You are on page 1of 6

ნატალია ნიქაცაძე

IV კურსი
ხელოვნების ისტორია და თეორია

მარინა აბრამოვიჩის ,,The artist is present’’

ადამიანები ხელოვნების ნიმუშთან კონტაქტს უმეტესად მზერით


ამყარებენ, მაგრამ ხელოვნების მისია მხოლოდ ნამუშევრის
დათვალიერება არ არის. ,,ხელოვნების ნიმუშის აღქმისას ადამიანი
გადის რთულ გზას ნიმუშის ფიზიკური აღქმით დაწყებული, ემოციური
აღქმისა და საზრისის გაცნობიერების გავლით, კათარზისამდე.’’1
ხელოვნების ნამუშევრის ერთ-ერთი მისია მაყურებელში კათარზისის
განცდა და ნამუშევართან ერთად, საკუთარ თავში ჩაღრმავებაც არის. ეს
კარგად გამოჩნდა 2010 წელს ნიუ-იორკის MoMA-ში გამართულ მარინა
აბრამოვიჩის პერფორმანსში ,,The artist is present’’, რომელიც 3 თვის
განმავლობაში გრძელდებოდა.
პერფორმანსის დროს დახურულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ხის
მაგიდასთან ერთანეთის პირისპირ მჯდომი ორი ადამიანი. მათგან
უცვლელი იყო ერთი, თავად არტისტი, მარინა აბრამოვიჩი, ხოლო
მეორე, პერფორმანსში მონაწილეობის მსურველი ადამიანი.
პერფორმანსს ჰყავდა უამრავი მაყურებელი.
არტისტსა და მონაწილეს შორის კონტაქტი ერთმანეთთან ჭვრეტით
უნდა დამყარებულიყო. პერფორმანსს ჰყავდა უამრავი მაყურებელი,
რომელიც აკვირდებოდა პროცესს. პერფორმანსს ორგვარი ხედვის
წერტილი აქვს. პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მხოლოდ
დამსწრეა, იგი ხედავს დარბაზის ცენტრში მაგიდასთან მსხდომ ორ
ადამიანს, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ. ხოლო, როდესაც

1
პოსტმოდერნისტული მიდგომა თუ ტექნოგენური ეპოქის ახალი პარადიგმა, კლდიაშვილი. ა.,
ACADEMIA N5, 2017
მაყურებელი პერფორმანსის მონაწილეა, ის უყურებს არტისტის
,,პორტრეტს’’ პირისპირ. პერფორმანსის მონაწილისთვის არტისტთან
კონტაქტი ისეთივე აქტია, როგორც ხელოვნების ნიმუშის ცქერა.
მნიშვნელოვანია არტისტის სამოსი, მისი ლურჯი, წითელი და თეთრი
კაბები მნიშვნელოვან ფერადოვან აქცენტს ქმნის კომპოზიციაში.
მარინა აბრამოვიჩის თქმით, ,,ადამიანები მოდიან თავისი ტკივილებით,
სიყვარულით, ცნობისწადილით, მე კი ვქრები, გადავიქცევი სარკედ,
რომელშიც ისინი საკუთარ თავს ხედავენ.’’ მნიშვნელოვანი სიტყვებია, ამ
პერფორმანის გასააზრებლად.
პარალელის გავლება შეიძლება ნამ ჯუნ პაიკის ინსტალაციასთან ,,ბუდა
ტელევიზორთან’’, სადაც, აგრეთვე, ,,მზერის’’ მომენტია მნიშვნელოვანი.
ინსტალაციაზე წარმოდგენილია ბუდა,(სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით
„გასხივოსნებული“) რომელიც პირდაპირ მდგარ ტელევიზორში თავის
გამოსახულებას ,,უყურებს’’ პირდაპირ ,,ეთერში.’’
ხელოვნების ნიმუშის პროტაგონისტები მზერით კონტაქტს, აგრეთვე,
ამყარებენ რომანტიკოსი მხატვრების შემოქმედებაში. მაგალითად კასპარ
დევიდ ფრიდრიხის ნამუშევარში ,,ქალი ფანჯარასთან’’. ოთახის
ინტერიერში მნახველის წინ ზურგით მდგომი ქალი იყურება
ფანჯარასთან, ამ შემთხვევაშიც, როგორც რომანტიკოსი მხატვრების
ნამუშევრებში თითქმის ყველგან, იქმნება იდუმალების განცდა, ეს არ
არის უბრალოდ ფანჯრიდან გახედვა და გარემოს დათვალიერება,
არამედ რომანტიკული სწრაფვა საღვთო ტრანსცენდენტურობისაკენ.
“აქ მოცემულია სიახლოვე და სიშორე, ვიწრო ინტერიერი და დიადი
შორეთი, აქაურობასა და “ახლაში” ჩაკეტილობა და ნატვრითმოსილი
მზერა, მომენტები, რომლებიც ნოვალისის ცნობილ დეფინიციას
მოგვაგონებენ’’ 2
სამივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხელოვნების მედიატორული
როლი. ჩვენ ხელოვნების ნიმუშთან თვალით ვამყარებთ კონტაქტს.
ზემოთ განხილულ სამივე შემთხვევაში ნამუშევრის გმირი,
2
N. Wolf, Caspar David Friedrich (1774-1840). Der Maler der Stille, Taschen: Köln,2003.
ინსტალაციაში ბუდა, ხოლო კასპარ დევიდ ფრიდრიხთან ნამუშევრის
პერსონაჟი ქალი, ხოლო პერფორმანსის შემთხვევაში მონაწილე, მზერით
ამყარებენ კონტაქტს ობიექტთან, ამგვარად ტრანსცენდენტირებენ. ნამ
ჯუნ პაიკთან ტელევიზორი და ფრიდრიხთან ფანჯარა ასრულებენ
გამტარის როლს. ზემოთ განხილული პერფორმანსის დროსაც ,,მარინა
აბრამოვიჩი ერთგვარ გამტარად იქცევა არტისტსა და მის ,,მეს’’ შორის.’’3

სურათი 1მარინა აბრამოვიჩის ,,The artist is present''

3
პოსტმოდერნისტული მიდგომა თუ ტექნოგენური ეპოქის ახალი პარადიგმა, კლდიაშვილი. ა.,
ACADEMIA N5, 2017
სურათი 2ნამ ჯუნ პაიკის ,,ბუდა ტელევიზორთან''
სურათი 3ავტორი კასპარ დევიდ ფრიდრიხი, ,,ქალი ფანჯარასთან''

You might also like