიალებდა.
38
ახლა რომ ეზოში ამდენი მანქანა დგას,
მაშინ ეზო თავისუფალი იყო, ერთდართი
მანქანა იდგა, თურმანიძის მეუღლის. ეზოში
ფეხბურთს ვთამაშობდით. ზამთარში ეზოში
წყალს ვასხამდით და ჰოკეის ვთამაშობდით.
მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებსაც
ვმართავდით.
სადარბაზოში რომ შედიხართ, კიბის ქვეშ
შუშის პატარა სივრცეა, იქ მეწაღე იჯდა,
სომეხი ძია არამი. რომ გარდაიცვალა, მისმა
ნათესავმა, ძია სტიოპამ შეცვალა. ეზოში
„სარაიები“ გვაქვს და თავის ტყავებს იქ
ინახავდა. მაშინ ამისათვის ფულს არავინ
ართმევდა.
ეზოში ხშირად მოდიოდა ერთი ქურთი ქალი.
მარაოსავით გაშლიდა დიდ ნაჭერს და ვისაც
ლეიბი ჰქონდა გასაპენტ-გასაახლებელი,
დაჯდებოდა და დაუპენტავდა.
ყველი და მაწონი კოჯრიდან ჩამოჰქონდათ.
ეზოში დანების მლესავებიც მოდიოდნენ.
ეზო ფოსტალიონსაც ელოდა, იცოდნენ,
როდის მოვიდოდა. გაზეთების გარდა,
ფოსტალიონს პენსიაც მოჰქონდა“.

39
ჩხეიძის 23
თბილისი

ჩხეიძის 23 ნომერში მდებარე სახლის


შიდა და გარე ფასადი არქიტექტურული
დეტალებით გამორჩეული და
დახვეწილია. შენობას ქუჩის მხრიდან
ქვის აივნები და ორნამენტები
ამშვენებს, ხოლო შიდა ფასადი
შუშაბანდითაა წარმოდგენილი.
40
ამ მისამართზე მდებარე თბილისური ეზოს უხუცესი მაცხოვრებელი,
სცენარისტი, იოსებ მჭედლიშვილი:

„მეზობელი სახლის თარიღიდან გამომდინარე, ჩვენი სახლიც 1911 წელს უნდა იყოს აშენებული რუსი
გენერლის, მიხეილ მუდრის მიერ. ეს იყო ოჯახური სახლი, რომლის ფასადი იმდროინდელ სანაპიროს
ქუჩაზე გადიოდა.
რუსი გენერალი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, ქვედა სართულზე კი - მისი ვაჟი. შემდეგ, მეორე
და პირველი სართულებზე მისი გაუთხოვარი ქალიშვილები ცხოვრობდნენ. ჩვენს სახლს მესამე
სართული გასული საუკუნის 30-აინ წლებში დააშენეს, პოლიტექნიკურის თანამშრომლებისთვის. სულ
ეზოში 22 ოჯახი ცხოვრობდა.

ჩემ ბავშვობაში ეზო უფრო სხვანაირი, დიდი და მწვანე იყო. შუაში თუთის ხე ხარობდა. მეზობლებსაც
შუშაბანდებსა და აივნებზე მეტი ყვავილი ჰქონდათ გაშენებული. მეორე მსოფლიო ომის დროს ბებიას
მისმა ევაკუირებულმა ნათესავებმა ორი ფინიკის პალმა აჩუქეს, ერთი თავისი ვაჟის და ერთიც პაპის
სახელზე. ორივე პალმა დღემდე ცოცხალია და რუდუნებით ვუვლი.

ამ სახლს ლტოლვილების სახლს ვეძახი. ბებია და ბაბუა აქ 1918-წელს დასახალდნენ, როდესაც ბათუმს
თურქებმა შეუტიეს და იძულებულები გახადეს დაეტოვებინათ ქალაქი. ბაბუა კუჭ-ნაწლავის ექიმი იყო.
ავადმყოფებს სწორედ ამ სახლში იღებდა. მახსოვს, შუშაბანდში მომლოდინე პაციენტებისთვის 24
სკამი იყო ჩამომწკვრივებული. მოსამსახურის გამოსაძახებლად სახლში ელექტროზარიც იყო.

41
42
ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ბებია იძულებული გახდა რამდენიმე სამსახურში ემუშავა. იყო უროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ლაბორატორიის
ერთ-ერთი დამაარსებელი. ის იბრძოდა ამ სახლის შესანარჩუნებლად, რომ კომუნალურ ბინად არ გადაექციათ.

მამაჩემი, გიორგი მჭედლიშვილი მეცნიერებაში წავიდა. საბჭოთა კავშირის დროს ის ორი რეგისტრირებული აღმოჩენის ავტორი და სისხლის მიმოქცევის
მკვლევარი იყო, მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მისი დაარსებიდან.

მამამ სახლი გადააკეთა. სამზარეულო კაბინეტად აქცია, რომ ემუშავა. დილის შვიდზე იღვიძებდა, სახლში ექვსისკენ მოვიდოდა, საათნახევარს ისვენებდა
და ღამის პირველ საათამდე აგრძელებდა მუშაობას.

დედაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, საღამოობით ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებებს. ჩემი დაც მუსიკოსი იყო. მე კი ორ ფორტეპიანოს
შორის მოქცეულს უნდა მემეცადინა, რაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ასე ბევრი იზრდებოდა. იმ დროისთვს თბილისში ბევრი „იტალური“ ეზო იყო“.

(დღეს თბილისში ჩხეიძის ქუჩა ერთადერთია, რომელსაც კენტი ნუმერაცია მარცხენა მხარეს აქვს).
43
წინამძღვრიშვილის 103
თბილისი

წინამძღვრიშილის 103 ნომერში


ორსართულიანი აგურის სახლი დგას,
რომელიც 1930-იან წლებში აშენდა. რკინის
ჭიშკრიდან მოზრდილ შიდა ეზო მოსჩანს,
საიდანაც შენობაში ცისფერი ხის აივნით
შევდივართ. სახლში მოხვედრა
ცენტრალური სადარბაზოდანაც შეიძლება,
რომელიც პირდაპირ ქუჩიდან შედის.

[ლევან ყიფიანი]
44
ამ მისამართზე მდებარე თბილისურ ეზოში ორსართულიანი სახლის
ერთ-ერთი მფლობელი, მხატვარი ლევან ყიფიანი:

„ეს სახლი ჩემმა წინაპრებმა 1935 წელს ააშენეს. პირველი რემონტი კი აქ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაკეთდა. სახლი ააშენა ბაბუაჩემმა,
დედაჩემის მამამ, ლევან კარანაძემ, ცოლის ძმასთან ერთად და იქ ბებიაჩემთან, პროფესიით ექიმ-გინეკოლოგთან, ნატალია წიკლაურთან ერთად
დასახალდა. ბებია 1943 წელს გარდაიცვალა.

პირველ სართულზე ბაბუაჩემი ცხოვრობდა, მეორეზე მისი ცოლის ძმა ოჯახითურთ. ახლა მეორე სართულზე დეიდაჩემი და მისი ოჯახი ცხოვრობს.

ადრე ჩვენი ეზოს გარშემო ბარაკები იყო, ახლაც დიდად არაფერი შეცვლილა.
ჩემს ბავშვობაში ეზოში 12-13 ოჯახი სახლობდა.

45
ძველი სამეზობლოდან ეზოში ლეონიძეების
ოჯახი შემორჩა. მანამდე მათ ადგილას
იოსებაძეები ცხოვრობდნენ. ძველი
მეზობლების უმეტესობა მიმოიფანტა, ზოგი
უცხოეთში წავიდა, ზოგი ახალ სახლებში
გადავიდა საცხოვრებლად. აშოტკა, მაცაცო,
გოჩა, მიშა, სერგი... ჩვენი ეზოს ბავშვები
მამაჩემის გადაღებულ ფოტოებზეღა
დამრჩნენ.

რაც შეეხება ბაბუაჩემ ლევან კარანაძეს,


კომუნისტების დროს ის ერთ-ერთი საუკეთესო
ინჟინერ-მშენებელი იყო. 50-იან წლებში ის
აფხაზეთის საგზაო სამმართველოს უფროსად
დანიშნეს და სოხუმში, ერთ-ერთ კორპუსში,
ბინა მისცეს. სოხუმში მან მეორე ცოლი
შეირთო. დედაჩემი და დეიდაჩემი კი
ბაბუაჩემის დამ გაზარდა.
46
ჩვენს სახლს ძველად ძირითადი
შემოსასვლელი სადარბაზოდან
ჰქონდა, მაგრამ ეს ადგილი მამაჩემს
თავის ოთახად ჰქონდა გადაკეთებული.
მამაჩემი სერგო დიმიტრის ძე უცხო
ენების სპეციალისტი გახლდათ, თუმცა,
მისი ნამდვილი გატაცება
მონადირეობა იყო. სანადიროდ ყოველ
შაბათ-კვირას დადიოდა და ამ წესს არ
არღვევდა. ძაღლებიც სულ ჰყავდა.
თავის ოთახში სამონადირე რუკა
ჰქონდა გაკრული. პატარა მაგიდაზე კი
თოფის წამალს ტენიდა და
მეგობრებთან ერთად იკრიბებოდა.
მახსოვს, ამ ოთახში სულ საინტერესო
ამბები ტრიალებდა. ახლა მინდა ეს
ადგილი ჩემ სამხატვრო სახელოსნოდ
გადავაკეთო.

დედაჩემი, ნათელა ლევანის ასული,


მუსიკის მასწავლებელი იყო და სკოლა
ინტერნატში მუშაობდა. როცა ჩემი
მშობლები შეუღლდნენ, მამაჩემის მამა
მუნჯი კინოს ერთ-ერთი წამყვანი
მსახიობი იყო (მისი ოჯახი უზნაძეზე
ცხოვრობდა). ამიტომ ჩვენს საოჯახო
ალბომში მრავლადაა იმდროინდელ
ცნობილ ადამიანებთან გადაღებული
ფოტოები, განსაკუთრებით
კინემატოგრაფიის სფეროდან“.

[ლევან ყიფიანი დედასთან, ნათელა კარანაძესთან ერთად.]


47
ჯავახიშვილის ქუჩა 37
თბილისი

ამ მისამართზე მდებარე უზარმაზარი მყუდრო ეზო


მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. ორსართულიან
შენობას ხის ნატიფ რიკულებიანი აივნები
ამშვენებს. ამჟამად ეზოში 31 ოჯახი ცხოვრობს.
სახლი, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსიც
აქვს მინიჭებული, 150 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა.
48
ეზოს შესახებ 80 წლის მოსახლე,
იზოლდა ცაავა ყვება:
65 წელია ამ ეზოში ვცხოვრობ.
თავდაპირველად ეზოში 78 ოჯახი
ცხოვრობდა, ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით.
მაშინდელი ეზო უფრო გამწვანებული და
სხვანაირი იყო.

თუმცა, ყველაზე მეტად ეზო მაშინ შეიცვალა,


როდესაც იქედან მისი ინტელექტუალური
მოსახლეების ნაწილი წავიდა. თბილისის
გარეუბნები რომ გაშენდა, ბევრს ბინები
ერგო. მაგრამ ძველ მოსახლეებს ისე
უყვარდათ ჩვენი ეზო, რომ ბოლომდე ვერ
ელეოდნენ და შაბათ-კვირას ხშირად
გამოგვივლიდნენ ხოლმე.

[იზოლდა ცაავა.]

49
გადმოცემით, ეს სახლი ვიღაც შეძლებული სომეხი ძმების ყოფილა. ჩვენს ქუჩაზე ამჟამინდელი 4 ნომერიც მათ საკუთრებაში იყო. გასაბჭოების მერე,
ძმებს ქონება ჩამოართვეს. აქვე, ეზოში მათ ჰქონდათ მოწყობილი ბინები მოსამსახურეებისთვის, ჰქონდათ საჯინიბოები და „პრაჩეჩნაია“ (სამრეცხაო).
საბჭოთა დროს სახლი სამხედრო ყაზარმად გადაკეთდა.

ამჟამად ძველებიდან რამდენიმე ოჯახი შემოვრჩით. ეზოს ცხოვრების წესებიც შეიცვალა. ჩემს თაობაში ასე იყო: ყოველ საღამოს სხვადასხვა მიზეზით
ვიკრიბებოდით, სახელდახელოდ ვაცხობდით მჭადებს და ხაჭაპურებს. დასხდებოდნენ მეზობლის კაცები და ბულბულებივით ამღერდებოდნენ. შემდეგ
მშვიდად დაიშლებოდნენ. ღამის თორმეტ საათზე ზედმეტ ხმას ვეღარ გაიგებდით. თუ ვინმე წაიკამათებდა, ისიც იშვიათად, ბილწსიტყვაობის გარეშე და
მალევე რიგდებოდნენ.
50
ზედა სართულზე ქურთები ცხოვრობდნენ. ქურთ
ფოკეს ოთხი შვილი ჰყავდა. ყველამ ამ ეზოში
იქორწინა. ქურთების ქორწილი ძალიან
საინტერესო სანახაობა იყო - ტრადიციული
ცეკვებით და ჭრელა-ჭრულა ჩაცმულობით.
წრეში დგებოდნენ, გადაჭდობილი მაღლა
აწეული ხელებით მხიარულად ცეკვავდნენ, მე
კი აივნიდან ვუყურებდი. ნამდვილი ზეიმი იყო.

თბილისურ ეზოებში კარების დაკეტვა არავინ


იცოდა. მეზობელი პირდაპირ, ოჯახის წევრივით,
კაკუნის გარეშე შემოდიოდა. მარტო სახელს
დაიძახებდა: სახლში ხარო?
ჩვენს სახლს საერთო ხის აივნები აქვს, წრეზე
მიუყვება ეზოს და ყველა მეზობელს თავისი
საყვარელი ადგილი ჰქონდა ამ აივნებზე.
ბებიაჩემ ნინას ერთი ადგილი ამოეჩემებინა,
სადაც ეზოს ჭიშკრიდან ნიავი კარგად უბერავდა
და ამ ადგილს თავის „დაჩას“ ეძახდა.
ახლა ეზოში 11 ოჯახი ცხოვრობს“.

51
ადრე თბილისურ ეზოებში ერთმანეთის ძალიან ენდობოდნენ.
სახლებს არავინ კეტავდა. ზოგ კაცს გარეთ, „ბალკონზეც“ ეძინა,
რადგან სახლში ბევრი ოჯახის წევრი ჰყავდა და ვერ ეტეოდა.
ბიჭები ხშირად ელოდნენ როდის გაიღვიძებდა ვინმე სახლში, რომ
ის დაწოლილიყო.

იმხელა ეზო იყო, მარტო ჩვენი ეზოს ბავშვები კი არა, სხვებიც


შემოდიოდნენ გასართობად. ეზოში ხელნაკეთი საქანელა
გვქონდა. ფრენბურთის ბადეც იყო გაჭიმული. იდეალურად სწორი
საფეხბურთო მოედანიც გვქონდა, პინგ-პონგის მაგიდაც გვედგა და
ბავშვები ბურთის ჰოკეისაც თამაშობდნენ. საღამოს რომ
აგრილდებოდა, ეზო ნათდებოდა. თავისი განათება ჰქონდა.

ადრე ეზოში კინოს აპარატიც მოჰქოდათ. დიდ ავტოფარეხზე


დაამაგრებდნენ ეკრანს და ზოგი მეზობელი საიდან და ზოგიც
საიდან უყურებდა. თუ ვინმეს ტელევიზორი ჰქონდა, ეს კი
იშვიათობა იყო, აივანზე გამოიტანდა და ყველა ერთად
ვუცქერდით“.
52

You might also like